პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ვარფარინი შტადა

WARFARIN STADA

რეცეპტით2,5მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ვარფარინი შტადა შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ვარფარინ ნატრიუმს, რომელიც მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს „ანტითრომბოზული საშუალებები; K ვიტამინის ანტაგონისტები“. ვარფარინი წარმოადგენს არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტს და აფერხებს ღვიძლში K ვიტამინზე დამოკიდებული სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვარფარინი (warfarin)
ფორმა და შეფუთვა
2,5მგ ტაბლეტი №100 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში
მწარმოებელი
Orifarm Manufacturing Poland Sp.z o.o., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, K ვიტამინის ანტაგონისტები
ATC კოდი
B01AA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-040983
რეგისტრირებულია
16 მაისი 2024, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Nizhpharm» JSC (რუსეთი)
განმცხადებელი
შპს „შორე“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავარფარინი შტადა და სხვა წამალი ერთად

ვარფარინი შტადა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ვარფარინი შტადა შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ვარფარინ ნატრიუმს, რომელიც მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს „ანტითრომბოზული საშუალებები; K ვიტამინის ანტაგონისტები“. ვარფარინი წარმოადგენს არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტს და აფერხებს ღვიძლში K ვიტამინზე დამოკიდებული სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზს.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ვარფარინი შტადა გამოიყენება ზრდასრულებისა და 3 წლის ასაკიდან ბავშვების სამკურნალოდ:

სისხლძარღვების თრომბოზისა და ემბოლიის მკურნალობა და პროფილაქტიკა: მწვავე და

მორეციდივე ვენური თრომბოზი, ფილტვის არტერიის ემბოლია;

მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკა და თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ;

თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა წინაგულის ფიბრილაციის, გულის სარქველების დაზიანებებისა ან გულის პროთეზირებული სარქველების მქონე პაციენტებში;

გარდამავალი იშემიური შეტევებისა და ინსულტების მკურნალობა და პროფილაქტიკა;

ოპერაციის შემდგომი თრომბოზების პროფილაქტიკა.

თუ გაუმჯობესება არ დადგა ან თავს უარესად გრძნობთ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

დოზის უფრო ზუსტად დასადგენად, მკურნალობის დაწყებამდე ტარდება სისხლის ანალიზი საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) გამოსათვლელად. შემდეგში სნთ-ის ლაბორატორიული კონტროლი ტარდება რეგულარულად ყოველ 4-8 კვირაში.

შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა თანაბარ დოზებად.

თუ თქვენ მანამდე არ ღებულობდით ვარფარინს

ვარფარინის საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 5 მგ (პრეპარატის 2 ტაბლეტი) დღე-ღამეში, პირველი 4 დღის განმავლობაში. მკურნალობის მე-5 დღეს განისაზღვრება სნთ და, ამ მაჩვენებლის შესაბამისად, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატის შემანარჩუნებელ დოზას. ვარფარინის შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 2.5-7.5 მგ-ს (პრეპარატის 1-3 ტაბლეტი) დღე-ღამეში.

თუ ადრე ღებულობდით ვარფარინს

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს ვარფარინის ცნობილი შემანარჩუნებელი დოზის ორმაგ დოზას და ინიშნება პირველი 2 დღის განმავლობაში. შემდეგ მკურნალობა გრძელდება ცნობილი შემანარჩუნებელი დოზით. მკურნალობის მე-5 დღეს, ტარდება სნთ-ის კონტროლი და დოზის კორექცია ხდება ამ მაჩვენებლის შესაბამისად.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ადამიანი, თქვენ იქნებით გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან არსებობს არასასურველი რეაქციების განვითარების უფრო მაღალი რისკი.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ზრდის მგრძნობელობას ვარფარინის მიმართ, რადგან ღვიძლი გამოიმუშავებს სისხლის შედედების ფაქტორებს და ასევე ახორციელებს ვარფარინის მეტაბოლიზმს. თქვენ იქნებით ექიმის გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თუ თქვენ თირკმელების დაავადება გაქვთ, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ ვარფარინის დოზა და ყურადღებით დააკვირდეს თქვენს მდგომარეობას.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

მონაცემები ვარფარინის ბავშვებში გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ღვიძლის ნორმალური ფუნქციის დროს საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 0.2 მგ/კგ დღე-ღამეში და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს - 0.1 მგ/კგ დღე-ღამეში. შემანარჩუნებელი დოზა შეირჩევა სნთ-ს მაჩვენებლების შესაბამისად. სნთ-ს რეკომენდებული დონეები იგივეა, რაც ზრდასრულებისთვის. ბავშვებისთვის ვარფარინის დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გამოცდილმა სპეციალისტმა. მკურნალობა უნდა ჩატარდეს გამოცდილი პედიატრ-სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

ვარფარინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ამჟამად დადგენილი არ არის. მონაცემები არ გაგვაჩნია.

შეყვანის გზა და(ან) მეთოდი

ტაბლეტები მიიღება შიგნით, დღე-ღამეში ერთხელ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.

ჭრილი მხოლოდ იმისთვისაა დატანებული, რომ ტაბლეტის გატეხვა გაგიადვილდეთ, თუ გიჭირთ მისი მთლიანად გადაყლაპვა.

თერაპიის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობას განისაზღვრება ექიმის მიერ გამოყენების ჩვენებების შესაბამისად და თქვენი კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

თუ თქვენ მიიღეთ ვარფარინი შტადას საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ ვარფარინი შტადას ბევრად უფრო მეტი დოზა ან განგივითარდათ სისხლდენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ვარფარინი შტადას მიღება

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის დოზის მიღება, მიიღეთ იგი იმავე დღეს, როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. თუ გამოტოვეთ რამდენიმე მიღება, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ვარფარინი შტადას მიღება

არ შეწყვიტოთ პრეპარატ ვარფარინი შტადას მიღება, თუ კი თქვენი ექიმი თვითონ არ გეტყვით ამას.

თუ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენ გაქვთ შეკითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ვარფარინზე ან პრეპარატის სხვა ნებისმიერ კომპონენტზე (რომლებიც ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 ნაწილში);

თუ გაქვთ მწვავე სისხლდენა;

თუ ხართ ორსულად (პირველი და მესამე ტრიმესტრი);

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადებები;

თუ გაქვთ მწვავე დისემინირებული სისხრძარღვშიდა შედედების (დსშ) სინდრომი;

თუ გაქვთ C და S ცილების დეფიციტი (იშვიათი თანდაყოლილი დაავადება, რომელსაც აქვს თრომბის წარმოქმნის რისკი);

თუ გაქვთ თრომბოციტოპენია;

თუ გაქვთ სისხლდენის მაღალი რისკი (მაგ., ჰემორაგიული დარღვევები, საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, არტერიის ანევრიზმა, ლუმბალური პუნქცია, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, მძიმე ჭრილობები (ოპერაციულების ჩათვლით), ბაქტერიული ენდოკარდიტი, ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზია, ჰემორაგიული ინსულტი, ქალასშიდა სისხლდენა).

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ, შეგვატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ვარფარინი შტადას მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.

ვარფარინით თერაპიის სავალდებულო პირობას წარმოადგენს პაციენტის მიერ პრეპარატის დანიშნული დოზის მიღების მკაცრი დაცვა.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ან გქონიათ შემდეგი მდგომარეობებიდან რომელიმე , ვინაიდან შესაძლოა დაგჭირდეთ მკურნალობის უფრო ხშირი კონტროლი:

თუ ხართ ხანდაზმული ასაკის ადამიანი (გვერდითი ეფექტების განვითარების უფრო მაღალი რისკი),

თუ გაქვთ ციებ-ცხელება ან ინფექციური დაავადება,

თუ გადატანილი გაქვთ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა,

თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები,

თუ გაქვთ გულის პრობლემები,

თუ ხშირად იღებთ ალკოჰოლს,

თუ გაქვთ დიარეა ან ღებინება, ან ადგილი აქვს წონაში კლებას ან მატებას,

თუ უნდა ჩაგიტარდეთ ოპერაცია (შესაძლოა, ექიმს მოუხდეს დოზის შეცვლა ან ვარფარინის მიღების შეჩერება),

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები,

თუ გაქვთ ფსიქიკური აშლილობა,

თუ გაქვთ გარკვეული გენეტიკური დაავადებები (ექიმი გელაპარაკათ ამის შესახებ).

სისხლის რეგულარული ანალიზი

თქვენ რეგულარულად ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზები, რათა განისაზღვროს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (სნთ) და შეფასდეს შერჩეული დოზის სისწორე. სისხლის ანალიზი ჩატარდება უფრო ხშირად, თუ გაქვთ პრობლემები თირკმელებთან ან ღვიძლთან დაკავშირებით, ინფექციური დაავადება, ცვლილებები კვების რაციონში, ვარფარინის დოზის შეცვლისას, თუ თქვენ იწყებთ ან წყვეტთ სხვა პრეპარატების მიღებას.

ვარფარინის ეფექტზე მოქმედი ფაქტორები

ისეთ მდგომარეობებში, როგორიცაა ცხელება, ჰიპერთირეოზი, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი ღვიძლის თანმხლები დაზიანებით, პრეპარატ ვარფარინ შტადას მოქმედება შეიძლება გაიზარდოს. ვარფარინის ეფექტის გაძლიერება, რომელიც მოითხოვს პრეპარატის დოზის შემცირებას, ასევე შეიძლება შეინიშნებოდეს წონის დაკლებისას, მწვავე თანმხლები დაავადებებისა და მოწევის შეწყვეტის დროს.

ვარფარინის ეფექტი შეიძლება შემცირდეს ჰიპოთირეოზის დროს. ვარფარინის ეფექტის შემცირება, რომელიც მოითხოვს პრეპარატის დოზის გაზრდას, შესაძლოა წონის მატებისა და ასევე დიარეასა და ღებინების დროს.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ვარფარინი შტადა არ მისცეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შესაძლოა დაიწყოთ რომელიმე სხვა პრეპარატების მიღება.

არ არის რეკომენდებული სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღების დაწყება (მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატებისა) ან შეწყვეტა, და ასევე იმ სამკურნალო პრეპარატების დოზების შეცვლა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რომლებსაც იღებთ.

ერთდროულმა გამოყენებამ არტერიული და ვენოზური თრომბოზების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის განკუთვნილი პრეპარატებისა და ასევე სხვა პრეპარატებისა, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე, შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის მოქმედება და გაზარდოს სისხლდენის რისკი.

თუ იღებთ ვარფარინს, უკუნაჩვენებია ფიბრინოლიზური პრეპარატების (ისეთების, როგორიცაა სტრეპტოკინაზას და ალტეპლაზა) გამოყენება.

თუ ქვევით მითითებული პრეპარატების ერთდროული გამოყენება აბსოლუტურად აუცილებელია, ექიმი გამოიჩენს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ძლიერი სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკის გამო და განახორციელებს სნთ-ს გულდასმით კონტროლს:

კლოპიდოგრელი, პრასუგრელი, ტიკლოპიდინი (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ თრომბოციტების აგრეგაციას და ანადგურებენ თრომბებს);

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) (აცეტილსალიცილის მჟავასა და ციკლოოქსიგენაზა-2 [ცოგ-2] შერჩევითი ინჰიბიტორების ჩათვლით);

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული და ვენური თრომბოზის მკურნალობისა ან პროფილაქტიკისთვის, და ასევე სხვა სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე (ბივალირუდინი, დაბიგატრანი, დიპირიდამოლი, არაფრაქციონირებული ჰეპარინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინები, ფონდაპარინუქსი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი, ეპტიფიბატიდი, ტიროფიბანი, აბციქსიმაბი);

სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (სუში) ან ნორადრენალინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (სნუში);

პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები (მაღალი დოზებით მიღებისას) (კლოქსაცილინი, ამოქსიცილინი);

ნებისმიერი სხვა პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას ან ამცირებენ თრომბოციტების აგრეგაციას.

ვარფარინისა და აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზით ერთდროული გამოყენება მისაღებია, მაგრამ დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის გაზრდილ რისკთან.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ვარფარინის ეფექტს :

ქოლესტირამინი (სისხლში ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატი);

ბოზენტანი (ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატი);

აპრეპიტანტი, მესალაზინი, სუკრალფატი (კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

გრიზეოფულვინი, რეტინოიდები (კანის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

დიკლოქსაცილინი, რიფამპიცინ ნაფცილინი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები);

ნევირაპინი, რიტონავირი (აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატები);

გლუტეთიმიდი, ქლორდიაზეპოქსიდი, ბარბიტურატები, მაგალითად, ფენობარბიტალი (პრეპარატები, რომლებიც ახდენენ გავლენას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე);

კარბამაზეპინი, ვალპროის მჟავა, პრიმიდონი, ფოსფენიტოინი, ფენიტოინი (პრეპარატები ეპილეფსიის კონტროლისათვის);

ტრაზოდონი, მიანსერინი (ანტიდეპრესანტები);

ამინოგლუტეთიმიდი, აზათიოპრინი, მერკაპტოპურინი, მიტოტანი (ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

ციკლოსპორინი (იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატი);

სპირონოლაქტონი, ქლორტალიდონი (შარდმდენი პრეპარატები);

ნასვრეტებიანი კრაზანა (Hypericum perforatum), ჟენშენი (Panax ginseng) (მცენარეული პრეპარატები);

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C);

K ვიტამინი და K ვიტამინის შემცველი საკვები პროდუქტები.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აძლიერებენ ვარფარინის ეფექტს :

ტეტრაციკლინები, სულფონამიდები (სულფამეთიზოლი, სულფაფურაზოლი, სულფაფენაზოლი), ქინოლონები (ციპროფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, გრეპაფლოქსაცინი, ნალიდიქსის მჟავა), მაკროლიდები (აზითრომიცინი, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, როქსითრომიცინი), ქლორამფენიკოლი, ცეფალოსპორინები (ცეფამანდოლი, ცეფალექსინი, ცეფმენოქსიმი, ცეფმეტაზოლი, ცეფოპერაზონი, ცეფუროქსიმი), სულფამეტოქსაზოლი-ტრიმეტოპრიმი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები);

ომეპრაზოლი, ციმეტიდინი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები) , მათ შორის კუჭის წყლულის);

გლიბენკლამიდი, ტროგლიტაზონი (შაქრის შემამცირებელი პრეპარატები);

ამიოდარონი, ეთაკრინის მჟავა, პროპაფენონი, ქინიდინი, დიაზოქსიდი, დიგოქსინი, პროპრანოლოლი (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

ფლუვასტატინი, სიმვასტატინი, როზუვასტატინი, გემფიბროზილი, ბეზაფიბრატი, კლოფიბრატი, ლოვასტატინი, ფენოფიბრატი (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლში ქოლესტერინს);

მიკონაზოლი (მათ შორის პირის ღრუში გამოსაყენებელი გელის სახით), ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, მეტრონიდაზოლი, ვორიკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები);

დანაზოლი, ტესტოსტერონი (სტეროიდული ჰორმონები – ანაბოლური საშუალებები და/ან ანდროგენები);

გლუკაგონი (ჰიპოგლიკემიის სამკურნალო პრეპარატი);

სულფინპირაზონი, ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები);

პრედნიზოლონი/პრედნიზონი (გლუკოკორტიკოსტეროიდები);

ლევამიზოლი (ჰელმინთებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალო პრეპარატი);

კოდეინი (ხველის საწინააღმდეგო საშუალება);

პარაცეტამოლი (განსაკუთრებით 1-2 კვირის უწყვეტი გამოყენების შემდეგ);

დექსტროპროპოქსიფენი, ტრამადოლი (მაანალგეზირებადი საშუალებები);

ლეფლუნომიდი (რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პრეპარატი);

ქლორალჰიდრატი (სედატიური საშუალება);

ფტორურაცილი, კაპეციტაბინი, იმატინიბი, იფოსფამიდი, ტამოქსიფენი, მეთოტრექსატი, ტეგაფური, ტრასტუზუმაბი, ფლუტამიდი, ციკლოფოსფამიდი, ეტოპოზიდი ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

ალფა და ბეტა ინტერფერონი;

დისულფირამი (ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატი);

მეტოლაზონი, თიენილის მჟავა (შარდმდენი პრეპარატები);

ზაფირლუკასტი (ბრონქული ასთმის სამკურნალო პრეპარატი);

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა;

პროგუანილი (მალარიის სამკურნალო პრეპარატი).

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ ან აძლიერებენ ვარფარინის ეფექტს:

დიზოპირამიდი (გულის რითმის დარღვევების სამკურნალო პრეპარატი);

სამკურნალო საშუალებები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, რომლებიც შეიცავენ კოენზიმ Q 10-ს;

გლუკოზამინი (სახსრების დაავადებების სამკურნალო პრეპარატი).

ვარფარინმა შეიძლება გააძლიეროს პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების - სულფონილშარდოვანას წარმოებულების მოქმედება.

ვარფარინისა და ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, თქვენ ჩაგაბარებინებენ სისხლის ანალიზს შედედების დროის დასადგენად მკურნალობის დასაწყისში და ბოლოს, და, შეძლებისდაგვარად, თერაპიის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ.

პრეპარატი ვარფარინი შტადას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლიზმით დაავადებულმა პაციენტებმა შესაძლოა ვერ დაიცვან დანიშნული რეჟიმი. ისეთმა მდგომარეობამ, როგორიცაა ალკოჰოლიზმი, რომელსაც თან ახლავს ღვიძლის დაზიანება, შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის მოქმედება. ალკოჰოლს (ეთანოლს) შეუძლია ვარფარინის მეტაბოლიზმის ინჰიბირება ან ინდუცირება.

საკვები პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ K ვიტამინს, ასუსტებენ ვარფარინის მოქმედებას. ყველაზე მეტი რაოდენობით K ვიტამინი გვხვდება მწვანე ბოსტნეულში (მაგალითად, ამარანტის მწვანე ნაწილი, თეთრი კომბოსტო, ავოკადო, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, კანოლას ზეთი, შაიოს ფოთოლი, ხახვი, კორიანდრი (ქინძი), კიტრის კანი, ვარდკაჭაჭა, კივის ნაყოფი, სალათი-ლატუკი, პიტნა, მწვანე მდოგვი, ზეითუნის ზეთი, ოხრახუში, ბარდა, ფისტაშკები, ზღვის წითელი წყალმცენარეები, მწვანე ხახვი, სოიო მარცვლები, ჩაის ფოთლები (მაგრამ არა ჩაის-ნაყენი), თალგამის მწვანე ნაწილი, წყლის წიწმატი, ისპანახი), ამიტომ, ვარფარინით მკურნალობისას სიფრთხილით მიირთვით საკვებად ეს პროდუქტები.

შტოშს შეუძლია შეამციროს ვარფარინის მეტაბოლიზმი. ისეთი მატონიზირებელი სასმელების მოხმარება, რომლებიც შეიცავენ ქინინს, შეიძლება გამოიწვიოს ვარფარინის დოზის შემცირების აუცილებლობა.

ანტიკოაგულაციური/ანტითრომბოციტული ეფექტის მაპოტენცირებელმა გინკგოს (Ginkgo biloba), ნივრის, სამკურნალო ანგელოზას, პაპაიას, სალბის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ორსულობა

ვარფარინი სწრაფად აღწევს პლაცენტას მიღმა, ახდენს ტერატოგენულ მოქმედებას ნაყოფზე, იწვევს რა ვარფარინის სინდრომის განვითარებას ნაყოფში ორსულობის 6-12 კვირაზე. ამ სინდრომის გამოვლინებებია: ნაზალური ჰიპოპლაზია (ცხვირის უნაგირისებრი დეფორმაცია და სხვა ხრტილოვანი ცვლილებები) და წერტილოვანი ქონდროდისპლაზია რენტგენოლოგიური გამოკვლევისას (განსაკუთრებით ხერხემლისა და გრძელი ლულოვანი ძვლების), ხელებისა და თითების დამოკლება, მხედველობის ნერვის ატროფია, კატარაქტა, რომელიც იწვევს სრულ ან ნაწილობრივ სიბრმავეს, გონებრივ და ფიზიკური განვითარების შეფერხება და მიკროცეფალია.

ორსულობის დროს ვარფარინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თანდაყოლილი მანკები და ნაყოფის სიკვდილი.

პრეპარატი ვარფარინი შტადა არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პირველ და მესამე ტრიმესტრში. ვარფარინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, უკიდურესად აუცილებელი შემთხვევების გარდა.

რეპროდუქციული პოტენციალის ასაკის ქალებმა ვარფარინის მიღებისას უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები.

ძუძუთი კვება

ვარფარინი გამოიყოფა დედის რძეში, თუმცა ვარფარინის თერაპიული დოზებით მიღებისას ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე უარყოფითი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.

პრეპარატ ვარფარინი შტადას გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის სარგებელი აღემატება ბავშვისთვის მოსალოდნელ რისკს.

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები ვარფარინის ნაყოფიერებაზე ზემოქმედების შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ვარფარინი არ ახდენს გავლენას ან ახდენს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

პრეპარატი ვარფარინი შტადა შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს

თუ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს ამ საკურნალო პრეპარატის მიღებამდე.

  • ვარფარინი შტადას მიღება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. ეჭვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ვარფარინმა შტადამაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ განგივითარდათ შემდეგი რეაქციები, შეწყვიტეთ პრპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება: ძალიან ხშირი - შეიძლება გამოუვლინდეს 1-ზე მეტ ადამიანს 10-დან:

სისხლდენა სხვადასხვა ორგანოებში, მათ შორის:

  • არაპროვოცირებული სისხლდენა ცხვირიდან;
  • შავი ფერის განავალი (მელენა), რაც შეიძლება იყოს შინაგანი სისხლდენის შედეგი;
  • მუქი წითელი ან ყავისფერი შარდი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმელების ან შარდის ბუშტის პრობლემებით;
  • მუცლის ტკივილი, სისხლიანი ღებინება.

ხშირი - შეიძლება გამოუვლინდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 10-დან:

ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) შეიძლება მოიცავდეს სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებას, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას, კანის ძლიერ ქავილს.

იშვიათი - შეიძლება აღენიშნებოდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 1000-დან :

ფეხის თითებისა და ტერფების კანის მეწამული დაზიანებები, რომლებსაც თან ახლავს ტკივილები წვის შეგრძნებით (პალმარ-პლანტარული სინდრომი).

უცნობია - არსებული მონაცემებიდან გამომდინარე წარმოქმნის სიხშირის დადგენა შეუძლებელია:

მტკივნეული გამონაყარი კანზე (კალციფილაქსია).

სხვა არასასურველი რეაქცები, რომლებიც აღინიშნებოდა პრეპარატ ვარფარინი შტადას მიღების დროს:

ხშირი - შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 10-დან:

  • ღებინება;
  • გულისრევა;
  • დიარეა.

იშვიათი - შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 1000-დან:

  • იისფერი თითის სინდრომი;
  • სისხლძარღვების კედლების ანთება (ვასკულიტი);
  • „ღვიძლის“ ფერმენტების აქტივობის მომატება;
  • კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება (სიყვითლე);
  • კანის ნეკროზი;
  • თმის ცვენა (ალოპეცია);
  • კანისმიერი გამონაყარი;
  • კანზე გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება);
  • კანის ქავილი;
  • ეგზემა;
  • თირკმლის ანთებითი დაავადება (ნეფრიტი);
  • კენჭები თირკმელში (უროლიტიაზი).

ძალიან იშვიათი - შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 10 000-დან:

  • სისხლძარღვების ქოლესტერინით ბლოკირება (ქოლესტერინული ემბოლია).

  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა სისხლის შედედების ზედმეტად დათრგუნვის და შარდში სისხლის არსებობის გამო (ნეფროპათია, რომელიც დაკავშირებულია ანტიკოაგულანტების გამოყენებასთან).

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ გიჩნდებათ რაიმე არასასურველი რეაქციები, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიაწოდოთ ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალებების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) საინფორმაციო მონაცემთა ბაზას, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოვლენილი სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობაზე შეტყობინებების ჩათვლით. გზავნით რა შეტყობინებებს არასასურველი რეაქციების შესახებ, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიღებას.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

მისამართი: 109012,ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, ნაგებობა 1

ტელეფონი: +7 800 550 99 03

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

საიტი: https://www.roszdravnadzor.gov.ru/

სომხეთის რესპუბლიკა

„აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“ დტსს

მისამართი: 0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ.49/5

ტელეფონები: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

საიტი: http://pharm.am/

ბელორუსის რესპუბლიკა

უს „ჯანდაცვაში ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“

მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა

ტელეფონი/ფაქსი: +375 (17) 242-00-29

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

საიტი: https://www.rceth.by/

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს საქონლის და მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის კომიტეტის „სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“ რსს მწუ

მისამართი: Z00T6E5, ქალ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა,13

ტელეფონი: +7 (7172) 235 135

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

საიტი: https://www.ndda.kz/

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის დეპარტამენტი

მისამართი: 720044, ქალ. ბიშკეკი, ქ. მესამე ხაზი, 25

ტელეფონი: 0800 800 26 26

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

საიტი: http://www.pharm.kg/

  • ვარფარინი შტადას შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, რათა ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ფლაკონზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის უტილიზაცია (განადგურება), რომელიც აღარაა საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

მკურნალობის ეფექტურობის მაჩვენებელი მდებარეობს სისხლდენის განვითარების საზღვარზე, ამიტომ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას როგორც უმნიშვნელო (მაგალითად, მიკროჰემატურია, ღრძილებიდან სისხლდენა და ა.შ.), ასევე მძიმე სისხლდენა.

მკურნალობა

მსუბუქ შემთხვევებში საკმარისია პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა მოკლე ვადით. დოზის გადაჭარბების შემდეგ პირველი საათის განმავლობაში შეიძლება ეფექტური იყოს გააქტიურებული ნახშირის შიგნით მიღება.

უმნიშვნელო სისხლდენის შემთხვევაში საკმარისია პრეპარატის მიღების შეწყვეტა მანამ, სანამ მიღწეული იქნება სამიზნე სნთ-ს მნიშვნელობა. თუ ანტიკოაგულაციური თერაპიის შეჩერება შესაძლებელია, მაშინ ნაჩვენებია K ვიტამინის პრეპარატების ინტრავენური შეყვანა. ძლიერი სისხლდენის განვითარების შემთხვევაში ნაჩვენებია სისხლის შედედების ფაქტორების კონცენტრატის (პროთრომბინის კომპლექსის) ან ახლადგაყინული პლაზმის ინტრავენური შეყვანა.

თუ მომავალში ნაჩვენებია პერორალური ანტიკოაგულანტების დანიშვნა, აუცილებელია მოერიდეთ K ვიტამინის მაღალი დოზების მიღებას, რადგან ვარფარინის მიმართ რეზისტენტობა ვითარდება 2 კვირის განმავლობაში.

დოზის გადაჭარბების მკურნალობის რეჟიმები

უმნიშვნელო სისხლდენის შემთხვევაში

სნთ-ის მნიშვნელობა

რეკომენდაციები

< 5.0

გამოტოვეთ პრეპარატ ვარფარინ შტადას შემდეგი დოზა და განაგრძეთ უფრო დაბალი დოზების მიღება სნთ-ს თერაპიული მნიშვნელობის მიღწევის შემდეგ

  • 0–9.0

გამოტოვეთ პრეპარატ ვარფარინ შტადას 1-2 დოზა და გააგრძელეთ უფრო დაბალი დოზების მიღება სნთ-ს თერაპიული მნიშვნელობის მიღწევისას.

ან:

გამოტოვეთ პრეპარატ ვარფარინ შტადას 1 დოზა და დანიშნეთ K ვიტამინი 1.0-2.5 მგ დოზით შიგნით.

> 9.0

შეწყვიტეთ პრეპარატ ვარფარინ შტადა-ს მიღება, დანიშნეთ ვიტამინი K 3.0–5.0 მგ დოზით შინაგანად.

ნაჩვენებია პრეპარატის მოხსნა

სნთ-ს მნიშვნელობა

რეკომენდაციები

  • 0–9.0 −

იგეგმება

ქირურგიული ჩარევა

შეწყვიტეთ პრეპარატ ვარფარინ შტადა-ს მიღება, დანიშნეთ ვიტამინი K დოზით 2.0–4.0 მგ შიგნით (დაგეგმილ ოპერაციამდე 24 საათით ადრე).

> 20.0 ან ძლიერი

სისხლდენა

დანიშნეთ K ვიტამინი 10.0 მგ დოზით ნელი ინტრავენური ინფუზიის გზით. პროთრომბინის კომპლექსის ფაქტორების კონცენტრატების ან ახლადგაყინული პლაზმის ან კონსერვირებული სისხლი გადასხმა. საჭიროების შემთხვევაში K ვიტამინის განმეორებითი შეყვანა ყოველ 12 საათში.

მკურნალობის ჩატარების შემდეგ აუცილებელია პაციენტის ხანგრძლივი დაკვირვება, იმის გათვალისწინებით, რომ ვარფარინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 20-60 საათს.

შემადგენლობა

პრეპარატი ვარფარინი შტადა შეიცავს

მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ვარფარინ ნატრიუმი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ ვარფარინ ნატრიუმს.

სხვა ინგრედიენტებს (დამხმარე ნივთიერებებს) წარმოადგენენ: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ინდიგოკარმინი, პოვიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატ ვარფარინი შტადას გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი.

ტაბლეტები.

მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტები ჯვრის ფორმის გამყოფი ხაზით, ღია ლურჯი ფერის.

50 ან 100 ტაბლეტი პლასტიკის ფლაკონში, დალუქული ხრახნიანი თავსახურით, რომლის ქვეშაც დამონტაჟებულია მოსახსნელი რგოლის მქონე შუასადები, რომელიც უზრუნველყოფს პირველი გახსნის კონტროლს. თითო ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

5 წელი.

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

არაუმეტეს 25°C-ს ტემპერატურაზე.

  • 5. პირველადი შეფუთვის ხასიათი და შემადგენლობა

50 ან 100 ტაბლეტი პლასტიკის ფლაკონში, დახურული ხრახნიანი თავსახურით, რომლის ქვეშაც დამონტაჟებულია მოსაგლეჯი რგოლის მქონე შუასადები, რომელიც უზრუნველყოფს პირველი გახსნის კონტროლს. თითო ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად თავსდება მუყაოს შეფუთვაში.

  • 6. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურების დროს და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ისეთი სამკურნალო პრეპარატების ერთდროულმა დანიშვნამ, რომლებიც გამოიყენება არტერიული და ვენური თრომბოზების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, და ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებისა, რომლებიც ზემოქმედებას ახდენებ სისხლის შედედებაზე, შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის ფარმაკოლოგიური მოქმედება და გაზარდოს სისხლდენის რისკი.

იმ პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობენ ვარფარინს, უკუნაჩვენებია ფიბრინოლიზური პრეპარატების მიღება (ისეთების როგორიცაა სტრეპტოკინაზა და ალტეპლაზა).

ძლიერი სისხლდენის განვითარების მომატებული რისკის გამო, თავიდან უნდა იქნას აცილებული ვარფარინის კლოპიდოგრელთან, პრასუგრელთან, ტიკლოპიდინთან, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (აასპ) (აცეტილსალიცილის მჟავასა და ციკლოოქსიგენაზა-2-ის [ცოგ-2] სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით), სულფინპირაზონთან, თრომბინის პირდაპირ ინჰიბიტორებთან (ბივალირუდინი, დაბიგატრანი), დიპირიდამოლთან, არაფრაქციონირებულ ჰეპარინთან, დაბალმოლეკულურ ჰეპარინებთან, ფონდაპარინუქსთან, რივაროქსაბანთან, აპიქსაბანთან, გლიკოპროტეინის IIb / IIIa რეცეპტორების ბლოკატორებთან (ეპტიფიბატიდი, ტიროფიბანი, აბციქსიმაბი), პროსტაციკლინთან, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან (სუსი) ან ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან (ნუსი), პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან (მათი მაღალი დოზებით გამოყენებისას), და ასევე ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას ან ამცირებენ თრომბოციტების აგრეგაციას. თუ ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროული გამოყენება წარმოადგენს აბსოლუტურ უცილებელობას, უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე და განხორციელდეს სნთ-ს გულდასმითი კონტროლი.

ვარფარინისა და აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზებით ერთდროული გამოყენება დასაშვებია, მაგრამ დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის გაზრდილ რისკთან.

ვენური თრომბოზებისა და თრომბოემბოლიების მკურნალობის დასაწყისში ვარფარინი შეიძლება გამოყენებულ იქნას არაფრაქციონირებულ ჰეპარინთან ერთად მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული სნთ-ს სამიზნე მნიშვნელობები.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები

ვარფარინის მეტაბოლიზმში იღებენ მონაწილეობას ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტები CYP2C9, CY P2C19, CYP2C8, CYP2C18, CYP1A2 და CYP3A4. ვარფარინის უფრო მძლავრი (რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატის ანტიკოაგულაციური ეფექტის მთლიანი რაოდენობის 60%-ს) S-ენანტიომერი მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2C9-ის მიერ, მაშინ, როცა R-ენანტიომერი მეტაბოლიზდება იზოფერმენტებით CYP1A2 და CYP3A4. ვარფარინის წონასწორული კონცენტრაცია პრეპარატის ხანგრძლივი მიღების დროს განისაზღვრება S-ენანტიომერის CYP2C9-ის მიერ განპირობებული მეტაბოლიზმით.

სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე

CYP2C9, CYP1A2 და/ან CYP3A4 ინჰიბიტორებმა შეიძლება გააძლიერონ ვარფარინის ანტიკოაგულანტური ეფექტი (გაზარდონ სნთ) მისი ექსპოზიციის გაზრდის გზით.

CYP2C9, CYP1A2 და/ან CYP3A4 ინდუქტორებმა შეიძლება შეამცირონ ვარფარინის ანტიკოაგულანტური ეფექტი (შეამცირონ სნთ) მისი ექსპოზიციიის შემცირების გზით.

სამკურნალო საშუალებები, რომელთა გავლენა ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტებზე უცნობია, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ვარფარინთან ერთდროულად. ამ პრეპარატების დანიშვნისა და გაუქმების დროს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ვარფარინს, მიზანშეწონილია სნთ-ს უფრო ხშირი კონტროლი.

ვარფარინის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე

ვარფარინმა შეიძლება გააძლიეროს პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების– სულფონილშარდოვანას წარმოებულების (ქლორპროპამიდი, ტოლბუტამიდი) და კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების (ფენიტოინი, ფენობარბიტალი) მოქმედება მათი მეტაბოლიზმის შენელების გზით ან ორგანიზმიდან გამოყოფის და მათი ექსპოზიციის გაზრდის მეშვეობით.

ქვემოთ წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია ვარფარინთან ურთიერთქმედების შესახებ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებთან და საკვებ პროდუქტებთან. მოცემული ნუსხა არასრულია და არ მოიცავს ვარფარინის ყველა შესაძლო მედიკამენტოზურ ურთიერთქმედებას.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ვარფარინის ეფექტს

დასახელება

შესაძლო მექანიზმი

გულ-სისხლძარღვთა პრეპარატები

კოლესტირამინი

ვარფარინის შეწოვის შემცირება და მისი გავლენა ენტეროჰეპატურ რეცირკულაციაზე.

შესაძლოა ვარფარინის ანტიკოაგულაციური მოქმედების შემცირება მისი აბსორბციის შემცირების გამო.

ბოსენტანი

ვარფარინის ღვიძლში CYP2C9/ CYP3A4 იზოფერმენტებად გარდაქმნის ინდუქცია.

კუჭ-ნაწლავის პრეპარატები

აპრეპიტანტი

ვარფარინის იზოფერმენტ CYP2C9-ად გარდაქმნის ინდუქცია .​​

მესალაზინი

ვარფარინის ანტიკოაგულანტული მოქმედების შემცირების შესაძლებლობა.

სუკრალფატი

ვარფარინის აბსორბციის შემცირების ალბათობა.

დერმატოლოგიური პრეპარატები

გრიზეოფულფინი

კუმარინების ანტიკოაგულანტური ეფექტის შემცირება.

რეტინოიდები

ვარფარინის აქტივობის შემცირების შესაძლებლობა.

ანტიბაქტერიული პრეპარატები

დიკლოქსაცილინი

ვარფარინის მეტაბოლიზმის გაძლიერება.

რიფამპიცინი

ვარფარინის მეტაბოლიზმის გაძლიერება. აუცილებელია მათი ერთდროულად გამოყენების თავიდან აცილება.

ნაფცილინი

ვარფარინის ანტიკოაგულანტური ეფექტის შემცირება.

ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატები

ნევირაპინი, რიტონავირი

ვარფარინის მეტაბოლიზმის გაძლიერება, რომელიც განპირობებულია CYP 2C9 იზოფერმენტით.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები/COX-2-ის ინჰიბიტორები

ფენაზონი

ფერმენტების მეტაბოლიზმის ინდუქცია, სისხლის პლაზმაში ვარფარინის კონცენტრაციის შემცირება. შესაძლოა საჭირო გახდეს ვარფარინის დოზის გაზრდა.

როფეკოქსიბი

ურთიერთქმედების მექანიზმი უცნობია.

პრეპარატები, რომლებიც ახდენენ გავლენას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე

ბარბიტურატები

(მაგალითად, ფენობარბიტალი)

ვარფარინის მეტაბოლიზმის გაძლიერება.

ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები (კარბამაზეპინი, ვალპროის მჟავა,

პრიმიდონი)

ვარფარინის მეტაბოლიზმის გაძლიერება.

ანტიდეპრესანტები (ტრაზოდონი, მიანსერინი )

კლინიკური გამოყენების 4 შემთხვევაში იყო დადგენილი, რომ ტრაზოდონისა და ვარფარინის ურთიერთქმედებამ გამოიწვია პროთრომბინური დროისა და სნთ-ს მაჩვენებლის შემცირება, მაგრამ ნახსენები ურთიერთქმედების მექანიზმი უცნობია.

გლუტეთიმიდი

ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის შემცირება მისი მეტაბოლიზმის გაძლიერების გამო.

ქლორდიაზეპოქსიდი

ვარფარინის ანტიკოაგულანტური ეფექტის შემცირება.

ციტოსტატიკები

ამინოგლუტეთიმიდი

ვარფარინის მეტაბოლიზმის გაძლიერება.

აზათიოპრინი

ვარფარინის შეწოვის შემცირება და ვარფარინის მეტაბოლიზმის გაზრდა.

მერკაპტოპურინი

ვარფარინის ანტიკოაგულანტური ეფექტის შემცირება.

მიტოტანი

შესაძლებელია ვარფარინის ანტიკოაგულანტული ეფექტის შემცირება.

იმუნოდეპრესანტები

ციკლოსპორინი

ვარფარინი ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას ან აძლიერებს მის ეფექტს, ახდენს რა ზემოქმედებას ციკლოსპორინის მეტაბოლიზმზე.

დიურეზულები

სპირონოლაქტონი, ქლორთალიდონი

დიურეზულების მიღებამ გამოხატული ჰიპოვოლემიური მოქმედების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს შედედების ფაქტორების კონცენტრაციის ზრდა, რაც ამცირებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას.

მცენარეული პრეპარატები

ნასვრეტებიანი კრაზანა

(Hypericum perforatum)

აძლიერებს ვარფარინის მეტაბოლიზმს, რომელიც ხორციელდება იზოფერმენტების CYP1A2-ს და CYP3A4-ის მიერ (R ვარფარინის მეტაბოლიზმი), რომელიც ასევე ხორციელდება CYP2C9 იზოფერმენტის მიერ

(S- ვარფარინის მეტაბოლიზმი). იზოფერმენტების ინდუქციის გავლენა შეიძლება შენარჩუნდეს ნასვრეტებიანი კრაზანას გამოყენების დასრულების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იღებს ნასვრეტებიან კრაზანას, უნდა გაიზომოს სნთ-ს მაჩვენებელი და შეწყდეს მისი მიღება. სნთ-ს მაჩვენებლის მონიტორირება უნდა იყოს რეგულარული, ვინაიდან მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს ნასვრეტებიანი კრაზანას მოხსნის შემთხვევაში. ამის შემდეგ შესაძლებელია ვარფარინის გამოყენება.

ჟენშენი (Panax ginseng)

სავარაუდოა ვარფარინის მეტაბოლიზმის ინდუქცია ღვიძლში. ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

საკვები პროდუქტები

საკვები პროდუქრები, რომელიც შეიცავს K ვიტამინს. ყველაზე მეტად K ვიტამინს შეიცავს მწვანე ბოსტნეული (მაგალითად, ამარანტის მწვანე ნაწილი, თეთრთავა კომბოსტო, ავოკადო, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, კანოლას ზეთი, შაიოს ფოთოლი, ხახვი, კორიანდრი (ქინძი), კიტრის კანი, ვარდკაჭაჭა, კივის ნაყოფი, სალათა-ლატუკი, პიტნა, მწვანე მდოგვი, ზეითუნის ზეთი, ოხრახუში, ბარდა, ფისტაშკები, ზღვის წითელი მცენარეები, მწვანე ხახვი, სოიოს მარცვლები, ჩაის ფოთლები (მაგრამ არა ჩაი- სასმელი), თალგამის მწვანე ნაწილი, წყლის წიწმატი), ამიტომ, ვარფარინით მკურნალობის დროს ნახსენები პროდუქტები საკვებად უნდა მიიღოთ სიფრთხილით.

ისინი ასუსტებენ ვარფარინის ეფექტს.

ვიტამინები

ვიტამინი C

ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის შემცირება.

ვიტამინი K

ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის შემცირება (ვინაიდან ვარფარინი ბლოკავს K ვიტამინ-დამოკიდებულ სისხლის ფაქტორების სინთეზს).

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ ვარფარინის ეფექტს

დასახელება

შესაძლო მექანიზმი

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლსა და სისხლმბად ორგანოებზე

აბციქსიმაბი

დამატებითი გავლენა სისხლის შედედების სისტემაზე

ტიროფიბანი

დამატებითი გავლენა სისხლის შედედების სისტემაზე.

ეპტიფიბატიდი

დამატებითი გავლენა სისხლის შედედების სისტემაზე.

კლოპიდოგრელი

დამატებითი ზეგავლენა სისხლის შედედების სისტემაზე.

ჰეპარინი

დამატებითი ზეგავლენა სისხლის შედედების სისტემაზე.

პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე (კნტ) და ნივთიერებათა ცვლაზე

ციმეტიდინი

გამოხატული მაინჰიბირებელი მოქმედება ციტოქრომ P450-ის სისტემაზე, რაც იწვევს ვარფარინის მეტაბოლიზმის შემცირებას (ამ შემთხვევაში ციმეტიდინი შეიძლება შეიცვალოს რანიტიდინით ან ფამოტიდინით).

გლიბენკლამიდი

ვარფარინის ანტიკოაგულაციური მოქმედების გაძლიერება.

ომეპრაზოლი

ვარფარინის ანტიკოაგულაციური მოქმედების გაძლიერება.

პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

ამიოდარონი

ვარფარინის მეტაბოლიზმის შემცირება ერთი კვირის კომბინირებული გამოყენების შემდეგ. ეფექტი შეიძლება შენარჩუნდეს ერთიდან სამ თვემდე პერიოდის განმავლობაში ამიოდარონის მოხსნის შემდეგ.

ეთაკრინის მჟავა

შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის ეფექტი ვარფარინის ცილოვანი ბმებიდან გამოდევნის გამო.

ჰიპოლიპიდემიური საშუალებები

(ფლუვასტატინი, სიმვასტატინი,

როზუვასტატინი, გემფიბროზილი,

ბეზაფიბრატი, კლოფიბრატი, ლოვასტატინი, ფენოფიბრატი)

კონკურენცია მეტაბოლიზმისთვის, რომელიც განპირობებულია CYP 2C9 და CYP 3A4 იზოფერმენტებით

პროპაფენონი

ვარფარინის მეტაბოლიზმის შემცირება.

ქინიდინი

სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზის შემცირება.

დიაზოქსიდი

შეუძლია შეანაცვლოს ვარფარინი, ბილირუბინი ან ცილებთან მაღალი შეკავშირების მქონე სხვა სუბსტანცია, რომელიც შედგება ცილოვანი ბმებიდან.

დიგოქსინი

ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის გაძლიერება.

პროპრანოლოლი

ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის გაძლიერება.

ტიკლოპიდინი

სისხლდენის გაზრდილი რისკი. აუცილებელია სნთ-ს მაჩვენებლის კონტროლი.

დიპირიდამოლი

ვარფარინისა და დიპირიდამოლის კონცენტრაციის გაზრდა ეფექტების პოტენცირების შედეგად. სისხლდენის (ჰემორაგიების) რისკის მომატება.

დერმატოლოგიური პრეპარატები

მიკონაზოლი (მათ შორის გელის სახით პირის ღრუსთვის)

ვარფარინის საკუთარი კლირენსის შემცირება და ვარფარინის კონცენტრაციის მომატება, რომელიც განპირობებულია ციტოქრომ P450-ის სისტემის იზოფერმენტებით.

შარდსასქესო სისტემა და სქესობრივი ჰორმონები

სტეროიდული ჰორმონები - ანაბოლური და/ან ანდროგენული

(დანაზოლი, ტესტოსტერონი)

ვარფარინის მეტაბოლიზმის შემცირება და/ან პირდაპირი მოქმედება კოაგულაციისა და ფიბრინოლიზის სისტემებზე.

სისტემური გამოყენების ჰორმონები

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფარისებრ ჯირკვალზე

K ვიტამინ-დამოკიდებული შედედების ფაქტორების მეტაბოლიზმის გაძლიერება.

გლუკაგონი

ვარფარინის ანტიკოაგულანტური მოქმედების გაძლიერება.

პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებები

ალოპურინოლი

ვარფარინის ანტიკოაგულანტური მოქმედების გაძლიერება.

სულფინპირაზონი

ანტიკოაგულანტული მოქმედების გაძლიერება მისი მეტაბოლიზმის შემცირებისა და ცილებთან კავშირების შესუსტების გამო.

ანტიბაქტერიული საშუალებები

პენიცილინები მაღალი დოზებით

(კლოქსაცილინი, ამოქსიცილინი)

სისხლდენის გაზრდის ალბათობის შესაძლებლობა , მათ შორის სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, უჩვეულო სისხლჩაქცევების გაჩენა ან მუქი ფერის განავალი.

ტეტრაციკლინები

ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის გაძლიერების შესაძლებლობა.

სულფანილამიდები (სულფამეთიზოლი, სულფაფურაზოლი , სულფაფენაზოლი)

ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის გაძლიერების შესაძლებლობა.

ქინოლონები (ციპროფლოქსაცინი,

ნორფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი,

გრეპაფლოქსაცინი, ნალიდიქსის

მჟავა)

ვარფარინის მეტაბოლიზმის შემცირება.

მაკროლიდები (აზითრომიცინი,

კლარითრომიცინი, ერითრომიცინი,

როქსითრომიცინი)

ვარფარინის მეტაბოლიზმის შემცირება.

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები

(ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი,

კეტოკონაზოლი, მეტრონიდაზოლი)

ვარფარინის მეტაბოლიზმის შემცირება.

ქლორამფენიკოლი

ვარფარინის მეტაბოლიზმის შემცირება, გამოხატული მაინჰიბირებელი მოქმედება ციტოქრომ P450-ის სისტემაზე.

ცეფალოსპორინები (ცეფამანდოლი,

ცეფალექსინი, ცეფმენოქსიმი,

ცეფმეტაზოლი, ცეფოპერაზონი,

ცეფუროქსიმი)

ვარფარინის ეფექტის გაძლიერება K ვიტამინზე დამოკიდებული სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზისა და სხვა მექანიზმების დათრგუნვის გამო.

სულფამეთოქსაზოლი-ტრიმეტოპრიმი

ვარფარინის მეტაბოლიზმის შემცირება და ვარფარინის გამოდევნა ცილებთან შეკავშირების საიტებიდან.

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები

პრედნიზოლონი/პრედნიზონი

ვარფარინის მეტაბოლიზმის ინჰიბირება

ანტიჰელმინთური პრეპარატები

ლევამიზოლი

ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის გაძლიერება.

ხველის საწინააღმდეგო ცენტრალური მოქმედების საშუალებები

კოდეინი

კოდეინისა და პარაცეტამოლის კომბინაცია აძლიერებს ვარფარინის აქტივობას.

კუნთების, სახსრებისა და ძვლების ტკივილის სამკურნალო საშუალებები

აცეტილსალიცილის მჟავა

ვარფარინის გამოდევნა სისხლის პლაზმის ალბუმინებიდან, ვარფარინის მეტაბოლიზმის შეზღუდვა.

აასპ (აზაპროპაზონი, ინდომეტაცინი, ოქსიფენბუტაზონი, პიროქსიკამი, სულინდაკი, ტოლმეტინი, ფეპრაზონი, ცელეკოქსიბი და სხვა)

კონკურენცია მეტაბოლიზმისთვის, რომელსაც ახორციელებენ ციტოქრომ P 450 2C9-ის იზოფერმენტები.

ლეფლუნომიდი

ვარფარინის მეტაბოლიზმის შეზღუდვა, რომელიც განპირობებულია იზოფერმენტ CYP 2C9-ით.

პარაცეტამოლი (აცეტამინოფენი)

(განსაკუთრებით1-2 კვირის მუდმივი გამოყენების შემდეგ)

ვარფარინის მეტაბოლიზმის შეზღუდვა ან შედედების ფაქტორების ფორმირებაზე გავლენა (ნახსენები ეფექტი არ ვლინდება პარაცეტამოლის დღე-ღამეში 2 გ-ზე ნაკლების გამოყენების დროს).

ფენილბუტაზონი

ვარფარინის მეტაბოლიზმის შემცირება, ვარფარინის გამოდევნა ცილებთან შეკავშირების საიტებიდან. ეს კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ნარკოტიკული ანალგეტიკები

(დექსტროპროპოქსიფენი)

ვარფარინის ანტიკოაგულანტური ეფექტის გაძლიერება.

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები

ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები (ფოსფენიტოინი, ფენიტოინი)

ვარფარინის გამოდევნა ცილების შეკავშირების საიტებიდან, ვარფარინის მეტაბოლიზმის ზრდა.

ტრამადოლი

კონკურენცია მეტაბოლიზმისთვის, რომელიც განპირობებულია იზოფერმენტ CYP 3A4-ით.

ანტიდეპრესანტები - სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი) (ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი)

ვარფარინის მეტაბოლიზმის შეზღუდვა. ითვლება, რომ სუსი ზღუდავენ იზოფერმემტ CYP 2C9-ს. ის წარმოადგენს იზოფერმენტს, რომელიც ამეტაბოლიზებს ყველაზე ძლიერმოქმედ იზომერს S-ვარფარინს. გარდა ამისა, როგორც სუსი, ასევე ვარფარინი მჭიდროდ უკავშირდებიან ალბუმინს. ორივეს არსებობის შემთხვევაში იზრდება ალბუმინიდან ერთ-ერთი ნაერთის გამოდევნის ალბათობა.

ქლორალჰიდრატი

ურთიერთქმედების მექანიზმი უცნობია.

ციტოსტატიკები

ფტორურაცილი

CYP 2C9 იზოფეტმენტის სინთეზის შემცირება, რომლებიც ამეტაბოლიზირებენ ვარფარინს

კაპეციტაბინი

CYP2C9 იზოფერმენტის სინთეზის შემცირება.

იმატინიბი

CYP3A4 იზოფერმენტის სინთეზის კონკურენტული დათრგუნვა და ვარფარინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა, რომელიც განპირობებულია იზოფერმენტებით CYP 2C9 და CYP 2D6.

იფოსფამიდი

იზოფერმენტ CYP3A4-ის სინთეზის დათრგუნვა.

ტამოქსიფენი

ტამოქსიფენმა, იზოფერმენტ CYP2C9-ის ინჰიბიტორმა, შეიძლება გაზარდოს ვარფარინის კონცენტრაცია სისხლის შრატში მისი მეტაბოლიზმის დაქვეითებების შედეგად.

მეთოტრექსატი

ვარფარინის ეფექტის გაძლიერება ღვიძლში პროკოაგულანტური ფაქტორების სინთეზის დაქვეითების გამო.

ტეგაფური

ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის გაძლიერება.

ტრასტუზუმაბი

ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის გაძლიერება.

ფლუტამიდი

ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის გაძლიერება.

ციკლოფოსფამიდი

ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის შეცვლის ალბათობა, ვინაიდან ციკლოფოსფამიდი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას.

ციტოტოქსიკური პრეპარატები

ეტოპოზიდი

შესაძლებელია კუმარინების ანტიკოაგულაციური ეფექტის გაძლიერება.

იმუნომოდულატორები

ალფა და ბეტა ინტერფერონი

ანტიკოაგულაციური ეფექტის მატება და სისხლის შრატი ვარფარინის კონცენტრაციის გაზრდა იწვევს ვარფარინის დოზის შემცირების აუცილებლობას.

პრეპარატები დამოკიდებულების სამკურნალოდ

დისულფირამი

ვარფარინის მეტაბოლიზმის შემცირება.

დიურეზულები

მეტოლაზონი

ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის გაძლიერება.

თიენილის მჟავა

ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის გაძლიერება.

ბრონქული ასთმის სამკურნალო პრეპარატები

ზაფირლუკასტი

ზაფირლუკასტის კონცენტრაციის ზრდა და ეფექტის გაძლიერება ვარფარინის გამოყენების ფონზე ზაფირლუკასტის მეტაბოლიზმის შეცლის გამო.

ჰიპოგლიკემიური პრეპარატები

ტროგლიტაზონი

ვარფარინის კონცენტრაციის შემცირება ან მისი ეფექტის შესუსტება ვარფარინის მეტაბოლიზმის შეცვლის გამო.

ვაქცინები

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა

ვარფარინის ანტიკოაგულანტური მოქმედების გაძლიერების შესაძლებლობა.

მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები

პროგუანილი

ცალკეული შეტყობინებების მონაცემების მიხედვით ვარფარინის ანტიკოაგულანტური მოქმედების გაძლიერების შესაძლებლობა.

საკვები პროდუქტები

შტოში

შტოში ამცირებს ვარფარინის მეტაბოლიზმს, რომელიც განპირობებულია CYP2C9 იზოფერმენტით.

ქინინის შემცველი მატონიზირებელი სასმელები

დიდი რაოდენობით მატონიზირებელი სასმელების მოხმარებამ, რომლებიც შეიცავენ ქინინს, შეიძლება გამოიწვიონ ვარფარინის დოზის შემცირების აუცილებლობა. ნახსენები ურთიერთქმედება შეიძლება აიხსნას ღვიძლში პროკოაგულანტური ფაქტორების სინთეზის შემცირებით.

გინკგო (Ginkgo biloba), ნიორი (Allium sativum), სამკურნალო ანგელოზა (Angelica sinensis), პაპაია (Carica papaya), სალბი (Salvia miltiorrhiza)

ანტიკოაგულაციური/ანტიტრომბოციტული ეფექტის პოტენცირებამ შესაძლოა გაზარდოს სისხლდენის რისკი.

ნივთიერებები, რომლებიც ამცირებენ ან აძლიერებენ ვარფარინის ეფექტს

დასახელება

შესაძლო მექანიზმი

გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი პრეპარატები

დიზოპირამიდი

შეუძლია ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის შესუსტება ან გაძლიერება.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

კოენზიმი-Q10

კოენზიმ-Q 10-მა შეიძლება გააძლიეროს ან დათრგუნოს ვარფარინის ეფექტი კოენზიმ Q 10-სა და K ვიტამინს შორის ერთგვაროვანი ქიმიური სტრუქტურის გამო.

სხვა ნივთიერებები

ეთანოლი (ალკოჰოლი)

ვარფარინის მეტაბოლიზმის ინჰიბირება ან ინდუქცირება.

გლუკოზამინი

(ქსოვილების რეპარაციის სტიმულატორი)

შეუძლია სნთ-ს მაჩვენებლის გაზრდა პაციენტებში, რომლებიც ერდროულად ღებულობენ გლუკოზამინსა და K ვიტამინის პერორალურ ანტაგონისტებს. აუცილებელია პაციენტების გაკონტროლება გლუკოზამინით მკურნალობის დაწყებისა და დასრულების დროს.

ვარფარინისა და ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია გაეწიოს კონტროლი (სნთ) მკურნალობის დასაწყისში და მისი დასრულების დროს და, თუ შესაძლებელია, თერაპიის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტისთვის

ვარფარინი შტადა, 2.5 მგ, ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება: ვარფარინ ნატრიუმი

ამ პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების წარმოქმნის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

პრეპარატი დანიშნული გაქვთ თქვენთ. არ გადასცეთ ის სხვა ადამიანებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.

თუ თქვენ განგივითარდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 ნაწილში.

ფურცელ-ჩანართის შიგთავსი:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი ვარფარინი შტადა და რისთვის გამოიყენება.
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ვარფარინი შტადას მიღებამდე
  • პრეპარატ ვარფარინი შტადას მიღება
  • შესაძლო არასასურველი რეაქციები
  • პრეპარატ ვარფარინი შტადას შენახვა
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პრეპარატი ვარფარინი შტადა და რისთვის გამოიყენება ის

პრეპარატი ვარფარინი შტადა შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ვარფარინ ნატრიუმს, რომელიც მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს „ანტითრომბოზული საშუალებები; K ვიტამინის ანტაგონისტები“. ვარფარინი წარმოადგენს არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტს და აფერხებს ღვიძლში K ვიტამინზე დამოკიდებული სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზს.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ვარფარინი შტადა გამოიყენება ზრდასრულებისა და 3 წლის ასაკიდან ბავშვების სამკურნალოდ:

სისხლძარღვების თრომბოზისა და ემბოლიის მკურნალობა და პროფილაქტიკა: მწვავე და

მორეციდივე ვენური თრომბოზი, ფილტვის არტერიის ემბოლია;

მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკა და თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ;

თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა წინაგულის ფიბრილაციის, გულის სარქველების დაზიანებებისა ან გულის პროთეზირებული სარქველების მქონე პაციენტებში;

გარდამავალი იშემიური შეტევებისა და ინსულტების მკურნალობა და პროფილაქტიკა;

ოპერაციის შემდგომი თრომბოზების პროფილაქტიკა.

თუ გაუმჯობესება არ დადგა ან თავს უარესად გრძნობთ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ ვარფარინის შტადას მიღებამდე

უკუჩვენებები

არ მიიღოთ ვარფარინი შტადა:

თუ გაქვთ ალერგია ვარფარინზე ან პრეპარატის სხვა ნებისმიერ კომპონენტზე (რომლებიც ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 ნაწილში);

თუ გაქვთ მწვავე სისხლდენა;

თუ ხართ ორსულად (პირველი და მესამე ტრიმესტრი);

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადებები;

თუ გაქვთ მწვავე დისემინირებული სისხრძარღვშიდა შედედების (დსშ) სინდრომი;

თუ გაქვთ C და S ცილების დეფიციტი (იშვიათი თანდაყოლილი დაავადება, რომელსაც აქვს თრომბის წარმოქმნის რისკი);

თუ გაქვთ თრომბოციტოპენია;

თუ გაქვთ სისხლდენის მაღალი რისკი (მაგ., ჰემორაგიული დარღვევები, საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, არტერიის ანევრიზმა, ლუმბალური პუნქცია, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, მძიმე ჭრილობები (ოპერაციულების ჩათვლით), ბაქტერიული ენდოკარდიტი, ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზია, ჰემორაგიული ინსულტი, ქალასშიდა სისხლდენა).

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ, შეგვატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:

პრეპარატ ვარფარინი შტადას მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.

ვარფარინით თერაპიის სავალდებულო პირობას წარმოადგენს პაციენტის მიერ პრეპარატის დანიშნული დოზის მიღების მკაცრი დაცვა.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ან გქონიათ შემდეგი მდგომარეობებიდან რომელიმე , ვინაიდან შესაძლოა დაგჭირდეთ მკურნალობის უფრო ხშირი კონტროლი:

თუ ხართ ხანდაზმული ასაკის ადამიანი (გვერდითი ეფექტების განვითარების უფრო მაღალი რისკი),

თუ გაქვთ ციებ-ცხელება ან ინფექციური დაავადება,

თუ გადატანილი გაქვთ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა,

თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები,

თუ გაქვთ გულის პრობლემები,

თუ ხშირად იღებთ ალკოჰოლს,

თუ გაქვთ დიარეა ან ღებინება, ან ადგილი აქვს წონაში კლებას ან მატებას,

თუ უნდა ჩაგიტარდეთ ოპერაცია (შესაძლოა, ექიმს მოუხდეს დოზის შეცვლა ან ვარფარინის მიღების შეჩერება),

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები,

თუ გაქვთ ფსიქიკური აშლილობა,

თუ გაქვთ გარკვეული გენეტიკური დაავადებები (ექიმი გელაპარაკათ ამის შესახებ).

სისხლის რეგულარული ანალიზი

თქვენ რეგულარულად ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზები, რათა განისაზღვროს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (სნთ) და შეფასდეს შერჩეული დოზის სისწორე. სისხლის ანალიზი ჩატარდება უფრო ხშირად, თუ გაქვთ პრობლემები თირკმელებთან ან ღვიძლთან დაკავშირებით, ინფექციური დაავადება, ცვლილებები კვების რაციონში, ვარფარინის დოზის შეცვლისას, თუ თქვენ იწყებთ ან წყვეტთ სხვა პრეპარატების მიღებას.

ვარფარინის ეფექტზე მოქმედი ფაქტორები

ისეთ მდგომარეობებში, როგორიცაა ცხელება, ჰიპერთირეოზი, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი ღვიძლის თანმხლები დაზიანებით, პრეპარატ ვარფარინ შტადას მოქმედება შეიძლება გაიზარდოს. ვარფარინის ეფექტის გაძლიერება, რომელიც მოითხოვს პრეპარატის დოზის შემცირებას, ასევე შეიძლება შეინიშნებოდეს წონის დაკლებისას, მწვავე თანმხლები დაავადებებისა და მოწევის შეწყვეტის დროს.

ვარფარინის ეფექტი შეიძლება შემცირდეს ჰიპოთირეოზის დროს. ვარფარინის ეფექტის შემცირება, რომელიც მოითხოვს პრეპარატის დოზის გაზრდას, შესაძლოა წონის მატებისა და ასევე დიარეასა და ღებინების დროს.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ვარფარინი შტადა არ მისცეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებს.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი ვარფარინი შტადა

აცნობეთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შესაძლოა დაიწყოთ რომელიმე სხვა პრეპარატების მიღება.

არ არის რეკომენდებული სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღების დაწყება (მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატებისა) ან შეწყვეტა, და ასევე იმ სამკურნალო პრეპარატების დოზების შეცვლა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რომლებსაც იღებთ.

ერთდროულმა გამოყენებამ არტერიული და ვენოზური თრომბოზების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის განკუთვნილი პრეპარატებისა და ასევე სხვა პრეპარატებისა, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე, შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის მოქმედება და გაზარდოს სისხლდენის რისკი.

თუ იღებთ ვარფარინს, უკუნაჩვენებია ფიბრინოლიზური პრეპარატების (ისეთების, როგორიცაა სტრეპტოკინაზას და ალტეპლაზა) გამოყენება.

თუ ქვევით მითითებული პრეპარატების ერთდროული გამოყენება აბსოლუტურად აუცილებელია, ექიმი გამოიჩენს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ძლიერი სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკის გამო და განახორციელებს სნთ-ს გულდასმით კონტროლს:

კლოპიდოგრელი, პრასუგრელი, ტიკლოპიდინი (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ თრომბოციტების აგრეგაციას და ანადგურებენ თრომბებს);

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) (აცეტილსალიცილის მჟავასა და ციკლოოქსიგენაზა-2 [ცოგ-2] შერჩევითი ინჰიბიტორების ჩათვლით);

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული და ვენური თრომბოზის მკურნალობისა ან პროფილაქტიკისთვის, და ასევე სხვა სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე (ბივალირუდინი, დაბიგატრანი, დიპირიდამოლი, არაფრაქციონირებული ჰეპარინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინები, ფონდაპარინუქსი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი, ეპტიფიბატიდი, ტიროფიბანი, აბციქსიმაბი);

სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (სუში) ან ნორადრენალინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (სნუში);

პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები (მაღალი დოზებით მიღებისას) (კლოქსაცილინი, ამოქსიცილინი);

ნებისმიერი სხვა პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას ან ამცირებენ თრომბოციტების აგრეგაციას.

ვარფარინისა და აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზით ერთდროული გამოყენება მისაღებია, მაგრამ დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის გაზრდილ რისკთან.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ვარფარინის ეფექტს :

ქოლესტირამინი (სისხლში ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატი);

ბოზენტანი (ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატი);

აპრეპიტანტი, მესალაზინი, სუკრალფატი (კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

გრიზეოფულვინი, რეტინოიდები (კანის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

დიკლოქსაცილინი, რიფამპიცინ ნაფცილინი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები);

ნევირაპინი, რიტონავირი (აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატები);

გლუტეთიმიდი, ქლორდიაზეპოქსიდი, ბარბიტურატები, მაგალითად, ფენობარბიტალი (პრეპარატები, რომლებიც ახდენენ გავლენას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე);

კარბამაზეპინი, ვალპროის მჟავა, პრიმიდონი, ფოსფენიტოინი, ფენიტოინი (პრეპარატები ეპილეფსიის კონტროლისათვის);

ტრაზოდონი, მიანსერინი (ანტიდეპრესანტები);

ამინოგლუტეთიმიდი, აზათიოპრინი, მერკაპტოპურინი, მიტოტანი (ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

ციკლოსპორინი (იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატი);

სპირონოლაქტონი, ქლორტალიდონი (შარდმდენი პრეპარატები);

ნასვრეტებიანი კრაზანა (Hypericum perforatum), ჟენშენი (Panax ginseng) (მცენარეული პრეპარატები);

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C);

K ვიტამინი და K ვიტამინის შემცველი საკვები პროდუქტები.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აძლიერებენ ვარფარინის ეფექტს :

ტეტრაციკლინები, სულფონამიდები (სულფამეთიზოლი, სულფაფურაზოლი, სულფაფენაზოლი), ქინოლონები (ციპროფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, გრეპაფლოქსაცინი, ნალიდიქსის მჟავა), მაკროლიდები (აზითრომიცინი, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, როქსითრომიცინი), ქლორამფენიკოლი, ცეფალოსპორინები (ცეფამანდოლი, ცეფალექსინი, ცეფმენოქსიმი, ცეფმეტაზოლი, ცეფოპერაზონი, ცეფუროქსიმი), სულფამეტოქსაზოლი-ტრიმეტოპრიმი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები);

ომეპრაზოლი, ციმეტიდინი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები) , მათ შორის კუჭის წყლულის);

გლიბენკლამიდი, ტროგლიტაზონი (შაქრის შემამცირებელი პრეპარატები);

ამიოდარონი, ეთაკრინის მჟავა, პროპაფენონი, ქინიდინი, დიაზოქსიდი, დიგოქსინი, პროპრანოლოლი (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

ფლუვასტატინი, სიმვასტატინი, როზუვასტატინი, გემფიბროზილი, ბეზაფიბრატი, კლოფიბრატი, ლოვასტატინი, ფენოფიბრატი (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლში ქოლესტერინს);

მიკონაზოლი (მათ შორის პირის ღრუში გამოსაყენებელი გელის სახით), ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, მეტრონიდაზოლი, ვორიკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები);

დანაზოლი, ტესტოსტერონი (სტეროიდული ჰორმონები – ანაბოლური საშუალებები და/ან ანდროგენები);

გლუკაგონი (ჰიპოგლიკემიის სამკურნალო პრეპარატი);

სულფინპირაზონი, ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები);

პრედნიზოლონი/პრედნიზონი (გლუკოკორტიკოსტეროიდები);

ლევამიზოლი (ჰელმინთებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალო პრეპარატი);

კოდეინი (ხველის საწინააღმდეგო საშუალება);

პარაცეტამოლი (განსაკუთრებით 1-2 კვირის უწყვეტი გამოყენების შემდეგ);

დექსტროპროპოქსიფენი, ტრამადოლი (მაანალგეზირებადი საშუალებები);

ლეფლუნომიდი (რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პრეპარატი);

ქლორალჰიდრატი (სედატიური საშუალება);

ფტორურაცილი, კაპეციტაბინი, იმატინიბი, იფოსფამიდი, ტამოქსიფენი, მეთოტრექსატი, ტეგაფური, ტრასტუზუმაბი, ფლუტამიდი, ციკლოფოსფამიდი, ეტოპოზიდი ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები);

ალფა და ბეტა ინტერფერონი;

დისულფირამი (ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატი);

მეტოლაზონი, თიენილის მჟავა (შარდმდენი პრეპარატები);

ზაფირლუკასტი (ბრონქული ასთმის სამკურნალო პრეპარატი);

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა;

პროგუანილი (მალარიის სამკურნალო პრეპარატი).

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ ან აძლიერებენ ვარფარინის ეფექტს:

დიზოპირამიდი (გულის რითმის დარღვევების სამკურნალო პრეპარატი);

სამკურნალო საშუალებები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, რომლებიც შეიცავენ კოენზიმ Q 10-ს;

გლუკოზამინი (სახსრების დაავადებების სამკურნალო პრეპარატი).

ვარფარინმა შეიძლება გააძლიეროს პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების - სულფონილშარდოვანას წარმოებულების მოქმედება.

ვარფარინისა და ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, თქვენ ჩაგაბარებინებენ სისხლის ანალიზს შედედების დროის დასადგენად მკურნალობის დასაწყისში და ბოლოს, და, შეძლებისდაგვარად, თერაპიის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ.

პრეპარატი ვარფარინი შტადას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლიზმით დაავადებულმა პაციენტებმა შესაძლოა ვერ დაიცვან დანიშნული რეჟიმი. ისეთმა მდგომარეობამ, როგორიცაა ალკოჰოლიზმი, რომელსაც თან ახლავს ღვიძლის დაზიანება, შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის მოქმედება. ალკოჰოლს (ეთანოლს) შეუძლია ვარფარინის მეტაბოლიზმის ინჰიბირება ან ინდუცირება.

საკვები პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ K ვიტამინს, ასუსტებენ ვარფარინის მოქმედებას. ყველაზე მეტი რაოდენობით K ვიტამინი გვხვდება მწვანე ბოსტნეულში (მაგალითად, ამარანტის მწვანე ნაწილი, თეთრი კომბოსტო, ავოკადო, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, კანოლას ზეთი, შაიოს ფოთოლი, ხახვი, კორიანდრი (ქინძი), კიტრის კანი, ვარდკაჭაჭა, კივის ნაყოფი, სალათი-ლატუკი, პიტნა, მწვანე მდოგვი, ზეითუნის ზეთი, ოხრახუში, ბარდა, ფისტაშკები, ზღვის წითელი წყალმცენარეები, მწვანე ხახვი, სოიო მარცვლები, ჩაის ფოთლები (მაგრამ არა ჩაის-ნაყენი), თალგამის მწვანე ნაწილი, წყლის წიწმატი, ისპანახი), ამიტომ, ვარფარინით მკურნალობისას სიფრთხილით მიირთვით საკვებად ეს პროდუქტები.

შტოშს შეუძლია შეამციროს ვარფარინის მეტაბოლიზმი. ისეთი მატონიზირებელი სასმელების მოხმარება, რომლებიც შეიცავენ ქინინს, შეიძლება გამოიწვიოს ვარფარინის დოზის შემცირების აუცილებლობა.

ანტიკოაგულაციური/ანტითრომბოციტული ეფექტის მაპოტენცირებელმა გინკგოს (Ginkgo biloba), ნივრის, სამკურნალო ანგელოზას, პაპაიას, სალბის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ორსულობა

ვარფარინი სწრაფად აღწევს პლაცენტას მიღმა, ახდენს ტერატოგენულ მოქმედებას ნაყოფზე, იწვევს რა ვარფარინის სინდრომის განვითარებას ნაყოფში ორსულობის 6-12 კვირაზე. ამ სინდრომის გამოვლინებებია: ნაზალური ჰიპოპლაზია (ცხვირის უნაგირისებრი დეფორმაცია და სხვა ხრტილოვანი ცვლილებები) და წერტილოვანი ქონდროდისპლაზია რენტგენოლოგიური გამოკვლევისას (განსაკუთრებით ხერხემლისა და გრძელი ლულოვანი ძვლების), ხელებისა და თითების დამოკლება, მხედველობის ნერვის ატროფია, კატარაქტა, რომელიც იწვევს სრულ ან ნაწილობრივ სიბრმავეს, გონებრივ და ფიზიკური განვითარების შეფერხება და მიკროცეფალია.

ორსულობის დროს ვარფარინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თანდაყოლილი მანკები და ნაყოფის სიკვდილი.

პრეპარატი ვარფარინი შტადა არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პირველ და მესამე ტრიმესტრში. ვარფარინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, უკიდურესად აუცილებელი შემთხვევების გარდა.

რეპროდუქციული პოტენციალის ასაკის ქალებმა ვარფარინის მიღებისას უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები.

ძუძუთი კვება

ვარფარინი გამოიყოფა დედის რძეში, თუმცა ვარფარინის თერაპიული დოზებით მიღებისას ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე უარყოფითი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.

პრეპარატ ვარფარინი შტადას გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის სარგებელი აღემატება ბავშვისთვის მოსალოდნელ რისკს.

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები ვარფარინის ნაყოფიერებაზე ზემოქმედების შესახებ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ვარფარინი არ ახდენს გავლენას ან ახდენს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

პრეპარატი ვარფარინი შტადა შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს

თუ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს ამ საკურნალო პრეპარატის მიღებამდე.

  • ვარფარინი შტადას მიღება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. ეჭვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

რეკომენდებული დოზა

დოზის უფრო ზუსტად დასადგენად, მკურნალობის დაწყებამდე ტარდება სისხლის ანალიზი საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) გამოსათვლელად. შემდეგში სნთ-ის ლაბორატორიული კონტროლი ტარდება რეგულარულად ყოველ 4-8 კვირაში.

შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა თანაბარ დოზებად.

თუ თქვენ მანამდე არ ღებულობდით ვარფარინს

ვარფარინის საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 5 მგ (პრეპარატის 2 ტაბლეტი) დღე-ღამეში, პირველი 4 დღის განმავლობაში. მკურნალობის მე-5 დღეს განისაზღვრება სნთ და, ამ მაჩვენებლის შესაბამისად, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატის შემანარჩუნებელ დოზას. ვარფარინის შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 2.5-7.5 მგ-ს (პრეპარატის 1-3 ტაბლეტი) დღე-ღამეში.

თუ ადრე ღებულობდით ვარფარინს

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს ვარფარინის ცნობილი შემანარჩუნებელი დოზის ორმაგ დოზას და ინიშნება პირველი 2 დღის განმავლობაში. შემდეგ მკურნალობა გრძელდება ცნობილი შემანარჩუნებელი დოზით. მკურნალობის მე-5 დღეს, ტარდება სნთ-ის კონტროლი და დოზის კორექცია ხდება ამ მაჩვენებლის შესაბამისად.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ადამიანი, თქვენ იქნებით გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან არსებობს არასასურველი რეაქციების განვითარების უფრო მაღალი რისკი.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ზრდის მგრძნობელობას ვარფარინის მიმართ, რადგან ღვიძლი გამოიმუშავებს სისხლის შედედების ფაქტორებს და ასევე ახორციელებს ვარფარინის მეტაბოლიზმს. თქვენ იქნებით ექიმის გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თუ თქვენ თირკმელების დაავადება გაქვთ, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ ვარფარინის დოზა და ყურადღებით დააკვირდეს თქვენს მდგომარეობას.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

მონაცემები ვარფარინის ბავშვებში გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ღვიძლის ნორმალური ფუნქციის დროს საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 0.2 მგ/კგ დღე-ღამეში და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს - 0.1 მგ/კგ დღე-ღამეში. შემანარჩუნებელი დოზა შეირჩევა სნთ-ს მაჩვენებლების შესაბამისად. სნთ-ს რეკომენდებული დონეები იგივეა, რაც ზრდასრულებისთვის. ბავშვებისთვის ვარფარინის დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გამოცდილმა სპეციალისტმა. მკურნალობა უნდა ჩატარდეს გამოცდილი პედიატრ-სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

ვარფარინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ამჟამად დადგენილი არ არის. მონაცემები არ გაგვაჩნია.

შეყვანის გზა და(ან) მეთოდი

ტაბლეტები მიიღება შიგნით, დღე-ღამეში ერთხელ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.

ჭრილი მხოლოდ იმისთვისაა დატანებული, რომ ტაბლეტის გატეხვა გაგიადვილდეთ, თუ გიჭირთ მისი მთლიანად გადაყლაპვა.

თერაპიის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობას განისაზღვრება ექიმის მიერ გამოყენების ჩვენებების შესაბამისად და თქვენი კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

თუ თქვენ მიიღეთ ვარფარინი შტადას საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ ვარფარინი შტადას ბევრად უფრო მეტი დოზა ან განგივითარდათ სისხლდენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ვარფარინი შტადას მიღება

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის დოზის მიღება, მიიღეთ იგი იმავე დღეს, როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. თუ გამოტოვეთ რამდენიმე მიღება, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ვარფარინი შტადას მიღება

არ შეწყვიტოთ პრეპარატ ვარფარინი შტადას მიღება, თუ კი თქვენი ექიმი თვითონ არ გეტყვით ამას.

თუ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენ გაქვთ შეკითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ვარფარინმა შტადამაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ განგივითარდათ შემდეგი რეაქციები, შეწყვიტეთ პრპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება: ძალიან ხშირი - შეიძლება გამოუვლინდეს 1-ზე მეტ ადამიანს 10-დან:

სისხლდენა სხვადასხვა ორგანოებში, მათ შორის:

  • არაპროვოცირებული სისხლდენა ცხვირიდან;
  • შავი ფერის განავალი (მელენა), რაც შეიძლება იყოს შინაგანი სისხლდენის შედეგი;
  • მუქი წითელი ან ყავისფერი შარდი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმელების ან შარდის ბუშტის პრობლემებით;
  • მუცლის ტკივილი, სისხლიანი ღებინება.

ხშირი - შეიძლება გამოუვლინდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 10-დან:

ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) შეიძლება მოიცავდეს სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებას, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას, კანის ძლიერ ქავილს.

იშვიათი - შეიძლება აღენიშნებოდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 1000-დან :

ფეხის თითებისა და ტერფების კანის მეწამული დაზიანებები, რომლებსაც თან ახლავს ტკივილები წვის შეგრძნებით (პალმარ-პლანტარული სინდრომი).

უცნობია - არსებული მონაცემებიდან გამომდინარე წარმოქმნის სიხშირის დადგენა შეუძლებელია:

მტკივნეული გამონაყარი კანზე (კალციფილაქსია).

სხვა არასასურველი რეაქცები, რომლებიც აღინიშნებოდა პრეპარატ ვარფარინი შტადას მიღების დროს:

ხშირი - შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 10-დან:

  • ღებინება;
  • გულისრევა;
  • დიარეა.

იშვიათი - შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 1000-დან:

  • იისფერი თითის სინდრომი;
  • სისხლძარღვების კედლების ანთება (ვასკულიტი);
  • „ღვიძლის“ ფერმენტების აქტივობის მომატება;
  • კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება (სიყვითლე);
  • კანის ნეკროზი;
  • თმის ცვენა (ალოპეცია);
  • კანისმიერი გამონაყარი;
  • კანზე გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება);
  • კანის ქავილი;
  • ეგზემა;
  • თირკმლის ანთებითი დაავადება (ნეფრიტი);
  • კენჭები თირკმელში (უროლიტიაზი).

ძალიან იშვიათი - შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 10 000-დან:

  • სისხლძარღვების ქოლესტერინით ბლოკირება (ქოლესტერინული ემბოლია).

უცნობია - არსებული მონაცემებიდან გამომდინარე წარმოქმნის სიხშირის დადგენა შეუძლებელია:

  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა სისხლის შედედების ზედმეტად დათრგუნვის და შარდში სისხლის არსებობის გამო (ნეფროპათია, რომელიც დაკავშირებულია ანტიკოაგულანტების გამოყენებასთან).

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ გიჩნდებათ რაიმე არასასურველი რეაქციები, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიაწოდოთ ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალებების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) საინფორმაციო მონაცემთა ბაზას, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოვლენილი სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობაზე შეტყობინებების ჩათვლით. გზავნით რა შეტყობინებებს არასასურველი რეაქციების შესახებ, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიღებას.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

მისამართი: 109012,ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, ნაგებობა 1

ტელეფონი: +7 800 550 99 03

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

საიტი: https://www.roszdravnadzor.gov.ru/

სომხეთის რესპუბლიკა

„აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“ დტსს

მისამართი: 0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ.49/5

ტელეფონები: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

საიტი: http://pharm.am/

ბელორუსის რესპუბლიკა

უს „ჯანდაცვაში ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“

მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა

ტელეფონი/ფაქსი: +375 (17) 242-00-29

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

საიტი: https://www.rceth.by/

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს საქონლის და მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის კომიტეტის „სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“ რსს მწუ

მისამართი: Z00T6E5, ქალ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა,13

ტელეფონი: +7 (7172) 235 135

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

საიტი: https://www.ndda.kz/

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის დეპარტამენტი

მისამართი: 720044, ქალ. ბიშკეკი, ქ. მესამე ხაზი, 25

ტელეფონი: 0800 800 26 26

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

საიტი: http://www.pharm.kg/

  • ვარფარინი შტადას შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, რათა ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ფლაკონზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის უტილიზაცია (განადგურება), რომელიც აღარაა საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი ვარფარინი შტადა შეიცავს

მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ვარფარინ ნატრიუმი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ ვარფარინ ნატრიუმს.

სხვა ინგრედიენტებს (დამხმარე ნივთიერებებს) წარმოადგენენ: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ინდიგოკარმინი, პოვიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატ ვარფარინი შტადას გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი.

ტაბლეტები.

მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტები ჯვრის ფორმის გამყოფი ხაზით, ღია ლურჯი ფერის.

50 ან 100 ტაბლეტი პლასტიკის ფლაკონში, დალუქული ხრახნიანი თავსახურით, რომლის ქვეშაც დამონტაჟებულია მოსახსნელი რგოლის მქონე შუასადები, რომელიც უზრუნველყოფს პირველი გახსნის კონტროლს. თითო ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

შტადა არცნაიმიტელ აგ, გერმანია

შტადაშტრასე 2-18, 61118, ბად-ფილბელი

მწარმოებელი

ორიფარმ მანუფექჩურინგ პოლანდ სპ. ზ. ო.ო., პოლონეთი

12, ქსენსტვა ლოვიცკეგოს ქუჩა,

99-420 ლიშკოვიცე, პოლონეთი

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, უნდა დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

რუსეთის ფედერაცია, სომხეთის რესპუბლიკა, ბელარუსის რესპუბლიკა

სს „ნიჟფარმი“, რუსეთი

603105, ქალ. ნიჟნი ნოვგოროდი, სალგანსკაიას ქუჩა, 7

ტელ.: (831) 278-80-88

E-mail: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა

შპა „STADA Kazkhstan“, ყაზახეთის რესპუბლიკა

050044, ქალ. ალმატი, ნურლან კაპაროვის ქუჩა, 408

ტელ.: (727) 2222-100

e-mail: [email protected]

ყირგიზეთის რესპუბლიკა

შპს „შტადა კირგიზსტან“, ყირგიზეთის რესპუბლიკა

720005, ქალ. ბიშკეკი, იგემბერდიევის ქუჩა 1ა, ბც "ავრორა", ოფისი 604

ფურცელ-ჩანართი გადაიხედა

11/2024

ინფორმაციის სხვა წყაროები

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კავშირის ვებგვერდზე https://eec.eaeunion.org

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა