პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

ენბრელი 25მგ

Enbrel 25mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადბელგია
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ენბრელი წარმოადგენს ბიოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომელიც მიიღება ადამიანის ორი პროტეინისგან. ის ბლოკავს ადამიანის სხვა პროტეინის მოქმედებას, რომელიც იწვევს ანთებას. პრეპარატი ენბრელი ამცირებს გარკვეულ დაავადებებთან დაკავშირებულ ანთებით პროცესებს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ეტანერცეპტი (etanercept)
ფორმა და შეფუთვა
25მგ/0,5მლ 0,5მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი მზა შპრიცი №4 + 4 ბამბის სპირტიანი ტამპონი შეფუთვაში
მწარმოებელი
Pfizer Manufacturing Belgium NV, ბელგია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, სიმსივნის ნეკროზის ალფა ფაქტორის (TNF-alpha) ინჰიბიტორები
ATC კოდი
L04AB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042766
რეგისტრირებულია
10 თებერვალი 2025, მოქმედებს 10 თებერვალი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
„ფაიზერ ეიჩ. სი. პი. კორპორეიშენ“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაენბრელი 25მგ და სხვა წამალი ერთად

ენბრელი 25მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ენბრელი წარმოადგენს ბიოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომელიც მიიღება ადამიანის ორი პროტეინისგან. ის ბლოკავს ადამიანის სხვა პროტეინის მოქმედებას, რომელიც იწვევს ანთებას. პრეპარატი ენბრელი ამცირებს გარკვეულ დაავადებებთან დაკავშირებულ ანთებით პროცესებს.

მოზრდილებში (18 წლის და უფროსი ასაკის პირებში) პრეპარატ ენბრელის გამოყენება შეიძლება საშუალო სიმძიმისა და მძიმე სახსრების რევმატოიდული ანთების (რევმატოიდული ართრიტის), სახსრების რევმატოიდული ანთების ფსორიაზით (ფსორიაზული ართრიტის), ღერძული სპონდილოართრიტის (სახსრების ანთების ხერხემლის არეში), მათ შორის ოსტეოართრიტის დროს ხერხემლის ოსტეოპოროზის (მაანკილოზებელი სპონდილიტის) და საშუალო სიმძიმისა და მძიმე ლიქენის (ფსორიაზის) სამკურნალოდ – ჩვეულებრივ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ტრადიციული მკურნალობა არ იძლევა საკმარის შედეგს ან არ არის თქვენთვის მისაღები.

რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში პრეპარატი ენბრელი ჩვეულებრივ გამოიყენება მეტოტრექსატთან კომბინაციაში, ამავდროულად, მისი გამოყენება შესაძლებელია მარტოც, თუ მეტოტრექსატით მკურნალობა თქვენთვის არ არის მისაღები. განცალკევებულად ან მეტოტრექსატთან კომბინაციაში გამოყენებისას, პრეპარატ ენბრელს შეუძლია რევმატოიდული ართრიტით გამოწვეული სახსრების დაზიანების შენელება და თქვენი ქმედუნარიანობის გაუმჯობესება ყოველდღიური, ნორმალური საქმიანობების შესასრულებლად.

ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სახსრის მრავლობითი დაზიანება, პრეპარატ ენბრელს შეუძლია გააუმჯობესოს ქმედუნარიანობა ყოველდღიური, ნორმალური საქმიანობების შესასრულებლად. იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სახსრის მრავლობითი სიმეტრიული მტკივნეული და შეშუპებითი დაზიანება (მაგ., ხელების, მაჯებისა და ფეხების), პრეპარატ ენბრელს შეუძლია ამ სახსრების დაავადებით გამოწვეული სტრუქტურული დაზიანების შენელება.

პრეპარატი ენბრელი ასევე განკუთვნილია ბავშვთა და მოზარდთა შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

იმ ტიპის ბავშთა იდიოპათური ართრიტის დროს, როდესაც მეტოტრექსატით მკურნალობა არ იყო საკმარისად ეფექტიანი ან მისთვის მისაღები:

პოლიართრიტი (დადებითი ან უარყოფითი რევმატოიდული ფაქტორით) და ექსტენსიური ოლიგოართრიტი 2 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

ფსორიაზული ართრიტი 12 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

ენთეზიტთან დაკავშირებული ართრიტის დროს 12 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, როდესაც ფართოდ გამოყენებული მკურნალობით ვერ იქნა მიღწეული ადექვატური პასუხი, ამგვარი მკურნალობა არ არის მისაღები.

მძიმე ფსორიაზი 6 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებშიც საკმარისად ეფექტიანი არ იყო როგორც ფოტოთერაპია, ასევე სხვა სისტემური მკურნალობა (ან მათ არ შეეძლოთ მათით ესარგებლათ).

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პრეპარატ ენბრელის მიღების დაწყებამდე

ენბრელის მიღება დაუშვებელია

თუ თქვენ ან თქვენს მზრუნველობაში მყოფი ბავშვი ალერგიულია ეთანერცეპტზე ან ენბრელში შემავალ (მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ) ნებისმიერ სხვა შემადგენელ ნივთიერებებზე. თუ თქვენ ან ბავშვს აღგენიშნებათ ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა შებოჭილობა გულ-მკერდის არეში, ხიხინი, თავბრუსხვევა ან გამონაყარი, არ გააგრძელოთ პრეპარატ ენბრელის შეყვანა და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

თუ თქვენ ან ბავშვს გემუქრებათ სისხლის სერიოზული ინფექციის განვითარება, რომელსაც სეფსისი ეწოდება (სისხლის მოწამვლვა). რაიმე ეჭვის გაჩენისთანავე, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ ან ბავშვს აღგენიშნებათ რაიმე ინფექციური დაავადება. რაიმე ეჭვის გაჩენისთანავე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

სიფრთხილე და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები

პრეპარატ ენბრელის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ალერგიული რეაქციები: თუ თქვენ ან ბავშვს აღგენიშნებათ ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიც არის შებოჭილობა გულ-მკერდის არეში, ხიხინი, თავბრუსხვევა ან გამონაყარი, არ გააგრძელოთ პრეპარატ ენბრელის შეყვანა და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

ინფექციები/ოპერაციები: თუ თქვენ ან ბავშვს განგივითარდათ ახალი ინფექცია ან უნდა ჩაიტაროთ სერიოზული ქირურგიული ოპერაცია, ექიმმა შეიძლება მიმართოს პრეპარატ ენბრელით მკურნალობის კონტროლს.

ინფექციები/დიაბეტი: აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან ბავშვს აღგენიშნებათ განმეორებითი ინფექციები ან გაწუხებთ დიაბეტი ან სხვა მდგომარეობა, რომელიც ზრდის ინფექციის განვითარების რისკს.

ინფექციები/კონტროლი: აცნობეთ თქვენს ექიმს ყველა მოგზაურობის შესახებ ევროპის ფარგლებს გარეთ, რომელიც განახორციელეთ ბოლო პერიოდში. თუ თქვენ ან თქვენ ბავშვს განგივითარდათ ისეთი ინფექციური სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, ციება ან ხველა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოთ თქვენს ექიმს. მას შემდეგ, რაც თქვენ ან ბავშვი შეწყვეტთ პრეპარატ ენბრელის მიღებას, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა თქვენს ან ბავშვის კონტროლს ინფექციის არსებობაზე.

ტუბერკულოზი: პრეპარატ ენბრელით ნამკურნალევ პაციენტებში დაფიქსირდა ტუბერკულოზის შემთხვევები. პრეპარატ ენბრელით მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი გამოიკვლევს ტუბერკულოზის ყველა ნიშანს ან სიმპტომს. ეს შეიძლება მოიცავდეს დეტალურ სამედიცინო ანამნეზს, გულმკერდის რენტგენსა და ტუბერკულინის ტესტს. პაციენტზე დაკვირვების ბარათში უნდა იქნას შეტანილი აღნიშნული კვლევების შედეგები. ძალიან მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენ ექიმს, გადატანილი გაქვთ თუ არა თქვენ ან ბავშვს ტუბერკულოზი ან გქონიათ თუ არა ახლო კავშირი ტუბერკულოზით დაავადებულთან. თუ გამოვლინდება ტუბერკულოზის სიმპტომები (როგორიცაა ხანგრძლივი ხველა, წონაში კლება, აპათია, დაბალი სიცხე) ან სხვა ინფექციები მკურნალობის დროს ან მისი დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს.

B ჰეპატიტი: აცნობეთ თქვენ ექიმს, თუ თქვენ ან ბავშვს გაქვთ ან წარსულში გქონიათ B ჰეპატიტი. მანამ, სანამ თქვენ ან ბავშვი დაიწყებთ მკურნალობას პრეპარატ ენბრელით, ექიმმა უნდა ჩაატაროს გამოკვლევა B ჰეპატიტის არსებობაზე. იმ პაციენტებში, ვისაც ადრე აღენიშნებოდათ B ჰეპატიტის ინფექციის ვირუსი, პრეპარატ ენბრელით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს B ჰეპატიტის განმეორებითი გააქტიურება. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატ ენბრელის მიღება.

C ჰეპატიტი: აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან ბავშვს გაქვთ C ჰეპატიტი. ინფექციის გამწვავების შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა უნდა აკონტროლოს პრეპარატ ენბრელით მკურნალობა.

სისხლის დაავადებები: თუ თქვენ ან ბავშვს აღგენიშნებათ ისეთი ნიშნები ან სიმპტომები, როგორიცაა ხანგრძლივი სიცხე, ყელის ტკივილი, სისხლჩაქცევები, სისხლდენა ან ფერმკრთალობა, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს სერიოზული, სიცოცხლისათვის სახიფათო სისხლის დაავადებების მაჩვენებელი, რაც შეიძლება მოითხოვდეს პრეპარატ ენბრელით მკურნალობის შეწყვეტას.

ნერვული სისტემის ან მხედველობის დარღვევები: შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან ბავშვს აღგენიშნებათ გაფანტული სკლეროზი, ოპტიკური ნევრიტი (თვალის ნერვების ანთება) ან განივი მიელიტი (ზურგის ტვინის ანთების ტიპი). ექიმი განსაზღვრავს, არის თუ არა პრეპარატ ენბრელით მკურნალობა მიზანშეწონილი.

გულის შეგუბებითი უკმარისობა: შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან ბავშვს წარსულში აღგენიშნებოდათ გულის შეგუბებითი უკმარისობა, ვინაიდან ამგვრი გარემოების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატ ენბრელის სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით გამოყენება.

ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება: სანამ დაგენიშნებათ პრეპარატი ენბრელი, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ დასმული ლიმფომის (სისხლის ავთვისებიანი დაავადების ტიპი) ან სხვა ტიპის ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების / კიბოს დიაგნოზი.

მძიმე რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ეს დაავადება დიდხანს აწუხებთ, ლიმფომის განვითარების რისკი საშუალოზე მაღალია.

ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებიც ღებულობენ პრეპარატ ენბრელს, შეიძლება აღინიშნოს ლიმფომის ან სხვა ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების / კიბოს განვითარების მომატებული რისკი. ზოგიერთ ბავშვსა და მოზარდს, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ ენბრელს ან სხვა, პრეპარატ ენბრელის მსგავსი მოქმედების მქონე სამკურნალო საშუალებებს, განუვითარდათ ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება / კიბო, უჩვეულო ტიპების ჩათვლით, რაც ზოგჯერ გარდაცვალებითაც დასრულდა.

ზოგიერთ პაციენტს, რომელიც ღებულობდა პრეპარატ ენბრელს, განუვითარდა კანის კიბოს დაავადება. აცნობეთ თქვენს ექიმს თქვენი ან ბავშვის კანის იერსახის რაიმე ცვლილების ან კანის ახალწარმონაქმნის წარმოშობის შესახებ.

ჩუტყვავილა: შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ პრეპარატ ენბრელის გამოყენების პერიოდში ბავშვს შეხება ჰქონდა ჩუტყვავილასთან. ექიმი დაადგენს, მიზანშეწონილია თუ არა პრევენციული ზომების მიღება ჩუტყვავილას წინააღმდეგ.

ლატექსი: ნემსის თავსახური დამზადებულია ლატექსისგან (მშრალი ბუნებრივი რეზინი). თუ ნემსის თავსახურს შეიძლება შეეხოს ის პირი, რომელმაც იცის, რომ აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ლატექსზე, პრეპარატ ენბრელის მიღებამდე შეატყობინეთ თქვენს ექიმს.

ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება: პრეპარატ ენბრელის მიღება დაუშვებელია იმ პაცციენტების მიერ, რომლებიც მკურნალობენ ალოჰოლის მოხმარების შედეგად გამოწვეული ღვიძლის ანთებას (ჰეპატიტს). აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს მზრუნველობაში მყოფ ბავშვს ანამნეზში გაქვთ ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება.

ვეგენერის გრანულომატოზი: პრეპარატ ენბრელის მიღება რეკომენდებული არ არის ვეგენერის გრანულომატოზის, იშვიათი ანთებითი დაავადების სამკურნალოდ. თუ თქვენ ან თქვენ მზრუნველობაში მყოფ ბავშვს აღგენიშნებათ ვეგენერის გრანულომატოზი, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ანტიდიაბეტური პრეპარატები: აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან ბავშვს გაქვთ დიაბეტი ან ღებულობთ დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს. თქვენი ექიმი დაადგენს, გესაჭიროებათ თუ არა თქვენ ან ბავშვს პრეპარატ ენბრელით მკურნალობის განმავლობაში დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის დოზის შემცირება.

ბავშვები და მოზარდები

აცრები: შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვი უნდა იყოს აცრილი ყველა აქტუალური ვაქცინით პრეპარატ ენბრელის მიღების დაწყებამდე. ზოგიერთი აცრის ჩატარება არ შეიძლება პრეპარატ ენბრელის მიღების პერიოდში, მაგალითად, პოლიომიელიტის ანუ საბავშვო დამბლის საწინააღმდეგო აცრა. გთხოვთ კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს თქვენი ან ბავშვის შესაძლო აცრის წინ.

ჩვეულებრივ, პრეპარატი ენბრელი არ გამოიყენება პოლიართრიტის ან ექსტენსიური ოლიგოართრიტის მქონე 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ან ენთეზიტთან დაკავშირებული რევმატოიდული ართრიტის ან ფსორიაზული ართრიტის მქონე 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ან ფსორიაზის მქონე 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და პრეპარატი ენბრელი

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც თქვენ ან თქვენი ბავშვი იღებთ, რომლებსაც ახლო წარსულში იღებდით ან რომლებიც შესაძლოა მიიღოთ (ანაკინრას, აბატაცეპტის ან სულფასალაზინის ჩათვლით), ექიმის დანიშნულების გარეშე გაცემული პრეპარატების ჩათვლით. თქვენ ან თქვენმა ბავშვმა არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი ენბრელი იმ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც შეიცავს ანაკინრას ან აბატაცეპტის აქტიურ ნივთიერებებს.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ აღნიშნული პრეპარატი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტი დაცვით. თუ რამეში დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გრძნობთ, რომ პრეპარატის ენბრელი ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ზედმეტად სუსტი, შეატყობინეთ ეს თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

წინასწარ შევსებული შპრიცი ხელმისაწვდომია 25 მგ და 50 მგ დოზებში.

დოზირება მოზრდილი პაციენტებისთვის (18 წლის ან უფროსი ასაკის)

რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი და ღერძული სპონდილოართრიტი, მათ შორის მაანკილოზებელი სპონდილიტი

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 25 მგ კვირაში ორჯერ ან 50 მგ კვირაში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით. თუმცა ექიმმა შეიძლება დანიშნოს პრეპარატის მიღების განსხვავებული სიხშირე.

ჩვეულებრივი ფსორიაზი

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 25 მგ კვირაში ორჯერ ან 50 მგ კვირაში ერთხელ.

ალტერნატიულად შეიძლება მიღებულ იქნას 50 მგ კვირაში ორჯერ არაუმეტეს 12 კვირის განმავლობაში, რომელსაც მოყვება კვირაში ორჯერ 25 მგ ან კვირაში ერთხელ 50 მგ დოზირება.

მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით ექიმი გადაწყვეტს პრეპარატ ენბრელის გამოყენების ხანგრძლივობას და განმეორებითი მკურნალობის საჭიროებას. თუ პრეპარატი ენბრელი არ გამოავლენს ეფექტს 12 კვირის შემდეგაც, ექიმმა შეიძლება დაასრულოს ამ პრეპარატის შეყვანა.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვისა და მოზარდისთვის მისაღები დოზა და მიღების სიხშირე დამოკიდებულია სხეულის წონასა და დაავადებაზე. თქვენი ექიმი განსაზღვრავს სწორ დოზას ბავშვისთვის და დანიშნავს პრეპარატ ენბრელის საჭირო დოზას (10 მგ, 25 მგ ან 50 მგ).

პოლიართრიტის ან ექსტენსიური ოლიგოართრიტის მქონე 2 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ან ენტეზიტთან დაკავშირებული რევმატოიდული ართრიტის ან ფსორიაზული ართრიტის მქონე 12 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში პრეპარატ ენბრელის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 0,4 მგ სხეულის ერთ კგ წონაზე (მაქსიმალურ 25 მგ დოზამდე) კვირაში ორჯერ, ან პრეპარატ ენბრელის 0,8 მგ სხეულის ერთ კგ წონაზე (მაქსიმალურ 50 მგ დოზამდე) კვირაში ერთხელ.

ფსორიაზის მქონე 6 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში პრეპარატ ენბრელის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 0,8 მგ სხეულის ერთ კგ წონაზე (მაქსიმალურ 50 მგ დოზამდე) და მიიღება კვირაში ერთხელ. თუ პრეპარატი ენბრელი არ გამოავლენს ეფექტს 12 კვირის შემდეგაც, ექიმმა შეიძლება დაასრულოს ამ პრეპარატის შეყვანა.

ექიმი თქვენ მოგაწვდით დეტალურ ინსტრუქციას სათანადო დოზის მომზადებისა და განსაზღვრის შესახებ.

პრეპარატის მიღების ფორმა და მეთოდი

პრეპარატ ენბრელის შეყვანა ხდება კანქვეშ ინექციის გზით (კანქვეშა ინექცია).

პრეპარატი ენბრელი შეიძლება მიღებულ იქნას საკვებსა და სასმელთან ერთად ან მათ გარეშე.

პრეპარატ ენბრელის ინექციასთან დაკავშირებული დეტალური ინსტრუქცია წარმოდგენილია მე-7 პუნქტში: “გამოყენების ინსტრუქცია”. პრეპარატ ენბრელის ხსნარის ნებისმიერ სხვა პრეპარატთან შერევა დაუშვებელია.

დამახსოვრებისთვის მიზანშეწონილია კალენდარში ჩაწერა კვირის თუ რომელ დღეებში უნდა იქნეს შეყვანილი პრეპარატი ენბრელი.

პრეპარატ ენბრელის ჭარბი დოზით მიღება

პრეპარატ ენბრელის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში (იქნება ეს საჭიროზე დიდი დოზის ინექცია თუ საჭიროზე ხშირი შეყვანა), დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ყოველთვის თან იქონიეთ პრეპარატის გარე შეფუთვა, მაშინაც კი, როდესაც ის ცარიელია.

პრეპარატ ენბრელის ინექციის გამოტოვება

პრეპარატ ენბრელის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, გაიკეთეთ ინექცია როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მომდევნო გეგმიური დოზა არ უნდა იქნეს შეყვანილი შემდეგ დღეს. ამგვარ შემთხვევაში გამოტოვებული დოზა უნდა იქნას ამოღებული. ამის შემდეგ გააგრძელეთ პრეპარატის ინექციები ჩვეულებრივ დღეებში. იმ შემთხვევაში, თუ ინექციის გამოტოვების ფაქტი გაგახსენდათ მხოლოდ შემდგომი დოზის შეყვანის დროს, ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას (ორ დოზას ერთსა და იმავე დღეს), გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

პრეპარატ ენბრელით მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, დაავადების სიმპტომებმა შეიძლება კვლავ იჩინოს თავი.

აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს პრეპარატი ენბრელი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ერთმნიშვნელოვნად იქნება საჭირო. თუ დაოსრულდებით ან ეჭვობთ ორსულობას ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ თქვენ ორსულობის პერიოდში ღებულობდით პრეპარატ ენბრელს, თქვენს ახალშობილს შეიძლება აღენიშნოს ინფექციის მომატებული რისკი. ერთმა კვლევამ აჩვენა, როდესაც დედები ორსულობის დროს ღებულობდნენ პრეპარატ ენბრელს, უფრო მეტ ახალშობილს გამოუვლინდა თანდაყოლილი დეფექტი იმ ორსულ დედებთან შედარებით, რომლებიც არ ღებულობდნენ პრეპარატ ენბრელს ან სხვა მსგავს სამკურნალო საშუალებებს (სნფ-ანტაგონისტებს), თუმცა არ იყო თანდაყოლილი დეფექტების რაიმე განსაკუთრებული ტიპი. სხვა კვლევაში არ იქნა გამოვლენილი თანდაყოლილი დეფექტების მომატებული რისკი, როდესაც დედა ორსულობის განმავლობაში იღებდა პრეპარატ ენბრელს. ექიმი მოგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში, აღემატება თუ არა მკურნალობის სარგებელი შესაძლო რისკებს ბავშვისთვის.

თუ გსურთ პრეპარატ ენბრელით მკურნალობის განმავლობაში ლაქტაცია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. მნიშვნელოვანია, რომ შეატყობინოთ ბავშვის ექიმსა და სხვა ჯანდაცვის სპეციალისტებს ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატ ენბრელის მიღების შესახებ მანამდე, სანამ თქვენი ბავშვს გაუკეთდება რაიმე ვაქცინა.

პრეპარატის ზემოქმედება ავტომობილის მართვასა და მანქანა-დანადგარების გამოყენებაზე

სავარაუდოდ, პრეპარატის ენბრელი მიღება არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე.

პრეპარატი ენბრელი შეიცავს ნატრიუმს

აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო დოზაში, ეს ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აუცილებელი, რომ ყველა პაციენტს გამოუვლინდეს.

ალერგიული რეაქციები

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე, აღარ გააგრძელოთ პრეპარატ ენბრელის გამოყენება. ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ ჯანდაცვის უახლოეს დაწესებულებას.

ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება.

სახის, ყელის, ხელების ან ფეხების შეშუპება.

ნევროზი ან შფოთვა, პალპიტაცია, კანის უეცარი გაწითლება და/ან უეცარი წამოხურება.

ძლიერი გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება (წითელი ან ფერმკრთალი ამობურცული ლაქები კანზე, რაც ხშირად იწვევს ქავილს).

მძიმე ალერგიული რეაქციები იშვიათია. თუმცა ზემოაღნიშნულიდან ნებისმიერი სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს ალერგიულ რეაქციას პრეპარატ ენბრელზე, ამიტომაც დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

მძიმე გვერდითი მოვლენები

თუ შენიშნავთ შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან ერთ-ერთს, თქვენ ან ბავშვს შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

მძიმე ინფექციების ნიშნები, როგორიცაა მაღალი სიცხე, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ხველა, სუნთქვის გართულება, ციება, სისუსტე ან ცხელი წითელი მტკივნეული მგრძნობიარე უბნები კანზე ან სახსრებზე.

სისხლის დაავადებების ნიშნები, როგორიცაა სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან ფერმკრთალობა.

ნერვული დარღვევების ნიშნები, როგორიცაა დაბუჟება ან ჩხვლეტა, მხედველობის არევა, თვალების ტკივილი ან ზედა ან ქვედა კიდურებში სისუსტის შეგრძნება.

გულის უკმარისობის ან გულის უკმარისობის გაუარესების ნიშნები, როგორიცაა დაღლილობა ან ქოშინი აქტიური საქმიანობის დროს, კოჭების შესივება, შესივების შეგრძნება კისრის ან მუცლის არეში, ღამის ქოშინი ან ხველა, ფრჩხილების ან ტუჩების მოლურჯო შეფერილობა.

ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების ნიშნები: ავთვისებიანმა სიმსივნურმა დაავდებამ შეიძლება დააზიანოს სხეულის ყველა ნაწილი, მათ შორის კანი და სისხლი და დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ავთვისებიანი სიმსივნის ტიპისა და ადგილმდებარეობის შესაბამისად. ეს ნიშნები შეიძლება მოიცავდნენ წონში კლებას, სიცხეს, შეშუპებას (ტკივილით ან მის გარეშე), ხანგრძლივ ხველას, კოპების არსებობას სხეულზე ან ახალწარმონაქმნებს კანზე.

ავტოიმუნური რეაქციების ნიშნები (ახლადწარმოქმნილმა ანტისხეულებმა შეიძლება დააზიანონ ნორმალური ქსოვილები სხეულში), როგორიცაა ტკივილი, ქავილი, სისუსტე და სუნთქვის, აზროვნების, აღქმის ან მხედველობის დარღვევები.

მგლურას ან მგლურას მსგავსი სინდრომის ნიშნები, როგორიცაა სხეულის წონის ცვლილებები, ხანგრძლივი გამონაყარი, სიცხე, სახსრების და კუნთების ტკივილი, დაღლილობა.

სისხლძარღვების კედლების ანთების ნიშნები, როგორიცაა ტკივილი, სიცხე, კანის სიწითლე ან ცხელების შეგრძნება, ქავილი.

აღნიშნული გვერდითი მოვლენები იშვიათია და ნაკლებად ხშირი, თუმცა ისინი საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ (იშვიათ შემთხვევებში ზოგიერთი მათგანი შეიძლება სიკვდილითაც დასრულდეს). აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ ჯანდაცვის უახლოეს დაწესებულებას.

პრეპარატ ენბრელის ცნობილი გვერდითი მოვლენები მოიცავენ ქვემოთ მითითებულ მოვლენებს, რომლებიც სიხშირის კლების მიხედვით დახარისხებულია შემდეგ ჯგუფებად:

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

ინფექციები (მათ შორის გაციება, სინუსიტი, ბრონქიტი, საშარდე გზების ინფექციები, კანის ანთება); რეაქციები ინექციის ადგილას (მათ შორის სისხლდენა, სისხლჩაქცევები, სიწითლე, ქავილი, ტკივილი ან შესიება). რეაქციები ინექციის ადგილას (სიხშირე მცირდება მკურნალობის პირველი ერთი თვის შემდეგ), ზოგ პაციენტს რეაქცია განუვითარდა ძველი ინექციის ადგილზე.

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

ალერგიული რეაქციები; სიცხე; გამონაყარი; ქავილი; ანტისხეულები ნორმალური ქსოვილების წინააღმდეგ (ავტოანტისხეულების წარმოქმნა).

ნაკლებად ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

მძიმე ინფექციები (მათ შორის ფილტვების ანთება, კანის ღრმა ინფექცია, სახსრების ინფექცია, სისხლის ინფექცია და ინფექციები სხვადასხვა ადგილებში); გულის შეგუბებითი უკმარისობის გაუარესება; ერითროციტების შემცირებული რაოდენობა; ლეიკოციტების შემცირებული რაოდენობა; ნეიტროფილების (ლეიკოციტების ტიპი) შემცირებული რაოდენობა; თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა; კანის კიბო (მელანომის გარდა); კანის ადგილობრივი შეშუპებები (ანგიოედემა); ჭინჭრის ციება (წითელი ან ფერმკრთალი ამობურცული ლაქები კანზე, რაც ხშირად იწვევს ქავილს); თვალის ანთება; ფსორიაზი (ახალი ან გაუარესებული); სისხლძარღვების კედლების ანთება, რომელიც მოიცავს რამდენიმე ორგანოს; მომატებული ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები (პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად მკურნალობენ მეტოტრექსატით, ღვიძლის მომატებული ფუნქციური მაჩვენებლები ექცევა კატეგორიაში „ხშირი“); კრუნჩხვები და ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი, წონაში კლება ან სისხლიანი განავალი (ნაწლავური პრობლემების ნიშნები).

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1 000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

მძიმე ალერგიული რეაქციები (კანის მძიმე ლოკალიზებული შეშუპებებისა და ხიხინის ჩათვლით); ლიმფომა (სისხლის სიმსივნური დაავადების ტიპი); ლეიკემია (სიმსივნური დაავადება, რომელიც აზიანებს სისხლსა და ძვლის ტვინს); მელანომა (კანის კიბოს ტიპი); თრომბოციტების, ერითროციტების და ლეიკოციტების შემცირებული რაოდენობების კომბინაცია; ნერვული სისტემის დარღვევები (კუნთების მძიმე სისუსტითა და გაფანტული სკლეროზის, თვალის ნერვის ან ზურგის ტვინის ანთების მსგავსი ნიშნებითა და სიმპტომებით); ტუბერკულოზი; გულის შეგუბებითი უკმარისობის ახალი შემოტევა; კრუნჩხვები; წითელი მგლურა ან დაავადებები, რომლებიც კლინიკურად მას გვანან (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანის ხანგრძლივ გამონაყარს, სიცხეს, სახსრების ტკივილსა და დაღლილობას); გამონაყარი კანზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ძლიერი დაწყლულება ან აქერცვლა; ლიქენოიდური რეაქციები (ქავილიანი მოწითალო–იისფერი გამონაყარი კანზე და/ან მოთეთრო ქსელისებრი ნახატები ლორწოვან გარსებზე), იმუნური სისტემის დარღვევით გამოწვეული ღვიძლის ანთებითი დაავადება (ავტოიმუნური ჰეპატიტი; პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად მკურნალობენ მეტოტრექსატით, სიხშირე ექცევიან კატეგორიაში „ნაკლებად ხშირი“); იმუნური დარღვევა, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ფილტვებზე, კანზე და ლიმფურ კვანძებზე (სარკოიდოზი); ფილტვების ანთება ან ფილტვების ნაწიბურები (პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად მკურნალობენ მეტოტრექსატით, სიხშირე ექცევიან კატეგორიაში „ნაკლებად ხშირი“); უმცირესი ფილტრების დაზიანება თირკმელებში, რასაც მოყვება შედეგად თირკმლების ფუნქციის დარღვევა (გლომერულონეფრიტი).

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში): ძვლის ტვინის სისხლის უჯრედების წარმოქმნის უნარის დარღვევა.

არ არის ცნობილი (ხელმისაწვდომი მონაცემებიდან შეუძლებელია განსაზღვრა):

მერკელის უჯრედების კარცინომა (კანის კიბოს ტიპი); კაპოშის სარკომა, იშვიათი სიმსივნური დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის მე-8 ტიპის ჰერპესვირუსით გამოწვეულ ინფექციასთან). კაპოშის სარკომა ყველაზე ხშირად ვლინდება კანზე იისფერი ლაქების ფორმით; ანთებასთან დაკავშირებული ლეიკოციტების გადაჭარბებული გააქტიურება (მაკროფაგების აქტივაციის სინდრომი); B ჰეპატიტის (ღვიძლის ინფექცია) რეციდივი (განმეორება), დერმატომიოზიტის მდგომარეობის გაუარესება (კანზე გამონაყართან დაკავშირებული კუნთების ანთება და კუნთების სისუსტე).

სხვა გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში გამოვლენილი გვერდითი მოვლენები და მათი გამოვლენის სიხშირე ზემოთ აღწერილის მსგავსია.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ აღმოგაჩნდებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე მოიქეცით იმ შემთხვევაში, თუ აღმოგაჩნდებათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ მისამართზე:

სამკურნალო საშუალებების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი (Státní ústav pro kontrolu léčiv)

შრობაროვა 48

100 41 პრაღა 10

ვებ-გვერდი: www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

შემადგენლობა

ენბრელი 25 მგ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ საინექციო შპრიცში

აქტიური ნივთიერებაა ეთანერცეპტი. ყოველი წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცი შეიცავს 0,5 მლ ხსნარს, რაც შეესაბამება 25 მგ ეთანერცეპტს.

ენბრელი 50 მგ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ საინექციო შპრიცში

აქტიური ნივთიერებაა ეთანერცეპტი. ყოველი წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცი შეიცავს 1,0 მლ ხსნარს, რაც შეესაბამება 50 მგ ეთანერცეპტს.

დამხმარე ნივთიერებებია:

საქაროზა, ნატრიუმის ქლორიდი, არგინინის ჰიდროქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება პრეპარატი ენბრელი და რას შეიცავს ეს შეფუთვა

სარეალიზაციოდ პრეპარატი ენბრელი წარმოდგენილია წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცის ფორმით, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე, უფეროდან ღია ყვითლამდე ან ღია ყავისფრამდე ხსნარს (საინექციო ხსნარი). თითეულ შეფუთვაში მოთავსებულია 4, 8, 12 ან 24 წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცი და 4, 8, 12 ან 24 სპირტიანი ტამპონი. სავალდებულო არ არის, რომ ბაზარზე წარმოდგენილი იყოს ყველა ზომის შეფუთვა.

სარეალიზაციოდ პრეპარატი ენბრელი წარმოდგენილია წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცის ფორმით, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე, უფეროდან ღია ყვითლამდე ან ღია ყავისფრამდე ხსნარს (საინექციო ხსნარი). თითეულ შეფუთვაში მოთავსებულია 2, 4 ან 12 წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცი და 2, 4 ან 12 სპირტიანი ტამპონი. სავალდებულო არ არის, რომ ბაზარზე წარმოდგენილი იყოს ყველა ზომის შეფუთვა.

შენახვის პირობები

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება კოლოფსა და წინასწარ შევსებულ შპრიცზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი ინახება მაცივარში (2°C - 8°C). არ გაყინოთ.

სინათლისგან დაცვის მიზნით, წინასწარ შევსებული შპრიცები შეინახეთ თავისივე კოლოფში.

მას შემდეგ, რაც შპრიცს გამოიღებთ მაცივრიდან, დაელოდეთ დაახლოებით 15-30 წუთი, რათა საინექციო შპრიცში ჩასხმული პრეპარატ ენბრელის ხსნარი გათბეს ოთახის ტემპერატურამდე. არანაირი სხვა ხერხით არ გაათბოთ. ამის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის დაუყოვნებლივ გამოყენება.

პრეპარატ ენბრელის ხსნარის მომზადებამდე, პრეპარატი ენბრელი ერთჯერადად შეგიძლიათ შეინახოთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე მაქსიმუმ 4 კვირის განმავლობაში, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მისი ხელახლა მოთავსება სიცივეში (მაცივარში) აღარ შეიძლება. უნდა მოხდეს პრეპარატ ენბრელის გაუვნებელყოფა იმ შემთხვევაში, თუ ის არ იქნება გამოყენებული მაცივრიდან გამოღების შემდეგ 4 კვირამდე ვადაში. რეკომენდებულია ჩაინიშნოთ პრეპარატ ენბრელის მაცივრიდან გამოღების თარიღი და თარიღი, როდესაც უნდა მოხდეს მისი გაუვნებელყოფა (არ უნდა აღემატებოდეს მაცივრიდან გამოღებიდან 4 კვირას).

გადაამოწმეთ ხსნარი საინექციო შპრიცში. ის უნდა იყოს გამჭვირვალე ან ზომიერად ოპალესცენტური, უფეროდან ღია ყვითლამდე ან ღია ყავისფრამდე და შეიძლება შეიცავდეს წვრილ, ცოტა გამჭვირვალე ან თეთრ ცილის ნაწილაკებს. ეს არის პრეპარატ ენბრელის ნორმალური იერსახე. არ გამოიყენოთ ხსნარი იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიცვლის ფერს, გახდება მღვრიე ან ზემოთხსენებულისგან განსხვავებულ ნაწილაკებს შეიცავს. თუ ხსნარის გარეგანი იერსახე ეჭვს იწვევს თქვენში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

დაუშვებელია ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მოხვედრა ჩამდინარე წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ ის პრეპარატები, რომლებსაც აღარ მოიხმართ. ამით თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ საცხოვრებელი გარემოს დაცვაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

[QR-კოდი] PAA226127

ენბრელი

ეთანერცეპტი

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის

ენბრელი 25 მგ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ საინექციო შპრიცში

ენბრელი 50 მგ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ საინექციო შპრიცში

ეთანერცეპტი

მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე შეფუთვის ჩანართში მოყვანილი სრული ინფორმაცია, აქ შესაძლოა ნახოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ცნობები.

შეინახეთ შეფუთვის ჩანართი იმ შემთხვევისათვის, თუ დაგჭირდათ მისი ხელახლა წაკითხვა.

თქვენი ექიმი ასევე გადმოგცემთ პაციენტზე დაკვირვების ბარათს, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან მონაცემებს პრეპარატის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ, რასაც უნდა იცოდეთ პრეპარატ ენბრელით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის სრულ პერიოდში.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

წინამდებარე პრეპარატი დაგინიშნეს თქვენთ ან თქვენ მზრუნველობაში მყოფ ბავშვს. ნუ მისცემთ მას სხვა პირებს. შესაძლოა მან ავნოთ მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ თქვენი ან თქვენ მზრუნველობაში მყოფი ბავშვის მსგავსი დაავადების სიმპტომები აქვთ.

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე მოიქეცით ისეთი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.

რას შეიცავს წინამდებარე შეფუთვის ჩანართი

წინამდებარე შეფუთვის ჩანართში წარმოდგენილი ინფორმაცია შეიცავს შემდეგ 7 პუნქტს:

რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება პრეპარატი ენბრელი

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პრეპარატ ენბრელის მიღების დაწყებამდე

როგორ გამოიყენება პრეპარატი ენბრელი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

პრეპარატ ენბრელის შენახვის წესი

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

გამოყენების ინსტრუქცია

რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება პრეპარატი ენბრელი

პრეპარატი ენბრელი წარმოადგენს ბიოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომელიც მიიღება ადამიანის ორი პროტეინისგან. ის ბლოკავს ადამიანის სხვა პროტეინის მოქმედებას, რომელიც იწვევს ანთებას. პრეპარატი ენბრელი ამცირებს გარკვეულ დაავადებებთან დაკავშირებულ ანთებით პროცესებს.

მოზრდილებში (18 წლის და უფროსი ასაკის პირებში) პრეპარატ ენბრელის გამოყენება შეიძლება საშუალო სიმძიმისა და მძიმე სახსრების რევმატოიდული ანთების (რევმატოიდული ართრიტის), სახსრების რევმატოიდული ანთების ფსორიაზით (ფსორიაზული ართრიტის), ღერძული სპონდილოართრიტის (სახსრების ანთების ხერხემლის არეში), მათ შორის ოსტეოართრიტის დროს ხერხემლის ოსტეოპოროზის (მაანკილოზებელი სპონდილიტის) და საშუალო სიმძიმისა და მძიმე ლიქენის (ფსორიაზის) სამკურნალოდ – ჩვეულებრივ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ტრადიციული მკურნალობა არ იძლევა საკმარის შედეგს ან არ არის თქვენთვის მისაღები.

რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში პრეპარატი ენბრელი ჩვეულებრივ გამოიყენება მეტოტრექსატთან კომბინაციაში, ამავდროულად, მისი გამოყენება შესაძლებელია მარტოც, თუ მეტოტრექსატით მკურნალობა თქვენთვის არ არის მისაღები. განცალკევებულად ან მეტოტრექსატთან კომბინაციაში გამოყენებისას, პრეპარატ ენბრელს შეუძლია რევმატოიდული ართრიტით გამოწვეული სახსრების დაზიანების შენელება და თქვენი ქმედუნარიანობის გაუმჯობესება ყოველდღიური, ნორმალური საქმიანობების შესასრულებლად.

ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სახსრის მრავლობითი დაზიანება, პრეპარატ ენბრელს შეუძლია გააუმჯობესოს ქმედუნარიანობა ყოველდღიური, ნორმალური საქმიანობების შესასრულებლად. იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სახსრის მრავლობითი სიმეტრიული მტკივნეული და შეშუპებითი დაზიანება (მაგ., ხელების, მაჯებისა და ფეხების), პრეპარატ ენბრელს შეუძლია ამ სახსრების დაავადებით გამოწვეული სტრუქტურული დაზიანების შენელება.

პრეპარატი ენბრელი ასევე განკუთვნილია ბავშვთა და მოზარდთა შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

იმ ტიპის ბავშთა იდიოპათური ართრიტის დროს, როდესაც მეტოტრექსატით მკურნალობა არ იყო საკმარისად ეფექტიანი ან მისთვის მისაღები:

პოლიართრიტი (დადებითი ან უარყოფითი რევმატოიდული ფაქტორით) და ექსტენსიური ოლიგოართრიტი 2 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

ფსორიაზული ართრიტი 12 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

ენთეზიტთან დაკავშირებული ართრიტის დროს 12 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, როდესაც ფართოდ გამოყენებული მკურნალობით ვერ იქნა მიღწეული ადექვატური პასუხი, ამგვარი მკურნალობა არ არის მისაღები.

მძიმე ფსორიაზი 6 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებშიც საკმარისად ეფექტიანი არ იყო როგორც ფოტოთერაპია, ასევე სხვა სისტემური მკურნალობა (ან მათ არ შეეძლოთ მათით ესარგებლათ).

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პრეპარატ ენბრელის მიღების დაწყებამდე

ენბრელის მიღება დაუშვებელია

თუ თქვენ ან თქვენს მზრუნველობაში მყოფი ბავშვი ალერგიულია ეთანერცეპტზე ან ენბრელში შემავალ (მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ) ნებისმიერ სხვა შემადგენელ ნივთიერებებზე. თუ თქვენ ან ბავშვს აღგენიშნებათ ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა შებოჭილობა გულ-მკერდის არეში, ხიხინი, თავბრუსხვევა ან გამონაყარი, არ გააგრძელოთ პრეპარატ ენბრელის შეყვანა და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

თუ თქვენ ან ბავშვს გემუქრებათ სისხლის სერიოზული ინფექციის განვითარება, რომელსაც სეფსისი ეწოდება (სისხლის მოწამვლვა). რაიმე ეჭვის გაჩენისთანავე, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ ან ბავშვს აღგენიშნებათ რაიმე ინფექციური დაავადება. რაიმე ეჭვის გაჩენისთანავე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

სიფრთხილე და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები

პრეპარატ ენბრელის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ალერგიული რეაქციები: თუ თქვენ ან ბავშვს აღგენიშნებათ ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიც არის შებოჭილობა გულ-მკერდის არეში, ხიხინი, თავბრუსხვევა ან გამონაყარი, არ გააგრძელოთ პრეპარატ ენბრელის შეყვანა და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

ინფექციები/ოპერაციები: თუ თქვენ ან ბავშვს განგივითარდათ ახალი ინფექცია ან უნდა ჩაიტაროთ სერიოზული ქირურგიული ოპერაცია, ექიმმა შეიძლება მიმართოს პრეპარატ ენბრელით მკურნალობის კონტროლს.

ინფექციები/დიაბეტი: აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან ბავშვს აღგენიშნებათ განმეორებითი ინფექციები ან გაწუხებთ დიაბეტი ან სხვა მდგომარეობა, რომელიც ზრდის ინფექციის განვითარების რისკს.

ინფექციები/კონტროლი: აცნობეთ თქვენს ექიმს ყველა მოგზაურობის შესახებ ევროპის ფარგლებს გარეთ, რომელიც განახორციელეთ ბოლო პერიოდში. თუ თქვენ ან თქვენ ბავშვს განგივითარდათ ისეთი ინფექციური სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, ციება ან ხველა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოთ თქვენს ექიმს. მას შემდეგ, რაც თქვენ ან ბავშვი შეწყვეტთ პრეპარატ ენბრელის მიღებას, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა თქვენს ან ბავშვის კონტროლს ინფექციის არსებობაზე.

ტუბერკულოზი: პრეპარატ ენბრელით ნამკურნალევ პაციენტებში დაფიქსირდა ტუბერკულოზის შემთხვევები. პრეპარატ ენბრელით მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი გამოიკვლევს ტუბერკულოზის ყველა ნიშანს ან სიმპტომს. ეს შეიძლება მოიცავდეს დეტალურ სამედიცინო ანამნეზს, გულმკერდის რენტგენსა და ტუბერკულინის ტესტს. პაციენტზე დაკვირვების ბარათში უნდა იქნას შეტანილი აღნიშნული კვლევების შედეგები. ძალიან მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენ ექიმს, გადატანილი გაქვთ თუ არა თქვენ ან ბავშვს ტუბერკულოზი ან გქონიათ თუ არა ახლო კავშირი ტუბერკულოზით დაავადებულთან. თუ გამოვლინდება ტუბერკულოზის სიმპტომები (როგორიცაა ხანგრძლივი ხველა, წონაში კლება, აპათია, დაბალი სიცხე) ან სხვა ინფექციები მკურნალობის დროს ან მისი დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს.

B ჰეპატიტი: აცნობეთ თქვენ ექიმს, თუ თქვენ ან ბავშვს გაქვთ ან წარსულში გქონიათ B ჰეპატიტი. მანამ, სანამ თქვენ ან ბავშვი დაიწყებთ მკურნალობას პრეპარატ ენბრელით, ექიმმა უნდა ჩაატაროს გამოკვლევა B ჰეპატიტის არსებობაზე. იმ პაციენტებში, ვისაც ადრე აღენიშნებოდათ B ჰეპატიტის ინფექციის ვირუსი, პრეპარატ ენბრელით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს B ჰეპატიტის განმეორებითი გააქტიურება. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატ ენბრელის მიღება.

C ჰეპატიტი: აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან ბავშვს გაქვთ C ჰეპატიტი. ინფექციის გამწვავების შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა უნდა აკონტროლოს პრეპარატ ენბრელით მკურნალობა.

სისხლის დაავადებები: თუ თქვენ ან ბავშვს აღგენიშნებათ ისეთი ნიშნები ან სიმპტომები, როგორიცაა ხანგრძლივი სიცხე, ყელის ტკივილი, სისხლჩაქცევები, სისხლდენა ან ფერმკრთალობა, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს სერიოზული, სიცოცხლისათვის სახიფათო სისხლის დაავადებების მაჩვენებელი, რაც შეიძლება მოითხოვდეს პრეპარატ ენბრელით მკურნალობის შეწყვეტას.

ნერვული სისტემის ან მხედველობის დარღვევები: შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან ბავშვს აღგენიშნებათ გაფანტული სკლეროზი, ოპტიკური ნევრიტი (თვალის ნერვების ანთება) ან განივი მიელიტი (ზურგის ტვინის ანთების ტიპი). ექიმი განსაზღვრავს, არის თუ არა პრეპარატ ენბრელით მკურნალობა მიზანშეწონილი.

გულის შეგუბებითი უკმარისობა: შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან ბავშვს წარსულში აღგენიშნებოდათ გულის შეგუბებითი უკმარისობა, ვინაიდან ამგვრი გარემოების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატ ენბრელის სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით გამოყენება.

ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება: სანამ დაგენიშნებათ პრეპარატი ენბრელი, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ დასმული ლიმფომის (სისხლის ავთვისებიანი დაავადების ტიპი) ან სხვა ტიპის ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების / კიბოს დიაგნოზი.

მძიმე რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ეს დაავადება დიდხანს აწუხებთ, ლიმფომის განვითარების რისკი საშუალოზე მაღალია.

ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებიც ღებულობენ პრეპარატ ენბრელს, შეიძლება აღინიშნოს ლიმფომის ან სხვა ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების / კიბოს განვითარების მომატებული რისკი. ზოგიერთ ბავშვსა და მოზარდს, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ ენბრელს ან სხვა, პრეპარატ ენბრელის მსგავსი მოქმედების მქონე სამკურნალო საშუალებებს, განუვითარდათ ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება / კიბო, უჩვეულო ტიპების ჩათვლით, რაც ზოგჯერ გარდაცვალებითაც დასრულდა.

ზოგიერთ პაციენტს, რომელიც ღებულობდა პრეპარატ ენბრელს, განუვითარდა კანის კიბოს დაავადება. აცნობეთ თქვენს ექიმს თქვენი ან ბავშვის კანის იერსახის რაიმე ცვლილების ან კანის ახალწარმონაქმნის წარმოშობის შესახებ.

ჩუტყვავილა: შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ პრეპარატ ენბრელის გამოყენების პერიოდში ბავშვს შეხება ჰქონდა ჩუტყვავილასთან. ექიმი დაადგენს, მიზანშეწონილია თუ არა პრევენციული ზომების მიღება ჩუტყვავილას წინააღმდეგ.

ლატექსი: ნემსის თავსახური დამზადებულია ლატექსისგან (მშრალი ბუნებრივი რეზინი). თუ ნემსის თავსახურს შეიძლება შეეხოს ის პირი, რომელმაც იცის, რომ აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ლატექსზე, პრეპარატ ენბრელის მიღებამდე შეატყობინეთ თქვენს ექიმს.

ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება: პრეპარატ ენბრელის მიღება დაუშვებელია იმ პაცციენტების მიერ, რომლებიც მკურნალობენ ალოჰოლის მოხმარების შედეგად გამოწვეული ღვიძლის ანთებას (ჰეპატიტს). აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს მზრუნველობაში მყოფ ბავშვს ანამნეზში გაქვთ ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება.

ვეგენერის გრანულომატოზი: პრეპარატ ენბრელის მიღება რეკომენდებული არ არის ვეგენერის გრანულომატოზის, იშვიათი ანთებითი დაავადების სამკურნალოდ. თუ თქვენ ან თქვენ მზრუნველობაში მყოფ ბავშვს აღგენიშნებათ ვეგენერის გრანულომატოზი, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ანტიდიაბეტური პრეპარატები: აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან ბავშვს გაქვთ დიაბეტი ან ღებულობთ დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს. თქვენი ექიმი დაადგენს, გესაჭიროებათ თუ არა თქვენ ან ბავშვს პრეპარატ ენბრელით მკურნალობის განმავლობაში დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის დოზის შემცირება.

ბავშვები და მოზარდები

აცრები: შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვი უნდა იყოს აცრილი ყველა აქტუალური ვაქცინით პრეპარატ ენბრელის მიღების დაწყებამდე. ზოგიერთი აცრის ჩატარება არ შეიძლება პრეპარატ ენბრელის მიღების პერიოდში, მაგალითად, პოლიომიელიტის ანუ საბავშვო დამბლის საწინააღმდეგო აცრა. გთხოვთ კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს თქვენი ან ბავშვის შესაძლო აცრის წინ.

ჩვეულებრივ, პრეპარატი ენბრელი არ გამოიყენება პოლიართრიტის ან ექსტენსიური ოლიგოართრიტის მქონე 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ან ენთეზიტთან დაკავშირებული რევმატოიდული ართრიტის ან ფსორიაზული ართრიტის მქონე 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ან ფსორიაზის მქონე 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და პრეპარატი ენბრელი

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც თქვენ ან თქვენი ბავშვი იღებთ, რომლებსაც ახლო წარსულში იღებდით ან რომლებიც შესაძლოა მიიღოთ (ანაკინრას, აბატაცეპტის ან სულფასალაზინის ჩათვლით), ექიმის დანიშნულების გარეშე გაცემული პრეპარატების ჩათვლით. თქვენ ან თქვენმა ბავშვმა არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი ენბრელი იმ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც შეიცავს ანაკინრას ან აბატაცეპტის აქტიურ ნივთიერებებს.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს პრეპარატი ენბრელი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ერთმნიშვნელოვნად იქნება საჭირო. თუ დაოსრულდებით ან ეჭვობთ ორსულობას ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ თქვენ ორსულობის პერიოდში ღებულობდით პრეპარატ ენბრელს, თქვენს ახალშობილს შეიძლება აღენიშნოს ინფექციის მომატებული რისკი. ერთმა კვლევამ აჩვენა, როდესაც დედები ორსულობის დროს ღებულობდნენ პრეპარატ ენბრელს, უფრო მეტ ახალშობილს გამოუვლინდა თანდაყოლილი დეფექტი იმ ორსულ დედებთან შედარებით, რომლებიც არ ღებულობდნენ პრეპარატ ენბრელს ან სხვა მსგავს სამკურნალო საშუალებებს (სნფ-ანტაგონისტებს), თუმცა არ იყო თანდაყოლილი დეფექტების რაიმე განსაკუთრებული ტიპი. სხვა კვლევაში არ იქნა გამოვლენილი თანდაყოლილი დეფექტების მომატებული რისკი, როდესაც დედა ორსულობის განმავლობაში იღებდა პრეპარატ ენბრელს. ექიმი მოგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში, აღემატება თუ არა მკურნალობის სარგებელი შესაძლო რისკებს ბავშვისთვის.

თუ გსურთ პრეპარატ ენბრელით მკურნალობის განმავლობაში ლაქტაცია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. მნიშვნელოვანია, რომ შეატყობინოთ ბავშვის ექიმსა და სხვა ჯანდაცვის სპეციალისტებს ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატ ენბრელის მიღების შესახებ მანამდე, სანამ თქვენი ბავშვს გაუკეთდება რაიმე ვაქცინა.

პრეპარატის ზემოქმედება ავტომობილის მართვასა და მანქანა-დანადგარების გამოყენებაზე

სავარაუდოდ, პრეპარატის ენბრელი მიღება არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე.

პრეპარატი ენბრელი შეიცავს ნატრიუმს

აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო დოზაში, ეს ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.

როგორ გამოიყენება პრეპარატი ენბრელი

ყოველთვის მიიღეთ აღნიშნული პრეპარატი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტი დაცვით. თუ რამეში დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გრძნობთ, რომ პრეპარატის ენბრელი ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ზედმეტად სუსტი, შეატყობინეთ ეს თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

წინასწარ შევსებული შპრიცი ხელმისაწვდომია 25 მგ და 50 მგ დოზებში.

დოზირება მოზრდილი პაციენტებისთვის (18 წლის ან უფროსი ასაკის)

რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი და ღერძული სპონდილოართრიტი, მათ შორის მაანკილოზებელი სპონდილიტი

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 25 მგ კვირაში ორჯერ ან 50 მგ კვირაში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით. თუმცა ექიმმა შეიძლება დანიშნოს პრეპარატის მიღების განსხვავებული სიხშირე.

ჩვეულებრივი ფსორიაზი

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 25 მგ კვირაში ორჯერ ან 50 მგ კვირაში ერთხელ.

ალტერნატიულად შეიძლება მიღებულ იქნას 50 მგ კვირაში ორჯერ არაუმეტეს 12 კვირის განმავლობაში, რომელსაც მოყვება კვირაში ორჯერ 25 მგ ან კვირაში ერთხელ 50 მგ დოზირება.

მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით ექიმი გადაწყვეტს პრეპარატ ენბრელის გამოყენების ხანგრძლივობას და განმეორებითი მკურნალობის საჭიროებას. თუ პრეპარატი ენბრელი არ გამოავლენს ეფექტს 12 კვირის შემდეგაც, ექიმმა შეიძლება დაასრულოს ამ პრეპარატის შეყვანა.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვისა და მოზარდისთვის მისაღები დოზა და მიღების სიხშირე დამოკიდებულია სხეულის წონასა და დაავადებაზე. თქვენი ექიმი განსაზღვრავს სწორ დოზას ბავშვისთვის და დანიშნავს პრეპარატ ენბრელის საჭირო დოზას (10 მგ, 25 მგ ან 50 მგ).

პოლიართრიტის ან ექსტენსიური ოლიგოართრიტის მქონე 2 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ან ენტეზიტთან დაკავშირებული რევმატოიდული ართრიტის ან ფსორიაზული ართრიტის მქონე 12 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში პრეპარატ ენბრელის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 0,4 მგ სხეულის ერთ კგ წონაზე (მაქსიმალურ 25 მგ დოზამდე) კვირაში ორჯერ, ან პრეპარატ ენბრელის 0,8 მგ სხეულის ერთ კგ წონაზე (მაქსიმალურ 50 მგ დოზამდე) კვირაში ერთხელ.

ფსორიაზის მქონე 6 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში პრეპარატ ენბრელის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 0,8 მგ სხეულის ერთ კგ წონაზე (მაქსიმალურ 50 მგ დოზამდე) და მიიღება კვირაში ერთხელ. თუ პრეპარატი ენბრელი არ გამოავლენს ეფექტს 12 კვირის შემდეგაც, ექიმმა შეიძლება დაასრულოს ამ პრეპარატის შეყვანა.

ექიმი თქვენ მოგაწვდით დეტალურ ინსტრუქციას სათანადო დოზის მომზადებისა და განსაზღვრის შესახებ.

პრეპარატის მიღების ფორმა და მეთოდი

პრეპარატ ენბრელის შეყვანა ხდება კანქვეშ ინექციის გზით (კანქვეშა ინექცია).

პრეპარატი ენბრელი შეიძლება მიღებულ იქნას საკვებსა და სასმელთან ერთად ან მათ გარეშე.

პრეპარატ ენბრელის ინექციასთან დაკავშირებული დეტალური ინსტრუქცია წარმოდგენილია მე-7 პუნქტში: “გამოყენების ინსტრუქცია”. პრეპარატ ენბრელის ხსნარის ნებისმიერ სხვა პრეპარატთან შერევა დაუშვებელია.

დამახსოვრებისთვის მიზანშეწონილია კალენდარში ჩაწერა კვირის თუ რომელ დღეებში უნდა იქნეს შეყვანილი პრეპარატი ენბრელი.

პრეპარატ ენბრელის ჭარბი დოზით მიღება

პრეპარატ ენბრელის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში (იქნება ეს საჭიროზე დიდი დოზის ინექცია თუ საჭიროზე ხშირი შეყვანა), დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ყოველთვის თან იქონიეთ პრეპარატის გარე შეფუთვა, მაშინაც კი, როდესაც ის ცარიელია.

პრეპარატ ენბრელის ინექციის გამოტოვება

პრეპარატ ენბრელის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, გაიკეთეთ ინექცია როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მომდევნო გეგმიური დოზა არ უნდა იქნეს შეყვანილი შემდეგ დღეს. ამგვარ შემთხვევაში გამოტოვებული დოზა უნდა იქნას ამოღებული. ამის შემდეგ გააგრძელეთ პრეპარატის ინექციები ჩვეულებრივ დღეებში. იმ შემთხვევაში, თუ ინექციის გამოტოვების ფაქტი გაგახსენდათ მხოლოდ შემდგომი დოზის შეყვანის დროს, ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას (ორ დოზას ერთსა და იმავე დღეს), გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

პრეპარატ ენბრელით მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, დაავადების სიმპტომებმა შეიძლება კვლავ იჩინოს თავი.

აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აუცილებელი, რომ ყველა პაციენტს გამოუვლინდეს.

ალერგიული რეაქციები

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე, აღარ გააგრძელოთ პრეპარატ ენბრელის გამოყენება. ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ ჯანდაცვის უახლოეს დაწესებულებას.

ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება.

სახის, ყელის, ხელების ან ფეხების შეშუპება.

ნევროზი ან შფოთვა, პალპიტაცია, კანის უეცარი გაწითლება და/ან უეცარი წამოხურება.

ძლიერი გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება (წითელი ან ფერმკრთალი ამობურცული ლაქები კანზე, რაც ხშირად იწვევს ქავილს).

მძიმე ალერგიული რეაქციები იშვიათია. თუმცა ზემოაღნიშნულიდან ნებისმიერი სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს ალერგიულ რეაქციას პრეპარატ ენბრელზე, ამიტომაც დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

მძიმე გვერდითი მოვლენები

თუ შენიშნავთ შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან ერთ-ერთს, თქვენ ან ბავშვს შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

მძიმე ინფექციების ნიშნები, როგორიცაა მაღალი სიცხე, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ხველა, სუნთქვის გართულება, ციება, სისუსტე ან ცხელი წითელი მტკივნეული მგრძნობიარე უბნები კანზე ან სახსრებზე.

სისხლის დაავადებების ნიშნები, როგორიცაა სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან ფერმკრთალობა.

ნერვული დარღვევების ნიშნები, როგორიცაა დაბუჟება ან ჩხვლეტა, მხედველობის არევა, თვალების ტკივილი ან ზედა ან ქვედა კიდურებში სისუსტის შეგრძნება.

გულის უკმარისობის ან გულის უკმარისობის გაუარესების ნიშნები, როგორიცაა დაღლილობა ან ქოშინი აქტიური საქმიანობის დროს, კოჭების შესივება, შესივების შეგრძნება კისრის ან მუცლის არეში, ღამის ქოშინი ან ხველა, ფრჩხილების ან ტუჩების მოლურჯო შეფერილობა.

ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების ნიშნები: ავთვისებიანმა სიმსივნურმა დაავდებამ შეიძლება დააზიანოს სხეულის ყველა ნაწილი, მათ შორის კანი და სისხლი და დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ავთვისებიანი სიმსივნის ტიპისა და ადგილმდებარეობის შესაბამისად. ეს ნიშნები შეიძლება მოიცავდნენ წონში კლებას, სიცხეს, შეშუპებას (ტკივილით ან მის გარეშე), ხანგრძლივ ხველას, კოპების არსებობას სხეულზე ან ახალწარმონაქმნებს კანზე.

ავტოიმუნური რეაქციების ნიშნები (ახლადწარმოქმნილმა ანტისხეულებმა შეიძლება დააზიანონ ნორმალური ქსოვილები სხეულში), როგორიცაა ტკივილი, ქავილი, სისუსტე და სუნთქვის, აზროვნების, აღქმის ან მხედველობის დარღვევები.

მგლურას ან მგლურას მსგავსი სინდრომის ნიშნები, როგორიცაა სხეულის წონის ცვლილებები, ხანგრძლივი გამონაყარი, სიცხე, სახსრების და კუნთების ტკივილი, დაღლილობა.

სისხლძარღვების კედლების ანთების ნიშნები, როგორიცაა ტკივილი, სიცხე, კანის სიწითლე ან ცხელების შეგრძნება, ქავილი.

აღნიშნული გვერდითი მოვლენები იშვიათია და ნაკლებად ხშირი, თუმცა ისინი საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ (იშვიათ შემთხვევებში ზოგიერთი მათგანი შეიძლება სიკვდილითაც დასრულდეს). აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ ჯანდაცვის უახლოეს დაწესებულებას.

პრეპარატ ენბრელის ცნობილი გვერდითი მოვლენები მოიცავენ ქვემოთ მითითებულ მოვლენებს, რომლებიც სიხშირის კლების მიხედვით დახარისხებულია შემდეგ ჯგუფებად:

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

ინფექციები (მათ შორის გაციება, სინუსიტი, ბრონქიტი, საშარდე გზების ინფექციები, კანის ანთება); რეაქციები ინექციის ადგილას (მათ შორის სისხლდენა, სისხლჩაქცევები, სიწითლე, ქავილი, ტკივილი ან შესიება). რეაქციები ინექციის ადგილას (სიხშირე მცირდება მკურნალობის პირველი ერთი თვის შემდეგ), ზოგ პაციენტს რეაქცია განუვითარდა ძველი ინექციის ადგილზე.

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

ალერგიული რეაქციები; სიცხე; გამონაყარი; ქავილი; ანტისხეულები ნორმალური ქსოვილების წინააღმდეგ (ავტოანტისხეულების წარმოქმნა).

ნაკლებად ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

მძიმე ინფექციები (მათ შორის ფილტვების ანთება, კანის ღრმა ინფექცია, სახსრების ინფექცია, სისხლის ინფექცია და ინფექციები სხვადასხვა ადგილებში); გულის შეგუბებითი უკმარისობის გაუარესება; ერითროციტების შემცირებული რაოდენობა; ლეიკოციტების შემცირებული რაოდენობა; ნეიტროფილების (ლეიკოციტების ტიპი) შემცირებული რაოდენობა; თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა; კანის კიბო (მელანომის გარდა); კანის ადგილობრივი შეშუპებები (ანგიოედემა); ჭინჭრის ციება (წითელი ან ფერმკრთალი ამობურცული ლაქები კანზე, რაც ხშირად იწვევს ქავილს); თვალის ანთება; ფსორიაზი (ახალი ან გაუარესებული); სისხლძარღვების კედლების ანთება, რომელიც მოიცავს რამდენიმე ორგანოს; მომატებული ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები (პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად მკურნალობენ მეტოტრექსატით, ღვიძლის მომატებული ფუნქციური მაჩვენებლები ექცევა კატეგორიაში „ხშირი“); კრუნჩხვები და ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი, წონაში კლება ან სისხლიანი განავალი (ნაწლავური პრობლემების ნიშნები).

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1 000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

მძიმე ალერგიული რეაქციები (კანის მძიმე ლოკალიზებული შეშუპებებისა და ხიხინის ჩათვლით); ლიმფომა (სისხლის სიმსივნური დაავადების ტიპი); ლეიკემია (სიმსივნური დაავადება, რომელიც აზიანებს სისხლსა და ძვლის ტვინს); მელანომა (კანის კიბოს ტიპი); თრომბოციტების, ერითროციტების და ლეიკოციტების შემცირებული რაოდენობების კომბინაცია; ნერვული სისტემის დარღვევები (კუნთების მძიმე სისუსტითა და გაფანტული სკლეროზის, თვალის ნერვის ან ზურგის ტვინის ანთების მსგავსი ნიშნებითა და სიმპტომებით); ტუბერკულოზი; გულის შეგუბებითი უკმარისობის ახალი შემოტევა; კრუნჩხვები; წითელი მგლურა ან დაავადებები, რომლებიც კლინიკურად მას გვანან (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანის ხანგრძლივ გამონაყარს, სიცხეს, სახსრების ტკივილსა და დაღლილობას); გამონაყარი კანზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ძლიერი დაწყლულება ან აქერცვლა; ლიქენოიდური რეაქციები (ქავილიანი მოწითალო–იისფერი გამონაყარი კანზე და/ან მოთეთრო ქსელისებრი ნახატები ლორწოვან გარსებზე), იმუნური სისტემის დარღვევით გამოწვეული ღვიძლის ანთებითი დაავადება (ავტოიმუნური ჰეპატიტი; პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად მკურნალობენ მეტოტრექსატით, სიხშირე ექცევიან კატეგორიაში „ნაკლებად ხშირი“); იმუნური დარღვევა, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ფილტვებზე, კანზე და ლიმფურ კვანძებზე (სარკოიდოზი); ფილტვების ანთება ან ფილტვების ნაწიბურები (პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად მკურნალობენ მეტოტრექსატით, სიხშირე ექცევიან კატეგორიაში „ნაკლებად ხშირი“); უმცირესი ფილტრების დაზიანება თირკმელებში, რასაც მოყვება შედეგად თირკმლების ფუნქციის დარღვევა (გლომერულონეფრიტი).

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში): ძვლის ტვინის სისხლის უჯრედების წარმოქმნის უნარის დარღვევა.

არ არის ცნობილი (ხელმისაწვდომი მონაცემებიდან შეუძლებელია განსაზღვრა):

მერკელის უჯრედების კარცინომა (კანის კიბოს ტიპი); კაპოშის სარკომა, იშვიათი სიმსივნური დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის მე-8 ტიპის ჰერპესვირუსით გამოწვეულ ინფექციასთან). კაპოშის სარკომა ყველაზე ხშირად ვლინდება კანზე იისფერი ლაქების ფორმით; ანთებასთან დაკავშირებული ლეიკოციტების გადაჭარბებული გააქტიურება (მაკროფაგების აქტივაციის სინდრომი); B ჰეპატიტის (ღვიძლის ინფექცია) რეციდივი (განმეორება), დერმატომიოზიტის მდგომარეობის გაუარესება (კანზე გამონაყართან დაკავშირებული კუნთების ანთება და კუნთების სისუსტე).

სხვა გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში გამოვლენილი გვერდითი მოვლენები და მათი გამოვლენის სიხშირე ზემოთ აღწერილის მსგავსია.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ აღმოგაჩნდებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე მოიქეცით იმ შემთხვევაში, თუ აღმოგაჩნდებათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ მისამართზე:

სამკურნალო საშუალებების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი (Státní ústav pro kontrolu léčiv)

შრობაროვა 48

100 41 პრაღა 10

ვებ-გვერდი: www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

პრეპარატ ენბრელის შენახვის წესი

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება კოლოფსა და წინასწარ შევსებულ შპრიცზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი ინახება მაცივარში (2°C - 8°C). არ გაყინოთ.

სინათლისგან დაცვის მიზნით, წინასწარ შევსებული შპრიცები შეინახეთ თავისივე კოლოფში.

მას შემდეგ, რაც შპრიცს გამოიღებთ მაცივრიდან, დაელოდეთ დაახლოებით 15-30 წუთი, რათა საინექციო შპრიცში ჩასხმული პრეპარატ ენბრელის ხსნარი გათბეს ოთახის ტემპერატურამდე. არანაირი სხვა ხერხით არ გაათბოთ. ამის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის დაუყოვნებლივ გამოყენება.

პრეპარატ ენბრელის ხსნარის მომზადებამდე, პრეპარატი ენბრელი ერთჯერადად შეგიძლიათ შეინახოთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე მაქსიმუმ 4 კვირის განმავლობაში, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მისი ხელახლა მოთავსება სიცივეში (მაცივარში) აღარ შეიძლება. უნდა მოხდეს პრეპარატ ენბრელის გაუვნებელყოფა იმ შემთხვევაში, თუ ის არ იქნება გამოყენებული მაცივრიდან გამოღების შემდეგ 4 კვირამდე ვადაში. რეკომენდებულია ჩაინიშნოთ პრეპარატ ენბრელის მაცივრიდან გამოღების თარიღი და თარიღი, როდესაც უნდა მოხდეს მისი გაუვნებელყოფა (არ უნდა აღემატებოდეს მაცივრიდან გამოღებიდან 4 კვირას).

გადაამოწმეთ ხსნარი საინექციო შპრიცში. ის უნდა იყოს გამჭვირვალე ან ზომიერად ოპალესცენტური, უფეროდან ღია ყვითლამდე ან ღია ყავისფრამდე და შეიძლება შეიცავდეს წვრილ, ცოტა გამჭვირვალე ან თეთრ ცილის ნაწილაკებს. ეს არის პრეპარატ ენბრელის ნორმალური იერსახე. არ გამოიყენოთ ხსნარი იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიცვლის ფერს, გახდება მღვრიე ან ზემოთხსენებულისგან განსხვავებულ ნაწილაკებს შეიცავს. თუ ხსნარის გარეგანი იერსახე ეჭვს იწვევს თქვენში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

დაუშვებელია ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მოხვედრა ჩამდინარე წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ ის პრეპარატები, რომლებსაც აღარ მოიხმართ. ამით თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ საცხოვრებელი გარემოს დაცვაში.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი ენბრელი

ენბრელი 25 მგ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ საინექციო შპრიცში

აქტიური ნივთიერებაა ეთანერცეპტი. ყოველი წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცი შეიცავს 0,5 მლ ხსნარს, რაც შეესაბამება 25 მგ ეთანერცეპტს.

ენბრელი 50 მგ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ საინექციო შპრიცში

აქტიური ნივთიერებაა ეთანერცეპტი. ყოველი წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცი შეიცავს 1,0 მლ ხსნარს, რაც შეესაბამება 50 მგ ეთანერცეპტს.

დამხმარე ნივთიერებებია:

საქაროზა, ნატრიუმის ქლორიდი, არგინინის ჰიდროქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება პრეპარატი ენბრელი და რას შეიცავს ეს შეფუთვა

ენბრელი 25 მგ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ საინექციო შპრიცში

სარეალიზაციოდ პრეპარატი ენბრელი წარმოდგენილია წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცის ფორმით, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე, უფეროდან ღია ყვითლამდე ან ღია ყავისფრამდე ხსნარს (საინექციო ხსნარი). თითეულ შეფუთვაში მოთავსებულია 4, 8, 12 ან 24 წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცი და 4, 8, 12 ან 24 სპირტიანი ტამპონი. სავალდებულო არ არის, რომ ბაზარზე წარმოდგენილი იყოს ყველა ზომის შეფუთვა.

ენბრელი 50 მგ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ საინექციო შპრიცში

სარეალიზაციოდ პრეპარატი ენბრელი წარმოდგენილია წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცის ფორმით, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე, უფეროდან ღია ყვითლამდე ან ღია ყავისფრამდე ხსნარს (საინექციო ხსნარი). თითეულ შეფუთვაში მოთავსებულია 2, 4 ან 12 წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცი და 2, 4 ან 12 სპირტიანი ტამპონი. სავალდებულო არ არის, რომ ბაზარზე წარმოდგენილი იყოს ყველა ზომის შეფუთვა.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

მწარმოებელი:

Pfizer Europe MA EEIG

პლეინის ბულვარი 17

1050 ბრიუსელი

ბელგია

Pfizer Manufacturing Belgium NV

რიიკსვეგ 12,

2870 პუურს-სინტ-ამანდსი

ბელგია

მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელობას.

ჩეხეთის რესპუბლიკა

შპს ფაიზერ სპოლ. (Pfizer spol. s.r.o.)

ტელ.: +420-283-004-111

წინამდებარე შეფუთის ჩანართის ბოლო გადასინჯვის თარიღი: 4/2024

დეტალური ინფორმაცია წინამდებარე სამკურნალო საშუალების შესახებ წარმოდგენილია ევროპის წამლის სააგენტოს ვებ-გვერდზე მისამართზე http://www.ema.europa.eu.

მომზადების ინსტრუქცია

მოცემული პუნქტი შეიცავს შემდეგ ქვეპუნქტებს:

შესავალი

ნაბიჯი 1: მომზადება ინექციის წინ

ნაბიჯი 2: ინექციის ადგილის შერჩევა

ნაბიჯი 3: პრეპარატ ენბრელის საინექციო ხსნარის ინექცია

ნაბიჯი 4: დარჩენილი ნარჩენების გაუვნებელყოფა

შესავალი

მოცემულ ინსტრუქციაში განმარტებულია, თუ როგორ უნდა მომზადდეს და გაკეთდეს პრეპარატ ენბრელის ინექცია. ყურადღებით გაეცანით მას და მიჰყევით მას ყველა ნაბიჯის დაცვით. ექიმი და/ან ექთანი აგიხსნით თქვენთვის ან ბავშვისთვის ინექციის გაკეთების ტექნიკას. ნუ შეეცდებით სამკურნალო საშუალების დოზის ინექციის გაკეთებას მანამ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ გაერკვიეთ ინსტრუქციაში და იცით, თუ როგორ უნდა მომზადდეს და გაკეთდეს იგი.

პრეპარატ ენბრელის ხსნარის ნებისმიერ სხვა პრეპარატთან შერევა დაუშვებელია.

ნაბიჯი 1: მომზადება ინექციის წინ

შეარჩიეთ სუფთა, კარგად განათებული და სწორი სამუშაო ზედაპირი.

მაცივრიდან გამოიღეთ პრეპარატ ენბრელის შეფუთვა, რომელშიც მოთავსებულია წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცი და მოათავსეთ სწორ სამუშაო ზედაპირზე. ერთ-ერთი ზედა კუთხიდან მოყოლებული მოაცილეთ ქაღალდის საფარი ზედა მხარესა და ბუდის მხარეს. ამოიღეთ ერთი წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცი და ერთი სპირტიანი ტამპონი და მოათავსეთ სწორ სამუშაო ზედაპირზე. არ შეანჯღრიოთ პრეპარატ ენბრელის წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცი. დააფარეთ ბუდეს ქაღალდის საფარი და დააბრუნეთ კოლოფი დარჩენილი წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცებით მაცივარში. წაიკითხეთ შეფუთვის ჩანართის მე-5 პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ინახება პრეპარატი ენბრელი. შენახვასთან დაკავშირებული რაიმე დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

მას შემდეგ, რაც შპრიცს გამოიღებთ მაცივრიდან, დაელოდეთ დაახლოებით 15-30 წუთი, რათა პრეპარატი ენბრელი საინექციო შპრიცში გათბეს ოთახის ტემპერატურამდე. ლოდინის დროს, სანამ ოთახის ტემპერატურა იქნება მიღწეული, არ მოხსნათ თავსახური ნემსს. თუ დაელოდებით მანამ, სანამ ხსნარი მიაღწევს ოთახის ტემპერატურას, თქვენთვის ინექცია უფრო სასიამოვნო იქნება. ამის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის დაუყოვნებლივ გამოყენება. პრეპარატის ენბრელი ხსნარი არ გაათბოთ არანაირი სხვა გზით (მაგ., არ გაათბოთ მიკროტალღურ ღუმელში ან ცხელ წყალში).

შეაგროვეთ სხვა შემადგენელი ნაწილები, რომლებიც დაგჭირდებათ. აღნიშნული მოიცავს სპირტიან ტამპონებს პრეპარატ ენბრელის კოლოფიდან და ბამბის ან ბინტის გორგალს.

გულდასმით დაიბანეთ ხელები საპნით და ცხელი წყლით.

შეამოწმეთ ხსნარი საინექციო შპრიცში. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე ან ზომიერად ოპალესცენტური, უფეროდან ღია ყვითლამდე ან ღია ყავისფრამდე. ის შეიძლება შეიცავდეს წვრილ, ცოტა გამჭვირვალე ან თეთრ ცილის ნაწილაკებს. ეს არის პრეპარატ ენბრელის ნორმალური იერსახე. არ გამოიყენოთ ხსნარი, თუ იგი შეიცვლის ფერს, გახდება მღვრიე ან ზემოთხსენებულისგან განსხვავებულ ნაწილაკებს შეიცავს. თუ ხსნარის გარეგანი იერსახე ეჭვს იწვევს თქვენში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

ნაბიჯი 2: ინექციის ადგილის შერჩევა

პრეპარატ ენბრელის წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცის გამოსაყენებლად რეკომენდებულია სამი საინექციო ადგილი, რომლებიც მოიცავენ შემდეგს: (1) ბარძაყის წინა შუა ნაწილი; (2) მუცელი, გარდა 5 სანტიმეტრამდე უბნისა უშუალოდ ჭიპის გარშემო; და (3) მკლავების ზედა ნაწილის გარე უბანი (იხილეთ სურათი 1). თუ თქვენ თავად იკეთებთ ინექციას, მაშინ არ გამოიყენოთ მკლავის ზედა ნაწილის გარე უბანი.

სურათი 1

ყოველი ინექციისთვის ყოველთვის შეარჩიეთ განსხვავებული ადგილი. ყოველი ახალი ინექცია უნდა გაკეთდეს წინა ინექციის ადგილიდან სულ ცოტა 3 სმ-ის მოშორებით. არ გაიკეთოთ ინექცია იმ უბნებში, სადაც კანი არის მტკივნეული, დაზიანებული, გაწითლებული ან გამაგრებული. მოერიდეთ უბნებს ნაწიბურებითა და კანის დარღვეული სტრუქტურით (სტრიები). (მოსახერხებელია ყოველთვის აღინიშნოს ინექციის წინა ადგილები).

თუ თქვენ ან ბავშვს აღგენიშნებათ ფსორიაზი, ინექცია არ უნდა გაიკეთოთ უშუალოდ იმ უბნებში, სადაც კანი არის ამოზნექილი, გასქელებული, გაწითლებული ან დაფარულია ქერცლით (ფსორიაზით დაზიანებული კანი).

ნაბიჯი 3: პრეპარატ ენბრელის საინექციო ხსნარის ინექცია

სპირტიანი ტამპონის წრიული მოძრაობით გაწმინდეთ პრეპარატ ენბრელის ინექციის გასაკეთებლად განსაზღვრული ადგილი. აღარ შეეხოთ ამ უბანს ინექციის გაკეთებამდე.

აიღეთ წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცი სწორი სამუშაო ზედაპირიდან. მოხსენით ნემსის თავსახური თანაბარი გამოწევით მიმართულებით საინექციო შპრიცისგან (იხილეთ სურათი 2). ყურადღებით იყავით, რათა არ დააზიანოთ ნემსი თავსახურის მოღუნვით ან გადაგრეხვით მისი მოხსნის დროს.

როდესაც მოხსნით ნემსის თავსახურს, შეიძლება ნემსის წვერზე დაინახოთ სითხის წვეთი; ეს ნორმალურია. ყურადღება მიაქციეთ, რომ ნემსი არ შეეხოს რაიმე სხვა ზედაპირს. არ შეეხოთ და არ დააწვეთ დგუშს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სითხის დაღვრა.

სურათი 2

როგორც კი კანის გაწმენდილი უბანი გაშრება, ერთი ხელით ნაზად მოუჭირეთ კანს და მაგრად დაიკავეთ იგი. მეორე ხელით საინექციო შპრიცი დაიჭირეთ ისე, როგორც გიჭირავთ ფანქარი.

მოკლე და სწრაფი მოძრაობით ნემსი ბოლომდე შეიყვანეთ კანში 45°-დან 90°-მდე კუთხით (იხილეთ სურათი 3). გამოცდილებასთან ერთად შეარჩევთ თქვენთვის ან ბავშვისთვის ყველაზე კომფორტულ კუთხეს. გამოიჩინეთ სიფრთხილე, ნემსი არ შეიყვანოთ კანში ძალიან ნელა ან დიდი ძალით.

სურათი 3

როდესაც ნემსი მთლიანად შევა კანში, გაუშვით კანი, რომელიც გიჭირავთ. თავისუფალი ხელით დაასტაბილურეთ საინექციო შპრიცი მისი ქვედა ნაწილზე მოკიდებით. შემდეგ დააჭირეთ დგუშს და ნელ-ნელა და სტაბილური სიჩქარით შეიყვანეთ მთელი ხსნარი (იხილეთ სურათი 4).

სურათი 4

როდესაც საინექციო შპრიცი დაიცლება, ამოიღეთ ნემსი კანიდან. ფრთხილად იყავით, ნემსი მუდმივად გეჭიროთ იგივე კუთხით, რაც შეყვანისას. ინექციის ადგილზე შეიძლება აღინიშნოს მცირე სისხლდენა. ინექციის ადგილას 10 წამის განმავლობაში გააჩერეთ ბამბის ტამპონი. არ მოსრისოთ ეს ადგილი. საჭიროების შემთხვევაში, ინექციის ადგილზე შეიძლება სალბუნის დადება.

ნაბიჯი 4. დარჩენილი ნარჩენების გაუვნებელყოფა

წინასწარ შევსებული საინექციო შპრიცი გათვალისწინებულია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. დაუშვებელია საინექციო შპრიცის და ნემსის ხელახლა გამოყენება. ნემსს არავითარ შემთხვევაში აღარ ჩამოაცვათ დამცავი თავსახური. ნემსი და საინექციო შპრიცი გაანადგურეთ თქვენი ექიმის, ექთნის ან ფარმაცევტის კონსულტაციის შესაბამისად.

რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ პრეპარატ ენბრელის გამოყენებაში გამოცდილ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

PAA226127

ბეჭედდასმულია

Náležitě ovládám Český jazyk.

ჯეროვნად ვიცი ჩეხური ენა.

Zodpovědně prohlašuji, že překlad je přesný. /I. Bakhtadze/

პასუხს ვაგებ თარგმნის სიზუსტეზე. /ი. ბახტაძე/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა