პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ზეპოქსელი 100მგ/5მლ

Zepoxel 100mg/5ml

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ცეფპოდოქსიმი ინიშნება ცეფპოდოქსიმის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც რეაგირებს პერორალურ თერაპიაზე, მაგალითად: ყურის, ცხვირის და ყელის ინფექციები: - შუა ყურის ინფექციები (შუა ყურის ოტიტი), ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი ზემოთ მითითებული ჩვენების შემთხვევაში ცეფპოდოქსიმი …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეფპოდო (cefpodoxime)
ფორმა და შეფუთვა
ფხვნილი 100მგ/5მლ 60მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად მინის ბოთლი №1
მწარმოებელი
NOBEL İLAÇ SANAYİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DD13
რეგისტრაციის ნომერი
რ-042826
რეგისტრირებულია
25 თებერვალი 2025, მოქმედებს 25 თებერვალი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
NOBEL İLAÇ SANAYİ VE TİCARET A.Ş. (თურქეთი)
განმცხადებელი
სოფია შუბლაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაზეპოქსელი 100მგ/5მლ და სხვა წამალი ერთად

ზეპოქსელი 100მგ/5მლ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ცეფპოდოქსიმი ინიშნება ცეფპოდოქსიმის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც რეაგირებს პერორალურ თერაპიაზე, მაგალითად:

ყურის, ცხვირის და ყელის ინფექციები:

  • შუა ყურის ინფექციები (შუა ყურის ოტიტი), ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი

ზემოთ მითითებული ჩვენების შემთხვევაში ცეფპოდოქსიმი გამოიყენება განმეორებითი ან ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ, როდესაც ცნობილია, რომ პათოგენი რეზისტენტულია ან მოსალოდნელია რომ იყოს რეზისტენტული ზოგადად მიღებული ანტიბიოტიკების მიმართ, ან თუ ნებისმიერი მიზეზით შეუძლებელია ზოგადად მიღებული ანტიბიოტიკის გამოყენება.

სასუნთქი სისტემის ინფექციები:

  • მწვავე ბაქტერიული ბრონქიტი
  • ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება
  • ბაქტერიული პნევმონია

ცეფპოდოქსიმი არ არის რეკომენდებული ანტიბიოტიკი სტაფილოკოკური პნევმონიის სამკურნალოდ და არ გამოიყენება ისეთი ორგანიზმებით გამოწვეული ატიპიური პნევმონიის სამკურნალოდ, როგორიცაა ლეგიონელა, მიკოპლაზმა და ქლამიდია (იხ. ფარმაკოდინამიკური თვისებები).

საშარდე გზების ინფექციები:

მწვავე გაურთულებელი პიელონეფრიტი

მწვავე გაურთულებელი ცისტიტი ქალებში

მწვავე გაურთულებელი გონორეული ურეთრიტი მამაკაცებში და ცერვიციტი ქალებში

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, გამოწვეული Staphylococcus aureus-ით (პენიცილაზას მწარმოებელი შტამების ჩათვლით) ან Streprococcus pyogenes-ით.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და მოზარდები

დაავადების ტიპზე დამოკიდებით მოზრდილებისთვის და 12 წლიდან ასაკის მოზარდებისთვის რეკომენდებულია შემდეგი დოზების გამოყენება: იხ. ცხრილი 1.

ზეპოქსელის თითოეული ერთჯერადი დოზა მიიღება დაახლოებით 12 საათიანი ინტერვალით.

ეს არ ეხებათ პაციენტებს თირკმელების უკმარისობით (იხ. ქვემოთ).

მამაკაცებში მწვავე გონორეული ურეთრიტის და ქალებში ცერვიციტის სამკურნალოდ საკმარისია ზეპოქსელი 100 მგ 5 მლ სუსპენზიის, ანუ 200 მგ ცეფპოდოქსიმის, 2 სუფრის კოვზის ერთჯერადი დოზა.

მკურნალობის შედეგი უნდა შემოწმდეს მკურნალობის დასრულებიდან 3-4 დღის შემდეგ დათესვის შედეგებით.

ინფექციის ტიპი

შეესაბამება მგ ცეფპოდოქსიმს დღე-ღამეში

ზეპოქსელი 100 მგ/5 მლ-ის სუფრის კოვზების რაოდენობა

მწვავე ბაქტერიული ბრონქიტი

ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება

ბაქტერიული პნევმონია

მწვავე სინუსიტი

შუა ყურის ოტიტი

400 მგ

2 კოვზი 12 საათში ერთხელ

კანი და რბილი ქსოვილები

800 მგ

4 კოვზი 12 საათში ერთხელ

ფარინგიტი

ტონზილიტი

200 მგ

1 კოვზი 12 საათში ერთხელ

მწვავე გაურთულებელი პიელონეფრიტი

400 მგ

2 კოვზი 12 საათში ერთხელ

მწვავე გაურთულებელი ცისტიტი ქალებში

200 მგ

1 კოვზი 12 საათში ერთხელ

მწვავე გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტი მამაკაცებში, და ცერვიციტი ქალებში

200 მგ

2 კოვზის ერთჯერადი მიღება

ბავშვები და ჩვილები (4 კვირიდან 12 წლამდე ასაკის)

ბავშვებსა და ჩვილებში, წონის მიხედვით, ზეპოქსელის დღიური დოზა შეადგენს 8-12 მგ/სხეულის მასის კგ-ზე, განაწილებული დოზებზე, რომლებიც მიიღება 8-12 საათში ერთხელ.

ზოგადად, რეკომენდებულია:

38 კგ-დან 50 კგ-მდე 2x2 სუფრის კოვზი

  • 5-დან 37.5 კგ-მდე ორჯერ 1½ სუფრის კოვზი

18-დან 25 კგ-მდე ორჯერ 1 სუფრის კოვზი

  • 5-დან 17.5 კგ-მდე სამჯერ ½ სუფრის კოვზი

(ან: დილით ½ სუფრის კოვზი და საღამოს 1

სუფრის კოვზი)*

8-დან 12 კგ-მდე ორჯერ ½ სუფრის კოვზი

  • ოპტიმალური თერაპიული დოზის უზრუნველსაყოფად შეიძლება დღიური დოზის გაყოფა 2 ან 3 დოზაზე დღე-ღამეში.

რეკომენდებული დოზა თირკმელების უკმარისობის დროს:

კრეატინინის კლირენსი:

დოზის კორექტირება, თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს საერთო სადღეღამისო დოზის ნახევრის საფუძველზე (სადღეღამისო დოზის ½):

>40 მლ/წთ:

დოზის კორექტირება საჭირო არ არის

10-40 მლ/წთ

სადღეღამისო დოზის ½ 24 საათში ერთხელ

<10 მლ/წთ

სადღეღამისო დოზის ½ 48 საათში ერთხელ

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

სადღეღამისო დოზის ½ დიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ

დოზირების რეკომენდაცია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის:

დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

რეკომენდებული დოზა ხანდაზმულებში:

თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

მიღების წესი

პრეპარატი უნდა მიიღოთ საკვების მიღების დროს საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით, რადგან ამ შემთხვევაში მოქმედი ნივთიერება ოპტიმალურად შეიწოვება ორგანიზმში.

გამოყენების ხანგრძლივობა:

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და ჩვეულებრივ შეადგენს 5-10 დღეს. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 2-3 დღე დაავადების მწვავე სიმპტომების ალაგების შემდეგ. მწვავე ბრონქიტის, სინუსიტის, შუა ყურის ოტიტის, ასევე ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს მკურნალობის 5 დღიანი პერიოდი შეიძლება საკმარისი იყოს. ბავშვებსა და ჩვილებში, მწვავე ინფექციების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო იყოს როგორც მაღალი დოზების გამოყენება, ასევე მკურნალობის უფრო ხანგრძლივი პერიოდი (მაგალითად, 2 კვირა).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, ნებისმიერი სხვა ცეფალოსპორინის ან ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ.

დაუყოვებლივი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის ცნობილი რეაქციები ან მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქცია პენიცილინების ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

ვინაიდან ზეპოქსელი შეიცავს ასპარტამს, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ფენიკლეტონურიის მქონე ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ცეფპოდოქსიმის პროქსეტილის, სხვა ცეფალოსპორინების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ცეფპოდოქსიმის გამოყენებისას ანამნეზში სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მსუბუქი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების მქონე პაციენტებში.

სხვა ტიპის (მაგალითად, ცხელება ან ასთმა) ალერგიული რეაქციების მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებში ზეპოქსელი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით, რადგან ამ შემთხვევაში მომატებულია მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცების რისკი.

თირკმელების ფუნქციის დაზიანების შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი <40 მლ/წთ) და პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, დოზებს შორის ინტერვალი უნდა შეიცვალოს (იხ. პარაგრაფი 4.2).

თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში ცეფპოდოქსიმი მიიღება უფრო დაბალი დოზით ან/და უფრო ხანგრძლივი ინტერვალით დოზებს შორის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეუძლებელია სხვა ანტიბიოტიკის გამოყენება.

როგორც ყველა ანტიბიოტიკის გამოყენების შემთხვევაში, რეგულარულად უნდა შემოწმდებს სისხლის მაჩვენებლები, ასევე ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის პარამეტრები (განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში).

ალერგიული სიმპტომების (ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი, არტერიული წნევის დაცემა და პულსის გახშირება, სუნთქვის გაძნელება, კოლაფსი და ა.შ.), ხანგრძლივი დიარეის ან/და ღებინების გამოვლენის შემთხვევაში თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს სათანადო პროფილაქტიკური ზომები.

მძიმე და ხანგრძლივი დიარეის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ანტიბიოტიკებით გამოწვეულით ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატები უკუნაჩვენებია.

ცეფპოდოქსიმის, ისევე, როგორც ყველა სხვა ანტიბიოტიკის, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს სოკოვანი სუპერინფექცია (მაგალითად, კანდიდა) და K ვიტამინის დეფიციტის (ჰემორაგია) ან B ვიტამინის დეფიციტის (სტომატიტი, გლოსიტი, ნევრიტი, ანორექსია და ა.შ.) სიმპტომები.

მოცემული სამკურნალო საშუალების თითოეული 5 მლ შეიცავს 20.833 მგ ნატრიუმის ქლორიდს, 10 მგ ნატრიუმის ბენზოატს, 2 მგ მონონატრიუმის გლუტამატს. ეს გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის შეზღუდვით.

დიაბეტის მქონე პირთა საყურადღებოთ!

დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის გასათვალისწინებელია სუსპენზიის ერთ სუფრის კოვზში დაახლოებით 1,75 გ (დაახლოებით 0.15 BE) შაქრის შემცველობა.

4 კვირამდე ასაკის ჩვილებისთვის და 4 კვირიდან 3 თვემდეგ ასაკის ჩვილებისთვის თირკმელების უკმარისობით ზეპოქსელით მკურნალობა რეკომენდებული არ არის დღეისათვის გამოცდილების არარსებობის გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის კატეგორია: B

სხვადასხვა ჯიშის ცხოველებში ჩატარებული კვლევებით არ არის გამოვლენილი ტერატოგენული ან ფეტოტოქსიკური მოქმედების მტკიცებულებები. თუმცა, ორსულობის პერიოდში ცეფპოდოქსიმის პროქსეტილის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის და, ისევე, როგორც ყველა სხვა პრეპარატის შემთხვევაში, ის სიფრთხილით მიიღება ორსულობის პირველ თვეებში.

ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. ცეფპიდოქსიმით მკურნალობის პერიოდში დედებმა უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არსებული გამოცდილების საფუძველზე ზეპოქსელს, როგორც წესი, არ აქვს გავლენა კონცენტრაციასა და რეაქციის უნარზე. თუმცა, გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება დაარღვიოს რეაქციის უნარი, რაც გასათვალისწინებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს. ეს განსაკუთრებით ეხება ალკოჰოლთან ერთად მიღებას.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (>1/10)

ხშირი (>1/100-<1/10)

არახშირი (>1/1000-<1/100)

იშვიათი (>1/10000-<1/1000)

ძალიან იშვიათი (<1/10000)

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

რეგისტრირებულია შემდეგი არასასურველი რეაქციები:

MeDRA სისტემათა და ორგანოთა კლასი

არასასურველი რეაქცია

სიხშირე

ინფექციები და ინვაზიები

სუპერინფექცია არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მაგალითად საფუარა სოკოთი, კანდიდათი (იხ. პარაგრაფი 4.4)

არახშირი

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

თრომბოციტოზი

ჩვეულებრივ ეს ცვლილება შექცევადია თერაპიის დასრულების შემდეგ.

იშვიათი

აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, ეოზინოფილია, ლიმფოციტოზი, ანემია, ლეიკოპენია,

ნეიტროპენია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოპენია

იშვიათი

იმუნური სისტემის დარღვევები

ნებისმიერი სიმძიმის ხარისხის ჰიპერმგრძნობელობა, მაგალითად, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი სიცოცხლისთვის საშიშ შოკამდე (იხ. პარაგრაფი 4.4)

იშვიათი

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

მადის დაქვეითება

ხშირი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

პარესთეზია

თავბრუსხვევა

არახშირი

დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ

ხმაური ყურებში

არახშირი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

დარღვევების კუჭის აშლილობის სახით, გულისრევა, ღებინება, შებერილობა ან დიარეა

ხშირი

ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი (იხ. პარაგრაფი 4.4)

მწვავე პანკრეატიტი

იშვიათი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას) ან/და ბილირუბინის დონის მომატება, როგორც ქოლესტაზური ჰეპატოცელულარული დაზიანების ნიშანი

არახშირი

მწვავე ჰეპატიტი

იშვიათი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ქავილით ან მის გარეშე მიმდინარე დაზიანებები (კანის სიწითლე, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სისხლდენა კანიდან)

ქავილი

არახშირი

მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი

იშვიათი

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ

შარდში გამოყოფილი ნივთიერებების (კრეატინინი და შარდოვანა) დონის გაზრდა სისხლის შრატში

თირკმელების მწვავე უკმარისობა

არახშირი

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე

სისუსტე, ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა ასთენია, დაღლილობა, ან შეუძლოდ ყოფნა

არახშირი

კვლევები

სისხლდენის დროის და პროთრომბინული დროის გახანგრძლივება (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.5)

უცნობია

არასასურველირ რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება:

ცეფალოსპორინების მაღალი დოზების პარენტერალური მიღების პერიოდში ძლიერმოქმედი დიურეზულების (მაგალითად, ფუროსემიდის) ან პოტენციურად ნეფროტოქსიკური პრეპარატების (მაგალითად, ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების) ერთდროულად მიღებისას არ შეიძლება გამოირიცხოს თირკმელების უკმარისობა.

ანტაციდები და H2-რეცეპტორის ბლოკერები:

უზმოზე ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ზრდის კუჭში pH დონეს, დაახლოებით 30%-ით მცირდება ცეფპოდოქსიმის ბიოშეღწევადობა.

შესაბამისად, ეს პრეპარატები მიიღება ზეპოქსელის მიღებამდე ან მიღების შემდეგ 2-3 საათიანი ინტერვალით.

ერთდროულად კლოფიბრატის, აცეტილქოლინის ან ენალაპრილის მიღებისას ცეფპოდოქსიმის პროქსეტილის მეტაბოლიზმი მოქმედ ნივთიერებამდე შეიძლება შემცირდეს. ამიტომ, ამ პრეპარატების ცეფპოდოქსიმთან ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის.

პერორალური ანტიკოაგულანტები

ცეფპოდოქსიმის ვარფარინთან ერთად მიღებისას შეიძლება გაძლიერდეს მისი ანტიკოაგულაციური მოქმედებები. ერთდროულად ანტიბიოტიკების, მათ შორის ცეფალოსპორინების, მიღებისას პაციენტებში რეგისტრირებულია პერორალური ანტიკოაგულაციური მოქმედების გაძლიერების შემთხვევები. რისკი შეიძლება იცვლებოდეს ძირითადი ინფექციის, პაციენტის ასაკისა და ზოგადი მდგომარეობის მიხედვით, რაც ართულებს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის გაზრდაში ცეფალოსპორინის მონაწილეობის შეფასებას. რეკომენდებულია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მკაცრი მონიტორინგი ცეფპოდოქსიმისა და პერორალური ანტიკოაგულანტის მიღების პერიოდში და მკურნალობის შემდგომ პერიოდში.

გავლენა ლაბორატორიულ ანალიზებზე:

შარდში გლუკოზის განმსაზღვრელმა სხვადასხვა საანალიზო მეთოდებმა შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგები. კუმბსის პირდაპირმა ტესტმაც შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგები.

ჭარბი დოზა

ადამიანებში დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ არის. რეგისტრირებულია ცეფპოდოქსიმის მაქსიმალური დღიური დოზის 1000 მგ-მდე გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევა. აღნიშნული გვერდითი მოვლენები იყო იგივე, რაც ცნობილია რეკომენდებული დოზების მიღების შემთხვევაში. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს. საჭიროების შემთხვევაში ის მიიღებს შესაბამის პროფილაქტიკურ ზომებს. ცეფპოდოქსიმი გამოიყოფა დიალიზის საშუალებით.

შემადგენლობა

აღდგენილი სუსპენზიის თითოეული 5 მლ (1 კოვზი) შეიცავს 130.445 მგ ცეფპოდოქსიმის პროქსეტილს, რაც შეესაბამება 100 მგ ცეფპოდოქსიმს; ასპარტამს და რაფინირებულ შაქარს დამატკბობლების სახით; ნატრიუმის ქლორიდს გემოს მიმცემი საშუალების სახით; მონონატრიუმის გლუტამატს არომატის გამაძლიერებელი საშუალების სახით; ნატრიუმის ბენზოატს საღებავის სახით, ლიმონმჟავას მონოჰიდრატს pH კორექციისთვის; ბანანის არომატის ფხვნილს და შემნიღბავ ნივთიერებას გემოსა და სუნის მიმცემი საშუალების სახით; რკინის ყვითელ ოქსიდს საღებავის სახით (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ინფორმაცია ექიმებისთვის)

შენახვის პირობები

შეინახეთ 25˚С-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ მაცივარში (2-8˚С) აღდგენიდან 10 დღემდე პერიოდში. არ გაყინოთ.

გაცემის პირობები:

ზეპოქსელი 100 მგ/5 მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის 75 მლ ქარვისფერ მინის ფლაკონებში, 60 მლ-ის აღმნიშვნელით, ბავშვების მიერ გახსნისგან დამცავი, სილიკაგელის საცობიანი თავსახურით და პლასტმასის კოვზით, რომელზეც აღნიშნულია 1.25 მლ, 2.5 მლ და 5 მლ დოზები.

ზეპოქსელი 100 მგ/5 მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის 125 მლ ქარვისფერ მინის ფლაკონებში, 100 მლ-ის აღმნიშვნელით, ბავშვების მიერ გახსნისგან დამცავი, სილიკაგელის საცობიანი თავსახურით და პლასტმასის კოვზით, რომელზეც აღნიშნულია 1.25 მლ, 2.5 მლ და 5 მლ დოზები.

სხვა სამკურნალწამლო დოზირებული ფორმები:

ზეპოქსელი 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია აპკიანი გარსით დაფარული 10, 14 და 20 ტაბლეტის სახით.

შენახვის ვადა: 24 თვე

ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

სტამბოლი/თურქეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი, ცეფპოდოქსიმის შთანმთქმელი ეთერი, არის პერორალური ცეფალოსპორინების ჯგუფის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი.

ათქ კოდი: J01DD13

მოქმედების მექანიზმი

ცეფპოდოქსიმის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია ბაქტერიული უჯრედული კედლის სინთეზის ინჰიბირებაზე (ზრდის ფაზის პერიოდში) ისეთი პენიცილინ-შეკავშირებული ცილების დაბლოკვის გზით, როგორიცაა ტრანსპეპტიდაზები. ეს იწვევს ბაქტერიციდულ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

შეწოვა

მსუბუქი საკვების შემდეგ მიღებული ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი სისხლში მცირედიდ უფრო მაღალ დონეს აღწევს, ვიდრე უზმოდ მიღების შემთხვევაში. უზმოდ პერორალურად ტაბლეტის სახით მიღების შემდეგ 100 მგ ცეფპოდოქსიმის შესაბამისი ცეფპოდოქსიმის პროქსეტილის შეწოვა შეადგენს 51.1%-ს. წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსში არასპეციფიკური ესტერაზები გარდაქმნის ცეფპოდოქსიმის პროქსეტილს აქტიურ მეტაბოლიტად (ანუ ცეფპოდოქსიმად).

განაწილება

განაწილების მოცულობა შეადგენს 32.3 ლ-ს, პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 2.3-3 საათში. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს 1.2 მგ/1 და 2.5 მგ/ ლ-ს 100 მგ და 200 მგ-ის მიღების შემდეგ. დღე-ღამეში ორჯერ 100 მგ და 200 მგ-ის მიღების შემდეგ პლაზმაში ცეფპოდოქსიმის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები უცვლელი რჩება 14.5 დღის განმავლობაში.

შრატში ცეფპოდოქსიმის ცილასთან, ძირითადად ალბუმინთან, შეკავშირება შეადგენს 40%-ს. ეს არის უჯერი შეკავშირება.

გამოყოფა

აქტიური მეტაბოლიტის 80% გამოიყოფა შარდში, თირკმელების საშუალებით. განმეორებითი მიღების შემთხვევაშიც კი არ აღინიშნება დაგროვება. თირკმელების საშუალებით გამოყოფის დარღვევების მქონე პაციენტებში მიიღწევა უფრო მაღალი მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები, რაც დამოკიდებულია დარღვევის ხარისხზე.

ასციტით ან მის გარეშე მიმდინარე ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში 200 მგ ცეფპოდოქსიმის ერთჯერადი მიღების შემდეგ Cmax შეადგენს საშუალოდ 1.67 მგ/ლ. მიღებიდან 12 საათში პლაზმური კონცენტრაციები შეესაბამება ჯანმრთელ პირებში აღნიშნულ მაჩვენებლებს.

პაციენტებში, კრეატინინის კლირენსით <10 მლ/წთ, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, Cmax საშუალოდ 1.5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ პირებში, tmax დაახლოებით 6 საათს შეადგენს. ცეფპოდოქსიმი გამოიყოფა დიალიზის საშუალებით და ამიტომ, არ უნდა იქნას მიღებული დიალიზის სეანსების დროს.

ხანდაზმულ პაციენტებში (70 წლის და უფროსი ასაკი) სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა 200 მგ-ის 12 საათიანი ინტერვალით 6-10 დღის განმავლობაში განმეორებითი მიღებისას. სტაბილურ მდგომარეობაში Cmax საშუალოდ 3.05 მგ/ლ, tmax 2.7 საათს შეადგენს.

ბავშვები

ბავშვებში ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია, რომ პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 2-4 საათში. 4-12 წლის ასაკის ბავშვებში 5 მგ/კგ ერთჯერადი დოზით მიიღწევა მოზრდილებში 200 მგ-ის მიღების ანალოგიური მაქსიმალური კონცენტრაცია.

12 საათში ერთხელ 5 მგ/კგ განმეორებითი დოზების მიღებისას 2 წლამდე ასაკის პაციენტებში პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მერყეობს 2,7 მგ/ლ-დან (1-6 თვე) 2,0 მგ/ლ-მდე (7 თვე) მიღებიდან 2 საათში - 2 წელი).

12 საათში ერთხელ 5 მგ/კგ განმეორებითი დოზების მიღებისას 1 თვიდან 12 წლამდე ასაკის პაციენტებში პლაზმაში სტაბილური კონცენტრაციები არის 0.2-0.3 მგ/ლ-ის (1 თვე-2 წელი) და 0.1 მგ/ლ-ის ინტერვალში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ზეპოქსელი 100 მგ/5 მლ

ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის

შემადგენლობა:

აღდგენილი სუსპენზიის თითოეული 5 მლ (1 კოვზი) შეიცავს 130.445 მგ ცეფპოდოქსიმის პროქსეტილს, რაც შეესაბამება 100 მგ ცეფპოდოქსიმს; ასპარტამს და რაფინირებულ შაქარს დამატკბობლების სახით; ნატრიუმის ქლორიდს გემოს მიმცემი საშუალების სახით; მონონატრიუმის გლუტამატს არომატის გამაძლიერებელი საშუალების სახით; ნატრიუმის ბენზოატს საღებავის სახით, ლიმონმჟავას მონოჰიდრატს pH კორექციისთვის; ბანანის არომატის ფხვნილს და შემნიღბავ ნივთიერებას გემოსა და სუნის მიმცემი საშუალების სახით; რკინის ყვითელ ოქსიდს საღებავის სახით (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ინფორმაცია ექიმებისთვის)

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი, ცეფპოდოქსიმის შთანმთქმელი ეთერი, არის პერორალური ცეფალოსპორინების ჯგუფის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი.

ათქ კოდი: J01DD13

მოქმედების მექანიზმი

ცეფპოდოქსიმის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია ბაქტერიული უჯრედული კედლის სინთეზის ინჰიბირებაზე (ზრდის ფაზის პერიოდში) ისეთი პენიცილინ-შეკავშირებული ცილების დაბლოკვის გზით, როგორიცაა ტრანსპეპტიდაზები. ეს იწვევს ბაქტერიციდულ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

შეწოვა

მსუბუქი საკვების შემდეგ მიღებული ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი სისხლში მცირედიდ უფრო მაღალ დონეს აღწევს, ვიდრე უზმოდ მიღების შემთხვევაში. უზმოდ პერორალურად ტაბლეტის სახით მიღების შემდეგ 100 მგ ცეფპოდოქსიმის შესაბამისი ცეფპოდოქსიმის პროქსეტილის შეწოვა შეადგენს 51.1%-ს. წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსში არასპეციფიკური ესტერაზები გარდაქმნის ცეფპოდოქსიმის პროქსეტილს აქტიურ მეტაბოლიტად (ანუ ცეფპოდოქსიმად).

განაწილება

განაწილების მოცულობა შეადგენს 32.3 ლ-ს, პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 2.3-3 საათში. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს 1.2 მგ/1 და 2.5 მგ/ ლ-ს 100 მგ და 200 მგ-ის მიღების შემდეგ. დღე-ღამეში ორჯერ 100 მგ და 200 მგ-ის მიღების შემდეგ პლაზმაში ცეფპოდოქსიმის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები უცვლელი რჩება 14.5 დღის განმავლობაში.

შრატში ცეფპოდოქსიმის ცილასთან, ძირითადად ალბუმინთან, შეკავშირება შეადგენს 40%-ს. ეს არის უჯერი შეკავშირება.

გამოყოფა

აქტიური მეტაბოლიტის 80% გამოიყოფა შარდში, თირკმელების საშუალებით. განმეორებითი მიღების შემთხვევაშიც კი არ აღინიშნება დაგროვება. თირკმელების საშუალებით გამოყოფის დარღვევების მქონე პაციენტებში მიიღწევა უფრო მაღალი მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები, რაც დამოკიდებულია დარღვევის ხარისხზე.

ასციტით ან მის გარეშე მიმდინარე ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში 200 მგ ცეფპოდოქსიმის ერთჯერადი მიღების შემდეგ Cmax შეადგენს საშუალოდ 1.67 მგ/ლ. მიღებიდან 12 საათში პლაზმური კონცენტრაციები შეესაბამება ჯანმრთელ პირებში აღნიშნულ მაჩვენებლებს.

პაციენტებში, კრეატინინის კლირენსით <10 მლ/წთ, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, Cmax საშუალოდ 1.5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ პირებში, tmax დაახლოებით 6 საათს შეადგენს. ცეფპოდოქსიმი გამოიყოფა დიალიზის საშუალებით და ამიტომ, არ უნდა იქნას მიღებული დიალიზის სეანსების დროს.

ხანდაზმულ პაციენტებში (70 წლის და უფროსი ასაკი) სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა 200 მგ-ის 12 საათიანი ინტერვალით 6-10 დღის განმავლობაში განმეორებითი მიღებისას. სტაბილურ მდგომარეობაში Cmax საშუალოდ 3.05 მგ/ლ, tmax 2.7 საათს შეადგენს.

ბავშვები

ბავშვებში ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია, რომ პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 2-4 საათში. 4-12 წლის ასაკის ბავშვებში 5 მგ/კგ ერთჯერადი დოზით მიიღწევა მოზრდილებში 200 მგ-ის მიღების ანალოგიური მაქსიმალური კონცენტრაცია.

12 საათში ერთხელ 5 მგ/კგ განმეორებითი დოზების მიღებისას 2 წლამდე ასაკის პაციენტებში პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მერყეობს 2,7 მგ/ლ-დან (1-6 თვე) 2,0 მგ/ლ-მდე (7 თვე) მიღებიდან 2 საათში - 2 წელი).

12 საათში ერთხელ 5 მგ/კგ განმეორებითი დოზების მიღებისას 1 თვიდან 12 წლამდე ასაკის პაციენტებში პლაზმაში სტაბილური კონცენტრაციები არის 0.2-0.3 მგ/ლ-ის (1 თვე-2 წელი) და 0.1 მგ/ლ-ის ინტერვალში.

ჩვენება:

ცეფპოდოქსიმი ინიშნება ცეფპოდოქსიმის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც რეაგირებს პერორალურ თერაპიაზე, მაგალითად:

ყურის, ცხვირის და ყელის ინფექციები:

  • შუა ყურის ინფექციები (შუა ყურის ოტიტი), ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი

ზემოთ მითითებული ჩვენების შემთხვევაში ცეფპოდოქსიმი გამოიყენება განმეორებითი ან ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ, როდესაც ცნობილია, რომ პათოგენი რეზისტენტულია ან მოსალოდნელია რომ იყოს რეზისტენტული ზოგადად მიღებული ანტიბიოტიკების მიმართ, ან თუ ნებისმიერი მიზეზით შეუძლებელია ზოგადად მიღებული ანტიბიოტიკის გამოყენება.

სასუნთქი სისტემის ინფექციები:

  • მწვავე ბაქტერიული ბრონქიტი
  • ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება
  • ბაქტერიული პნევმონია

ცეფპოდოქსიმი არ არის რეკომენდებული ანტიბიოტიკი სტაფილოკოკური პნევმონიის სამკურნალოდ და არ გამოიყენება ისეთი ორგანიზმებით გამოწვეული ატიპიური პნევმონიის სამკურნალოდ, როგორიცაა ლეგიონელა, მიკოპლაზმა და ქლამიდია (იხ. ფარმაკოდინამიკური თვისებები).

საშარდე გზების ინფექციები:

მწვავე გაურთულებელი პიელონეფრიტი

მწვავე გაურთულებელი ცისტიტი ქალებში

მწვავე გაურთულებელი გონორეული ურეთრიტი მამაკაცებში და ცერვიციტი ქალებში

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, გამოწვეული Staphylococcus aureus-ით (პენიცილაზას მწარმოებელი შტამების ჩათვლით) ან Streprococcus pyogenes-ით.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, ნებისმიერი სხვა ცეფალოსპორინის ან ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ.

დაუყოვებლივი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის ცნობილი რეაქციები ან მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქცია პენიცილინების ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

ვინაიდან ზეპოქსელი შეიცავს ასპარტამს, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ფენიკლეტონურიის მქონე ბავშვებში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ცეფპოდოქსიმის პროქსეტილის, სხვა ცეფალოსპორინების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

დაუყოვებლივი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის ცნობილი რეაქციები ან მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქცია პენიცილინების ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ცეფპოდოქსიმის გამოყენებისას ანამნეზში სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მსუბუქი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების მქონე პაციენტებში.

სხვა ტიპის (მაგალითად, ცხელება ან ასთმა) ალერგიული რეაქციების მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებში ზეპოქსელი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით, რადგან ამ შემთხვევაში მომატებულია მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცების რისკი.

თირკმელების ფუნქციის დაზიანების შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი <40 მლ/წთ) და პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, დოზებს შორის ინტერვალი უნდა შეიცვალოს (იხ. პარაგრაფი 4.2).

თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში ცეფპოდოქსიმი მიიღება უფრო დაბალი დოზით ან/და უფრო ხანგრძლივი ინტერვალით დოზებს შორის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეუძლებელია სხვა ანტიბიოტიკის გამოყენება.

როგორც ყველა ანტიბიოტიკის გამოყენების შემთხვევაში, რეგულარულად უნდა შემოწმდებს სისხლის მაჩვენებლები, ასევე ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის პარამეტრები (განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში).

ალერგიული სიმპტომების (ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი, არტერიული წნევის დაცემა და პულსის გახშირება, სუნთქვის გაძნელება, კოლაფსი და ა.შ.), ხანგრძლივი დიარეის ან/და ღებინების გამოვლენის შემთხვევაში თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს სათანადო პროფილაქტიკური ზომები.

მძიმე და ხანგრძლივი დიარეის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ანტიბიოტიკებით გამოწვეულით ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატები უკუნაჩვენებია.

ცეფპოდოქსიმის, ისევე, როგორც ყველა სხვა ანტიბიოტიკის, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს სოკოვანი სუპერინფექცია (მაგალითად, კანდიდა) და K ვიტამინის დეფიციტის (ჰემორაგია) ან B ვიტამინის დეფიციტის (სტომატიტი, გლოსიტი, ნევრიტი, ანორექსია და ა.შ.) სიმპტომები.

მოცემული სამკურნალო საშუალების თითოეული 5 მლ შეიცავს 20.833 მგ ნატრიუმის ქლორიდს, 10 მგ ნატრიუმის ბენზოატს, 2 მგ მონონატრიუმის გლუტამატს. ეს გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის შეზღუდვით.

დიაბეტის მქონე პირთა საყურადღებოთ!

დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის გასათვალისწინებელია სუსპენზიის ერთ სუფრის კოვზში დაახლოებით 1,75 გ (დაახლოებით 0.15 BE) შაქრის შემცველობა.

4 კვირამდე ასაკის ჩვილებისთვის და 4 კვირიდან 3 თვემდეგ ასაკის ჩვილებისთვის თირკმელების უკმარისობით ზეპოქსელით მკურნალობა რეკომენდებული არ არის დღეისათვის გამოცდილების არარსებობის გამო.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის კატეგორია: B

სხვადასხვა ჯიშის ცხოველებში ჩატარებული კვლევებით არ არის გამოვლენილი ტერატოგენული ან ფეტოტოქსიკური მოქმედების მტკიცებულებები. თუმცა, ორსულობის პერიოდში ცეფპოდოქსიმის პროქსეტილის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის და, ისევე, როგორც ყველა სხვა პრეპარატის შემთხვევაში, ის სიფრთხილით მიიღება ორსულობის პირველ თვეებში.

ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. ცეფპიდოქსიმით მკურნალობის პერიოდში დედებმა უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

არსებული გამოცდილების საფუძველზე ზეპოქსელს, როგორც წესი, არ აქვს გავლენა კონცენტრაციასა და რეაქციის უნარზე. თუმცა, გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება დაარღვიოს რეაქციის უნარი, რაც გასათვალისწინებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს. ეს განსაკუთრებით ეხება ალკოჰოლთან ერთად მიღებას.

გვერდითი მოვლენები/არასასურველი რეაქციები:

ძალიან ხშირი (>1/10)

ხშირი (>1/100-<1/10)

არახშირი (>1/1000-<1/100)

იშვიათი (>1/10000-<1/1000)

ძალიან იშვიათი (<1/10000)

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

რეგისტრირებულია შემდეგი არასასურველი რეაქციები:

MeDRA სისტემათა და ორგანოთა კლასი

არასასურველი რეაქცია

სიხშირე

ინფექციები და ინვაზიები

სუპერინფექცია არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მაგალითად საფუარა სოკოთი, კანდიდათი (იხ. პარაგრაფი 4.4)

არახშირი

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

თრომბოციტოზი

ჩვეულებრივ ეს ცვლილება შექცევადია თერაპიის დასრულების შემდეგ.

იშვიათი

აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, ეოზინოფილია, ლიმფოციტოზი, ანემია, ლეიკოპენია,

ნეიტროპენია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოპენია

იშვიათი

იმუნური სისტემის დარღვევები

ნებისმიერი სიმძიმის ხარისხის ჰიპერმგრძნობელობა, მაგალითად, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი სიცოცხლისთვის საშიშ შოკამდე (იხ. პარაგრაფი 4.4)

იშვიათი

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

მადის დაქვეითება

ხშირი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

პარესთეზია

თავბრუსხვევა

არახშირი

დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ

ხმაური ყურებში

არახშირი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

დარღვევების კუჭის აშლილობის სახით, გულისრევა, ღებინება, შებერილობა ან დიარეა

ხშირი

ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი (იხ. პარაგრაფი 4.4)

მწვავე პანკრეატიტი

იშვიათი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას) ან/და ბილირუბინის დონის მომატება, როგორც ქოლესტაზური ჰეპატოცელულარული დაზიანების ნიშანი

არახშირი

მწვავე ჰეპატიტი

იშვიათი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ქავილით ან მის გარეშე მიმდინარე დაზიანებები (კანის სიწითლე, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სისხლდენა კანიდან)

ქავილი

არახშირი

მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი

იშვიათი

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ

შარდში გამოყოფილი ნივთიერებების (კრეატინინი და შარდოვანა) დონის გაზრდა სისხლის შრატში

თირკმელების მწვავე უკმარისობა

არახშირი

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე

სისუსტე, ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა ასთენია, დაღლილობა, ან შეუძლოდ ყოფნა

არახშირი

კვლევები

სისხლდენის დროის და პროთრომბინული დროის გახანგრძლივება (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.5)

უცნობია

არასასურველირ რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება:

ცეფალოსპორინების მაღალი დოზების პარენტერალური მიღების პერიოდში ძლიერმოქმედი დიურეზულების (მაგალითად, ფუროსემიდის) ან პოტენციურად ნეფროტოქსიკური პრეპარატების (მაგალითად, ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების) ერთდროულად მიღებისას არ შეიძლება გამოირიცხოს თირკმელების უკმარისობა.

ანტაციდები და H2-რეცეპტორის ბლოკერები:

უზმოზე ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ზრდის კუჭში pH დონეს, დაახლოებით 30%-ით მცირდება ცეფპოდოქსიმის ბიოშეღწევადობა.

შესაბამისად, ეს პრეპარატები მიიღება ზეპოქსელის მიღებამდე ან მიღების შემდეგ 2-3 საათიანი ინტერვალით.

ერთდროულად კლოფიბრატის, აცეტილქოლინის ან ენალაპრილის მიღებისას ცეფპოდოქსიმის პროქსეტილის მეტაბოლიზმი მოქმედ ნივთიერებამდე შეიძლება შემცირდეს. ამიტომ, ამ პრეპარატების ცეფპოდოქსიმთან ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის.

პერორალური ანტიკოაგულანტები

ცეფპოდოქსიმის ვარფარინთან ერთად მიღებისას შეიძლება გაძლიერდეს მისი ანტიკოაგულაციური მოქმედებები. ერთდროულად ანტიბიოტიკების, მათ შორის ცეფალოსპორინების, მიღებისას პაციენტებში რეგისტრირებულია პერორალური ანტიკოაგულაციური მოქმედების გაძლიერების შემთხვევები. რისკი შეიძლება იცვლებოდეს ძირითადი ინფექციის, პაციენტის ასაკისა და ზოგადი მდგომარეობის მიხედვით, რაც ართულებს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის გაზრდაში ცეფალოსპორინის მონაწილეობის შეფასებას. რეკომენდებულია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მკაცრი მონიტორინგი ცეფპოდოქსიმისა და პერორალური ანტიკოაგულანტის მიღების პერიოდში და მკურნალობის შემდგომ პერიოდში.

გავლენა ლაბორატორიულ ანალიზებზე:

შარდში გლუკოზის განმსაზღვრელმა სხვადასხვა საანალიზო მეთოდებმა შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგები. კუმბსის პირდაპირმა ტესტმაც შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგები.

დოზირება და მიღების წესი:

დოზირება

მოზრდილები და მოზარდები

დაავადების ტიპზე დამოკიდებით მოზრდილებისთვის და 12 წლიდან ასაკის მოზარდებისთვის რეკომენდებულია შემდეგი დოზების გამოყენება: იხ. ცხრილი 1.

ზეპოქსელის თითოეული ერთჯერადი დოზა მიიღება დაახლოებით 12 საათიანი ინტერვალით.

ეს არ ეხებათ პაციენტებს თირკმელების უკმარისობით (იხ. ქვემოთ).

მამაკაცებში მწვავე გონორეული ურეთრიტის და ქალებში ცერვიციტის სამკურნალოდ საკმარისია ზეპოქსელი 100 მგ 5 მლ სუსპენზიის, ანუ 200 მგ ცეფპოდოქსიმის, 2 სუფრის კოვზის ერთჯერადი დოზა.

მკურნალობის შედეგი უნდა შემოწმდეს მკურნალობის დასრულებიდან 3-4 დღის შემდეგ დათესვის შედეგებით.

ინფექციის ტიპი

შეესაბამება მგ ცეფპოდოქსიმს დღე-ღამეში

ზეპოქსელი 100 მგ/5 მლ-ის სუფრის კოვზების რაოდენობა

მწვავე ბაქტერიული ბრონქიტი

ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება

ბაქტერიული პნევმონია

მწვავე სინუსიტი

შუა ყურის ოტიტი

400 მგ

2 კოვზი 12 საათში ერთხელ

კანი და რბილი ქსოვილები

800 მგ

4 კოვზი 12 საათში ერთხელ

ფარინგიტი

ტონზილიტი

200 მგ

1 კოვზი 12 საათში ერთხელ

მწვავე გაურთულებელი პიელონეფრიტი

400 მგ

2 კოვზი 12 საათში ერთხელ

მწვავე გაურთულებელი ცისტიტი ქალებში

200 მგ

1 კოვზი 12 საათში ერთხელ

მწვავე გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტი მამაკაცებში, და ცერვიციტი ქალებში

200 მგ

2 კოვზის ერთჯერადი მიღება

ბავშვები და ჩვილები (4 კვირიდან 12 წლამდე ასაკის)

ბავშვებსა და ჩვილებში, წონის მიხედვით, ზეპოქსელის დღიური დოზა შეადგენს 8-12 მგ/სხეულის მასის კგ-ზე, განაწილებული დოზებზე, რომლებიც მიიღება 8-12 საათში ერთხელ.

ზოგადად, რეკომენდებულია:

38 კგ-დან 50 კგ-მდე 2x2 სუფრის კოვზი

  • 5-დან 37.5 კგ-მდე ორჯერ 1½ სუფრის კოვზი

18-დან 25 კგ-მდე ორჯერ 1 სუფრის კოვზი

  • 5-დან 17.5 კგ-მდე სამჯერ ½ სუფრის კოვზი

(ან: დილით ½ სუფრის კოვზი და საღამოს 1

სუფრის კოვზი)*

8-დან 12 კგ-მდე ორჯერ ½ სუფრის კოვზი

  • ოპტიმალური თერაპიული დოზის უზრუნველსაყოფად შეიძლება დღიური დოზის გაყოფა 2 ან 3 დოზაზე დღე-ღამეში.

რეკომენდებული დოზა თირკმელების უკმარისობის დროს:

კრეატინინის კლირენსი:

დოზის კორექტირება, თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს საერთო სადღეღამისო დოზის ნახევრის საფუძველზე (სადღეღამისო დოზის ½):

>40 მლ/წთ:

დოზის კორექტირება საჭირო არ არის

10-40 მლ/წთ

სადღეღამისო დოზის ½ 24 საათში ერთხელ

<10 მლ/წთ

სადღეღამისო დოზის ½ 48 საათში ერთხელ

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

სადღეღამისო დოზის ½ დიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ

დოზირების რეკომენდაცია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის:

დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

რეკომენდებული დოზა ხანდაზმულებში:

თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

მიღების წესი

პრეპარატი უნდა მიიღოთ საკვების მიღების დროს საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით, რადგან ამ შემთხვევაში მოქმედი ნივთიერება ოპტიმალურად შეიწოვება ორგანიზმში.

გამოყენების ხანგრძლივობა:

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და ჩვეულებრივ შეადგენს 5-10 დღეს. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 2-3 დღე დაავადების მწვავე სიმპტომების ალაგების შემდეგ. მწვავე ბრონქიტის, სინუსიტის, შუა ყურის ოტიტის, ასევე ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს მკურნალობის 5 დღიანი პერიოდი შეიძლება საკმარისი იყოს. ბავშვებსა და ჩვილებში, მწვავე ინფექციების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო იყოს როგორც მაღალი დოზების გამოყენება, ასევე მკურნალობის უფრო ხანგრძლივი პერიოდი (მაგალითად, 2 კვირა).

დოზის გადაჭარბება:

ადამიანებში დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ არის. რეგისტრირებულია ცეფპოდოქსიმის მაქსიმალური დღიური დოზის 1000 მგ-მდე გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევა. აღნიშნული გვერდითი მოვლენები იყო იგივე, რაც ცნობილია რეკომენდებული დოზების მიღების შემთხვევაში. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს. საჭიროების შემთხვევაში ის მიიღებს შესაბამის პროფილაქტიკურ ზომებს. ცეფპოდოქსიმი გამოიყოფა დიალიზის საშუალებით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ 25˚С-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ მაცივარში (2-8˚С) აღდგენიდან 10 დღემდე პერიოდში. არ გაყინოთ.

გაცემის პირობები:

ზეპოქსელი 100 მგ/5 მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის 75 მლ ქარვისფერ მინის ფლაკონებში, 60 მლ-ის აღმნიშვნელით, ბავშვების მიერ გახსნისგან დამცავი, სილიკაგელის საცობიანი თავსახურით და პლასტმასის კოვზით, რომელზეც აღნიშნულია 1.25 მლ, 2.5 მლ და 5 მლ დოზები.

ზეპოქსელი 100 მგ/5 მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის 125 მლ ქარვისფერ მინის ფლაკონებში, 100 მლ-ის აღმნიშვნელით, ბავშვების მიერ გახსნისგან დამცავი, სილიკაგელის საცობიანი თავსახურით და პლასტმასის კოვზით, რომელზეც აღნიშნულია 1.25 მლ, 2.5 მლ და 5 მლ დოზები.

სხვა სამკურნალწამლო დოზირებული ფორმები:

ზეპოქსელი 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია აპკიანი გარსით დაფარული 10, 14 და 20 ტაბლეტის სახით.

შენახვის ვადა: 24 თვე

ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

სტამბოლი/თურქეთი

მწარმოებელი: NOBEL İLAҪ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

დუზჯე/თურქეთი

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა