პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიანემიური პრეპარატები

ვიტამინი B12 სოფარმა 500 მიკროგრამი/მლ საინექციო ხსნარი

VITAMIN B12 SOPHARMA 500 micrograms/ml solution for injection

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ვიტამინი B12 სოფარმას საინექციო ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ციანოკობალამინს, რომელიც ვიტამინების ჯგუფს მიეკუთვნება. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში. იგი გამოიყენება პერნიციოზული და სხვა სახის ანემიების სამკურნალოდ, რომლებიც წარმოიქმნება ვიტამინ B12-ის დეფიციტის შედეგად. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ციანოკობალამინი (cyanocobalamin)
ფორმა და შეფუთვა
500მკგ/მლ 1მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
მწარმოებელი
Sopharma AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიანემიური პრეპარატები, ვიტამინები B12 (ციანოკობალამინები და ანალოგები)
ATC კოდი
B03BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044521
რეგისტრირებულია
19 დეკემბერი 2025, მოქმედებს 19 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქართველოში
ურთიერთქმედების შემოწმებავიტამინი B12 სოფარმა 500 მიკროგრამი/მლ საინექციო ხსნარი და სხვა წამალი ერთად

ვიტამინი B12 სოფარმა 500 მიკროგრამი/მლ საინექციო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვიტამინი B12 სოფარმას საინექციო ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ციანოკობალამინს, რომელიც ვიტამინების ჯგუფს მიეკუთვნება. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში. იგი გამოიყენება პერნიციოზული და სხვა სახის ანემიების სამკურნალოდ, რომლებიც წარმოიქმნება ვიტამინ B12-ის დეფიციტის შედეგად. ასევე გამოიყენება ორგანიზმში ვიტამინ B12-ის დეფიციტთან დაკავშირებული სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებიც შეიძლება განვითარდეს: არასრულფასოვანი კვების, ქრონიკული ატროფიული გასტრიტის, კუჭის ნაწილობრივი ან სრული ამოკვეთის ოპერაციების, ნაწლავების ოპერაციების ან დაავადებების, კუჭ-ნაწლავის სიმსივნეების დროს. ვიტამინ B12-ის დეფიციტი შეიძლება ასევე განვითარდეს სრულ ვეგეტარიანელებში, რადგან ის საკმარისი რაოდენობით არ შედის მცენარეული წარმოშობის საკვებში.

მიღების წესი და დოზირება

ვიტამინი B12 სოფარმა გამოიყენება ინექციით კუნთში ექიმის ან სხვა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ. დოზირებას და მიღების სიხშირეს განსაზღვრავს ექიმი ვიტამინ B12 დეფიციტის ხარისხისა და სიმპტომების სიმძიმის მიხედვით.

სიფრთხილის ზომები

ვიტამინი B12 სოფარმა არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პროდუქტის აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

თუ გაწუხებთ ლებერის (Leber) დაავადება (მემკვიდრეობითი მხედველობის ნერვის ატროფია);

თუ ხართ ორსულად და გაქვთ მეგალობლასტური ანემია, რომელიც არ არის გამოწვეული ვიტამინი B12-ის დეფიციტით;

თუ გაწუხებთ თრომბოემბოლია;

თუ გაქვთ ავთვისებიანი კიბო

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ვიტამინის B12-ის სოფარმას გამოყენებისას

ვიტამინი B12 სოფარმათი მკურნალობის დასაწყისში, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება შეიცვალოს გულის აქტივობის სიხშირე ან რიტმი. თუ ეს სიმპტომები გამოვლინდა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ვიტამინი B12 სოფარმათი თერაპიის დროს, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზები მკურნალობის ეფექტის მონიტორინგისთვის.

შესაძლებელია, რომ ვიტამინი B12 სოფარმას მიღებისას შარდი გაწითლდეს.

სხვა მედიკამენტების გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებს ან მკურნალობთ ანტიბიოტიკ ქლორამფენიკოლით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობის და ძუძუთი კვების დროს ვიტამინი B12 სოფარმა შეიძლება მიღებულ იქნას რეცეპტით და ექიმის მიერ განსაზღვრული დოზებით.

მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ვიტამინი B12 სოფარმა არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ვიტამინ B12 სოფარმას შეიძლება ჰქონდეს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

იშვიათად, შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები - ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვიტამინ B12-ის ინექციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური). ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ცხელება, შემცივნება, ალები, სისუსტე, ტკივილი ინექციის ადგილას.

თუ რომელიმე არასასურველი რეაქციები გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში,

გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ვიტამინი B12 სოფარმას შენახვა.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გაყინოთ!

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ ვიტამინი B12 სოფარმა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

  • დამატებითი ინფორმაცია

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ციანოკობალამინი 100, 250, 500 ან 1000 მიკროგრამი 1 მლ. საინექციო ხსნარში

სხვა შემადგენლობა: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის აცეტატი ტრიჰიდრატი, გამყინვარების ძმარმჟავა, საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება და რას შეიცავს ვიტამინი B12 სოფარმა

შეფუთვა: ვიტამინი B12 საინექციო ხსნარი არის გამჭვირვალე სითხე წითელი ფერის.

10 უფერო შუშის ამპულა, 1 მლ მოთავსებულია PVC ფოლგის ბლისტერში; 1 ან 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, ინსტრუქციასთან ერთად.

ამპულების გახსნა ხდება ამპულის ზემოთ ყელზე არსებულ ნიშნულზე (წერტილზე) ცერა თითით დაჭერით.

ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სს „სოფარმა“

მისამართი: „ილიენსკო შოსე“- ს ქუჩა # 16, 1220 სოფია, ბულგარეთი

ინსტრუქციის დამტკიცების ბოლო თარიღი:

2008 წლის დეკემბერი

___________________________________________________________________________________

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია

მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის.

ვიტამინ B12 სოფარმას დოზირება და მიღების მეთოდი

პროდუქტი გამოიყენება ინექციით კუნთში.

მოზრდილები და ბავშვები:

პერნიციოზული და სხვა მაკროციტული ანემიები თანმხლები ნევროლოგიური სიმპტომების გარეშე

მიიღეთ ციანოკობალამინი 250-დან 1000 მკგ-მდე დოზით დღეგამოშვებით 1-2 კვირის განმავლობაში, შემდეგ 250 მკგ კვირაში ერთხელ, სანამ სისხლის ანალიზი არ განორმალიზდება.

შემანარჩუნებელი დოზა: 1000 მკგ თვეში ერთხელ.

პერნიციოზული და სხვა მაკროციტული ანემიები თანმხლები ნევროლოგიური სიმპტომებით

მიიღეთ მედიკამენტი 1000 მკგ დოზით დღეგამოშვებით, სანამ კლინიკური სურათი და ლაბორატორიული პარამეტრები არ გაუმჯობესდება.

ვიტამინ B12-ის დეფიციტის ანემიის პრევენცია, კუჭის ამოკვეთის ან მალაბსორბციის სინდრომის შემდეგ: 250-დან 1000 მკგ-მდე თვეში ერთხელ.

ვიტამინ B12-ით მკურნალობის დროს რეკომენდებულია სისხლის ანალიზის რეგულარული მონიტორინგი თერაპიული ეფექტის შესაფასებლად.

__________________________________________________________________________________

თარგმნის სინამდვილეს და სისწორეს ვადასტურებ.

თარჯიმანი: /გუკას ნერსესოვი/

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

/თარგმნა ბულგარული ენიდან/

ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებელთათვის

VITAMIN B12 SOPHARMA 100 micrograms/ml

solution for injection

ვიტამინი B12 სოფარმა 100 მიკროგრამი/მლ

საინექციო ხსნარი

VITAMIN B12 SOPHARMA 250 micrograms/ml

solution for injection

ვიტამინი B12 სოფარმა 250 მიკროგრამი/მლ

საინექციო ხსნარი

VITAMIN B12 SOPHARMA 500 micrograms/ml

solution for injection

ვიტამინი B12 სოფარმა 500 მიკროგრამი/მლ

საინექციო ხსნარი

VITAMIN B12 SOPHARMA 1000 micrograms/ml

solution for injection

ვიტამინი B12 სოფარმა 1000 მიკროგრამი/მლ

საინექციო ხსნარი

ციანოკობალამინი (cyanocobalamin)

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე,

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამედიცინო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვა პირებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სიმპტომები არის მსგავსი.

თუ რომელიმე არასასურველი რეაქცია სერიოზული გახდება ან შეამჩნევთ სხვა არასასურველ რეაქციებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენ ექიმს.

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია.

რას წარმოადგენს ვიტამინი B12 სოფარმა და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ ვიტამინი B12 სოფარმას მიღებამდე

როგორ მიიღოთ ვიტამინი B12 სოფარმა

შესაძლო არასასურველი რეაქციები

ვიტამინი B12 სოფარმას შენახვა.

დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს ვიტამინი B12 სოფარმა და რისთვის გამოიყენება ის.

ვიტამინი B12 სოფარმას საინექციო ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ციანოკობალამინს, რომელიც ვიტამინების ჯგუფს მიეკუთვნება. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში. იგი გამოიყენება პერნიციოზული და სხვა სახის ანემიების სამკურნალოდ, რომლებიც წარმოიქმნება ვიტამინ B12-ის დეფიციტის შედეგად. ასევე გამოიყენება ორგანიზმში ვიტამინ B12-ის დეფიციტთან დაკავშირებული სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებიც შეიძლება განვითარდეს: არასრულფასოვანი კვების, ქრონიკული ატროფიული გასტრიტის, კუჭის ნაწილობრივი ან სრული ამოკვეთის ოპერაციების, ნაწლავების ოპერაციების ან დაავადებების, კუჭ-ნაწლავის სიმსივნეების დროს. ვიტამინ B12-ის დეფიციტი შეიძლება ასევე განვითარდეს სრულ ვეგეტარიანელებში, რადგან ის საკმარისი რაოდენობით არ შედის მცენარეული წარმოშობის საკვებში.

  • რა უნდა იცოდეთ ვიტამინი B12 სოფარმათი მკურნალობის დაწყებამდე:

ვიტამინი B12 სოფარმა არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პროდუქტის აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

თუ გაწუხებთ ლებერის (Leber) დაავადება (მემკვიდრეობითი მხედველობის ნერვის ატროფია);

თუ ხართ ორსულად და გაქვთ მეგალობლასტური ანემია, რომელიც არ არის გამოწვეული ვიტამინი B12-ის დეფიციტით;

თუ გაწუხებთ თრომბოემბოლია;

თუ გაქვთ ავთვისებიანი კიბო

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ვიტამინის B12-ის სოფარმას გამოყენებისას

ვიტამინი B12 სოფარმათი მკურნალობის დასაწყისში, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება შეიცვალოს გულის აქტივობის სიხშირე ან რიტმი. თუ ეს სიმპტომები გამოვლინდა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ვიტამინი B12 სოფარმათი თერაპიის დროს, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზები მკურნალობის ეფექტის მონიტორინგისთვის.

შესაძლებელია, რომ ვიტამინი B12 სოფარმას მიღებისას შარდი გაწითლდეს.

სხვა მედიკამენტების გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებს ან მკურნალობთ ანტიბიოტიკ ქლორამფენიკოლით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობის და ძუძუთი კვების დროს ვიტამინი B12 სოფარმა შეიძლება მიღებულ იქნას რეცეპტით და ექიმის მიერ განსაზღვრული დოზებით.

მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ვიტამინი B12 სოფარმა არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

  • როგორ გამოვიყენოთ ვიტამინი B12 სოფარმა

ვიტამინი B12 სოფარმა გამოიყენება ინექციით კუნთში ექიმის ან სხვა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ. დოზირებას და მიღების სიხშირეს განსაზღვრავს ექიმი ვიტამინ B12 დეფიციტის ხარისხისა და სიმპტომების სიმძიმის მიხედვით.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები.

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ვიტამინ B12 სოფარმას შეიძლება ჰქონდეს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

იშვიათად, შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები - ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვიტამინ B12-ის ინექციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური). ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ცხელება, შემცივნება, ალები, სისუსტე, ტკივილი ინექციის ადგილას.

თუ რომელიმე არასასურველი რეაქციები გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში,

გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ვიტამინი B12 სოფარმას შენახვა.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გაყინოთ!

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ ვიტამინი B12 სოფარმა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

  • დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ვიტამინი B12 სოფარმას საინექციო ხსნარი

აქტიური ნივთიერება: ციანოკობალამინი 100, 250, 500 ან 1000 მიკროგრამი 1 მლ. საინექციო ხსნარში

სხვა შემადგენლობა: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის აცეტატი ტრიჰიდრატი, გამყინვარების ძმარმჟავა, საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება და რას შეიცავს ვიტამინი B12 სოფარმა

შეფუთვა: ვიტამინი B12 საინექციო ხსნარი არის გამჭვირვალე სითხე წითელი ფერის.

10 უფერო შუშის ამპულა, 1 მლ მოთავსებულია PVC ფოლგის ბლისტერში; 1 ან 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, ინსტრუქციასთან ერთად.

ამპულების გახსნა ხდება ამპულის ზემოთ ყელზე არსებულ ნიშნულზე (წერტილზე) ცერა თითით დაჭერით.

ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სს „სოფარმა“

მისამართი: „ილიენსკო შოსე“- ს ქუჩა # 16, 1220 სოფია, ბულგარეთი

ინსტრუქციის დამტკიცების ბოლო თარიღი:

2008 წლის დეკემბერი

___________________________________________________________________________________

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია

მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის.

ვიტამინ B12 სოფარმას დოზირება და მიღების მეთოდი

პროდუქტი გამოიყენება ინექციით კუნთში.

მოზრდილები და ბავშვები:

პერნიციოზული და სხვა მაკროციტული ანემიები თანმხლები ნევროლოგიური სიმპტომების გარეშე

მიიღეთ ციანოკობალამინი 250-დან 1000 მკგ-მდე დოზით დღეგამოშვებით 1-2 კვირის განმავლობაში, შემდეგ 250 მკგ კვირაში ერთხელ, სანამ სისხლის ანალიზი არ განორმალიზდება.

შემანარჩუნებელი დოზა: 1000 მკგ თვეში ერთხელ.

პერნიციოზული და სხვა მაკროციტული ანემიები თანმხლები ნევროლოგიური სიმპტომებით

მიიღეთ მედიკამენტი 1000 მკგ დოზით დღეგამოშვებით, სანამ კლინიკური სურათი და ლაბორატორიული პარამეტრები არ გაუმჯობესდება.

ვიტამინ B12-ის დეფიციტის ანემიის პრევენცია, კუჭის ამოკვეთის ან მალაბსორბციის სინდრომის შემდეგ: 250-დან 1000 მკგ-მდე თვეში ერთხელ.

ვიტამინ B12-ით მკურნალობის დროს რეკომენდებულია სისხლის ანალიზის რეგულარული მონიტორინგი თერაპიული ეფექტის შესაფასებლად.

__________________________________________________________________________________

თარგმნის სინამდვილეს და სისწორეს ვადასტურებ.

თარჯიმანი: /გუკას ნერსესოვი/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა