პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიპროტოზოული საშუალებები

ტრიქოპოლი

Trichopol®

რეცეპტით250მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

მეტრონიდაზოლი განკუთვნილია გამოსაყენებლად მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი ჩვენენების დროს: ინფექციების მკურნალობა, გამოწვეულის Bacteroides, Fusobacterium, Clostridium, Eubacterium სახეობების ანაერობული ბაქტერიებით, ანაერობული კოკებით და Gardderella vaginalis, ასევე უმარტივესებით Trichomonas Entamoeba histolyrica, …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეტრონიდაზოლი (metronidazole)
ფორმა და შეფუთვა
250მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
Pharmaceutical Works Polpharma SA, პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიპროტოზოული საშუალებები, ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
P01AB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-040538
რეგისტრირებულია
21 მარტი 2024, მოქმედებს 21 მარტი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Pharmaceutical Works Polpharma SA (პოლონეთი)
განმცხადებელი
მაკა ქეთიშვილი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატრიქოპოლი და სხვა წამალი ერთად

ტრიქოპოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მეტრონიდაზოლი განკუთვნილია გამოსაყენებლად მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი ჩვენენების დროს:

ინფექციების მკურნალობა, გამოწვეულის Bacteroides, Fusobacterium, Clostridium, Eubacterium სახეობების ანაერობული ბაქტერიებით, ანაერობული კოკებით და Gardderella vaginalis, ასევე უმარტივესებით Trichomonas Entamoeba histolyrica, Giardia Lamblia და Balantidium;

ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა, გამოწვეულის ანაერობული ბაქტერიებით, Bacteroides და Streptcoccus სახეობების ჩათვლით;

ინფექციების მკურნალობა, გამოწვეულის ანაერობული ბაქტერიებით (სეფსისი, ბაქტერიემია, პერიტონიტი, ტვინის აბსცესი, ფილტვების ანთება, ოსტეომიელიტი, მშობიარობის შემდგომი ცხელება, აბსცესი მცირე მენჯის არეში, ენდომეტრიტი, ოპერაციული ჭრილობების ანთება ქირურუგიული ჩარევის შემდეგ);

შარდსასქესო სისტემის ტრიქომონური სისტემის ინფექცია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში;

ბაქტერიული ვაგინოზი;

ამებიაზი;

გიარდიაზისი;

მწვავე წყლულოვანი გინგვინიტი;

მწვავე პერიოდონტიტი;

ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულები და ნაწოლები;

პეპტიური წყლულის კომბინირებული თერაპია Helicobacter pylori ერთდროული ერადიკაციით.

აუცილებელია ადგილობრივი ფორმალური რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც ეხება ანტიბაქტერიული პრეპარატების სათანადო გამოყენებას.

მიღების წესი და დოზირება

ქვემოთ წარმოდგენილია ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზები

ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა, რომლებიც გამოწვეულია ანაერობული ბაქტერიებით

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: მკურნალობის დასაწყისში 1000 მგ ერთჯერადად, შემდეგ 250 მგ 3 ჯერ დღეში, ოპერაციისთვის პაციენტის უშუალოდ მომზადების პერიოდამდე.

ბავშვები ˂12 წელზე: დოზა გაანგარიშებით 20-30 მგ/კგ სხეულის მასაზე/დღეში, ნიშნავენ ერთჯერადად ოპერაციამდე 1-2 საათით ადრე.

ახალშობილები გესტაციის ვადით ˂40 კვირაზე: 10 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადი დოზის სახით ოპერაციამდე.

ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია

მეტრონიდაზოლი გამოიყენება ერთადერთი პრეპარატის სახით ან სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში. ჩვეულებრივ კურსი არ აღემატება 7 დღეს.

მოზარდები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: 250-500 მგ 3 ჯერ დღეში.

8 კვირაზე უფროსი ასაკის ბავშვები 12 წლამდე: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 20-30 მგ/კგ სხეულის მასაზე/დღეში ერთჯერადი დოზის სახით ან გაყოფილი 7,5 მგ/კფ სხეულის მასაზე ყოველ 8 საათში ერთხელ.

დღიური დოზა შეიძლება გაზრდილი იქნას 40 მგ-მდე/კგ სხეულის მასაზე, ინფექციის სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 7 დღეს.

8 კვირამდე ასაკის მეძუძური ბავშვები: დოზა გაანგარიშებით 15 მგ/კგ სხეულის მასაზე/დღეში ერთჯერადი დოზის სახით ან ორჯერადად დოზით 7,5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 12 საათში ერთხელ.

ახალშობილებში გესტაციის ვადით ˂40 კვირაზე, მეტრონიდაზოლის დაგროვება შეიძლება მოხდეს ცხოვრების პირველი კვირის განმავლობაში, ამიტომ სასურველია სისხლის შრატში მეტრონიდაზოლის კონცენტრაციის მონიტორინგის ჩატარება თერაპიის რამდენიმე დღის განმავლობაში.

ტრიქომონიაზი

მოზრდილები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 2000 მგ ერთჯერადად ან 250 მგ 3 ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში ან 500 მგ 2 ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში.

შენიშვნა: ტარდება ორივე სექსუალური პარტნიორის ერთდროული მკურნალობა.

ბავშვები ˂10 წელზე: დოზა გაანგარიშებით 40 მგ/კგ შიგნით, ერთჯერადად, ან გაანგარიშებით 15-30 მგ/კგ სხეულის მასაზე/დღეში 2-3 მიღებაზე 7 დღის განმავლობაში. ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2000 მგ-ს.

ბაქტერიული ვაგინოზი

მოზრდილები: 500 მგ დილით და საღამოს 7 დღის განმავლობაში ან 2000 გ ერთჯერადად.

მოზარდები: 2000 მგ ერთჯერადად.

ამებიაზი

მოზრდილები: 750 მგ 3 ჯერ დღეში, 5-10 დღის განმავლობაში.

მოზარდები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 500-750 მგ 3 ჯერ დღეში, 5-10 დღის განმავლობაში.

7-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: 250 მგ 3 ჯერ დღეში, 5-10 დღის განმავლობაში.

ალტერნატიულად, დოზა შეიძლება გამოხატული იქნას მილიგრამებში კგ სხეულის მასაზე: 35-50 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში 3 მიღებაზე 5-10 დღის გამავლობაში, არაუმეტეს დოზისა 2400 მგ/დღეში.

გიარდიაზისი (ლამბლიოზი)

მოზრდილები: 250 მგ 3 ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში ან 2000 მგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.

მოზარდები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 2000 მგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში ან 500 მგ 2 ჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში.

ბავშვები 7-დან 10 წლამდე ასაკში: 1000 მგ ერთჯერადად დღეში, 3 დღის განმავლობაში.

ბავშვები 3-დან 7 წლამდე ასაკში: 750 მგ ერთჯერადად დღეში, 3 დღის განმავლობაში.

ბავშვები 1-დან 3 წლამდე ასაკში: 500 მგ ერთჯერადად დღეში, 3 დღის განმავლობაში.

ალტერნატიულად, დოზა შეიძლება გამოხატული იქნას მილიგრამებში კგ სხეულის მასაზე: 15-40 მგ/კგ სხეულის მასაზე/დღეში 2-3 მიღებაზე.

ერადიკაცია Helicobaqter pylori

მეტრონიდაზოლი მიღებული უნდა იქნას არანაკლებ 7 დღე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში Helicobaqter pylori ერადიკაციისთვის.

მოზრდილები: 500 მგ 2-3 ჯერ დღეში 7-14 დღის განმავლობაში.

ბავშვები და მოზრდილები: 20 მგ/კგ სხეულის მასაზე/დღეში არაუმეტეს 500 მგ 2 ჯერ დღეში 7-14 დღის განმავლობაში.

აუცილებელია მკურნალობის წინ თერაპიის წინამდებარე მოთხოვნებთან გაცნობა.

მწვავე წყლულოვანი გინგივიტი

მოზრდილები: 250 მგ 2-3 ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.

ბავშვები: დოზა გაანგარიშებით 35-40 მგ/კგ სხეულის მასაზე/დღეში 3 მიღებაზე, 3 დღის განმავლობაში.

მწვავე პერიოდონტიტი

მოზრდილები: 250 მგ 2-3 მიღებაზე დღეში 3-7 დღის განმავლობაში.

მეძუძური ბავშვები და ბავშვები 10 კგ-ზე ნაკლები წონით: რეკომენდირებულია პროპორციულად დაბალი დოზების დანიშვნა.

ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულები და ნაწოლები

მოზრდილები: 500 მგ 2 ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

გამოყენება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით

მეტრონიდაზოლი ბიოტრანსფორმირდება ძირითადად ჟანგვის გზით ღვიძლში. ღვიძლის უკმარისობის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში მეტრონიდაზოლი ბიოტრანსფორმირდება ნელა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეტრონიდაზოლის და მისი მეტაბოლიტების კუმულაცია ორგანიზმში. შეიძლება მოხდეს პრეპარატის კუმულირება მნიშვნელოვანი ხარისხით პაციენტებში ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით, მეტრონიდაზოლის მაღალმა კონცენტრაციამ კი სისხლის პლაზმაში შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალოპათია.

გამოყენება პაციენტებში თირკმელების უკმარისობით

თირკმლის უკმარისობის დროს მეტრონიდაზოლის ნახევრად გამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი არ იცვლება. პრეპარატის დოზის შემცირება ასეთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, მეტრონიდაზოლი და მისი მეტაბოლიტები გამოიდევნება 8 საათის განმავლობაში. მაშინათვე დიალიზის შემდეგ, მეტრონიდაზოლი პაციენტს ხელმეორედ უნდა დაენიშნოს. პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიამ ფრაქციულ პერიტონეალურ დიალიზზე ან უწყვეტ დიალიზზე, არ არსებობს დოზის მოდიფიკაციის აუცილებლობა.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას.

გამოყენების წესი

ყურადღება! შეიძლება ტაბლეტების დაფშვნა, ბავშვებში მათი გამოყენების მოხერხებულობისათვის.

პრეპარატის გამოყენება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6.1.).

ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

სიფრთხილის ზომები

მეტრონიდაზოლი არ ახდენს პირდაპირ ზემოქედებას აერობულ და ფაკულტატიურად ანაერობულ ბაქტერიებზე.

არსებობს გონოკოკური ინფექციის პერსისტირების ალბათობა Trichomonas vaginallis ელიმინაციის შემდეგ.

აუცილებელია პაციენტების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მეტრონიდაზოლმა შეიძლება შესძინოს შარდს უფრო მუქი ფერი.

ადამიანებში მუტაგენური რისკის შესახებ ასარაკმარის მონაცემებთან დაკავშირებით (იხ. ნაწილი 5.3.), სიფრთხილე უნდა იქნას გამოჩენილი მეტრონიდაზოლის გამოყენებისადმი უფრო ხანგრძლივი მკურნალობისათვის, ვიდრე ეს ჩვეულებრივ არის საჭირო.

მეტრონიდაზოლის გამოყენებისას დარეგისტრირებული იქნა მძიმე, ხანდახან ლეტალური, კანის ბულოზური რეაქციების შემთხვევები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, იხილეთ ნაწილი 4.8. სტივენს-ჯონსონის სინდრომის დარეგისტრირებული შემთხვევების უმეტესობას ადგილი ჰქონდა მეტრონიდაზოლით მკურნალობის დაწყებიდან 7 კვირის განმავლობაში. თუ ადგილი აქვს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის სიმპტომებს (მაგალითად, გრიპის მაგვარი სიპტომები, პროგრესირებადი კანის გამონაყარი, ხშირად ბუშტუკებით ან ლორწოვანი გარსების დაზიანებით), მკურნალობა უნდა შეწყდეს (იხილეთ ნაწილი 4.8).

მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში აქტიური ქრონიკული ან პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადებებით, ნევროლოგიური გართულებების განვითარების რისკთან დაკავშირებით.

პაციენტები გამოკვლეულნი უნდა იყვნენ გვერდით რეაქციებზე, როგორიცაა პერიფერიული ან ცენრალური ნეიროპათია (მაგალითად, კიდურების პარესთეზია, ატაქსია, თავბრუსხვევა, კრუნჩხვითი ეპილეფსიური შეტევები).

პაციენტებმა, რომლებსაც მკურნალობის პერიოდში აღენიშნებათ ნევროლოგიური დარღვევები (გაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ან კრუნჩხვები), შეიძლება მიიღონ პრეპარატი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი მისი გამოყენებისაგან აღემატება გართულებების განვითარების შესაძლი რისკს.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით და ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით (იხილეთ ნაწილი 4.2).

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმელების უკმარისობით (იხილეთ ნაწილი 4.2).

მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც ნამკურნალები არიან კორტიკოსტეროიდებით და მიდრეკილნი არიან შეშუპეპების აღნიშვნისადმი.

პაციენტები, რომლებსაც მეტრონიდაზოლით მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ აღენიშნათ ცვლილებები სისხლის სურათში, მეტრონიდაზოლის განმეორებითი გამოყენების აუცილელობის შემთხვევაში უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ.

მკურნალობის დროს საჭიროა სისხლის სურათის კონტროლირება. თუ პრეპარატი 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოიყენება ასეთი კონტროლი სავალდებულოა.

მეტრონიდაზოლის გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს პირის ღრუს, საშოს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კანდიდოზი, რაც საჭიროებს შესაბამის მკურნალობას.

მეტრონიდაზოლით მკურალობის პერიოდში და თერაპიის დასრულებიდან არანაკლებ 48 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული სპირტიანი სასმელების მიღება, დისულფირამული რეაქციის განვითარების საშიშროებასთან დაკავშირებით (იხილეთ ნაწილი 4.5).

მეტრონიდაზოლმა შეიძლება შეცვალოს ლაბორატორიული კვლევების ზოგიერთი მაჩვენებლები (ალანინამინოტრანსფერაზა, ასპარტატამინოტრანსფერაზა, ლაქტატდეჰიდროგენაზა, ტრიგლიცერიდები, გლუკოზა).

სისტემური გამოყენებისათვის პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ მეტრონიდაზოლს, აღნიშნული იქნა მძიმე ჰეპატოტოქსიკურობის/ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები, შემთხვევების ჩათვლით ლეტალური დასასრულით უკიდურესად სწრაფი განვითარებით თერაპიის დაწყების შემდეგ პაციენტებში კოკეინის სინდორმით. ამგვარად, მეტრონიდაზოლი მოცემულ პოპულაციაში გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ უპირატესობებისა და რისკების სათანადო შეფასების შემდეგ და მხოლოდ ალტერნატიული პრეპარატების არარსებობის შემთხვევაში. ფუნქციონალური ღვიძლისმიერი სინჯები უნდა შესრულდეს უშუალოდ თერაპიის დაწყების წინ, თერაპიის განმავლობაში და თერაპიის დასრულების შემდეგ ღვიძლისიერი სინჯების დაბრუნებამდე ნორმების დიაპაზონამდე ან საწყის მნიშვნელობამდე. თუ თერაპიის დროს აღინიშნება ფუქციონალური ღვიძლისმიერი სინჯების გამოხატული მომატება, პრეპარატი უნდა მოიხსნას.

პაციენტებისათვის კოკეინის სინდრომით რეკომენდირებული უნდა იქნას დაუყოვნებლივ ექიმის ინფორმირება ნებისმიერი სიმპტომების შესახებ, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის შესაძლო დაზიანებაზე, და მეტრონიდაზოლის გამოყენების შეწყვეტა.

პრეპარატი შეიცავს გლუკოზას. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6,60 მგ გლუკოზას. პაციენტებმა გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ მოცემული სამკურნალო პროდუქტი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

  • მეტრონიდაზოლი აძლიერებს ალკოჰოლის ტოქსიკურ მოქმედებას. პრეპარატით მკურნალობის დროს სპირტიანი სასმელების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, როგორიცაა: სიმხურვალის შეგრძნება, ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიაში. საჭიროა თავის შეკავება ალკოჰოლის გამოყენებისაგან მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს და მკურმალობის შემდეგ მინიმუმ 48 საათის განმავლობაში, დისულფირამული რეაქციის განვითარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით (წამოხურება, ღებინება, ტაქიკარდია).
  • მეტრონიდაზოლის ვარფარინის ჯგუფის პეროლალურ ანტიკოაგულანტებთან ერთობლივად გამოყენებისას აღნიშნულია ანტიკოაგულაციური თერაპიის ეფექტის გარკვეული პოტენცირება. შესაძლებელია საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის შემცირება. რეკომენდირებულია პროთრომბინული დროის მაჩვენებელზე დაკვირვება. ურთიერთქმედება ჰეპარინთან არ აღნიშნულა.
  • პრეპარატები, რომლებიც ააქტიურებენ ღვიძლის მიკროსომალურ ფერმენტებს, როგორიცაა ფეინოტინი და ფენობარბიტალი, აჩქარებენ მეტრონიდაზოლის გამოყოფას, ამცირებენ რა ნახევარგამოყოფის პერიოდს დაახლოებით 3 საათამდე, რაც იწვევს პრეპარატის შრატისმიერი კონცენტრაციის შემცირებას, იმ დროს, როდესაც პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობას (მაგალითად, ციმეტიდინი), შეუძლიათ მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობის გაზრდა.
  • პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ლითიუმის პრეპარატებს და მეტრონიდაზოლს, შეინიშნებოდა ლითიუმის შეკავება, რასაც ახლდა თირკმელების დაზიანება. მეტრონიდაზოლის მიღებამდე საჭიროა ლითიუმის მისაღები პრეპარატების დოზის შემცირება, ან უკანასკნელების მიღების სრულად მოხსნა.

პაციენტებში რომლებიც ერთდროულად იღებენ ლითიუმის პრეპარატებს და მეტრონიდაზოლს, უნდა განხორციელდეს დაკვირვება ლითიუმის, კრეატინინის და ელექტროლიტების კონცენტრაციებზე პლაზმაში.

მეტრონიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ ტერფენადინთან და ასტემიზოლთან ურთიერთქედებისას (ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივება, არითმია).

მეტრონიდაზოლისა და დისულფირამის ერთდროულმა გამოყენებამ ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ფსიქოზი და დეზორიენტაცია. მეტრონიდაზოლით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს დისულფირამით მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ.

მეტრონიდაზოლს შეუძლია ბუსულფანის დონის გაზრდა პლაზმაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბუსულფანის მძიმე ტოქსიკური ეფექტების განვითარება.

მეტრონიდაზოლი მიეკუთვნება P4503A4 (CYP3A4) ციტოქრომის ინჰიბიტორებს და ამის გამო შეუძლია იმ პრეპარატების ბიოტრანსფორმაციის შენელება, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ ენზიმის მონაწილეობით.

მეტრონიდაზოლი ამცირებს 5-ფტორურაცილის კლირენსს და შესაბამისად შეუძლია მისი ტოქსიკურობის გაზრდა.

პაციენტებს, რომლებიც ციკლოსპორინს იღებენ, გააჩნიათ ციკლოსპორინის შრატისმიერი დონეების მომატების რისკი. ერთდროულად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა შრატისმიერი ციკლოსპორინის და შრატისმიერი კრეატინინის დონეებზე სათანადო დაკვირვების განხორციელება.

მეტრონიდაზოლს შეუძლია ურთიერთქმედება QT ინტერვალის გამახანგრძივებელ სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა: ამიოდარონი, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, მეფლოხინი, კეტოკონაზოლი, ციზაპრიდი, ტამოქსიფენი, დონეპეზილი, გალოპერიდოლი, პიმოზიდი, თიორიდაზინი, მეზორიდაზინი.

ზემოქმედება ფერტილობაზე, ორსულობასა და ლაქტაციაზე

ორსულობა და ძუძუთი კვება

ჩატარებული არ არის კარგად კონტროლირებადი გამოკვლევები მეტრონიდაზოლის ორსულ ქალებში გამოყენებასთან დაკავშირებით. მეტრონიდაზოლი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში.

მეტრონიდაზოლი უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის გამოყენების პოტენციური სარგებელი ორსულისათვის აღემატება ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედების რისკს.

ძუძუთი კვება

მეტრონიდაზოლი გამოიყოფა დედის რძით და აღწევს ისეთ კონცენტრაციებს, როგორსაც სისხლის პლაზმაში. ძუძუთი კვების პერიოდში არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება. თუ მკურნალობა აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ძილიანობის, თავბრუსხვევის, ცნობიერების არევის, ჰალუცინაციების, კრუნჩხვების ან მხედველობის გარდამავალი დარღვევების აღნიშნის შესაძლებლობის შესახებ. არ არის რეკომენდირებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და საშიშ მექანიზმებთან მუშაობა, თი აღინიშნება ასეთი ეფექტები.

გვერდითი მოვლენები

რექციების განვითარების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 და ˂1/10), არახშირი (≥1/1000 და ˂1/100), იშვიათი (≥1/10000 და ˂1/1000), ძალიან იშვიათი (˂1/10000), უცნობი სიხშირის (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევათა სიხშირე, სახეობა და ინტენსივობა ბავშვებში ისეთივეა, როგორც მოზრდილებში.

მძიმე გვერდითი რეაქციები აღინიშნება იშვიათად მკურნალობის რეკომენდირებული სქემების შემთხვევაში. თუ ექიმს სურს ხანგრძლივი თერაპიის ჩატარება ქრონიკული დაავადებების შესამსუბუქებლად რეკომენდირებულზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში, მან უნდა შეაფასოს პოტენციური თერაპიული სარგებელის და პერიფერიული ნეიროპათიის რისკის შეფარდება.

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი:

აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია

უცნობი სიხშირის:

ლეიკოპენია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათი:

ანაფილაქსია

უცნობი სიხშირის:

ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ცხელება.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

უცნობი სიხშირის:

ანორექსია.

ფსიქიკის დარღვევები

ძალიან იშვიათი:

ფსიქიკური დარღვევები, მათ შორის ცნობიერების არევა და ჰალუცინაციები

უცნობი სიხშირის:

დეპრესია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი:

ენცეფალოპათია (მაგალითად: ცნობიერების არევა, ცხელება, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები, დამბლა, სინათლის შიში, მხედველობის და მოძრაობების დარღვევები, კისრის კუნთების რიგიდულობა) და ქვემწვავე ნათხემის სინდრომი (მაგალითად: ატაქსია, დიზართრია, სიარულის დარღვევა, ნისტაგმი და ტრემორი), რომლებიც ექვემდებარება უკუგანვითარებას მეტრონიდაზოლის მოხსნის შემდეგ

ძილიანობა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი

უცნობი სიხშირის:

პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გადის სამკურნალო პრეპარატის მოხსნის ან დოზის შეცირების შემდეგ, ტრანზიტორული ეპილეფსიის მსგავსი შეტევები

ასეპტიკური მენინგიტი.

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

ძალიან იშვიათი:

მხედველობის გარდამავალი დარღვევები, მათ შორის დიპლოპია და მიოპია

უცნობი სიხშირის:

ნევროპათია ან მხედველობითი ნერვის ნევრიტი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

უცნობი სიხშირის:

გემოვნების დარღვევები, სტომატიტი, ნადები ენაზე, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიაში, დიარეა.

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

ძალიან იშვიათი:

ღვიძლისმიერი ფერმენტების დონის ზრდა (ასპარტატამინოტრასფერაზა, ალანინამინოტრამსფერაზა, ტუტე ფოსფოტაზა), ქოლესტაზური ან შერეული ჰეპატიტი და ღვიძლის ჰეპატოცელულარული დაზიანება, სიყვითლე და პანკრეატიტი, რომელიც არის შექცევადი პრეპარატის მოხსნის შემდეგ

პაცენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტრონიდაზოლს სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში, დარეგისტრირებული იყო ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები, რაც საჭიროებდა ღვიძლის ტრანსპლანტაციას.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ძალიან იშვიათი:

გამონაყარი, პუსტულოზური გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის ჰიპერემია

უცნობი სიხშირით:

მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ძალიან იშვიათი:

მიალგია, ართრალგია.

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ

ძალიან იშვიათი:

შარდის მუქ ფერად შეღებვა, მეტრონიდაზოლის პიგმენტების განპირობებული არსებობა.

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ

უცნობი სიხშირის:

საშოს ტკივილი და კანდიდოზი.

შეტყობინებები გვერდითი რეაქციების შემთხვევების შესახებ

სამკურნალო საშუალების მიმოქცევაში დაშვების შემდეგ აუცილებელია შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოქმედებების შემთხვევების შესახებ. ეს იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებელი/რისკის შეფარდების მონიტორინგის ჩატარების საშუალებას. სამედიცინო პერსონალმა უნდა მოახდინოს შეტყობინება ყველა საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ და წარადგინოს ინფორმაცია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო დანიშნულების ნაწარმის და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის სამმართველოს სამკურნალო პროფუქტების გვერდითი მოქმედებების მონიტორინგის დეპარტამენტში.

ხეივანი ეროზოლიმსკე 181 C

02-222 ვარშავა

ტელ.: +48 22 49 21 301

ფაქსი: +48 22 49 21 309

e-mail: [email protected]

გვერდითი მოქმედებების შესახებ შეტყობინება ასევე შეიძლება სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელისათვის.

ჭარბი დოზა

ადამიანებისათვის მეტრონიდაზოლის სასიკვდილო დოზის შესახებ ცნობილი არ არის.

ერთეულ შემთხვევებში მეტრონიდაზოლის შიგნით მიღების შემდეგ დოზით 6-10,4 გ, ყოველ მეორე დღეს, 5-7 დღის განმავლობაში, აღინიშნებოდა ნეიროტოქსიკური სიმპტომები, მათ შორის კრუნჩხვითი მდგომარეობები და პერიფერიული ნევროპათია.

15 გ მეტრონიდაზოლის ერჯერადი დოზის მიღების შემდეგ აღინიშნებოდა გულისრევა, ღებინება და კოორდინაციის დარღვევა.

ჭარბი დოზირების მკურნალობა

მოწამვლის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ მეტრონიდაზოლს.

დამხმარე ნივთიერება ცნობილი მოქმედებით: გლუკოზა.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6,60 მგ გლუკოზას.

დამხმარე ნივთიერებების სრული სია იხილეთ ნაწილში 6.1.

სამკურნალო ფორმა

ტაბლეტი.

თეთრი ფერის ტაბლეტები მოყვითალო შეფერილობით, ყვითლდებიან სინათლის ზემოქმედებით, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ორივე მხარეს და ჭდით ერთ მხარეს.

დეტალური კლინიკური მონაცემები

შენახვის პირობები

3 წელი.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში. არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ბლისტერები ალ/პვქ-სგან, 20 ტაბლეტი, ლიტოგრაფიულ მუყაოს შეფუთვაში.

ინსტრუქცია, რომელიც ეხება სამკურნალო პროდუქტის მომზადებას გამოყენებისათვის და მისი ნარჩენების მოცილებას

არ ეხება.

პასუხისმგებელი სუბიექტი, რომელსაც გააჩნა ნებართვა მიმოქცევაში დასაშვებად

ფარმაცევტული ქარხანა “პოლფარმა” სს

ქ. პელპლინსკა 19

83-200 სტაროგარდ გდანსკი

პოლონეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიპროტოზოული საშუალებები. ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები.

ათქ კოდი: P01AB01

მეტრონიდაზოლი არის 5-ნიტროიმიდაზოლის წარმოებული, რომელსაც გააჩნია ანტიპროტოზოული და ანტიბაქტერიული მოქმედება.

მოქმედების მექანიზმი

მეტრონიდაზოლი იოლად აღწევს შიგნით ერთუჯრედიან ორგანიზმებში, უმარტივესებსა და ბაქტერიებში, არ აღწევს ძუძუმწოვართა უჯრედებში. მეტრონიდაზოლის ოქსიდომარედუქცირებელი პოტენციალი უფრო ნაკლებია, ვიდრე ფერედოქსინის – ცილის, რომელიც ახდენს ელექტრონების ტრანსპორტირებას. ეს ცილა არსებობს ანაერობულ და მიკროაერობულ ორგანიზმებში. პოტენციალებს შორის სხვაობა იწვევს მეტრონიდაზოლის ნიტროჯგუფის რედუქციას. მეტრონიდაზოლის რედუცირებულ ფორმას შეუძლია დააზიანოს დნმ-ის ჯაჭვი ამ ორგანიზმებში.

მეტრონიდაზოლი აქტიურია Trichomonas vaginalis, Giardia lamblia, Entamoeba histolytica და Balantidium coli მიმართ.

ასევე გააჩნია ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედება ანაერობული ბაქტერიების მიმართ:

გრამუარყოფითი ჩხირების მიმართ: Bacteroides species, მათ შორის ჯგუფი Bacteroides fragilis (B. fragilis, B. distasonis, B. ovatus, B. thetaiotaomicron, B. vulgatus), Fusobacterium species,

გრამდადებითი ჩხირების მიმართ: Eubacterium, Clostridium,

გრამდადებითი კოკების მიმართ: Peptococcus species, Peptostreptococcus species

მეტრონიდაზოლი არ ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას უმეტესი აერობული და ნაწილობრივად ანაერობული ბაქტერიების, სოკოების და ვირუსების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

მეტრონიდაზოლი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მინიმალურად 80%).

პრეპარატის მიღების შემდეგ 250 მგ, 500 მგ ან 2 გ დოზით ჯანმრთელი მოხალისეების მიერ, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 1-3 საათის პერიოდში შეადგენს შესაბამისად 4,6-6,5 მკგ/მლ, 11,5-13 მკგ/მლ და 30-45 მკგ/მლ. საკვების მიღება ამცირებს შეწოვის სიჩქარეს და ამცირებს მეტრონიდაზოლის მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის შრატში.

მეტრონიდაზოლის დაახლოებით 20% უკავშირდება სისხლის ცილებს.

განაწილება

მეტრონიდაზოლი ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, ნაღველის, ძვლების, ნერწყვის, პერიტონეალური სითხის, საშოს სეკრეტის, სათესლე სითხის, ცერებროსპინალური სითხის, თავის ტვინის ქსოვილის და ღვიძლის ჩათვლით. ასევე აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და გამოიყოფა დედის რძით კონცენტრაციით, რომელიც შესადარებელია სისხლის პლაზმაში პრეპარატის დონესთან.

მეტრონიდაზოლის ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი (T0,5) მოზრდლებში ღვიძლისა და თირკმლის ნორმალური ფუნქციით შეადგენს 6-8 საათს. ღვიძლის ფუნქციონირების დარღვევის მქონე პაციენტებში მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს.

ბიოტრანსფორმაცია

შიგნით მიღებული მეტრანიდაზოლის დაახლოებით 30-60% ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში ჰიდროქსილირების, ჟანგვისა და გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციის გზით.

ძირითად მეტაბოლიტს 2-ჰიდროქსიმეტრონიდაზოლს გააჩნია ასევე ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზოული აქტივობა.

გამოყოფა

მეტრონიდაზოლი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმლებით 60-80%-ით. მეტრონიდაზოლის დოზის მხოლოდ 6-15% გამოიყოფა განავალით. თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 70-100 მლ/წთ. შარდი შეიძლება იყოს მუქი ან მოწითალო-მოყავისფრო ფერის წყალში ხსნადი საღებავების არსებობის გამო, რომლებიც წარმოადგენენ პრეპარატის ბიოტრანსფორმაციის პროდუქტებს. არც თუ მრავალრიცხოვანი კვლევები მიუთითებენ, რომ მეტრონიდაზოლის თირკმლისმიერი გამოყოფა შემცირებულია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. მეტრონიდაზოლის გამოდევნა ორგანიზმიდან შეიძლება ჰემოდიალიზის გზით, ხოლო პერიტონეალური დიალიზი არაეფექტურია.

წინაკლინიკური მონაცემები, რომლებიც უსაფრთხოებას ეხება

მუტაგენურობა

In vitro კვლევებში მეტრონიდაზოლი ავლენდა მუტაგენურ ეფექტს, რომელიც არ აღინიშნებოდა კვლევებში in vivo ძუძუმწოვრებში.

ვირთხებსა და თაგვებზე ხანგრძლივ კვლევებში აღინიშნა, რომ მეტრონიდაზოლი, მიღებული შიგნით, ახდენდა მუტაგენურ მოქმედებას. ასეთი ეფექტი არ აღინიშნებოდა ზაზუნებზე კვლევებში.

კანცეროგენობა

რამდენიმე კვლევაში თაგვებზე, რომლებისთვისაც შეყავდათ მეტრონიდაზოლი, აღინიშნა ახალწარმონაქმნების განვითარება ფილტვებში. თაგვების მამრებში, რომლებიც იღებდნენ მეტრონიდაზოლს მაღალი დოზებით (500 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში), აღინიშნებოდა ღვიძლის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების აღნიშვნის სიხშირის მნიშვნელოვანი ზრდა.

კვლევებში, რომლებშიც თაგვები იღებდნენ მეტრონიდაზოლს მთელი ცხოვრების განმავლობაში, აღნიშნულია ფილტვების ახალწარმონაქმნების და ავთვისებიანი ლიმფომის აღნიშვნის სიხშირის ზრდა.

კვლევებში ვირთხებზე, რომლებისთვისაც შეყავდათ მეტრონიდაზოლი შიგნით, აღინიშნებოდა ახალწარმონაქმნების სიხშრის ზრდა მდედრებში, განსაკუთრებით სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებისა და ჰეპატოადენომების.

ტერატოგენულობა

მეტრონიდაზოლი არ ახდენს საზიანო ზეგავლენას ნაყოფზე კვლევებში ვირთხებზე, რომლებისთვისაც შეყავდათ პრეპარატი დოზებში, რომლებიც 5 ჯერ აღემატებოდა დოზებს ადამიანებისთვის.

მეტრონიდაზოლის პერიტონეალური შეყვანისას მაკე თაგვებისთვის დოზით, რომელიც დაახლოებით შეესაბამება ასეთს ადამიანებისათვის, მეტრონიდაზოლი იწვევს ფეტოტოქსიკურობას; არ აღინიშნებოდა ფეტოტოქსიკურობა პეროლალური შეყვანისას.

ფარმაცევტული ცნობები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

კარტოფილის სახამებელი

ჟელატინი

გლუკოზა თხევადი

მაგნიუმის სტეარატი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაცევტული შეუთავსებლობა

არ არის გამოვლენილი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პროდუქტის შეჯამებითი დახასიათება

სამკურნალო პროდუქტის სავაჭრო დასახელება

ტრიქოპოლი, 250 მგ, ტაბლეტები

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ მეტრონიდაზოლს.

დამხმარე ნივთიერება ცნობილი მოქმედებით: გლუკოზა.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6,60 მგ გლუკოზას.

დამხმარე ნივთიერებების სრული სია იხილეთ ნაწილში 6.1.

სამკურნალო ფორმა

ტაბლეტი.

თეთრი ფერის ტაბლეტები მოყვითალო შეფერილობით, ყვითლდებიან სინათლის ზემოქმედებით, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ორივე მხარეს და ჭდით ერთ მხარეს.

დეტალური კლინიკური მონაცემები

გამოყენების ჩვენებები

მეტრონიდაზოლი განკუთვნილია გამოსაყენებლად მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი ჩვენენების დროს:

ინფექციების მკურნალობა, გამოწვეულის Bacteroides, Fusobacterium, Clostridium, Eubacterium სახეობების ანაერობული ბაქტერიებით, ანაერობული კოკებით და Gardderella vaginalis, ასევე უმარტივესებით Trichomonas Entamoeba histolyrica, Giardia Lamblia და Balantidium;

ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა, გამოწვეულის ანაერობული ბაქტერიებით, Bacteroides და Streptcoccus სახეობების ჩათვლით;

ინფექციების მკურნალობა, გამოწვეულის ანაერობული ბაქტერიებით (სეფსისი, ბაქტერიემია, პერიტონიტი, ტვინის აბსცესი, ფილტვების ანთება, ოსტეომიელიტი, მშობიარობის შემდგომი ცხელება, აბსცესი მცირე მენჯის არეში, ენდომეტრიტი, ოპერაციული ჭრილობების ანთება ქირურუგიული ჩარევის შემდეგ);

შარდსასქესო სისტემის ტრიქომონური სისტემის ინფექცია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში;

ბაქტერიული ვაგინოზი;

ამებიაზი;

გიარდიაზისი;

მწვავე წყლულოვანი გინგვინიტი;

მწვავე პერიოდონტიტი;

ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულები და ნაწოლები;

პეპტიური წყლულის კომბინირებული თერაპია Helicobacter pylori ერთდროული ერადიკაციით.

აუცილებელია ადგილობრივი ფორმალური რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც ეხება ანტიბაქტერიული პრეპარატების სათანადო გამოყენებას.

გამოყენების წესი და დოზირება

ქვემოთ წარმოდგენილია ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზები

ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა, რომლებიც გამოწვეულია ანაერობული ბაქტერიებით

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: მკურნალობის დასაწყისში 1000 მგ ერთჯერადად, შემდეგ 250 მგ 3 ჯერ დღეში, ოპერაციისთვის პაციენტის უშუალოდ მომზადების პერიოდამდე.

ბავშვები ˂12 წელზე: დოზა გაანგარიშებით 20-30 მგ/კგ სხეულის მასაზე/დღეში, ნიშნავენ ერთჯერადად ოპერაციამდე 1-2 საათით ადრე.

ახალშობილები გესტაციის ვადით ˂40 კვირაზე: 10 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადი დოზის სახით ოპერაციამდე.

ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია

მეტრონიდაზოლი გამოიყენება ერთადერთი პრეპარატის სახით ან სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში. ჩვეულებრივ კურსი არ აღემატება 7 დღეს.

მოზარდები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: 250-500 მგ 3 ჯერ დღეში.

8 კვირაზე უფროსი ასაკის ბავშვები 12 წლამდე: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 20-30 მგ/კგ სხეულის მასაზე/დღეში ერთჯერადი დოზის სახით ან გაყოფილი 7,5 მგ/კფ სხეულის მასაზე ყოველ 8 საათში ერთხელ.

დღიური დოზა შეიძლება გაზრდილი იქნას 40 მგ-მდე/კგ სხეულის მასაზე, ინფექციის სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 7 დღეს.

8 კვირამდე ასაკის მეძუძური ბავშვები: დოზა გაანგარიშებით 15 მგ/კგ სხეულის მასაზე/დღეში ერთჯერადი დოზის სახით ან ორჯერადად დოზით 7,5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 12 საათში ერთხელ.

ახალშობილებში გესტაციის ვადით ˂40 კვირაზე, მეტრონიდაზოლის დაგროვება შეიძლება მოხდეს ცხოვრების პირველი კვირის განმავლობაში, ამიტომ სასურველია სისხლის შრატში მეტრონიდაზოლის კონცენტრაციის მონიტორინგის ჩატარება თერაპიის რამდენიმე დღის განმავლობაში.

ტრიქომონიაზი

მოზრდილები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 2000 მგ ერთჯერადად ან 250 მგ 3 ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში ან 500 მგ 2 ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში.

შენიშვნა: ტარდება ორივე სექსუალური პარტნიორის ერთდროული მკურნალობა.

ბავშვები ˂10 წელზე: დოზა გაანგარიშებით 40 მგ/კგ შიგნით, ერთჯერადად, ან გაანგარიშებით 15-30 მგ/კგ სხეულის მასაზე/დღეში 2-3 მიღებაზე 7 დღის განმავლობაში. ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2000 მგ-ს.

ბაქტერიული ვაგინოზი

მოზრდილები: 500 მგ დილით და საღამოს 7 დღის განმავლობაში ან 2000 გ ერთჯერადად.

მოზარდები: 2000 მგ ერთჯერადად.

ამებიაზი

მოზრდილები: 750 მგ 3 ჯერ დღეში, 5-10 დღის განმავლობაში.

მოზარდები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 500-750 მგ 3 ჯერ დღეში, 5-10 დღის განმავლობაში.

7-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: 250 მგ 3 ჯერ დღეში, 5-10 დღის განმავლობაში.

ალტერნატიულად, დოზა შეიძლება გამოხატული იქნას მილიგრამებში კგ სხეულის მასაზე: 35-50 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში 3 მიღებაზე 5-10 დღის გამავლობაში, არაუმეტეს დოზისა 2400 მგ/დღეში.

გიარდიაზისი (ლამბლიოზი)

მოზრდილები: 250 მგ 3 ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში ან 2000 მგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.

მოზარდები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 2000 მგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში ან 500 მგ 2 ჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში.

ბავშვები 7-დან 10 წლამდე ასაკში: 1000 მგ ერთჯერადად დღეში, 3 დღის განმავლობაში.

ბავშვები 3-დან 7 წლამდე ასაკში: 750 მგ ერთჯერადად დღეში, 3 დღის განმავლობაში.

ბავშვები 1-დან 3 წლამდე ასაკში: 500 მგ ერთჯერადად დღეში, 3 დღის განმავლობაში.

ალტერნატიულად, დოზა შეიძლება გამოხატული იქნას მილიგრამებში კგ სხეულის მასაზე: 15-40 მგ/კგ სხეულის მასაზე/დღეში 2-3 მიღებაზე.

ერადიკაცია Helicobaqter pylori

მეტრონიდაზოლი მიღებული უნდა იქნას არანაკლებ 7 დღე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში Helicobaqter pylori ერადიკაციისთვის.

მოზრდილები: 500 მგ 2-3 ჯერ დღეში 7-14 დღის განმავლობაში.

ბავშვები და მოზრდილები: 20 მგ/კგ სხეულის მასაზე/დღეში არაუმეტეს 500 მგ 2 ჯერ დღეში 7-14 დღის განმავლობაში.

აუცილებელია მკურნალობის წინ თერაპიის წინამდებარე მოთხოვნებთან გაცნობა.

მწვავე წყლულოვანი გინგივიტი

მოზრდილები: 250 მგ 2-3 ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.

ბავშვები: დოზა გაანგარიშებით 35-40 მგ/კგ სხეულის მასაზე/დღეში 3 მიღებაზე, 3 დღის განმავლობაში.

მწვავე პერიოდონტიტი

მოზრდილები: 250 მგ 2-3 მიღებაზე დღეში 3-7 დღის განმავლობაში.

მეძუძური ბავშვები და ბავშვები 10 კგ-ზე ნაკლები წონით: რეკომენდირებულია პროპორციულად დაბალი დოზების დანიშვნა.

ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულები და ნაწოლები

მოზრდილები: 500 მგ 2 ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

გამოყენება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით

მეტრონიდაზოლი ბიოტრანსფორმირდება ძირითადად ჟანგვის გზით ღვიძლში. ღვიძლის უკმარისობის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში მეტრონიდაზოლი ბიოტრანსფორმირდება ნელა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეტრონიდაზოლის და მისი მეტაბოლიტების კუმულაცია ორგანიზმში. შეიძლება მოხდეს პრეპარატის კუმულირება მნიშვნელოვანი ხარისხით პაციენტებში ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით, მეტრონიდაზოლის მაღალმა კონცენტრაციამ კი სისხლის პლაზმაში შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალოპათია.

გამოყენება პაციენტებში თირკმელების უკმარისობით

თირკმლის უკმარისობის დროს მეტრონიდაზოლის ნახევრად გამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი არ იცვლება. პრეპარატის დოზის შემცირება ასეთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, მეტრონიდაზოლი და მისი მეტაბოლიტები გამოიდევნება 8 საათის განმავლობაში. მაშინათვე დიალიზის შემდეგ, მეტრონიდაზოლი პაციენტს ხელმეორედ უნდა დაენიშნოს. პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიამ ფრაქციულ პერიტონეალურ დიალიზზე ან უწყვეტ დიალიზზე, არ არსებობს დოზის მოდიფიკაციის აუცილებლობა.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას.

გამოყენების წესი

ყურადღება! შეიძლება ტაბლეტების დაფშვნა, ბავშვებში მათი გამოყენების მოხერხებულობისათვის.

პრეპარატის გამოყენება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6.1.).

ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

მეტრონიდაზოლი არ ახდენს პირდაპირ ზემოქედებას აერობულ და ფაკულტატიურად ანაერობულ ბაქტერიებზე.

არსებობს გონოკოკური ინფექციის პერსისტირების ალბათობა Trichomonas vaginallis ელიმინაციის შემდეგ.

აუცილებელია პაციენტების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მეტრონიდაზოლმა შეიძლება შესძინოს შარდს უფრო მუქი ფერი.

ადამიანებში მუტაგენური რისკის შესახებ ასარაკმარის მონაცემებთან დაკავშირებით (იხ. ნაწილი 5.3.), სიფრთხილე უნდა იქნას გამოჩენილი მეტრონიდაზოლის გამოყენებისადმი უფრო ხანგრძლივი მკურნალობისათვის, ვიდრე ეს ჩვეულებრივ არის საჭირო.

მეტრონიდაზოლის გამოყენებისას დარეგისტრირებული იქნა მძიმე, ხანდახან ლეტალური, კანის ბულოზური რეაქციების შემთხვევები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, იხილეთ ნაწილი 4.8. სტივენს-ჯონსონის სინდრომის დარეგისტრირებული შემთხვევების უმეტესობას ადგილი ჰქონდა მეტრონიდაზოლით მკურნალობის დაწყებიდან 7 კვირის განმავლობაში. თუ ადგილი აქვს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის სიმპტომებს (მაგალითად, გრიპის მაგვარი სიპტომები, პროგრესირებადი კანის გამონაყარი, ხშირად ბუშტუკებით ან ლორწოვანი გარსების დაზიანებით), მკურნალობა უნდა შეწყდეს (იხილეთ ნაწილი 4.8).

მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში აქტიური ქრონიკული ან პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადებებით, ნევროლოგიური გართულებების განვითარების რისკთან დაკავშირებით.

პაციენტები გამოკვლეულნი უნდა იყვნენ გვერდით რეაქციებზე, როგორიცაა პერიფერიული ან ცენრალური ნეიროპათია (მაგალითად, კიდურების პარესთეზია, ატაქსია, თავბრუსხვევა, კრუნჩხვითი ეპილეფსიური შეტევები).

პაციენტებმა, რომლებსაც მკურნალობის პერიოდში აღენიშნებათ ნევროლოგიური დარღვევები (გაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ან კრუნჩხვები), შეიძლება მიიღონ პრეპარატი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი მისი გამოყენებისაგან აღემატება გართულებების განვითარების შესაძლი რისკს.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით და ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით (იხილეთ ნაწილი 4.2).

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმელების უკმარისობით (იხილეთ ნაწილი 4.2).

მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც ნამკურნალები არიან კორტიკოსტეროიდებით და მიდრეკილნი არიან შეშუპეპების აღნიშვნისადმი.

პაციენტები, რომლებსაც მეტრონიდაზოლით მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ აღენიშნათ ცვლილებები სისხლის სურათში, მეტრონიდაზოლის განმეორებითი გამოყენების აუცილელობის შემთხვევაში უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ.

მკურნალობის დროს საჭიროა სისხლის სურათის კონტროლირება. თუ პრეპარატი 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოიყენება ასეთი კონტროლი სავალდებულოა.

მეტრონიდაზოლის გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს პირის ღრუს, საშოს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კანდიდოზი, რაც საჭიროებს შესაბამის მკურნალობას.

მეტრონიდაზოლით მკურალობის პერიოდში და თერაპიის დასრულებიდან არანაკლებ 48 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული სპირტიანი სასმელების მიღება, დისულფირამული რეაქციის განვითარების საშიშროებასთან დაკავშირებით (იხილეთ ნაწილი 4.5).

მეტრონიდაზოლმა შეიძლება შეცვალოს ლაბორატორიული კვლევების ზოგიერთი მაჩვენებლები (ალანინამინოტრანსფერაზა, ასპარტატამინოტრანსფერაზა, ლაქტატდეჰიდროგენაზა, ტრიგლიცერიდები, გლუკოზა).

სისტემური გამოყენებისათვის პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ მეტრონიდაზოლს, აღნიშნული იქნა მძიმე ჰეპატოტოქსიკურობის/ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები, შემთხვევების ჩათვლით ლეტალური დასასრულით უკიდურესად სწრაფი განვითარებით თერაპიის დაწყების შემდეგ პაციენტებში კოკეინის სინდორმით. ამგვარად, მეტრონიდაზოლი მოცემულ პოპულაციაში გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ უპირატესობებისა და რისკების სათანადო შეფასების შემდეგ და მხოლოდ ალტერნატიული პრეპარატების არარსებობის შემთხვევაში. ფუნქციონალური ღვიძლისმიერი სინჯები უნდა შესრულდეს უშუალოდ თერაპიის დაწყების წინ, თერაპიის განმავლობაში და თერაპიის დასრულების შემდეგ ღვიძლისიერი სინჯების დაბრუნებამდე ნორმების დიაპაზონამდე ან საწყის მნიშვნელობამდე. თუ თერაპიის დროს აღინიშნება ფუქციონალური ღვიძლისმიერი სინჯების გამოხატული მომატება, პრეპარატი უნდა მოიხსნას.

პაციენტებისათვის კოკეინის სინდრომით რეკომენდირებული უნდა იქნას დაუყოვნებლივ ექიმის ინფორმირება ნებისმიერი სიმპტომების შესახებ, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის შესაძლო დაზიანებაზე, და მეტრონიდაზოლის გამოყენების შეწყვეტა.

პრეპარატი შეიცავს გლუკოზას. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6,60 მგ გლუკოზას. პაციენტებმა გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ მოცემული სამკურნალო პროდუქტი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

  • მეტრონიდაზოლი აძლიერებს ალკოჰოლის ტოქსიკურ მოქმედებას. პრეპარატით მკურნალობის დროს სპირტიანი სასმელების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, როგორიცაა: სიმხურვალის შეგრძნება, ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიაში. საჭიროა თავის შეკავება ალკოჰოლის გამოყენებისაგან მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს და მკურმალობის შემდეგ მინიმუმ 48 საათის განმავლობაში, დისულფირამული რეაქციის განვითარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით (წამოხურება, ღებინება, ტაქიკარდია).
  • მეტრონიდაზოლის ვარფარინის ჯგუფის პეროლალურ ანტიკოაგულანტებთან ერთობლივად გამოყენებისას აღნიშნულია ანტიკოაგულაციური თერაპიის ეფექტის გარკვეული პოტენცირება. შესაძლებელია საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის შემცირება. რეკომენდირებულია პროთრომბინული დროის მაჩვენებელზე დაკვირვება. ურთიერთქმედება ჰეპარინთან არ აღნიშნულა.
  • პრეპარატები, რომლებიც ააქტიურებენ ღვიძლის მიკროსომალურ ფერმენტებს, როგორიცაა ფეინოტინი და ფენობარბიტალი, აჩქარებენ მეტრონიდაზოლის გამოყოფას, ამცირებენ რა ნახევარგამოყოფის პერიოდს დაახლოებით 3 საათამდე, რაც იწვევს პრეპარატის შრატისმიერი კონცენტრაციის შემცირებას, იმ დროს, როდესაც პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობას (მაგალითად, ციმეტიდინი), შეუძლიათ მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობის გაზრდა.
  • პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ლითიუმის პრეპარატებს და მეტრონიდაზოლს, შეინიშნებოდა ლითიუმის შეკავება, რასაც ახლდა თირკმელების დაზიანება. მეტრონიდაზოლის მიღებამდე საჭიროა ლითიუმის მისაღები პრეპარატების დოზის შემცირება, ან უკანასკნელების მიღების სრულად მოხსნა.

პაციენტებში რომლებიც ერთდროულად იღებენ ლითიუმის პრეპარატებს და მეტრონიდაზოლს, უნდა განხორციელდეს დაკვირვება ლითიუმის, კრეატინინის და ელექტროლიტების კონცენტრაციებზე პლაზმაში.

მეტრონიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ ტერფენადინთან და ასტემიზოლთან ურთიერთქედებისას (ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივება, არითმია).

მეტრონიდაზოლისა და დისულფირამის ერთდროულმა გამოყენებამ ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ფსიქოზი და დეზორიენტაცია. მეტრონიდაზოლით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს დისულფირამით მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ.

მეტრონიდაზოლს შეუძლია ბუსულფანის დონის გაზრდა პლაზმაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბუსულფანის მძიმე ტოქსიკური ეფექტების განვითარება.

მეტრონიდაზოლი მიეკუთვნება P4503A4 (CYP3A4) ციტოქრომის ინჰიბიტორებს და ამის გამო შეუძლია იმ პრეპარატების ბიოტრანსფორმაციის შენელება, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ ენზიმის მონაწილეობით.

მეტრონიდაზოლი ამცირებს 5-ფტორურაცილის კლირენსს და შესაბამისად შეუძლია მისი ტოქსიკურობის გაზრდა.

პაციენტებს, რომლებიც ციკლოსპორინს იღებენ, გააჩნიათ ციკლოსპორინის შრატისმიერი დონეების მომატების რისკი. ერთდროულად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა შრატისმიერი ციკლოსპორინის და შრატისმიერი კრეატინინის დონეებზე სათანადო დაკვირვების განხორციელება.

მეტრონიდაზოლს შეუძლია ურთიერთქმედება QT ინტერვალის გამახანგრძივებელ სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა: ამიოდარონი, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, მეფლოხინი, კეტოკონაზოლი, ციზაპრიდი, ტამოქსიფენი, დონეპეზილი, გალოპერიდოლი, პიმოზიდი, თიორიდაზინი, მეზორიდაზინი.

ზემოქმედება ფერტილობაზე, ორსულობასა და ლაქტაციაზე

ორსულობა

ჩატარებული არ არის კარგად კონტროლირებადი გამოკვლევები მეტრონიდაზოლის ორსულ ქალებში გამოყენებასთან დაკავშირებით. მეტრონიდაზოლი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში.

მეტრონიდაზოლი უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის გამოყენების პოტენციური სარგებელი ორსულისათვის აღემატება ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედების რისკს.

ძუძუთი კვება

მეტრონიდაზოლი გამოიყოფა დედის რძით და აღწევს ისეთ კონცენტრაციებს, როგორსაც სისხლის პლაზმაში. ძუძუთი კვების პერიოდში არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება. თუ მკურნალობა აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვის და მოწყობილობების მომსახურების უნარზე

პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ძილიანობის, თავბრუსხვევის, ცნობიერების არევის, ჰალუცინაციების, კრუნჩხვების ან მხედველობის გარდამავალი დარღვევების აღნიშნის შესაძლებლობის შესახებ. არ არის რეკომენდირებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და საშიშ მექანიზმებთან მუშაობა, თი აღინიშნება ასეთი ეფექტები.

გვერდითი ეფექტები

რექციების განვითარების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 და ˂1/10), არახშირი (≥1/1000 და ˂1/100), იშვიათი (≥1/10000 და ˂1/1000), ძალიან იშვიათი (˂1/10000), უცნობი სიხშირის (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევათა სიხშირე, სახეობა და ინტენსივობა ბავშვებში ისეთივეა, როგორც მოზრდილებში.

მძიმე გვერდითი რეაქციები აღინიშნება იშვიათად მკურნალობის რეკომენდირებული სქემების შემთხვევაში. თუ ექიმს სურს ხანგრძლივი თერაპიის ჩატარება ქრონიკული დაავადებების შესამსუბუქებლად რეკომენდირებულზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში, მან უნდა შეაფასოს პოტენციური თერაპიული სარგებელის და პერიფერიული ნეიროპათიის რისკის შეფარდება.

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი:

აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია

უცნობი სიხშირის:

ლეიკოპენია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათი:

ანაფილაქსია

უცნობი სიხშირის:

ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ცხელება.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

უცნობი სიხშირის:

ანორექსია.

ფსიქიკის დარღვევები

ძალიან იშვიათი:

ფსიქიკური დარღვევები, მათ შორის ცნობიერების არევა და ჰალუცინაციები

უცნობი სიხშირის:

დეპრესია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი:

ენცეფალოპათია (მაგალითად: ცნობიერების არევა, ცხელება, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები, დამბლა, სინათლის შიში, მხედველობის და მოძრაობების დარღვევები, კისრის კუნთების რიგიდულობა) და ქვემწვავე ნათხემის სინდრომი (მაგალითად: ატაქსია, დიზართრია, სიარულის დარღვევა, ნისტაგმი და ტრემორი), რომლებიც ექვემდებარება უკუგანვითარებას მეტრონიდაზოლის მოხსნის შემდეგ

ძილიანობა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი

უცნობი სიხშირის:

პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გადის სამკურნალო პრეპარატის მოხსნის ან დოზის შეცირების შემდეგ, ტრანზიტორული ეპილეფსიის მსგავსი შეტევები

ასეპტიკური მენინგიტი.

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

ძალიან იშვიათი:

მხედველობის გარდამავალი დარღვევები, მათ შორის დიპლოპია და მიოპია

უცნობი სიხშირის:

ნევროპათია ან მხედველობითი ნერვის ნევრიტი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

უცნობი სიხშირის:

გემოვნების დარღვევები, სტომატიტი, ნადები ენაზე, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიაში, დიარეა.

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

ძალიან იშვიათი:

ღვიძლისმიერი ფერმენტების დონის ზრდა (ასპარტატამინოტრასფერაზა, ალანინამინოტრამსფერაზა, ტუტე ფოსფოტაზა), ქოლესტაზური ან შერეული ჰეპატიტი და ღვიძლის ჰეპატოცელულარული დაზიანება, სიყვითლე და პანკრეატიტი, რომელიც არის შექცევადი პრეპარატის მოხსნის შემდეგ

პაცენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტრონიდაზოლს სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში, დარეგისტრირებული იყო ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები, რაც საჭიროებდა ღვიძლის ტრანსპლანტაციას.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ძალიან იშვიათი:

გამონაყარი, პუსტულოზური გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის ჰიპერემია

უცნობი სიხშირით:

მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ძალიან იშვიათი:

მიალგია, ართრალგია.

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ

ძალიან იშვიათი:

შარდის მუქ ფერად შეღებვა, მეტრონიდაზოლის პიგმენტების განპირობებული არსებობა.

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ

უცნობი სიხშირის:

საშოს ტკივილი და კანდიდოზი.

შეტყობინებები გვერდითი რეაქციების შემთხვევების შესახებ

სამკურნალო საშუალების მიმოქცევაში დაშვების შემდეგ აუცილებელია შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოქმედებების შემთხვევების შესახებ. ეს იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებელი/რისკის შეფარდების მონიტორინგის ჩატარების საშუალებას. სამედიცინო პერსონალმა უნდა მოახდინოს შეტყობინება ყველა საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ და წარადგინოს ინფორმაცია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო დანიშნულების ნაწარმის და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის სამმართველოს სამკურნალო პროფუქტების გვერდითი მოქმედებების მონიტორინგის დეპარტამენტში.

ხეივანი ეროზოლიმსკე 181 C

02-222 ვარშავა

ტელ.: +48 22 49 21 301

ფაქსი: +48 22 49 21 309

e-mail: [email protected]

გვერდითი მოქმედებების შესახებ შეტყობინება ასევე შეიძლება სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელისათვის.

ჭარბი დოზირება

ადამიანებისათვის მეტრონიდაზოლის სასიკვდილო დოზის შესახებ ცნობილი არ არის.

ერთეულ შემთხვევებში მეტრონიდაზოლის შიგნით მიღების შემდეგ დოზით 6-10,4 გ, ყოველ მეორე დღეს, 5-7 დღის განმავლობაში, აღინიშნებოდა ნეიროტოქსიკური სიმპტომები, მათ შორის კრუნჩხვითი მდგომარეობები და პერიფერიული ნევროპათია.

15 გ მეტრონიდაზოლის ერჯერადი დოზის მიღების შემდეგ აღინიშნებოდა გულისრევა, ღებინება და კოორდინაციის დარღვევა.

ჭარბი დოზირების მკურნალობა

მოწამვლის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპროტოზოული საშუალებები. ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები.

ათქ კოდი: P01AB01

მეტრონიდაზოლი არის 5-ნიტროიმიდაზოლის წარმოებული, რომელსაც გააჩნია ანტიპროტოზოული და ანტიბაქტერიული მოქმედება.

მოქმედების მექანიზმი

მეტრონიდაზოლი იოლად აღწევს შიგნით ერთუჯრედიან ორგანიზმებში, უმარტივესებსა და ბაქტერიებში, არ აღწევს ძუძუმწოვართა უჯრედებში. მეტრონიდაზოლის ოქსიდომარედუქცირებელი პოტენციალი უფრო ნაკლებია, ვიდრე ფერედოქსინის – ცილის, რომელიც ახდენს ელექტრონების ტრანსპორტირებას. ეს ცილა არსებობს ანაერობულ და მიკროაერობულ ორგანიზმებში. პოტენციალებს შორის სხვაობა იწვევს მეტრონიდაზოლის ნიტროჯგუფის რედუქციას. მეტრონიდაზოლის რედუცირებულ ფორმას შეუძლია დააზიანოს დნმ-ის ჯაჭვი ამ ორგანიზმებში.

მეტრონიდაზოლი აქტიურია Trichomonas vaginalis, Giardia lamblia, Entamoeba histolytica და Balantidium coli მიმართ.

ასევე გააჩნია ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედება ანაერობული ბაქტერიების მიმართ:

გრამუარყოფითი ჩხირების მიმართ: Bacteroides species, მათ შორის ჯგუფი Bacteroides fragilis (B. fragilis, B. distasonis, B. ovatus, B. thetaiotaomicron, B. vulgatus), Fusobacterium species,

გრამდადებითი ჩხირების მიმართ: Eubacterium, Clostridium,

გრამდადებითი კოკების მიმართ: Peptococcus species, Peptostreptococcus species

მეტრონიდაზოლი არ ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას უმეტესი აერობული და ნაწილობრივად ანაერობული ბაქტერიების, სოკოების და ვირუსების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

მეტრონიდაზოლი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მინიმალურად 80%).

პრეპარატის მიღების შემდეგ 250 მგ, 500 მგ ან 2 გ დოზით ჯანმრთელი მოხალისეების მიერ, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 1-3 საათის პერიოდში შეადგენს შესაბამისად 4,6-6,5 მკგ/მლ, 11,5-13 მკგ/მლ და 30-45 მკგ/მლ. საკვების მიღება ამცირებს შეწოვის სიჩქარეს და ამცირებს მეტრონიდაზოლის მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის შრატში.

მეტრონიდაზოლის დაახლოებით 20% უკავშირდება სისხლის ცილებს.

განაწილება

მეტრონიდაზოლი ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, ნაღველის, ძვლების, ნერწყვის, პერიტონეალური სითხის, საშოს სეკრეტის, სათესლე სითხის, ცერებროსპინალური სითხის, თავის ტვინის ქსოვილის და ღვიძლის ჩათვლით. ასევე აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და გამოიყოფა დედის რძით კონცენტრაციით, რომელიც შესადარებელია სისხლის პლაზმაში პრეპარატის დონესთან.

მეტრონიდაზოლის ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი (T0,5) მოზრდლებში ღვიძლისა და თირკმლის ნორმალური ფუნქციით შეადგენს 6-8 საათს. ღვიძლის ფუნქციონირების დარღვევის მქონე პაციენტებში მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს.

ბიოტრანსფორმაცია

შიგნით მიღებული მეტრანიდაზოლის დაახლოებით 30-60% ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში ჰიდროქსილირების, ჟანგვისა და გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციის გზით.

ძირითად მეტაბოლიტს 2-ჰიდროქსიმეტრონიდაზოლს გააჩნია ასევე ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზოული აქტივობა.

გამოყოფა

მეტრონიდაზოლი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმლებით 60-80%-ით. მეტრონიდაზოლის დოზის მხოლოდ 6-15% გამოიყოფა განავალით. თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 70-100 მლ/წთ. შარდი შეიძლება იყოს მუქი ან მოწითალო-მოყავისფრო ფერის წყალში ხსნადი საღებავების არსებობის გამო, რომლებიც წარმოადგენენ პრეპარატის ბიოტრანსფორმაციის პროდუქტებს. არც თუ მრავალრიცხოვანი კვლევები მიუთითებენ, რომ მეტრონიდაზოლის თირკმლისმიერი გამოყოფა შემცირებულია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. მეტრონიდაზოლის გამოდევნა ორგანიზმიდან შეიძლება ჰემოდიალიზის გზით, ხოლო პერიტონეალური დიალიზი არაეფექტურია.

წინაკლინიკური მონაცემები, რომლებიც უსაფრთხოებას ეხება

მუტაგენურობა

In vitro კვლევებში მეტრონიდაზოლი ავლენდა მუტაგენურ ეფექტს, რომელიც არ აღინიშნებოდა კვლევებში in vivo ძუძუმწოვრებში.

ვირთხებსა და თაგვებზე ხანგრძლივ კვლევებში აღინიშნა, რომ მეტრონიდაზოლი, მიღებული შიგნით, ახდენდა მუტაგენურ მოქმედებას. ასეთი ეფექტი არ აღინიშნებოდა ზაზუნებზე კვლევებში.

კანცეროგენობა

რამდენიმე კვლევაში თაგვებზე, რომლებისთვისაც შეყავდათ მეტრონიდაზოლი, აღინიშნა ახალწარმონაქმნების განვითარება ფილტვებში. თაგვების მამრებში, რომლებიც იღებდნენ მეტრონიდაზოლს მაღალი დოზებით (500 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში), აღინიშნებოდა ღვიძლის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების აღნიშვნის სიხშირის მნიშვნელოვანი ზრდა.

კვლევებში, რომლებშიც თაგვები იღებდნენ მეტრონიდაზოლს მთელი ცხოვრების განმავლობაში, აღნიშნულია ფილტვების ახალწარმონაქმნების და ავთვისებიანი ლიმფომის აღნიშვნის სიხშირის ზრდა.

კვლევებში ვირთხებზე, რომლებისთვისაც შეყავდათ მეტრონიდაზოლი შიგნით, აღინიშნებოდა ახალწარმონაქმნების სიხშრის ზრდა მდედრებში, განსაკუთრებით სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებისა და ჰეპატოადენომების.

ტერატოგენულობა

მეტრონიდაზოლი არ ახდენს საზიანო ზეგავლენას ნაყოფზე კვლევებში ვირთხებზე, რომლებისთვისაც შეყავდათ პრეპარატი დოზებში, რომლებიც 5 ჯერ აღემატებოდა დოზებს ადამიანებისთვის.

მეტრონიდაზოლის პერიტონეალური შეყვანისას მაკე თაგვებისთვის დოზით, რომელიც დაახლოებით შეესაბამება ასეთს ადამიანებისათვის, მეტრონიდაზოლი იწვევს ფეტოტოქსიკურობას; არ აღინიშნებოდა ფეტოტოქსიკურობა პეროლალური შეყვანისას.

ფარმაცევტული ცნობები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

კარტოფილის სახამებელი

ჟელატინი

გლუკოზა თხევადი

მაგნიუმის სტეარატი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაცევტული შეუთავსებლობა

არ არის გამოვლენილი

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში. არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ბლისტერები ალ/პვქ-სგან, 20 ტაბლეტი, ლიტოგრაფიულ მუყაოს შეფუთვაში.

ინსტრუქცია, რომელიც ეხება სამკურნალო პროდუქტის მომზადებას გამოყენებისათვის და მისი ნარჩენების მოცილებას

არ ეხება.

პასუხისმგებელი სუბიექტი, რომელსაც გააჩნა ნებართვა მიმოქცევაში დასაშვებად

ფარმაცევტული ქარხანა “პოლფარმა” სს

ქ. პელპლინსკა 19

83-200 სტაროგარდ გდანსკი

პოლონეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა