პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიანემიური პრეპარატები

ოპტოვიტი B12 1.000 მიკროგრამი საინექციო ხსნარი

Optovite® B12 1.000 microgramos solucion inyectable

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ოპტოვიტი B12 არის ვიტამინი, რომლის აქტიური ნივთიერებაა ციანკობალამინი. ის არის წითელი და გამჭვირვალე საინექციო ხსნარი. ეს მედიკამენტი ნაჩვენებია B12 ვიტამინის დეფიციტის დროს, მათ შორის, პერნიციოზული ანემიის (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება B12 ვიტამინის ნაკლებობის გამო), ორსულობის, მალაბსორბციის სინდრომის (საკვები …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ციანოკობალამინი (cyanocobalamin)
ფორმა და შეფუთვა
1000მკგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო, კანქვეშ შესაყვანი და შიგნით მისაღები ხსნარი ამპულა №5
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიანემიური პრეპარატები, ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი და ანალოგები)
ATC კოდი
B03BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044999
რეგისტრირებულია
16 მარტი 2026, მოქმედებს 16 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებაოპტოვიტი B12 1.000 მიკროგრამი საინექციო ხსნარი და სხვა წამალი ერთად

ოპტოვიტი B12 1.000 მიკროგრამი საინექციო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ოპტოვიტი B12 არის ვიტამინი, რომლის აქტიური ნივთიერებაა ციანკობალამინი. ის არის წითელი და გამჭვირვალე საინექციო ხსნარი.

ეს მედიკამენტი ნაჩვენებია B12 ვიტამინის დეფიციტის დროს, მათ შორის, პერნიციოზული ანემიის (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება B12 ვიტამინის ნაკლებობის გამო), ორსულობის, მალაბსორბციის სინდრომის (საკვები ნივთიერებების შეწოვისა და მონელების დარღვევა, რომელსაც თან ახლავს დიარეა და სპაზმები), ცელიაკიის (წვრილი ნაწლავის ანთება გლუტენის და სხვა მარცვლოვნების აუტანლობის გამო, რაც იწვევს დიარეას), რეგიონული ენტერიტის (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, წვრილი ნაწლავების და მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთება), ნაწლავების ან პანკრეასის ნეოპლაზმების (სიმსივნეები), მთლიანი ან ნაწილობრივი გასტრექტომიის (კუჭის მთლიანი ან ნაწილობრივი ამოკვეთა) და სხვა მდგომარეობების დროს, როცა მნიშვნელოვნად იზრდება ვიტამინებზე მოთხოვნილება. ის ნაჩვენებია ვეგერარიანელი პირებისათვის. ასევე ნაჩვენებია ალკოჰოლური და დიაბეტური პოლინევრიტის (შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული ნერვული სისტემის დაზიანება), სამწვერა ნერვის ნევრალგიის (სახის ძლიერი ტკივილი) ან ტკივილით მიმდინარე ტიკების დროს. B12 ვიტამინი ასევე ეფექტიანი ალერგიული დაავადებების (კანის ქავილი და აქერცვლა) დროს. ის ასევე გამოიყენება გარკვეული ართრიტების დროს (სახსრების დეგენერაცია), რომლებიც რეზისტენტულები არიან ჩვეულებრივად გამოყენებული მედიკამენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მკურნალი ექიმი დანიშნავს ოპტოვიტი B12-ის შესაბამის დოზას და განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად.

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ციანკობალამინი კეთდება კუნთშიდა და ღრმა კანქვეშა ინექციის სახით გასტრექტომიის მქონე პაციენტებში. ორივე შემთხვევაში მკურნალობის სქემაა 1,000 მიკროგრამი/დღეში 1 კვირის განმავლობაში მკურნალობის დასაწყისში, 1,000 მიკროგრამი/კვირაში შემდგომი 4-8 კვირის განმავლობაში და 1,000 მიკროგრამი/თვეში, შემანარჩუნებელი დოზის სახით.

პაციენტებმა, რომლებსაც ვერ გადააქვთ კუნთშიდა შეყვანა (ჰემოფილიის მქონე პაციენტები), კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან მედიკამენტის პერორალური მიღებისათვის. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი დოზაა 500 – 1,000 მიკროგრამი/დღეში.

ინტრავენური შეყვანა არ არის რეკომენდებული, თუმცა ციანკობალამინი შეიძლება გაკეთდეს ამ გზით გამონაკლის შემთხვევაში (მძიმე თრომბოპენიის დროს).

ოპტოვიტი B12-ის დოზის გადაჭარბებისას

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ან ესპანეთის ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 915 620 420, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ოპტოვიტი B12-ის გამოყენების დავიწყებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კობალტის და/ან B12 ვიტამინის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

თუ პაციენტს აღენიშნება პოდაგრისადმი წინასწარგანწყობა (სახსრების ტკივილი შარდმჟავას მომატებული დონის გამო), ციანკობალანმა შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს პოდაგრის შეტევას.

თუ პაციენტს აღენიშნება თამბაქოთი გამოწვეული ამბლიოპია (მხედველობა მუქ ფერებში, რომელიც გამოწვეულია თამბაქოს მოხმარებით) ან თანდაყოლილი ოპტიკური ნერვის ატროფია (ლებერის დაავადება), რადგან მათი გაუარესება შეიძლება მოხდეს ციანკობალამინის მიღებისას.

თუ პაციენტი მკურნალობდა მეგალობლასტური ანემიის გამო (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება მათი ზომის მომატებასთან ერთად) და განვითარდა რეციდივი, შეიძლება აღინიშნოს სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს შეიძლება განვითარდეს პერნიციოზული ანემიის საწყისი მკურნალობის დროს.

თუ პაციენტი მგრძნობიარეა ამ ვიტამინის მიმართ, შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი (მწვავე ალერგიული რეაქცია) პარენტერალური შეყვანის შემდეგ.

თუ პაციენტი იღებს ფოლიუმის მჟავას ციანკობალამინის ნაცვლად, ფოლიუმის მჟავამ შეიძლება განკურნოს ანემია, მაგრამ არა ნევროლოგიური დარღვევები.

მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადასტურდეს B12 ვიტამინის დეფიციტი, რადგან მან შეიძლება შენიღბოს ზურგის ტვინის დეგენერაციეს სიმპტომები.

საჭიროა ექიმთა კონსულტაცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ ხსენებული მდგომარეობები არასოდეს აღენიშნებოდა პაციენტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს. ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე.

არ არის რეკომენდებული ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან ერთად მიღება:

ქლორამფენიკოლი და ძვლის ტვინის სხვა დეპრესანტები; შეიძლება დააქვეითდეს B12 ვიტამინის ეფექტი;

პერორალური ნეომიცინი, კოლხიცინი, ამინოსალიცილის მჟავა, ჰისტამინის H2 რეცეპტორების ანტაგონისტები: შეიძლება დაქვეითდეს B12 ვიტამინის პერორალური შეწოვა;

პერორალური კონტრაცეპტივები; შეიძლება დაქვეითდეს B12 ვიტამინის კონცენტრაციები შრატში;

ანტიბიოტიკების უმეტესობამ, მეთოტრექსატმა და პირიმენთამინმა შეიძლება გაანულოს ფოლიუმის მჟავის და ციანკობალამინის სიდიდეები სისხლის ანალიზებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. B12 ვიტამინი, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს ორსულებში. რეკომენდებული დღიური რაოდენობაა 4 მიკროგრამი.

ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. B12 ვიტამინი გამოიყოფა დედის რძეში, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების დროს და რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, როცა ბავშვზე გადაცემული რაოდენობა არასაკმარისია. რეკომენდებული რაოდენობა ჩვილი ბავშვებისათვის არის 0,5-3 მიკროგრამი/დღეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის მტკიცებულება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ნეგატიური ეფექტების შესახებ.

ოპტოვიტი B12 შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს: ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად არ შეიცავს ნატრიუმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ოპტოვიტი B12-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გამონაკლის შემთხვევებში აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: ჭეშმარიტი პოლიციტემია. პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოზი აღწერილ იქნა მკურნალობის დასაწყისში.

იმუნური სისტემის დარღვევები: ანაფილაქსიური შოკი და სიკვდილი.

მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები: ჰიპოკალიემია.

თვალის დარღვევები: ოპტიკური ნერვის ატროფია.

გულის დარღვევები: გულის შეგუბებითი უკმარისობის შემთხვევები აღწერილი იქნა მკურნალობის დასაწყისში.

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები; ფილტვების შეშუპების შემთხვევები აღწერილ იქნა მკურნალობის დასაწყისში.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები: სუსტი და გარდამავალი ფაღარათი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ქავილი, გარდამავალი ეგზანთემა, ჭინჭრის ციება.

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები: ინექციის ადგილის ტკივილი, ანთების შეგრძნება მთელ სხეულში.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ:

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: https://www.noificaram.es.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

თუ პაციენტს აღენიშნება გვერდითი მოვლენები, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ციანკობალამინი. თითოეული ამპულა შეიცავს 1,000 მიკროგრამ ციანკობალამინს.

დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.

ოპტოვიტი B12-ის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

წითელი და გამჭვირვალე საინექციო ხსნარი, რომელიც მოწოდებულია შეფუთვაში 2 მლ-იანი 5 ამპულით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2004 წლის დეკემბერი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია ოპტოვიტი B12-ის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის ან კონტეინერების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ოპტოვიტი B12 1,000 მიკროგრამი საინექციო ხსნარი

ციანკობალამინი

მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ოპტოვიტი B12 1,000 მიკროგრამი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ოპტოვიტი B12 1,000 მიკროგრამის მიღებამდე

ოპტოვიტი B12 1,000 მიკროგრამის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ოპტოვიტი B12 1,000 მიკროგრამის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ოპტოვიტი B12 1,000 მიკროგრამი და მისი გამოყენება

ოპტოვიტი B12 არის ვიტამინი, რომლის აქტიური ნივთიერებაა ციანკობალამინი. ის არის წითელი და გამჭვირვალე საინექციო ხსნარი.

ეს მედიკამენტი ნაჩვენებია B12 ვიტამინის დეფიციტის დროს, მათ შორის, პერნიციოზული ანემიის (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება B12 ვიტამინის ნაკლებობის გამო), ორსულობის, მალაბსორბციის სინდრომის (საკვები ნივთიერებების შეწოვისა და მონელების დარღვევა, რომელსაც თან ახლავს დიარეა და სპაზმები), ცელიაკიის (წვრილი ნაწლავის ანთება გლუტენის და სხვა მარცვლოვნების აუტანლობის გამო, რაც იწვევს დიარეას), რეგიონული ენტერიტის (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, წვრილი ნაწლავების და მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთება), ნაწლავების ან პანკრეასის ნეოპლაზმების (სიმსივნეები), მთლიანი ან ნაწილობრივი გასტრექტომიის (კუჭის მთლიანი ან ნაწილობრივი ამოკვეთა) და სხვა მდგომარეობების დროს, როცა მნიშვნელოვნად იზრდება ვიტამინებზე მოთხოვნილება. ის ნაჩვენებია ვეგერარიანელი პირებისათვის. ასევე ნაჩვენებია ალკოჰოლური და დიაბეტური პოლინევრიტის (შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული ნერვული სისტემის დაზიანება), სამწვერა ნერვის ნევრალგიის (სახის ძლიერი ტკივილი) ან ტკივილით მიმდინარე ტიკების დროს. B12 ვიტამინი ასევე ეფექტიანი ალერგიული დაავადებების (კანის ქავილი და აქერცვლა) დროს. ის ასევე გამოიყენება გარკვეული ართრიტების დროს (სახსრების დეგენერაცია), რომლებიც რეზისტენტულები არიან ჩვეულებრივად გამოყენებული მედიკამენტების მიმართ.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ოპტოვიტი B12 1,000 მიკროგრამის მიღებამდე

დაუშვებელია ოპტოვიტი B12-ის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კობალტის და/ან B12 ვიტამინის მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

თუ პაციენტს აღენიშნება პოდაგრისადმი წინასწარგანწყობა (სახსრების ტკივილი შარდმჟავას მომატებული დონის გამო), ციანკობალანმა შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს პოდაგრის შეტევას.

თუ პაციენტს აღენიშნება თამბაქოთი გამოწვეული ამბლიოპია (მხედველობა მუქ ფერებში, რომელიც გამოწვეულია თამბაქოს მოხმარებით) ან თანდაყოლილი ოპტიკური ნერვის ატროფია (ლებერის დაავადება), რადგან მათი გაუარესება შეიძლება მოხდეს ციანკობალამინის მიღებისას.

თუ პაციენტი მკურნალობდა მეგალობლასტური ანემიის გამო (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება მათი ზომის მომატებასთან ერთად) და განვითარდა რეციდივი, შეიძლება აღინიშნოს სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს შეიძლება განვითარდეს პერნიციოზული ანემიის საწყისი მკურნალობის დროს.

თუ პაციენტი მგრძნობიარეა ამ ვიტამინის მიმართ, შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი (მწვავე ალერგიული რეაქცია) პარენტერალური შეყვანის შემდეგ.

თუ პაციენტი იღებს ფოლიუმის მჟავას ციანკობალამინის ნაცვლად, ფოლიუმის მჟავამ შეიძლება განკურნოს ანემია, მაგრამ არა ნევროლოგიური დარღვევები.

მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადასტურდეს B12 ვიტამინის დეფიციტი, რადგან მან შეიძლება შენიღბოს ზურგის ტვინის დეგენერაციეს სიმპტომები.

საჭიროა ექიმთა კონსულტაცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ ხსენებული მდგომარეობები არასოდეს აღენიშნებოდა პაციენტს.

სხვა მედიკამენტები და ოპტოვიტი B12

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს. ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე.

არ არის რეკომენდებული ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან ერთად მიღება:

ქლორამფენიკოლი და ძვლის ტვინის სხვა დეპრესანტები; შეიძლება დააქვეითდეს B12 ვიტამინის ეფექტი;

პერორალური ნეომიცინი, კოლხიცინი, ამინოსალიცილის მჟავა, ჰისტამინის H2 რეცეპტორების ანტაგონისტები: შეიძლება დაქვეითდეს B12 ვიტამინის პერორალური შეწოვა;

პერორალური კონტრაცეპტივები; შეიძლება დაქვეითდეს B12 ვიტამინის კონცენტრაციები შრატში;

ანტიბიოტიკების უმეტესობამ, მეთოტრექსატმა და პირიმენთამინმა შეიძლება გაანულოს ფოლიუმის მჟავის და ციანკობალამინის სიდიდეები სისხლის ანალიზებში.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ორსულობა

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. B12 ვიტამინი, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს ორსულებში. რეკომენდებული დღიური რაოდენობაა 4 მიკროგრამი.

ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. B12 ვიტამინი გამოიყოფა დედის რძეში, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების დროს და რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, როცა ბავშვზე გადაცემული რაოდენობა არასაკმარისია. რეკომენდებული რაოდენობა ჩვილი ბავშვებისათვის არის 0,5-3 მიკროგრამი/დღეში.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის მტკიცებულება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ნეგატიური ეფექტების შესახებ.

ოპტოვიტი B12 შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს: ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად არ შეიცავს ნატრიუმს.

ოპტოვიტი B12 1,000 მიკროგრამის გამოყენების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მკურნალი ექიმი დანიშნავს ოპტოვიტი B12-ის შესაბამის დოზას და განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად.

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ციანკობალამინი კეთდება კუნთშიდა და ღრმა კანქვეშა ინექციის სახით გასტრექტომიის მქონე პაციენტებში. ორივე შემთხვევაში მკურნალობის სქემაა 1,000 მიკროგრამი/დღეში 1 კვირის განმავლობაში მკურნალობის დასაწყისში, 1,000 მიკროგრამი/კვირაში შემდგომი 4-8 კვირის განმავლობაში და 1,000 მიკროგრამი/თვეში, შემანარჩუნებელი დოზის სახით.

პაციენტებმა, რომლებსაც ვერ გადააქვთ კუნთშიდა შეყვანა (ჰემოფილიის მქონე პაციენტები), კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან მედიკამენტის პერორალური მიღებისათვის. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი დოზაა 500 – 1,000 მიკროგრამი/დღეში.

ინტრავენური შეყვანა არ არის რეკომენდებული, თუმცა ციანკობალამინი შეიძლება გაკეთდეს ამ გზით გამონაკლის შემთხვევაში (მძიმე თრომბოპენიის დროს).

ოპტოვიტი B12-ის დოზის გადაჭარბებისას

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ან ესპანეთის ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 915 620 420, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ოპტოვიტი B12-ის გამოყენების დავიწყებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ოპტოვიტი B12-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გამონაკლის შემთხვევებში აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: ჭეშმარიტი პოლიციტემია. პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოზი აღწერილ იქნა მკურნალობის დასაწყისში.

იმუნური სისტემის დარღვევები: ანაფილაქსიური შოკი და სიკვდილი.

მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები: ჰიპოკალიემია.

თვალის დარღვევები: ოპტიკური ნერვის ატროფია.

გულის დარღვევები: გულის შეგუბებითი უკმარისობის შემთხვევები აღწერილი იქნა მკურნალობის დასაწყისში.

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები; ფილტვების შეშუპების შემთხვევები აღწერილ იქნა მკურნალობის დასაწყისში.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები: სუსტი და გარდამავალი ფაღარათი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ქავილი, გარდამავალი ეგზანთემა, ჭინჭრის ციება.

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები: ინექციის ადგილის ტკივილი, ანთების შეგრძნება მთელ სხეულში.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ:

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: https://www.noificaram.es.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

თუ პაციენტს აღენიშნება გვერდითი მოვლენები, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

ოპტოვიტი B12 1,000 მიკროგრამის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია ოპტოვიტი B12-ის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის ან კონტეინერების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ოპტოვიტი B12 1,000 მიკროგრამი

აქტიური ნივთიერებაა ციანკობალამინი. თითოეული ამპულა შეიცავს 1,000 მიკროგრამ ციანკობალამინს.

დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.

ოპტოვიტი B12-ის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

წითელი და გამჭვირვალე საინექციო ხსნარი, რომელიც მოწოდებულია შეფუთვაში 2 მლ-იანი 5 ამპულით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2004 წლის დეკემბერი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა