პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები

ზეტორი პლუსი

ZETOR PLUS

რეცეპტით20მგ+10მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

ზეტორი პლუსი შეიცავს ორ სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. პირველი აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სტატინებს. მეორე აქტიური ნივთიერება არის ეზეტიმიბი. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
20მგ+10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
ELPEN Pharmaceutical Co. Inc, საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებული საშუალებები, ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი სხვადასხვა საშუალებების კომბინაციები
ATC კოდი
C10BA06
რეგისტრაციის ნომერი
რ-044567
რეგისტრირებულია
25 დეკემბერი 2025, მოქმედებს 25 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაზეტორი პლუსი და სხვა წამალი ერთად

ზეტორი პლუსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზეტორი პლუსი შეიცავს ორ სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. პირველი აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სტატინებს. მეორე აქტიური ნივთიერება არის ეზეტიმიბი.

ზეტორი პლუსი – ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “მავნე” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონეების შესამცირებლად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “სასარგებლო” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.

უმეტეს შემთხვევაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და არ იწვევს არავითარ სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდა მომატებული ქოლესტერინის დონის მკურნალობა, ეს გამოიწვევს სისხლძარღვების კედლებში ცხიმების დაგროვებას და შედეგად, სისხლძარღვების შევიწროვებას.

ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროვებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლი აღარ მიეწოდოს გულის ან თავის ტვინის ამა თუ იმ ნაწილს: შესაბამისად, ეს გამოიწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევამ შეიძლება შეამციროს ინფარქტის, ინსულტის და ანალოგიური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.

ზეტორი პლუსი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონის დაწევა ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ზეტორი პლუსი, თუ მხოლოდ როზუვასტატინით ვერ ხდება ქოლესტერინის დონის საკმარისად კონტროლი ან თუ უკვე იღებთ როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს ამავე დოზებით.

ზეტორი პლუსი ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას.

რისი ცოდნაა საჭირო ზეტორი პლუსის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

გამოყენების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე

ზეტორი პლუსი მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ სწორად იღებთ პრეპარატს, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს.

მოზრდილებისათვის ზეტორი პლუსის რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში 1 ტაბლეტს.

პრეპარატი მიიღეთ პერორალურად, დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს, საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი მიიღეთ მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

ზეტორი პლუსის მიღებისას უნდა გააგრძელოთ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობის საკვებით და განახოციელოთ საკმარისი ფიზიკური დატვირთვა.

ზეტორი პლუსი არ არის განკუთვნილი ქოლესტერინის მომატებული დონის საწყისი მკურნალობისათვის. კომბინირებული თერაპია ზეტორი პლუსით უნდა დაინიშნოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება როზუვასტატინის ან პრეპარატის ოროვე კომპონენტის შესაფერისი დოზირებები.

როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ-ს. ის გამოიყენება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი, როდესაც ქოლესტერინის დაწევა 20 მგ დოზის მიღებისას არ არის საკმარისი.

თუ ექიმი ზეტორი პლუსთან ერთად დაგინიშნავთ სხვა სამკურნალო საშუალებას, რომელიც ამცირებს ქოლესტერინს, მაგალითად ქოლესტირამინს ან ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტების შემცველ პრეპარატს, ზეტორი პლუსი უნდა მიიღოთ აღნიშნული პრეპარატების მიღებამდე 2 სთ-ით ადრე ან მიღებიდან 4 სთ-ის შემდეგ.

ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმება

მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტი ქოლესტერინის დონის საკონტროლოდ და იმის დადასტურება, რომ მიღწეულია და შენარჩუნებულია ქოლესტერინის საჭირო დონე.

თუ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი რაოდენობის ზეტორი პლუსი

საჭირო დოზაზე მეტი ზეტორი პლუსის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

თუ დაგავიწყდათ ზეტორი პლუსის მიღება

არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა შესაბამის დაგეგმილ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ შეწყვიტეთ ზეტორი პლუსის მიღება

უთხარით თქვენს ექიმს, რომ გსურთ ზეტორი პლუსის მიღების შეწყვეტა. ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქოლესტერინის დონე შეიძლება ისევ გაიზარდოს.

პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია როზუვასტატინზე, ეზეტიმიბზე ან პრეპარატის შემადგენელ ნებისმიერ სხვა კომპონენტზე;

გაქვთ ღვიძლის დაავადება;

გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილი კუნთებში (მიოპათია);

თუ იღებთ ციკლოსპორინს (მაგალითად, ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ);

ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ ამ პრეპარატით მკურნალობის დროს დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას ზეტორი პლუსის გამოყენების პერიოდში და ამ მიზნით გამოიყენონ კონტრაცეპციის შესაბამისი საშუალებები;

გარდა ამისა, არ მიიღოთ ზეტორი პლუსის ტაბლეტების 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა), თუ:

გაქვთ ზომიერი ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი);

გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას;

რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობებით;

ხართ აღმოსავლეთ აზიელი წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი);

ქოლესტერინის დონის შემცირებისთვის იღებთ ფიბრატებს (იხ. პ. “სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება”).

თუ არ ხართ დარწმუნებული, რამდენად გეხებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, პრეპარატის მიღებადე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ზეტორი პლუსის მიღების დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ:

გაქვთ თირკმლის დაავადება;

გაქვთ ღვიძლის დაავადება;

გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას. აუცილებლად უთხარით ექიმს, თუ განვითარდა აუხსნელი კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ცუდად გრძნობთ თავს ან თუ გაქვთ ცხელება. აგრეთვე უთხარით ეიმს ან ფარმაცევტს, თუ განვითარდა კუნთების მუდმივი ტკივილი;

ხართ აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი): ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი ზეტორი პლუსის დოზა;

იღებთ აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატს, მაგალითად, ლოპინავირს, რიტონავირს, ატაზანავირს, სიმეპრევირს, ომბიტასვირს, პარიტაპრევირს, დასაბუვირს, ველპატასვირს, გრაზოპრევირს, ელბასვირს, გლეკაპრევირს, პიბრენტასვირს (იხ. პ. “სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება”);

გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა;

იღებთ ფიბრატებს (ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა პრეპარატები) (იხ. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება);

გიტარდებათ ქირურგიული ოპერაცია. შესაძლოა დაგჭირდეთ პრეპარატის მიღების დროებით შეწყვეტა;

რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;

დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი);

ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის (ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენი ასაკისათვის შესაფერისი დოზა);

იღებთ ან ბოლო 7 დღის განმავლობაში მიგიღიათ ანტიბიოტიკები ფუზიდის მჟავას შემცველობით, პერორალურად ან ინექციის სახით. ფუზიდის მჟავის და ზეტორი პლუსის კომბინირებულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სერიოზული დაზიანება (რაბდომიოლიზი);

იღებთ რეგორაფენიბს (გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ).

თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ მითითებული (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული) არ მიიღოთ ზეტორი პლუსის ტაბლეტები და მათ მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგიერთ პაციენტში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ღვიძლის ფუნქციაზე. ეს ცვლილებები ვლინდება სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მარტივი გაზომვისას, ამიტომ ზეტორი პლუსით თერაპიის დროს ექიმი დაგინიშნავთ ამგვარი გამოკვლევის რეგულარულად ჩატარებას (ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეფასება). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი მის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას ამ პრეპარატის მიღების დროს. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, თუ სისხლში მაღალია შაქრისა და ცხიმების დონეები, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

ბავშვები და მოზარდები:

ზეტორი პლუსის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

სიფრთხილის ზომები

ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ როზუვასტატინის ყველა დოზით და განსაკუთრებით 20 მგ-ზე მეტი დოზით, შეინიშნებოდა პრეპარატის ზემოქმედება კუნთებზე, მაგ., მიალგია, მიოპათია და იშვიათად – რაბდომიოლიზი. ისევე, როგორც სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორის გამოყენებისას, რაბდომიოლიზის გამოვლენის სიხშირე უფრო მაღალია როზუვასტატინის 40 მგ დოზირებით მიღების შემთხვევაში.

ეზიტიმიბის გამოყენებისას შეინიშნებოდა მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარების შემთხვევები. რაბდომიოლიზი ძალიან იშვიათად შეინიშნებოდა როგორც ეზიტიმიბის მონოთერაპიის დროს, ასევე ეზიტიმიბის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რაც თავის მხრივ რაბდომიოლიზის მომატებულ რისკთან ასოცირდებოდა.

იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მიოპათიაზე ეჭვი (კუნთების მხრივ სიმპტომების არსებობის ან კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატების საფუძველზე), საჭიროა ეზეტიმიბის, ასევე, ყველა სხვა პრეპარატების, რაც ზრდის რაბდომიოლიზის განვითარების რისკს, მიღების შეწყვეტა. პაციენტებმა მკურნალობის დასაწყისშივე უნდა შეატყობინონ ექიმს ნებისმიერი კუნთოვანი ტკივილის, დაჭიმულობის, სისუსტის სიმპტომების შესახებ (იხ. პ. 4.8).

ზემოქმედება ღვიძლზე

კონტროლირებად კვლევებში ეზეტიმიბის და სტატინის გამოყენებისას შეინიშნებოდა ტრანსამინაზების მომატება (ნზზ-ზე 3-ჯერ მეტი).

რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის განსაზღვრა 3 თვის შემდეგ როზუვასტატინის თერაპიის დაწყების შემდეგ. როზუვასტატინი უნდა მოიხსნას ან შემცირდეს მისი დოზა, თუ ტრანსამინაზების დონე შრატში 3-ჯერ მაღალი იქნება ნორმულ ზედა ზღვარზე. ღვიძლის მხრივ სერიოზული მოვლენების სიხშირე (უპირატესად ტრანსამინაზების მომატება) შეინიშნება როზუვასტატინის უფრო მაღალი დოზის მიღებისას (40 მგ).

პაციენტებში მეორადი ჰიპერქოლესტერინემიით, რაც გამოწვეულია ჰიპოთირეოზით ან ნეფროტოქსიული სინდრომით, ზეტორი პლუსით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია საწყისი დაავადების მკურნალობა.

ეზეტიმიბის მომატებული ზემოქმედების უცნობი ეფექტების გათვალისწინებით პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ან მწვავე დისფუნქციით, ზეტორი პლუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. პ. 5.2).

ზემოქმედება თირკმელებზე

პროტეინურია, უპირატესად მილაკოვანი ბუნების, რომელიც დგინდებოდა ექსპრეს ტესტირებისას, შეინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინის მომატებულ დოზებს, კერძოდ 40 მგ-ს. უმეტესობა შემთხვევებში პროტეინურია იყო გარდამავალი ან არამუდმივი. არ იყო ნაჩვენები, რომ პროტეინურია არის მწვავე ან პროგრესირებადი თირკმლის დაავადების განვითარების სიგნალი (იხ. პ. 4.8). თირკმლის მხრივ სერიოზული მოვლენების შესახებ შეტყობინებების სიხშირე უფრო მეტია 40 მგ დოზის გამოყენებისას. უნდა განიხილებოდეს საკითხი იმის შესახებ, აუცილებელია თუ არა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი (ყოველ 3 თვეში ან უფრო ხშირად) პაციენტზე დაკვირვებისას, რომლებიც იღებენ 40 მგ როზუვასტატინს.

კრეატინფოსფოკინაზას დონის გაზომვა

კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) დონის განსაზღვრა არ შეიძლება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან კფკ-ს მომატების სხვა სავარაუდო მიზეზის არსებობისას, ვინაიდან ეს ართულებს მიღებული შედეგების სწორ შეფასებას.

იმ შემთხვევაში, როდესაც დასაწყისში შეინიშნება კფკ-ს მნიშვნელოვანი მატება (ნზზ-ზე 5-ჯერ მეტი რაოდენობა), აუცილებელია 5-7 დღის შემდეგ კფკ-ს საკონტრლო გაზომვა. თუ კფკ-ს განმეორებითი გაზომვისას დამტკიცდება, რომ მისი დონე 5-ჯერ მეტია, ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი (ნზზ), მკურნალობის დაწყება დაუშვებელია.

მკურნალობის დაწყებამდე

ზეტორი პლუსი, ისევე როგორც სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები სიფრთხილით ინიშნება მიოპათიის/რაბდომიოლიზის მიმართ წინასწარგანყობის ფატორების მქონე პაციენტებში. ასეთი ფაქტორები მოიცავს შემდეგს:

თირკმლის უკმარისობა;

ჰიპოთირეოზი;

კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებების არსებობა პირად ან ოჯახურ ანამნეზში;

კუნთებზე ტოქსიკური ზემოქმედება სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღებისას;

ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;

70 წელზე მეტი ასაკი;

მდგომარეობები, როდესაც შესაძლებელია აქტიური ნივთიერებების დონის მომატება პლაზმაში (იხ. პ. 5.2);

ფიბრატების თანმხლები გამოყენება

ასეთ პაციენტებში საჭიროა მკურნალობის რისკის და სარგებელის ბალანსის შეფასება და რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგის ჩატარება. მკურნალობის დაწყება დაუშვებელია კფკ-ს დონის მნიშვნელოვანი მომატებისას (ნზზ-ზე 5-ჯერ მეტი რაოდენობით).

მკურნალობის პერიოდში

აუცილებელია პაციენტებმა დაუყოვნებლივ შეატყობინონ ექიმს კუნთების აუხსნელი ტკივილის, სისუსტის ან კუნთოვანი სპაზმის შესახებ, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნულ სიმპტომატიკას თან ერთვის საერთო სისუსტე ან ცხელება. პაციენტებში უნდა შემოწმდეს კფკ-ს დონე და მნიშვნელოვანი მომატებისას (ნზზ-ზე 5-ჯერ მეტი რაოდენობით) ან მწვავე სიმპტომების არსებობისას, რაც იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს (თუმცა კფკ-ს დონე არ არის ნზზ-ზე 5-ჯერ მეტი), მკურნალობა უნდა შეწყდეს.

სიმპტომატიკის შემცირებისას და კფკ-ს დონის ნორმასთან მიახლოვებისას შესაძლოა განხილულ იქნას როზუვასტატინის ან ალტერნატიული HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორის მინიმალური დოზით კვლავ დანიშვნა და პაციენტზე მონიტორინგის განხორციელება. კფკ-ს სტანდარტული მონიტორინგი პაციენტებში რაიმე სახის სიმპტომების არარსებობისას არ არის საჭირო.

არსებობს ძალიან იშვიათი შეტყობინებები იმუნიტეტით განპირობებული ნეკროტიზირებადი მიოპათიის განვითარების შესახებ სტატინებით მკურნალობისას ან მას შემდეგ, მათ შორის, როზუვასტატინით. კლინიკურად მოცემული დაავადება ხასიათდება პროქსიმალური კუნთების სისუსტით და კფკ-ს შტრატში მომატებით, რაც ნარჩუნდება სტატინების მოხსნის მიუხედავად.

პაციენტების მცირე რაოდენობაზე, რომლებიც კლინიკურ კვლევებში ერთდროულად ღებულობდნენ როზუვასტატინს და თანმხლებ ჰიპოლიპიდემიურ თერაპიას, მონაცემები ჩონჩხის კუნთებზე მოქმედების გაძლიერების შესახებ არ მოიპოვება. ამავე დროს, პაციენტებში, რომლების ერთდროულად იღებდნენ სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორს და ფიბრინული მჟავების წარმოებულებს (მათ შორის, გემფიბროზილი, ციკლოსპორინი, აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტეაზას ინჰიბიტორები და მაკროლიდის ჯგუფის ანტიბიოტიკები), აღინიშნებოდა მიოზიტის და მიოპათიის განვითარების მომატებული სიხშირე. გემფიბროზილი ზრდის მიოპათიის რისკს ზოგიერთ HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას, შესაბამისად, ზეტორი პლუსის და გემფიბროზილის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ზეტორი პლუსის და ფიბრატების ერთდროული გამოყენებისას ლიპიდების დონის შემდგომი ცვლილებები სათანადოდ უნდა იქნას შეფასებული მკურნალობისგან მიღებულ სარგებელ და შესაძლო რისკთან მიმართებაში. 40 მგ-იანი დოზა უკუნაჩვენებია ფიბრატების ერთდროული გამოყენებისას (იხ. პ. 4.5 და 4.8).

არ არის რეკომენდებული როზუვასტატინის და ფუზიდის მჟავას კომბინაცია. Aარსებობს შეტყობინებები ასეთი კომბინაციის დროს რაბდომიოლიზის განვითარების შესახებ, მათ შორის, ლეტალური შედეგის ჩათვლით (იხ. პ. 4.5).

ზეტორი პლუსი არ გამოიყენება პაციენტებში სერიოზული მწვავე მდგომარეობით, როდესაც შესაძლებელია მიოპათიის არსებობა ან რომლებიც განაწყობენ თირკმლის უკმარისობის განვითარებისადმი რაბდომიოლიზის შედეგად (მაგ., სეფსისის, ჰიპოტენზიის, ფართო ქირურგიული ჩარევების, ტრავმების, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული ან ელექტროლიტური დარღვევების, არაკონტროლირებადი კრუნჩხვების დროს).

პაციენტების რასა

როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკის კვლევებმა აჩვენეს სამკურნალო საშუალების მომატებული ზემოქმედება მონღოლოიდური რასის პაციენტებში ევროპულ რასასათან შედარებით (იხ. პ. 4.2 და 5.2).

ფუზიდის მჟავა

ზეტორი პლუსი არ გამოიყენება ფუზიდის მჟავასთან ერთად ან მისი მიღების შემდეგ 7 დღის განმავლობაში. პაციენტებმა, რომლებიც რეგულარულად იღებენ ფუზიდის მჟავას, უნდა შეწყვიტონ თერაპია სტატინებით.

როზუვასტატინის კომბინაციის და ფუზიდის მჟავას ერთდროული გამოყენებისას აღწერილია რაბდომიოლიზის შემთხვევები, მათ შორის ლეტალური გამოსავალით. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს კუნთოვანი სისუსტის ან ტკივილის განვითარების შემთხვევაში.

სტატინებით თერაპიის განახლება შესაძლებელია ფუზიდის მჟავის ბოლო მიღებიდან 7 დღის შემდეგ. იმ შემთხვევაში, როდესაც ფუზიდის მჟავის მიღება გარდაუვალია, მაგ., მძიმე ინფექციების დროს, ზეტორი პლუსი და ფუზიდის მჟავით თანხმლები თერაპია უნდა იქნას განხილული ინდივიდუალურად, ხოლო პაციენტი იმყოფებოდეს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ.

პროტეაზას ინჰიბიტორები

პაციენტებში, რომლებიც ერთობლივად იღებენ როზუვასტატინს და პროტეაზას სხვადასხვა ინჰიბიტორებს რიტონავირთან კომბინაციაში, შიენიშნებოდა როზუვასტატინის სისტემური ზემოქმედება. საჭიროა გაითვალისწინოთ ლიპიდების შემცირების როგორც სარგებელი ზეტორი პლუსის გამოყენებისას აივ-ინფიცირებულ პაციენტებში რომლებიც იღებენ პროტეაზას ინჰიბიტორებს, ასევე როზუვასტატინის კონცენტრაციის მომატების შესაძლებლობა პლაზმაში როზუვასტატინის მიღების დაწყებისას და მისი დოზების ტიტრირებისას. პრეპარატის ერთობლივი გამოყენება პროტეაზას ზოგიერთ ინჰიბიტორთან რეკომენდებულია მხოლოდ ზეტორი პლუსის დოზების კორექციით (იხ. პ. 4.2 და 4.5).

ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები

გამონაკლის შემთხვევებში ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივ თერაპიაში, შეინიშნებოდა ფილტვის ინტერსტიციული დაავადებების განვითარება (იხ. პ. 4.8). მოცემული დაავადებების სიმპტომებს მიეკუთვნება დისპნოე, არაპროდუქტიული ხველა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება (დაღლილობა, წონის კლება და ცხელება). თუ არსებობს ეჭვი, რომ პაციენტს განუვითარდა ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, თერაპია სტატინებით უნდა შეწყდეს.

შაქრიანი დიაბეტი

ზოგიერთი მონაცემები იძლევა საშუალებას ვივარაუდოთ, რომ სტატინების კლასის პრეპარტები ზრდის გლუკოზის დონეს სისხლში და ზოგიერთ პაციენტში, შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკით, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია, რომლის დონეც შეესაბამება შაქრიანი დიაბეტის ფორმალურ განსაზღვრას და საჭიროებს დიაბეტის საწინააღმდეგო თერაპიას. თუმცა, მოცემული რისკი იფარება სისხლძარღვოვანი რისკის შემცირებით სტატინების მიღებისას და ამიტომ არ უნდა იყოს სტატინებით თერაპიის შეწყვეტის მიზეზი. რისკ-ჯგუფის პაციენტებში (გლუკოზას დონე უზმოზე – 5.6-6.9 მკმლ/ლ, სხეულის მასის ინდექსი >30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მომატება, არტერიული ჰიპერტენზია) უნდა ჩატარდეს შაქრიანი დიაბეტის კლინიკური და ბიოქიმიური მონიტორინგი ეროვნულ სახელმძღვანელოსთან შესაბამისად.

კლინიკურ კვლევაში შაქრიანი დიაბეტის განვითარების სიხშირე შეინიშნებოდა 2.8%-ში როზუვასტატინის ჯგუფში და 2.3%-ში _ პლაცებოს ჯგუფში (უპირატესად პაციენტებში გლუკოზის დონით უზმოზე 5.6-დანN6.9 მმოლ/ლ-მდე).

ფიბრატები

ეზეტიმიბის და ფიბრატების ერთად გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ დადგენილა.

თუ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ზეტორი პლუსს და ფენოფიბრატს, არსებობს ეჭვი ქოლესტაზზე, აუცილებელია ნაღვლის ბუშტის გამოკვლევა და მოცემული თერაპიის შეწყვეტა (იხ. პ. 4.5 და 4.8).

ანტიკოაგულანტები

თუ ხდება ზეტორი პლუსის დამატება თერაპიაზე ვარფარინით, კუმარინულ ანტიკოაგულანტებით ან ფლუინდიონით, აუცილებელია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) მონიტორინგი (იხ. პ. 4.5).

ციკლოსპორინი:

იხ. პ. 4.3 და 4.5.

პედიატრიული პოპულაცია

ზეტორი პლუსის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის პირებში არ დადგენილა და ამიტომ პრეპარატის გამოყენება მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდებული.

ღვიძლის დაავადება და ალკოჰოლის გამოყენება

ზეტორი პლუსი სიფრთხილით მიიღება პაციენტებში ალკოჰოლის ზედმეტი გამოყენებისას და/ან ღვიძლის დაავადებებით ანამნეზში.

ზეტორი პლუსი შეიცავს ლაქტოზას

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ისეთი იშვიათი გენეტიკური პათოლოგია, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ.

საჭიროა ექიმის ინფორმირება, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებს:

ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ, გადანერგილი ორგანოს მოცილების თავიდან ასაცილებლად. ერთდროული გამოყენება აძლიერებს როზუვასტატინის მოქმედებას). არ მიიღოთ ზეტორი პლუსი, თუ იღებთ ციკლოსპორინს.

სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (ზეტორი პლუსთან ერთად მიღება ზრდის მათ მოქმედებას სისხლის შედედებაზე და სისხლდენის რისკს), აგრეთვე კლოპიდოგრელი.

სხვა სამკურნალო საშუალებები, ფიბრატები (გემფიბროზილი და სხვ.), რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად, აგრეთვე სისხლში ტრიგლიცერიდების დონის კორექციისათვის. როზუვასტატინის მოქმედება ძლიერდება ფიბრატებთან ერთად მიღებისას. არ მიიღოთ ზეტორი პლუსის ტაბლეტები 40მგ/10მგ, თუ იღებთ ფიბრატებს.

ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) – გავლენას ახდენს ეზეტიმიბის მოქმედების მექანიზმზე.

რეგორაფენიბი (გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ).

ანტივირუსული საშუალებები (აივ პროტეაზას ინჰიბიტორები), რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ (მაგალითად - ლოპინავირი, რიტონავირი, ატაზანავირი, სიმეპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტასვირი) - იხ. პ. 2 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

ანტაციდური საშუალებები ალუმინის და მაგნიუმის შემცველობით (გამოიყენება კუჭის მჟავას ნეიტრალიზაციისათვის; ისინი ასევე ამცირებენ როზუვასტატინის დონეს). ეს ეფექტი შეიძლება შესუსტდეს, თუ აღნიშნული პრეპარატები მიიღება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი): ამგვარი კომბინაცია იწვევს როზუვასტატინის ეფექტის შემცირებას.

ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი) – იხ. პ. 2 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

პერორალური კონტრაცეპტივები (ხდება კონტრაცეპტივიდან სასქესო ჰორმონების შეწოვის მომატება).

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (ზრდის სისხლში ჰორმომების დონეს).

საავადმყოფოში მოხვედრისას ან სხვა მდგომარეობის გამო მკურნალობის მიღებისას აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ პრეპარატს ზეტორი პლუსი.

ზეტორი პლუსი და ალკოჰოლი

არ მიიღოთ ზეტორი პლუსის ტაბლეტები 40მგ/10მგ, თუ რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ ზეტორი პლუსი, თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ ორსულობას ან გსურთ დაორსულება. თუ ორსულობა დადგა ზეტორი პლუსის მიღების დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე. ამ პრეპარატით მკურნალობისას ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციული საშუალებები.

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ზეტორი პლუსი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვინაიდან, ცნობილი არ არის, გადადის თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მოსალოდნელი არ არის, რომ ზეტორი პლუსის მიღებამ უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე, ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ადამიანში ზეტორი პლუსის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა.

თავბრუსხვევის განვითარების შემთახვევაში, ავტომობილის ან მექანიზმის მართვის წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზეტორი პლუსის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ზეტორი პლუსი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზეტორი პლუსის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში.

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, შეწყვიტეთ ზეტორი პლუსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

იშვიათი გვერდითი ეფექტი - შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად:

უჩვეულო ტკივილი კუნთებში, რაც ჩვეულებრივზე მეტხანს გრძელდება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში კუნთების დაზიანება – რაბდომიოლიზი: ეს იწვევს საერთო სისუსტეს, ცხელებას და თირკმლის ფუნქიის დარღვევებს.

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სახის, ენის და/ან ხორხის შეშუპება – ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.

უცნობი სიხშირით (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):

კანზე, პირის ღრუში, თვალებში და გარეგან სასქესო ორგანოებზე წყლულები და გამონაყარი – ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის გამოვლინება (სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, რაც ვლინდება კანის და ლორწოვანი გარსის მძიმე დაზიანებებით).

სხვა ცნობილი გვერდითი ეფექტები

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)

თავის ტკივილი

ყაბზობა

შეუძლოდ ყოფნა

კუნთების ტკივილი

სისუსტის შეგრძნება

თავბრუსხვევა

შაქრიანი დიაბეტი: დიაბეტის ალბათობა უფრო მაღალია, თუ თქვენ გაქვთ სისხლში შაქრისა და ცხიმების მომატებული დონეები, ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. ექიმი აწარმოებს თქვენზე დაკვირვებას; ამასთან, უნდა გაგრძელდეს ამ პრეპარატის მიღება.

მუცლის ტკივილი

ფაღარათი

მეტეორიზმი (ნაწლავებში აირების მომატებული რაოდენობა)

დაღლილობის შეგრძნება

ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება (ტრანსამინაზების)

შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილების შემცველობის მომატება – ეს გადახრა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე (მხოლოდ 40 მგ როზუვასტატინის მიღებისას)

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)

გამონაყარი, კანის ქავილი, ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე

კუნთოვანი ქსოვილის მახასიათებელი ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება

ხველა

კუჭის მიერ საკვების გადამუშავების შეუძლებლობა

გულძმარვა

ტკივილი სახსრებში

კისრის ტკივილი

კუნთოვანი სპაზმები

მადის დაქვეითება

ტკივილი

ტკივილი მკერდის არეში

სისხლის მოწოლის შეგრძნება

მომატებული არტერიული წნევა

ჩხვლეტის შეგრძნება

პირის სიმშრალე

კუჭის არეში წვის შეგრძნება

ზურგის ტკივილი

კუნთების სისუსტე

ტკივილი კიდურებში

შეშუპებები, განსაკუთრებით ტერფებისა და ხელის მტევნების

შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილების შემცველობის მომატება – ეს გადახრა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე (მხოლოდ 10 და 20 მგ როზუვასტატინის მიღებისას)

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება: იწვევს ძლიერ ტკივილს მუცელში, რომელიც გადადის ზურგის არეში

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც სეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევა, სისხლდენა

გლურასმაგვარი დაავადების სინდრომი (გამონაყარი, ტკივილი სახსრებში, სისხლის უჯრედების მხრივ ცვლილებები)

კუნთების გახლეჩვა

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)

სიყვითლე (კანის და თვალების ყვითალად შეფერვა)

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

შარდში სისხლის კვალი

ხელებსა და ფეხებში დაბუჟების შეგრძნება და სხვა ნევროლოგიური სიმპტომები

მეხსიერების დაკარგვა

მამაკაცებში მკერდის ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია)

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე)

ქოშინი

შეშუპება

ძილის დარღვევა, მათ შორის, უძილობა და ღამის კოშმარები

სასქესო ფუნქციის დარღვევა

დეპრესია

სუნთქვის დარღვევა, მათ შორის, მდგრადი ხველა და/ან ქოშინი და ცხელება

მყესების დაზიანება

მუდმივი კუნთების სისუსტე

წითელი ფერის ამობურცული გამონაყარი კანზე, დაზიანებებით (მულტიფორმული ერითემა)

კუნთების დაჭიმულობა

სანაღვლე გზებში კენჭების წარმოქმნა ან ნაღვლის ბუშტის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს მუცელში ტკივილის სახით, გულისრევა და ღებინება)

ჭარბი დოზა

კლინიკურ კვლევებში ეზეტიმიბის მიღება 15 ჯანმრთელ მოხალისეში დოზით 50 მგ დღეში 14 დღე ან 18 პაციენტში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით დოზით 40 მგ დღეში 56 დღე, როგორც წესი, კარგად გადაიტანებოდა. ცხოველებში არ შეინიშნებოდა ტოქსიკურობა ეზეტიმიბის ერთჯერადი მიღებისას (5000 მგ/კგ მღრღნელებში და 3000 მგ/კგ ძაღლებში).

ეზეტიმიბის ჭარბი დოზირების რამოდენიმე შემთხვევა იყო რეპორტირებული: ისინი, როგორც წესი, არ ასოცირდებოდა არასასურველი მოვლენების განვითარებასთან. შეტყობინებული არასასურველი მოვლენები არ იყო სერიოზული.

როზუვასტატინი:

უნდა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის და კფკ-ს დონის მონიტორინგი. ჰემოდიალიზის სარგებელი ნაკლებად სავარაუდოა.

შემადგენლობა

ზეტორი პლუსი, 5 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

აქტიური ნივთიერება: 5 მგ როზუვასტატინი (კალციუმის მარილის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბი;

ზეტორი პლუსი, 10 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

აქტიური ნივთიერება: 10 მგ როზუვასტატინი (კალციუმის მარილის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბი;

ზეტორი პლუსი, 20 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

აქტიური ნივთიერება: 20 მგ როზუვასტატინი (კალციუმის მარილის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბი;

ზეტორი პლუსი, 40 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

აქტიური ნივთიერება: 40 მგ როზუვასტატინი (კალციუმის მარილის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბი;

დამხმარე ნივთიერებები:

სრული ჩამონათვალი იხ. პ. 6.1.

შენახვის პირობები

პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

ვარგისობის ვადა:

3 წელი

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ნუ გამოიყენებთ ზეტორ პლუსს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ზეტორი პლუსი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

სხვა ინფორმაცია

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals Ltd,

საქართველო

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიპოლიპიდემიური საშუალებები; HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორები სხვა ჰიპოლიპიდემიურ საშუალებებთან კომბინაციაში; როზუვასტატინი და ეზეტიმიბი.

კოდი ATC: C10BA06.

როზუვასტატინი

მოქმედების მექანიზმი

როზუვასტატინი - არის HMG-CoA-რედუქტაზას შერჩევითი და კონკურენტული ინჰიბიტორი, ძირითადი ფერმენტის, რომელიც 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოენზიმ A-ს გარდაქმნის მევალონატად, რაც არის ქოლესტერინის წინამორბედი. როზუვასტატინის მოქმედების ძირითადი ადგილი, ქოლესტერინის შემცირების მხრივ, არის ღვიძლი.

როზუვასტატინი ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) რეცეპტორების რაოდენობას ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე, რაც ხელს უწყობს მათ მიტაცებას და კატაბოლიზმს, ასევე თრგუნავს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (VLDL) სინთეზს ღვიძლში, და ამით ამიცრებს VLDL და LDL საერთო რაოდენობას.

ფარმაკოდინამიკა

როზუვასტატინი ამცირებს LDL ქოლესტერინის, საერთო ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების მომატებულ დონეს და ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) ქოლესტერინის დონეს. ასევე ამცირებს აპოლიპოპროტეინ B-ს (Apo B), არა-HDL-თან დაკავშირებულ ქოლესტერინს, VLDL ქოლესტერინის, VLDL ტრიგლიცერიდებს და ზრდის Apo A-I-ს (იხ. ცხრილი 1). როზუვასტატინი ასევე ამცირებს LDL / HDL ქოლესტერინის თანაფარდობას, საერთო ქოლესტერინის / HDL ქოლესტერინის თანაფარდობას, არა-HDL-თან დაკავშირებული ქოლესტერინის / Apo B/ApoA-I-ს თანაფარდობას.

“დოზა-პასუხის” დამოკიდებულება პაციენტებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (ტიპი IIა და IIბ)

(საწყისი დონის დაკორექტირებული საშუალო ცვლილება, %)

ცხრილი 1

დოზა

N

LDL ქოლესტერინი

საერთო ქოლესტერინი

HDL ქოლესტერინი

ტრიგლიცერიდები

არა-HDL ქოლესტერინი

Apo B

Apo

A-I

პლაცებო

13

  • 7
  • 5

3

  • 3
  • 7
  • 3

0

5 მგ

17

  • 45
  • 33

13

  • 35
  • 44
  • 38

4

10 მგ

17

  • 52
  • 36

14

  • 10
  • 48
  • 42

4

20 მგ

17

  • 55
  • 40

8

  • 23
  • 51
  • 46

5

40 მგ

18

  • 63
  • 46

10

  • 28
  • 60
  • 54

0

თერაპიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 1 კვირის მანძილზე და მაქსიმალური პასუხის 90% მიიღწევა თერაპიიდან 2 კვირაში. მაქსიმალური პასუხი, როგორც წესი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 4კვირაში და ნარჩუნდება შემდგომ.

ეზეტიმიბი

ეზეტიმიბი - არის ახალი კლასის ჰიპოლიპიდემიური ნაერთების წარმომადგენელი, რომელიც შერჩევითად თრგუნავს ქოლესტერინის და მის მონათესავე მცენარეული სტეროლების შეწოვას ნაწლავში. ეზეტიმიბი აქტიურია პერორალური მიღებისას და მისი მოქმედების მექანიზმი გასნხვავდება სხვა კლასის ნაერთების მექანიზმისგან, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონეებს (მაგალითად, სტატინები, ნაღვლის მჟავების სეკვსტრანტები, ბოჭკოვანი მჟავების და მცენარეული სტანოლების წარმოებულები). ეზეტიმიბის მოლეკულური სამიზნე არის სტეროლების, ცილების ტრანსპორტერი, ნაიმან-პიკის C1 ტიპის ცილის მსგავსი ცილა ((NPC1L1 -Niemann-Pick C1-Like 1), რომელიც პასუხისმეგებლია ქოლესტერინის და ნაწლავში ფიტოსტეროლების მიტაცებაზე.

ეზეტიმიბი თავსდება წვრილი ნაწლავის ეპითელიუმის ჯაგრისის ზღვარზე და თრგუნავს იქ ქოლესტერინის შეწოვას, რაც ამცირებს ქოლესტერინის შესვლას ნაწლავიდან ღვიძლში. ამავე დროს სტატინები ამცირებენ ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში: ამ სხვადასხვა მოქმედების მექანიზმების ერთობლიობა ავსებს ერთმანეთს ქოლესტერინის დონის დაწევაში. 2-კვირიან კვლევაში, რაც ჩატარდა 18 ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტში, ეზეტიმიბი 54%-ით ამცირებდა ქოლესტერინის შეწოვას ნაწლავში პლაცებოსთან შედარებით.

ჩატარდა მთელი რიგი კლინიკამდელი კვლევები ეზეტიმიბის მოქმედების შერჩევითობის განსაზღვრაზე ქოლესტერინის დათრგუნვის მხრივ. ეზეტიმიბი თრგუნავდა (14C)-ქოლესტერინის შეწოვას და არ ახდენდა გავლენას ტრიგლიცერიდების, ცხიმოვანი მჟავების, ნაღვლის მჟავების, პროგესტერონის, ეთინილესტრადიოლის და ცხიმში ხსნადი ვიტამინების A და D შეწოვაზე.

ეპიდემიოლოგიური კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სიკვდილიანობა პირდაპირ კორელირებს საერთო ქოლესტერინის და LDL ქოლესტერინის დონესთან და უკუკორელირებს HDL ქოლესტერინის დონესთან. ეზეტიმიბის სასარგებლო გავლენა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე და სიკვდილიანობაზე ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი.

როზუვასტატინის და ეზეტიმიბის ერთობლივი გამოყენება

კლინიკური ეფექტურობა

6-კვირიან რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა კლინიკურ კვლევაში პარალელურ ჯგუფებში შეფასდა ეზეტიმიბის (10 მგ) უსაფრთხოება და ეფექტურობა, რაც დამატებული იყო როზუვასტატინის მუდმივი დოზის თერაპიაზე, როზუვასტატინის დოზის მომატებასთან შედარებით (10-დან 20-მდე ან 5-დან 10 მგ-მდე) (სუბიექტების რაოდენობა 440). გაერთიანებული მონაცემების მიხედვით ეზეტიმიბის დამატება 5 ან 10 მგ როზუვასტატინზე ამცირებდა LDL ქოლესტერინის დონეს 21%-ით. ამის საპირისპიროდ, როზუვასტატინის დოზების მომატება 10-დან 20 მგ-მდე იწვევდა LDL ქოლესტერინის შემცირებას 5.7%-ით (ჯგუფებს შორის განსხვავება - 15.2%, p<0.001). ინდივიდუალური ანალიზით ნაჩვენები იყო, რომ ეზეტიმიბი/როზუვასტატინი 5 მგ უფრო მეტად ამიცრებდა LDL ქოლესტერინის დონეს 10 მგ როზუვასტატინის მიღებასთან შედარებით (განსახვავება 12.3%-ით, P<0.001), ხოლო ეზეტიმიბი/როზუვასტატინი 10 მგ მეტად ამცირებდა LDL ქოლესტერინის დონეს 20 მგ როზუვასტატინის მიღებასთან შედარებით (განსხვავება 17.5%-ით, p<0.001).

6-კვირიან რანდომიზებულ კვლევაში შეფასდა როზუვასტატინის (40 მგ) უსაფრთხოება და ეფექტურობა (მონოთერაპიაში ან 10 მგ ეზიტიმიბთან ერთად) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით (სუბიექტების რაოდენობა 469). მოზრდილებში ჰიპერქოლისტერინემიის საექსპერტო ჯგუფის (ATP III) მიერ დადგენილი LDL ქოლესტერინის სასურველი დონის მიღწევა (<100 მგ/დლ) მეტად ხშირი იყო პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ კომბინირებულად როზუვასტატინს და ეზეტიმიბს მხოლოდ როზუვასტატინის მიღებასთან შედარებით (94% და 79.1%, p<0.001, შესაბამისად). როზუვასტატინი დოზით 40 მგ ეფექტურად აუმჯობესებდა ლიპიდების პროფილს მაღალი რისკის მქონე პაციენტების მოცემულ პოპულაციაში.

ღია რანდომიზებულ 12-კვირიან კვლევაში შეფასდა LDL ქოლესტერინის დონის შემცირება თერაპიის თითოეულ ჯგუფში (როზუვასტატინი 10 მგ + ეზეტიმიბი 10 მგ, როზუვასტატინი 20 მგ + ეზეტიმიბი 10 მგ, სიმვასტატინი 40 მგ + ეზეტიმიბი 10 მგ, სიმვასტატინი 80 მგ + ეზეტიმიბი 10 მგ). საწყისი მაჩვენებლის მიმართ ქოლესტერინის დონის შემცირება შეადგენდა 59.7%-ს როზუვასტატინის დაბალი დოზით მიღებისას, რაც ცოტა მეტია, ვიდრე სიმვასტატინის დაბალი დოზით მიღებისას - 55.2% (p<0.05). როზუვასტატინის მაღალი დოზის კომბინაციის მიღება 63.5%-ით ამცირებდა ქოლესტერინის დონეს, შედარებით სიმვასტატინის მაღალი დოზის კომბინაციის მიღებისას - 57.4%-ით (p<0.001).

ფარმაკოკინეტიკა

როზუვასტატინის და ეზეტიმიბის კომბინირებული თერაპია

10 მგ როზუვასტატინის და 10 მგ ეზეტიმიბის ერთად გამოყენება იწვევდა როზუვასტატინის AUC მომატებას 1.2-ჯერ (ჰიპერქოლესტერინემიის დროს). არ შეიძლება გამოირიცხოს ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს შორის არასასურველი ეფექტების მხრივ.

როზუვასტატინი

შეწოვა

შრატში როზუვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალურად მიღების შემდეგ დაახლოებით 5 სთ-ში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 20%-ს

განაწილება

როზუვასტატინი ინტენსიურად შეიწოვება ღვიძლში, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის სინთეზის და LDL ქოლესტერინის მოცილების ძირითად ადგილს. როზუვასტატინის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 134 ლ-ს. როზუვასტატინის დაახლოებით 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინებს.

ბიოტრანსფორმაცია:

როზუვასტატინი განიცდის მეტაბოლიზმს შეზღუდულად (დაახლოებით 10%). In vitro მეტაბოლიზმის კვლევები ადამიანის ჰეპატოციტების გამოყენებით მიუთითებს იმაზე, რომ როზუვასტატინი წარმოადგენს ცუდ სუბსტრატს მეტაბოლიზმისთვის, რაც განპირობებულია ციტოქრომ P450-ით. CYP2C9 წარმოადგენს ძირითად იზოფერმენტს, მცირე როლით 2C19, 3A4 და 2D6. ძირითად გამოვლენილ მეტაბოლიტებს წარმოადგენს N-დესმეთილ- და ლაქტონური მეტაბოლიტრები. N-დესმეთილური მეტაბოლიტი დაახლებით 50%-ით ნაკლებად აქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი, ხოლო ლაქტონური ფორმა მიიჩნევა კლინიკურად არააქტიურად. როზუვასტატინი შეადგენს შრატში HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორების საერთო აქტივობის 90%-ზე მეტს.

გამოყოფა:

როზუვასტატინის დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა ფეკალიებით უცვლელად (როგორც შეწოვილი, ისე არშეწოვილი აქტიური ნივთიერება), ხოლო ნარჩენი გამოიყოფა შარდით.

როზუვასტატინის დაახლოებით 5% გამოიყოფა უცვლელად შარდში. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 19 სთ-ს. ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება დოზის მოამტებასთან ერთად. კლირენსის საშუალო გეომეტრიული მნიშვნელობა პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 50 ლ/სთ (ვარიაციის კოეფიციენტი: 21.7%).

როზუვასტატინის ღვიძლში მიტაცებაში (ისევე როგორც HMG-CoA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების) მონაწილეობს OATP-C ტრანსპორტერი. მოცემული ტრანსპორტერი მთავარ როლს ასრულებს როზუვასტატინის ექსკრეციაში ღვიძლით.

სწორხაზოვანება:

როზუვასტატინის სისტემური ზემოქმედება იზრდება დოზის პროპორციულად. ყოველდღიური გამოყენება რამოდენიმე დღის მანძილზე არ ახდენს გავლენას ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.

პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები

პაციენტების ასაკი და სქესი:

პაციენტების ასაკი და სქესი არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე მოზრდილებში. ბავშვებში და მოზარდებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკა, იყო არსებულის მსგავსი მოზრდილ მოხალისეებში (იხ. ქვემოთ “ბავშვთა ასაკის პაციენტები”).

პაციენტების ეთნიკური კუთვნილება

ფარმაკოკინეტიკის კვლევები აღმოსავლეთ აზიის წარმოშობის პაციენტებში (იაპონელები, ჩინელები, ფილიპინელები, ვიეტნამელები და კორეელები) მედიანური AUC და Cmax-ის მნიშვნელობები დაახლოებით 2-ჯერ მეტი იყო ევროპეიდული რასის წარმომადგენლებთან შედარებით; ინდიელებში შიენიშნება მედიანური AUC და Cmax-ის დაახლოებით 1,3 -ჯერ მატება.

ფარმაკოკინეტიკის პოპულაციური ანალიზი არ ავლენდა კლინიკურად მნიშვენლოვან განსხვავებას ფარმაკოკინეტიკაში ევროპეიდული და ნეგროიდული რასის წარმომადგენლებს შორის.

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის უკმრისობის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში ზომიერად ან მცირედით გამოხატული თირკმლის დაავადების სხვადასხვა ხარისხით არ ზემოქმედებდა პლაზმური როზუვასტატინის ან მისი N-დემეთილური მეტაბოლიტის პლაზმურ კონცენტრაციებზე. პაციენტებში თირკლის მძიმე დარღვევის ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით შეინიშნებოდა პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის 3-ჯერ მომატება და N-დესმეთილური მეტაბოლიტის კონცენტრაციის 9-ჯერ მომატება. როზუვასტატინის წონასწორული პლაზმური კონცენტრაციები პირებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, იყო 50%-ით მაღალი ჯანმრთელ მოახლისეებთან შედარებით.

ღვიძლის უკმარისობა:

კვლევებში სხვადასხვა ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არსებობდა მონაცემები როზუვასტატინის მომატებული ზემოქმედების შესახებ პირებში 7-ზე მეტი ქულით ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით. თუმცა, 2 მონაწილეში 8 და 9 ქულით, ჩაილდ-პიუს შკალით შეინიშნებოდა როზუვასტატინის სისტემური ზემოქმედების მატება მინიმუმ 2-ჯერ, ვიდრე მონაწილეებში ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით უფრო დაბალი მნიშვნელობებით.

არ არსებობს როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება პირებში 9 ქულაზე მეტი მნიშვნელობით ჩაილდ-პიუს შკალით.

გენეტიკური პოლიმორფიზმი

HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორების მოცილებაში, მათ შორის როზუვასტატინის, იღებენ მონაწილეობას OATP1B1 და BCRP ცილა-ტრანპსორტერები. პაციენტებში პოლიმორფიზმით SLCO1B1 (PATR1B1) და/ან ABCG2 (BCRP) არსებობს როზუვასტატინის ზემოქმედების მომატების რისკი. პოლიმორფიზმის ინდივიდუალური სახეობები - SCLO1B1 c.521CC ან ABCG2 c.421AA – ასორირდებიან როზუვასტატინის მომატებულ ზემოქმედებასთან (AUС) SCLO1B1 c.521TT ან ABCG2 c.421CC გენოტიპებთან შედარებით. გენოტიპირების მოცემული სახეობა არ ტარდება კლინიკურ პრაქტიკაში მაგრამ, თუ ცნობილია პაციენტში პოლიმორფიზმის ასეთი ტიპების არსებობის შესახებ, რეკომენდებულია ზეტორი პლუსის უფრო დაბალი დღიური დოზის გამოყენება.

ბავშვთა ასაკის პაციენტები:

როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ბავშვთა ასაკის პაციენტებში (10-17 წლის) ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, აღწერილია არასრულად. როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკის მცირე 18 ბავშვში ჩატარებულ მცირე კვლევამ (ტაბლეტის სახით) აჩვენა რომ როზუვასტატინის ზემქომედება ბავშვთა ასაკის პაციენტებში, როგორც ჩანს, მსგავსია მოზრდილებში არსებულის. ამას გარდა, კვლევის შედეგები უჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი გადახრები დოზაზე დამოკიდებულებიდან არ არის მოსალოდნელი.

ეზეტიმიბი

შეწოვა:

ეზეტიმიბი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება და მნიშვნელოვნად კონიუგირებს ფარმაკოლოგიურად აქტიური ფენოლური გლუკურონიდის წარმოქმნით (ეზეტიმიბის გლუკურონიდი). ეზეტიმიბის მაქსიმალური კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობა პლაზმაში (Cmax) შეინიშნება 1-2 სთ-ში და 4-12 სთ-ში მიღებიდან - შესაბამისად, ეზეტიმიბის გლუკურონიდის და ეზეტიმიბისთვის. ეზეტიმიბის აბსოლუტური ბიოშეღწევადობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან მოცემული ნივთიერება პრაქტიკულად არ იხსნება ინექციისთვის შესაფერის წყალში.

საკვების ერთდროული მიღება (ცხიმების მაღალი და დაბალი შემცველობით) არ ზემოქმედებდა ეზეტიმიბის ბიოშეღწევადობაზე პერორალური მიღების შემდეგ/ ეზეტიმიბის მიღება შესაძლებელია საკვებისგან დამოუკიდებლად.

განაწილება:

ეზეტიმიბის და მისი გლუკურონიდის კავშირი ადამიანის პლაზმურ ცილებთან შეადგენს შესაბამისად 99.7 და 88-92%.

ბიოტრანსფორმაცია:

ეზეტიმიბის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს უპირატესად წვრილ ნაწლავში და ღვიძლში, გლუკურონირებით (II ფაზის რეაქცია) და საბოლოოდ ნაღველში გამოყოფით. ყველა გამოკვლეულ სახეობაში შეინიშნებოდა მინიმალურად გამოხატული ეზეტიმიბის ჟანგვითი მეტაბოლიზმი (I ფაზის რეაქცია). ეზეტიმიბი და მისი გლუკურონიდი არის პრეპარატების ძირითადი წარმოებული, რომლებიც გამოვლინდა პლაზმაში. ისინი შეადგენენ პლაზმაში პრეპარატის საერთო შემცველობის 10-20% და 80-90%-ს შესაბამისად. ეზეტიმიბიც და მისი გლუკურონიდიც ნელა გამოიყოფა პლაზმადან; არსებობს მოცემული ნაერთების არსებითი ენტეროჰეპატური ცირკულაციის ნიშნები. ეზეტიმიბის და მისი გლუკურონიდის ნახევარგამოყოფის დრო შეადგენს დაახლოებით 22 სთ-ს.

გამოყოფა

პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები

პაციენტების ასაკი და სქესი:

საერთო ეზეტიმიბის კონცენტრაციები პლაზმაში დაახლოებით 2-ჯერ მაღალია ხანდაზმულებში (≥65 წლის), ვიდრე 18-45 წლის ასაკის პირებში. LDL ქოლესტერინის შემცირება და ეზეტიმიბის უსაფრთხოების პროფილი შედარებადია საშუალო და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. გამომდინარე აქედან, ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ყველა ფორმის ეზეტიმიბის ჯამის პლაზმური კოცნენტრაციები ოდნავ მაღალია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში (დაახლოებით 20%-ით). LDL ქოლესტერინის შემცირება და ეზეტიმიბის თერაპიის უსაფრთხოების პროფილი შედარებადია ქალებსა და მამაკაცებში, შესაბამისად, დოზის კორექცია პაციენტის სქესის მიხედვით საჭირო არ არის.

თირკმლის უკმარისობა:

10 მგ ეზეტიმიბის ერთჯერადი მიღების შემდეგ პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობისას (პაციენტების რაოდენობა 8; საშუალო კკ ≤30 მლ/წთ/1.73 მ2) AUC-ის საშუალო მნიშვნელობა (ეზეტიმიბის ყველა ფორმა) ასეთ პაციენტებში დაახლოებით 1.5 ჯერ მაღალი იყო ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით (მოხალისეების რაოდენობა 9). მოცემული შედეგი არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად. თირკმლის ფუქნციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

მოცემულ კვლევაში კიდევ ერთ პაციენტში (გადაიტანა თირკმლის ტრანსპლანტაცია, იღებდა სხვადასხვა პრეპარატს, მათ შორის ციკლოსპორინს) ყველა ფორმის ეზეტიმიბის საერთო ზემოქმედება მოამტებული იყო 12-ჯერ.

ღვიძლის უკმარისობა:

10 მგ ეზეტიმიბის ერთჯერადი გამოყენების შემდეგ AUC საშუალო მნიშვნელობა ეზეტიმიბის ყველა ფორმისთვის იყო დაახლოებით 1.7-ჯერ მაღალი პაციენტებში ღვიძლის უკმარისობის მცირე გამოხატულებით (5-6 ქულა ჩაილდ-პიუს შკალით) ჯანმრთელებთან შედარებით. 14-დღიან კვლევაში ეზეტიმიბის ყოველდღიური მიღებით 10 მგ დღეში პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ხარისხის უკმარისობით (7-9 ქულა ჩაილდ-პიუს შკალით) საშუალო AUC ეზეტიმიბის ყველა ფორმისთვის იყო დაახლოებით 4-ჯერ მაღალი ჯანმრთელებთან შედარებით (კვლევის 1 და 14 დღეს). ღვიძლის მცირე არასაკმარისო ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო. ეზეტიმიბის მომატებული ზემოქმედების უცნობი ეფექტების გათვალისწინებით ღვიძლის ზომიერი ან მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (>9 ქულა ჩაილდ-პიუს შკალით) ზეტორი პლუსის მიღება არ არის რეკომენდებული (იხ. პ. 4.4).

ბავშვთა ასაკის პაციენტები:

ეზეტიმიბის შეწოვა და მეტაბოლიზმი ბავშვებსა და მოზარდებში (10-18 წელი) მოზრდილების იგივე მაჩვენებლების მსგავსია. ეზეტიმიბის საერთო შემცველობის მონაცემების მიხედვით ფარმაკოკინეტიკის განსხვავება მოზრდილებსა და მოზარდებს შორის არ არსებობს. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ფამრაკოკინეტიკის მონაცემები არ არსებობს. პრეპარატის ბავშვებში და მოზარდებში გამოყენების კლინიკური გამოცდილება მოიცავს პაციენტებს ჰომო- ან ჰეტეროზიგოტული ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით ან სიტოსტეროლემიით.

უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები

ეზეტიმიბის და სტატინების ერთად გამოყენების კვლევებში განვითარებული ტოქსიკური ეფექტები შეესაბამებოდა სტატინების გამოყენებისას განვითარებულს. ზოგიერთი ტოქსიკური ეფექტი მეტად გამოხატული იყო მხოლოდ სტატინების გამოყენებულთან შედარებით, რაც უკავშირდება ორივე პრეპარატის ფარმაკოკინეტიკურ და ფარმაკოდინამიკურ ურთიერთქმედებას. კლინიკურ კვლევებში არ შეინიშნებოდა ასეთი ურთიერთქმედება. მიოპათია განვითარდა ვირთხებში მხოლოდ დოზების ზემოქმედებისას, რაც რამოდენიმეჯერ აჭარბებდა ადამიანში თერაპიულ დოზას (დაახლოებით 20-ჯერ მაღალი AUC სტატინებისთვის და 500-2000-ჯერ მაღალი AUC აქტიური მეტაბოლიტებისთვის).

ეზეტიმიბი (±სტატინები) არ ავლენდნენ პოტენციურად გენოტოქსიკურობას in vivo და in vitro ტესტებში. ეზეტიმიბი არ ავლენდა კანცეროგენულ მოქმედებას ხანგრძლივ კვლევებში.

ეზეტიმიბის და სტატინების ერთდროული შეყვანა არ ახდენდა ტერატოგენულ ეფექტს კურდღლებში. ორსული კურდღლების ნაშიერებში შიენიშნებოდა ჩონჩხის დეფორმაციების მცირე რაოდენობა (გულმკერდის და კუდის ხერხემლის შეერთება, კუდის ხერხემლის მალების რიცხვის შემცირება).

როზუვასტატინი:

კლინიკამდელი მონაცემები (ჩვეულებრივი კვლევების საფუძველზე ფარმაკოლოგიის უსაფრთხოების, შესაძლო გენოტოქსიურობის და კანცეროგენულობის) არ ავლენდა ადამიანისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს. hERG ცილაზე გავლენის სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა. არასასურველი რეაქციები, რაც არ შეინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში მაგრამ შეინიშნებოდა ცხოვლელებში, იყო შემდეგი: ტოქსიკურობის კვლევებში მრავალჯერადი გამოყენებისას - ღვიძლის ჰისტოპათოლიგური ცვლილებები, სავარაუდოდ გამოწვეული როზუვასტატინის ფარმაკოლოგიური მოქმედებით (თაგვებსა და ვირთხებში), ასევე (ნაკლებად) ცვლილებები ნაღვლის ბუშტში (ძაღლებში, მაგრამ არა მაიმუნებში). ამას გარდა, მაიმუნებში და ძაღლებში უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას შეინიშნებოდა ტოქსიკური ზემოქმედება სათესლე ჯირკვლებზე. ვირთხებში აშკარად შეინიშნებოდა რეპროდუქციული ტოქსიურობა: დოზების შეყვანისას, რაც დედისთვის ტოქსიკურია, შეინიშნებოდა მარკირების ზომების, მარკირების მასის და ვირთხების გადარჩენის შემცირება. სისტემური ზემოქმედება რამოდენიმეჯერ მაღალი იყო თერაპიულ დონეების ზემოქმედებასთან შედარებით.

ეზეტიმიბი:

ეზეტიმიბის ტოქისურობის კვლევები ცხოველებში ხანგრძლივი გამოყენებისას არ ავლენდა ეზეტიმიბის ტოქსიკურობას სამიზნე ორგანოებზე. ძაღლებში ეზეტიმიბის გამოყენებისას 4 კვირის განმავლობაში (≥0.03 მგ/კგ დღეში), ქოლესტერინის კონცენტრაცია ნაღვლის ბუშტში იზრდებოდა 2.5-3.5-ჯერ, თუმცა, ძაღლებში არსებულ კვლევებში, სადაც 1 წლის მანძილზე მიიღებოდა ეზეტიმიბის 300 მგ/კგ დღეში, არ შეინიშნებოდა ქოლესტაზის ან ღვიძლის და სანაღვლე გზების სხვა ცვლილებების სიხშირის მომატება. მოცემული მონაცემების მნიშვენელობები ადამიანისთვის უცნობია. დაუშვებელია გამოირიცხოს, რომ ეზეტიმიბის თერაპიული გამოყენება უკავშირდება ნაღვლკენჭოვანი დაავადების განვითარების რისკს.

ეზეტიმიბი არ ახდენდა გავლენას ნაყოფიერებაზე მდედრ ან მამრ ვირთხებში, ტერატოგენულობა ვირთხებში ან კურდღლებში არ გამოვლინდა, ასევე არ ახდენდა გავლენას პრე- ან პოსტნანტალურ განვითარებაზე. ეზეტიმიბი აღწევდა პლაცენტას ორსულ ვირთხებში და კურდღლებში დოზების მრავალჯერადი შეყვანისას, 1000 მგ/კგ დღეში, ეზეტიმიბის და ლოვასტატინის ერთდროული შეყვანა იწვევდა ემბრიონების სიკვდილს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის

ზეტორი პლუსი

ZETOR PLUS

5 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

10 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

20 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

40 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

ორალური გამოყენებისთვის

ტაბლეტის ბირთვი:

აქტიური ნივთიერება: 5 მგ როზუვასტატინი (კალციუმის მარილის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბი;

აქტიური ნივთიერება: 10 მგ როზუვასტატინი (კალციუმის მარილის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბი;

აქტიური ნივთიერება: 20 მგ როზუვასტატინი (კალციუმის მარილის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბი;

აქტიური ნივთიერება: 40 მგ როზუვასტატინი (კალციუმის მარილის სახით) და 10 მგ ეზეტიმიბი.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (E487), მიკროკრისტალური ცელულოზა 102, ჰიპრომელოზა 2910 (E464), სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი (E470).

ტაბლეტის გარსი:

შემოსაგარსი ნივთიერებების ნარევი Opadry Yellow 02F220026: ჰიპრომელოზა 2910 (E464), მაკროგოლი 4000 (E1521), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტალკი (E553b), რკინის ოქსიდი წითელი (E172) (ზეტორი პლუსი, 5 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი).

შემოსაგარსი ნივთიერებების ნარევი Opadry Beige 02F270003: ჰიპრომელოზა 2910 (E464), მაკროგოლი 4000 (E1521), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტალკი (E553b) (ზეტორი პლუსი, 10 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი).

შემოსაგარსი ნივთიერებების ნარევი VIVACOAT PC-2P-308: ჰიპრომელოზა 6 (E464), მაკროგოლი 4000 (E1521), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი (E553b), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172) (ზეტორი პლუსი, 20 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი).

შემოსაგარსი ნივთიერებების ნარევი Opadry White OY-L-28900: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა 2910 (E464), მაკროგოლი 4000 (E1521), ტიტანის დიოქსიდი (E171) (ზეტორი პლუსი, 40 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი).

ზეტორი პლუსი არის:

ღია ყვითელი ფერის, მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი, დაახლოებით 10 მმ დიამეტრის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს ამონაჭდევით "EL 5" (5 მგ/10 მგ ტაბლეტი).

კრემისფერი, მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი, დაახლოებით 10 მმ დიამეტრის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს ამონაჭდევით "EL 4" (10 მგ/10 მგ ტაბლეტი).

ყვითელი ფერის, მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი, დაახლოებით 10 მმ დიამეტრის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს ამონაჭდევით "EL 3" (20 მგ/10 მგ ტაბლეტი).

თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი, დაახლოებით 10 მმ დიამეტრის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს ამონაჭდევით "EL 2" (40 მგ/10 მგ ტაბლეტი).

  • 149860208915preparatis miRebamde yuradRebiT gaecaniT instruqcias.

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს.

მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს, შეატყობინეთ ექიმს პრეპარატის მიღების შესახებ.

გთხოვთ, იმოქმედეთ ზუსტად ინსტრუქციის შესაბამისად. ნუ მიიღებთ პრეპარატის მაღალ ან დაბალ დოზებს რეკომენდაციის გარეშე.

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს.

მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს, შეატყობინეთ ექიმს პრეპარატის მიღების შესახებ.

გთხოვთ, იმოქმედეთ ზუსტად ინსტრუქციის შესაბამისად. ნუ მიიღებთ პრეპარატის მაღალ ან დაბალ დოზებს რეკომენდაციის გარეშე.

მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:

რა არის ზეტორი პლუსი და რისთვის გამოიყენება

რისი ცოდნაა საჭირო ზეტორი პლუსის მიღებამდე

ზეტორი პლუსის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ზეტორი პლუსის შენახვის პირობები

სხვა ინფორმაცია

რა არის ზეტორი პლუსი და რისთვის გამოიყენება

ზეტორი პლუსი შეიცავს ორ სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. პირველი აქტიური ნივთიერება არის როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ სტატინებს. მეორე აქტიური ნივთიერება არის ეზეტიმიბი.

ზეტორი პლუსი – ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “მავნე” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონეების შესამცირებლად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “სასარგებლო” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.

უმეტეს შემთხვევაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და არ იწვევს არავითარ სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდა მომატებული ქოლესტერინის დონის მკურნალობა, ეს გამოიწვევს სისხლძარღვების კედლებში ცხიმების დაგროვებას და შედეგად, სისხლძარღვების შევიწროვებას.

ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროვებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლი აღარ მიეწოდოს გულის ან თავის ტვინის ამა თუ იმ ნაწილს: შესაბამისად, ეს გამოიწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევამ შეიძლება შეამციროს ინფარქტის, ინსულტის და ანალოგიური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.

ზეტორი პლუსი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონის დაწევა ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ზეტორი პლუსი, თუ მხოლოდ როზუვასტატინით ვერ ხდება ქოლესტერინის დონის საკმარისად კონტროლი ან თუ უკვე იღებთ როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს ამავე დოზებით.

ზეტორი პლუსი ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას.

რისი ცოდნაა საჭირო ზეტორი პლუსის მიღებამდე

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

არ მიიღოთ ზეტორი პლუსი, თუ:

გაქვთ ალერგია როზუვასტატინზე, ეზეტიმიბზე ან პრეპარატის შემადგენელ ნებისმიერ სხვა კომპონენტზე;

გაქვთ ღვიძლის დაავადება;

გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილი კუნთებში (მიოპათია);

თუ იღებთ ციკლოსპორინს (მაგალითად, ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ);

ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ ამ პრეპარატით მკურნალობის დროს დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას ზეტორი პლუსის გამოყენების პერიოდში და ამ მიზნით გამოიყენონ კონტრაცეპციის შესაბამისი საშუალებები;

გარდა ამისა, არ მიიღოთ ზეტორი პლუსის ტაბლეტების 40მგ/10მგ (ყველაზე დიდი დოზა), თუ:

გაქვთ ზომიერი ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი);

გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას;

რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობებით;

ხართ აღმოსავლეთ აზიელი წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი);

ქოლესტერინის დონის შემცირებისთვის იღებთ ფიბრატებს (იხ. პ. “სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება”).

თუ არ ხართ დარწმუნებული, რამდენად გეხებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, პრეპარატის მიღებადე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ზეტორი პლუსის მიღების დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ:

გაქვთ თირკმლის დაავადება;

გაქვთ ღვიძლის დაავადება;

გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში, კუნთების დაავადებები (პირადად თქვენ ან თქვენს ოჯახში) ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას. აუცილებლად უთხარით ექიმს, თუ განვითარდა აუხსნელი კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ცუდად გრძნობთ თავს ან თუ გაქვთ ცხელება. აგრეთვე უთხარით ეიმს ან ფარმაცევტს, თუ განვითარდა კუნთების მუდმივი ტკივილი;

ხართ აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი): ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი ზეტორი პლუსის დოზა;

იღებთ აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატს, მაგალითად, ლოპინავირს, რიტონავირს, ატაზანავირს, სიმეპრევირს, ომბიტასვირს, პარიტაპრევირს, დასაბუვირს, ველპატასვირს, გრაზოპრევირს, ელბასვირს, გლეკაპრევირს, პიბრენტასვირს (იხ. პ. “სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება”);

გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა;

იღებთ ფიბრატებს (ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა პრეპარატები) (იხ. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება);

გიტარდებათ ქირურგიული ოპერაცია. შესაძლოა დაგჭირდეთ პრეპარატის მიღების დროებით შეწყვეტა;

რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;

დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი);

ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის (ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენი ასაკისათვის შესაფერისი დოზა);

იღებთ ან ბოლო 7 დღის განმავლობაში მიგიღიათ ანტიბიოტიკები ფუზიდის მჟავას შემცველობით, პერორალურად ან ინექციის სახით. ფუზიდის მჟავის და ზეტორი პლუსის კომბინირებულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სერიოზული დაზიანება (რაბდომიოლიზი);

იღებთ რეგორაფენიბს (გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ).

თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ მითითებული (ან თუ საპირისპიროში არ ხართ დარწმუნებული) არ მიიღოთ ზეტორი პლუსის ტაბლეტები და მათ მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგიერთ პაციენტში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ღვიძლის ფუნქციაზე. ეს ცვლილებები ვლინდება სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მარტივი გაზომვისას, ამიტომ ზეტორი პლუსით თერაპიის დროს ექიმი დაგინიშნავთ ამგვარი გამოკვლევის რეგულარულად ჩატარებას (ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეფასება). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი მის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას ამ პრეპარატის მიღების დროს. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, თუ სისხლში მაღალია შაქრისა და ცხიმების დონეები, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

ბავშვები და მოზარდები:

ზეტორი პლუსის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ.

საჭიროა ექიმის ინფორმირება, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებს:

ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ, გადანერგილი ორგანოს მოცილების თავიდან ასაცილებლად. ერთდროული გამოყენება აძლიერებს როზუვასტატინის მოქმედებას). არ მიიღოთ ზეტორი პლუსი, თუ იღებთ ციკლოსპორინს.

სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (ზეტორი პლუსთან ერთად მიღება ზრდის მათ მოქმედებას სისხლის შედედებაზე და სისხლდენის რისკს), აგრეთვე კლოპიდოგრელი.

სხვა სამკურნალო საშუალებები, ფიბრატები (გემფიბროზილი და სხვ.), რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად, აგრეთვე სისხლში ტრიგლიცერიდების დონის კორექციისათვის. როზუვასტატინის მოქმედება ძლიერდება ფიბრატებთან ერთად მიღებისას. არ მიიღოთ ზეტორი პლუსის ტაბლეტები 40მგ/10მგ, თუ იღებთ ფიბრატებს.

ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) – გავლენას ახდენს ეზეტიმიბის მოქმედების მექანიზმზე.

რეგორაფენიბი (გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ).

ანტივირუსული საშუალებები (აივ პროტეაზას ინჰიბიტორები), რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ (მაგალითად - ლოპინავირი, რიტონავირი, ატაზანავირი, სიმეპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტასვირი) - იხ. პ. 2 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

ანტაციდური საშუალებები ალუმინის და მაგნიუმის შემცველობით (გამოიყენება კუჭის მჟავას ნეიტრალიზაციისათვის; ისინი ასევე ამცირებენ როზუვასტატინის დონეს). ეს ეფექტი შეიძლება შესუსტდეს, თუ აღნიშნული პრეპარატები მიიღება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი): ამგვარი კომბინაცია იწვევს როზუვასტატინის ეფექტის შემცირებას.

ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი) – იხ. პ. 2 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

პერორალური კონტრაცეპტივები (ხდება კონტრაცეპტივიდან სასქესო ჰორმონების შეწოვის მომატება).

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (ზრდის სისხლში ჰორმომების დონეს).

საავადმყოფოში მოხვედრისას ან სხვა მდგომარეობის გამო მკურნალობის მიღებისას აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ პრეპარატს ზეტორი პლუსი.

ზეტორი პლუსი და ალკოჰოლი

არ მიიღოთ ზეტორი პლუსის ტაბლეტები 40მგ/10მგ, თუ რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ ზეტორი პლუსი, თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ ორსულობას ან გსურთ დაორსულება. თუ ორსულობა დადგა ზეტორი პლუსის მიღების დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე. ამ პრეპარატით მკურნალობისას ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციული საშუალებები.

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ზეტორი პლუსი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვინაიდან, ცნობილი არ არის, გადადის თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

მოსალოდნელი არ არის, რომ ზეტორი პლუსის მიღებამ უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე, ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ადამიანში ზეტორი პლუსის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა.

თავბრუსხვევის განვითარების შემთახვევაში, ავტომობილის ან მექანიზმის მართვის წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზეტორი პლუსის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ზეტორი პლუსი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

  • ზეტორი პლუსის მიღების წესი

გამოყენების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე

ზეტორი პლუსი მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ სწორად იღებთ პრეპარატს, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს.

მოზრდილებისათვის ზეტორი პლუსის რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში 1 ტაბლეტს.

პრეპარატი მიიღეთ პერორალურად, დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს, საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი მიიღეთ მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

ზეტორი პლუსის მიღებისას უნდა გააგრძელოთ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობის საკვებით და განახოციელოთ საკმარისი ფიზიკური დატვირთვა.

ზეტორი პლუსი არ არის განკუთვნილი ქოლესტერინის მომატებული დონის საწყისი მკურნალობისათვის. კომბინირებული თერაპია ზეტორი პლუსით უნდა დაინიშნოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება როზუვასტატინის ან პრეპარატის ოროვე კომპონენტის შესაფერისი დოზირებები.

როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ-ს. ის გამოიყენება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი, როდესაც ქოლესტერინის დაწევა 20 მგ დოზის მიღებისას არ არის საკმარისი.

თუ ექიმი ზეტორი პლუსთან ერთად დაგინიშნავთ სხვა სამკურნალო საშუალებას, რომელიც ამცირებს ქოლესტერინს, მაგალითად ქოლესტირამინს ან ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტების შემცველ პრეპარატს, ზეტორი პლუსი უნდა მიიღოთ აღნიშნული პრეპარატების მიღებამდე 2 სთ-ით ადრე ან მიღებიდან 4 სთ-ის შემდეგ.

ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმება

მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტი ქოლესტერინის დონის საკონტროლოდ და იმის დადასტურება, რომ მიღწეულია და შენარჩუნებულია ქოლესტერინის საჭირო დონე.

თუ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი რაოდენობის ზეტორი პლუსი

საჭირო დოზაზე მეტი ზეტორი პლუსის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

თუ დაგავიწყდათ ზეტორი პლუსის მიღება

არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა შესაბამის დაგეგმილ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ შეწყვიტეთ ზეტორი პლუსის მიღება

უთხარით თქვენს ექიმს, რომ გსურთ ზეტორი პლუსის მიღების შეწყვეტა. ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქოლესტერინის დონე შეიძლება ისევ გაიზარდოს.

პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზეტორი პლუსის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში.

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, შეწყვიტეთ ზეტორი პლუსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

იშვიათი გვერდითი ეფექტი - შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად:

უჩვეულო ტკივილი კუნთებში, რაც ჩვეულებრივზე მეტხანს გრძელდება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში კუნთების დაზიანება – რაბდომიოლიზი: ეს იწვევს საერთო სისუსტეს, ცხელებას და თირკმლის ფუნქიის დარღვევებს.

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სახის, ენის და/ან ხორხის შეშუპება – ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.

უცნობი სიხშირით (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):

კანზე, პირის ღრუში, თვალებში და გარეგან სასქესო ორგანოებზე წყლულები და გამონაყარი – ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის გამოვლინება (სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, რაც ვლინდება კანის და ლორწოვანი გარსის მძიმე დაზიანებებით).

სხვა ცნობილი გვერდითი ეფექტები

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)

თავის ტკივილი

ყაბზობა

შეუძლოდ ყოფნა

კუნთების ტკივილი

სისუსტის შეგრძნება

თავბრუსხვევა

შაქრიანი დიაბეტი: დიაბეტის ალბათობა უფრო მაღალია, თუ თქვენ გაქვთ სისხლში შაქრისა და ცხიმების მომატებული დონეები, ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. ექიმი აწარმოებს თქვენზე დაკვირვებას; ამასთან, უნდა გაგრძელდეს ამ პრეპარატის მიღება.

მუცლის ტკივილი

ფაღარათი

მეტეორიზმი (ნაწლავებში აირების მომატებული რაოდენობა)

დაღლილობის შეგრძნება

ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება (ტრანსამინაზების)

შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილების შემცველობის მომატება – ეს გადახრა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე (მხოლოდ 40 მგ როზუვასტატინის მიღებისას)

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)

გამონაყარი, კანის ქავილი, ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე

კუნთოვანი ქსოვილის მახასიათებელი ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება

ხველა

კუჭის მიერ საკვების გადამუშავების შეუძლებლობა

გულძმარვა

ტკივილი სახსრებში

კისრის ტკივილი

კუნთოვანი სპაზმები

მადის დაქვეითება

ტკივილი

ტკივილი მკერდის არეში

სისხლის მოწოლის შეგრძნება

მომატებული არტერიული წნევა

ჩხვლეტის შეგრძნება

პირის სიმშრალე

კუჭის არეში წვის შეგრძნება

ზურგის ტკივილი

კუნთების სისუსტე

ტკივილი კიდურებში

შეშუპებები, განსაკუთრებით ტერფებისა და ხელის მტევნების

შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილების შემცველობის მომატება – ეს გადახრა ჩვეულებრივ ნორმალიზდება როზუვასტატინის მოხსნის აუცილებლობის გარეშე (მხოლოდ 10 და 20 მგ როზუვასტატინის მიღებისას)

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება: იწვევს ძლიერ ტკივილს მუცელში, რომელიც გადადის ზურგის არეში

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც სეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევა, სისხლდენა

გლურასმაგვარი დაავადების სინდრომი (გამონაყარი, ტკივილი სახსრებში, სისხლის უჯრედების მხრივ ცვლილებები)

კუნთების გახლეჩვა

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში ან უფრო იშვიათად)

სიყვითლე (კანის და თვალების ყვითალად შეფერვა)

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

შარდში სისხლის კვალი

ხელებსა და ფეხებში დაბუჟების შეგრძნება და სხვა ნევროლოგიური სიმპტომები

მეხსიერების დაკარგვა

მამაკაცებში მკერდის ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია)

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე)

ქოშინი

შეშუპება

ძილის დარღვევა, მათ შორის, უძილობა და ღამის კოშმარები

სასქესო ფუნქციის დარღვევა

დეპრესია

სუნთქვის დარღვევა, მათ შორის, მდგრადი ხველა და/ან ქოშინი და ცხელება

მყესების დაზიანება

მუდმივი კუნთების სისუსტე

წითელი ფერის ამობურცული გამონაყარი კანზე, დაზიანებებით (მულტიფორმული ერითემა)

კუნთების დაჭიმულობა

სანაღვლე გზებში კენჭების წარმოქმნა ან ნაღვლის ბუშტის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს მუცელში ტკივილის სახით, გულისრევა და ღებინება)

ზეტორი პლუსის შენახვის პირობები

პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

ვარგისობის ვადა:

3 წელი

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ნუ გამოიყენებთ ზეტორ პლუსს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ზეტორი პლუსი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

სხვა ინფორმაცია

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals Ltd,

საქართველო

მწარმოებელი

ELPEN Pharmaceutical Co. Inc,

საბერძნეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა