ვიტაგამა
Vitagamma®
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტების მიღებამდე; ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტების მიღების წესი;
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- colecalciferol
- ფორმა და შეფუთვა
- 1000 ს.ე. ტაბლეტი №100
- მწარმოებელი
- Wörwag Pharma Production GmbH & Co. KG, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, ვიტამინი D და ანალოგები
- ATC კოდი
- A11CC05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045288
- რეგისტრირებულია
- 27 აპრილი 2026, მოქმედებს 27 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
ვიტაგამა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტების მიღებამდე;
ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტების მიღების წესი;
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდებული დოზა:
რაქიტის პრევენცია - 1/2 ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D3 (შეესაბამება 0.0125 მგ ან 500 ს.ე. ვიტამინი D3-ს).
D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია აშკარა რისკის მქონე ჯანმრთელ პირებში, რომლებსაც არ აქვთ შეწოვის დარღვევები - 1/2 ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D3 (შეესაბამება 0.0125 მგ ან 500 ს.ე. ვიტამინი D3-ს).
ოსტეოპოროზის თანმხლები მკურნალობა - 1 ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D3 (შეესაბამება 0.025 მგ ან 1000 ს.ე. ვიტამინი D3-ს).
დღენაკლულ ბავშვებში რაქიტის პრევენცია - 1 ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D3 (შეესაბამება 0.025 მგ ან 1000 ს.ე. ვიტამინი D3--ს).
მიღების მეთოდი
ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
ჩვილები და პატარა ბავშვები
ვიტაგამა ვიტამინი D3 განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჩვილებსა და პატარა ბავშვებში, რადგან მათ არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა და შეიძლება დაიხრჩონ. ამიტომ რეკომენდებულია ტაბლეტის დაფხვნა და მისი შერევა წყალთან ან გამოყენებულ უნდა იქნას წვეთები ან ემულსია.
ტაბლეტი უნდა გაიყოს რაც შეიძლება მცირე ნაწილებად, გაისრისოს კოვზის გამოყენებით, შეერიოს მცირე რაოდენობით წყალს ჩაის კოვზზე. შედეგად წარმოიქმნება სუსპენზია (ტაბლეტის ნაწილებისა და წყლის ნარევი). მისი გადაყლაპვა უმჯობესია ჭამის დროს.
ჩვილებისათვის რეკომენდებულია, რომ ტაბლეტისგან მიღებული სუსპენზია დაემატოს საკვებს ბოთლში ან ფაფას, თუმცა ამ დროს პრეპარატის სრული მიღება არ არის გარანტირებული. როცა ტაბლეტის მიღება ხდება საკვებთან ერთად, მისი დამატება უნდა მოხდეს მხოლოდ ადუღების შემდეგ. ვიტამინიზირებული საკვების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მასში შემავალი D ვიტამინის რაოდენობა.
მოზრდილები
ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
მიღების ხანგრძლივობა
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ!
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.
ვიტაგამა ვიტამინი D3-ის დოზის გადაჭარბებისას
ა) დოზის გადაჭარბების სიმპტომები
500 ს.ე./დღეში ნაკლები დღიური დოზა
D ვიტამინის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში) და ჰიპერკალციურია (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია შარდში). თუ ჭარბი დოზების მიღება ხდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება განვითარდეს ორგანოების კალციფიკაცია.
500 ს.ე./დღე მეტი დღიური დოზა
ერგოკალციფეროლს (D2 ვიტამინი) და ქოლეკალციფეროლს (D3 ვიტამინი) შედარებით ვიწრო თერაპიული დიაპაზონი აქვთ. ფარისებრახლო ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილებში D ვიტამინით ინტოქსიკაციის ზღურბლი არის 40.000 და 100.000 ს.ე. დღეში 1-2 თვის განმავლობაში მიღებისას. ჩვილები და პატარა ბავშვები უფრო მგრძნობიარეები არიან გაცილებით დაბალი დოზების მიმართ. ამიტომ D ვიტამინის მიღება არ უნდა მოხდეს ექიმის ზედამხედველობის გარეშე.
დოზის გადაჭარბებისას, გარდა ფოსფორის დონის მომატებისა სისხლსა და შარდში, ვითარდება ჰიპერკალციემია (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში), რაც შემდგომში იწვვეს კალციუმის ჩალაგებას ქსოვილებში და განსაკუთრებით თირკმელებში (თირკმლის კენჭები), და თირკმელებისა და სისხლძარღვების კალციფიკაციას.
ინტოქსიკაციის სიმპტომები ვლინდება გულისრევით, ღებინებით, დასაწყისში ხშირად ფაღარათით, შემდგომ შეკრულობით (ყაბზობით), მადის დაქვეითებით, დაღლილობით, თავის, კუნთების და სახსრების ტკივილით, კუნთების სისუსტით და ასევე მუდმივი ძილიანობით, აზოტემიით (აზოტის კონცენტრაციის მომატება სისხლში), წყურვილის შეგრძნების და დიურეზის გაზრდით, და საბოლოოდ გაუწყლოებით. ტიპური ლაბორატორიული მაჩვენებლებია ჰიპერკალციემია (კალციუმის კონცენტრაციის გაზრდა სისხლში), ჰიპერკალციურია (კალციუმის კონცენტრაციის გაზრდა შარდში) და სისხლის შრატში 25-ჰიდროქსიკალციფერორის დონის მომატება.
ბ) თერაპიული ღონისძიებები დოზის გადაჭარბებისას
პირველ რიგში უნდა შეწყდეს D ვიტამინის პრეპარატის მიღება. D ვიტამინის ინტოქსიკაციით გამოწვეული ჰიპერკაცლციემიის (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში) ნორმალიზებას სჭირდება რამდენიმე კვირა.
ჰიპერკალციემის (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში) ხარისხის მიხედვით, კალციუმის დაბალი შემცველობის ან კალციუმის არშემცველ დიეტასთან, სითხის გაძლიერებულ მიღებასთან ერთად დიურეზის გასაძლიერებლად გამოიყენება პრეპარატი ფუროსემიდი, შეიძლება გამოყენებულ იქნას გლუკოკორტიკოიდები (გამოიყენება გარკვეული ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ) და კალციტონინი (ჰორმონი, რომელიც არეგულირებს კკალციუმის კონცენტრაციას სისხლში).
თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარი (3-6 ლ 24 საათში) ფუროსემიდის (მედიკამენტი, რომელიც აძლიერებს შარდის გამოყოფას) დამატებით 15 მგ/კგ სხეულის წონა/სთ-ში დოზით. ნატრიუმის ედეტატი (მედიკამენტი, რომელიც ბოჭავს კალციუმს სისხლში) საკმარისად საიმედოდ აქვეითებს კალციუმის დონეს. ამ დროს საჭიროა კალციუმის დონის და ეკგ-ის უწყვეტი მონიტორინგი. თუ ქვეითდება შარდის გამოყოფა, ნაჩვენებია ჰემოდიალიზი (სისხლის ფილტრაცია) კალციუმის არშემცველი დიალიზატის გამოყენებით.
არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.
500 ს.ე./დღეში ნაკლები დღიური დოზები
D ვიტამინის დოზის ქრონიკული გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება საჭიროებდეს დიურეზის გაძლიერებას და გლუკოკორტიკოიდების (გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ) ან კალციტონინის (ჰორმონი, რომელიც არეგულირებს კალციუმის კონცენტრაციას სისხლში) გამოყენებას.
500 ს.ე./დღეში მეტი დღიური დოზები
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნას ზომები ხშირად ხანგრძლივი და პოტენციურად სახიფათო ჰიპერკალციემიის (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში) სამკურნალოდ.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია D ვიტამინის დოზის გადაჭარბების სიმპტომების შესახებ.
ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მიღების დავიწყებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მიღების შეწყვეტისას
მკურნალობის ნაადრევად შეჩერებისას ან შეწყვეტისას სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს ან ხელახლა განვითარდეს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამის შესახებ!
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ქოლეკალციფეროლის, სოიოს, არაქისის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია. მე-6 პარაგრაფში;
თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერკალციემია (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში) და/ან ჰიპერკალციურია (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია შარდში).
ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მიღება დაუშვებელია
ფსევდოპარათირეოზის დროს (პარათჰორმონის ბალანსის დარღვევა), რადგან D ვიტამინის მიმართ მოთხოვნილება შეიძლება დაქვეითდეს, პერიოდულად D ვიტამინისადმი მგრძნობელობის არარსებობის გამო, შედეგად შეიძლება განვითარდეს დოზის ხანგრძლივად გადაჭარბების რისკი. ამ მიზნისათვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა აქტიური ნივთიერებები D ვიტამინის გაკონტროლებული აქტივობით.
სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მიღებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:
თუ არსებობს თირკმელებში კალციუმის შემცველი კენჭების წარმოქმნისადმი მიდრეკილება;
თირკმელებით კალციუმის და ფოსფატების გამოყოფის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბენზოთიადიაზინების წარმოებულებით (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შარდის გამოყოფის გასაძლიერებლად) და იმობილიზებულ პაციენტებში (ჰიპერკალციემიის (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში) და ჰიპერკალციურიის (კალციუმის მაღალი კონცენტაცია შარდში) რისკის გამო). ასეთ პაციენტბში საჭიროა სისხლსა და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი;
სარკოიდოზის მქონე პაციენტებში, რადგან არსებობს D ვიტამინის მის აქტიურ ფორმად გარდაქმნის რისკი. ასეთ პაციენტებში საჭიროა სისხლში და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი.
თუ დანიშნულია D ვიტამინის შემცველი სხვა მედიკამენტები, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ვიტაგამა ვიტამინი D3-ის დოზა. D ვიტამინის ან კალციუმის დამატებითი მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სისხლში და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი (იხ. ზემოთ).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვიტაგამა ვიტამინი D3-ს, უნდა გაკონტროლდეს კალციუმისა და ფოსფატის დონეზე გავლენა.
500 ს.ე./დღეში მეტი დღიური დოზა:
ვიტაგამა ვიტამინი D3-ით ხანგრძლივად მკურნალობისას საჭიროა სისხლსა და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი, ასევე თირკმლის ფუნქციის შემოწმება სისხლის შრატში კრეატინინის გაზომვით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში და საგულე გლიკოზიდების (მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებენ გულის კუნთის ფუნქციას) ან დიურეტიკების (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას) ერთდროული მიღებისას. ჰიპერკალციემიის (სისხლში კალციუმის მაღალი დონე) ან თირკმლის ფუნქციის გაუარესების ნიშნების შემთხვევაში უნდა დაქვეითდეს დოზა ან შეწყდეს მკურნალობა, თუ შარდში კალციუმის დონე აჭარბებს 7.5 მმოლი/24 საათი (300 მგ/24 საათი).
ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერ მედიკამენტი.
რომელი პრეპარატები ახდენენ გავლენას ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მოქმედებაზე?
ფენიტოინმა (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ) ან ბარბიტურატებმა (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის და ძილის დარღვევების, ასევე ანესთეზიის დროს) შეიძლება გავლენა იქონიონ D ვიტამინის მოქმედებაზე.
თიაზიდურმა შარდმდენებმა (მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებენ შარდის გამოყოფას) შეიძლება გამოიწვიონ ჰიპერკალციემია (კალციუმის მაღალი დონე სისხლში), თირკმელებით კალციუმის გამოყოფის დაქვეითების გამო. ამიტომ ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა სისხლსა და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი.
გლუკოკორტიკოიდებმა (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ალერგიული მდგომარეობების დროს) შეიძლება გავლენა იქონიონ D ვიტამინის მოქმედებაზე.
როგორც მოქმედებს ვიტაგამა ვიტამინი D3 სხვა პრეპარატებზე?
გვერდითი მოვლენების რისკი შეიძლება გაიზარდოს გლიკოზიდების (მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებენ გულის კუნთის ფუნქციას) ერთდროული მიღებისას, D ვიტამინით მკურნალობის შედეგად სისხლში კალციუმის დონის გაზრდის გამო (გულის არითმიების რისკი). საჭიროა პაციენტების ეკგ-ის და სისხლში და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
500 ს.ე./დღეში ნაკლები დღიური დოზები
დღესდღეობით, არ არის გამოვლენილი რისკები ამ დოზის ინტერვალში.
D ვიტამინის დოზის ხანგრძლივად გადაჭარბება არ უნდა მოხდეს ორსულობის დროს, რადგან შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი დონე), რაც იწვევს ფიზიკურ და ფსიქიკურ დარღვევებს, ასევე გულისა და თვალების თანდაყოლილ მანკებს ბავშვებში.
500 ს.ე./დღეში მეტი დღიური დოზები
ორსულობის დროს ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებით და მხოლოდ იმ დოზით, რომელიც აუცილებელია დეფიციტის აღმოსაფხვრელად. არ უნდა მოხდეს D ვიტამინის დოზის გადაჭარბება ორსულობის დროს, რადგან ხანგრძლივმა ჰიპერკალციემიამ (სისხლში კალციუმის მაღალი დონე) შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და ფსიქიკური დარღვევები, ასევე გულისა და თვალების თანდაყოლილი მანკები ბავშვებში.
D ვიტამინი და მისი მეტაბოლიტები გადადის დედის რძეში. არ არის აღწერილი ამ გზით დოზის გადაჭარბების შემთხვევები ახალშობილებში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის მტკიცებულება, რომ ვიტაგამა ვიტამინი D3 გავლენას ახდენს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ვიტაგამა ვიტამინი D3 შეიცავს საქაროზას და ნატრიუმს
თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მიღებამდე.
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ „თავისუფალია ნატრიუ,ისაგან“.
გვერდითი მოვლენები
ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტების შენახვის წესი;
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა: 10 მგ ქოლეკალციფეროლის მშრალი კონცენტრატი, რომელიც შეიცავს: 0.025 მგ ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3 1.000 ს.ე.), ჟელატინს, საქაროზას, სიმინდის სახამებელს, ნაწილობრივ ჰიდროგენიზებულ სოიოს ზეთს, ყველა რაცემიკულ α-ტოკოფეროლს და სილიციუმის დიოქსიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
მაღალდისპერსიული სილიცუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი და გრძელჯაჭვიანი პარციალური გლიცერიდები.
ვიტაგამა ვიტამინი D3-ის ფორმა და შეფუთვა
თეთრი ფერის, მრგვალი ტაბლეტები გამყოფი ხაზით.
ორიგინალური შეფუთვა შეიცავს 20, 50, 100 და 200 ტაბლეტს.
ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Wörwag Pharma GmbH & Co. KG
Flugfeld-Allee 24
71034 Böblingen
Telefon: 07031/6204-0
Fax: 07031/6204-31
E-Mail: [email protected]
ვოერვაგ ფარმა გმბჰ &კო.კგ
ფლუგფელდ-ალეე 24
71034 ბობლინგენი
ტელ.: 07031/6204-0
ფაქსი: 07031/6204-31
ელ-ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
Wörwag Pharma Production GmbH & Co. KG
Gewerbeallee 1, 82343 Pöcking
ვოერვაგ ფარმა პროდუქციონ გმბჰ და კო.კგ
გევერბეალეე 1, 82343 პოკინგი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის მარტი
სხვა ინფორმაცია
თევზის ღვიძლის ქონი და თევზი ნაწილობრივ მდიდარია D ვიტამინით. მცირე რაოდენობით ის არის ხორცში, კვერცხში, რძეში, რძის პროდუქტებსა და ავოკადოში.
ადამინისათვის საჭიროა 5 მკგ დღეში. ჯანმრთელ ადამიანებში მოთხოვნილება კმაყოფილდება საკუთარი D ვიტამინის წარმოქმნით, თუ ისინი იღებენ საკმარის მზის სხივებს. საკვებით მიღება ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკული პირობების დროს (კლიმატი, ცხოვრების წესი).
დეფიციტის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს, მათ შორის დღენაკლულ, მოუმწიფებელ ახალშობილებში, რომლებიც იმყოფებიან მხოლოდ ძუძუთი კვებაზე ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, კალციუმის შემცველი საკვების დამატების გარეშე, და მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტაზე მყოფ ბავშვებში. თუ D ვიტამინის დეფიციტი ვითარდება მოზრდილებში, ეს შეიძლება იყოს არასაკმარისი საკვების, არასაკმარისი მზის სხივების მიღების, ნაწლავებიდან საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევის, ღვიძლის ციროზის და თირკმლის ფუნქციის დაზიანების შედეგი.
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე.
ინახება მუყაოს კოლოფში სინათლისა და ნესტისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში (მაგ.: ტუალეტში ან წყლის ნიჟარაში). გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. www.bfarm.de/arzneimittelentsorgung.
შეფუთის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ვიტაგამა®
ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი - მშრალი კონცენტრატი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ამ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
საჭიროა ფარმაცევტთან კონსულტაცია დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად.
თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტები და მათი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტების მიღებამდე;
ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტების მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტების შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტები და მათი გამოყენება
ვიტაგამა ვიტამინი D3 არის ვიტამინის პრეპარატი.
გამოყენების ჩვენებები:
რაქიტის პრევენცია;
D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია აშკარა რისკის მქონე ჯანმრთელ პირებში, რომლებსაც არ აქვთ შეწოვის დარღვევები (D ვიტამინის შეწოვის დარღვევა ნაწლავებში);
ოსტეოპოროზის თანმხლები თერაპია;
რაქიტის პრევენცია დღენაკლულ ბავშვებში.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტების მიღებამდე
დაუშვებელია ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტების მიღება
თუ პაციენტი ალერგიულია ქოლეკალციფეროლის, სოიოს, არაქისის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია. მე-6 პარაგრაფში;
თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერკალციემია (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში) და/ან ჰიპერკალციურია (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია შარდში).
ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მიღება დაუშვებელია
ფსევდოპარათირეოზის დროს (პარათჰორმონის ბალანსის დარღვევა), რადგან D ვიტამინის მიმართ მოთხოვნილება შეიძლება დაქვეითდეს, პერიოდულად D ვიტამინისადმი მგრძნობელობის არარსებობის გამო, შედეგად შეიძლება განვითარდეს დოზის ხანგრძლივად გადაჭარბების რისკი. ამ მიზნისათვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა აქტიური ნივთიერებები D ვიტამინის გაკონტროლებული აქტივობით.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მიღებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:
თუ არსებობს თირკმელებში კალციუმის შემცველი კენჭების წარმოქმნისადმი მიდრეკილება;
თირკმელებით კალციუმის და ფოსფატების გამოყოფის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბენზოთიადიაზინების წარმოებულებით (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შარდის გამოყოფის გასაძლიერებლად) და იმობილიზებულ პაციენტებში (ჰიპერკალციემიის (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში) და ჰიპერკალციურიის (კალციუმის მაღალი კონცენტაცია შარდში) რისკის გამო). ასეთ პაციენტბში საჭიროა სისხლსა და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი;
სარკოიდოზის მქონე პაციენტებში, რადგან არსებობს D ვიტამინის მის აქტიურ ფორმად გარდაქმნის რისკი. ასეთ პაციენტებში საჭიროა სისხლში და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი.
თუ დანიშნულია D ვიტამინის შემცველი სხვა მედიკამენტები, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ვიტაგამა ვიტამინი D3-ის დოზა. D ვიტამინის ან კალციუმის დამატებითი მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სისხლში და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი (იხ. ზემოთ).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვიტაგამა ვიტამინი D3-ს, უნდა გაკონტროლდეს კალციუმისა და ფოსფატის დონეზე გავლენა.
500 ს.ე./დღეში მეტი დღიური დოზა:
ვიტაგამა ვიტამინი D3-ით ხანგრძლივად მკურნალობისას საჭიროა სისხლსა და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი, ასევე თირკმლის ფუნქციის შემოწმება სისხლის შრატში კრეატინინის გაზომვით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში და საგულე გლიკოზიდების (მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებენ გულის კუნთის ფუნქციას) ან დიურეტიკების (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას) ერთდროული მიღებისას. ჰიპერკალციემიის (სისხლში კალციუმის მაღალი დონე) ან თირკმლის ფუნქციის გაუარესების ნიშნების შემთხვევაში უნდა დაქვეითდეს დოზა ან შეწყდეს მკურნალობა, თუ შარდში კალციუმის დონე აჭარბებს 7.5 მმოლი/24 საათი (300 მგ/24 საათი).
ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერ მედიკამენტი.
რომელი პრეპარატები ახდენენ გავლენას ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მოქმედებაზე?
ფენიტოინმა (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ) ან ბარბიტურატებმა (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის და ძილის დარღვევების, ასევე ანესთეზიის დროს) შეიძლება გავლენა იქონიონ D ვიტამინის მოქმედებაზე.
თიაზიდურმა შარდმდენებმა (მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებენ შარდის გამოყოფას) შეიძლება გამოიწვიონ ჰიპერკალციემია (კალციუმის მაღალი დონე სისხლში), თირკმელებით კალციუმის გამოყოფის დაქვეითების გამო. ამიტომ ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა სისხლსა და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი.
გლუკოკორტიკოიდებმა (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ალერგიული მდგომარეობების დროს) შეიძლება გავლენა იქონიონ D ვიტამინის მოქმედებაზე.
როგორც მოქმედებს ვიტაგამა ვიტამინი D3 სხვა პრეპარატებზე?
გვერდითი მოვლენების რისკი შეიძლება გაიზარდოს გლიკოზიდების (მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებენ გულის კუნთის ფუნქციას) ერთდროული მიღებისას, D ვიტამინით მკურნალობის შედეგად სისხლში კალციუმის დონის გაზრდის გამო (გულის არითმიების რისკი). საჭიროა პაციენტების ეკგ-ის და სისხლში და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
500 ს.ე./დღეში ნაკლები დღიური დოზები
დღესდღეობით, არ არის გამოვლენილი რისკები ამ დოზის ინტერვალში.
D ვიტამინის დოზის ხანგრძლივად გადაჭარბება არ უნდა მოხდეს ორსულობის დროს, რადგან შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი დონე), რაც იწვევს ფიზიკურ და ფსიქიკურ დარღვევებს, ასევე გულისა და თვალების თანდაყოლილ მანკებს ბავშვებში.
500 ს.ე./დღეში მეტი დღიური დოზები
ორსულობის დროს ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებით და მხოლოდ იმ დოზით, რომელიც აუცილებელია დეფიციტის აღმოსაფხვრელად. არ უნდა მოხდეს D ვიტამინის დოზის გადაჭარბება ორსულობის დროს, რადგან ხანგრძლივმა ჰიპერკალციემიამ (სისხლში კალციუმის მაღალი დონე) შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და ფსიქიკური დარღვევები, ასევე გულისა და თვალების თანდაყოლილი მანკები ბავშვებში.
D ვიტამინი და მისი მეტაბოლიტები გადადის დედის რძეში. არ არის აღწერილი ამ გზით დოზის გადაჭარბების შემთხვევები ახალშობილებში.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ არის მტკიცებულება, რომ ვიტაგამა ვიტამინი D3 გავლენას ახდენს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ვიტაგამა ვიტამინი D3 შეიცავს საქაროზას და ნატრიუმს
თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მიღებამდე.
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ „თავისუფალია ნატრიუ,ისაგან“.
ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტების მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდებული დოზა:
რაქიტის პრევენცია - 1/2 ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D3 (შეესაბამება 0.0125 მგ ან 500 ს.ე. ვიტამინი D3-ს).
D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია აშკარა რისკის მქონე ჯანმრთელ პირებში, რომლებსაც არ აქვთ შეწოვის დარღვევები - 1/2 ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D3 (შეესაბამება 0.0125 მგ ან 500 ს.ე. ვიტამინი D3-ს).
ოსტეოპოროზის თანმხლები მკურნალობა - 1 ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D3 (შეესაბამება 0.025 მგ ან 1000 ს.ე. ვიტამინი D3-ს).
დღენაკლულ ბავშვებში რაქიტის პრევენცია - 1 ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D3 (შეესაბამება 0.025 მგ ან 1000 ს.ე. ვიტამინი D3--ს).
მიღების მეთოდი
ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
ჩვილები და პატარა ბავშვები
ვიტაგამა ვიტამინი D3 განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჩვილებსა და პატარა ბავშვებში, რადგან მათ არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა და შეიძლება დაიხრჩონ. ამიტომ რეკომენდებულია ტაბლეტის დაფხვნა და მისი შერევა წყალთან ან გამოყენებულ უნდა იქნას წვეთები ან ემულსია.
ტაბლეტი უნდა გაიყოს რაც შეიძლება მცირე ნაწილებად, გაისრისოს კოვზის გამოყენებით, შეერიოს მცირე რაოდენობით წყალს ჩაის კოვზზე. შედეგად წარმოიქმნება სუსპენზია (ტაბლეტის ნაწილებისა და წყლის ნარევი). მისი გადაყლაპვა უმჯობესია ჭამის დროს.
ჩვილებისათვის რეკომენდებულია, რომ ტაბლეტისგან მიღებული სუსპენზია დაემატოს საკვებს ბოთლში ან ფაფას, თუმცა ამ დროს პრეპარატის სრული მიღება არ არის გარანტირებული. როცა ტაბლეტის მიღება ხდება საკვებთან ერთად, მისი დამატება უნდა მოხდეს მხოლოდ ადუღების შემდეგ. ვიტამინიზირებული საკვების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მასში შემავალი D ვიტამინის რაოდენობა.
მოზრდილები
ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
მიღების ხანგრძლივობა
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ!
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.
ვიტაგამა ვიტამინი D3-ის დოზის გადაჭარბებისას
ა) დოზის გადაჭარბების სიმპტომები
500 ს.ე./დღეში ნაკლები დღიური დოზა
D ვიტამინის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში) და ჰიპერკალციურია (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია შარდში). თუ ჭარბი დოზების მიღება ხდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება განვითარდეს ორგანოების კალციფიკაცია.
500 ს.ე./დღე მეტი დღიური დოზა
ერგოკალციფეროლს (D2 ვიტამინი) და ქოლეკალციფეროლს (D3 ვიტამინი) შედარებით ვიწრო თერაპიული დიაპაზონი აქვთ. ფარისებრახლო ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილებში D ვიტამინით ინტოქსიკაციის ზღურბლი არის 40.000 და 100.000 ს.ე. დღეში 1-2 თვის განმავლობაში მიღებისას. ჩვილები და პატარა ბავშვები უფრო მგრძნობიარეები არიან გაცილებით დაბალი დოზების მიმართ. ამიტომ D ვიტამინის მიღება არ უნდა მოხდეს ექიმის ზედამხედველობის გარეშე.
დოზის გადაჭარბებისას, გარდა ფოსფორის დონის მომატებისა სისხლსა და შარდში, ვითარდება ჰიპერკალციემია (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში), რაც შემდგომში იწვვეს კალციუმის ჩალაგებას ქსოვილებში და განსაკუთრებით თირკმელებში (თირკმლის კენჭები), და თირკმელებისა და სისხლძარღვების კალციფიკაციას.
ინტოქსიკაციის სიმპტომები ვლინდება გულისრევით, ღებინებით, დასაწყისში ხშირად ფაღარათით, შემდგომ შეკრულობით (ყაბზობით), მადის დაქვეითებით, დაღლილობით, თავის, კუნთების და სახსრების ტკივილით, კუნთების სისუსტით და ასევე მუდმივი ძილიანობით, აზოტემიით (აზოტის კონცენტრაციის მომატება სისხლში), წყურვილის შეგრძნების და დიურეზის გაზრდით, და საბოლოოდ გაუწყლოებით. ტიპური ლაბორატორიული მაჩვენებლებია ჰიპერკალციემია (კალციუმის კონცენტრაციის გაზრდა სისხლში), ჰიპერკალციურია (კალციუმის კონცენტრაციის გაზრდა შარდში) და სისხლის შრატში 25-ჰიდროქსიკალციფერორის დონის მომატება.
ბ) თერაპიული ღონისძიებები დოზის გადაჭარბებისას
პირველ რიგში უნდა შეწყდეს D ვიტამინის პრეპარატის მიღება. D ვიტამინის ინტოქსიკაციით გამოწვეული ჰიპერკაცლციემიის (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში) ნორმალიზებას სჭირდება რამდენიმე კვირა.
ჰიპერკალციემის (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში) ხარისხის მიხედვით, კალციუმის დაბალი შემცველობის ან კალციუმის არშემცველ დიეტასთან, სითხის გაძლიერებულ მიღებასთან ერთად დიურეზის გასაძლიერებლად გამოიყენება პრეპარატი ფუროსემიდი, შეიძლება გამოყენებულ იქნას გლუკოკორტიკოიდები (გამოიყენება გარკვეული ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ) და კალციტონინი (ჰორმონი, რომელიც არეგულირებს კკალციუმის კონცენტრაციას სისხლში).
თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარი (3-6 ლ 24 საათში) ფუროსემიდის (მედიკამენტი, რომელიც აძლიერებს შარდის გამოყოფას) დამატებით 15 მგ/კგ სხეულის წონა/სთ-ში დოზით. ნატრიუმის ედეტატი (მედიკამენტი, რომელიც ბოჭავს კალციუმს სისხლში) საკმარისად საიმედოდ აქვეითებს კალციუმის დონეს. ამ დროს საჭიროა კალციუმის დონის და ეკგ-ის უწყვეტი მონიტორინგი. თუ ქვეითდება შარდის გამოყოფა, ნაჩვენებია ჰემოდიალიზი (სისხლის ფილტრაცია) კალციუმის არშემცველი დიალიზატის გამოყენებით.
არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.
500 ს.ე./დღეში ნაკლები დღიური დოზები
D ვიტამინის დოზის ქრონიკული გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება საჭიროებდეს დიურეზის გაძლიერებას და გლუკოკორტიკოიდების (გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ) ან კალციტონინის (ჰორმონი, რომელიც არეგულირებს კალციუმის კონცენტრაციას სისხლში) გამოყენებას.
500 ს.ე./დღეში მეტი დღიური დოზები
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნას ზომები ხშირად ხანგრძლივი და პოტენციურად სახიფათო ჰიპერკალციემიის (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში) სამკურნალოდ.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია D ვიტამინის დოზის გადაჭარბების სიმპტომების შესახებ.
ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მიღების დავიწყებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მიღების შეწყვეტისას
მკურნალობის ნაადრევად შეჩერებისას ან შეწყვეტისას სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს ან ხელახლა განვითარდეს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამის შესახებ!
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შესაძლოა გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები ვითარდება დოზის გადაჭარბების შედეგად.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება განვითარდეს მძიმე და ხანგრძლივი ჰიპერკალციემია (კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში) მწვავე (გულის არითმიები, გულისრევა, ღებინება, ფსიქიკური სიმპტომები, ცნობიერების დაბინდვა) და ქრონიკული (გაზრდილი დიურეზი, გაზრდილი წყურვილის შეგრძნება, მადის დაკარგვა, წონის კლება, თირკმელებში კენჭების წარმოქმნა, თირკმელების კალციფიკაცია, ძვლების გარეთ ქსოვილების კალციფიკაცია) სიმპტომებით. ინდივიდუალურ შემთხვევებში აღწერილი იქნა ფატალური გამოსავალი.
ნაწილობრივ ჰიდროგენიზებულმა სოიოს ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან სამედიცინო პერსონალთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
წამლებისა და სამკურნალო პროდუქტების ფედერალურ ინსტიტუტი
ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტი
კურტ-გეორგ-კისინგერ ალეე 3, D-53175 ბონი
ვებგვერდი: www.bfarm.de
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტების შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე.
ინახება მუყაოს კოლოფში სინათლისა და ნესტისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში (მაგ.: ტუალეტში ან წყლის ნიჟარაში). გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. www.bfarm.de/arzneimittelentsorgung.
შეფუთის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ვიტაგამა ვიტამინი D3
აქტიური ნივთიერებაა: 10 მგ ქოლეკალციფეროლის მშრალი კონცენტრატი, რომელიც შეიცავს: 0.025 მგ ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3 1.000 ს.ე.), ჟელატინს, საქაროზას, სიმინდის სახამებელს, ნაწილობრივ ჰიდროგენიზებულ სოიოს ზეთს, ყველა რაცემიკულ α-ტოკოფეროლს და სილიციუმის დიოქსიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
მაღალდისპერსიული სილიცუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი და გრძელჯაჭვიანი პარციალური გლიცერიდები.
ვიტაგამა ვიტამინი D3-ის ფორმა და შეფუთვა
თეთრი ფერის, მრგვალი ტაბლეტები გამყოფი ხაზით.
ორიგინალური შეფუთვა შეიცავს 20, 50, 100 და 200 ტაბლეტს.
ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Wörwag Pharma GmbH & Co. KG
Flugfeld-Allee 24
71034 Böblingen
Telefon: 07031/6204-0
Fax: 07031/6204-31
E-Mail: [email protected]
ვოერვაგ ფარმა გმბჰ &კო.კგ
ფლუგფელდ-ალეე 24
71034 ბობლინგენი
ტელ.: 07031/6204-0
ფაქსი: 07031/6204-31
ელ-ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
Wörwag Pharma Production GmbH & Co. KG
Gewerbeallee 1, 82343 Pöcking
ვოერვაგ ფარმა პროდუქციონ გმბჰ და კო.კგ
გევერბეალეე 1, 82343 პოკინგი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის მარტი
სხვა ინფორმაცია
თევზის ღვიძლის ქონი და თევზი ნაწილობრივ მდიდარია D ვიტამინით. მცირე რაოდენობით ის არის ხორცში, კვერცხში, რძეში, რძის პროდუქტებსა და ავოკადოში.
ადამინისათვის საჭიროა 5 მკგ დღეში. ჯანმრთელ ადამიანებში მოთხოვნილება კმაყოფილდება საკუთარი D ვიტამინის წარმოქმნით, თუ ისინი იღებენ საკმარის მზის სხივებს. საკვებით მიღება ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკული პირობების დროს (კლიმატი, ცხოვრების წესი).
დეფიციტის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს, მათ შორის დღენაკლულ, მოუმწიფებელ ახალშობილებში, რომლებიც იმყოფებიან მხოლოდ ძუძუთი კვებაზე ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, კალციუმის შემცველი საკვების დამატების გარეშე, და მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტაზე მყოფ ბავშვებში. თუ D ვიტამინის დეფიციტი ვითარდება მოზრდილებში, ეს შეიძლება იყოს არასაკმარისი საკვების, არასაკმარისი მზის სხივების მიღების, ნაწლავებიდან საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევის, ღვიძლის ციროზის და თირკმლის ფუნქციის დაზიანების შედეგი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


