ზირტეკი
Zyrtec®
პრეპარატი ზირტეკი განკუთვნილია: ნაზალური და თვალის სიმპტომების შესამსუბუქებლად სეზონური და წლიური ალერგიული რინიტის დროს ჭინჭრის ციების სიმპტომების შესამსუბუქებლად.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეტირიზინი (cetirizine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7 (1X7)
- მწარმოებელი
- Aesica Pharmaceuticals S.r.l. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -UCB Farchim S.A.(შვეიცარია)), იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პიპერაზინის წარმოებულები
- ATC კოდი
- R06AE07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038991
- რეგისტრირებულია
- 5 სექტემბერი 2023, მოქმედებს 5 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GlaxoSmithKline Export Limited (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ზირტეკი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ზირტეკი განკუთვნილია:
ნაზალური და თვალის სიმპტომების შესამსუბუქებლად სეზონური და წლიური ალერგიული რინიტის დროს
ჭინჭრის ციების სიმპტომების შესამსუბუქებლად.
მიღების წესი და დოზირება
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით.
მიღების წესი
შიგნით მისაღებად.
მოზრდილები
10 მგ (1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება დაიწყოს 5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) დოზით, თუ ის უზრუნველყოფს სიმპტომების დამაკმაყოფილებელ შემსუბუქებას.
ბავშვები
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები
5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) ორჯერ დღეში
12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები
10 მგ (1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში.
ხანდაზმული პაციენტები
არსებული მონაცემების საფუძველზე, ხანდაზმული პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ნორმალური ფუნქცია, არ საჭიროებენ დოზის კორექციას.
თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები
რადგან ცეტირიზინი უპირატესად გამოიყოფა თირკმელებით, იმ შემთხვევაში, როცა ალტერნატიული თერაპიის გამოყენება შეუძლებელია, პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, თირკმლის ფუნქციის მიხედვით. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია დოზის კორექცია ჩვენებების შესაბამისად.
CLcr= [140 – ასაკი (წელი)] x წონა (კგ)
__________________________ (x 0.85ქალებისათვის)
72 x შრატის კრეატინინი (მგ/დლ)
დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ზრდასრულ პაციენტებში
ჯგუფი
მილაკოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე (მფსს) (მლ/წთ)
დოზირება და მიღების სიხშირე
თირკმელების ნორმალური ფუნქცია
≥ 90
10 მგ ერთხელ დღეში
თირკმელების ფუნქციის სუსტი დაქვეითება
60 - <90
10 მგ ერთხელ დღეში
თირკმელების ფუნქციის ზომიერი დაქვეითება
30- <60
5 მგ ერთხელ დღეში
თირკმელების ფუნქციის გამოხატული დაქვეითება
15 - <30 არ საჭიროებს დიალიზით მკურნალობას
5 მგ 2 დღეში ერთხელ
თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადია
<15 საჭიროებს დიალიზით მკურნალობას
უკუნაჩვენებია
თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პედიატრიულ პაციენტებში დოზის კორექცია უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, პაციენტის თირკმლის კლირენსის, ასაკისა და სხეულის წონის მიხედვით.
ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტები
რეკომენდებულია დოზის კორექცია (იხ. ზემოთ “თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტები”).
უკუჩვენებები
პრეპარატი ზირტეკი უკუნაჩვენებია:
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის, ჰიდროქსიზინის ან პიპერაზინის რომელიმე წარმოებულის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში;
თირკმლის დავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებისათვის მფსს-ით (მილაკოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე) 15 მლ/წთ-ზე ნაკლები.
წამლების ურთიერთქმედებები
ფარმაკოკინეტიკური, ფარმაკოდინამიკური პროფილის და ცეტირიზინის ამტანობის პროფილის მიხედვით, არ არის მოსალოდნელი ურთიერთქმედება ამ ანტიჰისტამინურ პრეპარატთან. წამლების ურთიერთქმედების კვლევების დროს, კერძოდ ფსევდოეფედრინთან ან თეოფილინთან (დოზით 400 მგ/დღე) არ იქნა მიღებული შეტყობინებები ფარმაკოდინამიკურ ან მნიშვნელოვან ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებაზე.
ალკოჰოლი და ცნს-ის დამთრგუნველი სხვა ნივთიერებები
მგრძნობიარე პაციენტებში ალკოჰოლის ან ცნს-ის დამთრგუნველი სხვა ნივთიერებების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს რეაქციის ან უნარების დამატებითი დაქვეითება, თუმცა ცეტირიზინი არ აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას (სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაციისას 0.5 გ/ლ) (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები”).
სიფრთხილის ზომები
ალკოჰოლი
თერაპიულ დოზებში არ იქნა ნაჩვენები ცეტირიზინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ალკოჰოლთან (სისხლში ალკოჰოლის დონისას 0.5 გ/ლ). მიუხედავად ამისა, ალკოჰოლის ერთდროულად მიღებისას დაცული უნდა იყოს სიფრთხილის ზომები (იხ. პარაგრაფი “წამლების ურთიერთქმედებები”).
შარდის შეკავების გაზრდილი რისკი
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შარდის შეკავების განვითარების წინაპირობები (მაგ.: ზურგის ტვინის დაზიანება, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია), რადგან ცეტირიზინის მიღებამ შეიძლება გაზარდოს შარდის შეკავების რისკი (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოვლენები”).
კრუნჩხვების განვითარების რისკის მქონე პაციენტები
სიფრთხილეა საჭირო ეპილეფსიის მქონე პაციენტებში და კრუნჩხვების რისკის განვითარების მქონე პაციენტებში.
კანის რეაქციები
ცეტირიზინის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ქავილი და/ან ჭინჭრის ციება, მაშინაც კი, თუ ეს სიმტომები არ აღინიშნებოდა თერაპიის დაწყებამდე. (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოვლენები”). ზოგიერთ შემთხვევებში სიმპტომები შეიძლება იყოს ინტენსიური და შეიძლება საჭირო გახდეს თერაპიის განახლება. სიმპტომები უნდა გაქრეს თერაპიის განახლებისას.
ბავშვები
6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული პრეპარატ ზირტეკის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის სახით გამოყენება, რადგან ეს ფორმა არ იძლევა დოზის შესაბამისი სახით კორექტირების შესაძლებლობას. რეკომენდებულია ცეტირიზინის იმ ფორმით გამოყენება, რომელიც რეკომენდებულია ბავშვებისათვის.
კანის ალერგიული სინჯები
ანტიჰისტამინური პრეპარატები თრგუნავენ კანის ალერგიულ სინჯებს, ამიტომ მათი ჩატარების წინ რეკომენდებულია 3 დღის განმავლობაში პრეპარატის გამოსვლის პერიოდის დაცვა.
საკვების მიღება
საკვები არ ახდენს გალენას ცეტირიზინის შეწოვაზე, თუმცა აქვეითებს შეწოვის სიჩქარეს.
დამხმარე ნივთიერებები
ლაქტოზა
პრეპარატი ზირტეკი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 10 მგ შეიცავს ლაქტოზას. გალაქტოზის აუტანლობის (ლაქტაზის უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია) იშვიათი მემკვიდრული დარღვევის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პრეპარატი.
ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოყენება
რეპროდუქციული უნარი
ხელმისაწვდომი მონაცემები ადამიანის რეპროდუქციული უნარის შესახებ მცირეა, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გამოვლენილა.
ცხოველებში მიღებულმა მონაცემებმა არ გამოვლინა ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის დანიშვნისას ფეხმძიმე ქალებში. ორსულობის გამოსავლის (მშობიარობის) პროსპექტული მონაცემები, რომლის დროსაც ხდებოდა ცეტირიზინის მიღება, არ მიუთითებს დედის ან ნაყოფის/ემბრიონის ორგანიზმისათვის პოტენციურ ტოქსიკურობაზე, რომელიც აჭარბებს ფონურ დონეს.
ცხოველებზე კვლევებში არ გამოვლინდა პრეპარატის პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედება ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე.
ლაქტაციის პერიოდი
ცეტირიზინი გადადის დედის რძეში. გვერდითი მოვლენების რისკი ჩვილ ბავშვებში, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე, არ უნდა იქნეს გამორიცხული. სიფრთხილეა საჭირო ცეტირიზინის დანიშვნისას მეძუძურ ქალებში.
ცეტირიზინი გამოიყოფა ადამიანის დედის რძეში კონცენტრაციებით, რომელიც შეადგენს პლაზმაში გაზომილი მნიშვნელობების 25%-90%-ს, რაც დამოკიდებულია პრეპარატის მიღების შემდეგ სინჯების აღების დროზე.
ავტომობილის ან სხვა რთული მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
10 მგ რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარის, ძილის ლატენტური პერიოდის და მოქმედების უნარის ობიექტურმა შემოწმებამ არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი რაიმე ეფექტი.
თუმცა პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ძილიანობა, თავი უნდა შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან, პოტენციურად სახიფათო ქმედებების შესრულებისაგან ან მექანიზმებთან მუშაობისაგან.
პაციენტები, რომლებიც გეგმავენ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, პოტენციურად სახიფათო ქმედებების შესრულებას ან მექანიზმებთან მუშაობას, არ უნდა გადააჭარბონ რეკომენდებულ დოზას და მხედველობაში უნდა მიიღონ თავიანი რეაქცია სამკურნალო პრეპარატზე.
გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემები
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცეტირიზინი რეკომენდებული დოზებით იწვევს უმნიშვნელო არასასურველ გვერდით მოვლენებს ცნს-ის მხრივ, რომლებიც მოიცავს ძილიანობას, დაღლილობას, თავბრუსხვევასა და თავის ტკივილს.
ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა ცნს-ის პარადოქსული სტიმულაცია.
მიუხედავად იმისა, რომ ცეტირიზინი პერიფერიული H1-რეცეპტორების სელექტიური ანტაგონისტია და ხასიათდება ანტიქოლინერგული აქტივობის პრაქტიკულად სრული არარსებობით, დარეგისტრირებულ იქნა შარდვის გაძნელების, თვალების აკომოდაციის დარღვევის და პირის სიმშრალის ერთეული შემთხვევები.
მიღებულ იქნა შეტყობინებები ღვიძლის ფუნქციის დარღვევების შესახებ ღვიძლის ფერმენტების მომატებით, რომელსაც თან ახლავს ბილირუბინის დონის მომატება. ამ მოვლენების უმრავლესობა ცეტირიზინით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ უკუგანვითარდა.
ცეტირიზინის პლაცებოსთან ან სხვა ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან რეკომენდებული დოზებით (10 მგ დღეში ცეტირიზინისათვის) შედარების ორმაგად ბრმა, გაკონტროლებული კლინიკური კვლევები, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომია უსაფრთხოების რაოდენობრივი მონაცემები, მოიცავდა ცეტირიზინის მიმღებ 3200 პაციენტს.
პლაცებოგაკონტროლებულ კვლევებში ამ მთლიანი რაოდენობიდან დარეგისტრირებულ იქნა შემდეგი არასასურველი მოვლენები 10 მგ ცეტირიზინისათვის 1,0% ან მეტი სიხშირით:
არასასურველი რეაქციები (არასასურველი რეაქციების ტერმინოლოგია ჯანმო-ს მიხედვით)
ცეტირიზინი 10 მგ
(n=3260)
პლაცებო
(n=3061)
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის რეაქციები
დაღლილობა
- 63%
- 95%
ნერვული სისტემის დარღვევები
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
- 10%
- 42%
- 98%
- 07%
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
მუცლის ტკივილი
პირის სიმშრალე
გულისრევა
- 98%
- 09%
- 07%
- 08%
- 82%
- 14%
ფსიქიკური დარღვევები
ძილიანობა
- 63%
- 00%
სასუნთქი სისტემისა და გულმკერდის ღრუს ორგანოების დარღვევები
ფარინგიტი
- 29%
- 34%
პლაცებო ჯგუფთან შედარებით სტატისტიკურად უფრო მაღალი სიხშირის მიუხედავად, უმრავლეს შემთხვევებში ძილიანობა იყო მსუბუქიდან ზომიერ ხარისხამდე.
როგორც ნაჩვენები იქნა სხვა კვლევებში, ობიექტური ტესტები მიუთითებს, რომ ჯანმრთელ ახალგაზრდა მოხალისეებში ჩვეული ყოველდღიური აქტივობა არ იცვლება პრეპარატის მიღებისას რეკომენდებული დღიური დოზით.
ბავშვები
არასასურველი რეაქციები სიხშირით 1% და მეტი 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც ჩართულები იყვნენ პლაცებოგაკონტროლებულ კლინიკურ კვლევებში, მოიცავს:

ცეტირიზინი
(n=1656)
პლაცებო
(n=1294)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
დიარეა
- 0%
- 6%
ფსიქიკური დარღვევები
ძილიანობა
- 8%
- 4%

რინიტი
- 4%
- 1%

- 3%
პოსტრეგისტრაციული მონაცემები
წამლის არასასურველი რეაქციები (წარ) ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA კლასიფიკაციით ორგანოთა სისტემების კლასების და გამოვლენის სიხშირის მიხედვით.
გამოვლენის სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: ≥1/10
ხშირი: ≥1/100, მაგრამ <1/10
არახშირი: ≥1/1000, მაგრამ <1/100
იშვიათი: ≥1/10000, მაგრამ <1/1000
ძალიან იშვიათი: <1/10000
სიხშირე უცნობია: (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია
იმუნური სისტემის დარღვევები
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი
ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები
სიხშირე უცნობია: მადის მომატება
ფსიქიკური დარღვევები
არახშირი: აგზნება
იშვიათი: აგრესია, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, ჰალუცინაციები, უძილობა
ძალიან იშვიათი: ტიკები
სიხშირე უცნობია: სუიციდური აზრები, კოშმარები
ნერვული სისტემის დარღვევები
არახშირი: პარესთეზია
იშვიათი: კრუნჩხვები
ძალიან იშვიათი: დისგეზია, დისკინეზია, დისტონია, გულისწასვლა, ტრემორი
სიხშირე უცნობია: ამნეზია, მეხსიერების დარღვევა
მხედველობის ორგანოების დარღვევები
ძალიან იშვიათი: აკომოდაციის დარღვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ოკულოგირული კრიზი
სმენის ორგანოების და ლაბირინთის დარღვევები
სიხშირე უცნობია: თავბრუსხვევა (ვერტიგო)
გულის დარღვევები
იშვიათი: ტაქიკარდია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
არახშირი: ფაღარათი
ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების დარღვევები
იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის სინჯების ნორმიდან გადახრა (ტრანსამინაზების მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება სისხლში, სისხლში ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მომატება, გამა-გლუტამილტრანსფერაზის მომატება)
სიხშირე უცნობია: ჰეპატიტი
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები
არახშირი: ქავილი, გამონაყარი
იშვიათი: ჭინჭრის ციება
ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება, ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი
სიხშირე უცნობია: მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (მგეპ)
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
სიხშირე უცნობია: ართრალგია, მიალგია
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
ძალიან იშვიათი: დიზურია, ენურეზი
სიხშირე უცნობია: შარდის შეკავება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები”)
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები
არახშირი: ასთენია, სისუსტე
იშვიათი: შეშუპება
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე გავლენა
იშვიათი: სხეულის მასის მომატება
კანის რეაქციები, რომლებიც ვითარდება ცეტირიზინის მოხსნის შემდეგ
ცეტირიზინის მოხსნის შემდეგ აღინიშნა ქავილის (ძლიერი ქავილი) და/ან ჭინჭრის ციების შემთხვევები (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები”).
ჭარბი დოზა
სიმპტომები და ნიშნები
სიმპტომები, რომლებიც აღინიშნა ცეტირიზინის დოზის გადაჭარბების დროს, ძირითადად დაკავშირებულია ცნს-ის მხრივ ეფექტებთან ან ეფექტებთან, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს მის ანტიქოლინერგულ მოქმედებაზე.
არასასურველი მოვლენები, რომლებიც დარეგისტრირდა რეკომენდებულ დღიურ დოზაზე არაუმცირეს 5-ჯერ მეტი დოზის მიღების შემდეგ, მოიცავს ცნობიერების დაბინდვას, დიარეას, თავბრუსხვევას, დაღლილობას, თავის ტკივილს, სისუსტეს, მიდრიაზს, ქავილს, მოუსვენრობას, სედაციას, ძილიანობას, სტუპორს, ტაქიკარდიას, ტრემორს და შარდის შეკავებას.
მკურნალობა
ცეტირიზინის სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური ან მხარდამჭერი თერაპია.
ჰემოდიალიზის ჩატარება ცეტირიზინის მოსაცილებლად არაეფექტიანია.
პაციენტის მართვა უნდა განხორციელდეს კლინიკური ჩვენების ან ეროვნული ტოქსიკოლოგიური ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
შემადგენლობა
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 10.0 მგ.
არააქტიური ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა 37,0 მგ, ლაქტოზის მონოჰიდრატი 66,4 მგ, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი 0,6 მგ, მაგნიუმის სტეარატი 1,0-1,51 მგ;
ტაბლეტის აპკიანი გარსის შემადგენლობა: ოპადრი Y-1-7000 3,45 მგ (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა O(E464) 2,156 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E171) 1,078 მგ, მაკროგოლი 400 0.216 მგ).
1დამოკიდებულია წარმოების პირობებსა და მოწყობილობებზე (მერყეობს 1,0-1,5 მგ-ის ფარგლებში ერთ ტაბლეტში)
აღწერილობა:
მოგრძო ფორმის, თეთრი ფერის ტაბლეტი, აპკიანი გარსით დაფარული, გამყოფი ხაზით და მარკირებით “Y-Y”.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
60 თვე
დაუშვებელია შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.
აფთიაქიდან გაცემი წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
სასუნთქი სისტემა. სისტემური მოქმედების ანტიჰისტამინური პრეპარატები, პიპერაზინის წარმოებულები. ცეტირიზინე.
ათქ კოდი: R06AE07
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ცეტირიზინი, ჰიდროქსიზინის ადამიანის მეტაბოლიტი, წარმოადგენს პერიფერიული H1-რეცეპტორების ძლიერ და სელექტიურ ანტაგონისტს. დაკავშირების კვლევებმა in vitro არ აჩვენა H1-რეცეპტორების გარდა სხვა რეცეპტორებთან გაზომვადი მსგავსება.
თაგვებზე ex vivo ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სისტემური შეყვანისას ცეტირიზინი არ უკავშირდება თავის ტვინში H1-რეცეპტორებს მნიშვნელოვანი ხარისხით.
ნაჩვენები იქნა, რომ ძირითადი ანტი-H1-ჰისტამინური ეფექტის გარდა, ცეტირიზინი ავლენს ანტიალერგიულ მოქმედებას: 10 მგ დოზის დღეში ერთხელ ან ორჯერ გამოყენებისას ის ამცირებს ანთებითი უჯრედების, კერძოდ ეოზინოფილების, მიგრაციას კანსა და კონიუნქტივაში ალერგიული რეაქციების გვიან სტადიებზე ატოპიის მქონე პაციენტებში ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, ხოლო 30 მგ/დღეში დოზა ხელს უშლის ეოზინოფილების დაგროვებას ბრონქოალვეოლარული ლავაჟის სითხეში ბრონქების შევიწროების გვიანი ფაზის, დროს, რომელიც ინდუცირებულია ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში ალერგენის ინჰალაციით. გარდა ამისა, ცეტირიზინი თრგუნავს ანთებითი რეაქციის გვიან ფაზას, რომელიც ინდუცირებულია კალიკრეინის კანქვეშა შეყვანით ქრონიკული ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებში. ის, ასევე, უარყოფითი უკუკავშირის გზით არეგულირებს ადჰეზიის მოლეკულების ექსპრესიას, როგორიცაა ICAM-1 და VCAM-1, რომლებიც წარმოადგენენ ალერგიული ანთების მარკერებს.
ჯანმრთელ მოხალისეებში კვლევებმა აჩვენა, რომ ცეტირიზინი დოზებით 5 მგ და 10 მგ მყარად თრგუნავს კანის რეაქციას “ყვავილობის” ტიპით ჰისტამინის ძალიან მაღალი კონცენტრაციებით შეყვანისას, თუმცა ეფექტიანობასთან კორელაცია არ არის დადგენილი. 10 მგ ერთჯერადი დოზით შეყვანის შემდეგ მოქმედება იწყება 20 წუთის ფარგლებში 50% პაციენტებში და ერთი საათის განმავლობაში 95% პაციენტებში. ერთჯერადი შეყვანის შემდეგ ეს აქტივობა ნარჩუნდება არაუმცირეს 24 საათის განმავლობაში.
6-კვირიან პლაცებოგაკონტროლებულ კვლევებში, სადაც მონაწილეობდა 186 პაციენტი ალერგიული რინიტით და თანმხლები მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის ბრონქული ასთმით, ცეტირიზინი 10 მგ დოზით დღეში ერთხელ ამცირებდა რინიტის სიმპტომებს და არ ახდენდა გავლენას ფილტვების ფუნქციაზე. ეს კვლევები ადასტურებს ცეტირიზინის უსაფრთხოებას ალერგიის და მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში.
პლაცებოგაკონტროლებულ კვლევებში ცეტირიზინი, მაღალი დღიური დოზით 60 მგ შვიდი დღის განმავლობაში, არ იწვევდა QT ინტერვალის სტატისტიკურად მნიშვნელოვან გახანგრძლივებას.
ნაჩვენები იქნა, რომ ცეტირიზინი რეკომენდებული დოზით აუმჯობესებს წლიური და სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხარისხს.
35-დღიან კვლევაში, სადაც მონაწილეობდნენ 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები, არ გამოვლინდა ტოლერანტობის განვითარება ცეტირიზინის ანტიჰისტამინური მოქმედების მიმართ (ყვავილობის ტიპით კანის რეაქციების დათრგუნვა). ცეტირიზინის მრავალჯერადი შეყვანით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ კანის ნორმალური მგრძნობელობა ჰისტამინის მიმართ აღდგება 3 დღის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
წონასწორული მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 300 ნგ/მლ-ს და მიიღწევა 1.0±0.5 სთ-ის განმავლობაში.
ისეთი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების განაწილება, როგორიცაა სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენრაცია (Cmax) და მრუდქვეშა ფართობი (AUC), წარმოადგენს უნიმოდალურს.
საკვები არ ახდენს გავლენას ცეტირიზინის შეწოვის ხარისხზე, თუმცა ამცირებს შეწოვის სიჩქარეს. ცეტირიზინის ბიოშეღწევადობის ხარისხი ერთნაირია მისი ხსნარის, კაფსულის ან ტაბლეტის სახით მიღებისას.
განაწილება
მოცულობის თეორიული განაწილება შეადგენს 0.5 ლ/კგ-ს. ცეტირიზინის სისხლის პლაზმის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 93±0.3 %-ს. ცეტირიზინი არ ახდენს გავლენას ვარფარინის ცილებთან დაკავშირებაზე.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
ცეტირიზინი არ ექვემდებარება პირველად აქტიურ მეტაბოლიზმს. დოზის დაახლოებით ორი მესამედი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი შეადგენს დაახლოებით 10 საათს და ამ დროს არ აღინიშნება ცეტირიზინის დაგროვება ორგანიზმის ქსოვილებში 10 მგ დღიური დოზით 10 დღის განმავლობაში მიღებისას.
ცეტირიზინი ხასიათდება წრფივი კინეტიკით 5-60 მგ დოზების დიაპაზონში.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები
ცეტირიზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 6-12 წლის ასაკის ბავშვებში დაახლოებით 6 საათი და 2-6 წლის ბავშვებში 5 საათია.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული ასაკის 16 პაციენტში 10 მგ ერთჯერადი დოზის შიგნით მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდებოდა დაახლოებით 50%-ით, ხოლო კლირენსი ქვეითდებოდა 40%-ით, უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებთან შედარებით. შესაძლოა, ცეტირიზინის კლირენსის დაქვეითება ხანდაზმული ასაკის ამ მოხალისეებში დაკავშირებული იყო თირკმლის ფუნქციის დაქვეითებასთან.
თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტები
პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა მსუბუქი ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი მეტი 40 მლ/წთ-ზე) და ჯანმრთელ მოხალისეებში მსგავსია. თირკმლის ფუნქციის საშუალო ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფა იზრდებოდა 3-ჯერ და კლირენსი ქვეითდებოდა 70%-ით, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 7 მლ/წთ-ზე), რომლებიც იღებდნენ შიგნით ცეტირიზინის 10 მგ ერთჯერად დოზას, აღინიშნა ნახევარგამოყოფის პერიოდის 3-ჯერადი ზრდა და კლირენსის 70%-იანი დაქვეითება, ნორმალურ მაჩვენებლებთან შედარებით. ცეტირიზინი ცუდად გამოიყოფოდა ჰემოდიალიზის გზით. თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე ხარისხის დაქვეითების მქონე პაციენტებში აუცილებელია დოზის კორექცია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის ქრონიკული დაავადებების (ჰეპატოცელულარული, ქოლესტაზური და ბილიარული ციროზი) მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 10 მგ ან 20 მგ ცეტირიზინს ერთჯერადი დოზის სახით, აღინიშნა ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა 50%-ით, კლირენსის 40%-იანი შემცირებით, ჯანრთელ პირებთან შედარებით.
ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია აუცილებელია მხოლოდ თირკმლის ფუნქციის დაქვეითების არსებობისას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ზირტეკი
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ზირტეკი
მოქმედი ნივთიერება (სას): ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი
ფარმაცევტული ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა:
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 10.0 მგ.
არააქტიური ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა 37,0 მგ, ლაქტოზის მონოჰიდრატი 66,4 მგ, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი 0,6 მგ, მაგნიუმის სტეარატი 1,0-1,51 მგ;
ტაბლეტის აპკიანი გარსის შემადგენლობა: ოპადრი Y-1-7000 3,45 მგ (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა O(E464) 2,156 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E171) 1,078 მგ, მაკროგოლი 400 0.216 მგ).
1დამოკიდებულია წარმოების პირობებსა და მოწყობილობებზე (მერყეობს 1,0-1,5 მგ-ის ფარგლებში ერთ ტაბლეტში)
აღწერილობა:
მოგრძო ფორმის, თეთრი ფერის ტაბლეტი, აპკიანი გარსით დაფარული, გამყოფი ხაზით და მარკირებით “Y-Y”.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სასუნთქი სისტემა. სისტემური მოქმედების ანტიჰისტამინური პრეპარატები, პიპერაზინის წარმოებულები. ცეტირიზინე.
ათქ კოდი: R06AE07
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ცეტირიზინი, ჰიდროქსიზინის ადამიანის მეტაბოლიტი, წარმოადგენს პერიფერიული H1-რეცეპტორების ძლიერ და სელექტიურ ანტაგონისტს. დაკავშირების კვლევებმა in vitro არ აჩვენა H1-რეცეპტორების გარდა სხვა რეცეპტორებთან გაზომვადი მსგავსება.
თაგვებზე ex vivo ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სისტემური შეყვანისას ცეტირიზინი არ უკავშირდება თავის ტვინში H1-რეცეპტორებს მნიშვნელოვანი ხარისხით.
ნაჩვენები იქნა, რომ ძირითადი ანტი-H1-ჰისტამინური ეფექტის გარდა, ცეტირიზინი ავლენს ანტიალერგიულ მოქმედებას: 10 მგ დოზის დღეში ერთხელ ან ორჯერ გამოყენებისას ის ამცირებს ანთებითი უჯრედების, კერძოდ ეოზინოფილების, მიგრაციას კანსა და კონიუნქტივაში ალერგიული რეაქციების გვიან სტადიებზე ატოპიის მქონე პაციენტებში ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, ხოლო 30 მგ/დღეში დოზა ხელს უშლის ეოზინოფილების დაგროვებას ბრონქოალვეოლარული ლავაჟის სითხეში ბრონქების შევიწროების გვიანი ფაზის, დროს, რომელიც ინდუცირებულია ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში ალერგენის ინჰალაციით. გარდა ამისა, ცეტირიზინი თრგუნავს ანთებითი რეაქციის გვიან ფაზას, რომელიც ინდუცირებულია კალიკრეინის კანქვეშა შეყვანით ქრონიკული ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებში. ის, ასევე, უარყოფითი უკუკავშირის გზით არეგულირებს ადჰეზიის მოლეკულების ექსპრესიას, როგორიცაა ICAM-1 და VCAM-1, რომლებიც წარმოადგენენ ალერგიული ანთების მარკერებს.
ჯანმრთელ მოხალისეებში კვლევებმა აჩვენა, რომ ცეტირიზინი დოზებით 5 მგ და 10 მგ მყარად თრგუნავს კანის რეაქციას “ყვავილობის” ტიპით ჰისტამინის ძალიან მაღალი კონცენტრაციებით შეყვანისას, თუმცა ეფექტიანობასთან კორელაცია არ არის დადგენილი. 10 მგ ერთჯერადი დოზით შეყვანის შემდეგ მოქმედება იწყება 20 წუთის ფარგლებში 50% პაციენტებში და ერთი საათის განმავლობაში 95% პაციენტებში. ერთჯერადი შეყვანის შემდეგ ეს აქტივობა ნარჩუნდება არაუმცირეს 24 საათის განმავლობაში.
6-კვირიან პლაცებოგაკონტროლებულ კვლევებში, სადაც მონაწილეობდა 186 პაციენტი ალერგიული რინიტით და თანმხლები მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის ბრონქული ასთმით, ცეტირიზინი 10 მგ დოზით დღეში ერთხელ ამცირებდა რინიტის სიმპტომებს და არ ახდენდა გავლენას ფილტვების ფუნქციაზე. ეს კვლევები ადასტურებს ცეტირიზინის უსაფრთხოებას ალერგიის და მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში.
პლაცებოგაკონტროლებულ კვლევებში ცეტირიზინი, მაღალი დღიური დოზით 60 მგ შვიდი დღის განმავლობაში, არ იწვევდა QT ინტერვალის სტატისტიკურად მნიშვნელოვან გახანგრძლივებას.
ნაჩვენები იქნა, რომ ცეტირიზინი რეკომენდებული დოზით აუმჯობესებს წლიური და სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხარისხს.
35-დღიან კვლევაში, სადაც მონაწილეობდნენ 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები, არ გამოვლინდა ტოლერანტობის განვითარება ცეტირიზინის ანტიჰისტამინური მოქმედების მიმართ (ყვავილობის ტიპით კანის რეაქციების დათრგუნვა). ცეტირიზინის მრავალჯერადი შეყვანით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ კანის ნორმალური მგრძნობელობა ჰისტამინის მიმართ აღდგება 3 დღის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
წონასწორული მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 300 ნგ/მლ-ს და მიიღწევა 1.0±0.5 სთ-ის განმავლობაში.
ისეთი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების განაწილება, როგორიცაა სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენრაცია (Cmax) და მრუდქვეშა ფართობი (AUC), წარმოადგენს უნიმოდალურს.
საკვები არ ახდენს გავლენას ცეტირიზინის შეწოვის ხარისხზე, თუმცა ამცირებს შეწოვის სიჩქარეს. ცეტირიზინის ბიოშეღწევადობის ხარისხი ერთნაირია მისი ხსნარის, კაფსულის ან ტაბლეტის სახით მიღებისას.
განაწილება
მოცულობის თეორიული განაწილება შეადგენს 0.5 ლ/კგ-ს. ცეტირიზინის სისხლის პლაზმის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 93±0.3 %-ს. ცეტირიზინი არ ახდენს გავლენას ვარფარინის ცილებთან დაკავშირებაზე.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
ცეტირიზინი არ ექვემდებარება პირველად აქტიურ მეტაბოლიზმს. დოზის დაახლოებით ორი მესამედი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი შეადგენს დაახლოებით 10 საათს და ამ დროს არ აღინიშნება ცეტირიზინის დაგროვება ორგანიზმის ქსოვილებში 10 მგ დღიური დოზით 10 დღის განმავლობაში მიღებისას.
ცეტირიზინი ხასიათდება წრფივი კინეტიკით 5-60 მგ დოზების დიაპაზონში.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები
ცეტირიზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 6-12 წლის ასაკის ბავშვებში დაახლოებით 6 საათი და 2-6 წლის ბავშვებში 5 საათია.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული ასაკის 16 პაციენტში 10 მგ ერთჯერადი დოზის შიგნით მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდებოდა დაახლოებით 50%-ით, ხოლო კლირენსი ქვეითდებოდა 40%-ით, უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებთან შედარებით. შესაძლოა, ცეტირიზინის კლირენსის დაქვეითება ხანდაზმული ასაკის ამ მოხალისეებში დაკავშირებული იყო თირკმლის ფუნქციის დაქვეითებასთან.
თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტები
პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა მსუბუქი ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი მეტი 40 მლ/წთ-ზე) და ჯანმრთელ მოხალისეებში მსგავსია. თირკმლის ფუნქციის საშუალო ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფა იზრდებოდა 3-ჯერ და კლირენსი ქვეითდებოდა 70%-ით, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 7 მლ/წთ-ზე), რომლებიც იღებდნენ შიგნით ცეტირიზინის 10 მგ ერთჯერად დოზას, აღინიშნა ნახევარგამოყოფის პერიოდის 3-ჯერადი ზრდა და კლირენსის 70%-იანი დაქვეითება, ნორმალურ მაჩვენებლებთან შედარებით. ცეტირიზინი ცუდად გამოიყოფოდა ჰემოდიალიზის გზით. თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე ხარისხის დაქვეითების მქონე პაციენტებში აუცილებელია დოზის კორექცია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის ქრონიკული დაავადებების (ჰეპატოცელულარული, ქოლესტაზური და ბილიარული ციროზი) მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 10 მგ ან 20 მგ ცეტირიზინს ერთჯერადი დოზის სახით, აღინიშნა ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა 50%-ით, კლირენსის 40%-იანი შემცირებით, ჯანრთელ პირებთან შედარებით.
ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია აუცილებელია მხოლოდ თირკმლის ფუნქციის დაქვეითების არსებობისას.
მიღების ჩვენებები
პრეპარატი ზირტეკი განკუთვნილია:
ნაზალური და თვალის სიმპტომების შესამსუბუქებლად სეზონური და წლიური ალერგიული რინიტის დროს
ჭინჭრის ციების სიმპტომების შესამსუბუქებლად.
მიღების წესი და დოზები
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით.
მიღების წესი
შიგნით მისაღებად.
მოზრდილები
10 მგ (1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება დაიწყოს 5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) დოზით, თუ ის უზრუნველყოფს სიმპტომების დამაკმაყოფილებელ შემსუბუქებას.
ბავშვები
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები
5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) ორჯერ დღეში
12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები
10 მგ (1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში.
ხანდაზმული პაციენტები
არსებული მონაცემების საფუძველზე, ხანდაზმული პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ნორმალური ფუნქცია, არ საჭიროებენ დოზის კორექციას.
თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები
რადგან ცეტირიზინი უპირატესად გამოიყოფა თირკმელებით, იმ შემთხვევაში, როცა ალტერნატიული თერაპიის გამოყენება შეუძლებელია, პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, თირკმლის ფუნქციის მიხედვით. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია დოზის კორექცია ჩვენებების შესაბამისად.
CLcr= [140 – ასაკი (წელი)] x წონა (კგ)
__________________________ (x 0.85ქალებისათვის)
72 x შრატის კრეატინინი (მგ/დლ)
დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ზრდასრულ პაციენტებში
ჯგუფი
მილაკოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე (მფსს) (მლ/წთ)
დოზირება და მიღების სიხშირე
თირკმელების ნორმალური ფუნქცია
≥ 90
10 მგ ერთხელ დღეში
თირკმელების ფუნქციის სუსტი დაქვეითება
60 - <90
10 მგ ერთხელ დღეში
თირკმელების ფუნქციის ზომიერი დაქვეითება
30- <60
5 მგ ერთხელ დღეში
თირკმელების ფუნქციის გამოხატული დაქვეითება
15 - <30 არ საჭიროებს დიალიზით მკურნალობას
5 მგ 2 დღეში ერთხელ
თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადია
<15 საჭიროებს დიალიზით მკურნალობას
უკუნაჩვენებია
თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პედიატრიულ პაციენტებში დოზის კორექცია უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, პაციენტის თირკმლის კლირენსის, ასაკისა და სხეულის წონის მიხედვით.
ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტები
რეკომენდებულია დოზის კორექცია (იხ. ზემოთ “თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტები”).
გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემები
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცეტირიზინი რეკომენდებული დოზებით იწვევს უმნიშვნელო არასასურველ გვერდით მოვლენებს ცნს-ის მხრივ, რომლებიც მოიცავს ძილიანობას, დაღლილობას, თავბრუსხვევასა და თავის ტკივილს.
ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა ცნს-ის პარადოქსული სტიმულაცია.
მიუხედავად იმისა, რომ ცეტირიზინი პერიფერიული H1-რეცეპტორების სელექტიური ანტაგონისტია და ხასიათდება ანტიქოლინერგული აქტივობის პრაქტიკულად სრული არარსებობით, დარეგისტრირებულ იქნა შარდვის გაძნელების, თვალების აკომოდაციის დარღვევის და პირის სიმშრალის ერთეული შემთხვევები.
მიღებულ იქნა შეტყობინებები ღვიძლის ფუნქციის დარღვევების შესახებ ღვიძლის ფერმენტების მომატებით, რომელსაც თან ახლავს ბილირუბინის დონის მომატება. ამ მოვლენების უმრავლესობა ცეტირიზინით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ უკუგანვითარდა.
ცეტირიზინის პლაცებოსთან ან სხვა ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან რეკომენდებული დოზებით (10 მგ დღეში ცეტირიზინისათვის) შედარების ორმაგად ბრმა, გაკონტროლებული კლინიკური კვლევები, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომია უსაფრთხოების რაოდენობრივი მონაცემები, მოიცავდა ცეტირიზინის მიმღებ 3200 პაციენტს.
პლაცებოგაკონტროლებულ კვლევებში ამ მთლიანი რაოდენობიდან დარეგისტრირებულ იქნა შემდეგი არასასურველი მოვლენები 10 მგ ცეტირიზინისათვის 1,0% ან მეტი სიხშირით:
არასასურველი რეაქციები (არასასურველი რეაქციების ტერმინოლოგია ჯანმო-ს მიხედვით)
ცეტირიზინი 10 მგ
(n=3260)
პლაცებო
(n=3061)
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის რეაქციები
დაღლილობა
- 63%
- 95%
ნერვული სისტემის დარღვევები
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
- 10%
- 42%
- 98%
- 07%
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
მუცლის ტკივილი
პირის სიმშრალე
გულისრევა
- 98%
- 09%
- 07%
- 08%
- 82%
- 14%
ფსიქიკური დარღვევები
ძილიანობა
- 63%
- 00%
სასუნთქი სისტემისა და გულმკერდის ღრუს ორგანოების დარღვევები
ფარინგიტი
- 29%
- 34%
პლაცებო ჯგუფთან შედარებით სტატისტიკურად უფრო მაღალი სიხშირის მიუხედავად, უმრავლეს შემთხვევებში ძილიანობა იყო მსუბუქიდან ზომიერ ხარისხამდე.
როგორც ნაჩვენები იქნა სხვა კვლევებში, ობიექტური ტესტები მიუთითებს, რომ ჯანმრთელ ახალგაზრდა მოხალისეებში ჩვეული ყოველდღიური აქტივობა არ იცვლება პრეპარატის მიღებისას რეკომენდებული დღიური დოზით.
ბავშვები
არასასურველი რეაქციები სიხშირით 1% და მეტი 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც ჩართულები იყვნენ პლაცებოგაკონტროლებულ კლინიკურ კვლევებში, მოიცავს:
არასასურველი რეაქციები (არასასურველი რეაქციების ტერმინოლოგია ჯანმო-ს მიხედვით)
ცეტირიზინი
(n=1656)
პლაცებო
(n=1294)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
დიარეა
- 0%
- 6%
ფსიქიკური დარღვევები
ძილიანობა
- 8%
- 4%
სასუნთქი სისტემისა და გულმკერდის ღრუს ორგანოების დარღვევები
რინიტი
- 4%
- 1%
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის რეაქციები
დაღლილობა
- 0%
- 3%
პოსტრეგისტრაციული მონაცემები
წამლის არასასურველი რეაქციები (წარ) ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA კლასიფიკაციით ორგანოთა სისტემების კლასების და გამოვლენის სიხშირის მიხედვით.
გამოვლენის სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: ≥1/10
ხშირი: ≥1/100, მაგრამ <1/10
არახშირი: ≥1/1000, მაგრამ <1/100
იშვიათი: ≥1/10000, მაგრამ <1/1000
ძალიან იშვიათი: <1/10000
სიხშირე უცნობია: (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია
იმუნური სისტემის დარღვევები
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი
ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები
სიხშირე უცნობია: მადის მომატება
ფსიქიკური დარღვევები
არახშირი: აგზნება
იშვიათი: აგრესია, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, ჰალუცინაციები, უძილობა
ძალიან იშვიათი: ტიკები
სიხშირე უცნობია: სუიციდური აზრები, კოშმარები
ნერვული სისტემის დარღვევები
არახშირი: პარესთეზია
იშვიათი: კრუნჩხვები
ძალიან იშვიათი: დისგეზია, დისკინეზია, დისტონია, გულისწასვლა, ტრემორი
სიხშირე უცნობია: ამნეზია, მეხსიერების დარღვევა
მხედველობის ორგანოების დარღვევები
ძალიან იშვიათი: აკომოდაციის დარღვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ოკულოგირული კრიზი
სმენის ორგანოების და ლაბირინთის დარღვევები
სიხშირე უცნობია: თავბრუსხვევა (ვერტიგო)
გულის დარღვევები
იშვიათი: ტაქიკარდია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
არახშირი: ფაღარათი
ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების დარღვევები
იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის სინჯების ნორმიდან გადახრა (ტრანსამინაზების მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება სისხლში, სისხლში ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მომატება, გამა-გლუტამილტრანსფერაზის მომატება)
სიხშირე უცნობია: ჰეპატიტი
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები
არახშირი: ქავილი, გამონაყარი
იშვიათი: ჭინჭრის ციება
ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება, ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი
სიხშირე უცნობია: მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (მგეპ)
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
სიხშირე უცნობია: ართრალგია, მიალგია
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
ძალიან იშვიათი: დიზურია, ენურეზი
სიხშირე უცნობია: შარდის შეკავება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები”)
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები
არახშირი: ასთენია, სისუსტე
იშვიათი: შეშუპება
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე გავლენა
იშვიათი: სხეულის მასის მომატება
კანის რეაქციები, რომლებიც ვითარდება ცეტირიზინის მოხსნის შემდეგ
ცეტირიზინის მოხსნის შემდეგ აღინიშნა ქავილის (ძლიერი ქავილი) და/ან ჭინჭრის ციების შემთხვევები (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები”).
უკუჩვენებები
პრეპარატი ზირტეკი უკუნაჩვენებია:
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის, ჰიდროქსიზინის ან პიპერაზინის რომელიმე წარმოებულის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში;
თირკმლის დავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებისათვის მფსს-ით (მილაკოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე) 15 მლ/წთ-ზე ნაკლები.
წამლების ურთიერთქმედებები
ფარმაკოკინეტიკური, ფარმაკოდინამიკური პროფილის და ცეტირიზინის ამტანობის პროფილის მიხედვით, არ არის მოსალოდნელი ურთიერთქმედება ამ ანტიჰისტამინურ პრეპარატთან. წამლების ურთიერთქმედების კვლევების დროს, კერძოდ ფსევდოეფედრინთან ან თეოფილინთან (დოზით 400 მგ/დღე) არ იქნა მიღებული შეტყობინებები ფარმაკოდინამიკურ ან მნიშვნელოვან ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებაზე.
ალკოჰოლი და ცნს-ის დამთრგუნველი სხვა ნივთიერებები
მგრძნობიარე პაციენტებში ალკოჰოლის ან ცნს-ის დამთრგუნველი სხვა ნივთიერებების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს რეაქციის ან უნარების დამატებითი დაქვეითება, თუმცა ცეტირიზინი არ აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას (სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაციისას 0.5 გ/ლ) (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები”).
შეუთავსებლობა
შესაბამისი მონაცემები არ არსებობს.
განსაკუთრებული მითითებები
ალკოჰოლი
თერაპიულ დოზებში არ იქნა ნაჩვენები ცეტირიზინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ალკოჰოლთან (სისხლში ალკოჰოლის დონისას 0.5 გ/ლ). მიუხედავად ამისა, ალკოჰოლის ერთდროულად მიღებისას დაცული უნდა იყოს სიფრთხილის ზომები (იხ. პარაგრაფი “წამლების ურთიერთქმედებები”).
შარდის შეკავების გაზრდილი რისკი
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შარდის შეკავების განვითარების წინაპირობები (მაგ.: ზურგის ტვინის დაზიანება, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია), რადგან ცეტირიზინის მიღებამ შეიძლება გაზარდოს შარდის შეკავების რისკი (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოვლენები”).
კრუნჩხვების განვითარების რისკის მქონე პაციენტები
სიფრთხილეა საჭირო ეპილეფსიის მქონე პაციენტებში და კრუნჩხვების რისკის განვითარების მქონე პაციენტებში.
კანის რეაქციები
ცეტირიზინის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ქავილი და/ან ჭინჭრის ციება, მაშინაც კი, თუ ეს სიმტომები არ აღინიშნებოდა თერაპიის დაწყებამდე. (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოვლენები”). ზოგიერთ შემთხვევებში სიმპტომები შეიძლება იყოს ინტენსიური და შეიძლება საჭირო გახდეს თერაპიის განახლება. სიმპტომები უნდა გაქრეს თერაპიის განახლებისას.
ბავშვები
6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული პრეპარატ ზირტეკის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის სახით გამოყენება, რადგან ეს ფორმა არ იძლევა დოზის შესაბამისი სახით კორექტირების შესაძლებლობას. რეკომენდებულია ცეტირიზინის იმ ფორმით გამოყენება, რომელიც რეკომენდებულია ბავშვებისათვის.
კანის ალერგიული სინჯები
ანტიჰისტამინური პრეპარატები თრგუნავენ კანის ალერგიულ სინჯებს, ამიტომ მათი ჩატარების წინ რეკომენდებულია 3 დღის განმავლობაში პრეპარატის გამოსვლის პერიოდის დაცვა.
საკვების მიღება
საკვები არ ახდენს გალენას ცეტირიზინის შეწოვაზე, თუმცა აქვეითებს შეწოვის სიჩქარეს.
დამხმარე ნივთიერებები
ლაქტოზა
პრეპარატი ზირტეკი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 10 მგ შეიცავს ლაქტოზას. გალაქტოზის აუტანლობის (ლაქტაზის უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია) იშვიათი მემკვიდრული დარღვევის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პრეპარატი.
ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოყენება
რეპროდუქციული უნარი
ხელმისაწვდომი მონაცემები ადამიანის რეპროდუქციული უნარის შესახებ მცირეა, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გამოვლენილა.
ცხოველებში მიღებულმა მონაცემებმა არ გამოვლინა ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა.
ორსულობა
სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის დანიშვნისას ფეხმძიმე ქალებში. ორსულობის გამოსავლის (მშობიარობის) პროსპექტული მონაცემები, რომლის დროსაც ხდებოდა ცეტირიზინის მიღება, არ მიუთითებს დედის ან ნაყოფის/ემბრიონის ორგანიზმისათვის პოტენციურ ტოქსიკურობაზე, რომელიც აჭარბებს ფონურ დონეს.
ცხოველებზე კვლევებში არ გამოვლინდა პრეპარატის პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედება ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე.
ლაქტაციის პერიოდი
ცეტირიზინი გადადის დედის რძეში. გვერდითი მოვლენების რისკი ჩვილ ბავშვებში, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე, არ უნდა იქნეს გამორიცხული. სიფრთხილეა საჭირო ცეტირიზინის დანიშვნისას მეძუძურ ქალებში.
ცეტირიზინი გამოიყოფა ადამიანის დედის რძეში კონცენტრაციებით, რომელიც შეადგენს პლაზმაში გაზომილი მნიშვნელობების 25%-90%-ს, რაც დამოკიდებულია პრეპარატის მიღების შემდეგ სინჯების აღების დროზე.
ავტომობილის ან სხვა რთული მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
10 მგ რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარის, ძილის ლატენტური პერიოდის და მოქმედების უნარის ობიექტურმა შემოწმებამ არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი რაიმე ეფექტი.
თუმცა პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ძილიანობა, თავი უნდა შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან, პოტენციურად სახიფათო ქმედებების შესრულებისაგან ან მექანიზმებთან მუშაობისაგან.
პაციენტები, რომლებიც გეგმავენ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, პოტენციურად სახიფათო ქმედებების შესრულებას ან მექანიზმებთან მუშაობას, არ უნდა გადააჭარბონ რეკომენდებულ დოზას და მხედველობაში უნდა მიიღონ თავიანი რეაქცია სამკურნალო პრეპარატზე.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები და ნიშნები
სიმპტომები, რომლებიც აღინიშნა ცეტირიზინის დოზის გადაჭარბების დროს, ძირითადად დაკავშირებულია ცნს-ის მხრივ ეფექტებთან ან ეფექტებთან, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს მის ანტიქოლინერგულ მოქმედებაზე.
არასასურველი მოვლენები, რომლებიც დარეგისტრირდა რეკომენდებულ დღიურ დოზაზე არაუმცირეს 5-ჯერ მეტი დოზის მიღების შემდეგ, მოიცავს ცნობიერების დაბინდვას, დიარეას, თავბრუსხვევას, დაღლილობას, თავის ტკივილს, სისუსტეს, მიდრიაზს, ქავილს, მოუსვენრობას, სედაციას, ძილიანობას, სტუპორს, ტაქიკარდიას, ტრემორს და შარდის შეკავებას.
მკურნალობა
ცეტირიზინის სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური ან მხარდამჭერი თერაპია.
ჰემოდიალიზის ჩატარება ცეტირიზინის მოსაცილებლად არაეფექტიანია.
პაციენტის მართვა უნდა განხორციელდეს კლინიკური ჩვენების ან ეროვნული ტოქსიკოლოგიური ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა
ზირტეკი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 10 მგ, #7
7 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის თერმულად ფორმირებულ, კონტურულუჯრედოვან შეფუთვაში (ბლისტერი).
1 კონტურულუჯრედოვანი შეფუთვა (1 x 7) სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
60 თვე
დაუშვებელია შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.
აფთიაქიდან გაცემი წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
GlaxoSmithKline Export Limited
79 New Oxford Street,
London
WC1A 1DG,
United Kingdom
გლაქსოსმითკლაინ ექსფორთ ლიმითიდ
79 ნიუ ოქსფორდ სთრით.
ლონდონი
WC1A 1DG
გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი:
მწარმოებელი:
UCB Farchim SA
Z.I. de Planchy
10 Chemin de Croix Blanche
1630 Bulle
Switzerland
იუესბი ფარშიმ ს.ა.
სამრეწველო ზონა დე პლანში
10 შმენ დე კრუა ბლანშ
1630 ბიული
შვეიცარია
შემფუთველი:
Aesica Pharmaceuticals S.r.l.
Via Praglia, 15
10044 Pianezza (TO)
Italy
ეისიკა ფარმასიუთიქალზ ს.რ.ლ.
ვია პრალია, 15
10044 პიანეცა (ტურინი)
იტალია
უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამკურნალო პროდუქტების ხარისხის შესახებ პრეტენზიების (წინადადებების) მიმღები ორგანიზაციის სახელწოდება და მისამართი:
ოოო “ნოვოტეკ”
უზბეკეთის რესპუბლიკა, 100084, ქ. ტაშკენტი, ნიაზბეკ იულის ქ. 2
ტელ.: +99871 1206035
მობილური ტელეფონი: +99899 8955556, +99890 3280128
ფაქსი: +99871 1207306
ელ-ფოსტა: [email protected]. [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.