ეზეტროლი არის ოვალური ფორმის, თეთრი ფერის ტაბლეტები, წარწერით “414”. ეზეტროლი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს ერთ ტაბლეტში და ხელმისაწვდომია 28 ტაბლეტიანი შეფუთვით. ეზეტროლი არის მედიკამენტი, რომელიც აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ეზეტიმიბი (ezetimibe)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №28
- მწარმოებელი
- _
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- C10AX09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0246
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ეზეტროლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეზეტროლი არის ოვალური ფორმის, თეთრი ფერის ტაბლეტები, წარწერით “414”. ეზეტროლი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს ერთ ტაბლეტში და ხელმისაწვდომია 28 ტაბლეტიანი შეფუთვით.
ეზეტროლი არის მედიკამენტი, რომელიც აქვეითებს ქოლესტერინის დონეს.
ეზეტროლი არის მედიკამენტი, რომელიც აქვეითებს საერთო ქოლესტერინის დონეს, ცუდი ქოლესტერინის (LDL (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) ქოლესტერინი) და ტროგლიცერიდების დონეს სისხლში. გარდა ამისა, ეზეტროლი ზრდის კარგი ქოლესტერინის (HDL (მაღალი სიმკვირივის ლიპოპროტეინები) ქოლესტერინი). ის განკუთვნილია პაციენტებისათვის, რომლებშიც ქოლესტერინის დონე არ კონტროლდება მხოლოდ დიეტით. ამ მედიკამენტის გამოყენებისას საჭიროა ქოლესტერინის დამაქვეითებელი დიეტის დაცვა.
ეზეტროლი მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ქოლესტერინის შეწოვის დაქვეითებით. ეზეტროლი არ იწვევს წონის დაქვეითებას.
ეზეტროლს დამატებითი ეფექტი აქვს სტატინებზე, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმში წარმოქმნილ ქოლესტერინის დონეს.
ქოლესტერინი ერთ-ერთი ცხიმოვანი ნაერთია, რომელიც გვხვდება სისხლის ნაკდში. საერთო ქოლესტერინი ძირითადად შედგება LDL და HDL ქოლესტერინისაგან.
LDL ქოლესტერინს, ხშირად უწოდებენ “ცუდ” ქოლესტერინს, რადგან ის ლაგდება არტერიების კედლებზე და წარმოქმნის ფოლაქს. ფოლაქების დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიის შევიწროება. შევიწროების შედეგად შეიძლება შენელდეს და დაიბლოკოს სისხლის დინება სასიცოცხლო ორგანოებში, როგორიცაა გული და თავის ტვინი. სისხლის დინების შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
HDL ქოლესტერინს ხშირად უწოდებენ “კარგ” ქოლესტერინს, რადგან ის ხელს უშლის ცუდი ქოლესტერინის დაგროვებას არტერიებში და იცავს გულის დაავადებებისაგან.
ტრიგლიცერიდები - ცხიმების ერთ-ერთი ფორმაა სისხლში, რომელმაც შეიძლება გაზარდოს გულის დაავადებების რისკი.
ეზეტროლი გამოიყენება ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელ დიეტასთან ერთად შემდეგი მდგომარეობების დროს:
სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე (პირველადი ჰიპერქოლესტერინემია [ოჯახური ან არაოჯახური ჰეტეროზიგოტური]);
სტატინებთან ერთად, როცა ქოლესტერინის დონე ვერ კონტროლდება მხოლოდ სტატინებით.
მონოთერაპიის სახით, როცა სტატინებით თერაპია არ არის მიზანშეწონილი ან ვერ გადაიტანება.
მემკვიდრეობითი დაავადება (ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია), რაც ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში. ამ დროს ასევე ინიშნება სტატინი და შესაძლოა სხვა თერაპია.
მემკვიდრეობითი დაავადება (ჰომოზიგოტური სიტოსტეროლემია, ე.წ. ფიტოსტეროლემია), რაც ზრდის მცენარეული სტეროლების დონეს სისხლში.
თუ პაციენტს გულის დაავადება აქვს, ეზეტროლის კომბინაცია ქოლესტერინის დონის დამწევ მედიკამენტებთან, ე.წ. სტატინებთან, აქეითებს გულის შეტევის, ინსულტის, სისხლის ნაკადის გაზრდის გამო ოპერაციის ან მკერდის არეში ტკივილის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკს.
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/სიხშირის შესახებ
ეზეტროლის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი მედიკამენტების მიღება. თუ ექიმი არ გასცემს მათი მიღების შეწყვეტის რეკომენდაციას. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
ეზეტროლის მიღების დაწყებამდე საჭიროა ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი დიეტის დაცვა.
უნდა გაგრძელდეს დიეტის დაცვა ეზეტროლით მკურნალობის დროს.
თუ ექიმმა დანიშნა სტატინი ეზეტროლთან ერთად, ორივე მედიკამენტის მიღება შეიძლება ერთდროულად. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
თუ პაციენტს დანიშნული აქვს ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დონის დამწევი მედიკამენტი) ან ნაღვლის მჟავის შემბოჭველი სხვა მედიკამენტი ეზეტროლთან ერთად, ეზეტროლის მიღება უნდა მოხდეს 2 საათით ადრე ან 4 საათის შემდეგ ნაღვლის მჟავის შემბოჭველი მედიკამენტის მიღების შემდეგ.
გამოყენების გზა და მეთოდი
ეზეტროლის დღიური დოზაა 1 ტაბლეტი (10 მგ) პერორალურად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
ეზეტროლის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, ჭამის დროს ან ჭამამდე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ეზეტროლი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში.
ეზეტროლი არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში (6-17 წლის ასაკის), თუ არ არის აბსოლუტური ჩვენება, რადგან უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები შეზღუდულია.
ხანდაზმულებში გამოყენება:
დოზა იგივეა. რაც მოზრდილებში.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა:
დაუშვებელია ეზეტროლის მიღება ღვიძლის საშუალო ან მძიმე ხარისხის დაავადების დროს.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ეზეტროლის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ეზეტროლის დოზის გადაჭარბებისას
ეზეტროლის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ეზეტროლის მიღების დავიწყებისას
ტაბლეტის მიღების დავიწყებისას დაუშვებელია ზედმეტი დოზის მიღება. ჩვეულებრივი დოზის მიღება უნდა მოხდეს მეორე დღეს, წამლის მიღების ჩვეულ დროს.
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ეფექტები რომლებიც შეიძლება განვითარდეს ეზეტროლით მკურნალობის შეწყვეტისას
საჭიროა ყოველთვის ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი გადაწყვეტს ეზეტროლით მკურნალობის შეწყვეტას.
უკუჩვენებები
ეზეტროლი უკუნაჩვენებია აქტიური ნივთიერების ან მისი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
იმ შემთხვევებში, როდესაც ეზეტროლი გამოიყენება სტატინთან ერთად, ასევე უნდა გაეცნოთ ამ პრეპარატის ინსტრუქციას გამოყენების შესახებ.
ეზეტროლის სტატინებთან ერთად მიღება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ეზეტროლის კომბინაცია სტატინთან უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის აქტიური დაავადებით და პაციენტებში შრატის ტრანსამინაზების აუხსნელი მატებით. ეზეტროლი არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში. ამ ასაკობრივი ჯგუფის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.
სიფრთხილის ზომები
დაუშვებელია ეზეტროლის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ეზეტიმიბის ან ეზეტროლის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
დაუშვებელია ეზეტროლისა და სტატინების ერთდროული გამოყენება, თუ პაციენტს ღვიძლის დაავადება აქვს;
დაუშვებელია ეზეტროლისა და სტატინების ერთდროული გამოყენება, თუ პაციენტი ფეხმძიმედაა ან ძუძუთი კვებავს ბავშვს;
დაუშვებელია ეზეტროლის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ინფორმაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის ხელმისაწვდომი.
ეზეტროლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
თუ ეზეტროლი გამოიყენება სტატინებთან ერთად, საჭიროა ამ პრეპარატის ინსტრუქციის წაკითხვა;
ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის შესახებ, მათ შორის ალერგიის შესახებ;
ეზეტროლისა და სტატინის ერთდროულად გამოყენებამდე, ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზს, რითიც განსაზღვრავს ღვიძლის ფუნქციას;
ეზეტროლისა და სტატინის ერთდროულად გამოყენების შემდეგ ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზს, რითიც განსაზღვრავს ღვიძლის ფუნქციას;
ეზეტროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დავადების დროს;
ეზეტროლისა და ფიბრატების (ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატები) ერთდროული გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი;
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების ტკივილი, დაჭიმულობა ან სისუსტე. ეს იშვიათ შემთხვევებში გამოწვეულია კუნთების დაშლით (რაბდომიოლიზი), რაც იწვევს თირკმელების დაზიანებას.
კუნთების პრობლემები შეიძლება სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათი იყოს. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია.
თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს, მათ შორის წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ეზეტროლის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ეზეტროლის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.
ფეხმძიმობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
დაუშვებელია სტატინის მიღება ეზეტროლთან ერთად ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
თუ სტატინითა და ეზეტროლით მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, უნდა შეწყდეს ორივე მედიკამენტის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. არ არის გამოცდილება ეზეტროლის გამოყენების შესახებ ფეხმძიმობის დროს. თუ პაციენტი ორსულადაა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ეზეტროლით მკურნალოის დაწყებამდე.
თუ მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია.
ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
დაუშვებელია ეზეტროლისა და სტატინის ერთდროული მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან არ არის ცნობილი მედიკამენტი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში.
ეზეტროლის გამოყენება სტატინის გარეშე არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამის შესახებ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ზოგადი მითითებები
ორსულობის კატეგორია: C.
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია
არ არსებობს კლინიკური კვლევები რეპროდუქციული ეფექტების შესაფასებლად მშობიარობის ასაკის ქალებში.
ორსულობის პერიოდი
ეზეტროლი გამოყენებული უნდა იქნეს ორსულ ქალებში მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს ეზეტროლის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ეზეტიმიბით, რომლებიც შეყვანილი იქნა მონოთერაპიის სახით, არ აჩვენა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედების მტკიცებულება ორსულობაზე, ემბრიოფეტის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. პუნქტი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია. ეზეტროლისა და სტატინის ერთდროული მიღება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (იხ. პუნქტი 4.3). იხილეთ სტატინების გამოყენების ინსტრუქცია.
ლაქტაციის პერიოდი
ეზეტროლი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს. ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეზეტიმიბი გამოიყოფა დედის რძეში. უცნობია გამოიყოფა თუ არა ეზეტიმიბი ადამიანის დედის რძეში.
რეპროდუქციული უნარი/ნაყოფიერება
არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები ეზეტიმიბის გავლენის შესახებ ადამიანის ნაყოფიერებაზე. ეზეტიმიბი არ მოქმედებდა მამრი ან მდედრი ვირთხების ნაყოფიერებაზე (იხ. პუნქტი 5.3).
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის მოსალოდნელი, რომ ეზეტროლმა გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ზოგიერთ პირს შეიძლება განუვითარდეს თავბრუსხვევა ეზეტროლის მიღების შემდეგ, და ასეთ შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეზეტროლის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 55 მგ ლაქტოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაცია.
მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად არ შეიცავს ნატრიუმს.
სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს ეზეტროლით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
ციკლოსპორინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ორგანოგადანერგილ პაციენტებში);
მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის თრომბის წარმოქმნას: ვარფარინი, ფენპროკუმონი, აცენოკუმაროლი, ფლუინდონი (ანტიკოაგულანტები);
ქოლესტირამინი (მედიკამენტი, რომელიც აქვეითებს ქოლესტერინის დონეს), რადგან შეიძლება შეცვალოს ეზეტროლის ეფექტი;
ფიბრატები (ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი მედიკამენტები).
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ რომელიმე მედიკამენტს.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ეზეტროლმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
სიხშირეები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ხშირი: აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში
არახშირი: აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
იშვიათი: აღინიშნება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათი: აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.
თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების ტკივილი, დაჭიმულობა ან სისუსტე, საჭიროა ექიმთან მიმართვა. იშვიათ შემთხვევებში კუნთების პრობლემებმა, მათ შორის კუნთების სისუსტემ, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება, რაც შეიძლება სერიოზული და სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, უნდა შეწყდეს ეზეტროლის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა:
გამოყენებისას აღინიშნა ალერგიული რეაქციები, მათ შორის სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას).
ყველა ეს ეფექტი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენაა.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი, მას სერიოზული ალერგია აქვს ეზეტროლის მიმართ. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.
ხშირი:
მუცლის ტკივილი;
ფაღარათი;
ბოყინი;
დაღლილობა;
თავის ტკივილი;
კუნთების ტკივილი;
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ალტ და/ან ასტ).
არახშირი:
ღვიძლის (ტრანსამინაზების) ან კუნთების ფუნქციის (CK) ლაბორატორიული ანალიზების მომატება;
ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები;
ხველა;
დისპეფსია;
გულისრევა;
სახსრების ტკივილი;
კუნთების შეკუმშვები;
კისრის ტკივილი;
წელის ტკივილი;
კუნთების სისუსტე;
ხელებისა და ფეხების ტკივილი;
მადის დაქვეითება;
ალები;
ჰიპერტენზია;
მკერდის არეში ტკივილი;
სისუსტე (ასთენია);
პერიფერიული შეშუპება (კოჭებისა და ფეხების შესივება სითხის აკუმულაციის გამო);
მგრძნობელობის დარღვევები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება;
დაავადება, რომელიც ვითარდება კუჭის მჟავის საყლაპავში მოხვედრის შედეგად და ჩვეულებრივ ხასიათდება წვის შეგრძნებით მკერდის არეში (გასტროეზოფაგული რეფლუქსი);
პირის სიმშრალე;
კუჭის ანთება (გასტრიტი) (ვლინდება სიმპტომებით, როგორიცაა წვის შეგრძნებ, ტკივილი და ა.შ. მუცლის ზედა ნაწილში)
ქავილი (პრურიტუსი), გამონაყარი. ჭინჭრის ციება (ურტიკარია).
სიხშირე უცნობია:
სისხლის უჯრედების რაოდენობის დაქვეითება და შედეგად სისხლჩაქცევები/სისხლდენა (თრომბოციტოპენია);
ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის სიწითლე. ჭინჭრის ციება, ანაფილაქსია და ანგიონევროზული შეშუპება;
დეპრესია;
თავბრუსხვევა;
ქოშინი;
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი);
ყაბზობა;
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ნაღვლის ბუშტის კენჭები ან ნაღვლის ბუშტის ანთება და ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი და ჭინჭრის ციება, ზოგჯერ წითელი, კვანძოვანი გამონაყარით, სამიზნის მსგავსი დაზიანებებით (მულტიფორმული ერითემა);
კუნთების დაავადება (მიოპათია და რაბდომიოლიზი).
ეზეტროლის გამოყენებისას ფენოფიბრატებთან ერთად:
ხშირი გვერდითი მოვლენა:
მუცლის ტკივილი
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრის (TÜFAM) ვებგვერდზე: HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვით.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჭარბი დოზა
კლინიკურ კვლევებში, რომლის დროსაც ეზეტიმიბის 50 მგ დოზას დღეში იღებდა 15 ჯანმრთელი სუბიექტი 14 დღემდე ან ეზეტიმიბის 40 მგ დღეში იღებდა 18 პაციენტი პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით 56 დღემდე, ზოგადად კარგად აიტანებოდა.
ცხოველებში: 5000 მგ/კგ და 3000 მგ/კგ ეზეტიმიბის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ ვირთხებსა და თაგვებში არ დაფიქსირებულა ტოქსიკურობა. ეზეტროლით ჭარბი დოზირების ძალიან ცოტა შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა უმეტესობა არ იყო დაკავშირებული არასასურველ მოვლენებთან. მოხსენებული გვერდითი მოვლენები არ იყო სერიოზული ხასიათის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა და დამხამრე თერაპია.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ეზეტიმიბი 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებული ჩლიქოსნებისგან) 55 მგ
დამატებითი ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ იხილეთ პუნქტში 6.1.
- წამლის ფორმა
თეთრიდან მოთეთრო ფერის, კაფსულის ფორმის ტაბლეტი ერთ მხარეს წარწერით"414".
შენახვის პირობები
ეზეტროლი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25ºC-ის ქვემოთ
გამოყენებულ უნდა იქნას შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია ეზეტროლის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Organon Turkey İlaçları Ltd. Şti. Şişli-İstanbul
ორგანონ თურქეთი ილაჩლან შტი. შიშლი-სტამბოლი
წარმოების ადგილი:
MSD International GmbH (Puerto Rico Branch) LLC, Las Piedras, Porto Riko
მსდ ინთერნეიშენელ გმბჰ (პუერტო რიკოს ფილიალი) ელელსი, ლას პიედრას, პუერტო რიკო
გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 30/03/2022
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაცევტული ჯგუფი: სხვა ლიპიდების შემამცირებელი საშუალებები
ათქ კოდი: C10AX09
მოქმედების მექანიზმი
ეზეტროლი მიეკუთვნება ლიპიდების დამწევი ნაერთების ახალ კლასს, რომლებიც შერჩევით აფერხებენ ქოლესტერინის და მასთან დაკავშირებული მცენარეული სტეროლების ნაწლავში შეწოვას. ეზეტიმიბი არის პერორალურად აქტიური და აქვს ქოლესტერინის შემამცირებელი სხვა პრეპარატებისგან (HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები (სტატინები), ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტებისგან [ფისები], ფიბრის მჟავას წარმოებულებისგან და მცენარეული სტენოლები) მოქმედების განსხვავებული მექანიზმი. ნაჩვენებია, რომ ეზეტიმიბის მოლეკულური სამიზნე არის სტეროლის გადამტანი Niemann-Pick C1-ის მსგავსი 1 (NPC1L1) მოლეკულა; NPC1L1 მონაწილეობს ქოლესტერინისა და ფიტოსტეროლების ნაწლავური ათვისებაში. ეზეტიმიბი ლოკალიზებულია წვრილი ნაწლავის ჯაგრისის საზღვარზე და ამცირებს ნაწლავის ქოლესტერინს, რომელიც მიმდინარეობს ღვიძლში ქოლესტერინის შეწოვის ინჰიბირებით; სტატინები ამცირებენ ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში. ეს ორი მექანიზმი ერთად უზრუნველყოფს ქოლესტერინის დამატებით შემცირებას. 2-კვირიან კლინიკურ კვლევაში 18 პაციენტში ჰიპერქოლესტერინემიით, ეზეტროლი აფერხებდა ნაწლავში ქოლესტერინის შეწოვას 54%-ით პლაცებოსთან შედარებით.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ჩატარდა მთელი რიგი პრეკლინიკური კვლევები ეზეტიმიბის სელექციურობის დასადგენად ქოლესტერინის შეწოვის ინჰიბირებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეზეტიმიბი აფერხებდა [14C]-ქოლესტერინის შეწოვას, მას არ ჰქონდა გავლენა ტრიგლიცერიდების, ცხიმოვანი მჟავების, ნაღვლის მჟავების, პროგესტერონის, ეთინილ ესტრადიოლის ან ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A და D) შეწოვაზე. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ გულ-სისხლძარღვთა ავადობა და სიკვდილიანობა პირდაპირ მერყეობს საერთო-C და LDL-C დონის მიხედვით და პირიქით HDL-C-ის დონეების მიხედვით. ეზეტროლის სტატინებთან ერთად მიღება ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკის შესამცირებლად პაციენტებში ანამნეზში CHD და ACS მოვლენებით.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ეზეტროლი შეყვანილი იყო მონოთერაპიის სახით ან სტატინებთან ერთად ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში და გამოიწვია მთლიანი ქოლესტერინის (სულ-C), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის (LDL-C), აპოლიპოპროტეინ B (Apo B) და ტრიგლიცერიდების (TG) მნიშვნელოვნად შემცირება და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი (HDL-C) გაზრდა.
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია
რვაკვირიან ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში, სტატინებით მონოთერაპიის და National Cholesterol Education -პროგრამის ფარგლებში 769 ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტი, რომლებშიც არ მიიღწეობდა (NCEP) LDL-C მიზანი (2,6-4,1 მმოლ/ლ [100-160 მგ/დლ] საწყისი თვისებების მიხედვით), რანდომიზებული იქნენ და იღებდნენ ეზეტროლს 10 მგ დოზას ან პლაცებოს სტატინებით თერაპიასთან დამატებით.
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სტატინებით (~ 82%) და რომლებშიც ვერ იქნა მიღწეული საწყისი LDL-C მიზანი, ეზეტროლის გამოყენებისას აღენიშნათ LDL-C მიზნის მიღწევის მნიშვნელოვნად მაღალი წილი კვლევის საბოლოო წერტილში, ვიდრე პლაცებოზე რანდომიზებულებს (72% და 19%, შესაბამისად). LDL-C შემცირება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან (25% ეზეტროლისთვის და 4% პლაცებოსთვის). გარდა ამისა, ეზეტროლმა, რომელიც დაემატა მიმდინარე სტატინების თერაპიას, მნიშვნელოვნად შეამცირა საერთო C, Apo B, TG და გაზარდა HDL-C პლაცებოსთან შედარებით. ეზეტროლმა ან პლაცებომ, რომელიც დაემატა სტატინების თერაპიას, გამოიწვია საწყისიდან C-რეაქტიული ცილის მედიანურობას 10%-ით და 0%-ით, შესაბამისად, შემცირება.
პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 1719 პაციენტში ორ ორმაგად ბრმა, რანდომიზებულ, პლაცებოზე კონტროლირებად, 12-კვირიან კვლევაში, ენზეროლმა 10 მგ დოზით მნიშვნელოვნად შეამცირა საერთო-C (13%), LDL-C (19%), Apo B (14%) და TG (8%) და გაზარდა HDL-C (3%) პლაცებოსთან შედარებით. მრავალცენტრულ, ორმაგად ბრმა, კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში (ENHANCE), ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 720 პაციენტი რანდომიზირებული იყო ეზეტიმიბის 10 მგ სიმვასტატინთან კომბინაციაში 80 მგ (n = 357) ან სიმვასტატინ 80 მგ მარტო (n = 363) 2 წლის განმავლობაში. კვლევის პირველადი მიზანი იყო ეზეტიმიბის/სიმვასტატინის კომბინირებული თერაპიის ეფექტის შედარება საძილე არტერიის Intima-Media-სისქეზე (IMT) სიმვასტატინის მონოთერაპიასთან. ამ არაპირდაპირი მარკერის გავლენა გულ-სისხლძარღვთა ავადობაზე და სიკვდილიანობაზე ჯერ არ არის დადასტურებული.
პირველადი საბოლოო წერტილი, საშუალო IMT ცვლილება საძილე ჯირკვლის ექვსივე სეგმენტში, მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა მკურნალობის ორ ჯგუფს შორის B- რეჟიმის ულტრაბგერით გაზომვისას (p=0.29). ეზეტიმიბის 10 მგ და სიმვასტატინის 80 მგ ან მხოლოდ სიმვასტატინის 80 მგ კომბინაციით, ინტიმა-მედიის სისქე გაიზარდა 0.0111 მმ-ით და 0.0058 მმ-ით, შესაბამისად, კვლევის 2 წლის განმავლობაში (საშუალო კაროტიდის IMT საწყის ეტაპზე 0.68 მმ და 0.69 მმ. შესაბამისად).
ეზეტიმიბის 10 მგ და სიმვასტატინის 80 მგ კომბინაციამ გამოიწვია LDL-C, საერთო-C, Apo B და TG მნიშვნელოვნად მეტი შემცირება, ვიდრე 80 მგ სიმვასტატინმა. HDL-C-ის პროცენტული ზრდა მსგავსი იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში. გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოხსენებული იყო ეზეტიმიბის 10 მგ სიმვასტატინთან 80 მგ კომბინაციისას, შეესაბამება მის ცნობილ უსაფრთხოების პროფილს.
პედიატრიული მოსახლეობა
მულტიცენტრულ, ორმაგად ბრმა, კონტროლირებად კვლევაში, 6-დან 10 წლამდე ასაკის 138 პაციენტი (საშუალო ასაკი 8.3) (59 ბიჭი და 79 გოგონა) ჰეტეროზიგოტური ოჯახური ან არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით (HeFH) და LDL-C 3.74-დან 9.92 მმოლ/ლ-მდე საწყისი დონეებით რანდომიზებული იყო ეზეტროლი 10 მგ ან პლაცებოზე 12 კვირის განმავლობაში.
ეზეტროლის 12 კვირიანი გამოყენების შემდეგ აღინიშნა პლაცებოსთან შედარებით საერთო -C-ს (-21% v. 0%), LDL-C (-28% vs.-1%), Apo-B (-22% vs.-1%) და Non- HDL- ის მნიშვნელოვნად შემცირება (-%26 vs. %0 შედარებით). მკურნალობის ორი ჯგუფისთვის შედეგები მსგავსია TG და HDL-C-სთვის (-6% +8%, +2% vs. +1%, შესაბამისად).
მულტიცენტრულ, ორმაგად ბრმა, კონტროლირებად კვლევაში, 10-17 წლის 142 ბიჭს (საშუალო ასაკი 14,2), რომელთაც აღენიშნებოდათ ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (HeFH) და აღენიშნებოდათ 4.1-დან 10.4 მმოლ/ლ-მდე საწყისი LDL-C დონე და 106 გოგონას (ტანერის II სტადია და ზემოთ) უტარდებოდათ მკურნალობა 10 მგ ეზეტროლით პლუს სიმვასტატინით (10, 20 ან 40 მგ) 6 კვირის განმავლობაში ან მარტო სიმვასტატინით (10, 20 ან 40 მგ). ეს პაციენტები რანდომიზებული იქნენ მომდევნო 27 კვირის განმავლობაში ეზეტროლს პლუს სიმვასტატინის 40 მგ კომბინაციას ან მარტო 40 მგ სიმვასტატის და მომდევნო 20 კვირის განმავლობაშ იღედნენ ეზეტროლის და სიმვასტატინის კომბინაციას (10 მგ, 20 მგ ან 40 მგ) ღია ეტიკეტირების კვლევებისას. მე-6 კვირაში, ეზეტროლის სიმვასტატინთან ერთდროული მიღება (ყველა დოზა) მოიცავდა სულ-C (38% v. 26%), LDL-C (49% vs. 34%), Apo B (39% vs. 27%) და მნიშვნელოვნად შეამცირა Non-HDL-C (47% vs 33%) მარტო სიმვასტატის გამოყენებასთან შედარებით (ყველა დოზა). TG და HDL-C შედეგები მსგავსი იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში (-17% vs. -12% და +7% vs. +6%).
33-ე კვირაში შედეგები იყო მსგავსი მე-6 კვირის შედეგების, რომლის დროსაც პაციენტების რაოდენობა, რომლებმაც მიაღწიეს NCEP AAP-ის იდეალურ LDL-C სამიზნეს (<2.8 მმოლ/ლ [110 მგ/დლ]) გაცილებით მაღალია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეზეტროლს 40 მგ სიმვასტატინთან ერთად (61%) მათთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ სიმვასტატინს 40 მგ (25%). ლიპიდურ პარამეტრებზე ზემოქმედება შენარჩუნდა 53 კვირაში, ღია ეტიკეტის ფაზის ბოლოს. ეზეტროლის უსაფრთხოება და ეფექტურობა სიმვასტატინის დღეში 40 მგ-ზე მეტი დოზებასთან ერთად გამოყენებისას შესწავლილი არ არის 10-17 წლის პედიატრიულ პაციენტებში. ეზეტროლის უსაფრთხოება და ეფექტურობა სიმვასტატინთან ერთად გამოყენებისას არ არის შესწავლილი 10 წელზე ნაკლები ასაკის პედიატრიულ პაციენტებში. ეზეტროლით ხანგრძლივი მკურნალობის ეფექტურობა ზრდასრულ ასაკში ავადობისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად 17 წლამდე ასაკის პაციენტებში არ არის შესწავლილი.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია
შედეგების შემცირების გაუმჯობესება
საერთაშორისო Vytorin Efficacy Study (IMPROVE-IT) კვლევა წარმოადგენდა მრავალცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა კვლევას, რომელშიც მონაწილეობდნენ 18.144 პაციენტი 10 დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მწვავე კორონარული სინდრომის გამო (ACS; მწვავე მიოკარდული ინფარქტი [ME] ან არასტაბილური სტენოკარდიის გამო [CA]). ეს იყო აქტიურად კონტროლირებადი კვლევა. ACS პაციენტების LDL-C მნიშვნელობა მათი კლინიკაში მიღების დროს იყო 125 მგ/დლ ( 3.2 მმოლ/ლ), თუ ისინი არ იღებდნენ ლიპიდების დამწევ თერაპიას, და 100 მგ/დლ ( 2.6მმოლ/ლ) თუ ისინი იღებდნენ ლიპიდების შემამცირებელ თერაპიას. ყველა პაციენტი რანდომიზირებული იყო 1:1, რათა მიეღოთ ეზეტიმიბი/სიმვასტატინი 10/40 მგ (n=9067) ან სიმვასტატინი 40 მგ (n=9077) და ჩატარდა დაკვირვება საშუალოდ 6.0 წლის განმავლობაში.
პაციენტების საშუალო ასაკი იყო 63,6; 76% იყო მამაკაცი, 84% თეთრკანიანი და 27% დიაბეტიანი. საშუალო LDL-C სიდიდე მოვლენის თარიღისთვის, რომელიც არის კვლევაში შესვლის კრიტერიუმი, შეადგენდა 80 მგ/დლ (2.1 მმოლ/ლ) ლიპიდების დამწევი თერაპიისას (n=6390) და 101 მგ/ დლ მათში, ვისაც მანამდე არ მიუღია ლიპიდების შემამცირებელი თერაპია (2, 6 მმოლ/ლ) (n=11594). ACS მოვლენის ჰოსპიტალიზაციამდე, რომელიც იყო კვლევაში შესვლის კრიტერიუმი, პაციენტების 34% იღებდა სტატინების თერაპიას. პირველ წელს, საშუალოდ პაციენტებში, რომლებიც აგრძელებენ მკურნალობას LDL-C შეადგენდა 53.2 მგ/დლ (1.4 მმოლ/ლ) ეზეტიმიბ/სიმვასტატინის ჯგუფში და 69.9 მგ/დლ (1.8 მმოლ/ლ) სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში. ლიპიდური მნიშვნელობები ზოგადად მიღებული იყო პაციენტებისგან, რომლებიც აგრძელებდნენ საკვლევ თერაპიას.
პირველადი საბოლოო წერტილი წარმოადგენდა გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილის, ძირითადი კორონარული მოვლენების კომბინაციას (განისაზღვრება როგორც MKOs; მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი, რომელიც განვითარდა რანდომიზებულ თერაპიაზე მიღებიდან მინიმუმ 30 დღის შემდეგ, დოკუმენტირებული არასტაბილური სტენოკარდია, რომელიც საჭიროებს ოსპიტალიზაციას ან რაიმე კორონარული რევასკულარიზაციის პროცედურას) და არა- ფატალური ინსულტი. კვლევამ აჩვენა, რომ სიმვასტატინთან დამატებულმა ეზეტიმიბით მკურნალობამ დამატებითი სარგებელი მოახდინა გულ-სისხლძარღვთა სიკვდილის პირველადი კომპოზიტური საბოლოო წერტილის შემცირებაში, MCR და არალეტალური ინსულტი მხოლოდ სიმვასტატინთან შედარებით (ფარდობითი რისკის შემცირება 6.4%, p=0.016). პირველადი საბოლოო წერტილი დაფიქსირდა 9067-დან 2572 პაციენტში ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში (7-წლიანი კაპლან-მეიერის [CM] თანაფარდობა 32.72%) და 9077 პაციენტიდან 2742 პაციენტში მხოლოდ სიმვასტატინის ჯგუფში (7-წლიანი CM თანაფარდობა 34.67%) (იხ. სურათი 1 და ცხრილი 1). მოსალოდნელია, რომ ეს დამატებითი სარგებელი იქნება სხვა სტატინების ერთდროული მიღების მსგავსი, რომლებიც ნაჩვენებია, რომ ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის შესამცირებლად (იხ. ცხრილი 1). ეზეტიმიბის/სიმვასტატინის სამკურნალო ეფექტი ზოგადად იგივე იყო ყველა უმეტეს ქვეჯგუფში, მათ ფაქტორების გათვალისწინებისას როგორიცაა სქესი, ასაკი, რასა, შაქრიანი დიაბეტის ისტორია, ლიპიდების საწყისი დონეები, წინა სტატინებით თერაპია, წინა ინსულტი ან ჰიპერტენზია.
სურათი 1: ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ეფექტი გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილზე, ძირითადი კორონარული მოვლენების ან არალეტალური ინსულტის ჩათვლით პირველად საბოლოო წერტილზე.
ცხრილი 2. ძირითადი გულ-სისხლძარღვთა მოვლენები მკურნალობის ჯგუფის მიხედვით ყველა პაციენტში, რანდომიზებული IMPROVE-IT-ზე
დასკვნა
ეზეტიმიბი/
სიმვასტატინი 10/40 მგ (n=9067)
სიმვასტატინი 40 მგბ (n=9077)
საფრთხე შეფასება (95%) GA)
p-მნიშვნელობა
n
K-M
%c
n
K-M
%c
პირველადი კომბინირებული აქტივობის საბოლოო წერტილი
(CV სიკვდილი, ძირითადი კორონარული მოვლენები და არალეტალური ინსულტი)
2572
- 72%
2742
34,67%
0,936
(0,887,
0,988)
0,016
მეორადი კომბინირებული აქტივობის საბოლოო წერტილები
CHD სიკვდილი 30 დღის შემდეგ, არალეტალური MI, გადაუდებელი კორონარული რევასკულარიზაცია
1322
17,52%
1448
18,88%
0,912
(0,847,
0,983)
0,016
MKO, არალეტალური ინსულტი, სიკვდილი (ყველა მიზეზი)
3089
38,65%
3246
40,25%
0,948
(0,903, 0,996)
0,035
CV სიკვდილი, არალეტალური MI, არასტაბილური სტენოკარდია, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, ნებისმიერი რევასკულარიზაცია, არალეტალური ინსულტი
2716
34,49%
2869
36,20%
0,945
(0,897,
0,996)
0,035
ძირითადი ერთიანი საბოლოო წერტილისა და შერჩეული აქტივობის საბოლოო წერტილების კომპონენტები (განსაზღვრული მოვლენის პირველი შემთხვევა ნებისმიერ დროს)
გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილი
537
6,89%
538
6,84%
1,000
(0,887,
1,127)
0,997
ძირითადი კორონარული მოვლენა:
არალეტალური ME
945
12,77%
1083
14,41%
0,871
(0,798,
0,950)
0,002
არასტაბილური სტენოკარდია, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას
156
2,06
148
1,92%
1,059
(0,846,
1,326)
0,618
კორონარული რევასკულარიზაცია 30 დღის შემდეგ
1690
21,84%
1793
23,36%
0,947
(0,886,
1,012)
0,107
არალეტალური ინსულტი
245
3,49%
305
4,24%
0,802
(0,678,
0,949)
0,010
ყველა ME (ფატალური და არალეტალური)
977
13,13%
1118
14,
82%
0,872
(0,800,
0,950)
0,002
ყველა ინსულტი (ფატალური და არალეტალური)
296
4,16%
345
4,77
0,857
(0,734,
1,001)
0,052
არაჰემორაგიული ინსულტი d
242
3,48%
305
4,23%
0, 793
(0,670,
0,939)
0,007
ჰემორაგიული ინსულტი
59
0,77%
43
0,59%
1,377
(0,930,
2,040)
0,110
სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით
1215
15,36%
1231
15,28%
0,989
(0,914,
1,070)
0,782
a პაციენტთა 6%-ს უმაღლეს ტიტრირებულ იქნა ეზეტიმიბი/სიმვასტატინი 10/80 მგ.
b პაციენტთა 2%-ს ამაღლებული ჰქონდა სიმვასტატინი 80 მგ.
c კაპლან-მეიერის შეფასება მე-7 წელს.
d მოიცავს იშემიურ ინსულტს ან დაუზუსტებელი ტიპის ინსულტს.
ძირითადი სისხლძარღვოვანი მოვლენების პრევენცია თირკმელების ქრონიკული დაავადების დროს (CKD)
გულისა და თირკმელების დაცვის კვლევა (Heart and Kidney Protection -SHARP) იყო მრავალეროვნული, რანდომიზებული, პლაცებოზე კონტროლირებადი, ორმაგად ბრმა კვლევა, რომელიც ჩატარდა 9438 პაციენტში თირკმელების ქრონიკული დაავადებით (რომელთა ერთი მესამედი საწყის ეტაპზე დიალიზზე იყო). სულ 4650 პაციენტი რანდომიზირებული იყო ეზეტროლის 10 მგ-ისა და სიმვასტატინის 20 მგ-ის ფიქსირებული დოზის კომბინაციის მისაღებად და 4620 პაციენტი პლაცებოს მისაღებად, რასაც გაგრძელდა საშუალოდ 4, 9 წელი. პაციენტების საშუალო ასაკი იყო 62 წელი, 63% იყო მამაკაცი, 72% თეთრკანიანი და 23% დიაბეტიანი პაციენტი. გამოთვლილი საშუალო გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (eGFR) პაციენტებში, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე, იყო 26,5 მლ/წთ/1,73 მ2. ლიპიდების შესვლის კრიტერიუმები არ არსებობდა. საშუალო LDL-C საწყის ეტაპზე იყო 108 მგ/დლ. ერთი წლის შემდეგ LDL-C შემცირდა 26%-ით მხოლოდ სიმვასტატინით, 38%-ით ეზეტროლის 10 მგ და სიმვასტატინის 20 მგ კომბინაციით, მათ შორის პაციენტებში, რომლებიც აღარ იღებდნენ საკვლევ პრეპარატს.
SHARP კვლევების პროტოკოლში აღწერილი პირველადი შედარება მხოლოდ პაციენტებში, რომლების თავდაპირველად რანდომიზირებულნი იქნენ ეზეტროლი-სიმვასტატინის კომბინაციის ჯგუფში (n = 4.193) ან პლაცებო ჯგუფში (n = 4.191) "რთული სისხლძარღვთა მოვლენებით" (MVO - არალეტალური მიოკარდის ინფარქტი ან კორონარული სიკვდილი, სტენოკარდია ან სხვა ვასკულარული დარღვევები) ჩატარდა პირველი თერაპიული ანალიზით.
მეორე ანალიზი მოიცავდა იგივე შემადგენლობის საბოლოო წერტილს, რომელიც გამოკლეული იქნა საერთო ჯგუფში (კვლევის დასაწყისში ან 1 წელიწადში) პაციენტების მონაწილეობით, რომლებიც რანდომიზირებულნი იქვენ ენცეტროლის სიმვასტატინთან კომბინაციაში (n = 4.620) ან პლაცებო (n = 4.620) გამოყენებისთვის და მიიღეს ასევე ამ შემადგენლობის საბოლოო წერტილის კომპონენტები.
პირველადი საბოლოო წერტილის ანალიზმა აჩვენა, რომ ეზეტროლისა და სიმვასტატინის კომბინაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა ძირითადი სისხლძარღვთა მოვლენების რისკი (639 პაციენტი ეზეტროლის კომბინირებული სიმვასტატინის ჯგუფში, 749 პაციენტის წინააღმდეგ პლაცებოს ჯგუფში მოვლენებით ფარდობითი რისკის 16%-ით შემცირებით (p = 0.001). თუმცა, ამ კვლევის მიზანი არ იყო ის, რომ ცალკე გამოეკვლია ერთი კომპონენტის (ეზეტიმიბის) წვლილი ეფექტურობაში CHD პაციენტებში ძირითადი სისხლძარღვოვანი მოვლენების რისკის მნიშვნელოვნად შემცირებაში. ძირითადი სისხლძარღვთა მოვლენების თითოეული კომპონენტი ყველა რანდომიზირებულ პაციენტში წარმოდგენილია ცხრილში 2. ეზეტროლისა და სიმვასტატინის კომბინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის და ნებისმიერი რევასკულარიზაციის რისკს და დაფიქსირდა არამნიშვნელოვანი რიცხვითი განსხვავებები ეზეტროლისა და სიმვასტატინის კომბინაციის სასარგებლოდ არალეტალური MI და გულის სიკვდილის თვალსაზრისით.
ცხრილი 3. რთული სისხლძარღვთა მოვლენები მკურნალობის ჯგუფის მიხედვით ყველა პაციენტში, რომლებიც რანდომიზირებული იყვნენ SHARP-შიa
დასკვნა
ეზეტროლის 10 მგ და სიმვასტატინის
20 მგ კომბინაცია (n=4650)
პლაცებო (n=4620)
რისკის თანაფარდობა (95% CI-ნდობის ინტერვალი)
P- მნიშვნელობა
რთული სისხლძარღვთა მოვლენები
701 (15,1%)
814 (17,6%)
0,85 (0,77-0,94)
0,001
არალეტალური MI (მიოკარდიუმის ინფარქტი)
134 (2,9%)
159 (3,4%)
0,84 (0,66-1,05)
0,12
კორონარული სიკვდილი
253 (5,4%)
272 (5,9%)
0,93 (0,78-1,10)
0,38
ინსულტი
171 (3,7%)
210 (4,5%)
0,81 (0,66-0,99)
0,038
არაჰემორაგიული ინსულტი
131 (2.8%)
174 (3.8%)
0,75 (0,60-0,94)
0,011
ჰემორაგიული ინსულტი
45 (1.0%)
37 (0.8%)
1,21 (0,78-1,86)
0,40
რევასკულარიზაცია
284 (6.1%)
352 (7.6%)
0,79 (0,68-0,93)
0,004
ძირითადი ათეროსკლეროზული მოვლენები (MAO)b
526(11.3%)
619 (13.4%)
0,83 (0,74-0,94)
0,002
a ყველა SHARP პაციენტის, რანდომიზირებული ეზეტროლთან ერთად სიმვასტატინთან ან პლაცებოსთან კომბინაციაში საწყის ეტაპზე ან 1 წელს მკურნალობის განზრახვის ანალიზი
b MAO განისაზღვრა, როგორც მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტის, კორონარული სიკვდილის, არაჰემორაგიული ინსულტის ან ნებისმიერი რევასკულარიზაციის კომბინაცია.
LDL ქოლესტერინის აბსოლუტური შემცირება, რომელიც მიღწეული იქნა ეზეტროლისა და სიმვასტატინის კომბინაციით, უფრო დაბალი იყო პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებოდათ საწყისი LDL-C (<2,5 მმოლ/ლ) და პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ საწყის დიალიზზე სხვა პაციენტებთან შედარებით, და შესაბამისი რისკის შემცირება აღინიშნება ამ ორივე ჯგუფის პაციენტებში.
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (HoFH)
ორმაგად ბრმა, რანდომიზებულმა, 12-კვირიან კვლევაში გამოკვლეული იქნა 50 პაციენტი HoFH-ის კლინიკური და/ან გენოტიპური დიაგნოზით, რომლებიც იღებდნენ ატორვასტატინს ან სიმვასტატინს (40 მგ) თანმხლები LDL აფერეზით ან მის გარეშე. ეზეტროლი ატორვასტატინთან (40 ან 80 მგ) ან სიმვასტატინთან (40 ან 80 მგ) ერთად მიღებისას მნიშვნელოვნად ამცირებს LDL-ქოლესტერინს 15%-ით სიმვასტატინის ან ატორვასტატინის მონოთერაპიის დოზის გაზრდასთან შედარებით 40 მგ-დან 80 მგ-მდე.
ჰომოზიგოტური სიტოსტეროლემია (ფიტოსტეროლემია)
ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად, 8-კვირიან კვლევაში, ჰომოზიგოტური სიტოსტეროლემიის მქონე 37 პაციენტი რანდომიზირებული იყო ეზეტროლის 10 მგ (n = 30) ან პლაცებოს (n = 7) მისაღებად. ზოგიერთი პაციენტი იღებდა სხვა მკურნალობას (მაგ. სტატინები, ფისები).
ეზეტროლმა შეამცირა ორი ძირითადი მცენარეული სტეროლი (სიტოსტეროლი და კამპესტეროლი) 21%-ით და 24%-ით, შესაბამისად, საწყისთან შედარებით. სიტოსტეროლის შემცირების ეფექტი ამ პოპულაციაში ავადობაზე და სიკვდილიანობაზე უცნობია.
აორტის სტენოზი
სიმვასტატინისა და ეზეტიმიბის (SEAS) კვლევა აორტის სტენოზის დროს ჩატარდა 1873 პაციენტში აორტის ასიმპტომური სტენოზის (AS), დოკუმენტირებული აორტის ნაკადის მაქსიმალური სიჩქარით 2,5–4,0 მ/წმ დიაპაზონში, გაზომილი დოპლერით, ჩატარებული საშუალოდ 4,4. წლები არის ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევა. კვლევაში მონაწილეობდნენ მხოლოდ პაციენტები, რომელთა სტატინებით თერაპია არ იყო ჩათვლილი საჭიროდ ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის შესამცირებლად. პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ სიმვასტატინის 40 მგ/დღეში მიღებისას პლაცებოსთან ან ეზეტიმიბთან ერთად 10 მგ.
პირველადი ბოლო წერტილის გულ-სისხლძარღვთა სიკვდილი, აორტის სარქვლის ჩანაცვლების ოპერაცია (AVR), გულის შეგუბებითი უკმარისობა (CHF) AS-ის პროგრესირების გამო, მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი, კორონარული არტერიის შემოვლითი ტრანსპლანტატი (CABG), პერკუტანული კორონარული ჩარევა (PCI), ჰოსპიტალიზაცია არასტაბილური სტენოკარდიისთვის ეს არის ძირითადი გულ-სისხლძარღვთა მოვლენების კომბინაცია, მათ შორის ინსულტი და არაჰემორაგიული ინსულტი. მნიშვნელოვანი მეორადი საბოლოო წერტილები არის პირველადი საბოლოო წერტილის მოვლენების კატეგორიების ქვეჯგუფების კომბინაცია.
პლაცებოსთან შედარებით, ეზეტიმიბი/სიმვასტატინი 10/40 მგ მნიშვნელოვნად არ ამცირებს გულ-სისხლძარღვთა ძირითადი მოვლენების რისკს.
პირველადი შედეგი დაფიქსირდა 333 პაციენტში (35.3%) ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში და 355 პაციენტში (28.3%) პლაცებოს ჯგუფში (0.96 ეზეტიმიბი/სიმვასტატინის ჯგუფში, 95% ნდობის ინტერვალი (HR), 0.83-1.12; p = 0.59). აორტის სარქვლის ჩანაცვლება ჩატარდა 267 პაციენტში (28,3%) ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში და 278 პაციენტში (29,9%) პლაცებოს ჯგუფში (საფრთხის თანაფარდობა, 1,00; 95% CI, 0,84-1,18; p = 0,97). იშემიური გულ-სისხლძარღვთა მოვლენები (n=148) დაფიქსირდა ნაკლებ პაციენტში ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (n=187) (საფრთხის კოეფიციენტი, 0,78; 95% CI, 0,63-0,97; p = 0,02); ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ნაკლებია იმ პაციენტთა რიცხვი, რომლებმაც გაიარეს კორონარული შუნტირება.
კიბო უფრო ხშირი იყო ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში (105 vs 70, p=0.01). ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, რადგან პაციენტთა საერთო რაოდენობა კიბოს რაიმე მოვლენით უფრო დიდ …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ეზეტროლი® 10 მგ ტაბლეტი
განკუთვნილია შიგნით მისაღებად
აქტიური ნივთიერება: ეზეტიმიბი 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსკარმელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი (მიღებულია ძროხისაგან), მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა.
მედიკამენტის მკურნალობის განმავლობაში ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვისას ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.
საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტად დაცვა. დაუშვებელია მედიკამენტის უფრო მაღალი ან დაბალი დოზის მიღება, ვიდრე რეკომენდებულია.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ეზეტროლი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ეზეტროლის გამოყენებამდე;
ეზეტროლის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ეზეტროლის შენახვის წესი
სათაურები მოცემულია ტექსტში
რას წარმოადგენს ეზეტროლი და მისი გამოყენება
ეზეტროლი არის ოვალური ფორმის, თეთრი ფერის ტაბლეტები, წარწერით “414”. ეზეტროლი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს ერთ ტაბლეტში და ხელმისაწვდომია 28 ტაბლეტიანი შეფუთვით.
ეზეტროლი არის მედიკამენტი, რომელიც აქვეითებს ქოლესტერინის დონეს.
ეზეტროლი არის მედიკამენტი, რომელიც აქვეითებს საერთო ქოლესტერინის დონეს, ცუდი ქოლესტერინის (LDL (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) ქოლესტერინი) და ტროგლიცერიდების დონეს სისხლში. გარდა ამისა, ეზეტროლი ზრდის კარგი ქოლესტერინის (HDL (მაღალი სიმკვირივის ლიპოპროტეინები) ქოლესტერინი). ის განკუთვნილია პაციენტებისათვის, რომლებშიც ქოლესტერინის დონე არ კონტროლდება მხოლოდ დიეტით. ამ მედიკამენტის გამოყენებისას საჭიროა ქოლესტერინის დამაქვეითებელი დიეტის დაცვა.
ეზეტროლი მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ქოლესტერინის შეწოვის დაქვეითებით. ეზეტროლი არ იწვევს წონის დაქვეითებას.
ეზეტროლს დამატებითი ეფექტი აქვს სტატინებზე, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმში წარმოქმნილ ქოლესტერინის დონეს.
ქოლესტერინი ერთ-ერთი ცხიმოვანი ნაერთია, რომელიც გვხვდება სისხლის ნაკდში. საერთო ქოლესტერინი ძირითადად შედგება LDL და HDL ქოლესტერინისაგან.
LDL ქოლესტერინს, ხშირად უწოდებენ “ცუდ” ქოლესტერინს, რადგან ის ლაგდება არტერიების კედლებზე და წარმოქმნის ფოლაქს. ფოლაქების დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიის შევიწროება. შევიწროების შედეგად შეიძლება შენელდეს და დაიბლოკოს სისხლის დინება სასიცოცხლო ორგანოებში, როგორიცაა გული და თავის ტვინი. სისხლის დინების შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
HDL ქოლესტერინს ხშირად უწოდებენ “კარგ” ქოლესტერინს, რადგან ის ხელს უშლის ცუდი ქოლესტერინის დაგროვებას არტერიებში და იცავს გულის დაავადებებისაგან.
ტრიგლიცერიდები - ცხიმების ერთ-ერთი ფორმაა სისხლში, რომელმაც შეიძლება გაზარდოს გულის დაავადებების რისკი.
ეზეტროლი გამოიყენება ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელ დიეტასთან ერთად შემდეგი მდგომარეობების დროს:
სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე (პირველადი ჰიპერქოლესტერინემია [ოჯახური ან არაოჯახური ჰეტეროზიგოტური]);
სტატინებთან ერთად, როცა ქოლესტერინის დონე ვერ კონტროლდება მხოლოდ სტატინებით.
მონოთერაპიის სახით, როცა სტატინებით თერაპია არ არის მიზანშეწონილი ან ვერ გადაიტანება.
მემკვიდრეობითი დაავადება (ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია), რაც ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში. ამ დროს ასევე ინიშნება სტატინი და შესაძლოა სხვა თერაპია.
მემკვიდრეობითი დაავადება (ჰომოზიგოტური სიტოსტეროლემია, ე.წ. ფიტოსტეროლემია), რაც ზრდის მცენარეული სტეროლების დონეს სისხლში.
თუ პაციენტს გულის დაავადება აქვს, ეზეტროლის კომბინაცია ქოლესტერინის დონის დამწევ მედიკამენტებთან, ე.წ. სტატინებთან, აქეითებს გულის შეტევის, ინსულტის, სისხლის ნაკადის გაზრდის გამო ოპერაციის ან მკერდის არეში ტკივილის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკს.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ეზეტროლის გამოყენებამდე
დაუშვებელია ეზეტროლის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ეზეტიმიბის ან ეზეტროლის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
დაუშვებელია ეზეტროლისა და სტატინების ერთდროული გამოყენება, თუ პაციენტს ღვიძლის დაავადება აქვს;
დაუშვებელია ეზეტროლისა და სტატინების ერთდროული გამოყენება, თუ პაციენტი ფეხმძიმედაა ან ძუძუთი კვებავს ბავშვს;
დაუშვებელია ეზეტროლის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ინფორმაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის ხელმისაწვდომი.
ეზეტროლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
თუ ეზეტროლი გამოიყენება სტატინებთან ერთად, საჭიროა ამ პრეპარატის ინსტრუქციის წაკითხვა;
ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის შესახებ, მათ შორის ალერგიის შესახებ;
ეზეტროლისა და სტატინის ერთდროულად გამოყენებამდე, ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზს, რითიც განსაზღვრავს ღვიძლის ფუნქციას;
ეზეტროლისა და სტატინის ერთდროულად გამოყენების შემდეგ ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზს, რითიც განსაზღვრავს ღვიძლის ფუნქციას;
ეზეტროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დავადების დროს;
ეზეტროლისა და ფიბრატების (ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატები) ერთდროული გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი;
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების ტკივილი, დაჭიმულობა ან სისუსტე. ეს იშვიათ შემთხვევებში გამოწვეულია კუნთების დაშლით (რაბდომიოლიზი), რაც იწვევს თირკმელების დაზიანებას.
კუნთების პრობლემები შეიძლება სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათი იყოს. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია.
თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს, მათ შორის წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ეზეტროლის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ეზეტროლის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.
ფეხმძიმობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
დაუშვებელია სტატინის მიღება ეზეტროლთან ერთად ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
თუ სტატინითა და ეზეტროლით მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, უნდა შეწყდეს ორივე მედიკამენტის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. არ არის გამოცდილება ეზეტროლის გამოყენების შესახებ ფეხმძიმობის დროს. თუ პაციენტი ორსულადაა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ეზეტროლით მკურნალოის დაწყებამდე.
თუ მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია.
ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
დაუშვებელია ეზეტროლისა და სტატინის ერთდროული მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან არ არის ცნობილი მედიკამენტი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში.
ეზეტროლის გამოყენება სტატინის გარეშე არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამის შესახებ.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ არის მოსალოდნელი, რომ ეზეტროლმა გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ზოგიერთ პირს შეიძლება განუვითარდეს თავბრუსხვევა ეზეტროლის მიღების შემდეგ, და ასეთ შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეზეტროლის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 55 მგ ლაქტოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაცია.
მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად არ შეიცავს ნატრიუმს.
სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს ეზეტროლით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
ციკლოსპორინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ორგანოგადანერგილ პაციენტებში);
მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის თრომბის წარმოქმნას: ვარფარინი, ფენპროკუმონი, აცენოკუმაროლი, ფლუინდონი (ანტიკოაგულანტები);
ქოლესტირამინი (მედიკამენტი, რომელიც აქვეითებს ქოლესტერინის დონეს), რადგან შეიძლება შეცვალოს ეზეტროლის ეფექტი;
ფიბრატები (ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი მედიკამენტები).
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ რომელიმე მედიკამენტს.
ეზეტროლის მიღების წესი
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/სიხშირის შესახებ
ეზეტროლის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი მედიკამენტების მიღება. თუ ექიმი არ გასცემს მათი მიღების შეწყვეტის რეკომენდაციას. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
ეზეტროლის მიღების დაწყებამდე საჭიროა ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი დიეტის დაცვა.
უნდა გაგრძელდეს დიეტის დაცვა ეზეტროლით მკურნალობის დროს.
თუ ექიმმა დანიშნა სტატინი ეზეტროლთან ერთად, ორივე მედიკამენტის მიღება შეიძლება ერთდროულად. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
თუ პაციენტს დანიშნული აქვს ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დონის დამწევი მედიკამენტი) ან ნაღვლის მჟავის შემბოჭველი სხვა მედიკამენტი ეზეტროლთან ერთად, ეზეტროლის მიღება უნდა მოხდეს 2 საათით ადრე ან 4 საათის შემდეგ ნაღვლის მჟავის შემბოჭველი მედიკამენტის მიღების შემდეგ.
გამოყენების გზა და მეთოდი
ეზეტროლის დღიური დოზაა 1 ტაბლეტი (10 მგ) პერორალურად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
ეზეტროლის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, ჭამის დროს ან ჭამამდე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ეზეტროლი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში.
ეზეტროლი არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში (6-17 წლის ასაკის), თუ არ არის აბსოლუტური ჩვენება, რადგან უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები შეზღუდულია.
ხანდაზმულებში გამოყენება:
დოზა იგივეა. რაც მოზრდილებში.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა:
დაუშვებელია ეზეტროლის მიღება ღვიძლის საშუალო ან მძიმე ხარისხის დაავადების დროს.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ეზეტროლის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ეზეტროლის დოზის გადაჭარბებისას
ეზეტროლის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ეზეტროლის მიღების დავიწყებისას
ტაბლეტის მიღების დავიწყებისას დაუშვებელია ზედმეტი დოზის მიღება. ჩვეულებრივი დოზის მიღება უნდა მოხდეს მეორე დღეს, წამლის მიღების ჩვეულ დროს.
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ეფექტები რომლებიც შეიძლება განვითარდეს ეზეტროლით მკურნალობის შეწყვეტისას
საჭიროა ყოველთვის ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი გადაწყვეტს ეზეტროლით მკურნალობის შეწყვეტას.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ეზეტროლმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
სიხშირეები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ხშირი: აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში
არახშირი: აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
იშვიათი: აღინიშნება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათი: აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.
თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების ტკივილი, დაჭიმულობა ან სისუსტე, საჭიროა ექიმთან მიმართვა. იშვიათ შემთხვევებში კუნთების პრობლემებმა, მათ შორის კუნთების სისუსტემ, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება, რაც შეიძლება სერიოზული და სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, უნდა შეწყდეს ეზეტროლის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა:
გამოყენებისას აღინიშნა ალერგიული რეაქციები, მათ შორის სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას).
ყველა ეს ეფექტი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენაა.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი, მას სერიოზული ალერგია აქვს ეზეტროლის მიმართ. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.
ხშირი:
მუცლის ტკივილი;
ფაღარათი;
ბოყინი;
დაღლილობა;
თავის ტკივილი;
კუნთების ტკივილი;
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ალტ და/ან ასტ).
არახშირი:
ღვიძლის (ტრანსამინაზების) ან კუნთების ფუნქციის (CK) ლაბორატორიული ანალიზების მომატება;
ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები;
ხველა;
დისპეფსია;
გულისრევა;
სახსრების ტკივილი;
კუნთების შეკუმშვები;
კისრის ტკივილი;
წელის ტკივილი;
კუნთების სისუსტე;
ხელებისა და ფეხების ტკივილი;
მადის დაქვეითება;
ალები;
ჰიპერტენზია;
მკერდის არეში ტკივილი;
სისუსტე (ასთენია);
პერიფერიული შეშუპება (კოჭებისა და ფეხების შესივება სითხის აკუმულაციის გამო);
მგრძნობელობის დარღვევები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება;
დაავადება, რომელიც ვითარდება კუჭის მჟავის საყლაპავში მოხვედრის შედეგად და ჩვეულებრივ ხასიათდება წვის შეგრძნებით მკერდის არეში (გასტროეზოფაგული რეფლუქსი);
პირის სიმშრალე;
კუჭის ანთება (გასტრიტი) (ვლინდება სიმპტომებით, როგორიცაა წვის შეგრძნებ, ტკივილი და ა.შ. მუცლის ზედა ნაწილში)
ქავილი (პრურიტუსი), გამონაყარი. ჭინჭრის ციება (ურტიკარია).
სიხშირე უცნობია:
სისხლის უჯრედების რაოდენობის დაქვეითება და შედეგად სისხლჩაქცევები/სისხლდენა (თრომბოციტოპენია);
ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის სიწითლე. ჭინჭრის ციება, ანაფილაქსია და ანგიონევროზული შეშუპება;
დეპრესია;
თავბრუსხვევა;
ქოშინი;
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი);
ყაბზობა;
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ნაღვლის ბუშტის კენჭები ან ნაღვლის ბუშტის ანთება და ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი და ჭინჭრის ციება, ზოგჯერ წითელი, კვანძოვანი გამონაყარით, სამიზნის მსგავსი დაზიანებებით (მულტიფორმული ერითემა);
კუნთების დაავადება (მიოპათია და რაბდომიოლიზი).
ეზეტროლის გამოყენებისას ფენოფიბრატებთან ერთად:
ხშირი გვერდითი მოვლენა:
მუცლის ტკივილი
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრის (TÜFAM) ვებგვერდზე: HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვით.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ეზეტროლის შენახვის წესი
ეზეტროლი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25ºC-ის ქვემოთ
გამოყენებულ უნდა იქნას შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია ეზეტროლის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Organon Turkey İlaçları Ltd. Şti. Şişli-İstanbul
ორგანონ თურქეთი ილაჩლან შტი. შიშლი-სტამბოლი
წარმოების ადგილი:
MSD International GmbH (Puerto Rico Branch) LLC, Las Piedras, Porto Riko
მსდ ინთერნეიშენელ გმბჰ (პუერტო რიკოს ფილიალი) ელელსი, ლას პიედრას, პუერტო რიკო
გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 30/03/2022
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.






