გამოყენების ჩვენებები განპირობებულია მეტრონიდაზოლის ანტიპროტოზოული და ანტიმიკრობული აქტივობით და მისი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებით. ისინი ეფუძნება კლინიკურ კვლევებში სამკურნალო საშუალების გამოყენების გამოცდილებას, ამჟამად ხელმისაწვდომი მიკრობსაწინააღმდეგო პრეპარატების არსენალის გათვალისწინებით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეტრონიდაზოლი (metronidazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიპროტოზოული საშუალებები, ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- P01AB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040344
- რეგისტრირებულია
- 27 თებერვალი 2024, მოქმედებს 27 თებერვალი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
რილები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გამოყენების ჩვენებები განპირობებულია მეტრონიდაზოლის ანტიპროტოზოული და ანტიმიკრობული აქტივობით და მისი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებით. ისინი ეფუძნება კლინიკურ კვლევებში სამკურნალო საშუალების გამოყენების გამოცდილებას, ამჟამად ხელმისაწვდომი მიკრობსაწინააღმდეგო პრეპარატების არსენალის გათვალისწინებით. სამკურნალო საშუალების გამოყენების ჩვენებები შემოიფარგლება ინფექციებით, რომლებიც გამოწვეულია მეტრონიდაზოლის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით :
- ამებიაზი;
- უროგენიტალური ტრიქომონიაზი;
- არასპეციფიკური ვაგინიტი;
- ლამბლიოზი;
- პოსტოპერაციული ინფექციების თერაპია, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე ანაერობული მიკროორგანიზმებით;
- როგორც ინფექციების საინექციო თერაპიის ალტერნატივა, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე ანაერობული მიკროორგანიზმებით.
რილების გამოყენებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ოფიციალური გაიდლაინები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
ამებიაზი
ზრდასრულები
მეტრონიდაზოლის 1,5 გ დღე-ღამეში 3 მიღებაზე.
ბავშვები
30-40 მგ/კგ დღე-ღამეში 3 მიღებაზე.
ღვიძლის ამებიაზის დროს, ჩამოყალიბებული აბსცესის სტადიაზე, აბსცესის დრენირება უნდა ჩატარდეს მეტრონიდაზოლით თერაპიასთან ერთად .
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს.
ტრიქომონიაზი
ქალებში ურეთრიტისა და ვაგინიტის დროს, რომლებიც გამოწვეულია Trichomonas vaginalis , დოზა შეადგენს 2 გ ერთჯერადად (4 ტაბლეტი).
იმისდამიუხედავად აქვს თუ არა სექსუალურ პარტნიორს Trichomonas vaginalis-ის ინფექციის კლინიკური ნიშნები, მან ასევე უნდა მიიღოს ერთდროული მკურნალობა (მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც არ არის დადებითი ლაბორატორიული პასუხი).
ლამბლიოზი
ზრდასრულები
0,75-1გ დღე-ღამეში 5 დღის განმავლობაში.
10-15 წლის ბავშვები
500 მგ დღე-ღამეში.
არასპეციფიკური ვაგინიტი
500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში.
უნდა ჩატარდეს სქესობრივი პარტნიორის ერთდროული მკურნალობა.
ანაერობული ბაქტერიული ინფექციების თერაპია (როგორც პირველი რიგის პრეპარატი ან შემდგომი მკურნალობის სახით)
ზრდასრულები
1-1,5გ დღე-ღამეში.
ბავშვები
20-30 მგ/კგ დღე-ღამეში.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის ან იმიდაზოლის ჯგუფის სხვა პრეპარატების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ბავშვთა ასაკი 6 წლამდე (პრეპარატის სამკურნალო ფორმის გათვალისწინებით).
სიფრთხილის ზომები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები / არასასურველი რეაქციები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
მეტრონიდაზოლის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში. ასეთ შემთხვევებში მეტრონიდაზოლის გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
მკურნალობის დასაწყისში გენერალიზებული ერითემის განვითარებისას სხეულის ტემპერატურის აწევითა და პუსტულური გამონაყარით ეჭვი უნდა იქნას მიტანილი მწვავე გენერალიზებულ ეგზანთემატურ პუსტულოზზე; ასეთი რეაქციის განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და მეტრონიდაზოლის შემდგომი გამოყენება როგორც ცალკე ასევე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, უკუნაჩვენებია.
მეტრონიდაზოლით თერაპიის დროს შემოვიდა შეტყობინებები კანისმიერი სერიოზული არასასურველი რეაქციების შესახებ, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ლაიელის სინდრომის და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატური პუსტულოზის ჩათვლით. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, ასევე პაციენტები გულდასმით უნდა აკონტროლებდნენ კანის მდგომარეობას.
სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ლაიელის სინდრომის (მაგალითად პროგრესირებადი გამონაყარი, რომელსაც ხშირად თან ახლავს ბუშტუკების წარმოქმნა ან ლორწოვანი გარსის დაზიანება) ან მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატური პუსტულოზის (გენერალიზებული ერითემა სხეულის ტემპერატურის აწევით, რომელსაც თან ახლავს პუსტულების გამოჩენა), ნიშნების ან სიმპტომების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მეტრონიდაზოლით მკურნალობის შეწყვეტა, ასეთ შემთხვევებში უკუნაჩვენებია მეტრონიდაზოლის შემდგომი გამოყენება ცალკე ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.
ცენტრალური ნერვული სისტემა
ისეთი სიმპტომების განვითარების დროს (მაგალითად, ატაქსიის, დიზართრიის, სიარულის დარღვევის, ნისტაგმის, ტრემორის, თავბრუსხვევის, ცნობიერების აღრევის, კრუნჩხვების, პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის, თავის ტკივილის), რომელიც მიუთითებენ ენცეფალოპათიის ან ნათხემის სინდრომის განვითარებაზე, მეტრონიდაზოლით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ჩატარდეს თერაპიის ხელმეორედ შეფასება.
პოსტმარკეტინგულ პერიოდში შემოვიდა შეტობინებები მეტრონიდაზოლის გამოყენებისას ენცეფალოპათიის განვითარების შემთხვევების შესახებ.ამასთან, აღინიშნა ენცეფალოპათიასთან დაკავშირებული ცვლილებები ტვინში, რომლებიც ფიქსირებოდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს. ცვლილებები უპირატესად ლოკალიზებულია ნათხემში (განსაკუთრებით დაკბილულ ბირთვში) და კორძიანი სხეულის სპლენიუმში. უმეტეს შემთხვევაში, ენცეფალოპათია და თავის ტვინის ცვლილებები, რომლებიც ფიქსირდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების დროს, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ერთეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ლეტალური შედეგის განვითარებას.
ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მქონე პაციენტები რილების გამოყენებისას უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ იმ ნიშნების გამოვლენის მიზნით, რომლებიც მიუთითებენ ენცეფალოპათიის განვითარებაზე ან მდგომარეობის გაუარესებაზე.
ასეპტიური მენინგიტის წარმოქმნის შემთხვევაში მეტრონიდაზოლის შემდგომი გამოყენება არ არის რეკომენდებული, სხვა სიტუაციებში (მძიმე ინფექციის განვითარებისას) გულდასმით უნდა შეფასდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობა.
პერიფერიული ნერვული სისტემა
მეტრონიდაზოლით თერაპიის დროს უნდა იქნას უზრუნველყოფილი დაკვირვება პაციენტებზე იმ ნიშნების გამოვლენის მიზნით, რომლებიც მიუთითებენ პერიფერიული ნეიროპათიის განვითარებაზე, განსაკუთრებით სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენების დროს ან სამკურნალო საშუალების გამოყენებისას პერიფერიული ნერვული სისტემის მძიმე, ქრონიკული ან პროგრესირებადი დაავადებების მქონე პაციენტებში.
ფსიქიკური დარღვევები
მეტრონიდაზოლის გამოყენებისას, მათ შორის თერაპიის საწყის ეტაპზე, შეიძლება განვითარდეს ფსიქოზური რეაქციები, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ რისკის ფაქტორს პაციენტის სიცოცხლისთვის, განსაკუთრებით პაციენტებში ფსიქიკური აშლილობით ანამნეზში. ასეთ სიტუაციებში აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს მეტრონიდაზოლის გამოყენება, ინფორმაცია მიეწოდოს მკურნალ ექიმს და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
ჰემატოლოგიური დარღვევები
პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ ანამნეზში დარღვევები სისხლის სისტემის მხრიდან, მეტრონიდაზოლის გამოყენებისას მაღალი დოზებით და/ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში რეკომენდებულია სისხლის ანალიზის, განსაკუთრებით ლეიკოციტარული ფორმულის, რეგულარული კონტროლი. ლეიკოპენიის განვითარების შემთხვევაში, მეტრონიდაზოლით მკურნალობის გაგრძელების მიზანშეწონილობა უნდა შეფასდეს ინფექციური დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.
ბავშვები
6 წლამდე ასაკის ბავშვებში რილების გამოყენება უკუნაჩვენებია, რაც დაკავშირებულია ასპირაციის რისკთან ტაბლეტების გამოყენების დროს. მოცემული კატეგორიის პაციენტებში სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი დოზირებით და სამკურნალო ფორმით, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაიცვათ შესაბამისი დოზირების რეჟიმი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ანტაბუსური რეაქცია
არსებობს დიდი რაოდენობის პრეპარატები, რომელთა ალკოჰოლთან ერთად გამოყენების დროს ვითარდება ანტაბუსური რეაქცია. მსგავსი პრეპარატების გამოყენება ალკოჰოლის მოხმარების ფონზე არ არის რეკომენდებული.
პრეპარატები, რომლებიც არ არის რეკომენდებული მეტრონიდაზოლთან ერთდროული გამოყენებისთვის
ალკოჰოლი (ალკოჰოლის შემცველი სასმელების სახით ან დამხმარე ნივთიერების სახით)
მეტრონიდაზოლის ალკოჰოლთან ერთად გამოყენების დროს ვითარდება ანტაბუსური რეაქცია (სხეულის ტემპერატურის მომატება, კანის სიწითლე, ღებინება, ტაქიკარდია). რილები არ უნდა იქნას გამოყენებული ალკოჰოლური სასმელებისა და იმ პრეპარატების მიღების ფონზე, რომლებიც შეიცავენ ალკოჰოლს. ალკოჰოლური სასმელების ან იმ პრეპარატების მიღებამდე, რომლებიც შეიცავენ ალკოჰოლს, სამკურნალო საშუალებების გამოყენება მთლიანად უნდა შეწყდეს მათი ნახევარგამოყოფის პერიოდის გათვალისწინებით.
ბუსულფანი (მაღალი დოზები)
მეტრონიდაზოლთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ბუსულფანის კონცენტრაცია სისხლში 2-ჯერ იზრდება.
დისულფირამი
ცნობიერების აღრევისა და მწვავე ფსიქოზის წარმოქმნის რისკი (შექცევადია კომბინაციის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ).
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას
შემოვიდა შეტყობინებები QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევების შესახებ, განსაკუთრებით მეტრონიდაზოლის ერთდროულად გამოიყენებისას სამკურნალო საშუალებებთან, რომლებმაც შეიძლება გაახანგრძლივოს QT ინტერვალი.
პრეპარატები, რომლების მეტრონიდაზოლთან ერთად გამოყენების შემთხვევაში უნდა იქნას დაცული სიფრთხილე
კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც წარმოადგენენ ფერმენტების ინდუქტორებს
ფერმენტის ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენებისას, მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება (იზრდება სამკურნალო საშუალების მეტაბოლიზმის სიჩქარე ღვიძლში). ფერმენტების ინდუქტორებთან კომბინირებული თერაპიის დროს და მისი შეწყვეტის შემდეგ უნდა ტარდებოდეს პაციენტების კლინიკური მონიტორინგი, ასევე შეიძლება წარმოიქმნას მეტრონიდაზოლის დოზის კორექტირების აუცილებლობა .
რიფამპიცინი
რიფამპიცინთან ერთდროული გამოყენებისას მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება (იზრდება სამკურნალო საშუალების მეტაბოლიზმის სიჩქარე ღვიძლში). რიფამპიცინთან კომბინირებული თერაპიის დროს და მისი შეწყვეტის შემდეგ უნდა ტარდებოდეს პაციენტების კლინიკური მონიტორინგი, ასევე შეიძლება წარმოიქმნას მეტრონიდაზოლის დოზის კორექციის აუცილებლობა.
ლითიუმის პრეპარატები
ლითიუმის პრეპარატების მეტრონიდაზოლთან ერთდროული გამოყენებისას სისხლში ლითიუმის დონე იზრდება (ლითიუმის კონცენტრაციამ სისხლში შეიძლება მიაღწიოს ტოქსიკურ მნიშვნელობებს, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ლითიუმის დოზის გადაჭარბების ნიშნები). მსგავსი კომბინაციების გამოყენების დროს საჭიროა სისხლში ლითიუმის დონის გულდასმითი კონტროლი, ასევე შესაძლოა წარმოიქმნას ლითიუმის პრეპარატების დოზის კორექციის აუცილებლობა.
პრეპარატები, რომლების მეტრონიდაზოლთან ერთად გამოყენების საკითხი საჭიროებს ყურადღებით განხილვას
ფტორურაცილი(შესაძლებელია ინფორმაციის ექსტრაპოლირება ტეგაფურზე და კაპეციტაბინზე)
მეტრონიდაზოლთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ფტორურაცილის ტოქსიკური მოქმედება (მცირდება სამკურნალო საშუალების კლირენსი).
საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) მაჩვენებლის დარღვევები
არსებობს დიდი რაოდენობის ცნობები პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედების გაზრდის შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას ანტიბიოტიკებით. ამ შემთხვევაში რისკის ფაქტორებს წარმოადგენენ ინფექციური ან ანთებითი პროცესის გამოხატულობა, პაციენტის ასაკი და ზოგადი მდგომარეობა. სნთ-ს მაჩვენებლების დარღვევები შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც ინფექციურ დაავადებასთან, ასევე მკურნალობის ჩატარებასთან, ამიტომ შესაძლოა წარმოიქმნას სირთულეები ზემოაღნიშნული დარღვევების მიზეზების დადგენაში. ამისდამიუხედავად, გარკვეული კლასების მიკრობსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, რომლებსაც მიეკუთვნებიან ფტორქინოლონები, მაკროლიდები , ტეტრაციკლინები , კოტრიმოქსაზოლი და ზოგიერთ ცეფალოსპორინი, უფრო მეტად დაკავშირებულია სნთ-ს დარღვევების განვითარებასთან .
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში მეტრონიდაზოლს ტერატოგენული პოტენციალი არ გამოუვლენია, ამიტომ ადამიანებში არ არის მოსალოდნელი თანდაყოლილი მანკების განვითარება (ამჟამად, ცხოველთა ორ სახეობაზე სათანადოდ ჩატარებული კვლევების მიმდინარეობისას იქნა დადგენილი, რომ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ თანდაყოლილ მანკებს ადამიანებში, გააჩნიათ ტერატოგენური მოქმედება ცხოველებზე). ორსულობის დროს ქალებში, რომლებიც იღებდნენ მეტრონიდაზოლით თერაპიას , მიღებული დიდი რაოდენობის კლინიკური მონაცემების ანალიზისას არ გამოვლენილა ნაყოფის განვითარების სპეციფიკური თანდაყოლილი მანკები ან ფეტოტოქსიური ეფექტები. ამისდამიუხედავად, მხოლოდ ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგებს შეუძლია დაადასტურონ რისკის არარსებობა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი თავბრუსხვევის, დაბნეულობის, ჰალუცინაციების, კრუნჩხვების ან მხედველობის დარღვევის განვითარების პოტენციური რისკის შესახებ. ასეთი არასასურველი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში პაციენტებისათვის არ არის რეკომენდებული ავტოტრანსპორტის ტარება და მექანიზმების მართვა.
გვერდითი მოვლენები
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია.
გულის მხრივ: აღწერილია QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევები, კერძოდ, მეტრონიდაზოლის გამოიყენებისას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ QT ინტერვალის გახანგრძლივება ( სიხშირე უცნობია) .
ფსიქიკური აშლილობები: ჰალუცინაციები, ფსიქოზური რეაქციები პარანოიდული აზრებით და/ან დელირიუმით, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სუიციდური აზრების გაჩენა ან სუიციდის მცდელობა, დეპრესია.
ნერვული სისტემის მხრივ: პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცნობიერების აღრევა, კრუნჩხვები, ენცეფალოპათია (შეიძლება დაკავშირებული იყოს ცვლილებებ თანთავის ტვინში, რომლებიც განისაზღვრება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების დროს, როგორც წესი, აქვს შექცევადი ხასიათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, შემოვიდა ინფორმაცია ცალკეული შემთხვევების შესახებ ფატალური შედეგით), ქვემწვავე ნათხემის სინდრომი (ატაქსია, დიზართრია, სიარულის დარღვევა, ნისტაგმი, ტრემორი), ასეპტიური მენინგიტი.
მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის ტრანზიტორული დარღვევები, ისეთები, როგორიცაა მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა, დიპლოპია, მიოპია, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ფერადი ხედვის ცვლილება, ნეიროპათია /ოპტიკური ნერვის ნევრიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უმნიშვნელოდ გამოხატული დარღვევები (ტკივილი ეპიგასტრიუმში , გულისრევა, ღებინება, დიარეა), გლოსიტი, რომელსაც თან ახლავს პირის სიმშრალის შეგრძნება, სტომატიტი, გემოს დარღვევა, ანორექსია, პანკრეატიტი (აქვს შექცევადი ხასიათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ) ენის ფერის ან გარეგანი სახის ცვლილება (სოკოვანი ინფექცია).
ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მატება (ალანინამინტრანსფერაზა ( ალტ ), ასპარტატამინოტრანსფერაზა ( ასტ), ტუტე ფოსფატაზა), ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ციტოლიზური (ზოგჯერ სიყვითლის განვითარებით), ქოლესტაზური ან შერეული ხასიათის ღვიძლის მწვავე დაზიანება.
არსებობს შეტყობინებები ჰეპატოცელულური უკმარისობის ცალკეული შემთხვევების გავითარების შესახებ, რომლის დროსაც შესაძლოა წარმოიქმნას ღვიძლის ტრანსპლანტაციის აუცილებლობა.
არსებობს ცნობები მძიმე შეუქცევადი ჰეპატოტოქსიკური მოქმედების/ღვიძლის მწვავე უკმარისობის შესახებ, მათ შორის ლეტალური გამოსავლით ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციების სწრაფად განვითარების შემთხვევაში, მეტრონიდაზოლით სისტემური თერაპიის საწყის ეტაპზე კოკეინის სინდრომის მქონე პაციენტებში.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ალები, ქავილი, გამონაყარი სხეულის ტემპერატურის აწევით, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, ძალიან იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები მწვავე გენერალიზებული შოკის განვითარების შესახებ. ეგზანთემატური პუსტულოზი, ლაიელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ფიქსირებული პიგმენტური ერითემა.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე : შარდის შეღებვა მოწითალო-ყავისფერ ფერში მასში წყალში ხსნადი პიგმენტების შემცველობის გამო, რომლებიც წარმოიქმნება პრეპარატის მეტაბოლიზმის შედეგად.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან წარმოიწმნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
არსებობს ცნობებუ მეტრონიდაზოლის 12 გ-მდე ერთჯერადი დოზის მიღების შესახებ სუიციდის მცდელობებთან და შემთხვევით გადაჭარბებულ დოზირებასთან დაკავშირებით. დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავდა ღებინებას, ატაქსიას და უმნიშვნელოდ გამოხატულ დეზორიენტაციას.
მკურნალობა
სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: მეტრონიდაზოლი 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K30 , მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® თეთრი 03F180011 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი).
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერა: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე .
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები .
10 ტაბლეტი ბლისტერში.
2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციით მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას
არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბული)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A .Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიპროტოზოული საშუალებები. საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ამებიაზისა და სხვა პროტოზოული ინფექციების დროს. ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები. ათქ კოდი P01AB01
დადგენილია შემდეგი მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (მიკ) ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც განასხვავებენ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებს და მიკროორგანიზმებს, რომლებიც ხასიათდებიან შუალედური მგრძნობელობით, ასევე მიკროორგანიზმებს, რომლებიც ხასიათდებიან შუალედური მგრძნობელობით და რეზისტენტულ მიკროორგანიზმებს: მიკ- მაჩვენებელი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებისთვის შეადგენს ≤4 მგ/ ლ, მიკ-მაჩვენებელი რეზისტენტული მიკროორგანიზმებისთვის შეადგენს > 4 მგ/ლ.
რეზისტენტობის გავრცელება ცალკეულ ბაქტერიულ სახეობებში შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული რეგიონის და დროის მიმდინარების მიხედვით. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ფლობდეთ ინფორმაციას კონკრეტულ გეოგრაფიული რეგიონში მიკროორგანიზმების რეზისტენტობის შესახებ დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების სათანადო მკურნალობისთვის. ზემოაღნიშნული ინფორმაცია იძლევა მხოლოდ დაახლოებით წარმოდგენას იმის შესახებ, რომ მიკროორგანიზმი მგრძნობიარე იქნება სამკურნალო საშუალების მიმართ.
მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამები:
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Helicobacter pylori ;
- ანაერობული მიკროორგანიზმები - Bacteroides fragilis , Bifidobacterium , Bilophila , Clostridium , Clostridium difficile , Clostridium perfringens , Eubacterium, Fusobacterium , Peptostreptococcus , Porphyromonas, Prevotella , Veillonella.
მიკროორგანიზმების რეზისტენტული შტამები:
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Actinomyces ;
- ანაერობული მიკროორგანიზმები - Mobiluncus , Propionibacterium acnes .
მეტრონიდაზოლი აქტიურია ისეთი პროტოზოული ინფექციების პათოგენების მიმართ, როგორიცაა Entamoeba histolytica , Giardia intestinalis , Trichomonas vaginalis .
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ მეტრონიდაზოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (არანაკლებ 80%-სა ერთი საათის განმავლობაში). მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში სამკურნალო საშუალების შინაგანად მიღების შემდეგ შედარებადია ექვივალენტური დოზით ინტრავენურად შეყვანისა. მეტრონიდაზოლის ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღებისას შეადგენს 100%. საკვები არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას სამკურნალო საშუალების ბიოშეღწევადობაზე.
განაწილება
მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში, რომელიც მიიღწევა მეტრონიდაზოლის 500 მგ დოზით ერთჯერადი მიღებიდან 1 საათის შემდეგ, შეადგენს საშუალოდ 10 მკგ/მლ. მიღებიდან 3 საათის შემდეგ, მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია სისხლის შრატში საშუალოდ შეადგენს 13,5 მკგ/მლ. სისხლის პლაზმიდან სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8-10 საათს. მეტრონიდაზოლი უმნიშვნელოდ უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (<20%). სამკურნალო საშუალების განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 40 ლ (0,65 ლ/კგ). მეტრონიდაზოლი დიდწილად სწრაფად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში; სამკურნალო საშუალების კონცენტრაციები ფილტვებში, თირკმელებში, ღვიძლში, კანში, ნაღველში, ცერებროსპინალურ სითხეში, ნერწყვში, სათესლე სითხეში, ვაგინალურ სეკრეტში დაახლოებით შედარებადია სისხლის შრატში მისი კონცენრტაციისა. მეტრონიდაზოლი გადის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
ბიოტრანსფორმაცია
მეტრონიდაზოლი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში. სამკურნალო საშუალების დაჟანგვის დროს უპირატესად წარმოიქმნება ორი მეტაბოლიტი: მეტრონიდაზოლის ალკოჰოლური წარმოებული (ძირითადი მეტაბოლიტი), რომელსაც აქვს ბაქტერიციდული აქტივობა ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ ( მეტრონიდაზოლის აქტივობის დაახლოებით 30% ), მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 11 საათს. ; მეტრონიდაზოლის მჟავა წარმოებული (წარმოიქმნება უმნიშვნელო რაოდენობით), რომელსაც გააჩნია ბაქტერიციდული აქტივობა ( მეტრონიდაზოლის აქტივობის დაახლოებით 5% ).
გამოყოფა
მეტრონიდაზოლის მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ღვიძლში და ნაღველში. მსხვილ ნაწლავში სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია დაბალია (მეტრონიდაზოლი უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა ორგანიზმიდან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მეშვეობით). სამკურნალო საშუალება უპირატესად გამოიყოფა შარდით ( მეტრონიდაზოლის შეყვანილი დოზის დაახლოებით 35-65% გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით უცვლელი სახით და დაჟანგული მეტაბოლიტების სახით).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
რილები
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
რილები, Rileb
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
მეტრონიდაზოლი, Metronidazole
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: მეტრონიდაზოლი 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K30 , მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® თეთრი 03F180011 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი).
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერა: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
გამოყენების ჩვენებები
გამოყენების ჩვენებები განპირობებულია მეტრონიდაზოლის ანტიპროტოზოული და ანტიმიკრობული აქტივობით და მისი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებით. ისინი ეფუძნება კლინიკურ კვლევებში სამკურნალო საშუალების გამოყენების გამოცდილებას, ამჟამად ხელმისაწვდომი მიკრობსაწინააღმდეგო პრეპარატების არსენალის გათვალისწინებით. სამკურნალო საშუალების გამოყენების ჩვენებები შემოიფარგლება ინფექციებით, რომლებიც გამოწვეულია მეტრონიდაზოლის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით :
- ამებიაზი;
- უროგენიტალური ტრიქომონიაზი;
- არასპეციფიკური ვაგინიტი;
- ლამბლიოზი;
- პოსტოპერაციული ინფექციების თერაპია, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე ანაერობული მიკროორგანიზმებით;
- როგორც ინფექციების საინექციო თერაპიის ალტერნატივა, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე ანაერობული მიკროორგანიზმებით.
რილების გამოყენებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ოფიციალური გაიდლაინები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
ამებიაზი
ზრდასრულები
მეტრონიდაზოლის 1,5 გ დღე-ღამეში 3 მიღებაზე.
ბავშვები
30-40 მგ/კგ დღე-ღამეში 3 მიღებაზე.
ღვიძლის ამებიაზის დროს, ჩამოყალიბებული აბსცესის სტადიაზე, აბსცესის დრენირება უნდა ჩატარდეს მეტრონიდაზოლით თერაპიასთან ერთად .
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს.
ტრიქომონიაზი
ქალებში ურეთრიტისა და ვაგინიტის დროს, რომლებიც გამოწვეულია Trichomonas vaginalis , დოზა შეადგენს 2 გ ერთჯერადად (4 ტაბლეტი).
იმისდამიუხედავად აქვს თუ არა სექსუალურ პარტნიორს Trichomonas vaginalis-ის ინფექციის კლინიკური ნიშნები, მან ასევე უნდა მიიღოს ერთდროული მკურნალობა (მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც არ არის დადებითი ლაბორატორიული პასუხი).
ლამბლიოზი
ზრდასრულები
0,75-1გ დღე-ღამეში 5 დღის განმავლობაში.
10-15 წლის ბავშვები
500 მგ დღე-ღამეში.
არასპეციფიკური ვაგინიტი
500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში.
უნდა ჩატარდეს სქესობრივი პარტნიორის ერთდროული მკურნალობა.
ანაერობული ბაქტერიული ინფექციების თერაპია (როგორც პირველი რიგის პრეპარატი ან შემდგომი მკურნალობის სახით)
ზრდასრულები
1-1,5გ დღე-ღამეში.
ბავშვები
20-30 მგ/კგ დღე-ღამეში.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის ან იმიდაზოლის ჯგუფის სხვა პრეპარატების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ბავშვთა ასაკი 6 წლამდე (პრეპარატის სამკურნალო ფორმის გათვალისწინებით).
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები / არასასურველი რეაქციები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
მეტრონიდაზოლის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში. ასეთ შემთხვევებში მეტრონიდაზოლის გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
მკურნალობის დასაწყისში გენერალიზებული ერითემის განვითარებისას სხეულის ტემპერატურის აწევითა და პუსტულური გამონაყარით ეჭვი უნდა იქნას მიტანილი მწვავე გენერალიზებულ ეგზანთემატურ პუსტულოზზე; ასეთი რეაქციის განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და მეტრონიდაზოლის შემდგომი გამოყენება როგორც ცალკე ასევე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, უკუნაჩვენებია.
მეტრონიდაზოლით თერაპიის დროს შემოვიდა შეტყობინებები კანისმიერი სერიოზული არასასურველი რეაქციების შესახებ, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ლაიელის სინდრომის და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატური პუსტულოზის ჩათვლით. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, ასევე პაციენტები გულდასმით უნდა აკონტროლებდნენ კანის მდგომარეობას.
სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ლაიელის სინდრომის (მაგალითად პროგრესირებადი გამონაყარი, რომელსაც ხშირად თან ახლავს ბუშტუკების წარმოქმნა ან ლორწოვანი გარსის დაზიანება) ან მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატური პუსტულოზის (გენერალიზებული ერითემა სხეულის ტემპერატურის აწევით, რომელსაც თან ახლავს პუსტულების გამოჩენა), ნიშნების ან სიმპტომების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მეტრონიდაზოლით მკურნალობის შეწყვეტა, ასეთ შემთხვევებში უკუნაჩვენებია მეტრონიდაზოლის შემდგომი გამოყენება ცალკე ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.
ცენტრალური ნერვული სისტემა
ისეთი სიმპტომების განვითარების დროს (მაგალითად, ატაქსიის, დიზართრიის, სიარულის დარღვევის, ნისტაგმის, ტრემორის, თავბრუსხვევის, ცნობიერების აღრევის, კრუნჩხვების, პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის, თავის ტკივილის), რომელიც მიუთითებენ ენცეფალოპათიის ან ნათხემის სინდრომის განვითარებაზე, მეტრონიდაზოლით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ჩატარდეს თერაპიის ხელმეორედ შეფასება.
პოსტმარკეტინგულ პერიოდში შემოვიდა შეტობინებები მეტრონიდაზოლის გამოყენებისას ენცეფალოპათიის განვითარების შემთხვევების შესახებ.ამასთან, აღინიშნა ენცეფალოპათიასთან დაკავშირებული ცვლილებები ტვინში, რომლებიც ფიქსირებოდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს. ცვლილებები უპირატესად ლოკალიზებულია ნათხემში (განსაკუთრებით დაკბილულ ბირთვში) და კორძიანი სხეულის სპლენიუმში. უმეტეს შემთხვევაში, ენცეფალოპათია და თავის ტვინის ცვლილებები, რომლებიც ფიქსირდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების დროს, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ერთეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ლეტალური შედეგის განვითარებას.
ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მქონე პაციენტები რილების გამოყენებისას უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ იმ ნიშნების გამოვლენის მიზნით, რომლებიც მიუთითებენ ენცეფალოპათიის განვითარებაზე ან მდგომარეობის გაუარესებაზე.
ასეპტიური მენინგიტის წარმოქმნის შემთხვევაში მეტრონიდაზოლის შემდგომი გამოყენება არ არის რეკომენდებული, სხვა სიტუაციებში (მძიმე ინფექციის განვითარებისას) გულდასმით უნდა შეფასდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობა.
პერიფერიული ნერვული სისტემა
მეტრონიდაზოლით თერაპიის დროს უნდა იქნას უზრუნველყოფილი დაკვირვება პაციენტებზე იმ ნიშნების გამოვლენის მიზნით, რომლებიც მიუთითებენ პერიფერიული ნეიროპათიის განვითარებაზე, განსაკუთრებით სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენების დროს ან სამკურნალო საშუალების გამოყენებისას პერიფერიული ნერვული სისტემის მძიმე, ქრონიკული ან პროგრესირებადი დაავადებების მქონე პაციენტებში.
ფსიქიკური დარღვევები
მეტრონიდაზოლის გამოყენებისას, მათ შორის თერაპიის საწყის ეტაპზე, შეიძლება განვითარდეს ფსიქოზური რეაქციები, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ რისკის ფაქტორს პაციენტის სიცოცხლისთვის, განსაკუთრებით პაციენტებში ფსიქიკური აშლილობით ანამნეზში. ასეთ სიტუაციებში აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს მეტრონიდაზოლის გამოყენება, ინფორმაცია მიეწოდოს მკურნალ ექიმს და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
ჰემატოლოგიური დარღვევები
პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ ანამნეზში დარღვევები სისხლის სისტემის მხრიდან, მეტრონიდაზოლის გამოყენებისას მაღალი დოზებით და/ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში რეკომენდებულია სისხლის ანალიზის, განსაკუთრებით ლეიკოციტარული ფორმულის, რეგულარული კონტროლი. ლეიკოპენიის განვითარების შემთხვევაში, მეტრონიდაზოლით მკურნალობის გაგრძელების მიზანშეწონილობა უნდა შეფასდეს ინფექციური დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.
ბავშვები
6 წლამდე ასაკის ბავშვებში რილების გამოყენება უკუნაჩვენებია, რაც დაკავშირებულია ასპირაციის რისკთან ტაბლეტების გამოყენების დროს. მოცემული კატეგორიის პაციენტებში სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი დოზირებით და სამკურნალო ფორმით, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაიცვათ შესაბამისი დოზირების რეჟიმი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მეტრონიდაზოლის გამოყენება ალკოჰოლის მიღების ფონზე არ არის რეკომენდებული.
არ არის რეკომენდებული მეტრონიდაზოლის ბუსულფანთან ერთდროული გამოყენება .
არ არის რეკომენდებული მეტრონიდაზოლის ერთობლივი გამოყენება დისულფირამთან .
გავლენა ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე
მეტრონიდაზოლის გამოყენებისას ნელსონის ტესტის ჩატარების დროს შეიძლება აღინიშნოს ცრუ დადებითი შედეგები (სამკურნალო საშუალება ახდენს იმობილიზაციურ მოქმედებას ტრეპონემებზე).
მეტრონიდაზოლი ახდენს გავლენას სისხლში ალანინამინოტრანსფერაზას (ALT), ასპარტატამინოტრანსფერაზას (ACT), ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტრიგლიცერიდების და გლუკოზის შემცველობის დონის განმსაზღვრელ გარკვეული ტიპის ლაბორატორიულ ტესტებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი ან ანომალურად დაბალი შედეგები. ეს ანალიტიკური მეთოდები დაფუძნებულია ულტრაიისფერი შთანთქმის შემცირებაზე, რომელსაც აქვს ადგილი, როდესაც ჰიდრირებული ნიკოტინამიდადენინდინუკლეოტიდი ( NADH ) იჟანგება ნიკოტინამიდადენინდინუკლეოტიდამდე (NAD). ეს ინტერფერენცია განპირობებულია NADH-ის (340 ნმ ) და მეტრონიდაზოლის (322 ნმ ) შთანთქმის პიკების მსგავსებით ,როდესაც pH 7-ია.
ჰეპატოტოქსიური ზემოქმედება პაციენტებში კოკეინის სინდრომით
კოკეინის სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას მეტრონიდაზოლის შემცველი პრეპარატებით სისტემური გამოყენებისთვის, არის შეტყობინებები ღვიძლის მძიმე დაზიანების/ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევების შესახებ, მათ შორის ლეტალური შედეგებით მკურნალობის საწყის ეტაპზე ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციების სწრაფი განვითარების დროს. მოცემული კატეგორიის პაციენტებში მეტრონიდაზოლი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ როდესაც თერაპიის უპირატესობა აჭარბებს პოტენციურ რისკებს და როდესაც არ არსებობს ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტები. ამავდროულად, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური პარამეტრების კონტროლი უშუალოდ თერაპიის დაწყებამდე, მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ იმ მომენტამდე, როდესაც ღვიძლის ფუნქციური პარამეტრები მიაღწევენ ნორმალური მნიშვნელობების ფარგლებს ან იქნებიან საწყისი მნიშვნელობების (მკურნალობის დაწყებამდე) შესაბამისნი. იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დონის მნიშვნელოვანი ზრდა, მეტრონიდაზოლის გამოყენება უნდა შეწყდეს.
კოკეინის სინდრომის მქონე პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ექიმს ნებისმიერი სიმპტომების შესახებ, რომლებიც პოტენციურად დაკავშირებულია ღვიძლის დაზიანებასთან, ასეთ სიტუაციებში პრეპარატით თერაპია უნდა შეწყდეს.
შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ანტაბუსური რეაქცია
არსებობს დიდი რაოდენობის პრეპარატები, რომელთა ალკოჰოლთან ერთად გამოყენების დროს ვითარდება ანტაბუსური რეაქცია. მსგავსი პრეპარატების გამოყენება ალკოჰოლის მოხმარების ფონზე არ არის რეკომენდებული.
პრეპარატები, რომლებიც არ არის რეკომენდებული მეტრონიდაზოლთან ერთდროული გამოყენებისთვის
ალკოჰოლი (ალკოჰოლის შემცველი სასმელების სახით ან დამხმარე ნივთიერების სახით)
მეტრონიდაზოლის ალკოჰოლთან ერთად გამოყენების დროს ვითარდება ანტაბუსური რეაქცია (სხეულის ტემპერატურის მომატება, კანის სიწითლე, ღებინება, ტაქიკარდია). რილები არ უნდა იქნას გამოყენებული ალკოჰოლური სასმელებისა და იმ პრეპარატების მიღების ფონზე, რომლებიც შეიცავენ ალკოჰოლს. ალკოჰოლური სასმელების ან იმ პრეპარატების მიღებამდე, რომლებიც შეიცავენ ალკოჰოლს, სამკურნალო საშუალებების გამოყენება მთლიანად უნდა შეწყდეს მათი ნახევარგამოყოფის პერიოდის გათვალისწინებით.
ბუსულფანი (მაღალი დოზები)
მეტრონიდაზოლთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ბუსულფანის კონცენტრაცია სისხლში 2-ჯერ იზრდება.
დისულფირამი
ცნობიერების აღრევისა და მწვავე ფსიქოზის წარმოქმნის რისკი (შექცევადია კომბინაციის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ).
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას
შემოვიდა შეტყობინებები QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევების შესახებ, განსაკუთრებით მეტრონიდაზოლის ერთდროულად გამოიყენებისას სამკურნალო საშუალებებთან, რომლებმაც შეიძლება გაახანგრძლივოს QT ინტერვალი.
პრეპარატები, რომლების მეტრონიდაზოლთან ერთად გამოყენების შემთხვევაში უნდა იქნას დაცული სიფრთხილე
კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც წარმოადგენენ ფერმენტების ინდუქტორებს
ფერმენტის ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენებისას, მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება (იზრდება სამკურნალო საშუალების მეტაბოლიზმის სიჩქარე ღვიძლში). ფერმენტების ინდუქტორებთან კომბინირებული თერაპიის დროს და მისი შეწყვეტის შემდეგ უნდა ტარდებოდეს პაციენტების კლინიკური მონიტორინგი, ასევე შეიძლება წარმოიქმნას მეტრონიდაზოლის დოზის კორექტირების აუცილებლობა .
რიფამპიცინი
რიფამპიცინთან ერთდროული გამოყენებისას მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება (იზრდება სამკურნალო საშუალების მეტაბოლიზმის სიჩქარე ღვიძლში). რიფამპიცინთან კომბინირებული თერაპიის დროს და მისი შეწყვეტის შემდეგ უნდა ტარდებოდეს პაციენტების კლინიკური მონიტორინგი, ასევე შეიძლება წარმოიქმნას მეტრონიდაზოლის დოზის კორექციის აუცილებლობა.
ლითიუმის პრეპარატები
ლითიუმის პრეპარატების მეტრონიდაზოლთან ერთდროული გამოყენებისას სისხლში ლითიუმის დონე იზრდება (ლითიუმის კონცენტრაციამ სისხლში შეიძლება მიაღწიოს ტოქსიკურ მნიშვნელობებს, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ლითიუმის დოზის გადაჭარბების ნიშნები). მსგავსი კომბინაციების გამოყენების დროს საჭიროა სისხლში ლითიუმის დონის გულდასმითი კონტროლი, ასევე შესაძლოა წარმოიქმნას ლითიუმის პრეპარატების დოზის კორექციის აუცილებლობა.
პრეპარატები, რომლების მეტრონიდაზოლთან ერთად გამოყენების საკითხი საჭიროებს ყურადღებით განხილვას
ფტორურაცილი(შესაძლებელია ინფორმაციის ექსტრაპოლირება ტეგაფურზე და კაპეციტაბინზე)
მეტრონიდაზოლთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ფტორურაცილის ტოქსიკური მოქმედება (მცირდება სამკურნალო საშუალების კლირენსი).
საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) მაჩვენებლის დარღვევები
არსებობს დიდი რაოდენობის ცნობები პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედების გაზრდის შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას ანტიბიოტიკებით. ამ შემთხვევაში რისკის ფაქტორებს წარმოადგენენ ინფექციური ან ანთებითი პროცესის გამოხატულობა, პაციენტის ასაკი და ზოგადი მდგომარეობა. სნთ-ს მაჩვენებლების დარღვევები შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც ინფექციურ დაავადებასთან, ასევე მკურნალობის ჩატარებასთან, ამიტომ შესაძლოა წარმოიქმნას სირთულეები ზემოაღნიშნული დარღვევების მიზეზების დადგენაში. ამისდამიუხედავად, გარკვეული კლასების მიკრობსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, რომლებსაც მიეკუთვნებიან ფტორქინოლონები, მაკროლიდები , ტეტრაციკლინები , კოტრიმოქსაზოლი და ზოგიერთ ცეფალოსპორინი, უფრო მეტად დაკავშირებულია სნთ-ს დარღვევების განვითარებასთან .
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში მეტრონიდაზოლს ტერატოგენული პოტენციალი არ გამოუვლენია, ამიტომ ადამიანებში არ არის მოსალოდნელი თანდაყოლილი მანკების განვითარება (ამჟამად, ცხოველთა ორ სახეობაზე სათანადოდ ჩატარებული კვლევების მიმდინარეობისას იქნა დადგენილი, რომ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ თანდაყოლილ მანკებს ადამიანებში, გააჩნიათ ტერატოგენური მოქმედება ცხოველებზე). ორსულობის დროს ქალებში, რომლებიც იღებდნენ მეტრონიდაზოლით თერაპიას , მიღებული დიდი რაოდენობის კლინიკური მონაცემების ანალიზისას არ გამოვლენილა ნაყოფის განვითარების სპეციფიკური თანდაყოლილი მანკები ან ფეტოტოქსიური ეფექტები. ამისდამიუხედავად, მხოლოდ ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგებს შეუძლია დაადასტურონ რისკის არარსებობა.
ჩვენებების არსებობის შემთხვევაში რილები შეიძლება იქნას გამოყენებულ ორსულობის დროს ქალებში.
ლაქტაცია
მეტრონიდაზოლი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ რილები არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი თავბრუსხვევის, დაბნეულობის, ჰალუცინაციების, კრუნჩხვების ან მხედველობის დარღვევის განვითარების პოტენციური რისკის შესახებ. ასეთი არასასურველი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში პაციენტებისათვის არ არის რეკომენდებული ავტოტრანსპორტის ტარება და მექანიზმების მართვა.
არასასურველი რეაქციები
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია.
გულის მხრივ: აღწერილია QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევები, კერძოდ, მეტრონიდაზოლის გამოიყენებისას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ QT ინტერვალის გახანგრძლივება ( სიხშირე უცნობია) .
ფსიქიკური აშლილობები: ჰალუცინაციები, ფსიქოზური რეაქციები პარანოიდული აზრებით და/ან დელირიუმით, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სუიციდური აზრების გაჩენა ან სუიციდის მცდელობა, დეპრესია.
ნერვული სისტემის მხრივ: პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცნობიერების აღრევა, კრუნჩხვები, ენცეფალოპათია (შეიძლება დაკავშირებული იყოს ცვლილებებ თანთავის ტვინში, რომლებიც განისაზღვრება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების დროს, როგორც წესი, აქვს შექცევადი ხასიათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, შემოვიდა ინფორმაცია ცალკეული შემთხვევების შესახებ ფატალური შედეგით), ქვემწვავე ნათხემის სინდრომი (ატაქსია, დიზართრია, სიარულის დარღვევა, ნისტაგმი, ტრემორი), ასეპტიური მენინგიტი.
მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის ტრანზიტორული დარღვევები, ისეთები, როგორიცაა მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა, დიპლოპია, მიოპია, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ფერადი ხედვის ცვლილება, ნეიროპათია /ოპტიკური ნერვის ნევრიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უმნიშვნელოდ გამოხატული დარღვევები (ტკივილი ეპიგასტრიუმში , გულისრევა, ღებინება, დიარეა), გლოსიტი, რომელსაც თან ახლავს პირის სიმშრალის შეგრძნება, სტომატიტი, გემოს დარღვევა, ანორექსია, პანკრეატიტი (აქვს შექცევადი ხასიათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ) ენის ფერის ან გარეგანი სახის ცვლილება (სოკოვანი ინფექცია).
ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მატება (ალანინამინტრანსფერაზა ( ალტ ), ასპარტატამინოტრანსფერაზა ( ასტ), ტუტე ფოსფატაზა), ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ციტოლიზური (ზოგჯერ სიყვითლის განვითარებით), ქოლესტაზური ან შერეული ხასიათის ღვიძლის მწვავე დაზიანება.
არსებობს შეტყობინებები ჰეპატოცელულური უკმარისობის ცალკეული შემთხვევების გავითარების შესახებ, რომლის დროსაც შესაძლოა წარმოიქმნას ღვიძლის ტრანსპლანტაციის აუცილებლობა.
არსებობს ცნობები მძიმე შეუქცევადი ჰეპატოტოქსიკური მოქმედების/ღვიძლის მწვავე უკმარისობის შესახებ, მათ შორის ლეტალური გამოსავლით ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციების სწრაფად განვითარების შემთხვევაში, მეტრონიდაზოლით სისტემური თერაპიის საწყის ეტაპზე კოკეინის სინდრომის მქონე პაციენტებში.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ალები, ქავილი, გამონაყარი სხეულის ტემპერატურის აწევით, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, ძალიან იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები მწვავე გენერალიზებული შოკის განვითარების შესახებ. ეგზანთემატური პუსტულოზი, ლაიელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ფიქსირებული პიგმენტური ერითემა.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე : შარდის შეღებვა მოწითალო-ყავისფერ ფერში მასში წყალში ხსნადი პიგმენტების შემცველობის გამო, რომლებიც წარმოიქმნება პრეპარატის მეტაბოლიზმის შედეგად.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან წარმოიწმნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები
არსებობს ცნობებუ მეტრონიდაზოლის 12 გ-მდე ერთჯერადი დოზის მიღების შესახებ სუიციდის მცდელობებთან და შემთხვევით გადაჭარბებულ დოზირებასთან დაკავშირებით. დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავდა ღებინებას, ატაქსიას და უმნიშვნელოდ გამოხატულ დეზორიენტაციას.
მკურნალობა
სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპროტოზოული საშუალებები. საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ამებიაზისა და სხვა პროტოზოული ინფექციების დროს. ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები. ათქ კოდი P01AB01
დადგენილია შემდეგი მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (მიკ) ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც განასხვავებენ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებს და მიკროორგანიზმებს, რომლებიც ხასიათდებიან შუალედური მგრძნობელობით, ასევე მიკროორგანიზმებს, რომლებიც ხასიათდებიან შუალედური მგრძნობელობით და რეზისტენტულ მიკროორგანიზმებს: მიკ- მაჩვენებელი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებისთვის შეადგენს ≤4 მგ/ ლ, მიკ-მაჩვენებელი რეზისტენტული მიკროორგანიზმებისთვის შეადგენს > 4 მგ/ლ.
რეზისტენტობის გავრცელება ცალკეულ ბაქტერიულ სახეობებში შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული რეგიონის და დროის მიმდინარების მიხედვით. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ფლობდეთ ინფორმაციას კონკრეტულ გეოგრაფიული რეგიონში მიკროორგანიზმების რეზისტენტობის შესახებ დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების სათანადო მკურნალობისთვის. ზემოაღნიშნული ინფორმაცია იძლევა მხოლოდ დაახლოებით წარმოდგენას იმის შესახებ, რომ მიკროორგანიზმი მგრძნობიარე იქნება სამკურნალო საშუალების მიმართ.
მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამები:
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Helicobacter pylori ;
- ანაერობული მიკროორგანიზმები - Bacteroides fragilis , Bifidobacterium , Bilophila , Clostridium , Clostridium difficile , Clostridium perfringens , Eubacterium, Fusobacterium , Peptostreptococcus , Porphyromonas, Prevotella , Veillonella.
მიკროორგანიზმების რეზისტენტული შტამები:
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Actinomyces ;
- ანაერობული მიკროორგანიზმები - Mobiluncus , Propionibacterium acnes .
მეტრონიდაზოლი აქტიურია ისეთი პროტოზოული ინფექციების პათოგენების მიმართ, როგორიცაა Entamoeba histolytica , Giardia intestinalis , Trichomonas vaginalis .
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ მეტრონიდაზოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (არანაკლებ 80%-სა ერთი საათის განმავლობაში). მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში სამკურნალო საშუალების შინაგანად მიღების შემდეგ შედარებადია ექვივალენტური დოზით ინტრავენურად შეყვანისა. მეტრონიდაზოლის ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღებისას შეადგენს 100%. საკვები არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას სამკურნალო საშუალების ბიოშეღწევადობაზე.
განაწილება
მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში, რომელიც მიიღწევა მეტრონიდაზოლის 500 მგ დოზით ერთჯერადი მიღებიდან 1 საათის შემდეგ, შეადგენს საშუალოდ 10 მკგ/მლ. მიღებიდან 3 საათის შემდეგ, მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია სისხლის შრატში საშუალოდ შეადგენს 13,5 მკგ/მლ. სისხლის პლაზმიდან სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8-10 საათს. მეტრონიდაზოლი უმნიშვნელოდ უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (<20%). სამკურნალო საშუალების განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 40 ლ (0,65 ლ/კგ). მეტრონიდაზოლი დიდწილად სწრაფად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში; სამკურნალო საშუალების კონცენტრაციები ფილტვებში, თირკმელებში, ღვიძლში, კანში, ნაღველში, ცერებროსპინალურ სითხეში, ნერწყვში, სათესლე სითხეში, ვაგინალურ სეკრეტში დაახლოებით შედარებადია სისხლის შრატში მისი კონცენრტაციისა. მეტრონიდაზოლი გადის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
ბიოტრანსფორმაცია
მეტრონიდაზოლი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში. სამკურნალო საშუალების დაჟანგვის დროს უპირატესად წარმოიქმნება ორი მეტაბოლიტი: მეტრონიდაზოლის ალკოჰოლური წარმოებული (ძირითადი მეტაბოლიტი), რომელსაც აქვს ბაქტერიციდული აქტივობა ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ ( მეტრონიდაზოლის აქტივობის დაახლოებით 30% ), მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 11 საათს. ; მეტრონიდაზოლის მჟავა წარმოებული (წარმოიქმნება უმნიშვნელო რაოდენობით), რომელსაც გააჩნია ბაქტერიციდული აქტივობა ( მეტრონიდაზოლის აქტივობის დაახლოებით 5% ).
გამოყოფა
მეტრონიდაზოლის მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ღვიძლში და ნაღველში. მსხვილ ნაწლავში სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია დაბალია (მეტრონიდაზოლი უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა ორგანიზმიდან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მეშვეობით). სამკურნალო საშუალება უპირატესად გამოიყოფა შარდით ( მეტრონიდაზოლის შეყვანილი დოზის დაახლოებით 35-65% გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით უცვლელი სახით და დაჟანგული მეტაბოლიტების სახით).
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე .
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები .
10 ტაბლეტი ბლისტერში.
2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციით მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას
არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბული)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A .Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


