ზეპოქსელი 200მგ
Zepoxel 200mg
ზეპოქსელი არის ბაქტერიციდული ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკი, რომელიც აქტიურია ფართო სპექტრის გრამუარყოფითი და გრამდადეითი ორგანიზმების მიმართ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფპოდო (cefpodoxime)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (2X7)
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DD13
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040991
- რეგისტრირებულია
- 16 მაისი 2024, მოქმედებს 16 მაისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ზეპოქსელი 200მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ზეპოქსელი არის ბაქტერიციდული ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკი, რომელიც აქტიურია ფართო სპექტრის გრამუარყოფითი და გრამდადეითი ორგანიზმების მიმართ. პრეპარატი გამოიყენება ინფექციის გამომწვევი ორგანიზმის აღმოჩენამდე ან დადგენილი მგრძნობელობის ბაქტერიებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ცეფპოდოქსიმის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი. ტონზილიტისა და ფარინგიტის სამკურნალოდ ზეპოქსელი გამოიყენება მორეციდივე ან ქრონიკული ინფექციის დროს, ან ზოგადად მოხმარებადი ანტიბიოტიკების მიმართ გამომწვევის ცნობილი ან მოსალოდნელი რეზისტენტობის შემთხვევებში.
ცეფპოდოქსიმის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის რეციდივი ან გამწვავება და ბაქტერიული პნევმონია.
ცეფპოდოქსიმის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული ზედა და ქვედა საშარდე ტრაქტის ინფექციები, ცისტიტისა და მწვავე პიელონეფრიტის ჩათვლით.
ცეფპოდოქსიმის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, როგორიცაა აბსცესები, ცელულიტი, დაინფიცირებული ჭრილობა, ფურუნკული, ფოლიკულიტი, პარონიქია, კარბუნკული და წყლულები.
გონორეა, გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტი.
მიღების წესი და დოზირება
პერორალურად.
მოზრდილები:
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილები:
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ცეფპოდოქსიმის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისთვის, სინუსიტის ჩათვლით. ტონზილიტისა და ფარინგიტის სამკურნალოდ ზეპოქსელი გამოიყენება მორეციდივე ან ქრონიკული ინფექციის დროს, ან ზოგადად მოხმარებადი ანტიბიოტიკების მიმართ გამომწვევის ცნობილი ან მოსალოდნელი რეზისტენტობის შემთხვევებში.
სინუსიტი: 200 მგ ორჯერ დღეში.
ზედა სასუნთქი გზების სხვა ინფექციები: 100 მგ ორჯერ დღეში.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ცეფპოდოქსიმის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებისთვის, მწვავე ბრონქიტის, ქრონიკული ბრონქიტის რეციდივის ან გამწვავების და ბაქტერიული პნევმონიის ჩათვლით: 100-200 მგ ორჯერ დღეში, ინფექციის სიმძიმის მიხედვით.
საშარდე ტრაქტის ინფექციები:
ქვედა საშარდე ტრაქტის გაურთულებელი ინფექციები: 100 მგ მიიღება ორჯერ დღეში.
ზედა საშარდე ტრაქტის გაურთულებელი ინფექციები: 200 მგ მიიღება ორჯერ დღეში.
გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტი: 200 მგ მიიღება ერთჯერადი დოზის სახით.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: 200 მგ მიიღება ორჯერ დღეში.
სათანადო შეწოვის მიზნით ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს.
ხანდაზმულები:
თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
ბავშვები:
ბავშვებისთვის რეკომენდებულია ცეფპოდოქსიმის გამოყენება პერორალური გრანულების სახით. ბავშვებში რეკომენდებული დოზა გაანგარიშდება სხეულის მასის მიხედვით და შეადგენს 8 მგ-ს/სხეულის მასის კილოგრამზე/დღეში, განაწილებული 2 მიღებაზე.
ტაბლეტები გამოიყენება 25 კგ და მეტი წონის ბავშვებში.
2 თვემდე ასაკის ჩვილებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
თირკმელების უკმარისობა:
სეპფოტეკის დოზის კორექტირება არ არის საჭირო, თუ კრეატინინის კლირენსი 40 მლ/წთ მაღალია.
აღნიშნულზე დაბალი მაჩენებლების ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა პლაზმაში ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები, ამიტომ საჭიროა დოზის შესაბამისად კორექტირება.
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)
39-10
ერთეული დოზა1 მიიღება ერთჯერადი დოზის სახით ყოველ 24 საათში (ე.ი. მოზრდილებისთვის განკუთვნილი ჩვეულებრივი დოზის ნახევარი)
<10
ერთეული დოზა1 მიიღება ერთჯერადი დოზის სახით ყოველ 48 საათში (ე.ი. მოზრდილებისთვის განკუთვნილი ჩვეულებრივი დოზის მეოთხედი)
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
ერთეული დოზა1 მიიღება დიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ.
მითითება:
1 ერთეული დოზა შეადგენს 100 მგ-ს ან 200 მგ-ს, ინფექციის ტიპის მიხედვით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ცეფპოდოქსიმის და ნებისმიერი სხვა ცეფალოსპორინის, ასევე პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ცეფალოსპორინების დანიშვნამდე საჭიროა პენიცილინის მიმართ ალერგიის განმსაზღვრელი ანალიზის ჩატარება, რადგან შემთხვევების 5-10%-ში აღინიშნება ჯვარედინი ალერგია პენიცილინზე.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პენიცილინის მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებში: საჭიროა მკაცრი სამედიცინო დაკვირვება პრეპარატის პირველად მიღების დროს. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, მკურნალობის დაწყება საჭროა სამედიცინო მუშაკის თანდასწრებით, ნებისმიერი ანაფილაქსიური შემთხვევის მკურნალობის ჩასატარებლად.
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ალერგია სხვა ცეფალოსპორინებზე, უნდა იქნას გათვალისწინებული ზეპოქსელის მიმართ ჯვარედინი ალერგიის ალბათობა. ზეპოქსელი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ცეფალოსპორინზე.
ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების შემთხვევაში აღნიშნული ჰიპერმგრძნობელობის (ანაფილაქსიური) რეაქციები შეიძლება იყოს სერიოზული და ზოგჯერ ლეტალური.
ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი გამოვლინება ნიშნავს, რომ მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ზეპოქსელი არ წარმოადგენს არჩევის ანტიბიოტიკს სტაფილოკოკური პნევმონიის მკურნალობისას და არ გამოიყენება ისეთი ორგანიზმებით გამოწვეული ატიპიური პნევმონიის სამკურნალოდ, როგორიცაა Legionella, Mycoplasma და Chlamydia.
თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს დოზის შემცირება კრეატინინის კლირენსის მიხედვით.
შესაძლო გვერდითი მოვლენები ითვალისწინებს დარღვევებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და ტკივილი მუცლის არეში. ანტიბიოტიკები ყოველთვის ინიშნება სიფრთხილით ანამნეზში კუჭ-ნაწლავური დაავადების, განსაკუთრებით კოლიტის მქონე პაციენტებში. ცეფპოდოქსიმმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი. აღნიშნული გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება უფრო ხშირად აღინიშნოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით მკურნალობის შემთხვევაში, განიხილება როგორც პოტენციურად სერიოზული. საჭიროა ანალიზის ჩატარება C. difficile-ს არსებობაზე. კოლიტის ნებისმიერ პოტენციურ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა. დიაგნოზი უნდა დადასტურდეს რექტოსკოპიის საშუალებით და თუ კლინიკურად აუცილებელია, უნდა იქნას ჩანაცვლებული სპეციფიური ანტიბიოტიკოთერაპიით (ვანკომიცინი). საჭიროა განავლის შეგუბების გამომწვევი პროდუქტების მიღებისგან თავის შეკავება. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ანტიბიოტიკს შეუძლია გამოიწვიოს ფსევდომემბრანული კოლიტი, რისკი უფრო მაღალია ისეთი ფართო სპექტრის პრეპარატების შემთხვევაში, როგორიცაა ცეფალოსპორინები.
როგორც ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ნეიტროპენია და უფრო იშვიათად აგრანულოციტოზი, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს. 10 დღეზე მეტი დროის განმავლობაში მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა სისხლის უჯრედების რაოდენობის მონიტორინგი, ხოლო ნეიტროპენიის გამოვლენის შემთხვევაში - მკურნალობის შეწყვეტა.
ცეფალოსპორინები შეიძლება შეიწოვებოდეს ერითროციტების მემბრანების ზედაპირში და რეაქციაში შევიდეს ამ პრეპარატის საწინააღმდეგო ანტისხეულებთან. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს კუმბსის ტესტის დადებითი შედეგი და ძალიან იშვიათად ჰემოლიზური ანემია. ამ რეაქციის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ჯვარედინი რეაქცია პენიცილინთან.
თირკმლის ფუნქციის ცვლილებები აღინიშნება ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკების მიღებისას, განსაკუთრებით პოტენციურ ნეფროტოქსიკურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები ან/და ძლიერი დიურეზულები. აღნიშნულ შემთხვევებში, საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ცეფპოდოქსიმის პროქსეტილის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება იწვევდეს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბ ზრდას. პერორალური ანტიბიოტიკების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ნაწლავის ნორმალური ფლორა, რაც ხელს უწყობს კლოსტრიდიას გავრცელებას შემდგომში ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარებით. აუცილებელია განმეორებით გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი ზომების მიღება თერაპიის პერიოდში სუპერინფექციის გამოვლენის შემთხვევაში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ აღინიშნებოდა კლინიკური კვლევების დროს.
ჰისტამინური H2-რეცეპტორების ანტაგონისტები და ანტაციდები ამცირებს ცეფპოდოქსიმის ბიოშეღწევადობას. პრობენეციდი ამცირებს ცეფალოსპორინების გამოყოფას. ცეფალოსპორინები პოტენციურად ზრდის კუმარინის ჯგუფის ანტიკოაგულანტების ეფექტს და ამცირებს ესტროგენების კონტრაცეპტიულ ეფექტს.
როგორც სხვა ცეფალოსპორინების შემთხვევაში, ცნობილია კუმბსის ტესტის დადებითი პასუხის ერთეული შემთხვევების შესახებ (იხ. პარაგრაფი გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები).
კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფპოდოქსიმის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 30%-ით მცირდება იმ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ანეიტრალებს კუჭის წვენის рН-ს ან აფერხებს მჟავას გამოყოფას. ამიტომ მინერალური ტიპის ანტაციდები და Н2-ბლოკერები, როგორიცაა რანიტიდინი, რომლებიც ზრდის კუჭის წვენის рН-ს, მიიღება ცეფპოდოქსიმის მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ.
ბიოშეღწევადობა იზრდება, თუ პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად.
პრეპარატის მიღების ფონზე შარდში გლუკოზის განსაზღვრის დროს შესაძლებელია ცრუდადებითი შედეგების მიღება ბენედიქტისა და ფლემინგის ხსნარების ან სპილენძის სულფატის შემცველი ტაბლეტების გამოყენებისას, მაგრამ არა გლუკოზოოქსიდაზას ფერმენტული რეაქციების შედეგად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველების რამდენიმე ჯიშზე ჩატარებული კვლევებით ნაჩვენები არ არის რაიმე ტერატოგენული ან ფეტოტოქსიკური ეფექტები. თუმცა, ორსულებში ცეფპოდოქსიმის პროქსეტილის უსაფრთხოება არ არის დადგენილი, და როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, ის სიფრთხილით მიიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე.
ცეფპოდოქსიმი გამოიყოფა დედის რძეში. საჭიროა ძუძუთი კვების ან დედის მკურნალობის შეწყვეტა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ყურადღება უნდა მიექცეს თავბრუსხვევის განვითარების რისკს.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია MedDRA ორგანოთა სისტემების კლასიფიკაციის მიხედვით. სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-<1/10); არც თუ ხშირი (>1/1,000-<1/100); იშვიათი (>1/10,000-<1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია). არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია ორგანოთა სისტემების კლასიფიკაციის და სიმძიმის შემცირების მიხედვით.
დარღვევები სისხლსა და ლიმფურის სისტემის მხრივ
იშვიათი: ჰემატოლოგიური დარღვევები, როგორიცაა ჰემოგლობინის დაქვეითება, თრომბოციტოზი, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ეოზინოფილია.
ძალიან იშვიათი: ჰემოლიზური ანემია.
სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მსგავსად, ცეფპოდოქსიმით მკურნალობისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება განვითარდეს ნეიტროპენია, უფრო იშვიათად - აგრანულოციტოზი.
დარღვევები ყურისა და ლაბირინთული სისტემის მხრივ
არც თუ ხშირი: ტინიტუსი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: სიმძიმე კუჭის არეში, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, დიარეა.
შეიძლება განვითარდეს სისხლიანი დიარეა ენტეროკოლიტის სიმპტომის სახით.
იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ განვითარდა მძიმე ან ხანგრძლივი დიარეა, უნდა იქნას განხილული ფსევდომემბრანული კოლიტის შესაძლებლობა (იხ. პარაგრაფი გაფრთხილება/ სიფრთხილის ზომები).
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე
არც თუ ხშირი: ასთენია ან შეუძლოდ ყოფნა
ჰეპატობილიარული დარღვევები
იშვიათად: ასტ, ალტ, ტუტე ფოსფატაზას ან/და ბილირუბინის კონცენტრაციების გარდამავალი ზომიერი მომატება. აღნიშნული ლაბორატორიული პათოლოგიები, რომლებიც შეიძლება აიხსნას ინფექციით, იშვიათად ორჯერ აღემატება აღნიშნული დიაპაზონის ზედა ზღვარს და ავლენს ღვიძლის, როგორც წესი ქოლესტაზური და ყველაზე ხშირად ასიმპტომური, დაზიანების სურათს.
ძალიან იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა.
იმუნური სისტემის დარღვევები
აღინიშნა ნებისმიერი ხარისხისა და სიმძიმის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (იხ. პარაგრაფი უკუჩვენება)
არც თუ ხშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი
ძალიან იშვიათი: კანის რეაქციები ბუშტუკების წარმოქმნით (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი). აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატით მკურნალობა. სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, ძალიან იშვიათად აღინიშნა ანაფილაქტოიდური რეაქციები, ბრონქოსპაზმი, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი რეაქციები, გამონაყარი, ცხელება და ართრალგია.
ინფექციები და ინვაზიები
შეიძლება აღინიშნოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ინტენსიური გავრცელება (იხ. პარაგრაფი გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები).
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ
ხშირი: მადის დაკარგვა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
არც თუ ხშირი: თავის ტკივილი, პარესთეზია, თავბრუსხვევა.
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ
ძალიან იშვიათი: სისხლში შარდოვანას აზოტის შემცველობისა და კრეატინინის კონცენტრაციის მომატება.
თირკმლის ფუნქციის ცვლილებები აღინიშნა ცეფპოდოქსიმის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიღებისას, განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდებთან ან/და ძლიერ დიურეზულებთან ერთდროულად მიღების შემთხვევაში.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოქმედებას
ჭარბი დოზა
ზეპოქსელის 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, შესაძლებელია ენცეფალოპათიის განვითარება. როგორც წესი, ენცეფალოპათია შექცევადია პლაზმაში ცეფპოდოქსიმის დონის შემცირებისას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შემადგენლობა
ზეპოქსელი 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული თითო ტაბლეტი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ცეფპოდოქსიმის პროქსეტილს, რაც შეესაბამება 200 მგ ცეფპოდოქსიმს, და ტიტანის დიოქსიდს (E171) საღებავის სახით.
შენახვის პირობები
2 წელი
ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
Saray Mahallesi Dr. Adnan Büyükdeniz Cad. №14
34768 უმრანიე/სტამბული/თურქეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
III თაობის ცეფალოსპორინები.
ათქ კოდი: J01DD13
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ზეპოქსელი (ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი) არის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი, მე-3 თაობის პერორალური ცეფალოსპორინი. ის არის ცეფპოდოქსიმის პროწამალი.
პერორალური მიღებისას ზეპოქსელი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის კედელში და სწრაფად ჰიდროლიზდება ცეფპოდოქსიმის, ბაქტერიული ანტიბიოტიკის წარმოქმნით, რომელიც შემდეგ აბსორბირდება სისტემურად.
ბაქტერიოლოგია:
ცეფპოდოქსიმის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებაზე. ის სტაბილურია მრავალი ბეტა-ლაქტამაზას მიმართ.
in vitro პირობებში ცეფპოდოქსიმმა აჩვენა ბაქტერიციდული აქტივობა მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიის მიმართ.
ის ძალიან აქტიურია გრამდადებითი ორგანიზმების მიმართ:
Streptococcus pneumoniae
A (S. pyogenes), B (S. agalactiae), C, F და G ჯგუფის სტრეპტოკოკები
სხვა სტრეპტოკოკები (S. mitis, S. sanguis და S. salivarius)
Corynebacterium diphtheriae
ის ძალიან აქტიურია გრამუარყოფითი ორგანიზმების მიმართ:
Haemophilus influenzae (შტამები, რომლებიც წარმოქმნიან და არ წარმოქმნიან ბეტა-ლაქტამაზას)
Haemophilus para-influenzae (შტამები, რომლებიც წარმოქმნიან და არ წარმოქმნიან ბეტა-ლაქტამაზას)
Branhamella catarrhalis (შტამები, რომლებიც წარმოქმნიან და არ წარმოქმნიან ბეტა-ლაქტამაზას)
Neisseria meningitides
Neisseria gonorrhoeae
Escherichia coli
Klebsiella Spp. (K. pneumoniae; K. oxytoca)
Proteus mirabilis
ის ზომიერად აქტიურია მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკების, შტამების მიმართ, რომლებიც წარმოქმნის და არ წარმოქმნის პენიცილინაზას (S. aureus და S. epidermidis).
გარდა ამისა, როგორც ბევრი ცეფალოსპორინის შემთხვევაში, ცეფპოდოქსიმის მიმართ რეზისტენტულია: enterococci, მეტიცილინრეზისტენტული სტაფილოკოკები (S. aureus და S. epidermidis), Staphylococcus saprophyticus, Pseudomonas aeruginosa და Pseudomonas Spp., Clostridium difficile, Bacteroides fragilis და მონათესავე სახეობები.
როგორც ყველა ანტიბიოტიკის შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, მგრძნობელობა უნდა დადასტურდეს in vitro ტესტირებით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ზეპოქსელი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ჰიდროლიზდება აქტიური მეტაბოლიტის ცეფპოდოქსიმის წარმოქმნით. 100 მგ ცეფპოდოქსიმის შესაბამისი ტაბლეტების სახით ცეფპოდოქსიმის პროქსეტილის პერორალურად მიღებისას, შეიწოვება 51.5% და შეწოვა იზრდება საკვების მიღებით. განაწილების მოცულობა შეადგენს 32,3 ლ-ს და ცეფპოდოქსიმის პიკური კონცენტრაცია აღინიშნება დოზის მიღებიდან 2-3 საათში. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია შესაბამისად შეადგენს 1.2 მგ/ლ და 2.5 მგ/ლ, 100 მგ და 200 მგ დოზის მიღების შემდეგ. 14.5 დღის განმავლობაში დღე-ღამეში ორჯერ 100 მგ და 200 მგ დოზის მიღების შემდეგ, პლაზმაში ცეფპოდოქსიმის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები რჩება უცვლელი.
ცეფპოდოქსიმის კავშირი სისხლის პლაზმის ცილებთან, ძირითადად ალბუმინთან, შეადგენს 40%-ს. ეს არის არანაჯერი კავშირი.
ცეფპოდოქსიმის კონცენტრაციები, რომლებიც აღემატება მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციებს (მმკ) გავრცელებული პათოგენური მიკროორგანიზმებისთვის, შეიძლება მიღწეულ იქნას ფილტვის პარენქიმაში, ბრონქების ლორწოვან გარსში, პლევრულ სითხეში, ნუშისებრ ჯირკვალში, ინტერსტიციულ სითხესა და წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში.
ცეფპოდოქსიმის დიდი ნაწილი გამოიყოფა შარდით, ამიტომ კონცენტრაცია მაღალია. (კონცენტრაცია 0-4, 4-8, 8-12 სთ დროის ინტერვალში ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ აღემატება შარდის გავრცელებული პათოგენური მიკროორგანიზმების მმკ90). ცეფპოდოქსიმის კარგი დიფუზია ასევე აღინიშნება თირკმლის ქსოვილში, შარდის გავრცელებული პათოგენური მიკროორგანიზმების მმკ90 უფრო მაღალი კონცენტრაციებით 200 მგ ერთჯერადი დოზის მიღებიდან 3-12 საათში (1.6-3.1 მკგ/გ). ცეფპოდოქსიმის კონცენტრაციები ტვინის ქსოვილებსა და ტვინის გარსში არის მსგავსი.
ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 200 მგ ერთჯერადი დოზის მიღებიდან 6-12 საათში ცეფპოდოქსიმის საშუალო კონცენტრაციები საერთო ეაკულატში მმკ90 უფრო მაღალია N. gonorrhoeae-სთვის.
ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, 80% გამოიყოფა შარდით შეუცვლელი სახით, ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 2.4 სთ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ზეპოქსელი 200 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა
ზეპოქსელი 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული თითო ტაბლეტი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ცეფპოდოქსიმის პროქსეტილს, რაც შეესაბამება 200 მგ ცეფპოდოქსიმს, და ტიტანის დიოქსიდს (E171) საღებავის სახით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: III თაობის ცეფალოსპორინები.

ჩვენება:
ზეპოქსელი არის ბაქტერიციდული ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკი, რომელიც აქტიურია ფართო სპექტრის გრამუარყოფითი და გრამდადეითი ორგანიზმების მიმართ. პრეპარატი გამოიყენება ინფექციის გამომწვევი ორგანიზმის აღმოჩენამდე ან დადგენილი მგრძნობელობის ბაქტერიებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ცეფპოდოქსიმის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი. ტონზილიტისა და ფარინგიტის სამკურნალოდ ზეპოქსელი გამოიყენება მორეციდივე ან ქრონიკული ინფექციის დროს, ან ზოგადად მოხმარებადი ანტიბიოტიკების მიმართ გამომწვევის ცნობილი ან მოსალოდნელი რეზისტენტობის შემთხვევებში.
ცეფპოდოქსიმის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის რეციდივი ან გამწვავება და ბაქტერიული პნევმონია.
ცეფპოდოქსიმის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული ზედა და ქვედა საშარდე ტრაქტის ინფექციები, ცისტიტისა და მწვავე პიელონეფრიტის ჩათვლით.
ცეფპოდოქსიმის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, როგორიცაა აბსცესები, ცელულიტი, დაინფიცირებული ჭრილობა, ფურუნკული, ფოლიკულიტი, პარონიქია, კარბუნკული და წყლულები.
გონორეა, გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტი.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ცეფპოდოქსიმის და ნებისმიერი სხვა ცეფალოსპორინის, ასევე პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ.
გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები
ცეფალოსპორინების დანიშვნამდე საჭიროა პენიცილინის მიმართ ალერგიის განმსაზღვრელი ანალიზის ჩატარება, რადგან შემთხვევების 5-10%-ში აღინიშნება ჯვარედინი ალერგია პენიცილინზე.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პენიცილინის მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებში: საჭიროა მკაცრი სამედიცინო დაკვირვება პრეპარატის პირველად მიღების დროს. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, მკურნალობის დაწყება საჭროა სამედიცინო მუშაკის თანდასწრებით, ნებისმიერი ანაფილაქსიური შემთხვევის მკურნალობის ჩასატარებლად.
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ალერგია სხვა ცეფალოსპორინებზე, უნდა იქნას გათვალისწინებული ზეპოქსელის მიმართ ჯვარედინი ალერგიის ალბათობა. ზეპოქსელი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ცეფალოსპორინზე.
ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების შემთხვევაში აღნიშნული ჰიპერმგრძნობელობის (ანაფილაქსიური) რეაქციები შეიძლება იყოს სერიოზული და ზოგჯერ ლეტალური.
ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი გამოვლინება ნიშნავს, რომ მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ზეპოქსელი არ წარმოადგენს არჩევის ანტიბიოტიკს სტაფილოკოკური პნევმონიის მკურნალობისას და არ გამოიყენება ისეთი ორგანიზმებით გამოწვეული ატიპიური პნევმონიის სამკურნალოდ, როგორიცაა Legionella, Mycoplasma და Chlamydia.
თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს დოზის შემცირება კრეატინინის კლირენსის მიხედვით.
შესაძლო გვერდითი მოვლენები ითვალისწინებს დარღვევებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და ტკივილი მუცლის არეში. ანტიბიოტიკები ყოველთვის ინიშნება სიფრთხილით ანამნეზში კუჭ-ნაწლავური დაავადების, განსაკუთრებით კოლიტის მქონე პაციენტებში. ცეფპოდოქსიმმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი. აღნიშნული გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება უფრო ხშირად აღინიშნოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით მკურნალობის შემთხვევაში, განიხილება როგორც პოტენციურად სერიოზული. საჭიროა ანალიზის ჩატარება C. difficile-ს არსებობაზე. კოლიტის ნებისმიერ პოტენციურ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა. დიაგნოზი უნდა დადასტურდეს რექტოსკოპიის საშუალებით და თუ კლინიკურად აუცილებელია, უნდა იქნას ჩანაცვლებული სპეციფიური ანტიბიოტიკოთერაპიით (ვანკომიცინი). საჭიროა განავლის შეგუბების გამომწვევი პროდუქტების მიღებისგან თავის შეკავება. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ანტიბიოტიკს შეუძლია გამოიწვიოს ფსევდომემბრანული კოლიტი, რისკი უფრო მაღალია ისეთი ფართო სპექტრის პრეპარატების შემთხვევაში, როგორიცაა ცეფალოსპორინები.
როგორც ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ნეიტროპენია და უფრო იშვიათად აგრანულოციტოზი, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს. 10 დღეზე მეტი დროის განმავლობაში მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა სისხლის უჯრედების რაოდენობის მონიტორინგი, ხოლო ნეიტროპენიის გამოვლენის შემთხვევაში - მკურნალობის შეწყვეტა.
ცეფალოსპორინები შეიძლება შეიწოვებოდეს ერითროციტების მემბრანების ზედაპირში და რეაქციაში შევიდეს ამ პრეპარატის საწინააღმდეგო ანტისხეულებთან. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს კუმბსის ტესტის დადებითი შედეგი და ძალიან იშვიათად ჰემოლიზური ანემია. ამ რეაქციის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ჯვარედინი რეაქცია პენიცილინთან.
თირკმლის ფუნქციის ცვლილებები აღინიშნება ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკების მიღებისას, განსაკუთრებით პოტენციურ ნეფროტოქსიკურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები ან/და ძლიერი დიურეზულები. აღნიშნულ შემთხვევებში, საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ცეფპოდოქსიმის პროქსეტილის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება იწვევდეს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბ ზრდას. პერორალური ანტიბიოტიკების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ნაწლავის ნორმალური ფლორა, რაც ხელს უწყობს კლოსტრიდიას გავრცელებას შემდგომში ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარებით. აუცილებელია განმეორებით გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი ზომების მიღება თერაპიის პერიოდში სუპერინფექციის გამოვლენის შემთხვევაში.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
ცხოველების რამდენიმე ჯიშზე ჩატარებული კვლევებით ნაჩვენები არ არის რაიმე ტერატოგენული ან ფეტოტოქსიკური ეფექტები. თუმცა, ორსულებში ცეფპოდოქსიმის პროქსეტილის უსაფრთხოება არ არის დადგენილი, და როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, ის სიფრთხილით მიიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე.
ცეფპოდოქსიმი გამოიყოფა დედის რძეში. საჭიროა ძუძუთი კვების ან დედის მკურნალობის შეწყვეტა.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ყურადღება უნდა მიექცეს თავბრუსხვევის განვითარების რისკს.
გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები:
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია MedDRA ორგანოთა სისტემების კლასიფიკაციის მიხედვით. სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-<1/10); არც თუ ხშირი (>1/1,000-<1/100); იშვიათი (>1/10,000-<1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია). არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია ორგანოთა სისტემების კლასიფიკაციის და სიმძიმის შემცირების მიხედვით.
დარღვევები სისხლსა და ლიმფურის სისტემის მხრივ
იშვიათი: ჰემატოლოგიური დარღვევები, როგორიცაა ჰემოგლობინის დაქვეითება, თრომბოციტოზი, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ეოზინოფილია.
ძალიან იშვიათი: ჰემოლიზური ანემია.
სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მსგავსად, ცეფპოდოქსიმით მკურნალობისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება განვითარდეს ნეიტროპენია, უფრო იშვიათად - აგრანულოციტოზი.
დარღვევები ყურისა და ლაბირინთული სისტემის მხრივ
არც თუ ხშირი: ტინიტუსი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: სიმძიმე კუჭის არეში, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, დიარეა.
შეიძლება განვითარდეს სისხლიანი დიარეა ენტეროკოლიტის სიმპტომის სახით.
იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ განვითარდა მძიმე ან ხანგრძლივი დიარეა, უნდა იქნას განხილული ფსევდომემბრანული კოლიტის შესაძლებლობა (იხ. პარაგრაფი გაფრთხილება/ სიფრთხილის ზომები).
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე
არც თუ ხშირი: ასთენია ან შეუძლოდ ყოფნა
ჰეპატობილიარული დარღვევები
იშვიათად: ასტ, ალტ, ტუტე ფოსფატაზას ან/და ბილირუბინის კონცენტრაციების გარდამავალი ზომიერი მომატება. აღნიშნული ლაბორატორიული პათოლოგიები, რომლებიც შეიძლება აიხსნას ინფექციით, იშვიათად ორჯერ აღემატება აღნიშნული დიაპაზონის ზედა ზღვარს და ავლენს ღვიძლის, როგორც წესი ქოლესტაზური და ყველაზე ხშირად ასიმპტომური, დაზიანების სურათს.
ძალიან იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა.
იმუნური სისტემის დარღვევები
აღინიშნა ნებისმიერი ხარისხისა და სიმძიმის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (იხ. პარაგრაფი უკუჩვენება)
არც თუ ხშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი
ძალიან იშვიათი: კანის რეაქციები ბუშტუკების წარმოქმნით (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი). აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატით მკურნალობა. სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, ძალიან იშვიათად აღინიშნა ანაფილაქტოიდური რეაქციები, ბრონქოსპაზმი, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი რეაქციები, გამონაყარი, ცხელება და ართრალგია.
ინფექციები და ინვაზიები
შეიძლება აღინიშნოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ინტენსიური გავრცელება (იხ. პარაგრაფი გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები).
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ
ხშირი: მადის დაკარგვა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
არც თუ ხშირი: თავის ტკივილი, პარესთეზია, თავბრუსხვევა.
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ
ძალიან იშვიათი: სისხლში შარდოვანას აზოტის შემცველობისა და კრეატინინის კონცენტრაციის მომატება.
თირკმლის ფუნქციის ცვლილებები აღინიშნა ცეფპოდოქსიმის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიღებისას, განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდებთან ან/და ძლიერ დიურეზულებთან ერთდროულად მიღების შემთხვევაში.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოქმედებას
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა ურთიერთქმედება:
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ აღინიშნებოდა კლინიკური კვლევების დროს.
ჰისტამინური H2-რეცეპტორების ანტაგონისტები და ანტაციდები ამცირებს ცეფპოდოქსიმის ბიოშეღწევადობას. პრობენეციდი ამცირებს ცეფალოსპორინების გამოყოფას. ცეფალოსპორინები პოტენციურად ზრდის კუმარინის ჯგუფის ანტიკოაგულანტების ეფექტს და ამცირებს ესტროგენების კონტრაცეპტიულ ეფექტს.
როგორც სხვა ცეფალოსპორინების შემთხვევაში, ცნობილია კუმბსის ტესტის დადებითი პასუხის ერთეული შემთხვევების შესახებ (იხ. პარაგრაფი გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები).
კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფპოდოქსიმის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 30%-ით მცირდება იმ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ანეიტრალებს კუჭის წვენის рН-ს ან აფერხებს მჟავას გამოყოფას. ამიტომ მინერალური ტიპის ანტაციდები და Н2-ბლოკერები, როგორიცაა რანიტიდინი, რომლებიც ზრდის კუჭის წვენის рН-ს, მიიღება ცეფპოდოქსიმის მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ.
ბიოშეღწევადობა იზრდება, თუ პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად.
პრეპარატის მიღების ფონზე შარდში გლუკოზის განსაზღვრის დროს შესაძლებელია ცრუდადებითი შედეგების მიღება ბენედიქტისა და ფლემინგის ხსნარების ან სპილენძის სულფატის შემცველი ტაბლეტების გამოყენებისას, მაგრამ არა გლუკოზოოქსიდაზას ფერმენტული რეაქციების შედეგად.
დოზირება და გამოყენების წესი:
მიღების წესი: პერორალურად.
მოზრდილები:
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილები:
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ცეფპოდოქსიმის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისთვის, სინუსიტის ჩათვლით. ტონზილიტისა და ფარინგიტის სამკურნალოდ ზეპოქსელი გამოიყენება მორეციდივე ან ქრონიკული ინფექციის დროს, ან ზოგადად მოხმარებადი ანტიბიოტიკების მიმართ გამომწვევის ცნობილი ან მოსალოდნელი რეზისტენტობის შემთხვევებში.
სინუსიტი: 200 მგ ორჯერ დღეში.
ზედა სასუნთქი გზების სხვა ინფექციები: 100 მგ ორჯერ დღეში.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ცეფპოდოქსიმის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებისთვის, მწვავე ბრონქიტის, ქრონიკული ბრონქიტის რეციდივის ან გამწვავების და ბაქტერიული პნევმონიის ჩათვლით: 100-200 მგ ორჯერ დღეში, ინფექციის სიმძიმის მიხედვით.
საშარდე ტრაქტის ინფექციები:
ქვედა საშარდე ტრაქტის გაურთულებელი ინფექციები: 100 მგ მიიღება ორჯერ დღეში.
ზედა საშარდე ტრაქტის გაურთულებელი ინფექციები: 200 მგ მიიღება ორჯერ დღეში.
გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტი: 200 მგ მიიღება ერთჯერადი დოზის სახით.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: 200 მგ მიიღება ორჯერ დღეში.
სათანადო შეწოვის მიზნით ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს.
ხანდაზმულები:
თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
ბავშვები:
ბავშვებისთვის რეკომენდებულია ცეფპოდოქსიმის გამოყენება პერორალური გრანულების სახით. ბავშვებში რეკომენდებული დოზა გაანგარიშდება სხეულის მასის მიხედვით და შეადგენს 8 მგ-ს/სხეულის მასის კილოგრამზე/დღეში, განაწილებული 2 მიღებაზე.
ტაბლეტები გამოიყენება 25 კგ და მეტი წონის ბავშვებში.
2 თვემდე ასაკის ჩვილებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
თირკმელების უკმარისობა:
სეპფოტეკის დოზის კორექტირება არ არის საჭირო, თუ კრეატინინის კლირენსი 40 მლ/წთ მაღალია.
აღნიშნულზე დაბალი მაჩენებლების ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა პლაზმაში ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები, ამიტომ საჭიროა დოზის შესაბამისად კორექტირება.
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)
39-10
ერთეული დოზა1 მიიღება ერთჯერადი დოზის სახით ყოველ 24 საათში (ე.ი. მოზრდილებისთვის განკუთვნილი ჩვეულებრივი დოზის ნახევარი)
<10
ერთეული დოზა1 მიიღება ერთჯერადი დოზის სახით ყოველ 48 საათში (ე.ი. მოზრდილებისთვის განკუთვნილი ჩვეულებრივი დოზის მეოთხედი)
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
ერთეული დოზა1 მიიღება დიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ.
მითითება:
1 ერთეული დოზა შეადგენს 100 მგ-ს ან 200 მგ-ს, ინფექციის ტიპის მიხედვით.
დოზის გადაჭარბება: ზეპოქსელის 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, შესაძლებელია ენცეფალოპათიის განვითარება. როგორც წესი, ენცეფალოპათია შექცევადია პლაზმაში ცეფპოდოქსიმის დონის შემცირებისას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°С-ზე, ორიგინალ შეფუთვაში. პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
ზეპოქსელი 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია 10, 14 და 20 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის სახით.
ვარგისობის ვადა: 2 წელი
ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
Saray Mahallesi Dr. Adnan Büyükdeniz Cad. №14
34768 უმრანიე/სტამბული/თურქეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.