პარლაზინი
Parlazin®
პრეპარატის პარლაზინი® მოქმედი ნივთიერება არის ცეტირიზინის ჰიდროქლორიდი. პარლაზინი® ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებას წარმოადგენს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეტირიზინი (cetirizine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პიპერაზინის წარმოებულები
- ATC კოდი
- R06AE07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044009
- რეგისტრირებულია
- 18 სექტემბერი 2025, მოქმედებს 18 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პარლაზინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატის პარლაზინი® მოქმედი ნივთიერება არის ცეტირიზინის ჰიდროქლორიდი. პარლაზინი® ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებას წარმოადგენს.
პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილებში და 6 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებში შემდეგი ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ:
სეზონური და მუდმივი ალერგიული რინიტის (სურდოს) და კონიუნქტივიტის სიმპტომები
ქრონიკული ჭინჭრის ციების (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების) სიმპტომები.
რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 3 დღის განმავლობაში ან გაუარესდა.
- რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები გამოყენების წინ
მიღების წესი და დოზირება
პარლაზინის® ტაბლეტები ყოველთვის გამოიყენეთ ამ ფურცელ-ჩანართის ან თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ გაგიჩნდათ შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები:
10 მგ, ე.ი. 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.
ბავშვები და მოზარდები:
ბავშვები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები:
10 მგ, ე.ი. 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.
6-დან 12 წლამდე ბავშვები:
5 მგ, ე.ი. ნახევარი ტაბლეტი დღეში ორჯერ.
ბავშვებისთვის შეიძლება უკეთესი იყოს პრეპარატის სხვა ფორმა (წვეთები). ამის შესახებ ჰკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ თირკმელების დაავადება, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. პრეპარატის დოზას შეგირჩევთ თქვენი მკურნალი ექიმი.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა სამი დღის განმავლობაში, მაშინ მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ჩივილების სახეობაზე, ხანგრძლივობასა და ხასიათზე და განისაზღვრება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი პარლაზინის® ტაბლეტები
თუ ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი პარლაზინის® ტაბლეტები მიიღეთ, მიმართეთ ექიმს. თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს რა ზომები უნდა იქნას მიღებული (თუ საერთოდ უნდა იქნას მიღებული).
ჭარბი დოზისას შეიძლება განვითარდეს ქვემომოცემული არასასურველი ეფექტები, მაგრამ მეტი ინტენსივობით. აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორებიც არის გონების დაბინდვა, დიარეა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, გუგების გაფართოვება, ქავილი, შფოთვა, სედაცია, ძილიანობა, შეშება, გულის რითმის არანორმალური გახშირება, ტრემორი (კანკალი), ნებაყოფლობითი შარდვის შეკავება.
თუ დაგავიწყდათ პარლაზინის® ტაბლეტების მიღება
თუ გამოგრჩათ ერთი დოზა, მიიღეთ იგი შეძლებისდაგვარად სწრაფად. მაგრამ, თუ დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ პარლაზინის® ტაბლეტების მიღება
იშვიათ შემთვევებში პრეპარატის პარლაზინი მიღების შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს კანის ინტენსიური ქავილი ან ჭინჭრის ციება.
გამოყენების წესი
შიგნით.
ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ერთი ჭიქა სითხის დაყოლებით.
ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ დოზად.
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი შეკითხვებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ცეტირიზინზე (პრეპარატის მოქმედი ნივთიერება), ჰიდროქსიზინზე ან პიპერაზინზე (სხვა პრეპარატების შემადგენლობით მსგავსი ნივთიერებები) ან პრეპარატის ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე, რომლებიც მოცემულია თავში 8.
თუ გაქვთ თირკმელების მძიმე უკმარისობა, რომლის დროსაც საჭიროა ჰემოდიალიზი.
თუ გაქვთ შაქრის ზოგიერთი სახეობის (ლაქტოზა გალაქტოზის) მემკვიდრული აუტანლობა.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ ქვევით ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა:
თირკმელების დაავადება (საჭიროებისას დაგენიშნებათ უფრო დაბალი დოზა. ახალ საჭირო დოზას თქვენი მკურნალი ექიმი განსაზღვრავს);
შარდის შეკავება (მაგალითად, დაკავშირებული ზურგის ტვინის, შარდის ბუშტის დაავადებებთან ან პროსტატის გადიდებასთან);
ეპილეფსია ან კრუნჩხვების განვითარების მაღალი რისკი.
არ გამოვლენილა გამოხატული ურთიერთქმედება ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზებით გამოყენებულ ცეტირიზინსა და ალკოჰოლს შორის (ალკოჰოლის დონე სისხლში 0,5 გ/ლ, რაც შეესაბამება ერთ ჭიქა ღვინოს). თუმცა, ისევე, როგორც ნებისმიერი ანტიჰისტამინური პრეპარატის გამოყენებისას, რეკომენდებულია მოერიდოთ სპირტიანი სასმელების მიღებას.
ამ პრეპარატმა შეიძლება იმოქმედოს ალერგიაზე კანის სინჯის შედეგებზე.
ისევე, როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატის გამოყენებისას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, უნდა შეწყვიტოთ თუ არა ამ პრეპარატის მიღება რამდენიმე დღით ადრე დაგეგმილი ალერგიაზე კანის სინჯის აღებამდე.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
პრეპარატი ცეტირიზინი® ტაბლეტები არ არის განკუთვნილი 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის, ვინაიდან პრეპარატის ეს ფორმა შეუძლებელს ხდის ბავშვისთვის საჭირო დოზის შერჩევას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლებსაც იყენებთ, ცოტახნის წინ იყენებდით ან გეგმავთ გამოყენებას.
ცეტირიზინის წამლისმიერი პროფილის საფუძველზე, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან მოსალოდნელი არ არის.
პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
საკვები არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ცეტირიზინის შეწოვაზე.
პრეპარატის პარლაზინი® გამოყენების დროს მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
პრეპარატის პარლაზინი® მიღება ორსულობის დროს არ შეიძლება. ორსულობის დროს პრეპარატის პარლაზინი® შემთხვევით მიღება, სავარაუდოდ, არ მოახდენს უარყოფით ეფექტს ნაყოფზე, მაგრამ ამ პრეპარატის მიღება ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით.
ლაქტაცია
ცეტირიზინი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის პარლაზინი® გამოყენება არ შეიძლება, თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა არ გაგიწიათ ამის რეკომენდაცია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კლინიკურ კვლევებში რეკომენდებული დოზებით ცეტირიზინის მიღების შემდეგ არ გამოვლენილა ყურადღების კონცენტრაციის, სიფხიზლის გაუარესება ან ავტომობილის მართვის უნარების დარღვევები.
თუ გეგმავთ ავტომობილის მართვას ან სხვა სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს ყურადღების სრულ კონცენტრირებას, პრეპარატის რეკომენდებული დოზა არ გადააჭარბოთ. დააკვირდით თქვენს რეაქციას ამ პრეპარატზე.
თუ პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე აღმოჩნდით, შესაძლებელია, რომ ალკოჰოლთან და ნერვული სისტემის აქტივობის დამთრგუნველ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას იგრძნობთ მათ დამატებით ზეგავლენას ყურადღებასა და რეაქციის უნარზე.
პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა მკურნალ ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ შაქრის ზოგიერთი სახოების (ლაქტოზის, გალაქტოზის) მიმართ აუტანლობა, ამ სამედიცინო პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს საღებავს სანსეტი ყვითელი (Е110), რომელსაც შეუძლია ალერგიის გამოწვევა.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
თუ გამოგივლინდათ ქვევით ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციებიდან ნებისმიერი (იშვიათი და ძალიან იშვიათი), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ მკურნალ ექიმს:
მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება)
მძიმე რეაქცია მთელი ორგანიზმის მხრივ (ანაფილაქსიური შოკი).
ეს რეაქციები შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატის მიღების დაწყებიდან მალევე, მაგრამ ისინი ასევე შეიძლება მოგვიანებით განვითარდეს.
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები
ხშირი (გვხვდება 10-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):
ძილიანობა
თავბრუსხვევა, თვის ტკივილი
ფარინგიტი (ყელის ანთება), სურდო (ბავშვებში)
დიარეა (ბავშვებში), ღებინება, სიმშრალე პირში
დაღლილობა
არახშირი (გვხვდება 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):
აგზნებულობა
პარესთეზია (არანორმალური შეგრძნება კანში)
ტკივილი მუცელში, დიარეა (მოზრდილებში)
ქავილი, კანზე გამონაყარი
ასთენია (გამოხატული სისუსტე), ზოგადი შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება
იშვიათი (გვხვდება 1000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):
ალერგიული რეაქციები, ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე (ძალიან იშვიათი)
დეპრესია, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, გონების დაბინდვა, უძილობა
კრუნჩხვები
ტაქიკარდია (გულის შეკუმშვების მაღალი სიხშირე)
ღვიძლის ფუნქციის ცვლილება
ჭინჭრის ციება
შეშუპებები
სხეულის წონის მომატება
ძალიან იშვიათი (გვხვდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თრომბოციტოპენია (სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება)
ტიკი (კუნთების უეცარი, არანორმალური, განმეორებითი კრთომა)
გულყრა, უნებლიე მოძრაობები (დისკინეზია), კუნთების არანორმალური, ხანგრძლივი შეკუმშვები (დისტონია), კანკალი, გემოს აღქმის დარღვევა
არამახვილი მხედველობა, აკომოდაციის დარღვევა (გამოსახულების ფოკუსირების თვალის უნარი), ოკულოგირული კრიზი (თვალების უნებლიე წრიული ტრიალი)
მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევენ სახისა და ყელის შესივებას (ანგიონევროზული შეშუპება), მძიმე რეაქცია მთელი ორგანიზმის მხრივ (ანაფილაქსიური შოკი), ფიქსირებული წამლისმიერი ტოქსიკოდერმია (გამონაყარი კანზე, რომელიც ვითარდება ერთიდაიგივე ადგილზე)
შარდის გამოყოფის დარღვევა (შარდის ღამის შეუკავებლობა, მტკივნეული ან გაძნელებული შარდვა)
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)
მადის მომატება
სუიციდური აზრები (თვითმკვლელობის შესახებ ან მასთან დაკავშირებული აზრები, განმეორებითი აზრები), კოშმარული სიზმრები
მეხსიერების დაკარგვა, მეხსიერების დარღვევა
ვერტიგო (თავბრუსხვევა, რომელსაც ახლავს ტრიალის შეგრძნება)
შარდის შეკავება (შარდის ბუშტის სრულად დაცლის შეუძლებლობა)
ძლიერი ქავილი და/ან ჭინჭრის ციება პრეპარატის მოხსნის შემდეგ
ტკივილი სახსრებში
გამონაყარი კანზე დაჩირქების და ბუშტუკების გაჩენით
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების აღმოჩენის ან ეფექტების წარმოქმნის დროს, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართეთ ექიმს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ მოგვაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ცეტირიზინის ჭარბი დოზისას გამოვლენილი სიმპტომები, ჩვეულებრივ, უკავშირდება მის ზემოქმედებას ცნს-ზე ან მის სავარაუდო ანტიქოლინერგიული აქტივობის ეფექტებს.
შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა ცეტირიზინის მიღებისას რეკომენდებულ სადღეღამისო დოზაზე 5-ჯერ მეტი რაოდენობის მიღებისას: გონების დაბინდვა, დიარეა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, მიდრიაზი, ქავილი, მოუსვენრობა, სედაცია, ძილიანობა, შეშება, ტაქიკარდია, ტრემორი და შარდის შეკავება.
მკურნალობა
ცეტირიზინის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
ჭარბი დოზის შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. კუჭის ამორეცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ პრეპარატის მიღება მოხდა არც ისე დიდი ხნის წინ.
ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური ცეტირიზინის გამოსაყოფად.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ცეტირიზინი.
10 მგ ცეტირიზინის ჰიდროქლორიდი თითოეულ შემოგარსულ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
კაჟბადის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა 2910, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 400, სანსეტი ყვითელი C.I.15985.
პრეპარატის პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
აღწერილობა:
ღია-ნარინჯისფერი, ორმხრივამოზნექილი, მოგრძო შემოგარსული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს და გრავირებით E 511 მეორე მხარეს, უსუნო.
გამყოფი ხაზის მეშვეობით ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ დოზად.
შეფუთვა:
10 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდონელ ადგილას!
- ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ! ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნებს.
სამკურნალო საშუალებები არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან გამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია არასაჭირო პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვის დაბინძურების პრევენციაში.
- აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები, პიპერაზინის წარმოებული.
ათქ კოდი: R06A E07.
მოქმედების მექანიზმი
ცეტირიზინი არის ჰიდროქსიზინის მეტაბოლიტი ადამიანში, იგი წარმოადგენს H1 პერიფერიული რეცეპტორების ძლიერ სელექციურ ანტაგონისტს. რეცეპტორებთან შეერთების ექსპერიმენტებში in vivo პირობებში არ გამოვლინდა პრეპარატის H1-გან განსხვავებული გაზომვადი აფინობა რეცეპტორების მიმართ.
ფარმაკოდინამიკური ეფექტი
ანტი-H1 ეფექტის გარდა, ცეტირიზინს ასევე გააჩნია ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება: დღეში 10 მგ დოზის ერთხელ ან ორჯერ მიღებისას იგი აინჰიბირებს ეოზინოფილების რეკრუტირებას იმ პირების კანის და კონიუნქტივის გვიან ფაზაში, რომელთაც აწუხებთ ატოპია, ალერგენის პროვოკაციული სინჯის შემდეგ.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ცეტირიზინი 5 და 10 მგ დოზებში ძლიერ აინჰიბირებს სამმაგ პასუხს (რეაქცია „ყვავილობის“ ტიპის მიხედვით), რაც გამოწვეულია კანში ჰისტამინის ძალიან მაღალი შემცველობით, თუმცა კორელაცია ეფექტურბასთან დადგენილი არ არის.
6-კვირიან კვლევაში პლაცებოს კონტროლით, სადაც მონაწილეობდა 186 პაციენტი ალერგიული რინიტით და თანმხლები ზომიერი-საშუალო სიმძიმის ასთმით, დღეში ერთხელ 10მგ დოზით ცეტირიზინის მიღება აუმჯობესებდა რინიტის სიმპტომებს და არ ცვლიდა ფილტვების ფუნქციას. ამ კვლევამ დაადასტურა ცეტირიზინის გამოყენების უსაფრთხოება ზომიერი-საშუალო სიმძიმის ასთმის მქონე ალერგიულ პირებში.
კვლევაში პლაცებოს კონტროლით ცეტირიზინმა, რომელიც ინიშნებოდა მაღალი დოზებით (60 მგ) 7 დღის განმავლობაში, არ გამოიწვია სტატისტიკურად დადასტურებული QT ინტერვალის გახანგრძლივება.
გამოვლინდა რომ, რეკომენდებული დოზებით ცეტირიზინი აუმჯობესებს სეზონური ან მუდმივი ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხარისხს.
ბავშვები და მოზარდები
5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მონაწილეობით ჩატარებულ 35-დღიან კვლევაში არ გამოვლინდა ტოლერანტობა ცეტირიზინის ანტიჰისტამინური ეფექტის მიმართ (რეაქცია „ყვავილობის“ ტიპის მიხედვით). როდესაც განმეორებითი დოზირების შემდეგ წყდებოდა ცეტირიზინის გამოყენება, კანის რეაქციის აღდგენა ჰისტამინის მიმართ ხდებოდა 3 დღის განმავლობაში.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
წონასწორული მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგნს დაახლოებით 300 ნგ/მლ-ს და მიიღწევა 1,00,5 საათის განმავლობაში. მოხალისეებში ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს (Cmax და AUC) და განაწილებას აქვს უნიმოდალური ხასიათი.
საკვები არ მოქმედებს სრულ შეწოვაზე, თუმცა შეწოვის სიჩქარე კლებულობს. ბიოშეღწევადობის ხარისხი მსგავსია ცეტირიზინის გამოყენებისას ხსნარის, კაფსულის ან ტაბლეტის ფორმით.
განაწილება
განაწილების გამოვლენილი მოცულობა შეადგენს 0,50 ლ/კგ-ს. ცეტირიზინის 930,3% უერთდება ცილებს. ცეტირიზინი არ მოქმედებს პლაზმის ცილებთან ვარფარინის შეერთებაზე.
ბიოტრანსფორმირება
ცეტირიზინი არ განიცდის გამოხატულ პრესისტემურ მეტაბოლიზმს.
გამოყოფა
დოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა უცვლელი ფორმით შარდთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 10 საათს. ცეტირიზინი 10 მგ/დღეში დოზით განმეორებითი დოზირებისას არ აკუმულირდება 10 დღის განმავლობაში.
ხაზოვნება/არახაზოვნება
ცეტირიზინს აქვს ხაზოვანი კინეტიკა 5-დან 60 მგ-მდე დოზურ დიაპაზონში.
პაციენტთა სპეციალური ჯგუფები
ხანდაზმულები
კვლევაში მონაწილე 16 ხანდაზმულში ცეტირიზინის 10 მგ დოზის ერთჯერადად შიგნით მიღების შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 50%-ით, ხოლო კლირენსი შემცირდა 40%-ით, არახანდაზმულ პირებთან შედარებით. ცეტირიზინის კლირინსის შემცირება ამ ხანდაზმულ მოხალისეებში სავარაუდოდ დაკავშირებული იყო თირკმლის ფუნქციის გაუარესებასთან.
ბავშვები და მოზარდები
ცეტირიზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 6-და 12 წლმადე ასაკის ბავშვებში შეადგენდა 6 საათს, ხოლო 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 5 საათს. 6-დან 24 თვემდე ასაკის ახალშობილებსა და პატარა ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შემცირდა 3,1 საათამდე.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
თირკმლის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში (კკ > 40 მლ/წთ) პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა მსგავსი იყო ჯანმრთელ მოხალისეებში იგივე მაჩვენებლისა. თირკმლის ზომიერი დარღვევისას, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა სამჯერ, ხოლო კლირენსი შემცირდა 70%-ით.
ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში (კკ < 7 მლ/წთ) ცეტირიზინის 10 მგ დოზის ერთჯერადად მიღების შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა სამჯერ, ხოლო კლირენსი შემცირდა 70%-ით. ცეტირიზინი ცუდად გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით. თირკმლის ფუნქციის ზომიერი-მძიმე დარღვევის დროს აუცილებელია დოზის კორექტირება (იხ. თავი 4.2).
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის ფუნქციის ქრონიკული დარღვევის მქონე პაციენტებში (ჰეპატოცელულარული, ქოლესტაზური ან ბილიარული ციროზი), რომლებიც იღებდნენ ცეტირიზინის 10 მგ ან 20 მგ დოზას, ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 50%-ით, ხოლო კლირენსი შემცირდა 40%-ით, ჯანმრთელ პირებთან შედარებით.
დოზის ცვლილება აუცილებელია მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევა ერთდროულად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელ-ჩანართი
(ინფორმაცია პაციენტებისთვის)
პარლაზინი®®შემოგარსული ტაბლეტები 10 მგ
ცეტირიზინი
სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებების, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
თუ თქვენ დაგჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია - მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი არასასურველი რეაქცია ან შენიშნავთ არასასურველ რეაქციებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, ამის შესახებ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. თავი 4).
თუ სამი დღის განმავლობაში თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან, პირიქით, გაუარესდება, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ეს ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
- რას წარმოადგენს პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
- რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები გამოყენების წინ
- როგორ გამოიყენება პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები
- ვარგისობის ვადა
- აფთიაქიდან გაცემის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
პრეპარატის პარლაზინი® მოქმედი ნივთიერება არის ცეტირიზინის ჰიდროქლორიდი. პარლაზინი® ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებას წარმოადგენს.
პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილებში და 6 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებში შემდეგი ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ:
სეზონური და მუდმივი ალერგიული რინიტის (სურდოს) და კონიუნქტივიტის სიმპტომები
ქრონიკული ჭინჭრის ციების (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების) სიმპტომები.
რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 3 დღის განმავლობაში ან გაუარესდა.
- რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები გამოყენების წინ
არ გამოიყენოთ პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები:
თუ გაქვთ ალერგია ცეტირიზინზე (პრეპარატის მოქმედი ნივთიერება), ჰიდროქსიზინზე ან პიპერაზინზე (სხვა პრეპარატების შემადგენლობით მსგავსი ნივთიერებები) ან პრეპარატის ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე, რომლებიც მოცემულია თავში 8.
თუ გაქვთ თირკმელების მძიმე უკმარისობა, რომლის დროსაც საჭიროა ჰემოდიალიზი.
თუ გაქვთ შაქრის ზოგიერთი სახეობის (ლაქტოზა გალაქტოზის) მემკვიდრული აუტანლობა.
სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას
პრეპარატის პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ ქვევით ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა:
თირკმელების დაავადება (საჭიროებისას დაგენიშნებათ უფრო დაბალი დოზა. ახალ საჭირო დოზას თქვენი მკურნალი ექიმი განსაზღვრავს);
შარდის შეკავება (მაგალითად, დაკავშირებული ზურგის ტვინის, შარდის ბუშტის დაავადებებთან ან პროსტატის გადიდებასთან);
ეპილეფსია ან კრუნჩხვების განვითარების მაღალი რისკი.
არ გამოვლენილა გამოხატული ურთიერთქმედება ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზებით გამოყენებულ ცეტირიზინსა და ალკოჰოლს შორის (ალკოჰოლის დონე სისხლში 0,5 გ/ლ, რაც შეესაბამება ერთ ჭიქა ღვინოს). თუმცა, ისევე, როგორც ნებისმიერი ანტიჰისტამინური პრეპარატის გამოყენებისას, რეკომენდებულია მოერიდოთ სპირტიანი სასმელების მიღებას.
ამ პრეპარატმა შეიძლება იმოქმედოს ალერგიაზე კანის სინჯის შედეგებზე.
ისევე, როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატის გამოყენებისას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, უნდა შეწყვიტოთ თუ არა ამ პრეპარატის მიღება რამდენიმე დღით ადრე დაგეგმილი ალერგიაზე კანის სინჯის აღებამდე.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
პრეპარატი ცეტირიზინი® ტაბლეტები არ არის განკუთვნილი 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის, ვინაიდან პრეპარატის ეს ფორმა შეუძლებელს ხდის ბავშვისთვის საჭირო დოზის შერჩევას.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლებსაც იყენებთ, ცოტახნის წინ იყენებდით ან გეგმავთ გამოყენებას.
ცეტირიზინის წამლისმიერი პროფილის საფუძველზე, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან მოსალოდნელი არ არის.
პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
საკვები არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ცეტირიზინის შეწოვაზე.
პრეპარატის პარლაზინი® გამოყენების დროს მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობა
თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
პრეპარატის პარლაზინი® მიღება ორსულობის დროს არ შეიძლება. ორსულობის დროს პრეპარატის პარლაზინი® შემთხვევით მიღება, სავარაუდოდ, არ მოახდენს უარყოფით ეფექტს ნაყოფზე, მაგრამ ამ პრეპარატის მიღება ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით.
ლაქტაცია
ცეტირიზინი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის პარლაზინი® გამოყენება არ შეიძლება, თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა არ გაგიწიათ ამის რეკომენდაცია.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კლინიკურ კვლევებში რეკომენდებული დოზებით ცეტირიზინის მიღების შემდეგ არ გამოვლენილა ყურადღების კონცენტრაციის, სიფხიზლის გაუარესება ან ავტომობილის მართვის უნარების დარღვევები.
თუ გეგმავთ ავტომობილის მართვას ან სხვა სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს ყურადღების სრულ კონცენტრირებას, პრეპარატის რეკომენდებული დოზა არ გადააჭარბოთ. დააკვირდით თქვენს რეაქციას ამ პრეპარატზე.
თუ პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე აღმოჩნდით, შესაძლებელია, რომ ალკოჰოლთან და ნერვული სისტემის აქტივობის დამთრგუნველ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას იგრძნობთ მათ დამატებით ზეგავლენას ყურადღებასა და რეაქციის უნარზე.
პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა მკურნალ ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ შაქრის ზოგიერთი სახოების (ლაქტოზის, გალაქტოზის) მიმართ აუტანლობა, ამ სამედიცინო პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს საღებავს სანსეტი ყვითელი (Е110), რომელსაც შეუძლია ალერგიის გამოწვევა.
- როგორ გამოიყენება პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები
პარლაზინის® ტაბლეტები ყოველთვის გამოიყენეთ ამ ფურცელ-ჩანართის ან თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ გაგიჩნდათ შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები:
10 მგ, ე.ი. 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.
ბავშვები და მოზარდები:
ბავშვები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები:
10 მგ, ე.ი. 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.
6-დან 12 წლამდე ბავშვები:
5 მგ, ე.ი. ნახევარი ტაბლეტი დღეში ორჯერ.
ბავშვებისთვის შეიძლება უკეთესი იყოს პრეპარატის სხვა ფორმა (წვეთები). ამის შესახებ ჰკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ თირკმელების დაავადება, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. პრეპარატის დოზას შეგირჩევთ თქვენი მკურნალი ექიმი.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა სამი დღის განმავლობაში, მაშინ მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ჩივილების სახეობაზე, ხანგრძლივობასა და ხასიათზე და განისაზღვრება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი პარლაზინის® ტაბლეტები
თუ ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი პარლაზინის® ტაბლეტები მიიღეთ, მიმართეთ ექიმს. თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს რა ზომები უნდა იქნას მიღებული (თუ საერთოდ უნდა იქნას მიღებული).
ჭარბი დოზისას შეიძლება განვითარდეს ქვემომოცემული არასასურველი ეფექტები, მაგრამ მეტი ინტენსივობით. აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორებიც არის გონების დაბინდვა, დიარეა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, გუგების გაფართოვება, ქავილი, შფოთვა, სედაცია, ძილიანობა, შეშება, გულის რითმის არანორმალური გახშირება, ტრემორი (კანკალი), ნებაყოფლობითი შარდვის შეკავება.
თუ დაგავიწყდათ პარლაზინის® ტაბლეტების მიღება
თუ გამოგრჩათ ერთი დოზა, მიიღეთ იგი შეძლებისდაგვარად სწრაფად. მაგრამ, თუ დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ პარლაზინის® ტაბლეტების მიღება
იშვიათ შემთვევებში პრეპარატის პარლაზინი მიღების შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს კანის ინტენსიური ქავილი ან ჭინჭრის ციება.
გამოყენების წესი
შიგნით.
ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ერთი ჭიქა სითხის დაყოლებით.
ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ დოზად.
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი შეკითხვებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
თუ გამოგივლინდათ ქვევით ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციებიდან ნებისმიერი (იშვიათი და ძალიან იშვიათი), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ მკურნალ ექიმს:
მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება)
მძიმე რეაქცია მთელი ორგანიზმის მხრივ (ანაფილაქსიური შოკი).
ეს რეაქციები შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატის მიღების დაწყებიდან მალევე, მაგრამ ისინი ასევე შეიძლება მოგვიანებით განვითარდეს.
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები
ხშირი (გვხვდება 10-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):
ძილიანობა
თავბრუსხვევა, თვის ტკივილი
ფარინგიტი (ყელის ანთება), სურდო (ბავშვებში)
დიარეა (ბავშვებში), ღებინება, სიმშრალე პირში
დაღლილობა
არახშირი (გვხვდება 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):
აგზნებულობა
პარესთეზია (არანორმალური შეგრძნება კანში)
ტკივილი მუცელში, დიარეა (მოზრდილებში)
ქავილი, კანზე გამონაყარი
ასთენია (გამოხატული სისუსტე), ზოგადი შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება
იშვიათი (გვხვდება 1000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):
ალერგიული რეაქციები, ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე (ძალიან იშვიათი)
დეპრესია, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, გონების დაბინდვა, უძილობა
კრუნჩხვები
ტაქიკარდია (გულის შეკუმშვების მაღალი სიხშირე)
ღვიძლის ფუნქციის ცვლილება
ჭინჭრის ციება
შეშუპებები
სხეულის წონის მომატება
ძალიან იშვიათი (გვხვდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თრომბოციტოპენია (სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება)
ტიკი (კუნთების უეცარი, არანორმალური, განმეორებითი კრთომა)
გულყრა, უნებლიე მოძრაობები (დისკინეზია), კუნთების არანორმალური, ხანგრძლივი შეკუმშვები (დისტონია), კანკალი, გემოს აღქმის დარღვევა
არამახვილი მხედველობა, აკომოდაციის დარღვევა (გამოსახულების ფოკუსირების თვალის უნარი), ოკულოგირული კრიზი (თვალების უნებლიე წრიული ტრიალი)
მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევენ სახისა და ყელის შესივებას (ანგიონევროზული შეშუპება), მძიმე რეაქცია მთელი ორგანიზმის მხრივ (ანაფილაქსიური შოკი), ფიქსირებული წამლისმიერი ტოქსიკოდერმია (გამონაყარი კანზე, რომელიც ვითარდება ერთიდაიგივე ადგილზე)
შარდის გამოყოფის დარღვევა (შარდის ღამის შეუკავებლობა, მტკივნეული ან გაძნელებული შარდვა)
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)
მადის მომატება
სუიციდური აზრები (თვითმკვლელობის შესახებ ან მასთან დაკავშირებული აზრები, განმეორებითი აზრები), კოშმარული სიზმრები
მეხსიერების დაკარგვა, მეხსიერების დარღვევა
ვერტიგო (თავბრუსხვევა, რომელსაც ახლავს ტრიალის შეგრძნება)
შარდის შეკავება (შარდის ბუშტის სრულად დაცლის შეუძლებლობა)
ძლიერი ქავილი და/ან ჭინჭრის ციება პრეპარატის მოხსნის შემდეგ
ტკივილი სახსრებში
გამონაყარი კანზე დაჩირქების და ბუშტუკების გაჩენით
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების აღმოჩენის ან ეფექტების წარმოქმნის დროს, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართეთ ექიმს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ მოგვაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ ინახება პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდონელ ადგილას!
- ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ! ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნებს.
სამკურნალო საშუალებები არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან გამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია არასაჭირო პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვის დაბინძურების პრევენციაში.
- აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები
მოქმედი ნივთიერება: ცეტირიზინი.
10 მგ ცეტირიზინის ჰიდროქლორიდი თითოეულ შემოგარსულ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
კაჟბადის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა 2910, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 400, სანსეტი ყვითელი C.I.15985.
პრეპარატის პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
აღწერილობა:
ღია-ნარინჯისფერი, ორმხრივამოზნექილი, მოგრძო შემოგარსული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს და გრავირებით E 511 მეორე მხარეს, უსუნო.
გამყოფი ხაზის მეშვეობით ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ დოზად.
შეფუთვა:
10 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38
უნგრეთი
წამლის ფორმის მწარმოებელი:
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ., 118-120
უნგრეთი
პირველადი და მეორეული შეფუთვა, გამშვები კონტროლი:
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ., 118-120
9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ., 65
უნგრეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


