ქვედა კიდურების ლიმფოვენური უკმარისობის (ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოვება) სიმპტომების მკურნალობა, როგორებიც არის სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ტკივილი და „მოუსვენარი ფეხების“ სინდრომით გამოწვეული სხვა მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებს სხეულის მდებარეობის შეცვლას; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიოსმინი (diosmin)
- ფორმა და შეფუთვა
- 600მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (2X15)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ბიოფლავანოიდები
- ATC კოდი
- C05CA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043639
- რეგისტრირებულია
- 17 ივლისი 2025, მოქმედებს 17 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვენობოდიო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ქვედა კიდურების ლიმფოვენური უკმარისობის (ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოვება) სიმპტომების მკურნალობა, როგორებიც არის სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ტკივილი და „მოუსვენარი ფეხების“ სინდრომით გამოწვეული სხვა მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებს სხეულის მდებარეობის შეცვლას;
ჰემოროის ხანმოკლე სიმპტომური თერაპია გამწვავების პერიოდში.
პრეპარატი ნაჩვენებია 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებისთვის.
მიღების წესი და დოზირება
შიგნით მისაღები.
მოზრდილები 18 წელზე უფროსი ასაკის
ქვედა კიდურების ლიმფოვენური უკმარისობა: 1 ტაბლეტი დღე-ღამეში (600 მგ).
ჰემოროის სიმპტომური მკურნალობა: 2-3 ტაბლეტი დღეში (1200-დან 1800 მგ-მდე/დღე-ღამეში) ჭამის დროს.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი ვენობოდიოს ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და 18 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა დიოსმინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ჰემოროი
ჰემოროის სიმპტომების გაუარესებისას პრეპარატის გამოყენება არ ცვლის სხვა პროქტოლოგიური დაავადებების სპეციფიკურ თერაპიას. მკურნალობა მოკლე კურსით ტარდება. თუ მოკლე კურსის შემდეგ სიმპტომები არ ლაგდება, უნდა ჩატარდეს პროქტოლოგიური გამოკვლევა და გადაიხედოს მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედებების კვლევები არ ჩატარებულა. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულებში დიოსმინის გამოყენების მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში რეპროდუქციული ტოქსიკურობა გამოვლენილი არ არის.
სიფრთხილის თვალსაზრისით ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება სასურველი არ არის.
ლაქტაცია
უცნობია აღწევს თუ არა დიოსმინი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. არ შეიძლება ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის რისკის გამორიცხვა. მისაღებია გადაწყვეტილება ლაქტაციის შეწყვეტის ან პრეპარატის მოხსნის შესახებ, ბავშვისთვის ბუნებრივი კვების სარგებლის და ქალისთვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.
ფერტილობა
რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებმა არ აჩვენა ზეგავლენა მამრი და მდედრი ვირთაგვების ფერტილობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შემსწავლელი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვაზე ან მისი მოქმედება უმნიშვნელოა.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ*: ხშირად - გასტრალგია; არახშირად - მუცლის შებერილობა, დიარეა, დისპეფსია, ღებინება; იშვიათად - გულისრევა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - ალერგიული რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.
- დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ იშვიათად საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ გვაცნობოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
მონოთერაპიის დროს ადამიანებში დიოსმინის ჭარბ დოზასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები დარეგისტრირებული არ არის.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: დიოსმინი 600 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II ვარდისფერი 85F240091 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის წითელი ოქსიდი).
წამლის ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
აღწერილობა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი, ვარდისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შენახვის პირობები
4 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
15 ტაბლეტი ბლისტერში.
2 ბილსტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
უტილიზების და სხვა სამუშაოების უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
"ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ."-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაღჯილარ / სტამბული)
"World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.", Turkey
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანგიოპროტექტორები. კაპილარების მასტაბილიზირებელი საშუალებები. ბიოფლავონოიდები. ათქ კოდი: C05CA03.
ვენომატონიზირებელი და ვაზოპროტექტორული საშუალება, რომელიც იწვევს ვენების შევიწროვებას, ზრდის სისხლძარღვების წინააღმდეგობას და ამცირებს სისხლძარღვების გამტარობას. ამ თვისებების ილუსტრირებისთვის ჩატარებულია სხვადასხვა ფარმაკოდინამიკური კვლევები.
კლინიკური კვლევები
ვენომატონიზირებელი თვისებები
ადრენალინის, ნორადრენალინის და სეროტონინის სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედების გაძლიერება ხელის ზედაპირულ ვენებზე ან იზოლირებულ კანქვეშა ვენაზე;
ტენზომეტრიული პლეტიზმოგრაფიის მეშვეობით ვენის შიგთავსის გაზომვით დადასტურებული ვენის ტონუსის გაზრდა, ვენის შეგუბების შემცირება;
სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტი (დოზადამოკიდებული ეფექტი);
ვენის საშუალო წნევის დაწევა (როგორც ზედაპირულ სისტემაში, ასევე ღრმა ვენების სისტემაში) ნაჩვენებია ორმაგი ბრმა პლაცებო-კონტროლირებადი კვლევებით დოპლეროგრაფიის კონტროლის ქვეშ;
სისტოლური და დიასტოლური წნევის მომატება პოსტოპერაციული ორთოსტაზული ჰიპოტენზიისას;
ეფექტურობა საფენექტომიის შემდეგ.
ვასკულოპროტექტორული თვისებები
კაპილარების რეზისტენტობის გაზრდა (დოზადამოკიდებული ეფექტი).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ დიოსმინი ნაწლავის ბაქტერიებით დიოსმეტინად მეტაბოლიზდება. შემდეგ დიოსმეტინი აბსორბირდება და ვლინდება სისხლში გლუკუროკონიუგატების და სულფოკონიუგატების ფორმით. ნაჩვენები იყო, რომ დიოსმეტინი-3-გლუკურონიდი დიოსმინის ძირითადი მეტაბოლიტია. პიკური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა დიოსმინის მიღებიდან 12-15 საათში.
განაწილება
ნახშირბადი-14-ით დანიშნული დიოსმინის ფარმაკოკინეტიკურმა კვლევამ ცხოველებზე აჩვენა რადიოაქტივობის უპირატესი განაწილება შიდა და კანქვეშა ვენებში.
გამოყოფა
ცხოველებში გამოყოფა ხდება შარდით (79%), განავლით (11%) და ნაღვლის წვენით (2,4%) ნაწლავი-ღვიძლის ცირკულირების ნიშნებით. ადამიანებში დიოსმეტინი-3-გლუკურონიდი შარდში ვლინდება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ვენობოდიო
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ვენობოდიო, Venobodio
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
დიოსმინი, Diosmin
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: დიოსმინი 600 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II ვარდისფერი 85F240091 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის წითელი ოქსიდი).
წამლის ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
აღწერილობა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი, ვარდისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
გამოყენების ჩვენებები
ქვედა კიდურების ლიმფოვენური უკმარისობის (ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოვება) სიმპტომების მკურნალობა, როგორებიც არის სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ტკივილი და „მოუსვენარი ფეხების“ სინდრომით გამოწვეული სხვა მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებს სხეულის მდებარეობის შეცვლას;
ჰემოროის ხანმოკლე სიმპტომური თერაპია გამწვავების პერიოდში.
პრეპარატი ნაჩვენებია 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებისთვის.
გამოყენების წესი და დოზები
შიგნით მისაღები.
მოზრდილები 18 წელზე უფროსი ასაკის
ქვედა კიდურების ლიმფოვენური უკმარისობა: 1 ტაბლეტი დღე-ღამეში (600 მგ).
ჰემოროის სიმპტომური მკურნალობა: 2-3 ტაბლეტი დღეში (1200-დან 1800 მგ-მდე/დღე-ღამეში) ჭამის დროს.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი ვენობოდიოს ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და 18 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა დიოსმინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ჰემოროი
ჰემოროის სიმპტომების გაუარესებისას პრეპარატის გამოყენება არ ცვლის სხვა პროქტოლოგიური დაავადებების სპეციფიკურ თერაპიას. მკურნალობა მოკლე კურსით ტარდება. თუ მოკლე კურსის შემდეგ სიმპტომები არ ლაგდება, უნდა ჩატარდეს პროქტოლოგიური გამოკვლევა და გადაიხედოს მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ურთიერთქმედებების კვლევები არ ჩატარებულა. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულებში დიოსმინის გამოყენების მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში რეპროდუქციული ტოქსიკურობა გამოვლენილი არ არის.
სიფრთხილის თვალსაზრისით ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება სასურველი არ არის.
ლაქტაცია
უცნობია აღწევს თუ არა დიოსმინი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. არ შეიძლება ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის რისკის გამორიცხვა. მისაღებია გადაწყვეტილება ლაქტაციის შეწყვეტის ან პრეპარატის მოხსნის შესახებ, ბავშვისთვის ბუნებრივი კვების სარგებლის და ქალისთვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.
ფერტილობა
რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებმა არ აჩვენა ზეგავლენა მამრი და მდედრი ვირთაგვების ფერტილობაზე.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შემსწავლელი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვაზე ან მისი მოქმედება უმნიშვნელოა.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვევით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA-ს მიხედვით.
არასასურველი რეაქციების პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ*: ხშირად - გასტრალგია; არახშირად - მუცლის შებერილობა, დიარეა, დისპეფსია, ღებინება; იშვიათად - გულისრევა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - ალერგიული რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.
- დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ იშვიათად საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ გვაცნობოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
მონოთერაპიის დროს ადამიანებში დიოსმინის ჭარბ დოზასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები დარეგისტრირებული არ არის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოპროტექტორები. კაპილარების მასტაბილიზირებელი საშუალებები. ბიოფლავონოიდები. ათქ კოდი: C05CA03.
ვენომატონიზირებელი და ვაზოპროტექტორული საშუალება, რომელიც იწვევს ვენების შევიწროვებას, ზრდის სისხლძარღვების წინააღმდეგობას და ამცირებს სისხლძარღვების გამტარობას. ამ თვისებების ილუსტრირებისთვის ჩატარებულია სხვადასხვა ფარმაკოდინამიკური კვლევები.
კლინიკური კვლევები
ვენომატონიზირებელი თვისებები
ადრენალინის, ნორადრენალინის და სეროტონინის სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედების გაძლიერება ხელის ზედაპირულ ვენებზე ან იზოლირებულ კანქვეშა ვენაზე;
ტენზომეტრიული პლეტიზმოგრაფიის მეშვეობით ვენის შიგთავსის გაზომვით დადასტურებული ვენის ტონუსის გაზრდა, ვენის შეგუბების შემცირება;
სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტი (დოზადამოკიდებული ეფექტი);
ვენის საშუალო წნევის დაწევა (როგორც ზედაპირულ სისტემაში, ასევე ღრმა ვენების სისტემაში) ნაჩვენებია ორმაგი ბრმა პლაცებო-კონტროლირებადი კვლევებით დოპლეროგრაფიის კონტროლის ქვეშ;
სისტოლური და დიასტოლური წნევის მომატება პოსტოპერაციული ორთოსტაზული ჰიპოტენზიისას;
ეფექტურობა საფენექტომიის შემდეგ.
ვასკულოპროტექტორული თვისებები
კაპილარების რეზისტენტობის გაზრდა (დოზადამოკიდებული ეფექტი).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ დიოსმინი ნაწლავის ბაქტერიებით დიოსმეტინად მეტაბოლიზდება. შემდეგ დიოსმეტინი აბსორბირდება და ვლინდება სისხლში გლუკუროკონიუგატების და სულფოკონიუგატების ფორმით. ნაჩვენები იყო, რომ დიოსმეტინი-3-გლუკურონიდი დიოსმინის ძირითადი მეტაბოლიტია. პიკური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა დიოსმინის მიღებიდან 12-15 საათში.
განაწილება
ნახშირბადი-14-ით დანიშნული დიოსმინის ფარმაკოკინეტიკურმა კვლევამ ცხოველებზე აჩვენა რადიოაქტივობის უპირატესი განაწილება შიდა და კანქვეშა ვენებში.
გამოყოფა
ცხოველებში გამოყოფა ხდება შარდით (79%), განავლით (11%) და ნაღვლის წვენით (2,4%) ნაწლავი-ღვიძლის ცირკულირების ნიშნებით. ადამიანებში დიოსმეტინი-3-გლუკურონიდი შარდში ვლინდება.
ვარგისობის ვადა
4 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
15 ტაბლეტი ბლისტერში.
2 ბილსტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
უტილიზების და სხვა სამუშაოების უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
"ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ."-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაღჯილარ / სტამბული)
"World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.", Turkey
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


