პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

ენბრელი მაიკლიკი

ENBREL MYCLIC

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ენბრელი შეფუთულია კოლოფებში. თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 2, 4 ან 12 მზა საინექციო კალამი და შესაბამისად 2, 4 ან 12 სპირტიანი ბალიში. ენბრელში შემავალი აქტიური ნივთიერება – ენტანერცეპტი, მიიღება ადამიანის ორი ტიპის ცილისგან და თრგუნავს სხვა, ანთებაზე პასუხისმგებელი ცილის მოქმედებას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ეტანერცეპტი (etanercept)
ფორმა და შეფუთვა
50მგ საინექციო მზა კალამი №2
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სიმსივნის ნეკროზის ალფა ფაქტორის (TNF-α) ინჰიბიტორები
ATC კოდი
L04AB01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0056
რეგისტრირებულია
23 მარტი 2022, მოქმედებს 23 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაენბრელი მაიკლიკი და სხვა წამალი ერთად

ენბრელი მაიკლიკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ენბრელი შეფუთულია კოლოფებში. თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 2, 4 ან 12 მზა საინექციო კალამი და შესაბამისად 2, 4 ან 12 სპირტიანი ბალიში.

ენბრელში შემავალი აქტიური ნივთიერება – ენტანერცეპტი, მიიღება ადამიანის ორი ტიპის ცილისგან და თრგუნავს სხვა, ანთებაზე პასუხისმგებელი ცილის მოქმედებას. ენბრელს გააჩნია გარკვეულ დაავადებებთან ასოცირებული ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო მოქმედება.

ენბრელი გამოიყენება მოზრდილებში (18 წლის ასაკიდან), შემდეგი მდგომარეობიების სამკურნალოდ: სახსრების საშუალო და მძიმე ინტენსივობის ტკივილი და დეფორმაცია, რომელიც ასოცირებულია რევმატოიდულ ართრიტთან, სახსრების დაზიანებით მიმდინარე რევმატული დაავადებები ფსორიაზის მქონე პაციენტებში (ფსორიაზული ართრიტი), ხერხემლის მძიმე ანთებითი დაავადება (აქსიალური სპონდილოართრიტი) და საშუალო ან მძიმე ხარისხის ფსორიაზი, წელის სახსრების ტკივილთან ასოცირებული რევმატული დაავადება (მაანკილოზებელი სპონდილიტი). ენბრელი ინიშნება ისეთ შემთხვევბში, როდესაც ზემოხსენებული მდგომარეობების სამკურნალო, შედარებით ხშირად გამოყენებული პრეპარატები უკუნაჩვენებია ან არასაკმარისად ეფექტურია.

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, ენბრელი, ჩვეულებრივ, ინიშნება მეტოტრექსატთან ერთად. ენბრელის გამოყენება ასევე შესაძლებელია დამოუკიდებლად, როდესაც მეტოტრექსატით მკურნალობა კუნაჩვენებია. როგორც მეტოტრექსატთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად გამოყენებისას, ენბრელს შეუძლია რევმატოიდულ ართრიტთან ასოცირებული სახსრების დაზიანების პროცესის შენელება და ყოველდღიური აქტივობების შესრულების გაადვილება პაციენტისთვის.

ენბრელს ასევე შეუძლია ყოველდღიური აქტივობების შესრულების გაადვილება ფსორიაზული ართრიტის (სახსრების დაზიანებით მიმდინარე რევმატული დაავადება, რომელიც თანხლებულია ფსორიაზით) დროს.

სახსრების (მაგ. მკლავების, მაჯების და კოჭების) მრავლობითი, სიმეტრიული შეშუპებით და ტკივილით მიმდინარე დაავადების დროს, ენბრელს შეუძლია შესაბამისი სახსრების სტრუქტურილი დაზიანების პროცესის შენელება.

ბავშვებსა და მოზარდებში, ენბრელი ასევე გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალო:

უცნობი ეტიოლოგიის, სახსრების დაზიანებით მიმდინარე რევმატული დაავადებების (იუვენილური იდიოპათიური ართრიტი) შემდეგი ფორმები, როდესაც მეტოტრექსატით მკურნალობა უკუნაჩვენებია ან არასაკმარისად ეფექტურია:

პოლიართრიტი (რამდენიმე სახსრის ანთება) პაციენტებში 2 წლის ასაკიდან (რევმატოიდული ფაქტორი შესაძლოა იყოს დადებითი ან უარყოფითი) ან ოლიგოართრიტი (<4 სახსრის ანთება საწყის ეტაპზე, რასაც, დროთა განმავლობაში შესაძლოა მოყვეს დამატებითი სახსრების ჩართულობა);

ფსორიაზული ართრიტი (სახსრების დაზიანებით მიმდინარე რევმატული დაავადება, რომელიც თანხლებულია ფსორიაზით) პაციენტებში 12 წლის ასაკიდან.

ენთეზიტთან ასოცირებული ართრიტი (კუნთების ძვალთან შესახსრების წერტილების ანთება) პაციენტებში 12 წლის ასაკიდან, როდესაც, სხვა სტანდარტული სამკურნალო პრეპარატები უკუნაჩვენებია ან არასაკმარისად ეფექტურია.

მძიმე ფსორიაზი პაციენტებში 6 წლის ასაკიდან, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები (მაგ. ფოტოთერაპია ან სისტემური თერაპია (მათ შორის მეტოტრექსატით ან ციკლოსპორინით)) უკუნაჩვენებია ან არასაკმარისად ეფექტურია.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/სიხშირე:

პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ეჭვი ეპარება, რომ წესისამებრ იღებს პრეპარატს.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ენბრელის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.

პრეპარატის ეს ფორმა ინიშნება 50 მგ დოზით. 25 მგ-ანი დოზირებისთვის არსებობს ენბრელის 25 მგ-ანი ფორმაც.

გამოყენება მოზრდილებში (18 წლის ასაკიდან):

რეკომენდებულ დოზას აქსიალური სპონდილოართრიტის (ხერხემლის ანთებითი დაავადება), რევმატოიდული ართრიტის (ხასიათდება სახსრების ტკივილით და დეფორმაციით), ფსორიაზული ართრიტის (სახსრების დაზიანებით მიმდინარე რევმატული დაავადებები ფსორიაზის მქონე პაციენტებში) და მაანკილოზებელი სპონდილიტის (წელის სახსრების ტკივილთან ასოცირებული რევმატული დაავადება) დროს შეადგენს 25 მგ კვირაში ორჯერ ან 50 მგ კვირაში ერთხელ, კანქვეშა ინექციის სახით. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს პრეპარატის შეყვანის სიხშირე.

რეკომენდებულ დოზას ფოლაქისებრი ფსორიაზისთვის შეადგენს 25 მგ კვირაში ორჯერ ან 50 მგ კვირაში ერთხელ, კანქვეშა ინექციის სახით. ალტერნატიულად, საწყისი 12 კვირის განმავლობაში შესაძლებელია 50 მგ-ის შეყვანა კვირაში ორჯერ, ხოლო შემდეგ, 25 მგ კვირაში ორჯერ ან 50 მგ კვირაში ერთხელ. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას და დამატებითი პრეპარატების საჭიროებას, ენბრელის თერაპიული ეფექტურობის მიხედვით. თუ საწყისი 12 კვირის განმავლობაში მკურნალობას არ მოყვება სასურველი შედეგი, ექიმმა შესაძლოა მიიღოს ენბრელის მოხსნის გადაწყვეტილება.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე და დაავადების ტიპზე. სათანადო დოზირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება ექიმის მიერ.

პოლიართრიტი (რამდენიმე სახსრის ანთება) ან გავრცობილი ოლიგოართრიტი (<4 სახსრის ანთება საწყის ეტაპზე, რასაც, დროთა განმავლობაში შესაძლოა მოყვეს დამატებითი სახსრების ჩართულობა) პაციენტებში 2 წლის ასაკიდან; ენთეზიტთან ასოცირებული ართრიტი (კუნთების ძვალთან შესახსრების წერტილების ანთება) ან ფსორიაზული ართრიტი (სახსრების დაზიანებით მიმდინარე რევმატული დაავადება, რომელიც თანხლებულია ფსორიაზით) პაციენტებში 12 წლის ასაკიდან: 0.4 მგ/კგ, კვირაში ორჯერ, არაუმეტეს 25 მგ-სა ან 0.8 მგ/კგ, კვირაში ერთხელ, არაუმეტეს 50 მგ-სა.

ფსორიაზი პაციენტებში 6 წლის ასაკიდან: 0.8 მგ/კგ, კვირაში ერთხელ, არაუმეტეს 50 მგ-სა. თუ საწყისი 12 კვირის განმავლობაში მკურნალობას არ მოყვება სასურველი შედეგი, ექიმმა შესაძლოა მიიღოს ენბრელის მოხსნის გადაწყვეტილება.

დოზირებასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას პაციენტს გააცნობს ექიმი.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ენბრელი შეიყვანება კანქვეშა ინექციის სახით.

ენბრელის ინექციის შესახებ დეტალური ინსტრუქცია მოცემულია პუნქტში – “ენბრელი მაიქლიქის საინექციოდ მომზადების და შეყვანის სახელმძღვანელოში”. ენბრელი არ უნდა შეერიოს არცერთ სხვა პრეპარატს.

მარტივად დამახსოვრებისთვის, ენბრელის ინექციისთვის გამოყოფილი დღეები უნდა აღინიშნოს დღიურში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში:

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:

თირკმელების უკმარისობა:

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის უკმარისობა:

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ენტანერცეპტის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. ალერგიის ნიშნების, მათ შორის გულმკერდის მიდამოს შებოჭილობის, ვიზინგის, თავბრუსხვევის ან ქავილის განვითარების შემთხვევაში, ენბრელის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მიემართოს ექიმს;

სეფსისის (ინფექცია, რომელიც გავრცელებულია სისხლში) დროს ან სეფსისის რისკის არსებობის შემთხვევაში. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ესაჭიროება დამატებითი ინფორმაცია სეფსისის ნიშნების შესახებ;

ნებისმიერი სახის ინფექციის არსებობის შემთხვევაში. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ესაჭიროება დამატებითი ინფორმაცია ინექციის ნიშნების შესახებ.

ენბრელი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა, არსებობს გარკვებული მდგომარეობები, რომელთა დროსაც, ენბრელი ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით. აღნიშნული მდგომარეობები მოიცავს შემდეგს:

ალერგიული რეაქციები: ალერგიის ნიშნების, მათ შორის გულმკერდის მიდამოს შებოჭილობის, ვიზინგის, თავბრუსხვევის ან ქავილის განვითარების შემთხვევაში, ენბრელის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მიემართოს ექიმს.

ინფექცია/ქირურგიული ოპერაცია: ექიმმა შესაძლოა მოახდინოს ენბრელით მკურნალობის მონიტორინგი თუ პაციენტს დაგეგმილი აქვს ქირურგიული ოპერაცია ან აღენიშნება ახლადგანვითარებული ინფექცია.

ინფექცია/შაქრიანი დიაბეტი: პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას ან მის შვილს აღენიშნება ხშირი ინფექციები ან შაქრიანი დიაბეტი ან სხვა მდგომარეობები, რომლებიც ზრდიან ინფექციის განვითების რისკს.

ინფექცია/მოგზაურობა: პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ ახლო წარსულში უმოგზაურია ევროპის ფარგლებს გარეთ. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს თუ მას ან მის შვილს უვითარდება ინფექციის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება ან ხველა. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს ინფექციის ნიშნებზე მონიტორინგის გაგრძელება ენბრელით მკურნალობის შეწყვეტს შემდეგაც.

ტუბერკულოზი: არსებობს ცნობები ტუბერკულოზის განვითარების შესახებ ენბრელით მკურნალობის პერიოდში. ენბრელით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმი შეამოწმებს პაციენტს ტუბერკულოზის სიმპტომებსა და ნიშნებზე. კვლევები შესაძლოა მოიცავდეს გულმკერდის რენტგენოგრაფიას და ტუბერკულინის ანალიზს. პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს თუ მას ან მის შვილს ოდესმე ჰქონია დადგენილი ტუბერკულოზი ან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა ტუბერკულოზით დაავადებულ პირთან. ენბრელით მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომების (პერსისტირებადი ხველა, წონის კლება, დაღლილობა, ტემპერატურის ქვეზღვრული მომატება) განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

B ჰეპატიტი: პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას ან მის შვილს ოდესმე ჰქონია B ჰეპატიტი. ენბრელით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა უნდა ჩაატაროს B ჰეპატიტის ტესტი. ენბრელმა შესაძლოა განაპირობოს B ჰეპატიტის ვირუსის ხელახლა გააქტიურება, პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ B ჰეპატიტი. აღნიშნულ შემთხვევაში, ენბრელით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

C ჰეპატიტი: პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას ან მის შვილს აქვს C ჰეპატიტი. ინფექციის გართულების შემთხვევაში, ექიმმა შესაძლოა მიიღოს შესაბამისი ზომები.

ჰემატოლოგიური დარღვევები: პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ მას ან მის შვილს აღენიშნება ისეთი სიმპტომები ან ნიშნები, როგორიცაა პერსისტირებადი ცხელება, ყელის ტკივილი, სისხლჩაქცევები, სისხლდენა ან კანის სიფერმკრთალე. აღნიშნული შესაძლოა მიანიშნებდეს სიცოცხლისთვის საშიშ ჰემატოლოგიურ დარღვევებზე, რაც შესაძლოა საჭიროებდეს ენბრელით მკურნალობის შეწყვეტას.

დარღვევები თვალების და ნერვული სისტემის მხრივ: პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას ან მის შვილს აქვს გაფანტული სკლეროზი (ნევროლოგიური დაავადება), ოპტიკური ნევრიტი (თვალის ნერვის ანთება) ან განივი მიელიტი (ზურგის ტვინის ანთება). ექიმი განსაზღვრავს ენბრელით მკურნალობის შესაძლებლობას.

გულის შეგუბებითი უკმარისობა: პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას ან მის შვილს აქვს გულის შეგუბებითი უკმარისობა. ენბრელმა შესაძლოა გამოიწვიოს მდგომარეობის გართულება.

კიბო: პაციენტმა ენბრელით მკურნალობის დაწყებამდე უნდა აცნობოს ექიმს თუ მას აქვს ან ოდესმე ჰქონია ლიმფომა (სისხლის უჯრედების კიბოს ერთ-ერთი ფორმა) ან ნებისმიერი სხვა ტიპის სიმსივნე. ხანგრძლივი, მძიმე რევმატოიდული ართრიტის (ხასიათდება სახსრების ტკივილით და დეფორმაციებით) მქონე პაციენტებში, შესაძლებელია შედარებით მომატებული იყოს ლიმფომის განვითარების რისკი. ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც მკურნალობენ ენბრელით ან მსგავსი მოქმედების მექანიზმის მქონე სხვა პრეპარატებით, შესაძლოა მომატებული იყოს ლიმფომის ან სხვა ტიპის სიმსივნეების განვითარების რისკი. ენბრელის ან მსგავსი პრეპარატების გამოყენებისას, ზოგიერთ ბავშვს და მოზარდს განუვითარდა უჩვეულო ტიპის სიმსივნები, მათ შორის ფატალური გამოსავლის მქონე. არსებობს ცნობები ზოგიერთ პაციენტში განვითარებული მელანომის და კანის არამელანომური სიმსივნეების შესახებ. პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას ან მის შვილს აღენიშნება კანის ფერის ცვლილება ან ნებისმიერი სახის ახლადგანვითარებული წარმონაქმნი კანზე.

პაციენტებში 60 წლის ასაკიდან, რომლებიც იყენებენ ენბრელს, უნდა გაგრძელდეს საშვილოსნოს ყელის კიბოს რეგულარული სკრინინგი.

ჩუტყვავილა: პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ მას ან მის შვილს ჰქონდა ჩუტყვავილასთან კონტაქტი ენბრელით მკურნალობის პერიოდში. ექიმი გადაწყვეტს, ჩუტყვავილას პრევენციული მკურნალობის საჭიროებას.

ლატექსი: პრეპარატი მოთავსებულია მზა კალმებში, რომელთა სახურავი შეიცავს ლატექსს (მშრალი ბუნებრივი რეზინი). ლატექსის მიმართ დადგენილი ან საეჭვო ალერგიულობის არსებობის შემთხვევაში, ენბრელის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს.

ალკოჰოლთან ასოცირებული ჰეპატიტი: ენბრელი არ გამოიყენება ალკოლოლთან ასოცირებული ჰეპატიტის სამკურნალოდ. უნდა ეცნობოს ექიმს თუ ადგილი აქვს ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებას.

ვეგენერის გრანულომატოზი: ენბრელი არაეფექტურია ვეგენერის გრანულომატოზის (იშვიათი დაავადება, რომელიც იწვევს სისხლძარღვების ანთებას) მიმართ. აღნიშნული დაავადების არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს.

შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები: პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ იგი ან მისი შვილი ღებულობს შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებს. ექიმმა შესაძლოა შეამციროს შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატის დოზა ენბრელით მკურნალობის პერიოდში.

იმუნოსუპრესანტები: ენბრელის მსგავსმა პრეპარატებმა შესაძლოა შეასუსტონ ორგანიზმის დაცვითი მექანიზმები ინფექციების და სიმსივნეების მიმართ.

ბავშვებსა და მოზარდებში:L

იმუნიზაცია: შეძლებისამებრ, ყველა იმუნიზაცია უნდა დასრულდეს ენბრელით მკურნალობის დაწყებამდე. ზოგიერთი ვაქცინა, მათ შორის პოლიოვირუსის პერორალური ვაქცინა უკუნაჩვენებია ენბრელით მკურნალობის პერიოდში. ნებისმიერი ტიპის ვაქცინაციის ჩატარებამდე, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ენბრელი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში პოლიართრიტით (რამდენიმე სახსრის ანთება) და გავრცობილი ოლიგოართრიტით (<4 სახსრის ანთება საწყის ეტაპზე, რასაც, დროთა განმავლობაში შესაძლოა მოყვეს დამატებითი სახსრების ჩართულობა); 12 წლამდე ასასკის ბავშვებში ფსორიაზული ართრიტით (სახსრების დაზიანებით მიმდინარე რევმატული დაავადება, რომელიც თანხლებულია ფსორიაზით) და ენთეზიტთან ასოცირებული ართრიტით (კუნთების ძვალთან შესახსრების წერტილების ანთება); 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ფსორიაზით.

ბიოტექნოლოგიური პროდუქტების გამოყენების აღსარიცხად, პაციენტის ისტორიაში უნდა დაფიქსირდეს გამოყეებული პროდუქტის სახელწოდება და სერიული ნომერი.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.

სიფრთხილის ზომები

საშიში ინფექციის განვითარების რისკი, რასაც შეიძლება მოყვეს ლეტალური შედეგი, უფრო მაღალია >65 წ პაციენტებში.

პრეპარატის პოსტმარკეტინგის პერიოდში, პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ენბრელს, არსებობს ცნობები სხვადასხვა ტიპის სიმსივის (მათ შორის ფილტვის კიბო, ძუძუს კიბო, ლიმფომა) განვითარების შესახებ. ცნობების მიხედვით, ასევე არსებობს კავშირი სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (TNF) ანტაგონისტების გამოყენებასა და ლეიკემიების (მათ შორის მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია და ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია) განვითარების მომატებულ რისკს შორის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც ღებულობს (ან უახლოეს წარსულში ღებულობდა) ის ან მისი შვილი (მათ შორის ანაკინრა, აბატაცეპტი და სულფასალაზინი).

ენბრელი არ გამოიყენება შემდეგ მოქმედ ნივთიერებებთან ერთად:

ანაკინრა (ინიშნება რევმატოიდული ართრიტის დროს, სახსრების ტკივილის და დეფორმაციების სამკურნალოდ);

აბატაცეპტი (ინიშნება რევმატოიდული ართრიტის დროს, სახსრების ტკივილის და დეფორმაციების სამკურნალოდ).

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის პერიოდში, ენბრელი გამოიყენება მხოლოდ მკაფიო აუცილებლობისას. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან აპირებს დაორსულებას. რეპროდუქციულ ასაკში, ენბრელით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებების გამოყენება.

ორსულობის პერიოდში ენბრელის გამოყენება შესაძლოა ასოცირებული იყოს ნაყოფის ინფექციების მომატებულ რისკთან. გარდა ამისა, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში ღებულობდნენ ენბრელს ან სხვა მსგავსი ტიპის პრეპარატებს (სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის ანტაგონისტები), მომატებული იყო თანდაყოლილი მანკების რისკი (იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთა დედებიც არ ღებულობდნენ აღნიშნულ პრეპარატებს ორსულობის პერიოდში), თუმცა, კვლევაში არ იყო აღნიშნული განვითარების კონკრეტული მანკები. მეორე კვლევის მიხედვით, ორსულობის პერიოდში ენბრელის გამოყენება არ იყო ასოცირებული განვითარების მანკების მომატებულ რისკთან. ენბრელის გამოყენებამდე, მკურნალობის რისკებს და სარგებელს შეაფასებს ექიმი და მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

ბავშვებში ნებისმიერი ტიპის ვაქცინაციამდე, ექიმს ან ვაქცინაციაზე პასუხისმგებელ შესაბამის სამედიცინო პერსონალს უნდა ეცნობოს ენბრელის გამოყენების შესახებ (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. “ვაქცინაცია”).

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ენბრელით მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.

ლაქტაცია

ენბრელი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ, მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა გამოირიცხოს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ენბრელის გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე მოსალოდნელი არ არის.

მნიშნველოვანი ინფორმაცია ენბრელის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ამ სამედიცინო პროდუქტის თითოეული მლ შეიცავს <23 მგ (1 მმოლ) ნატრიუმს. ნატრიუმთან ასოცირებული მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების განვითარება მოსალოდნელი არ არის.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ენბრელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

შემაწუხებელი ან ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ენბრელით მკურნალობის პერიოდში შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება, დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;

სახის, ყელის, ხელების ან ფეხების შეშუპება;

შფოთვის ან ნერვიულობის შეგრძნება, პალპიტაცია, კანის უეცარი შეწითლება და/ან სიმხურვალის შეგრძნება კანზე;

კანის ძლიერი სიწითლე, ქავილი ან ურტიკარია (ვლინდება კანიდან ამობურცული, ქავანა, მოწითალო ან ფერმკრთალი გამონაყრით);

ზემოთ მოცემული თითოეული გვერდითი მოვლენა ძალიან საშიში ხასიათისაა. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ზემოთ მოცემული ყველა საშიში მოვლენა ვითარდება იშვიათად.

შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება, დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

საშიში ინფექციის ნიშნები, მათ შორის ხველა, ქოშინი, შემცივნება/კანკალი ან მაღალი ცხელება, რასაც თან ახლავს მხურვალე, შეწითლებული, მგრძნობიარე და მტკივნეული მიდამოები კანზე;

ჰემატოლოგიური დარღვევების ნიშნები, მათ შორის სისხლჩაქცევები, სისხლდენები ან კანის სიფერმკრთალე;

ნერვების დაზიანების ნიშნები, მათ შორის დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის ცვლილებები, თვლაების ტკივილი, სისუსტე კიდურებში;

გულის უკმარისობის სიმპტომების განვითარება ან არსებული გულის უკმარისობის დამძიმება. სიმპტომები მოიცავს ქოშინს ან ფიზიკური დატვირთვის აუტანლობას, კოჭების შეშუპებას, სისავსის შეგრძნებას კისრის ან მუცლის არეში, ქოშინს ან ხველას ღამით, ფრჩხილების ან ტუჩების მოლურჯო შეფერილობას;

კიბოსთან ასოცირებული სიმპტომები: კიბომ შესაძლოა დააზიანოს სხეულის ნებისმიერი ორგანო ან ქსოვილი, მათ შორის კანი, სისხლი და სხვ. შესაძლო სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანების ლოკაციასა და კიბოს ტიპზე და შესაძლოა მოიცავდეს წონის კლებას, ცხელებას, შეშუპებას (ტკივილით თანხლებული ან უმტკივნეული), პერსისტირებად ხველას, წარმონაქმნებს კანზე და სხვ.;

აუტოიმუნური რეაქციის სიმპტომები (როდესაც ანტისხეულებმა შესაძლოა დააზიანონ საკუთარი ჯანმრთელი ქსოვილები), მათ შორის ტკივილი, დაღლილობა, ქავილი, სუნთქვის დარღვევები, აზროვნების, შეგრძნებების ან მხედველობის დარღვევები;

წითელი მგლურას ან მგლურას მსგავსი სინდრომის ნიშნები, მათ შორის სხეულის წონის ცვლილება, პერსისტირებადი გამონაყარი, ცხელება, კუნთების ან სახსრების ტკივილი, დაღლილობა;

სისხლძარღვების ანთებასთან ასოცირებული სიმპტომები, მათ შორის ტკივილი, ცხელება, კანის სიწითლე ან სიმხურვალე, ქავილი.

გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება

ძალიან ხშირი:

ინფექციები (მათ შორის გაციება, სინუსიტი, ბრონქიტი, საშარდე გზების ინფექციები, კანის ინფექციები);

რეაქციები პრეპარატის ინექციის ადგილას (მათ შორის სისხლდენა, სისხჩაქცევა, სიწითლე, ქავილი, ტკივილი და შეშუპება). აღნიშნული ლოკალური რეაქციები ძალიან ხშირია, თუმცა, მკურნალობის საწყისი თვის შემდეგ მათი სიხშირე შედარებით იკლებს. ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნული რეაქციები ვითარდებოდა პრეპარატის ერთსა და იმავე მიდამოში შეყვანის გამო.

თავის ტკივილი.

ხშირი:

ალერგიული რეაქციები;

ცხელება;

გამონაყარი;

ქავილი;

ანტისხეულების წარმოქმნა საკუთარი ჯანმრთელი ქსოვილების წინააღმდეგ (აუტოანტისხეულების წარმოქმნა).

ნაკლებად ხშირი:

საშიში ინფექციები (მათ შორის ფილტვების ანთება, კანის ღრმა ინფექციები, სახსრების ინექციები, პარაზიტული ინფექციები, სისხლში გავრცელებული ინფექციები და ინფექციები სხეულის სხვადასხვა მიდამოში);

გულის შეგუბებითი უკმარისობის დამძიმება;

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება;

ანემია;

ანგიონევროზული შეშუპება (ალერგიით განპირობებული შეშუპება სახის და ყელის მიდამოში, კანის ლოკალური შეშუპება);

თრომბოციტების (უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში) რაოდენობის დაქვეითება სისხლში;

კანის კიბო (მელანომას გარდა);

ურტიკარია (კანიდან ამობურცული, ქავანა, მოწითალო ან ფერმკრთალი გამონაყარი);

ფსორიაზი (ახლად განვითარებული ან არსებული მდგომარეობის გართულება);

ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი;

თვალების ანთება;

სისხლძარღვების ანთება, რომლის დროსაც ზიანდება სხვადასხვა ორგანოები;

ღვიძლის ფერმენტების მომატებული რაოდენობა (ხშირია მეტოტრექსატით მკურნალობისას);

ANCA-დადებითი (დაავადების სპეციფიკური მარკერი სისხლში) ვასკულიტი;

მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი, ფაღარათი, წონის კლება ან სისხლიანი განავალი (ნაწლავების დარღვევების სიმპტომები).

იშვიათი:

ოპორტუნისტული ინფექციები (მათ შორის ლეგიონელა, ბაქტერიული, ატიპიური მიკობაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული, პარაზიტული ინექციები);

ძლიერი ალერგიული რეაქციები (მათ შორის გამოვლენილი ლოკალიზებური შეშუპებით ან ვიზინგით);

ლიმფომა (სისხლის კიბოს ტიპი);

ლეიკემია (კიბო, რომელიც წარმოიქმნება სისხლში და ძვლის ტვინში);

მელანომა (კანის კიბოს ტიპი);

ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის კომბინირებული დაქვეითება;

ნევროლოგიური დარღვევები (მათ შორის გაფანტული სკლეროზის სიმპტომების მსგავსი გამოვლინებები ან მხედველობის ნერვის ან ზურგის ტვინის ანთება);

ტუბერკულოზი;

ახლად განვითარებული გულის შეგუბებითი უკმარისობა;

გულყრები;

წითელი მგლურა ან წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი (შესაძლოა განვითარდეს პერსისტირებადი გამონაყარი, ცხელება, კუნთების ან სახსრების ტკივილი, დაღლილობა);

გამონაყარი, რასაც თან ახლავს კანის აქერცვლა და დაწყლულება;

ლიქენოიდური რეაქციები (ქავილი, მოწითალო-მოიისფრო გამონაყარი კანზე და/ან მოთეთრო/მონაცრისფრო ზოლები ლორწოვან გარსებზე);

იმუნური სისტემის დარღვევები, რაც აზიანებს ფილტვებს, კანს და ლიმფურ კვანძებს (სარკოიდოზი);

ფილტვების ანთება და დაზიანება (იშვიათია, თუმცა შესაძლოა განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც ასევე ღებულობენ მეტოტრექსატს);

ღვიძლის აუტოიმუნური ანთება (აუტოიმუნური ჰეპატიტი; ნაკლებად ხშირია პაციენტებში, რომლებიც ასევე ღებულობენ მეტოტრექსატს);

გიენ-ბარეს სინდრომი (პრიფერიული ნერვული სისტემის იმუნური გენეზის, შეძენილი ანთებითი მდგომარეობა), ქრონიკული ანთებითი მადემიელინიზირებელი პოლინეროპათია (ქრონიკული ანთებითი მდგომარეობა, რომლის დროსაც ზიანდება მრავალი ნერვი), პერიფერიული მადემიელინიზირებელი მოვლენები, მათ შორის მადემიელინიზირებელი პოლინეიროპათია და მულტიფოკალური მოტორული ნეიროპათია (პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები, რომლებიც ხასიათდება ნერვების გარსის დაზიანებით);

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (საშიში რეაქცია, რომელიც ხასიათდება კანის, პირის ღრუს, თვალების და სასქესო ორგანოების მიდამოს შეშუპებით და დაწყლულებით);

კანის საშუალო და წვრილი სისხლძარღვების ანთება (კანის ვასკულიტი).

ძალიან იშვიათი:

ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოქმნის დაქვეითება;

აპლაზიური ანემია (საშიში მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითებით);

ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (საშიში მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კანის დაწყლილებით და აშრევებით).

უცნობი სიხშირის:

მაკროფაგების ჭარბი აქტივობა, რომელიც გამნპირობებულია ანთებით (მაკროფაგების ჭარბი აქტივობის სინდრომი);

მერკელის უჯრედების კარცინომა (კანის კიბოს ტიპი);

ლისტეროზი (ინფექცია);

B ჰეპატიტის გამწვავება (ღვიძლის ინფექცია);

დერმატომიოზიტის (კუნთების ანთება და სისუსტე, რომელსაც ხშირად თან ახლავს გამონაყარი) გამწვავება;

კაპოშის სარკომა (იშვიათი ტიპის კიბო, რომელიც ასოცირებულია ადამიანის ჰერპესის ვირუსთან). კაპოშოს სარკომა უმეტესად ვლინდება კანზე მოიისფრო დაზიანებებით.

დამატებითი ინფორმაცია სპეციფიკური ასაკობრივი ჯგუფებისთვის:

ბავშვებში გვერდითი მოვლენების სიხშირე და ტიპი ზემოთ მოცემულის მსგავსია.

ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

უნებლიედ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (ერთ ჯერზე მაღალი დოზის შეყვანის ან ხანმოკლე პერიოდში ხშირი შეყვანის დროს) პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატის გარე შეფუთვა, თუნდაც ცარიელი.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას. თუ გამოტოვებულ დოზას და მომდევნო დოზას შორის ინტერვალი 1 დღეზე ნაკლებია, გამოტოვებული დოზის მიღება აღარ უნდა მოხდეს და მკურნალობა გაგრძელდეს გეგმის მიხედვით. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული მოვლენები

ენბრელით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, დაავადების სიმპტომები შესაძლოა ხელახლა განვითარდეს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ეტანერცეპტი 50 მგ

ეტანერცეპტი არის ადამიანის სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის რეცეპტორის p75-Fc შერწყმული ცილა, რომელიც წარმოიქმნება რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით ძუძუმწოვრების ექსპრესიის სისტემაში ჩინური ზაზუნის საკვერცხეებში.

დამხმარე ნივთიერებები

ნატრიუმის ქლორიდი 5,8 მგ/მლ

ნატრიუმის ფოსფატის მონობაზური დიჰიდრატი 2,9 მგ/მლ

ნატრიუმის ფოსფატის ორფუძიანი დიჰიდრატი 1.2 მგ/მლ

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ 6.1.

  • წამლის ფორმა

საინექციო ხსნარი

გამჭვირვალე ოდნავ ოპალესცენტამდე ხსნარი, უფერო ყვითელი ან ღია ყავისფერი. ხსნარი შეიძლება შეიცავდეს მცირე გამჭვირვალე ან თეთრ ცილის ნაწილაკებს.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება მაცივარში, 2-8C ტემპერატურაზე. პრეპარატი არ უნდა გაიყინოს. ინახება თავისივე კოლოფში.

ენბრელი ინახება 4 კვირის განმავლობაში < 25C ტემპერატურაზე, თუმცა მისი დაბრუნება მაცივარში არ არის დასაშვები. საჭიროა პრეპარატის გადაგდება თუ მაცივრიდან გამოღების შემდეგ მისი გამოყენება არ მოხდა 4 კვირის ვადაში. რეკომენდებულია პრეპარატის მაცივრიდან გამოღების და გადაგდების თარიღის (მაცივრიდან გამოღებიდან არაუმეტეს 4 კვირა) ჩანიშვნა.

ინექციამდე, ენბრელის ერთჯერადი გამოყენების კალამი უნდა გათბეს ოთახის ტემპერატურაზე (15-30C). დაუშვებელია პრეპარატის სხვა გზით გათბობა. აღნიშნულ პერიოდში არ უნდა მოიხსნას კალამის სახურავი. ოთახის ტემპერატურის მიღების შემდეგ, რეკომენდებულია პრეპარატის დაუყოვნებელი შეყვანა.

სინათლისგან დასაცავად, საინექციო კალამი ინახება თავისივე კოლოფში.

შეყვანამდე, ენბრელის ხსნარი უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად, კალამზე არსებულ სპეციალურ “ფანჯარაში”. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე ან მცირედ ოპალესცირებული, უფერო, მოყვითალო ან ღია მოყავისფრო. შესაძლოა შეიცავდეს თეთრი ან გამჭვირვალე, მცირე ზომის, ცილოვან ნაწილაკებს. აღნიშნული აღწერილობა დამახასიათებელია ენბრელისთვის. ენბრელის გამოყენება არ უნდა მოხდეს თუ ხნსარს შეცვლილი აქვს ფერი, შემღვრეულია ან შეიცავს ზემოთ აღწერილისგან განსხვავებულ ნაწილაკებს. პრეპარატის შესახედაობასთან დაკავშირებული საეჭვო საკითხების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს შენახვის ვადის გასვლამდე. დაუშვებელია ენბრელის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე.

დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

იმუნოსუპრესანტი, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი-ალფა (TNF-Alpha) ინჰიბიტორები

ათქ კოდი: L04AB0

სიმსივნის ნეკროზული ფაქტორი (TNF) ფუნქციონირებს როგორც დომინანტური ციტოკინი რევმატოიდულ ართრიტთან ასოცირებულ ანთებაში. TNF-ის ამაღლებული დონე ასევე აღმოჩენილია ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტების სინოვიუმსა და ფსორიაზულ ფილებში, აგრეთვე სინოვიალურ ქსოვილებში და მაანკილოზებელი სპონდილიტის მქონე პაციენტების შრატში.

დაფის ფსორიაზულ ანთებითი უჯრედების, მათ შორის T-უჯრედების ინფილტრაცია, იწვევს TNF-ის ამაღლებულ დონეს ფსორიაზულ დაზიანებებში, კანის დონეებთან შედარებით ფსორიაზული დაზიანების გარეშე. ეტანერცეპტი, როგორც TNF-ის კონკურენტული ინჰიბიტორი, აფერხებს მის შეკავშირებას უჯრედის ზედაპირის რეცეპტორებთან და აფერხებს მის ბიოლოგიურ აქტივობას. TNF და ლიმფოტოქსინი არის ანთების პრო-ციტოკინები, რომლებიც უკავშირდებიან უჯრედის ზედაპირის ორ ცალკეულ რეცეპტორს: 55 კილოდალტონს (p55) და 75 კილოდალტონს (p75) სიმსივნის ნეკროზული ფაქტორის რეცეპტორებს (TNFR). ორივე TNFR ბუნებრივად არის მემბრანასთან დაკავშირებული და ხსნადი ფორმით. ითვლება, რომ ხსნადი TNFR არეგულირებს TNF ბიოლოგიურ აქტივობას. TNF და ლიმფოტოქსინი ძირითადად ჰომოტრიმერულია და მათი ბიოლოგიური აქტივობა დამოკიდებულია მათ ჯვარედინი კავშირზე TNFR-ებთან უჯრედის ზედაპირზე. ხსნად დიმერულ რეცეპტორებს, როგორიცაა ეტანერცეპტი, აქვთ უფრო მაღალი მიდრეკილება TNF-ის მიმართ, ვიდრე მონომერული რეცეპტორები და არიან TNF-ის მაღალი კონკურენტუნარიანი ინჰიბიტორები, რომლებიც აკავშირებს მათ უჯრედულ რეცეპტორებს. გარდა ამისა, იმუნოგლობულინების Fc რეგიონის გამოყენება დიმერული რეცეპტორების სტრუქტურაში, როგორც შერწყმის სტრუქტურები, ახანგრძლივებს შრატში ეტანერცეპტის ნახევარგამოყოფის პერიოდს.

მოქმედების მექანიზმი

სახსრების პათოლოგია რევმატოიდული ართრიტისა და მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს და კანის პათოლოგია დაფის ფსორიაზის დროს ძირითადად განპირობებულია ანთების საწინააღმდეგო მოლეკულებით, რომლებსაც აკონტროლებენ TNF. ეტანერცეპტი ავლენს თავის ეფექტს კონკურენტული ინჰიბირებით TNF-ის TNFR-ებთან შეკავშირების უჯრედის ზედაპირზე, ანადგურებს მათ ბიოლოგიურ აქტივობას და ხელს უშლის TNF-დამოკიდებულ უჯრედულ პასუხებს. გარდა ამისა, ეტანერცეპტმა შეიძლება შეცვალოს ბიოლოგიური პასუხები, რომლებიც რეგულირდება TNF-ით ან კონტროლდება სხვა მოლეკულებით (მაგ., ციტოკინები, ადჰეზიური მოლეკულები ან პროტეინაზები).

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ეს ნაწილი აღწერს ოთხ რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევას რევმატოიდული ართრიტის მქონე მოზრდილებში, ერთი ფსორიაზული ართრიტის მქონე მოზრდილებში, ერთი მაანკილოზებელი სპონდილიტის მქონე მოზრდილებში. წარმოდგენილია ერთი კვლევის მონაცემები, ორი კვლევა მოზრდილებში არარადიოგრაფიული ღერძული სპონდილოართრიტით, ოთხი კვლევა მოზრდილებში დაფის ფსორიაზით, სამი კვლევა არასრულწლოვანთა იდიოპათიური ართრიტისა და ერთი კვლევა პედიატრიულ პაციენტებში დაფის ფსორიაზით.

ზრდასრული პაციენტები რევმატოიდული ართრიტით

ენბრელის ეფექტურობა შეფასებული იყო რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში. ამ კვლევამ შეაფასა 234 ზრდასრული პაციენტი აქტიური რევმატოიდული ართრიტით, რომლებსაც წარუმატებელი ჰქონდათ მკურნალობა სულ მცირე ერთი, მაგრამ არაუმეტეს ოთხი დაავადების შემცვლელი ანტირევმატული საშუალებებით (DMARDs). ენბრელი 10 მგ ან 25 მგ ან პლაცებო შეყვანილი იყო კანქვეშ კვირაში ორჯერ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ამ კონტროლირებადი კვლევის შედეგები გამოიხატა, როგორც რევმატოიდული ართრიტის პროცენტული გაუმჯობესება რევმატოლოგიის ამერიკული კოლეჯის (ACR) პასუხის კრიტერიუმების გამოყენებით. ენბრელით ნამკურნალებ პაციენტებს ჰქონდათ უფრო მაღალი ACR 20 და 50 პასუხი 3 და 6 თვეში, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი (ACR 20: Enbrel 62% და 59% 3 და 6 თვეში, პლაცებო 23% და 11%, შესაბამისად; ACR 50: Enbrel პლაცებოს წინააღმდეგ ყველა დროის მომენტში ACR 20 და ACR 50 პასუხებისთვის 3 და 6 თვეში, შესაბამისად 41% და 40%, პლაცებო 8% და 5%, შესაბამისად p<0.01). სუბიექტების დაახლოებით 15%-მა, რომლებიც იღებდნენ ენბრელს, მიაღწიეს ACR 70 პასუხს 3 თვეში და 6 თვეში, პლაცებოს ჯგუფში 5%-ზე ნაკლებთან შედარებით. კლინიკური პასუხები პაციენტებში, რომლებიც იღებენ ენბრელს, ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ და თითქმის ყოველთვის რეაგირებს 3 თვეში. დაფიქსირდა დოზა-პასუხის პროპორციულობა, ეფექტურობა 10 მგ-ით არის 25 მგ-სა და პლაცებოს შორის. აღინიშნა ენბრელის მნიშვნელოვნი უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით, როგორც ACR კრიტერიუმების, ასევე რევმატოიდული ართრიტის დაავადების აქტივობის სხვა ზომების მხრივ, რომლებიც არ შედის ACR პასუხის კრიტერიუმებში, როგორიცაა დილის რიგიდულობა. ჯანმრთელობის შეფასების კითხვარი (HAQ) ტარდებოდა კვარტალურად მთელი კვლევის განმავლობაში, რომელიც მოიცავდა ფუნქციის, აქტივობის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ზოგადი ჯანმრთელობის და ართრიტთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის მდგომარეობის დაკარგვის ქვე-დომენებს. ყველა HAQ მნიშვნელობა გაუმჯობესდა 3 და 6 თვეში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ Enbrel-ს კონტროლთან შედარებით. ართრიტის სიმპტომები ჩვეულებრივ ბრუნდება Enbrel-ის მიღების შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში. ღია ეტიკეტირების კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, მკურნალობის შეწყვეტამ 24 თვემდე, რასაც მოჰყვა ენბრელის ხელახალი გამოყენება, იწვევდა იმ პაციენტების პასუხებს, რომლებიც იღებდნენ ენბრელს მკურნალობის შეწყვეტის გარეშე. ღია ეტიკეტირების გაფართოების კვლევებში, მდგრადი პასუხები დაფიქსირდა 10 წლამდე, როდესაც პაციენტები ღებულობდნენ ენბრელს შეწყვეტის გარეშე. ენბრელის ეფექტურობა შედარებული იყო მეტოტრექსატთან რანდომიზებულ, აქტიურ კონტროლირებად კვლევაში, ბრმა რენტგენოგრაფიული შეფასებების გამოყენებით, როგორც პირველადი საბოლოო წერტილი 632 ზრდასრულ პაციენტში აქტიური რევმატოიდული ართრიტით (დაავადების ხანგრძლივობა <3 წელი), რომლებსაც არასოდეს მიუღიათ მეთოტრექსატით თერაპია. ენბრელი შეყვანილი იყო 10 მგ ან 25 მგ დოზით კანქვეშ (SC) კვირაში ორჯერ 24 თვემდე. მეტოტრექსატის დოზები გაიზარდა 7,5 მგ/კვირაში 20 მგ/კვირაში კვლევის პირველი 8 კვირის განმავლობაში და გაგრძელდა 24 თვემდე. კლინიკური გაუმჯობესება, მათ შორის მოქმედების დაწყება 2 კვირაში ენბრელი 25 მგ-ით, მსგავსი იყო წინა კვლევებში და გრძელდებოდა 24 თვემდე. პაციენტები იყვნენ საშუალო ინვალიდობით HAQ ქულებით 1.4-დან 1.5-მდე საწყის ეტაპზე. ენბრელით 25 მგ მკურნალობამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გამოიწვია 12 თვეში, პაციენტების დაახლოებით 44%-მა მიაღწია ნორმალურ HAQ ქულას (0,5-ზე ნაკლები). ეს სარგებელი შენარჩუნდა კვლევის მეორე წელს. ამ კვლევაში სტრუქტურული სახსრის დაზიანება შეფასდა რენტგენოლოგიურად და გამოიხატა როგორც ცვლილება Total Sharp Score (TSS), რომლის კომპონენტებია ეროზიის მაჩვენებელი და სახსრის სივრცის შევიწროება (JSN). ხელის/მაჯის და ფეხის რენტგენოგრაფია შეფასებული იყო საწყის ეტაპზე, 6, 12 და 24 თვეში. ენბრელის 10 მგ დოზას თანმიმდევრულად ნაკლები გავლენა ჰქონდა სტრუქტურულ დაზიანებაზე 25 მგ დოზასთან შედარებით. ენბრელი 25 მგ მნიშვნელოვნად აღემატებოდა მეთოტრექსატს ეროზიის მაჩვენებლებში 12 და 24 თვეში. განსხვავებები TSS-სა და JSN-ში მეტოტრექსატსა და ენბრელ 25 მგ-ს შორის არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. შედეგები ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

რენტგენოგრაფიული პროგრესი: ენბრელისა და მეთოტრექსატის შედარება პაციენტებში RA <3 წლის განმავლობაში

სხვა აქტიურ კონტროლირებად, ორმაგად ბრმა, რანდომიზებულ კვლევაში აქტიური რევმატოიდული ართრიტის მქონე 682 ზრდასრულ პაციენტში, რომლებშიც არ აღინიშნებოდა ადეკვატური პასუხი მინიმუმ 1 DMARD-ზე მეტოტრექსატის გარდა 6 თვიდან 20 წლამდე (საშუალო 5 წელი), დაწყებული იქნა მკურნალობა მხოლოდ ენბრელით (25 მგ კვირაში ორჯერ), რაც შედარებული იყო მარტო მეთოტრექსატის (7.5-დან 20 მგ კვირაში ერთხელ, მედიანური დოზა 20 მგ) გამოყენებასთან და ენბრელისა და მეთოტრექსატის ერთდროული კომბინაციასთან კლინიკურ ეფექტურობაზე, უსაფრთხოებაზე და რენტგენოგრაფიულ პროგრესირებაზე.

პაციენტებს ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ენბრელს მეთოტრექსატთან კომბინაციაში, აღინიშნებოდა მნიშვნელოვნად უფრო დიდი გაუმჯობესება ACR 20, ACR 50, ACR 70 პასუხებში HAQ ქულების გაუმჯობესება DAS-ით მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე პაციენტებში მონოთერაპიის თითოეულ ჯგუფში. (აღმოჩენები ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში). ენბრელის მნიშვნელოვანი უპირატესობები მეთოტრექსატთან კომბინაციაში ენბრელის მონოთერაპიისა და მეთოტრექსატის მონოთერაპიის მიმართ ასევე დაფიქსირდა 24 თვის შემდეგ.

კლინიკური ეფექტურობის შედეგები 12 თვეზე:

ენბრელის შედარება ენბრელთან, მეთოტრექსატთან და მეტოტრექსატთან კომბინაციაში RA პაციენტებში 6 თვიდან 20 წლამდე

საბოლოო წერტილი

მეტოტრექსატი

(n = 228)

ენბრელი

(n = 223)

ენბრელი + მეტოტრექსატი

(n = 231)

ACR პასუხი

ACR 20

  • 8%

65,5%

74,5%†

ACR 50

36,4%

43%

63,2%†

ACR 70

16,7%

22%

39,8%†

DAS

საწყისი ქულა b

5,5

5,7

5,5

  • კვირის ქულა b

3

3

2,3 †

რემისია c

14%

18%

37%†

HAQ

დასაწყისი

1,7

1,7

1,8

  • კვირა

1,1

1

0,8 †

a: პაციენტები, რომლებმაც არ დაასრულეს კვლევაში 12 თვე, ჩაითვალნენ არამოპასუხეებად.

b: დაავადების აქტივობის ქულის (DAS) მნიშვნელობები საშუალოა.

c: რემისია განისაზღვრა როგორც DAS<1.6.

დაწყვილებული შედარების p-მნიშვნელობები: † = p<0.05 ENBREL-ისთვის + მეთოტრექსატი მეტოტრექსატისთვის და = p<0.05 ENBREL-ისთვის + მეთოტრექსატი ENBREL-ისთვის.

რენტგენოგრაფიული პროგრესი 12 თვეზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო ენბრელის ჯგუფში, ვიდრე მეთოტრექსატის ჯგუფში, კომბინაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა რენტგენოგრაფიული პროგრესის შენელებას, ვიდრე რომელიმე მონოთერაპიას (იხ. სურათი ქვემოთ).

რენტგენოგრაფიული პროგრესი: ენბრელის, მეთოტრექსატის და ენბრელის შედარება მეთოტრექსატთან კომბინაციაში RA პაციენტებში 6 თვიდან 20 წლამდე (12 თვის შედეგები)

დაწყვილებული შედარების p-მნიშვნელობები: * = p<0.05 ENBREL-ისთვის მეტოტრექსატისთვის, † = p<0.05 ENBREL-ისთვის + მეთოტრექსატი მეტოტრექსატისთვის და = p<0.05 ENBREL-ისთვის + მეთოტრექსატი ENBREL-ისთვის.

მნიშვნელოვანი უპირატესობები ასევე დაფიქსირდა 24 თვის შემდეგ ენბრელისთვის მეთოტრექსატთან კომბინაციაში ენბრელის მონოთერაპიასთან და მეთოტრექსატის მონოთერაპიასთან შედარებით. ანალოგიურად, ენბრელის მონოთერაპიის მნიშვნელოვანი უპირატესობები მეთოტრექსატის მონოთერაპიასთან შედარებით ასევე დაფიქსირდა 24 თვის შემდეგ. ანალიზში, სადაც ყველა პაციენტი, რომელმაც რაიმე მიზეზით მიატოვა კვლევა, ჩაითვალა პროგრესირებულად, პროგრესირების გარეშე პაციენტების პროპორცია (TSS ცვლილება 0.5) 24 თვეზე უფრო მაღალი იყო ენბრელში მეტოტრექსატთან კომბინაციაში, ვიდრე მხოლოდ ენბრელთან და მეტოტრექსატთან შედარებით. (62%, 50% და 36%, შესაბამისად; p<0.05). განსხვავება მხოლოდ ენბრელსა და მარტო მეთოტრექსატს შორის ასევე მნიშვნელოვანი იყო (p<0.05). კვლევაში, პაციენტების პროპორციები, რომლებმაც დაასრულეს 24 თვიანი მკურნალობა და პროგრესი არ განიცადეს, იყო შესაბამისად 78%, 70% და 61%. ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადმა კვლევამ 420 პაციენტში აქტიური რევმატოიდული ართრიტით შეაფასა ენბრელის 50 მგ-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა კვირაში ერთხელ (ორი 25 მგ SC ინექცია). ამ კვლევაში 53 პაციენტმა მიიღო პლაცებო, 214 პაციენტმა მიიღო ენბრელი 50 მგ კვირაში ერთხელ და 153 პაციენტი იღებდა ენბრელს 25 მგ კვირაში ორჯერ. ენბრელის მკურნალობის ორივე რეჟიმის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის პროფილები მსგავსი იყო მე-8 კვირაში RA-ს ნიშნებისა და სიმპტომების თვალსაზრისით. მე-16 კვირის მონაცემებმა არ აჩვენა მსგავსება (არაარასრულფასოვნება) მკურნალობის ორ რეჟიმს შორის. ენბრელის ინექციის 50 მგ/მლ ერთჯერადი დოზა იყო ბიოექვივალენტური 25 მგ/მლ ორი ერთდროული ინექციისა.

ფსორიაზული ართრიტის მქონე ზრდასრული პაციენტები

ენბრელის ეფექტურობა შეფასებული იყო რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში ფსორიაზული ართრიტის მქონე 205 პაციენტში. პაციენტები იყვნენ 18-70 წლის და აღენიშნებათ აქტიური ფსორიაზული ართრიტის შემდეგი ფორმებიდან მინიმუმ ერთი ( 3 შეშუპებული სახსარი და 3 მტკივნეული სახსარი): (1) დისტალური ინტერფალანგეალური (DIP) ჩართულობა; (2) პოლიარტიკულური ართრიტი (რევმატოიდული კვანძების არარსებობა და ფსორიაზის არსებობა); (3) რევმატოიდული ართრიტი; (4) ასიმეტრიული ფსორიაზული ართრიტი ან (5) მაანკილოზებელი სპონდილიტი. კვლევა მოიცავდა ასევე პაციენტებს, რომლებთაც ასევე აღენიშნებოდათ დაფის ფსორიაზი, რომელიც ხასიათდება როგორც 2 სმ დიამეტრის. ასევე მოიცავდა პაციენტებს, რომლებიც ადრე იღებდნენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (86%), DMARD (80%) და კორტიკოსტეროიდებს (24%). პაციენტემბა, რომლებიც უკვე იღებდნენ მეთოტრექსატით თერაპიას (სტაბილური 2 თვე) შეძლეს მეტოტრექსატით მკურნალობის გაგრძელება 25 მგ/კვირაში ფიქსირებული დოზით. ენბრელი 25 მგ ან პლაცებო შეყვანილი იყო SC კვირაში ორჯერ (რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში დოზირების კვლევების საფუძველზე) 6 თვის განმავლობაში. ორმაგად ბრმა კვლევის დასასრულს, პაციენტებმა შეძლეს ჩართულიყვნენ ღია ეტიკეტირების გაფართოებულ კვლევაში, რომელიც სულ 2 წელი გაგრძელდა.

კლინიკური პასუხები გამოიხატება, როგორც პაციენტების პროცენტი, რომლებმაც მიაღწიეს ACR 20, 50 და 70 პასუხს და პაციენტების პროპორციას, რომლებიც აღწევენ გაუმჯობესებას ფსორიაზული ართრიტის რეაგირების კრიტერიუმებში (PsARC). შედეგები შეჯამებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტების პასუხები პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში

პაციენტების პროცენტი

პლაცებო

ენბრელიa

ფსორიაზული ართრიტის რეაქცია

n=104

n=101

ACR 20

3 თვე

15

59b

6 თვე

13

50b

ACR 50

3 თვე

4

38b

6 თვე

4

38b

ACR 70

3 თვე

0

11b

6 თვე

1

9c

PsARC

3 თვე

31

72b

6 თვე

23

70b

a: 25 მგ Enbrel SC კვირაში ორჯერ

b: p<0.001, Enbrel vs პლაცებო

c: p<0.01, Enbrel vs პლაცებო

ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტებს შორის, რომლებმაც მიიღეს ენბრელი, კლინიკური პასუხები აშკარა იყო პირველი ვიზიტის დროს (4 კვირა) და შენარჩუნდა მკურნალობის 6 თვის განმავლობაში. ენბრელი მნიშვნელოვნად უკეთესი იყო, ვიდრე პლაცებო, დაავადების აქტივობის ყველა საზომში (p<0.001) და პასუხები მსგავსი იყო მეტოტრექსატით თანმხლები თერაპიის დროს ან მის გარეშე. ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტებში ცხოვრების ხარისხი შეფასდა ყველა დროის მომენტში ფუნქციის დაკარგვის HAQ ინდექსის გამოყენებით. ფუნქციის ინდექსის დაკარგვის ქულა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ვიდრე პლაცებო პაციენტებში ფსორიაზული ართრიტით, რომლებიც მკურნალობდნენ ენბრელით ყველა დროის მომენტში (p<0.001). რენტგენოგრაფიული ცვლილებები შეფასებული იყო ფსორიაზული ართრიტის კვლევაში. ხელების და მაჯების რენტგენოგრაფია გადაღებულია საწყის ეტაპზე და 6, 12 და 24 თვეში. მოდიფიცირებული TSS 12 თვის განმავლობაში წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

ანალიზში, სადაც ყველა პაციენტი, ვინც რაიმე მიზეზით მიატოვა სწავლა, ჩაითვალა პროგრესირებულად, 12 თვეში პროგრესირების გარეშე (TSS ცვლილება 0.5) პაციენტების წილი უფრო მაღალი იყო ენბრელის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (73% და 47%, შესაბამისად; p0.001). ენბრელის ეფექტი რენტგენოგრაფიულ პროგრესირებაზე შენარჩუნდა პაციენტებში, რომლებმაც განაგრძეს მკურნალობა მეორე წლის განმავლობაში. პერიფერიული სახსრის დაზიანების შენელება დაფიქსირდა პაციენტებში პოლიარტიკულური სიმეტრიული სახსრის ჩართულობით.

საშუალო (SE) წლიური ცვლილება საბაზისოდან მთლიან მკვეთრ ქულაში

პლაცებო

ეტანერცეპტი

ხანგრძლივობა

(n=104)

(n=101)

12 თვე

1 (0,29)

  • 0,03 (0,09) a

SE = სტანდარტული შეცდომა

a: p=0.0001

ენბრელით მკურნალობამ გამოიწვია ფიზიკური ფუნქციის გაუმჯობესება ორმაგად ბრმა პერიოდში და ეს სარგებელი შენარჩუნდა გრძელვადიან მკურნალობაზე, რომელიც გაგრძელდა 2 წლამდე.

არ არის საკმარისი მტკიცებულება ენბრელის ეფექტურობის შესახებ პაციენტებში მაანკილოზებელი სპონდილიტის მსგავსი და მუტილანური ტიპის ართრიტის ფსორიაზული ართროპათიით, შესწავლილი პაციენტების მცირე რაოდენობის გამო.

არ ჩატარებულა კვლევები ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტებში 50 მგ დოზით კვირაში ერთხელ. ამ პაციენტთა პოპულაციაში კვირაში ერთხელ დოზის მტკიცებულება ეფუძნება მაანკილოზებელი სპონდილიტის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებს.

ზრდასრული პაციენტები მაანკილოზებელი სპონდილიტით

ენბრელის ეფექტურობა შეფასებული იყო 3 რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა კვლევაში, რომლებიც ადარებდნენ ენბრელის 25 მგ კვირაში ორჯერ პლაცებოსთან.

სულ ჩართული იყო 401 პაციენტი, რომელთაგან 203 მკურნალობდა Enbrel-ით. ამ კვლევებიდან ყველაზე დიდში (n=277) შეფასებული იყო 18-70 წლის პაციენტები აქტიური მაანკილოზებელი სპონდილიტით. აქტიური AS განისაზღვრა, როგორც ვიზუალური ანალოგური სკალის (VAS) ქულა 30 დილის სიმძიმის საშუალო ხანგრძლივობისა და სიმძიმისთვის, VAS ქულებით 30 შემდეგი 3 პარამეტრიდან მინიმუმ ორისთვის: პაციენტის გლობალური შეფასება, საშუალო VAS ქულები ღამის და მთლიანი ზურგის ტკივილისთვის და აბაზანის მაანკილოზებელი სპონდილიტის ფუნქციური საშუალო 10 შეკითხვა ინდექსში საშუალო (Bath Ankylosing Spondylitis Functional Index (BASFI)). პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ DMARD-ებს, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს ან კორტიკოსტეროიდებს, შეძლეს ამ პრეპარატების გაგრძელება სტაბილური დოზებით. პაციენტები, რომელთა ხერხემალი მთლიანად ანკილოზირებული იყო, გამორიცხული იყვნენ კვლევისგან. 138 პაციენტმა მიიღო 25 მგ ენბრელი (რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში დოზის დადგენის კვლევებზე დაყრდნობით) ან პლაცებო კანქვეშ კვირაში ორჯერ 6 თვის განმავლობაში.

ეფექტურობის პირველადი საზომი (ASAS 20) არის 20% გაუმჯობესება 4 ASAS კრიტერიუმიდან მინიმუმ 3-ში (პაციენტის გლობალური შეფასება, ზურგის ტკივილი, BASFI და ანთება) და სხვა კრიტერიუმებში არ გაუარესება. იგივე კრიტერიუმები იქნა გამოყენებული, როგორც 50% და 70% გაუმჯობესება ASAS 50 და 70 პასუხებში, შესაბამისად.

პლაცებოსთან შედარებით, ენბრელთან მკურნალობამ განაპირობა ASAS 20, ASAS 50 და ASAS 70 გაუმჯობესება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ.

მაანკილოზებელი სპონდილიტის მქონე პაციენტების პასუხები პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში

პაციენტების პროცენტი

მაანკილოზებელი სპონდილიტის პასუხი

პლაცებო

N=139

ენბრელი

N=138

ASAS 20

2 კვირა

22

46a

3 თვე

27

60 a

6 თვე

23

58 a

ASAS 50

2 კვირა

7

24 a

3 თვე

13

45 a

6 თვე

10

42 a

ASAS 70

2 კვირა

2

12 b

3 თვე

7

29 b

6 თვე

5

28b

a: p<0.001, ენბრელი vs პლაცებო

b: p=0.002, ენბრელი vs პლაცებო

მაანკილოზებელი სპონდილიტის მქონე პაციენტებს შორის, რომლებიც იღებდნენ ენბრელს, კლინიკური პასუხები აშკარა იყო პირველი ვიზიტის დროს (2 კვირა) და შენარჩუნებული იყო მკურნალობის 6 თვის განმავლობაში. პასუხები მსგავსი იყო პაციენტებში დამატებითი თერაპიის მქონე ან მის გარეშე საწყის ეტაპზე.

მსგავსი დასკვნები იქნა მიღებული მაანკილოზებელი სპონდილიტის 2 მცირე კვლევაში.

მეოთხე კვლევაში, რომელიც იყო ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 356 პაციენტი აქტიური მაანკილოზებელი სპონდილიტით, შედარებული იქნა 50 მგ ენბრელი კვირაში ერთხელ და 25 მგ ენბრელის უსაფრთხოება და ეფექტურობა კვირაში ორჯერ გამოყენებისას. 50 მგ კვირაში ერთხელ და 25 მგ კვირაში ორჯერ პროფილების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის პროფილები მსგავსი იყო.

არარადიოგრაფიული ღერძული სპონდილოართრიტის მქონე მოზრდილები

კვლევა 1

ენბრელის ეფექტურობა პაციენტებში არარადიოგრაფიული ღერძული სპონდილოართრიტით (nr-AxSpA) შეფასდა 12-კვირიან, რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში. კვლევაში, შეფასებული იქნა 215 ზრდასრული (შეცვლილი ITT განზრახული მკურნალობა) აქტიური nr-AxSpA (18-49 წლის) პაციენტი, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ASAS კლასიფიკაციის კრიტერიუმებს ღერძული სპონდილოართრიტისთვის, მაგრამ არ აკმაყოფილებდნენ AS-ის შეცვლილ ნიუ-იორკის კრიტერიუმებს. პაციენტებს ასევე უნდა ჰქონოდათ არაადეკვატური პასუხი ან შეუწყნარებლობა ორ ან მეტ არასტეროიდულ საშუალებებზე. ორმაგად ბრმა პერიოდის განმავლობაში პაციენტები იღებდნენ ენბრელს 50 მგ ან პლაცებოს კვირაში ერთხელ 12 კვირის განმავლობაში. პირველადი ეფექტურობის საზომი (ASAS 40) იყო 40%-ით გაუმჯობესება ოთხი ASAS კრიტერიუმიდან სულ მცირე სამში და არ გაუარესდა დანარჩენ ერთ კრიტერიუმში. ორმაგად ბრმა პერიოდს მოჰყვა ღია პერიოდი, რომელშიც ყველა პაციენტი იღებდა 50 მგ ენბრელს კვირაში დამატებით 92 კვირამდე. საკრალური სახსრისა და ხერხემლის MRI შედეგები გამოკვლეული იყო ანთების შესაფასებლად საწყის ეტაპზე და 12 და 104 კვირაში.

Enbrel-ით მკურნალობამ გამოიწვია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ASAS 40, ASAS 20 და ASAS 5/6 პლაცებოსთან შედარებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა ASAS ნაწილობრივი რემისიის და BASDAI 50-ისთვის. მე-12 კვირის შედეგები ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

ეფექტურობის პასუხი პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში nr-AxSpA: პაციენტების პროცენტი, რომლებიც აღწევენ საბოლოო წერტილებს .

ორმაგად ბრმა კლინიკური პასუხები მე-12 კვირაში

პლაცებო

N=106-დან 109-მდე*

ენბრელი

N=103-დან 105-მდე*

ASAS**40

15,7

32,4b

ASAS 20

36,1

52,4c

ASAS 5/6

10,4

33a

ASAS ნაწილობრივი რემისია

11,9

24,8c

BASDAI***50

23,9

43,8b

  • ზოგიერთმა პაციენტმა არ მოგვაწოდა სრული მონაცემები ყველა საბოლოო წერტილისთვის.
  • *ASAS = სპონდილოართრიტის შეფასების საერთაშორისო საზოგადოება
  • ** BASDAI = აბაზანის მაანკილოზებელი სპონდილიტის დაავადების აქტივობის ინდექსი

a: p<0.001, b:<0.01 და c:<0.05, Enbrel-სა და პლაცებოს შორის, შესაბამისად

პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს ენბრელი მე-12 კვირას, ჰქონდათ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება SPARCC (კანადის სპონდილოართრიტის კვლევის კონსორციუმი) საკრალური სახსრისთვის, რომელიც გაზომილია MRI-ით. მორგებული საშუალო ცვლილება საწყისიდან იყო 3.8 (n=95) ენბრელით ნამკურნალევ პაციენტებში და 0.8 (n=105) პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებში (p<0.001). საშუალო ცვლილება საწყისიდან MRI-ით გაზომილი SPARCC ქულაში ყველა პაციენტისთვის, რომლებიც მკურნალობდნენ ენბრელით 104 კვირაში იყო 4.64 (n=153) საკრალური სახსრისთვის და 1.40 …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ენბრელი® მაიქლიქ® 50 მგ/მლ კანქვეშ შესაყვანი ხსნარი მზა საინექციო კალამში

სტერილური

შეიყვანება კანქვეშ.

აქტიური ნივთიერება: ენტანერცეპტი 50 მგ.

დამხმარე ნივთიერება(ები): საქაროზა, ნატრიუმის ქლორიდი, L-არგინინის ჰიდროქლორიდი, ნატრიუმის ფოსფატის ერთფუძიანი დიჰიდრატი, ნატრიუმის ფოსფატის ორფუძიანი დიჰიდრატი, საინექციო წყალი.

q პრეპარატი წარმოადგენს დამატებითი მონიტორინგის საგანს, რაც უზრუნვეყლოფს მისი უსაფრთხოების შესახებ უწყვეტი ინფორმაციის მოპოვებას. პაციენტს შეუძლია ხელი შეუწყოს აღნიშნულს გვერდითი მოვლენების შეტყობინებით. გვერდითი მოვლენების შეტყობინების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია მე-4 ნაწილში.

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.

კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული წესით. დაუშვებელია რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის გამოყენება.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ენბრელი და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ენბრელის გამოყენებამდე

ენბრელის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ენბრელის შენახვის წესი

სათაურები მოცემულია.

რას წარმოადგენს ენბრელი და რისთვის გამოიყენება ის

ენბრელი შეფუთულია კოლოფებში. თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 2, 4 ან 12 მზა საინექციო კალამი და შესაბამისად 2, 4 ან 12 სპირტიანი ბალიში.

ენბრელში შემავალი აქტიური ნივთიერება – ენტანერცეპტი, მიიღება ადამიანის ორი ტიპის ცილისგან და თრგუნავს სხვა, ანთებაზე პასუხისმგებელი ცილის მოქმედებას. ენბრელს გააჩნია გარკვეულ დაავადებებთან ასოცირებული ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო მოქმედება.

ენბრელი გამოიყენება მოზრდილებში (18 წლის ასაკიდან), შემდეგი მდგომარეობიების სამკურნალოდ: სახსრების საშუალო და მძიმე ინტენსივობის ტკივილი და დეფორმაცია, რომელიც ასოცირებულია რევმატოიდულ ართრიტთან, სახსრების დაზიანებით მიმდინარე რევმატული დაავადებები ფსორიაზის მქონე პაციენტებში (ფსორიაზული ართრიტი), ხერხემლის მძიმე ანთებითი დაავადება (აქსიალური სპონდილოართრიტი) და საშუალო ან მძიმე ხარისხის ფსორიაზი, წელის სახსრების ტკივილთან ასოცირებული რევმატული დაავადება (მაანკილოზებელი სპონდილიტი). ენბრელი ინიშნება ისეთ შემთხვევბში, როდესაც ზემოხსენებული მდგომარეობების სამკურნალო, შედარებით ხშირად გამოყენებული პრეპარატები უკუნაჩვენებია ან არასაკმარისად ეფექტურია.

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, ენბრელი, ჩვეულებრივ, ინიშნება მეტოტრექსატთან ერთად. ენბრელის გამოყენება ასევე შესაძლებელია დამოუკიდებლად, როდესაც მეტოტრექსატით მკურნალობა კუნაჩვენებია. როგორც მეტოტრექსატთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად გამოყენებისას, ენბრელს შეუძლია რევმატოიდულ ართრიტთან ასოცირებული სახსრების დაზიანების პროცესის შენელება და ყოველდღიური აქტივობების შესრულების გაადვილება პაციენტისთვის.

ენბრელს ასევე შეუძლია ყოველდღიური აქტივობების შესრულების გაადვილება ფსორიაზული ართრიტის (სახსრების დაზიანებით მიმდინარე რევმატული დაავადება, რომელიც თანხლებულია ფსორიაზით) დროს.

სახსრების (მაგ. მკლავების, მაჯების და კოჭების) მრავლობითი, სიმეტრიული შეშუპებით და ტკივილით მიმდინარე დაავადების დროს, ენბრელს შეუძლია შესაბამისი სახსრების სტრუქტურილი დაზიანების პროცესის შენელება.

ბავშვებსა და მოზარდებში, ენბრელი ასევე გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალო:

უცნობი ეტიოლოგიის, სახსრების დაზიანებით მიმდინარე რევმატული დაავადებების (იუვენილური იდიოპათიური ართრიტი) შემდეგი ფორმები, როდესაც მეტოტრექსატით მკურნალობა უკუნაჩვენებია ან არასაკმარისად ეფექტურია:

პოლიართრიტი (რამდენიმე სახსრის ანთება) პაციენტებში 2 წლის ასაკიდან (რევმატოიდული ფაქტორი შესაძლოა იყოს დადებითი ან უარყოფითი) ან ოლიგოართრიტი (<4 სახსრის ანთება საწყის ეტაპზე, რასაც, დროთა განმავლობაში შესაძლოა მოყვეს დამატებითი სახსრების ჩართულობა);

ფსორიაზული ართრიტი (სახსრების დაზიანებით მიმდინარე რევმატული დაავადება, რომელიც თანხლებულია ფსორიაზით) პაციენტებში 12 წლის ასაკიდან.

ენთეზიტთან ასოცირებული ართრიტი (კუნთების ძვალთან შესახსრების წერტილების ანთება) პაციენტებში 12 წლის ასაკიდან, როდესაც, სხვა სტანდარტული სამკურნალო პრეპარატები უკუნაჩვენებია ან არასაკმარისად ეფექტურია.

მძიმე ფსორიაზი პაციენტებში 6 წლის ასაკიდან, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები (მაგ. ფოტოთერაპია ან სისტემური თერაპია (მათ შორის მეტოტრექსატით ან ციკლოსპორინით)) უკუნაჩვენებია ან არასაკმარისად ეფექტურია.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა ენბრელის გამოყენებამდე

საშიში ინფექციის განვითარების რისკი, რასაც შეიძლება მოყვეს ლეტალური შედეგი, უფრო მაღალია >65 წ პაციენტებში.

პრეპარატის პოსტმარკეტინგის პერიოდში, პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ენბრელს, არსებობს ცნობები სხვადასხვა ტიპის სიმსივის (მათ შორის ფილტვის კიბო, ძუძუს კიბო, ლიმფომა) განვითარების შესახებ. ცნობების მიხედვით, ასევე არსებობს კავშირი სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (TNF) ანტაგონისტების გამოყენებასა და ლეიკემიების (მათ შორის მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია და ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია) განვითარების მომატებულ რისკს შორის.

ენბრელი არ გამოიყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია ენტანერცეპტის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. ალერგიის ნიშნების, მათ შორის გულმკერდის მიდამოს შებოჭილობის, ვიზინგის, თავბრუსხვევის ან ქავილის განვითარების შემთხვევაში, ენბრელის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მიემართოს ექიმს;

სეფსისის (ინფექცია, რომელიც გავრცელებულია სისხლში) დროს ან სეფსისის რისკის არსებობის შემთხვევაში. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ესაჭიროება დამატებითი ინფორმაცია სეფსისის ნიშნების შესახებ;

ნებისმიერი სახის ინფექციის არსებობის შემთხვევაში. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ესაჭიროება დამატებითი ინფორმაცია ინექციის ნიშნების შესახებ.

ენბრელი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა, არსებობს გარკვებული მდგომარეობები, რომელთა დროსაც, ენბრელი ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით. აღნიშნული მდგომარეობები მოიცავს შემდეგს:

ალერგიული რეაქციები: ალერგიის ნიშნების, მათ შორის გულმკერდის მიდამოს შებოჭილობის, ვიზინგის, თავბრუსხვევის ან ქავილის განვითარების შემთხვევაში, ენბრელის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მიემართოს ექიმს.

ინფექცია/ქირურგიული ოპერაცია: ექიმმა შესაძლოა მოახდინოს ენბრელით მკურნალობის მონიტორინგი თუ პაციენტს დაგეგმილი აქვს ქირურგიული ოპერაცია ან აღენიშნება ახლადგანვითარებული ინფექცია.

ინფექცია/შაქრიანი დიაბეტი: პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას ან მის შვილს აღენიშნება ხშირი ინფექციები ან შაქრიანი დიაბეტი ან სხვა მდგომარეობები, რომლებიც ზრდიან ინფექციის განვითების რისკს.

ინფექცია/მოგზაურობა: პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ ახლო წარსულში უმოგზაურია ევროპის ფარგლებს გარეთ. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს თუ მას ან მის შვილს უვითარდება ინფექციის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება ან ხველა. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს ინფექციის ნიშნებზე მონიტორინგის გაგრძელება ენბრელით მკურნალობის შეწყვეტს შემდეგაც.

ტუბერკულოზი: არსებობს ცნობები ტუბერკულოზის განვითარების შესახებ ენბრელით მკურნალობის პერიოდში. ენბრელით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმი შეამოწმებს პაციენტს ტუბერკულოზის სიმპტომებსა და ნიშნებზე. კვლევები შესაძლოა მოიცავდეს გულმკერდის რენტგენოგრაფიას და ტუბერკულინის ანალიზს. პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს თუ მას ან მის შვილს ოდესმე ჰქონია დადგენილი ტუბერკულოზი ან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა ტუბერკულოზით დაავადებულ პირთან. ენბრელით მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომების (პერსისტირებადი ხველა, წონის კლება, დაღლილობა, ტემპერატურის ქვეზღვრული მომატება) განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

B ჰეპატიტი: პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას ან მის შვილს ოდესმე ჰქონია B ჰეპატიტი. ენბრელით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა უნდა ჩაატაროს B ჰეპატიტის ტესტი. ენბრელმა შესაძლოა განაპირობოს B ჰეპატიტის ვირუსის ხელახლა გააქტიურება, პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ B ჰეპატიტი. აღნიშნულ შემთხვევაში, ენბრელით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

C ჰეპატიტი: პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას ან მის შვილს აქვს C ჰეპატიტი. ინფექციის გართულების შემთხვევაში, ექიმმა შესაძლოა მიიღოს შესაბამისი ზომები.

ჰემატოლოგიური დარღვევები: პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ მას ან მის შვილს აღენიშნება ისეთი სიმპტომები ან ნიშნები, როგორიცაა პერსისტირებადი ცხელება, ყელის ტკივილი, სისხლჩაქცევები, სისხლდენა ან კანის სიფერმკრთალე. აღნიშნული შესაძლოა მიანიშნებდეს სიცოცხლისთვის საშიშ ჰემატოლოგიურ დარღვევებზე, რაც შესაძლოა საჭიროებდეს ენბრელით მკურნალობის შეწყვეტას.

დარღვევები თვალების და ნერვული სისტემის მხრივ: პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას ან მის შვილს აქვს გაფანტული სკლეროზი (ნევროლოგიური დაავადება), ოპტიკური ნევრიტი (თვალის ნერვის ანთება) ან განივი მიელიტი (ზურგის ტვინის ანთება). ექიმი განსაზღვრავს ენბრელით მკურნალობის შესაძლებლობას.

გულის შეგუბებითი უკმარისობა: პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას ან მის შვილს აქვს გულის შეგუბებითი უკმარისობა. ენბრელმა შესაძლოა გამოიწვიოს მდგომარეობის გართულება.

კიბო: პაციენტმა ენბრელით მკურნალობის დაწყებამდე უნდა აცნობოს ექიმს თუ მას აქვს ან ოდესმე ჰქონია ლიმფომა (სისხლის უჯრედების კიბოს ერთ-ერთი ფორმა) ან ნებისმიერი სხვა ტიპის სიმსივნე. ხანგრძლივი, მძიმე რევმატოიდული ართრიტის (ხასიათდება სახსრების ტკივილით და დეფორმაციებით) მქონე პაციენტებში, შესაძლებელია შედარებით მომატებული იყოს ლიმფომის განვითარების რისკი. ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც მკურნალობენ ენბრელით ან მსგავსი მოქმედების მექანიზმის მქონე სხვა პრეპარატებით, შესაძლოა მომატებული იყოს ლიმფომის ან სხვა ტიპის სიმსივნეების განვითარების რისკი. ენბრელის ან მსგავსი პრეპარატების გამოყენებისას, ზოგიერთ ბავშვს და მოზარდს განუვითარდა უჩვეულო ტიპის სიმსივნები, მათ შორის ფატალური გამოსავლის მქონე. არსებობს ცნობები ზოგიერთ პაციენტში განვითარებული მელანომის და კანის არამელანომური სიმსივნეების შესახებ. პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას ან მის შვილს აღენიშნება კანის ფერის ცვლილება ან ნებისმიერი სახის ახლადგანვითარებული წარმონაქმნი კანზე.

პაციენტებში 60 წლის ასაკიდან, რომლებიც იყენებენ ენბრელს, უნდა გაგრძელდეს საშვილოსნოს ყელის კიბოს რეგულარული სკრინინგი.

ჩუტყვავილა: პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ მას ან მის შვილს ჰქონდა ჩუტყვავილასთან კონტაქტი ენბრელით მკურნალობის პერიოდში. ექიმი გადაწყვეტს, ჩუტყვავილას პრევენციული მკურნალობის საჭიროებას.

ლატექსი: პრეპარატი მოთავსებულია მზა კალმებში, რომელთა სახურავი შეიცავს ლატექსს (მშრალი ბუნებრივი რეზინი). ლატექსის მიმართ დადგენილი ან საეჭვო ალერგიულობის არსებობის შემთხვევაში, ენბრელის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს.

ალკოჰოლთან ასოცირებული ჰეპატიტი: ენბრელი არ გამოიყენება ალკოლოლთან ასოცირებული ჰეპატიტის სამკურნალოდ. უნდა ეცნობოს ექიმს თუ ადგილი აქვს ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებას.

ვეგენერის გრანულომატოზი: ენბრელი არაეფექტურია ვეგენერის გრანულომატოზის (იშვიათი დაავადება, რომელიც იწვევს სისხლძარღვების ანთებას) მიმართ. აღნიშნული დაავადების არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს.

შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები: პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ იგი ან მისი შვილი ღებულობს შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებს. ექიმმა შესაძლოა შეამციროს შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატის დოზა ენბრელით მკურნალობის პერიოდში.

იმუნოსუპრესანტები: ენბრელის მსგავსმა პრეპარატებმა შესაძლოა შეასუსტონ ორგანიზმის დაცვითი მექანიზმები ინფექციების და სიმსივნეების მიმართ.

ბავშვებსა და მოზარდებში:L

იმუნიზაცია: შეძლებისამებრ, ყველა იმუნიზაცია უნდა დასრულდეს ენბრელით მკურნალობის დაწყებამდე. ზოგიერთი ვაქცინა, მათ შორის პოლიოვირუსის პერორალური ვაქცინა უკუნაჩვენებია ენბრელით მკურნალობის პერიოდში. ნებისმიერი ტიპის ვაქცინაციის ჩატარებამდე, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ენბრელი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში პოლიართრიტით (რამდენიმე სახსრის ანთება) და გავრცობილი ოლიგოართრიტით (<4 სახსრის ანთება საწყის ეტაპზე, რასაც, დროთა განმავლობაში შესაძლოა მოყვეს დამატებითი სახსრების ჩართულობა); 12 წლამდე ასასკის ბავშვებში ფსორიაზული ართრიტით (სახსრების დაზიანებით მიმდინარე რევმატული დაავადება, რომელიც თანხლებულია ფსორიაზით) და ენთეზიტთან ასოცირებული ართრიტით (კუნთების ძვალთან შესახსრების წერტილების ანთება); 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ფსორიაზით.

ბიოტექნოლოგიური პროდუქტების გამოყენების აღსარიცხად, პაციენტის ისტორიაში უნდა დაფიქსირდეს გამოყეებული პროდუქტის სახელწოდება და სერიული ნომერი.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

ენბრელის გამოყენება დასაშვებია როგორც საკვებთან ერთად ასევე მის გარეშე.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის პერიოდში, ენბრელი გამოიყენება მხოლოდ მკაფიო აუცილებლობისას. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან აპირებს დაორსულებას. რეპროდუქციულ ასაკში, ენბრელით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებების გამოყენება.

ორსულობის პერიოდში ენბრელის გამოყენება შესაძლოა ასოცირებული იყოს ნაყოფის ინფექციების მომატებულ რისკთან. გარდა ამისა, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში ღებულობდნენ ენბრელს ან სხვა მსგავსი ტიპის პრეპარატებს (სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის ანტაგონისტები), მომატებული იყო თანდაყოლილი მანკების რისკი (იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთა დედებიც არ ღებულობდნენ აღნიშნულ პრეპარატებს ორსულობის პერიოდში), თუმცა, კვლევაში არ იყო აღნიშნული განვითარების კონკრეტული მანკები. მეორე კვლევის მიხედვით, ორსულობის პერიოდში ენბრელის გამოყენება არ იყო ასოცირებული განვითარების მანკების მომატებულ რისკთან. ენბრელის გამოყენებამდე, მკურნალობის რისკებს და სარგებელს შეაფასებს ექიმი და მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

ბავშვებში ნებისმიერი ტიპის ვაქცინაციამდე, ექიმს ან ვაქცინაციაზე პასუხისმგებელ შესაბამის სამედიცინო პერსონალს უნდა ეცნობოს ენბრელის გამოყენების შესახებ (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. “ვაქცინაცია”).

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ენბრელით მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ენბრელი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ, მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა გამოირიცხოს.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

ენბრელის გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე მოსალოდნელი არ არის.

მნიშნველოვანი ინფორმაცია ენბრელის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ამ სამედიცინო პროდუქტის თითოეული მლ შეიცავს <23 მგ (1 მმოლ) ნატრიუმს. ნატრიუმთან ასოცირებული მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების განვითარება მოსალოდნელი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც ღებულობს (ან უახლოეს წარსულში ღებულობდა) ის ან მისი შვილი (მათ შორის ანაკინრა, აბატაცეპტი და სულფასალაზინი).

ენბრელი არ გამოიყენება შემდეგ მოქმედ ნივთიერებებთან ერთად:

ანაკინრა (ინიშნება რევმატოიდული ართრიტის დროს, სახსრების ტკივილის და დეფორმაციების სამკურნალოდ);

აბატაცეპტი (ინიშნება რევმატოიდული ართრიტის დროს, სახსრების ტკივილის და დეფორმაციების სამკურნალოდ).

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

  • ენბრელის გამოყენების წესი

სწორი გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/სიხშირე:

პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ეჭვი ეპარება, რომ წესისამებრ იღებს პრეპარატს.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ენბრელის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.

პრეპარატის ეს ფორმა ინიშნება 50 მგ დოზით. 25 მგ-ანი დოზირებისთვის არსებობს ენბრელის 25 მგ-ანი ფორმაც.

გამოყენება მოზრდილებში (18 წლის ასაკიდან):

რეკომენდებულ დოზას აქსიალური სპონდილოართრიტის (ხერხემლის ანთებითი დაავადება), რევმატოიდული ართრიტის (ხასიათდება სახსრების ტკივილით და დეფორმაციით), ფსორიაზული ართრიტის (სახსრების დაზიანებით მიმდინარე რევმატული დაავადებები ფსორიაზის მქონე პაციენტებში) და მაანკილოზებელი სპონდილიტის (წელის სახსრების ტკივილთან ასოცირებული რევმატული დაავადება) დროს შეადგენს 25 მგ კვირაში ორჯერ ან 50 მგ კვირაში ერთხელ, კანქვეშა ინექციის სახით. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს პრეპარატის შეყვანის სიხშირე.

რეკომენდებულ დოზას ფოლაქისებრი ფსორიაზისთვის შეადგენს 25 მგ კვირაში ორჯერ ან 50 მგ კვირაში ერთხელ, კანქვეშა ინექციის სახით. ალტერნატიულად, საწყისი 12 კვირის განმავლობაში შესაძლებელია 50 მგ-ის შეყვანა კვირაში ორჯერ, ხოლო შემდეგ, 25 მგ კვირაში ორჯერ ან 50 მგ კვირაში ერთხელ. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას და დამატებითი პრეპარატების საჭიროებას, ენბრელის თერაპიული ეფექტურობის მიხედვით. თუ საწყისი 12 კვირის განმავლობაში მკურნალობას არ მოყვება სასურველი შედეგი, ექიმმა შესაძლოა მიიღოს ენბრელის მოხსნის გადაწყვეტილება.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე და დაავადების ტიპზე. სათანადო დოზირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება ექიმის მიერ.

პოლიართრიტი (რამდენიმე სახსრის ანთება) ან გავრცობილი ოლიგოართრიტი (<4 სახსრის ანთება საწყის ეტაპზე, რასაც, დროთა განმავლობაში შესაძლოა მოყვეს დამატებითი სახსრების ჩართულობა) პაციენტებში 2 წლის ასაკიდან; ენთეზიტთან ასოცირებული ართრიტი (კუნთების ძვალთან შესახსრების წერტილების ანთება) ან ფსორიაზული ართრიტი (სახსრების დაზიანებით მიმდინარე რევმატული დაავადება, რომელიც თანხლებულია ფსორიაზით) პაციენტებში 12 წლის ასაკიდან: 0.4 მგ/კგ, კვირაში ორჯერ, არაუმეტეს 25 მგ-სა ან 0.8 მგ/კგ, კვირაში ერთხელ, არაუმეტეს 50 მგ-სა.

ფსორიაზი პაციენტებში 6 წლის ასაკიდან: 0.8 მგ/კგ, კვირაში ერთხელ, არაუმეტეს 50 მგ-სა. თუ საწყისი 12 კვირის განმავლობაში მკურნალობას არ მოყვება სასურველი შედეგი, ექიმმა შესაძლოა მიიღოს ენბრელის მოხსნის გადაწყვეტილება.

დოზირებასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას პაციენტს გააცნობს ექიმი.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ენბრელი შეიყვანება კანქვეშა ინექციის სახით.

ენბრელის ინექციის შესახებ დეტალური ინსტრუქცია მოცემულია პუნქტში – “ენბრელი მაიქლიქის საინექციოდ მომზადების და შეყვანის სახელმძღვანელოში”. ენბრელი არ უნდა შეერიოს არცერთ სხვა პრეპარატს.

მარტივად დამახსოვრებისთვის, ენბრელის ინექციისთვის გამოყოფილი დღეები უნდა აღინიშნოს დღიურში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში:

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:

თირკმელების უკმარისობა:

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის უკმარისობა:

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ენბრელის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

უნებლიედ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (ერთ ჯერზე მაღალი დოზის შეყვანის ან ხანმოკლე პერიოდში ხშირი შეყვანის დროს) პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატის გარე შეფუთვა, თუნდაც ცარიელი.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას. თუ გამოტოვებულ დოზას და მომდევნო დოზას შორის ინტერვალი 1 დღეზე ნაკლებია, გამოტოვებული დოზის მიღება აღარ უნდა მოხდეს და მკურნალობა გაგრძელდეს გეგმის მიხედვით. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული მოვლენები

ენბრელით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, დაავადების სიმპტომები შესაძლოა ხელახლა განვითარდეს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ენბრელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

შემაწუხებელი ან ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ენბრელით მკურნალობის პერიოდში შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება, დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;

სახის, ყელის, ხელების ან ფეხების შეშუპება;

შფოთვის ან ნერვიულობის შეგრძნება, პალპიტაცია, კანის უეცარი შეწითლება და/ან სიმხურვალის შეგრძნება კანზე;

კანის ძლიერი სიწითლე, ქავილი ან ურტიკარია (ვლინდება კანიდან ამობურცული, ქავანა, მოწითალო ან ფერმკრთალი გამონაყრით);

ზემოთ მოცემული თითოეული გვერდითი მოვლენა ძალიან საშიში ხასიათისაა. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ზემოთ მოცემული ყველა საშიში მოვლენა ვითარდება იშვიათად.

შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება, დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

საშიში ინფექციის ნიშნები, მათ შორის ხველა, ქოშინი, შემცივნება/კანკალი ან მაღალი ცხელება, რასაც თან ახლავს მხურვალე, შეწითლებული, მგრძნობიარე და მტკივნეული მიდამოები კანზე;

ჰემატოლოგიური დარღვევების ნიშნები, მათ შორის სისხლჩაქცევები, სისხლდენები ან კანის სიფერმკრთალე;

ნერვების დაზიანების ნიშნები, მათ შორის დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის ცვლილებები, თვლაების ტკივილი, სისუსტე კიდურებში;

გულის უკმარისობის სიმპტომების განვითარება ან არსებული გულის უკმარისობის დამძიმება. სიმპტომები მოიცავს ქოშინს ან ფიზიკური დატვირთვის აუტანლობას, კოჭების შეშუპებას, სისავსის შეგრძნებას კისრის ან მუცლის არეში, ქოშინს ან ხველას ღამით, ფრჩხილების ან ტუჩების მოლურჯო შეფერილობას;

კიბოსთან ასოცირებული სიმპტომები: კიბომ შესაძლოა დააზიანოს სხეულის ნებისმიერი ორგანო ან ქსოვილი, მათ შორის კანი, სისხლი და სხვ. შესაძლო სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანების ლოკაციასა და კიბოს ტიპზე და შესაძლოა მოიცავდეს წონის კლებას, ცხელებას, შეშუპებას (ტკივილით თანხლებული ან უმტკივნეული), პერსისტირებად ხველას, წარმონაქმნებს კანზე და სხვ.;

აუტოიმუნური რეაქციის სიმპტომები (როდესაც ანტისხეულებმა შესაძლოა დააზიანონ საკუთარი ჯანმრთელი ქსოვილები), მათ შორის ტკივილი, დაღლილობა, ქავილი, სუნთქვის დარღვევები, აზროვნების, შეგრძნებების ან მხედველობის დარღვევები;

წითელი მგლურას ან მგლურას მსგავსი სინდრომის ნიშნები, მათ შორის სხეულის წონის ცვლილება, პერსისტირებადი გამონაყარი, ცხელება, კუნთების ან სახსრების ტკივილი, დაღლილობა;

სისხლძარღვების ანთებასთან ასოცირებული სიმპტომები, მათ შორის ტკივილი, ცხელება, კანის სიწითლე ან სიმხურვალე, ქავილი.

გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება

ძალიან ხშირი:

ინფექციები (მათ შორის გაციება, სინუსიტი, ბრონქიტი, საშარდე გზების ინფექციები, კანის ინფექციები);

რეაქციები პრეპარატის ინექციის ადგილას (მათ შორის სისხლდენა, სისხჩაქცევა, სიწითლე, ქავილი, ტკივილი და შეშუპება). აღნიშნული ლოკალური რეაქციები ძალიან ხშირია, თუმცა, მკურნალობის საწყისი თვის შემდეგ მათი სიხშირე შედარებით იკლებს. ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნული რეაქციები ვითარდებოდა პრეპარატის ერთსა და იმავე მიდამოში შეყვანის გამო.

თავის ტკივილი.

ხშირი:

ალერგიული რეაქციები;

ცხელება;

გამონაყარი;

ქავილი;

ანტისხეულების წარმოქმნა საკუთარი ჯანმრთელი ქსოვილების წინააღმდეგ (აუტოანტისხეულების წარმოქმნა).

ნაკლებად ხშირი:

საშიში ინფექციები (მათ შორის ფილტვების ანთება, კანის ღრმა ინფექციები, სახსრების ინექციები, პარაზიტული ინფექციები, სისხლში გავრცელებული ინფექციები და ინფექციები სხეულის სხვადასხვა მიდამოში);

გულის შეგუბებითი უკმარისობის დამძიმება;

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება;

ანემია;

ანგიონევროზული შეშუპება (ალერგიით განპირობებული შეშუპება სახის და ყელის მიდამოში, კანის ლოკალური შეშუპება);

თრომბოციტების (უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში) რაოდენობის დაქვეითება სისხლში;

კანის კიბო (მელანომას გარდა);

ურტიკარია (კანიდან ამობურცული, ქავანა, მოწითალო ან ფერმკრთალი გამონაყარი);

ფსორიაზი (ახლად განვითარებული ან არსებული მდგომარეობის გართულება);

ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი;

თვალების ანთება;

სისხლძარღვების ანთება, რომლის დროსაც ზიანდება სხვადასხვა ორგანოები;

ღვიძლის ფერმენტების მომატებული რაოდენობა (ხშირია მეტოტრექსატით მკურნალობისას);

ANCA-დადებითი (დაავადების სპეციფიკური მარკერი სისხლში) ვასკულიტი;

მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი, ფაღარათი, წონის კლება ან სისხლიანი განავალი (ნაწლავების დარღვევების სიმპტომები).

იშვიათი:

ოპორტუნისტული ინფექციები (მათ შორის ლეგიონელა, ბაქტერიული, ატიპიური მიკობაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული, პარაზიტული ინექციები);

ძლიერი ალერგიული რეაქციები (მათ შორის გამოვლენილი ლოკალიზებური შეშუპებით ან ვიზინგით);

ლიმფომა (სისხლის კიბოს ტიპი);

ლეიკემია (კიბო, რომელიც წარმოიქმნება სისხლში და ძვლის ტვინში);

მელანომა (კანის კიბოს ტიპი);

ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის კომბინირებული დაქვეითება;

ნევროლოგიური დარღვევები (მათ შორის გაფანტული სკლეროზის სიმპტომების მსგავსი გამოვლინებები ან მხედველობის ნერვის ან ზურგის ტვინის ანთება);

ტუბერკულოზი;

ახლად განვითარებული გულის შეგუბებითი უკმარისობა;

გულყრები;

წითელი მგლურა ან წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი (შესაძლოა განვითარდეს პერსისტირებადი გამონაყარი, ცხელება, კუნთების ან სახსრების ტკივილი, დაღლილობა);

გამონაყარი, რასაც თან ახლავს კანის აქერცვლა და დაწყლულება;

ლიქენოიდური რეაქციები (ქავილი, მოწითალო-მოიისფრო გამონაყარი კანზე და/ან მოთეთრო/მონაცრისფრო ზოლები ლორწოვან გარსებზე);

იმუნური სისტემის დარღვევები, რაც აზიანებს ფილტვებს, კანს და ლიმფურ კვანძებს (სარკოიდოზი);

ფილტვების ანთება და დაზიანება (იშვიათია, თუმცა შესაძლოა განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც ასევე ღებულობენ მეტოტრექსატს);

ღვიძლის აუტოიმუნური ანთება (აუტოიმუნური ჰეპატიტი; ნაკლებად ხშირია პაციენტებში, რომლებიც ასევე ღებულობენ მეტოტრექსატს);

გიენ-ბარეს სინდრომი (პრიფერიული ნერვული სისტემის იმუნური გენეზის, შეძენილი ანთებითი მდგომარეობა), ქრონიკული ანთებითი მადემიელინიზირებელი პოლინეროპათია (ქრონიკული ანთებითი მდგომარეობა, რომლის დროსაც ზიანდება მრავალი ნერვი), პერიფერიული მადემიელინიზირებელი მოვლენები, მათ შორის მადემიელინიზირებელი პოლინეიროპათია და მულტიფოკალური მოტორული ნეიროპათია (პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები, რომლებიც ხასიათდება ნერვების გარსის დაზიანებით);

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (საშიში რეაქცია, რომელიც ხასიათდება კანის, პირის ღრუს, თვალების და სასქესო ორგანოების მიდამოს შეშუპებით და დაწყლულებით);

კანის საშუალო და წვრილი სისხლძარღვების ანთება (კანის ვასკულიტი).

ძალიან იშვიათი:

ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოქმნის დაქვეითება;

აპლაზიური ანემია (საშიში მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითებით);

ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (საშიში მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კანის დაწყლილებით და აშრევებით).

უცნობი სიხშირის:

მაკროფაგების ჭარბი აქტივობა, რომელიც გამნპირობებულია ანთებით (მაკროფაგების ჭარბი აქტივობის სინდრომი);

მერკელის უჯრედების კარცინომა (კანის კიბოს ტიპი);

ლისტეროზი (ინფექცია);

B ჰეპატიტის გამწვავება (ღვიძლის ინფექცია);

დერმატომიოზიტის (კუნთების ანთება და სისუსტე, რომელსაც ხშირად თან ახლავს გამონაყარი) გამწვავება;

კაპოშის სარკომა (იშვიათი ტიპის კიბო, რომელიც ასოცირებულია ადამიანის ჰერპესის ვირუსთან). კაპოშოს სარკომა უმეტესად ვლინდება კანზე მოიისფრო დაზიანებებით.

დამატებითი ინფორმაცია სპეციფიკური ასაკობრივი ჯგუფებისთვის:

ბავშვებში გვერდითი მოვლენების სიხშირე და ტიპი ზემოთ მოცემულის მსგავსია.

ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

  • ენბრელის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება მაცივარში, 2-8C ტემპერატურაზე. პრეპარატი არ უნდა გაიყინოს. ინახება თავისივე კოლოფში.

ენბრელი ინახება 4 კვირის განმავლობაში < 25C ტემპერატურაზე, თუმცა მისი დაბრუნება მაცივარში არ არის დასაშვები. საჭიროა პრეპარატის გადაგდება თუ მაცივრიდან გამოღების შემდეგ მისი გამოყენება არ მოხდა 4 კვირის ვადაში. რეკომენდებულია პრეპარატის მაცივრიდან გამოღების და გადაგდების თარიღის (მაცივრიდან გამოღებიდან არაუმეტეს 4 კვირა) ჩანიშვნა.

ინექციამდე, ენბრელის ერთჯერადი გამოყენების კალამი უნდა გათბეს ოთახის ტემპერატურაზე (15-30C). დაუშვებელია პრეპარატის სხვა გზით გათბობა. აღნიშნულ პერიოდში არ უნდა მოიხსნას კალამის სახურავი. ოთახის ტემპერატურის მიღების შემდეგ, რეკომენდებულია პრეპარატის დაუყოვნებელი შეყვანა.

სინათლისგან დასაცავად, საინექციო კალამი ინახება თავისივე კოლოფში.

შეყვანამდე, ენბრელის ხსნარი უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად, კალამზე არსებულ სპეციალურ “ფანჯარაში”. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე ან მცირედ ოპალესცირებული, უფერო, მოყვითალო ან ღია მოყავისფრო. შესაძლოა შეიცავდეს თეთრი ან გამჭვირვალე, მცირე ზომის, ცილოვან ნაწილაკებს. აღნიშნული აღწერილობა დამახასიათებელია ენბრელისთვის. ენბრელის გამოყენება არ უნდა მოხდეს თუ ხნსარს შეცვლილი აქვს ფერი, შემღვრეულია ან შეიცავს ზემოთ აღწერილისგან განსხვავებულ ნაწილაკებს. პრეპარატის შესახედაობასთან დაკავშირებული საეჭვო საკითხების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს შენახვის ვადის გასვლამდე. დაუშვებელია ენბრელის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე.

დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Pfizer PFE İlaçları A.Ş. სისლი/სტამბული

წარმოების ადგილი:

Vetter Pharma Fertigung GmbH&Co. KG. ლანგერანგენი/გერმანია

Pfizer Manufacturing Belgium NV, Rijksweg 12 2870 პურსი, ბელგია

ინსტურქციის დამტკიცების თარიღი: 08.04.2022

ენბრელი® მაიქლიქ®-ის საინექციოდ მომზადების და შეყვანის სახელმძღვანელო

ეტაპი 1: საინექციოდ მომზადება

ეტაპი 2: საინექციო მიდამოს შერჩევა

ეტაპი 3: ენბრელი® მაიქლიქ®-ის შეყვანა (ინექცია)

ეტაპი 4: გამოყენებული კალმის უტილიზაცია

შესავალი

ქვემოთ მოცემულია ენბრელის საინექციოდ მომზადების და შეყვანის ინსტრუქცია. საჭიროა ინსტრუქციის დაკვირვებით წაკითხვა და მისი ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლა. მკურნალი ექიმი ან ექთანი გააცნობს პაციენტს პრეპარატის თვითინექციის ინსტრუქციას. ასევე, პაციენტს შეეძლება პრეპარატის ინექცია ბავშვისთვის. ენბრელი მაიქლიქ-ის კალმის გამოყენება არ უნდა მოხდეს თუ პაციენტი სრულად არ არის გათვითცნობიერებული მისი გამოყენების წესში. პრეპარატის ინექციის წესის შესახებ ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ექთანს. ენბრელი არ უნდა შეერიოს არცერთ სხვა პრეპარატს.

სურათი 1: ენბრელი® მაიქლიქ® 50 მგ/მლ კანქვეშ შესაყვანი ხსნარი მზა საინექციო კალამში

ეტაპი 1: ენბრელის ინექციისთვის მომზადება

  • შეარჩიეთ სუფთა, კარგად განათებული, ბრტყელი ზედაპირი.
  • მოაგროვეთ ინექციისთვის საჭირო ყველა ნივთი და დაალაგეთ ისინი შერჩეულ ზედაპირზე.

ა) ერთი მაიქლიქ® მზა საინექციო კალამი და ერთი სპირტიანი ბალიში (აღნიშნული ნივთები მოთავსებული იქნება პრეპარატის კოლოფში, რომელიც უნდა ინახებოდეს მაცივარში). კალამი არ უნდა შეინჯღრეს.

ბ) ერთი ბამბის რგოლი ან ბინტის ნაჭერი.

  • შეამოწმეთ შენახვის ვადა (თთ/წწწწ) კალამზე. თუ შენახვის ვადა გასულია, არ გამოიყენოთ კალამი და დაუკავშირდით თქვენ ფარმაცევტს დახმარებისთვის.
  • შეყვანამდე, ვიზუალურად დაათვალიერეთ ენბრელის ხსნარი, კალამზე არსებულ სპეციალურ გამჭვირვალე “ფანჯარაში”. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე ან მცირედ ოპალესცირებული, უფერო, მოყვითალო ან ღია მოყავისფრო. შესაძლოა შეიცავდეს თეთრი ან გამჭვირვალე, მცირე ზომის, ცილოვან ნაწილაკებს. აღნიშნული აღწერილობა დამახასიათებელია ენბრელისთვის. ენბრელის გამოყენება არ უნდა მოხდეს თუ ხნსარს შეცვლილი აქვს ფერი, შემღვრეულია ან შეიცავს ზემოთ აღწერილისგან განსხვავებულ ნაწილაკებს. პრეპარატის შესახედაობასთან დაკავშირებული საეჭვო საკითხების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • დატოვეთ ნემსის თეთრი სახურავი თავის ადგილას და მოიცადეთ დაახ. 15-30 წუთი, სანამ კალამში არსებული ენბრელის ხსნარი მიაღწევს ოთახის ტემპერატურას. აღნიშნული ინექციას ხდის უფრო კომფორტულს პაცინეტისთვის. დაუშვებელია პრეპარატის გათბობა ნებისმიერი სხვა მეთოდით. კალამი ყოველთვის უნდა იყოს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სანამ კალამში არსებული ხსნარი მიაღწევს ოთახის ტემპერატურას, წაიკითხეთ მე-2 ეტაპში მოცემული ინფორმაცია (ქვემოთ) და შეარჩიეთ საინექციო მიდამო.

ეტაპი 2: საინექციო მიდამოს შერჩევა (იხ. მე-2 დიაგრამა)

  • რეკომენდებულია საინექციოდ შეირჩეს ბარძაყის წინა ზედაპირის შუა ნაწილი. სურვილისამებრ, ალტერნატიული საინექციო მიდამო შესაძლოა იყოს მუცლის არე, თუმცა, პრეპარატის შეყვანა არ უნდა მოხდეს ჭიპის გარშემო 5 სმ-ანი რადიუსით. თუ ინექციას ახორციელებს მეორე პირი, შესაძლოა შეირჩეს მკლავების ზედა გარე ნაწილიც.

დიაგრამა 2

  • ყოველი მომდევნო ინექცია უნდა განხორციელდეს წინა საინექციო მიდამოდან არაუმცერს 3 სმ-იანი დაშორებით. ინექცია არ უნდა განხორციელდეს მგრძნობიარე, მტკივნეულ, დალურჯებულ ან გამაგრებულ მიდამოში. მოერიდეთ ნაწიბურებს და სტრიებს. (უმჯობესია ყოველი წინა ინექციის მიდამოს ჩანიშვნა).
  • ფსორიაზის არსებობისას, პრეპარატის შეყვანა არ უნდა მოხდეს კანიდან წამოწეულ, შესიებულ, წითელ ან ქერცლოვან მიდამოში.

ეტაპი 3: ენბრელის ხსნარის ინექცია

  • კალამში არსებული ხსნარის ოთახის ტემპერატურაზე დაახ. 15-30 წუთის გაჩერების შემდეგ, დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით.
  • გაწმინდეთ საინექციო მიდამო სპირტიანი ბალიშის წრიული მოძრაობით და დაელოდეთ გაშრობას. არ შეეხოთ საინექციო მიდამოს პრეპარატის შეყვანამდე.
  • აიღეთ კალამი და მოხსენით ნემსის თეთრი სახურავი მისი პირდაპირი გამოწევით (იხ. მე-3 დიაგრამა). კალამში არსებული ნემსის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, არ მოხაროთ ნემსის თეთრი სახურავი მოხსნის პროცესში და არ გაუკეთოთ უკან უკვე მოხსნილი სახურავი. ნემსის სახურავის მოხსნის შემდეგ, დაინახავთ ნემსის იისფერ დამცავ ფარს, რომელიც ნემსზე მცირედით გრძელია. აქტივირებამდე, ნემსი იქნება დაცულ მდგომარეობაში. დაუშვებელია კალმის გამოყენება თუ ნემსის სახურავი არის მომძვრალი.

დიაგრამა 3

  • თავისუფალი ხელის ცერი და საჩვენებელი თითებით ნაზად გადაჭიმეთ საინექციო მიდამო, რათა გაადვილდეს პრეპარატის შეყვანა.
  • დაიჭირეთ კალამი იმგვარად, რომ კალამს და საინექციო მიდამოს შორის შეიქმნას 90 გრადუსიანი კუთხე. მჭიდროდ დააჭირეთ კანს კალმის გახსნილი ბოლო, იმგვარად, რომ ნემსის დამცავი ფარი სრულად შევიდეს კალამში. კანი მცირედით ჩაიწნიქება (იხ. მე-4 დიაგრამა). კალმის აქტივირება დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნემსის დამცავი ფარი სრულად შევა კალამში.

დიაგრამა 4

  • როდესაც კალამი გიჭირავთ იმგვარად, რომ ნემსის დამცავი ფარი სრულად არის შესული კალამში, შუაში დააჭირეთ კალმის ზემოთ არსებულ მწვანე ღილაკს ცერი თითით, რათა დაიწყოთ ინექცია (იხ. მე-5 დიაგრამა). ღილაკის შუაში დაჭერისას გაიგებთ ‘ტკაცუნის (CLICK)” ხმას. გეჭიროთ კალამი კანზე მჭიდროდ მიჭერილ მდგომარეობაში, სანამ გაიგებთ მეორე “ტკაცუნის” ხმას ან სანამ პირველი “ტკაცუნიდან” გავა 10 წამი (რომელიც მოხდება პირველი).

შენიშვნა – თუ ინექცია არ იწყება ზემოთ აღწერილი მეთოდით, მიაბჯინეთ კალამი კანს უფრო ძლიერად და ხელახლა დააჭირეთ მწვანე ღილაკს.

დიაგრამა 5

  • მეორე “ტკაცუნის” გაგონებისას (ან პირველი “ტკაცუნიდან” 10 წამის გასვლის შემდეგ), ინექცია დასრულდება (იხ. მე-6 დიაგრამა), რის შემდეგაც შეგიძლიათ აწიოთ კალამი კანიდან (იხ. მე-7 დიაგრამა). კალამის აწევისას, ნემსის დამცავი იისფერი საფარი ავტომატურად გადმოიწევს და დაფარავს ნემსს.
  • ამ ეტაპზე, კალმის საინსპექციო “ფანჯარა” სრულად მიიღებს იისფერ შეფერილობას, რაც დაადასტურებს ინექციის სწორ დასრულებას (იხ. მე-8 დიაგრამა). თუ “ფანჯარა” არ არის მთლიანად იისფერი, დახმარებისთვის დაუკავშირდით თქვენ ექთანს ან ფარმაცევტს, რადგან ენბრელის ინექცია შესაძლოა მოხდა არასრულად. არ ცადოთ კალმის ხელახლა გამოყენება და ექთანთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე არ გამოიყენოთ ახალი კალამი.

დიაგრამა 8

  • თუ ინექციის ადგილას შეამჩნევთ სისხლის წვეთს, დააჭირეთ შესაბამის მიდამოს ბამბის რგოლით ან ბინტით 10 წამის განმავლობაში. დაუშვებელია საინექციო მიდამოს დაზელვა.

ეტაპი 4: მაიქლიქ® კალმის უტილიზაცია

თითოეული კალამი გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად. გამოყენებული კალმის უტილიზაცია უნდა მოხდეს ექიმის, ექთნის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. დაუშვებელია კალმის თავსახურის ხელახლა დამაგრება.

ნებისმიერი დამატებითი კითხვისთვის უნდა მიემართოს ენბრელის გამოყენების გამოცდილების მქონე ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა