ტამსულოზინი არის ალფა1A-ადრენორეცეპტორის ბლოკატორი. იგი ადუნებს წინამდებარე ჯირკვლის და საშარდე გზების კუნთებს . ტამსულოზინი ინიშნება საშარდე გზების სიმპტომების შესამსუბუქებლად, რომელიც გამოწვეულია გადიდებული წინამდებარე ჯირკვლით (წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტამსულოზინი (tamsulosin)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,4მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მიკროპელეტების შემცველი კაფსულა №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Synthon Hispania, S.L., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- უროლოგიური საშუალებები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
- ATC კოდი
- G04CA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035682
- რეგისტრირებულია
- 24 ივნისი 2022, მოქმედებს 24 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- JSC "Medinserv" (საქართველო)
- განმცხადებელი
- სს „კომპანია მედინსერვი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ეს-ტამი 0.4მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტამსულოზინი არის ალფა1A-ადრენორეცეპტორის ბლოკატორი. იგი ადუნებს წინამდებარე ჯირკვლის და საშარდე გზების კუნთებს .
ტამსულოზინი ინიშნება საშარდე გზების სიმპტომების შესამსუბუქებლად, რომელიც გამოწვეულია გადიდებული წინამდებარე ჯირკვლით (წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია). კუნთების მოდუნება უზრუნველყოფს შარდის უფრო ადვილად გამოყოფას და ხელს უწყობს შარდვას.
მიღების წესი და დოზირება
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზაა ერთი კაფსულა საუზმის შემდეგ ან დღის პირველი კვების შემდეგ.
კაფსულა გადაყლაპეთ მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით ფეხზე დგომისას ან ჯდომისას (არა მწოლიარე მდგომარეობაში). დაუშვებელია კაფსულის გატეხვა ან გახლეჩვა, ვინადიან იმოქმედებს ტამსულოზინის ეფექტურობაზე.
თუ გაწუხებთ თირკმელების ან ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადება, შეგიძლიათ მიიღოთ ტამსულოზინის ჩვეულებრივი დოზა.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი ეს-ტამი® 0.4მგ ვიდრე რეკომენდებულია
ტამსულოზინის ჭარბი დოზით მიღებისას შესაძლებელია არტერიული წნევის უეცარი დაცემა. შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა, სისუსტე და გულის წასვლა, ღებინება და დიარეა. დაწექით დაბალი არტერიული წნევის ეფექტების შესამცირებლად და შემდეგ მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება დანიშნოს პრეპარატები არტერიული წნევის და სითხის დონის აღსადგენად და შეამოწმოს ორგანიზმის ფუნქციონირება. აუცილობლობის შემთხვევაში ექიმმა შეიძლება ამოგირეცხოთ კუჭი და დაგინიშოთ საფაღარათე საშუალება ტამსულოზინის ორგანიზმიდან გამოსადევნად, რომელიც ჯერ არ მოხვედრილა სისხლში.
თუ დაგავიწყდათ ეს-ტამი® 0.4მგ მიღება
დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს.
თუ შეწყვეტთ ეს-ტამი® 0.4მგ მიღებას
ტამსულოზინით მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას, თქვენი თავდაპირველი ჩივილები შეიძლება დაბრუნდეს. ამიტომ, ტამსულოზინი უნდა მიიღოთ იმ ხანგძლივობით, როგორც დანიშნა ექიმმა, მაშინაც კი, თუ თქვენი ჩივილები უკვე გაქრა. თუ ფიქრობთ თერაპიის შეწყვეტას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
ხართ ალერგიული ტამსულოზინის ან ამ პრეპარატის სხვა ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში) (სიმპტომები შეიძლება იყოს: სახის და ყელის შეშუპება (ანგიო-ედემა).
გაქვთ არტერიული წნევის დაცემის ისტორია ფეხზე ადგომისას, რაც იწვევს თავბრუსხვევას ან გულის წასვლას.
გაქვთ ღვიძლის მწვავე პრობლემები
სიფრთხილის ზომები
S-Tam® 0.4 მგ-ის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
თუ გრძნობთ თავბრუსხვევას ან გულის წასვლას, განსაკუთრებით ფეხზე ადგომისას. ტამსულოზინმა შეიძლება დაწიოს არტერიული წნევა და გამოიწვიოს მსგავსი სიმპტომები. უნდა დაწვეთ და დაჯდეთ, ვიდრე სიმპტომები არ გაივლის.
თუ გაწუხებთ თირკმლის მწვავე პრობლემები. ტამსულოზინის ნორმალურ დოზას შეიძლება არ ჰქონდეს მოსალოდნელი ეფექტი თუ თირკმელები არ ფუნქციონირებენ სათანადოდ.
თუ აპირებთ თვალის ოპერაციას ლინზის დაბინდვის გამო (კატარაქტა). შეიძლება განვითარდეს ინტრაოპერაციული ფლაკონური ირისის სინდრომი. (იხ. ნაწილი 4, შესაძლო გვერდითი ეფექტები), აცნობეთ თვალის ექიმს რომ იღებთ ან მანამდე იღებდით ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს. სპეციალისტს შეუძლია მიიღოს შესაბამისი სიფრთხილის ზომები გამოსაყენებელი მედიკამენტებისა და ქირურგიული ტექნიკის შესახებ. ჰკითხეთ ექიმს უნდა შეაჩეროთ დროებით, თუ უნდა შეწყვიტოთ მოცემული პრეპარატის მიღება თვალზე ლინზის დაბინდვის (კატარაქტა) ან თვალში წნევის მომატების (გლაუკომა) ოპერაციის ჩატარებისას .
ტამსულოზინით თერაპიის დაწყებამდე ექიმმა უნდა შეგამოწმოთ იმაში დასარწმუნებლად, რომ სიმპტომები ნამდვილად გამოწვეულია გადიდებული წინამდებარე ჯირკვლით.
ბავშვები და მოზარდები
არ მისცეთ ეს წამალი ბავშვებს ან 18 წლამდე მოზარდებს, რადგან ის არ მუშაობს ამ პოპულაციაში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ტამსულოზინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტებზე. მათ, თავის მხრივ, შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ტამსულოზინის ეფექტურობაზე.
ტამსულოზინს შეუძლია ურთიერთქმედება:
დიკლოფენაკზე, ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატზე. მოცემულმა პრეპარატმა შეიძლება დააჩქაროს ტამსულოზინის გამოდევნა თქვენი ორგანიზმიდან, რითაც შეამცირებს ტამსულოზინის ეფექტიანობის დროს.
ვარფარინზე, რომელიც გამოიყენება თრომბების საწინააღმდეგოდ. მოცემულ პრეპარატს შეუძლია დააჩქაროს ტამსულოზინის გამოდევნა თქვენი ორგანიზმიდან, რითაც შეამცირებს ტამსულოზინის ეფექტიანობის დროს.
სხვა a1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებზე. კომბინაციამ შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა და გამოიწვიოს თავბრუსხვევა.
კეტოკონაზოლზე, კანის სოკოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალებაზე. ამ მედიკამენტმა შეიძლება გააძლიეროს ტამსულოზინის მოქმედება.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
ეს-ტამი® 0.4მგ საკვებთან და სასმელთან ერთად
ტამსულოზინი უნდა მიიღოთ ჭიქა წყალთან ერთად საუზმის შემდეგ ან დღის პირველი კვების შემდეგ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ტამსულოზინი არ ინიშნება ქალებში.
მამაკაცებში, შეინიშნებოდა პათოლოგიური ეაკულაცია (ეაკულაციის დარღვევა). ეს ნიშნავს რომ სპერმა არ გამოდის ორგანიზმიდან შარდსაწვეთით, და გადადის შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია) ან მცირდება ეაკულაციის მოცულობა ან საერთოდ წყდება (ეაკულაციის უკმარისობა). მოცემული მოვლენა უვნებელია.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
არ არსებობს ინფორმაცია ტამსულოზინის ეფექტების შესახებ ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე. უნდა გაითვალისწინოთ რომ ტამსულოზინს შეუძლია გამოიწვიოს თაბრუსხვევა. მართეთ ავტომობილი ან მექანიზმები მხოლოდ მაშინ, როდესაც თავს კარგად გრძნობთ.
ეს-ტამი® 0.4მგ შეიცავს ნატრიუმს
მოცემული პრეპარატის თითო კაფსულა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23მგ) ნატრიუმს, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევები სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თავბრუსხვევას.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
სერიოზული რეაქციები ძალიან იშვიათია. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ განვითარდება სერიოზული ალერგიული რეაქციები, რაც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას (ანგიო-ედემას). დაუშვებელია ტამსულოზინის ხელახლა მიღება (იხ. ნაწილი 2, არ მიიღოთ ეს-ტამი® 0.4მგ).
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
თავბრუსხვევა, განსაკუთრებით ფეხზე ადგომისას ან დაჯდომისას
ანომალიური ეაკულაცია (ეაკულაციის დარღვევა). ეს ნიშნავს, რომ სპერმა არ ტოვებს სხეულს ურეთრის გავლით, არამედ შედის შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია) ან ეაკულაციის რაოდენობა მცირდება ან საერთოდ არ არსებობს (არასაკმარისი ეაკულაცია). ეს ფენომენი უვნებელია.
არახშირი გევრდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)
თავის ტკივილი, საკუთარი გულის ცემის შეგრძნება (პალპიტაციები), ფეხზე ადგომისას არტერიული წნევის დაცემა რაც იწვევს თავბრუსხვევას და გულის წასვლას (ორთოსტატული ჰიპოტენზია), ცხვირის შიგნით შეშუპება ან გაღიზიანება (რინიტი), ყაბზობა, დიარეა, გულისრევის შეგრძნება (გულისრევა), ღებინება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), სისუსტე (ასთენია), ქავილი.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში)
გულის წასვლა (სინკოპე).
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში)
მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი), სერიოზული ავადობა კანის, პირის, თვალების და გენიტალიების დაწყლულებით (სტივენს-ჯონსონის სინდორმი).
უცნობი გვერდითი ეფექტები (არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის დადგენა შეუძლებელია)
მხედველობის დაბინდვა • მხედველობის დაქვეითება • ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსია) • პირის სიმშრალე
კანზე სერიოზული გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი), გულის რითმის ანომალიური დარღვევა (წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, ტაქიკარდია), სუნთქვის გაძნელება (დისპნოე)
თვალზე ლინზების დაბინდვის (კატარაქტა) ან თვალში წნევის გაზრდის (გლაუკომა) ოპერციისას შეიძლება განვითარდეს დაბურული ირისის სინდრომი (IFIS): გუგა შეიძლება ცუდად გაფართოვდეს და ირისი (თვალის ფერადი რკალი) შეიძლება გახდეს დაკიდებული ოპერაციის დროს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ნაწილი 2, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
სხვა გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლოა იყოს ისეთი ეფექტები რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მოცემულ პრეპარატზე უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ტამსულოზინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოტენზიური ეფექტები. მძიმე ჰიპოტენზიური ეფექტები დაფიქსირდა დოზის გადაჭარბების სხვადასხვა დონეზე.
მკურნალობა
მწვავე ჰიპოტენზიის შემთხვევაში, რომელიც ვითარდება დოზის გადაჭარბების შემდეგ, საჭიროა გულ-სისხლძარღვთა მხარდაჭერა. არტერიული წნევის აღდგენა და გულისცემის ნორმალიზება შესაძლებელია პაციენტის დაწოლით. თუ ეს არ დაეხმარება, მაშინ შეიძლება გამოყენებულ იქნას მოცულობის გამაფართოებელი და საჭიროების შემთხვევაში ვაზოპრესორები. საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი და ზოგადი დამხმარე ზომების გამოყენება. დიალიზი ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაეხმაროს, რადგან ტამსულოზინი ძალიან ძლიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს.
აბსორბციის თავიდან ასაცილებლად შეიძლება განხორციელდეს ისეთი ზომები, როგორიცაა ღებინება. ძლიერი ზედოზირებისას, შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭის ამორეცხვა და გააქტიურებული ნახშირისა და ოსმოსური საფაღარათო საშუალება, როგორიცაა ნატრიუმის სულფატი, გამოყენება.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ.
სხვა ინგრედიენტებია:
მიკროკრისტალური ცელულოზა, მეტაკრილის მჟავა-ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1) 30%, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ლაურილსუფატი, ტრიეთილ ციტრატი,, ტალკი.
კაფსულა: ჟელატინი, ინდიგო კარმინი (E 132), ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), რკინის წითელი ოქსიდი (E 172), რკინის შავი ოქსიდი (E 172).
ეს-ტამი®0.4მგ აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ნარინჯისფერი/ზეთისხილის მწვანე შეფერილობის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა (19,3x 6.4 მმ). კაფსულა შეიცავს თეთრ ან მოთეთრო ფერის პელეტებს.
კაფსულები მოთავსებულია ბლისტერულ შეფუთვაში ან კონტეინერში 10, 14, 20, 28, 30, 50, 56, 60, 90, 100 ან 200 მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულებით.
შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.
ათქ კოდი: G04CA02
მედიკამენტების კლასიფიკაცია:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფსა და ბლისტერზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღში იგულისხმება ამ თვის ბოლო დღე.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალი შეფუთვით.
დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
α1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტი, ATC კოდი: GO4CAO2. პრეპარატები პროსტატის დაავადების ექსკლუზიური მკურნალობისთვის.
მოქმედების მექანიზმი
ტამსულოზინი შერჩევით და კონკურენტულად უკავშირდება პოსტსინაფსურ α1A ადრენორეცეპტორებს, განსაკუთრებით α1A და α1D ქვეტიპებს. ეს იწვევს პროსტატისა და ურეთრის გლუვი კუნთების მოდუნებას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ტამსულოზინი ზრდის შარდის მაქსიმალურ ნაკადს. ის ხსნის ობსტრუქციას პროსტატისა და შარდსადენის გლუვი კუნთების მოდუნებით, რითაც აუმჯობესებს შარდვის სიმპტომებს.
ის ასევე აუმჯობესებს შენახვის სიმპტომებს, რომელშიც შარდის ბუშტის არასტაბილურობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ეს ეფექტები შენახვისა და შარდის სიმპტომებზე გრძელდება ხანგრძლივი თერაპიის დროს. ოპერაციის ან კათეტერიზაციის საჭიროება მნიშვნელოვნად შეფერხებულია.
α1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტებს შეუძლიათ შეამცირონ არტერიული წნევა პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებით. ტამსულოზინზე ჩატარებული კვლევების დროს არ დაფიქსირებულა რაიმე კლინიკური მნიშვნელობის არტერიული წნევის შემცირება.
პედიატრიული პოპულაცია
ორმაგი ბრმა, რანდომიზებული, პლაცებო კონტროლირებადი, დოზის დიაპაზონის კვლევა ჩატარდა ნეიროპათიური შარდის ბუშტის მქონე ბავშვებში. სულ 161 ბავშვი (2-დან 16 წლამდე ასაკის) რანდომიზირებული იყო და მკურნალობდა ტამსულოზინის 3 დოზიდან 1 დოზით (დაბალი [0,001-დან 0,002 მგ/კგ], საშუალო [0,002-დან 0,004 მგ/კგ-მდე] და მაღალი დოზით. [0.004-დან 0.008 მგ/კგ]), ან პლაცებო. პირველადი საბოლოო წერტილი იყო იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთა დეტრუზორის გაჟონვის წერტილის (TPP) წნევა შემცირდა <40 სმH2O-მდე ორი შეფასების საფუძველზე, ერთი და იმავე დღეს. მეორადი საბოლოო წერტილები იყო: დეტრუზორის გაჟონვის წერტილის წნევის ფაქტობრივი და პროცენტული ცვლილება საწყისიდან, ჰიდრონეფროზისა და ჰიდრურეთერის გაუმჯობესება ან სტაბილიზაცია, ასევე კათეტერიზაციის დროს მიღებული შარდის მოცულობის ცვლილება და კათეტერიზაციის დროს მიღებული შარდის რაოდენობა, რომელიც დაფიქსირებულია კათეტერიზაციის დღიურებში. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლენილა პლაცებოს ჯგუფსა და ტამსულოზინის 3 ნებისმიერ ჯგუფს შორის, როგორც პირველად, ისე მეორად საბოლოო წერტილებში. დოზაზე დამოკიდებულების ეფექტი არც ერთ დოზაზე არ დაფიქსირებულა.
- 1 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ტამსულოზინი შეიწოვება ნაწლავიდან და თითქმის მთლიანად ბიოშეღწევადია. ტამსულოზინის აბსორბცია მცირდება ახლადმიღებული საკვების შემდეგ. შეწოვის ერთგვაროვნებას შეიძლება ხელი შეუწყოს პაციენტის მიერ ტამსულოზინის მუდმივმა მიღებამ ერთიდაიმავე კვების შემდეგ. ტამსულოზინი აჩვენებს ხაზოვან კინეტიკას.
ტამსულოზინის ერთჯერადად უზმოზე მიღების შემდეგ, პლაზმაში ტამსულოზინის დონე აღწევს მაქსიმუმს დაახლოებით 6 საათის შემდეგ, ხოლო წონასწორობისას, რომელიც მიიღწევა მრავალჯერადი მირებისას მე-5 დღეს, Cmax პაციენტებში დაახლოებით ორი მესამედით მეტია, ვიდრე ერთჯერადი დოზის შიგნით მიღებისას. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაფიქსირდა ხანდაზმულ პაციენტებში, იგივეა მოსალოდნელი ახალგაზრდა პაციენტებშიც.
არსებობს მნიშვნელოვანი ცვალებადობა პლაზმის დონეებში პაციენტებს შორის, როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ.
განაწილება
მამაკაცებში ტამსულოზინი დაახლოებით 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა მცირეა (დაახლოებით 0,2 ლ/კგ).
ბიოტრანსფორმაცია
შენელებული მეტაბოლიზმის გამო, ტამსულოზინს აქვს პირველი გავლის დაბალი ეფექტი. ტამსულოზინის უმეტესი წილი პლაზმაში გვხვდება უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით. მეტაბოლიზდება ღვიძლში.
ვირთაგვებში, ღვიძლის მიკროსომური ფერმენტების ინდუქცია თითქმის არ იყო გამოწვეული ტამსულოზინით.
არცერთი მეტაბოლიტი არ არის ძირითად ნაერთზე მეტად აქტიური.
ელიმინაცია
ტამსულოზინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდით, ამასთან, დოზის დაახლოებით 9% გამოიყოფა უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით.
ტამსულოზინის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ უზმოზე და წონასწორულ მდგომარეობაში, ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს, შესაბამისად, დაახლოებით 10 და 13 საათს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ბროშურა: ინფორმაცია მომხმარებლებისათვის
ეს-ტამი® 0.4 მგ, მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს. შესაძლებელია მათ ზიანი მიადგეთ, მიუხედავად იმისა, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის იდენტურია.
გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლოა იყოს ისეთი გვერდითი ეფექტები, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. იხ., ნაწილი 4.
რა არის მოცემული ამ ბროშურაში
რა არის ეს-ტამი®0.4მგ და რისთვის გამოიყენება ის
რა უნდა იცოდეთ ეს-ტამი®0.4მგ-იანის გამოყენებამდე
როგორ მივიღოთ ეს-ტამი®0.4მგ
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ შევინახოთ ეს-ტამი®0.4მგ
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
რა არის ეს-ტამი®0.4მგ და რისთვის გამოიყენება ის
ტამსულოზინი არის ალფა1A-ადრენორეცეპტორის ბლოკატორი. იგი ადუნებს წინამდებარე ჯირკვლის და საშარდე გზების კუნთებს .
ტამსულოზინი ინიშნება საშარდე გზების სიმპტომების შესამსუბუქებლად, რომელიც გამოწვეულია გადიდებული წინამდებარე ჯირკვლით (წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია). კუნთების მოდუნება უზრუნველყოფს შარდის უფრო ადვილად გამოყოფას და ხელს უწყობს შარდვას.
რა უნდა იცოდეთ ეს-ტამი® 0.4მგ-იანის გამოყენებამდე
არ მიიღოთ ეს-ტამი® 0.4 მგ თუ:
ხართ ალერგიული ტამსულოზინის ან ამ პრეპარატის სხვა ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში) (სიმპტომები შეიძლება იყოს: სახის და ყელის შეშუპება (ანგიო-ედემა).
გაქვთ არტერიული წნევის დაცემის ისტორია ფეხზე ადგომისას, რაც იწვევს თავბრუსხვევას ან გულის წასვლას.
გაქვთ ღვიძლის მწვავე პრობლემები
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
S-Tam® 0.4 მგ-ის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
თუ გრძნობთ თავბრუსხვევას ან გულის წასვლას, განსაკუთრებით ფეხზე ადგომისას. ტამსულოზინმა შეიძლება დაწიოს არტერიული წნევა და გამოიწვიოს მსგავსი სიმპტომები. უნდა დაწვეთ და დაჯდეთ, ვიდრე სიმპტომები არ გაივლის.
თუ გაწუხებთ თირკმლის მწვავე პრობლემები. ტამსულოზინის ნორმალურ დოზას შეიძლება არ ჰქონდეს მოსალოდნელი ეფექტი თუ თირკმელები არ ფუნქციონირებენ სათანადოდ.
თუ აპირებთ თვალის ოპერაციას ლინზის დაბინდვის გამო (კატარაქტა). შეიძლება განვითარდეს ინტრაოპერაციული ფლაკონური ირისის სინდრომი. (იხ. ნაწილი 4, შესაძლო გვერდითი ეფექტები), აცნობეთ თვალის ექიმს რომ იღებთ ან მანამდე იღებდით ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს. სპეციალისტს შეუძლია მიიღოს შესაბამისი სიფრთხილის ზომები გამოსაყენებელი მედიკამენტებისა და ქირურგიული ტექნიკის შესახებ. ჰკითხეთ ექიმს უნდა შეაჩეროთ დროებით, თუ უნდა შეწყვიტოთ მოცემული პრეპარატის მიღება თვალზე ლინზის დაბინდვის (კატარაქტა) ან თვალში წნევის მომატების (გლაუკომა) ოპერაციის ჩატარებისას .
ტამსულოზინით თერაპიის დაწყებამდე ექიმმა უნდა შეგამოწმოთ იმაში დასარწმუნებლად, რომ სიმპტომები ნამდვილად გამოწვეულია გადიდებული წინამდებარე ჯირკვლით.
ბავშვები და მოზარდები
არ მისცეთ ეს წამალი ბავშვებს ან 18 წლამდე მოზარდებს, რადგან ის არ მუშაობს ამ პოპულაციაში.
სხვა პრეპარატები და ეს-ტამი® 0.4 მგ
ტამსულოზინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტებზე. მათ, თავის მხრივ, შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ტამსულოზინის ეფექტურობაზე.
ტამსულოზინს შეუძლია ურთიერთქმედება:
დიკლოფენაკზე, ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატზე. მოცემულმა პრეპარატმა შეიძლება დააჩქაროს ტამსულოზინის გამოდევნა თქვენი ორგანიზმიდან, რითაც შეამცირებს ტამსულოზინის ეფექტიანობის დროს.
ვარფარინზე, რომელიც გამოიყენება თრომბების საწინააღმდეგოდ. მოცემულ პრეპარატს შეუძლია დააჩქაროს ტამსულოზინის გამოდევნა თქვენი ორგანიზმიდან, რითაც შეამცირებს ტამსულოზინის ეფექტიანობის დროს.
სხვა a1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებზე. კომბინაციამ შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა და გამოიწვიოს თავბრუსხვევა.
კეტოკონაზოლზე, კანის სოკოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალებაზე. ამ მედიკამენტმა შეიძლება გააძლიეროს ტამსულოზინის მოქმედება.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
ეს-ტამი® 0.4მგ საკვებთან და სასმელთან ერთად
ტამსულოზინი უნდა მიიღოთ ჭიქა წყალთან ერთად საუზმის შემდეგ ან დღის პირველი კვების შემდეგ.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ტამსულოზინი არ ინიშნება ქალებში.
მამაკაცებში, შეინიშნებოდა პათოლოგიური ეაკულაცია (ეაკულაციის დარღვევა). ეს ნიშნავს რომ სპერმა არ გამოდის ორგანიზმიდან შარდსაწვეთით, და გადადის შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია) ან მცირდება ეაკულაციის მოცულობა ან საერთოდ წყდება (ეაკულაციის უკმარისობა). მოცემული მოვლენა უვნებელია.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
არ არსებობს ინფორმაცია ტამსულოზინის ეფექტების შესახებ ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე. უნდა გაითვალისწინოთ რომ ტამსულოზინს შეუძლია გამოიწვიოს თაბრუსხვევა. მართეთ ავტომობილი ან მექანიზმები მხოლოდ მაშინ, როდესაც თავს კარგად გრძნობთ.
ეს-ტამი® 0.4მგ შეიცავს ნატრიუმს
მოცემული პრეპარატის თითო კაფსულა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23მგ) ნატრიუმს, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
როგორ მივიღოთ ეს-ტამი®0.4მგ
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზაა ერთი კაფსულა საუზმის შემდეგ ან დღის პირველი კვების შემდეგ.
კაფსულა გადაყლაპეთ მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით ფეხზე დგომისას ან ჯდომისას (არა მწოლიარე მდგომარეობაში). დაუშვებელია კაფსულის გატეხვა ან გახლეჩვა, ვინადიან იმოქმედებს ტამსულოზინის ეფექტურობაზე.
თუ გაწუხებთ თირკმელების ან ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადება, შეგიძლიათ მიიღოთ ტამსულოზინის ჩვეულებრივი დოზა.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი ეს-ტამი® 0.4მგ ვიდრე რეკომენდებულია
ტამსულოზინის ჭარბი დოზით მიღებისას შესაძლებელია არტერიული წნევის უეცარი დაცემა. შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა, სისუსტე და გულის წასვლა, ღებინება და დიარეა. დაწექით დაბალი არტერიული წნევის ეფექტების შესამცირებლად და შემდეგ მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება დანიშნოს პრეპარატები არტერიული წნევის და სითხის დონის აღსადგენად და შეამოწმოს ორგანიზმის ფუნქციონირება. აუცილობლობის შემთხვევაში ექიმმა შეიძლება ამოგირეცხოთ კუჭი და დაგინიშოთ საფაღარათე საშუალება ტამსულოზინის ორგანიზმიდან გამოსადევნად, რომელიც ჯერ არ მოხვედრილა სისხლში.
თუ დაგავიწყდათ ეს-ტამი® 0.4მგ მიღება
დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს.
თუ შეწყვეტთ ეს-ტამი® 0.4მგ მიღებას
ტამსულოზინით მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას, თქვენი თავდაპირველი ჩივილები შეიძლება დაბრუნდეს. ამიტომ, ტამსულოზინი უნდა მიიღოთ იმ ხანგძლივობით, როგორც დანიშნა ექიმმა, მაშინაც კი, თუ თქვენი ჩივილები უკვე გაქრა. თუ ფიქრობთ თერაპიის შეწყვეტას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
სერიოზული რეაქციები ძალიან იშვიათია. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ განვითარდება სერიოზული ალერგიული რეაქციები, რაც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას (ანგიო-ედემას). დაუშვებელია ტამსულოზინის ხელახლა მიღება (იხ. ნაწილი 2, არ მიიღოთ ეს-ტამი® 0.4მგ).
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
თავბრუსხვევა, განსაკუთრებით ფეხზე ადგომისას ან დაჯდომისას
ანომალიური ეაკულაცია (ეაკულაციის დარღვევა). ეს ნიშნავს, რომ სპერმა არ ტოვებს სხეულს ურეთრის გავლით, არამედ შედის შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია) ან ეაკულაციის რაოდენობა მცირდება ან საერთოდ არ არსებობს (არასაკმარისი ეაკულაცია). ეს ფენომენი უვნებელია.
არახშირი გევრდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)
თავის ტკივილი, საკუთარი გულის ცემის შეგრძნება (პალპიტაციები), ფეხზე ადგომისას არტერიული წნევის დაცემა რაც იწვევს თავბრუსხვევას და გულის წასვლას (ორთოსტატული ჰიპოტენზია), ცხვირის შიგნით შეშუპება ან გაღიზიანება (რინიტი), ყაბზობა, დიარეა, გულისრევის შეგრძნება (გულისრევა), ღებინება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), სისუსტე (ასთენია), ქავილი.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში)
გულის წასვლა (სინკოპე).
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში)
მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი), სერიოზული ავადობა კანის, პირის, თვალების და გენიტალიების დაწყლულებით (სტივენს-ჯონსონის სინდორმი).
უცნობი გვერდითი ეფექტები (არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის დადგენა შეუძლებელია)
მხედველობის დაბინდვა • მხედველობის დაქვეითება • ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსია) • პირის სიმშრალე
კანზე სერიოზული გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი), გულის რითმის ანომალიური დარღვევა (წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, ტაქიკარდია), სუნთქვის გაძნელება (დისპნოე)
თვალზე ლინზების დაბინდვის (კატარაქტა) ან თვალში წნევის გაზრდის (გლაუკომა) ოპერციისას შეიძლება განვითარდეს დაბურული ირისის სინდრომი (IFIS): გუგა შეიძლება ცუდად გაფართოვდეს და ირისი (თვალის ფერადი რკალი) შეიძლება გახდეს დაკიდებული ოპერაციის დროს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ნაწილი 2, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
სხვა გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლოა იყოს ისეთი ეფექტები რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მოცემულ პრეპარატზე უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
როგორ შევინახოთ ეს-ტამი®0.4მგ
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფსა და ბლისტერზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღში იგულისხმება ამ თვის ბოლო დღე.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალი შეფუთვით.
დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ეს-ტამი®0.4მგ
აქტიური ნივთიერებაა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ.
სხვა ინგრედიენტებია:
მიკროკრისტალური ცელულოზა, მეტაკრილის მჟავა-ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1) 30%, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ლაურილსუფატი, ტრიეთილ ციტრატი,, ტალკი.
კაფსულა: ჟელატინი, ინდიგო კარმინი (E 132), ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), რკინის წითელი ოქსიდი (E 172), რკინის შავი ოქსიდი (E 172).
ეს-ტამი®0.4მგ აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ნარინჯისფერი/ზეთისხილის მწვანე შეფერილობის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა (19,3x 6.4 მმ). კაფსულა შეიცავს თეთრ ან მოთეთრო ფერის პელეტებს.
კაფსულები მოთავსებულია ბლისტერულ შეფუთვაში ან კონტეინერში 10, 14, 20, 28, 30, 50, 56, 60, 90, 100 ან 200 მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულებით.
შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.
ათქ კოდი: G04CA02
მედიკამენტების კლასიფიკაცია:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ვარგისობის ვადა: 3 წელი
მწარმოებელი:
სინტონ ჰისპანია ს.ლ.
C/კასტელო, 1
08830 სანტ ბოი დე ლლობრეგატ
ბარსელონა, ესპანეთი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
სს „მედინსერვი“
დგებუაძის ქ. 1,
0102 თბილისი, საქართველო
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


