ზალაინი
Zalain®
- მოქმედი ნივთიერება
- sertaconazole
- ფორმა და შეფუთვა
- 2% 20გ კრემი გარეგანი გამოყენებისათვის ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- Ferrer Internacional S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისათვის, იმიდაზოლისა და ტრიაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- D01AC14
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045192
- რეგისტრირებულია
- 7 აპრილი 2026, მოქმედებს 7 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დსს ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ზალაინი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
კრემი დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე თხელი ფენით, რომელიც მოიცავს გარშემო
არსებული ჯანმრთელი კანის დაახლოებით 1 სმ-ს, დღე-ღამეში ერთხელ ან ორჯერ (საღამოს ან დილას და საღამოს). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამომწვევის ტიპსა და ასევე, ინფექციის ლოკალიზაციაზე. კლინიკური სიმპტომების სრულად გასაქრობად და გამოჯანმრთელების მიკრობიოლოგიური დადასტურების მისაღებად, ასევე დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მკურნალობის 4-კვირიანი კურსი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში კლინიკური გამოჯანმრთელება აღინიშნება უფრო ადრე, მკურნალობის მე-2 და მე-4 კვირებს შორის.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
არ არსებობს მონაცემები ბავშვებსა და მოზარდებში სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია სერტოკონაზოლზე (პრეპარატ ზალაინის მოქმედი ნივთიერება) ან მე-8 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
თუ გაქვთ ალერგია მსგავსი ჯგუფის სხვა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატზე (იმიდაზოლის წარმოებულები).
სიფრთხილის ზომები
ზალაინის® კრემის გამოყენება არ შეიძლება თვალის დაავადებების სამკურნალოდ; მოერიდეთ კრემის თვალში მოხვედრას.
ამ პრეპარატით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული მჟავე pH-ის მქონე საპნის გამოყენება (მჟავე გარემო ხელს უწყობს კანდიდას ჯგუფის სოკოების ზრდას).
18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები
ზალაინის® კრემის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში, რადგან არ არსებობს მონაცემები ამ ასაკობრივ ჯგუფში ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
ორსულობა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა სერტაკონაზოლის მავნე ზემოქმედება ნაყოფზე.
გარეგანი გამოყენებისას მოქმედი ნივთიერება პრაქტიკულად არ შეიწოვება ადამიანის კანიდან. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატი ზალაინი® კრემის ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმის შეფასებით, დედისთვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ძუძუთი კვების დროს შესწავლილი არ არის.
ამიტომ, ამ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს შესაძლებელია, თუ ექიმის შეფასებით, დედისთვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
არ არსებობს მონაცემები, რომ ზალაინის® კრემის გამოყენებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ამ შესაძლებლობებზე.
ზალაინის® კრემი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და სორბინის მჟავას
ზალაინის® კრემი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (1 მგ 1 გ კრემზე), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მკურნალობის დროს ან მის შემდეგ).
ზალაინის® კრემი შეიცავს სორბინის მჟავას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისმიერი რეაქციები (მაგ., კონტაქტური დერმატიტი).
- როგორ გამოიყენება პრეპარატი ზალაინის® კრემი
ამ პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მკაცრად ფურცელი-ჩანართის ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კრემის რეკომენდებული გამოყენება:
წაისვით ზალაინის® კრემი თხელი, თანაბარი ფენით კარგად დაბანილი (საპნითა და წყლით) და გამშრალებული კანის დაზიანებულ უბნებზე, გარშემო არსებული ჯანმრთელი კანის დაახლოებით 1 სმ-ის დაფარვით, დღეში ერთხელ ან ორჯერ (საღამოს ან დილას და საღამოს). მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამომწვევზე და ინფექციის ადგილმდებარეობაზე. დაავადების სიმპტომები, როგორც წესი, 2-4 კვირაში ქრება. თუმცა, სრული გამოჯანმრთელებისა და რეციდივის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება 4 კვირის განმავლობაში.
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული მჟავე pH-ის მქონე საპნის გამოყენება (მჟავე გარემო ხელს უწყობს კანდიდას ჯგუფის სოკოების ზრდას).
18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები
ზალაინის® კრემის გამოყენება რეკომენდებული არ არის ბავშვებში. ბავშვებსა და მოზარდებში მისი გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
სოკოვანი ინფექციების მკურნალობისას ძალიან მნიშვნელოვანია დაზიანებული უბნის სიმშრალისა და კარგი ბუნებრივი ვენტილაციის (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი) უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კანის ნაკეცებში.
თუ გამოიყენეთ ზალაინის® კრემი რეკომენდებულზე მეტი რაოდენობით:
მოიშორეთ ზედმეტი კრემი.
თუ დაგავიწყდათ ზალაინის® კრემის გამოყენება
არ წაისვათ კრემი ორჯერ, გამოტოვებული წასმის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვეტთ ზალაინის® კრემის გამოყენებას
რეციდივის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სოკოვანი ინფექციის სრული განკურნება, ამიტომ არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ზალაინის® კრემი
ვარგისიანობის ვადა
აფთიაქიდან გაცემის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს პრეპარატი ზალაინის® კრემი და რისთვის გამოიყენება
ზალაინის® კრემი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას სერტაკონაზოლს, რომელიც არის იმიდაზოლის ჯგუფის პრეპარატი და ანადგურებს სოკოებს. პრეპარატი გამოიყენება კანის სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისთვის (დერმატოფიტოზები, წვივების, ტერფების, ხელის მტევნების, ფრჩხილების საფარველის, ტანისა და კანის ნაკეცების, გარეთა სასქესო ორგანოების დერმატომიკოზები და ა.შ.)
თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატი ზალაინის® კრემი გამოყენებამდე
ჭარბი დოზა
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
სერტაკონაზოლის ნიტრატი 20 მგ 1 გ კრემში
დამხმარე ნივთიერებები:
ეთილენგლიკოლი და პოლიეთილენგლიკოლის პალმიტოსტეარატი, პოლიგლიკოლიზირებული გაჯერებული გლიცერიდები, გლიცერინის იზოსტეარატი, პარაფინის ზეთი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, სორბინის მჟავა, გამოხდილი წყალი.
პრეპარატ ზალაინის® კრემის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
კრემი გარეგანი გამოყენებისთვის.
გარეგანი სახე:
თეთრი, რბილი კრემი, უსუნო ან ცხიმის უმნიშვნელო სუნით.
შეფუთვა:
20 გ კრემი მოცემულია ალუმინის ტუბებში, რომელზეც მოხრახნილია თეთრი პრასტმასის
ხუფი. ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38
უნგრეთი
მწარმოებელი
ფერერ ინტერნასიონალ ა.ო., ბარსელონა, ესპანეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, დერმატოლოგიაში გამოყენება / ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, იმიდაზოლი და ტრიაზოლის წარმოებულები
ათქ კოდი: D01 AC14.
სერტაკონაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებას ადგილობრივი გამოყენებისთვის.
იგი აქტიურია კანისმიერი ინფექციების გამომწვევების ფართო სპექტირის მიმართ:
დერმატოფიტები: Trichophyton, Microsporum spp., Epidermophyton floccosum
საფუარის მსგავსი სოკოები:Candida albicans, Candida subspecies., Malassezsa furfur.
სხვა პათოგენური და ინფექციასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები (іn vitro კვლევის შედეგების მიხედვით), მაგალითად, გრამდადებითი ბაქტერიები (როგორიცაა: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები), რომლებიც იწვევენ კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციებს.
სერტაკონაზოლის მოქმედების მექანიზმი მსგავსია სხვა იმიდაზოლის წარმოებულებისა და მდგომარეობს ერგოსტეროლის, სოკოვანი უჯრედების მემბრანის მნიშვნელოვანი კომპონენტის ბიოსინთეზის დათრგუნვაში, რაც იწვევს უჯრედის მემბრანის დეზორგანიზაციას და შეღწევადობის გაზრდას, ასევე პათოგენური მიკროორგანიზმის განადგურებას.
- 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ტოქსიკურობის შესწავლისას, ჯანმრთელი მოხალისეების ჯგუფში პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენებისას, სერტაკონაზოლის ნიტრატის კრემის დღეღამური დოზის გაზრდით 20 მგ/გ-მდე ზედიზედ 14 დღის განმავლობაში, მკურნალობის პერიოდის ბოლოს პლაზმასა და შარდში არ გამოვლინდა პრეპარატი შეუცვლელი სახით. გამოყენებული ანალიტიკური მეთოდის მგრძნობელობა (CLAR) იყო 25 ნგ/მლ.
- 3. უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევების მონაცემები
უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის შესწავლისა და რეპროდუქციული ტიქსიკურობის სტანდარტული კვლევების შედეგად მიღებულმა პრეკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა რაიმე საფრთხე ადამიანისთვის.
ქრონიკული ტოქსიკურობის პრეკლინიკურ კვლევებში, სერტაკონაზოლს ჰქონდა ისეთივე სუსტი ტოქსიკური ეფექტები, როგორიც იმიდაზოლის წარმოებულების სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს: სხეულის წონის შემცირება, ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, ღვიძლის გადიდება.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ეთილენგლიკოლი და პოლიეთილენგლიკოლის პალმიტოსტეარატი, პოლიგლიკოლიზირებული გაჯერებული გლიცერიდები, გლიცერინის იზოსტეარატი, პარაფინის ზეთი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, სორბინის მჟავა, გამოხდილი წყალი.
- 2. შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
- 3. ვარგისიანობის ვადა
3 წელი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
(ინფორმაცია პაციენტებისთვის)
ზალაინი®
კრემი
(სერტაკონაზოლი)
მოცემული სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე, სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას ან რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. მე-4 პარაგრაფი).
თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.
მოცემული ფურცელი-ჩანართი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს პრეპარატი ზალაინის® კრემი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ პრეპარატი ზალაინის® კრემი გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება პრეპარატი ზალაინის® კრემი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ზალაინის® კრემი
ვარგისიანობის ვადა
აფთიაქიდან გაცემის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს პრეპარატი ზალაინის® კრემი და რისთვის გამოიყენება
ზალაინის® კრემი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას სერტაკონაზოლს, რომელიც არის იმიდაზოლის ჯგუფის პრეპარატი და ანადგურებს სოკოებს. პრეპარატი გამოიყენება კანის სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისთვის (დერმატოფიტოზები, წვივების, ტერფების, ხელის მტევნების, ფრჩხილების საფარველის, ტანისა და კანის ნაკეცების, გარეთა სასქესო ორგანოების დერმატომიკოზები და ა.შ.)
თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატი ზალაინის® კრემი გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ზალაინის® კრემი
თუ გაქვთ ალერგია სერტოკონაზოლზე (პრეპარატ ზალაინის მოქმედი ნივთიერება) ან მე-8 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
თუ გაქვთ ალერგია მსგავსი ჯგუფის სხვა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატზე (იმიდაზოლის წარმოებულები).
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
ზალაინის® კრემის გამოყენება არ შეიძლება თვალის დაავადებების სამკურნალოდ; მოერიდეთ კრემის თვალში მოხვედრას.
ამ პრეპარატით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული მჟავე pH-ის მქონე საპნის გამოყენება (მჟავე გარემო ხელს უწყობს კანდიდას ჯგუფის სოკოების ზრდას).
18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები
ზალაინის® კრემის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში, რადგან არ არსებობს მონაცემები ამ ასაკობრივ ჯგუფში ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.
სხვა პრეპარატები და ზალაინის® კრემი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ.
ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება:
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
ორსულობა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა სერტაკონაზოლის მავნე ზემოქმედება ნაყოფზე.
გარეგანი გამოყენებისას მოქმედი ნივთიერება პრაქტიკულად არ შეიწოვება ადამიანის კანიდან. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატი ზალაინი® კრემის ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმის შეფასებით, დედისთვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ძუძუთი კვების დროს შესწავლილი არ არის.
ამიტომ, ამ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს შესაძლებელია, თუ ექიმის შეფასებით, დედისთვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
არ არსებობს მონაცემები, რომ ზალაინის® კრემის გამოყენებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ამ შესაძლებლობებზე.
ზალაინის® კრემი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და სორბინის მჟავას
ზალაინის® კრემი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (1 მგ 1 გ კრემზე), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მკურნალობის დროს ან მის შემდეგ).
ზალაინის® კრემი შეიცავს სორბინის მჟავას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისმიერი რეაქციები (მაგ., კონტაქტური დერმატიტი).
- როგორ გამოიყენება პრეპარატი ზალაინის® კრემი
ამ პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მკაცრად ფურცელი-ჩანართის ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კრემის რეკომენდებული გამოყენება:
წაისვით ზალაინის® კრემი თხელი, თანაბარი ფენით კარგად დაბანილი (საპნითა და წყლით) და გამშრალებული კანის დაზიანებულ უბნებზე, გარშემო არსებული ჯანმრთელი კანის დაახლოებით 1 სმ-ის დაფარვით, დღეში ერთხელ ან ორჯერ (საღამოს ან დილას და საღამოს). მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამომწვევზე და ინფექციის ადგილმდებარეობაზე. დაავადების სიმპტომები, როგორც წესი, 2-4 კვირაში ქრება. თუმცა, სრული გამოჯანმრთელებისა და რეციდივის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება 4 კვირის განმავლობაში.
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული მჟავე pH-ის მქონე საპნის გამოყენება (მჟავე გარემო ხელს უწყობს კანდიდას ჯგუფის სოკოების ზრდას).
18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები
ზალაინის® კრემის გამოყენება რეკომენდებული არ არის ბავშვებში. ბავშვებსა და მოზარდებში მისი გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
სოკოვანი ინფექციების მკურნალობისას ძალიან მნიშვნელოვანია დაზიანებული უბნის სიმშრალისა და კარგი ბუნებრივი ვენტილაციის (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი) უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კანის ნაკეცებში.
თუ გამოიყენეთ ზალაინის® კრემი რეკომენდებულზე მეტი რაოდენობით:
მოიშორეთ ზედმეტი კრემი.
თუ დაგავიწყდათ ზალაინის® კრემის გამოყენება
არ წაისვათ კრემი ორჯერ, გამოტოვებული წასმის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვეტთ ზალაინის® კრემის გამოყენებას
რეციდივის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სოკოვანი ინფექციის სრული განკურნება, ამიტომ არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.
ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს კანის მცირე, გარდამავალი სიწითლე პრეპარატის წასმის ადგილას. ეს არ საჭიროებს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას და თავისთავად გაივლის.
პაციენტებს, რომლებმაც ეს პრეპარატი გამოიყენეს როგორც ჯანმრთელ, ასევე ინფიცირებულ კანზე, არანაირი ჩივილი არ აღენიშნებოდათ.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან არ აფთიაქის თანამშრომელთან. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვნელაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ წამლისმიერი გვერდითი მოვლენების შესახებ ეროვნული საინფორმაციო მონაცემთა ბაზას, მათ შორის ინფორმაცია სამკურნალო საშუალების არაეფექტურობის შესახებ. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
- როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ზალაინის® კრემი
პრეპარატი ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ზალაინის® კრემი, თუ შეამჩნევთ გაუარესების აშკარა ნიშნებს (მაგალითად, ფერის შეცვლას).
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან ჩამდინარე წყლებთან ერთად. თუ გჭირდებათ ისეთი წამლის გადაყრა, რომელიც აღარ გჭირდებათ, მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან ჩამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია ისეთი პრეპარატების გადაგდება, რომლებსაც აღარ იყენებთ, მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.
- აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პრეპარატი ზალაინის® კრემი:
მოქმედი ნივთიერება:
სერტაკონაზოლის ნიტრატი 20 მგ 1 გ კრემში
დამხმარე ნივთიერებები:
ეთილენგლიკოლი და პოლიეთილენგლიკოლის პალმიტოსტეარატი, პოლიგლიკოლიზირებული გაჯერებული გლიცერიდები, გლიცერინის იზოსტეარატი, პარაფინის ზეთი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, სორბინის მჟავა, გამოხდილი წყალი.
პრეპარატ ზალაინის® კრემის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
კრემი გარეგანი გამოყენებისთვის.
გარეგანი სახე:
თეთრი, რბილი კრემი, უსუნო ან ცხიმის უმნიშვნელო სუნით.
შეფუთვა:
20 გ კრემი მოცემულია ალუმინის ტუბებში, რომელზეც მოხრახნილია თეთრი პრასტმასის
ხუფი. ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38
უნგრეთი
მწარმოებელი
ფერერ ინტერნასიონალ ა.ო., ბარსელონა, ესპანეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


