პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები

ეზოფლუქსი

EZOFLUX®

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადკვიპროსი
რისთვის გამოიყენება

გულისრევისა და ღებინების სიმპტომების შემსუბუქება.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დომპერიდონი (domperidone)
ფორმა და შეფუთვა
10მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
MEDOCHEMIE LTD (Factory AZ), კვიპროსი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, პროპულსივები
ATC კოდი
A03FA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-042266
რეგისტრირებულია
24 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 24 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
MEDOCHEMIE LTD (კვიპროსი)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაეზოფლუქსი და სხვა წამალი ერთად

ეზოფლუქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გულისრევისა და ღებინების სიმპტომების შემსუბუქება.

მიღების წესი და დოზირება

ეზოფლუქსის გამოყენება უნდა მოხდეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით უმოკლესი ხანგრძლივობით, რაც აუცილებელია გულისრევისა და ღებინების აღსაკვეთად.

მოზრდილები და მოზარდები (12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები, სხეულის წონით 35 კგ. ან მეტი)

ერთი 10 მგ ტაბლეტი სამჯერ დღეში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ეზოფლუქსი უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევის დროს (იხილეთ 4.3. პუნქტი). თუმცა, ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის შემთხვევაში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილეთ 5.2. პუნქტი).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ვინაიდან, დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს, განმეორებითი დოზის მიღებისას, ეზოფლუქსის მიღების სიხშირე უნდა შემცირდეს დღეში ერთხელ ან ორჯერ, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, აგრეთვე შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

მიღების წესი

ეზოფლუქსის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე. ჭამის შემდეგ მიღების შემთხვევაში, წამლის შეწოვა გარკვეულწილად ფერხდება.

მიიღეთ დანიშნული დოზა დანიშნულ დროს. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, დაიცადეთ და ტაბლეტი მიიღეთ დანიშნულ დროს. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ კვირას.

უკუჩვენებები

დომპერიდონი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1. პუნქტში მითითებული რომელიმე შემავსებლების მიმართ.

პროლაქტინომა-ჰიპოფიზის სიმსივნე.

კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, ობსტრუქცია ან პერფორაცია.

ღვიძლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა (იხ. 5.2. პუნქტი).

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის გამტარობის დარღვევა, განსაკუთრებით გახანგრძლივებული QT ინტერვალი, პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მნიშვნელოვანი ელექტროლიტური დისბალანსი ან ძირითადი გულის დაავადები, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა (იხ. 4.4. პუნქტი).

ერთდროული გამოყენება მედიკამენტებთან, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, გარდა აპომორფინისა (იხ. 4.4. და 4.5. პუნქტები).

ერთდროული გამოყენება ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად (მიუხედავად მათი QT ინტერვალის გახანგრძლივების ეფექტისა) (იხ.4.5. პუნქტი).

სიფრთხილის ზომები

ეზოფლუქსის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ზემოაღნიშნული დოზებით (იხ.4.2. პუნქტი).

პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ პერსისტული პოსტპრანდიალური სიმპტომები და სჭირდებათ დომპერიდონის უწყვეტი მიღება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა მიმართონ ექიმს.

გულისრევისა და ღებინების 48 საათზე მეტი ხნით გახანგრძლივების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ ეზოფლუქსი არ არის რეკომენდებული ზღვის ავადმყოფობის სამკურნალოდ.

ლევოდოპასთან ერთად მიღება

მიუხედავად იმისა, რომ ლევოდოპას დოზის კორექცია არ არის საჭირო, ლევოდოპას კონცენტრაციის მომატება პლაზმაში (მაქს. 30-40%) დაფიქსირდა დომპერიდონის ლევოდოპასთან ერთად მიღებისას. იხ.4.5. პუნქტი.

ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება

მოერიდეთ პერორალური გამოყენების კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან ან სხვა ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად მიღებას, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (იხ.4.5. პუნქტი).

გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

დომპერიდონის გამოყენება დაკავშირებულია ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან.

პოსტმარკეტინგული მონიტორინგის დროს, QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (Torsade de Pointes) ძალიან იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დომპერიდონს. აღნიშნული მოიცავდა პაციენტებს სხვადასხვა რისკ-ფაქტორით, ელექტროლიტური დარღვევებით და რომლებიც ღებულობდნენ სხვა მედიკამენტებს (იხ.4.8. პუნქტი).

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ დომპერიდონის გამოყენება დაკავშირებულია სერიოზული პარკუჭოვანი არითმიისა და უეცარი კარდიული სიკვდილის გაზრდილ რისკთან (იხ.4.8. პუნქტი). აღნიშნული რისკი შეიძლება გაიზარდოს 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებენ დღეში 30მგ-ზე დიდ დოზას, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, ან CYP3A4 ინჰიბიტორებს.

ზრდასრულებსა და ბავშვებში დომპერიდონი უნდა დაინიშნოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.

დომპერიდონი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულის გამტარობის დარღვევა, განსაკუთრებით, გახანგრძლივებული QT ინტერვალი, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მნიშვნელოვანი ელექტროლიტური დისბალანსი (ჰიპოკალემია, ჰიპერკალემია, ჰიპომაგნემია), ან ბრადიკარდია, ან ძირითადი გულის დაავადები, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა პარკუჭოვანი არითმიის გაზრდილი რისკის გამო (იხ. 4.3. პუნქტი).

ცნობილია, რომ ელექტროლიტური დარღვევები (ჰიპოკალემია, ჰიპერკალემია, ჰიპომაგნემია) ან ბრადიკარდია წარმოადგენს პროარითმიული მოქმედების რისკის ზრდის წინაპირობას.

გულის არითმიასთან დაკავშირებული ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია დომპერიდონით მკურნალობის შეწყვეტა და სამედიცინო კონსულტაცია.

პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი იმის თაობაზე, რომ კარდიალური სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუკავშირდნენ ექიმს.

აპომორფინთან ერთად გამოყენება

დომპერიდონის გამოყენება უკუნაჩვენებია იმ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, მათ შორის აპომორფინთან ერთად, თუ აპომორფინთან ერთად მიღების სარგებელი არ აღემატება რისკს და მხოლოდ აპომორფინის პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელ ანგარიშში (SmPC) მითითებული უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით. იხილეთ აპომორფინის SmPC.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს. განმეორებითი დოზის მიღებისას, დომპერიდონის მიღების სიხშირე უნდა შემცირდეს დღეში ერთხელ ან ორჯერ, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, აგრეთვე შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დომპერიდონი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A4-ის მეშვეობით.

in vitro მონაცემების მიხედვით, იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ, რომლებიც მნიშვნელოვნად აინჰიბირებენ ამ ფერმენტს, შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში დომპერიდონის დონის მატება.

ცალკეული in vivo ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების კვლევების მიხედვით, ჯანმრთელ სუბიექტებში პერორალურ კეტოკონაზოლთან ან პერორალურ ერითრომიცინთან ერთად გამოყენებისას დადასტურდა, რომ აღნიშნული პრეპარატები მნიშვნელოვნად თრგუნავს CYP3A4-ით გაშუალებულ დომპერიდონის პირველი გავლის მეტაბოლიზმს.

დომპერიდონის 10 მგ პერორალური დოზის ოთხჯერ დღეში და კეტოკონაზოლის 200 მგ ორჯერ დღეში კომბინაციის მიღებისას, QT ინტერვალის გახანგრძლივება დაკვირვების პერიოდში საშუალოდ შეადგენდა 9.8 მწმ-ს, დროის გარკვეულ მომენტებში 1.2-17.5 მწმ ცვლილებით.

დომპერიდონის 10 მგ ოთხჯერ დღეში და ერითრომიცინის 500მგ პერორალური დოზის სამჯერ დღეში კომბინაციის მიღებისას QT ინტერვალი დაკვირვების პერიოდში გაიზარდა საშუალოდ 9.9 მწმ-ით, დროის გარკვეულ მომენტებში 1.6-14.3 მწმ ცვლილებით. დომპერიდონის როგორც Cmax, ასევე AUC მაჩვენებლები წონასწორულ მდგომარეობაში გაიზარდა დაახლოებით სამჯერ თითოეულ ამ ურთიერთქმედების კვლევაში. აღნიშნულ კვლევებში, მხოლოდ დომპერიდონის 10 მგ პერორალური დოზის ოთხჯერ დღეში მიღებამ გამოიწვია QT ინტერვალის გახანგრძლივება საშუალოდ 1.6 მწმ-ით (კეტოკონაზოლის კვლევა) და 2,5 მწმ-ით (ერითრომიცინის კვლევა), ხოლო ეტოკონაზოლის მონოთერაპიისას (200 მგ ორჯერ დღეში) და ერითრომიცინის მონოთერაპიისას (500 მგ სამჯერ დღეში) დაფიქსირდა QT ინტერვალის გახანგრძლივება, შესაბამისად, 3.8 და 4.9 მწმ-ით, დაკვირვების პერიოდში.

არსებობს QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი ფარმაკოდინამიკური და/ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების გამო.

ლევოდოპა: ლევოდოპას პლაზმური კონცენტრაციის მომატება (მაქს. 30-40%). იხილეთ 4.4. პუნქტი.

უკუნაჩვენებია შემდეგ ნივთიერებებთან ერთად გამოყენება :

მედიკამენტები, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს

IA კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგ., დიზოპირამიდი, ჰიდროქინიდინი, ქინიდინი)

III კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგ., ამიოდარონი, დოფეტილიდი, დრონედარონი, იბუტილიდი, სოტალოლი)

ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ., ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი, სერტინდოლი)

ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (მაგ., ციტალოპრამი, ესციტალოპრამი)

გარკვეული ანტიბიოტიკები (მაგ., ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპირამიცინი)

ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება (მაგ., პენტამიდინი)

ზოგიერთი მალარიის საწინააღმდეგო საშუალება (განსაკუთრებით ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი)

ზოგიერთი კუჭ-ნაწლავის სამკურნალო მედიკამენტეი (მაგ. ციზაპრიდი, დოლასეტრონი, პრუკალოპრიდი)

ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება (მაგ., მეკიტაზინი, მიზოლასტინი)

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კიბოს დროს (მაგ., ტორემიფენი, ვანდეტანიბი, ვინკამინი)

ზოგიერთი სხვა მედიკამენტი (მაგ., ბეპრიდილი, დიფემანილი, მეტადონი)

აპომორფინი, თუ აპომორფინთან ერთად მიღების სარგებელი არ აღემატება რისკს და მხოლოდ აპომორფინის პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელ ანგარიშში (SmPC) მითითებული უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით. იხილეთ აპომორფინის SmPC.

(იხილეთ 4.3 პუნქტი)

ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორები (მიუხედავად მათი QT ინტერვალის გახანგრძლივების ეფექტისა), როგორიცაა:

პროტეაზას ინჰიბიტორები

სისტემური მოქმედების აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები

ზოგიერთი მაკროლიდი (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი და ტელითრომიცინი)

(იხ. 4.3 პუნქტი).

არ არის რეკომენდებული შემდეგ ნივთიერებებთან ერთად გამოყენება:

საშუალო სიძლიერის CYP3A4 ინჰიბიტორები, როგორიცაა დილთიაზემი, ვერაპამილი და ზოგიერთი მაკროლიდი.

(იხ. 4.3 პუნქტი).

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ შემდეგ ნივთიერებებთან ერთად გამოყენებისას:

ბრადიკარდიისა და ჰიპოკალემიის გამომწვევი პრეპარატები, აგრეთვე შემდეგი მაკროლიდები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს: აზითრომიცინი და როქსითრომიცინი (კლარითრომიცინი უკუნაჩვენებია, რადგან ის არის CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი).

ნივთიერებების ზემოაღნიშნული სია არის რეპრეზენტაციული და არა ამომწურავი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში დომპერიდონის გამოყენების შესახებ პოსტმარკეტინგული მონიტორინგის მონაცემები შეზღუდულია. ამიტომ, ეზოფლუქსი უნდა დაინიშნოს ორსულობის დროს მხოლოდ მაშინ, როდესაც გამართლებულია მოსალოდნელი თერაპიული სარგებელით.

ლაქტაცია

დომპერიდონი გამოიყოფა დედის რძეში და ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილები იღებენ დედის წონის მიხედვით შერჩეული დოზის 0,1%-ზე ნაკლებს. არ არის გამორიცხული დედის რძესთან დაკავშირებით გვერდითი მოვლენების განვითარება, განსაკუთრებით გულის მხრივ. ძუძუთი კვების შეწყვეტის ან დომპერიდონით მკურნალობის შეწყვეტის/თავის შეკავების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და დედისთვის თერაპიის სარგებელის გათვალისწინებით. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკ ფაქტორებთან დაკავშირებით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ეზოფლუქსი არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას ავტომანქანის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

დომპერიდონის უსაფრთხოება შეფასდა 31 ორმაგ-ბრმა, პლაცებოკონტროლირებად კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 1275 პაციენტი, რომელთაც აღენიშნებოდათ დისპეფსია, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდ), გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS), გულისრევა და ღებინება ან სხვა თანმხლები პირობები. ყველა პაციენტი იყო მინიმუმ 15 წლის და მათ მიიღეს ეზოფლუქსის (დომპერიდონის ბაზაზე) მინიმუმ ერთი დოზა. საშუალო საერთო სადღეღამისო დოზა იყო 30 მგ (10-80 მგ) და ექსპოზიციის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 28 დღეს (1-28 დღე).

გამოირიცხა დიაბეტური გასტროპარეზის ან ქიმიოთერაპიის ან პარკინსონიზმის მეორადი სიმპტომების კვლევები.

მათი გამოვლენის სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), არახშირი (≥1/1,000 - <1/100), იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ორგანოთა სისტემა

გვერდითი მოვლენის გამოვლენის სიხშირე

ხშირი

არახშირი

ფსიქიატრიული დარღვევები

ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა

ნერვული სისტემის დარღვევები

ძილიანობა, თავის ტკივილი

გასტროინტესტინალური დარღვევები

პირის სიმშრალე

დიარეა

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი, ქავილი

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ

გალაქტორეა, სარძევე ჯირკვლის ტკივილი, სარძევე ჯირკვლის მომატებული მგრძნობელობა

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

ასთენია

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილი და ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გარდა დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები.

იმუნური სისტემის დარღვევები

უცნობი

ანაფილაქსიური რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსიური შოკი)

ფსიქიატრიული დარღვევები

უცნობი

აჟიტაცია, ნერვოზულობა

ნერვული სისტემის დარღვევები

უცნობი

კონვულსიები, ექსტრაპირამიდული დარღვევა, მოუსვენარი ფეხების სინდრომი*

დარღვევები თვალის მხრივ

უცნობი

ოკულოგირული კრიზი

გულთან დაკავშირებული დარღვევები

უცნობი

პარკუჭოვანი არითმია, გახანგრძლივებული QT ინტერვალი, პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (Torsade de Pointes) და უეცარი კარდიული სიკვდილი (იხილეთ 4.4 პუნქტი)

ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

უცნობი

შარდის შეკავება

გინეკომასტია, ამენორეა

კვლევები

უცნობი

ცვლილებები ღვიძლის ფუნქციური სინჯების ანალიზში, პროლაქტინის მომატებული დონე სისხლში

  • მოუსვენარი ფეხების სინდრომის გამწვავება პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში.

ექსტრაპირამიდული დარღვევები ძირითადად ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში გვხვდება.

კრუნჩხვისა და აჟიტაციის სხვა ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული ეფექტები ასევე ძირითადად აღინიშნება ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში.

ზოგიერთმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა სერიოზული პარკუჭოვანი არითმიის გაზრდილი რისკი.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

დოზის გადაჭარბების შემთხვევები დაფიქსირდა ძირითადად ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს აჟიტაციას, ცნობიერების შეცვლას, კრუნჩხვებს, დეზორიენტაციას, ძილიანობასა და ექსტრაპირამიდულ რეაქციებს.

მართვა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს სტანდარტული სიმპტომური მკურნალობა. უნდა განხორციელდეს ეკგ მონიტორინგი QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობის გამო.

შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა, ასევე გააქტიურებული ნახშირის მიღება. რეკომენდებულია სამედიცინო ზედამხედველობა და დამხმარე თერაპია. ანტიქოლინერგული და ანტიპარკინსონიული პრეპარატები შეიძლება სასარგებლო იყოს ექსტრაპირამიდული რეაქციების კონტროლისთვის.

შემადგენლობა

თითო ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 10მგ დომპერიდონი.

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტ 6.1-ში.

წამლის ფორმა

ტაბლეტი.

ვარდისფერი, მრგვალი, ბრტყელი, გაყოფადი ტაბლეტები, რომელზეც აღნიშნულია „MC“, განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.

შენახვის პირობები

5 წელი.

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისა და ტენისგან დასაცავად.

შეფუთვა

შეფუთვაში შედის 30 ტაბლეტი.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

ნარჩენების განკარგვა

არ არსებობს განსაკუთრებულ მოთხოვნები.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები (პროპულსივები) ათქ კოდი: A03FA03.

დომპერიდონი არის დოფამინის ანტაგონისტი ღებინების საწინააღმდეგო თვისებებით. ომპერიდონი ადვილად არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. დომპერიდონის მომხმარებლებში, განსაკუთრებით მოზრდილებში, ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენები ძალზე იშვიათია, თუმცა დომპერიდონი ხელს უწყობს პროლაქტინის გამოყოფას ჰიპოფიზიდან. მისი ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს პერიფერიული (გასტროკინეტიკური) ეფექტებისა და დოფამინის რეცეპტორების ანტაგონიზმის კომბინაციით ქემორეცეპტორების ტრიგერულ ზონაში, რომელიც მდებარეობს ჰემატოენცეფალური ბარიერის მიღმა ყველაზე უკანა ველში.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები, თავის ტვინში დაბალ კონცენტრაციებთან ერთად, მიუთითებს დომპერიდონის მოქმედებას უპირატესად დოფამინის პერიფერიულ რეცეპტორებზე.

ადამიანებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დომპერიდონი პერორალური მიღებისას ზრდის საყლაპავის ქვედა ნაწილის წნევას, აუმჯობესებს ანტრალური და დუოდენური ნაწილების შეკუმშვის უნარს და აჩქარებს კუჭის დაცლას. დომპერიდონი არ მოქმედებს კუჭის სეკრეციაზე.

ICH-E14 გაიდლაინების შესაბამისად, ჩატარდა QT ინტერვალის საფუძვლიანი კვლევა. აღნიშნული კვლევა, რომლეიც მოიცავდა პლაცებოს, აქტიურ კომპარატორს და დადებით კონტროლს, ჩატარდა ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ 80 მგ-მდე დომპერიდონს დღეში (დომპერიდონის 10 ან 20 მგ დოზები 4-ჯერ დღეში). ამ კვლევამ აჩვენა QTc-ის მაქსიმალური სხვაობა დომპერიდონსა და პლაცებოს შორის LS-ნიშნულში 3.4 მწმ საბაზისოდან ცვლილება 20მგ დომპერიდონის დღეში 4-ჯერ მიღებისას მე-4 დღეს. ორმხრივი 90% CI (1.0- 5.9მწმ) არ აღემატებოდა 10 მწმ-ს. ამ კვლევაში, კლინიკურად მნიშვნელოვანი QTc ეფექტები არ დაფიქსირებულა დომპერიდონის 80 მგ/დღე-მდე დოზებით (ანუ, მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე ორჯერ მეტი) გამოყენებისას.

თუმცა, წინა ორი კვლევა პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებ მიუთითებს QTc-ს გახანგრძლივებაზე, როდესაც დომპერიდონის მიღება ხდებოდა მონოთერაპიის სახით (10მგ 4-ჯერ დღეში). QTcF-ის ყველაზე ხანგრძლივი დროის შესაბამისი მაჩვენებლის სხვაობა დომპერიდონსა და პლაცებოს შორის შეადგენდა 5.4 მწმ-ს (95% CI: - 1.7-12.4) და 7.5 მწმ-ს (95% CI: 0.6-14.4), შესაბამისად.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

დომპერიდონი სწრაფად შეიწოვება პერორალურად მიღებისას, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ. დომპერიდონის Cmax და AUC მნიშვნელობები იზრდებოდა დოზის პროპორციულად 10მგ - 20მგ დოზის დიაპაზონში. დომპერიდონის AUC-ის 2-3-ჯერადი კუმულაცია დაფიქსირდა დომპერიდონის განმეორებითი დღეში ოთხჯერ მიღებისას (ყოველ 5 საათში) 4 დღის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ დომპერიდონის ბიოშეღწევადობა ჯანმრთელ ადამიანებში იზრდება ჭამის შემდეგ მიღებისას, კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე პაციენტებმა დომპერიდონი უნდა მიიღონ ჭამამდე 15-30 წუთით ადრე.

კუჭის დაბალი მჟავიანობა აფერხებს დომპერიდონის შეწოვას. პერორალური ბიოშეღწევადობა მცირდება ციმეტიდინისა და ნატრიუმის ბიკარბონატის წინასწარი მიღებისას.

განაწილება

პერორალურად მიღებული დომპერიდონი არ კუმულირდება ან არ ახდენს საკუთარი მეტაბოლიზმის ინდუცირებას; დღეში 30მგ დომპერიდონის 2 კვირის განმავლობაში პერორალურად მიღებისას, მისი მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (21 ნგ/მლ) მიღებიდან 90 წთ-ში თითქმის იგივე იყო, რაც დომპერიდონის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ (18ნგ/მლ). დომპერიდონის 91-93% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ცხოველებში რადიომარკირებული პრეპარატით ჩატარებული კვლევები მიუთითებენ ქსოვილებში მის ფართოდ განაწილებაზე, თუმცა დაბალი კონცენტრაციით - თავის ტვინში. პრეპარატის მცირე რაოდენობა კვეთს პლაცენტურ ბარიერს ვირთაგვებში.

ბიოტრანსფორმაცია

დომპერიდონი განიცდის სწრაფ და ინტენსიურ ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს ჰიდროქსილირებით და N-დეალკილირებით. დიაგნოსტიკური ინჰიბიტორებით in vitro მეტაბოლიზმის ექსპერიმენტებმა გამოავლინა, რომ CYP3A4 არის ციტოქრომ P450-ის ძირითადი ფორმა, რომელიც მონაწილეობს დომპერიდონის N-დეალკილირებაში, ხოლო CYP3A4, CYP1A2 და CYP2E1 მონაწილეობენ დომპერიდონის არომატულ ჰიდროქსილირებაში.

ელიმინაცია

შარდით და განავლით გამოყოფა შეადგენს პერორალური დოზის, შესაბამისად, 31 და 66%-ს. ორგანიზმიდან უცვლელი სახით გამოყოფილი წამლის წილი მცირეა (10% განავლით და დაახლოებით 1% შარდით). ერთჯერადი პერორალური დოზის მიღებისას პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 7-9 საათს ჯანმრთელ პირებში, მაგრამ გახანგრძლივებულია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში (Pugh score 7- 9, Child-Pugh B), დომპერიდონის AUC და Cmax 2,9 და 1,5-ჯერ მაღალია, შესაბამისად, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებში.

შეუკავშირებელი ფრაქცია გაზრდილია 25%-ით, ხოლო ტერმინალური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია 15-დან 23 საათამდე. ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში სისტემური ექსპოზიცია ოდნავ დაბალია, ვიდრე ჯანმრთელ სუბიექტებში, Cmax-ზე და AUC-ზე დაყრდნობით, ცილებთან შეკავშირების ან ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდის ცვლილების გარეშე.

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტები არ არის შესწავლილი. დომპერიდონი უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. 4.3 პუნქტი).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ/1,73მ2), დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 7,4-დან 20,8 საათამდე, თუმცა პლაზმური კონცენტრაცია უფრო დაბალი იყო, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.

ვინაიდან, თირკმელებით უცვლელი სახით გამოიყოფა ძალიან მცირე რაოდენობა (დაახლოებით 1%), ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთჯერადი მიღებისას დოზის კორექტირება საჭირო გახდეს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუმცა, განმეორებითი დოზის მიღებისას, მიღების სიხშირე უნდა შემცირდეს დღეში ერთხელ ან ორჯერ, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, აგრეთვე შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში

სამკურნალო საშუალების დასახელება:

ეზოფლუქსი /EZOFLUX /10მგ ტაბლეტები

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითო ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 10მგ დომპერიდონი.

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტ 6.1-ში.

წამლის ფორმა

ტაბლეტი.

ვარდისფერი, მრგვალი, ბრტყელი, გაყოფადი ტაბლეტები, რომელზეც აღნიშნულია „MC“, განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.

კლინიკური მონაცემები

თერაპიული ჩვენებები

გულისრევისა და ღებინების სიმპტომების შემსუბუქება.

დოზირება და მიღების წესი:

დოზირება

ეზოფლუქსის გამოყენება უნდა მოხდეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით უმოკლესი ხანგრძლივობით, რაც აუცილებელია გულისრევისა და ღებინების აღსაკვეთად.

მოზრდილები და მოზარდები (12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები, სხეულის წონით 35 კგ. ან მეტი)

ერთი 10 მგ ტაბლეტი სამჯერ დღეში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ეზოფლუქსი უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევის დროს (იხილეთ 4.3. პუნქტი). თუმცა, ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის შემთხვევაში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილეთ 5.2. პუნქტი).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ვინაიდან, დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს, განმეორებითი დოზის მიღებისას, ეზოფლუქსის მიღების სიხშირე უნდა შემცირდეს დღეში ერთხელ ან ორჯერ, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, აგრეთვე შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

მიღების წესი

ეზოფლუქსის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე. ჭამის შემდეგ მიღების შემთხვევაში, წამლის შეწოვა გარკვეულწილად ფერხდება.

მიიღეთ დანიშნული დოზა დანიშნულ დროს. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, დაიცადეთ და ტაბლეტი მიიღეთ დანიშნულ დროს. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ კვირას.

უკუჩვენებები

დომპერიდონი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1. პუნქტში მითითებული რომელიმე შემავსებლების მიმართ.

პროლაქტინომა-ჰიპოფიზის სიმსივნე.

კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, ობსტრუქცია ან პერფორაცია.

ღვიძლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა (იხ. 5.2. პუნქტი).

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის გამტარობის დარღვევა, განსაკუთრებით გახანგრძლივებული QT ინტერვალი, პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მნიშვნელოვანი ელექტროლიტური დისბალანსი ან ძირითადი გულის დაავადები, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა (იხ. 4.4. პუნქტი).

ერთდროული გამოყენება მედიკამენტებთან, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, გარდა აპომორფინისა (იხ. 4.4. და 4.5. პუნქტები).

ერთდროული გამოყენება ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად (მიუხედავად მათი QT ინტერვალის გახანგრძლივების ეფექტისა) (იხ.4.5. პუნქტი).

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

ეზოფლუქსის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ზემოაღნიშნული დოზებით (იხ.4.2. პუნქტი).

პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ პერსისტული პოსტპრანდიალური სიმპტომები და სჭირდებათ დომპერიდონის უწყვეტი მიღება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა მიმართონ ექიმს.

გულისრევისა და ღებინების 48 საათზე მეტი ხნით გახანგრძლივების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ ეზოფლუქსი არ არის რეკომენდებული ზღვის ავადმყოფობის სამკურნალოდ.

ლევოდოპასთან ერთად მიღება

მიუხედავად იმისა, რომ ლევოდოპას დოზის კორექცია არ არის საჭირო, ლევოდოპას კონცენტრაციის მომატება პლაზმაში (მაქს. 30-40%) დაფიქსირდა დომპერიდონის ლევოდოპასთან ერთად მიღებისას. იხ.4.5. პუნქტი.

ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება

მოერიდეთ პერორალური გამოყენების კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან ან სხვა ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად მიღებას, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (იხ.4.5. პუნქტი).

გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

დომპერიდონის გამოყენება დაკავშირებულია ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან.

პოსტმარკეტინგული მონიტორინგის დროს, QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (Torsade de Pointes) ძალიან იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დომპერიდონს. აღნიშნული მოიცავდა პაციენტებს სხვადასხვა რისკ-ფაქტორით, ელექტროლიტური დარღვევებით და რომლებიც ღებულობდნენ სხვა მედიკამენტებს (იხ.4.8. პუნქტი).

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ დომპერიდონის გამოყენება დაკავშირებულია სერიოზული პარკუჭოვანი არითმიისა და უეცარი კარდიული სიკვდილის გაზრდილ რისკთან (იხ.4.8. პუნქტი). აღნიშნული რისკი შეიძლება გაიზარდოს 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებენ დღეში 30მგ-ზე დიდ დოზას, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, ან CYP3A4 ინჰიბიტორებს.

ზრდასრულებსა და ბავშვებში დომპერიდონი უნდა დაინიშნოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.

დომპერიდონი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულის გამტარობის დარღვევა, განსაკუთრებით, გახანგრძლივებული QT ინტერვალი, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მნიშვნელოვანი ელექტროლიტური დისბალანსი (ჰიპოკალემია, ჰიპერკალემია, ჰიპომაგნემია), ან ბრადიკარდია, ან ძირითადი გულის დაავადები, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა პარკუჭოვანი არითმიის გაზრდილი რისკის გამო (იხ. 4.3. პუნქტი).

ცნობილია, რომ ელექტროლიტური დარღვევები (ჰიპოკალემია, ჰიპერკალემია, ჰიპომაგნემია) ან ბრადიკარდია წარმოადგენს პროარითმიული მოქმედების რისკის ზრდის წინაპირობას.

გულის არითმიასთან დაკავშირებული ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია დომპერიდონით მკურნალობის შეწყვეტა და სამედიცინო კონსულტაცია.

პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი იმის თაობაზე, რომ კარდიალური სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუკავშირდნენ ექიმს.

აპომორფინთან ერთად გამოყენება

დომპერიდონის გამოყენება უკუნაჩვენებია იმ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, მათ შორის აპომორფინთან ერთად, თუ აპომორფინთან ერთად მიღების სარგებელი არ აღემატება რისკს და მხოლოდ აპომორფინის პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელ ანგარიშში (SmPC) მითითებული უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით. იხილეთ აპომორფინის SmPC.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს. განმეორებითი დოზის მიღებისას, დომპერიდონის მიღების სიხშირე უნდა შემცირდეს დღეში ერთხელ ან ორჯერ, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, აგრეთვე შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

დომპერიდონი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A4-ის მეშვეობით.

in vitro მონაცემების მიხედვით, იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ, რომლებიც მნიშვნელოვნად აინჰიბირებენ ამ ფერმენტს, შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში დომპერიდონის დონის მატება.

ცალკეული in vivo ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების კვლევების მიხედვით, ჯანმრთელ სუბიექტებში პერორალურ კეტოკონაზოლთან ან პერორალურ ერითრომიცინთან ერთად გამოყენებისას დადასტურდა, რომ აღნიშნული პრეპარატები მნიშვნელოვნად თრგუნავს CYP3A4-ით გაშუალებულ დომპერიდონის პირველი გავლის მეტაბოლიზმს.

დომპერიდონის 10 მგ პერორალური დოზის ოთხჯერ დღეში და კეტოკონაზოლის 200 მგ ორჯერ დღეში კომბინაციის მიღებისას, QT ინტერვალის გახანგრძლივება დაკვირვების პერიოდში საშუალოდ შეადგენდა 9.8 მწმ-ს, დროის გარკვეულ მომენტებში 1.2-17.5 მწმ ცვლილებით.

დომპერიდონის 10 მგ ოთხჯერ დღეში და ერითრომიცინის 500მგ პერორალური დოზის სამჯერ დღეში კომბინაციის მიღებისას QT ინტერვალი დაკვირვების პერიოდში გაიზარდა საშუალოდ 9.9 მწმ-ით, დროის გარკვეულ მომენტებში 1.6-14.3 მწმ ცვლილებით. დომპერიდონის როგორც Cmax, ასევე AUC მაჩვენებლები წონასწორულ მდგომარეობაში გაიზარდა დაახლოებით სამჯერ თითოეულ ამ ურთიერთქმედების კვლევაში. აღნიშნულ კვლევებში, მხოლოდ დომპერიდონის 10 მგ პერორალური დოზის ოთხჯერ დღეში მიღებამ გამოიწვია QT ინტერვალის გახანგრძლივება საშუალოდ 1.6 მწმ-ით (კეტოკონაზოლის კვლევა) და 2,5 მწმ-ით (ერითრომიცინის კვლევა), ხოლო ეტოკონაზოლის მონოთერაპიისას (200 მგ ორჯერ დღეში) და ერითრომიცინის მონოთერაპიისას (500 მგ სამჯერ დღეში) დაფიქსირდა QT ინტერვალის გახანგრძლივება, შესაბამისად, 3.8 და 4.9 მწმ-ით, დაკვირვების პერიოდში.

არსებობს QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი ფარმაკოდინამიკური და/ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების გამო.

ლევოდოპა: ლევოდოპას პლაზმური კონცენტრაციის მომატება (მაქს. 30-40%). იხილეთ 4.4. პუნქტი.

უკუნაჩვენებია შემდეგ ნივთიერებებთან ერთად გამოყენება :

მედიკამენტები, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს

IA კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგ., დიზოპირამიდი, ჰიდროქინიდინი, ქინიდინი)

III კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგ., ამიოდარონი, დოფეტილიდი, დრონედარონი, იბუტილიდი, სოტალოლი)

ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ., ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი, სერტინდოლი)

ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (მაგ., ციტალოპრამი, ესციტალოპრამი)

გარკვეული ანტიბიოტიკები (მაგ., ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპირამიცინი)

ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება (მაგ., პენტამიდინი)

ზოგიერთი მალარიის საწინააღმდეგო საშუალება (განსაკუთრებით ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი)

ზოგიერთი კუჭ-ნაწლავის სამკურნალო მედიკამენტეი (მაგ. ციზაპრიდი, დოლასეტრონი, პრუკალოპრიდი)

ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება (მაგ., მეკიტაზინი, მიზოლასტინი)

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კიბოს დროს (მაგ., ტორემიფენი, ვანდეტანიბი, ვინკამინი)

ზოგიერთი სხვა მედიკამენტი (მაგ., ბეპრიდილი, დიფემანილი, მეტადონი)

აპომორფინი, თუ აპომორფინთან ერთად მიღების სარგებელი არ აღემატება რისკს და მხოლოდ აპომორფინის პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელ ანგარიშში (SmPC) მითითებული უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით. იხილეთ აპომორფინის SmPC.

(იხილეთ 4.3 პუნქტი)

ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორები (მიუხედავად მათი QT ინტერვალის გახანგრძლივების ეფექტისა), როგორიცაა:

პროტეაზას ინჰიბიტორები

სისტემური მოქმედების აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები

ზოგიერთი მაკროლიდი (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი და ტელითრომიცინი)

(იხ. 4.3 პუნქტი).

არ არის რეკომენდებული შემდეგ ნივთიერებებთან ერთად გამოყენება:

საშუალო სიძლიერის CYP3A4 ინჰიბიტორები, როგორიცაა დილთიაზემი, ვერაპამილი და ზოგიერთი მაკროლიდი.

(იხ. 4.3 პუნქტი).

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ შემდეგ ნივთიერებებთან ერთად გამოყენებისას:

ბრადიკარდიისა და ჰიპოკალემიის გამომწვევი პრეპარატები, აგრეთვე შემდეგი მაკროლიდები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს: აზითრომიცინი და როქსითრომიცინი (კლარითრომიცინი უკუნაჩვენებია, რადგან ის არის CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი).

ნივთიერებების ზემოაღნიშნული სია არის რეპრეზენტაციული და არა ამომწურავი.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულ ქალებში დომპერიდონის გამოყენების შესახებ პოსტმარკეტინგული მონიტორინგის მონაცემები შეზღუდულია. ამიტომ, ეზოფლუქსი უნდა დაინიშნოს ორსულობის დროს მხოლოდ მაშინ, როდესაც გამართლებულია მოსალოდნელი თერაპიული სარგებელით.

ლაქტაცია

დომპერიდონი გამოიყოფა დედის რძეში და ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილები იღებენ დედის წონის მიხედვით შერჩეული დოზის 0,1%-ზე ნაკლებს. არ არის გამორიცხული დედის რძესთან დაკავშირებით გვერდითი მოვლენების განვითარება, განსაკუთრებით გულის მხრივ. ძუძუთი კვების შეწყვეტის ან დომპერიდონით მკურნალობის შეწყვეტის/თავის შეკავების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და დედისთვის თერაპიის სარგებელის გათვალისწინებით. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკ ფაქტორებთან დაკავშირებით.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ეზოფლუქსი არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას ავტომანქანის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

არასასურველი გვერდითი ეფექტები

დომპერიდონის უსაფრთხოება შეფასდა 31 ორმაგ-ბრმა, პლაცებოკონტროლირებად კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 1275 პაციენტი, რომელთაც აღენიშნებოდათ დისპეფსია, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდ), გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS), გულისრევა და ღებინება ან სხვა თანმხლები პირობები. ყველა პაციენტი იყო მინიმუმ 15 წლის და მათ მიიღეს ეზოფლუქსის (დომპერიდონის ბაზაზე) მინიმუმ ერთი დოზა. საშუალო საერთო სადღეღამისო დოზა იყო 30 მგ (10-80 მგ) და ექსპოზიციის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 28 დღეს (1-28 დღე).

გამოირიცხა დიაბეტური გასტროპარეზის ან ქიმიოთერაპიის ან პარკინსონიზმის მეორადი სიმპტომების კვლევები.

მათი გამოვლენის სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), არახშირი (≥1/1,000 - <1/100), იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ორგანოთა სისტემა

გვერდითი მოვლენის გამოვლენის სიხშირე

ხშირი

არახშირი

ფსიქიატრიული დარღვევები

ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა

ნერვული სისტემის დარღვევები

ძილიანობა, თავის ტკივილი

გასტროინტესტინალური დარღვევები

პირის სიმშრალე

დიარეა

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი, ქავილი

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ

გალაქტორეა, სარძევე ჯირკვლის ტკივილი, სარძევე ჯირკვლის მომატებული მგრძნობელობა

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

ასთენია

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილი და ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გარდა დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები.

იმუნური სისტემის დარღვევები

უცნობი

ანაფილაქსიური რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსიური შოკი)

ფსიქიატრიული დარღვევები

უცნობი

აჟიტაცია, ნერვოზულობა

ნერვული სისტემის დარღვევები

უცნობი

კონვულსიები, ექსტრაპირამიდული დარღვევა, მოუსვენარი ფეხების სინდრომი*

დარღვევები თვალის მხრივ

უცნობი

ოკულოგირული კრიზი

გულთან დაკავშირებული დარღვევები

უცნობი

პარკუჭოვანი არითმია, გახანგრძლივებული QT ინტერვალი, პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (Torsade de Pointes) და უეცარი კარდიული სიკვდილი (იხილეთ 4.4 პუნქტი)

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

უცნობი

ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

უცნობი

შარდის შეკავება

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ

უცნობი

გინეკომასტია, ამენორეა

კვლევები

უცნობი

ცვლილებები ღვიძლის ფუნქციური სინჯების ანალიზში, პროლაქტინის მომატებული დონე სისხლში

  • მოუსვენარი ფეხების სინდრომის გამწვავება პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში.

ექსტრაპირამიდული დარღვევები ძირითადად ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში გვხვდება.

კრუნჩხვისა და აჟიტაციის სხვა ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული ეფექტები ასევე ძირითადად აღინიშნება ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში.

ზოგიერთმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა სერიოზული პარკუჭოვანი არითმიის გაზრდილი რისკი.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

დოზის გადაჭარბების შემთხვევები დაფიქსირდა ძირითადად ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს აჟიტაციას, ცნობიერების შეცვლას, კრუნჩხვებს, დეზორიენტაციას, ძილიანობასა და ექსტრაპირამიდულ რეაქციებს.

მართვა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს სტანდარტული სიმპტომური მკურნალობა. უნდა განხორციელდეს ეკგ მონიტორინგი QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობის გამო.

შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა, ასევე გააქტიურებული ნახშირის მიღება. რეკომენდებულია სამედიცინო ზედამხედველობა და დამხმარე თერაპია. ანტიქოლინერგული და ანტიპარკინსონიული პრეპარატები შეიძლება სასარგებლო იყოს ექსტრაპირამიდული რეაქციების კონტროლისთვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები (პროპულსივები) ათქ კოდი: A03FA03.

დომპერიდონი არის დოფამინის ანტაგონისტი ღებინების საწინააღმდეგო თვისებებით. ომპერიდონი ადვილად არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. დომპერიდონის მომხმარებლებში, განსაკუთრებით მოზრდილებში, ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენები ძალზე იშვიათია, თუმცა დომპერიდონი ხელს უწყობს პროლაქტინის გამოყოფას ჰიპოფიზიდან. მისი ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს პერიფერიული (გასტროკინეტიკური) ეფექტებისა და დოფამინის რეცეპტორების ანტაგონიზმის კომბინაციით ქემორეცეპტორების ტრიგერულ ზონაში, რომელიც მდებარეობს ჰემატოენცეფალური ბარიერის მიღმა ყველაზე უკანა ველში.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები, თავის ტვინში დაბალ კონცენტრაციებთან ერთად, მიუთითებს დომპერიდონის მოქმედებას უპირატესად დოფამინის პერიფერიულ რეცეპტორებზე.

ადამიანებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დომპერიდონი პერორალური მიღებისას ზრდის საყლაპავის ქვედა ნაწილის წნევას, აუმჯობესებს ანტრალური და დუოდენური ნაწილების შეკუმშვის უნარს და აჩქარებს კუჭის დაცლას. დომპერიდონი არ მოქმედებს კუჭის სეკრეციაზე.

ICH-E14 გაიდლაინების შესაბამისად, ჩატარდა QT ინტერვალის საფუძვლიანი კვლევა. აღნიშნული კვლევა, რომლეიც მოიცავდა პლაცებოს, აქტიურ კომპარატორს და დადებით კონტროლს, ჩატარდა ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ 80 მგ-მდე დომპერიდონს დღეში (დომპერიდონის 10 ან 20 მგ დოზები 4-ჯერ დღეში). ამ კვლევამ აჩვენა QTc-ის მაქსიმალური სხვაობა დომპერიდონსა და პლაცებოს შორის LS-ნიშნულში 3.4 მწმ საბაზისოდან ცვლილება 20მგ დომპერიდონის დღეში 4-ჯერ მიღებისას მე-4 დღეს. ორმხრივი 90% CI (1.0- 5.9მწმ) არ აღემატებოდა 10 მწმ-ს. ამ კვლევაში, კლინიკურად მნიშვნელოვანი QTc ეფექტები არ დაფიქსირებულა დომპერიდონის 80 მგ/დღე-მდე დოზებით (ანუ, მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე ორჯერ მეტი) გამოყენებისას.

თუმცა, წინა ორი კვლევა პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებ მიუთითებს QTc-ს გახანგრძლივებაზე, როდესაც დომპერიდონის მიღება ხდებოდა მონოთერაპიის სახით (10მგ 4-ჯერ დღეში). QTcF-ის ყველაზე ხანგრძლივი დროის შესაბამისი მაჩვენებლის სხვაობა დომპერიდონსა და პლაცებოს შორის შეადგენდა 5.4 მწმ-ს (95% CI: - 1.7-12.4) და 7.5 მწმ-ს (95% CI: 0.6-14.4), შესაბამისად.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

დომპერიდონი სწრაფად შეიწოვება პერორალურად მიღებისას, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ. დომპერიდონის Cmax და AUC მნიშვნელობები იზრდებოდა დოზის პროპორციულად 10მგ - 20მგ დოზის დიაპაზონში. დომპერიდონის AUC-ის 2-3-ჯერადი კუმულაცია დაფიქსირდა დომპერიდონის განმეორებითი დღეში ოთხჯერ მიღებისას (ყოველ 5 საათში) 4 დღის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ დომპერიდონის ბიოშეღწევადობა ჯანმრთელ ადამიანებში იზრდება ჭამის შემდეგ მიღებისას, კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე პაციენტებმა დომპერიდონი უნდა მიიღონ ჭამამდე 15-30 წუთით ადრე.

კუჭის დაბალი მჟავიანობა აფერხებს დომპერიდონის შეწოვას. პერორალური ბიოშეღწევადობა მცირდება ციმეტიდინისა და ნატრიუმის ბიკარბონატის წინასწარი მიღებისას.

განაწილება

პერორალურად მიღებული დომპერიდონი არ კუმულირდება ან არ ახდენს საკუთარი მეტაბოლიზმის ინდუცირებას; დღეში 30მგ დომპერიდონის 2 კვირის განმავლობაში პერორალურად მიღებისას, მისი მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (21 ნგ/მლ) მიღებიდან 90 წთ-ში თითქმის იგივე იყო, რაც დომპერიდონის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ (18ნგ/მლ). დომპერიდონის 91-93% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ცხოველებში რადიომარკირებული პრეპარატით ჩატარებული კვლევები მიუთითებენ ქსოვილებში მის ფართოდ განაწილებაზე, თუმცა დაბალი კონცენტრაციით - თავის ტვინში. პრეპარატის მცირე რაოდენობა კვეთს პლაცენტურ ბარიერს ვირთაგვებში.

ბიოტრანსფორმაცია

დომპერიდონი განიცდის სწრაფ და ინტენსიურ ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს ჰიდროქსილირებით და N-დეალკილირებით. დიაგნოსტიკური ინჰიბიტორებით in vitro მეტაბოლიზმის ექსპერიმენტებმა გამოავლინა, რომ CYP3A4 არის ციტოქრომ P450-ის ძირითადი ფორმა, რომელიც მონაწილეობს დომპერიდონის N-დეალკილირებაში, ხოლო CYP3A4, CYP1A2 და CYP2E1 მონაწილეობენ დომპერიდონის არომატულ ჰიდროქსილირებაში.

ელიმინაცია

შარდით და განავლით გამოყოფა შეადგენს პერორალური დოზის, შესაბამისად, 31 და 66%-ს. ორგანიზმიდან უცვლელი სახით გამოყოფილი წამლის წილი მცირეა (10% განავლით და დაახლოებით 1% შარდით). ერთჯერადი პერორალური დოზის მიღებისას პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 7-9 საათს ჯანმრთელ პირებში, მაგრამ გახანგრძლივებულია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში (Pugh score 7- 9, Child-Pugh B), დომპერიდონის AUC და Cmax 2,9 და 1,5-ჯერ მაღალია, შესაბამისად, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებში.

შეუკავშირებელი ფრაქცია გაზრდილია 25%-ით, ხოლო ტერმინალური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია 15-დან 23 საათამდე. ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში სისტემური ექსპოზიცია ოდნავ დაბალია, ვიდრე ჯანმრთელ სუბიექტებში, Cmax-ზე და AUC-ზე დაყრდნობით, ცილებთან შეკავშირების ან ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდის ცვლილების გარეშე.

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტები არ არის შესწავლილი. დომპერიდონი უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. 4.3 პუნქტი).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ/1,73მ2), დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 7,4-დან 20,8 საათამდე, თუმცა პლაზმური კონცენტრაცია უფრო დაბალი იყო, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.

ვინაიდან, თირკმელებით უცვლელი სახით გამოიყოფა ძალიან მცირე რაოდენობა (დაახლოებით 1%), ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთჯერადი მიღებისას დოზის კორექტირება საჭირო გახდეს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუმცა, განმეორებითი დოზის მიღებისას, მიღების სიხშირე უნდა შემცირდეს დღეში ერთხელ ან ორჯერ, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, აგრეთვე შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ელექტროფიზიოლოგიური in vitro და in vivo კვლევები მიუთითებს ადამიანებში დომპერიდონით გამოწვეულ QT გახანგრძლივების საერთო საშუალო რისკზე. HERG-ით ტრანსფიცირებულ იზოლირებულ უჯრედებსა და ზღვის გოჭის იზოლირებულ მიოციტებზე ჩატარებული in vitro ექსპერიმენტების მიხედვით, ექსპოზიციის ზემოქმედების თანაფარდობა იცვლებოდა 26-47- ჯერადად, IC50 მნიშვნელობების საფუძველზე, რაც აინჰიბირებს გადაადგილებას IKr იონური არხებით, ადამიანებში თავისუფალი პლაზმის კონცენტრაციებთან შედარებით 3-ჯერ დღეში მაქსიმალური სადღეღამისო დოზის (10მგ) შეყვანის შემდეგ. უსაფრთხოების ლიმიტები პოტენციური მოქმედების ხანგრძლივობის გასაზრდელად იზოლირებულ გულის ქსოვილებზე in vitro ექსპერიმენტებში 45-ჯერ აჭარბებდა ადამიანებში თავისუფალ პლაზმურ კონცენტრაციებს მაქსიმალური დღიური დოზის (10 მგ სამჯერ დღეში) მიღებისას. უსაფრთხოების ლიმიტები in vitro პროარითმიულ მოდელებში (isolated Langendorff perfused heart) 9-45-ჯერ აჭარბებდა ადამიანებში თავისუფალ პლაზმურ კონცენტრაციებს მაქსიმალური დღიური დოზის (10 მგ სამჯერ დღეში) მიღებისას.

in vivo მოდელებში, მოქმედების დონეები, ძაღლებში QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და Torsades de pointes-ის მიმართ მგრძნობიარე კურდღლის მოდელში არითმიების გამოწვევის თვალსაზრისით, არ აღემატებოდა, შესაბამისად, 22-ჯერ და 435-ჯერ მეტით ადამიანებში თავისუფალ პლაზმურ კონცენტრაციებს მაქსიმალური დღიური დოზის (10 მგ სამჯერ დღეში) მიღებისას. ანესთეზირებულ ზღვის გოჭის მოდელებში ნელი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ, QTc-ზე არანაირი ეფექტი არ აღინიშნა, როცა საერთო პლაზმური კონცენტრაცია შეადგენდა 45.4 ნგ/მლ-ს, რაც 3-ჯერ აღემატება ადამიანებში საერთო პლაზმურ კონცენტრაციებს მაქსიმალური დღიური დოზის (10 მგ სამჯერ დღეში) მიღებისას. გაურკვეველია ამ უკანასკნელი კვლევის რელევანტურობა იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც პერორალურად იღებდნენ დომპერიდონს.

CYP3A4-ით მეტაბოლიზმის დათრგუნვისას დომპერიდონის თავისუფალი პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს 3-ჯერ.

დიდი, დედისთვის ტოქსიკური დოზით (ადამიანებისთვის რეკომენდებულ დოზაზე 40-ჯერ მეტი) მიღებისას, ტერატოგენული მოქმედება დაფიქსირდა ვირთაგვებში. თაგვებსა და კურდღლებში ტერატოგენურობა არ აღინიშნა.

ფარმაცევტული მონაცემები

შემავსებლების ჩამონათვალი

ეზოფლუქსის ტაბლეტების შემადგენლობაში შედის წინასწარ ჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის კროსკარმელოზი, კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი და ნატრიუმის ერითროზინი.

შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი.

ვარგისიანობის ვადა

5 წელი.

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისა და ტენისგან დასაცავად.

შეფუთვა

შეფუთვაში შედის 30 ტაბლეტი.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

ნარჩენების განკარგვა

არ არსებობს განსაკუთრებულ მოთხოვნები.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს Medochemie, კვიპროსი, ლიმასოლი, 3011, კონსტანტინოპოლის ქუჩა # 1-10

სავაჭრო ლიცენზიის ნომერი:

პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი:

ტექსტის გადახედვის თარიღი: 04/2019წ.

შპს Medochemie ბეჭედდასმულია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა