პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიანემიური პრეპარატები

კობალექსინი

COBALEKSIN

ურეცეპტოდ1000მკგ/მლინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

კობალექსინი არის წითელი, გამჭვირვალე ხსნარი 1 მლ ქარვისფერ ამპულებში. ყოველი 1 მლ ამპულა შეიცავს ციანოკობალამინს (ვიტამინი B12) აქტიური ნივთიერების სახით. კობალექსინი; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ციანოკობალამინი (cyanocobalamin)
ფორმა და შეფუთვა
1000მკგ/მლ 1მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
მწარმოებელი
Mefar Ilac Sanayii A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიანემიური პრეპარატები, ვიტამინი B12 (ციანკობალამინი და ანალოგები)
ATC კოდი
B03BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-037560
რეგისტრირებულია
14 მარტი 2023, მოქმედებს 14 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Si Pharma Ilac San. Ve Tic. Ltd. Sti. (თურქეთი)
განმცხადებელი
საქართველოში INPHA LLP-ის წარმომადგენლობითი ოფისი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკობალექსინი და სხვა წამალი ერთად

კობალექსინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კობალექსინი არის წითელი, გამჭვირვალე ხსნარი 1 მლ ქარვისფერ ამპულებში. ყოველი 1 მლ ამპულა შეიცავს ციანოკობალამინს (ვიტამინი B12) აქტიური ნივთიერების სახით.

კობალექსინი;

ანემია, რომელიც გამოწვეულია B12 ვიტამინის აბსორბციის დეფიციტით (პერნიციოზული ანემია)

ანემია, რომელიც ვითარდება კორპუსკულური მოცულობის/ჰემოგლობინის მასის მომატებით B12 ვიტამინის დეფიციტის შედეგად (ჰიპერქრომული მაკროციტული ანემია),

სახის მწვავე ტკივილის უეცრად დაწყება (სამწვერა ნერვის ნევრალგია)

ნერვის რევმატიზმი (იშიასი)

მწვავე ჰერპესი, ნერვის მწვავე ანთება (ნევრიტი), და ნევრალგია

ასევე დიაგნოსტირების მიზნით შარდში B12 ვიტამინის განსაზღვრისათვის (შილინგის ტესტი).

  • რა უნდა გაითვალისწინოთ მიღების დაწყებამდე

კობალექსინი

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქციები სატანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

მწვავე ნევრალგიის მკურნალობისას, 500-100 მკგ B12 ვიტამინი შეჰყავთ კუნთში. მწვავე ნევრიტის და ნევრალგიის შემანარჩუნებელი მკურნალობა რეკომენდებულია 10 დღის განმავლობაში. კობალექსინით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ხელახლა რეციდივის შემთხვევაში.

B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის დროს მკურნალობა იწყება 250-1000 მკგ-ს გამოყენებით ყოველ მეორე დღეს და შენარჩუნებისთვის გამოიყენება 1-2 კვირა. ამის შემდეგ, ვიდრე სისხლის ანალიზის შედეგებით დადასტურდება ნორმის ფარგლებში დაბრუნება, 250 მკგ B12 ვიტამინი გამოიყენება კვირაში ერთხელ. მაგრამ თუ არსებობს ნებისმიერი სხვა ავადობა გამოწვეული ნეიროპათიით, გამოყენება გრძელდება 1000 მკგ B12 ვიტამინით ყოველ მეორე დღეს. როდესაც სისხლის ანალიზის შედეგები აჩვენებს ნორმის ფარგლებში დაბრუნებას, შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის გამოიყენება 1000 მკგ B12 ვიტამინის ინექცია კუნთში თვეში ერთხელ.

შეყვანის გზა და წესი

შეჰყავთ მხოლოდ კუნთში ინექციით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში: ინფორმაცია ბავშვებში გამოყენების შესახებ არ არის.

გამოყენება ხანდაზმულებში: ინფორმაცია ხანდაზმულებში გამოყენების შესახებ არ არის.

გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში:

თირკმლის უკმარისობა: არ არსებობს ინფორმაცია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ.

ღვიძლის უკმარისობა: არ არსებობს ინფორმაცია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ კობალექსინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი კობალექსინი:

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი კობალექსინი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ კობალექსინის მიღება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს კობალექსინით მკურნალობის დასრულების შემდეგ

არ შეწყვიტოთ კობალექსინით მკურნალობა ექიმის მითითების გარეშე.

უკუჩვენებები

თუ;

გაქვთ ალერგია B12 ვიტამინის ან კობალექსინის სხვა ინგრედიენტების მიმართ, არ გამოიყენოთ.

გამოყენება შესაფერისი არ არის მხედველობის ნერვის დაავადებების (ოპტიკური ნეიროპათიაები) (ლებენის დაავადება) დროს, როდესაც B12 ვიტამინის კონცენტრაცია სისხლში მაღალია.

კობალექსინი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგი მდგომარეობების დროს

გამოიყენება მხოლოდ კუნთში შეყვანის გზით.

არ შეიძლება გამოყენება დიაგნოზის გარეშე ისეთი დაავადებისას, რომელიც დამოკიდებულია B12 ვიტამინის დეფიციტზე.

შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს რეფრაქტორული სიტუაცია. ამის გამო, საჭიროა პერიოდული გამოკვლევა ყოველ 3-6 თვეში ერთხელ.

B12 ვიტამინის გამოყენებისას ქლორამფენიკოლის გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს სამკურნალო ეფექტი ციანოკობალამინის მიმართ.

მკურნალობის დროს ინფექციის განვითარებამ, ფოლიუმის მჟავას გამოყენებამ, ანემიამ, ურემიამ (სისხლში შარდოვანას მომატებული რაოდენობა) შეიძლება დააქვეითოს მკურნალობის ეფექტიანობა. გადაუდებელი ზომების მიღება შეიძლება საჭირო იყოს პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მძიმე ანემია და ქსოვილების ანოქსია (ასფიქსია) და ხანდაზმული პაციენტებისთვის.

თუ გაქვთ ალერგიული დაავადება, როგორიცაა ასთმა, ჭინჭრის ციება, ეგზემა, ციანოკობალამინის გამოყენების წინ უნდა შემოწმდეს თქვენი ჰიპერმგრძნობელობა კანზე ტესტის ჩატარებით.

კობალექსინის შეყვანა ვენაში არ შეიძლება, ის შეჰყავთ კუნთში ინექციით.

თუ ორსულობის დროს დადასტურებული არ არის B12 ვიტამინის დეფიციტი, ის არ გამოიყენება. B12 ვიტამინის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ორსულ და მეძუძურ ქალებში არის 2,2 და 2,6 მკგ. ვიტამინი B12 გადადის დედის რძეში.

იმ შემთხვევაში, თუ ეს გაფრთხილებები კავშირშია თქვენთან თუნდაც წარსულში არსებული მდგომარეობების გამო, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

კობალექსინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან

არ აღინიშნება ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან.

რეკომენდებული არ არის კობალექსინის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად, ვინაიდან შეიძლება შემცირდეს B12 ვიტამინის შეწოვა.

სიფრთხილის ზომები

მიიღება მხოლოდ კუნთში.

რადგან B12 ვიტამინს შეუძლია დაფაროს ზურგის ტვინის ქვემწვავე დეგენერაცია, დაუშვებელია სრული დიაგნოზის გარეშე გამოყენება.

არ არის შესაფერისი ოპტიკური ნეიროპათიისთვის, რომლის დროსაც B12 ვიტამინის კონცენტრაცია მაღალია სისხლში.

B12 ვიტამინის გამოყენებისას, განვითარებულმა ინფექციამ, ურემიამ, ფოლიუმის მჟავას ან რკინის დეფიციტმა, ისეთი პრეპარატების გამოყენებამ (ქლორამფენიკოლი), რომლებიც თრგუნავენ ძვლის ტვინს, შეიძლება შეამციროს ციანოკობალამინის მიმართ თერაპიული პასუხი. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი ზომების მიღება პაციენტებში მწვავე ანემიით და ქსოვილების ანოქსიით (ასფიქსია) და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებში უნდა მოხდეს სისხლის გადასხმა, B12 და ფოლიუმის მჟავას მაღალი დოზებით მკურნალობა.

ალერგიული დაავადების მქონე პირებში, როგორიც არის ასთმა, ჭინჭრის ციება, ეგზემა, ციანოკობალამინის გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს არის თუ არა პაციენტი ჰიპერმგრძნობიარე, კანის ტესტის გაკეთებით.

არასოდეს არ უნდა მოხდეს კობალექსინის ინტრავენურად გამოყენება, მისი გამოყენება უნდა მოხდეს ინტრამუსკულარულად. თუ არ დამტკიცდება B12 ვიტამინის დეფიციტის არსებობა ორსულობის დროს, დაუშვებელია მისი გამოყენება. B12 ვიტამინის დღიური რეკომენდებული დოზა ორსულობის ან ლაქტაციის დროს არის 2,2 და 2,6 მკგ.

ვიტამინი B12 გადადის დედის რძეში.

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 15,0 მგ ბენზილის სპირტს ყოველ ამპულაში. არ უნდა მოხდეს დღენაკლულებში და ახალშობილებში გამოყენება. შესაძლოა გამოიწვიოს ტოქსიკური და ანაფილაქსიური რეაქცია ჩვილებსა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ ამპულაში; შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ შეიცავს ნატრიუმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

B12 ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში, B12 ვიტამინის გამოყენებამ ქლორამფენიკოლთან ერთად შეიძლება დაბლოკოს (ჰემატოპოეზური) პასუხი B12 ვიტამინის მიმართ სისხლისა და სისხლის უჯრედების წარმოების მხრივ. პრეპარატებმა, როგორიცაა მეთოტრექსატი, პირიმეთამინი, კოლხიცინი და პარაამინოსალიცილის მჟავა, რომლებიც გამოიყენება ინფექციის წინააღმდეგ, შეიძლება მოგვცეს B12 ვიტამინის დიაგნოსტირებისთვის ჩატარებული სისხლის მიკრობიოლოგიური ანალიზის არასწორი შედეგები.

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით ნებისმიერ რეცეპტით გასაცემ ან ურეცეპტო პრეპარატს, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ შეიძლება გამოყენება ორსულობის დროს საჭიროების გარეშე.

თუ მკურნალობის დროს დადგინდება ორსულობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

B12 ვიტამინი გადადის დედის რძეში. ცნობილი არ არის რაიმე მავნე ზეგავლენის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს ინფორმაცია ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კობალექსინში შემავალი გარკვეული დამხმარე ნივთიერებების შესახებ

ამ სამკურნალო საშუალების 1 ამპულა შეიცავს 15,0 ბენზილის სპირტს. არ გამოიყენება დღენაკლულ და ახალშობილ ჩვილებში. შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური რეაქცია და ალერგიული რეაქცია ჩვილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმის (23 მგ) თითოეულ ამპულაზე, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს პირებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა კობალექსინში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქცია, შეწყვიტეთ კობალექსინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას:

გამონაყარი, ქავილი, წვის შეგრნება პრეპარატის შეყვანის ადგილზე,

სუნთქვის გაძნელება,

რესპირატორული დისტრესი

შეშუპების შეგრძნება და გრძნობის დაკარგვა ყელის/ხორხის მონაკვეთში

მოჭერის შეგრძნება გულმკერდში

სხეულში ძლიერი სიცხის/სიცივის შეგრძნება

ზონესთეზია,

ცხვირის და თვალის ქავილი,

ცხვირიდან გამონადენი,

ცემინება,

ქავილი, სიწითლე/შეშუპება

მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება,

თავბრუსხვევა,

მსუბუქი თავბრუსხვევა,

გულის ფრიალი

ყველა ეს გვერდითი მოვლენა არის ძალიან სერიოზული. თუ განვითარდა რომელიმე ეს ეფექტი, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ ალერგია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა პრეპარატის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს იმ პირებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა კობალექსინში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან მინიმუმ ერთ პაციენტში.

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან ერთზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.

გამოვლენილი გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია კობალექსინის გამოყენებაზე:

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან ერთზე მეტ პაციენტში):

ანთებითი აკნეს წარმოქმნა ან ანთება

ფოლიკულიტის (თმის ფოლიკულების ანთება) განვითარება ან ანთება

უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

Polycythemia Vera (ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების რიცხვის მომატება)

სიარულის დარღვევა

სისუსტე, მოდუნებულობა

აგზნებულობა, შფოთვა

თავბრუსხვევა

ჰიპერთეზია

კოორდინაციის მოშლა

ნერვოზულობა

დაბუჟება

თავის ტკივილი

დაავადება გამოხატული სუნთქვის უკმარისობით, შეშუპებით, გულის უკმარისობაზე დამოკიდებული ჰეპატოსპლენომეგალიით

ფილტვის შეშუპება

ემბოლია პერიფერიულ ვენებში, პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოზი

სუნთქვის გაძნელება

საჭმლის მონელების დარღვევა

გულისრევა

ღებინება

მსუბუქი, ტრანზიტორული ფაღარათი

გლოსიტი

ქავილი

ტრანზიტორული ეგზანთემა (კანზე გამონაყარი)

ართრიტი (სახსრების ანთება)

წელის ტკივილი

მიალგია (კუნთების ტკივილი)

სხეულის შეშუპება

ზოგადი ტკივილის შეგრძნება

ტკივილი ინექციის ადგილზე

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც აღწერილია ან არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე აცნობეთ განვითარებული გვერდითი მოვლენები თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს www.titck.gov.tr-ზე „Medicine Side Effect Statement”-ის მეშვეობით ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების ინფორმირების ხაზზე ნომერზე 0 800 314 00 05. განვითარებული გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებას.

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • კობალექსინის შენახვა

შეინახეთ კობალექსინი ბავშვებასთვის მიუწვდომელ ადგილას საკუთარ შეფუთვაში. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 250C-მდე და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ კობალექსინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

თუ შენიშნავთ, რომ პროდუქტს და/ან შეფუთვას აქვს დეფექტი, არ გამოიყენოთ კობალექსინი.

ლიცენზიის მფლობელი:

Si Pharma Ilaç San. Ve Tic. Ltd. Şti.

Tatlisu Mah. Haliç Sok. N: 31/56

Ümraniye/Istanbul

ტელ: 0 (216) 594 52 72

ფაქსი: 0 (216) 594 55 52

წარმოების ადგილი:

Mefar Ilaç Sanayii A.Ş.

Ramazanoglu Mah.

Ensar Caddesi No: 20

Pendik/Istanbul

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცდა 13.10.2015

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ჭარბი დოზა

წყალში ხსნადი ვიტამინები გამოიყოფა შარდში ჭარბი დოზირების შემთხვევაში. არ არსებობს პროცედურა ან ანტიდოტი საგანგებო შემთხვევისთვის.

შენახვის პირობები

სათაურები მოცემულია.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი და წარმოებულები)

ათქ კოდი: B03BA01

ვიტამინი B12 არის ვიტამინი, რომელიც ააქტიურებს ორგანიზმში მეთიონინის, თიმიდინის, პროტოპორფირინის ბიოსინთეზს და უზრუნველყოფს ნორმალურ ერითროპოეზს ნუკლეოპროტეინისა და ჰემოგლობინის წარმოებისთვის კატალიზატორად მოქმედების გზით. ამ ეფექტის წყალობით, ის სწრაფად ასწორებს პერნიციოზული ანემიისა და ჰიპერქრომული მაკროციტური ანემიის ცხრილს. ვიტამინი B12 მაღალი დოზით გამოიყენება ნევროლოგიური ჩვენების დროს, როგორიცაა საჯდომის და სამწვერა ნერვის ნევრალგია და უზრუნველყოფს მწვავე ტკივილის შეჩერებას.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ვიტამინი B12 შეიწოვება შინაგან ფაქტორთან შეკავშირების გზით და შინაგანი ფაქტორის არარსებობისას, გასტრექტომიის შემდეგ და მალაბსორბციის სინდრომის არსებობისას, ის კარგად არ შეიწოვება.

განაწილება

ვიტამინი B12 ინტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს. ინახება ღვიძლში. სხეული ინახავს 1000 მკგ დოზის 15%-ს. სხეულში არის 2000-3000 მკგ B12 ვიტამინის მარაგი. კობალექსინი შედის ენტეროჰეპატიკურ ცირკულაციაში ნაღვლის სეკრეციის გზით.

მეტაბოლიზმი

B12 ვიტამინის პარენტერალურ გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემები

მეტაბოლიზმის შესახებ არ არსებობს.

ელიმინაცია

ინექციით მიღებული დოზის ძირითადი ნაწილი გამოიყოფა შარდთან ერთად პირველ 24 საათში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

კობალექსინი 1000 მკგ/მლ ი.მ.

ამპულა კუნთში შესაყავნი

სტერილური-აპიროგენული

აქტიური ნივთიერება: 1 მლ ამპულის ხსნარი შეიცავს 1000 მკგ ვიტამინი B12-ს (ციანოკობალამინი).

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ბენზილის სპირტი და საინექციო ხსნარი.

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. მოგვიანებით შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ მისცეთ ის სხვებს.

ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში საავადმყოფოში ან ექიმთან ვიზიტისას, უთხარით, რომ იღებთ ამ პრეპარატს.

გთხოვთ ზუსტად დაიცვათ ამ ინსტრუქციის მითითებები. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

ამ ინსტრუქციაში:

  • რა არის კობალექსინი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა გაითვალისწინოთ კობალექსინის მიღების დაწყებამდე
  • როგორ გამოიყენება კობალექსინი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • კობალექსინის შენახვის პირობები

სათაურები მოცემულია.

  • რა არის კობალექსინი და რისთვის გამოიყენება

კობალექსინი არის წითელი, გამჭვირვალე ხსნარი 1 მლ ქარვისფერ ამპულებში. ყოველი 1 მლ ამპულა შეიცავს ციანოკობალამინს (ვიტამინი B12) აქტიური ნივთიერების სახით.

კობალექსინი;

ანემია, რომელიც გამოწვეულია B12 ვიტამინის აბსორბციის დეფიციტით (პერნიციოზული ანემია)

ანემია, რომელიც ვითარდება კორპუსკულური მოცულობის/ჰემოგლობინის მასის მომატებით B12 ვიტამინის დეფიციტის შედეგად (ჰიპერქრომული მაკროციტული ანემია),

სახის მწვავე ტკივილის უეცრად დაწყება (სამწვერა ნერვის ნევრალგია)

ნერვის რევმატიზმი (იშიასი)

მწვავე ჰერპესი, ნერვის მწვავე ანთება (ნევრიტი), და ნევრალგია

ასევე დიაგნოსტირების მიზნით შარდში B12 ვიტამინის განსაზღვრისათვის (შილინგის ტესტი).

  • რა უნდა გაითვალისწინოთ მიღების დაწყებამდე

კობალექსინი

არ გამოიყენოთ კობალექსინი შემდეგი მდგომარეობების დროს

თუ;

გაქვთ ალერგია B12 ვიტამინის ან კობალექსინის სხვა ინგრედიენტების მიმართ, არ გამოიყენოთ.

გამოყენება შესაფერისი არ არის მხედველობის ნერვის დაავადებების (ოპტიკური ნეიროპათიაები) (ლებენის დაავადება) დროს, როდესაც B12 ვიტამინის კონცენტრაცია სისხლში მაღალია.

კობალექსინი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგი მდგომარეობების დროს

გამოიყენება მხოლოდ კუნთში შეყვანის გზით.

არ შეიძლება გამოყენება დიაგნოზის გარეშე ისეთი დაავადებისას, რომელიც დამოკიდებულია B12 ვიტამინის დეფიციტზე.

შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს რეფრაქტორული სიტუაცია. ამის გამო, საჭიროა პერიოდული გამოკვლევა ყოველ 3-6 თვეში ერთხელ.

B12 ვიტამინის გამოყენებისას ქლორამფენიკოლის გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს სამკურნალო ეფექტი ციანოკობალამინის მიმართ.

მკურნალობის დროს ინფექციის განვითარებამ, ფოლიუმის მჟავას გამოყენებამ, ანემიამ, ურემიამ (სისხლში შარდოვანას მომატებული რაოდენობა) შეიძლება დააქვეითოს მკურნალობის ეფექტიანობა. გადაუდებელი ზომების მიღება შეიძლება საჭირო იყოს პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მძიმე ანემია და ქსოვილების ანოქსია (ასფიქსია) და ხანდაზმული პაციენტებისთვის.

თუ გაქვთ ალერგიული დაავადება, როგორიცაა ასთმა, ჭინჭრის ციება, ეგზემა, ციანოკობალამინის გამოყენების წინ უნდა შემოწმდეს თქვენი ჰიპერმგრძნობელობა კანზე ტესტის ჩატარებით.

კობალექსინის შეყვანა ვენაში არ შეიძლება, ის შეჰყავთ კუნთში ინექციით.

თუ ორსულობის დროს დადასტურებული არ არის B12 ვიტამინის დეფიციტი, ის არ გამოიყენება. B12 ვიტამინის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ორსულ და მეძუძურ ქალებში არის 2,2 და 2,6 მკგ. ვიტამინი B12 გადადის დედის რძეში.

იმ შემთხვევაში, თუ ეს გაფრთხილებები კავშირშია თქვენთან თუნდაც წარსულში არსებული მდგომარეობების გამო, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

კობალექსინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან

არ აღინიშნება ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან.

რეკომენდებული არ არის კობალექსინის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად, ვინაიდან შეიძლება შემცირდეს B12 ვიტამინის შეწოვა.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ შეიძლება გამოყენება ორსულობის დროს საჭიროების გარეშე.

თუ მკურნალობის დროს დადგინდება ორსულობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

B12 ვიტამინი გადადის დედის რძეში. ცნობილი არ არის რაიმე მავნე ზეგავლენის შესახებ.

პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ არსებობს ინფორმაცია ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კობალექსინში შემავალი გარკვეული დამხმარე ნივთიერებების შესახებ

ამ სამკურნალო საშუალების 1 ამპულა შეიცავს 15,0 ბენზილის სპირტს. არ გამოიყენება დღენაკლულ და ახალშობილ ჩვილებში. შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური რეაქცია და ალერგიული რეაქცია ჩვილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმის (23 მგ) თითოეულ ამპულაზე, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

გამოყენება სხვა პრეპარატებთან

B12 ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში, B12 ვიტამინის გამოყენებამ ქლორამფენიკოლთან ერთად შეიძლება დაბლოკოს (ჰემატოპოეზური) პასუხი B12 ვიტამინის მიმართ სისხლისა და სისხლის უჯრედების წარმოების მხრივ. პრეპარატებმა, როგორიცაა მეთოტრექსატი, პირიმეთამინი, კოლხიცინი და პარაამინოსალიცილის მჟავა, რომლებიც გამოიყენება ინფექციის წინააღმდეგ, შეიძლება მოგვცეს B12 ვიტამინის დიაგნოსტირებისთვის ჩატარებული სისხლის მიკრობიოლოგიური ანალიზის არასწორი შედეგები.

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით ნებისმიერ რეცეპტით გასაცემ ან ურეცეპტო პრეპარატს, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოიყენება კობალექსინი

ინსტრუქციები სატანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

მწვავე ნევრალგიის მკურნალობისას, 500-100 მკგ B12 ვიტამინი შეჰყავთ კუნთში. მწვავე ნევრიტის და ნევრალგიის შემანარჩუნებელი მკურნალობა რეკომენდებულია 10 დღის განმავლობაში. კობალექსინით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ხელახლა რეციდივის შემთხვევაში.

B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის დროს მკურნალობა იწყება 250-1000 მკგ-ს გამოყენებით ყოველ მეორე დღეს და შენარჩუნებისთვის გამოიყენება 1-2 კვირა. ამის შემდეგ, ვიდრე სისხლის ანალიზის შედეგებით დადასტურდება ნორმის ფარგლებში დაბრუნება, 250 მკგ B12 ვიტამინი გამოიყენება კვირაში ერთხელ. მაგრამ თუ არსებობს ნებისმიერი სხვა ავადობა გამოწვეული ნეიროპათიით, გამოყენება გრძელდება 1000 მკგ B12 ვიტამინით ყოველ მეორე დღეს. როდესაც სისხლის ანალიზის შედეგები აჩვენებს ნორმის ფარგლებში დაბრუნებას, შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის გამოიყენება 1000 მკგ B12 ვიტამინის ინექცია კუნთში თვეში ერთხელ.

შეყვანის გზა და წესი

შეჰყავთ მხოლოდ კუნთში ინექციით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში: ინფორმაცია ბავშვებში გამოყენების შესახებ არ არის.

გამოყენება ხანდაზმულებში: ინფორმაცია ხანდაზმულებში გამოყენების შესახებ არ არის.

გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში:

თირკმლის უკმარისობა: არ არსებობს ინფორმაცია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ.

ღვიძლის უკმარისობა: არ არსებობს ინფორმაცია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ კობალექსინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი კობალექსინი:

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი კობალექსინი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ კობალექსინის მიღება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს კობალექსინით მკურნალობის დასრულების შემდეგ

არ შეწყვიტოთ კობალექსინით მკურნალობა ექიმის მითითების გარეშე.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს პირებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა კობალექსინში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქცია, შეწყვიტეთ კობალექსინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას:

გამონაყარი, ქავილი, წვის შეგრნება პრეპარატის შეყვანის ადგილზე,

სუნთქვის გაძნელება,

რესპირატორული დისტრესი

შეშუპების შეგრძნება და გრძნობის დაკარგვა ყელის/ხორხის მონაკვეთში

მოჭერის შეგრძნება გულმკერდში

სხეულში ძლიერი სიცხის/სიცივის შეგრძნება

ზონესთეზია,

ცხვირის და თვალის ქავილი,

ცხვირიდან გამონადენი,

ცემინება,

ქავილი, სიწითლე/შეშუპება

მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება,

თავბრუსხვევა,

მსუბუქი თავბრუსხვევა,

გულის ფრიალი

ყველა ეს გვერდითი მოვლენა არის ძალიან სერიოზული. თუ განვითარდა რომელიმე ეს ეფექტი, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ ალერგია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა პრეპარატის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს იმ პირებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა კობალექსინში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან მინიმუმ ერთ პაციენტში.

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან ერთზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.

გამოვლენილი გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია კობალექსინის გამოყენებაზე:

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან ერთზე მეტ პაციენტში):

ანთებითი აკნეს წარმოქმნა ან ანთება

ფოლიკულიტის (თმის ფოლიკულების ანთება) განვითარება ან ანთება

უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

Polycythemia Vera (ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების რიცხვის მომატება)

სიარულის დარღვევა

სისუსტე, მოდუნებულობა

აგზნებულობა, შფოთვა

თავბრუსხვევა

ჰიპერთეზია

კოორდინაციის მოშლა

ნერვოზულობა

დაბუჟება

თავის ტკივილი

დაავადება გამოხატული სუნთქვის უკმარისობით, შეშუპებით, გულის უკმარისობაზე დამოკიდებული ჰეპატოსპლენომეგალიით

ფილტვის შეშუპება

ემბოლია პერიფერიულ ვენებში, პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოზი

სუნთქვის გაძნელება

საჭმლის მონელების დარღვევა

გულისრევა

ღებინება

მსუბუქი, ტრანზიტორული ფაღარათი

გლოსიტი

ქავილი

ტრანზიტორული ეგზანთემა (კანზე გამონაყარი)

ართრიტი (სახსრების ანთება)

წელის ტკივილი

მიალგია (კუნთების ტკივილი)

სხეულის შეშუპება

ზოგადი ტკივილის შეგრძნება

ტკივილი ინექციის ადგილზე

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც აღწერილია ან არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე აცნობეთ განვითარებული გვერდითი მოვლენები თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს www.titck.gov.tr-ზე „Medicine Side Effect Statement”-ის მეშვეობით ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების ინფორმირების ხაზზე ნომერზე 0 800 314 00 05. განვითარებული გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებას.

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • კობალექსინის შენახვა

შეინახეთ კობალექსინი ბავშვებასთვის მიუწვდომელ ადგილას საკუთარ შეფუთვაში. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 250C-მდე და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ კობალექსინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

თუ შენიშნავთ, რომ პროდუქტს და/ან შეფუთვას აქვს დეფექტი, არ გამოიყენოთ კობალექსინი.

ლიცენზიის მფლობელი:

Si Pharma Ilaç San. Ve Tic. Ltd. Şti.

Tatlisu Mah. Haliç Sok. N: 31/56

Ümraniye/Istanbul

ტელ: 0 (216) 594 52 72

ფაქსი: 0 (216) 594 55 52

წარმოების ადგილი:

Mefar Ilaç Sanayii A.Ş.

Ramazanoglu Mah.

Ensar Caddesi No: 20

Pendik/Istanbul

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცდა 13.10.2015

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა