პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ვარფარინი ორიონი

Warfarin Orion

რეცეპტით3მგინსტრუქცია ქართულადფინეთი
რისთვის გამოიყენება

ღრმა ვენების და ფილტვის არტერიის ემბოლიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. მიოკარდიუმის ინფარქტის მეორეული პროფილაქტიკა და თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ (ცერებრალური ემბოლია ან სისტემური ემბოლია). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვარფარინი (warfarin)
ფორმა და შეფუთვა
3მგ ტაბლეტი №100 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში
მწარმოებელი
Orion Corporation, ფინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, K ვიტამინის ანტაგონისტები
ATC კოდი
B01AA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-035928
რეგისტრირებულია
21 ივლისი 2022, მოქმედებს 21 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Orion Corporation (ფინეთი)
განმცხადებელი
დელტა მედიკალ პრომოუშენსის წარმომადგენლობა ეიჯი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავარფარინი ორიონი და სხვა წამალი ერთად

ვარფარინი ორიონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ღრმა ვენების და ფილტვის არტერიის ემბოლიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. მიოკარდიუმის ინფარქტის მეორეული პროფილაქტიკა და თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ (ცერებრალური ემბოლია ან სისტემური ემბოლია). თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა (ცერებრალური ემბოლია ან სისტემური ემბოლია) პაციენტებში წინაგულების ფიბრილაციით, გულის სარქველების დაზიანებით ან პროთეზირებული გულის სარქველით.

მიღების წესი და დოზირება

სნი-ის მიზნობრივი დონე (საერთაშორისო ნორმალიზებული ინდექსი) პერორალური ანტიკოაგულანტური თერაპიისთვის:

თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა გულის პროთეზირებული სარქველების მქონე პაციენტებში: სნი 2,5–3,5

სხვა ჩვენებები: სნი 2,0–3,0

მოზრდილები: ნორმალური სხეულის მასის მქონე და სპონტანური სნი <1,2-ის მქონე პაციენტებში ინიშნება 10 მგ ვარფარინი სამი თანმიმდევრული დღის განმავლობაში. შემდგომ დოზა განისაზღვრება ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად, რომელიც დაფუძნებულია სნი-ის განსაზღვრაზე მეოთხე დღეს.

ამბულატორიული მკურნალობისას და ცილა C ან S-ის მემკვიდრეობითი დეფიციტის მქონე პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ ვარფარინი სამი თანმიმდევრული დღის განმავლობაში. შემდგომ დოზა განისაზღვრება ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით, რომელიც დაფუძნებულია სნი-ის განსაზღვრაზე მეოთხე დღეს.

ხანდაზმულ პაციენტებში, მცირე სხეულის მასის მქონე პაციენტებში, სპონტანური სნი >1,2-ის მქონე ან თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში, აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტური თერაპიის ეფექტზე მოქმედ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ ვარფარინი ორი თანმიმდევრული დღის განმავლობაში. შემდგომ დოზა განისაზღვრება ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად, რომელიც დაფუძნებულია სნი-ის განსაზღვრაზე მესამე დღეს.

დღე

სნი

ვარფარინის დოზა, მგ/დღე

1

–

10 (5*)

2

–

10 (5*)

3

<2

2 - 2,4

2,5 - 2,9

3 - 3,4

3,5 - 4

>4

10 (5*)

5

3

2,5

1,5

გამოტოვეთ ერთი დღეს

4-6

<1,4

1,4 - 1,9

2 - 2,4

2,5 - 2,9

3 - 3,9

4 - 4,5

>4,5

10

7,5

5

4,5

3

გამოტოვეთ ერთი დღე, შემდეგ 1,5

გამოტოვეთ 3 დღე, შემდეგ 1,5

7

1,1 - 1,4

1,5 - 1,9

2 - 3

3,1 - 4,5

>4,5

ვარფარინის ერთი კვირის დოზა:

იზრდება 20 %-ით

იზრდება 10 %-ით

დოზა ნარჩუნდება

მცირდება 10 %-ით

გამოტოვეთ, სანამ სნი <4,5, შემდეგ მკურნალობის გაგრძელება 20%-ით შემცირებული დოზით

სნი-ის განსაზღვრა უნდა ჩატარდეს ყოველდღიურად მანამ, სანამ არ მიიღწევა სტაბილური მიზნობრივი დონე, რომელიც ჩვეულებრივ ყალიბდება მკურნალობის 5–6-ე დღეს. ამის შემდეგ სნი-ის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს ყოველკვირეულად, შემდგომ კი — 4-კვირიანი ინტერვალით.

სნი-ის დონის მნიშვნელოვანი გადახრების შემთხვევაში ან იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის დაავადებები ან ისეთი მდგომარეობები, რომლებიც გავლენას ახდენს K ვიტამინის აბსორბციაზე, განსაზღვრის ინტერვალი შეიძლება იყოს 4 კვირაზე ნაკლები.

ახალი სამკურნალო საშუალებების დანიშვნა ან უკვე მიღებული პრეპარატების შეწყვეტა საჭიროებს სნი-ის დამატებით კონტროლს.

ხანგრძლივი თერაპიის დროს დოზის კორექცია ხორციელდება ვარფარინის ყოველკვირეული დოზის მიხედვით ზემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად. თუ დოზა საჭიროებს კორექციას, სნი-ის შემდეგი განსაზღვრა უნდა ჩატარდეს კორექციიდან 1 ან 2 კვირის შემდეგ. ამის შემდეგ კონტროლი გრძელდება მანამ, სანამ არ მიიღწევა 4-კვირიანი ინტერვალები.

დაგეგმილი ოპერაციები

პრეოპერაციული, ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული ანტიკოაგულანტური თერაპია ტარდება ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ოპერაციამდე ერთი კვირით ადრე საჭიროა სნი-ის განსაზღვრა.

ვარფარინის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 1–5 დღით ადრე. თრომბოზის მაღალი რისკის შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით პაციენტს კანქვეშ უნდა დაენიშნოს დაბალი მოლეკულური მასის ჰეპარინი.

ვარფარინის მიღების შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სნი-ის მნიშვნელობაზე:

ოპერაციამდე 5 დღით ადრე, თუ სნი >4,0;

ოპერაციამდე 3 დღით ადრე, თუ სნი 3,0–4,0;

ოპერაციამდე 2 დღით ადრე, თუ სნი 2,0–3,0.

ოპერაციის წინა საღამოს უნდა განისაზღვროს სნი და, თუ სნი >1,8, დაინიშნოს 0,5–1,0 მგ ვიტამინი K₁ პერორალურად ან ინტრავენურად.

უნდა იქნას გათვალისწინებული ოპერაციის დღეს არაფრაქციონირებული ჰეპარინის ინფუზიის ან დაბალი მოლეკულური მასის ჰეპარინის პროფილაქტიკური დანიშვნის საჭიროება.

ოპერაციის შემდეგ 5–7 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს დაბალი მოლეკულური მასის ჰეპარინის კანქვეშ შეყვანა ვარფარინის ერთდროული განახლებით.

ვარფარინის მიღება უნდა განახლდეს ჩვეულებრივი შენარჩუნებითი დოზით იმავე დღის საღამოს მცირე ოპერაციების შემდეგ, ხოლო დიდი ოპერაციების შემთხვევაში — იმ დღეს, როდესაც პაციენტი იწყებს ენტერალურ კვებას.

ბავშვები: ბავშვებში ანტიკოაგულანტური თერაპია უნდა ჩატარდეს პედიატრის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ. დოზები შეირჩევა ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად.

დღე 1, თუ სპონტანური სნი არის 1 - 1,3

საწყისი დოზა

0,2 მგ/კგ სხეულის მასაზე

დღები 2-4, თუ სნი:

1,1 - 1,3

1,4 - 1,9

2 - 3

3,1 - 3,5

>3,5

შემანარჩუნებელი დოზა:

საწყისი დოზის გამეორება

50 % საწყისი დოზიდან

50 % საწყისი დოზიდან

25 % საწყისი დოზიდან

პრეპარატის შეყვანა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ სნი <3,5 არ გახდება, შემდეგ მკურნალობა უნდა განახლდეს წინა დოზასთან შედარებით 50%-ით შემცირებული დოზით.

შემანარჩუნებელი მკურნალობა, თუ სნი:

1,1 - 1,4

1,5 - 1,9

2,0 - 3,0

3,1 - 3,5

>3,5

ქმედება:

კვირის დოზის გაზრდა 20%-ით

კვირის დოზის გაზრდა 10%-ით

დოზის უცვლელად დატოვება

კვირის დოზის შემცირება 10%-ით

პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა მანამ, სანამ სნი <3,5 არ გახდება, შემდეგ მკურნალობის განახლება წინა დოზასთან შედარებით 20%-ით შემცირებული დოზით

ღვიძლის უკმარისობა: ზომიერი ღვიძლის უკმარისობის დროს ვარფარინის ეფექტი ძლიერდება. აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და სნი-ის მნიშვნელობის მკაცრი კონტროლი. ვარფარინი უკუნაჩვენებია მძიმე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობა: თირკმლის უკმარისობისა და ნეფროზული სინდრომის დროს სისხლის პლაზმაში თავისუფალი ვარფარინის დონე შეიძლება გაიზარდოს (რაც, თანმხლები მდგომარეობების მიხედვით, შეიძლება იწვევდეს როგორც ეფექტის გაძლიერებას, ისე შემცირებას). აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და სნი-ის მნიშვნელობის მკაცრი კონტროლი.

პაციენტები ფერმენტის გენეტიკური ცვლილებებით: სნი-ის პასუხის მნიშვნელოვანი ცვლილება შეიძლება დაკავშირებული იყოს გენეტიკურ ფაქტორებთან, კერძოდ CYP2C9 ფერმენტის აქტივობის გენეტიკურ შემცირებასთან და VKOR ფერმენტის მიმართ მომატებულ მგრძნობელობასთან (ვარფარინის ფარმაკოლოგიური სამიზნე).

CYP2C9 ფერმენტში CYP2C92 ან CYP2C93 ალელების მქონე პაციენტებში (S)-ვარფარინის მეტაბოლიზმი დაქვეითებულია, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დაბალი საწყისი და შენარჩუნებითი დოზები.

ბავშვები

ბავშვებში ანტიკოაგულანტური თერაპია უნდა ჩატარდეს პედიატრის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

უკუჩვენებები

მიდრეკილება სისხლდენების მიმართ (ვილებრანდტის დაავადება, ჰემოფილია, თრომბოციტოპენია და თრომბოციტების ფუნქციის დარღვევა), მწვავე სისხლდენა, მძიმე სისხლდენის განვითარების რისკის თავიდან აცილების მიზნით ფართო ოპერაციული ჩარევიდან 72 საათის განმავლობაში, მშობიარობის შემდგომი პერიოდის 48 საათის განმავლობაში, ორსულობა, თირკმელების მძიმე უკმარისობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, არანამკურნალევი ან არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, ახლო წარსულში გადატანილი ქალასშიდა სისხლჩაქცევა, მაგალითად, თავის ტვინის არტერიების ანევრიზმა, აორტის ანევრიზმა, დაცემის ტენდენცია, ლუმბალური პუნქცია, ცენტრალური ნერვული სისტემის ოპერაცია ან თვალის ოპერაცია, კუჭ-ნაწლავის ან თირკმელების სისხლდენა და მათი გართულებები, დივერტიკულოზი ან ავთვისებიანი სიმსივნეები, საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაფართოება, ინფექციური ენდოკარდიტი ან ექსუდაციური პერიკარდიტი, დემენცია, ფსიქოზები, ალკოჰოლიზმი და სხვა მდგომარეობები, როცა კომპლაიანსი შესაძლებელია არასაკმარისი იყოს და ანტიკოაგულანტებით უსაფრთხოდ თერაპიის ჩატარება შეუძლებელია, ჰიპერმგრძნობელობა ვარფარინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

სწრაფი ანტითრომბოზული ეფექტის საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ჰეპარინის შეყვანით. შემდგომ ჰეპარინის გამოყენება გრძელდება ვარფარინთან ერთდროულად 5–7 დღის განმავლობაში, სანამ სნი არ შენარჩუნდება მიზნობრივ დონეზე მინიმუმ ორი დღის განმავლობაში.

ორალური ანტიკოაგულანტების მიღებისას ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქცია არის სისხლდენა. ვარფარინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სერიოზული სისხლდენის განვითარების რისკი (მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენება, ახლახან გადატანილი იშემიური ინსულტი, ბაქტერიული ენდოკარდიტი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა).

სისხლდენის განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორებია: მაღალი ანტიკოაგულაციის დონე (სნი >4.0), ასაკი 65 წელს ზემოთ, არასტაბილური სნი, ახლახან გადატანილი კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, ცერებროვასკულური დაავადებები, გულის სერიოზული დაავადებები, დაცემის ტენდენცია, ანემია, ავთვისებიანი სიმსივნე, ტრავმა, თირკმლის უკმარისობა და სხვა სამკურნალო საშუალებების თანმხლები გამოყენება. ყველა პაციენტმა, რომელიც იღებს ვარფარინს, რეგულარულად უნდა აკონტროლოს სნი. სისხლდენის მომატებული რისკის მქონე პაციენტებს სჭირდებათ უფრო ხშირი მონიტორინგი, დოზის უფრო ფრთხილი შერჩევა და თერაპიის უფრო მოკლე ხანგრძლივობა. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული სისხლდენის რისკის შემცირების ზომების შესახებ და დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს სისხლდენის სიმპტომების შემთხვევაში.

ძალიან მნიშვნელოვანია სნი-ის განსაზღვრა, ექიმთან კონსულტაცია და დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა. მაღალი სნი-ის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან ვარფარინით თერაპიის შეწყვეტა. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს ანტიკოაგულანტური თერაპიის გაგრძელება. სნი უნდა განისაზღვროს 2–3 დღის განმავლობაში, რათა დადასტურდეს მისი შემცირება.

სხვა ანტითრომბოციტული პრეპარატები უნდა გამოიყენებოდეს განსაკუთრებული სიფრთხილით სისხლდენის მომატებული რისკის გამო.

ვარფარინით თერაპიის აუცილებელი პირობაა დანიშნული დოზის მკაცრი დაცვა.

სისხლდენის განვითარება შეიძლება მიუთითებდეს ვარფარინის ჭარბ დოზაზე. თერაპიული დოზების ფონზე განვითარებული მოულოდნელი სისხლდენა საჭიროებს კვლევას და სნი-ის კონტროლს.

ანტიკოაგულანტური თერაპია იშემიური ინსულტის შემდეგ ზრდის თავის ტვინში მეორეული სისხლჩაქცევის რისკს. წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში ვარფარინით ხანგრძლივი თერაპია სასარგებლოა, თუმცა ადრეული განმეორებითი ემბოლიის რისკი დაბალია, ამიტომ იშემიური ინსულტის შემდეგ მკურნალობაში პაუზა დასაშვებია. ვარფარინით მკურნალობა უნდა განახლდეს ინსულტიდან 2–14 დღის შემდეგ, ინფარქტის ზომისა და არტერიული წნევის მიხედვით. ემბოლიური ინსულტის ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს 14 დღით.

ქირურგიული ოპერაციების წინ, თუ არ არსებობს სერიოზული სისხლდენის რისკი, ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს სნი <2.5-ის პირობებში. თუ არსებობს სისხლდენის მაღალი რისკი, ვარფარინი უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 3 დღით ადრე.

ანტიკოაგულანტური თერაპიის გაგრძელების საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, სიცოცხლისთვის საშიში თრომბოემბოლიისას), სნი უნდა შემცირდეს <2.5-მდე და დაიწყოს ჰეპარინით მკურნალობა.

თუ ოპერაცია აუცილებელია და ვარფარინის შეწყვეტა 3 დღით ადრე შეუძლებელია, ანტიკოაგულაცია უნდა გაუქმდეს K ვიტამინის მცირე დოზებით.

ვარფარინით თერაპიის განახლება დამოკიდებულია პოსტოპერაციული სისხლდენის რისკზე.

ვარფარინის მიღება არ უნდა შეწყდეს რუტინული სტომატოლოგიური პროცედურების წინ, როგორიცაა კბილის ექსტრაქცია.

კუჭის პეპტიური წყლულის მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. აუცილებელია რეგულარული მონიტორინგი და პაციენტის ინფორმირება სისხლდენის ამოცნობისა და შესაბამისი ქმედებების შესახებ.

ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებს და დემენციის მქონე პაციენტებს შეიძლება არ შეეძლოთ თერაპიის რეჟიმის დაცვა. ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება ზრდის ჰიპოთრომბინემიისა და სისხლდენის რისკს.

ვარფარინის მიმართ რეზისტენტობა იშვიათია. ასეთ პაციენტებში თერაპიული ეფექტის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს 5–20-ჯერ უფრო მაღალი დოზები. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში საჭიროა სხვა მიზეზების გამორიცხვა (ურთიერთქმედება, არაკომპლაიენსი, ლაბორატორიული შეცდომები).

ანტითრობული C-ცილის მემკვიდრეობითი დეფიციტის მქონე პაციენტებში არსებობს კანის ნეკროზის განვითარების რისკი თერაპიის დასაწყისში. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა უნდა დაიწყოს ვარფარინის სატვირთო დოზის გარეშე, თუნდაც ჰეპარინის გამოყენების ფონზე. ცილა S-ის დეფიციტის დროსაც რეკომენდებულია მკურნალობის ნელი დაწყება.

სისხლდენის და ჰემორაგიული გართულებების რისკი იზრდება, თუ სნი მნიშვნელოვნად აღემატება მიზნობრივ დონეს. თუ გართულებები ვითარდება ნორმალური სნი-ის პირობებში, საჭიროა სხვა მიზეზების ძიება.

კუმარინული ნეკროზის თავიდან ასაცილებლად, ცილა C ან S დეფიციტის მქონე პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს ჰეპარინით. ვარფარინის საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ-ს დღეში. ჰეპარინი უნდა გაგრძელდეს 5–7 დღის განმავლობაში.

ხანდაზმული პაციენტების მკურნალობა უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. აუცილებელია შეფასდეს პაციენტის უნარი დაიცვას პრეპარატის მიღების მკაცრი წესები. ხანდაზმულ პირებში ღვიძლის მეტაბოლიზმი, ისევე როგორც სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზი, შემცირებულია. შედეგად, ვარფარინის ჭარბი ეფექტი შეიძლება ადვილად განვითარდეს. მკურნალობა უნდა დაიწყოს სიფრთხილით. არასასურველი ურთიერთქმედებების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია თანმხლები მედიკამენტების მიღების გათვალისწინება.

მრავალი სამკურნალო საშუალება და საკვები პროდუქტი ურთიერთქმედებს ვარფარინთან და გავლენას ახდენს პროთრომბინის დროზე. ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღება, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების (OTC), წარმოადგენს სნი-ის დონის გაძლიერებული კონტროლის საფუძველს. პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული მკურნალი ექიმის ინფორმირების აუცილებლობის შესახებ ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე, მათ შორის მცენარეული წარმოშობის პრეპარატებისა და ვიტამინური საშუალებების.

მრავალი პირობა და ფაქტორი, როგორიცაა, მაგალითად: ცხელება, დიარეა, ღებინება, ჰიპერ-/ჰიპოთირეოზი, გულის უკმარისობა, მალაბსორბცია, დიეტური ცვლილებების გამო K ვიტამინის ძალიან დაბალი ან ძალიანი მაღალი დოზით მიღება, გავლენას ახდენს ვარფარინით თერაპიაზე.

არ არის რეკომენდებული სხვა პრეპარატების დაწყება/შეწყვეტა, ან დოზების ცვლილება ექიმის გარეშე.

ჰიპერთირეოზი, ცხელება და დეკომპენსირებული გულის უკმარისობა შეიძლება აძლიერებდეს ვარფარინის ეფექტს. ჰიპოთირეოზის შემთხვევაში ვარფარინის ეფექტი შეიძლება შემცირდეს. ზომიერი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვარფარინის ეფექტი ძლიერდება. თირკმლის უკმარისობის ან ნეფროზული სინდრომის შემთხვევაში სისხლის პლაზმაში ვარფარინის თავისუფალი ფრაქციის დონე იზრდება, რაც თანმხლები დაავადებების მიხედვით შეიძლება იწვევდეს როგორც ეფექტის გაძლიერებას, ისე შემცირებას. ყველა ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და სნი-ის დონის მონიტორინგი.

ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სხეულის მასის შემცირება, მწვავე დაავადება და მოწევის შეწყვეტა, შეიძლება აძლიერებდეს ვარფარინის ეფექტს, ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

სხეულის მასის მატება, დიარეა და ღებინება, პირიქით, ამცირებს ვარფარინის ეფექტს, რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის გაზრდა.

ვარფარინის ელიმინაცია ნელდება პაციენტებში CYP2C9 ფერმენტის გარკვეული გენეტიკური ცვლილებების შემთხვევაში, რომელიც მეტაბოლიზებს (S)-ვარფარინს. ასეთ პაციენტებს სჭირდებათ მხოლოდ დაბალი შენარჩუნებითი დოზა და მათ აქვთ ჭარბი სისხლდენის განვითარების რისკი, თუ მიიღებენ მაღალ საწყის დოზებს. გარდა ამისა, დოზის კორექციის შემდეგ ახალი თერაპიული დონის მიღწევას მეტი დრო სჭირდება. VKOR ფერმენტის გენეტიკური ცვლილებების მქონე პაციენტებს ასევე შეიძლება დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზები ვარფარინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამო.

კალციფილაქსია — სისხლძარღვთა კედლის კალციფიკაციის იშვიათი სინდრომია, რომელიც თან ახლავს კანის ნეკროზს და ასოცირდება მაღალი ლეტალობით. აღნიშნული მდგომარეობა უმეტესად აღინიშნება თირკმლის დაავადების ტერმინალურ სტადიაში მყოფ დიალიზზე მყოფ პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ცილა C-ის და S-ის დეფიციტი, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერკალცემია ან ჰიპოალბუმინემია. აღწერილია კალციფილაქსიის იშვიათი შემთხვევები ვარფარინის მიმღებ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევის გარეშე. კალციფილაქსიის დიაგნოზის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება და ვარფარინის გამოყენების შეწყვეტის საკითხის განხილვა.

ანტიკოაგულანტებთან ასოცირებული ნეფროპათია.

გლომერულური აპარატის სტრუქტურის დარღვევის ან თირკმლის დაავადების ანამნეზის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე დაზიანება, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჭარბი ანტიკოაგულანტური მოქმედების ეპიზოდებთან და ჰემატურიასთან. აღწერილია რამდენიმე შემთხვევა იმ პაციენტებშიც, რომლებსაც მანამდე თირკმლის დაავადება არ ჰქონდათ. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სუპრათერაპიული სნი და ჰემატურია (მათ შორის მიკროსკოპული), რეკომენდებულია მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი, მათ შორის თირკმლის ფუნქციის შეფასება.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის, ლაქტაზის დეფიციტის ან გლუკოზა/გალაქტოზის მალაბსორბციის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება არ არის ნაჩვენები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ვარფარინს აქვს ვიწრო თერაპიული ინდექსი, რის გამოც სხვა სამკურნალო საშუალებებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მისი მოქმედებაზე. მკურნალობის დაწყებამდე, დოზის ცვლილებისას ან თერაპიის დასრულებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება განპირობებულია მათი ფარმაკოდინამიკური და/ან ფარმაკოკინეტიკური თვისებებით.

ღვიძლში ვარფარინი მეტაბოლიზდება CYP2C9-ის (S-ვარფარინი), აგრეთვე CYP1A2-ის და CYP3A4-ის (R-ვარფარინი) კატალიზით.

ვარფარინი ურთიერთქმედებს მრავალ სხვა სამკურნალო პრეპარატთან.

ანტითრომბოტულ ან ჰემოსტატურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას მათ შეუძლიათ გააძლიერონ ვარფარინის ფარმაკოლოგიური ეფექტი, რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს. სტრეპტოკინაზა და ალტეპლაზა უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვარფარინს.

ვარფარინის გამოყენებისას საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული თრომბინის ინჰიბიტორების, არაფრაქციონირებული ჰეპარინების და მათი წარმოებულების, დაბალი მოლეკულური მასის ჰეპარინების, ფონდაპარინის, რივაროქსაბანის, გლიკოპროტეინის IIb/IIIa რეცეპტორების ანტაგონისტების, პროსტაციკლინის, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების, ერლოტინიბის, მეთილფენიდატის და პერორალური კონტრაცეპტივების მიღება. თუ ეს შეუძლებელია, აღნიშნული პრეპარატები უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, გაძლიერებული კლინიკური და ლაბორატორიული კონტროლის პირობებში.

ვარფარინის შეწოვა და ენტეროჰეპატური ცირკულაცია შეიძლება შეიცვალოს ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ზემოქმედებით, მაგალითად ქოლესტირამინის. შესაძლებელია როგორც ვარფარინის ეფექტის ინდუქცია (ანტიეპილეფსიური ან ანტიტუბერკულოზური პრეპარატები), ისე ინჰიბირება (ამიოდარონი ან მეტრონიდაზოლი). ზოგიერთ შემთხვევაში ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის ან ინჰიბირების შეწყვეტამაც შეიძლება შეცვალოს ვარფარინით თერაპიის ბალანსი. ზოგიერთი პრეპარატი შესაძლოა გამოაძევოს ვარფარინი პლაზმის ცილებთან კავშირიდან, რაც ზრდის მის თავისუფალ ფრაქციას და, შედეგად, აძლიერებს ვარფარინის მეტაბოლიზმსა და ელიმინაციას, რაც იწვევს ეფექტის შემცირებას (ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტების გარდა).

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება აღინიშნება იმ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მოქმედებენ თრომბოციტებზე (აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი, ტიკლოპიდინი, დიპირიდამოლი, ტიროფიბანი, პერორალური პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები, როგორიცაა დაბიგატრანი და აპიქსაბანი, ასევე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების უმეტესობა). პირველადი და მეორადი ჰემოსტაზის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტში ძლიერი სისხლდენებისადმი მიდრეკილება. პენიცილინები მაღალი დოზებით იწვევენ ანალოგიურ ეფექტს. ანაბოლური სტეროიდები, აზაპროპაზონი, ერითრომიცინი და ზოგიერთი ცეფალოსპორინი უშუალოდ ამცირებენ K ვიტამინზე დამოკიდებული შედედების ფაქტორების სინთეზს და აძლიერებენ ვარფარინის ეფექტს.

K ვიტამინის მიღება საკვებთან ერთად ამცირებს ვარფარინის ეფექტს. K ვიტამინის აბსორბციის შემცირება, მაგალითად დიარეის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ვარფარინის მოქმედების პოტენცირება. პაციენტები, რომლებიც იღებენ K ვიტამინის შემცველი საკვების არასაკმარის რაოდენობას, დამოკიდებულნი არიან ნაწლავის მიკროფლორის მიერ წარმოებულ K2 ვიტამინზე. ასეთ პაციენტებში ანტიბიოტიკების უმეტესობამ შეიძლება შეამციროს ნაწლავის მიკროფლორის უნარი K2 ვიტამინის წარმოქმნისა, რაც იწვევს ვარფარინის ეფექტის გაძლიერებას.

ალკოჰოლიზმისას, განსაკუთრებით ღვიძლის თანმხლები დაზიანების შემთხვევაში, ვარფარინის მოქმედება ძლიერდება. ქინინი, რომელიც შეიცავს „ტონიკის“ ტიპის სასმელებში, ასევე შეიძლება აძლიერებდეს ვარფარინის ეფექტს. ლაქტულოზამ შეიძლება პოტენცირება მოახდინოს ვარფარინის ეფექტზე ხანგრძლივი გამოყენებისას.

პროტეაზას ინჰიბიტორებმა (მაგალითად, რიტონავირი, ლოპინავირი) შეიძლება შეცვალონ ვარფარინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ვარფარინთან ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია სნი-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული ინდექსის) რეგულარული მონიტორინგი.

ანტიდეპრესანტები — ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (მაგალითად, ვენლაფაქსინი, დულოქსეტინი) და სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (მაგალითად, ფლუოქსეტინი, სერტრალინი) — ვარფარინთან ერთდროული გამოყენებისას ზრდიან სისხლდენის რისკს.

საჭიროა თავიდან იქნას აცილებული ერთდროული გამოყენება შტოშის წვენთან და შტოშის შემცველ სხვა როდუქტებთან, რადგან ისინი მნიშვნელოვნად აძლიერებენ ვარფარინის ეფექტს.

ვარფარინით მკურნალობის დროს დროებითი ანალგეზიის საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია პარაცეტამოლის ან ოპიოიდების დანიშვნა.

ვარფარინმა შეიძლება გააძლიეროს სულფონილშარდოვანას წარმოებულების ჯგუფის პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედება.

შემდეგი სამკურნალო პრეპარატები, როგორც ცნობილია, ცვლიან ვარფარინის ეფექტს.

ეფექტის გაძლიერება:

ალოპურინოლი, ამიოდარონი, ამოქსიცილინი, არგატრობანი, აცეტილსალიცილის მჟავა, აზაპროპაზონი, აზითრომიცინი, ვიტამინი A, ბეზაფიბრატი, დექსტროპროპოქსიფენი, დიგოქსინი, დისულფირამი, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი, ეტოპოზიდი, ვიტამინი E, ფენოფიბრატი, ფენილბუტაზონი, ფეპრაზონი, ფლუკონაზოლი, ფტორურაცილი, ფლუტამიდი, ფლუვასტატინი, ფლუვოქსამინი, გატიფლოქსაცინი, გემფიბროზილი, გრეპაფლოქსაცინი, იფოსფამიდი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ალფა- და ბეტა-ინტერფერონი, იზონიაზიდი, იტრაკონაზოლი, კაპეციტაბინი, კარბოქსიურიდინი, ცეფამანდოლი, ცეფალექსინი, ცეფმეტაზოლი, ცეფმენოქსიმი, ცეფოპერაზონი, ცეფუროქსიმი, კეტოკონაზოლი, ქინიდინი, ქინინი, კლარითრომიცინი, კლინდამიცინი, კლოფიბრატი, ქლორალჰიდრატი, კოდეინი, ლატამოქსეფი, ლეფლუნომიდი, ლეპირუდინი, ლევოფლოქსაცინი, ლოვასტატინი, მეტოლაზონი, მეტოტრექსატი, მეტრონიდაზოლი, მიკონაზოლი (ასევე პერორალური გელი), მოქსალატამი, მოქსიფლოქსაცინი, ნალიდიქსის მჟავა, ნორფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, ოქსიფენბუტაზონი, ციმეტიდინი, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (მაგალითად ომეპრაზოლი), პარაცეტამოლი (ეფექტი ვლინდება 1–2 კვირის მუდმივი მიღების შემდეგ), პროგუანილი, პროპაფენონი, პროპრანოლოლი, როფეკოქსიბი, როქსითრომიცინი, ცელეკოქსიბი, ციმეტიდინი, სიმვასტატინი, ციპროფლოქსაცინი, სულფაფენაზოლი, სულფაფურაზოლი, სულფამეტიზოლი, სულფამეტოქსაზოლ-ტრიმეტოპრიმი, სულფინპირაზონი, სულფოფენური, სულინდაკი, ანაბოლური ან ანდროგენული სტეროიდული ჰორმონები, ციკლოფოსფამიდი, ტამოქსიფენი, ტეგაფური, ტეტრაციკლინი, ტოლმეტინი, ტრამადოლი, EGFR ინჰიბიტორები (მაგალითად გეფიტინიბი), მონოკლონური ანტისხეულები (მაგალითად ტრასტუზუმაბი), ტროგლიტაზონი, ზაფირლუკასტი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs) (როგორიცაა იბუპროფენი, კეტოპროფენი, ნაპროქსენი, დიკლოფენაკი, ინდომეტაცინი და პიროქსიკამი), (დექსტრო)თიროქსინი, ვალპროატი.

აღწერილია სნი-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული ინდექსის) დონის მომატება ნოსკაპინთან ან ქონდროიტინის სულფატთან ერთდროული გამოყენებისას.

მოხსენებულია სნი-ის დონის მომატება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ გლუკოზამინს და პერორალურ K ვიტამინის ანტაგონისტებს. შესაბამისად, პაციენტები, რომლებიც იღებენ პერორალურ K ვიტამინის ანტაგონისტებს, უნდა იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის დაწყებამდე და გლუკოზამინით თერაპიის შეწყვეტის შემთხვევაში.

მელატონინისა და ვარფარინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიკოაგულაციის ზრდა, ამიტომ რეკომენდებულია სნი-ის მონიტორინგი. შესაძლებელია საჭირო გახდეს ვარფარინის დოზის შემცირება.

ეფექტის შემცირება: აზათიოპრინი, (ბარბიტურატები), აპრეპიტანტი, ბოზენტანი, ვიტამინი C, დიკლოქსაცილინი, დიზოპირამიდი, ფენობარბიტალი, გრიზეოფულვინი, კარბამაზეპინი, კლოქსაცილინი, ქლორტალიდონი, ქლორდიაზეპოქსიდი, მერკაპტოპურინი, მესალაზინი, მიტოტანი, ნაფცილინი, ნევირაპინი, პრიმიდონი, რიფამპიცინი, ციკლოსპორინი, სპირონოლაქტონი, ტრაზოდონი.

მცენარეული წარმოშობის პრეპარატებით მკურნალობამ ასევე შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის ეფექტი, მაგალითად, გინკგოს ექსტრაქტი (Ginkgo biloba), ნივრის ექსტრაქტი (Allium sativum), დონგ ქუაის პრეპარატები (Angelica sinensis, შეიცავს კუმარინებს), პაპაიას ექსტრაქტი (Carica papaya) ან დანშენი (Salvia miltiorrhiza), ან შეამციროს იგი, მაგალითად, ჟენშენი (Panax spp.) ან კრაზანას ექსტრაქტი (Hypericum perforatum).

ეს განპირობებულია კრაზანას უნარით ინდუცირება მოახდინოს იმ ენზიმებზე, რომლებიც მეტაბოლიზებენ სამკურნალო პრეპარატებს. შესაბამისად, კრაზანას შემცველი მცენარეული პრეპარატების ერთდროული გამოყენება ვარფარინთან არ არის რეკომენდებული. ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს მცენარეული პრეპარატების მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში.

თუ პაციენტი უკვე იღებს კრაზანას ექსტრაქტს, აუცილებელია სნი-ის დონის განსაზღვრა და მისი მიღების შეწყვეტა. ვინაიდან კრაზანას მოხსნის შემდეგ სნი შეიძლება გაიზარდოს, საჭიროა მისი მკაცრი კონტროლი. შესაძლებელია საჭირო გახდეს ვარფარინის დოზის კორექცია.

ვარფარინით თერაპიის დროს საკვებით მიღებული K ვიტამინის რაოდენობა უნდა დარჩეს უცვლელი.

K ვიტამინს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანე ბოსტნეული და მწვანილი, როგორიცაა: ჩაის ფოთლები (მაგრამ არა დაყენებული ჩაი), ამარანტის მწვანილი, ავოკადო, ენდივია, ბარდა, ჩაიოტი, თეთრი კომბოსტო, მწვანე ხახვი, კივის ნაყოფი, ქინძი, კიტრის კანი (და არა გათლილი კიტრი), ფოთლოვანი კომბოსტო, სალათის ფოთლები, ტურნეფსი, პიტნის ფოთლები, ზეთისხილის ზეთი, ბროკოლი, ოხრახუში, ისპანახი, ფისტა, წითელი ზღვის წყალმცენარეები, ხახვი, ბრიუსელის კომბოსტო, ტურნეფსის ზეთი, მდოგვის ფოთლები, სოიოს მარცვლები, სოიოს ზეთი, წყლის კრესი.

მოწევამ შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის ელიმინაცია, ამიტომ მწეველ პაციენტებში შესაძლოა საჭირო გახდეს ვარფარინის ოდნავ მაღალი დოზების გამოყენება. მეორე მხრივ, მოწევის შეწყვეტამ შეიძლება გაზარდოს ვარფარინის ეფექტი. შესაბამისად, პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი მოწევის შემდეგ წყვეტენ მოწევას, აუცილებელია სნი-ის დონის მკაცრი მონიტორინგი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ვარფარინი გადის პლაცენტაში. ორსულებში ვარფარინით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ვარფარინული ემბრიოპათია (ცხვირის ჰიპოპლაზია და ქონდროდისპლაზია), თუ ვარფარინი მიიღება ორგანოგენეზის პერიოდში (მე-6-დან მე-12 კვირამდე), და ამ პერიოდს მიღმაც შეიძლება გახდეს ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების დარღვევების მიზეზი. ვარფარინმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ჰემორაგიები, განსაკუთრებით ორსულობის ბოლოს და მშობიარობის დროს. ვარფარინული ემბრიოპათია აღწერილია შემთხვევების 4–6%-ში, როდესაც ვარფარინი გამოიყენება ორსულობის პერიოდში, და მისი განვითარების რისკი იზრდება, თუ სადღეღამისო დოზა აღემატება 5 მგ-ს. შესაბამისად, ვარფარინის გამოყენება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია.

ნაყოფისთვის არსებული რისკი უნდა შეფასდეს დედისთვის ვარფარინის არგამოყენების რისკთან მიმართებით. ორსულობის პერიოდში ანტითრომბოზული თერაპია უნდა ჩატარდეს ინდივიდუალურად შესაბამისი სპეციალისტების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

ვარფარინი არ გადადის დედის რძეში, ამიტომ ვარფარინით თერაპიის დროს ძუძუთი კვება შესაძლებელია.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას

არ მოქმედებს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არახშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი: ჰემორაგია.

არახშირი: ანემია.

იშვიათი: კუმარინული ნეკროზი, „მეწამული თითების“ სინდრომი, ეოზინოფილია.

ძალიან იშვიათი: ვასკულიტი.

მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები

სიხშირე უცნობია: კალციფილაქსია.

სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები

სიხშირე უცნობია: ქოლესტერინული ემბოლია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები

ძალიან იშვიათი: ტრაქეის კალციფიკაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები

ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების დონის შექცევადი მატება, ქოლესტაზური ჰეპატიტი, სიყვითლე.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: შექცევადი ალოპეცია, გამონაყარი, ეგზემა, ურტიკარია, კანის ნეკროზი.

თირკმლებისა და შარდსასქესო სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: პრიაპიზმი, ნეფრიტი, უროლითიაზი, ტუბულარული ნეკროზი.

სიხშირე უცნობია: ანტიკოაგულანტებთან ასოცირებული ნეფროპათია (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის რეაქციები

ძალიან იშვიათი: ალერგიული რეაქციები (როგორც წესი, გამონაყარი), ქავილი.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები: ცხელება, სუბდურალური ჰემატომა, ჰემოთორაქსი, ცხვირიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, სისხლიანი ღებინება, პანკრეატიტი, მელენა, პურპურა, კანის ერითემატოზული შეშუპება, რომელიც იწვევს ეკქიმოზს, ინფარქტსა და კანის ნეკროზს, ჰემატურია, ჰემატოკრიტის შემცირება.

ყველაზე ხშირად (1%-დან 10%-მდე) აღინიშნება ისეთი გვერდითი რეაქცია, როგორიცაა სისხლდენა, რომელიც ვითარდება დაახლოებით პაციენტების 8%-ში, რომლებიც ყოველწლიურად იღებენ ვარფარინს. ზომიერი სისხლდენა აღინიშნება წლიურად პაციენტების 6%-ში, მძიმე — 1%-ში, ხოლო ლეტალური — 0,25%-ში. ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის განვითარების ყველაზე ხშირი რისკ-ფაქტორია არანამკურნალევი ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია. სისხლდენის ალბათობა იზრდება, თუ სნი მნიშვნელოვნად აღემატება მიზნობრივ დონეს. თუ სისხლდენა იწყება სნი-ის იმ დონეზე, რომელიც მიზნობრივ დიაპაზონშია, ეს მიუთითებს სხვა თანმხლები მდგომარეობების არსებობაზე, რომლებიც საჭიროებს კვლევას.

კუმარინული ნეკროზი — იშვიათი (<0,1%) გართულებაა ვარფარინით თერაპიის დროს. ნეკროზი ჩვეულებრივ იწყება ქვედა კიდურების ან დუნდულოების კანის შეშუპებით და გამუქებით, თუმცა შეიძლება განვითარდეს სხვა ლოკალიზაციებშიც. შემდგომში ასეთი დაზიანებები ნეკროზდება.

ასეთი პაციენტების 90% ქალია. დაზიანებები ვითარდება მიღებიდან 3-დან მე-10 დღემდე და ეტიოლოგია დაკავშირებულია ანტითრომბოტული ცილა C-ის ან S-ის დეფიციტთან. ამ ცილების თანდაყოლილი დეფიციტი შეიძლება იყოს გართულების მიზეზი. ამ მიზეზით ვარფარინის მიღება უნდა დაიწყოს ჰეპარინის ერთდროული შეყვანით და მცირე საწყისი დოზებით. გართულების განვითარების შემთხვევაში ვარფარინის მიღება უნდა შეწყდეს და ჰეპარინის შეყვანა გაგრძელდეს დაზიანებების შეხორცებამდე ან ნაწიბურების წარმოქმნამდე.

„მეწამული თითების“ სინდრომი — ძალიან იშვიათი გართულებაა ვარფარინის მიღებისას. ეს დამახასიათებელია ათეროსკლეროზის მქონე მამაკაცი პაციენტებისთვის. სავარაუდოა, რომ ვარფარინი იწვევს ათერომატოზური ფოლაქების ჰემორაგიას, რაც იწვევს მიკროემბოლიებს. ვითარდება თითებისა და ფეხის ტერფის კანის სიმეტრიული მეწამული დაზიანებები, რომლებიც თან ახლავს წვის შეგრძნებას. ვარფარინის მიღება უნდა შეწყდეს, ხოლო კანის დაზიანებები, როგორც წესი, თანდათან ქრება.

თუ პაციენტს აქვს CYP2C9 და VKOR ფერმენტების გენეტიკური პოლიმორფიზმი, რაც ზრდის ვარფარინის მიმართ მგრძნობელობას, იზრდება ვარფარინის ჭარბი ანტიკოაგულანტური ეფექტის განვითარების რისკი. ეს თავის მხრივ ზრდის ჰემორაგიული გართულებების განვითარების ალბათობას. ჰემოგლობინის და სნი-ის მნიშვნელობის მკაცრი მონიტორინგი აუცილებელია.

ჭარბი დოზა

გრადუალური ჭარბი დოზირების შემთხვევაში, როგორც წესი, საკმარისია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

მწვავე ჭარბი დოზირების დროს კუჭის დაცლა არ არის რეკომენდებული სისხლდენის რისკის გამო.

ვარფარინის შეწოვისა და ენტეროჰეპატური ცირკულაციის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის განმეორებითი დანიშვნა. აქტივირებული ნახშირის გამოყენებისას ვიტამინი K, რომელიც შესაძლოა მოგვიანებით საჭირო გახდეს, უნდა დაინიშნოს პარენტერალურად (ინტრავენურად).

სისხლდენის შემთხვევაში ვარფარინის მოქმედება შეიძლება შეწყდეს ვიტამინი K-ის, შედედების ფაქტორების კონცენტრატის ან ახალგაყინული პლაზმის შეყვანით.

თუ მომავალში პერორალური ანტიკოაგულანტების გამოყენებაა საჭირო, უნდა იქნას აცილებული ვიტამინი K-ის მაღალი დოზები (>10 მგ), რადგან ასეთ შემთხვევაში პაციენტები შეიძლება გახდნენ ვარფარინის მიმართ რეზისტენტული დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში.

ჭარბი დოზის მკურნალობისას უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის არარსებობისას

სნი-ის დონე

რეკომენდაციები

<5,0

უნდა გამოიტოვოს ვარფარინის შემდეგი დოზა და თერაპია განახლდეს უფრო დაბალი დოზით სნი-ის მიზნობრივი დონის მიღწევის შემდეგ

5,0-9,0

გამოიტოვოს ვარფარინის 1–2 დოზა და თერაპია განახლდეს უფრო დაბალი დოზით სნი-ის მიზნობრივი დონის მიღწევის შემდეგ, ან გამოიტოვოს 1 დოზა და დაინიშნოს ვიტამინი K₁ 2,5 მგ პერორალურად

>9,0

შეწყდეს ვარფარინის მიღება და დაინიშნოს ვიტამინი K₁ 3–5 მგ პერორალურად

ნაჩვენებია სწრაფი გაუქმება (მაგალითად, ოპერაციის წინ)

სნი-ის დონე

რეკომენდაციები

5,0-9,0 და დაგეგმილი ოპერაცია

შეწყდეს ვარფარინის მიღება და დაინიშნოს ვიტამინი K₁ 2–4 მგ პერორალურად. საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციამდე დაახლოებით 24 საათით ადრე შესაძლებელია დამატებით დაინიშნოს 1–2 მგ პერორალურად

ნაჩვენებია ძალიან სწრაფი გაუქმება

სნი-ის დონე

რეკომენდაციები

ძლიერი სისხლდენა ან მძიმე ჭარბი დოზირება

(მაგალითად, სნი >20,0)

დაინიშნოს ვიტამინი K₁ 10 მგ დოზით ნელი ინტრავენური ინფუზიის გზით. ასევე, მდგომარეობის გადაუდებლობის მიხედვით, ნაჩვენებია ახლადგაყინული პლაზმა ან პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატი. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ვიტამინი K₁-ის განმეორებითი შეყვანა ყოველ 12 საათში.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის ვარფარინს 3 მგ ან 5 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, ინდიგოკარმინი E132 (3 მგ-იანი ტაბლეტები) ან ერითროზინი E127 (5 მგ-იანი ტაბლეტები).

სამკურნალწამლო ფორმა. ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები:

3 მგ-იანი ტაბლეტები: ბრტყელი ზედაპირის ჩამოთლილი კიდეების და ნაზოლის მქონე მრგვალი ფორმის ღია ცისფერი ტაბლეტები, დასაშვებია ჩანართები. ტაბლეტის ზედაპირი შეიცავს ანაბეჭდს „ORN17“ ერთ მხარეს.

5 მგ-იანი ტაბლეტები: ბრტყელი ზედაპირის ჩამოთლილი კიდეების და ნაზოლის მქონე მრგვალი ფორმის ვარდისფერი ტაბლეტები, დასაშვებია ჩანართები. ტაბლეტის ზედაპირი შეიცავს ანაბეჭდს „ORN18“ ერთ მხარეს.

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ფლაკონში. ფლაკონი შეინახეთ გარე კოლოფში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა: 100 ტაბლეტი ფლაკონში; 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

B01AA03.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ვარფარინი არის 4-ჰიდროქსიკუმარინი — ანტიკოაგულანტი, რომელიც ბლოკავს სისხლის შედედების K ვიტამინზე დამოკიდებული ფაქტორების სინთეზს.

მისი იზომერებიდან S-ვარფარინი დაახლოებით 5-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე R-ვარფარინი.

ეფექტურობა ეფუძნება უნარს დაბლოკოს K ვიტამინის მონაწილეობა II, VII, IX და X შედედების ფაქტორების სინთეზში.

თერაპიულ დოზებში ვარფარინი: ამცირებს შედედების ფაქტორების სინთეზს 30–50%-ით და ასევე ამცირებს მათ ბიოლოგიურ აქტივობას. სრული ეფექტი ვლინდება 2–7 დღეში (დროის ამ პერიოდში შედედებიის ფაქტორები, რომლებიც უკვე ცირკულირებენ სისხლში, გამოიყოფიან ორგანიზმიდან).

VKORC1 გენის გენეტიკურმა ვარიაციამ, რომელიც ახდენს K ვიტამინის ეპოქსიდრედუქტაზას (ვარფარინის მიზანი) კოდირებას, აჩვენა საჭირო დოზის ზემოქმედება ვარფარინის მიმართ მგრძნობელობის მომატების ხარჯზე. კვლევებში აღწერილია დაახლოებით ორჯერადი განსხვავება ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ საშუალო დოზას შორის ჰაპლოტიპების ორ სხვადასხვა ჯგუფისთვის. ევროპიდული რასის წარმომადგენლები შედარებით თანაბრად არიან განაწილებული ამ ჯგუფებში, მაშინ, როცა აზიური წარმოშობის პირებში ძირითადად არის გენი, რომელიც საჭიროებს დოზის შემცირებას. გენოტიპირების გათვალისწინება შესაძლებელია განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტების მკურნალობისას, რომელთათვისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჭარბი ანტიკოაგულანტური ეფექტის თავიდან აცილება.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია პერორალურად მიღების შემდეგ ბიოშეღწევადობა >90%.

მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 1.2 საათში.

საკვები ანელებს შეწოვას, მაგრამ არ ამცირებს აბსორბციას რაოდენობრივად, ენტეროჰეპატური ცირკულაციის არსებობის ხარჯზე.

განაწილება ვარფარინი თითქმის მთლიანად უკავშირდება პლაზმის ალბუმინს. თავისუფალი ფრაქცია მერყეობს: 0.5–3%.

განაწილების მოცულობა: დაახლოებით 0.14 ლ/კგ. ვარფარინი გადის პლაცენტაში, მაგრამ არ გადადის დედის რძეში.

მეტაბოლიზმი და ელიმინაცია

მეტაბოლიზმი და ელიმინაცია. ვარფარინი მეტაბოლიზდება ღვიძლში CYP2C9 (S-ვარფარინი), CYP1A2 და CYP3A (R-ვარფარინი) კატალიზის დახმარებით ის გარდაიქმნება არაქტიურ მეტაბოლიტებად, რომლებიც გამოიყოფიან შარდით. S-ვარფარინის ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 18–35 საათს, ხოლო R-ვარფარინის კი 20-დან 70 საათამდე.

CYP2C9 გენოტიპი: S-(ვარფარინისათვის) მეტაბოლიზმის ძირითადი კატალიზატორია CYP2C9 ფერმენტი. CYP2C9 წარმოადგენს გენეტიკურ პოლიმორფიზმს. ალელები *1, *2 და *3 გავრცელებულები არიან ევროპიდული რასის წარმომადგენლებში. 1 ალელი უზრუნველყოფს ფერმენტის „ნორმალურ“ აქტივობას. 2 და 3 ალელები განაპირობებენ ფერმენტის შემცირებულ აქტივობას და, შესაბამისად, მცირდება ვარფარინის კლირენსი (და იზრდება ნაწილობრივად დაშლის დრო). კლირენსის ყველაზე გამოხატული შემცირება მიიღწევა პაციენტებში ორი 3 ალელით. ევროპიდული რასის წარმომადგენლებში ეს გენოტიპი არის მოსახლეობის 0,5%-ში. მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ვარფარინის საშუალო სადღეღამისო დოზა იყო 20%-ით ნაკლები პაციენტებში CYP2C92 ალელით და 34%-ით ნაკლები პაციენტებში CYP2C93 ალელით. ორი ასეთი გენის მქონე პაციენტებში (ჰომოზიგოტულობა) საჭიროა დოზის შემცირება 36%-ით (CYP2C92) ან 78%-ით (CYP2C93). ვარფარინისათვის მდგრადი მდგომარეობის და თერაპიული ეფექტის მისაღწევად შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო მეტი დრო. გენოტიპირების გათვალისწინება შესაძლებელია განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტების მკურნალობისას, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტიკოაგულანტების ჭარბი ეფექტის თავიდან აცილება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ვარფარინი ორიონი

(WARFARIN ORION)

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის ვარფარინს 3 მგ ან 5 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, ინდიგოკარმინი E132 (3 მგ-იანი ტაბლეტები) ან ერითროზინი E127 (5 მგ-იანი ტაბლეტები).

სამკურნალწამლო ფორმა. ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები:

3 მგ-იანი ტაბლეტები: ბრტყელი ზედაპირის ჩამოთლილი კიდეების და ნაზოლის მქონე მრგვალი ფორმის ღია ცისფერი ტაბლეტები, დასაშვებია ჩანართები. ტაბლეტის ზედაპირი შეიცავს ანაბეჭდს „ORN17“ ერთ მხარეს.

5 მგ-იანი ტაბლეტები: ბრტყელი ზედაპირის ჩამოთლილი კიდეების და ნაზოლის მქონე მრგვალი ფორმის ვარდისფერი ტაბლეტები, დასაშვებია ჩანართები. ტაბლეტის ზედაპირი შეიცავს ანაბეჭდს „ORN18“ ერთ მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტითრომბოზული საშუალებები. K ვიტამინის ანტაგონისტები. ათქ კოდი: B01AA03.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ვარფარინი არის 4-ჰიდროქსიკუმარინი — ანტიკოაგულანტი, რომელიც ბლოკავს სისხლის შედედების K ვიტამინზე დამოკიდებული ფაქტორების სინთეზს.

მისი იზომერებიდან S-ვარფარინი დაახლოებით 5-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე R-ვარფარინი.

ეფექტურობა ეფუძნება უნარს დაბლოკოს K ვიტამინის მონაწილეობა II, VII, IX და X შედედების ფაქტორების სინთეზში.

თერაპიულ დოზებში ვარფარინი: ამცირებს შედედების ფაქტორების სინთეზს 30–50%-ით და ასევე ამცირებს მათ ბიოლოგიურ აქტივობას. სრული ეფექტი ვლინდება 2–7 დღეში (დროის ამ პერიოდში შედედებიის ფაქტორები, რომლებიც უკვე ცირკულირებენ სისხლში, გამოიყოფიან ორგანიზმიდან).

VKORC1 გენის გენეტიკურმა ვარიაციამ, რომელიც ახდენს K ვიტამინის ეპოქსიდრედუქტაზას (ვარფარინის მიზანი) კოდირებას, აჩვენა საჭირო დოზის ზემოქმედება ვარფარინის მიმართ მგრძნობელობის მომატების ხარჯზე. კვლევებში აღწერილია დაახლოებით ორჯერადი განსხვავება ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ საშუალო დოზას შორის ჰაპლოტიპების ორ სხვადასხვა ჯგუფისთვის. ევროპიდული რასის წარმომადგენლები შედარებით თანაბრად არიან განაწილებული ამ ჯგუფებში, მაშინ, როცა აზიური წარმოშობის პირებში ძირითადად არის გენი, რომელიც საჭიროებს დოზის შემცირებას. გენოტიპირების გათვალისწინება შესაძლებელია განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტების მკურნალობისას, რომელთათვისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჭარბი ანტიკოაგულანტური ეფექტის თავიდან აცილება.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია პერორალურად მიღების შემდეგ ბიოშეღწევადობა >90%.

მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 1.2 საათში.

საკვები ანელებს შეწოვას, მაგრამ არ ამცირებს აბსორბციას რაოდენობრივად, ენტეროჰეპატური ცირკულაციის არსებობის ხარჯზე.

განაწილება ვარფარინი თითქმის მთლიანად უკავშირდება პლაზმის ალბუმინს. თავისუფალი ფრაქცია მერყეობს: 0.5–3%.

განაწილების მოცულობა: დაახლოებით 0.14 ლ/კგ. ვარფარინი გადის პლაცენტაში, მაგრამ არ გადადის დედის რძეში.

მეტაბოლიზმი და ელიმინაცია

მეტაბოლიზმი და ელიმინაცია. ვარფარინი მეტაბოლიზდება ღვიძლში CYP2C9 (S-ვარფარინი), CYP1A2 და CYP3A (R-ვარფარინი) კატალიზის დახმარებით ის გარდაიქმნება არაქტიურ მეტაბოლიტებად, რომლებიც გამოიყოფიან შარდით. S-ვარფარინის ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 18–35 საათს, ხოლო R-ვარფარინის კი 20-დან 70 საათამდე.

CYP2C9 გენოტიპი: S-(ვარფარინისათვის) მეტაბოლიზმის ძირითადი კატალიზატორია CYP2C9 ფერმენტი. CYP2C9 წარმოადგენს გენეტიკურ პოლიმორფიზმს. ალელები *1, *2 და *3 გავრცელებულები არიან ევროპიდული რასის წარმომადგენლებში. 1 ალელი უზრუნველყოფს ფერმენტის „ნორმალურ“ აქტივობას. 2 და 3 ალელები განაპირობებენ ფერმენტის შემცირებულ აქტივობას და, შესაბამისად, მცირდება ვარფარინის კლირენსი (და იზრდება ნაწილობრივად დაშლის დრო). კლირენსის ყველაზე გამოხატული შემცირება მიიღწევა პაციენტებში ორი 3 ალელით. ევროპიდული რასის წარმომადგენლებში ეს გენოტიპი არის მოსახლეობის 0,5%-ში. მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ვარფარინის საშუალო სადღეღამისო დოზა იყო 20%-ით ნაკლები პაციენტებში CYP2C92 ალელით და 34%-ით ნაკლები პაციენტებში CYP2C93 ალელით. ორი ასეთი გენის მქონე პაციენტებში (ჰომოზიგოტულობა) საჭიროა დოზის შემცირება 36%-ით (CYP2C92) ან 78%-ით (CYP2C93). ვარფარინისათვის მდგრადი მდგომარეობის და თერაპიული ეფექტის მისაღწევად შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო მეტი დრო. გენოტიპირების გათვალისწინება შესაძლებელია განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტების მკურნალობისას, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტიკოაგულანტების ჭარბი ეფექტის თავიდან აცილება.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენება

ღრმა ვენების და ფილტვის არტერიის ემბოლიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. მიოკარდიუმის ინფარქტის მეორეული პროფილაქტიკა და თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ (ცერებრალური ემბოლია ან სისტემური ემბოლია). თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა (ცერებრალური ემბოლია ან სისტემური ემბოლია) პაციენტებში წინაგულების ფიბრილაციით, გულის სარქველების დაზიანებით ან პროთეზირებული გულის სარქველით.

უკუჩვენება

მიდრეკილება სისხლდენების მიმართ (ვილებრანდტის დაავადება, ჰემოფილია, თრომბოციტოპენია და თრომბოციტების ფუნქციის დარღვევა), მწვავე სისხლდენა, მძიმე სისხლდენის განვითარების რისკის თავიდან აცილების მიზნით ფართო ოპერაციული ჩარევიდან 72 საათის განმავლობაში, მშობიარობის შემდგომი პერიოდის 48 საათის განმავლობაში, ორსულობა, თირკმელების მძიმე უკმარისობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, არანამკურნალევი ან არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, ახლო წარსულში გადატანილი ქალასშიდა სისხლჩაქცევა, მაგალითად, თავის ტვინის არტერიების ანევრიზმა, აორტის ანევრიზმა, დაცემის ტენდენცია, ლუმბალური პუნქცია, ცენტრალური ნერვული სისტემის ოპერაცია ან თვალის ოპერაცია, კუჭ-ნაწლავის ან თირკმელების სისხლდენა და მათი გართულებები, დივერტიკულოზი ან ავთვისებიანი სიმსივნეები, საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაფართოება, ინფექციური ენდოკარდიტი ან ექსუდაციური პერიკარდიტი, დემენცია, ფსიქოზები, ალკოჰოლიზმი და სხვა მდგომარეობები, როცა კომპლაიანსი შესაძლებელია არასაკმარისი იყოს და ანტიკოაგულანტებით უსაფრთხოდ თერაპიის ჩატარება შეუძლებელია, ჰიპერმგრძნობელობა ვარფარინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ზემოქმედების სხვა სახეები

ვარფარინს აქვს ვიწრო თერაპიული ინდექსი, რის გამოც სხვა სამკურნალო საშუალებებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მისი მოქმედებაზე. მკურნალობის დაწყებამდე, დოზის ცვლილებისას ან თერაპიის დასრულებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება განპირობებულია მათი ფარმაკოდინამიკური და/ან ფარმაკოკინეტიკური თვისებებით.

ღვიძლში ვარფარინი მეტაბოლიზდება CYP2C9-ის (S-ვარფარინი), აგრეთვე CYP1A2-ის და CYP3A4-ის (R-ვარფარინი) კატალიზით.

ვარფარინი ურთიერთქმედებს მრავალ სხვა სამკურნალო პრეპარატთან.

ანტითრომბოტულ ან ჰემოსტატურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას მათ შეუძლიათ გააძლიერონ ვარფარინის ფარმაკოლოგიური ეფექტი, რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს. სტრეპტოკინაზა და ალტეპლაზა უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვარფარინს.

ვარფარინის გამოყენებისას საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული თრომბინის ინჰიბიტორების, არაფრაქციონირებული ჰეპარინების და მათი წარმოებულების, დაბალი მოლეკულური მასის ჰეპარინების, ფონდაპარინის, რივაროქსაბანის, გლიკოპროტეინის IIb/IIIa რეცეპტორების ანტაგონისტების, პროსტაციკლინის, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების, ერლოტინიბის, მეთილფენიდატის და პერორალური კონტრაცეპტივების მიღება. თუ ეს შეუძლებელია, აღნიშნული პრეპარატები უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, გაძლიერებული კლინიკური და ლაბორატორიული კონტროლის პირობებში.

ვარფარინის შეწოვა და ენტეროჰეპატური ცირკულაცია შეიძლება შეიცვალოს ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ზემოქმედებით, მაგალითად ქოლესტირამინის. შესაძლებელია როგორც ვარფარინის ეფექტის ინდუქცია (ანტიეპილეფსიური ან ანტიტუბერკულოზური პრეპარატები), ისე ინჰიბირება (ამიოდარონი ან მეტრონიდაზოლი). ზოგიერთ შემთხვევაში ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის ან ინჰიბირების შეწყვეტამაც შეიძლება შეცვალოს ვარფარინით თერაპიის ბალანსი. ზოგიერთი პრეპარატი შესაძლოა გამოაძევოს ვარფარინი პლაზმის ცილებთან კავშირიდან, რაც ზრდის მის თავისუფალ ფრაქციას და, შედეგად, აძლიერებს ვარფარინის მეტაბოლიზმსა და ელიმინაციას, რაც იწვევს ეფექტის შემცირებას (ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტების გარდა).

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება აღინიშნება იმ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მოქმედებენ თრომბოციტებზე (აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი, ტიკლოპიდინი, დიპირიდამოლი, ტიროფიბანი, პერორალური პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები, როგორიცაა დაბიგატრანი და აპიქსაბანი, ასევე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების უმეტესობა). პირველადი და მეორადი ჰემოსტაზის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტში ძლიერი სისხლდენებისადმი მიდრეკილება. პენიცილინები მაღალი დოზებით იწვევენ ანალოგიურ ეფექტს. ანაბოლური სტეროიდები, აზაპროპაზონი, ერითრომიცინი და ზოგიერთი ცეფალოსპორინი უშუალოდ ამცირებენ K ვიტამინზე დამოკიდებული შედედების ფაქტორების სინთეზს და აძლიერებენ ვარფარინის ეფექტს.

K ვიტამინის მიღება საკვებთან ერთად ამცირებს ვარფარინის ეფექტს. K ვიტამინის აბსორბციის შემცირება, მაგალითად დიარეის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ვარფარინის მოქმედების პოტენცირება. პაციენტები, რომლებიც იღებენ K ვიტამინის შემცველი საკვების არასაკმარის რაოდენობას, დამოკიდებულნი არიან ნაწლავის მიკროფლორის მიერ წარმოებულ K2 ვიტამინზე. ასეთ პაციენტებში ანტიბიოტიკების უმეტესობამ შეიძლება შეამციროს ნაწლავის მიკროფლორის უნარი K2 ვიტამინის წარმოქმნისა, რაც იწვევს ვარფარინის ეფექტის გაძლიერებას.

ალკოჰოლიზმისას, განსაკუთრებით ღვიძლის თანმხლები დაზიანების შემთხვევაში, ვარფარინის მოქმედება ძლიერდება. ქინინი, რომელიც შეიცავს „ტონიკის“ ტიპის სასმელებში, ასევე შეიძლება აძლიერებდეს ვარფარინის ეფექტს. ლაქტულოზამ შეიძლება პოტენცირება მოახდინოს ვარფარინის ეფექტზე ხანგრძლივი გამოყენებისას.

პროტეაზას ინჰიბიტორებმა (მაგალითად, რიტონავირი, ლოპინავირი) შეიძლება შეცვალონ ვარფარინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ვარფარინთან ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია სნი-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული ინდექსის) რეგულარული მონიტორინგი.

ანტიდეპრესანტები — ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (მაგალითად, ვენლაფაქსინი, დულოქსეტინი) და სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (მაგალითად, ფლუოქსეტინი, სერტრალინი) — ვარფარინთან ერთდროული გამოყენებისას ზრდიან სისხლდენის რისკს.

საჭიროა თავიდან იქნას აცილებული ერთდროული გამოყენება შტოშის წვენთან და შტოშის შემცველ სხვა როდუქტებთან, რადგან ისინი მნიშვნელოვნად აძლიერებენ ვარფარინის ეფექტს.

ვარფარინით მკურნალობის დროს დროებითი ანალგეზიის საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია პარაცეტამოლის ან ოპიოიდების დანიშვნა.

ვარფარინმა შეიძლება გააძლიეროს სულფონილშარდოვანას წარმოებულების ჯგუფის პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედება.

შემდეგი სამკურნალო პრეპარატები, როგორც ცნობილია, ცვლიან ვარფარინის ეფექტს.

ეფექტის გაძლიერება:

ალოპურინოლი, ამიოდარონი, ამოქსიცილინი, არგატრობანი, აცეტილსალიცილის მჟავა, აზაპროპაზონი, აზითრომიცინი, ვიტამინი A, ბეზაფიბრატი, დექსტროპროპოქსიფენი, დიგოქსინი, დისულფირამი, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი, ეტოპოზიდი, ვიტამინი E, ფენოფიბრატი, ფენილბუტაზონი, ფეპრაზონი, ფლუკონაზოლი, ფტორურაცილი, ფლუტამიდი, ფლუვასტატინი, ფლუვოქსამინი, გატიფლოქსაცინი, გემფიბროზილი, გრეპაფლოქსაცინი, იფოსფამიდი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ალფა- და ბეტა-ინტერფერონი, იზონიაზიდი, იტრაკონაზოლი, კაპეციტაბინი, კარბოქსიურიდინი, ცეფამანდოლი, ცეფალექსინი, ცეფმეტაზოლი, ცეფმენოქსიმი, ცეფოპერაზონი, ცეფუროქსიმი, კეტოკონაზოლი, ქინიდინი, ქინინი, კლარითრომიცინი, კლინდამიცინი, კლოფიბრატი, ქლორალჰიდრატი, კოდეინი, ლატამოქსეფი, ლეფლუნომიდი, ლეპირუდინი, ლევოფლოქსაცინი, ლოვასტატინი, მეტოლაზონი, მეტოტრექსატი, მეტრონიდაზოლი, მიკონაზოლი (ასევე პერორალური გელი), მოქსალატამი, მოქსიფლოქსაცინი, ნალიდიქსის მჟავა, ნორფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, ოქსიფენბუტაზონი, ციმეტიდინი, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (მაგალითად ომეპრაზოლი), პარაცეტამოლი (ეფექტი ვლინდება 1–2 კვირის მუდმივი მიღების შემდეგ), პროგუანილი, პროპაფენონი, პროპრანოლოლი, როფეკოქსიბი, როქსითრომიცინი, ცელეკოქსიბი, ციმეტიდინი, სიმვასტატინი, ციპროფლოქსაცინი, სულფაფენაზოლი, სულფაფურაზოლი, სულფამეტიზოლი, სულფამეტოქსაზოლ-ტრიმეტოპრიმი, სულფინპირაზონი, სულფოფენური, სულინდაკი, ანაბოლური ან ანდროგენული სტეროიდული ჰორმონები, ციკლოფოსფამიდი, ტამოქსიფენი, ტეგაფური, ტეტრაციკლინი, ტოლმეტინი, ტრამადოლი, EGFR ინჰიბიტორები (მაგალითად გეფიტინიბი), მონოკლონური ანტისხეულები (მაგალითად ტრასტუზუმაბი), ტროგლიტაზონი, ზაფირლუკასტი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs) (როგორიცაა იბუპროფენი, კეტოპროფენი, ნაპროქსენი, დიკლოფენაკი, ინდომეტაცინი და პიროქსიკამი), (დექსტრო)თიროქსინი, ვალპროატი.

აღწერილია სნი-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული ინდექსის) დონის მომატება ნოსკაპინთან ან ქონდროიტინის სულფატთან ერთდროული გამოყენებისას.

მოხსენებულია სნი-ის დონის მომატება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ გლუკოზამინს და პერორალურ K ვიტამინის ანტაგონისტებს. შესაბამისად, პაციენტები, რომლებიც იღებენ პერორალურ K ვიტამინის ანტაგონისტებს, უნდა იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის დაწყებამდე და გლუკოზამინით თერაპიის შეწყვეტის შემთხვევაში.

მელატონინისა და ვარფარინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიკოაგულაციის ზრდა, ამიტომ რეკომენდებულია სნი-ის მონიტორინგი. შესაძლებელია საჭირო გახდეს ვარფარინის დოზის შემცირება.

ეფექტის შემცირება: აზათიოპრინი, (ბარბიტურატები), აპრეპიტანტი, ბოზენტანი, ვიტამინი C, დიკლოქსაცილინი, დიზოპირამიდი, ფენობარბიტალი, გრიზეოფულვინი, კარბამაზეპინი, კლოქსაცილინი, ქლორტალიდონი, ქლორდიაზეპოქსიდი, მერკაპტოპურინი, მესალაზინი, მიტოტანი, ნაფცილინი, ნევირაპინი, პრიმიდონი, რიფამპიცინი, ციკლოსპორინი, სპირონოლაქტონი, ტრაზოდონი.

მცენარეული წარმოშობის პრეპარატებით მკურნალობამ ასევე შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის ეფექტი, მაგალითად, გინკგოს ექსტრაქტი (Ginkgo biloba), ნივრის ექსტრაქტი (Allium sativum), დონგ ქუაის პრეპარატები (Angelica sinensis, შეიცავს კუმარინებს), პაპაიას ექსტრაქტი (Carica papaya) ან დანშენი (Salvia miltiorrhiza), ან შეამციროს იგი, მაგალითად, ჟენშენი (Panax spp.) ან კრაზანას ექსტრაქტი (Hypericum perforatum).

ეს განპირობებულია კრაზანას უნარით ინდუცირება მოახდინოს იმ ენზიმებზე, რომლებიც მეტაბოლიზებენ სამკურნალო პრეპარატებს. შესაბამისად, კრაზანას შემცველი მცენარეული პრეპარატების ერთდროული გამოყენება ვარფარინთან არ არის რეკომენდებული. ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს მცენარეული პრეპარატების მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში.

თუ პაციენტი უკვე იღებს კრაზანას ექსტრაქტს, აუცილებელია სნი-ის დონის განსაზღვრა და მისი მიღების შეწყვეტა. ვინაიდან კრაზანას მოხსნის შემდეგ სნი შეიძლება გაიზარდოს, საჭიროა მისი მკაცრი კონტროლი. შესაძლებელია საჭირო გახდეს ვარფარინის დოზის კორექცია.

ვარფარინით თერაპიის დროს საკვებით მიღებული K ვიტამინის რაოდენობა უნდა დარჩეს უცვლელი.

K ვიტამინს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანე ბოსტნეული და მწვანილი, როგორიცაა: ჩაის ფოთლები (მაგრამ არა დაყენებული ჩაი), ამარანტის მწვანილი, ავოკადო, ენდივია, ბარდა, ჩაიოტი, თეთრი კომბოსტო, მწვანე ხახვი, კივის ნაყოფი, ქინძი, კიტრის კანი (და არა გათლილი კიტრი), ფოთლოვანი კომბოსტო, სალათის ფოთლები, ტურნეფსი, პიტნის ფოთლები, ზეთისხილის ზეთი, ბროკოლი, ოხრახუში, ისპანახი, ფისტა, წითელი ზღვის წყალმცენარეები, ხახვი, ბრიუსელის კომბოსტო, ტურნეფსის ზეთი, მდოგვის ფოთლები, სოიოს მარცვლები, სოიოს ზეთი, წყლის კრესი.

მოწევამ შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის ელიმინაცია, ამიტომ მწეველ პაციენტებში შესაძლოა საჭირო გახდეს ვარფარინის ოდნავ მაღალი დოზების გამოყენება. მეორე მხრივ, მოწევის შეწყვეტამ შეიძლება გაზარდოს ვარფარინის ეფექტი. შესაბამისად, პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი მოწევის შემდეგ წყვეტენ მოწევას, აუცილებელია სნი-ის დონის მკაცრი მონიტორინგი.

გამოყენების თავისებურებები

სწრაფი ანტითრომბოზული ეფექტის საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ჰეპარინის შეყვანით. შემდგომ ჰეპარინის გამოყენება გრძელდება ვარფარინთან ერთდროულად 5–7 დღის განმავლობაში, სანამ სნი არ შენარჩუნდება მიზნობრივ დონეზე მინიმუმ ორი დღის განმავლობაში.

ორალური ანტიკოაგულანტების მიღებისას ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქცია არის სისხლდენა. ვარფარინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სერიოზული სისხლდენის განვითარების რისკი (მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენება, ახლახან გადატანილი იშემიური ინსულტი, ბაქტერიული ენდოკარდიტი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა).

სისხლდენის განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორებია: მაღალი ანტიკოაგულაციის დონე (სნი >4.0), ასაკი 65 წელს ზემოთ, არასტაბილური სნი, ახლახან გადატანილი კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, ცერებროვასკულური დაავადებები, გულის სერიოზული დაავადებები, დაცემის ტენდენცია, ანემია, ავთვისებიანი სიმსივნე, ტრავმა, თირკმლის უკმარისობა და სხვა სამკურნალო საშუალებების თანმხლები გამოყენება. ყველა პაციენტმა, რომელიც იღებს ვარფარინს, რეგულარულად უნდა აკონტროლოს სნი. სისხლდენის მომატებული რისკის მქონე პაციენტებს სჭირდებათ უფრო ხშირი მონიტორინგი, დოზის უფრო ფრთხილი შერჩევა და თერაპიის უფრო მოკლე ხანგრძლივობა. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული სისხლდენის რისკის შემცირების ზომების შესახებ და დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს სისხლდენის სიმპტომების შემთხვევაში.

ძალიან მნიშვნელოვანია სნი-ის განსაზღვრა, ექიმთან კონსულტაცია და დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა. მაღალი სნი-ის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან ვარფარინით თერაპიის შეწყვეტა. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს ანტიკოაგულანტური თერაპიის გაგრძელება. სნი უნდა განისაზღვროს 2–3 დღის განმავლობაში, რათა დადასტურდეს მისი შემცირება.

სხვა ანტითრომბოციტული პრეპარატები უნდა გამოიყენებოდეს განსაკუთრებული სიფრთხილით სისხლდენის მომატებული რისკის გამო.

ვარფარინით თერაპიის აუცილებელი პირობაა დანიშნული დოზის მკაცრი დაცვა.

სისხლდენის განვითარება შეიძლება მიუთითებდეს ვარფარინის ჭარბ დოზაზე. თერაპიული დოზების ფონზე განვითარებული მოულოდნელი სისხლდენა საჭიროებს კვლევას და სნი-ის კონტროლს.

ანტიკოაგულანტური თერაპია იშემიური ინსულტის შემდეგ ზრდის თავის ტვინში მეორეული სისხლჩაქცევის რისკს. წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში ვარფარინით ხანგრძლივი თერაპია სასარგებლოა, თუმცა ადრეული განმეორებითი ემბოლიის რისკი დაბალია, ამიტომ იშემიური ინსულტის შემდეგ მკურნალობაში პაუზა დასაშვებია. ვარფარინით მკურნალობა უნდა განახლდეს ინსულტიდან 2–14 დღის შემდეგ, ინფარქტის ზომისა და არტერიული წნევის მიხედვით. ემბოლიური ინსულტის ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს 14 დღით.

ქირურგიული ოპერაციების წინ, თუ არ არსებობს სერიოზული სისხლდენის რისკი, ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს სნი <2.5-ის პირობებში. თუ არსებობს სისხლდენის მაღალი რისკი, ვარფარინი უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 3 დღით ადრე.

ანტიკოაგულანტური თერაპიის გაგრძელების საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, სიცოცხლისთვის საშიში თრომბოემბოლიისას), სნი უნდა შემცირდეს <2.5-მდე და დაიწყოს ჰეპარინით მკურნალობა.

თუ ოპერაცია აუცილებელია და ვარფარინის შეწყვეტა 3 დღით ადრე შეუძლებელია, ანტიკოაგულაცია უნდა გაუქმდეს K ვიტამინის მცირე დოზებით.

ვარფარინით თერაპიის განახლება დამოკიდებულია პოსტოპერაციული სისხლდენის რისკზე.

ვარფარინის მიღება არ უნდა შეწყდეს რუტინული სტომატოლოგიური პროცედურების წინ, როგორიცაა კბილის ექსტრაქცია.

კუჭის პეპტიური წყლულის მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. აუცილებელია რეგულარული მონიტორინგი და პაციენტის ინფორმირება სისხლდენის ამოცნობისა და შესაბამისი ქმედებების შესახებ.

ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებს და დემენციის მქონე პაციენტებს შეიძლება არ შეეძლოთ თერაპიის რეჟიმის დაცვა. ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება ზრდის ჰიპოთრომბინემიისა და სისხლდენის რისკს.

ვარფარინის მიმართ რეზისტენტობა იშვიათია. ასეთ პაციენტებში თერაპიული ეფექტის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს 5–20-ჯერ უფრო მაღალი დოზები. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში საჭიროა სხვა მიზეზების გამორიცხვა (ურთიერთქმედება, არაკომპლაიენსი, ლაბორატორიული შეცდომები).

ანტითრობული C-ცილის მემკვიდრეობითი დეფიციტის მქონე პაციენტებში არსებობს კანის ნეკროზის განვითარების რისკი თერაპიის დასაწყისში. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა უნდა დაიწყოს ვარფარინის სატვირთო დოზის გარეშე, თუნდაც ჰეპარინის გამოყენების ფონზე. ცილა S-ის დეფიციტის დროსაც რეკომენდებულია მკურნალობის ნელი დაწყება.

სისხლდენის და ჰემორაგიული გართულებების რისკი იზრდება, თუ სნი მნიშვნელოვნად აღემატება მიზნობრივ დონეს. თუ გართულებები ვითარდება ნორმალური სნი-ის პირობებში, საჭიროა სხვა მიზეზების ძიება.

კუმარინული ნეკროზის თავიდან ასაცილებლად, ცილა C ან S დეფიციტის მქონე პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს ჰეპარინით. ვარფარინის საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ-ს დღეში. ჰეპარინი უნდა გაგრძელდეს 5–7 დღის განმავლობაში.

ხანდაზმული პაციენტების მკურნალობა უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. აუცილებელია შეფასდეს პაციენტის უნარი დაიცვას პრეპარატის მიღების მკაცრი წესები. ხანდაზმულ პირებში ღვიძლის მეტაბოლიზმი, ისევე როგორც სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზი, შემცირებულია. შედეგად, ვარფარინის ჭარბი ეფექტი შეიძლება ადვილად განვითარდეს. მკურნალობა უნდა დაიწყოს სიფრთხილით. არასასურველი ურთიერთქმედებების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია თანმხლები მედიკამენტების მიღების გათვალისწინება.

მრავალი სამკურნალო საშუალება და საკვები პროდუქტი ურთიერთქმედებს ვარფარინთან და გავლენას ახდენს პროთრომბინის დროზე. ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღება, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების (OTC), წარმოადგენს სნი-ის დონის გაძლიერებული კონტროლის საფუძველს. პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული მკურნალი ექიმის ინფორმირების აუცილებლობის შესახებ ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე, მათ შორის მცენარეული წარმოშობის პრეპარატებისა და ვიტამინური საშუალებების.

მრავალი პირობა და ფაქტორი, როგორიცაა, მაგალითად: ცხელება, დიარეა, ღებინება, ჰიპერ-/ჰიპოთირეოზი, გულის უკმარისობა, მალაბსორბცია, დიეტური ცვლილებების გამო K ვიტამინის ძალიან დაბალი ან ძალიანი მაღალი დოზით მიღება, გავლენას ახდენს ვარფარინით თერაპიაზე.

არ არის რეკომენდებული სხვა პრეპარატების დაწყება/შეწყვეტა, ან დოზების ცვლილება ექიმის გარეშე.

ჰიპერთირეოზი, ცხელება და დეკომპენსირებული გულის უკმარისობა შეიძლება აძლიერებდეს ვარფარინის ეფექტს. ჰიპოთირეოზის შემთხვევაში ვარფარინის ეფექტი შეიძლება შემცირდეს. ზომიერი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვარფარინის ეფექტი ძლიერდება. თირკმლის უკმარისობის ან ნეფროზული სინდრომის შემთხვევაში სისხლის პლაზმაში ვარფარინის თავისუფალი ფრაქციის დონე იზრდება, რაც თანმხლები დაავადებების მიხედვით შეიძლება იწვევდეს როგორც ეფექტის გაძლიერებას, ისე შემცირებას. ყველა ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და სნი-ის დონის მონიტორინგი.

ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სხეულის მასის შემცირება, მწვავე დაავადება და მოწევის შეწყვეტა, შეიძლება აძლიერებდეს ვარფარინის ეფექტს, ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

სხეულის მასის მატება, დიარეა და ღებინება, პირიქით, ამცირებს ვარფარინის ეფექტს, რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის გაზრდა.

ვარფარინის ელიმინაცია ნელდება პაციენტებში CYP2C9 ფერმენტის გარკვეული გენეტიკური ცვლილებების შემთხვევაში, რომელიც მეტაბოლიზებს (S)-ვარფარინს. ასეთ პაციენტებს სჭირდებათ მხოლოდ დაბალი შენარჩუნებითი დოზა და მათ აქვთ ჭარბი სისხლდენის განვითარების რისკი, თუ მიიღებენ მაღალ საწყის დოზებს. გარდა ამისა, დოზის კორექციის შემდეგ ახალი თერაპიული დონის მიღწევას მეტი დრო სჭირდება. VKOR ფერმენტის გენეტიკური ცვლილებების მქონე პაციენტებს ასევე შეიძლება დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზები ვარფარინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამო.

კალციფილაქსია — სისხლძარღვთა კედლის კალციფიკაციის იშვიათი სინდრომია, რომელიც თან ახლავს კანის ნეკროზს და ასოცირდება მაღალი ლეტალობით. აღნიშნული მდგომარეობა უმეტესად აღინიშნება თირკმლის დაავადების ტერმინალურ სტადიაში მყოფ დიალიზზე მყოფ პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ცილა C-ის და S-ის დეფიციტი, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერკალცემია ან ჰიპოალბუმინემია. აღწერილია კალციფილაქსიის იშვიათი შემთხვევები ვარფარინის მიმღებ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევის გარეშე. კალციფილაქსიის დიაგნოზის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება და ვარფარინის გამოყენების შეწყვეტის საკითხის განხილვა.

ანტიკოაგულანტებთან ასოცირებული ნეფროპათია.

გლომერულური აპარატის სტრუქტურის დარღვევის ან თირკმლის დაავადების ანამნეზის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე დაზიანება, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჭარბი ანტიკოაგულანტური მოქმედების ეპიზოდებთან და ჰემატურიასთან. აღწერილია რამდენიმე შემთხვევა იმ პაციენტებშიც, რომლებსაც მანამდე თირკმლის დაავადება არ ჰქონდათ. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სუპრათერაპიული სნი და ჰემატურია (მათ შორის მიკროსკოპული), რეკომენდებულია მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი, მათ შორის თირკმლის ფუნქციის შეფასება.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის, ლაქტაზის დეფიციტის ან გლუკოზა/გალაქტოზის მალაბსორბციის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება არ არის ნაჩვენები.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში

ვარფარინი გადის პლაცენტაში. ორსულებში ვარფარინით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ვარფარინული ემბრიოპათია (ცხვირის ჰიპოპლაზია და ქონდროდისპლაზია), თუ ვარფარინი მიიღება ორგანოგენეზის პერიოდში (მე-6-დან მე-12 კვირამდე), და ამ პერიოდს მიღმაც შეიძლება გახდეს ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების დარღვევების მიზეზი. ვარფარინმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ჰემორაგიები, განსაკუთრებით ორსულობის ბოლოს და მშობიარობის დროს. ვარფარინული ემბრიოპათია აღწერილია შემთხვევების 4–6%-ში, როდესაც ვარფარინი გამოიყენება ორსულობის პერიოდში, და მისი განვითარების რისკი იზრდება, თუ სადღეღამისო დოზა აღემატება 5 მგ-ს. შესაბამისად, ვარფარინის გამოყენება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია.

ნაყოფისთვის არსებული რისკი უნდა შეფასდეს დედისთვის ვარფარინის არგამოყენების რისკთან მიმართებით. ორსულობის პერიოდში ანტითრომბოზული თერაპია უნდა ჩატარდეს ინდივიდუალურად შესაბამისი სპეციალისტების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

ვარფარინი არ გადადის დედის რძეში, ამიტომ ვარფარინით თერაპიის დროს ძუძუთი კვება შესაძლებელია.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას

არ მოქმედებს.

გამოყენების წესი და დოზები

სნი-ის მიზნობრივი დონე (საერთაშორისო ნორმალიზებული ინდექსი) პერორალური ანტიკოაგულანტური თერაპიისთვის:

თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა გულის პროთეზირებული სარქველების მქონე პაციენტებში: სნი 2,5–3,5

სხვა ჩვენებები: სნი 2,0–3,0

მოზრდილები: ნორმალური სხეულის მასის მქონე და სპონტანური სნი <1,2-ის მქონე პაციენტებში ინიშნება 10 მგ ვარფარინი სამი თანმიმდევრული დღის განმავლობაში. შემდგომ დოზა განისაზღვრება ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად, რომელიც დაფუძნებულია სნი-ის განსაზღვრაზე მეოთხე დღეს.

ამბულატორიული მკურნალობისას და ცილა C ან S-ის მემკვიდრეობითი დეფიციტის მქონე პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ ვარფარინი სამი თანმიმდევრული დღის განმავლობაში. შემდგომ დოზა განისაზღვრება ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით, რომელიც დაფუძნებულია სნი-ის განსაზღვრაზე მეოთხე დღეს.

ხანდაზმულ პაციენტებში, მცირე სხეულის მასის მქონე პაციენტებში, სპონტანური სნი >1,2-ის მქონე ან თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში, აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტური თერაპიის ეფექტზე მოქმედ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ ვარფარინი ორი თანმიმდევრული დღის განმავლობაში. შემდგომ დოზა განისაზღვრება ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად, რომელიც დაფუძნებულია სნი-ის განსაზღვრაზე მესამე დღეს.

დღე

სნი

ვარფარინის დოზა, მგ/დღე

1

–

10 (5*)

2

–

10 (5*)

3

<2

2 - 2,4

2,5 - 2,9

3 - 3,4

3,5 - 4

>4

10 (5*)

5

3

2,5

1,5

გამოტოვეთ ერთი დღეს

4-6

<1,4

1,4 - 1,9

2 - 2,4

2,5 - 2,9

3 - 3,9

4 - 4,5

>4,5

10

7,5

5

4,5

3

გამოტოვეთ ერთი დღე, შემდეგ 1,5

გამოტოვეთ 3 დღე, შემდეგ 1,5

7

1,1 - 1,4

1,5 - 1,9

2 - 3

3,1 - 4,5

>4,5

ვარფარინის ერთი კვირის დოზა:

იზრდება 20 %-ით

იზრდება 10 %-ით

დოზა ნარჩუნდება

მცირდება 10 %-ით

გამოტოვეთ, სანამ სნი <4,5, შემდეგ მკურნალობის გაგრძელება 20%-ით შემცირებული დოზით

სნი-ის განსაზღვრა უნდა ჩატარდეს ყოველდღიურად მანამ, სანამ არ მიიღწევა სტაბილური მიზნობრივი დონე, რომელიც ჩვეულებრივ ყალიბდება მკურნალობის 5–6-ე დღეს. ამის შემდეგ სნი-ის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს ყოველკვირეულად, შემდგომ კი — 4-კვირიანი ინტერვალით.

სნი-ის დონის მნიშვნელოვანი გადახრების შემთხვევაში ან იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის დაავადებები ან ისეთი მდგომარეობები, რომლებიც გავლენას ახდენს K ვიტამინის აბსორბციაზე, განსაზღვრის ინტერვალი შეიძლება იყოს 4 კვირაზე ნაკლები.

ახალი სამკურნალო საშუალებების დანიშვნა ან უკვე მიღებული პრეპარატების შეწყვეტა საჭიროებს სნი-ის დამატებით კონტროლს.

ხანგრძლივი თერაპიის დროს დოზის კორექცია ხორციელდება ვარფარინის ყოველკვირეული დოზის მიხედვით ზემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად. თუ დოზა საჭიროებს კორექციას, სნი-ის შემდეგი განსაზღვრა უნდა ჩატარდეს კორექციიდან 1 ან 2 კვირის შემდეგ. ამის შემდეგ კონტროლი გრძელდება მანამ, სანამ არ მიიღწევა 4-კვირიანი ინტერვალები.

დაგეგმილი ოპერაციები

პრეოპერაციული, ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული ანტიკოაგულანტური თერაპია ტარდება ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ოპერაციამდე ერთი კვირით ადრე საჭიროა სნი-ის განსაზღვრა.

ვარფარინის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 1–5 დღით ადრე. თრომბოზის მაღალი რისკის შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით პაციენტს კანქვეშ უნდა დაენიშნოს დაბალი მოლეკულური მასის ჰეპარინი.

ვარფარინის მიღების შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სნი-ის მნიშვნელობაზე:

ოპერაციამდე 5 დღით ადრე, თუ სნი >4,0;

ოპერაციამდე 3 დღით ადრე, თუ სნი 3,0–4,0;

ოპერაციამდე 2 დღით ადრე, თუ სნი 2,0–3,0.

ოპერაციის წინა საღამოს უნდა განისაზღვროს სნი და, თუ სნი >1,8, დაინიშნოს 0,5–1,0 მგ ვიტამინი K₁ პერორალურად ან ინტრავენურად.

უნდა იქნას გათვალისწინებული ოპერაციის დღეს არაფრაქციონირებული ჰეპარინის ინფუზიის ან დაბალი მოლეკულური მასის ჰეპარინის პროფილაქტიკური დანიშვნის საჭიროება.

ოპერაციის შემდეგ 5–7 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს დაბალი მოლეკულური მასის ჰეპარინის კანქვეშ შეყვანა ვარფარინის ერთდროული განახლებით.

ვარფარინის მიღება უნდა განახლდეს ჩვეულებრივი შენარჩუნებითი დოზით იმავე დღის საღამოს მცირე ოპერაციების შემდეგ, ხოლო დიდი ოპერაციების შემთხვევაში — იმ დღეს, როდესაც პაციენტი იწყებს ენტერალურ კვებას.

ბავშვები: ბავშვებში ანტიკოაგულანტური თერაპია უნდა ჩატარდეს პედიატრის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ. დოზები შეირჩევა ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად.

დღე 1, თუ სპონტანური სნი არის 1 - 1,3

საწყისი დოზა

0,2 მგ/კგ სხეულის მასაზე

დღები 2-4, თუ სნი:

1,1 - 1,3

1,4 - 1,9

2 - 3

3,1 - 3,5

>3,5

შემანარჩუნებელი დოზა:

საწყისი დოზის გამეორება

50 % საწყისი დოზიდან

50 % საწყისი დოზიდან

25 % საწყისი დოზიდან

პრეპარატის შეყვანა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ სნი <3,5 არ გახდება, შემდეგ მკურნალობა უნდა განახლდეს წინა დოზასთან შედარებით 50%-ით შემცირებული დოზით.

შემანარჩუნებელი მკურნალობა, თუ სნი:

1,1 - 1,4

1,5 - 1,9

2,0 - 3,0

3,1 - 3,5

>3,5

ქმედება:

კვირის დოზის გაზრდა 20%-ით

კვირის დოზის გაზრდა 10%-ით

დოზის უცვლელად დატოვება

კვირის დოზის შემცირება 10%-ით

პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა მანამ, სანამ სნი <3,5 არ გახდება, შემდეგ მკურნალობის განახლება წინა დოზასთან შედარებით 20%-ით შემცირებული დოზით

ღვიძლის უკმარისობა: ზომიერი ღვიძლის უკმარისობის დროს ვარფარინის ეფექტი ძლიერდება. აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და სნი-ის მნიშვნელობის მკაცრი კონტროლი. ვარფარინი უკუნაჩვენებია მძიმე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობა: თირკმლის უკმარისობისა და ნეფროზული სინდრომის დროს სისხლის პლაზმაში თავისუფალი ვარფარინის დონე შეიძლება გაიზარდოს (რაც, თანმხლები მდგომარეობების მიხედვით, შეიძლება იწვევდეს როგორც ეფექტის გაძლიერებას, ისე შემცირებას). აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და სნი-ის მნიშვნელობის მკაცრი კონტროლი.

პაციენტები ფერმენტის გენეტიკური ცვლილებებით: სნი-ის პასუხის მნიშვნელოვანი ცვლილება შეიძლება დაკავშირებული იყოს გენეტიკურ ფაქტორებთან, კერძოდ CYP2C9 ფერმენტის აქტივობის გენეტიკურ შემცირებასთან და VKOR ფერმენტის მიმართ მომატებულ მგრძნობელობასთან (ვარფარინის ფარმაკოლოგიური სამიზნე).

CYP2C9 ფერმენტში CYP2C92 ან CYP2C93 ალელების მქონე პაციენტებში (S)-ვარფარინის მეტაბოლიზმი დაქვეითებულია, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დაბალი საწყისი და შენარჩუნებითი დოზები.

ბავშვები

ბავშვებში ანტიკოაგულანტური თერაპია უნდა ჩატარდეს პედიატრის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

ჭარბი დოზა

გრადუალური ჭარბი დოზირების შემთხვევაში, როგორც წესი, საკმარისია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

მწვავე ჭარბი დოზირების დროს კუჭის დაცლა არ არის რეკომენდებული სისხლდენის რისკის გამო.

ვარფარინის შეწოვისა და ენტეროჰეპატური ცირკულაციის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის განმეორებითი დანიშვნა. აქტივირებული ნახშირის გამოყენებისას ვიტამინი K, რომელიც შესაძლოა მოგვიანებით საჭირო გახდეს, უნდა დაინიშნოს პარენტერალურად (ინტრავენურად).

სისხლდენის შემთხვევაში ვარფარინის მოქმედება შეიძლება შეწყდეს ვიტამინი K-ის, შედედების ფაქტორების კონცენტრატის ან ახალგაყინული პლაზმის შეყვანით.

თუ მომავალში პერორალური ანტიკოაგულანტების გამოყენებაა საჭირო, უნდა იქნას აცილებული ვიტამინი K-ის მაღალი დოზები (>10 მგ), რადგან ასეთ შემთხვევაში პაციენტები შეიძლება გახდნენ ვარფარინის მიმართ რეზისტენტული დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში.

ჭარბი დოზის მკურნალობისას უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის არარსებობისას

სნი-ის დონე

რეკომენდაციები

<5,0

უნდა გამოიტოვოს ვარფარინის შემდეგი დოზა და თერაპია განახლდეს უფრო დაბალი დოზით სნი-ის მიზნობრივი დონის მიღწევის შემდეგ

5,0-9,0

გამოიტოვოს ვარფარინის 1–2 დოზა და თერაპია განახლდეს უფრო დაბალი დოზით სნი-ის მიზნობრივი დონის მიღწევის შემდეგ, ან გამოიტოვოს 1 დოზა და დაინიშნოს ვიტამინი K₁ 2,5 მგ პერორალურად

>9,0

შეწყდეს ვარფარინის მიღება და დაინიშნოს ვიტამინი K₁ 3–5 მგ პერორალურად

ნაჩვენებია სწრაფი გაუქმება (მაგალითად, ოპერაციის წინ)

სნი-ის დონე

რეკომენდაციები

5,0-9,0 და დაგეგმილი ოპერაცია

შეწყდეს ვარფარინის მიღება და დაინიშნოს ვიტამინი K₁ 2–4 მგ პერორალურად. საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციამდე დაახლოებით 24 საათით ადრე შესაძლებელია დამატებით დაინიშნოს 1–2 მგ პერორალურად

ნაჩვენებია ძალიან სწრაფი გაუქმება

სნი-ის დონე

რეკომენდაციები

ძლიერი სისხლდენა ან მძიმე ჭარბი დოზირება

(მაგალითად, სნი >20,0)

დაინიშნოს ვიტამინი K₁ 10 მგ დოზით ნელი ინტრავენური ინფუზიის გზით. ასევე, მდგომარეობის გადაუდებლობის მიხედვით, ნაჩვენებია ახლადგაყინული პლაზმა ან პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატი. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ვიტამინი K₁-ის განმეორებითი შეყვანა ყოველ 12 საათში.

გვერდითი რეაქციები

გვერდითი რეაქციების სიხშირე კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არახშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი: ჰემორაგია.

არახშირი: ანემია.

იშვიათი: კუმარინული ნეკროზი, „მეწამული თითების“ სინდრომი, ეოზინოფილია.

ძალიან იშვიათი: ვასკულიტი.

მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები

სიხშირე უცნობია: კალციფილაქსია.

სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები

სიხშირე უცნობია: ქოლესტერინული ემბოლია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები

ძალიან იშვიათი: ტრაქეის კალციფიკაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები

ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების დონის შექცევადი მატება, ქოლესტაზური ჰეპატიტი, სიყვითლე.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: შექცევადი ალოპეცია, გამონაყარი, ეგზემა, ურტიკარია, კანის ნეკროზი.

თირკმლებისა და შარდსასქესო სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: პრიაპიზმი, ნეფრიტი, უროლითიაზი, ტუბულარული ნეკროზი.

სიხშირე უცნობია: ანტიკოაგულანტებთან ასოცირებული ნეფროპათია (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის რეაქციები

ძალიან იშვიათი: ალერგიული რეაქციები (როგორც წესი, გამონაყარი), ქავილი.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები: ცხელება, სუბდურალური ჰემატომა, ჰემოთორაქსი, ცხვირიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, სისხლიანი ღებინება, პანკრეატიტი, მელენა, პურპურა, კანის ერითემატოზული შეშუპება, რომელიც იწვევს ეკქიმოზს, ინფარქტსა და კანის ნეკროზს, ჰემატურია, ჰემატოკრიტის შემცირება.

ყველაზე ხშირად (1%-დან 10%-მდე) აღინიშნება ისეთი გვერდითი რეაქცია, როგორიცაა სისხლდენა, რომელიც ვითარდება დაახლოებით პაციენტების 8%-ში, რომლებიც ყოველწლიურად იღებენ ვარფარინს. ზომიერი სისხლდენა აღინიშნება წლიურად პაციენტების 6%-ში, მძიმე — 1%-ში, ხოლო ლეტალური — 0,25%-ში. ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის განვითარების ყველაზე ხშირი რისკ-ფაქტორია არანამკურნალევი ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია. სისხლდენის ალბათობა იზრდება, თუ სნი მნიშვნელოვნად აღემატება მიზნობრივ დონეს. თუ სისხლდენა იწყება სნი-ის იმ დონეზე, რომელიც მიზნობრივ დიაპაზონშია, ეს მიუთითებს სხვა თანმხლები მდგომარეობების არსებობაზე, რომლებიც საჭიროებს კვლევას.

კუმარინული ნეკროზი — იშვიათი (<0,1%) გართულებაა ვარფარინით თერაპიის დროს. ნეკროზი ჩვეულებრივ იწყება ქვედა კიდურების ან დუნდულოების კანის შეშუპებით და გამუქებით, თუმცა შეიძლება განვითარდეს სხვა ლოკალიზაციებშიც. შემდგომში ასეთი დაზიანებები ნეკროზდება.

ასეთი პაციენტების 90% ქალია. დაზიანებები ვითარდება მიღებიდან 3-დან მე-10 დღემდე და ეტიოლოგია დაკავშირებულია ანტითრომბოტული ცილა C-ის ან S-ის დეფიციტთან. ამ ცილების თანდაყოლილი დეფიციტი შეიძლება იყოს გართულების მიზეზი. ამ მიზეზით ვარფარინის მიღება უნდა დაიწყოს ჰეპარინის ერთდროული შეყვანით და მცირე საწყისი დოზებით. გართულების განვითარების შემთხვევაში ვარფარინის მიღება უნდა შეწყდეს და ჰეპარინის შეყვანა გაგრძელდეს დაზიანებების შეხორცებამდე ან ნაწიბურების წარმოქმნამდე.

„მეწამული თითების“ სინდრომი — ძალიან იშვიათი გართულებაა ვარფარინის მიღებისას. ეს დამახასიათებელია ათეროსკლეროზის მქონე მამაკაცი პაციენტებისთვის. სავარაუდოა, რომ ვარფარინი იწვევს ათერომატოზური ფოლაქების ჰემორაგიას, რაც იწვევს მიკროემბოლიებს. ვითარდება თითებისა და ფეხის ტერფის კანის სიმეტრიული მეწამული დაზიანებები, რომლებიც თან ახლავს წვის შეგრძნებას. ვარფარინის მიღება უნდა შეწყდეს, ხოლო კანის დაზიანებები, როგორც წესი, თანდათან ქრება.

თუ პაციენტს აქვს CYP2C9 და VKOR ფერმენტების გენეტიკური პოლიმორფიზმი, რაც ზრდის ვარფარინის მიმართ მგრძნობელობას, იზრდება ვარფარინის ჭარბი ანტიკოაგულანტური ეფექტის განვითარების რისკი. ეს თავის მხრივ ზრდის ჰემორაგიული გართულებების განვითარების ალბათობას. ჰემოგლობინის და სნი-ის მნიშვნელობის მკაცრი მონიტორინგი აუცილებელია.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ფლაკონში. ფლაკონი შეინახეთ გარე კოლოფში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა: 100 ტაბლეტი ფლაკონში; 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი: Orion Corporation / ორიონ კორპორეიშენი.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის ადგილის მისამართი:

Orionintie 1, 02200 Espoo, Finland / ორიონინტიე 1, 02200 ესპოო, ფინეთი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა