პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ზილტი

Zyllt®

რეცეპტით75მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

ათეროთრომბოზული გართულებების მეორადი პროფილაქტიკა - მიოკარდიუმის ინფარქტის (რამდენიმე დღიდან 35 დღემდე ხანგრძლივობით), იშემიური ინსულტის (7დღიდან 6 თვემდე ხანგრძლივობით), ან პერიფერიული არტერიის დიაგნოსტირებული ოკლუზიური დაავადების მქონე ზრდასრული პაციენტები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კლოპიდოგრელი (clopidogrel)
ფორმა და შეფუთვა
75მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (2X7)
მწარმოებელი
KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები გარდა ჰეპარინისა
ATC კოდი
B01AC04
რეგისტრაციის ნომერი
რ-043025
რეგისტრირებულია
25 მარტი 2025, მოქმედებს 25 მარტი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაზილტი და სხვა წამალი ერთად

ზილტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ათეროთრომბოზული გართულებების მეორადი პროფილაქტიკა

  • მიოკარდიუმის ინფარქტის (რამდენიმე დღიდან 35 დღემდე ხანგრძლივობით), იშემიური ინსულტის (7დღიდან 6 თვემდე ხანგრძლივობით), ან პერიფერიული არტერიის დიაგნოსტირებული ოკლუზიური დაავადების მქონე ზრდასრული პაციენტები.
  • ზრდასრული პაციენტები მწვავე კორონარული სინდრომით:
  • ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია, ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე) იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებსაც შაუტარდათ სტენტირება კანქვეშა ჩარევით, აცეტილმჟავასთან კომბინაციაში;
  • ST სეგმენტის ელევაციით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) მედიკამენტური მკურნალობისას და თრომბოლიზური თერაპიის ჩატარების შესაძლებლობისას, აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში.

ტრანზიტული იშემიური შეტევის (ტიშ) ან მცირე იშემიური ინსულტის (იი) დროს განმეორებითი ინსულტის ზომიერი ან მაღალი რისკით კლოპიდოგრელი კომბინაციაში ასმ-თან ნაჩვენებია:

  • მოზრდილ პაციენტებში განმეორებითი ინსულტის ზომიერი ან მაღალი რისკით ტიშ-ის (შეფასება ABCD2 ≥ 4 ქულა) ან მცირე იი-ს (შეფასება შკალით NIHSS ≤ 3 ქულა) შემდეგ მოვლენიდან 24 საათის განმავლობაში.

ათეროთრომბული და თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა, მათ შორის ინსულტი წინაგულების ფიბრილაციისას (მოციმციმე არითმია).

ზრდასრული პაციენტები წინაგულების ფიბრილაციით (მოციმციმე არითმია), რომელთაც აღენიშნებათ სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების სულ მცირე ერთი რისკ-ფაქტორი, არ შეუძლიათ არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მიღება და აქვთ სისხლდენის განვითარების დაბალი რისკი (კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად).

მიღების წესი და დოზირება

მიიღება შიგნით, კვებისგან დამოუკიდებლად, ერთხელ დღეში.

მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები იზოფერმენტ CYP2C19-ის ნორმალური აქტივობით

მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემიური ინსულტი, ან პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული ოკლუზიური დაავადებები.

პრეპარატი ზილტი® გამოიყენება დოზით 75მგ (1 ტაბლეტი) 1-ჯერ დღეში.

მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია, ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე)

პრეპარატ ზილტით® მკურნალობა უნდა დაიწყოს დატრვირთვის დოზის 300მგ ან 600მგ ერთჯერადი მიღებით. დატვირთვის დოზის 600 მგ მიღების შესაძლებლობა განხილული უნდა იქნას 75 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც ნაჩვენებია კანიდან კორონარული ანგიოპლასტიკის ჩატარება (იხ. ნაწილი 4.4). კლოპიდოგრელის მიღება უნდა გაგრძელდეს 75მგ-ს ერთხელ დღეში მიღებით (აცეტილსალიცილის მჟავასთან (ასმ) კომბინაციაში დოზით 75-325მგ დღეში). რადგან აცეტილსალიცილის მჟავის უფრო მაღალი დოზების გამოყენება დაკავშირებულია სისხლდენის მაღალ რისკთან, აცეტილსალიცილის რეკომენდებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100მგ-ს. მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება მკურნალობის მე-3 თვეს. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა ამ ჩვენებისას ოფიციალურად არ არის განსაზღვრული. კლინიკური კვლევების შედეგები ადასტურებს კლოპიდოგრელის გამოყენების მიზანშეწონილობას მწვავე კორონარული სინდრომის ST სეგმენტის ელევაციის გარეშე განვითარების შემდგომ 12 თვის განლავლობაში.

მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) აწევით მედიკამენტური მკურნალობისას და თრომბოლიზური თერაპიის ჩატრების შესაძლებლობისას აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში.

პრეპარატი ზილტი® გამოყენებულ უნდა იქნას 75მგ (1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში, საწყისი დატვირთვის დოზის 300მგ გამოყენებით კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავასთან, ან თრომბოლიზური საშუალებების გარეშე. 75 წელზე უფროსი პაციენტების მკურნალობა უნდა ჩატარდეს დატვირთვის დოზის გამოყენების გარეშე. კომბინირებული თერაპია უნდა დაიწყოს სიმპტომების გამოვლენიდან რაც შეიძლება მალე და გაგრძელდეს სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში. კლოპიდოგრელის და აცეტილსალიცილის მჟავის კომბინირებული თერაპიის ეფექტი 4 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით არ არის შესწავლილი.

მოზრდილი პაციენტები განმეორებითი ინსულტის ზომიერი ან მაღალი რისკით ტიშ-ის ან მცირე იი-ს შემდეგ:

მოზრდილმა პაციენტებმა განმეორებითი ინსულტის ზომიერი ან მაღალი რისკით ტიშ-ის (ABCD2 შკალით შეფასება ≥4 ქულა ) ან მცირე იი-ს (NIHSS შკალით შეფასება ≤3 ქულა) შემდეგ უნდა მიიღონ კლოპიდოგრელის დატვირთვის დოზა 300 მგ შემდგომი მიღებით დოით 75 მგ დღეში ერთხელ კომბინაციაში ასმ-თან (75-100 მგ დღეში ერთხელ). კლოპიდოგრელის და ასმ მიღება უნდა დაიწყოს 24 საათის განმავლობაში მოვლენის შემდეგ და გაგრძელდეს 21 დღის განმავლობაში შემდგომი ანტიაგრიგანტული მონოთერაპიის ჩატარებით.

წინაგულების ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია)

პრეპარატი ზილტი ინიშნება დოზით 75მგ 1-ჯერ დღე-ღამეში. თერაპია უნდა დაიწყოს კლოპიდოგრელთან კომბინაციაში და შემდეგ გაგრძელდეს აცეტილსალიცილის მჟავის მიღება დოზით 75-100მგ დღეში.

თუ პაციენტმა გამოტოვა მორიგი დოზის მიღება:

თუ მომდევნო დოზის მიღების გამოტოვების შემდეგ გავიდა 12 საათზე ნაკლები, პრეპარატ ზილტის® გამოტოვებული დოზის მიღება საჭიროა დაუყოვნებლივ და მომდევნო დოზა მიიღება ჩვეულ დროს;

თუ მომდევნო დოზის მიღების გამოტოვების შემდეგ გავიდა 12 საათზე მეტი, მაშინ საჭიროა დოზის მიიღება ჩვეულ დროს; ამასთან არ არის საჭირო დოზის გაორმაგება.

მოზრდილი და ხანდაზმული პაციენტები გენეტიკურად განპირობებული იზოფერმენტ CYP2C19-ის აქტივობის დაქვეითებით

იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობა ასოცირებულია კლოპიდოგრელის ანტიაგრეგაციული მოქმედების შემცირებასთან. პრეპარატ ზილტის® შედარებით მაღალი დოზებით (დატვირთვის დოზა 600მგ, შემდეგ 150მგ ერთხელ დღეში) მიღება პაციენტებში იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობით, იწვევს კლოპიდოგრელის ანტიაგრეგაციული მოქმედების გაძლიერებას (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკა”). მიუხედავად ამისა, კლინიკური შედეგების შემსწავლელ კლინიკურ კვლევებში არ იქნა დადგენილი კლოპიდოგრელის დოზირების ოპტიმალური რეჟიმი დაქვითებული მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებში, რაც გენეტიკურად განპირობებული იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობით არის გამოწვეული.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული ასაკის მოხალისეებში (75 წელზე მეტი) ახალგაზრდა მოხალისეებთან შედარებით თრომბოციტების აგრეგაციის მაჩველებლების და სისხლდენის დროში განსხვავებები არ გამოვლენილა. არ არის საჭირო დოზის კორექცია ხანდაზმულ პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დღეში 75მგ კლოპიდოგრელის განმეორებით მიღების შემდეგ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (კკ 5-15მლ/წთ) თრომბოციტების ადფ-ინდუცირებული აგრეგაციის დათრგუნვის ხარისხი 25%-ით დაბალია ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ამასთან, სისხლდენის დროის გახანგრძლივების ხარისხი მსგავსი იყო ჯანმრთელი მოხალისეების, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელს დოზით 75მგ დღეში. პრეპარატის ამტანობა ყველა პაციენტში იყო კარგი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

10 დღის განმავლობაში დღეში 75მგ კლოპიდოგრელის მიღების შემდეგ, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში, თრომბოციტების ადფ-ინდუცირებული აგრეგაციის დათრგუნვის ხარისხი და სისხლდენის დროის გახანგრძლივების საშუალო მაჩვენებელი იყო შედარებითი ჯანმრთელ მოხალისეებთან.

ეთნიკური თავისებურებები

იზოფერმენტ CYP2C19-ის გენების ალელების გავრცელება, რაც ასოცირებულია შუალედურ, ან დაქვეითებულ მეტაბოლიზმთან, განსხვავდება სხვადასხვა რასობრივი/ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებში (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკა”). არსებობს შეზღუდული ლიტერატურული მონაცემები, რომლებიც საშუალებას იძლევიან მონღოლური რასის პაციენტებში შეფასდეს იზოფერმენტ CYP2C19-ის გენოტიპირების მნიშვნელობა კლინიკური შედეგებისათვის.

გენდერული ეფექტები

მამაკაცებსა და ქალებში კლოპიდოგრელის ფარმაკოდინამიური თვისებების შედარებისას, ქალებში აღინიშნა თრომბოციტების ადფ-ინდუცირებული აგრეგაციის ნაკლებად ინჰიბირება, მაგრამ განსხვავება სისხლდენის დროში არ გამოვლენილა. იშემიური გართულებების რისკის მქონე პაციენტებში კლოპიდოგრელის შედარებისას აცეტილსალიცილის მჟავასთან, კლინიკური შედეგების სიხშირე, სხვა გვერდითი მოვლენები და კლინიკურ-ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა მსგავსი იყო მამაკაცებსა და ქალებში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კლოპიდოგრელის, ან პრეპარატის შემადგენლობაში

შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

მწვავე სისხლდენა, მაგალითად სისხლდენა პეპტიური წყლულიდან, ან ქალაშიდა სისხლჩაქცევა.

ლაქტაზას დეფიციტი, ლაქტოზის აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (იხ. ნაწილი “გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში”).

18 წლამდე ბავშვთა ასაკი (უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის).

სიფრთხილით:

ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევები სისხლდენისადმი განწყობით (გამოყენების შეზღუდული გამოცდილება).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა (გამოყენების შეზღუდული გამოცდილება).

პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც ზრდის სისხლდენის რისკს (მათ შორის ტრავმა, ქირურგიული ჩარევა (იხ. ნაწილი “განსაკუთრებული მითითებები”)).

დაავადებები, რომელთა დროს არის სისხლდენისადმი მიდრეკილება (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან და თვალშიდა).

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს) ერდროული გამოყენება, ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) ჩათვლით.

ვარფარინთან, ჰეპარინთან, ან გლიკოპროტეინ IIb/IIIa-სთან გამოყენება.

პაციენტები იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობით (კლოპიდგრელის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას წარმოიქმნება კლოპიდოგრელის ნაკლებაქტიური მეტაბოლიტი და ნაკლებად არის გამოხატული მისი ანტიაგრეგაციული მოქმედება): ამიტომ, მწვავე კორონარული სინდრომისას, ან კორონარულ არტერიებზე კანქვეშა ჩარევისას, კლიპიდოგრელის რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას გულ-სისხლძარღვთა გართულებების სიხშირე შეიძლება იყოს მეტი, ვიდრე პაციენტებში იზოფერმენტ CYP2C19-ის ნორმალური აქტივობით).

ჰიპერმგრძნობელობა სხვა თიენოპირიდინების მიმართ (მაგ. ტიკლოპიდინი, პრასუგრელი) (იხ. ნაწილი “განსაკუთრებული მითითებები”).

სიფრთხილის ზომები

კლოპიდოგრელის მკურნალობის დროს, განსაკუთრებით პირველი კვირების განმავლობაში და/ან ინვაზიური კარდიოლოგიური პროცედურების/ქირურგიული ჩარევების შემდეგ, აუცილებელია პაციენტზე გულმოდგინე დაკვირვება სისხლდენის ნიშნების გამოსარიცხად (მათ შორის ფარული). სისხლდენის და არასასურველი ჰემატოლოგიური მოვლენების განვითარების რისკის გათვალისწინებით (იხ. ნაწილი “გვერდითი მოვლენები”), მკურნალობის პერიოდში შესაძლო სისხლდენის კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას, აუცილებელია დაუყოვნებლივ ჩატარდეს სისხლის კლინიკური ანალიზი აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტური დროის (ანთდ), თრომბოციტების ფუნქციის მაჩვენებლის, თრომბოციტების რაოდენობის დათვლის განსაზღვრით და სხვა აუცილებელი კვლევები.

კლოპიდოგრელი ახანგრძლივებს სისხლდენის დროს, ამიტომ მისი მიღება სიფრთხილით არის საჭირო პაციენტებში სისხლდენის განვითარების მომატებული რისკით, რაც დაკავშირებულია ტრავმასთან, ქირურგიულ ჩარევებთან და სხვა პათოლოგიურ მდგომარეობებთან, ან დაავადებებთან, რომელთა დროსაც არის სისხლდენის განვითარებისადმი განწყობა (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან ან თვალშიდა) და პაციენტებში, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჯავას, აასს-ს, ცოგ-2 ინჰიბიტორების, CYP2C19-ის ძლიერი ინდუქტორების ან სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების ან სხვა სამკურნალო საშუალებების ჩათვლით, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სისხლდენის განვითარების რისკთან, როგორების არიან პენტოქსიფილინი, ჰეპარინი და გლიკოპროტეინ IIბ/IIIა-ს ინჰიბიტორები.

კლოპიდოგრელის ვარფარინთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”). ამიტომ, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ვარფარინის და კლოპიდოგრელის ერთდროული გამოყენებისას.

თუ პაციენტს უტარდება გეგმიური ქირურგიული ჩარევა, ხოლო ანტითრომბოციტული ეფექტი არასასურველია, მაშინ საჭიროა კლოპიდოგრელის ოპერაციამდე 7 დღით ადრე მოხსნა.

საჭიროა პაციენტის ინფორმირება იმის შესახებ, რომ კლოპიდოგრელის მიღებისას (მონოთერაპიის, ან აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში) სისხლდენის შესაჩერებლად შეიძლება საჭირო იყოს დიდი დრო. პაციენტმა მკურნალ ექიმს უნდა აცნობოს უჩვეულო სისხლდენის (ლოკალიზაციის, ან ხანგრძლივობის მიხედვით) ყველა შემთხვევის შესახებ. ასევე აუცილებელია ექიმის ინფორმირება კლოპიდოგრელის გამოყენების შესახებ, თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ოპერაციული ჩარევა (სტომატოლოგიურის ჩათვლით) ან ახალი პრეპარატით მკურლობის დაწყებამდე.

კლოპიდოგრელის გამოყენების ფონზე (ზოგჯერ არახანგრძლივადაც) ძალიან იშვიათად აღინიშნა თრომბოციტული თრომბოციტოპენიური პურპურის განვითარების შემთხვევები. მდგომარეობა ხასიათდება თრომბოციტოპენიით და მიკროანგიოპათიული ჰემოლიზური ანემიით, რაც ასოცირებულია ნევროლოგიურ დარღვევებთან, თირკმლის ფუნქციის დარღვევით და ცხელებით. თრომბოციტული თრომბოციტოპენიური პურპურა სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებელ მკურნალობას, პლაზმააფერეზის ჩათვლით.

რეკომენდებული არ არის კლოპიდოგრელის 600 მგ დატვირთვის დოზის გამოყენება პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით ST სეგმენტის აწევის გარეშე და 75 წლიდან ასაკში ამ პოპულაციაში სისხლდენების განვითარების მაღალი რისკის გამო.

შეძენილი ჰემოფილია

კლოპიდოგრელის გამოყენების შედმეგ იყო ცნობები შეძენილი ჰემოფილიის განვითარების შემთხვევების შესახებ. აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტური დროის (ანთდ) დადასტურებული, იზოლირებული გახანგრძლივების შემთხვევვაში, რომელსაც თან ახლავს, ან არ ახლავს სისხლდენა, საჭიროა შეძენილი ჰემოფილიის გამორიცხვა. პაციენტები, შეძენილი ჰემოფილიის დადასტურებული დიაგნოზით, უნდა იმყოფებოდნენ სპეციალისტის დაკვირვების და მკურნალობის ქვეშ, ხოლო კლოპიდოგრელის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ცოტახნის წინ გადატანილი იშემიური ინსულტი

თერაპიის დაწყება

პაციენტებში ინსულტის ზომიერი ან მაღალი რისკით ტიშ-ის ან მწვავე მცირე იი-ს შემდეგ ანტიაგრეგანტული თერაპია (კლოპიდოგრელი და ასმ) უნდა დაიწყოს არაუმეტეს 24 საათში დაავადების დაწყებიდან.

არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ეხება მოკლევადიანი ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის "სარგებელი-რისკის" შეფარდებას პაციენტებში განმეორებითი ინსულტის ზომიერი ან მაღალი რისკით მწვავე მცირე იი-ს ან ტიშ-ის შემდეგ და (არატრავმული) ქალაშიდა სისხლჩაქცევით ანამნეზში.

პაციენტებში არა მცირე იი-ით მონოთერაპია კლოპიდოგრელით უნდა დაიწყოს დაავადების დაწყებიდან მხოლოდ პირველი 7 დღის გასვლის შემდეგ.

პაციენტები არა მცირე იი-ით (შეფასება NIHSS შკალით >4 ქულა)

მონაცემების არარსებობის გამო ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. ნაწილი 4.1).

ცოტახნის წინ გადატანილი მცირე იი ან ტიშ განმეორებითი ინსულტის ზომიერი ან მაღალი რისკით პაციენტებში, რომლებისთვისაც ნაჩვენებია ან დანიშნულია ქირურგიული ჩარევა

არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მოწმობენ ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის ჩატარების სასარგებლოდ პაციენტებში, რომლებისთვისაც ნაჩვენებია მკურნალობა კაროტიდული ენდარტერექტომიით ან სისხლძარღვშიდა თრომბოექტომიით, ან პაციენტებში, რომლებისთვისაც იგეგმება თრომბოლიზისის ან ანტიკოაგულანტებით თერაპიის ჩატარება. ასეთ პაციენტებში ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის ჩატარება რეკომენდებული არ არის.

ციტოქრომი P450 2C19 (CYP2C19)

ფარმაკოგენეტიკა: პაციენტებში ციტოქრომული ფერმენტ CYP2C19-ის დაბალი მეტაბოლური აქტივობით, პრეპარატი რეკომენდებული დოზით წარმოქმნის კლოპიდოგრელის ნაკლებ აქტიურ მეტაბოლიტს და აქვს ნაკლები ანტიაგრეგაციული ეფექტი. არსებობს პაციენტებში CYP2C19 გენოტიპის იდენტიფიცირების ტესტები.

ვინაიდან კლოპიდოგრელი აქტიურად მეტაბოლიტად მეტაბოლიზდება ნაწილობრივ ფერმენტ CYP2C19-ის მეშვეობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებიც თრგუნავენ ფერმენტ CYP2C19-ის აქტოვობას, იწვევს პრეპარატის აქტიური მეტაბოლიტის სამკურნალო დონის დაქვეითებას. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა განსაზღვრული არ არის. სიფრთხილის ზომის სახით, კლოპიდოგრელი არ გამოიყენება CYP2C19-ის ძლიერ ან ზომიერ ინჰიბიტორებთან ერთად.

CYP2C19-ის აქტივობის მაინდუცირებელი სამკურნალო საშუალებების გამოყენება სავარაუდოდ გამოიწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის დონის გაზრდას და შეუძლია გააძლიეროს სისხლდენის განვითარების რისკი. პრევენციის მიზნით მოსარიდებელია CYP2C19-ის ძლიერ ინდუქტორებთან ერთდ გამოყენება.

CYP2C8 სუბსტრატები

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კლოპიდოგრელს და CYP2C8 სუბსტრატის სამკურნალო საშუალებებს. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის კონტროლი. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას საჭიროა გახსოვდეთ ჰემორაგიული დიათეზის განვითარების რისკის შესახებ.

კლოპიდოგრელის გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში იშემიური უნსულტით, რომლის ხანგრძლივობა 7 დღეზე ნაკლებია (მონაცემები არ არის ამ მდგომარეობაში გამოყენების შესახებ).

ჯვარედინი-რეაქტიული ჰიპერმგრძნობელობა

პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა სხვა თიენოპირიდინებისადმი (მაგ. ტიკლოპიდინი, პრასუგრელი) ჰიპერმგრძნობელობის გამოსავლენად, რადგან ცნობილია ჯვარედინი-რეაქტიული ჰიპერმგრძნობელობა თიენოპირიდინებს შორის (იხ. ნაწილი “გვერდითი მოქმედება”).

თიენოპირიდინები შეიძლება გახდნენ მსუბუქიდან მძიმემდე ხარისხის ალერგიული რეაქციების განვითარების მიზეზი, როგორიც არის გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჰემატოლოგიური ჯვარედინი რეაქციები, როგორებიცაა თრომბოციტოპენია და ნეიტროპენია. პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში თიენოპირიდინების მიმართ გამოუვლინდათ ალერგიული რეაქცია და/ან ჰემატოლოგიური რეაქცია, შეიძლება ჰქონდეთ სხვა თიენოპირიდინების მიმართ იმავე, ან სხვა რეაქციების განვითარების მომატებული რისკი. პაციენტებში, თიენოპირიდინების მიმართ ცნობილი ალერგიული რეაქციებით, რეკომენდებულია მომატებული მგრძნობელობის ნიშნების მონიტორინგი.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით კლოპიდოგრელის გამოყენების თერაპიული გამოცდილება შეზღუდულია. ამ კატეგორიის პაციენტებისათვის პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ჰემორაგიული დიათეზისადმი, პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამის გამო, ამ პოპულაციაში კლოპიდოგრელი გამოიყენება სიფრთხილით.

სპეციალური ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ: პრეპარატი ზილტი® შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული დარღვევით, ლაქტოზის უკმარისობით და გლუკოზო-გალაქტოზის შეწოვის დარღვევით, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

პრეპარატი ზილტი® შეიცავს ჰიდროგენიზებულ აბუსალათინის ზეთს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ და დიარეა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სისხლდენის რისკთან დაკავშირებული პრეპარატები: არსებობს სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი პოტენციური ადიტიური ეფექტის გამო. სისხლდენის რისკთან დაკავშირებულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტები: კლოპიდოგრელის და შიგნით მისაღება ანტიკოაგულანტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის ინტენსივობა, რის გამოც მოცემული კომპინაციის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

დღეში 75მგ კლოპიდოგრელის გამოყენება არ ცვლის ვარფარინის (იზოფერმენტ CYP2C9 სუბსტრატი) ფარმაკოკინეტიკას ან საერთაშორისო ნორმალიზებულ შეფარდებას (სნშ) პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ვარფარინით. ამასთან, ვარფარინთან ერთად მიღება ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს სისხლის შედედებაზე მისი დამატებითი გავლენის გამო. ამიტომ ვარფარინის და კლოპიდოგრელის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

IIბ/IIIა გლიკოპროტეინის ინჰიბიტორები: კლიპიდოგრელის და IIბ/IIIა გლიკოპროტეინის ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება საჭიროებს სიფრთხილეს სისხლდენის მომატებული რისკის მქონე პაციენტებში (ტრავმების, ქირურგიული ჩარევის, ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობებისას) (იხ. ნაწილი “განსაკუთრებული მითითებები”).

აცეტილსალიცილის მჟავა: აცეტილსალიცილის მჟავა არ მოქმედებს ადფ-ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციის კლოპიდოგრელით გამოწვეულ ინჰიბირებაზე, მაგრამ კლოპიდოგრელი აძლიერებს აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებას თრომბოციტების კოლაგენ-ინდუცირებულ აგრეგაციაზე. ამის მიუხედავად, 500მგ აცეტილსალიცილის მჟავას მიღება დღეში ორჯერ ერთი დღის განმავლობაში, მნიშვნელოვნად არ ახანგრძლივებს კლოპიდოგრელის გამოყენებით გამოწვეულ სისხლდენის დროს. კლოპიდოგრელსა და აცეტილსალიცილის მჟავას შორის ფარმაკოდინამიკურმა ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის რისკის გაზრდა. ამის გათვალისწინებით, საჭიროა სიფრთხილე ამ პრეპარატების ერთდროული მიღებისას, თუმცა კლინიკურ კვლევებში პაციენტებს უტარდებოდათ კომბინირებული თერაპია კლოპიდოგრელით და აცეტილსალიცილის მჟავით ერთი წლის განმავლობაში.

ჰეპარინი: კლინიკური კვლევის მონაცემებით ჯანმრთელ პაციენტებში კლოპიდოგრელის მიღებისას არ იყო საჭირო ჰეპარინის დოზის შეცვლა, ასევე არ იცვლებოდა ჰეპარინის ანტიკოაგულაციური მოქმედება. ჰეპარინთან ერთად გამოყენება გავლენას არ ახდენდა კლოპიდოგრელის მიერ თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვაზე. შესაძლოა ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება კლოპიდოგრელსა და ჰეპარინს შორის, რაც იწვევს სისხლდენის განვითარების რისკის ზრდას, ამიტომ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს.

თრომბოლიზურები: კლოპიდოგრელის, ფიბრინსპეციფიური, ან ფიბრინარასპეციფიური თრომბოლიზური საშუალებების და ჰეპარინის ერთდროული გამოყენების უსაფრთხოება შეფასდა პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით. კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენების სიხშირე აღმოჩნდა შედარებითი სიხშირისა, როდესაც ერთდროულად გამოიყენებოდა თრომბოლიზურები, ჰეპარინი და აცეტილსალიცილის მჟავა.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს): კლინიკური კვლევების მონაცემებით, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანმრთელი მოხალისეები, კლოპიდოგრელის და ნაპროქსენის ერთდროული გამოყენება ზრდიდა ფარულ სისხლდენას კუჭ-ნაწლავიდან. მიუხედავად ამისა, ამჟამად სხვა აასს-თან ურთიერთქმედების კვლევების არ არსებობის გამო, უცნობია იზრდება თუ არა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი სხვა აასს-თან ერთად გამოყენებისას. ამიტომ, კლოპიდოგრელის ერთდროული თერაპია აასს-თან, ცოგ-2-ის ინჰიბიტორების ჩათვლით, უნდა ჩატარდეს სიფრთხილით (იხ. ნაწილი “განსაკუთრებული მითითებები”).

სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები: რადგან სუმი-ები გავლენას ახდენენ თრობოციტების აქტივაციაზე და ზრდიან სისხლდენის რისკს, კლოპიდოგრელთან ერთად სუმი-ების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

იზოფერმენტ CYP2C19-ის ინდუქტორები: ვინაიდან კლოპიდოგრელი თავის აქტიურ მეტაბოლიტამდე ნაწილობრივ მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2C19-ით, ამ ფერმენტის მაინდუცირებელი სამკურნალო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნის გაზრდა.

რიფამპიცინი იწვევს CYP2C19-ის ძლიერ ინდუქციას, რაც იწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის დონის გაზრდას და თრომბოციტების დათრგუნვას, რამაც შეიძლება გააძლიეროს სისხლდენის განვითარების რისკი. სიფრთხილის ზომის სახით მოერიდეთ იზოფერმენტ CYP2C19-ის ძლიერ ინდუქტორებთან ერთად გამოყენებას.

იზოფერმენტ CYP2C19-ის ინჰიბიტორები: კლოპიდოგრელი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2C19-ით მისი აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნამდე. ამიტომ, ამ ფერმენტის მაინჰიბირებელმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის დაქვეითება. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ერთდოული გამოყენება იზოფერმენტ CYP2C19-ის ძლიერ, ან ზომიერ ინჰიბიტორებთან. იზოფერმენტ CYP2C19-ის ონჰიბიტორებს მიეკუთვნება: ომეპრაზოლი და ეზომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი, მოკლობემიდი, ბორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ტიკლოპიდინი, კარბამაზეპინი, ეფავირენცი.

პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები

კლოპიდოგრელთან ერთად ომეპრაზოლის მიღებამ დოზით 80მგ დღეში ერთხელ ან პრეპარატების მიღებებს შორის 12 საათიანი ინტერვალით, შეამცირა კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის სისტემური ექსპოზიციის მნიშვნელობა (AUC) 45%-ით (კლოპიდოგრელის დატვირთვის დოზის მიღების შემდეგ) და 40%-ით (კლოპიდოგრელის შემანარჩუნებელი დოზის მიღების შემდეგ). კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის AUC შემცირება დაკავშირებულია თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების ხარისხის შემცირებასთან (39% - კლოპიდოგრელის დატვირთვის დოზის მიღების შემდეგ და 21% - კლოპიდოგრელის შემანარჩუნებელი დოზის მიღების შემდეგ). კლოპიდოგრელის ანალოგიური ურთიერთქმედება მოსალოდნელია ეზომეპრაზოლონთან.

სადამკვირვებლო და კლინიკურ კვლევებში რეგისტრირებულია ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ კლინიკური გამოვლინებების შესახებ მოცემულ ფარმაკოკინეტიკურ/ფარმაკოდინამიკურ ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით. თავიდან უნდა იქნას აცილებული ომეპრაზოლთან ან ეზომეპრაზოლინთან ერთად გამოყენება.

იზოფერმენტ CYP2C19-ზე მინიმალური მაინჰირებელი მოქმედების მქონე პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებს განეკუთვნებიან პანტოპრაზოლი და ლანსოპრაზოლი.

პანტოპრაზოლის დოზის 80მგ დღეში ერთხელ მიღებისას აღინიშნა სისხლის პლაზმაში კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის 20%-ით შემცირება (კოლიდოგრელის დატვირთვის დოზის მიღების შემდეგ) და 14%-ით შემცირება (კლოპიდოგრელის შემანარჩუნებელი დოზის მიღების შემდეგ).

ამას თან ახლდა თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების ხარისხის შემცირება 15%-ით და 11%-ით შესაბამისად. ამიტომ, შესაძლებელია კლოპიდოგრელთან კომბინაციაში პანტოპრაზოლის მიღება.

არ არსებობს მტკიცებულა იმისა, რომ სხვა პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ კუჭის წვენის მჟავიანობას, მაგ. H2 რეცეპტორების ბლოკერები, ან ანტაციდები, არღვევენ კლოპიდოგრელის ანტითომბოციტულ აქტივობას.

გაძლიერებული ანტირეტროვირუსული თერაპია (ართ)

აივ-ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ გაძლიერებული ანტირეტროვირუსული თერაპია, ექვემდებარებიან სისხლძარღვების მხრივ გართულებების განვითარების მაღალ რისკს.

აივ-ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ რიტონავირით ან კობიცისტატით გაძლიერებული ართ, აღინიშნა თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის მნიშვნელოვანი დაქვეითება. თუმცა მიღებული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა საბოლოოდ დადასტურებული არ არის, მიღებულ სპონტანურ შეტყობინებებში აღწერილია აივ-ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც უტარდებოდათ რიტონავირით გაძლიერებული ართ, რომლებსაც აღენიშნათ განმეორებითი ოკლუზიის შემთხვევები ობსტრუქციის აღმოფხვრის შემდეგ ან თრომბული მოვლენები კლოპიდოგრელის დატვირთვის დოზის გამოყენებისას. კლოპიდოგრელის მოქმედება და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების საშუალო მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს რიტონავირთან ერთად გამოყენებისას. ამიტომ კლოპიდოგრელის გაძლიერებულ ართ-სთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სხვა პრეპარატები

კლოპიდოგრელის და სხვა პრეპარატების ურთიერთქმედების ფარმაკოდინამიკის და ფარმაკოკინეტიკის შესწავლისას გამოვლინდა შემდეგი:

კლოპიდოგრელის გამოყენებისას ატენოლოლთან და/ან ნიფედიპინთან ერთად, კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

კლოპიდოგრელის ფარმაკოდინამიკური აქტივობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა მისი ფენობარბიტალთან, ციმეტიდინთან ან ესტროგენებთან ერთად გამოყენებისას;

არ იცვლებოდა დიგოქისინის ან თეოფილინის ფარმაკოკინეტიკა;

კლოპიდოგრელთან ერთად შეიძლება უსაფრთხოდ იქნეს გამოყენებული ფენიტოინი და ტოლბუტამიდი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლოპიდოგრელმა გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების, მაგ. ფენიტოინი და ტოლბუტამიდი, მეტაბოლიზმზე;

სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის მომატების რისკის გამო, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო კლოპიდგრელის და იმ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც გამოყოფიან CYP2C8 მეტაბოლიზმის გზით (მაგ. რეპაგლინიდი, პაკლიტაქსელი);

დიურეტიკები, ბეტა-ადრენობლოკატორები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი (აგფ),კალციუმის "ნელი” არხის ბლოკატორები, ჰიპოლიპიდემიური საშუალებები, კორონარული ვაზოდილატატორები, ჰიპოგლიკემიური საშუალებები (მათ შორის ინსულინი), ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები და GPIIბ/IIIა ანტაგონისტები: კლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედებები.

როგორც შიგნით მისაღები P2Y12-ის სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, ოპიოიდური რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეანელოს და შეამციროს კლოპიდოგრელის შეწოვა, სავარაუდოდ, კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირების ხარჯზე. ასეთი ურთიერთქმედების კლნიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის. განხილული უნდა იქნას პარენტერალური ანტიაგრეგანტული საშუალებების გამოყენება პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით, რომლებიც საჭიროებენ მორფინთან ან ოპიოიდური რეცეპტორების სხვა აგონისტებთან ერთად გამოყენებას.

როზუვასტატინი: კლოპიდოგრელი როზუვასტატინის ექსპოზიციას პაციენტებში ზრდის 2-ჯერ (AUC) და 1,3-ჯერ (Cmax) 300 მგ დოზით კლოპიდოგრელის გამოყენების შემდეგ, ასევე 1,4-ჯერ (AUC) Cmax-ზე მოქმედების გარეშე 75მგ დოზით კლოპიდოგრელის განმეორებით მიღებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

რადგან ორსულობის პერიოდში კლოპიდოგრელის გამოყენების კლინიკური მონაცემები არ არის, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი, ან ირიბი არასასურველი მოქმედება ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობის მიმდინარეობასა, ან პოსტნატალურ განვითარებაზე.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ კლოპიდოგრელი და/ან მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ქალის რძით. ამიტომ, კლოპიდოგრელით თერაპიის აუცილებლობისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი ზილტი® არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებაზე.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კლოპიდოგრელისათვის ჩატარდა შეფასება 44000-ზე მეტ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას კლინიკურ კვლევებში, მათ შორის 12000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობა 1, ან მეტი წლის განმავლობაში. დღეში 75მგ კლოპიდოგრელის მიღების უსაფრთხოება შედარდა აცეტილსალიცილის მჟავას დოზით 325მგ დღეში, ასაკის, სქესის და რასობრივი კუთვნილების მიუხედავად. კლოპიდოგრელის კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ დაკვირვებებში შედარებით ხშირად იყო ცნობები სისხლდენის შესახებ, ძირითადად მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირის კლასიფიკაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიხედვით:

ძალიან ხშირი ≥1/10

ხშირი ≥1/100 -დან <1/10-მდე

არახშირი ≥1/1000 -დან <1/100-მდე

იშვიათი ≥1/10000 -დან <1/1000-მდე

ძალიან იშვიათი <1/10000

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით.

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:

არახშირი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია;

იშვიათი: ნეიტროპენია, ნეიტროპენიის მძიმე შემთხვევების ჩათვლით;

ძალიან იშვიათი: თრომბოციტული, თრომბოციტოპენიური პურპურა (იხ. ნაწილი “განსაკუთრებული მითითებები”), აპლასტიური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, მძიმე თრომბოციტოპენია, შეძენილი ჰემოფილია A, გრანულოციტოპენია, ანემია.

დარღვევები გულის მხრივ:

უცნობი: კონისის სინდრომი (ვაზოსპასტიკური ალერგიული სტენოკარდია / მიოკარდიუმის ალერგიული ინფარქტი) ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის კონტექსტში, რომელიც გამოწვეულია კლოპიდოგრელით.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათი: შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქტოიდური რეაქციები;

სიხშირე უცნობია: ჯვარედინ-რეაქტიული ჰიპერმგრძნობელობა თიენოპირიდინებზე (მაგ. ტიკლოპიდინი, პრასუგრელი), ინსულინის აუტოიმუნური სინდრომი (შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჰიპოგლიკემია, განსაკუთრებით პაციენტებში HLA DRA4 სეროტიპით, რომელიც ხშირია იაპონელებში)*.

ფსიქიკის დარღვევები:

ძალიან იშვიათი: გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

არახშირი: ქალაშიდა სისხლჩაქცევა (იყო ცნობები რამდენიმე შემთხვევის შესახებ ლეტალური დასასრულით), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და პარესთეზია;

ძალიან იშვიათი: გემოს აღქმის დარღვევა, აგევზია (გემოს დაკარგვა).

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:

არახშირი: სისხლჩაქცევა თვალის კაკალში (თვალის კონიუნქტივაში, ქსოვილებში და ბადურაში).

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები:

იშვიათი: ვერტიგო.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:

ხშირი: ჰემატომა;

ძალიან იშვიათი: სერიოზული სისხლდენა, სისხლდენა ნაოპერაციები ჭრილობიდან, ვასკულიტი, არტერიული წნევის დაწევა.

დარღვევები სასუნთი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ:

ხშირი: სისხლდენა ცხვირიდან;

ძალიან იშვიათი: სისხდენა სასუნთქი გზებიდან (სისხლიანი ხველა, სისხდენა ფილტვებიდან), ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციული პნევმონიტი, ეოზინოფილური პნევმონია.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხივ:

ხშირი: სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, დიარეა, ტკივილი მუცელში, დისპეფსია;

არახშირი: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, მუცლის შებერილობა;

იშვიათი: რეტროპერიტონული სისხლჩაქცევა;

ძალიან იშვიათი: სისხლჩაქცევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და რეტროპერიტონული სისხლჩაქცევა ლეტალური დასასრულით, პანკრეატიტი, კოლიტი (მათ შორის წყლულოვანი ან ლიმფოციტური კოლიტი), სტომატიტი.

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ:

ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

ხშირი: კანქვეშა სისხლჩაქცევები;

არახშირი: გამონაყარი კანზე, კანის ქავილი, პურპურა (კანქვეშა სისხლჩაქცევა);

ძალიან იშვიათი: ბულოზური დერმატიტი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, მწვავე ზოგადი ეგზანთემური პუსტულოზი (მზეპ), ანგიონევროზული შეშუპება, ერითემული ან ექსფოლიაზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ეგზემა და ბრტყელი ლიქენი;

სიხშირე უცნობია: წამლით ინდუცირებული ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპრომებით (DRESS-სინდრომი).

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ:

იშვიათი: გინეკომასტია.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

ძალიან იშვიათი: სისხლჩაქცევები კუნთებში და სახსრებში (ჰემართროზი), ართრალგია, ართრიტი, მიალგია.

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ:

არახშირი: ჰემატურია;

ძალიან იშვიათი: გლომერულონეფრიტი, სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება.

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას:

ხშირი: სისხლდენა პუნქცირებული სისხლძარღვიდან;

ძალიან იშვიათი: ცხელება.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები:

ხშირი: სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: კლოპიდოგრელის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის დროის გახანგრძლივება და ჰემორაგიული გართულებების განვითარება. სისხლდენის არსებობისა აუცილებელია ადეკვატური თერაპია.

მკურნალობა: სისხლდენის განვითარებისას საჭიროა შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებების გატარება. თუ აუცილებელია სისხლდენის გახანგრძლივებული დროის კორექცია, რეკომენდებულია თრომბოციტული მასის გადასხმა. კლოპიდოგრელის ანტიდოტი დადგენილი არ არის.

შემადგენლობა

1 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: კლოპიდოგრელი 75 მგ კლოპიდოგრელის ჰიდროგენსულფატის სახით.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მაკროგოლი 6000, ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი.

გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტაკლი, საღებარი რკინის ოქსიდი წითელი (E172), პროპილენგლიკოლი.

აღწერილობა

მრგვალი, ვარდისფერი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოთარაპიული ჯგუფი

ანტიკოაგულანტები. თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, ჰეპარინის გარდა.

კლოპიდოგრელი.

ათქ კოდი: B01AC04

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დაცვის მიზნით.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

კლოპიდოგრელი - ეს არის პროწამალი, რომლის ერთ-ერთი აქტიური მეტაბოლიტი თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორია. კლოპიდოგრელის მეტაბოლიზმი ხდება CYP450 ენზიმების მეშვეობით, რის შედეგადაც წარმოიქმნება აქტიური მეტაბოლიტი, რომელიც თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას. კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტი სელექციურად თრგუნავს ადენოზინ დიფოსფატის (ადფ) შეერთებას თრომბოციტების P2Y12 რეცეპტორებთან და გლიკოპროტეინ GPIIბ/IIIა კომპლექსის ადფ-მედიატორულ აქტივაციას, რაც იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას.

თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვა არის შეუქცევადი და გრძელდება უჯრედების მთელი სასიცოცხლის ციკლის განმავლობაში (დაახლოებით 7-10 დღე), ამიტომ თრომბოციტების ნორმალური ფუნქციის აღდგენის სიჩქარე შეესაბამება მათი განახლების სიჩქარეს. ადფ-სთან ერთად, სხვა აგონისტებით ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაცია ასევე ინჰიბირდება ადფ-ს ზემოქმედებით თრომბოციტების გაძლიერებული აქტივაციის ბლოკირების შედეგად.

აქტიური მეტაბოლიტი წარმოიქმნება CYP450 იზოფერმენტების ზემოქმედებით, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება განსხვავდებოდეს პოლიმორფიზმით, ან შეიძლება დაინჰიბირდეს სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედებით. ამიტომ, თრომბოციტების აგრეგაციის ადეკვატური ინჰიბირება არ აღინიშნება ყველა პაციენტში.

კლოპიდოგრელის დღეში 75მგ დოზის გამოყენებისას თერაპიის პირველი დღიდან აღინიშნება თრომბოციტების ადფ-ინდუცირებული აგრეგაციის მნიშვნელოვანი დათრგუნვა, რომელიც თანდათან იზრდება 3-7 დღის განმავლობაში და შემდეგ აღწევს მუდმივ დონეს (წონასწორული მდგომარეობის მიღწევისას). წონასწორულ მდგომარეობაში თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება კლოპიდოგრელის დღეში 75მგ დოზის მიღებისას საშუალოდ შეადგენს 40%-დან 60%-მდე. თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო თანდათან უბრუნდება საწყის დონეს კლოპიდოგრელის მიღების შეწყვეტიდან საშუალოდ 5 დღის განმავლობაში.

კლოპიდოგრელი ხელს უშლის ათეროთრომბოზული გართულებების განვითარებას პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ნემისმიერი ადგილას სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება, განსაკუთრებით თავის ტვინის, გულის, ან პერიფერიული არტერიების დაზიანება.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

შიგნით ერთჯერადი და განმეორებით მიღებისას, დოზით 75 მგ/დღეში, კლოპიდოგრელი სწრაფად შეიწოვება.

სისხლის პლაზმაში უცვლელი კლოპიდოგრელის მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) საშუალო მაჩვენებელი (2,2-2,5 ნგ/მლ ერთჯერადი დოზის 75მგ შიგნით მიღების შემდეგ) მიიღწევა დაახლოებით 45 წუთის შემდეგ. კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების თირკმელებით გამოყოფის კვლევის მონაცემების მიხედვით, შეწოვის ხარისხი დაახლოებით 50% შეადგენს.

განაწილება

კლოპიდოგრელი და სისხლის პლაზმაში მოცირკულირე მისი ძირითადი არააქტიური მეტაბოლიტი, შექცევადად უერთდებიან ადამიანის სისხლის პლაზმის ცილებს in vitro პირობებში (98% და 94% შესაბამისად). ეს კავშირი უჯერია კონცენტრაციების ფართო დიაპაზონში.

მეტაბოლიზმი

კლოპიდოგრელი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. In vitro და in vivo პირობებში კლოპიდოგრელი მეტაბოლიზდება ორი გზით: პირველი - ესთერაზების დახმარებით და იწვევს ჰიდროლიზს არააქტიური მეტაბოლიტის - კარბოქსილის მჟავას წარმოებულის - წარმოქმნით (მოცირკულირე მეტაბოლიტების 85%), მეორე - კატალიზდება P450 ციტოქრომის სხვადასხვა იზოფერმენტებით. თავიდან კლოპიდოგრელი გარდაიქმნება შუალედურ მეტაბოლიტად - 2-ოქსო-კლოპიდოგრელად. 2-ოქსო-კლოპიდოგრელის შემდგომი მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტი - კლოპიდოგრელის თიოლის წარმოებული. აქტიური მეტაბოლიტი ძირითადად წარმოქმნება ფერტენტ CYP2C19-ით CYP-ის რიგი სხვა ფერმენტების მონაწილეობით, მათ შორის CYP1A2, CYP2B6 და CYP3A4. In vitro პირობებში გამოყოფილი კლოპიდოგრელის აქტიური თიოლის მეტაბოლიტი სწრაფად და შეუქცევადად ურთიერთქმედებს თრომბოციტების რეცეპტორებთან და ბლოკავს მათ აგრეგაციას.

კლოპიდოგრელის დატვირთვის დოზის (300მგ) მიღების შემდეგ, სისხლის პლაზმაში აქტიური მეტაბოლიტის Cmax ორჯერ აჭარბებს Cmax-ს კლოპიდოგრელის შემანარჩუნებელი დოზის (75მგ/დღეღამეში) 4 დღე მიღების შემდეგ. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა სამკურნალო საშუალების მიღებიდან დაახლოებით 30-60 წუთის შემდეგ.

გამოყოფა

შიგნით მიღების შემდეგ, 14C-მონიშნული კლოპიდოგრელის საერთო რადიაქტივობის დაახლოებით 50% გამოიყოფა თირკმლით და დაახლოებით 46% - ნაწლავებით დოზირებიდან 120 საათის განმავლობაში. კლოპიდოგრელის 75მგ შიგნით ერთჯერადად მიღების შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) დაახლოებით შეადგენს 6 საათს. პეპარატის ერთჯერადი და განმეორებითი მიღების შემდეგ, სისხლის პლაზმაში ძირითადი მოცირკულირე არააქტიური მეტაბოლიტის T1/2 შეადგენს 8 საათს.

ფარმაკოგენეტიკა

იზოფერმენტი CYP2C19 მონწილეობას იღებს განათლებაში, როგორც აქტიური მეტაბოლიტის, ისე შუალედური მეტაბოლიტის 2-ოქსო-კლოპიდოგრელის სახით. ფარმაკოკინეტიკა და კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ანტიაგრეგაციული მოქმედება ex vivo პირობებში განსხვავდება იზოფერმენტ CYP2C19-ის გენოტიპის მიხედვით.

იზოფერმენტ CYP2C19*1-ის გენის ალელი სრულად შეესაბამება ფუნქციონალურ მეტაბოლიზმს, მაშინ როდესაც იზოფერმენტების CYP2C19*2 და CYP2C19*3 გენის ალელები არიან არაფუნქციონალურნი. იზოფერმენტების CYP2C19*2 და CYP2C19*3 გენის ალელები წარმოადგენენ მეტაბოლიზმის შემცირების მიზეზს ევროპული (85%) და მონღოლოიდური (99%) რასების უმრავლესობაში. სხვა ალელები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მეტაბოლიზმის არარსებობასთან, ან შემცირებასთან, გვხვდება იშვიათად და მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული, იზოფერმენტების CYP2C19*4, *5, *6, *7 და *8 გენების ალელებს. პაციენტებს, ფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობით, უნდა ჰქონდეთ ზემოთ ხსენებული გენის ორი ალელი დაკარგული ფუნქციით. გამოქვეყნებული კვლევების მონაცემებით, იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობის მქონე გენოტიპების სიხშირე, რასაც თან ახლავს მეტაბოლიზმის შემცირება, შეადგენს დაახლოებით 2%-ს ევროპული რასის წარმომადგენლებში, 4%-ს ნეგროიდული რასის წარმომადგენლებში და 14%-ს მონღოლოიდური რასის წარმომადგენლებში. არსებობს ტესტები, რომლებიც განსაზღვრავენ იზოფერმეტნ CYP2C19-ის გენოტიპს. კვლევის და მეტა-ანალიზის თანახმად, რომელშიც მონაწილეობდნენ ადამიანები იზოფერმენტ CYP2C19-ის ძალიან მაღალი, მაღალი, შუალედური და დაბალი აქტივობით, მნიშვნელოვანი განსხვავება აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიციასა და ადფ-ინდუცირებულ თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების ზომიერ ხარისხს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ ყოფილა მოხალისეებში იზოფერმენტ CYP2C19-ის ძალიან მაღალი, მაღალი, შუალედური და დაბალი აქტივობით. ამ იზოფერმენტის დაბალი აქტივობის მქონე მოხალისეებში აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიცია შემცირდა იზოფერმენტ CYP2C19-ის მაღალი აქტივობის მონე მოხალისეებთან შედარებით.

ჯვარედინი კვლევების ფარგლებში, სადაც მონაწილეობდა 40 ჯანმრთელი პაციენტი, განაწილებული CYP2C19-ის მეტაბოლიზატორის ოთხ ჯგუფში (ზესწრაფი, ინტენსიური, საშუალო და ნელი), 10 პაციენტი თითოეულ ჯგუფში, შეფასდა ფარმაკოკინეტიკური და ანტითომბოციტული რეაქციები დღეში 300მგ-ს და შემდგომ 75მგ-ს გამოყენებით და დღეში 600მგ-ს და შემდგომ 150მგ-ს გამოყენებით, თითოეული კურსის ხანგრძლივობა შეადგენდა 5 დღეს (სტაბილური მდგომარეობა). ზესწრაფ, ინტენსიურ და საშუალო მეტაბოლიზატორებს შორის არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავება აქტიური მეტაბოლიტის ზემოქმედების და თრომბოციტების აგრეგაციის საშუალო დამუხრუჭების (თად) მხრივ. ნელ მეტაბოლიზატორებში აქტიური მეტაბოლიტის მოქმედება შემცირებული იყო 63-71%-ით ინტენსიურ მეტაბოლიზატორებთან შედარებით. 300მგ/75მგ კურსის შემდეგ ანტითრომბოციტული რეაქციები ნელ მეტაბოლიზატორებში შემცირდა საშუალო თად-ით (5მკმ ადფ) 24% (24 საათი) და 37% (დღე 5) ინტენსიური მეტაბოლიზატორების თად-თან შედარებით 39% (24 საათი) და 58% (დღე 5) ინტენსიურ მეტაბოლიზატორებში; და 37% (24 საათი) და 60% (დღე 5) შუალედურ მეტაბოლიზატორებში. თუ ნელი მეტაბოლიზატორები იღებენ 600მგ/150მგ-ს, აქტიური მეტაბოლიტის მოქმედება იქნება გაცილებით ეფექტური 300მგ/75მგ დოზირებასთან შედარებით. გარდა ამისა, თად შეადგინა 32% (24 საათი) და 61% (დღე 5), რაც უფრო მაღალია, ვიდრე ნელ მეტაბოლიზატორებში 300მგ/75მგ დოზის გამოყენებისას, და იყო CYP2C19 მეტაბოლიზატორების სხვა ჯგუფების ანალოგიური, სადაც გამოიყენებოდა 300მგ/75მგ დოზა. საბოლოო კლინიკური კვლევების ფარგლებში არ დადგენილა დოზირების შესაბამისი რეჟიმი პაციენტების ამ პოპულაციისთვის.

ზემოთ მოცემული შედეგების გათვალისწინებით მეტა-ანალიზის ჩატარებისას, რომელიც მოიცავდა 6 კვლევას 335 სტაბილური მდგომარეობის მქონე პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელს, დადგინდა, რომ აქტიური მეტაბოლიტის მოქმედება შემცირდა 28%-ით შუალედურ მეტაბოლიზატორებში და 72%-ით ნელ მეტაბოლიზატორებში მაშინ, როდესაც თრომბოციტების აგრეგაციის დამუხრუჭება (5მკმ ადფ) შემცირდა თად-ის სხვაობით 5,9% და 21,4% შესაბამისად, ინტენსიურ მეტაბოლიზატორებთან შედარებით.

CYP2C19 გენოტიპის ზეგავლენა პაციენტების კლინიკურ შედეგებზე, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელს, არ შეფასებულა პერსპექტიულ, რანდომიზებულ, კონტროლირებად კვლევებში. თუმცა პაციენტებზე, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელს, ზემოქმედების შესაფასებლად ჩატარდა რეტროსპექტული ანალიზები. შედეგები გენოტიპების მიხედვით შემდეგნაირია: CURE (n=2721), CHARISMA (n=2428), CLARITY TIMI 28 (n=227), TRITON-TIMI 38 (n=1477) და ACTIVE-A (n=601), ასევე მრავალი გამოქვეყნებული ჯგუფური კვლევები.

კვლევაში TRITONTIMI 38 და 3 ჯგუფურ კვლევაში (Collet, Sibbing, Giusti) პაციენტთა კომბინირებულ ჯგუფებში, რომელთაც ქონდათ საშუალო, ან ნელი მეტაბოლიზატორების სტატუსი, აღინიშნა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების მაღალი დონე (რაც იწვევდა სიკვდილს, მიოკარდიუმის ინფარქტს და ინსულტს) ან სტენტის თრომბოზის შემთხვევები ინტენსიურ მეტაბოლიზატორებთან შედარებით.

კვლევაში CHARISMA და ერთ ჯგუფურ კვლევაში (Simon) მაღალი რისკის ზონაში იყვნენ მხოლოდ დაბალი მეტაბოლიზატორები ინტენსიურ მეტაბოლიზატორებთან შედარებით.

კვლევებში CURE, CLARITY, ACTIVEA და ერთ-ერთ ჯგუფურ კვლევაში (Trenk) მეტაბოლიზატორის სტატუსის მიუხედავად, არ არსებობდა მომატებული რისკის ზონა.

არც ერთ აღნიშლულ ანალიზს არ მოუცია შედეგების სხვაობის შეფასება ნელი მეტაბოლიზატორისათვის.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფების ფარმაკოკინეტიკა

კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა არ არის ცნობილი პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმულ მოხალისეებში (75 წელზე უფროსი) ახალგაზრდა მოხალისეებთან შედარებით თრომბოციტების აგრეგაციის მაჩველებლების და სისხლდენის დროში განსხვავებები არ გამოვლენილა. არ არის საჭირო დოზის კორექცია ხანდაზმულ პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დღეში 75მგ კლოპიდოგრელის განმეორებით მიღების შემდეგ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (კკ 5-15მლ/წთ) თრომბოციტების ადფ-ინდუცირებული აგრეგაციის დათრგუნვის ხარისხი 25%-ით დაბალია ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ამასთან, სისხლდენის დროის გახანგრძლივების ხარისხი მსგავსი იყო ჯანმრთელ მოხალისეების, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელს დოზით 75მგ დღეში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

10 დღის განმავლობაში დღეში 75მგ დოზით კლოპიდოგრელის მიღების შემდეგ, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში თრომბოციტების ადფ-ინდუცირებული აგრეგაციის დათრგუნვის ხარისხი და სისხლდენის დროის გახანგრძლივების საშუალო მაჩვენებელი იყო შედარებითი ჯანმრთელ მოხალისეებთან.

ეთნიკური თავისებურებები

იზოფერმენტ CYP2C19-ის გენების ალელების გავრცელება, რაც ასოცირებულია შუალედურ, ან დაქვეითებულ მეტაბოლიზმთან, განსხვავდება სხვადასხვა რასობრივი/ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებში. არსებობს შეზღუდული ლიტერატურული მონაცემები, რომლებიც საშუალებას იძლევიან მონღოლური რასის პაციენტებში შეფასდეს იზოფერმენტ CYP2C19-ის გენოტიპირების მნიშვნელობა კლინიკური შედეგებისათვის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ზილტი®

Zyllt®

სავაჭრო დასახელება

ზილტი®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

კლოპიდოგრელი

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა

1 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: კლოპიდოგრელი 75 მგ კლოპიდოგრელის ჰიდროგენსულფატის სახით.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მაკროგოლი 6000, ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი.

გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტაკლი, საღებარი რკინის ოქსიდი წითელი (E172), პროპილენგლიკოლი.

აღწერილობა

მრგვალი, ვარდისფერი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოთარაპიული ჯგუფი

ანტიკოაგულანტები. თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, ჰეპარინის გარდა.

კლოპიდოგრელი.

ათქ კოდი: B01AC04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მიღების ჩვენებები

ათეროთრომბოზული გართულებების მეორადი პროფილაქტიკა

  • მიოკარდიუმის ინფარქტის (რამდენიმე დღიდან 35 დღემდე ხანგრძლივობით), იშემიური ინსულტის (7დღიდან 6 თვემდე ხანგრძლივობით), ან პერიფერიული არტერიის დიაგნოსტირებული ოკლუზიური დაავადების მქონე ზრდასრული პაციენტები.
  • ზრდასრული პაციენტები მწვავე კორონარული სინდრომით:
  • ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია, ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე) იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებსაც შაუტარდათ სტენტირება კანქვეშა ჩარევით, აცეტილმჟავასთან კომბინაციაში;
  • ST სეგმენტის ელევაციით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) მედიკამენტური მკურნალობისას და თრომბოლიზური თერაპიის ჩატარების შესაძლებლობისას, აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში.

ტრანზიტული იშემიური შეტევის (ტიშ) ან მცირე იშემიური ინსულტის (იი) დროს განმეორებითი ინსულტის ზომიერი ან მაღალი რისკით კლოპიდოგრელი კომბინაციაში ასმ-თან ნაჩვენებია:

  • მოზრდილ პაციენტებში განმეორებითი ინსულტის ზომიერი ან მაღალი რისკით ტიშ-ის (შეფასება ABCD2 ≥ 4 ქულა) ან მცირე იი-ს (შეფასება შკალით NIHSS ≤ 3 ქულა) შემდეგ მოვლენიდან 24 საათის განმავლობაში.

ათეროთრომბული და თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა, მათ შორის ინსულტი წინაგულების ფიბრილაციისას (მოციმციმე არითმია).

ზრდასრული პაციენტები წინაგულების ფიბრილაციით (მოციმციმე არითმია), რომელთაც აღენიშნებათ სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების სულ მცირე ერთი რისკ-ფაქტორი, არ შეუძლიათ არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მიღება და აქვთ სისხლდენის განვითარების დაბალი რისკი (კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კლოპიდოგრელის, ან პრეპარატის შემადგენლობაში

შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

მწვავე სისხლდენა, მაგალითად სისხლდენა პეპტიური წყლულიდან, ან ქალაშიდა სისხლჩაქცევა.

ლაქტაზას დეფიციტი, ლაქტოზის აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (იხ. ნაწილი “გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში”).

18 წლამდე ბავშვთა ასაკი (უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის).

სიფრთხილით:

ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევები სისხლდენისადმი განწყობით (გამოყენების შეზღუდული გამოცდილება).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა (გამოყენების შეზღუდული გამოცდილება).

პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც ზრდის სისხლდენის რისკს (მათ შორის ტრავმა, ქირურგიული ჩარევა (იხ. ნაწილი “განსაკუთრებული მითითებები”)).

დაავადებები, რომელთა დროს არის სისხლდენისადმი მიდრეკილება (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან და თვალშიდა).

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს) ერდროული გამოყენება, ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) ჩათვლით.

ვარფარინთან, ჰეპარინთან, ან გლიკოპროტეინ IIb/IIIa-სთან გამოყენება.

პაციენტები იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობით (კლოპიდგრელის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას წარმოიქმნება კლოპიდოგრელის ნაკლებაქტიური მეტაბოლიტი და ნაკლებად არის გამოხატული მისი ანტიაგრეგაციული მოქმედება): ამიტომ, მწვავე კორონარული სინდრომისას, ან კორონარულ არტერიებზე კანქვეშა ჩარევისას, კლიპიდოგრელის რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას გულ-სისხლძარღვთა გართულებების სიხშირე შეიძლება იყოს მეტი, ვიდრე პაციენტებში იზოფერმენტ CYP2C19-ის ნორმალური აქტივობით).

ჰიპერმგრძნობელობა სხვა თიენოპირიდინების მიმართ (მაგ. ტიკლოპიდინი, პრასუგრელი) (იხ. ნაწილი “განსაკუთრებული მითითებები”).

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში

რადგან ორსულობის პერიოდში კლოპიდოგრელის გამოყენების კლინიკური მონაცემები არ არის, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი, ან ირიბი არასასურველი მოქმედება ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობის მიმდინარეობასა, ან პოსტნატალურ განვითარებაზე.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ კლოპიდოგრელი და/ან მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ქალის რძით. ამიტომ, კლოპიდოგრელით თერაპიის აუცილებლობისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

მიღების წესი და დოზები

მიიღება შიგნით, კვებისგან დამოუკიდებლად, ერთხელ დღეში.

მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები იზოფერმენტ CYP2C19-ის ნორმალური აქტივობით

მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემიური ინსულტი, ან პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული ოკლუზიური დაავადებები.

პრეპარატი ზილტი® გამოიყენება დოზით 75მგ (1 ტაბლეტი) 1-ჯერ დღეში.

მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია, ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე)

პრეპარატ ზილტით® მკურნალობა უნდა დაიწყოს დატრვირთვის დოზის 300მგ ან 600მგ ერთჯერადი მიღებით. დატვირთვის დოზის 600 მგ მიღების შესაძლებლობა განხილული უნდა იქნას 75 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც ნაჩვენებია კანიდან კორონარული ანგიოპლასტიკის ჩატარება (იხ. ნაწილი 4.4). კლოპიდოგრელის მიღება უნდა გაგრძელდეს 75მგ-ს ერთხელ დღეში მიღებით (აცეტილსალიცილის მჟავასთან (ასმ) კომბინაციაში დოზით 75-325მგ დღეში). რადგან აცეტილსალიცილის მჟავის უფრო მაღალი დოზების გამოყენება დაკავშირებულია სისხლდენის მაღალ რისკთან, აცეტილსალიცილის რეკომენდებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100მგ-ს. მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება მკურნალობის მე-3 თვეს. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა ამ ჩვენებისას ოფიციალურად არ არის განსაზღვრული. კლინიკური კვლევების შედეგები ადასტურებს კლოპიდოგრელის გამოყენების მიზანშეწონილობას მწვავე კორონარული სინდრომის ST სეგმენტის ელევაციის გარეშე განვითარების შემდგომ 12 თვის განლავლობაში.

მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) აწევით მედიკამენტური მკურნალობისას და თრომბოლიზური თერაპიის ჩატრების შესაძლებლობისას აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში.

პრეპარატი ზილტი® გამოყენებულ უნდა იქნას 75მგ (1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში, საწყისი დატვირთვის დოზის 300მგ გამოყენებით კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავასთან, ან თრომბოლიზური საშუალებების გარეშე. 75 წელზე უფროსი პაციენტების მკურნალობა უნდა ჩატარდეს დატვირთვის დოზის გამოყენების გარეშე. კომბინირებული თერაპია უნდა დაიწყოს სიმპტომების გამოვლენიდან რაც შეიძლება მალე და გაგრძელდეს სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში. კლოპიდოგრელის და აცეტილსალიცილის მჟავის კომბინირებული თერაპიის ეფექტი 4 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით არ არის შესწავლილი.

მოზრდილი პაციენტები განმეორებითი ინსულტის ზომიერი ან მაღალი რისკით ტიშ-ის ან მცირე იი-ს შემდეგ:

მოზრდილმა პაციენტებმა განმეორებითი ინსულტის ზომიერი ან მაღალი რისკით ტიშ-ის (ABCD2 შკალით შეფასება ≥4 ქულა ) ან მცირე იი-ს (NIHSS შკალით შეფასება ≤3 ქულა) შემდეგ უნდა მიიღონ კლოპიდოგრელის დატვირთვის დოზა 300 მგ შემდგომი მიღებით დოით 75 მგ დღეში ერთხელ კომბინაციაში ასმ-თან (75-100 მგ დღეში ერთხელ). კლოპიდოგრელის და ასმ მიღება უნდა დაიწყოს 24 საათის განმავლობაში მოვლენის შემდეგ და გაგრძელდეს 21 დღის განმავლობაში შემდგომი ანტიაგრიგანტული მონოთერაპიის ჩატარებით.

წინაგულების ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია)

პრეპარატი ზილტი ინიშნება დოზით 75მგ 1-ჯერ დღე-ღამეში. თერაპია უნდა დაიწყოს კლოპიდოგრელთან კომბინაციაში და შემდეგ გაგრძელდეს აცეტილსალიცილის მჟავის მიღება დოზით 75-100მგ დღეში.

თუ პაციენტმა გამოტოვა მორიგი დოზის მიღება:

თუ მომდევნო დოზის მიღების გამოტოვების შემდეგ გავიდა 12 საათზე ნაკლები, პრეპარატ ზილტის® გამოტოვებული დოზის მიღება საჭიროა დაუყოვნებლივ და მომდევნო დოზა მიიღება ჩვეულ დროს;

თუ მომდევნო დოზის მიღების გამოტოვების შემდეგ გავიდა 12 საათზე მეტი, მაშინ საჭიროა დოზის მიიღება ჩვეულ დროს; ამასთან არ არის საჭირო დოზის გაორმაგება.

მოზრდილი და ხანდაზმული პაციენტები გენეტიკურად განპირობებული იზოფერმენტ CYP2C19-ის აქტივობის დაქვეითებით

იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობა ასოცირებულია კლოპიდოგრელის ანტიაგრეგაციული მოქმედების შემცირებასთან. პრეპარატ ზილტის® შედარებით მაღალი დოზებით (დატვირთვის დოზა 600მგ, შემდეგ 150მგ ერთხელ დღეში) მიღება პაციენტებში იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობით, იწვევს კლოპიდოგრელის ანტიაგრეგაციული მოქმედების გაძლიერებას (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკა”). მიუხედავად ამისა, კლინიკური შედეგების შემსწავლელ კლინიკურ კვლევებში არ იქნა დადგენილი კლოპიდოგრელის დოზირების ოპტიმალური რეჟიმი დაქვითებული მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებში, რაც გენეტიკურად განპირობებული იზოფერმენტ CYP2C19-ის დაბალი აქტივობით არის გამოწვეული.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული ასაკის მოხალისეებში (75 წელზე მეტი) ახალგაზრდა მოხალისეებთან შედარებით თრომბოციტების აგრეგაციის მაჩველებლების და სისხლდენის დროში განსხვავებები არ გამოვლენილა. არ არის საჭირო დოზის კორექცია ხანდაზმულ პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დღეში 75მგ კლოპიდოგრელის განმეორებით მიღების შემდეგ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (კკ 5-15მლ/წთ) თრომბოციტების ადფ-ინდუცირებული აგრეგაციის დათრგუნვის ხარისხი 25%-ით დაბალია ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ამასთან, სისხლდენის დროის გახანგრძლივების ხარისხი მსგავსი იყო ჯანმრთელი მოხალისეების, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელს დოზით 75მგ დღეში. პრეპარატის ამტანობა ყველა პაციენტში იყო კარგი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

10 დღის განმავლობაში დღეში 75მგ კლოპიდოგრელის მიღების შემდეგ, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში, თრომბოციტების ადფ-ინდუცირებული აგრეგაციის დათრგუნვის ხარისხი და სისხლდენის დროის გახანგრძლივების საშუალო მაჩვენებელი იყო შედარებითი ჯანმრთელ მოხალისეებთან.

ეთნიკური თავისებურებები

იზოფერმენტ CYP2C19-ის გენების ალელების გავრცელება, რაც ასოცირებულია შუალედურ, ან დაქვეითებულ მეტაბოლიზმთან, განსხვავდება სხვადასხვა რასობრივი/ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებში (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკა”). არსებობს შეზღუდული ლიტერატურული მონაცემები, რომლებიც საშუალებას იძლევიან მონღოლური რასის პაციენტებში შეფასდეს იზოფერმენტ CYP2C19-ის გენოტიპირების მნიშვნელობა კლინიკური შედეგებისათვის.

გენდერული ეფექტები

მამაკაცებსა და ქალებში კლოპიდოგრელის ფარმაკოდინამიური თვისებების შედარებისას, ქალებში აღინიშნა თრომბოციტების ადფ-ინდუცირებული აგრეგაციის ნაკლებად ინჰიბირება, მაგრამ განსხვავება სისხლდენის დროში არ გამოვლენილა. იშემიური გართულებების რისკის მქონე პაციენტებში კლოპიდოგრელის შედარებისას აცეტილსალიცილის მჟავასთან, კლინიკური შედეგების სიხშირე, სხვა გვერდითი მოვლენები და კლინიკურ-ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა მსგავსი იყო მამაკაცებსა და ქალებში.

გვერდითი მოქმედება

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კლოპიდოგრელისათვის ჩატარდა შეფასება 44000-ზე მეტ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას კლინიკურ კვლევებში, მათ შორის 12000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობა 1, ან მეტი წლის განმავლობაში. დღეში 75მგ კლოპიდოგრელის მიღების უსაფრთხოება შედარდა აცეტილსალიცილის მჟავას დოზით 325მგ დღეში, ასაკის, სქესის და რასობრივი კუთვნილების მიუხედავად. კლოპიდოგრელის კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ დაკვირვებებში შედარებით ხშირად იყო ცნობები სისხლდენის შესახებ, ძირითადად მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირის კლასიფიკაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიხედვით:

ძალიან ხშირი ≥1/10

ხშირი ≥1/100 -დან <1/10-მდე

არახშირი ≥1/1000 -დან <1/100-მდე

იშვიათი ≥1/10000 -დან <1/1000-მდე

ძალიან იშვიათი <1/10000

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით.

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:

არახშირი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია;

იშვიათი: ნეიტროპენია, ნეიტროპენიის მძიმე შემთხვევების ჩათვლით;

ძალიან იშვიათი: თრომბოციტული, თრომბოციტოპენიური პურპურა (იხ. ნაწილი “განსაკუთრებული მითითებები”), აპლასტიური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, მძიმე თრომბოციტოპენია, შეძენილი ჰემოფილია A, გრანულოციტოპენია, ანემია.

დარღვევები გულის მხრივ:

უცნობი: კონისის სინდრომი (ვაზოსპასტიკური ალერგიული სტენოკარდია / მიოკარდიუმის ალერგიული ინფარქტი) ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის კონტექსტში, რომელიც გამოწვეულია კლოპიდოგრელით.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათი: შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქტოიდური რეაქციები;

სიხშირე უცნობია: ჯვარედინ-რეაქტიული ჰიპერმგრძნობელობა თიენოპირიდინებზე (მაგ. ტიკლოპიდინი, პრასუგრელი), ინსულინის აუტოიმუნური სინდრომი (შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჰიპოგლიკემია, განსაკუთრებით პაციენტებში HLA DRA4 სეროტიპით, რომელიც ხშირია იაპონელებში)*.

ფსიქიკის დარღვევები:

ძალიან იშვიათი: გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

არახშირი: ქალაშიდა სისხლჩაქცევა (იყო ცნობები რამდენიმე შემთხვევის შესახებ ლეტალური დასასრულით), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და პარესთეზია;

ძალიან იშვიათი: გემოს აღქმის დარღვევა, აგევზია (გემოს დაკარგვა).

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:

არახშირი: სისხლჩაქცევა თვალის კაკალში (თვალის კონიუნქტივაში, ქსოვილებში და ბადურაში).

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები:

იშვიათი: ვერტიგო.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:

ხშირი: ჰემატომა;

ძალიან იშვიათი: სერიოზული სისხლდენა, სისხლდენა ნაოპერაციები ჭრილობიდან, ვასკულიტი, არტერიული წნევის დაწევა.

დარღვევები სასუნთი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ:

ხშირი: სისხლდენა ცხვირიდან;

ძალიან იშვიათი: სისხდენა სასუნთქი გზებიდან (სისხლიანი ხველა, სისხდენა ფილტვებიდან), ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციული პნევმონიტი, ეოზინოფილური პნევმონია.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხივ:

ხშირი: სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, დიარეა, ტკივილი მუცელში, დისპეფსია;

არახშირი: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, მუცლის შებერილობა;

იშვიათი: რეტროპერიტონული სისხლჩაქცევა;

ძალიან იშვიათი: სისხლჩაქცევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და რეტროპერიტონული სისხლჩაქცევა ლეტალური დასასრულით, პანკრეატიტი, კოლიტი (მათ შორის წყლულოვანი ან ლიმფოციტური კოლიტი), სტომატიტი.

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ:

ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

ხშირი: კანქვეშა სისხლჩაქცევები;

არახშირი: გამონაყარი კანზე, კანის ქავილი, პურპურა (კანქვეშა სისხლჩაქცევა);

ძალიან იშვიათი: ბულოზური დერმატიტი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, მწვავე ზოგადი ეგზანთემური პუსტულოზი (მზეპ), ანგიონევროზული შეშუპება, ერითემული ან ექსფოლიაზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ეგზემა და ბრტყელი ლიქენი;

სიხშირე უცნობია: წამლით ინდუცირებული ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპრომებით (DRESS-სინდრომი).

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ:

იშვიათი: გინეკომასტია.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

ძალიან იშვიათი: სისხლჩაქცევები კუნთებში და სახსრებში (ჰემართროზი), ართრალგია, ართრიტი, მიალგია.

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ:

არახშირი: ჰემატურია;

ძალიან იშვიათი: გლომერულონეფრიტი, სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება.

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას:

ხშირი: სისხლდენა პუნქცირებული სისხლძარღვიდან;

ძალიან იშვიათი: ცხელება.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები:

ხშირი: სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: კლოპიდოგრელის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის დროის გახანგრძლივება და ჰემორაგიული გართულებების განვითარება. სისხლდენის არსებობისა აუცილებელია ადეკვატური თერაპია.

მკურნალობა: სისხლდენის განვითარებისას საჭიროა შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებების გატარება. თუ აუცილებელია სისხლდენის გახანგრძლივებული დროის კორექცია, რეკომენდებულია თრომბოციტული მასის გადასხმა. კლოპიდოგრელის ანტიდოტი დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სისხლდენის რისკთან დაკავშირებული პრეპარატები: არსებობს სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი პოტენციური ადიტიური ეფექტის გამო. სისხლდენის რისკთან დაკავშირებულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტები: კლოპიდოგრელის და შიგნით მისაღება ანტიკოაგულანტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის ინტენსივობა, რის გამოც მოცემული კომპინაციის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

დღეში 75მგ კლოპიდოგრელის გამოყენება არ ცვლის ვარფარინის (იზოფერმენტ CYP2C9 სუბსტრატი) ფარმაკოკინეტიკას ან საერთაშორისო ნორმალიზებულ შეფარდებას (სნშ) პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ვარფარინით. ამასთან, ვარფარინთან ერთად მიღება ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს სისხლის შედედებაზე მისი დამატებითი გავლენის გამო. ამიტომ ვარფარინის და კლოპიდოგრელის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

IIბ/IIIა გლიკოპროტეინის ინჰიბიტორები: კლიპიდოგრელის და IIბ/IIIა გლიკოპროტეინის ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება საჭიროებს სიფრთხილეს სისხლდენის მომატებული რისკის მქონე პაციენტებში (ტრავმების, ქირურგიული ჩარევის, ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობებისას) (იხ. ნაწილი “განსაკუთრებული მითითებები”).

აცეტილსალიცილის მჟავა: აცეტილსალიცილის მჟავა არ მოქმედებს ადფ-ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციის კლოპიდოგრელით გამოწვეულ ინჰიბირებაზე, მაგრამ კლოპიდოგრელი აძლიერებს აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებას თრომბოციტების კოლაგენ-ინდუცირებულ აგრეგაციაზე. ამის მიუხედავად, 500მგ აცეტილსალიცილის მჟავას მიღება დღეში ორჯერ ერთი დღის განმავლობაში, მნიშვნელოვნად არ ახანგრძლივებს კლოპიდოგრელის გამოყენებით გამოწვეულ სისხლდენის დროს. კლოპიდოგრელსა და აცეტილსალიცილის მჟავას შორის ფარმაკოდინამიკურმა ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის რისკის გაზრდა. ამის გათვალისწინებით, საჭიროა სიფრთხილე ამ პრეპარატების ერთდროული მიღებისას, თუმცა კლინიკურ კვლევებში პაციენტებს უტარდებოდათ კომბინირებული თერაპია კლოპიდოგრელით და აცეტილსალიცილის მჟავით ერთი წლის განმავლობაში.

ჰეპარინი: კლინიკური კვლევის მონაცემებით ჯანმრთელ პაციენტებში კლოპიდოგრელის მიღებისას არ იყო საჭირო ჰეპარინის დოზის შეცვლა, ასევე არ იცვლებოდა ჰეპარინის ანტიკოაგულაციური მოქმედება. ჰეპარინთან ერთად გამოყენება გავლენას არ ახდენდა კლოპიდოგრელის მიერ თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვაზე. შესაძლოა ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება კლოპიდოგრელსა და ჰეპარინს შორის, რაც იწვევს სისხლდენის განვითარების რისკის ზრდას, ამიტომ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს.

თრომბოლიზურები: კლოპიდოგრელის, ფიბრინსპეციფიური, ან ფიბრინარასპეციფიური თრომბოლიზური საშუალებების და ჰეპარინის ერთდროული გამოყენების უსაფრთხოება შეფასდა პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით. კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენების სიხშირე აღმოჩნდა შედარებითი სიხშირისა, როდესაც ერთდროულად გამოიყენებოდა თრომბოლიზურები, ჰეპარინი და აცეტილსალიცილის მჟავა.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს): კლინიკური კვლევების მონაცემებით, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანმრთელი მოხალისეები, კლოპიდოგრელის და ნაპროქსენის ერთდროული გამოყენება ზრდიდა ფარულ სისხლდენას კუჭ-ნაწლავიდან. მიუხედავად ამისა, ამჟამად სხვა აასს-თან ურთიერთქმედების კვლევების არ არსებობის გამო, უცნობია იზრდება თუ არა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი სხვა აასს-თან ერთად გამოყენებისას. ამიტომ, კლოპიდოგრელის ერთდროული თერაპია აასს-თან, ცოგ-2-ის ინჰიბიტორების ჩათვლით, უნდა ჩატარდეს სიფრთხილით (იხ. ნაწილი “განსაკუთრებული მითითებები”).

სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები: რადგან სუმი-ები გავლენას ახდენენ თრობოციტების აქტივაციაზე და ზრდიან სისხლდენის რისკს, კლოპიდოგრელთან ერთად სუმი-ების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

იზოფერმენტ CYP2C19-ის ინდუქტორები: ვინაიდან კლოპიდოგრელი თავის აქტიურ მეტაბოლიტამდე ნაწილობრივ მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2C19-ით, ამ ფერმენტის მაინდუცირებელი სამკურნალო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნის გაზრდა.

რიფამპიცინი იწვევს CYP2C19-ის ძლიერ ინდუქციას, რაც იწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის დონის გაზრდას და თრომბოციტების დათრგუნვას, რამაც შეიძლება გააძლიეროს სისხლდენის განვითარების რისკი. სიფრთხილის ზომის სახით მოერიდეთ იზოფერმენტ CYP2C19-ის ძლიერ ინდუქტორებთან ერთად გამოყენებას.

იზოფერმენტ CYP2C19-ის ინჰიბიტორები: კლოპიდოგრელი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2C19-ით მისი აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნამდე. ამიტომ, ამ ფერმენტის მაინჰიბირებელმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის დაქვეითება. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ერთდოული გამოყენება იზოფერმენტ CYP2C19-ის ძლიერ, ან ზომიერ ინჰიბიტორებთან. იზოფერმენტ CYP2C19-ის ონჰიბიტორებს მიეკუთვნება: ომეპრაზოლი და ეზომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი, მოკლობემიდი, ბორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ტიკლოპიდინი, კარბამაზეპინი, ეფავირენცი.

პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები

კლოპიდოგრელთან ერთად ომეპრაზოლის მიღებამ დოზით 80მგ დღეში ერთხელ ან პრეპარატების მიღებებს შორის 12 საათიანი ინტერვალით, შეამცირა კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის სისტემური ექსპოზიციის მნიშვნელობა (AUC) 45%-ით (კლოპიდოგრელის დატვირთვის დოზის მიღების შემდეგ) და 40%-ით (კლოპიდოგრელის შემანარჩუნებელი დოზის მიღების შემდეგ). კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის AUC შემცირება დაკავშირებულია თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების ხარისხის შემცირებასთან (39% - კლოპიდოგრელის დატვირთვის დოზის მიღების შემდეგ და 21% - კლოპიდოგრელის შემანარჩუნებელი დოზის მიღების შემდეგ). კლოპიდოგრელის ანალოგიური ურთიერთქმედება მოსალოდნელია ეზომეპრაზოლონთან.

სადამკვირვებლო და კლინიკურ კვლევებში რეგისტრირებულია ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ კლინიკური გამოვლინებების შესახებ მოცემულ ფარმაკოკინეტიკურ/ფარმაკოდინამიკურ ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით. თავიდან უნდა იქნას აცილებული ომეპრაზოლთან ან ეზომეპრაზოლინთან ერთად გამოყენება.

იზოფერმენტ CYP2C19-ზე მინიმალური მაინჰირებელი მოქმედების მქონე პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებს განეკუთვნებიან პანტოპრაზოლი და ლანსოპრაზოლი.

პანტოპრაზოლის დოზის 80მგ დღეში ერთხელ მიღებისას აღინიშნა სისხლის პლაზმაში კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის 20%-ით შემცირება (კოლიდოგრელის დატვირთვის დოზის მიღების შემდეგ) და 14%-ით შემცირება (კლოპიდოგრელის შემანარჩუნებელი დოზის მიღების შემდეგ).

ამას თან ახლდა თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების ხარისხის შემცირება 15%-ით და 11%-ით შესაბამისად. ამიტომ, შესაძლებელია კლოპიდოგრელთან კომბინაციაში პანტოპრაზოლის მიღება.

არ არსებობს მტკიცებულა იმისა, რომ სხვა პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ კუჭის წვენის მჟავიანობას, მაგ. H2 რეცეპტორების ბლოკერები, ან ანტაციდები, არღვევენ კლოპიდოგრელის ანტითომბოციტულ აქტივობას.

გაძლიერებული ანტირეტროვირუსული თერაპია (ართ)

აივ-ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ გაძლიერებული ანტირეტროვირუსული თერაპია, ექვემდებარებიან სისხლძარღვების მხრივ გართულებების განვითარების მაღალ რისკს.

აივ-ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ რიტონავირით ან კობიცისტატით გაძლიერებული ართ, აღინიშნა თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის მნიშვნელოვანი დაქვეითება. თუმცა მიღებული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა საბოლოოდ დადასტურებული არ არის, მიღებულ სპონტანურ შეტყობინებებში აღწერილია აივ-ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც უტარდებოდათ რიტონავირით გაძლიერებული ართ, რომლებსაც აღენიშნათ განმეორებითი ოკლუზიის შემთხვევები ობსტრუქციის აღმოფხვრის შემდეგ ან თრომბული მოვლენები კლოპიდოგრელის დატვირთვის დოზის გამოყენებისას. კლოპიდოგრელის მოქმედება და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების საშუალო მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს რიტონავირთან ერთად გამოყენებისას. ამიტომ კლოპიდოგრელის გაძლიერებულ ართ-სთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სხვა პრეპარატები

კლოპიდოგრელის და სხვა პრეპარატების ურთიერთქმედების ფარმაკოდინამიკის და ფარმაკოკინეტიკის შესწავლისას გამოვლინდა შემდეგი:

კლოპიდოგრელის გამოყენებისას ატენოლოლთან და/ან ნიფედიპინთან ერთად, კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

კლოპიდოგრელის ფარმაკოდინამიკური აქტივობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა მისი ფენობარბიტალთან, ციმეტიდინთან ან ესტროგენებთან ერთად გამოყენებისას;

არ იცვლებოდა დიგოქისინის ან თეოფილინის ფარმაკოკინეტიკა;

კლოპიდოგრელთან ერთად შეიძლება უსაფრთხოდ იქნეს გამოყენებული ფენიტოინი და ტოლბუტამიდი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლოპიდოგრელმა გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების, მაგ. ფენიტოინი და ტოლბუტამიდი, მეტაბოლიზმზე;

სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის მომატების რისკის გამო, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო კლოპიდგრელის და იმ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც გამოყოფიან CYP2C8 მეტაბოლიზმის გზით (მაგ. რეპაგლინიდი, პაკლიტაქსელი);

დიურეტიკები, ბეტა-ადრენობლოკატორები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი (აგფ),კალციუმის "ნელი” არხის ბლოკატორები, ჰიპოლიპიდემიური საშუალებები, კორონარული ვაზოდილატატორები, ჰიპოგლიკემიური საშუალებები (მათ შორის ინსულინი), ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები და GPIIბ/IIIა ანტაგონისტები: კლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედებები.

როგორც შიგნით მისაღები P2Y12-ის სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, ოპიოიდური რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეანელოს და შეამციროს კლოპიდოგრელის შეწოვა, სავარაუდოდ, კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირების ხარჯზე. ასეთი ურთიერთქმედების კლნიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის. განხილული უნდა იქნას პარენტერალური ანტიაგრეგანტული საშუალებების გამოყენება პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით, რომლებიც საჭიროებენ მორფინთან ან ოპიოიდური რეცეპტორების სხვა აგონისტებთან ერთად გამოყენებას.

როზუვასტატინი: კლოპიდოგრელი როზუვასტატინის ექსპოზიციას პაციენტებში ზრდის 2-ჯერ (AUC) და 1,3-ჯერ (Cmax) 300 მგ დოზით კლოპიდოგრელის გამოყენების შემდეგ, ასევე 1,4-ჯერ (AUC) Cmax-ზე მოქმედების გარეშე 75მგ დოზით კლოპიდოგრელის განმეორებით მიღებისას.

განსაკუთრებული მითითებები

კლოპიდოგრელის მკურნალობის დროს, განსაკუთრებით პირველი კვირების განმავლობაში და/ან ინვაზიური კარდიოლოგიური პროცედურების/ქირურგიული ჩარევების შემდეგ, აუცილებელია პაციენტზე გულმოდგინე დაკვირვება სისხლდენის ნიშნების გამოსარიცხად (მათ შორის ფარული). სისხლდენის და არასასურველი ჰემატოლოგიური მოვლენების განვითარების რისკის გათვალისწინებით (იხ. ნაწილი “გვერდითი მოვლენები”), მკურნალობის პერიოდში შესაძლო სისხლდენის კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას, აუცილებელია დაუყოვნებლივ ჩატარდეს სისხლის კლინიკური ანალიზი აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტური დროის (ანთდ), თრომბოციტების ფუნქციის მაჩვენებლის, თრომბოციტების რაოდენობის დათვლის განსაზღვრით და სხვა აუცილებელი კვლევები.

კლოპიდოგრელი ახანგრძლივებს სისხლდენის დროს, ამიტომ მისი მიღება სიფრთხილით არის საჭირო პაციენტებში სისხლდენის განვითარების მომატებული რისკით, რაც დაკავშირებულია ტრავმასთან, ქირურგიულ ჩარევებთან და სხვა პათოლოგიურ მდგომარეობებთან, ან დაავადებებთან, რომელთა დროსაც არის სისხლდენის განვითარებისადმი განწყობა (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან ან თვალშიდა) და პაციენტებში, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჯავას, აასს-ს, ცოგ-2 ინჰიბიტორების, CYP2C19-ის ძლიერი ინდუქტორების ან სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების ან სხვა სამკურნალო საშუალებების ჩათვლით, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სისხლდენის განვითარების რისკთან, როგორების არიან პენტოქსიფილინი, ჰეპარინი და გლიკოპროტეინ IIბ/IIIა-ს ინჰიბიტორები.

კლოპიდოგრელის ვარფარინთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”). ამიტომ, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ვარფარინის და კლოპიდოგრელის ერთდროული გამოყენებისას.

თუ პაციენტს უტარდება გეგმიური ქირურგიული ჩარევა, ხოლო ანტითრომბოციტული ეფექტი არასასურველია, მაშინ საჭიროა კლოპიდოგრელის ოპერაციამდე 7 დღით ადრე მოხსნა.

საჭიროა პაციენტის ინფორმირება იმის შესახებ, რომ კლოპიდოგრელის მიღებისას (მონოთერაპიის, ან აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში) სისხლდენის შესაჩერებლად შეიძლება საჭირო იყოს დიდი დრო. პაციენტმა მკურნალ ექიმს უნდა აცნობოს უჩვეულო სისხლდენის (ლოკალიზაციის, ან ხანგრძლივობის მიხედვით) ყველა შემთხვევის შესახებ. ასევე აუცილებელია ექიმის ინფორმირება კლოპიდოგრელის გამოყენების შესახებ, თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ოპერაციული ჩარევა (სტომატოლოგიურის ჩათვლით) ან ახალი პრეპარატით მკურლობის დაწყებამდე.

კლოპიდოგრელის გამოყენების ფონზე (ზოგჯერ არახანგრძლივადაც) ძალიან იშვიათად აღინიშნა თრომბოციტული თრომბოციტოპენიური პურპურის განვითარების შემთხვევები. მდგომარეობა ხასიათდება თრომბოციტოპენიით და მიკროანგიოპათიული ჰემოლიზური ანემიით, რაც ასოცირებულია ნევროლოგიურ დარღვევებთან, თირკმლის ფუნქციის დარღვევით და ცხელებით. თრომბოციტული თრომბოციტოპენიური პურპურა სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებელ მკურნალობას, პლაზმააფერეზის ჩათვლით.

რეკომენდებული არ არის კლოპიდოგრელის 600 მგ დატვირთვის დოზის გამოყენება პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით ST სეგმენტის აწევის გარეშე და 75 წლიდან ასაკში ამ პოპულაციაში სისხლდენების განვითარების მაღალი რისკის გამო.

შეძენილი ჰემოფილია

კლოპიდოგრელის გამოყენების შედმეგ იყო ცნობები შეძენილი ჰემოფილიის განვითარების შემთხვევების შესახებ. აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტური დროის (ანთდ) დადასტურებული, იზოლირებული გახანგრძლივების შემთხვევვაში, რომელსაც თან ახლავს, ან არ ახლავს სისხლდენა, საჭიროა შეძენილი ჰემოფილიის გამორიცხვა. პაციენტები, შეძენილი ჰემოფილიის დადასტურებული დიაგნოზით, უნდა იმყოფებოდნენ სპეციალისტის დაკვირვების და მკურნალობის ქვეშ, ხოლო კლოპიდოგრელის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ცოტახნის წინ გადატანილი იშემიური ინსულტი

თერაპიის დაწყება

პაციენტებში ინსულტის ზომიერი ან მაღალი რისკით ტიშ-ის ან მწვავე მცირე იი-ს შემდეგ ანტიაგრეგანტული თერაპია (კლოპიდოგრელი და ასმ) უნდა დაიწყოს არაუმეტეს 24 საათში დაავადების დაწყებიდან.

არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ეხება მოკლევადიანი ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის "სარგებელი-რისკის" შეფარდებას პაციენტებში განმეორებითი ინსულტის ზომიერი ან მაღალი რისკით მწვავე მცირე იი-ს ან ტიშ-ის შემდეგ და (არატრავმული) ქალაშიდა სისხლჩაქცევით ანამნეზში.

პაციენტებში არა მცირე იი-ით მონოთერაპია კლოპიდოგრელით უნდა დაიწყოს დაავადების დაწყებიდან მხოლოდ პირველი 7 დღის გასვლის შემდეგ.

პაციენტები არა მცირე იი-ით (შეფასება NIHSS შკალით >4 ქულა)

მონაცემების არარსებობის გამო ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. ნაწილი 4.1).

ცოტახნის წინ გადატანილი მცირე იი ან ტიშ განმეორებითი ინსულტის ზომიერი ან მაღალი რისკით პაციენტებში, რომლებისთვისაც ნაჩვენებია ან დანიშნულია ქირურგიული ჩარევა

არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მოწმობენ ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის ჩატარების სასარგებლოდ პაციენტებში, რომლებისთვისაც ნაჩვენებია მკურნალობა კაროტიდული ენდარტერექტომიით ან სისხლძარღვშიდა თრომბოექტომიით, ან პაციენტებში, რომლებისთვისაც იგეგმება თრომბოლიზისის ან ანტიკოაგულანტებით თერაპიის ჩატარება. ასეთ პაციენტებში ორმაგი ანტიაგრეგანტული თერაპიის ჩატარება რეკომენდებული არ არის.

ციტოქრომი P450 2C19 (CYP2C19)

ფარმაკოგენეტიკა: პაციენტებში ციტოქრომული ფერმენტ CYP2C19-ის დაბალი მეტაბოლური აქტივობით, პრეპარატი რეკომენდებული დოზით წარმოქმნის კლოპიდოგრელის ნაკლებ აქტიურ მეტაბოლიტს და აქვს ნაკლები ანტიაგრეგაციული ეფექტი. არსებობს პაციენტებში CYP2C19 გენოტიპის იდენტიფიცირების ტესტები.

ვინაიდან კლოპიდოგრელი აქტიურად მეტაბოლიტად მეტაბოლიზდება ნაწილობრივ ფერმენტ CYP2C19-ის მეშვეობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებიც თრგუნავენ ფერმენტ CYP2C19-ის აქტოვობას, იწვევს პრეპარატის აქტიური მეტაბოლიტის სამკურნალო დონის დაქვეითებას. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა განსაზღვრული არ არის. სიფრთხილის ზომის სახით, კლოპიდოგრელი არ გამოიყენება CYP2C19-ის ძლიერ ან ზომიერ ინჰიბიტორებთან ერთად.

CYP2C19-ის აქტივობის მაინდუცირებელი სამკურნალო საშუალებების გამოყენება სავარაუდოდ გამოიწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის დონის გაზრდას და შეუძლია გააძლიეროს სისხლდენის განვითარების რისკი. პრევენციის მიზნით მოსარიდებელია CYP2C19-ის ძლიერ ინდუქტორებთან ერთდ გამოყენება.

CYP2C8 სუბსტრატები

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კლოპიდოგრელს და CYP2C8 სუბსტრატის სამკურნალო საშუალებებს. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის კონტროლი. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას საჭიროა გახსოვდეთ ჰემორაგიული დიათეზის განვითარების რისკის შესახებ.

კლოპიდოგრელის გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში იშემიური უნსულტით, რომლის ხანგრძლივობა 7 დღეზე ნაკლებია (მონაცემები არ არის ამ მდგომარეობაში გამოყენების შესახებ).

ჯვარედინი-რეაქტიული ჰიპერმგრძნობელობა

პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა სხვა თიენოპირიდინებისადმი (მაგ. ტიკლოპიდინი, პრასუგრელი) ჰიპერმგრძნობელობის გამოსავლენად, რადგან ცნობილია ჯვარედინი-რეაქტიული ჰიპერმგრძნობელობა თიენოპირიდინებს შორის (იხ. ნაწილი “გვერდითი მოქმედება”).

თიენოპირიდინები შეიძლება გახდნენ მსუბუქიდან მძიმემდე ხარისხის ალერგიული რეაქციების განვითარების მიზეზი, როგორიც არის გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჰემატოლოგიური ჯვარედინი რეაქციები, როგორებიცაა თრომბოციტოპენია და ნეიტროპენია. პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში თიენოპირიდინების მიმართ გამოუვლინდათ ალერგიული რეაქცია და/ან ჰემატოლოგიური რეაქცია, შეიძლება ჰქონდეთ სხვა თიენოპირიდინების მიმართ იმავე, ან სხვა რეაქციების განვითარების მომატებული რისკი. პაციენტებში, თიენოპირიდინების მიმართ ცნობილი ალერგიული რეაქციებით, რეკომენდებულია მომატებული მგრძნობელობის ნიშნების მონიტორინგი.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით კლოპიდოგრელის გამოყენების თერაპიული გამოცდილება შეზღუდულია. ამ კატეგორიის პაციენტებისათვის პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ჰემორაგიული დიათეზისადმი, პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამის გამო, ამ პოპულაციაში კლოპიდოგრელი გამოიყენება სიფრთხილით.

სპეციალური ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ: პრეპარატი ზილტი® შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული დარღვევით, ლაქტოზის უკმარისობით და გლუკოზო-გალაქტოზის შეწოვის დარღვევით, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

პრეპარატი ზილტი® შეიცავს ჰიდროგენიზებულ აბუსალათინის ზეთს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ და დიარეა.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე ან სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებაზე

პრეპარატი ზილტი® არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებაზე.

გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 75 მგ.

7 ტაბლეტი ოპა/ალ/პვქ ფოლგის და ალუმინის ფოლგის ბლისტერზე.

2 ან 4 ბლისტერი 7 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დაცვის მიზნით.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა