ეზეტიმიბ დენკი 10მგ
Ezetimib Denk 10mg
ეზეტიმიბ დენკი არის ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებელი პრეპარატი. ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “ცუდი” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ეგრეთ წოდებული ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “კარგი” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ეზეტიმიბი (ezetimibe)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №100
- მწარმოებელი
- Artesan Pharma GmbH & Co. KG, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- C10AX09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040081
- რეგისტრირებულია
- 26 იანვარი 2024, მოქმედებს 26 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „დენკ ფარმა კავკასია“
- GMP
- -
ეზეტიმიბ დენკი 10მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეზეტიმიბ დენკი არის ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებელი პრეპარატი. ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “ცუდი” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ეგრეთ წოდებული ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “კარგი” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთა ქოლესტერინის დონის დაწევა შეუძლებელია მხოლოდ ქოლესტერინის დამწევი დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.
ეზეტიმიბ დენკი ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ეზეტიმიბ დენკი არ არის გამიზნული წონის დასაკლებად ან დაკლებული წონის შესანარჩუნებლად.
ეზეტიმიბ დენკი ავსებს სტატინების ქოლესტერინის შემამცირებელ ეფექტს- წამლების ჯგუფი, რომლებიც ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.
ქოლესტერინი არის სისხლში არსებული რამდენიმე ცხიმიდან ერთ-ერთი. საერთო ქოლესტერინი ძირითადად შედგება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინისგან (დსლპ) და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინისგან (მსლპ).
დსლპ ქოლესტერინს ხშირად უწოდებენ " ცუდ " ქოლესტერინს, რადგან ის შეიძლება დაგროვდეს სისხლძარღვების (არტერიების) კედლებზე და წარმოქმნას ნადები (ე.წ. ფოლაქი). საბოლოოდ, ამ ფოლაქებმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიების შევიწროება. რაც თავის მხრივ იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას ან სისხლძარღვების დახშობაც კი ისეთ სასიცოცხლო ორგანოებში, როგორიცაა გული ან ტვინი. სისხლძარღვების ასეთი თრომბოზი შეიძლება გახდეს ინფარქტის ან ინსულტის მიზეზი.
მსლპ ქოლესტერინს ხშირად უწოდებენ" კარგ "ქოლესტერინს, რადგან ის ხელს უშლის არტერიებში "ცუდი" ქოლესტერინის დაგროვებას და იცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან.
ტრიგლიცერიდები არის სისხლის სხვა ლიპიდები, რომლებმაც ასევე შეიძლება გაზარდონ გულის დაავადების განვითარების რისკი.
ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება ქოლესტერინის დამწევ დიეტასთან ერთად:
როცა სისხლში მომატებულია ქოლესტერინის დონე (პირველადი [ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი] ჰიპერქოლესტერინემია);
სტატინებთან ერთად, თუ მხოლოდ სტატინებით მკურნალობა არ არის საკმარისი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად;
როგორც ერთადერთი მკურნალობა, თუ სტატინებით მკურნალობა არ არის თქვენთვის შესაფერისი ან რამე მიზეზით მიუღებელია;
თუ გაწუხებთ გარკვეული მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც იწვევს სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონეს (ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია). ამ შემთხვევაში, თქვენ დამატებით დაგინიშნავენ სტატინს და ჩვეულებისამებრ შემდგომ მკურნალობას.
თუ თქვენ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ეზეტიმიბ დენკი სტატინების ჯგუფის ქოლესტერინის დამწევ საშუალებებთან ერთად შეგიმცირებთ გულის შეტევისა და ინსულტის რისკს, ასევე ქირურგიული ჩარევის რისკს გულის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ან ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას გულმკერდის ტკივილის გამო.
რა უნდა გაითვალისწინოთ ეზეტიმიბ დენკის მიღებამდე?
თუ თქვენ იღებთ ეზეტიმიბ დენკს სტატინთან ერთად, ასევე მიჰყევით ამ პრეპარატის ინსტრუქციას.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გააგრძელეთ ქოლესტერინის დამწევი სხვა მედიკამენტების მიღება და შეწყვიტეთ მათი მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ეზეტიმიბ დენკით მკურნალობის დაწყებამდე უნდა დაიწყოთ შესაბამისი ქოლესტერინის დონის შესამცირებელი დიეტა.
მკურნალობის პერიოდშიც უნდა გააგრძელოთ ქოლესტერინის დონის შესამცირებელი დიეტა.
ეზეტიმიბ დენკის რეკომენდებული დოზაა დღეში ერთხელ 10 მგ-იანი ტაბლეტი.
თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ აირჩიოთ როდის მიიღებთ მას. ტაბლეტების მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებასთან.
თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ეზეტიმიბ დენკი სტატინებთან ერთად, შეგიძლიათ ორივე წამლის ერთდროულად მიღება. გთხოვთ, მიჰყვეთ დოზირების ინსტრუქციას, რომელიც აღწერილია შესაბამისი მედიკამენტის გამოყენების ანოტაციაში.
თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ეზეტიმიბ დენკი ქოლესტირამინთან ან სხვა ანიონგამცვლელთან ერთად (მედიკამენტი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად), მიიღეთ ეზეტიმიბ დენკი ანიონგადამცვლელამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან სულ მცირე 4 საათის შემდეგ.
თუ მიიღეთ ეზეტიმიბ დენკის გადაჭარბებული დოზა, ვიდრე საჭირო იყო
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ ეზეტიმიბ დენკის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ დაგავიწყდათ წინა დოზის მიღება. მკურნალობა განაგრძეთ მეორე დღეს ჩვეულ დროს დადგენილი დოზის მიღებით.
თუ შეწყვეტთ ეზეტიმიბე დენკის მიღებას
განიხილეთ მედიკამენტის შეწყვეტის საკითხი, თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, რადგან თქვენი ქოლესტერინის დონე შეიძლება კვლავ გაიზარდოს.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ეზეტიმიბე დენკს?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, შესაძლოა ამ პრეპარატმაც გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ შეამჩნევთ კუნთების აუხსნელ ტკივილს, მგრძნობელობის მომატებას ან სისუსტეს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს აუცილებელია, რადგან კუნთოვანი სისტემის დარღვევები, მათ შორის ჩონჩხის კუნთების უჯრედების დაშლა, რასაც მოჰყვება თირკმლის უკმარისობა, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში.
პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ დაფიქსირდა მონაცემები ალერგიული რეაქციების შესახებ, მათ შორის როგორიცაა სახის, ტუჩის, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას).
ეზეტიმიბ დენკის ცალკე გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს):
მუცლის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი, დაღლილობა.
არახშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიანს):
ზოგიერთ ლაბორატორიულ ტესტში გაზრდილი მაჩვენებლები, (ღვიძლის ფუნქციური სინჯები [ტრანსამინაზები] და კუნთების ფუნქცია [კრეატინფოსფოკინაზა]), ხველა, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა, გულისრევა, სახსრების ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, კისრის ტკივილი, მადის დაქვეითება, ტკივილი, გულმკერდის ტკივილი, ალები, მაღალი წნევა.
შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ეზეტიმიბ დენკის სტატინებთან ერთად გამოყენებისას:
ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს):
ზოგიერთ ლაბორატორიულ ტესტში - ღვიძლის ფუნქციურ მაჩვენებლებში - (ტრანსამინაზები), თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, კუნთების მგრძნობელობის მატება ან სისუსტე.
არახშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიანს):
ანომალური შეგრძნებები, როგორიცაა კიდურებში დაბუჟება, ჩხვლეტა (პარესთეზია), პირის სიმშრალე, ქავილი, გამონაყარი, გამონაყარი ჭინჭრის ციებით, ზურგის ტკივილი, კუნთების სისუსტე, ტკივილი ხელებსა და ფეხებში, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, შეშუპება, განსაკუთრებით ხელებში და ფეხებში.
შემდეგი გვერდითი ეფექტები ხშირად აღინიშნა ეზეტიმიბ დენკის ფენოფიბრატთან ერთად გამოყენებისას: მუცლის ტკივილი.
შემდეგი გვერდითი მოვლენები ასევე დაფიქსირდა პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ:
უკუჩვენებები
თუ ალერგიული ხართ ეზეტიმიბის ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე.
არ მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი სტატინებთან ერთად,
თუ გაწუხებთ ღვიძლის დაავადება;
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.
სიფრთხილის ზომები
ეზეტიმიბ დენკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
უთხარით ექიმს თქვენი ჯანმრთელობის ყველა პრობლემის შესახებ, მათ შორის ალერგიის შესახებ.
ეზეტიმიბ დენკისა და სტატინებით მკურნალობის დაწყებამდე ექიმი უნდა გაეცნოს სისხლის ანალიზს ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად.
თქვენმა ექიმმა შეიძლება ასევე გადაამოწმოს თქვენი სისხლის ანალიზი ეზეტიმიბ დენკით და სტატინებით მკურნალობის დროს, რათა გააგრძელოს თქვენი ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი.
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის საშუალო ან მძიმე დაავადება, ეზეტიმიბ დენკის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ეზეტიმიბ დენკისა და ფიბრატების (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატები) ერთდროული გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ბავშვები და მოზარდები
არ მისცეთ ეს პრეპარატი 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს, თუ არ არის დანიშნული ექიმ-სპეციალისტის მიერ, რადგან შეზღუდულია მონაცემები მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.
არ მისცეთ ეს წამალი 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგან არ არსებობს მონაცემები ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის.
ეზეტიმიბ დენკის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა მედიკამენტებს, ახლახანს მიიღეთ/გამოიყენეთ სხვა მედიკამენტები ან გეგმავთ სხვა მედიკამენტების მიღებას/გამოყენებას.
ასევე აცნობეთ ექიმს, აქ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან თუ იღებთ/იყენებთ ერთ ან მეტ მედიკამენტს:
ციკლოსპორინი (წამალი, რომელიც ხშირად გამოიყენება ორგანოების გადანერგვის შემდეგ),
მედიკამენტები სისხლის შედედების ინჰიბირებისთვის, როგორიცაა ვარფარინი, ფენპროკუმონი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (ანტიკოაგულანტები),
კოლესტირამინი (წამალი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად), რადგან ის ხელს უშლის ეზეტიმიბის მოქმედებას,
ფიბრატები (ქოლესტერინის დონის შემამცირებელი წამლები).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
წინა კლინიკურ კვლევებმა აჩვენა, რომ ეზეტიმიბი არ იწვევს ციტოქრომ P450 მეტაბოლიზმის ფერმენტებს. არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ეზეტიმიბსა და წამლებს შორის, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 1A2, 2D6, 2C8, 2C9 და 3A4 ან N-აცეტილტრანსფერაზას მიერ.
კლინიკური ურთიერთქმედების კვლევებში ერთდროული გამოყენებისას ეზეტიმიბს არ ჰქონდა გავლენა დაფსონის, დექსტრომეთორფანის, დიგოქსინის, ორალური კონტრაცეპტივების (ეთინილესტრადიოლი და ლევონორგესტრელი), გლიპიზიდის, ტოლბუტამიდის ან მიდაზოლამის ფარმაკოკინეტიკაზე. ციმეტიდინს არ ჰქონდა გავლენა მის ბიოშეღწევადობაზე ეზეტიმიბთან ერთად მიღებისას.
ანტაციდები
ანტაციდების ერთდროული გამოყენება ამცირებს ეზეტიმიბის შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ გავლენას არ ახდენს ეზეტიმიბის ბიოშეღწევადობაზე. შეწოვის სიჩქარის შემცირება კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
ქოლესტირამინი
ქოლესტირამინის ერთდროული გამოყენება დაახლოებით 55%-ით ამცირებს საერთო ეზეტიმიბის (AUC) საშუალო ფართობს AUC მრუდზე (ეზეტიმიბი და გლუკურონიდირებული ეზეტიმიბი). დსლპ ქოლესტერინის შემცირების მატება, როდესაც ეზეტიმიბი ქოლესტირამინს ემატება, შეიძლება შემცირდეს ამ ურთიერთქმედებით (იხ. ნაწილი 4.2).
ფიბრატები
პაციენტებს, რომლებიც იღებენ ფენოფიბრატს და ეზეტიმიბს, ექიმმა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ქოლელითიაზისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების შესაძლო რისკის შესახებ (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8).
იმ პაციენტებმა, რომლებიც ერთდროულად იღებენ ეზეტიმიბს და ფენოფიბრატს, და არსებობს ქოლელითიაზის განვითარების რისკი, უნდა გამოიკვლიონ ნაღვლის ბუშტი და შეწყვიტონ ზემოთხსენებული თერაპია (იხ. ნაწილი 4.8).
ფენოფიბრატის ან გემფიბროზილის ერთდროული გამოყენებისას ზომიერად იზრდება ეზეტიმიბის საერთო კონცენტრაცია (დაახლოებით 1,5 და 1,7-ჯერ).
ეზეტიმიბის გამოყენება სხვა ფიბრატებთან ერთად არ არის შესწავლილი.
ფიბრატებს შეუძლიათ გაზარდონ ქოლესტერინის გამოყოფა ნაღვლის საშუალებით, რაც იწვევს ქოლელითიაზს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ეზეტიმიბი ხანდახან ზრდიდა ნაღველში ქოლესტერინის დონეს, მაგრამ არა ყველა ცხოველის სახეობაში (იხ. ნაწილი 5.3). ლითოგენური რისკი არ შეიძლება გამოირიცხოს ეზეტიმიბის თერაპიული გამოყენებისას.
სტატინები
ეზეტიმიბის მიღებისას ატორვასტატინთან, სიმვასტატინთან, პრავასტატინთან, ლოვასტატინთან, ფლუვასტატინთან ან როზუვასტატინთან ერთად, კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
ციკლოსპორინი
რვა პაციენტის კვლევისას, რომლებიც სტაბილურად იღებდნენ ციკლოსპორინს თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ, კრეატინინის კლირენსი ჰქონდათ > 50 მლ/წთ, და ამასთან ერთად იღებდნენ ეზეტიმიბის ერთჯერადად 10 მგ დოზით, საერთო ეზეტიმიბის საშუალო AUC იყო 3,4-ჯერ გაზრდილი. (დიაპაზონი 2,3-დან 7.9-მდე) ჯანმრთელ საკონტროლო პოპულაციასთან შედარებით სხვა კვლევაში (n = 17) მხოლოდ ეზეტიმიბის მიღებისას. სხვა კვლევაში, თირკმლის გადანერგვის მქონე პაციენტს თირკმლის მძიმე უკმარისობით, რომელიც იღებდა ციკლოსპორინს და სხვა მრავალ პრეპარატს, 12-ჯერ მეტი ჰქონდა ეზეტიმიბის საერთო მაჩვენებელი, ვიდრე სხვა საკონტროლო მოხალისეებს, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ეზეტიმიბს. ორფაზიან Crossover კვლევაში 12 ჯანმრთელ მოხალისეზე, 20 მგ ეზეტიმიბის ყოველდღიური მიღება 8 დღის განმავლობაში 100 მგ ციკლოსპორინის ერთჯერადი დოზით მე-7 დღეს იწვევდა ციკლოსპორინის AUC-ის საშუალოდ 15%-ით ზრდას (დიაპაზონი 10%-იანი შემცირებიდან 51%-მდე გადიდებამდე) 100 მგ ციკლოსპორინის ერთჯერად დოზასთან შედარებით. თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ ციკლოსპორინის მიღებაზე ეზეტიმიბის თანმხლები ეფექტის გამაკონტროლებელი კვლევა არ ჩატარებულა. ეზეტიმიბის თერაპია სიფრთხილით უნდა დაიწყოს იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ციკლოსპორინით. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ეზეტიმიბს და ციკლოსპორინს, საჭიროა ციკლოსპორინის კონცენტრაციის მონიტორინგი (იხ. ნაწილი 4.4).
ანტიკოაგულანტები
ჩატარდა 12 ჯანმრთელი ზრდასრული მამაკაცის კვლევა, რომებიც იღებდნენ ეზეტიმიბის 10 მგ-იან ტაბლეტს დღეში ერთხელ. ერთდროული გამოყენება არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას ვარფარინის ბიოშეღწევადობაზე და პროთრომბინის დროზე. თუმცა, პრეპარატის ბაზარზე გამოტანს შემდეგ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვარფარინს ან ფლუინდიონს და ამავდროულად იღებდნენ ეზეტიმიბს, დაფიქსირდა "საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის" (INR) ზრდა. თუ მოხდება ეზეტიმიბ დენკის ერთდროული მიღება ვარფარინთან, სხვა კუმარინ ანტიკოაგულანტებთან ან ფლუინდიონთან ერთად, შესაბამისად უნდა გაკონტროლდეს INR (იხ. პუნქტი 4.4).
ბავშვები და მოზარდები
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ უნდა მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი სტატინებთან ერთად, თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ.
თუ დაორსულდებით ეზეტიმიბ დენკისა და სტატინებით მკურნალობისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ორივე პრეპარატის მიღება და აცნობეთ ექიმს.
ორსულობის დროს სტატინის გარეშე მხოლოდ ეზეტიმიბ დენკის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. თუ ორსულად ხართ, ეზეტიმიბ დენკის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის.
თქვენ არ უნდა მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი სტატინებთან ერთად, თუ გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, რადგან უცნობია გადადის თუ არა ამ მედიკამენტების აქტიური ნივთიერებები დედის რძეში. ასევე ამ პერიოდში არ მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი სტატინის გარეშე, რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მოსალოდნელია, რომ ეზეტიმიბ დენკი არ იმოქმედებს თქვენს უნარზე მართოთ მანქანა და მექანიზმები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეზეტიმიბ დენკის მიღების შემდეგ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს თავბრუსხვევა.
ეზეტიმიბ დენკი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
გთხოვთ, მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ იცით, რომ გაქვთ გარკვეული შაქრის მიმართ აუტანლობა.
ეზეტიმიბ დენკის თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ ის თითქმის არ შეიცავს ნატრიუმს.
გვერდითი მოვლენები
თავბრუსხვევა, კუნთების ტკივილი, ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი), ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანზე გამონაყარი და გამონაყარი ჭინჭრის ციებით, მოწითალო გამონაყარი, ზოგჯერ (მულტიფორმული ერითემა), კუნთების ტკივილი, სისუსტე ან მგრძნობელობა (მიოპათია), ჩონჩხის კუნთების უჯრედების დაშლა (რაბდომიოლიზი), ნაღველის ბუშტში კენჭები ან ნაღვლის ბუშტის ანთება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება), პანკრეასი, რომელსაც ხშირად თან ახლავს მუცლის ძლიერი ტკივილი, ყაბზობა, თრომბოციტების დაბალი დონე (თრომბოციტოპენია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები და სისხლდენა, პარესთეზია, დეპრესია, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე და ქოშინი.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააფიქსიროთ გვერდითი მოვლენების ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა გერმანიის სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტის ფარმაკოლოგიურ განყოფილებაში, მისამართი: კურტ გეორგ კისინჯერის ხეივანი #3, 53175 ბონი, გერმანია, /Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D – 53175 Bonn/, ვებ-გვერდი: http://www.bfarm.de . გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
ჩატარდა კლინიკურ კვლევებში: ეზეტიმიბი 50 მგ/დღეში მიიღო 15 ჯანმრთელმა მოხალისემ 14 დღის განმავლობაში ან ეზეტიმიბი 40 მგ/დღეში მიიღო 18 პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტმა 56 დღემდე, რაც მათ ზოგადად კარგად გადაიტანეს. ცხოველებში არ დაფიქსირებულა ტოქსიკური ეფექტები, როდესაც ვირთხებსა და თაგვებს პერორალურად მისცეს 5000 მგ ეზეტიმიბის/კგ ერთჯერადად, ხოლო ძაღლებს 3000 მგ ეზეტიმიბი/კგ.
დაფიქსირდა ეზეტიმიბის დოზის გადაჭარბების ზოგიერთი შემთხვევა; უმეტეს შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ გამომჯღავნებულა. ზემოთხსენებული გვერდითი მოვლენები არ იყო ნიშანდობლივი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული სიმპტომური და დამცავი ზომები.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა: ეზეტიმიბი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.) [მცენარეული], პოვიდონი (K29/32), ნატრიუმის დოდეცილსულფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა.
როგორ გამოიყურება ეზეტიმიბ დენკი 10 მგ და შეფუთვის შიგთავსი
ეზეტიმიბ დენკი 10 მგ ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები.
ეზეტიმიბ დენკი 10 მგ ტაბლეტები შეფუთულია თეთრი, გაუმჭვირვალე PVC/PVDC/PVC ალუმინის ბლისტერში. ბლისტერები შეფუთულია მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქცია მოყვება თითოეულ კოლოფს.
ეზეტიმიბ დენკი 10 მგ ხელმისაწვდომია 30, 50 და 100 ტაბლეტის შეფუთვით.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაცევტული მეწარმე
დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ
პრინცრეგენტენშტრასე #79
81675 მიუნხენი
გერმანია
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბლისტერზე შემდეგი სიტყვების შემდეგ: "გამოიყენეთ -------მდე". ვარგისიანობის ვადა გრძელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არასოდეს ჩააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში (მაგალითად ტუალეტში ან ნიჟარაში). ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადააგდოთ პრეპარატი, როდესაც შეწყვეტთ მის გამოყენებას. ამით თქვენ წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლიპიდური მეტაბოლიზმზე მოქმედი სხვა საშუალებები, ATC კოდი: C10AX09
მოქმედების მექანიზმი
ეზეტიმიბი მიეკუთვნება ლიპიდების დამწევი საშუალებების ახალ კლასს, რომლებიც შერჩევით აფერხებენ ქოლესტერინის და მასთან დაკავშირებული ფიტოსტეროლების ნაწლავში შეწოვას. ეზეტიმიბი ეფექტურია პერორალურად მიღებისას; მისი მოქმედების პრინციპი განსხვავდება ქოლესტერინის დამწევი ნივთიერებების სხვა კლასებისგან (მაგ. სტატინები, ანიონგამცვლელები [ფისები], ფიბრის მჟავას წარმოებულები და ფიტოსტერინები). მოლეკულურ დონეზე ეზეტიმიბი მოქმედებს სტეროლის გადამტანზე - Niemann-Pick-C1-Like-1 (NPC1L1) ცილაზე, რომელიც პასუხისმგებელია ნაწლავში ქოლესტერინის და ფიტოსტეროლების შეწოვაზე.
ეზეტიმიბი მიმაგრებულია წვრილი ნაწლავის ჯაგრისის საზღვარზე და აფერხებს ქოლესტერინის შეწოვას, რის შედეგადაც მცირდება ქოლესტერინის ტრანსპორტირება ნაწლავიდან ღვიძლში. სტატინები ამცირებენ ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში და მოქმედების ეს განსხვავებული მექანიზმები ერთად იწვევს ქოლესტერინის დამატებით შემცირებას. ორკვირიან კლინიკურ კვლევაში 18 ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტში, ეზეტიმიბი აფერხებდა ნაწლავში ქოლესტერინის შეწოვას პლაცებოსთან შედარებით დაახლოებით 54%-ით.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ჩატარდა პრეკლინიკური კვლევების სერია ეზეტიმიბის სელექციურობის დასადგენად ქოლესტერინის შეწოვის ინჰიბირების მიზნით. ეზეტიმიბი აფერხებდა რადიოაქტიურად მარკირებული [14C] ქოლესტერინის შეწოვას და არ მოქმედებდა ტრიგლიცერიდების, ცხიმოვანი მჟავების, ნაღვლის მჟავების, პროგესტერონის, ეთინილ ესტრადიოლის და ცხიმში ხსნადი A და D ვიტამინების აბსორბციაზე.
ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა პირდაპირი კავშირი გულ-სისხლძარღვთა ავადობას, სიკვდილიანობას, საერთო ქოლესტერინის და დსლპ ქოლესტერინის დონეს შორის და საპირისპირო კავშირი მსლპ ქოლესტერინის დონესთან.
ეზეტიმიბის გამოყენება სტატინებთან ერთად ეფექტურად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკს გულის კორონარული დაავადების და მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, ეზეტიმიბი მონოთერაპიისას ან სტატინთან ერთად მნიშვნელოვნად ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დსლპ ქოლესტერინის, აპოლიპოპროტეინ B-ს და ტრიგლიცერიდების მაღალ დონეს და ზრდის მსლპ ქოლესტერინს დონეს ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში.
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია
ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად, რვა კვირიან კვლევაში გამოკვლეულ იქნა 769 ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტი. ეს პაციენტები უკვე მკურნალობდნენ სტატინებით ქოლესტერინის განათლების ეროვნული პროგრამის (National Cholesterol Education Program) მიზნობრივი დსლპ ქოლესტერინის მიღწევის გარეშე (2.6 - 4.1 მმოლ/ლ [100 - 160 მგ/დლ] ). ისინი იყვნენ რანდომიზირებულნი, რათა მიეღოთ 10 მგ ეზეტიმიბი ან პლაცებო, მათი მიმდინარე სტატინებით მკურნალობის გარდა.
იმ პაციენტებიდან, რომელთა დსლპ ქოლესტერინის დონემ ვერ მიაღწია მიზნობრივ შედეგს კვლევის დასაწყისში (დაახლოებით 82%), მნიშვნელოვნად მეტმა ოდენობამ მიაღწია დსლპ ქოლესტერინის მიზნობრივ შედეგს (72%) კვლევის ბოლოს ეზეტიმიბით, პლაცებოს შედეგი ეზეტიმიბზე მყოფ პაციენტებთან შედარებით იყო 19%. დსლპ ქოლესტერინის შესაბამის შემცირებაში განსხვავებები მნიშვნელოვანი იყო (25% ეზეტიმიბისთვის და 4% პლაცებოსთვის). გარდა ამისა, ეზეტიმიბი, რომელიც დაემატა მიმდინარე სტატინების თერაპიას, მნიშვნელოვნად შეამცირა საერთო ქოლესტერინი, აპოლიპოპროტეინ B, ტრიგლიცერიდები და გაიზარდა მსლპ ქოლესტერინის დონე პლაცებოსთან შედარებით. სტატინით თერაპიას დამატებული ეზეტიმიბი ამცირებდა საშუალო C-რეაქტიულ ცილას 10%-ით და პლაცებოს 0%-ით საწყისთან შედარებით.
ორმა ორმაგად ბრმა, რანდომიზებულმა, პლაცებოზე კონტროლირებადმა 12-კვირიანმა კვლევამ შეაფასა 1719 პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტი. 10 მგ ეზეტიმიბი მნიშვნელოვნად ამცირებს საერთო ქოლესტერინს (13%), დსლპ ქოლესტერინს (19%), აპოლიპოპროტეინ B (14%), ტრიგლიცერიდებს (8%) და ზრდის მსლპ ქოლესტერინს (3%) პლაცებოსთან შედარებით. გარდა ამისა, ეზეტიმიბი არ მოქმედებდა ცხიმში ხსნადი ვიტამინების A, D და E პლაზმურ კონცენტრაციებზე, არ მოქმედებდა პროთრომბინის დროზე და, ისევე როგორც სხვა ლიპიდების დამაქვეითებელი პრეპარატები, არ მოქმედებდა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში კორტიკოსტეროიდების წარმოებაზე.
მულტიცენტრულ, ორმაგად ბრმა, კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში (ENHANCE), ჰეტეროზიგოტური მემვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 720 პაციენტი 2 წლის განმავლობაში რანდომიზირებული იყო 10 მგ-იანი ეზეტიმიბის კომბინაციაში 80 მგ სიმვასტატინთან (n = 357) ან მხოლოდ 80 მგ სიმვასტატინი (n = 3263). კვლევის პირველადი მიზანი იყო ეზეტიმიბის/სიმვასტატინის კომბინირებული თერაპიის ეფექტის შესწავლა სიმვასტატინის მონოთერაპიასთან შედარებით საძილე არტერიის ინტიმა მედიის სისქეზე (Iintima-media thickness [IMT]). ამ სუროგატული მარკერის მნიშვნელობა გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია.
პირველადი საბოლოო წერტილი, საძილე არტერიის ექვსივე სეგმენტის საშუალო IMT ცვლილება, არ იყო მნიშვნელოვნად განსხვავებული (p = 0.29) ორივე სამკურნალო ჯგუფს შორის ულტრაბგერითი B გაზომვებში. 2-წლიანი კვლევის პერიოდში, 10 მგ ეზეტიმიბი 80 მგ სიმვასტატინთან ერთად ზღუდავდა IMT გასქელებას 0,0111 მმ-მდე, მხოლოდ სიმვასტატინი 80 მგ 0,0058 მმ-მდე (საძილე არტერიის IMT-ის საშუალო საბაზისო მნიშვნელობა შეესაბამებოდა 0,68 მმ - 0.69 მმ-ს. მმ).
10 მგ ეზეტიმიბი 80 მგ სიმვასტატინთან ერთად მნიშვნელოვნად ამცირებს დსლპ ქოლესტერინს, საერთო ქოლესტერინს, აპოლიპოპროტეინ B და ტრიგლიცერიდებს ვიდრე მხოლოდ 80 მგ სიმვასტატინი. მსლპ ქოლესტერინის პროცენტული ზრდა მსგავსი იყო ორივე მკურნალობის ჯგუფში. გვერდითი მოქმედებები, რომლებიც მოხსენებული იყო 10 მგ ეზეტიმიბისა და 80 მგ სიმვასტატინის კომბინაციისას შეესაბამებოდა უსაფრთხოების ცნობილ პროფილს.
ბავშვები და მოზარდები
მრავალცენტრულ, ორმაგად ბრმა, კონტროლირებად კვლევაში 138 ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე (HeFH) პაციენტი (59 ბიჭი და 79 გოგონა) 6-დან 10 წლამდე (საშუალო ასაკი 8,3 წელი) და დსლპ ქოლესტერინის საწყისი დონით 3,74 მმოლ/ლ-დან 9,92 მმოლ/ლ-მდე იღებდა 10 მგ-იანი ეზეტიმიბს ან პლაცებოს 12 კვირის განმავლობაში.
12 კვირის შემდეგ, ეზეტიმიბმა პლაცებოსთან შედარებით გამოიწვია საერთო ქოლესტერინის მაჩვენებლის შემცირება (-21 % vs 0 %), დსლპ ქოლესტერინი (-28 % vs -1 % ), აპოლიპოპროტეინ B (-22% vs -1%) და არა-მსლპ ქოლესტერინი (-26% vs 0%). ტრიგლიცერიდებისა და მსლპ ქოლესტერინის შემთხვევაში, ორივე სამკურნალო ჯგუფში იყო ანალოგიური მაჩვენებლები (-6% vs +8% და შესაბამისად +2% vs +1%,).
მულტიცენტრული, ორმაგად ბრმა, კონტროლირებადი კვლევა მოიცავდა 142 ბიჭს (ტანერის II სტადია ან უფრო მაღალი) და 106 გოგონა (პირველი მენსტრუალური ციკლით) 10-დან 17 წლამდე (საშუალო ასაკი 14.2 წელი) ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიით (HeFH) და დსლპ ქოლესტერინის საწყისი დონით 4 მმოლ/ლ-დან 14 მმოლ/ლ-მდე (159 მგ/დლ-დან 402 მგ/დლ-მდე). ისინი რანდომიზირებულნი იყვნენ 6 კვირის განმავლობაში 10 მგ ეზეტიმიბით + სიმვასტატინი (10, 20 ან 40 მგ) ან მხოლოდ სიმვასტატინით (10, 20 ან 40 მგ), შემდეგ 27 კვირის გავავლობაში 40 მგ ეზეტიმიბი+ სიმვასტატინი ან მხოლოდ 40 მგ სიმვასტატინი, შემდეგ 20 კვირა ეზეტიმიბი სიმვასტატინთან ერთად (10 მგ, 20 მგ ან 40 მგ), როგორც ღია კვლევის გაგრძელების ნაწილი.
6 კვირის შემდეგ, ეზეტიმიბის და სიმვასტატინის (ყველა დოზა) ერთდროულმა გამოყენებამ ვიდრე მხოლოდ სიმვასტატინის ყველა დოზის გამოყენებამ გამოიწვია საერთო ქოლესტერინის (38% vs 26%), დსლპ ქოლესტერინის (49% vs 34%), აპოლიპოპროტეინ B (39% vs 27%) მნიშვნელოვნად დაბალი დონე და ქოლესტერინი არა-მსლპ (47% vs 33%). ტრიგლიცერიდების (-17% vs -12%) და მსლპ ქოლესტერინის (+7% vs +6%) შედეგები მსგავსი იყო ორივე სამკურნალო ჯგუფში. 33 კვირის შედეგები შეესაბამებოდა მე-6 კვირის შედეგებს, მნიშვნელოვნად მეტი პაციენტი იღებდა ეზეტიმიბს პლუს 40 მგ სიმვასტატინს (62%), აკმაყოფილებდა NCEP (National Cholesterol Education Program /ქოლესტერინის განათლების ეროვნული პროგრამა)-ის და AAP (American Academy of Pediatrics /პედიატრიის ამერიკული აკადემია)-ის მკურნალობის ერთობლივ მიზანს: დსლპ ქოლესტერინის დონე (<2 8 მმოლ/ლ [110 მგ/დლ]), ვიდრე პაციენტები, რომლებიც იღებენ 40 მგ სიმვასტატინს (25%). 53 კვირის შემდეგ ღია კვლევის გახანგრძლივების ბოლოს, ლიპიდების დონეებზე ზემოქმედება უცვლელი რჩებოდა.
ეზეტიმიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა სიმვასტატინთან ერთად 40 მგ-ზე მეტი დოზით დღეში არ არის დადგენილი 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში. ეზეტიმიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა სიმვასტატინთან კომბინაციაში არ არის დადგენილი 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეზეტიმიბის თერაპიის გრძელვადიანი ეფექტი 17 წლამდე ასაკის პაციენტებში მოზრდილთა ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებაზე არ არის შესწავლილი.
გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პრევენცია
IMPROVE-IT კვლევის ფარგლებში (IMProved Reduction of Outcomes: Vytorin Efficacy International Trial), მულტიცენტრულმა, რანდომიზებულმა, ორმაგად ბრმა, აქტიურად კონტროლირებადმა კვლევამ, გამოიკვლია 18 144 პაციენტი, რომლებიც ჰოსპიტალიზირებული იყვნენ 10 დღის განმავლობაში მწვავე კორონარული სინდრომის (ან მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის [MI] ან არასტაბილური სტენოკარდიის [UA]) გამო. პაციენტების ერთი ჯგუფში შედიოდნენ ის პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ მწვავე კორონარული სინდრომი და ისინი ადრე არ მკურნალობდნენ ლიპიდების დამწევი თერაპიით, მათი დსლპ ქოლესტერინის დონე იყო ≤ 125 მგ/დლ (≤ 3,2 მმოლი) და მეორე ჯგუფის პაციენტები, რომლებიც უკვე მკურნალობდნენ ლიპიდების დამწევი თერაპიით, მათი დსლპ ქოლესტერინის დონე იყო ≤ 100 მგ/დლ (≤ 2,6 მმოლი). ყველა პაციენტი რანდომიზირებული იყო 1:1, რომ მიეღოთ ეზეტიმიბი/სიმვასტატინი 10 მგ/40 მგ (n = 9,067) ან სიმვასტატინი 40 მგ (n = 9,077). დაკვირვება მიმდინარეობდა დაახლოებით 6 წლის განმავლობაში.
პაციენტების საშუალო ასაკი იყო 63,6 წელი, 76% იყო მამაკაცი, 84% კავკასიური წარმოშობის და 27% დიაბეტიანი. დსლპ ქოლესტერინის საშუალო ნიშნული კვლევის დაწყებამდე ჰქონდათ 80 მგ/დლ (2.1 მმოლ/ლ) ეს იმ პაციენტებს, რომლებიც ადრე იღებდნენ ლიპიდების დამწევ მკურნალობას (n = 6,390) და 101 მგ/დლ (2.6 მმოლ/ლ) იმ პაციენტებს, რომლებიც წინასწარი არ გადიოდნენ ლიპიდების დამწევ მკურნალობას (n = 11,594). მწვავე კორონარული სინდრომის გამო ჰოსპიტალიზაციამდე (კვლევაში ჩართვამდე), პაციენტების 34% გადიოდა მკრნალობას სტატინით. ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში დსპ ქოლესტერინის საშუალო დონე მიმდინარე მკურნალობისას იყო 53,2 მგ/დლ (1,4 მმოლ/ლ) და სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში იყო 69, 9 მგ/დლ. (1,8 მმოლ/ლ). ლიპიდური მაჩვენებლები ყოველთვის აღირიცხებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მიმდინარე საკვლევ მედიკამენტს.
კვლევის ამოსავალი წერტილი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის, ძირითადი კორონარული მოვლენების (MCE; მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას) და არალეტალური ინსულტის კომბინაცია. კვლევამ აჩვენა, რომ ეზეტიმიბი/სიმვასტატინის თერაპიას დამატებითი სარგებელი მოაქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის, ძირითადი კორონარული მოვლენების და არალეტალური ინსულტის შემცირებაში ვიდრე მხოლოდ სიმვასტატინით მკურნალობას (ფარდობითი რისკის შემცირება 6.4%, p = 0.016).
ძირითადი მიზანი ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში დაუფიქსირდა 9067 პაციენტიდან 2572 პაციენტს (7-წლიანი კაპლან მეიერის (Kaplan-Meier) მაჩვენებელი 32.72%), ხოლო სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში 2742 პაციენტს 9077 პაციენტიდან (7-წლიანი კაპლან მეიერის (Kaplan-Meier) მაჩვენებელი იყო 34.67%). (იხ. სურ. 1 და ცხრილი 1). მსგავსი სარგებელი მოსალოდნელია ეზეტიმიბისა და სხვა სტატინების ერთად მიღების შემთხვევაშიც, გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის დადასტურებული შემცირებით. საერთო სიკვდილიანობა უცვლელი იყო ამ მაღალი რისკის ჯგუფში (იხ. ცხრილი 1).
საერთო ჯამში, სარგებელი ჰქონდა ყველა განხილულ ინსულტს მიუხედავად მისი წარმოშობის მიზეზისა, მაგრამ იყო ჰემორაგიული ინსულტების მცირე, უმნიშვნელო ზრდა ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში სიმვასტატინის მონოთერაპიასთან შედარებით (იხ. ცხრილი 1). ჰემორაგიული ინსულტის რისკი ეზეტიმიბის უფრო ძლიერ სტატინთან ერთად გამოყენებისას არ არის შესწავლილი გრძელვადიან კვლევებში.
ეზეტიმიბი/სიმვასტატინის მკურნალობის ეფექტი ზოგადად შეესაბამებოდა საერთო შედეგებს მრავალ ქვეჯგუფში, მათ შორის: სქესი, ასაკი, ეთნიკური წარმომავლობა, შაქრიანი დიაბეტი, საწყისი ლიპიდები, სტატინების წინარე თერაპია, წინა ინსულტი და ჰიპერტენზია.
სურათი 1. ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ეფექტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის, ძირითადი კორონარული მოვლენების (MCE) და არალეტალური ინსულტის მიმართ.
ცხრილი 1: მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენები მკურნალობის ჯგუფის მიხედვით ყველა რანდომიზებული პაციენტისთვის IMPROVE-IT კვლევაში
შედეგი
ეზეტიმიბი/სიმვასტატინი 10 mg/40 mga
(n = 9.067)
სიმვასტატინი,
40 mgb
(n = 9.077)
რისკის კოეფიციენტი
(95 % KI)
P
n
K-M %c
n
K-M%c
პირველადი კომბინირებული მოქმედების საბოლოო წერტილი
(გულ-სისხლძარღვთა დაავად. გამოწბეული სიკვდილი, ძირითადი კორონარული მოვლენები (MCE) და არალეტალური ინსულტი)
- 572
32,72 %
- 742
34,67 %
0,936 (0,887; 0,988)
0,016
მეორადი კომბინირებული მოქმედების საბოლოო წერტილი
სიკვდილი გულის უკმარისობით, მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი, გადაუდებელი კორონარული რევასკულარიზაცია 30 დღის შემდეგ
- 322
17,52 %
- 448
18,88 %
0,912 (0,847; 0,983)
0,016
ძირითადი კორონარული მოვლენები (MCE), არალეტალური ინსულტი, სიკვდილი (ნებისმიერი მიზეზით)
- 089
38,65 %
- 246
40,25 %
0,948 (0,903; 0,996)
0,035
გულ-სისხლძარღვთა დაავად. გამოწვეული სიკვდილი, მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, ნებისმიერი რევასკულარიზაცია, არალეტალური ინსულტი
- 716
- 716
- 716
- 716
- 716
- 716
პირველადი კომბინირებული საბოლოო წერტილის კომპონენტები და შერჩეული მოქმედების საბოლოო წერტილები (ნებისმიერი მოვლენის პირველი შემთხვევა დროის ნებისმიერ მომენტში)
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა
537
6,89 %
538
6,84 %
1,000 (0,887; 1,127)
0,997
მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენები (MCE)
მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი
945
12,77 %
- 083
14,41 %
0,871 (0,798; 0,950)
0,002
არასტაბილური სტენოკარდია, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას
156
2,06 %
148
1,92 %
1,059 (0,846; 1,326)
0,618
კორონარული რევასკულა-რიზაცია 30 დღის შემდეგ
- 690
21,84 %
- 793
23,36 %
0,947 (0,886; 1,012)
0,107
არალეტალური ინფარქტი
245
3,49 %
305
4,24 %
0,802 (0,678; 0,949)
0,010
მიოკარდიუმის არალეტალური და ლეტალური ინფარქტი
977
13,13 %
- 118
14,82 %
0,872 (0,800; 0,950)
0,002
არალეტალური და ლეტალური ინსულტი
296
4,16 %
345
4,77 %
0,857 (0,734; 1,001)
0,052
არაჰემორაგიული ინსულტი
242
3,48 %
305
4,23 %
0,793 (0,670; 0,939)
0,007
ჰემორაგიული ინსულტი
59
0,77 %
43
0,59 %
1,377 (0,930; 2,040)
0,110
სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით
- 215
15,36 %
- 231
15,28 %
0,989 (0,914; 1,070)
0,782
a 6% ეზეტიმიბი/სიმვასტატინი 10 მგ/80 მგ
b 27% სიმვასტატინი 80 მგ
c კაპლან-მეიერის შეფასება 7 წლის შემდეგ
d მოიცავს იშემიურ ინსულტს და დაუზუსტებელ ინსულტს
თირკმელების ქრონიკული დაავადების დროს მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენების პროფილაქტიკა
SHARP-ის კვლევა (Study of Heart and Renal Protection) იყო მრავალეროვნული, რანდომიზებული, პლაცებოზე კონტროლირებადი, ორმაგად ბრმა. კვლევაში მონაწილეობას იღებდა თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე 9438 პაციენტი, რომელთა ერთი მესამედი კვლევის დასაწყისში უკვე იყო დიალიზზე. ჯამში 4650 პაციენტი იღებდა 10 მგ ეზეტიმიბის და 20 მგ სიმვასტატინის კომბინაციას, ხოლო 4620 პაციენტი იყო პლაცებოს ჯგუფში და დაკვირვება მიმდინარეობდა საშუალოდ 4,9 წლის განმავლობაში. პაციენტების საშუალო ასაკი შეადგენდა 62 წელს, აქედან 63% იყვნენ მამაკაცები, 72% კავკასიური წარმოშობისა და 23% დიაბეტიანი. პაციენტებს, რომლებიც არ იმყოფებოდნენ დიალიზზე, გლომერულური ფილტრაციის საშუალო სიჩქარე (eGFR) ჰქონდათ 26,5 მლ/წთ/1,73 მ2. კრიტერიუმები არ იყო ლიპიდურ პარამეტრებთან დაკავშირებული. საწყის ეტაპზე დსლპ ქოლესტერინის საშუალო კონცენტრაცია იყო 108 მგ/დლ. პაციენტების ჩათვლით, რომლებიც აღარ იღებდნენ საკვლევ მედიკამენტს, მკურნალობის ერთი წლის შემდეგ, დსლპ ქოლესტერინის დონის შემცირება პლაცებოსთან შედარებით იყო 26%, ვიდრე მხოლოდ 20 მგ სიმვასტატინის მიღებისას და 38% 10 მგ ეზეტიმიბი + 20 მგ სიმვასტატინის კომბინაციაში.
SHARP კვლევის პროტოკოლში მითითებული პირველადი შედარება იყო მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენების Intention-to-treat (ITT)-ის ანალიზი. მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენები მოიცავს მიოკარდიუმის არალეტალურ ინფარქტს, ან გულის სიკვდილს, ინსულტს ან ნებისმიერ რევასკულარიზაციის მკურნალობას. ეს ხდებოდა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებიც თავდაპირველად რანდომიზებულნი იყვნენ ეზეტიმიბის/სიმვასტატინის (n = 4,193) ან პლაცებოს (n = 4,191) საკვლევ ჯგუფში. მეორადი ანალიზები მოიცავდა როგორც კომბინირებული საბოლოო წერტილის (MVE) ასევე ცალკეულ საბოლოო წერტილების გამოკვლევას, რომელიც ჩართული იყო მთელ საკვლევ პოპულაციაში, რანდომიზებული ეზეტიმიბი/სიმვასტატინზე (n = 4,650) ან პლაცებოზე (n = 4,620) (საწყის ეტაპზე ან 1 წლის შემდეგ).
პირველადი საბოლოო წერტილის ანალიზმა აჩვენა, რომ ეზეტიმიბი სიმვასტატინთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენების რისკს ფარდობითი რისკის შემცირებით 16%-ით (p = 0.001) (749 პაციენტი მოვლენებით პლაცებოს ჯგუფში vs 639 პაციენტის წინააღმდეგ ეზეტიმიბი/ სიმვასტატინის ჯგუფში).
თუმცა, კვლევის დიზაინმა არ მოგვცა საშუალება დაგვედასტურებინა ეზეტიმიბის ინდივიდუალური კომპონენტის წვლილი ეფექტურობაში მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენების რისკის მნიშვნელოვანი შემცირების თვალსაზრისით თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში.
MVE კომბინაციის ინდივიდუალური კომპონენტები ყველა სახის რანდომიზირებულ პაციენტში წარმოდგენილია მე-2 ცხრილში. ეზეტიმიბი სიმვასტატინთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის და ნებისმიერი რევასკულარიზაციის რისკს. იყო ეზეტიმიბის მცირე რიცხობრივი უპირატესობა სიმვასტატინთან კომბინაციაში პლაცებოსთან შედარებით მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტისა და კარდიული სიკვდილის შემთხვევებში.
ცხრილი 2: მწვავე (ძირითადი) კარდიოვასკულური შემთხვევები მკურნალობის ჯგუფის მიხედვით ყველა შემთხვევითი პაციენტისთვის SHARPa კვლევაში
შედეგი
10მგ ეზეტიმიბი
20 მგ სიმვასტატინთან კომბინაციაში
(n = 4.650)
პლაცებო
(n = 4.620)
შედარებითი რისკი
(95 % KI)
P
მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენები (MVE)
701 (15,1 %)
814 (17,6 %)
0,85 (0,77 – 0,94)
0,001
მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი
134 (2,9 %)
159 (3,4 %)
0,84 (0,66 – 1,05)
0,12
კარდიული სიკვდილი
253 (5,4 %)
272 (5,9 %)
0,93 (0,78 – 1,10)
0,38
ნებისმიერი ინსულტი
171 (3,7 %)
210 (4,5 %)
0,81 (0,66 – 0,99)
0,038
არაჰემორაგიული ინსულტი
131 (2,8 %)
174 (3,8 %)
0,75 (0,60 – 0,94)
0,011
ჰემორაგიული ინსულტი
45 (1,0 %)
37 (0,8 %)
1,21 (0,78 – 1,86)
0,40
ნებისმიერი რევასკულარიზაცია
284 (6,1 %)
352 (7,6 %)
0,79 (0,68 – 0,93)
0,004
ძირითადი ათეროსკლეროზული მოვლენები (MAE)b
526 (11,3 %)
619 (13,4 %)
0,83 (0,74 – 0,94)
0,002
a. SHARP კვლევაში ჩართული ყველა პაციენტის ntention-to-treat ანალიზი, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ სამკურნალო ჯგუფში ეზეტიმიბი/სიმვასტატინი ან პლაცებო (თავიდან ან ერთი წლის შემდეგ)
b. MAE: განსაზღვრული კომპოზიტური მოვლენა, მათ შორის არალეტალური მიოკარდიუმის ინფარქტი (MI), კარდიული სიკვდილი, არაჰემორაგიული ინსულტი ან ნებისმიერი რევასკულარიზაცია
დსლპ ქოლესტერინის აბსოლუტური შემცირება, სხვა პაციენტებთან შედარებით მიღწეულ იქნა ეზეტიმიბი + სიმვასტატინით იმ პაციენტებში, რომლებსაც საწყის ეტაპზე ჰქონდათ დაბალი ლდლპ ქოლესტერინი (<2.5 მმოლ/ლ) ან პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ დიალიზზე.
რისკის შემცირება პაციენტთა ამ ორ ჯგუფში შესაბამისად უფრო მცირე იყო.
ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია
ორმაგად ბრმა, რანდომიზებულ 12-კვირიან კვლევაში, სადაც ჩართილი იყო კლინიკური და/ან გენოტიპური დიაგნოზიანი 50 ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტი, მიიღეს ატორვასტატინი ან სიმვასტატინი (40 მგ) LDL აფერეზის ან მის გარეშე თანმხლებით. ეზეტიმიბი + ატორვასტატინი (40 ან 80 მგ) ან სიმვასტატინი (40 ან 80 მგ) მნიშვნელოვნად ამცირებს დსლპ ქოლესტერინის დონეს 15%-ით უფრო ეფექტურად, ვიდრე სიმვასტატინის ან ატორვასტატინის (40 მგ-დან 80 მგ-მდე) მონოთერაპიის დროს.
აორტის სტენოზი
SEAS (Simvastatin and Ezetimibe for the Treatment of Aortic Stenosis) კვლევა იყო მულტიცენტრული, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევა, საშუალო ხანგრძლივობით 4,4 წელი, რომელშიც ჩართული იყო ასიმპტომური აორტის სტენოზის (AS) მქონე 1873 პაციენტი, აქ დოკუმენტირება ხდებოდა აორტაში ნაკადის მაქსიმალური სიჩქარის („Peakflow“) 2.5-დან 4.0 მ/წმ-მდე დიაპაზონში, რომელიც განისაზღვრებოდა დოპლერის გაზომვებით. კვლევაში ჩართული იყვნენ მხოლოდ ის პაციენტები, რომლებსაც არ უტარდებოდათ სტატინებით მკურნალობა ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის გამო. პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ 1:1-ით დღიურად პლაცებოს ან 10 მგ ეზეტიმიბის და 40 მგ სიმვასტატინის კომბინაციის მიღებაზე.
პირველადი საბოლოო წერტილი იყო ძირითადი კარდიოვასკულური მოვლენების კომბინაცია (major cardiovascular events [MCE]) და მოიცავდა კარდიოვასკულური დაავადებებისგან გამოწვეულ სიკვდილს, აორტის სარქვლის ქირურგიულ მეთოდით შეცვლა (aortic valve replacement [AVR]), გულის უკმარისობა ( congestive heart failure [CHF]), მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი, კორონარული …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
ანოტაცია: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის
ეზეტიმიბ დენკ 10 მგ / Ezetimib Denk 10 mg /
ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება: ეზეტიმიბი
პრეპარატის გამოყენებამდე, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ წამლის მთლიანი ანოტაცია, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ გამოყენების ეს ინსტრუქვია, შეიძლება მოგვიანებით მოგინდეთ მისი ხელახლა გადაკითხვა.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა.
აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია პირადად პაციენტისათვის. არ გადასცეთ ის სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს, მაშინაც კი, თუ კი მათ იგივე სიმპტომები აქვთ, რაც თქვენ.
თუ გამოვლინდება რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ანოტაციაში. იხილეთ მე-4 პუნქტი.
რა ინფორმაციას მივიღებთ ამ ანოტაციიდან
რა არის ეზეტიმიბ დენკი და რისთვის გამოიყენება იგი?
რა უნდა გაითვალისწინოთ ეზეტიმიბ დენკის მიღებამდე?
როგორ მივიღოთ ეზეტიმიბ დენკი?
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ეზეტიმიბ დენკს?
როგორ შევინახოთ ეზეტიმიბ დენკი?
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რა არის ეზეტიმიბ დენკი და რისთვის გამოიყენება იგი?
ეზეტიმიბ დენკი არის ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებელი პრეპარატი. ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “ცუდი” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ეგრეთ წოდებული ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “კარგი” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთა ქოლესტერინის დონის დაწევა შეუძლებელია მხოლოდ ქოლესტერინის დამწევი დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.
ეზეტიმიბ დენკი ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ეზეტიმიბ დენკი არ არის გამიზნული წონის დასაკლებად ან დაკლებული წონის შესანარჩუნებლად.
ეზეტიმიბ დენკი ავსებს სტატინების ქოლესტერინის შემამცირებელ ეფექტს- წამლების ჯგუფი, რომლებიც ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.
ქოლესტერინი არის სისხლში არსებული რამდენიმე ცხიმიდან ერთ-ერთი. საერთო ქოლესტერინი ძირითადად შედგება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინისგან (დსლპ) და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინისგან (მსლპ).
დსლპ ქოლესტერინს ხშირად უწოდებენ " ცუდ " ქოლესტერინს, რადგან ის შეიძლება დაგროვდეს სისხლძარღვების (არტერიების) კედლებზე და წარმოქმნას ნადები (ე.წ. ფოლაქი). საბოლოოდ, ამ ფოლაქებმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიების შევიწროება. რაც თავის მხრივ იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას ან სისხლძარღვების დახშობაც კი ისეთ სასიცოცხლო ორგანოებში, როგორიცაა გული ან ტვინი. სისხლძარღვების ასეთი თრომბოზი შეიძლება გახდეს ინფარქტის ან ინსულტის მიზეზი.
მსლპ ქოლესტერინს ხშირად უწოდებენ" კარგ "ქოლესტერინს, რადგან ის ხელს უშლის არტერიებში "ცუდი" ქოლესტერინის დაგროვებას და იცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან.
ტრიგლიცერიდები არის სისხლის სხვა ლიპიდები, რომლებმაც ასევე შეიძლება გაზარდონ გულის დაავადების განვითარების რისკი.
ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება ქოლესტერინის დამწევ დიეტასთან ერთად:
როცა სისხლში მომატებულია ქოლესტერინის დონე (პირველადი [ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი] ჰიპერქოლესტერინემია);
სტატინებთან ერთად, თუ მხოლოდ სტატინებით მკურნალობა არ არის საკმარისი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად;
როგორც ერთადერთი მკურნალობა, თუ სტატინებით მკურნალობა არ არის თქვენთვის შესაფერისი ან რამე მიზეზით მიუღებელია;
თუ გაწუხებთ გარკვეული მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც იწვევს სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონეს (ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია). ამ შემთხვევაში, თქვენ დამატებით დაგინიშნავენ სტატინს და ჩვეულებისამებრ შემდგომ მკურნალობას.
თუ თქვენ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ეზეტიმიბ დენკი სტატინების ჯგუფის ქოლესტერინის დამწევ საშუალებებთან ერთად შეგიმცირებთ გულის შეტევისა და ინსულტის რისკს, ასევე ქირურგიული ჩარევის რისკს გულის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ან ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას გულმკერდის ტკივილის გამო.
რა უნდა გაითვალისწინოთ ეზეტიმიბ დენკის მიღებამდე?
თუ თქვენ იღებთ ეზეტიმიბ დენკს სტატინთან ერთად, ასევე მიჰყევით ამ პრეპარატის ინსტრუქციას.
არ მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი,
თუ ალერგიული ხართ ეზეტიმიბის ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე.
არ მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი სტატინებთან ერთად,
თუ გაწუხებთ ღვიძლის დაავადება;
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.
გაფრთხილებები და პრევენციის ზომები
ეზეტიმიბ დენკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
უთხარით ექიმს თქვენი ჯანმრთელობის ყველა პრობლემის შესახებ, მათ შორის ალერგიის შესახებ.
ეზეტიმიბ დენკისა და სტატინებით მკურნალობის დაწყებამდე ექიმი უნდა გაეცნოს სისხლის ანალიზს ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად.
თქვენმა ექიმმა შეიძლება ასევე გადაამოწმოს თქვენი სისხლის ანალიზი ეზეტიმიბ დენკით და სტატინებით მკურნალობის დროს, რათა გააგრძელოს თქვენი ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი.
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის საშუალო ან მძიმე დაავადება, ეზეტიმიბ დენკის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ეზეტიმიბ დენკისა და ფიბრატების (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატები) ერთდროული გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ბავშვები და მოზარდები
არ მისცეთ ეს პრეპარატი 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს, თუ არ არის დანიშნული ექიმ-სპეციალისტის მიერ, რადგან შეზღუდულია მონაცემები მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.
არ მისცეთ ეს წამალი 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგან არ არსებობს მონაცემები ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის.
ეზეტიმიბ დენკის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა მედიკამენტებს, ახლახანს მიიღეთ/გამოიყენეთ სხვა მედიკამენტები ან გეგმავთ სხვა მედიკამენტების მიღებას/გამოყენებას.
ასევე აცნობეთ ექიმს, აქ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან თუ იღებთ/იყენებთ ერთ ან მეტ მედიკამენტს:
ციკლოსპორინი (წამალი, რომელიც ხშირად გამოიყენება ორგანოების გადანერგვის შემდეგ),
მედიკამენტები სისხლის შედედების ინჰიბირებისთვის, როგორიცაა ვარფარინი, ფენპროკუმონი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (ანტიკოაგულანტები),
კოლესტირამინი (წამალი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად), რადგან ის ხელს უშლის ეზეტიმიბის მოქმედებას,
ფიბრატები (ქოლესტერინის დონის შემამცირებელი წამლები).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ უნდა მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი სტატინებთან ერთად, თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ.
თუ დაორსულდებით ეზეტიმიბ დენკისა და სტატინებით მკურნალობისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ორივე პრეპარატის მიღება და აცნობეთ ექიმს.
ორსულობის დროს სტატინის გარეშე მხოლოდ ეზეტიმიბ დენკის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. თუ ორსულად ხართ, ეზეტიმიბ დენკის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის.
თქვენ არ უნდა მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი სტატინებთან ერთად, თუ გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, რადგან უცნობია გადადის თუ არა ამ მედიკამენტების აქტიური ნივთიერებები დედის რძეში. ასევე ამ პერიოდში არ მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი სტატინის გარეშე, რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მოსალოდნელია, რომ ეზეტიმიბ დენკი არ იმოქმედებს თქვენს უნარზე მართოთ მანქანა და მექანიზმები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეზეტიმიბ დენკის მიღების შემდეგ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს თავბრუსხვევა.
ეზეტიმიბ დენკი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
გთხოვთ, მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ იცით, რომ გაქვთ გარკვეული შაქრის მიმართ აუტანლობა.
ეზეტიმიბ დენკის თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ ის თითქმის არ შეიცავს ნატრიუმს.
როგორ მივიღოთ ეზეტიმიბ დენკი?
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გააგრძელეთ ქოლესტერინის დამწევი სხვა მედიკამენტების მიღება და შეწყვიტეთ მათი მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ეზეტიმიბ დენკით მკურნალობის დაწყებამდე უნდა დაიწყოთ შესაბამისი ქოლესტერინის დონის შესამცირებელი დიეტა.
მკურნალობის პერიოდშიც უნდა გააგრძელოთ ქოლესტერინის დონის შესამცირებელი დიეტა.
ეზეტიმიბ დენკის რეკომენდებული დოზაა დღეში ერთხელ 10 მგ-იანი ტაბლეტი.
თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ აირჩიოთ როდის მიიღებთ მას. ტაბლეტების მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებასთან.
თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ეზეტიმიბ დენკი სტატინებთან ერთად, შეგიძლიათ ორივე წამლის ერთდროულად მიღება. გთხოვთ, მიჰყვეთ დოზირების ინსტრუქციას, რომელიც აღწერილია შესაბამისი მედიკამენტის გამოყენების ანოტაციაში.
თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ეზეტიმიბ დენკი ქოლესტირამინთან ან სხვა ანიონგამცვლელთან ერთად (მედიკამენტი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად), მიიღეთ ეზეტიმიბ დენკი ანიონგადამცვლელამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან სულ მცირე 4 საათის შემდეგ.
თუ მიიღეთ ეზეტიმიბ დენკის გადაჭარბებული დოზა, ვიდრე საჭირო იყო
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ ეზეტიმიბ დენკის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ დაგავიწყდათ წინა დოზის მიღება. მკურნალობა განაგრძეთ მეორე დღეს ჩვეულ დროს დადგენილი დოზის მიღებით.
თუ შეწყვეტთ ეზეტიმიბე დენკის მიღებას
განიხილეთ მედიკამენტის შეწყვეტის საკითხი, თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, რადგან თქვენი ქოლესტერინის დონე შეიძლება კვლავ გაიზარდოს.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ეზეტიმიბე დენკს?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, შესაძლოა ამ პრეპარატმაც გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ შეამჩნევთ კუნთების აუხსნელ ტკივილს, მგრძნობელობის მომატებას ან სისუსტეს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს აუცილებელია, რადგან კუნთოვანი სისტემის დარღვევები, მათ შორის ჩონჩხის კუნთების უჯრედების დაშლა, რასაც მოჰყვება თირკმლის უკმარისობა, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში.
პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ დაფიქსირდა მონაცემები ალერგიული რეაქციების შესახებ, მათ შორის როგორიცაა სახის, ტუჩის, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას).
ეზეტიმიბ დენკის ცალკე გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს):
მუცლის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი, დაღლილობა.
არახშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიანს):
ზოგიერთ ლაბორატორიულ ტესტში გაზრდილი მაჩვენებლები, (ღვიძლის ფუნქციური სინჯები [ტრანსამინაზები] და კუნთების ფუნქცია [კრეატინფოსფოკინაზა]), ხველა, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა, გულისრევა, სახსრების ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, კისრის ტკივილი, მადის დაქვეითება, ტკივილი, გულმკერდის ტკივილი, ალები, მაღალი წნევა.
შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ეზეტიმიბ დენკის სტატინებთან ერთად გამოყენებისას:
ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს):
ზოგიერთ ლაბორატორიულ ტესტში - ღვიძლის ფუნქციურ მაჩვენებლებში - (ტრანსამინაზები), თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, კუნთების მგრძნობელობის მატება ან სისუსტე.
არახშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიანს):
ანომალური შეგრძნებები, როგორიცაა კიდურებში დაბუჟება, ჩხვლეტა (პარესთეზია), პირის სიმშრალე, ქავილი, გამონაყარი, გამონაყარი ჭინჭრის ციებით, ზურგის ტკივილი, კუნთების სისუსტე, ტკივილი ხელებსა და ფეხებში, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, შეშუპება, განსაკუთრებით ხელებში და ფეხებში.
შემდეგი გვერდითი ეფექტები ხშირად აღინიშნა ეზეტიმიბ დენკის ფენოფიბრატთან ერთად გამოყენებისას: მუცლის ტკივილი.
შემდეგი გვერდითი მოვლენები ასევე დაფიქსირდა პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ:
გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე უცნობია. (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
თავბრუსხვევა, კუნთების ტკივილი, ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი), ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანზე გამონაყარი და გამონაყარი ჭინჭრის ციებით, მოწითალო გამონაყარი, ზოგჯერ (მულტიფორმული ერითემა), კუნთების ტკივილი, სისუსტე ან მგრძნობელობა (მიოპათია), ჩონჩხის კუნთების უჯრედების დაშლა (რაბდომიოლიზი), ნაღველის ბუშტში კენჭები ან ნაღვლის ბუშტის ანთება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება), პანკრეასი, რომელსაც ხშირად თან ახლავს მუცლის ძლიერი ტკივილი, ყაბზობა, თრომბოციტების დაბალი დონე (თრომბოციტოპენია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები და სისხლდენა, პარესთეზია, დეპრესია, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე და ქოშინი.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააფიქსიროთ გვერდითი მოვლენების ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა გერმანიის სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტის ფარმაკოლოგიურ განყოფილებაში, მისამართი: კურტ გეორგ კისინჯერის ხეივანი #3, 53175 ბონი, გერმანია, /Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D – 53175 Bonn/, ვებ-გვერდი: http://www.bfarm.de . გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ შევინახოთ ეზეტიმიბ დენკი?
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბლისტერზე შემდეგი სიტყვების შემდეგ: "გამოიყენეთ -------მდე". ვარგისიანობის ვადა გრძელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არასოდეს ჩააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში (მაგალითად ტუალეტში ან ნიჟარაში). ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადააგდოთ პრეპარატი, როდესაც შეწყვეტთ მის გამოყენებას. ამით თქვენ წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვაში.
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ეზეტიმიბ დენკი
აქტიური ნივთიერებაა: ეზეტიმიბი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.) [მცენარეული], პოვიდონი (K29/32), ნატრიუმის დოდეცილსულფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა.
როგორ გამოიყურება ეზეტიმიბ დენკი 10 მგ და შეფუთვის შიგთავსი
ეზეტიმიბ დენკი 10 მგ ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები.
ეზეტიმიბ დენკი 10 მგ ტაბლეტები შეფუთულია თეთრი, გაუმჭვირვალე PVC/PVDC/PVC ალუმინის ბლისტერში. ბლისტერები შეფუთულია მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქცია მოყვება თითოეულ კოლოფს.
ეზეტიმიბ დენკი 10 მგ ხელმისაწვდომია 30, 50 და 100 ტაბლეტის შეფუთვით.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაცევტული მეწარმე
დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ
პრინცრეგენტენშტრასე #79
81675 მიუნხენი
გერმანია
მწარმოებელი
არტესან ფარმა გმბჰ & კო.კგ
ვენლანდტრასე 1
29439 ლუჩოუ
გერმანია
ან
დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ
პრინცრეგენტენშტრასე # 79
81675 მიუნხენი
გერმანია
წინამდებარე პრეპარატი დამტკიცებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებებით:
დანია კარდიტიმიბი 10 მგ ტაბლეტები
გერმანია ეზეტიმიბ დენკი 10 მგ ტაბლეტები
ეს ანოტაცია ბოლოს შესწორდა 2021 წლის მაისში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


