ექსოდერილი
EXODERIL
ექსოდერილი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ნაფტიფინს და გამოიყენება სოკოვანი ინფექციების გარეგანი სამკურნალოდ. ექსოდერილი ეფექტურია კანის სოკოვანი დაავადებების, საფუარა სოკოს, ობის სოკოს და სხვა სოკოების წინააღმდეგ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნაფტიფინი (naftifine)
- ფორმა და შეფუთვა
- 1% 20მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი, სპრეი ფლაკონი №1
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- D01AE22
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0588
- რეგისტრირებულია
- 7 სექტემბერი 2023, მოქმედებს 7 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
ექსოდერილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ექსოდერილი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ნაფტიფინს და გამოიყენება სოკოვანი ინფექციების გარეგანი სამკურნალოდ. ექსოდერილი ეფექტურია კანის სოკოვანი დაავადებების, საფუარა სოკოს, ობის სოკოს და სხვა სოკოების წინააღმდეგ. ამავე დროს ექსოდერილი ეფექტურია სხვადასხვა ბაქტერიის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად წარმოიქმნება სოკოვანი ინფექციების დროს.
ექსოდერილი წარმოდგენილია სპრეის სახით 20 მილილიტრიან შეფუთვაში.
გამოიყენება ტერფებზე, განსაკუთრებით ფეხის თითებს შორის, ფეხიგულზე (ვლინდება სიწითლის, აქერცვლის და შეშუპების ან ქავილის და ბუშტუკების სახით) და ფრჩხილებზე წარმოქმნილი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ექსოდერილის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
ექსოდერილი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის მიერ მითითებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ექიმის მიერ არ იქნა რეკომენდებული სხვა დოზა, კანის დაავადებული უბნის გასუფთავების და კარგად გამშრალების შემდეგ უნდა შეისხუროთ ექსოდერილი დღეში ერთხელ, უმჯობესია საღამოს.
ხსნარი უნდა შეასხუროთ კანის დაავადებულ უბანს და მის გარეთ ჯანმრთელი კანის დაახლოებით 2 სმ ნაწილს.
სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, გაქრება ძალიან მალე, მაგრამ დაავადების რეციდივის თვიდან ასაცილებლად მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაავადების ყველა სიმპტომის გაქრობის შემდეგ არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის გამომწვევი სოკოს ტიპზე, ინფექციის ადგილზე და დაავადების სიმძიმეზე.
თუ მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში არ გამოვლინდება დაავადების სიმპტომების რაიმე სახით გამოჯანმრთელება, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
სოკოვანი ინფექციით მკურნალობისას მხედველობაში მიიღეთ შემდეგი გარემოებები:
სოკოვანი ინფექციის გამომწვევი ორგანიზმები შესაძლებელია გადავიდნენ თქვენს ტანსაცმელზე, რის გამოც ტანსაცმელი უნდა გამოიცვალოთ ყოველდღიურად.
ეცადეთ, დაავადებული კანი იყოს მშრალი. მოერიდეთ ვიწრო და ჰაერგაუმტარი ტანსაცმლის ჩაცმას (როგორიცაა ვიწრო ფეხსაცმელში სინთეტური ქსოვილის წინდა)
დაბანის შემდეგ გაიმშრალეთ კანის დაავადებული უბანი და ყოველდღიურად შეცვალეთ გამოყენებული საფენი და პირსახოცი.
თუ ფეხზე გაქვთ სოკოვანი ინფექცია, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ასევე იმისათვის, რომ არ გამოიწვიოთ ინფექციის გამეორება, მოერიდეთ სახლში, აუზზე და სასტუმროში ფეხშიშველი სიარულს.
არ იაროთ საუნაში ან ორთქლის აბანოში, სანამ სოკოვანი ინფექცია მთლიანად არ განიკურნება.
გამოყენების გზა და მეთოდი:
გამოიყენება კანზე ან ფრჩხილებზე შესხურების გზით. გამოყენებამდე დაზიანებული კანის ან ფრჩხილის უბანი უნდა დაიბანოთ თბილი წყლით და კარგად გაიმშრალოთ.
შეფუთვის პირველად გახსნისას პრეპარატის შესასხურებლად ტუმბოს რამდენიმეჯერ უნდა დააჭიროთ ხელი. როდესაც დაიწყება ხსნარის გამოსვლა, ყოველ დაჭერაზე ხდება 0.1 მლ ექსოდერილის შესხურება. სპეციალური დიზაინის წყალობით ტუმბო ადვილად მუშაობს ბოთლის ნებისმიერ პოზიციაში, რის გამოც შესაძლებელია სხეულის ნაოჭებში არსებულ ინფექციასთან წვდომა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
დღემდე არ ჩატარებულა სისტემატური კვლევები 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ნაფტიფინის ჰიდროქლორიდის უვნებლობასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებით. არ არსებობს მონაცემები.
ასაკოვნებში გამოყენება:
არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის უკმარისობა/ღვიძლის უკმარისობა
არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
თუ თვლით, რომ ექსოდერილის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ექსოდერილი საჭიროზე მეტი რაოდენობით
ნუ შეგეშინდებათ, რომ შეიქმნება სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა. შეცდომით ჩაყლაპვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. რეკომენდებულია სათანადო სიმპტომატური მკურნალობა.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით ექსოდერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ექსოდერილის გამოყენება
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.
ექსოდერილით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია
მკურნალობის შეწყვეტამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ექსოდერილის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ნაფტიფინის, პროპილენგლიკოლის ან პრეპარატის შემდგენელი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ექსოდერილი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. არ შეახოთ თვალს და არ გამოიყენოთ ღია ჭრილობაზე. თუ დაავადების სიმპტომები არ გაუმჯობესდება და პრეპარატს არ ექნება მოსალოდნელი ეფექტი, აცნობეთ თქვენს ექიმს.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა, რომ ექსოდერილი არ მოხვდეს თვალში, ცხვირის, პირის ღრუს ლორწოვან გარსზე და სხვა ლორწოვან გარსზე.
პრეპარატის შემადგენელმა პროპილენგლიკოლმა შესაძლებელია კანზე გამოიწვიოს ირიტაცია.
თუ სიმპტომები გაგრძელდება ან პრეპარატის გამოყენებით არ იქნა მიღწეული მოსალოდნელი შედეგი, რამდენადაც შესაძლებელია, უმოკლეს ვადაში კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან იმ შემთხვევაში, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ექსოდერილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატი გამოიყენება კანზე, რის გამოც არ არის მოსალოდნელი ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არის აღწერილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ექსოდერილის ხსნარის მიმართ.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
არ არის ჩატარებული ურთიერთქმედების კვლევები სპეციალურ პოპულაციებში.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ, არ გამოიყენოთ ექსოდერილი თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე. სწორი სახით გამოყენების შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი მუცლად მყოფ ბავშვზე რაიმე სახის ზემოქმედება.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია

არ გამოიყენოთ ექსოდერილი ძუძუთი კვების პერიოდში ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ვლინდება სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექსოდერილის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
პრეპარატის შემადგენელმა პროპილენგლიკოლმა შესაძლებელია კანზე გამოიწვიოს ირიტაცია (გაღიზიანება).
ექსოდერილი შეიცავს ეთანოლს, რის გამოც არ შეიძლება თვალებთან კონტაქტი და კანის ისეთ უბნებზე წასმა, სადაც არის ღია ჭრილობა. ეთანოლმა შესაძლებელია გამოიწვიოს ტკივილი და წვა.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
არ არსებობს ინფორმაცია სხვა პრეპარატებთან ექსოდერილის ურთიერთქმედების შესახებ.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
თუ შენიშნავთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე სიმპტომს, აცნობეთ თქვენს ექიმს:
უცნობი სიხშირე:
კანის გამოშრობის შეგრძნება
ლოკალური გაღიზიანების სიმპტომები, როგორიცაა კანზე სიწითლე და წვა,
კონტაქტური დერმატიტი (კანზე სიწითლე ან გამოყენების ადგილზე გაღიზიანება)
ეს ექსოდერილის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია. მკურნალობა უნდა შეწყდეს მხოლოდ ზოგ შემთხვევებში. გვერდითი მოვლენები გაქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე: 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ექსოდერილის შენახვა
ექსოდერილი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე და საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ექსოდერილი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ექსოდერილი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სანდოზ გმბჰ/ავსტრიის სახელით
სს სანდოზ ილაჩ სან. ვე თიჯ.
ბიზნეს-ცენტრი „სურიაფი&აქელ“, რუზგარლიბაჰჩეს უბანი შეჰით სინან ეროღლუს გამზირი №:6 34805 ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს გენვეონ ილაჩ სან. ვე თიჯ.
გებზე / ქოჯაელი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 28.10.2022 წელს.
46320535
DO 03
ჭარბი დოზა
ნაფტიფინის ადგილობრივი გამოყენების შედეგად მწვავე დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა და არ არის მოსალოდნელი სიცოცხლისათვის საშიში პირობების განვითარება. ვინაიდან აქტიური ნივთიერების აბსორბცია კანის მიერ უმნიშვნელოდ დაბალია, ექსოდერილის სისტემური ინტოქსიკაცია მოსალოდნელი არ არის კანზე გამოყენებისას. შემთხვევითი მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ყოველი 1 მლ სპრეის ხსნარი შეიცავს 10 მგ ნაფტიფინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები
1 მლ სპრეიზე,
პროპილენგლიკოლი 0,05გრ
ეთანოლი 0,40გრ
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
შენახვის პირობები
24 თვე
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ის უნდა ინახებოდეს ოთახის არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
- 5. შეფუთვის ფორმა და შემცველობა
შეფუთვის ფორმა
ქარვისფერი მინის ბოთლი სარქველით და ხრახნიანი თავსახურით (სპრეის ტუმბო).
შესაფუთი მასალა
ბოთლი: III ტიპის ქარვისფერი მინა
სარქველი: პოლიეთილენი
ხრახნიანი თავსახური: ABS
- 6. ადამიანური გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების უტილიზაცია და სხვა სპეციალური ღონისძიებები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგლამენტისა და შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების შესაბამისად.
- ლიცენზიის მფლობელი
სანდოზ გმბჰ/ავსტრიის წარმომადგენლობა
სანდოზ ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.ს.
სირუაპი & აკელ იშ მერკეზი რუზგარლიბაჩე მაჰ.
შეჰიტ სინან ეროღლუ კად. N.: 6 34805
კავაჩიკ/ბეიკოზ/სტამბოლი
- ლიცენზიის ნომერი
216/2
- პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი
პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი: 29.05.2008
ლიცენზიის განახლების თარიღი:
- სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის განახლების თარიღი
თარგმანი სწორია:
ფარმაკოლოგიური თვისებები
გარეგანი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
ათქ კოდი: D01AE22
ნაფტიფინი არის ანტიმიკოზური საშუალება, რომელიც გამოიყენება გარეგანად.
ნაფტიფინი ეფექტურია კანის სოკოების წინააღმდეგ (დერმატოფიტები, როგორიცაა Trichophyton, Microsporum და Epidermophyton სახეობები). ნაფტიფინი ზომიერად ეფექტურია საფუარის სოკოების (Candida spp., Pityriasis versicolor), ობის (Aspergillus spp.) და სხვა სოკოების (მაგ. Sporothrix schenkii) წინააღმდეგ. ნაფტიფინს აქვს ფუნგიციდური მოქმედება დერმოტოფიტებზე და ასპერგილუსის სახეობებზე in vitro. ფუნგიციდური მოქმედების მიუხედავად მას ახასიათებს ზოგიერთ საფუარის სოკოზე ფუნგისტატური ზემოქმედება. ანტიმიკრობული ეფექტის გარდა, ნაფტიფინს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სოკოვან ინფექციებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ბაქტერიულ ინფექციებზე.
კლინიკურად, ნაფტიფინს აქვს შინაგანი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ამ მახასიათებლის გამო, ნაფტიფინი ხელს უწყობს დაავადების თანმხლები ანთების სიმპტომების (ქავილი და ა.შ.) მოხსნას.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი არის ალილამინის სინთეზური წარმოებული.
აბსორბცია
ნაფტიფინი ადვილად აღწევს კანში და აღწევს ხანგრძლივ ანტიმიკოზურ კონცენტრაციას კანის სხვადასხვა ფენებში. ჯანმრთელ მოხალისეებში 3H მარკირებული ნაფტიფინის 1% კრემის ერთჯერადი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აბსორბირებული იქნა გამოყენებული დოზის 4.2%.
განაწილება
ჯანმრთელ მოხალისეებში შეყვანილი დოზის დაახლოებით 6% დაფიქსირდა სისტემურ მიმოქცევაში.
ბიოტრანსფორმაცია
ადამიანებში და ლაბორატორიულ ცხოველებში კანის ან პერორალური მიღების შემდეგ, ექსოდერილის სოკოს საწინააღმდეგო კომპონენტი (E)-N-methyl-N-(1-naphthylmethyl)-3-fenyl-2-propene-1-amine-hydrochloride (ნაფტიფინი) განიცდის რაოდენობრივ ბიოტრანსფორმაციას და გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, რომლებსაც არ გააჩნიათ სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
ელიმინაცია
ნაფტიფინი და/ან მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით და განავლით. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2-3 დღეა.
წრფივობა/არაწრფივობა
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ექსოდერილი® 1% სპრეის ხსნარი
განკუთვნილია კანზე გამოყენებისთვის.
აქტიური ნივთიერება: სპრეის ხსნარის ყოველი 1 მლ შეიცავს 10 მგ ნაფტიფინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ეთანოლი, დისტილირებული წყალი.
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული საკითხები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
- რა არის ექსოდერილი და რისთვის გამოიყენება?
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ექსოდერილის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ექსოდერილი?
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
- ექსოდერილის შენახვა
- რა არის ექსოდერილი და რისთვის გამოიყენება?
ექსოდერილი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ნაფტიფინს და გამოიყენება სოკოვანი ინფექციების გარეგანი სამკურნალოდ. ექსოდერილი ეფექტურია კანის სოკოვანი დაავადებების, საფუარა სოკოს, ობის სოკოს და სხვა სოკოების წინააღმდეგ. ამავე დროს ექსოდერილი ეფექტურია სხვადასხვა ბაქტერიის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად წარმოიქმნება სოკოვანი ინფექციების დროს.
ექსოდერილი წარმოდგენილია სპრეის სახით 20 მილილიტრიან შეფუთვაში.
გამოიყენება ტერფებზე, განსაკუთრებით ფეხის თითებს შორის, ფეხიგულზე (ვლინდება სიწითლის, აქერცვლის და შეშუპების ან ქავილის და ბუშტუკების სახით) და ფრჩხილებზე წარმოქმნილი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ექსოდერილის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ექსოდერილი შემდეგ შემთხვევებში
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ნაფტიფინის, პროპილენგლიკოლის ან პრეპარატის შემდგენელი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ექსოდერილი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. არ შეახოთ თვალს და არ გამოიყენოთ ღია ჭრილობაზე. თუ დაავადების სიმპტომები არ გაუმჯობესდება და პრეპარატს არ ექნება მოსალოდნელი ეფექტი, აცნობეთ თქვენს ექიმს.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა, რომ ექსოდერილი არ მოხვდეს თვალში, ცხვირის, პირის ღრუს ლორწოვან გარსზე და სხვა ლორწოვან გარსზე.
პრეპარატის შემადგენელმა პროპილენგლიკოლმა შესაძლებელია კანზე გამოიწვიოს ირიტაცია.
თუ სიმპტომები გაგრძელდება ან პრეპარატის გამოყენებით არ იქნა მიღწეული მოსალოდნელი შედეგი, რამდენადაც შესაძლებელია, უმოკლეს ვადაში კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან იმ შემთხვევაში, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ექსოდერილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატი გამოიყენება კანზე, რის გამოც არ არის მოსალოდნელი ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ, არ გამოიყენოთ ექსოდერილი თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე. სწორი სახით გამოყენების შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი მუცლად მყოფ ბავშვზე რაიმე სახის ზემოქმედება.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გამოიყენოთ ექსოდერილი ძუძუთი კვების პერიოდში ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
არ ვლინდება სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექსოდერილის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
პრეპარატის შემადგენელმა პროპილენგლიკოლმა შესაძლებელია კანზე გამოიწვიოს ირიტაცია (გაღიზიანება).
ექსოდერილი შეიცავს ეთანოლს, რის გამოც არ შეიძლება თვალებთან კონტაქტი და კანის ისეთ უბნებზე წასმა, სადაც არის ღია ჭრილობა. ეთანოლმა შესაძლებელია გამოიწვიოს ტკივილი და წვა.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
არ არსებობს ინფორმაცია სხვა პრეპარატებთან ექსოდერილის ურთიერთქმედების შესახებ.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება ექსოდერილი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
ექსოდერილი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის მიერ მითითებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ექიმის მიერ არ იქნა რეკომენდებული სხვა დოზა, კანის დაავადებული უბნის გასუფთავების და კარგად გამშრალების შემდეგ უნდა შეისხუროთ ექსოდერილი დღეში ერთხელ, უმჯობესია საღამოს.
ხსნარი უნდა შეასხუროთ კანის დაავადებულ უბანს და მის გარეთ ჯანმრთელი კანის დაახლოებით 2 სმ ნაწილს.
სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, გაქრება ძალიან მალე, მაგრამ დაავადების რეციდივის თვიდან ასაცილებლად მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაავადების ყველა სიმპტომის გაქრობის შემდეგ არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის გამომწვევი სოკოს ტიპზე, ინფექციის ადგილზე და დაავადების სიმძიმეზე.
თუ მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში არ გამოვლინდება დაავადების სიმპტომების რაიმე სახით გამოჯანმრთელება, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
სოკოვანი ინფექციით მკურნალობისას მხედველობაში მიიღეთ შემდეგი გარემოებები:
სოკოვანი ინფექციის გამომწვევი ორგანიზმები შესაძლებელია გადავიდნენ თქვენს ტანსაცმელზე, რის გამოც ტანსაცმელი უნდა გამოიცვალოთ ყოველდღიურად.
ეცადეთ, დაავადებული კანი იყოს მშრალი. მოერიდეთ ვიწრო და ჰაერგაუმტარი ტანსაცმლის ჩაცმას (როგორიცაა ვიწრო ფეხსაცმელში სინთეტური ქსოვილის წინდა)
დაბანის შემდეგ გაიმშრალეთ კანის დაავადებული უბანი და ყოველდღიურად შეცვალეთ გამოყენებული საფენი და პირსახოცი.
თუ ფეხზე გაქვთ სოკოვანი ინფექცია, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ასევე იმისათვის, რომ არ გამოიწვიოთ ინფექციის გამეორება, მოერიდეთ სახლში, აუზზე და სასტუმროში ფეხშიშველი სიარულს.
არ იაროთ საუნაში ან ორთქლის აბანოში, სანამ სოკოვანი ინფექცია მთლიანად არ განიკურნება.
გამოყენების გზა და მეთოდი:
გამოიყენება კანზე ან ფრჩხილებზე შესხურების გზით. გამოყენებამდე დაზიანებული კანის ან ფრჩხილის უბანი უნდა დაიბანოთ თბილი წყლით და კარგად გაიმშრალოთ.
შეფუთვის პირველად გახსნისას პრეპარატის შესასხურებლად ტუმბოს რამდენიმეჯერ უნდა დააჭიროთ ხელი. როდესაც დაიწყება ხსნარის გამოსვლა, ყოველ დაჭერაზე ხდება 0.1 მლ ექსოდერილის შესხურება. სპეციალური დიზაინის წყალობით ტუმბო ადვილად მუშაობს ბოთლის ნებისმიერ პოზიციაში, რის გამოც შესაძლებელია სხეულის ნაოჭებში არსებულ ინფექციასთან წვდომა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
დღემდე არ ჩატარებულა სისტემატური კვლევები 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ნაფტიფინის ჰიდროქლორიდის უვნებლობასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებით. არ არსებობს მონაცემები.
ასაკოვნებში გამოყენება:
არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის უკმარისობა/ღვიძლის უკმარისობა
არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
თუ თვლით, რომ ექსოდერილის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ექსოდერილი საჭიროზე მეტი რაოდენობით
ნუ შეგეშინდებათ, რომ შეიქმნება სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა. შეცდომით ჩაყლაპვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. რეკომენდებულია სათანადო სიმპტომატური მკურნალობა.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით ექსოდერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ექსოდერილის გამოყენება
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.
ექსოდერილით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია
მკურნალობის შეწყვეტამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ექსოდერილის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგ კატეგორიებში წარმოდგენილი სახით:
ძალიან ხშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
თუ შენიშნავთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე სიმპტომს, აცნობეთ თქვენს ექიმს:
უცნობი სიხშირე:
კანის გამოშრობის შეგრძნება
ლოკალური გაღიზიანების სიმპტომები, როგორიცაა კანზე სიწითლე და წვა,
კონტაქტური დერმატიტი (კანზე სიწითლე ან გამოყენების ადგილზე გაღიზიანება)
ეს ექსოდერილის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია. მკურნალობა უნდა შეწყდეს მხოლოდ ზოგ შემთხვევებში. გვერდითი მოვლენები გაქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე: 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ექსოდერილის შენახვა
ექსოდერილი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე და საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ექსოდერილი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ექსოდერილი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სანდოზ გმბჰ/ავსტრიის სახელით
სს სანდოზ ილაჩ სან. ვე თიჯ.
ბიზნეს-ცენტრი „სურიაფი&აქელ“, რუზგარლიბაჰჩეს უბანი შეჰით სინან ეროღლუს გამზირი №:6 34805 ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს გენვეონ ილაჩ სან. ვე თიჯ.
გებზე / ქოჯაელი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 28.10.2022 წელს.
46320535
DO 03
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.