პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ნოვექს ცეტირიზინი

Novex Cetirizine

რეცეპტით5მგინსტრუქცია ქართულადპაკისტანი
რისთვის გამოიყენება

მოზრდილები და 6 თვეზე უფროსი ბავშვები: - სეზონური და მთელი წლის განმავლობაში არსებული ალერგიული რინიტის ცხვირის და თვალის სიმპტომების შემსუბუქება - ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომების შემსუბუქება.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეტირიზინი (cetirizine)
ფორმა და შეფუთვა
5მგ/5მლ 60მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
მწარმოებელი
Herbion Pakistan (Pvt) Ltd., პაკისტანი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პიპერაზინის წარმოებულები
ATC კოდი
R06AE07
რეგისტრაციის ნომერი
რ-034598
რეგისტრირებულია
7 მარტი 2022, მოქმედებს 7 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
განმცხადებელი
სს "ჰერბიონ ინტერნეშენალ ინქ"-ის ფილიალი საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანოვექს ცეტირიზინი და სხვა წამალი ერთად

ნოვექს ცეტირიზინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მოზრდილები და 6 თვეზე უფროსი ბავშვები:

  • სეზონური და მთელი წლის განმავლობაში არსებული ალერგიული რინიტის ცხვირის და თვალის სიმპტომების შემსუბუქება
  • ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომების შემსუბუქება.

მიღების წესი და დოზირება

12 წელზე უფროსი ბავშვები და მოზრდილები: სიროფის 10 მლ (ცეტირიზინის 10 მგ) დღე-ღამეში ერთხელ.

6-12 წლის ბავშვები:

სიროფის 10 მლ (ცეტირიზინის 10 მგ) დღეში ერთხელ ან სიროფის 5 მლ დღეში 2 ჯერ - დილით და საღამოს.

2-6 წლის ბავშვები: სიროფის 5 მლ დღეში ერთხელ ან სიროფის 2,5 მლ დღეში 2 ჯერ - დილით და საღამოს.

6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები: სიროფის 2,5 მლ დღეში ერთხელ ან ამ დოზის ნახევარი დღეში ორჯერ - დილით და საღამოს.

თირკმლის უკმარისობის დროს: რეკომენდებული დოზა უნდა შემცირდეს 2 ჯერ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: დოზა უნდა შერჩეულ იქნას ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის, განსაკუთრებით ღვიძლის უკმარისობის დროს.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის ცვლილება არ არის საჭირო.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
  • 6 თვეზე უმცროსი ბავშვები;
  • ორსულობა;
  • ლაქტაცია.

სიფრთხილით: საშუალო სიმძიმის და მძიმე თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია), ხანდაზმული ასაკი (შესაძლებელია გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება).

სიფრთხილის ზომები

საჭიროა სიფრთხილის დაცვა ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და ხანდამული ასაკის პირებში.

არ არის რეკომენდებული ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო საშუალებების, ალკოჰოლის ერთდროული მიღება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების დროს

ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ ინდივიდუალურად შემცირებული დოზით.

გამოყენება თირკმლების ფუნქციის დარღვევების დროს

თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ ინდივიდუალურად შემცირბული დოზით.

გამოყენება ბავშვებში:

6 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოყენებულ იქნას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (შესაძლებელია გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება).

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებს დოზის კორექცია არ ესაჭიროება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავი აარიდოთ საქმიანობის პოტენციურად სახიფათო სახეებს, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფი ფსიქომოტორულ რეაქციებს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100დან ‹ 1/10მდე), არახშირად (≥1/1000დან ‹ 1/100მდე), იშვიათად (≥1/10000დან ‹ 1/1000მდე), ძალიან იშვიათად (‹ 1/10000მდე), უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე)

არახშირად

  • ტკივილი მუცლის არეში
  • აღზნებადობა (აჟიტირება)
  • პარესთეზია
  • ქავილი, გამონაყარი
  • ასთენია, სისუსტე

იშვიათად

  • ჰიპერმგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, შეშუპება
  • აგრესია, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, უძილობა, დეპრესია
  • კრუნჩხვები
  • ტაჰიკარდია
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (გაზრდილი ტრანსამინაზა, ტუტე ფოსფატაზა, გამა-გლუტამილტრანსფერაზა და ბილირუბინი)
  • წონის მომატება

ძალიან იშვიათად

  • თრომბოციტოპენია
  • ანაფილაქსიური შოკი
  • ტიკი, გემოვნების დარღვევა, დისკინეზია
  • დისტონია, გონების დაკარგვა, ტრემორი
  • მხედველობითი აკომოდაციის დარღვევა, მხედველობის გაუარესება, ოკულოგერაცია
  • ანგიონევროზული შეშუპება, წამლისმიერი გამონაყარი
  • დიზურია, ენურეზი

უცნობია

  • მომატებული მადა
  • სუიციდური ფიქრები, ამნეზია, მეხსიერების დარღვევა
  • შარდის შეკავება
  • გულისრევის შეგრძნება
  • ცენტრალური ტიპის (ვერტიგო) თავბრუსხვევა
  • არტრალგია
  • მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი
  • ჰეპატიტი

დანარჩენი არასასურველი რეაქციების აღწერა:

  • ცეტირიზინის მიღების შეწყვეტის შემდეგ, იყო შეტყობინებები ძლიერი ქავილის და/ან ჭინჭრის ციების შესახებ.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: შესაძლებელია ძილიანობა, შენელებული რეაქციები, სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, მომატებული გაღიზიანებულობა, შარდის შეკავება.

მკურნალობა: ატარებენ სიმპტომურ თერაპიას. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის გამოვლენილი. გემოდიალიზი არაეფექტურია. ახორციელებენ კუჭის ამორეცხვას, ნიშნავენ აქტივირებულ ნახშირს.

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება:

არ არის დადგენილი ცეტირიზინის სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები.

თეოფილინთან (400მგ/დღე-ღამეში) ერთდროული მიღება იწვევს ცეტირიზინის საერთო კლირენსის შემცირებას (თეოფილინის კინეტიკა არ იცვლება).

შემადგენლობა

სიროფის თითოეული 5 მლ შეიცავს: ცეტირიზინის ჰიდროქლორიდს (ბფ) 5 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: H1-ჰისტამინური რეცეპტორების ინჰიბიტორები

ATC კლასიფიკაცია: R06AE07

შენახვის პირობები

3 წელი, არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (მითითებულია შეფუთვაზე).

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიჰისტამინური ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება ცეტირიზინი მიეკუთვნება ჰისტამინის კონკურენტული ანტაგონისტების ჯგუფს, ახდენს H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკირებას, პრაქტიკულად არ გააჩნია ანტიქოლინერგიული და ანტისეროტონინული მოქმედება. გააჩნია გამოხატული ანტიალერგიული მოქმედება, ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების განვითარებას და ამსუბუქებს მათ. გააჩნია ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო ეფექტი. ზემოქმედებას ახდენს ალერგიული რეაქციების ადრეულ სტადიაზე და ასევე ამცირებს ანთების უჯრედების მიგრაციას; თრგუნავს დაყოვნებულ ალერგიულ რეაქციაში მონაწილე მედიატორების გამოყოფას. ამცირებს კაპილარების გამტარობას, ხელს უწყობს ქსოვილების შეშუპების განვითარების თავიდან აცილებას, ხსნის გლუვი მუსკულატურის სპაზმს. ხსნის კანის რეაქციას ჰისტამინის, სპეციფიკური ალერგენების შეყვანაზე, და ასევე გაცივებაზე (სიცივით გამოწვეული ჭინჭრის ციების დროს). თერაპიულ დოზებში პრაქტიკულად არ გააჩნია სედატიური ეფექტი.

პრეპარატის მოქმედება იწყება 20 წუთის შემდეგ (ავადმყოფების 50%-ში), 1 საათში (ავადმყოფების 95%-ში) და ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: შიგნით მიღების შემდეგ ცეტირიზინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 30-60 წუთის შემდეგ. საკვების მიღება მნიშვნელოვან ზემოქმედებას არ ახდენს რაოდენობრივ შეწოვაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში შეწოვა უმნიშვნელოდ ნელდება.

განაწილება: ცეტირიზინი უკავშირდება პლაზმის პროტეინებს დაახლოებით 93%-ით. განაწილების სიდიდე, მოცულობა (Vd) დაბალია (0,5 ლ/კგ), პრეპარატი არ აღწევს უჯრედებში. პრეპარატი არ აღწევს ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გავლით.

მეტაბოლიზმი: ცეტირიზინი სუსტად მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. 10 მგ ცეტირიზინის დანიშვნიდან 10 დღის შემდეგ მისი დაგროვება არ აღინიშნებოდა.

გამოყოფა: დაახლოებით 70% გამოიყოფა თირკმლებით, ძირითადად უცვლელი სახით. სისტემური კლირენსის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 54 მლ/წთ. პრეპარატის ნახევარდაშლის პერიოდი ერთჯერადი დოზის ერთჯერადი შეყვანის დროს შეადგენს დაახლოებით 10 საათს. 2-12 წლის ასაკის ბავშვებში ნახევარდაშლის პერიოდი მცირდება 5-6 საათამდე. თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 11-31 მლ/წთ) და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 7 მლ/წთ-ზე ნაკლები) ნახევარდაშლის პერიოდი იზრდება 3 ჯერ, კლირენსი მცირდება 70%-ით. ქრონიკული დაავადებების არსებობისას და ხანდაზმულ პაციენტებში ნახევარდაშლის პერიოდი იზრდება 50%-ით და კლირენსი მცირდება 40%-ით. ჰემოდიალიზ არაეფექტიანია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ნოვექს ცეტირეზინი

ალერგიის შემსუბუქება

სავაჭრო დასახელება: ნოვექსი ცეტირიზინი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ცეტირიზინის ჰიდროქლორიდი

შემადგენლობა: სიროფის თითოეული 5 მლ შეიცავს: ცეტირიზინის ჰიდროქლორიდს (ბფ) 5 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: H1-ჰისტამინური რეცეპტორების ინჰიბიტორები

ATC კლასიფიკაცია: R06AE07

ფარმაკოლოგიური თვისებები: ანტიჰისტამინური ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება ცეტირიზინი მიეკუთვნება ჰისტამინის კონკურენტული ანტაგონისტების ჯგუფს, ახდენს H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკირებას, პრაქტიკულად არ გააჩნია ანტიქოლინერგიული და ანტისეროტონინული მოქმედება. გააჩნია გამოხატული ანტიალერგიული მოქმედება, ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების განვითარებას და ამსუბუქებს მათ. გააჩნია ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო ეფექტი. ზემოქმედებას ახდენს ალერგიული რეაქციების ადრეულ სტადიაზე და ასევე ამცირებს ანთების უჯრედების მიგრაციას; თრგუნავს დაყოვნებულ ალერგიულ რეაქციაში მონაწილე მედიატორების გამოყოფას. ამცირებს კაპილარების გამტარობას, ხელს უწყობს ქსოვილების შეშუპების განვითარების თავიდან აცილებას, ხსნის გლუვი მუსკულატურის სპაზმს. ხსნის კანის რეაქციას ჰისტამინის, სპეციფიკური ალერგენების შეყვანაზე, და ასევე გაცივებაზე (სიცივით გამოწვეული ჭინჭრის ციების დროს). თერაპიულ დოზებში პრაქტიკულად არ გააჩნია სედატიური ეფექტი.

პრეპარატის მოქმედება იწყება 20 წუთის შემდეგ (ავადმყოფების 50%-ში), 1 საათში (ავადმყოფების 95%-ში) და ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: შიგნით მიღების შემდეგ ცეტირიზინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 30-60 წუთის შემდეგ. საკვების მიღება მნიშვნელოვან ზემოქმედებას არ ახდენს რაოდენობრივ შეწოვაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში შეწოვა უმნიშვნელოდ ნელდება.

განაწილება: ცეტირიზინი უკავშირდება პლაზმის პროტეინებს დაახლოებით 93%-ით. განაწილების სიდიდე, მოცულობა (Vd) დაბალია (0,5 ლ/კგ), პრეპარატი არ აღწევს უჯრედებში. პრეპარატი არ აღწევს ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გავლით.

მეტაბოლიზმი: ცეტირიზინი სუსტად მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. 10 მგ ცეტირიზინის დანიშვნიდან 10 დღის შემდეგ მისი დაგროვება არ აღინიშნებოდა.

გამოყოფა: დაახლოებით 70% გამოიყოფა თირკმლებით, ძირითადად უცვლელი სახით. სისტემური კლირენსის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 54 მლ/წთ. პრეპარატის ნახევარდაშლის პერიოდი ერთჯერადი დოზის ერთჯერადი შეყვანის დროს შეადგენს დაახლოებით 10 საათს. 2-12 წლის ასაკის ბავშვებში ნახევარდაშლის პერიოდი მცირდება 5-6 საათამდე. თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 11-31 მლ/წთ) და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 7 მლ/წთ-ზე ნაკლები) ნახევარდაშლის პერიოდი იზრდება 3 ჯერ, კლირენსი მცირდება 70%-ით. ქრონიკული დაავადებების არსებობისას და ხანდაზმულ პაციენტებში ნახევარდაშლის პერიოდი იზრდება 50%-ით და კლირენსი მცირდება 40%-ით. ჰემოდიალიზ არაეფექტიანია.

გამოყენების ჩვენებები:

მოზრდილები და 6 თვეზე უფროსი ბავშვები:

  • სეზონური და მთელი წლის განმავლობაში არსებული ალერგიული რინიტის ცხვირის და თვალის სიმპტომების შემსუბუქება
  • ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომების შემსუბუქება.

გამოყენების წესი და დოზირება:

12 წელზე უფროსი ბავშვები და მოზრდილები: სიროფის 10 მლ (ცეტირიზინის 10 მგ) დღე-ღამეში ერთხელ.

6-12 წლის ბავშვები:

სიროფის 10 მლ (ცეტირიზინის 10 მგ) დღეში ერთხელ ან სიროფის 5 მლ დღეში 2 ჯერ - დილით და საღამოს.

2-6 წლის ბავშვები: სიროფის 5 მლ დღეში ერთხელ ან სიროფის 2,5 მლ დღეში 2 ჯერ - დილით და საღამოს.

6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები: სიროფის 2,5 მლ დღეში ერთხელ ან ამ დოზის ნახევარი დღეში ორჯერ - დილით და საღამოს.

თირკმლის უკმარისობის დროს: რეკომენდებული დოზა უნდა შემცირდეს 2 ჯერ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: დოზა უნდა შერჩეულ იქნას ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის, განსაკუთრებით ღვიძლის უკმარისობის დროს.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის ცვლილება არ არის საჭირო.

გვერდითი მოქმედება:

არასასურველი რეაქციების სიხშირის განსაზღვრა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100დან ‹ 1/10მდე), არახშირად (≥1/1000დან ‹ 1/100მდე), იშვიათად (≥1/10000დან ‹ 1/1000მდე), ძალიან იშვიათად (‹ 1/10000მდე), უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე)

არახშირად

  • ტკივილი მუცლის არეში
  • აღზნებადობა (აჟიტირება)
  • პარესთეზია
  • ქავილი, გამონაყარი
  • ასთენია, სისუსტე

იშვიათად

  • ჰიპერმგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, შეშუპება
  • აგრესია, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, უძილობა, დეპრესია
  • კრუნჩხვები
  • ტაჰიკარდია
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (გაზრდილი ტრანსამინაზა, ტუტე ფოსფატაზა, გამა-გლუტამილტრანსფერაზა და ბილირუბინი)
  • წონის მომატება

ძალიან იშვიათად

  • თრომბოციტოპენია
  • ანაფილაქსიური შოკი
  • ტიკი, გემოვნების დარღვევა, დისკინეზია
  • დისტონია, გონების დაკარგვა, ტრემორი
  • მხედველობითი აკომოდაციის დარღვევა, მხედველობის გაუარესება, ოკულოგერაცია
  • ანგიონევროზული შეშუპება, წამლისმიერი გამონაყარი
  • დიზურია, ენურეზი

უცნობია

  • მომატებული მადა
  • სუიციდური ფიქრები, ამნეზია, მეხსიერების დარღვევა
  • შარდის შეკავება
  • გულისრევის შეგრძნება
  • ცენტრალური ტიპის (ვერტიგო) თავბრუსხვევა
  • არტრალგია
  • მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი
  • ჰეპატიტი

დანარჩენი არასასურველი რეაქციების აღწერა:

  • ცეტირიზინის მიღების შეწყვეტის შემდეგ, იყო შეტყობინებები ძლიერი ქავილის და/ან ჭინჭრის ციების შესახებ.

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
  • 6 თვეზე უმცროსი ბავშვები;
  • ორსულობა;
  • ლაქტაცია.

სიფრთხილით: საშუალო სიმძიმის და მძიმე თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია), ხანდაზმული ასაკი (შესაძლებელია გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება).

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს:

უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების დროს

ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ ინდივიდუალურად შემცირებული დოზით.

გამოყენება თირკმლების ფუნქციის დარღვევების დროს

თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ ინდივიდუალურად შემცირბული დოზით.

გამოყენება ბავშვებში:

6 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოყენებულ იქნას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (შესაძლებელია გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება).

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებს დოზის კორექცია არ ესაჭიროება.

განსაკუთრებული მითითებები:

საჭიროა სიფრთხილის დაცვა ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და ხანდამული ასაკის პირებში.

არ არის რეკომენდებული ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო საშუალებების, ალკოჰოლის ერთდროული მიღება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავი აარიდოთ საქმიანობის პოტენციურად სახიფათო სახეებს, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფი ფსიქომოტორულ რეაქციებს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: შესაძლებელია ძილიანობა, შენელებული რეაქციები, სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, მომატებული გაღიზიანებულობა, შარდის შეკავება.

მკურნალობა: ატარებენ სიმპტომურ თერაპიას. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის გამოვლენილი. გემოდიალიზი არაეფექტურია. ახორციელებენ კუჭის ამორეცხვას, ნიშნავენ აქტივირებულ ნახშირს.

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება:

არ არის დადგენილი ცეტირიზინის სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები.

თეოფილინთან (400მგ/დღე-ღამეში) ერთდროული მიღება იწვევს ცეტირიზინის საერთო კლირენსის შემცირებას (თეოფილინის კინეტიკა არ იცვლება).

შენახვის ვადა:

3 წელი, არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (მითითებულია შეფუთვაზე).

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

გამოშვების ფორმა:

60 მლ სიროფი ქარვის შუშის ფლაკონში საზომი ჭიქით.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

დაიცავით სინათლისგან და სინესტისგან.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი

Herbion

PHARMA

ჰერბიონ პაკისტანი პრაივეტ ლიმიტედ,

პაკისტანი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა