პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები

ეზეტიმიბ დენკი 10მგ

Ezetimib Denk 10mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ეზეტიმიბ დენკი არის ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებელი პრეპარატი. ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “ცუდი” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ეგრეთ წოდებული ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “კარგი” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ეზეტიმიბი (ezetimibe)
ფორმა და შეფუთვა
10მგ ტაბლეტი №30
მწარმოებელი
Artesan Pharma GmbH & Co. KG, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი სხვა საშუალებები
ATC კოდი
C10AX09
რეგისტრაციის ნომერი
რ-040079
რეგისტრირებულია
26 იანვარი 2024, მოქმედებს 26 იანვარი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „დენკ ფარმა კავკასია“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაეზეტიმიბ დენკი 10მგ და სხვა წამალი ერთად

ეზეტიმიბ დენკი 10მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეზეტიმიბ დენკი არის ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებელი პრეპარატი. ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “ცუდი” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ეგრეთ წოდებული ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “კარგი” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთა ქოლესტერინის დონის დაწევა შეუძლებელია მხოლოდ ქოლესტერინის დამწევი დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.

ეზეტიმიბ დენკი ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ეზეტიმიბ დენკი არ არის გამიზნული წონის დასაკლებად ან დაკლებული წონის შესანარჩუნებლად.

ეზეტიმიბ დენკი ავსებს სტატინების ქოლესტერინის შემამცირებელ ეფექტს- წამლების ჯგუფი, რომლებიც ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.

ქოლესტერინი არის სისხლში არსებული რამდენიმე ცხიმიდან ერთ-ერთი. საერთო ქოლესტერინი ძირითადად შედგება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინისგან (დსლპ) და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინისგან (მსლპ).

დსლპ ქოლესტერინს ხშირად უწოდებენ " ცუდ " ქოლესტერინს, რადგან ის შეიძლება დაგროვდეს სისხლძარღვების (არტერიების) კედლებზე და წარმოქმნას ნადები (ე.წ. ფოლაქი). საბოლოოდ, ამ ფოლაქებმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიების შევიწროება. რაც თავის მხრივ იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას ან სისხლძარღვების დახშობაც კი ისეთ სასიცოცხლო ორგანოებში, როგორიცაა გული ან ტვინი. სისხლძარღვების ასეთი თრომბოზი შეიძლება გახდეს ინფარქტის ან ინსულტის მიზეზი.

მსლპ ქოლესტერინს ხშირად უწოდებენ" კარგ "ქოლესტერინს, რადგან ის ხელს უშლის არტერიებში "ცუდი" ქოლესტერინის დაგროვებას და იცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან.

ტრიგლიცერიდები არის სისხლის სხვა ლიპიდები, რომლებმაც ასევე შეიძლება გაზარდონ გულის დაავადების განვითარების რისკი.

ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება ქოლესტერინის დამწევ დიეტასთან ერთად:

როცა სისხლში მომატებულია ქოლესტერინის დონე (პირველადი [ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი] ჰიპერქოლესტერინემია);

სტატინებთან ერთად, თუ მხოლოდ სტატინებით მკურნალობა არ არის საკმარისი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად;

როგორც ერთადერთი მკურნალობა, თუ სტატინებით მკურნალობა არ არის თქვენთვის შესაფერისი ან რამე მიზეზით მიუღებელია;

თუ გაწუხებთ გარკვეული მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც იწვევს სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონეს (ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია). ამ შემთხვევაში, თქვენ დამატებით დაგინიშნავენ სტატინს და ჩვეულებისამებრ შემდგომ მკურნალობას.

თუ თქვენ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ეზეტიმიბ დენკი სტატინების ჯგუფის ქოლესტერინის დამწევ საშუალებებთან ერთად შეგიმცირებთ გულის შეტევისა და ინსულტის რისკს, ასევე ქირურგიული ჩარევის რისკს გულის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ან ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას გულმკერდის ტკივილის გამო.

რა უნდა გაითვალისწინოთ ეზეტიმიბ დენკის მიღებამდე?

თუ თქვენ იღებთ ეზეტიმიბ დენკს სტატინთან ერთად, ასევე მიჰყევით ამ პრეპარატის ინსტრუქციას.

მიღების წესი და დოზირება

პაციენტმა უნდა დაიცვას ლიპიდების დამაქვეითებელი დიეტა, რომელიც მან უნდა გააგრძელოს ეზეტიმიბ დენკით მკურნალობის დროსაც.

რეკომენდებული დოზა არის ეზეტიმიბ დენკის 10 მგ-იანი ტაბლეტი დღეში ერთხელ.

თუ ეზეტიმიბ დენკი ინიშნება სტატინთან ერთად, უნდა გაგრძელდეს მოცემული სტატინის ჩვეულებრივი საწყისი დოზა ან უნდა გაიზარდოს გამოყენებული სტატინის დოზა. დაცული უნდა იქნას სტატინის შესაბამისი დოზირების ინსტრუქციები.

პრეპარატის დოზირება პაციენტებისთვის, რომელთაც ანამნეზში აქვთ კორონარული არტერიის დაავადებები და მწვავე კორონარული სინდრომი

გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის შესამცირებლად პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ კორონარული არტერიის დაავადებები და მწვავე კორონარული სინდრომი ეზეტიმიბ დენკი შეიძლება დაენიშნოთ სტატინთან ერთად.

ანიონგამცვლელებთან ერთად მიღება

ეზეტიმიბ დენკი უნდა იქნას მიღებული ანიონგამცვლელის მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან არანაკლებ 4 საათის შემდეგ.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. პუნქტი 5.2).

ბავშვები და მოზარდები

მკურნალობას უნდა დაიწყოს სპეციალისტმა.

6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები: ეზეტიმიბ დენკის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 6-დან 17 წლამდე მოზარდებში დადგენილი არ არის. ამჟამად ხელმისაწვდომი ინფორმაციები მოცემულია 4.4, 4.8, 5.1 და 5.2. პუნქტებში. ამიტომ, დოზირების რეკომენდაციები ვერ გაიცემა.

თუ ეზეტიმიბ დენკი ინიშნება სტატინებთან ერთად, დაცული უნდა იქნეს ბავშვებში სტატინების დოზირების რეკომენდაციები.

6 წლამდე ასაკის ბავშვები: ეზეტიმიბ დენკის უსაფრთხოება და ეფექტურობა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები ხელმისაწვდომი არაა.

დოზირება ღვიძლის დისფუნქციის შემთხვევაში

ღვიძლის მსუბუქი დისფუნქციის მქონე პაციენტებისთვის (Child-Pugh-Score 5 – 6), დოზის კორექცია საჭირო არ არის. ეზეტიმიბ დენკით მკურნალობა არ არის რეკომენდებული პაციენტებში საშუალო (Child-Pugh-Score 7-9) ან მძიმე (Child-Pugh-Score > 9) ღვიძლის უკმარისობისას (იხ. პუნქტი 4.4 და 5.2).

დოზირება თირკმლის დისფუნქციის შემთხვევაში

თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. პუნქტი 5.2).

გამოყენების მეთოდი

პრეპარატი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისათვის

ეზეტიმიბ დენკის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, და იგი დამოკიდებული არ არის საკვების მიღებასთან.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

თუ ეზეტიმიბი დენკი ინიშნება სტატინთან ერთად, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შესაბამისი მედიკამენტის დანდართულ ანოტაციას.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ეზეტიმიბ დენკით მკურნალობას სტატინთან ერთად აქვს უკუჩვენება.

ეზეტიმიბ დენკით მკურნალობას სტატინთან ერთად აქვს უკუჩვენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის აქტიური დაავადებები ან შრატის ტრანსამინაზების აუხსნელი მუდმივი მატება.

სიფრთხილის ზომები

თუ ეზეტიმიბ დენკი ინიშნება სტატინთან ერთად, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შესაბამისი მედიკამენტის დანდართულ ანოტაციას.

ღვიძლის ფერმენტები

კონტროლირებად კვლევებში ტრანსამინაზების მატება (3-ჯერ აღემატება [ULN]-ის ზედა დონეს) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს+ სტატინი. თუ ეზეტიმიბ დენკი სტატინთან ერთად ინიშნება, ღვიძლის ფუნქცია უნდა შემოწმდეს მკურნალობის დასაწყისში და სტატინის ინსტრუქციის მიხედვით (იხ. პუნქტი 4.8).

IMPROVE-IT კვლევაში (IMProved Reduction of Outcomes: Vytorin Efficacy International Trial) მონაწიეობა მიიღო 18 144 პაციენტმა, რომლებსაც აღენიშნებოდათ კორონარული არტერიის დაავადებები და მწვავე კორონარული სინდრომი. ისინი იღებდნენ ეზეტიმიბი+სიმვასტატინს 10 მგ/40 მგ დღეში ერთხელ (n = 9,067) ან სიმვასტატინს 40 მგ (n = 9.077) დღეში ერთხელ. 6 წლის განმავლობაში მედიანური მეთვალყურეობის დროს დაფიქსირდა ტრანსამინაზების თანმიმდევრული მატება (≥ სამჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ULN)) და ეზეტიმიბი/სიმვასტატინის ჯგუფში შეადგენდა 2.5% , ხოლო სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში 2.3%. (იხლეთ ნაწილი 4.8).

ჩატარდა კონტროლირებადი კლინიკური კვლევა, რომელშიც თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე 9000-ზე მეტი პაციენტი რანდომიზირებული იყო ეზეტიმიბი +სიმვასტატინის 10 მგ/20 მგ (n = 4,650) ყოველდღიურ მიღებაზე ან პლაცებოზე (n = 4,620) (დაკვირვება ტარდებოდა დაახლოებით 4.9 წელი). ტრანსამინაზების თანმიმდევრული მატება (≥ 3-ჯერ ULN-ზე ) იყო 0,7% ეზეტიმიბი+ სიმვასტატინის ჯგუფში და 0,6% პლაცებოს ჯგუფში (იხ. ნაწილი 4.8).

ჩონჩხის კუნთები

მიოპათიის და რაბდომიოლიზის შემთხვევები დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც ეზეტიმიბი გამოვიდა ბაზარზე. პაციენტების უმეტესობა, რომლებსაც განუვითარდათ რაბდომიოლიზი, იღებდნენ სტატინებს ეზეტიმიბთან პარალელურად. თუმცა ძალიან იშვიათ შემთხვევებში რაბდომიოლიზი დაფიქსირდა ეზეტიმიბის მონოთერაპიის დროსაც. ასევე იმ წამლებთან ერთად, რომლებიც ცნობილია რაბდომიოლიზის გაზრდილ რისკთან. თუ ეჭვია მიოპათიაზეა კუნთების სიმპტომებით ან თუ მიოპათია დიაგნოზირებულია კრეატინფოსფოკინაზას (CPK) ULN-ზე ათჯერ მეტი გაზრდით, ეზეტიმიბი და თანმხლები თერაპია სტატინებით და/ან სხვა პრეპარატებით, რომლებიც შეიცავს რაბდომიოლიზის რისკს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ყველა პაციენტს, რომელიც ღებულობს ეზეტიმიბ დენკს, უნდა იყოს ინფორმირებული მიოპათიის განვითარების რისკის შესახებ და თავის ექიმს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ კუნთების ნებისმიერი აუხსნელი ტკივილის, მგრძნობელობის ან სისუსტის შესახებ (იხ. პუნქტი 4.8).

IMPROVE-IT კვლევაში (IMProved Reduction of Outcomes: Vytorin Efficacy International Trial) მონაწიეობა მიიღო 18 144 პაციენტმა, რომლებსაც აღენიშნებოდათ კორონარული არტერიის დაავადებები და მწვავე კორონარული სინდრომი. ისინი იღებდნენ ეზეტიმიბი+სიმვასტატინს 10 მგ/40 მგ დღეში ერთხელ (n = 9,067) ან სიმვასტატინი 40 მგ (n = 9.077) დღეში ერთხელ. მედიანური დაკვირვების დროს 6 წლის განმავლობაში, მიოპათიის შემთხვევების რაოდენობა ეზეტიმიბი/ სიმვასტატინის ჯგუფში იყო 0.2% და 0.1% სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში. მიოპათია განისაზღვრა, როგორც კუნთების სისუსტე ან უცნობი წარმოშობის ტკივილი შრატში კრეატინინის (CK) მატებასთან ერთად. ≥ 10-ჯერ აღემატება ნორმის [ULN] ზედა ზღვარს ან შრატში კრეატინინის (CK) ზედიზედ ორჯერ ზრდას ≥ 5 - < 10-ჯერ აღემატება ზედა სტანდარტულ ნიშნულს [ULN]. რაბდომიოლიზის შემთხვევათა სიხშირე იყო 0.1% ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში და 0.2% სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში. რაბდომიოლიზი განისაზღვრა, როგორც კუნთების სისუსტე ან უცნობი წარმოშობის ტკივილი შრატში კრეატინინის (CK) მომატებით, 10-ჯერ აღემატებოდა [ULN] ნორმის ზედა ზღვარს თირკმელების დაზიანების ნიშნებით ან შრატში კრეატინინის (CK) ზედიზედ ორჯერ მატებით. ≥ 5 - < 10-ჯერ აღემატება [ULN] ნორმის ზედა ზღვარს თირკმელების დაზიანების ნიშნებით ან შრატში კრეატინინის (CK) ≥ 10000 სე/ლ თირკმლის დაზიანების ნიშნების გარეშე (იხ. პუნქტი 4.8).

ჩატარდა კონტროლირებადი კლინიკური კვლევა, რომელშიც თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე 9000-ზე მეტი პაციენტი რანდომიზირებული იყო ეზეტიმიბი +სიმვასტატინს 10 მგ/20 მგ (n = 4,650) ყოველდღიურ მიღებაზე ან პლაცებოზე (n = 4,620) (დაკვირვება ტარდებოდა დაახლოებით 4.9 წელი). მიოპათიის/რაბდომიოლიზის შემთხვევები შეადგენდა 0,2% ეზეტიმიბი+ სიმვასტატინის ჯგუფში და 0,1% პლაცებოს ჯგუფში (იხ. ნაწილი 4.8).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ეზეტიმიბის გაზრდილი ზემოქმედების შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო ღვიძლის საშუალო ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ეზეტიმიბ დენკი არ არის რეკომენდებული ამ პაციენტებისთვის (იხ. ნაწილი 5.2).

ბავშვები და მოზარდები

ეზეტიმიბის ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოკვლეულ იქნა 6-დან 10 წლამდე ასაკის ჰეტეროზიგოტური მემკვდრეობითი და არამემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში12-კვირიან პლაცებო- კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში. ეზეტიმიბის ეფექტი მკურნალობის ხანგრძლივობის > 12 კვირაზე არ არის შესწავლილი ამ ასაკობრივ ჯგუფში (იხ. ნაწილები 4.2, 4.8, 5.1 და 5.2).

ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოკვლეულ იქნა 10-დან 17 წლამდე ასაკის ჰეტეროზიგოტური მემკვდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების კვლევაში მოზარდ ბიჭებში (ტანერის II სტადია ან მეტი) და გოგონებში (მინიმუმ 1 წლის პოსტმენარქე) კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში.

ამ შეზღუდულ კონტროლირებად კვლევაში, როგორც წესი, არ არსებობდა გავლენა ზრდაზე ან სქესობრივ განვითარებაზე მოზარდ ბიჭებში ან გოგონებში, ასევე არ იყო გავლენა გოგონების მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობაზე. თუმცა, ეზეტიმიბის ეფექტი ზრდასა და სექსუალურ განვითარებაზე 33 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის შესწავლილი (იხ. ნაწილები 4.2 და 4.8).

ეზეტიმიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა სიმვასტატინთან ერთად 40 მგ-ზე მეტი დღიური დოზით დადგენილი არ არის ბავშვებში და 10-17 წლის მოზარდებში.

ეზეტიმიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა სიმვასტატინთან კომბინაციაში არ არის დადგენილი 10 წლამდე ასაკის ბავშვებშიც (იხ. ნაწილები 4.2 და 4.8).

ეზეტიმიბ დენკთან ერთად თერაპიის გრძელვადიანი ეფექტი 17 წლამდე ასაკის პაციენტებში ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებაზე არ არის შესწავლილი.

ფიბრატები

ეზეტიმიბის ამტანობა და ეფექტურობა ფიბრატებთან კომბინაციაში დადგენილი არ არის.

თუ პაციენტები, როდესაც ეჭვი აქვთ ქოლელითიაზზე, იღებენ ეზეტიმიბ დენკს და ფენოფიბრატს ერთად, რეომენდირებულია ნაღვლის ბუშტის გამოკვლევა და ამ თერაპიის შეწყვეტა (იხილეთ ნაწილები 4.5 და 4.8).

ციკლოსპორინი

ეზეტიმიბ დენკით თერაპია სიფრთხილით უნდა დაიწყოს იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ციკლოსპორინით. პაციენტები, რომლებიც იღებენ ეზეტიმიბს და ციკლოსპორინს, საჭიროებენ ციკლოსპორინის კონცენტრაციის მონიტორინგს (იხ. ნაწილი 4.5).

ანტიკოაგულანტები

თუ ეზეტიმიბ დენკი მიიღება ვარფარინთან, სხვა კუმარინულ ანტიკოაგულანტებთან ან ფლუინდიონთან ერთად, მაშინ უნდა ჩატარდეს ,, International Normalized Ratio“ -ის შესაბამისი მონიტორინგი (იხ. ნაწილი 4.5).

ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების, საერთო ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ ის თითქმის არ შეიცავს "ნატრიუმს".

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

წინა კლინიკურ კვლევებმა აჩვენა, რომ ეზეტიმიბი არ იწვევს ციტოქრომ P450 მეტაბოლიზმის ფერმენტებს. არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ეზეტიმიბსა და წამლებს შორის, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 1A2, 2D6, 2C8, 2C9 და 3A4 ან N-აცეტილტრანსფერაზას მიერ.

კლინიკური ურთიერთქმედების კვლევებში ერთდროული გამოყენებისას ეზეტიმიბს არ ჰქონდა გავლენა დაფსონის, დექსტრომეთორფანის, დიგოქსინის, ორალური კონტრაცეპტივების (ეთინილესტრადიოლი და ლევონორგესტრელი), გლიპიზიდის, ტოლბუტამიდის ან მიდაზოლამის ფარმაკოკინეტიკაზე. ციმეტიდინს არ ჰქონდა გავლენა მის ბიოშეღწევადობაზე ეზეტიმიბთან ერთად მიღებისას.

ანტაციდები

ანტაციდების ერთდროული გამოყენება ამცირებს ეზეტიმიბის შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ გავლენას არ ახდენს ეზეტიმიბის ბიოშეღწევადობაზე. შეწოვის სიჩქარის შემცირება კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

ქოლესტირამინი

ქოლესტირამინის ერთდროული გამოყენება დაახლოებით 55%-ით ამცირებს საერთო ეზეტიმიბის (AUC) საშუალო ფართობს AUC მრუდზე (ეზეტიმიბი და გლუკურონიდირებული ეზეტიმიბი). დსლპ ქოლესტერინის შემცირების მატება, როდესაც ეზეტიმიბი ქოლესტირამინს ემატება, შეიძლება შემცირდეს ამ ურთიერთქმედებით (იხ. ნაწილი 4.2).

ფიბრატები

პაციენტებს, რომლებიც იღებენ ფენოფიბრატს და ეზეტიმიბს, ექიმმა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ქოლელითიაზისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების შესაძლო რისკის შესახებ (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8).

იმ პაციენტებმა, რომლებიც ერთდროულად იღებენ ეზეტიმიბს და ფენოფიბრატს, და არსებობს ქოლელითიაზის განვითარების რისკი, უნდა გამოიკვლიონ ნაღვლის ბუშტი და შეწყვიტონ ზემოთხსენებული თერაპია (იხ. ნაწილი 4.8).

ფენოფიბრატის ან გემფიბროზილის ერთდროული გამოყენებისას ზომიერად იზრდება ეზეტიმიბის საერთო კონცენტრაცია (დაახლოებით 1,5 და 1,7-ჯერ).

ეზეტიმიბის გამოყენება სხვა ფიბრატებთან ერთად არ არის შესწავლილი.

ფიბრატებს შეუძლიათ გაზარდონ ქოლესტერინის გამოყოფა ნაღვლის საშუალებით, რაც იწვევს ქოლელითიაზს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ეზეტიმიბი ხანდახან ზრდიდა ნაღველში ქოლესტერინის დონეს, მაგრამ არა ყველა ცხოველის სახეობაში (იხ. ნაწილი 5.3). ლითოგენური რისკი არ შეიძლება გამოირიცხოს ეზეტიმიბის თერაპიული გამოყენებისას.

სტატინები

ეზეტიმიბის მიღებისას ატორვასტატინთან, სიმვასტატინთან, პრავასტატინთან, ლოვასტატინთან, ფლუვასტატინთან ან როზუვასტატინთან ერთად, კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

ციკლოსპორინი

რვა პაციენტის კვლევისას, რომლებიც სტაბილურად იღებდნენ ციკლოსპორინს თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ, კრეატინინის კლირენსი ჰქონდათ > 50 მლ/წთ, და ამასთან ერთად იღებდნენ ეზეტიმიბის ერთჯერადად 10 მგ დოზით, საერთო ეზეტიმიბის საშუალო AUC იყო 3,4-ჯერ გაზრდილი. (დიაპაზონი 2,3-დან 7.9-მდე) ჯანმრთელ საკონტროლო პოპულაციასთან შედარებით სხვა კვლევაში (n = 17) მხოლოდ ეზეტიმიბის მიღებისას. სხვა კვლევაში, თირკმლის გადანერგვის მქონე პაციენტს თირკმლის მძიმე უკმარისობით, რომელიც იღებდა ციკლოსპორინს და სხვა მრავალ პრეპარატს, 12-ჯერ მეტი ჰქონდა ეზეტიმიბის საერთო მაჩვენებელი, ვიდრე სხვა საკონტროლო მოხალისეებს, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ეზეტიმიბს. ორფაზიან Crossover კვლევაში 12 ჯანმრთელ მოხალისეზე, 20 მგ ეზეტიმიბის ყოველდღიური მიღება 8 დღის განმავლობაში 100 მგ ციკლოსპორინის ერთჯერადი დოზით მე-7 დღეს იწვევდა ციკლოსპორინის AUC-ის საშუალოდ 15%-ით ზრდას (დიაპაზონი 10%-იანი შემცირებიდან 51%-მდე გადიდებამდე) 100 მგ ციკლოსპორინის ერთჯერად დოზასთან შედარებით. თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ ციკლოსპორინის მიღებაზე ეზეტიმიბის თანმხლები ეფექტის გამაკონტროლებელი კვლევა არ ჩატარებულა. ეზეტიმიბის თერაპია სიფრთხილით უნდა დაიწყოს იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ციკლოსპორინით. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ეზეტიმიბს და ციკლოსპორინს, საჭიროა ციკლოსპორინის კონცენტრაციის მონიტორინგი (იხ. ნაწილი 4.4).

ანტიკოაგულანტები

ჩატარდა 12 ჯანმრთელი ზრდასრული მამაკაცის კვლევა, რომებიც იღებდნენ ეზეტიმიბის 10 მგ-იან ტაბლეტს დღეში ერთხელ. ერთდროული გამოყენება არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას ვარფარინის ბიოშეღწევადობაზე და პროთრომბინის დროზე. თუმცა, პრეპარატის ბაზარზე გამოტანს შემდეგ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვარფარინს ან ფლუინდიონს და ამავდროულად იღებდნენ ეზეტიმიბს, დაფიქსირდა "საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის" (INR) ზრდა. თუ მოხდება ეზეტიმიბ დენკის ერთდროული მიღება ვარფარინთან, სხვა კუმარინ ანტიკოაგულანტებთან ან ფლუინდიონთან ერთად, შესაბამისად უნდა გაკონტროლდეს INR (იხ. პუნქტი 4.4).

ბავშვები და მოზარდები

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ეზეტიმიბ დენკს სტატინთან ერთად აქვს უკუჩვენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (იხ. პუნქტი 4.3). გთხოვთ, გაეცნოთ მოცემული სტატინის მახასიათებლებს (ანოტაციას).

ორსულობა

ეზეტიმიბ დენკი უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს ეზეტიმიბ დენკის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა ეზეტიმიბის მონოთერაპის კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი გვერდითი ეფექტები ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. ნაწილი 5.3).

ლაქტაცია

ეზეტიმიბ დენკი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში. ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეზეტიმიბი გადადის დედის რძეში, მარამ უცნობია ადამიანის შემთხვევაში გადადის თუ არა ეზეტიმიბი დედის რძეში.

ფერტილობა

არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები ეზეტიმიბის ზემოქმედების შესახებ ადამიანის ნაყოფიერებაზე. ეზეტიმიბს არ ჰქონდა გავლენა მამრ ან მდედრ ვირთხებში ნაყოფიერებაზე (იხ. ნაწილი 5.3).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას აღინიშნებოდა თავბრუსხვევის შემთხვევები.

გვერდითი მოვლენები

კლინიკურ კვლევებში, რომელიც გაგრძელდა 112 კვირამდე, 2 396 პაციენტი მკურნალობდა დღიურად მხოლოდ 10 მგ ეზეტიმიბით, 11 308 პაციენტი ეზეტიმიბი + სტატინთან ერთად და 185 პაციენტი ეზეტიმიბი + ფენოფიბრატთან ერთად. გვერდით მოვლენებს ჰქონდათ მსუბუქი და დროებითი ხასიათი. გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე პლაცებოს მსგავსი იყო; ეზეტიმიბის გვერდითი მოვლენების გამო შეწყვეტის მაჩვენებელი პლაცებოს ანალოგიურად მიმდინარეობდა.

მხოლოდ ეზეტიმიბი ან სტატინთან ერთად

შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა უფრო ხშირად იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მოლოდ ეზეტიმიბს (n = 2,396), ვიდრე პლაცებოს (n = 1,159) ან უფრო ხშირად იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს პლუს სტატინს (n = 11,308), ვიდრე მხოლოდ სტატინს (n = 9,361). ბაზარზე შესვლის შემდგომ გამოცდილებაში მოხსენებული გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია მხოლოდ ეზეტიმიბის ან სტატინთან ერთად გამოყენებასთან.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირად (. 1/10),

ხშირად (. 1/100, < 1/10),

ხანდახან (. 1/1000, < 1/100),

იშვიათად (. 1/10,000, < 1/1,000),

ძალიან იშვიათად (< 1/10000) და

უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).

მხოლოდ ეზეტიმიბით მკურნალობა

ორგანოთა სისტემების კლასი

გვერდითი მოვლენა

სიხშირე

ნივთიერებათა ცვლის და კვებითი დარღვევები

მადის დაკარგვა

ხანდახან

სისხლძარღვთა დაავადებები

ცხელება, ჰიპერტონია

ხანდახან

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დაავადებები

ხველა

ხანდახან

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები

მუცლის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი

ხშირად

დისპეფსია, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, გულისრევა

ხანდახან

ძვალ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დაავადებები

ართრალგია, კუნთების სპაზმი, კისრის ტკივილი

ხანდახან

ზოგადი დაავადებები და ჩივილები პრეპარატის მიღების ადგილზე

დაღლილობა

ხშირად

გულმკერდის ტკივილი, ტკივილი

ხანდახან

კვლევები

გაზრდილი ALT, გაზრდილი AST, სისხლში გაზრდილი CPK, გაზრდილი გამა-გლუტამილ ტრანსფერაზა, ღვიძლის ფუნქციის ტესტი ანომალური

ხანდახან

შემდგომი გვერდითი მოვლენები ეზეტიმიბის სტატინებთან ერთად მიღებისას

ორგანოთა სისტემების კლასი

გვერდითი მოვლენა

სიხშირე

ნერვული სისტემის დაავადებები

თავის ტკივილი

ხშირად

პარესთეზია

ხანდახან

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები

პირის სიმშრალე, გასტრიტი

ხანდახან

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება

მიალგია

ხშირად

ზურგის ტკივილი, კუნთების სისუსტე, ტკივილი კიდურებში

ასთენია, პერიფერიული შეშუპება

ხანდახან

კვლევები

გაზრდილი ALT, გაზრდილი AST,

ხშირად

ბაზარზე შესვლის შემდგომი გამოცდილება (სტატინთან ერთად ან მის გარეშე)

ორგანოთა სისტემების კლასი

გვერდითი მოვლენა

სიხშირე

სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები

თრომბოციტოპენია

უცნობია

იმუნური სისტემის დაავადებები

ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსია და ანგიონევროზული შეშუპება

უცნობია

ფსიქიატრიული დაავადებები

დეპრესია

უცნობია

ნერვული სისტემის დაავადებები

თავბრუსხვევა, პარესთეზია

დისპნოე

უცნობია

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები

პანკრეატიტი, ყაბზობა

უცნობია

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები

ჰეპატიტი, ქოლელითიაზი, ქოლეცისტიტი

უცნობია

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

მულტიფორმული ერითემა

მიალგია, მიოპათია / რაბდომიოლიზი (იხ. ნაწილი 4.4)

ასთენია

უცნობია

ეზეტიმიბი ფენოფიბრატთან ერთად

კუჭ-ნაწლავის დარღვევები: მუცლის ტკივილი (ხშირად)

მრავალცენტრულმა, ორმაგად ბრმა, პლაცებო- კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევამ შეაფასა შერეული ჰიპერლიპიდემიის მქონე პაციენტების მდგომარეობა; 625 პაციენტი მკურნალობდა 12 კვირამდე და 576 პაციენტი ერთ წლამდე. ამ კვლევაში, 172 პაციენტმა, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს და ფენოფიბრატს, დაასრულეს 12-კვირიანი საკვლევი პერიოდი, და 230 პაციენტმა, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს და ფენოფიბრატს (მათ შორის 109 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ მარტო ეზეტიმიბს პირველი 12 კვირის განმავლობაში) დაასრულეს 1 წლიანი კვლევის პერიოდი. კვლევა არ იყო შემუშავებული იშვიათი მოვლენების შესადარებლად სამკურნალო ჯგუფებს შორის. შრატის ტრანსამინაზების (≥ სამჯერ ULN-ზე ზედიზედ) კლინიკურად მნიშვნელოვანი მატების სიხშირე (95% KI) ექსპოზიციის კორექტირების შემდეგ იყო 4.5% (1.9; 8.8) ფენოფიბრატის მონოთერაპიისას და 2.7% (1.2; 5.4) ეზეტიმიბთან ერთად ფენოფიბრატთან ერთად.

ქოლეცისტექტომიის შესაბამისი სიხშირე იყო 0.6% (0.0, 3.1) ფენოფიბრატის მონოთერაპიის დროს და 1.7% (0.6, 4.0) ეზეტიმიბის პლუს ფენოფიბრატთან (იხ. ნაწილები 4.4 და 4.5).

ბავშვები და მოზარდები (6-დან 17 წლამდე)

ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებში (6-10 წლის) კვლევაში (n = 138), ALT და/ან AST-ის მატება (≥ სამჯერ ULN-ზე ზედიზედ) დაფიქსირდა პაციენტების 1.1%-ში (1 პაციენტი), რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს. პლაცებო ჯგუფის პაციენტების 0%-თან შედარებით. CPK დონის მატება (≥ ათჯერ ULN-ზე ზედიზედ) არ დაფიქსირებულა. მიოპათიის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სხვა კვლევაში ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 10-17 წლის მოზარდებში (n = 248), მომატებული ALT და/ან AST დონეები (≥ სამჯერ ULN-ზე ზედიზედ) დაფიქსირდა პაციენტების 3%-ში (4 პაციენტი), რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს/ სიმვასტატინს, შედარებით 2% (2 პაციენტი), რომლებიც იღებდნენ მხოლოდ სიმვასტატინს; CPK-ს მომატებული დონისთვის (≥ ათჯერ ULN-ზე ზედიზედ), ეს მნიშვნელობები იყო 2% (2 პაციენტი) შესაბამისად 0%. მიოპათიის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ეს კვლევები არ გამოდგება იშვიათი გვერდითი ეფექტების შესადარებლად.

პაციენტები გულის კორონარული დაავადების და მწვავე კორონარული სინდრომის ანამნეზით.

IMPROVE-IT კვლევაში (იხ. ნაწილი 5.1), რომელშიც 18 144 პაციენტი იღებდა ეზეტიმიბის/სიმვასტატინის 10 მგ/40 მგ დოზას (n = 9,067; პაციენტთა 6%-ს აძლევდნენ ეზეტიმიბის/სიმვასტატინის 10 მგ/80 მგ გაზრდლ დოზებს) ან მხოლოდ სიმვასტატინის 40 მგ. დოზას (n = 9,077; პაციენტთა 27% იღებდა სიმვასტატინის 80 მგ-იან გაზრდილ დოზას), საშუალოდ 6 წლის განმავლობაში ორივე ჯგუფმა აჩვენა ერთნაირი უსაფრთხოების პროფილები. გვერდითი მოქმედების გამო მკურნალობის შეწყვეტის მაჩვენებელი ეზეტიმიბი/სიმვასტატინით მკურნალობისას იყო 10.6%, ხოლო 10.1% მხოლოდ სიმვასტატინით მკურნალობისას. მიოპათიის სიხშირე იყო 0.2% ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში და 0.1% სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში. მიოპათია გამოიხატებოდა კუნთების სისუსტით ან გაურკვეველი მიზეზის მქონე კუნთების ტკივილით, შრატში კრეატინინის (CK) დონის ≥ 10-ჯერ გაზრდით ნორმის ზედა ზღვართან შედარებით [ULN] ან ორჯერ ზედიზედ შრატში კრეატინინის (CK) დონის ≥ 5 - < 10--ჯერ გაზრდით ნორმის ზედა ზღვართან შედარებით [ULN]. რაბდომიოლიზის სიხშირე იყო 0.1% ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში და 0.2% სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში.

რაბდომიოლიზი განისაზღვრა, როგორც კუნთების სისუსტე ან კუნთების ტკივილი გაურკვეველი მიზეზით შრატში კრეატინინის (CK) დონის ≥ 10-ჯერ გაზრდით ნორმის ზედა ზღვართან შედარებით [ULN] პლიუს თირკმლის უკმარისობა ან ორჯერ ზედიზედ შრატში კრეატინინის (CK) დონის ≥ 5 - < 10--ჯერ გაზრდით ნორმის ზედა ზღვართან შედარებით [ULN] პლიუს თირკმელების უკმარისობა ან შრატში კრეატინინის (CK) დონის ≥ 10.000 IU/l გაზრდით თირკმლის უკმარისობის ჩვენების გარეშე. ტრანსამინაზების თანმიმდევრული მატების სიხშირე (სამჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს [ULN]) იყო 2.5% ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში და 2.3% სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში (იხ. ნაწილი 4.4). ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა პაციენტთა 3.1%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ეზეტიმიბით/სიმვასტატინით, ხოლო პაციენტების 3.5%-ში, რომლებიც გადიოდნენ სიმვასტატინის მონოთერაპიას. მთელი კვლევის დროს ქოლეცისტექტომიის ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ორივე ჯგუფში იყო 1.5%, ხოლო კიბო (განსაზღვრული, როგორც ნებისმიერი ახლად დიაგნოზირებული ავთვისებიანი დაავადება) დიაგნოზირებული იყო პაციენტების 9.4%-ში, შესაბამისად პაციენტების 9.5%-ში.

თირკმელების ქრონიკული დაავადება

SHARP („Study of Heart and Renal Protection“) კვლევაში (იხ. ნაწილი 5.1), რომელშიც 9000-ზე მეტი პაციენტი ყოველდღიურად იღებდა 10 მგ ეზეტიმიბს (დღეში ერთხელ) 20 მგ სიმვასტატინთან (n = 4650) კომბინაციაში ან პლაცებო (n = 4620) ) დაკვირვება მიმდინარეობდა 4,9 წლის განმავლობაში, შედარებითი უსაფრთხოების პროფილი დაფიქსირდა პაციენტების ორივე ჯგუფში. ამ კვლევაში დაფიქსირდა მხოლოდ სერიოზული გვერდითი მოვლენები და მკურნალობის შეწყვეტა რაიმე გვერდითი ეფექტის გამო. გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტის მაჩვენებელი იყო შედარებითი (პაციენტების 10.4%, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს სიმვასტატინთან კომბინაციაში და 9.8% პაციენტები, პლაცებოთი). მიოპათიის/რაბდომიოლიზის სიხშირე იყო 0.2% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს სიმვასტატინთან კომბინაციაში და 0.1% პლაცებო ჯგუფში. ტრანსამინაზების დონის თანმიმდევრული მატება (> სამჯერ ULN-ზე ზედიზედ) დაფიქსირდა პაციენტების 0.7%-ში, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს სიმვასტატინთან კომბინაციაში და პაციენტების 0.6%-ში პლაცებო ჯგუფში (იხ. ნაწილი 4.4). ამ კვლევაში არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა წინასწარ განსაზღვრული გვერდითი მოვლენების სიხშირეში, მათ შორის კიბო (9.4% ეზეტიმიბი+ სიმვასტატინი, 9.5% პლაცებო), ჰეპატიტი, ქოლეცისტექტომია ან გართულებები, რომლებიც დაკავშირებულია ნაღვლის ბუშტთან ან პანკრეატიტთან.

ლაბორატორიული მაჩვენებლები

კონტროლირებად მონოთერაპიის კლინიკურ კვლევებში, შრატში ტრანსამინაზების (ALT და/ან AST სამჯერ მეტი ULN) კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდის სიხშირე მსგავსი იყო ეზეტიმიბსა (0.5%) და პლაცებოს (0.3%) შორის. კომბინირებული მიღების კვლევებში, სიხშირე იყო 1.3% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბი + სტატინები და 0.4% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ სტატინებს. ეს ზრდა ჩვეულებრივ იყო ასიმპტომური, არ იყო დაკავშირებული ქოლესტაზთან და დაბრუნდა საწყის დონეზე თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ან მკურნალობის კურსის განმავლობაში (იხ. ნაწილი 4.4).

კლინიკურ კვლევებში CPK დონის მომატება (≥ ათჯერ ULN-ზე ზედიზედ) დაფიქსირდა 1674 პაციენტიდან 4-თან (0.2%), რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ეზეტიმიბს, ხოლო პლაცებო ჯგუფში 786 პაციენტიდან 1 პაციენტში (0.1%) ასევე პაციენტიდან 1 პაციენტში ( 0.1%), რომელიც იღებდა ეზეტიმიბს სტატინთან ერთად, 929 პაციენტიდან 4-თან (0.4%), რომლებიც იღებდნენ მხოლოდ სტატინს. ეზეტიმიბი არ იყო დაკავშირებული მიოპათიის ან რაბდომიოლიზის გაზრდილ სიხშირესთან შესატყვის საკონტროლო ჯგუფთანშედარებით (მხოლოდ პლაცებო ან სტატინი) (იხ. ნაწილი 4.4).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თქვენ ასევე შეგიძლიათ დააფიქსიროთ გვერდითი მოვლენების ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა გერმანიის სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტის ფარმაკოლოგიურ განყოფილებაში, მისამართი: კურტ გეორგ კისინჯერის ხეივანი #3, 53175 ბონი, გერმანია, /Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D – 53175 Bonn/, ვებ-გვერდი: http://www.bfarm.de . გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

ჩატარდა კლინიკურ კვლევებში: ეზეტიმიბი 50 მგ/დღეში მიიღო 15 ჯანმრთელმა მოხალისემ 14 დღის განმავლობაში ან ეზეტიმიბი 40 მგ/დღეში მიიღო 18 პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტმა 56 დღემდე, რაც მათ ზოგადად კარგად გადაიტანეს. ცხოველებში არ დაფიქსირებულა ტოქსიკური ეფექტები, როდესაც ვირთხებსა და თაგვებს პერორალურად მისცეს 5000 მგ ეზეტიმიბის/კგ ერთჯერადად, ხოლო ძაღლებს 3000 მგ ეზეტიმიბი/კგ.

დაფიქსირდა ეზეტიმიბის დოზის გადაჭარბების ზოგიერთი შემთხვევა; უმეტეს შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ გამომჯღავნებულა. ზემოთხსენებული გვერდითი მოვლენები არ იყო ნიშანდობლივი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული სიმპტომური და დამცავი ზომები.

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს.

სხვა ინგრედიენტები ცნობილი მოქმედებით:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 55 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1. ნაწილში.

დოზირების ფორმა

ტაბლეტი

თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ტაბლეტები დიამეტრით დაახლოებით 6 მმ.

კლინიკური ჩვენებები

გამოყენების სფეროები

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია

ეზეტიმიბ დენკი, მიიღება HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორთან (სტატინთან) ერთად, ამავდროულად პირველადი (ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი) ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, რომლებისთვისაც მხოლოდ სტატინით მკურნალობა არ არის საკმარისი, საჭიროა დიეტის დაცვა.

ეზეტიმიბ დენკის მონოთერაპია რეკომენდირებულია, როგორც დიეტის დამხმარე საშუალება პირველადი (ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი) ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, რომლებშიც სტატინებით მკურნალობა არ არის შესაფერისი და ეფექტური ან რამე მიზეზით მიუღებელია;

გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პრევენცია

კორონარული არტერიის დაავადებებისა და მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია ეზეტიმიბ დენკის მიღება არსებული სტატინების თერაპიასთან ერთად ან თავდაპირველად სტატინებთან კომბინაციაში გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის შესამცირებლად (იხ. ნაწილი 5.1).

ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია (HoFH)

ეზეტიმიბ დენკი მიიღება სტატინთან ერთად, რეკომენდირებულია დიეტასთან ერთად იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია. პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი თანმხლები თერაპია (როგორიცაა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი).

შენახვის პირობები

4 წელი

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ეზეტიმიბ დენკი 10 მგ ტაბლეტები შეფუთულია თეთრი, გაუმჭვირვალე PVC/PVDC/PVC ალუმინის ბლისტერში. ბლისტერები შეფუთულია მუყაოს კოლოფში და თითოეულ კოლოფს მოყვება წამლის ანოტაცია.

ორიგინალი შეფუთვა მოიცავს 30, 50 და 100 ტაბლეტს.

შესაძლოაა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

განადგურების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები.

ლიცენზიის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ

პრინცრეგენტენშტრასე # 79

81675 მიუნხენი

გერმანია

ლიცენზიის ნომერი

93821.00.00

ლიცენზიის/ლიცენზიის გაგრძელების გაცემის თარიღი

2016 წლის 27 იანვარი / 2020 წლის 12 მარტი

ინფორმაციის მდგომარეობა

2021 წლის მაისი

გაყიდვების ფორმა

საჭიროებს ექიმის დანიშნულებას

მთარგმნელი: ირმა მაჩაიძე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლიპიდური მეტაბოლიზმზე მოქმედი სხვა საშუალებები, ATC კოდი: C10AX09

მოქმედების მექანიზმი

ეზეტიმიბი მიეკუთვნება ლიპიდების დამწევი საშუალებების ახალ კლასს, რომლებიც შერჩევით აფერხებენ ქოლესტერინის და მასთან დაკავშირებული ფიტოსტეროლების ნაწლავში შეწოვას. ეზეტიმიბი ეფექტურია პერორალურად მიღებისას; მისი მოქმედების პრინციპი განსხვავდება ქოლესტერინის დამწევი ნივთიერებების სხვა კლასებისგან (მაგ. სტატინები, ანიონგამცვლელები [ფისები], ფიბრის მჟავას წარმოებულები და ფიტოსტერინები). მოლეკულურ დონეზე ეზეტიმიბი მოქმედებს სტეროლის გადამტანზე - Niemann-Pick-C1-Like-1 (NPC1L1) ცილაზე, რომელიც პასუხისმგებელია ნაწლავში ქოლესტერინის და ფიტოსტეროლების შეწოვაზე.

ეზეტიმიბი მიმაგრებულია წვრილი ნაწლავის ჯაგრისის საზღვარზე და აფერხებს ქოლესტერინის შეწოვას, რის შედეგადაც მცირდება ქოლესტერინის ტრანსპორტირება ნაწლავიდან ღვიძლში. სტატინები ამცირებენ ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში და მოქმედების ეს განსხვავებული მექანიზმები ერთად იწვევს ქოლესტერინის დამატებით შემცირებას. ორკვირიან კლინიკურ კვლევაში 18 ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტში, ეზეტიმიბი აფერხებდა ნაწლავში ქოლესტერინის შეწოვას პლაცებოსთან შედარებით დაახლოებით 54%-ით.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ჩატარდა პრეკლინიკური კვლევების სერია ეზეტიმიბის სელექციურობის დასადგენად ქოლესტერინის შეწოვის ინჰიბირების მიზნით. ეზეტიმიბი აფერხებდა რადიოაქტიურად მარკირებული [14C] ქოლესტერინის შეწოვას და არ მოქმედებდა ტრიგლიცერიდების, ცხიმოვანი მჟავების, ნაღვლის მჟავების, პროგესტერონის, ეთინილ ესტრადიოლის და ცხიმში ხსნადი A და D ვიტამინების აბსორბციაზე.

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა პირდაპირი კავშირი გულ-სისხლძარღვთა ავადობას, სიკვდილიანობას, საერთო ქოლესტერინის და დსლპ ქოლესტერინის დონეს შორის და საპირისპირო კავშირი მსლპ ქოლესტერინის დონესთან.

ეზეტიმიბის გამოყენება სტატინებთან ერთად ეფექტურად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკს გულის კორონარული დაავადების და მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, ეზეტიმიბი მონოთერაპიისას ან სტატინთან ერთად მნიშვნელოვნად ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დსლპ ქოლესტერინის, აპოლიპოპროტეინ B-ს და ტრიგლიცერიდების მაღალ დონეს და ზრდის მსლპ ქოლესტერინს დონეს ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში.

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია

ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად, რვა კვირიან კვლევაში გამოკვლეულ იქნა 769 ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტი. ეს პაციენტები უკვე მკურნალობდნენ სტატინებით ქოლესტერინის განათლების ეროვნული პროგრამის (National Cholesterol Education Program) მიზნობრივი დსლპ ქოლესტერინის მიღწევის გარეშე (2.6 - 4.1 მმოლ/ლ [100 - 160 მგ/დლ] ). ისინი იყვნენ რანდომიზირებულნი, რათა მიეღოთ 10 მგ ეზეტიმიბი ან პლაცებო, მათი მიმდინარე სტატინებით მკურნალობის გარდა.

იმ პაციენტებიდან, რომელთა დსლპ ქოლესტერინის დონემ ვერ მიაღწია მიზნობრივ შედეგს კვლევის დასაწყისში (დაახლოებით 82%), მნიშვნელოვნად მეტმა ოდენობამ მიაღწია დსლპ ქოლესტერინის მიზნობრივ შედეგს (72%) კვლევის ბოლოს ეზეტიმიბით, პლაცებოს შედეგი ეზეტიმიბზე მყოფ პაციენტებთან შედარებით იყო 19%. დსლპ ქოლესტერინის შესაბამის შემცირებაში განსხვავებები მნიშვნელოვანი იყო (25% ეზეტიმიბისთვის და 4% პლაცებოსთვის). გარდა ამისა, ეზეტიმიბი, რომელიც დაემატა მიმდინარე სტატინების თერაპიას, მნიშვნელოვნად შეამცირა საერთო ქოლესტერინი, აპოლიპოპროტეინ B, ტრიგლიცერიდები და გაიზარდა მსლპ ქოლესტერინის დონე პლაცებოსთან შედარებით. სტატინით თერაპიას დამატებული ეზეტიმიბი ამცირებდა საშუალო C-რეაქტიულ ცილას 10%-ით და პლაცებოს 0%-ით საწყისთან შედარებით.

ორმა ორმაგად ბრმა, რანდომიზებულმა, პლაცებოზე კონტროლირებადმა 12-კვირიანმა კვლევამ შეაფასა 1719 პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტი. 10 მგ ეზეტიმიბი მნიშვნელოვნად ამცირებს საერთო ქოლესტერინს (13%), დსლპ ქოლესტერინს (19%), აპოლიპოპროტეინ B (14%), ტრიგლიცერიდებს (8%) და ზრდის მსლპ ქოლესტერინს (3%) პლაცებოსთან შედარებით. გარდა ამისა, ეზეტიმიბი არ მოქმედებდა ცხიმში ხსნადი ვიტამინების A, D და E პლაზმურ კონცენტრაციებზე, არ მოქმედებდა პროთრომბინის დროზე და, ისევე როგორც სხვა ლიპიდების დამაქვეითებელი პრეპარატები, არ მოქმედებდა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში კორტიკოსტეროიდების წარმოებაზე.

მულტიცენტრულ, ორმაგად ბრმა, კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში (ENHANCE), ჰეტეროზიგოტური მემვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 720 პაციენტი 2 წლის განმავლობაში რანდომიზირებული იყო 10 მგ-იანი ეზეტიმიბის კომბინაციაში 80 მგ სიმვასტატინთან (n = 357) ან მხოლოდ 80 მგ სიმვასტატინი (n = 3263). კვლევის პირველადი მიზანი იყო ეზეტიმიბის/სიმვასტატინის კომბინირებული თერაპიის ეფექტის შესწავლა სიმვასტატინის მონოთერაპიასთან შედარებით საძილე არტერიის ინტიმა მედიის სისქეზე (Iintima-media thickness [IMT]). ამ სუროგატული მარკერის მნიშვნელობა გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია.

პირველადი საბოლოო წერტილი, საძილე არტერიის ექვსივე სეგმენტის საშუალო IMT ცვლილება, არ იყო მნიშვნელოვნად განსხვავებული (p = 0.29) ორივე სამკურნალო ჯგუფს შორის ულტრაბგერითი B გაზომვებში. 2-წლიანი კვლევის პერიოდში, 10 მგ ეზეტიმიბი 80 მგ სიმვასტატინთან ერთად ზღუდავდა IMT გასქელებას 0,0111 მმ-მდე, მხოლოდ სიმვასტატინი 80 მგ 0,0058 მმ-მდე (საძილე არტერიის IMT-ის საშუალო საბაზისო მნიშვნელობა შეესაბამებოდა 0,68 მმ - 0.69 მმ-ს. მმ).

10 მგ ეზეტიმიბი 80 მგ სიმვასტატინთან ერთად მნიშვნელოვნად ამცირებს დსლპ ქოლესტერინს, საერთო ქოლესტერინს, აპოლიპოპროტეინ B და ტრიგლიცერიდებს ვიდრე მხოლოდ 80 მგ სიმვასტატინი. მსლპ ქოლესტერინის პროცენტული ზრდა მსგავსი იყო ორივე მკურნალობის ჯგუფში. გვერდითი მოქმედებები, რომლებიც მოხსენებული იყო 10 მგ ეზეტიმიბისა და 80 მგ სიმვასტატინის კომბინაციისას შეესაბამებოდა უსაფრთხოების ცნობილ პროფილს.

ბავშვები და მოზარდები

მრავალცენტრულ, ორმაგად ბრმა, კონტროლირებად კვლევაში 138 ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე (HeFH) პაციენტი (59 ბიჭი და 79 გოგონა) 6-დან 10 წლამდე (საშუალო ასაკი 8,3 წელი) და დსლპ ქოლესტერინის საწყისი დონით 3,74 მმოლ/ლ-დან 9,92 მმოლ/ლ-მდე იღებდა 10 მგ-იანი ეზეტიმიბს ან პლაცებოს 12 კვირის განმავლობაში.

12 კვირის შემდეგ, ეზეტიმიბმა პლაცებოსთან შედარებით გამოიწვია საერთო ქოლესტერინის მაჩვენებლის შემცირება (-21 % vs 0 %), დსლპ ქოლესტერინი (-28 % vs -1 % ), აპოლიპოპროტეინ B (-22% vs -1%) და არა-მსლპ ქოლესტერინი (-26% vs 0%). ტრიგლიცერიდებისა და მსლპ ქოლესტერინის შემთხვევაში, ორივე სამკურნალო ჯგუფში იყო ანალოგიური მაჩვენებლები (-6% vs +8% და შესაბამისად +2% vs +1%,).

მულტიცენტრული, ორმაგად ბრმა, კონტროლირებადი კვლევა მოიცავდა 142 ბიჭს (ტანერის II სტადია ან უფრო მაღალი) და 106 გოგონა (პირველი მენსტრუალური ციკლით) 10-დან 17 წლამდე (საშუალო ასაკი 14.2 წელი) ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიით (HeFH) და დსლპ ქოლესტერინის საწყისი დონით 4 მმოლ/ლ-დან 14 მმოლ/ლ-მდე (159 მგ/დლ-დან 402 მგ/დლ-მდე). ისინი რანდომიზირებულნი იყვნენ 6 კვირის განმავლობაში 10 მგ ეზეტიმიბით + სიმვასტატინი (10, 20 ან 40 მგ) ან მხოლოდ სიმვასტატინით (10, 20 ან 40 მგ), შემდეგ 27 კვირის გავავლობაში 40 მგ ეზეტიმიბი+ სიმვასტატინი ან მხოლოდ 40 მგ სიმვასტატინი, შემდეგ 20 კვირა ეზეტიმიბი სიმვასტატინთან ერთად (10 მგ, 20 მგ ან 40 მგ), როგორც ღია კვლევის გაგრძელების ნაწილი.

6 კვირის შემდეგ, ეზეტიმიბის და სიმვასტატინის (ყველა დოზა) ერთდროულმა გამოყენებამ ვიდრე მხოლოდ სიმვასტატინის ყველა დოზის გამოყენებამ გამოიწვია საერთო ქოლესტერინის (38% vs 26%), დსლპ ქოლესტერინის (49% vs 34%), აპოლიპოპროტეინ B (39% vs 27%) მნიშვნელოვნად დაბალი დონე და ქოლესტერინი არა-მსლპ (47% vs 33%). ტრიგლიცერიდების (-17% vs -12%) და მსლპ ქოლესტერინის (+7% vs +6%) შედეგები მსგავსი იყო ორივე სამკურნალო ჯგუფში. 33 კვირის შედეგები შეესაბამებოდა მე-6 კვირის შედეგებს, მნიშვნელოვნად მეტი პაციენტი იღებდა ეზეტიმიბს პლუს 40 მგ სიმვასტატინს (62%), აკმაყოფილებდა NCEP (National Cholesterol Education Program /ქოლესტერინის განათლების ეროვნული პროგრამა)-ის და AAP (American Academy of Pediatrics /პედიატრიის ამერიკული აკადემია)-ის მკურნალობის ერთობლივ მიზანს: დსლპ ქოლესტერინის დონე (<2 8 მმოლ/ლ [110 მგ/დლ]), ვიდრე პაციენტები, რომლებიც იღებენ 40 მგ სიმვასტატინს (25%). 53 კვირის შემდეგ ღია კვლევის გახანგრძლივების ბოლოს, ლიპიდების დონეებზე ზემოქმედება უცვლელი რჩებოდა.

ეზეტიმიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა სიმვასტატინთან ერთად 40 მგ-ზე მეტი დოზით დღეში არ არის დადგენილი 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში. ეზეტიმიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა სიმვასტატინთან კომბინაციაში არ არის დადგენილი 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეზეტიმიბის თერაპიის გრძელვადიანი ეფექტი 17 წლამდე ასაკის პაციენტებში მოზრდილთა ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებაზე არ არის შესწავლილი.

გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პრევენცია

IMPROVE-IT კვლევის ფარგლებში (IMProved Reduction of Outcomes: Vytorin Efficacy International Trial), მულტიცენტრულმა, რანდომიზებულმა, ორმაგად ბრმა, აქტიურად კონტროლირებადმა კვლევამ, გამოიკვლია 18 144 პაციენტი, რომლებიც ჰოსპიტალიზირებული იყვნენ 10 დღის განმავლობაში მწვავე კორონარული სინდრომის (ან მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის [MI] ან არასტაბილური სტენოკარდიის [UA]) გამო. პაციენტების ერთი ჯგუფში შედიოდნენ ის პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ მწვავე კორონარული სინდრომი და ისინი ადრე არ მკურნალობდნენ ლიპიდების დამწევი თერაპიით, მათი დსლპ ქოლესტერინის დონე იყო ≤ 125 მგ/დლ (≤ 3,2 მმოლი) და მეორე ჯგუფის პაციენტები, რომლებიც უკვე მკურნალობდნენ ლიპიდების დამწევი თერაპიით, მათი დსლპ ქოლესტერინის დონე იყო ≤ 100 მგ/დლ (≤ 2,6 მმოლი). ყველა პაციენტი რანდომიზირებული იყო 1:1, რომ მიეღოთ ეზეტიმიბი/სიმვასტატინი 10 მგ/40 მგ (n = 9,067) ან სიმვასტატინი 40 მგ (n = 9,077). დაკვირვება მიმდინარეობდა დაახლოებით 6 წლის განმავლობაში.

პაციენტების საშუალო ასაკი იყო 63,6 წელი, 76% იყო მამაკაცი, 84% კავკასიური წარმოშობის და 27% დიაბეტიანი. დსლპ ქოლესტერინის საშუალო ნიშნული კვლევის დაწყებამდე ჰქონდათ 80 მგ/დლ (2.1 მმოლ/ლ) ეს იმ პაციენტებს, რომლებიც ადრე იღებდნენ ლიპიდების დამწევ მკურნალობას (n = 6,390) და 101 მგ/დლ (2.6 მმოლ/ლ) იმ პაციენტებს, რომლებიც წინასწარი არ გადიოდნენ ლიპიდების დამწევ მკურნალობას (n = 11,594). მწვავე კორონარული სინდრომის გამო ჰოსპიტალიზაციამდე (კვლევაში ჩართვამდე), პაციენტების 34% გადიოდა მკრნალობას სტატინით. ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში დსპ ქოლესტერინის საშუალო დონე მიმდინარე მკურნალობისას იყო 53,2 მგ/დლ (1,4 მმოლ/ლ) და სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში იყო 69, 9 მგ/დლ. (1,8 მმოლ/ლ). ლიპიდური მაჩვენებლები ყოველთვის აღირიცხებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მიმდინარე საკვლევ მედიკამენტს.

კვლევის ამოსავალი წერტილი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის, ძირითადი კორონარული მოვლენების (MCE; მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას) და არალეტალური ინსულტის კომბინაცია. კვლევამ აჩვენა, რომ ეზეტიმიბი/სიმვასტატინის თერაპიას დამატებითი სარგებელი მოაქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის, ძირითადი კორონარული მოვლენების და არალეტალური ინსულტის შემცირებაში ვიდრე მხოლოდ სიმვასტატინით მკურნალობას (ფარდობითი რისკის შემცირება 6.4%, p = 0.016).

ძირითადი მიზანი ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში დაუფიქსირდა 9067 პაციენტიდან 2572 პაციენტს (7-წლიანი კაპლან მეიერის (Kaplan-Meier) მაჩვენებელი 32.72%), ხოლო სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში 2742 პაციენტს 9077 პაციენტიდან (7-წლიანი კაპლან მეიერის (Kaplan-Meier) მაჩვენებელი იყო 34.67%). (იხ. სურ. 1 და ცხრილი 1). მსგავსი სარგებელი მოსალოდნელია ეზეტიმიბისა და სხვა სტატინების ერთად მიღების შემთხვევაშიც, გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის დადასტურებული შემცირებით. საერთო სიკვდილიანობა უცვლელი იყო ამ მაღალი რისკის ჯგუფში (იხ. ცხრილი 1).

საერთო ჯამში, სარგებელი ჰქონდა ყველა განხილულ ინსულტს მიუხედავად მისი წარმოშობის მიზეზისა, მაგრამ იყო ჰემორაგიული ინსულტების მცირე, უმნიშვნელო ზრდა ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში სიმვასტატინის მონოთერაპიასთან შედარებით (იხ. ცხრილი 1). ჰემორაგიული ინსულტის რისკი ეზეტიმიბის უფრო ძლიერ სტატინთან ერთად გამოყენებისას არ არის შესწავლილი გრძელვადიან კვლევებში.

ეზეტიმიბი/სიმვასტატინის მკურნალობის ეფექტი ზოგადად შეესაბამებოდა საერთო შედეგებს მრავალ ქვეჯგუფში, მათ შორის: სქესი, ასაკი, ეთნიკური წარმომავლობა, შაქრიანი დიაბეტი, საწყისი ლიპიდები, სტატინების წინარე თერაპია, წინა ინსულტი და ჰიპერტენზია.

სურათი 1. ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ეფექტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის, ძირითადი კორონარული მოვლენების (MCE) და არალეტალური ინსულტის მიმართ.

ცხრილი 1: მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენები მკურნალობის ჯგუფის მიხედვით ყველა რანდომიზებული პაციენტისთვის IMPROVE-IT კვლევაში

შედეგი

ეზეტიმიბი/სიმვასტატინი 10 mg/40 mga

(n = 9.067)

სიმვასტატინი,

40 mgb

(n = 9.077)

რისკის კოეფიციენტი

(95 % KI)

P

n

K-M %c

n

K-M%c

პირველადი კომბინირებული მოქმედების საბოლოო წერტილი

(გულ-სისხლძარღვთა დაავად. გამოწბეული სიკვდილი, ძირითადი კორონარული მოვლენები (MCE) და არალეტალური ინსულტი)

  • 572

32,72 %

  • 742

34,67 %

0,936 (0,887; 0,988)

0,016

მეორადი კომბინირებული მოქმედების საბოლოო წერტილი

სიკვდილი გულის უკმარისობით, მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი, გადაუდებელი კორონარული რევასკულარიზაცია 30 დღის შემდეგ

  • 322

17,52 %

  • 448

18,88 %

0,912 (0,847; 0,983)

0,016

ძირითადი კორონარული მოვლენები (MCE), არალეტალური ინსულტი, სიკვდილი (ნებისმიერი მიზეზით)

  • 089

38,65 %

  • 246

40,25 %

0,948 (0,903; 0,996)

0,035

გულ-სისხლძარღვთა დაავად. გამოწვეული სიკვდილი, მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, ნებისმიერი რევასკულარიზაცია, არალეტალური ინსულტი

  • 716
  • 716
  • 716
  • 716
  • 716
  • 716

პირველადი კომბინირებული საბოლოო წერტილის კომპონენტები და შერჩეული მოქმედების საბოლოო წერტილები (ნებისმიერი მოვლენის პირველი შემთხვევა დროის ნებისმიერ მომენტში)

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა

537

6,89 %

538

6,84 %

1,000 (0,887; 1,127)

0,997

მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენები (MCE)

მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი

945

12,77 %

  • 083

14,41 %

0,871 (0,798; 0,950)

0,002

არასტაბილური სტენოკარდია, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას

156

2,06 %

148

1,92 %

1,059 (0,846; 1,326)

0,618

კორონარული რევასკულა-რიზაცია 30 დღის შემდეგ

  • 690

21,84 %

  • 793

23,36 %

0,947 (0,886; 1,012)

0,107

არალეტალური ინფარქტი

245

3,49 %

305

4,24 %

0,802 (0,678; 0,949)

0,010

მიოკარდიუმის არალეტალური და ლეტალური ინფარქტი

977

13,13 %

  • 118

14,82 %

0,872 (0,800; 0,950)

0,002

არალეტალური და ლეტალური ინსულტი

296

4,16 %

345

4,77 %

0,857 (0,734; 1,001)

0,052

არაჰემორაგიული ინსულტი

242

3,48 %

305

4,23 %

0,793 (0,670; 0,939)

0,007

ჰემორაგიული ინსულტი

59

0,77 %

43

0,59 %

1,377 (0,930; 2,040)

0,110

სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით

  • 215

15,36 %

  • 231

15,28 %

0,989 (0,914; 1,070)

0,782

a 6% ეზეტიმიბი/სიმვასტატინი 10 მგ/80 მგ

b 27% სიმვასტატინი 80 მგ

c კაპლან-მეიერის შეფასება 7 წლის შემდეგ

d მოიცავს იშემიურ ინსულტს და დაუზუსტებელ ინსულტს

თირკმელების ქრონიკული დაავადების დროს მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენების პროფილაქტიკა

SHARP-ის კვლევა (Study of Heart and Renal Protection) იყო მრავალეროვნული, რანდომიზებული, პლაცებოზე კონტროლირებადი, ორმაგად ბრმა. კვლევაში მონაწილეობას იღებდა თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე 9438 პაციენტი, რომელთა ერთი მესამედი კვლევის დასაწყისში უკვე იყო დიალიზზე. ჯამში 4650 პაციენტი იღებდა 10 მგ ეზეტიმიბის და 20 მგ სიმვასტატინის კომბინაციას, ხოლო 4620 პაციენტი იყო პლაცებოს ჯგუფში და დაკვირვება მიმდინარეობდა საშუალოდ 4,9 წლის განმავლობაში. პაციენტების საშუალო ასაკი შეადგენდა 62 წელს, აქედან 63% იყვნენ მამაკაცები, 72% კავკასიური წარმოშობისა და 23% დიაბეტიანი. პაციენტებს, რომლებიც არ იმყოფებოდნენ დიალიზზე, გლომერულური ფილტრაციის საშუალო სიჩქარე (eGFR) ჰქონდათ 26,5 მლ/წთ/1,73 მ2. კრიტერიუმები არ იყო ლიპიდურ პარამეტრებთან დაკავშირებული. საწყის ეტაპზე დსლპ ქოლესტერინის საშუალო კონცენტრაცია იყო 108 მგ/დლ. პაციენტების ჩათვლით, რომლებიც აღარ იღებდნენ საკვლევ მედიკამენტს, მკურნალობის ერთი წლის შემდეგ, დსლპ ქოლესტერინის დონის შემცირება პლაცებოსთან შედარებით იყო 26%, ვიდრე მხოლოდ 20 მგ სიმვასტატინის მიღებისას და 38% 10 მგ ეზეტიმიბი + 20 მგ სიმვასტატინის კომბინაციაში.

SHARP კვლევის პროტოკოლში მითითებული პირველადი შედარება იყო მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენების Intention-to-treat (ITT)-ის ანალიზი. მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენები მოიცავს მიოკარდიუმის არალეტალურ ინფარქტს, ან გულის სიკვდილს, ინსულტს ან ნებისმიერ რევასკულარიზაციის მკურნალობას. ეს ხდებოდა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებიც თავდაპირველად რანდომიზებულნი იყვნენ ეზეტიმიბის/სიმვასტატინის (n = 4,193) ან პლაცებოს (n = 4,191) საკვლევ ჯგუფში. მეორადი ანალიზები მოიცავდა როგორც კომბინირებული საბოლოო წერტილის (MVE) ასევე ცალკეულ საბოლოო წერტილების გამოკვლევას, რომელიც ჩართული იყო მთელ საკვლევ პოპულაციაში, რანდომიზებული ეზეტიმიბი/სიმვასტატინზე (n = 4,650) ან პლაცებოზე (n = 4,620) (საწყის ეტაპზე ან 1 წლის შემდეგ).

პირველადი საბოლოო წერტილის ანალიზმა აჩვენა, რომ ეზეტიმიბი სიმვასტატინთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენების რისკს ფარდობითი რისკის შემცირებით 16%-ით (p = 0.001) (749 პაციენტი მოვლენებით პლაცებოს ჯგუფში vs 639 პაციენტის წინააღმდეგ ეზეტიმიბი/ სიმვასტატინის ჯგუფში).

თუმცა, კვლევის დიზაინმა არ მოგვცა საშუალება დაგვედასტურებინა ეზეტიმიბის ინდივიდუალური კომპონენტის წვლილი ეფექტურობაში მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენების რისკის მნიშვნელოვანი შემცირების თვალსაზრისით თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში.

MVE კომბინაციის ინდივიდუალური კომპონენტები ყველა სახის რანდომიზირებულ პაციენტში წარმოდგენილია მე-2 ცხრილში. ეზეტიმიბი სიმვასტატინთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის და ნებისმიერი რევასკულარიზაციის რისკს. იყო ეზეტიმიბის მცირე რიცხობრივი უპირატესობა სიმვასტატინთან კომბინაციაში პლაცებოსთან შედარებით მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტისა და კარდიული სიკვდილის შემთხვევებში.

ცხრილი 2: მწვავე (ძირითადი) კარდიოვასკულური შემთხვევები მკურნალობის ჯგუფის მიხედვით ყველა შემთხვევითი პაციენტისთვის SHARPa კვლევაში

შედეგი

10მგ ეზეტიმიბი

20 მგ სიმვასტატინთან კომბინაციაში

(n = 4.650)

პლაცებო

(n = 4.620)

შედარებითი რისკი

(95 % KI)

P

მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენები (MVE)

701 (15,1 %)

814 (17,6 %)

0,85 (0,77 – 0,94)

0,001

მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი

134 (2,9 %)

159 (3,4 %)

0,84 (0,66 – 1,05)

0,12

კარდიული სიკვდილი

253 (5,4 %)

272 (5,9 %)

0,93 (0,78 – 1,10)

0,38

ნებისმიერი ინსულტი

171 (3,7 %)

210 (4,5 %)

0,81 (0,66 – 0,99)

0,038

არაჰემორაგიული ინსულტი

131 (2,8 %)

174 (3,8 %)

0,75 (0,60 – 0,94)

0,011

ჰემორაგიული ინსულტი

45 (1,0 %)

37 (0,8 %)

1,21 (0,78 – 1,86)

0,40

ნებისმიერი რევასკულარიზაცია

284 (6,1 %)

352 (7,6 %)

0,79 (0,68 – 0,93)

0,004

ძირითადი ათეროსკლეროზული მოვლენები (MAE)b

526 (11,3 %)

619 (13,4 %)

0,83 (0,74 – 0,94)

0,002

a. SHARP კვლევაში ჩართული ყველა პაციენტის ntention-to-treat ანალიზი, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ სამკურნალო ჯგუფში ეზეტიმიბი/სიმვასტატინი ან პლაცებო (თავიდან ან ერთი წლის შემდეგ)

b. MAE: განსაზღვრული კომპოზიტური მოვლენა, მათ შორის არალეტალური მიოკარდიუმის ინფარქტი (MI), კარდიული სიკვდილი, არაჰემორაგიული ინსულტი ან ნებისმიერი რევასკულარიზაცია

დსლპ ქოლესტერინის აბსოლუტური შემცირება, სხვა პაციენტებთან შედარებით მიღწეულ იქნა ეზეტიმიბი + სიმვასტატინით იმ პაციენტებში, რომლებსაც საწყის ეტაპზე ჰქონდათ დაბალი ლდლპ ქოლესტერინი (<2.5 მმოლ/ლ) ან პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ დიალიზზე.

რისკის შემცირება პაციენტთა ამ ორ ჯგუფში შესაბამისად უფრო მცირე იყო.

ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია

ორმაგად ბრმა, რანდომიზებულ 12-კვირიან კვლევაში, სადაც ჩართილი იყო კლინიკური და/ან გენოტიპური დიაგნოზიანი 50 ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტი, მიიღეს ატორვასტატინი ან სიმვასტატინი (40 მგ) LDL აფერეზის ან მის გარეშე თანმხლებით. ეზეტიმიბი + ატორვასტატინი (40 ან 80 მგ) ან სიმვასტატინი (40 ან 80 მგ) მნიშვნელოვნად ამცირებს დსლპ ქოლესტერინის დონეს 15%-ით უფრო ეფექტურად, ვიდრე სიმვასტატინის ან ატორვასტატინის (40 მგ-დან 80 მგ-მდე) მონოთერაპიის დროს.

აორტის სტენოზი

SEAS (Simvastatin and Ezetimibe for the Treatment of Aortic Stenosis) კვლევა იყო მულტიცენტრული, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევა, საშუალო ხანგრძლივობით 4,4 წელი, რომელშიც ჩართული იყო ასიმპტომური აორტის სტენოზის (AS) მქონე 1873 პაციენტი, აქ დოკუმენტირება ხდებოდა აორტაში ნაკადის მაქსიმალური სიჩქარის („Peakflow“) 2.5-დან 4.0 მ/წმ-მდე დიაპაზონში, რომელიც განისაზღვრებოდა დოპლერის გაზომვებით. კვლევაში ჩართული იყვნენ მხოლოდ ის პაციენტები, რომლებსაც არ უტარდებოდათ სტატინებით მკურნალობა ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის გამო. პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ 1:1-ით დღიურად პლაცებოს ან 10 მგ ეზეტიმიბის და 40 მგ სიმვასტატინის კომბინაციის მიღებაზე.

პირველადი საბოლოო წერტილი იყო ძირითადი კარდიოვასკულური მოვლენების კომბინაცია (major cardiovascular events [MCE]) და მოიცავდა კარდიოვასკულური დაავადებებისგან გამოწვეულ სიკვდილს, აორტის სარქვლის ქირურგიულ მეთოდით შეცვლა (aortic valve replacement [AVR]), გულის უკმარისობა ( congestive heart failure [CHF]), მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი, კორონარული …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

თარგმანი გერმანული ენიდან

ინფორმაცია სამკურნალო საშუალების შესახებ

დასახელება

ეზეტიმიბ დენკ 10 მგ ტაბლეტები

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს.

სხვა ინგრედიენტები ცნობილი მოქმედებით:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 55 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1. ნაწილში.

დოზირების ფორმა

ტაბლეტი

თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ტაბლეტები დიამეტრით დაახლოებით 6 მმ.

კლინიკური ჩვენებები

გამოყენების სფეროები

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია

ეზეტიმიბ დენკი, მიიღება HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორთან (სტატინთან) ერთად, ამავდროულად პირველადი (ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი) ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, რომლებისთვისაც მხოლოდ სტატინით მკურნალობა არ არის საკმარისი, საჭიროა დიეტის დაცვა.

ეზეტიმიბ დენკის მონოთერაპია რეკომენდირებულია, როგორც დიეტის დამხმარე საშუალება პირველადი (ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი) ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, რომლებშიც სტატინებით მკურნალობა არ არის შესაფერისი და ეფექტური ან რამე მიზეზით მიუღებელია;

გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პრევენცია

კორონარული არტერიის დაავადებებისა და მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია ეზეტიმიბ დენკის მიღება არსებული სტატინების თერაპიასთან ერთად ან თავდაპირველად სტატინებთან კომბინაციაში გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის შესამცირებლად (იხ. ნაწილი 5.1).

ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია (HoFH)

ეზეტიმიბ დენკი მიიღება სტატინთან ერთად, რეკომენდირებულია დიეტასთან ერთად იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია. პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი თანმხლები თერაპია (როგორიცაა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი).

დოზირება და მიღების წესები

დოზირება

პაციენტმა უნდა დაიცვას ლიპიდების დამაქვეითებელი დიეტა, რომელიც მან უნდა გააგრძელოს ეზეტიმიბ დენკით მკურნალობის დროსაც.

რეკომენდებული დოზა არის ეზეტიმიბ დენკის 10 მგ-იანი ტაბლეტი დღეში ერთხელ.

თუ ეზეტიმიბ დენკი ინიშნება სტატინთან ერთად, უნდა გაგრძელდეს მოცემული სტატინის ჩვეულებრივი საწყისი დოზა ან უნდა გაიზარდოს გამოყენებული სტატინის დოზა. დაცული უნდა იქნას სტატინის შესაბამისი დოზირების ინსტრუქციები.

პრეპარატის დოზირება პაციენტებისთვის, რომელთაც ანამნეზში აქვთ კორონარული არტერიის დაავადებები და მწვავე კორონარული სინდრომი

გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის შესამცირებლად პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ კორონარული არტერიის დაავადებები და მწვავე კორონარული სინდრომი ეზეტიმიბ დენკი შეიძლება დაენიშნოთ სტატინთან ერთად.

ანიონგამცვლელებთან ერთად მიღება

ეზეტიმიბ დენკი უნდა იქნას მიღებული ანიონგამცვლელის მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან არანაკლებ 4 საათის შემდეგ.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. პუნქტი 5.2).

ბავშვები და მოზარდები

მკურნალობას უნდა დაიწყოს სპეციალისტმა.

6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები: ეზეტიმიბ დენკის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 6-დან 17 წლამდე მოზარდებში დადგენილი არ არის. ამჟამად ხელმისაწვდომი ინფორმაციები მოცემულია 4.4, 4.8, 5.1 და 5.2. პუნქტებში. ამიტომ, დოზირების რეკომენდაციები ვერ გაიცემა.

თუ ეზეტიმიბ დენკი ინიშნება სტატინებთან ერთად, დაცული უნდა იქნეს ბავშვებში სტატინების დოზირების რეკომენდაციები.

6 წლამდე ასაკის ბავშვები: ეზეტიმიბ დენკის უსაფრთხოება და ეფექტურობა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები ხელმისაწვდომი არაა.

დოზირება ღვიძლის დისფუნქციის შემთხვევაში

ღვიძლის მსუბუქი დისფუნქციის მქონე პაციენტებისთვის (Child-Pugh-Score 5 – 6), დოზის კორექცია საჭირო არ არის. ეზეტიმიბ დენკით მკურნალობა არ არის რეკომენდებული პაციენტებში საშუალო (Child-Pugh-Score 7-9) ან მძიმე (Child-Pugh-Score > 9) ღვიძლის უკმარისობისას (იხ. პუნქტი 4.4 და 5.2).

დოზირება თირკმლის დისფუნქციის შემთხვევაში

თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. პუნქტი 5.2).

გამოყენების მეთოდი

პრეპარატი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისათვის

ეზეტიმიბ დენკის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, და იგი დამოკიდებული არ არის საკვების მიღებასთან.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

თუ ეზეტიმიბი დენკი ინიშნება სტატინთან ერთად, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შესაბამისი მედიკამენტის დანდართულ ანოტაციას.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ეზეტიმიბ დენკით მკურნალობას სტატინთან ერთად აქვს უკუჩვენება.

ეზეტიმიბ დენკით მკურნალობას სტატინთან ერთად აქვს უკუჩვენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის აქტიური დაავადებები ან შრატის ტრანსამინაზების აუხსნელი მუდმივი მატება.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

თუ ეზეტიმიბ დენკი ინიშნება სტატინთან ერთად, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შესაბამისი მედიკამენტის დანდართულ ანოტაციას.

ღვიძლის ფერმენტები

კონტროლირებად კვლევებში ტრანსამინაზების მატება (3-ჯერ აღემატება [ULN]-ის ზედა დონეს) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს+ სტატინი. თუ ეზეტიმიბ დენკი სტატინთან ერთად ინიშნება, ღვიძლის ფუნქცია უნდა შემოწმდეს მკურნალობის დასაწყისში და სტატინის ინსტრუქციის მიხედვით (იხ. პუნქტი 4.8).

IMPROVE-IT კვლევაში (IMProved Reduction of Outcomes: Vytorin Efficacy International Trial) მონაწიეობა მიიღო 18 144 პაციენტმა, რომლებსაც აღენიშნებოდათ კორონარული არტერიის დაავადებები და მწვავე კორონარული სინდრომი. ისინი იღებდნენ ეზეტიმიბი+სიმვასტატინს 10 მგ/40 მგ დღეში ერთხელ (n = 9,067) ან სიმვასტატინს 40 მგ (n = 9.077) დღეში ერთხელ. 6 წლის განმავლობაში მედიანური მეთვალყურეობის დროს დაფიქსირდა ტრანსამინაზების თანმიმდევრული მატება (≥ სამჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ULN)) და ეზეტიმიბი/სიმვასტატინის ჯგუფში შეადგენდა 2.5% , ხოლო სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში 2.3%. (იხლეთ ნაწილი 4.8).

ჩატარდა კონტროლირებადი კლინიკური კვლევა, რომელშიც თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე 9000-ზე მეტი პაციენტი რანდომიზირებული იყო ეზეტიმიბი +სიმვასტატინის 10 მგ/20 მგ (n = 4,650) ყოველდღიურ მიღებაზე ან პლაცებოზე (n = 4,620) (დაკვირვება ტარდებოდა დაახლოებით 4.9 წელი). ტრანსამინაზების თანმიმდევრული მატება (≥ 3-ჯერ ULN-ზე ) იყო 0,7% ეზეტიმიბი+ სიმვასტატინის ჯგუფში და 0,6% პლაცებოს ჯგუფში (იხ. ნაწილი 4.8).

ჩონჩხის კუნთები

მიოპათიის და რაბდომიოლიზის შემთხვევები დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც ეზეტიმიბი გამოვიდა ბაზარზე. პაციენტების უმეტესობა, რომლებსაც განუვითარდათ რაბდომიოლიზი, იღებდნენ სტატინებს ეზეტიმიბთან პარალელურად. თუმცა ძალიან იშვიათ შემთხვევებში რაბდომიოლიზი დაფიქსირდა ეზეტიმიბის მონოთერაპიის დროსაც. ასევე იმ წამლებთან ერთად, რომლებიც ცნობილია რაბდომიოლიზის გაზრდილ რისკთან. თუ ეჭვია მიოპათიაზეა კუნთების სიმპტომებით ან თუ მიოპათია დიაგნოზირებულია კრეატინფოსფოკინაზას (CPK) ULN-ზე ათჯერ მეტი გაზრდით, ეზეტიმიბი და თანმხლები თერაპია სტატინებით და/ან სხვა პრეპარატებით, რომლებიც შეიცავს რაბდომიოლიზის რისკს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ყველა პაციენტს, რომელიც ღებულობს ეზეტიმიბ დენკს, უნდა იყოს ინფორმირებული მიოპათიის განვითარების რისკის შესახებ და თავის ექიმს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ კუნთების ნებისმიერი აუხსნელი ტკივილის, მგრძნობელობის ან სისუსტის შესახებ (იხ. პუნქტი 4.8).

IMPROVE-IT კვლევაში (IMProved Reduction of Outcomes: Vytorin Efficacy International Trial) მონაწიეობა მიიღო 18 144 პაციენტმა, რომლებსაც აღენიშნებოდათ კორონარული არტერიის დაავადებები და მწვავე კორონარული სინდრომი. ისინი იღებდნენ ეზეტიმიბი+სიმვასტატინს 10 მგ/40 მგ დღეში ერთხელ (n = 9,067) ან სიმვასტატინი 40 მგ (n = 9.077) დღეში ერთხელ. მედიანური დაკვირვების დროს 6 წლის განმავლობაში, მიოპათიის შემთხვევების რაოდენობა ეზეტიმიბი/ სიმვასტატინის ჯგუფში იყო 0.2% და 0.1% სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში. მიოპათია განისაზღვრა, როგორც კუნთების სისუსტე ან უცნობი წარმოშობის ტკივილი შრატში კრეატინინის (CK) მატებასთან ერთად. ≥ 10-ჯერ აღემატება ნორმის [ULN] ზედა ზღვარს ან შრატში კრეატინინის (CK) ზედიზედ ორჯერ ზრდას ≥ 5 - < 10-ჯერ აღემატება ზედა სტანდარტულ ნიშნულს [ULN]. რაბდომიოლიზის შემთხვევათა სიხშირე იყო 0.1% ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში და 0.2% სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში. რაბდომიოლიზი განისაზღვრა, როგორც კუნთების სისუსტე ან უცნობი წარმოშობის ტკივილი შრატში კრეატინინის (CK) მომატებით, 10-ჯერ აღემატებოდა [ULN] ნორმის ზედა ზღვარს თირკმელების დაზიანების ნიშნებით ან შრატში კრეატინინის (CK) ზედიზედ ორჯერ მატებით. ≥ 5 - < 10-ჯერ აღემატება [ULN] ნორმის ზედა ზღვარს თირკმელების დაზიანების ნიშნებით ან შრატში კრეატინინის (CK) ≥ 10000 სე/ლ თირკმლის დაზიანების ნიშნების გარეშე (იხ. პუნქტი 4.8).

ჩატარდა კონტროლირებადი კლინიკური კვლევა, რომელშიც თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე 9000-ზე მეტი პაციენტი რანდომიზირებული იყო ეზეტიმიბი +სიმვასტატინს 10 მგ/20 მგ (n = 4,650) ყოველდღიურ მიღებაზე ან პლაცებოზე (n = 4,620) (დაკვირვება ტარდებოდა დაახლოებით 4.9 წელი). მიოპათიის/რაბდომიოლიზის შემთხვევები შეადგენდა 0,2% ეზეტიმიბი+ სიმვასტატინის ჯგუფში და 0,1% პლაცებოს ჯგუფში (იხ. ნაწილი 4.8).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ეზეტიმიბის გაზრდილი ზემოქმედების შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო ღვიძლის საშუალო ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ეზეტიმიბ დენკი არ არის რეკომენდებული ამ პაციენტებისთვის (იხ. ნაწილი 5.2).

ბავშვები და მოზარდები

ეზეტიმიბის ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოკვლეულ იქნა 6-დან 10 წლამდე ასაკის ჰეტეროზიგოტური მემკვდრეობითი და არამემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში12-კვირიან პლაცებო- კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში. ეზეტიმიბის ეფექტი მკურნალობის ხანგრძლივობის > 12 კვირაზე არ არის შესწავლილი ამ ასაკობრივ ჯგუფში (იხ. ნაწილები 4.2, 4.8, 5.1 და 5.2).

ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოკვლეულ იქნა 10-დან 17 წლამდე ასაკის ჰეტეროზიგოტური მემკვდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების კვლევაში მოზარდ ბიჭებში (ტანერის II სტადია ან მეტი) და გოგონებში (მინიმუმ 1 წლის პოსტმენარქე) კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში.

ამ შეზღუდულ კონტროლირებად კვლევაში, როგორც წესი, არ არსებობდა გავლენა ზრდაზე ან სქესობრივ განვითარებაზე მოზარდ ბიჭებში ან გოგონებში, ასევე არ იყო გავლენა გოგონების მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობაზე. თუმცა, ეზეტიმიბის ეფექტი ზრდასა და სექსუალურ განვითარებაზე 33 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის შესწავლილი (იხ. ნაწილები 4.2 და 4.8).

ეზეტიმიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა სიმვასტატინთან ერთად 40 მგ-ზე მეტი დღიური დოზით დადგენილი არ არის ბავშვებში და 10-17 წლის მოზარდებში.

ეზეტიმიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა სიმვასტატინთან კომბინაციაში არ არის დადგენილი 10 წლამდე ასაკის ბავშვებშიც (იხ. ნაწილები 4.2 და 4.8).

ეზეტიმიბ დენკთან ერთად თერაპიის გრძელვადიანი ეფექტი 17 წლამდე ასაკის პაციენტებში ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებაზე არ არის შესწავლილი.

ფიბრატები

ეზეტიმიბის ამტანობა და ეფექტურობა ფიბრატებთან კომბინაციაში დადგენილი არ არის.

თუ პაციენტები, როდესაც ეჭვი აქვთ ქოლელითიაზზე, იღებენ ეზეტიმიბ დენკს და ფენოფიბრატს ერთად, რეომენდირებულია ნაღვლის ბუშტის გამოკვლევა და ამ თერაპიის შეწყვეტა (იხილეთ ნაწილები 4.5 და 4.8).

ციკლოსპორინი

ეზეტიმიბ დენკით თერაპია სიფრთხილით უნდა დაიწყოს იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ციკლოსპორინით. პაციენტები, რომლებიც იღებენ ეზეტიმიბს და ციკლოსპორინს, საჭიროებენ ციკლოსპორინის კონცენტრაციის მონიტორინგს (იხ. ნაწილი 4.5).

ანტიკოაგულანტები

თუ ეზეტიმიბ დენკი მიიღება ვარფარინთან, სხვა კუმარინულ ანტიკოაგულანტებთან ან ფლუინდიონთან ერთად, მაშინ უნდა ჩატარდეს ,, International Normalized Ratio“ -ის შესაბამისი მონიტორინგი (იხ. ნაწილი 4.5).

ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების, საერთო ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ ის თითქმის არ შეიცავს "ნატრიუმს".

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

წინა კლინიკურ კვლევებმა აჩვენა, რომ ეზეტიმიბი არ იწვევს ციტოქრომ P450 მეტაბოლიზმის ფერმენტებს. არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ეზეტიმიბსა და წამლებს შორის, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 1A2, 2D6, 2C8, 2C9 და 3A4 ან N-აცეტილტრანსფერაზას მიერ.

კლინიკური ურთიერთქმედების კვლევებში ერთდროული გამოყენებისას ეზეტიმიბს არ ჰქონდა გავლენა დაფსონის, დექსტრომეთორფანის, დიგოქსინის, ორალური კონტრაცეპტივების (ეთინილესტრადიოლი და ლევონორგესტრელი), გლიპიზიდის, ტოლბუტამიდის ან მიდაზოლამის ფარმაკოკინეტიკაზე. ციმეტიდინს არ ჰქონდა გავლენა მის ბიოშეღწევადობაზე ეზეტიმიბთან ერთად მიღებისას.

ანტაციდები

ანტაციდების ერთდროული გამოყენება ამცირებს ეზეტიმიბის შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ გავლენას არ ახდენს ეზეტიმიბის ბიოშეღწევადობაზე. შეწოვის სიჩქარის შემცირება კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

ქოლესტირამინი

ქოლესტირამინის ერთდროული გამოყენება დაახლოებით 55%-ით ამცირებს საერთო ეზეტიმიბის (AUC) საშუალო ფართობს AUC მრუდზე (ეზეტიმიბი და გლუკურონიდირებული ეზეტიმიბი). დსლპ ქოლესტერინის შემცირების მატება, როდესაც ეზეტიმიბი ქოლესტირამინს ემატება, შეიძლება შემცირდეს ამ ურთიერთქმედებით (იხ. ნაწილი 4.2).

ფიბრატები

პაციენტებს, რომლებიც იღებენ ფენოფიბრატს და ეზეტიმიბს, ექიმმა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ქოლელითიაზისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების შესაძლო რისკის შესახებ (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8).

იმ პაციენტებმა, რომლებიც ერთდროულად იღებენ ეზეტიმიბს და ფენოფიბრატს, და არსებობს ქოლელითიაზის განვითარების რისკი, უნდა გამოიკვლიონ ნაღვლის ბუშტი და შეწყვიტონ ზემოთხსენებული თერაპია (იხ. ნაწილი 4.8).

ფენოფიბრატის ან გემფიბროზილის ერთდროული გამოყენებისას ზომიერად იზრდება ეზეტიმიბის საერთო კონცენტრაცია (დაახლოებით 1,5 და 1,7-ჯერ).

ეზეტიმიბის გამოყენება სხვა ფიბრატებთან ერთად არ არის შესწავლილი.

ფიბრატებს შეუძლიათ გაზარდონ ქოლესტერინის გამოყოფა ნაღვლის საშუალებით, რაც იწვევს ქოლელითიაზს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ეზეტიმიბი ხანდახან ზრდიდა ნაღველში ქოლესტერინის დონეს, მაგრამ არა ყველა ცხოველის სახეობაში (იხ. ნაწილი 5.3). ლითოგენური რისკი არ შეიძლება გამოირიცხოს ეზეტიმიბის თერაპიული გამოყენებისას.

სტატინები

ეზეტიმიბის მიღებისას ატორვასტატინთან, სიმვასტატინთან, პრავასტატინთან, ლოვასტატინთან, ფლუვასტატინთან ან როზუვასტატინთან ერთად, კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

ციკლოსპორინი

რვა პაციენტის კვლევისას, რომლებიც სტაბილურად იღებდნენ ციკლოსპორინს თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ, კრეატინინის კლირენსი ჰქონდათ > 50 მლ/წთ, და ამასთან ერთად იღებდნენ ეზეტიმიბის ერთჯერადად 10 მგ დოზით, საერთო ეზეტიმიბის საშუალო AUC იყო 3,4-ჯერ გაზრდილი. (დიაპაზონი 2,3-დან 7.9-მდე) ჯანმრთელ საკონტროლო პოპულაციასთან შედარებით სხვა კვლევაში (n = 17) მხოლოდ ეზეტიმიბის მიღებისას. სხვა კვლევაში, თირკმლის გადანერგვის მქონე პაციენტს თირკმლის მძიმე უკმარისობით, რომელიც იღებდა ციკლოსპორინს და სხვა მრავალ პრეპარატს, 12-ჯერ მეტი ჰქონდა ეზეტიმიბის საერთო მაჩვენებელი, ვიდრე სხვა საკონტროლო მოხალისეებს, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ეზეტიმიბს. ორფაზიან Crossover კვლევაში 12 ჯანმრთელ მოხალისეზე, 20 მგ ეზეტიმიბის ყოველდღიური მიღება 8 დღის განმავლობაში 100 მგ ციკლოსპორინის ერთჯერადი დოზით მე-7 დღეს იწვევდა ციკლოსპორინის AUC-ის საშუალოდ 15%-ით ზრდას (დიაპაზონი 10%-იანი შემცირებიდან 51%-მდე გადიდებამდე) 100 მგ ციკლოსპორინის ერთჯერად დოზასთან შედარებით. თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ ციკლოსპორინის მიღებაზე ეზეტიმიბის თანმხლები ეფექტის გამაკონტროლებელი კვლევა არ ჩატარებულა. ეზეტიმიბის თერაპია სიფრთხილით უნდა დაიწყოს იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ციკლოსპორინით. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ეზეტიმიბს და ციკლოსპორინს, საჭიროა ციკლოსპორინის კონცენტრაციის მონიტორინგი (იხ. ნაწილი 4.4).

ანტიკოაგულანტები

ჩატარდა 12 ჯანმრთელი ზრდასრული მამაკაცის კვლევა, რომებიც იღებდნენ ეზეტიმიბის 10 მგ-იან ტაბლეტს დღეში ერთხელ. ერთდროული გამოყენება არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას ვარფარინის ბიოშეღწევადობაზე და პროთრომბინის დროზე. თუმცა, პრეპარატის ბაზარზე გამოტანს შემდეგ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვარფარინს ან ფლუინდიონს და ამავდროულად იღებდნენ ეზეტიმიბს, დაფიქსირდა "საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის" (INR) ზრდა. თუ მოხდება ეზეტიმიბ დენკის ერთდროული მიღება ვარფარინთან, სხვა კუმარინ ანტიკოაგულანტებთან ან ფლუინდიონთან ერთად, შესაბამისად უნდა გაკონტროლდეს INR (იხ. პუნქტი 4.4).

ბავშვები და მოზარდები

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ეზეტიმიბ დენკს სტატინთან ერთად აქვს უკუჩვენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (იხ. პუნქტი 4.3). გთხოვთ, გაეცნოთ მოცემული სტატინის მახასიათებლებს (ანოტაციას).

ორსულობა

ეზეტიმიბ დენკი უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს ეზეტიმიბ დენკის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა ეზეტიმიბის მონოთერაპის კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი გვერდითი ეფექტები ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. ნაწილი 5.3).

ლაქტაცია

ეზეტიმიბ დენკი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში. ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეზეტიმიბი გადადის დედის რძეში, მარამ უცნობია ადამიანის შემთხვევაში გადადის თუ არა ეზეტიმიბი დედის რძეში.

ფერტილობა

არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები ეზეტიმიბის ზემოქმედების შესახებ ადამიანის ნაყოფიერებაზე. ეზეტიმიბს არ ჰქონდა გავლენა მამრ ან მდედრ ვირთხებში ნაყოფიერებაზე (იხ. ნაწილი 5.3).

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას აღინიშნებოდა თავბრუსხვევის შემთხვევები.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი ეფექტების ცხრილური მიმოხილვა (კლინიკური კვლევები და ბაზარზე შესვლის შემდგომი გამოცდილება )

კლინიკურ კვლევებში, რომელიც გაგრძელდა 112 კვირამდე, 2 396 პაციენტი მკურნალობდა დღიურად მხოლოდ 10 მგ ეზეტიმიბით, 11 308 პაციენტი ეზეტიმიბი + სტატინთან ერთად და 185 პაციენტი ეზეტიმიბი + ფენოფიბრატთან ერთად. გვერდით მოვლენებს ჰქონდათ მსუბუქი და დროებითი ხასიათი. გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე პლაცებოს მსგავსი იყო; ეზეტიმიბის გვერდითი მოვლენების გამო შეწყვეტის მაჩვენებელი პლაცებოს ანალოგიურად მიმდინარეობდა.

მხოლოდ ეზეტიმიბი ან სტატინთან ერთად

შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა უფრო ხშირად იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მოლოდ ეზეტიმიბს (n = 2,396), ვიდრე პლაცებოს (n = 1,159) ან უფრო ხშირად იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს პლუს სტატინს (n = 11,308), ვიდრე მხოლოდ სტატინს (n = 9,361). ბაზარზე შესვლის შემდგომ გამოცდილებაში მოხსენებული გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია მხოლოდ ეზეტიმიბის ან სტატინთან ერთად გამოყენებასთან.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირად (. 1/10),

ხშირად (. 1/100, < 1/10),

ხანდახან (. 1/1000, < 1/100),

იშვიათად (. 1/10,000, < 1/1,000),

ძალიან იშვიათად (< 1/10000) და

უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).

მხოლოდ ეზეტიმიბით მკურნალობა

ორგანოთა სისტემების კლასი

გვერდითი მოვლენა

სიხშირე

ნივთიერებათა ცვლის და კვებითი დარღვევები

მადის დაკარგვა

ხანდახან

სისხლძარღვთა დაავადებები

ცხელება, ჰიპერტონია

ხანდახან

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დაავადებები

ხველა

ხანდახან

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები

მუცლის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი

ხშირად

დისპეფსია, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, გულისრევა

ხანდახან

ძვალ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დაავადებები

ართრალგია, კუნთების სპაზმი, კისრის ტკივილი

ხანდახან

ზოგადი დაავადებები და ჩივილები პრეპარატის მიღების ადგილზე

დაღლილობა

ხშირად

გულმკერდის ტკივილი, ტკივილი

ხანდახან

კვლევები

გაზრდილი ALT, გაზრდილი AST, სისხლში გაზრდილი CPK, გაზრდილი გამა-გლუტამილ ტრანსფერაზა, ღვიძლის ფუნქციის ტესტი ანომალური

ხანდახან

შემდგომი გვერდითი მოვლენები ეზეტიმიბის სტატინებთან ერთად მიღებისას

ორგანოთა სისტემების კლასი

გვერდითი მოვლენა

სიხშირე

ნერვული სისტემის დაავადებები

თავის ტკივილი

ხშირად

პარესთეზია

ხანდახან

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები

პირის სიმშრალე, გასტრიტი

ხანდახან

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება

ხანდახან

ძვალ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დაავადებები

მიალგია

ხშირად

ზურგის ტკივილი, კუნთების სისუსტე, ტკივილი კიდურებში

ხანდახან

ზოგადი დაავადებები და ჩივილები პრეპარატის მიღების ადგილზე

ასთენია, პერიფერიული შეშუპება

ხანდახან

კვლევები

გაზრდილი ALT, გაზრდილი AST,

ხშირად

ბაზარზე შესვლის შემდგომი გამოცდილება (სტატინთან ერთად ან მის გარეშე)

ორგანოთა სისტემების კლასი

გვერდითი მოვლენა

სიხშირე

სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები

თრომბოციტოპენია

უცნობია

იმუნური სისტემის დაავადებები

ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსია და ანგიონევროზული შეშუპება

უცნობია

ფსიქიატრიული დაავადებები

დეპრესია

უცნობია

ნერვული სისტემის დაავადებები

თავბრუსხვევა, პარესთეზია

უცნობია

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დაავადებები

დისპნოე

უცნობია

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები

პანკრეატიტი, ყაბზობა

უცნობია

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები

ჰეპატიტი, ქოლელითიაზი, ქოლეცისტიტი

უცნობია

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

მულტიფორმული ერითემა

უცნობია

ძვალ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დაავადებები

მიალგია, მიოპათია / რაბდომიოლიზი (იხ. ნაწილი 4.4)

უცნობია

ზოგადი დაავადებები და ჩივილები პრეპარატის მიღების ადგილზე

ასთენია

უცნობია

ეზეტიმიბი ფენოფიბრატთან ერთად

კუჭ-ნაწლავის დარღვევები: მუცლის ტკივილი (ხშირად)

მრავალცენტრულმა, ორმაგად ბრმა, პლაცებო- კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევამ შეაფასა შერეული ჰიპერლიპიდემიის მქონე პაციენტების მდგომარეობა; 625 პაციენტი მკურნალობდა 12 კვირამდე და 576 პაციენტი ერთ წლამდე. ამ კვლევაში, 172 პაციენტმა, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს და ფენოფიბრატს, დაასრულეს 12-კვირიანი საკვლევი პერიოდი, და 230 პაციენტმა, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს და ფენოფიბრატს (მათ შორის 109 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ მარტო ეზეტიმიბს პირველი 12 კვირის განმავლობაში) დაასრულეს 1 წლიანი კვლევის პერიოდი. კვლევა არ იყო შემუშავებული იშვიათი მოვლენების შესადარებლად სამკურნალო ჯგუფებს შორის. შრატის ტრანსამინაზების (≥ სამჯერ ULN-ზე ზედიზედ) კლინიკურად მნიშვნელოვანი მატების სიხშირე (95% KI) ექსპოზიციის კორექტირების შემდეგ იყო 4.5% (1.9; 8.8) ფენოფიბრატის მონოთერაპიისას და 2.7% (1.2; 5.4) ეზეტიმიბთან ერთად ფენოფიბრატთან ერთად.

ქოლეცისტექტომიის შესაბამისი სიხშირე იყო 0.6% (0.0, 3.1) ფენოფიბრატის მონოთერაპიის დროს და 1.7% (0.6, 4.0) ეზეტიმიბის პლუს ფენოფიბრატთან (იხ. ნაწილები 4.4 და 4.5).

ბავშვები და მოზარდები (6-დან 17 წლამდე)

ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებში (6-10 წლის) კვლევაში (n = 138), ALT და/ან AST-ის მატება (≥ სამჯერ ULN-ზე ზედიზედ) დაფიქსირდა პაციენტების 1.1%-ში (1 პაციენტი), რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს. პლაცებო ჯგუფის პაციენტების 0%-თან შედარებით. CPK დონის მატება (≥ ათჯერ ULN-ზე ზედიზედ) არ დაფიქსირებულა. მიოპათიის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სხვა კვლევაში ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 10-17 წლის მოზარდებში (n = 248), მომატებული ALT და/ან AST დონეები (≥ სამჯერ ULN-ზე ზედიზედ) დაფიქსირდა პაციენტების 3%-ში (4 პაციენტი), რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს/ სიმვასტატინს, შედარებით 2% (2 პაციენტი), რომლებიც იღებდნენ მხოლოდ სიმვასტატინს; CPK-ს მომატებული დონისთვის (≥ ათჯერ ULN-ზე ზედიზედ), ეს მნიშვნელობები იყო 2% (2 პაციენტი) შესაბამისად 0%. მიოპათიის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ეს კვლევები არ გამოდგება იშვიათი გვერდითი ეფექტების შესადარებლად.

პაციენტები გულის კორონარული დაავადების და მწვავე კორონარული სინდრომის ანამნეზით.

IMPROVE-IT კვლევაში (იხ. ნაწილი 5.1), რომელშიც 18 144 პაციენტი იღებდა ეზეტიმიბის/სიმვასტატინის 10 მგ/40 მგ დოზას (n = 9,067; პაციენტთა 6%-ს აძლევდნენ ეზეტიმიბის/სიმვასტატინის 10 მგ/80 მგ გაზრდლ დოზებს) ან მხოლოდ სიმვასტატინის 40 მგ. დოზას (n = 9,077; პაციენტთა 27% იღებდა სიმვასტატინის 80 მგ-იან გაზრდილ დოზას), საშუალოდ 6 წლის განმავლობაში ორივე ჯგუფმა აჩვენა ერთნაირი უსაფრთხოების პროფილები. გვერდითი მოქმედების გამო მკურნალობის შეწყვეტის მაჩვენებელი ეზეტიმიბი/სიმვასტატინით მკურნალობისას იყო 10.6%, ხოლო 10.1% მხოლოდ სიმვასტატინით მკურნალობისას. მიოპათიის სიხშირე იყო 0.2% ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში და 0.1% სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში. მიოპათია გამოიხატებოდა კუნთების სისუსტით ან გაურკვეველი მიზეზის მქონე კუნთების ტკივილით, შრატში კრეატინინის (CK) დონის ≥ 10-ჯერ გაზრდით ნორმის ზედა ზღვართან შედარებით [ULN] ან ორჯერ ზედიზედ შრატში კრეატინინის (CK) დონის ≥ 5 - < 10--ჯერ გაზრდით ნორმის ზედა ზღვართან შედარებით [ULN]. რაბდომიოლიზის სიხშირე იყო 0.1% ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში და 0.2% სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში.

რაბდომიოლიზი განისაზღვრა, როგორც კუნთების სისუსტე ან კუნთების ტკივილი გაურკვეველი მიზეზით შრატში კრეატინინის (CK) დონის ≥ 10-ჯერ გაზრდით ნორმის ზედა ზღვართან შედარებით [ULN] პლიუს თირკმლის უკმარისობა ან ორჯერ ზედიზედ შრატში კრეატინინის (CK) დონის ≥ 5 - < 10--ჯერ გაზრდით ნორმის ზედა ზღვართან შედარებით [ULN] პლიუს თირკმელების უკმარისობა ან შრატში კრეატინინის (CK) დონის ≥ 10.000 IU/l გაზრდით თირკმლის უკმარისობის ჩვენების გარეშე. ტრანსამინაზების თანმიმდევრული მატების სიხშირე (სამჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს [ULN]) იყო 2.5% ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში და 2.3% სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში (იხ. ნაწილი 4.4). ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა პაციენტთა 3.1%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ეზეტიმიბით/სიმვასტატინით, ხოლო პაციენტების 3.5%-ში, რომლებიც გადიოდნენ სიმვასტატინის მონოთერაპიას. მთელი კვლევის დროს ქოლეცისტექტომიის ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ორივე ჯგუფში იყო 1.5%, ხოლო კიბო (განსაზღვრული, როგორც ნებისმიერი ახლად დიაგნოზირებული ავთვისებიანი დაავადება) დიაგნოზირებული იყო პაციენტების 9.4%-ში, შესაბამისად პაციენტების 9.5%-ში.

თირკმელების ქრონიკული დაავადება

SHARP („Study of Heart and Renal Protection“) კვლევაში (იხ. ნაწილი 5.1), რომელშიც 9000-ზე მეტი პაციენტი ყოველდღიურად იღებდა 10 მგ ეზეტიმიბს (დღეში ერთხელ) 20 მგ სიმვასტატინთან (n = 4650) კომბინაციაში ან პლაცებო (n = 4620) ) დაკვირვება მიმდინარეობდა 4,9 წლის განმავლობაში, შედარებითი უსაფრთხოების პროფილი დაფიქსირდა პაციენტების ორივე ჯგუფში. ამ კვლევაში დაფიქსირდა მხოლოდ სერიოზული გვერდითი მოვლენები და მკურნალობის შეწყვეტა რაიმე გვერდითი ეფექტის გამო. გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტის მაჩვენებელი იყო შედარებითი (პაციენტების 10.4%, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს სიმვასტატინთან კომბინაციაში და 9.8% პაციენტები, პლაცებოთი). მიოპათიის/რაბდომიოლიზის სიხშირე იყო 0.2% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს სიმვასტატინთან კომბინაციაში და 0.1% პლაცებო ჯგუფში. ტრანსამინაზების დონის თანმიმდევრული მატება (> სამჯერ ULN-ზე ზედიზედ) დაფიქსირდა პაციენტების 0.7%-ში, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს სიმვასტატინთან კომბინაციაში და პაციენტების 0.6%-ში პლაცებო ჯგუფში (იხ. ნაწილი 4.4). ამ კვლევაში არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა წინასწარ განსაზღვრული გვერდითი მოვლენების სიხშირეში, მათ შორის კიბო (9.4% ეზეტიმიბი+ სიმვასტატინი, 9.5% პლაცებო), ჰეპატიტი, ქოლეცისტექტომია ან გართულებები, რომლებიც დაკავშირებულია ნაღვლის ბუშტთან ან პანკრეატიტთან.

ლაბორატორიული მაჩვენებლები

კონტროლირებად მონოთერაპიის კლინიკურ კვლევებში, შრატში ტრანსამინაზების (ALT და/ან AST სამჯერ მეტი ULN) კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდის სიხშირე მსგავსი იყო ეზეტიმიბსა (0.5%) და პლაცებოს (0.3%) შორის. კომბინირებული მიღების კვლევებში, სიხშირე იყო 1.3% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბი + სტატინები და 0.4% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ სტატინებს. ეს ზრდა ჩვეულებრივ იყო ასიმპტომური, არ იყო დაკავშირებული ქოლესტაზთან და დაბრუნდა საწყის დონეზე თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ან მკურნალობის კურსის განმავლობაში (იხ. ნაწილი 4.4).

კლინიკურ კვლევებში CPK დონის მომატება (≥ ათჯერ ULN-ზე ზედიზედ) დაფიქსირდა 1674 პაციენტიდან 4-თან (0.2%), რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ეზეტიმიბს, ხოლო პლაცებო ჯგუფში 786 პაციენტიდან 1 პაციენტში (0.1%) ასევე პაციენტიდან 1 პაციენტში ( 0.1%), რომელიც იღებდა ეზეტიმიბს სტატინთან ერთად, 929 პაციენტიდან 4-თან (0.4%), რომლებიც იღებდნენ მხოლოდ სტატინს. ეზეტიმიბი არ იყო დაკავშირებული მიოპათიის ან რაბდომიოლიზის გაზრდილ სიხშირესთან შესატყვის საკონტროლო ჯგუფთანშედარებით (მხოლოდ პლაცებო ან სტატინი) (იხ. ნაწილი 4.4).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თქვენ ასევე შეგიძლიათ დააფიქსიროთ გვერდითი მოვლენების ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა გერმანიის სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტის ფარმაკოლოგიურ განყოფილებაში, მისამართი: კურტ გეორგ კისინჯერის ხეივანი #3, 53175 ბონი, გერმანია, /Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D – 53175 Bonn/, ვებ-გვერდი: http://www.bfarm.de . გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

დოზის გადაჭარბება

ჩატარდა კლინიკურ კვლევებში: ეზეტიმიბი 50 მგ/დღეში მიიღო 15 ჯანმრთელმა მოხალისემ 14 დღის განმავლობაში ან ეზეტიმიბი 40 მგ/დღეში მიიღო 18 პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტმა 56 დღემდე, რაც მათ ზოგადად კარგად გადაიტანეს. ცხოველებში არ დაფიქსირებულა ტოქსიკური ეფექტები, როდესაც ვირთხებსა და თაგვებს პერორალურად მისცეს 5000 მგ ეზეტიმიბის/კგ ერთჯერადად, ხოლო ძაღლებს 3000 მგ ეზეტიმიბი/კგ.

დაფიქსირდა ეზეტიმიბის დოზის გადაჭარბების ზოგიერთი შემთხვევა; უმეტეს შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ გამომჯღავნებულა. ზემოთხსენებული გვერდითი მოვლენები არ იყო ნიშანდობლივი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული სიმპტომური და დამცავი ზომები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ლიპიდური მეტაბოლიზმზე მოქმედი სხვა საშუალებები, ATC კოდი: C10AX09

მოქმედების მექანიზმი

ეზეტიმიბი მიეკუთვნება ლიპიდების დამწევი საშუალებების ახალ კლასს, რომლებიც შერჩევით აფერხებენ ქოლესტერინის და მასთან დაკავშირებული ფიტოსტეროლების ნაწლავში შეწოვას. ეზეტიმიბი ეფექტურია პერორალურად მიღებისას; მისი მოქმედების პრინციპი განსხვავდება ქოლესტერინის დამწევი ნივთიერებების სხვა კლასებისგან (მაგ. სტატინები, ანიონგამცვლელები [ფისები], ფიბრის მჟავას წარმოებულები და ფიტოსტერინები). მოლეკულურ დონეზე ეზეტიმიბი მოქმედებს სტეროლის გადამტანზე - Niemann-Pick-C1-Like-1 (NPC1L1) ცილაზე, რომელიც პასუხისმგებელია ნაწლავში ქოლესტერინის და ფიტოსტეროლების შეწოვაზე.

ეზეტიმიბი მიმაგრებულია წვრილი ნაწლავის ჯაგრისის საზღვარზე და აფერხებს ქოლესტერინის შეწოვას, რის შედეგადაც მცირდება ქოლესტერინის ტრანსპორტირება ნაწლავიდან ღვიძლში. სტატინები ამცირებენ ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში და მოქმედების ეს განსხვავებული მექანიზმები ერთად იწვევს ქოლესტერინის დამატებით შემცირებას. ორკვირიან კლინიკურ კვლევაში 18 ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტში, ეზეტიმიბი აფერხებდა ნაწლავში ქოლესტერინის შეწოვას პლაცებოსთან შედარებით დაახლოებით 54%-ით.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ჩატარდა პრეკლინიკური კვლევების სერია ეზეტიმიბის სელექციურობის დასადგენად ქოლესტერინის შეწოვის ინჰიბირების მიზნით. ეზეტიმიბი აფერხებდა რადიოაქტიურად მარკირებული [14C] ქოლესტერინის შეწოვას და არ მოქმედებდა ტრიგლიცერიდების, ცხიმოვანი მჟავების, ნაღვლის მჟავების, პროგესტერონის, ეთინილ ესტრადიოლის და ცხიმში ხსნადი A და D ვიტამინების აბსორბციაზე.

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა პირდაპირი კავშირი გულ-სისხლძარღვთა ავადობას, სიკვდილიანობას, საერთო ქოლესტერინის და დსლპ ქოლესტერინის დონეს შორის და საპირისპირო კავშირი მსლპ ქოლესტერინის დონესთან.

ეზეტიმიბის გამოყენება სტატინებთან ერთად ეფექტურად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკს გულის კორონარული დაავადების და მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, ეზეტიმიბი მონოთერაპიისას ან სტატინთან ერთად მნიშვნელოვნად ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დსლპ ქოლესტერინის, აპოლიპოპროტეინ B-ს და ტრიგლიცერიდების მაღალ დონეს და ზრდის მსლპ ქოლესტერინს დონეს ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში.

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია

ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად, რვა კვირიან კვლევაში გამოკვლეულ იქნა 769 ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტი. ეს პაციენტები უკვე მკურნალობდნენ სტატინებით ქოლესტერინის განათლების ეროვნული პროგრამის (National Cholesterol Education Program) მიზნობრივი დსლპ ქოლესტერინის მიღწევის გარეშე (2.6 - 4.1 მმოლ/ლ [100 - 160 მგ/დლ] ). ისინი იყვნენ რანდომიზირებულნი, რათა მიეღოთ 10 მგ ეზეტიმიბი ან პლაცებო, მათი მიმდინარე სტატინებით მკურნალობის გარდა.

იმ პაციენტებიდან, რომელთა დსლპ ქოლესტერინის დონემ ვერ მიაღწია მიზნობრივ შედეგს კვლევის დასაწყისში (დაახლოებით 82%), მნიშვნელოვნად მეტმა ოდენობამ მიაღწია დსლპ ქოლესტერინის მიზნობრივ შედეგს (72%) კვლევის ბოლოს ეზეტიმიბით, პლაცებოს შედეგი ეზეტიმიბზე მყოფ პაციენტებთან შედარებით იყო 19%. დსლპ ქოლესტერინის შესაბამის შემცირებაში განსხვავებები მნიშვნელოვანი იყო (25% ეზეტიმიბისთვის და 4% პლაცებოსთვის). გარდა ამისა, ეზეტიმიბი, რომელიც დაემატა მიმდინარე სტატინების თერაპიას, მნიშვნელოვნად შეამცირა საერთო ქოლესტერინი, აპოლიპოპროტეინ B, ტრიგლიცერიდები და გაიზარდა მსლპ ქოლესტერინის დონე პლაცებოსთან შედარებით. სტატინით თერაპიას დამატებული ეზეტიმიბი ამცირებდა საშუალო C-რეაქტიულ ცილას 10%-ით და პლაცებოს 0%-ით საწყისთან შედარებით.

ორმა ორმაგად ბრმა, რანდომიზებულმა, პლაცებოზე კონტროლირებადმა 12-კვირიანმა კვლევამ შეაფასა 1719 პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტი. 10 მგ ეზეტიმიბი მნიშვნელოვნად ამცირებს საერთო ქოლესტერინს (13%), დსლპ ქოლესტერინს (19%), აპოლიპოპროტეინ B (14%), ტრიგლიცერიდებს (8%) და ზრდის მსლპ ქოლესტერინს (3%) პლაცებოსთან შედარებით. გარდა ამისა, ეზეტიმიბი არ მოქმედებდა ცხიმში ხსნადი ვიტამინების A, D და E პლაზმურ კონცენტრაციებზე, არ მოქმედებდა პროთრომბინის დროზე და, ისევე როგორც სხვა ლიპიდების დამაქვეითებელი პრეპარატები, არ მოქმედებდა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში კორტიკოსტეროიდების წარმოებაზე.

მულტიცენტრულ, ორმაგად ბრმა, კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში (ENHANCE), ჰეტეროზიგოტური მემვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 720 პაციენტი 2 წლის განმავლობაში რანდომიზირებული იყო 10 მგ-იანი ეზეტიმიბის კომბინაციაში 80 მგ სიმვასტატინთან (n = 357) ან მხოლოდ 80 მგ სიმვასტატინი (n = 3263). კვლევის პირველადი მიზანი იყო ეზეტიმიბის/სიმვასტატინის კომბინირებული თერაპიის ეფექტის შესწავლა სიმვასტატინის მონოთერაპიასთან შედარებით საძილე არტერიის ინტიმა მედიის სისქეზე (Iintima-media thickness [IMT]). ამ სუროგატული მარკერის მნიშვნელობა გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია.

პირველადი საბოლოო წერტილი, საძილე არტერიის ექვსივე სეგმენტის საშუალო IMT ცვლილება, არ იყო მნიშვნელოვნად განსხვავებული (p = 0.29) ორივე სამკურნალო ჯგუფს შორის ულტრაბგერითი B გაზომვებში. 2-წლიანი კვლევის პერიოდში, 10 მგ ეზეტიმიბი 80 მგ სიმვასტატინთან ერთად ზღუდავდა IMT გასქელებას 0,0111 მმ-მდე, მხოლოდ სიმვასტატინი 80 მგ 0,0058 მმ-მდე (საძილე არტერიის IMT-ის საშუალო საბაზისო მნიშვნელობა შეესაბამებოდა 0,68 მმ - 0.69 მმ-ს. მმ).

10 მგ ეზეტიმიბი 80 მგ სიმვასტატინთან ერთად მნიშვნელოვნად ამცირებს დსლპ ქოლესტერინს, საერთო ქოლესტერინს, აპოლიპოპროტეინ B და ტრიგლიცერიდებს ვიდრე მხოლოდ 80 მგ სიმვასტატინი. მსლპ ქოლესტერინის პროცენტული ზრდა მსგავსი იყო ორივე მკურნალობის ჯგუფში. გვერდითი მოქმედებები, რომლებიც მოხსენებული იყო 10 მგ ეზეტიმიბისა და 80 მგ სიმვასტატინის კომბინაციისას შეესაბამებოდა უსაფრთხოების ცნობილ პროფილს.

ბავშვები და მოზარდები

მრავალცენტრულ, ორმაგად ბრმა, კონტროლირებად კვლევაში 138 ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე (HeFH) პაციენტი (59 ბიჭი და 79 გოგონა) 6-დან 10 წლამდე (საშუალო ასაკი 8,3 წელი) და დსლპ ქოლესტერინის საწყისი დონით 3,74 მმოლ/ლ-დან 9,92 მმოლ/ლ-მდე იღებდა 10 მგ-იანი ეზეტიმიბს ან პლაცებოს 12 კვირის განმავლობაში.

12 კვირის შემდეგ, ეზეტიმიბმა პლაცებოსთან შედარებით გამოიწვია საერთო ქოლესტერინის მაჩვენებლის შემცირება (-21 % vs 0 %), დსლპ ქოლესტერინი (-28 % vs -1 % ), აპოლიპოპროტეინ B (-22% vs -1%) და არა-მსლპ ქოლესტერინი (-26% vs 0%). ტრიგლიცერიდებისა და მსლპ ქოლესტერინის შემთხვევაში, ორივე სამკურნალო ჯგუფში იყო ანალოგიური მაჩვენებლები (-6% vs +8% და შესაბამისად +2% vs +1%,).

მულტიცენტრული, ორმაგად ბრმა, კონტროლირებადი კვლევა მოიცავდა 142 ბიჭს (ტანერის II სტადია ან უფრო მაღალი) და 106 გოგონა (პირველი მენსტრუალური ციკლით) 10-დან 17 წლამდე (საშუალო ასაკი 14.2 წელი) ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიით (HeFH) და დსლპ ქოლესტერინის საწყისი დონით 4 მმოლ/ლ-დან 14 მმოლ/ლ-მდე (159 მგ/დლ-დან 402 მგ/დლ-მდე). ისინი რანდომიზირებულნი იყვნენ 6 კვირის განმავლობაში 10 მგ ეზეტიმიბით + სიმვასტატინი (10, 20 ან 40 მგ) ან მხოლოდ სიმვასტატინით (10, 20 ან 40 მგ), შემდეგ 27 კვირის გავავლობაში 40 მგ ეზეტიმიბი+ სიმვასტატინი ან მხოლოდ 40 მგ სიმვასტატინი, შემდეგ 20 კვირა ეზეტიმიბი სიმვასტატინთან ერთად (10 მგ, 20 მგ ან 40 მგ), როგორც ღია კვლევის გაგრძელების ნაწილი.

6 კვირის შემდეგ, ეზეტიმიბის და სიმვასტატინის (ყველა დოზა) ერთდროულმა გამოყენებამ ვიდრე მხოლოდ სიმვასტატინის ყველა დოზის გამოყენებამ გამოიწვია საერთო ქოლესტერინის (38% vs 26%), დსლპ ქოლესტერინის (49% vs 34%), აპოლიპოპროტეინ B (39% vs 27%) მნიშვნელოვნად დაბალი დონე და ქოლესტერინი არა-მსლპ (47% vs 33%). ტრიგლიცერიდების (-17% vs -12%) და მსლპ ქოლესტერინის (+7% vs +6%) შედეგები მსგავსი იყო ორივე სამკურნალო ჯგუფში. 33 კვირის შედეგები შეესაბამებოდა მე-6 კვირის შედეგებს, მნიშვნელოვნად მეტი პაციენტი იღებდა ეზეტიმიბს პლუს 40 მგ სიმვასტატინს (62%), აკმაყოფილებდა NCEP (National Cholesterol Education Program /ქოლესტერინის განათლების ეროვნული პროგრამა)-ის და AAP (American Academy of Pediatrics /პედიატრიის ამერიკული აკადემია)-ის მკურნალობის ერთობლივ მიზანს: დსლპ ქოლესტერინის დონე (<2 8 მმოლ/ლ [110 მგ/დლ]), ვიდრე პაციენტები, რომლებიც იღებენ 40 მგ სიმვასტატინს (25%). 53 კვირის შემდეგ ღია კვლევის გახანგრძლივების ბოლოს, ლიპიდების დონეებზე ზემოქმედება უცვლელი რჩებოდა.

ეზეტიმიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა სიმვასტატინთან ერთად 40 მგ-ზე მეტი დოზით დღეში არ არის დადგენილი 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში. ეზეტიმიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა სიმვასტატინთან კომბინაციაში არ არის დადგენილი 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეზეტიმიბის თერაპიის გრძელვადიანი ეფექტი 17 წლამდე ასაკის პაციენტებში მოზრდილთა ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებაზე არ არის შესწავლილი.

გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პრევენცია

IMPROVE-IT კვლევის ფარგლებში (IMProved Reduction of Outcomes: Vytorin Efficacy International Trial), მულტიცენტრულმა, რანდომიზებულმა, ორმაგად ბრმა, აქტიურად კონტროლირებადმა კვლევამ, გამოიკვლია 18 144 პაციენტი, რომლებიც ჰოსპიტალიზირებული იყვნენ 10 დღის განმავლობაში მწვავე კორონარული სინდრომის (ან მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის [MI] ან არასტაბილური სტენოკარდიის [UA]) გამო. პაციენტების ერთი ჯგუფში შედიოდნენ ის პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ მწვავე კორონარული სინდრომი და ისინი ადრე არ მკურნალობდნენ ლიპიდების დამწევი თერაპიით, მათი დსლპ ქოლესტერინის დონე იყო ≤ 125 მგ/დლ (≤ 3,2 მმოლი) და მეორე ჯგუფის პაციენტები, რომლებიც უკვე მკურნალობდნენ ლიპიდების დამწევი თერაპიით, მათი დსლპ ქოლესტერინის დონე იყო ≤ 100 მგ/დლ (≤ 2,6 მმოლი). ყველა პაციენტი რანდომიზირებული იყო 1:1, რომ მიეღოთ ეზეტიმიბი/სიმვასტატინი 10 მგ/40 მგ (n = 9,067) ან სიმვასტატინი 40 მგ (n = 9,077). დაკვირვება მიმდინარეობდა დაახლოებით 6 წლის განმავლობაში.

პაციენტების საშუალო ასაკი იყო 63,6 წელი, 76% იყო მამაკაცი, 84% კავკასიური წარმოშობის და 27% დიაბეტიანი. დსლპ ქოლესტერინის საშუალო ნიშნული კვლევის დაწყებამდე ჰქონდათ 80 მგ/დლ (2.1 მმოლ/ლ) ეს იმ პაციენტებს, რომლებიც ადრე იღებდნენ ლიპიდების დამწევ მკურნალობას (n = 6,390) და 101 მგ/დლ (2.6 მმოლ/ლ) იმ პაციენტებს, რომლებიც წინასწარი არ გადიოდნენ ლიპიდების დამწევ მკურნალობას (n = 11,594). მწვავე კორონარული სინდრომის გამო ჰოსპიტალიზაციამდე (კვლევაში ჩართვამდე), პაციენტების 34% გადიოდა მკრნალობას სტატინით. ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში დსპ ქოლესტერინის საშუალო დონე მიმდინარე მკურნალობისას იყო 53,2 მგ/დლ (1,4 მმოლ/ლ) და სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში იყო 69, 9 მგ/დლ. (1,8 მმოლ/ლ). ლიპიდური მაჩვენებლები ყოველთვის აღირიცხებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მიმდინარე საკვლევ მედიკამენტს.

კვლევის ამოსავალი წერტილი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის, ძირითადი კორონარული მოვლენების (MCE; მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას) და არალეტალური ინსულტის კომბინაცია. კვლევამ აჩვენა, რომ ეზეტიმიბი/სიმვასტატინის თერაპიას დამატებითი სარგებელი მოაქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის, ძირითადი კორონარული მოვლენების და არალეტალური ინსულტის შემცირებაში ვიდრე მხოლოდ სიმვასტატინით მკურნალობას (ფარდობითი რისკის შემცირება 6.4%, p = 0.016).

ძირითადი მიზანი ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში დაუფიქსირდა 9067 პაციენტიდან 2572 პაციენტს (7-წლიანი კაპლან მეიერის (Kaplan-Meier) მაჩვენებელი 32.72%), ხოლო სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში 2742 პაციენტს 9077 პაციენტიდან (7-წლიანი კაპლან მეიერის (Kaplan-Meier) მაჩვენებელი იყო 34.67%). (იხ. სურ. 1 და ცხრილი 1). მსგავსი სარგებელი მოსალოდნელია ეზეტიმიბისა და სხვა სტატინების ერთად მიღების შემთხვევაშიც, გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის დადასტურებული შემცირებით. საერთო სიკვდილიანობა უცვლელი იყო ამ მაღალი რისკის ჯგუფში (იხ. ცხრილი 1).

საერთო ჯამში, სარგებელი ჰქონდა ყველა განხილულ ინსულტს მიუხედავად მისი წარმოშობის მიზეზისა, მაგრამ იყო ჰემორაგიული ინსულტების მცირე, უმნიშვნელო ზრდა ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში სიმვასტატინის მონოთერაპიასთან შედარებით (იხ. ცხრილი 1). ჰემორაგიული ინსულტის რისკი ეზეტიმიბის უფრო ძლიერ სტატინთან ერთად გამოყენებისას არ არის შესწავლილი გრძელვადიან კვლევებში.

ეზეტიმიბი/სიმვასტატინის მკურნალობის ეფექტი ზოგადად შეესაბამებოდა საერთო შედეგებს მრავალ ქვეჯგუფში, მათ შორის: სქესი, ასაკი, ეთნიკური წარმომავლობა, შაქრიანი დიაბეტი, საწყისი ლიპიდები, სტატინების წინარე თერაპია, წინა ინსულტი და ჰიპერტენზია.

სურათი 1. ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ეფექტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის, ძირითადი კორონარული მოვლენების (MCE) და არალეტალური ინსულტის მიმართ.

ცხრილი 1: მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენები მკურნალობის ჯგუფის მიხედვით ყველა რანდომიზებული პაციენტისთვის IMPROVE-IT კვლევაში

შედეგი

ეზეტიმიბი/სიმვასტატინი 10 mg/40 mga

(n = 9.067)

სიმვასტატინი,

40 mgb

(n = 9.077)

რისკის კოეფიციენტი

(95 % KI)

P

n

K-M %c

n

K-M%c

პირველადი კომბინირებული მოქმედების საბოლოო წერტილი

(გულ-სისხლძარღვთა დაავად. გამოწბეული სიკვდილი, ძირითადი კორონარული მოვლენები (MCE) და არალეტალური ინსულტი)

  • 572

32,72 %

  • 742

34,67 %

0,936 (0,887; 0,988)

0,016

მეორადი კომბინირებული მოქმედების საბოლოო წერტილი

სიკვდილი გულის უკმარისობით, მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი, გადაუდებელი კორონარული რევასკულარიზაცია 30 დღის შემდეგ

  • 322

17,52 %

  • 448

18,88 %

0,912 (0,847; 0,983)

0,016

ძირითადი კორონარული მოვლენები (MCE), არალეტალური ინსულტი, სიკვდილი (ნებისმიერი მიზეზით)

  • 089

38,65 %

  • 246

40,25 %

0,948 (0,903; 0,996)

0,035

გულ-სისხლძარღვთა დაავად. გამოწვეული სიკვდილი, მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, ნებისმიერი რევასკულარიზაცია, არალეტალური ინსულტი

  • 716
  • 716
  • 716
  • 716
  • 716
  • 716

პირველადი კომბინირებული საბოლოო წერტილის კომპონენტები და შერჩეული მოქმედების საბოლოო წერტილები (ნებისმიერი მოვლენის პირველი შემთხვევა დროის ნებისმიერ მომენტში)

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა

537

6,89 %

538

6,84 %

1,000 (0,887; 1,127)

0,997

მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენები (MCE)

მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი

945

12,77 %

  • 083

14,41 %

0,871 (0,798; 0,950)

0,002

არასტაბილური სტენოკარდია, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას

156

2,06 %

148

1,92 %

1,059 (0,846; 1,326)

0,618

კორონარული რევასკულა-რიზაცია 30 დღის შემდეგ

  • 690

21,84 %

  • 793

23,36 %

0,947 (0,886; 1,012)

0,107

არალეტალური ინფარქტი

245

3,49 %

305

4,24 %

0,802 (0,678; 0,949)

0,010

მიოკარდიუმის არალეტალური და ლეტალური ინფარქტი

977

13,13 %

  • 118

14,82 %

0,872 (0,800; 0,950)

0,002

არალეტალური და ლეტალური ინსულტი

296

4,16 %

345

4,77 %

0,857 (0,734; 1,001)

0,052

არაჰემორაგიული ინსულტი

242

3,48 %

305

4,23 %

0,793 (0,670; 0,939)

0,007

ჰემორაგიული ინსულტი

59

0,77 %

43

0,59 %

1,377 (0,930; 2,040)

0,110

სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით

  • 215

15,36 %

  • 231

15,28 %

0,989 (0,914; 1,070)

0,782

a 6% ეზეტიმიბი/სიმვასტატინი 10 მგ/80 მგ

b 27% სიმვასტატინი 80 მგ

c კაპლან-მეიერის შეფასება 7 წლის შემდეგ

d მოიცავს იშემიურ ინსულტს და დაუზუსტებელ ინსულტს

თირკმელების ქრონიკული დაავადების დროს მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენების პროფილაქტიკა

SHARP-ის კვლევა (Study of Heart and Renal Protection) იყო მრავალეროვნული, რანდომიზებული, პლაცებოზე კონტროლირებადი, ორმაგად ბრმა. კვლევაში მონაწილეობას იღებდა თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე 9438 პაციენტი, რომელთა ერთი მესამედი კვლევის დასაწყისში უკვე იყო დიალიზზე. ჯამში 4650 პაციენტი იღებდა 10 მგ ეზეტიმიბის და 20 მგ სიმვასტატინის კომბინაციას, ხოლო 4620 პაციენტი იყო პლაცებოს ჯგუფში და დაკვირვება მიმდინარეობდა საშუალოდ 4,9 წლის განმავლობაში. პაციენტების საშუალო ასაკი შეადგენდა 62 წელს, აქედან 63% იყვნენ მამაკაცები, 72% კავკასიური წარმოშობისა და 23% დიაბეტიანი. პაციენტებს, რომლებიც არ იმყოფებოდნენ დიალიზზე, გლომერულური ფილტრაციის საშუალო სიჩქარე (eGFR) ჰქონდათ 26,5 მლ/წთ/1,73 მ2. კრიტერიუმები არ იყო ლიპიდურ პარამეტრებთან დაკავშირებული. საწყის ეტაპზე დსლპ ქოლესტერინის საშუალო კონცენტრაცია იყო 108 მგ/დლ. პაციენტების ჩათვლით, რომლებიც აღარ იღებდნენ საკვლევ მედიკამენტს, მკურნალობის ერთი წლის შემდეგ, დსლპ ქოლესტერინის დონის შემცირება პლაცებოსთან შედარებით იყო 26%, ვიდრე მხოლოდ 20 მგ სიმვასტატინის მიღებისას და 38% 10 მგ ეზეტიმიბი + 20 მგ სიმვასტატინის კომბინაციაში.

SHARP კვლევის პროტოკოლში მითითებული პირველადი შედარება იყო მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენების Intention-to-treat (ITT)-ის ანალიზი. მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენები მოიცავს მიოკარდიუმის არალეტალურ ინფარქტს, ან გულის სიკვდილს, ინსულტს ან ნებისმიერ რევასკულარიზაციის მკურნალობას. ეს ხდებოდა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებიც თავდაპირველად რანდომიზებულნი იყვნენ ეზეტიმიბის/სიმვასტატინის (n = 4,193) ან პლაცებოს (n = 4,191) საკვლევ ჯგუფში. მეორადი ანალიზები მოიცავდა როგორც კომბინირებული საბოლოო წერტილის (MVE) ასევე ცალკეულ საბოლოო წერტილების გამოკვლევას, რომელიც ჩართული იყო მთელ საკვლევ პოპულაციაში, რანდომიზებული ეზეტიმიბი/სიმვასტატინზე (n = 4,650) ან პლაცებოზე (n = 4,620) (საწყის ეტაპზე ან 1 წლის შემდეგ).

პირველადი საბოლოო წერტილის ანალიზმა აჩვენა, რომ ეზეტიმიბი სიმვასტატინთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენების რისკს ფარდობითი რისკის შემცირებით 16%-ით (p = 0.001) (749 პაციენტი მოვლენებით პლაცებოს ჯგუფში vs 639 პაციენტის წინააღმდეგ ეზეტიმიბი/ სიმვასტატინის ჯგუფში).

თუმცა, კვლევის დიზაინმა არ მოგვცა საშუალება დაგვედასტურებინა ეზეტიმიბის ინდივიდუალური კომპონენტის წვლილი ეფექტურობაში მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენების რისკის მნიშვნელოვანი შემცირების თვალსაზრისით თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში.

MVE კომბინაციის ინდივიდუალური კომპონენტები ყველა სახის რანდომიზირებულ პაციენტში წარმოდგენილია მე-2 ცხრილში. ეზეტიმიბი სიმვასტატინთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის და ნებისმიერი რევასკულარიზაციის რისკს. იყო ეზეტიმიბის მცირე რიცხობრივი უპირატესობა სიმვასტატინთან კომბინაციაში პლაცებოსთან შედარებით მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტისა და კარდიული სიკვდილის შემთხვევებში.

ცხრილი 2: მწვავე (ძირითადი) კარდიოვასკულური შემთხვევები მკურნალობის ჯგუფის მიხედვით ყველა შემთხვევითი პაციენტისთვის SHARPa კვლევაში

შედეგი

10მგ ეზეტიმიბი

20 მგ სიმვასტატინთან კომბინაციაში

(n = 4.650)

პლაცებო

(n = 4.620)

შედარებითი რისკი

(95 % KI)

P

მძიმე (ძირითადი) კარდიოვასკულური მოვლენები (MVE)

701 (15,1 %)

814 (17,6 %)

0,85 (0,77 – 0,94)

0,001

მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი

134 (2,9 %)

159 (3,4 %)

0,84 (0,66 – 1,05)

0,12

კარდიული სიკვდილი

253 (5,4 %)

272 (5,9 %)

0,93 (0,78 – 1,10)

0,38

ნებისმიერი ინსულტი

171 (3,7 %)

210 (4,5 %)

0,81 (0,66 – 0,99)

0,038

არაჰემორაგიული ინსულტი

131 (2,8 %)

174 (3,8 %)

0,75 (0,60 – 0,94)

0,011

ჰემორაგიული ინსულტი

45 (1,0 %)

37 (0,8 %)

1,21 (0,78 – 1,86)

0,40

ნებისმიერი რევასკულარიზაცია

284 (6,1 %)

352 (7,6 %)

0,79 (0,68 – 0,93)

0,004

ძირითადი ათეროსკლეროზული მოვლენები (MAE)b

526 (11,3 %)

619 (13,4 %)

0,83 (0,74 – 0,94)

0,002

a. SHARP კვლევაში ჩართული ყველა პაციენტის ntention-to-treat ანალიზი, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ სამკურნალო ჯგუფში ეზეტიმიბი/სიმვასტატინი ან პლაცებო (თავიდან ან ერთი წლის შემდეგ)

b. MAE: განსაზღვრული კომპოზიტური მოვლენა, მათ შორის არალეტალური მიოკარდიუმის ინფარქტი (MI), კარდიული სიკვდილი, არაჰემორაგიული ინსულტი ან ნებისმიერი რევასკულარიზაცია

დსლპ ქოლესტერინის აბსოლუტური შემცირება, სხვა პაციენტებთან შედარებით მიღწეულ იქნა ეზეტიმიბი + სიმვასტატინით იმ პაციენტებში, რომლებსაც საწყის ეტაპზე ჰქონდათ დაბალი ლდლპ ქოლესტერინი (<2.5 მმოლ/ლ) ან პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ დიალიზზე.

რისკის შემცირება პაციენტთა ამ ორ ჯგუფში შესაბამისად უფრო მცირე იყო.

ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია

ორმაგად ბრმა, რანდომიზებულ 12-კვირიან კვლევაში, სადაც ჩართილი იყო კლინიკური და/ან გენოტიპური დიაგნოზიანი 50 ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტი, მიიღეს ატორვასტატინი ან სიმვასტატინი (40 მგ) LDL აფერეზის ან მის გარეშე თანმხლებით. ეზეტიმიბი + ატორვასტატინი (40 ან 80 მგ) ან სიმვასტატინი (40 ან 80 მგ) მნიშვნელოვნად ამცირებს დსლპ ქოლესტერინის დონეს 15%-ით უფრო ეფექტურად, ვიდრე სიმვასტატინის ან ატორვასტატინის (40 მგ-დან 80 მგ-მდე) მონოთერაპიის დროს.

აორტის სტენოზი

SEAS (Simvastatin and Ezetimibe for the Treatment of Aortic Stenosis) კვლევა იყო მულტიცენტრული, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევა, საშუალო ხანგრძლივობით 4,4 წელი, რომელშიც ჩართული იყო ასიმპტომური აორტის სტენოზის (AS) მქონე 1873 პაციენტი, აქ დოკუმენტირება ხდებოდა აორტაში ნაკადის მაქსიმალური სიჩქარის („Peakflow“) 2.5-დან 4.0 მ/წმ-მდე დიაპაზონში, რომელიც განისაზღვრებოდა დოპლერის გაზომვებით. კვლევაში ჩართული იყვნენ მხოლოდ ის პაციენტები, რომლებსაც არ უტარდებოდათ სტატინებით მკურნალობა ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის გამო. პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ 1:1-ით დღიურად პლაცებოს ან 10 მგ ეზეტიმიბის და 40 მგ სიმვასტატინის კომბინაციის მიღებაზე.

პირველადი საბოლოო წერტილი იყო ძირითადი კარდიოვასკულური მოვლენების კომბინაცია (major cardiovascular events [MCE]) და მოიცავდა კარდიოვასკულური დაავადებებისგან გამოწვეულ სიკვდილს, აორტის სარქვლის ქირურგიულ მეთოდით შეცვლა (aortic valve replacement [AVR]), გულის უკმარისობა ( congestive heart failure [CHF]), მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი, კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვა (coronary artery bypass Grafting [CABG]), პერკუტანული კორონარული ინტერვენცია (percutaneous coronary intervention [PCI]), ჰოსპიტალიზაცია არასტაბილური სტენოკარდიისა და არაჰემორაგიული ინსულტის დროს. ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილი შედგებოდა პირველადი ბოლო წერტილის მოვლენების კატეგორიების ქვეჯგუფებისგან.

პლაცებოსთან შედარებით, ეზეტიმიბის 10 მგ და სიმვასტატინის 40 მგ კომბინაციამ არ გამოიწვია MCE-ს რისკის მნიშვნელოვანი შემცირება. პირველადი საბოლოო წერტილი დაფიქსირდა 333 პაციენტში (35.3%) ეზეტიმიბ/სიმვასტატინის ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში 355 პაციენტში (38.2%) (hazard ratio ეზეტიმიბ/სიმვასტატინის ჯგუფში 0.96, 95% ნდობის ინტერვალი, 0.83-დან 1.12-მდე; p = 0.59). აორტის სარქველი შეიცვალა 267 პაციენტში (28.3%) ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში და 278 პაციენტში (29.9%) პლაცებოს ჯგუფში (hazard ratio 1.00; 95% KI, 0.84-დან 1,18-მდე; p = 0.97). უფრო ნაკლებ პაციენტს აღენიშნებოდა იშემიური გულ-სისხლძარღვთა მოვლენა ეზეტიმიბის/სიმვასტატინის ჯგუფში (n = 148), ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (n = 187) (hazard ratio, 0,78; 95% KI, 0,63-დან 0,97-მდე; P = 0,02), ძირითადად მივიღეთ პაციენტთა ნაკლები რაოდენობა, რომელთაც ჩაუტარდათ კორონარული შუნტირება.

კიბოთი დაავადების შემთხვევები უფრო ხშირად გვხვდებოდა ეზეტიმიბი/სიმვასტატინის ჯგუფში (105 vs 70, p = 0.01). ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია, რადგან კიბოს შემთხვევების საერთო რაოდენობა არ განსხვავდებოდა უფრო დიდ SHARP კვლევაში (438 ეზეტიმიბი/სიმვასტატინის ჯგუფში vs 439-ის წინააღმდეგ პლაცებოს ჯგუფში). გარდა ამისა, IMPROVE-IT კვლევაში ახლად დიაგნოზირებული კიბოს საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა სამკურნალო ჯგუფებს შორის (853 შემთხვევა ეზეტიმიბი/სიმვასტატინის ჯგუფში vs 863 შემთხვევა სიმვასტატინის მონოთერაპიის ჯგუფში), ამიტომ SEAS დაკვირვება არ შეიძლება დადასტურდეს არც SHARP კვლევაში და არც IMPROVE-IT კვლევაში.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ, ეზეტიმიბი სწრაფად შეიწოვება და ინტენსიურად კონიუგირდება ფარმაკოლოგიურად აქტიურ ფენოლ-გლუკურონიდთან (ეზეტიმიბის გლუკურონიდთან). პლაზმაში საშუალო პიკური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა ეზეტიმიბ-გლუკურონიდისთვის 1-2 საათის შემდეგ და ეზეტიმიბისთვის 4-12 საათის შემდეგ. ეზეტიმიბის აბსოლუტური ბიოშეღწევადობის დადგენა შეუძლებელია, რადგან ნივთიერება პრაქტიკულად არ იხსნება საინექციო წყალხსნარებში.

საკვების ერთდროულმა მიღებამ (ცხიმიანი ან უცხიმო საკვები) არ იმოქმედა ეზეტიმიბის პერორალურ ბიოშეღწევადობაზე 10 მგ-იანი ტაბლეტების სახით მიღებისას. ეზეტიმიბის მიღება შესაძლებელია საკვების მიღების გარეშე.

განაწილება

ადამიანებში ეზეტიმიბი 99.7%, ხოლო ეზეტიმიბ- გლუკურონიდი 88 - 92% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია

ეზეტიმიბი მეტაბოლიზდება ძირითადად წვრილ ნაწლავში და ღვიძლში გლუკურონიდის კონიუგაციის გზით (II ფაზის რეაქცია) და შემდგომ გამოიყოფა ნაღველში. მინიმალური ჟანგვითი მეტაბოლიზმი (I ფაზის რეაქცია) დაფიქსირდა ყველა გამოკვლეულ სახეობაში. ეზეტიმიბი და ეზეტიმიბ-გლუკურონიდი არის ძირითადი ნივთიერებები, რომლებიც აღმოჩენილია პლაზმაში, ეზეტიმიბი შეადგენს დაახლოებით 10-20%-ს, ხოლო ეზეტიმიბ-გლუკურონიდი შეადგენს პლაზმაში მთლიანი კონცენტრაციის დაახლოებით 80-90%-ს. ეზეტიმიბი და ეზეტიმიბ- გლუკურონიდი ნელა გამოიყოფა პლაზმიდან მნიშვნელოვანი ენტეროჰეპატური მიმოქცევის ნიშნებით. ეზეტიმიბისა და ეზეტიმიბ-გლუკურონიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 22 საათს.

ელიმინაცია

მოხალისეებში 20 მგ [14C] ეზეტიმიბის პერორალური მიღების შემდეგ, მთლიანი რადიოაქტიურობის დაახლოებით 93% გვხვდება პლაზმაში, როგორც საერთო ეზეტიმიბი. 10 დღიანი დაკვირვების განმავლობაში, მიღებული რადიოაქტიური დოზის დაახლოებით 78% გამოვლინდა განავალში და 11% შარდში. 48 საათის შემდეგ სისხლის პლაზმაში რადიოაქტიურობა აღარ იყო გამოვლენილი.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები

ბავშვები და მოზარდები

ეზეტიმიბის ფარმაკოკინეტიკა ≥ 6 წლის ბავშვებში არის ისეთივე, როგორც მოზრდილებში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობის კლინიკური გამოცდილება მოიცავს პაციენტებს ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიით ან ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიით.

ხანდაზმული პაციენტები

საერთო ეზეტიმიბის პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით ორჯერ მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის და მეტი), ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში (18-45 წელი). თუმცა, დსლპ ქოლესტერინის შემცირება და უსაფრთხოების პროფილი მსგავსია ხანდაზმულ და ახალგაზრდა სუბიექტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ეზეტიმიბით. ამიტომ ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ეზეტიმიბის ერთჯერადი 10 მგ-იანი დოზის შემდეგ ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში (Child-Pugh-Score 5 ან 6), საერთო ეზეტიმიბის საშუალო AUC იყო დაახლოებით 1,7-ჯერ მეტი ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. 14-დღიან, მრავალჯერადი დოზის კვლევაში (10 მგ დღეში) ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (Child-Pugh-Score 7-9), საერთო ეზეტიმიბის საშუალო AUC 1-ლ და მე-14 დღეს იყო დაახლოებით 4-ჯერ მეტი რომ ჯანსაღი მოხალისეებში. ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ვინაიდან საერთო ეზეტიმიბის გაზრდილი ზემოქმედების შედეგები ღვიძლის საშუალო ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (Child-Pugh-Score > 9) უცნობია, ეზეტიმიბი არ არის რეკომენდებული ამ პაციენტებისთვის (იხ. ნაწილი 4.4).

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

ეზეტიმიბის ერთჯერადი 10 მგ დოზის შემდეგ თირკმელების მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში (n = 8; საშუალო კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ/წთ/1,73 მ²), საერთო ეზეტიმიბის საშუალო AUC უფრო დაბალი იყო ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში (n = 9), იგი გაზრდილია დაახლოებით 1,5-ჯერ. ამ შედეგს არ აქვს რაიმე კლინიკური მნიშვნელობა. ამიტომ, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ამ კვლევაში ერთ პაციენტს (რომელიც თირკმელების ტრანსპლანტაციის შემდეგ იმყოფებოდა მრავალი წამლის თერაპიაზე, ციკლოსპორინის ჩათვლით) საერთო ეზეტიმიბზე ჰქონდა 12-ჯერ მეტი ექსპოზიცია.

სქესი

საერთო ეზეტიმიბის პლაზმური კონცენტრაცია ქალებში ოდნავ უფრო მაღალია (დაახლოებით 20%), ვიდრე მამაკაცებში. ეზეტიმიბით თერაპიის დროს, შედარებულია მამაკაცებსა და ქალებში დსლპ ქოლესტერინის დონის შემცირება და უსაფრთხოების პროფილიც. ამიტომ, სქესზე დამოკიდებული დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ფარმაცევტული მონაცემები

სხვა ინგრედიენტების სია

ლაქტოზას მონოჰიდრატი

მიკროკრისტალური ცელულოზა

მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.) [მცენარეული]

პოვიდონი (K29/32)

ნატრიუმის დოდეცილ სულფატი

ნატრიუმის კროსკარმელოზა

შეუთავსებლობა

არ შეესაბამება

შენახვის ვადა

4 წელი

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ეზეტიმიბ დენკი 10 მგ ტაბლეტები შეფუთულია თეთრი, გაუმჭვირვალე PVC/PVDC/PVC ალუმინის ბლისტერში. ბლისტერები შეფუთულია მუყაოს კოლოფში და თითოეულ კოლოფს მოყვება წამლის ანოტაცია.

ორიგინალი შეფუთვა მოიცავს 30, 50 და 100 ტაბლეტს.

შესაძლოაა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

განადგურების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები.

ლიცენზიის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ

პრინცრეგენტენშტრასე # 79

81675 მიუნხენი

გერმანია

ლიცენზიის ნომერი

93821.00.00

ლიცენზიის/ლიცენზიის გაგრძელების გაცემის თარიღი

2016 წლის 27 იანვარი / 2020 წლის 12 მარტი

ინფორმაციის მდგომარეობა

2021 წლის მაისი

გაყიდვების ფორმა

საჭიროებს ექიმის დანიშნულებას

მთარგმნელი: ირმა მაჩაიძე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა