ღრმა ვენების და ფილტვის არტერიის ემბოლიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკა და თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ (ცერებრალური ემბოლია ან სისტემური ემბოლია). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვარფარინი (warfarin)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ ტაბლეტი №30 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში
- მწარმოებელი
- Orion Corporation, ფინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, K ვიტამინის ანტაგონისტები
- ATC კოდი
- B01AA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035929
- რეგისტრირებულია
- 21 ივლისი 2022, მოქმედებს 21 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Orion Corporation (ფინეთი)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვარფარინი ორიონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ღრმა ვენების და ფილტვის არტერიის ემბოლიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკა და თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ (ცერებრალური ემბოლია ან სისტემური ემბოლია). თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა (ცერებრალური ემბოლია ან სისტემური ემბოლია) პაციენტებში წინაგულების ფიბრილაციით, გულის სარქველების დაზიანებით ან პროტეზირებული გულის სარქველით.
მიღების წესი და დოზირება
სნი-ს მიზნობრივი დონე (საერთაშორისო ნორმალიზებული ინდექსი) შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტური თერაპიისთვის:
თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა გულის პროტეზირებული სარქველების მქონე პაციენტებში: სნი 2,5-3,5.
სხვა ჩვენებები: სნი 2,0-3,0.
მოზრდილები: სხეულის ნორმალური წონის ან 1,2-ზე ნაკლები სპონტანური სნი-ს მქონე პაციენტებში ინიშნება 10 მგ ვარფარინი სამი დღის განმავლობაში. შემდეგ დოზა განისაზღვრება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად, რომელიც დაფუძნებულია მეოთხე დღეს სნი-ს ცვლილებაზე.
ამბულატორიული მკურნალობის დროს და C ან S პროტეინის მემკვიდრეობითი უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს ვარფარინის 5 მგ სამი დღის განმავლობაში. შემდეგ დოზა განისაზღვრება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად, რომელიც დაფუძნებულია მეოთხე დღეს სნი-ს ცვლილებაზე.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, სხეულის მცირე წონის პაციენტებში, 1,2 მეტი სპონტანური სნი-ს პაციენტებში, ან თანმხლები დაავადებებით ან სამკურნალო პრეპარატების მიღების დრო, რომლებიც მოქმედებენ ანტიკოაგულანტურ თერაპიის ეფექტურობაზე, რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს ვარფარინის 5 მგ ორი დღის განმავლობაში. შემდეგ დოზა განისაზღვრება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად, რომელიც დაფუძნებულია მესამე დღეს სნი-ს ცვლილებაზე.
დღე
სნი
ვარფარინის დოზა, მგ/დღეში
1
-
10 (5*)
2
-
10 (5*)
3
<2
2-დან 2,4-მდე
2,5-დან 2,9-მდე
3-დან 3,4-მდე
3,5-დან 4-მდე
>4
10 (5*)
5
3
2,5
1,5
ერთი დღის გამოტოვება
4-6
<1,4
1,4-დან 1.9-მდე
2-დან 2,4-მდე
2,5-დან 2,9-მდე
3-დან 3,9-მდე
4-დან 4,5-მდე
>4,5
10
7,5
5
4,5
3
ერთი დღის გამოტოვება, შემდეგ 1,5
ორი დღის გამოტოვება, შემდეგ 1,5
7
1,1-დან 1,4-მდე
1,5-დან 1,9-მდე
2-დან 3-მდე
3,1-დან 4,5-მდე
>4,5
ვარფარინის კვირის დოზა:
იზრდება 20%-ით
იზრდება 10%-ით
დოზა ნარჩუნდება
მცირდება 10%-ით
გამოტოვება, სანამ სნი არ გახდება <4,5, შემდეგ მკურნალობა გრძელდება 20%-ით შემცირებული დოზით
სნი-ს განსაზღვრა უნდა მოხდეს ყოველდღიურად მანამ, სანამ არ მიიღწევა სტაბილური მიზნობრივი დონე, რომელიც ჩვეულებრივ დგება მკურნალობის 5-6 დღეს. შემდეგ სნი-ს განსაზღვრა ხდება ყოველკვირეულად, 4-კვირიანი ინტერვალის მიღწევით. სნი-ს დონის ძლიერი გადახრის ან ღვიძლის დაავადებების ან სხვა ისეთი დაავადებების შემთხვევაში, რომლებიც მოქმედებენ K ვიტამინის შეწოვაზე, განსაზღვრის ინტერვალი შეიძლება იყოს 4 კვირაზე ნაკლები. ადრე გამოყენებული სამკურნალო პრეპარატების მოხსნისას ან ახლის დანიშვნისას, საჭიროა სნი-ს დამატებითი განსაზღვრის ჩატარება. ხანგრძლივი თერაპიის დროს კორექცია ტარდება ვარფარინის კვირეულ დოზამდე ზემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად. თუ საჭიროა დოზის კორექცია, მაშინ სნი-ს შემდეგი განსაზღვრა უნდა ჩატარდეს კორექტირებიდან 1 ან 2 კვირის შემდეგ. ამის შემდეგ, განსაზღვრა გრძელდება 4-კვირიანი ინტერვალების მიღწევამდე.
გეგმიური ოპერაციები: პრე-, პერი- და პოსტოპერაციული ანტიკოაგულანტური თერაპია ტარდება ქვემოთ მოყვანილი განრიგით.
სნი-ს განსაზღვრა დანიშნულ ოპერაციამდე ერთი კვირით ადრე.
ვარფარინის მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე 1-5 დღით ადრე. თრომბოზის მაღალი რისკის შემთხვევაში, პროფილაქტიკის მიზნით, კანქვეშ შეიყვანება დაბალმოლეკულური ჰეპარინი.
ვარფარინის მიღების პაუზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სნი-ზე. ვარფარინის მიღება უნდა შეწყდეს:
- ოპერაციამდე 5 დღით ადრე, თუ სნი >4,0;
- ოპერაციამდე 3 დღით ადრე, თუ სნი = 3,0-დან 4,0-მდე;
- ოპერაციამდე 2 დღით ადრე, თუ სნი = 2,0-დან 3,0-მდე.
სნი-ს განსაზღვრა საღამოს, ოპერაციამდე და 0,5-1,0 მგ K1 ვიტამინის შეყვანა შიგნით ან ვენაში, თუ სნი > 1,8.
ოპერაციის დროს დაბალმოლეკულური ჰეპარინის პროფილაქტიკური შეყვანის ან არაფრაქციული ჰეპარინის ინფუზიის საჭიროებაზე ყურადღების გამახვილება.
დაბალმოლეკულური ჰეპარინის კანქვეშ შეყვანის გაგრძელება ოპერაციიდან 5-7 დღის განმავლობაში ვარფარინის მიღების აღდგენის თანხლებით.
ვარფარინის მიღების გაგრძელება ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზით მცირე ოპერაციის შემდეგ იმავე დღის საღამოს და იმ დღეს, როცა მსხვილი ოპერაციის შემდეგ პაციენტი იწყებს ენტერალური კვების მიღებას.
ბავშვები: ბავშვებში ანტიკოაგულანტებით თერაპია ტარდება დანიშნულებით და პედიატრის მეთვალყურეობით. დოზები შეირჩევა ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად
1 დღე, თუ სპონტანური სნი
არის 1-დან 1,3-მდე
საწყისი დოზა:
0,2 მგ/კგ სხეულის წონის
2-4 დღე, თუ სნი მნიშვნელობა:
1,1-დან 1,3-მდე
1,4-დან 1,9-მდე
2-დან 3-მდე
3,1-დან 3.5-მდე
>3.5
შემანარჩუნებელი დოზა:
საწყისი დოზის გამეორება
საწყისი დოზის 50%
საწყისი დოზის 50%
საწყისი დოზის 25%
პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა <3,5 სნი-ს მიღწევამდე, შემდეგ მკურნალობის განახლება დოზით, რომელიც იქნება წინა დოზაზე 50%-ით ნაკლები
შემანარჩუნებელი მკურნალობა, თუ სნი მნიშვნელობა:
1,1-დან 1,4-მდე
1,5-დან 1,9-მდე
- 0-დან 3.0-მდე
- 1-დან 3.5-მდე
>3.5
ქმედება
კვირის დოზის გაზრდა 20%-ით
კვირის დოზის გაზრდა 10%-ით
უცვლელად
კვირის დოზის შემცირება 10%-ით
პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა <3,5 სნი-ს მიღწევამდე, შემდეგ მკურნალობის განახლება დოზით, რომელიც იქნება წინა დოზაზე 20%-ით ნაკლები
ღვიძლის უკმარისობა: ვარფარინის ეფექტი ძლიერდება ღვიძლის ზომიერი უკმარისობის დროს. საჭიროა პაციენტის კლინიკური სტატუსის და სნი მნიშვნელობის მკაცრი კონტროლი. ვარფარინი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის.
თირკმელების უკმარისობა: თავისუფალი ვარფარინის დონე სისხლის შრატში შეიძლება გაიზარდოს თირკმელების უკმარისობის და ნეფროზული სინდრომის (სხვა ძირითადი პირობების შესაბამისად ეს შედეგები იწვევენ ეფექტის შემცირებას ან გაძლიერებას) დროს. საჭიროა პაციენტის კლინიკური სტატუსის და სნი მნიშვნელობის მკაცრი კონტროლი.
პაციენტები ფერმენტის გენეტიკური გადახრით: სნი-ს პასუხის მნიშვნელოვანი გადახრა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გენეტიკურ ფაქტორებთან, ძირითადად, CYP2C9 ფერმენტის აქტივობის გენეტიკური შემცირება და მგრძნობელობის მომატება VKOR ფერმენტის მიმართ (ვარფარინის ფარმაკოლოგიური მიზანი).
პაციენტებში CYP2C9*2 ან CYP2C9 *3 ალელებით CYP2C9 ფერმენტში მცირდება (S)-ვარფარინის მეტაბოლიზმი და ამიტომ შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო დაბალი საწყისი და შემანარჩუნებელი დოზები.
ბავშვები
ანტიკოაგულანტებით თერაპია ბავშვებში ტარდება პედიატრების დანიშნულებით და ზედამხედველობით.
უკუჩვენებები
მიდრეკილება სისხლდენების მიმართ (ვილებრანდტის დაავადება, ჰემოფილია, თრომბოციტოპენია და თრომბოციტების ფუნქციის დარღვევა), მწვავე სისხლდენა, მძიმე სისხლდენის განვითარების რისკის თავიდან აცილების მიზნით ფართო ოპერაციული ჩარევიდან 72 საათის განმავლობაში, მშობიარობის შემდგომი პერიოდის 48 საათის განმავლობაში, ორსულობა, თირკმელების მძიმე უკმარისობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, არანამკურნალევი ან არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, ახლო წარსულში გადატანილი ქალაშიდა სისხლჩაქცევა, მაგალითად, თავის ტვინის არტერიების ანევრიზმა, აორტის ანევრიზმა, დაცემის ტენდენცია, ლუმბალური პუნქცია, ცენტრალური ნერვული სისტემის ოპერაცია ან თვალის ოპერაცია, კუჭ-ნაწლავის ან თირკმელების სისხლდენა და მათი გართულებები, დივერტიკულოზი ან ავთვისებიანი სიმსივნეები, საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაფართოება, ინფექციური ენდოკარდიტი ან ექსუდაციური პერიკარდიტი, დემენცია, ფსიქოზები, ალკოჰოლიზმი და სხვა მდგომარეობები, როცა კომპლაენტობა შესაძლებელია არასაკმარისი იყოს და ანტიკოაგულანტებით უსაფრთხოდ თერაპიის ჩატარება შეუძლებელია, ჰიპერმგრძნობელობა ვარფარინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ზემოქმედების სხვა სახეები
ღვიძლში ვარფარინი მეტაბოლიზდება CYP2C9 (S-ვარფარინი), და CYP1A2 და CYP3A4 (R-ვარფარინი) კატალიზაციით.
ვარფარინი ურთიერთზემოქმედებს ბევრ სხვა სამკურნალო პრეპარატთან.
ანტითრომბოლიზურ ან ჰემოსტატიკურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, მათ შეუძლიათ გააძლიერონ ვარფარინის ფარმაკოლოგიური ეფექტი, რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს. სტრეპტოკინაზა და ალტეპლაზა უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვარფარინს.
ვარფარინის გამოყენების დროს საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული თრომბინის ინჰიბიტორების, არაფრაქციონირებული ჰეპარინების და მათი წარმოებულების, დაბალი მოლეკულური მასის მქონე ჰეპარინების, ფონდაპარინის, რივაროქსაბანის, IIb/IIIa გლიკოპროტეინის რეცეპტორების ანტაგონისტების, პროსტაციკლინის, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების, ერლოტინიბის, მეთილფენიდატის, შიგნით მისაღები კონტრაცეპტივების გამოყენება. თუ ეს არ არის შესაძლებელი, მოცემული სამკურნალო საშუალებების დანიშვნა უნდა მოხდეს სიფრთხილის ზომების დაცვით გაძლიერებული კლინიკური და ლაბორატორიული კონტროლით.
ვარფარინის შეწოვა და ენტეროჰეპატური ცირკულაცია შესაძლებელია შეიცვალოს ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის, მაგალითად, ქოლესტირამინის ზემოქმედებით. შესაძლებელია ვარფარინის ეფექტის ინჰიბირება (ამიოდარონი ან მეტრონიდაზოლი), ასევე ინდუქცია (ეპილეფსიის საწინააღმდეგო ან ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები). ზოგიერთ შემთხვევაში ღვიძლის ფერმენტების ინჰიბირების ან ინდუქციის შეწყვეტამ შესაძლებელია ასევე შეცვალოს ვარფარინის თერაპიის ბალანსი. ზოგიერთმა სამკურნალო პრეპარატმა შესაძლებელია გამოაძევოს სისხლის შრატის ცილებთან შეკავშირებიდან, რაც ზრდის თავისუფალ ფრაქციას, და, შედეგად, ძლიერდება ვარფარინის მეტაბოლიზმი და გამოყოფა, რაც ამცირებს ეფექტს (ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტების გარდა). ფარმაკოდინამიული ურთიერთზემოქმედება ვლინდება ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მოქმედებენ თრომბოციტებზე (აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი, ტიკლოპიდინი, დიპირიდამოლი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების უმრავლესობა). პირველადმა და მეორადმა ჰემოსტაზმა შესაძლებელია გამოიწვიოს პაციენტებში მიდრეკილება ძლიერი სისხლდენის მიმართ. პენიცილინი დიდ დოზებში ავლენს მსგავს ეფექტს. ანაბოლური სტეროიდები, აზაპროპაზონი, ერითრომიცინი და ზოგიერთი ცეფალოსპორინი უშუალოდ ამცირებენ შედედების ფაქტორების ვიტამინი K-დამოკიდებული სინთეზის დონეს და აძლიერებენ ვარფარინის ეფექტს. K ვიტამინის მიღება საკვებთან ერთად ამცირებს ვარფარინის ეფექტს. K ვიტამინის აბსორბციის შემცირებამ, მაგალითად, დიარეით განპირობებული, შესაძლებელია მოახდინოს ვარფარინის მოქმედების პოტენცირება. პაციენტები, რომლებიც იღებენ K ვიტამინის შემცველი საკვები პროდუქტების არაადექვატურ რაოდენობას, დამოკიდებულები არიან K2 ვიტამინზე, რომელიც იწარმოება ნაწლავური მიკროფლორით. ასეთ პაციენტებში ანტიბიოტიკების უმრავლესობამ შესაძლებელია შეამციროს ნაწლავური მიკროფლორის უნარი აწარმოოს K2 ვიტამინი, რაც იწვევს ვარფარინის ეფექტის გაძლიერებას. ღვიძლის დაზიანებით თანმხლები ალკოჰოლიზმის დროს ვარფარინის მოქმედება პოტენცირებს. ქინინმა, რომელიც შედიც წყალი ,,ტონიკი”-ს შემადგენლობაში, ასევე შესაძლებელია გააძლიეროს ვარფარინის ეფექტი. ლაქტულოზამ შესაძლებელია მოახდინოს ვარფარინის ეფექტის პოტენცირება ხანგრძლივი გამოყენების პირობებში.
საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული შტოშის წვენის და შტოშის შემცველი სხვა პროდუქტების ერთდროული გამოყენება, რადგან ისინი მნიშვნელოვნად აძლიერებენ ვარფარინის ეფექტს.
პაციენტის დროებით გაუტკივარების საჭიროების შემთხვევაში, ვარფარინის გამოყენების პირობებში რეკომენდებულია პარაცეტამოლის ან ოპიატების დანიშვნა.
ვარფარინმა შესაძლებელია გააძლიეროს შიგნით მისაღები სულფონილშარდოვანას წარმოებულების ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედება.
შემდეგი სამკურნალო პრეპარატები, როგორც ცნობილია, ცვლიან ვარფარინის ეფექტს
ეფექტის გაძლიერება: ალოპურინოლი, ამიოდარონი, ამოქსიცილინი, არგატრობანი, აცეტილსალიცილის მჟავა, აზაპროპაზონი, აზითრომიცინი, A ვიტამინი, ბეზაფიბრატი, დექსტროპროპოქსიფენი, დიგოქსინი, დისულფირამი, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი, ეტოპოზიდი, E ვიტამინი, ფენოფიბრატი, ფენილბუტაზონი, ფეპრაზონი, ფლუკონაზოლი, ფტორურაცილი, ფლუტამიდი, ფლუვასტატინი, ფლუვოქსამინი, გატიფლოქსაცინი, ჰემფიბროზილი, გრეპაფლოქსაცინი, იფოსფამიდი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ალფა- და ბეტა-ინტერფერონი, იზონიაზიდი, იტრაკონაზოლი, კაპეციტაბინი, კარბოქსიურიდინი, ცეფამანდოლი, ცეფალექსინი, ცეფმეტაზოლი, ცეფმენოქსიმი, ცეფპერაზონი, ცეფუროქსიმი, კეტოკონაზოლი, ქინიდინი, ქინინი, კლარიტრომიცინი, კლინდამიცინი, კლოფიბრატი, ქლორალჰიდრატი, კოდეინი, ლატამოქსეფი, ლეფლუნომიდი, ლეპირუდინი, ლევოფლოქსაცინი, ლოვასტატინი, მეტოლაზონი, მეტოტრექსატი, მეტრონიდაზოლი, მიკონაზოლი (ასევე ორალური გელი), მოქსალატამი, მოქსიფლოქსაცინი, ნალიდიქსის მჟავა, ნორფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, ოქსიფენბუტაზონი, ომეპრაზოლი, პარაცეტამოლი (ეფექტი ვლინდება 1-2 კვირის მუდმივი მიღების შემდეგ), პროგუანილი, პროპაფენონი, პროპრანოლოლი, როფეკოქსიბი, როქსიტრომიცინი, ცელეკოქსიბი, ციმეტიდინი, სიმვასტატინი, ციპროფლოქსაცინი, სულფაფენაზოლი, სულფაფურაზოლი, სულფამეტიზოლი, სულფამეტოქსაზოლ-ტრიმეტოპრიმი, სულფინპირაზონი, სულფოფენური, სულინდაკი (ანაბოლური ან ანდროგენული) სტეროიდული ჰორმონები, ციკლოფოსფამიდი, ტამოქსიფენი, ტეგაფური, ტეტრაციკლინი, ტოლმენტინი, ტრამადოლი, ტრასტუზუმაბი, ტროგლიტაზონი, ზაფირლუკასტი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) (როგორიც არის იბუპროფენი, კეტოპროფენი, ნაპროქსენი, დიკლოფენაკი, ინდომეტაცინი და პიროქსიკამი), (დექსტრო)თიროქსინი, ვალპროატი.
აღწერილია სნი-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული ინდექსის) დონის მატება ნოსპარინთან ან გლუკოზამინთან (ქონდროიტინის სულფატთან ან მის გარეშე) ერთდროული გამოყენებისას.
მელატონინის და ვარფარინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ანტიკოაგულაციის მატება, ამიტომ რეკომენდებულია სნი-ს მონიტორინგი. შესაძლებელია საჭირო გახდეს ვარფარინის დოზის შემცირება.
ეფექტის შემცირება: აზატიოპრინი, (ბარბიტურატები), C ვიტამინი, დიკლოქსაცილინი, დიზოპირამიდი, ფენობარბიტალი, გრიზეოფულვინი, კარბამაზეპინი, კლოქსაცილინი, ქლორტალიდონი, ქლორდიაზეპოქსიდი, მერკაპტოპურინი, მესალაზინი, მიტოტანი, ნაფცილინი, ნევირაპინი, პრიმიდონი, რიფამპიცინი, ციკლოსპორინი, სპირონოლაქტონი, ტრაზოდონი.
მცენარეული წარმოშობის პრეპარატებით მკურნალობამ ასევე შესაძლებელია გააძლიეროს ვარფარინის ეფექტი, მაგალითად, გინკგოს ექსტაქტი (Ginkgo biloba), ნივრის ექსტრაქტი (Allium sativum), სამკურნალო ანგელოზას პრეპარატები (Angelica sinensis, შეიცავს კუმარინებს), პაპაიას ექსტრაქტი (Carica papaya) ან სალბი (Salvia miltiorrhiza), ან შეამციროს იგი, მაგალითად, ჟენშენი (Panax spp.) ან კრაზანა (Hypericum perforatum). ეს განპირობებულია კრაზანას ენზიმების ინდუქციის უნარით, რომლებიც მეტაბოლიზებენ სამკურნალო პრეპარატებს. ამიტომ, კრაზანას შემცველი მცენარეული პრეპარატების გამოყენება არ არის რეკომენდებული ვარფარინთან ერთად. ეფექტი შესაძლებელია გაგრძელდეს მცენარეული პრეპარატების მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში. თუ პაციენტი უკვე იღებს კრაზანას ექსტრაქტს, საჭიროა სნი-ს დონის განსაზღვრა და კრაზანას ექსტრაქტის მიღების შეწყვეტა. რადგან სნი შესაძლებელია მოიმატოს კრაზანას ექსტრაქტის მოხსნის შემდეგ, საჭიროა მისი მკაცრი კონტროლი. შესაძლებელია საჭირო გახდეს ვარფარინის დოზის კორექცია.
ვარფარინით თერაპიის დროს K ვიტამინის მოხმარების დონე საკვებთან ერთად უნდა დარჩეს უცვლელი.
K ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავენ მწვანე ბოსტნეული და მწვანილი, როგორიცაა: ჩაის ფურცლები (მაგრამ, არა დაყენებული), ამარანტის მწვანილი, ავოკადო, ენდივი, ბარდა, ჩაიოტი, კომბოსტო, მწვანე ხახვი, კივის ნაყოფი, კაკალი ქინძი, კიტრის კანი (და არა კიტრი უკანოდ), ხუჭუჭა კომბოსტო, სალათის ფურცლები, თალგამი, პიტნის ფოთლები, ზეითუნის ზეთი, ბროკოლი, ოხრახუში, ისპანახი, ფსტა, ზღვის წითელი წყალმცენარეები, ხახვი, ბრუსელის კომბოსტო, თალგამის ზეთი, მდოგვის ფოთლები, სოიოს ცერცვი, სოიოს ზეთი, კრეს-სალათი.
თამბაქოს მოხმარებამ შესაძლებელია გააძლიეროს ვარფარინის გამოყოფა, ამიტომ, მწეველ პაციენტებში შესაძლებელია ვარფარინის მცირედიდ მომატებული დოზების გამოყენება. მეორე მხრივ, თამბაქოს მოხმარებამ შესაძლებელია გაზარდოს ვარფარინის ეფექტი. შესაბამისად, პაციენტი, რომელიც თამბაქოს ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ წყვეტს მოწევას, საჭიროა სნი-ს დონის მკაცრი მონიტორინგი.
სიფრთხილის ზომები
სწრაფი ანტითრომბოზული ეფექტის საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია ჰეპარინის შეყვანით. შემდგომ, ჰეპარინის შეყვანა გრძელდება ვარფარინის ერთდროულ მიღებასთან 5-7 დღის განმავლობაში მანამ, სანამ სნი არ შენარჩუნდება მიზნობრივ დონეზე სულ მცირედ ორი დღის განმავლობაში.
შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტების მიღების დროს ყველაზე ხშირად აღწერილია ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარება, როგორიც არის სისხლდენა. ვარფარინი სიფრთხილით ინიშნება სერიოზული სისხლდენის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში (მაგალითად, აასპ ერთდროული გამოყენება, ახლო წარსულში გადატანილი იშემიური ინსულტი, ბაქტერიული ენდოკარდიტი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა).
სისხლდენის განვითარების ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია ანტიკოაგულაციის მაღალი დონე (სნი >4,0), ასაკი 65 წლიდან, არასტაბილური სნი, ახლო წარსულში გადატანილი კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, ცერებროვასკულარული დაავადებები, გულის სერიოზული დაავადებები, დავარდნის ტენდენცია, ანემია, ავთვისებიანი სიმსივნე, ტრავმა, თირკმელების უკმარისობა, სხვა სამკურნალო საშუალებების თანმხლები მიღება. ყველა პაციენტმა ვარფარინის გამოყენების ფონზე რეგულარულად უნდა გააკონტროლონ სნი. სისხლდენის განვითარების მომატებული რისკის მქონე პაციენტები საჭიროებენ სნი-ს უფრო ხშირ განსაზღვრას, სასურველი სნი-ს მისაღწევად დოზის უფრო მკაცრ შერჩევას და უფრო ხანმოკლე თერაპიას. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება სისხლდენის განვითარების რისკის შემცირების ღონისძიებებზე, ასევე დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს სისხლდენის სიმპტომების და განვითარების შემთხვევაში.
ძალიან მნიშვნელოვანია სნი-ს განსაზღვრა, ექიმის კონსულტაცია და დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა. მაღალი სნი-ს დროს საჭიროა დოზის შემცირება ან ვარფარინით თერაპიის შეწყვეტა. ზოგჯერ საჭიროა ანტიკოაგულანტებით თერაპიის გაგრძელება. სნი-ს განსაზღვრა საჭიროა 2-3 დღის განმავლობაში რათა ექიმი დარწმუნდეს, რომ ამ მაჩვენებელმა დაიწია.
სხვა ანტითრომბოციტული სამკურნალო საშუალებების გამოყენება საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით სისხლდენის განვითარების მომატებული რისკის გამო.
ვარფარინით თერაპიის აუცილებელი პირობა არის პრეპარატის დანიშნული დოზის მკაცრი დაცვა.
სისხლდენის განვითარება შესაძლებელია მოწმობდეს ვარფარინით ჭარბ დოზაზე. საჭიროა თერაპიული დოზის მიღების ფონზე უეცრად განვითარებული სისხლდენის კვლევა და სნი-ს კონტროლი.
ანტიკოაგულაცია იშემიური ინსულტის შემდეგ ზრდის თავის ტვინში მეორადი სისხლჩაქცევის რისკს. წინაგულების ციმციმის მქონე პაციენტებში ვარფარინით ხანგრძლივი თერაპია სასარგებლოა, მაგრამ, ადრეული მეორადი ემბოლიის რისკი დაბალია, ამიტომ შესვენება მკურნალობაში იშემიური ინსულტის შემდეგ გამართლებული. ვარფარინით მკურნალობა უნდა განახლდეს იშემიური ინსულტიდან 2-14 დღის შემდეგ, რაც დამოკიდებულია ინფარქტის ზომაზე და წნევაზე. ემბოლიური ინსულტის ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ვარფარინით მკურნალობა უნდა შეწყდეს 14 დღით.
ქირურგიულ ოპერაციამდე, თუ არ არის სერიოზული სისხლდენის განვითარების რისკი, ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია მაშინ, როცა სნი <2,5. ქირურგიულ ოპერაციამდე, თუ არსებობს სერიოზული სისხლდენის განვითარების რისკი, ვარფარინის გამოყენება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 3 დღით ადრე.
ანტიკოაგულანტური თერაპიის გაგრძელების საჭიროებისას, მაგალითად, სიცოცხლისათვის საშიში თრომბოემბოლიის დროს, საჭიროა სნი-ს შემცირება <2,5 დონემდე და ჰეპარინით თერაპიის დაწყება.
თუ აუცილებელია ოპერაცია და ვარფარინის მიღების შეწყვეტა შეუძლებელია ოპერაციამდე 3 დღით ადრე, ანტიკოაგულაციის მოხსნა უნდა მოხდეს K ვიტამინის დაბალი დოზების დახმარებით.
ვარფარინით თერაპიის განახლება დამოკიდებულია პოსტ-ოპერაციული სისხლდენის განვითარების რისკზე.
ვარფარინის გამოყენება არ უნდა შეწყდეს რუტინულ სტომატოლოგიურ ოპერაციამდე, როგორიც არის კბილის ექსტრაქცია.
კუჭის პეპტიური წყლულის მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, სისხლდენის განვითარების მაღალი რისკის გათვალისწინებით. საჭიროა ასეთი პაციენტების რეგულარული კვლევა და მათი ინფორმირება, როგორ განსაზღვრონ სისხლდენა, და, რა ღონისძიებების მიღება არის საჭირო სისხლდენის განვითარების შემთხვევაში.
ალკოჰოლიზმით ან დემენციით დაავადებულმა პაციენტებმა შესაძლებელია ვერ დაიცვან ვარფარინის მიღების საჭირო რეჟიმი. ალკოჰოლის დიდი რაოდენობის მოხმარების შემთხვევაში იზრდება ჰიპოთრომბინემიის და სისხლდენის განვითარების საშიშროება.
რეზისტენტობა ვარფარინის მიმართ ვლინდება ძალიან იშვიათად. თერაპიული ეფექტის მისაღწევად, ასეთ პაციენტებში საჭიროა ვარფარინის 5-დან 20-მდე ჩვეულებრივი დოზა. თუ ვარფარინის მიღება არასაკმარისად ეფექტურია, საჭიროა სხვა მიზეზების დადგენა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ან საკვებ პროდუქტებთან, ლაბორატორიული შეცდომები.
ანტითრომბოზული C პროტეინის მემკვიდრეობითი უკმარისობის მქონე პაციენტებში ვარფარინით თერაპიის დასაწყისში არსებობს კანის ნეკროზის განვითარების რისკი. ასეთ პაციენტებში თერაპიის დაწყება საჭიროა ვარფარინის გაჯერების დოზის გარეშე, მაშინაც კი, თუ შეიყვანება ჰეპარინი. ანტითრომბოზული S პროტეინის მემკვიდრეობითი უკმარისობის მქონე პაციენტებში ვარფარინით თერაპიის დაწყება ასევე რეკომენდებულია ნელა.
სისხლდენის და ჰემორაგიული გართულებების შესაძლებლობა იზრდება, თუ სნი იმატებს მიზნობრივ თერაპიულ დონეზე მნიშვნელოვნად მეტჯერ. თუ ჰემორაგიული გართულებები ვითარდებიან მაშინ, როცა სნი არის მიზნობრივ თერაპიულ დონეზე, ეს, როგორც წესი, არის ნებისმიერი სხვა მდგომარეობის ნიშანი, და საჭიროებს სისხლდენის მიზეზის განსაზღვრას.
ანტითრომბოზული S ან C ცილის თანდაყოლილი დეფიციტის მქონე პაციენტებში კუმარინული ნეკროზის თავიდან აცილების მიზნით, თავდაპირველად საჭიროა ჰეპარინით მკურნალობა. ვარფარინის შემდგომი გაჯერებული საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 5 მგ-ს. ჰეპარინის გამოყენება უნდა გაგრძელდეს 5-7 დღე.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მკურნალობა უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. საჭიროა პაციენტის უნარის შემოწმება დაიცვას მკაცრი წესები პრეპარატის გამოყენების დროს. შედედების ფაქტორების სინთეზის მსგავსად, ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი ხანდაზმული ასაკის პირებში მცირდება. შედეგად, ვარფარინის ჭარბი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია მსუბუქად. მკურნალობა იწყება ფრთხილად. არასასურველი ურთიერთზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა გათვალისწინდეს სხვა მედიკამენტების თანმხლები მიღება.
ბევრი სამკურნალო საშუალება და საკვები პროდუქტები ურთიერთზემოქმედებენ
ვარფარინთან და მოქმედებენ პროთრომბინულ დროზე. ნებისმიერი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების მიღება არის სნი-ს დონის გაძლიერებული კონტროლის საფუძველი. საჭიროა პაციენტის გაფრთხილება მიმართოს მკურნალ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე, მათ შორის მცენარეული საშუალებები და ვიტამინური პრეპარატები.
ძალიან ბევრმა ფაქტორმა და პირობამ, მათ შორის, ცხელება, დიარეა, ღებინება, ჰიპერ-/ჰიპოთირეოზი, გულის უკმარისობა, შეწოვის დარღვევა და K ვიტამინის ძალიან დაბალი ან ძალიან მაღალი მოხმარება დიეტის შეცვლასთან დაკავშირებით, შესაძლებელია იმოქმედოს ვარფარინით თერაპიის ეფექტურობაზე.
არ არის რეკომენდებული სხვა სამკურნალო საშუალებების მიღების დაწყება ან შეწყვეტა, ასევე პრეპარატების დოზის შეცვლა ექიმის კონსულტაციის გარეშე.
ჰიპერთირეოზმა, ცხელებამ და გულის არაკომპენსირებულმა უკმარისობამ შესაძლებელია გააძლიეროს ვარფარინის ეფექტი. ჰიპოთირეოზის შემთხვევაში ვარფარინის ეფექტი შეძლებელია შემცირდეს. ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში ვარფარინის ეფექტი ძლიერდება. თირკმელების უკმარისობის ან ნეფროზული სინდრომის შემთხვევაში იზრდება ვარფარინის თავისუფალი ფრაქციის დონე სისხლის შრატში, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ვარფარინის ეფექტის გაძლიერება ან შემცირება, რაც დამოკიდებულია თანმხლებ დაავადებაზე. ყველა ასეთ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის და სნი-ს დონის მონიტორინგი.
სხეულის წონის კლებამ, მწვავე დაავადებებმა და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტამ შესაძლებელია გააძლიერონ ვარფარინის ეფექტი, ამიტომ შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
სხეულის წონის მატება, დიარე და ღებინება კი პირიქით, ამცირებს ვარფარინის ეფექტს, ამიტომ შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის მატება.
ვარფარინის ელიმინაცია ხდება ნელა პაციენტებში CYP2C9 ფერმენტის გარკვეული გენეტიკური ცვლილებით, რომელიც ახდენს (S)-ვარფარინის მეტაბოლიზმს. ასეთი პაციენტებისათვის საჭიროა მხოლოდ დაბალი შემანარჩუნებელი დოზა და, მაღალი საწყისი დოზის მიღების შემთხვევაში, მათ აქვთ ჭარბი სისხლდენის განვითარების რისკი. გარდა ამისა, დოზის კორექციის შემდეგ ახალი თერაპიული დონის მისაღწევად, საჭირო იქნება უფრო მეტი დრო. VKOR ფერმენტის გენეტიკური ცვლილების მქონე პაციენტები ასევე შესაძლებელია საჭიროებდნენ უფრო დაბალ დოზებს ვარფარინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამო.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის, ლაპას ლაქტაზური უკმარისობის ან გლუკოზა/გალაქტოზის მალაბსორბციის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის ნაჩვენები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ვარფარინი აღწევს პლაცენტაში. ვარფარინით თერაპიამ ორსულებში შესაძლებელია გამოიწვიოს ვარფარინული ემბრიოპათია (საწყისი ჰიპოპლაზია და ქონდროდისპლაზია), თუ ვარფარინის გამოყენება ხდება ორგანოგენეზის პერიოდში (6-დან 12 კვირამდე), ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების დარღვევის მიზეზი შესაძლებელია გახდეს მისი გამოყენება ამ პერიოდის შემდეგაც. ვარფარინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის ჰემორაგია, განსაკუთრებით ორსულობის ბოლოს და მშობიარობის დროს. არსებული მონაცემებით, ვარფარინული ემბრიოპათია აღწერილია 4%-6% შემთხვევებში, თუ ვარფარინის გამოყენება ხდება ორსულობის პერიოდში, მისი განვითარების რისკი იზრდება 5 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზის მიღებისას. შესაბამისად, ვარფარინის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. ვარფარინის მიღების საფრთხე ნაყოფისთვის მკაცრად უნდა შეფასდეს დედისთვის არსებული საფრთხის წინააღმდეგ, თუ ვარფარინის გამოყენება არ მოხდება. ანტითრომბოზული თერაპიის ჩატარება ორსულობის პერიოდში საჭიროა ინდივიდუალურად, შესაბამისი სპეციალისტების მკაცრი მეთვალყურეობით.
ვარფარინი არ აღწევს დედის რძეში, ამიტომ, ვარფარინით თერაპიის დროს შესაძლებელია ბუნებრივი კვების გაგრძელება.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის დროს
არ მოქმედებს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არახშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
დარღვევები სისხლმბადი სისტემის და ლიმფური სისტემის მხრიდან.
ხშირი: ჰემორაგია.
არახშირი: ანემია.
იშვიათი: კუმარინული ნეკროზი, მეწამული თითების სინდრომი, ეოზინოფილია.
ძალიან იშვიათი: ვასკულიტი.
მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები
სიხშირე უცნობია: კალციფილაქსია.
დარღვევები სისხლძარღვოვანი სისტემის მხრიდან
სიხშირე უცნობია: ქოლესტერული ემბოლიზმი.
დარღვევები რესპირატორული სისტემის, თორაკალური და მედიასტინალური აშლილობები
ძალიან იშვიათი: ტრაქეის კალციფიკაცია.
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან
ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში.
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრიდან
ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების დონის შექცევადი მატება, ქოლესტატური ჰეპატიტი, სიყვითლე.
დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან
ძალიან იშვიათი: შექცევადი ალოპეცია, გამონაყარი, ეგზემა, ჭინჭრის ციება, კანის ნეკროზი.
დარღვევები რეპროდუქციული და შარდგამომყოფი სისტემის მხრიდან
ძალიან იშვიათი: პრიაპიზმი, ნეფრიტი, უროლითიაზი, ტუბულარული ნეკროზი.
საერთო დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას
ძალიან იშვიათი: ალერგიული რეაქციები (ჩვეულებრივ გამონაყარი), ქავილი.
პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოვლენილია შემდეგი გვერდითი რეაქციები: ცხელება, სუბდურალური ჰემატომა, ჰემოთორაქსი, ცხვირიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, სისხლიანი ღებინება, პანკრეატიტი, ლემენა, პურპურა, კანის ერითემატოზური შეშუპება, რომელიც იწვევს ეკხიმოზს, ინფარქტს და კანის ნეკროზს, ჰემატურია, ჰემატოკრიტის შემცირება.
ყველაზე ხშირად აღწერილია (1%-დან 10%-მდე) ისეთი გვერდითი რეაქცია, როგორიც არის სისხლდენა, რომელიც ვლინდება პაციენტთა დაახლოებით 8%-ში, რომლებიც ყოველწლიურად იღებდნენ ვარფარინს. ზომიერი სისხლდენა ვლინდება ყოველწლიურად პაციენტთა 6%-ში, მძიმე სისხლდენა – 1%-ში და ლეტალური 0,25%-ში. ქალაშიდა სისხლჩაქცევის განვითარების ყველაზე ხშირი რისკ-ფაქტორი არის არანამკურნალევი ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია. სისხლდენის შესაძლებლობა იზრდება, თუ სნი არის მიზნობრივ დონეზე გაცილებით მეტი. თუ სისხლდენა დაიწყო სნი-ს დროს, რომელიც არის მიზნობრივი დონის საზღვრებში, ეს ნიშნავს, რომ არსებობს სხვა თანმხლები პირობა და საჭიროა ამის გამოკვლევა.
კუმარინული ნეკროზი – იშვიათი (<0,1%) გართულება ვარფარინით თერაპიის დროს. ნეკროზი ჩვეულებრივ იწყება ქვედა კიდურების ან ბარძაყების კანის შეშუპებით, რომელიც გამუქებულია, მაგრამ შესაძლებელია გაჩნდეს სხვა ადგილებშიც. მოგვიანებით ასეთი დაზიანება ნეკროზდება. პაციენტების 90% არიან ქალები. დაზიანება ჩნდება მიღების მე-3 მე-10 დღეს და ეტიოლოგია უშვებს C ან S ანტითრომბოზული პროტეინის უკმარისობაზე. ამ პროტეინების თანდაყოლილი უკმარისობა შესაძლებელია იყოს გართულების მიზეზი. ამ მიზეზით, ვარფარინის მიღების დაწყება საჭიროა ჰეპარინის შეყვანასთან ერთად და მცირე საწყისი დოზებით. გართულების განვითარებისას, ვარფარინის გამოყენება უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს ჰეპარინის შეყვანა დაზიანების შეხორცებამდე ან დანაწიბურებამდე.
მეწამული თითების სინდრომი – ძალიან იშვიათი გართულება ვარფარინის გამოყენების დროს. დამახასიათებელია მამაკაცი-პაციენტებისათვის ათეროსკლეროზული დაავადებით. დაიშვება, რომ ვარფარინი იწვევს ათერომატოზული ბალთების ჰემორაგიას, რაც იწვევს მიკროემბოლიებს. ჩნდება თითების და ტერფის ქვედა ნაწილის სიმეტრიული მეწამული დაზიანება, და ასეთ დაზიანებას თან ახლავს მწვავე ტკივილი. საჭიროა ვარფარინის მიღების შეწყვეტა და დაზიანებული კანი ჩვეულებრივ თანდათანობით ქრება.
თუ პაციენტს აქვს პოლიმორფული CYP2C9 და VKOR ფერმენტის გენეტიკური მოდიფიკაცია, იზრდება მგრძნობელობა ვარფარინის მიმართ და ვარფარინის ჭარბი ანტიკოაგულანტური ეფექტის რისკი. ამან შესაძლებელია გაზარდოს ჰემორაგიული გართულებების განვითარების რისკი. საჭიროა ჰემოგლობინის და სნი-ს მნიშვნელობის მკაცრი კონტროლი.
ჭარბი დოზა
თანმიმდევრული ჭარბი დოზის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, საკმარისია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. მწვავე ჭარბი დოზის დროს არ არის რეკომენდებული კუჭის განთავისუფლება სისხლდენის განვითარებს საშიშროების გამო. ვარფარინის შეწოვის და ენტეროჰეპატული ცირკულაციის თავიდან აცილების მიზნით, განმეორებითად ინიშნება აქტივირებული ნახშირი. აქტივირებული ნახშირის დანიშვნისას, K ვიტამინი, რომელიც შესაძლებელია საჭირო გახდეს მოგვიანებით, შეიყვანება პარენტერალურად (ვენაში). სისხლდენის შემთხვევაში, ვარფარინის მოქმედების შეწყვეტა შესაძლებელია K ვიტამინის, შედედების ფაქტორის კონცენტრატის ან ახლადგაყინული შრატის შეყვანით. თუ შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტების დანიშვნა ნაჩვენებია მომავალში, საჭიროა K ვიტამინის დიდი დოზების, 10 მგ-ზე მეტის გამოყენების თავიდან აცილება, ვინაიდან რეზისტენტობა ვარფარინისადმი ვითარდება 2 კვირის განმავლობაში.
ჭარბი დოზის თერაპიის დროს საჭიროა შემდეგი ღონისძიებების ჩატარება
კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის არარსებობა
სნი დონე
რეკომენდაცია
<5.0
უნდა მოხდეს ვარფარინის შემდეგი დოზის გამოტოვება და თერაპიის განახლება უფრო დაბალი დოზით სნი მიზნობრივი დონის მისაღწევად
- 0-9.0
უნდა მოხდეს ვარფარინის 1-2 დოზის გამოტოვება და თერაპიის განახლება უფრო დაბალი დოზით სნი მიზნობრივი დონის მიღწევისას ან ვარფარინის 1 დოზის გამოტოვება და 2,5 მგ K1 ვიტამინის დანიშვნა შიგნით
>9.0
ვარფარინის მიღების შეწყვეტა, 3-დან 5 მგ-მდე K1 ვიტამინის დანიშვნა შიგნით
ნაჩვენებია სწრაფი მოხსნა (მაგალითად, ოპერაციის წინ)
სნი დონე
რეკომენდაცია
- 0-9.0 და გეგმიური ოპერაცია
ვარფარინის მიღების შეწყვეტა, 2-დან 4 მგ-მდე K1 ვიტამინის დანიშვნა შიგნით. საჭიროებისას, ოპერაციამდე დაახლოებით 24 საათით ადრე დამატებით შესაძლებელია 1-დან 2 მგ-მდე შიგნით დანიშვნა.
ნაჩვენებია ძალიან სწრაფი მოხსნა
სნი დონე
რეკომენდაცია
ძლიერი სისხლდენა ან ძლიერი ჭარბი დოზა (მაგალითად, სნი >20.0)
ინიშნება K1 ვიტამინი 10 მგ დოზით ვენაში ნელი ინფუზიის გზით. ასევე, მდგომარეობის სიმწვავიდან გამომდინარე, ნაჩვენებია ახლადგაყინული შრატი ან პროთრომბინული კომპლექსის კონცენტრატი. საჭიროებისას, შესაძლებელია K1 ვიტამინის შეყვანის გამეორება ყოველ 12 საათში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის ვარფარინს 3 მგ ან 5 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ინდიგოკარმინი E132 (3 მგ-იანი ტაბლეტები) ან ერითროზინი E127 (5 მგ-იანი ტაბლეტები).
სამკურნალო ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები:
3 მგ-იანი ტაბლეტები: ბრტყელი ზედაპირის ჩამოთლილი კიდეების და ნაზოლის მქონე მრგვალი ფორმის ღია-ცისფერი ტაბლეტები, დასაშვებია ჩანართები. ტაბლეტის ზედაპირი შეიცავს ანაბეჭდს ,,ORN17” ერთ მხარეზე;
5 მგ-იანი ტაბლეტები: ბრტყელი ზედაპირის ჩამოთლილი კიდეების და ნაზოლის მქონე მრგვალი ფორმის ვარდისფერი ტაბლეტები, დასაშვებია ჩანართები. ტაბლეტის ზედაპირი შეიცავს ანაბეჭდს ,,ORN18” ერთ მხარეზე.
შენახვის პირობები
3 წელი.
შენახვის პირობები. ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. ინახება მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში. ფლაკონი ინახება გარე კოლოფში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა. 30 ან 100 ტაბლეტი ფლაკონში წყლის შტანმთქმელი კაფსულით; 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტითრომბოზული საშუალებები. K ვიტამინის ანტაგონისტები. კოდი ათქ B01A A03.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ვარფარინი ან 4-ჰიდროქსიკუმარინი – ანტიკოაგულანტი, რომელიც ბლოკავს სისხლის შედედების ფაქტორების ვიტამინი K-დამოკიდებულ სინთეზს. მისი იზომერებიდან S-ვარფარინი დაახლოებით 5-ჯერ უფრო ძლიერია R-ვარფარინზე. მისი ეფექტურობა დაფუძნებულია ვარფარინის უნარზე დაბლოკოს K ვიტამინის მოქმედება II, VII, IX და X სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზზე. თერაპიულ დოზებში ვარფარინი ამცირებს შედედების ფაქტორების სინთეზის სისწრაფეს 30-50%-ით და ასევე ამცირებს მათ ბიოლოგიურ ატივობას. სრული ეფექტი ვლინდება მე-2-7 დღეს (დროის ამ პერიოდში შედედების ფაქტორები, რომლებიც უკვე ცირკულირებენ სისხლში, გამოიყოფიან ორგანიზმიდან).
VKORC1 გენის გენეტიკურმა ვარიაციამ, რომელიც ახდენს K ვიტამინის ეპოქსიდ რედუქტაზას (ვარფარინის მიზანი) კოდირებას, აჩვენა საჭირო დოზის ზემოქმედება ვარფარინის მიმართ მგრძნობელობის მომატების ხარჯზე. კვლევებში აღწერილია დაახლოებით ორჯერადი განსხვავება ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ საშუალო დოზას შორის გაპლოტიპების ორი სხვადასხვა ჯგუფისთვის. ევროპეიდული რასის წარმომადგენლები შედარებით თანაბრად არიან გადანაწილებულები ამ ჯგუფებში, მაშინ, როცა აზიური წარმომავლობის პირებში ძირითადად არის გენი, რომელიც საჭიროებს დოზის შემცირებას. გენოტიპირების გათვალისწინება შესაძლებელია განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტების მკურნალობისას, რომლებისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭარბი ანტიკოაგულანტური ეფექტის თავიდან აცილება.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია. შიგნით მიღების შემდეგ, ვარფარინის ბიოშეღწევადობა არის 90%-ზე მეტი და მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 1,2 საათის შემდეგ. საკვების ერთდროული მიღება ანელებს შეწოვას, მაგრამ არ ამცირებს აბსორბციას რაოდენობრივად, ენტეროჰეპატური ცირკულაციის არსებობის ხარჯზე.
გადანაწილება. ვარფარინი პრაქტიკულად სრულად უკავშირდება შრატისმიერ ალბუმინს, თავისუფალი ფრაქცია მერყეობს 0,5%-დამ 3%-მდე. გადანაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,14 ლ/კგ. ვარფარინი აღწევს პლაცენტაში, მაგრამ არ აღწევს დედის რძეში.
მეტაბოლიზმი და ელიმინაცია. ვარფარინი მეტაბოლიზდება ღვიძლში CYP2C9 (S-ვარფარინი), CYP1A2 და CYP3A (R-ვარფარინი) კატალიზის დახმარებით ის გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად, რომლებიც გამოიყოფიან შარდით. S-ვარფარინის ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 18-35 საათს, ხოლო R-ვარფარინის კი 20-დან 70 საათამდე.
CYP2C9 გენოტიპი: S-(ვარფარინისთვის) მეტაბოლიზმის ძირითადი კატალიზატორია CYP2C9 ფერმენტი. CYP2C9 წარმოადგენს გენეტიკურ პოლიმორფიზმს. ალელები *1, *2 და *3 გავრცელებულები არიან ევროპეიდული რასის წარმომადგენლებში. *1 ალელი უზრუნველყოფს ფერმენტის ,,ნორმალურ” აქტივობას. *2 და *3 ალელები განაპირობებენ ფერმენტის შემცირებულ აქტივობას, და, შესაბამისად, მცირდება ვარფარინის კლირენსი (და იზრდება ნაწილობრივად დაშლის დრო). კლირენსის ყველაზე გამოხატული შემცირება მიიღწევა პაციენტებში ორი *3 ალელით. ევროპეიდული რასის წარმომადგენლებში ეს გენოტიპი არის მოსახლეობის 0,5%-ში. მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ვარფარინის საშუალო სადღეღამისო დოზა იყო 20%-ით ნაკლები პაციენტებში CYP2C9*2 ალელით და 34%-ით ნაკლები პაციენტებში CYP2C9*3 ალელით. ორი ასეთი გენის მქონე პაციენტებში (ჰომოზიგოტულობა) საჭიროა დოზის შემცირება 36%-ით (CYP2C9*2) ან 78%-ით (CYP2C9*3). ვარფარინისთვის მდგრადი მდგომარეობის და თერაპიული ეფექტის მისაღწევად შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო მეტი დრო. გენოტიპირების გათვალისწინება შესაძლებელია განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტების მკურნალობისას, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტიკოაგულანტების ჭარბი ეფექტის თავიდან აცილება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
ვარფარინი ორიონი
(WARFARIN ORION)
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის ვარფარინს 3 მგ ან 5 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ინდიგოკარმინი E132 (3 მგ-იანი ტაბლეტები) ან ერითროზინი E127 (5 მგ-იანი ტაბლეტები).
სამკურნალო ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები:
3 მგ-იანი ტაბლეტები: ბრტყელი ზედაპირის ჩამოთლილი კიდეების და ნაზოლის მქონე მრგვალი ფორმის ღია-ცისფერი ტაბლეტები, დასაშვებია ჩანართები. ტაბლეტის ზედაპირი შეიცავს ანაბეჭდს ,,ORN17” ერთ მხარეზე;
5 მგ-იანი ტაბლეტები: ბრტყელი ზედაპირის ჩამოთლილი კიდეების და ნაზოლის მქონე მრგვალი ფორმის ვარდისფერი ტაბლეტები, დასაშვებია ჩანართები. ტაბლეტის ზედაპირი შეიცავს ანაბეჭდს ,,ORN18” ერთ მხარეზე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტითრომბოზული საშუალებები. K ვიტამინის ანტაგონისტები. კოდი ათქ B01A A03.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ვარფარინი ან 4-ჰიდროქსიკუმარინი – ანტიკოაგულანტი, რომელიც ბლოკავს სისხლის შედედების ფაქტორების ვიტამინი K-დამოკიდებულ სინთეზს. მისი იზომერებიდან S-ვარფარინი დაახლოებით 5-ჯერ უფრო ძლიერია R-ვარფარინზე. მისი ეფექტურობა დაფუძნებულია ვარფარინის უნარზე დაბლოკოს K ვიტამინის მოქმედება II, VII, IX და X სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზზე. თერაპიულ დოზებში ვარფარინი ამცირებს შედედების ფაქტორების სინთეზის სისწრაფეს 30-50%-ით და ასევე ამცირებს მათ ბიოლოგიურ ატივობას. სრული ეფექტი ვლინდება მე-2-7 დღეს (დროის ამ პერიოდში შედედების ფაქტორები, რომლებიც უკვე ცირკულირებენ სისხლში, გამოიყოფიან ორგანიზმიდან).
VKORC1 გენის გენეტიკურმა ვარიაციამ, რომელიც ახდენს K ვიტამინის ეპოქსიდ რედუქტაზას (ვარფარინის მიზანი) კოდირებას, აჩვენა საჭირო დოზის ზემოქმედება ვარფარინის მიმართ მგრძნობელობის მომატების ხარჯზე. კვლევებში აღწერილია დაახლოებით ორჯერადი განსხვავება ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ საშუალო დოზას შორის გაპლოტიპების ორი სხვადასხვა ჯგუფისთვის. ევროპეიდული რასის წარმომადგენლები შედარებით თანაბრად არიან გადანაწილებულები ამ ჯგუფებში, მაშინ, როცა აზიური წარმომავლობის პირებში ძირითადად არის გენი, რომელიც საჭიროებს დოზის შემცირებას. გენოტიპირების გათვალისწინება შესაძლებელია განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტების მკურნალობისას, რომლებისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭარბი ანტიკოაგულანტური ეფექტის თავიდან აცილება.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია. შიგნით მიღების შემდეგ, ვარფარინის ბიოშეღწევადობა არის 90%-ზე მეტი და მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 1,2 საათის შემდეგ. საკვების ერთდროული მიღება ანელებს შეწოვას, მაგრამ არ ამცირებს აბსორბციას რაოდენობრივად, ენტეროჰეპატური ცირკულაციის არსებობის ხარჯზე.
გადანაწილება. ვარფარინი პრაქტიკულად სრულად უკავშირდება შრატისმიერ ალბუმინს, თავისუფალი ფრაქცია მერყეობს 0,5%-დამ 3%-მდე. გადანაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,14 ლ/კგ. ვარფარინი აღწევს პლაცენტაში, მაგრამ არ აღწევს დედის რძეში.
მეტაბოლიზმი და ელიმინაცია. ვარფარინი მეტაბოლიზდება ღვიძლში CYP2C9 (S-ვარფარინი), CYP1A2 და CYP3A (R-ვარფარინი) კატალიზის დახმარებით ის გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად, რომლებიც გამოიყოფიან შარდით. S-ვარფარინის ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 18-35 საათს, ხოლო R-ვარფარინის კი 20-დან 70 საათამდე.
CYP2C9 გენოტიპი: S-(ვარფარინისთვის) მეტაბოლიზმის ძირითადი კატალიზატორია CYP2C9 ფერმენტი. CYP2C9 წარმოადგენს გენეტიკურ პოლიმორფიზმს. ალელები *1, *2 და *3 გავრცელებულები არიან ევროპეიდული რასის წარმომადგენლებში. *1 ალელი უზრუნველყოფს ფერმენტის ,,ნორმალურ” აქტივობას. *2 და *3 ალელები განაპირობებენ ფერმენტის შემცირებულ აქტივობას, და, შესაბამისად, მცირდება ვარფარინის კლირენსი (და იზრდება ნაწილობრივად დაშლის დრო). კლირენსის ყველაზე გამოხატული შემცირება მიიღწევა პაციენტებში ორი *3 ალელით. ევროპეიდული რასის წარმომადგენლებში ეს გენოტიპი არის მოსახლეობის 0,5%-ში. მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ვარფარინის საშუალო სადღეღამისო დოზა იყო 20%-ით ნაკლები პაციენტებში CYP2C9*2 ალელით და 34%-ით ნაკლები პაციენტებში CYP2C9*3 ალელით. ორი ასეთი გენის მქონე პაციენტებში (ჰომოზიგოტულობა) საჭიროა დოზის შემცირება 36%-ით (CYP2C9*2) ან 78%-ით (CYP2C9*3). ვარფარინისთვის მდგრადი მდგომარეობის და თერაპიული ეფექტის მისაღწევად შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო მეტი დრო. გენოტიპირების გათვალისწინება შესაძლებელია განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტების მკურნალობისას, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტიკოაგულანტების ჭარბი ეფექტის თავიდან აცილება.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენება
ღრმა ვენების და ფილტვის არტერიის ემბოლიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკა და თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ (ცერებრალური ემბოლია ან სისტემური ემბოლია). თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა (ცერებრალური ემბოლია ან სისტემური ემბოლია) პაციენტებში წინაგულების ფიბრილაციით, გულის სარქველების დაზიანებით ან პროტეზირებული გულის სარქველით.
უკუჩვენება
მიდრეკილება სისხლდენების მიმართ (ვილებრანდტის დაავადება, ჰემოფილია, თრომბოციტოპენია და თრომბოციტების ფუნქციის დარღვევა), მწვავე სისხლდენა, მძიმე სისხლდენის განვითარების რისკის თავიდან აცილების მიზნით ფართო ოპერაციული ჩარევიდან 72 საათის განმავლობაში, მშობიარობის შემდგომი პერიოდის 48 საათის განმავლობაში, ორსულობა, თირკმელების მძიმე უკმარისობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, არანამკურნალევი ან არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, ახლო წარსულში გადატანილი ქალაშიდა სისხლჩაქცევა, მაგალითად, თავის ტვინის არტერიების ანევრიზმა, აორტის ანევრიზმა, დაცემის ტენდენცია, ლუმბალური პუნქცია, ცენტრალური ნერვული სისტემის ოპერაცია ან თვალის ოპერაცია, კუჭ-ნაწლავის ან თირკმელების სისხლდენა და მათი გართულებები, დივერტიკულოზი ან ავთვისებიანი სიმსივნეები, საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაფართოება, ინფექციური ენდოკარდიტი ან ექსუდაციური პერიკარდიტი, დემენცია, ფსიქოზები, ალკოჰოლიზმი და სხვა მდგომარეობები, როცა კომპლაენტობა შესაძლებელია არასაკმარისი იყოს და ანტიკოაგულანტებით უსაფრთხოდ თერაპიის ჩატარება შეუძლებელია, ჰიპერმგრძნობელობა ვარფარინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ზემოქმედების სხვა სახეები
ღვიძლში ვარფარინი მეტაბოლიზდება CYP2C9 (S-ვარფარინი), და CYP1A2 და CYP3A4 (R-ვარფარინი) კატალიზაციით.
ვარფარინი ურთიერთზემოქმედებს ბევრ სხვა სამკურნალო პრეპარატთან.
ანტითრომბოლიზურ ან ჰემოსტატიკურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, მათ შეუძლიათ გააძლიერონ ვარფარინის ფარმაკოლოგიური ეფექტი, რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს. სტრეპტოკინაზა და ალტეპლაზა უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვარფარინს.
ვარფარინის გამოყენების დროს საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული თრომბინის ინჰიბიტორების, არაფრაქციონირებული ჰეპარინების და მათი წარმოებულების, დაბალი მოლეკულური მასის მქონე ჰეპარინების, ფონდაპარინის, რივაროქსაბანის, IIb/IIIa გლიკოპროტეინის რეცეპტორების ანტაგონისტების, პროსტაციკლინის, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების, ერლოტინიბის, მეთილფენიდატის, შიგნით მისაღები კონტრაცეპტივების გამოყენება. თუ ეს არ არის შესაძლებელი, მოცემული სამკურნალო საშუალებების დანიშვნა უნდა მოხდეს სიფრთხილის ზომების დაცვით გაძლიერებული კლინიკური და ლაბორატორიული კონტროლით.
ვარფარინის შეწოვა და ენტეროჰეპატური ცირკულაცია შესაძლებელია შეიცვალოს ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის, მაგალითად, ქოლესტირამინის ზემოქმედებით. შესაძლებელია ვარფარინის ეფექტის ინჰიბირება (ამიოდარონი ან მეტრონიდაზოლი), ასევე ინდუქცია (ეპილეფსიის საწინააღმდეგო ან ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები). ზოგიერთ შემთხვევაში ღვიძლის ფერმენტების ინჰიბირების ან ინდუქციის შეწყვეტამ შესაძლებელია ასევე შეცვალოს ვარფარინის თერაპიის ბალანსი. ზოგიერთმა სამკურნალო პრეპარატმა შესაძლებელია გამოაძევოს სისხლის შრატის ცილებთან შეკავშირებიდან, რაც ზრდის თავისუფალ ფრაქციას, და, შედეგად, ძლიერდება ვარფარინის მეტაბოლიზმი და გამოყოფა, რაც ამცირებს ეფექტს (ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტების გარდა). ფარმაკოდინამიული ურთიერთზემოქმედება ვლინდება ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მოქმედებენ თრომბოციტებზე (აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი, ტიკლოპიდინი, დიპირიდამოლი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების უმრავლესობა). პირველადმა და მეორადმა ჰემოსტაზმა შესაძლებელია გამოიწვიოს პაციენტებში მიდრეკილება ძლიერი სისხლდენის მიმართ. პენიცილინი დიდ დოზებში ავლენს მსგავს ეფექტს. ანაბოლური სტეროიდები, აზაპროპაზონი, ერითრომიცინი და ზოგიერთი ცეფალოსპორინი უშუალოდ ამცირებენ შედედების ფაქტორების ვიტამინი K-დამოკიდებული სინთეზის დონეს და აძლიერებენ ვარფარინის ეფექტს. K ვიტამინის მიღება საკვებთან ერთად ამცირებს ვარფარინის ეფექტს. K ვიტამინის აბსორბციის შემცირებამ, მაგალითად, დიარეით განპირობებული, შესაძლებელია მოახდინოს ვარფარინის მოქმედების პოტენცირება. პაციენტები, რომლებიც იღებენ K ვიტამინის შემცველი საკვები პროდუქტების არაადექვატურ რაოდენობას, დამოკიდებულები არიან K2 ვიტამინზე, რომელიც იწარმოება ნაწლავური მიკროფლორით. ასეთ პაციენტებში ანტიბიოტიკების უმრავლესობამ შესაძლებელია შეამციროს ნაწლავური მიკროფლორის უნარი აწარმოოს K2 ვიტამინი, რაც იწვევს ვარფარინის ეფექტის გაძლიერებას. ღვიძლის დაზიანებით თანმხლები ალკოჰოლიზმის დროს ვარფარინის მოქმედება პოტენცირებს. ქინინმა, რომელიც შედიც წყალი ,,ტონიკი”-ს შემადგენლობაში, ასევე შესაძლებელია გააძლიეროს ვარფარინის ეფექტი. ლაქტულოზამ შესაძლებელია მოახდინოს ვარფარინის ეფექტის პოტენცირება ხანგრძლივი გამოყენების პირობებში.
საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული შტოშის წვენის და შტოშის შემცველი სხვა პროდუქტების ერთდროული გამოყენება, რადგან ისინი მნიშვნელოვნად აძლიერებენ ვარფარინის ეფექტს.
პაციენტის დროებით გაუტკივარების საჭიროების შემთხვევაში, ვარფარინის გამოყენების პირობებში რეკომენდებულია პარაცეტამოლის ან ოპიატების დანიშვნა.
ვარფარინმა შესაძლებელია გააძლიეროს შიგნით მისაღები სულფონილშარდოვანას წარმოებულების ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედება.
შემდეგი სამკურნალო პრეპარატები, როგორც ცნობილია, ცვლიან ვარფარინის ეფექტს
ეფექტის გაძლიერება: ალოპურინოლი, ამიოდარონი, ამოქსიცილინი, არგატრობანი, აცეტილსალიცილის მჟავა, აზაპროპაზონი, აზითრომიცინი, A ვიტამინი, ბეზაფიბრატი, დექსტროპროპოქსიფენი, დიგოქსინი, დისულფირამი, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი, ეტოპოზიდი, E ვიტამინი, ფენოფიბრატი, ფენილბუტაზონი, ფეპრაზონი, ფლუკონაზოლი, ფტორურაცილი, ფლუტამიდი, ფლუვასტატინი, ფლუვოქსამინი, გატიფლოქსაცინი, ჰემფიბროზილი, გრეპაფლოქსაცინი, იფოსფამიდი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ალფა- და ბეტა-ინტერფერონი, იზონიაზიდი, იტრაკონაზოლი, კაპეციტაბინი, კარბოქსიურიდინი, ცეფამანდოლი, ცეფალექსინი, ცეფმეტაზოლი, ცეფმენოქსიმი, ცეფპერაზონი, ცეფუროქსიმი, კეტოკონაზოლი, ქინიდინი, ქინინი, კლარიტრომიცინი, კლინდამიცინი, კლოფიბრატი, ქლორალჰიდრატი, კოდეინი, ლატამოქსეფი, ლეფლუნომიდი, ლეპირუდინი, ლევოფლოქსაცინი, ლოვასტატინი, მეტოლაზონი, მეტოტრექსატი, მეტრონიდაზოლი, მიკონაზოლი (ასევე ორალური გელი), მოქსალატამი, მოქსიფლოქსაცინი, ნალიდიქსის მჟავა, ნორფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, ოქსიფენბუტაზონი, ომეპრაზოლი, პარაცეტამოლი (ეფექტი ვლინდება 1-2 კვირის მუდმივი მიღების შემდეგ), პროგუანილი, პროპაფენონი, პროპრანოლოლი, როფეკოქსიბი, როქსიტრომიცინი, ცელეკოქსიბი, ციმეტიდინი, სიმვასტატინი, ციპროფლოქსაცინი, სულფაფენაზოლი, სულფაფურაზოლი, სულფამეტიზოლი, სულფამეტოქსაზოლ-ტრიმეტოპრიმი, სულფინპირაზონი, სულფოფენური, სულინდაკი (ანაბოლური ან ანდროგენული) სტეროიდული ჰორმონები, ციკლოფოსფამიდი, ტამოქსიფენი, ტეგაფური, ტეტრაციკლინი, ტოლმენტინი, ტრამადოლი, ტრასტუზუმაბი, ტროგლიტაზონი, ზაფირლუკასტი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) (როგორიც არის იბუპროფენი, კეტოპროფენი, ნაპროქსენი, დიკლოფენაკი, ინდომეტაცინი და პიროქსიკამი), (დექსტრო)თიროქსინი, ვალპროატი.
აღწერილია სნი-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული ინდექსის) დონის მატება ნოსპარინთან ან გლუკოზამინთან (ქონდროიტინის სულფატთან ან მის გარეშე) ერთდროული გამოყენებისას.
მელატონინის და ვარფარინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ანტიკოაგულაციის მატება, ამიტომ რეკომენდებულია სნი-ს მონიტორინგი. შესაძლებელია საჭირო გახდეს ვარფარინის დოზის შემცირება.
ეფექტის შემცირება: აზატიოპრინი, (ბარბიტურატები), C ვიტამინი, დიკლოქსაცილინი, დიზოპირამიდი, ფენობარბიტალი, გრიზეოფულვინი, კარბამაზეპინი, კლოქსაცილინი, ქლორტალიდონი, ქლორდიაზეპოქსიდი, მერკაპტოპურინი, მესალაზინი, მიტოტანი, ნაფცილინი, ნევირაპინი, პრიმიდონი, რიფამპიცინი, ციკლოსპორინი, სპირონოლაქტონი, ტრაზოდონი.
მცენარეული წარმოშობის პრეპარატებით მკურნალობამ ასევე შესაძლებელია გააძლიეროს ვარფარინის ეფექტი, მაგალითად, გინკგოს ექსტაქტი (Ginkgo biloba), ნივრის ექსტრაქტი (Allium sativum), სამკურნალო ანგელოზას პრეპარატები (Angelica sinensis, შეიცავს კუმარინებს), პაპაიას ექსტრაქტი (Carica papaya) ან სალბი (Salvia miltiorrhiza), ან შეამციროს იგი, მაგალითად, ჟენშენი (Panax spp.) ან კრაზანა (Hypericum perforatum). ეს განპირობებულია კრაზანას ენზიმების ინდუქციის უნარით, რომლებიც მეტაბოლიზებენ სამკურნალო პრეპარატებს. ამიტომ, კრაზანას შემცველი მცენარეული პრეპარატების გამოყენება არ არის რეკომენდებული ვარფარინთან ერთად. ეფექტი შესაძლებელია გაგრძელდეს მცენარეული პრეპარატების მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში. თუ პაციენტი უკვე იღებს კრაზანას ექსტრაქტს, საჭიროა სნი-ს დონის განსაზღვრა და კრაზანას ექსტრაქტის მიღების შეწყვეტა. რადგან სნი შესაძლებელია მოიმატოს კრაზანას ექსტრაქტის მოხსნის შემდეგ, საჭიროა მისი მკაცრი კონტროლი. შესაძლებელია საჭირო გახდეს ვარფარინის დოზის კორექცია.
ვარფარინით თერაპიის დროს K ვიტამინის მოხმარების დონე საკვებთან ერთად უნდა დარჩეს უცვლელი.
K ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავენ მწვანე ბოსტნეული და მწვანილი, როგორიცაა: ჩაის ფურცლები (მაგრამ, არა დაყენებული), ამარანტის მწვანილი, ავოკადო, ენდივი, ბარდა, ჩაიოტი, კომბოსტო, მწვანე ხახვი, კივის ნაყოფი, კაკალი ქინძი, კიტრის კანი (და არა კიტრი უკანოდ), ხუჭუჭა კომბოსტო, სალათის ფურცლები, თალგამი, პიტნის ფოთლები, ზეითუნის ზეთი, ბროკოლი, ოხრახუში, ისპანახი, ფსტა, ზღვის წითელი წყალმცენარეები, ხახვი, ბრუსელის კომბოსტო, თალგამის ზეთი, მდოგვის ფოთლები, სოიოს ცერცვი, სოიოს ზეთი, კრეს-სალათი.
თამბაქოს მოხმარებამ შესაძლებელია გააძლიეროს ვარფარინის გამოყოფა, ამიტომ, მწეველ პაციენტებში შესაძლებელია ვარფარინის მცირედიდ მომატებული დოზების გამოყენება. მეორე მხრივ, თამბაქოს მოხმარებამ შესაძლებელია გაზარდოს ვარფარინის ეფექტი. შესაბამისად, პაციენტი, რომელიც თამბაქოს ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ წყვეტს მოწევას, საჭიროა სნი-ს დონის მკაცრი მონიტორინგი.
გამოყენების თავისებურებები
სწრაფი ანტითრომბოზული ეფექტის საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია ჰეპარინის შეყვანით. შემდგომ, ჰეპარინის შეყვანა გრძელდება ვარფარინის ერთდროულ მიღებასთან 5-7 დღის განმავლობაში მანამ, სანამ სნი არ შენარჩუნდება მიზნობრივ დონეზე სულ მცირედ ორი დღის განმავლობაში.
შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტების მიღების დროს ყველაზე ხშირად აღწერილია ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარება, როგორიც არის სისხლდენა. ვარფარინი სიფრთხილით ინიშნება სერიოზული სისხლდენის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში (მაგალითად, აასპ ერთდროული გამოყენება, ახლო წარსულში გადატანილი იშემიური ინსულტი, ბაქტერიული ენდოკარდიტი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა).
სისხლდენის განვითარების ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია ანტიკოაგულაციის მაღალი დონე (სნი >4,0), ასაკი 65 წლიდან, არასტაბილური სნი, ახლო წარსულში გადატანილი კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, ცერებროვასკულარული დაავადებები, გულის სერიოზული დაავადებები, დავარდნის ტენდენცია, ანემია, ავთვისებიანი სიმსივნე, ტრავმა, თირკმელების უკმარისობა, სხვა სამკურნალო საშუალებების თანმხლები მიღება. ყველა პაციენტმა ვარფარინის გამოყენების ფონზე რეგულარულად უნდა გააკონტროლონ სნი. სისხლდენის განვითარების მომატებული რისკის მქონე პაციენტები საჭიროებენ სნი-ს უფრო ხშირ განსაზღვრას, სასურველი სნი-ს მისაღწევად დოზის უფრო მკაცრ შერჩევას და უფრო ხანმოკლე თერაპიას. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება სისხლდენის განვითარების რისკის შემცირების ღონისძიებებზე, ასევე დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს სისხლდენის სიმპტომების და განვითარების შემთხვევაში.
ძალიან მნიშვნელოვანია სნი-ს განსაზღვრა, ექიმის კონსულტაცია და დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა. მაღალი სნი-ს დროს საჭიროა დოზის შემცირება ან ვარფარინით თერაპიის შეწყვეტა. ზოგჯერ საჭიროა ანტიკოაგულანტებით თერაპიის გაგრძელება. სნი-ს განსაზღვრა საჭიროა 2-3 დღის განმავლობაში რათა ექიმი დარწმუნდეს, რომ ამ მაჩვენებელმა დაიწია.
სხვა ანტითრომბოციტული სამკურნალო საშუალებების გამოყენება საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით სისხლდენის განვითარების მომატებული რისკის გამო.
ვარფარინით თერაპიის აუცილებელი პირობა არის პრეპარატის დანიშნული დოზის მკაცრი დაცვა.
სისხლდენის განვითარება შესაძლებელია მოწმობდეს ვარფარინით ჭარბ დოზაზე. საჭიროა თერაპიული დოზის მიღების ფონზე უეცრად განვითარებული სისხლდენის კვლევა და სნი-ს კონტროლი.
ანტიკოაგულაცია იშემიური ინსულტის შემდეგ ზრდის თავის ტვინში მეორადი სისხლჩაქცევის რისკს. წინაგულების ციმციმის მქონე პაციენტებში ვარფარინით ხანგრძლივი თერაპია სასარგებლოა, მაგრამ, ადრეული მეორადი ემბოლიის რისკი დაბალია, ამიტომ შესვენება მკურნალობაში იშემიური ინსულტის შემდეგ გამართლებული. ვარფარინით მკურნალობა უნდა განახლდეს იშემიური ინსულტიდან 2-14 დღის შემდეგ, რაც დამოკიდებულია ინფარქტის ზომაზე და წნევაზე. ემბოლიური ინსულტის ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ვარფარინით მკურნალობა უნდა შეწყდეს 14 დღით.
ქირურგიულ ოპერაციამდე, თუ არ არის სერიოზული სისხლდენის განვითარების რისკი, ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია მაშინ, როცა სნი <2,5. ქირურგიულ ოპერაციამდე, თუ არსებობს სერიოზული სისხლდენის განვითარების რისკი, ვარფარინის გამოყენება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 3 დღით ადრე.
ანტიკოაგულანტური თერაპიის გაგრძელების საჭიროებისას, მაგალითად, სიცოცხლისათვის საშიში თრომბოემბოლიის დროს, საჭიროა სნი-ს შემცირება <2,5 დონემდე და ჰეპარინით თერაპიის დაწყება.
თუ აუცილებელია ოპერაცია და ვარფარინის მიღების შეწყვეტა შეუძლებელია ოპერაციამდე 3 დღით ადრე, ანტიკოაგულაციის მოხსნა უნდა მოხდეს K ვიტამინის დაბალი დოზების დახმარებით.
ვარფარინით თერაპიის განახლება დამოკიდებულია პოსტ-ოპერაციული სისხლდენის განვითარების რისკზე.
ვარფარინის გამოყენება არ უნდა შეწყდეს რუტინულ სტომატოლოგიურ ოპერაციამდე, როგორიც არის კბილის ექსტრაქცია.
კუჭის პეპტიური წყლულის მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, სისხლდენის განვითარების მაღალი რისკის გათვალისწინებით. საჭიროა ასეთი პაციენტების რეგულარული კვლევა და მათი ინფორმირება, როგორ განსაზღვრონ სისხლდენა, და, რა ღონისძიებების მიღება არის საჭირო სისხლდენის განვითარების შემთხვევაში.
ალკოჰოლიზმით ან დემენციით დაავადებულმა პაციენტებმა შესაძლებელია ვერ დაიცვან ვარფარინის მიღების საჭირო რეჟიმი. ალკოჰოლის დიდი რაოდენობის მოხმარების შემთხვევაში იზრდება ჰიპოთრომბინემიის და სისხლდენის განვითარების საშიშროება.
რეზისტენტობა ვარფარინის მიმართ ვლინდება ძალიან იშვიათად. თერაპიული ეფექტის მისაღწევად, ასეთ პაციენტებში საჭიროა ვარფარინის 5-დან 20-მდე ჩვეულებრივი დოზა. თუ ვარფარინის მიღება არასაკმარისად ეფექტურია, საჭიროა სხვა მიზეზების დადგენა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ან საკვებ პროდუქტებთან, ლაბორატორიული შეცდომები.
ანტითრომბოზული C პროტეინის მემკვიდრეობითი უკმარისობის მქონე პაციენტებში ვარფარინით თერაპიის დასაწყისში არსებობს კანის ნეკროზის განვითარების რისკი. ასეთ პაციენტებში თერაპიის დაწყება საჭიროა ვარფარინის გაჯერების დოზის გარეშე, მაშინაც კი, თუ შეიყვანება ჰეპარინი. ანტითრომბოზული S პროტეინის მემკვიდრეობითი უკმარისობის მქონე პაციენტებში ვარფარინით თერაპიის დაწყება ასევე რეკომენდებულია ნელა.
სისხლდენის და ჰემორაგიული გართულებების შესაძლებლობა იზრდება, თუ სნი იმატებს მიზნობრივ თერაპიულ დონეზე მნიშვნელოვნად მეტჯერ. თუ ჰემორაგიული გართულებები ვითარდებიან მაშინ, როცა სნი არის მიზნობრივ თერაპიულ დონეზე, ეს, როგორც წესი, არის ნებისმიერი სხვა მდგომარეობის ნიშანი, და საჭიროებს სისხლდენის მიზეზის განსაზღვრას.
ანტითრომბოზული S ან C ცილის თანდაყოლილი დეფიციტის მქონე პაციენტებში კუმარინული ნეკროზის თავიდან აცილების მიზნით, თავდაპირველად საჭიროა ჰეპარინით მკურნალობა. ვარფარინის შემდგომი გაჯერებული საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 5 მგ-ს. ჰეპარინის გამოყენება უნდა გაგრძელდეს 5-7 დღე.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მკურნალობა უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. საჭიროა პაციენტის უნარის შემოწმება დაიცვას მკაცრი წესები პრეპარატის გამოყენების დროს. შედედების ფაქტორების სინთეზის მსგავსად, ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი ხანდაზმული ასაკის პირებში მცირდება. შედეგად, ვარფარინის ჭარბი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია მსუბუქად. მკურნალობა იწყება ფრთხილად. არასასურველი ურთიერთზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა გათვალისწინდეს სხვა მედიკამენტების თანმხლები მიღება.
ბევრი სამკურნალო საშუალება და საკვები პროდუქტები ურთიერთზემოქმედებენ
ვარფარინთან და მოქმედებენ პროთრომბინულ დროზე. ნებისმიერი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების მიღება არის სნი-ს დონის გაძლიერებული კონტროლის საფუძველი. საჭიროა პაციენტის გაფრთხილება მიმართოს მკურნალ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე, მათ შორის მცენარეული საშუალებები და ვიტამინური პრეპარატები.
ძალიან ბევრმა ფაქტორმა და პირობამ, მათ შორის, ცხელება, დიარეა, ღებინება, ჰიპერ-/ჰიპოთირეოზი, გულის უკმარისობა, შეწოვის დარღვევა და K ვიტამინის ძალიან დაბალი ან ძალიან მაღალი მოხმარება დიეტის შეცვლასთან დაკავშირებით, შესაძლებელია იმოქმედოს ვარფარინით თერაპიის ეფექტურობაზე.
არ არის რეკომენდებული სხვა სამკურნალო საშუალებების მიღების დაწყება ან შეწყვეტა, ასევე პრეპარატების დოზის შეცვლა ექიმის კონსულტაციის გარეშე.
ჰიპერთირეოზმა, ცხელებამ და გულის არაკომპენსირებულმა უკმარისობამ შესაძლებელია გააძლიეროს ვარფარინის ეფექტი. ჰიპოთირეოზის შემთხვევაში ვარფარინის ეფექტი შეძლებელია შემცირდეს. ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში ვარფარინის ეფექტი ძლიერდება. თირკმელების უკმარისობის ან ნეფროზული სინდრომის შემთხვევაში იზრდება ვარფარინის თავისუფალი ფრაქციის დონე სისხლის შრატში, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ვარფარინის ეფექტის გაძლიერება ან შემცირება, რაც დამოკიდებულია თანმხლებ დაავადებაზე. ყველა ასეთ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის და სნი-ს დონის მონიტორინგი.
სხეულის წონის კლებამ, მწვავე დაავადებებმა და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტამ შესაძლებელია გააძლიერონ ვარფარინის ეფექტი, ამიტომ შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
სხეულის წონის მატება, დიარე და ღებინება კი პირიქით, ამცირებს ვარფარინის ეფექტს, ამიტომ შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის მატება.
ვარფარინის ელიმინაცია ხდება ნელა პაციენტებში CYP2C9 ფერმენტის გარკვეული გენეტიკური ცვლილებით, რომელიც ახდენს (S)-ვარფარინის მეტაბოლიზმს. ასეთი პაციენტებისათვის საჭიროა მხოლოდ დაბალი შემანარჩუნებელი დოზა და, მაღალი საწყისი დოზის მიღების შემთხვევაში, მათ აქვთ ჭარბი სისხლდენის განვითარების რისკი. გარდა ამისა, დოზის კორექციის შემდეგ ახალი თერაპიული დონის მისაღწევად, საჭირო იქნება უფრო მეტი დრო. VKOR ფერმენტის გენეტიკური ცვლილების მქონე პაციენტები ასევე შესაძლებელია საჭიროებდნენ უფრო დაბალ დოზებს ვარფარინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამო.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის, ლაპას ლაქტაზური უკმარისობის ან გლუკოზა/გალაქტოზის მალაბსორბციის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის ნაჩვენები.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში
ვარფარინი აღწევს პლაცენტაში. ვარფარინით თერაპიამ ორსულებში შესაძლებელია გამოიწვიოს ვარფარინული ემბრიოპათია (საწყისი ჰიპოპლაზია და ქონდროდისპლაზია), თუ ვარფარინის გამოყენება ხდება ორგანოგენეზის პერიოდში (6-დან 12 კვირამდე), ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების დარღვევის მიზეზი შესაძლებელია გახდეს მისი გამოყენება ამ პერიოდის შემდეგაც. ვარფარინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის ჰემორაგია, განსაკუთრებით ორსულობის ბოლოს და მშობიარობის დროს. არსებული მონაცემებით, ვარფარინული ემბრიოპათია აღწერილია 4%-6% შემთხვევებში, თუ ვარფარინის გამოყენება ხდება ორსულობის პერიოდში, მისი განვითარების რისკი იზრდება 5 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზის მიღებისას. შესაბამისად, ვარფარინის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. ვარფარინის მიღების საფრთხე ნაყოფისთვის მკაცრად უნდა შეფასდეს დედისთვის არსებული საფრთხის წინააღმდეგ, თუ ვარფარინის გამოყენება არ მოხდება. ანტითრომბოზული თერაპიის ჩატარება ორსულობის პერიოდში საჭიროა ინდივიდუალურად, შესაბამისი სპეციალისტების მკაცრი მეთვალყურეობით.
ვარფარინი არ აღწევს დედის რძეში, ამიტომ, ვარფარინით თერაპიის დროს შესაძლებელია ბუნებრივი კვების გაგრძელება.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის დროს
არ მოქმედებს.
გამოყენების წესი და დოზები
სნი-ს მიზნობრივი დონე (საერთაშორისო ნორმალიზებული ინდექსი) შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტური თერაპიისთვის:
თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა გულის პროტეზირებული სარქველების მქონე პაციენტებში: სნი 2,5-3,5.
სხვა ჩვენებები: სნი 2,0-3,0.
მოზრდილები: სხეულის ნორმალური წონის ან 1,2-ზე ნაკლები სპონტანური სნი-ს მქონე პაციენტებში ინიშნება 10 მგ ვარფარინი სამი დღის განმავლობაში. შემდეგ დოზა განისაზღვრება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად, რომელიც დაფუძნებულია მეოთხე დღეს სნი-ს ცვლილებაზე.
ამბულატორიული მკურნალობის დროს და C ან S პროტეინის მემკვიდრეობითი უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს ვარფარინის 5 მგ სამი დღის განმავლობაში. შემდეგ დოზა განისაზღვრება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად, რომელიც დაფუძნებულია მეოთხე დღეს სნი-ს ცვლილებაზე.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, სხეულის მცირე წონის პაციენტებში, 1,2 მეტი სპონტანური სნი-ს პაციენტებში, ან თანმხლები დაავადებებით ან სამკურნალო პრეპარატების მიღების დრო, რომლებიც მოქმედებენ ანტიკოაგულანტურ თერაპიის ეფექტურობაზე, რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს ვარფარინის 5 მგ ორი დღის განმავლობაში. შემდეგ დოზა განისაზღვრება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად, რომელიც დაფუძნებულია მესამე დღეს სნი-ს ცვლილებაზე.
დღე
სნი
ვარფარინის დოზა, მგ/დღეში
1
-
10 (5*)
2
-
10 (5*)
3
<2
2-დან 2,4-მდე
2,5-დან 2,9-მდე
3-დან 3,4-მდე
3,5-დან 4-მდე
>4
10 (5*)
5
3
2,5
1,5
ერთი დღის გამოტოვება
4-6
<1,4
1,4-დან 1.9-მდე
2-დან 2,4-მდე
2,5-დან 2,9-მდე
3-დან 3,9-მდე
4-დან 4,5-მდე
>4,5
10
7,5
5
4,5
3
ერთი დღის გამოტოვება, შემდეგ 1,5
ორი დღის გამოტოვება, შემდეგ 1,5
7
1,1-დან 1,4-მდე
1,5-დან 1,9-მდე
2-დან 3-მდე
3,1-დან 4,5-მდე
>4,5
ვარფარინის კვირის დოზა:
იზრდება 20%-ით
იზრდება 10%-ით
დოზა ნარჩუნდება
მცირდება 10%-ით
გამოტოვება, სანამ სნი არ გახდება <4,5, შემდეგ მკურნალობა გრძელდება 20%-ით შემცირებული დოზით
სნი-ს განსაზღვრა უნდა მოხდეს ყოველდღიურად მანამ, სანამ არ მიიღწევა სტაბილური მიზნობრივი დონე, რომელიც ჩვეულებრივ დგება მკურნალობის 5-6 დღეს. შემდეგ სნი-ს განსაზღვრა ხდება ყოველკვირეულად, 4-კვირიანი ინტერვალის მიღწევით. სნი-ს დონის ძლიერი გადახრის ან ღვიძლის დაავადებების ან სხვა ისეთი დაავადებების შემთხვევაში, რომლებიც მოქმედებენ K ვიტამინის შეწოვაზე, განსაზღვრის ინტერვალი შეიძლება იყოს 4 კვირაზე ნაკლები. ადრე გამოყენებული სამკურნალო პრეპარატების მოხსნისას ან ახლის დანიშვნისას, საჭიროა სნი-ს დამატებითი განსაზღვრის ჩატარება. ხანგრძლივი თერაპიის დროს კორექცია ტარდება ვარფარინის კვირეულ დოზამდე ზემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად. თუ საჭიროა დოზის კორექცია, მაშინ სნი-ს შემდეგი განსაზღვრა უნდა ჩატარდეს კორექტირებიდან 1 ან 2 კვირის შემდეგ. ამის შემდეგ, განსაზღვრა გრძელდება 4-კვირიანი ინტერვალების მიღწევამდე.
გეგმიური ოპერაციები: პრე-, პერი- და პოსტოპერაციული ანტიკოაგულანტური თერაპია ტარდება ქვემოთ მოყვანილი განრიგით.
სნი-ს განსაზღვრა დანიშნულ ოპერაციამდე ერთი კვირით ადრე.
ვარფარინის მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე 1-5 დღით ადრე. თრომბოზის მაღალი რისკის შემთხვევაში, პროფილაქტიკის მიზნით, კანქვეშ შეიყვანება დაბალმოლეკულური ჰეპარინი.
ვარფარინის მიღების პაუზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სნი-ზე. ვარფარინის მიღება უნდა შეწყდეს:
- ოპერაციამდე 5 დღით ადრე, თუ სნი >4,0;
- ოპერაციამდე 3 დღით ადრე, თუ სნი = 3,0-დან 4,0-მდე;
- ოპერაციამდე 2 დღით ადრე, თუ სნი = 2,0-დან 3,0-მდე.
სნი-ს განსაზღვრა საღამოს, ოპერაციამდე და 0,5-1,0 მგ K1 ვიტამინის შეყვანა შიგნით ან ვენაში, თუ სნი > 1,8.
ოპერაციის დროს დაბალმოლეკულური ჰეპარინის პროფილაქტიკური შეყვანის ან არაფრაქციული ჰეპარინის ინფუზიის საჭიროებაზე ყურადღების გამახვილება.
დაბალმოლეკულური ჰეპარინის კანქვეშ შეყვანის გაგრძელება ოპერაციიდან 5-7 დღის განმავლობაში ვარფარინის მიღების აღდგენის თანხლებით.
ვარფარინის მიღების გაგრძელება ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზით მცირე ოპერაციის შემდეგ იმავე დღის საღამოს და იმ დღეს, როცა მსხვილი ოპერაციის შემდეგ პაციენტი იწყებს ენტერალური კვების მიღებას.
ბავშვები: ბავშვებში ანტიკოაგულანტებით თერაპია ტარდება დანიშნულებით და პედიატრის მეთვალყურეობით. დოზები შეირჩევა ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად
1 დღე, თუ სპონტანური სნი
არის 1-დან 1,3-მდე
საწყისი დოზა:
0,2 მგ/კგ სხეულის წონის
2-4 დღე, თუ სნი მნიშვნელობა:
1,1-დან 1,3-მდე
1,4-დან 1,9-მდე
2-დან 3-მდე
3,1-დან 3.5-მდე
>3.5
შემანარჩუნებელი დოზა:
საწყისი დოზის გამეორება
საწყისი დოზის 50%
საწყისი დოზის 50%
საწყისი დოზის 25%
პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა <3,5 სნი-ს მიღწევამდე, შემდეგ მკურნალობის განახლება დოზით, რომელიც იქნება წინა დოზაზე 50%-ით ნაკლები
შემანარჩუნებელი მკურნალობა, თუ სნი მნიშვნელობა:
1,1-დან 1,4-მდე
1,5-დან 1,9-მდე
- 0-დან 3.0-მდე
- 1-დან 3.5-მდე
>3.5
ქმედება
კვირის დოზის გაზრდა 20%-ით
კვირის დოზის გაზრდა 10%-ით
უცვლელად
კვირის დოზის შემცირება 10%-ით
პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა <3,5 სნი-ს მიღწევამდე, შემდეგ მკურნალობის განახლება დოზით, რომელიც იქნება წინა დოზაზე 20%-ით ნაკლები
ღვიძლის უკმარისობა: ვარფარინის ეფექტი ძლიერდება ღვიძლის ზომიერი უკმარისობის დროს. საჭიროა პაციენტის კლინიკური სტატუსის და სნი მნიშვნელობის მკაცრი კონტროლი. ვარფარინი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის.
თირკმელების უკმარისობა: თავისუფალი ვარფარინის დონე სისხლის შრატში შეიძლება გაიზარდოს თირკმელების უკმარისობის და ნეფროზული სინდრომის (სხვა ძირითადი პირობების შესაბამისად ეს შედეგები იწვევენ ეფექტის შემცირებას ან გაძლიერებას) დროს. საჭიროა პაციენტის კლინიკური სტატუსის და სნი მნიშვნელობის მკაცრი კონტროლი.
პაციენტები ფერმენტის გენეტიკური გადახრით: სნი-ს პასუხის მნიშვნელოვანი გადახრა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გენეტიკურ ფაქტორებთან, ძირითადად, CYP2C9 ფერმენტის აქტივობის გენეტიკური შემცირება და მგრძნობელობის მომატება VKOR ფერმენტის მიმართ (ვარფარინის ფარმაკოლოგიური მიზანი).
პაციენტებში CYP2C9*2 ან CYP2C9 *3 ალელებით CYP2C9 ფერმენტში მცირდება (S)-ვარფარინის მეტაბოლიზმი და ამიტომ შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო დაბალი საწყისი და შემანარჩუნებელი დოზები.
ბავშვები
ანტიკოაგულანტებით თერაპია ბავშვებში ტარდება პედიატრების დანიშნულებით და ზედამხედველობით.
ჭარბი დოზა
თანმიმდევრული ჭარბი დოზის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, საკმარისია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. მწვავე ჭარბი დოზის დროს არ არის რეკომენდებული კუჭის განთავისუფლება სისხლდენის განვითარებს საშიშროების გამო. ვარფარინის შეწოვის და ენტეროჰეპატული ცირკულაციის თავიდან აცილების მიზნით, განმეორებითად ინიშნება აქტივირებული ნახშირი. აქტივირებული ნახშირის დანიშვნისას, K ვიტამინი, რომელიც შესაძლებელია საჭირო გახდეს მოგვიანებით, შეიყვანება პარენტერალურად (ვენაში). სისხლდენის შემთხვევაში, ვარფარინის მოქმედების შეწყვეტა შესაძლებელია K ვიტამინის, შედედების ფაქტორის კონცენტრატის ან ახლადგაყინული შრატის შეყვანით. თუ შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტების დანიშვნა ნაჩვენებია მომავალში, საჭიროა K ვიტამინის დიდი დოზების, 10 მგ-ზე მეტის გამოყენების თავიდან აცილება, ვინაიდან რეზისტენტობა ვარფარინისადმი ვითარდება 2 კვირის განმავლობაში.
ჭარბი დოზის თერაპიის დროს საჭიროა შემდეგი ღონისძიებების ჩატარება
კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენის არარსებობა
სნი დონე
რეკომენდაცია
<5.0
უნდა მოხდეს ვარფარინის შემდეგი დოზის გამოტოვება და თერაპიის განახლება უფრო დაბალი დოზით სნი მიზნობრივი დონის მისაღწევად
- 0-9.0
უნდა მოხდეს ვარფარინის 1-2 დოზის გამოტოვება და თერაპიის განახლება უფრო დაბალი დოზით სნი მიზნობრივი დონის მიღწევისას ან ვარფარინის 1 დოზის გამოტოვება და 2,5 მგ K1 ვიტამინის დანიშვნა შიგნით
>9.0
ვარფარინის მიღების შეწყვეტა, 3-დან 5 მგ-მდე K1 ვიტამინის დანიშვნა შიგნით
ნაჩვენებია სწრაფი მოხსნა (მაგალითად, ოპერაციის წინ)
სნი დონე
რეკომენდაცია
- 0-9.0 და გეგმიური ოპერაცია
ვარფარინის მიღების შეწყვეტა, 2-დან 4 მგ-მდე K1 ვიტამინის დანიშვნა შიგნით. საჭიროებისას, ოპერაციამდე დაახლოებით 24 საათით ადრე დამატებით შესაძლებელია 1-დან 2 მგ-მდე შიგნით დანიშვნა.
ნაჩვენებია ძალიან სწრაფი მოხსნა
სნი დონე
რეკომენდაცია
ძლიერი სისხლდენა ან ძლიერი ჭარბი დოზა (მაგალითად, სნი >20.0)
ინიშნება K1 ვიტამინი 10 მგ დოზით ვენაში ნელი ინფუზიის გზით. ასევე, მდგომარეობის სიმწვავიდან გამომდინარე, ნაჩვენებია ახლადგაყინული შრატი ან პროთრომბინული კომპლექსის კონცენტრატი. საჭიროებისას, შესაძლებელია K1 ვიტამინის შეყვანის გამეორება ყოველ 12 საათში.
გვერდითი რეაქციები
გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე კლასიფიცირდება შემდეგი გზით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არახშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
დარღვევები სისხლმბადი სისტემის და ლიმფური სისტემის მხრიდან.
ხშირი: ჰემორაგია.
არახშირი: ანემია.
იშვიათი: კუმარინული ნეკროზი, მეწამული თითების სინდრომი, ეოზინოფილია.
ძალიან იშვიათი: ვასკულიტი.
მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები
სიხშირე უცნობია: კალციფილაქსია.
დარღვევები სისხლძარღვოვანი სისტემის მხრიდან
სიხშირე უცნობია: ქოლესტერული ემბოლიზმი.
დარღვევები რესპირატორული სისტემის, თორაკალური და მედიასტინალური აშლილობები
ძალიან იშვიათი: ტრაქეის კალციფიკაცია.
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან
ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში.
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრიდან
ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების დონის შექცევადი მატება, ქოლესტატური ჰეპატიტი, სიყვითლე.
დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან
ძალიან იშვიათი: შექცევადი ალოპეცია, გამონაყარი, ეგზემა, ჭინჭრის ციება, კანის ნეკროზი.
დარღვევები რეპროდუქციული და შარდგამომყოფი სისტემის მხრიდან
ძალიან იშვიათი: პრიაპიზმი, ნეფრიტი, უროლითიაზი, ტუბულარული ნეკროზი.
საერთო დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას
ძალიან იშვიათი: ალერგიული რეაქციები (ჩვეულებრივ გამონაყარი), ქავილი.
პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოვლენილია შემდეგი გვერდითი რეაქციები: ცხელება, სუბდურალური ჰემატომა, ჰემოთორაქსი, ცხვირიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, სისხლიანი ღებინება, პანკრეატიტი, ლემენა, პურპურა, კანის ერითემატოზური შეშუპება, რომელიც იწვევს ეკხიმოზს, ინფარქტს და კანის ნეკროზს, ჰემატურია, ჰემატოკრიტის შემცირება.
ყველაზე ხშირად აღწერილია (1%-დან 10%-მდე) ისეთი გვერდითი რეაქცია, როგორიც არის სისხლდენა, რომელიც ვლინდება პაციენტთა დაახლოებით 8%-ში, რომლებიც ყოველწლიურად იღებდნენ ვარფარინს. ზომიერი სისხლდენა ვლინდება ყოველწლიურად პაციენტთა 6%-ში, მძიმე სისხლდენა – 1%-ში და ლეტალური 0,25%-ში. ქალაშიდა სისხლჩაქცევის განვითარების ყველაზე ხშირი რისკ-ფაქტორი არის არანამკურნალევი ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია. სისხლდენის შესაძლებლობა იზრდება, თუ სნი არის მიზნობრივ დონეზე გაცილებით მეტი. თუ სისხლდენა დაიწყო სნი-ს დროს, რომელიც არის მიზნობრივი დონის საზღვრებში, ეს ნიშნავს, რომ არსებობს სხვა თანმხლები პირობა და საჭიროა ამის გამოკვლევა.
კუმარინული ნეკროზი – იშვიათი (<0,1%) გართულება ვარფარინით თერაპიის დროს. ნეკროზი ჩვეულებრივ იწყება ქვედა კიდურების ან ბარძაყების კანის შეშუპებით, რომელიც გამუქებულია, მაგრამ შესაძლებელია გაჩნდეს სხვა ადგილებშიც. მოგვიანებით ასეთი დაზიანება ნეკროზდება. პაციენტების 90% არიან ქალები. დაზიანება ჩნდება მიღების მე-3 მე-10 დღეს და ეტიოლოგია უშვებს C ან S ანტითრომბოზული პროტეინის უკმარისობაზე. ამ პროტეინების თანდაყოლილი უკმარისობა შესაძლებელია იყოს გართულების მიზეზი. ამ მიზეზით, ვარფარინის მიღების დაწყება საჭიროა ჰეპარინის შეყვანასთან ერთად და მცირე საწყისი დოზებით. გართულების განვითარებისას, ვარფარინის გამოყენება უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს ჰეპარინის შეყვანა დაზიანების შეხორცებამდე ან დანაწიბურებამდე.
მეწამული თითების სინდრომი – ძალიან იშვიათი გართულება ვარფარინის გამოყენების დროს. დამახასიათებელია მამაკაცი-პაციენტებისათვის ათეროსკლეროზული დაავადებით. დაიშვება, რომ ვარფარინი იწვევს ათერომატოზული ბალთების ჰემორაგიას, რაც იწვევს მიკროემბოლიებს. ჩნდება თითების და ტერფის ქვედა ნაწილის სიმეტრიული მეწამული დაზიანება, და ასეთ დაზიანებას თან ახლავს მწვავე ტკივილი. საჭიროა ვარფარინის მიღების შეწყვეტა და დაზიანებული კანი ჩვეულებრივ თანდათანობით ქრება.
თუ პაციენტს აქვს პოლიმორფული CYP2C9 და VKOR ფერმენტის გენეტიკური მოდიფიკაცია, იზრდება მგრძნობელობა ვარფარინის მიმართ და ვარფარინის ჭარბი ანტიკოაგულანტური ეფექტის რისკი. ამან შესაძლებელია გაზარდოს ჰემორაგიული გართულებების განვითარების რისკი. საჭიროა ჰემოგლობინის და სნი-ს მნიშვნელობის მკაცრი კონტროლი.
ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.
შენახვის პირობები. ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. ინახება მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში. ფლაკონი ინახება გარე კოლოფში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა. 30 ან 100 ტაბლეტი ფლაკონში წყლის შტანმთქმელი კაფსულით; 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი. ორიონ კორპორეიშნ/Orion Corporation.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი
ორიონინტიე 1, 0220 ესპო, ფინეთი/Orionintie 1, 02200 Espoo, Finland.
ბოლო გადახედვის თარიღი: 30.05.2019
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


