პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ეფლორანი

Efloran

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

Bacteroides spp., Clostridium spp., Eubacterium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp. და მეტრონიდაზოლისადმი მგრძნობიარე სხვა ანაერობებით გამოწვეული ანაერობული ბაქტერიული ინფექციები (გინეკოლოგიური და მუცლის ინფექციები, ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები, ბაქტერიემია, სეფსისი, ენდოკარდიტი, ძვლების, …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეტრონიდაზოლი (metronidazole)
ფორმა და შეფუთვა
500მგ/100მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, იმიდაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
J01XD01
რეგისტრაციის ნომერი
რ-036875
რეგისტრირებულია
17 ნოემბერი 2022, მოქმედებს 17 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაეფლორანი და სხვა წამალი ერთად

ეფლორანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

Bacteroides spp., Clostridium spp., Eubacterium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp. და მეტრონიდაზოლისადმი მგრძნობიარე სხვა ანაერობებით გამოწვეული ანაერობული ბაქტერიული ინფექციები (გინეკოლოგიური და მუცლის ინფექციები, ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები, ბაქტერიემია, სეფსისი, ენდოკარდიტი, ძვლების, სახსრების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, პერიოდონტის ინფექციები, სასუნთქი გზების ინფექციები) (მოზრდილებისა და ბავშვებისთვის);

Clostridium difficile ბაქტერიით გამოწვეული ენტეროკოლიტის და ბაქტერიული ვაგინოზების მკურნალობა;

პროფილაქტიკური დანიშვნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და რეპროდუქციულ ორგანოებზე ქირურგიული ჩარევების წინ;

Helicobacter pylori ბაქტერიის ერადიკაცია.

ამებიაზისა ნაწლავური და ექსტრანაწლავური ფორმების და Giardia lamblia და Trichomonas vaginalis-ით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

ანაერობული ინფექციების მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება ინტრავენური ინფუზიით. როგორც კი შესაძლებელი გახდება, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ტაბლეტებით. მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ერთჯერადი დოზა შეადგენს 500 მგ-ს, ვენაში უწყვეტი (ნაკადით) ან წვეთოვანი შეყვანის სიჩქარე - 5 მლ წუთში. შეყვანებს შორის ინტერვალი - 8 საათი ან ტაბლეტეით 400 მგ პერორალურად დღეში 3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა 7 დღემდე, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში და ჩვენების მიხედვით, შეიძლება გაგრძელდეს.

დოზა 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის 7,5 მგ/კგ სხეულის მასაზე (1,5 მლ/კგ სხეულის მასაზე) უწყვეტი ინტრავენური სეყვანით ყოველ 8 საათში ან 7,5 მგ/კგ სხეულის მასაზე პერორალურად 3-ჯერ დღეში.

პროფილაქტიკური დანიშვნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და რეპროდუქციულ ორგანოებზე ქირურგიული ჩარევების წინ

მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მეტრონიდაზოლი ინიშნება ინფუზიის სახით დოზით 500 მგ, დღეში 3-ჯერ, ოპერაციის დღეს და მომდევნო დღეს - დოზით 1500 მგ/დღე-ღამეში (500 მგ ყოველ 8 საათში). პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების განვითარებისას თერაპიის ხანგრძლივობა იზრდება 7 დღემდე, შესაძლებელია გადასვლა პერორალურ თერაპიაზე.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია მეტრონიდაზოლის წვეთებით ვენაში შეყვანა იმავე სქემით, სადღეღამისო დოზით 7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 22,5 მგ/კგ სხეულის მასაზე.

რეკომენდებული არ არის მეტრონიდაზოლის საინფუზიო ხსნარის შერევა სხვა სამკურნალო პრეპარატებთან!

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის ან ნიტროიმიდაზოლის ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ და ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.

ორსულობა (პირველი ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილით: ორსულობა (II-III ტრიმესტრი), თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა.

სიფრთხილის ზომები

ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს, რადგან მეტაბოლიზმის შენელების შედეგად მეტრონიდაზოლის და მისი მეტაბოლიტების კონცენტრაცია პლაზმაში იზრდება. ექსკრეციის შენელების გამო აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა მეტრონიდაზოლის დოზის შერჩევისას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს მისი განახევრებით.

მეტრონიდაზოლი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ძვლის ტვინის და ცენტრალური ნერვული სისტემის თარგუნვით, აგრეთვე ხანდაზმულებში. ატაქსიის, თავბრუსხვევის განვითარებისას და პაციენტის ნევროლოგიური სტატუსის ნებისმიერი სხვა გაურესებისას, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.

თავიდან უნდა იქნას აცილებული მეტრონიდაზოლის გამოყენება პორფირიის მქონე პაციენტებში.

მეტრონიდაზოლით ხანგრძლივი მკურნალობისას (10 დღეზე მეტ ხანს) აუცილებელია დაკვირვება პერიფერიული სისხლის სურათზე და ღვიძლის ფუნქციაზე.

მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ სამი დღის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა მიიღოს სპირტიანი სასმელები, რადგან შეიძლება განვითარდეს დისულფირამის მსგავსი რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტებმა ექიმს უნდა აცნობონ, თუ ისინი იღებენ რაიმე სხვა პრეპარატს.

მეტრონიდაზოლი აძლიერებს ვარფარინის და სხვა კუმარინის რიგის ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ამიტომ ერთდროული დანიშვნისას ამ პრეპარატების დოზები უნდა შემცირდეს.

ფენიტოინი და ბარბიტურატები ამცირებენ მეტრონიდაზოლის ეფექტიანობას; ამავდროულად, შეიძლება გაიზარდოს ფენიტოინისა და ბარბიტურატების ეფექტურობა.

მეტრონიდაზოლის და ლითიუმის ერთდროული მიღებისას იზრდება ლითიუმის ნეიროტოქსიკურობა.

ციმეტიდინი ზრდის მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს.

სულფანილამიდები აძლიერებენ მეტრონიდაზოლის ანტიმიკრობულ მოქმედებას. მწვავე ფსიქოზის განვითარების გამო, დაშვებული არ არის მეტრონიდაზოლით და დისულფირამით ერთდროული მკურნალობა.

პაციენტებს არ უნდა დაენიშნოთ მეტრონიდაზოლი დისულფირამით მკურნალობის დასრულების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში; უფრო გვიან შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს. მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფსიქოფიზიოლოგიურ ფუნქციაზე, განსაკუთრებით ერთდროულად ალკოჰოლის მიღებისას.

ექიმებმა და ფარმაცევტებმა პაციენტს უნდა აცნობოთ ამის შესახებ.

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, მუცლის ტკივილი, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ნაწლავის კოლიკა, ყაბზობა, “მეტალის” გემო პირში, პირის სიმშრალე, გლოსიტი, სტომატიტი, პანკრეატიტი, ღვიძლის უკმარისობა.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა, ატაქსია, გონების არევა, გაღიზიანებადობა, დეპრესია, მომატებული აგზნებულობა, სისუსტე, უძილობა, თავის ტკივილი, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, პერიფერიული ნეიროპათია, დეზორიენტაცია, აჟიტირება.

ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსიური რეაქციები, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, კანის ჰიპერემია, ცხვირის შეგუბება, ცხელება, ართრალგია.

შარდსასქესო სისტემის მხრივ: დიზურია, ცისტიტი, პოლიურია, შარდის შეუკავებლობა, ვულვოვაგინალური კანდიდოზი, შარდის მუქი ან წითელ-ყავისფერი შეფერილობა, გინეკომასტია.

სხვა: ნეიტროპენია, ლეიკოპენია, T კბილის გაბრტყელება ეკგ-ზე.

ჭარბი დოზა

ძალიან მაღალი დოზები შეიძლება გახდეს გვერდითი ეფექტების, ძირითადად, გულისრების, ღებინების და თავისტკივილის გაძლიერების მიზეზი; უფრო მძიმე შემთხვევებში, შეიძლება აღინიშნოს ატაქსია, პარესთეზიები და კრუნჩხვები.

მკურნალობა სიმპტომატურია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

შემადგენლობა

ხსნარის 100 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: მეტრონიდაზოლი 500 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

აღწერა

გამჭვირვალე, თითქმის უფერო ან ოდნავ მოყვითელ ფერის ხსნარი, ხილული მექანიკური მინარევების გარეშე.

შენახვის პირობები

შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოური საშუალება.

ათქ კოდი: J01XD01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მეტრონიდაზოლი არის სინთეზური ანტიმიკრობული საშუალება ნიტროიმიდაზოლების ჯგუფიდან, რომელიც აქტიურია ძირითადად ანაერობული მიკროორგანიზმების - გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს 5-ნიტროჯგუფების ბიოქიმიურ აღდგენაში ანაერობული მიკროორგანიზმების და უმარტივესების შიდაუჯრედოვანიო სატრანსპორტო პროტეინებით. აღდგენილი 5-ნიტროჯგუფი ურთიერთქმედებს მიკროორგანიზმების დნმ უჯრედებთან, აინჰიბირებს მათი ნუკლეინმჟავების სინთეზს, რაც იწვევს ბაქტერიების დაღუპვას.

ფარმაკოკინეტიკა. პერორალური მიღების შემდეგ მეტრონიდაზოლი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება. ბიოშეღწევადობა არის 90%-დან 100%-მდე. 4-დან 6 საათის შემდეგ, მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია ქსოვილებში და სითხეში არის შრატში კონცენტრაციის 80%-დან 90%-მდე. პრეპარატის მხოლოდ მცირე ნაწილი - არა უმეტეს 20% - უკავშირდება პლაზმის ცილებს. აქტიური სუბსტანციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8 საათს. მეტრონიდაზოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ძირითადი მეტაბოლიტები გამოიყოფა გლუკორონის მჟავასთან კონიუგატების სახით (გლუკორონიდები) უპირატესად შარდით. აქტიური სუბსტანციის პრესისტემური მეტაბოლიზმის დონე ძალიან დაბალია. პრეპარატის მეტაბოლიზმი შენელებულია ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნება მეტაბოლიტების დაგროვება.

არამეტაბოლიზებული მეტრონიდაზოლი გამოიყოფა ძირითადად შარდით მიღებული დოზის 6-დან 15%-მდე გამოიყოფა ნაწლავებით. მეტრონიდაზოლი და მისი მეტაბოლიტები სწრაფად გამოიდევნება ჰემოდიალიზის დროს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ეფლორანი

Efloran

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:

ეფლორანი

საერთაშორისო (არადაპატენტებული) დასახელება:

მეტრონიდაზოლი

წამლის ფორმა:

საინფუზიო ხსნარი, 500 მგ/100 მლ

შემადგენლობა

ხსნარის 100 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: მეტრონიდაზოლი 500 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

აღწერა

გამჭვირვალე, თითქმის უფერო ან ოდნავ მოყვითელ ფერის ხსნარი, ხილული მექანიკური მინარევების გარეშე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოური საშუალება.

ათქ კოდი: J01XD01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მეტრონიდაზოლი არის სინთეზური ანტიმიკრობული საშუალება ნიტროიმიდაზოლების ჯგუფიდან, რომელიც აქტიურია ძირითადად ანაერობული მიკროორგანიზმების - გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს 5-ნიტროჯგუფების ბიოქიმიურ აღდგენაში ანაერობული მიკროორგანიზმების და უმარტივესების შიდაუჯრედოვანიო სატრანსპორტო პროტეინებით. აღდგენილი 5-ნიტროჯგუფი ურთიერთქმედებს მიკროორგანიზმების დნმ უჯრედებთან, აინჰიბირებს მათი ნუკლეინმჟავების სინთეზს, რაც იწვევს ბაქტერიების დაღუპვას.

ფარმაკოკინეტიკა. პერორალური მიღების შემდეგ მეტრონიდაზოლი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება. ბიოშეღწევადობა არის 90%-დან 100%-მდე. 4-დან 6 საათის შემდეგ, მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია ქსოვილებში და სითხეში არის შრატში კონცენტრაციის 80%-დან 90%-მდე. პრეპარატის მხოლოდ მცირე ნაწილი - არა უმეტეს 20% - უკავშირდება პლაზმის ცილებს. აქტიური სუბსტანციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8 საათს. მეტრონიდაზოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ძირითადი მეტაბოლიტები გამოიყოფა გლუკორონის მჟავასთან კონიუგატების სახით (გლუკორონიდები) უპირატესად შარდით. აქტიური სუბსტანციის პრესისტემური მეტაბოლიზმის დონე ძალიან დაბალია. პრეპარატის მეტაბოლიზმი შენელებულია ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნება მეტაბოლიტების დაგროვება.

არამეტაბოლიზებული მეტრონიდაზოლი გამოიყოფა ძირითადად შარდით მიღებული დოზის 6-დან 15%-მდე გამოიყოფა ნაწლავებით. მეტრონიდაზოლი და მისი მეტაბოლიტები სწრაფად გამოიდევნება ჰემოდიალიზის დროს.

ჩვენებები

Bacteroides spp., Clostridium spp., Eubacterium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp. და მეტრონიდაზოლისადმი მგრძნობიარე სხვა ანაერობებით გამოწვეული ანაერობული ბაქტერიული ინფექციები (გინეკოლოგიური და მუცლის ინფექციები, ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები, ბაქტერიემია, სეფსისი, ენდოკარდიტი, ძვლების, სახსრების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, პერიოდონტის ინფექციები, სასუნთქი გზების ინფექციები) (მოზრდილებისა და ბავშვებისთვის);

Clostridium difficile ბაქტერიით გამოწვეული ენტეროკოლიტის და ბაქტერიული ვაგინოზების მკურნალობა;

პროფილაქტიკური დანიშვნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და რეპროდუქციულ ორგანოებზე ქირურგიული ჩარევების წინ;

Helicobacter pylori ბაქტერიის ერადიკაცია.

ამებიაზისა ნაწლავური და ექსტრანაწლავური ფორმების და Giardia lamblia და Trichomonas vaginalis-ით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის ან ნიტროიმიდაზოლის ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ და ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.

ორსულობა (პირველი ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილით: ორსულობა (II-III ტრიმესტრი), თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში; უფრო გვიან შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს. მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოყენების წესი და დოზები

ანაერობული ინფექციების მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება ინტრავენური ინფუზიით. როგორც კი შესაძლებელი გახდება, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ტაბლეტებით. მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ერთჯერადი დოზა შეადგენს 500 მგ-ს, ვენაში უწყვეტი (ნაკადით) ან წვეთოვანი შეყვანის სიჩქარე - 5 მლ წუთში. შეყვანებს შორის ინტერვალი - 8 საათი ან ტაბლეტეით 400 მგ პერორალურად დღეში 3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა 7 დღემდე, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში და ჩვენების მიხედვით, შეიძლება გაგრძელდეს.

დოზა 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის 7,5 მგ/კგ სხეულის მასაზე (1,5 მლ/კგ სხეულის მასაზე) უწყვეტი ინტრავენური სეყვანით ყოველ 8 საათში ან 7,5 მგ/კგ სხეულის მასაზე პერორალურად 3-ჯერ დღეში.

პროფილაქტიკური დანიშვნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და რეპროდუქციულ ორგანოებზე ქირურგიული ჩარევების წინ

მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მეტრონიდაზოლი ინიშნება ინფუზიის სახით დოზით 500 მგ, დღეში 3-ჯერ, ოპერაციის დღეს და მომდევნო დღეს - დოზით 1500 მგ/დღე-ღამეში (500 მგ ყოველ 8 საათში). პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების განვითარებისას თერაპიის ხანგრძლივობა იზრდება 7 დღემდე, შესაძლებელია გადასვლა პერორალურ თერაპიაზე.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია მეტრონიდაზოლის წვეთებით ვენაში შეყვანა იმავე სქემით, სადღეღამისო დოზით 7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 22,5 მგ/კგ სხეულის მასაზე.

რეკომენდებული არ არის მეტრონიდაზოლის საინფუზიო ხსნარის შერევა სხვა სამკურნალო პრეპარატებთან!

გვერდითი ეფექტები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, მუცლის ტკივილი, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ნაწლავის კოლიკა, ყაბზობა, “მეტალის” გემო პირში, პირის სიმშრალე, გლოსიტი, სტომატიტი, პანკრეატიტი, ღვიძლის უკმარისობა.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა, ატაქსია, გონების არევა, გაღიზიანებადობა, დეპრესია, მომატებული აგზნებულობა, სისუსტე, უძილობა, თავის ტკივილი, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, პერიფერიული ნეიროპათია, დეზორიენტაცია, აჟიტირება.

ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსიური რეაქციები, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, კანის ჰიპერემია, ცხვირის შეგუბება, ცხელება, ართრალგია.

შარდსასქესო სისტემის მხრივ: დიზურია, ცისტიტი, პოლიურია, შარდის შეუკავებლობა, ვულვოვაგინალური კანდიდოზი, შარდის მუქი ან წითელ-ყავისფერი შეფერილობა, გინეკომასტია.

სხვა: ნეიტროპენია, ლეიკოპენია, T კბილის გაბრტყელება ეკგ-ზე.

ჭარბი დოზა

ძალიან მაღალი დოზები შეიძლება გახდეს გვერდითი ეფექტების, ძირითადად, გულისრების, ღებინების და თავისტკივილის გაძლიერების მიზეზი; უფრო მძიმე შემთხვევებში, შეიძლება აღინიშნოს ატაქსია, პარესთეზიები და კრუნჩხვები.

მკურნალობა სიმპტომატურია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პაციენტებმა ექიმს უნდა აცნობონ, თუ ისინი იღებენ რაიმე სხვა პრეპარატს.

მეტრონიდაზოლი აძლიერებს ვარფარინის და სხვა კუმარინის რიგის ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ამიტომ ერთდროული დანიშვნისას ამ პრეპარატების დოზები უნდა შემცირდეს.

ფენიტოინი და ბარბიტურატები ამცირებენ მეტრონიდაზოლის ეფექტიანობას; ამავდროულად, შეიძლება გაიზარდოს ფენიტოინისა და ბარბიტურატების ეფექტურობა.

მეტრონიდაზოლის და ლითიუმის ერთდროული მიღებისას იზრდება ლითიუმის ნეიროტოქსიკურობა.

ციმეტიდინი ზრდის მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს.

სულფანილამიდები აძლიერებენ მეტრონიდაზოლის ანტიმიკრობულ მოქმედებას. მწვავე ფსიქოზის განვითარების გამო, დაშვებული არ არის მეტრონიდაზოლით და დისულფირამით ერთდროული მკურნალობა.

პაციენტებს არ უნდა დაენიშნოთ მეტრონიდაზოლი დისულფირამით მკურნალობის დასრულების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში.

განსაკუთრებული მითითებები

ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს, რადგან მეტაბოლიზმის შენელების შედეგად მეტრონიდაზოლის და მისი მეტაბოლიტების კონცენტრაცია პლაზმაში იზრდება. ექსკრეციის შენელების გამო აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა მეტრონიდაზოლის დოზის შერჩევისას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს მისი განახევრებით.

მეტრონიდაზოლი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ძვლის ტვინის და ცენტრალური ნერვული სისტემის თარგუნვით, აგრეთვე ხანდაზმულებში. ატაქსიის, თავბრუსხვევის განვითარებისას და პაციენტის ნევროლოგიური სტატუსის ნებისმიერი სხვა გაურესებისას, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.

თავიდან უნდა იქნას აცილებული მეტრონიდაზოლის გამოყენება პორფირიის მქონე პაციენტებში.

მეტრონიდაზოლით ხანგრძლივი მკურნალობისას (10 დღეზე მეტ ხანს) აუცილებელია დაკვირვება პერიფერიული სისხლის სურათზე და ღვიძლის ფუნქციაზე.

მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ სამი დღის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა მიიღოს სპირტიანი სასმელები, რადგან შეიძლება განვითარდეს დისულფირამის მსგავსი რეაქციები.

ზემოქმედება ავტომობილების ან სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე: პრეპარატმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფსიქოფიზიოლოგიურ ფუნქციაზე, განსაკუთრებით ერთდროულად ალკოჰოლის მიღებისას.

ექიმებმა და ფარმაცევტებმა პაციენტს უნდა აცნობოთ ამის შესახებ.

გამოშვების ფორმა

საინფუზიო ხსნარი გამჭვირვალე, შუშის ფლაკონებში 500 მგ 100 მლ-ში (5 მგ/მლ).

შენახვის პირობები

შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი: კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა