ეზეტიმიბი ნორმონი 10 მგ ტაბლეტები EFG
Ezetimiba Normon 10 mg comprimidos EFG
ეზეტიმიბი ნორმონი არის მედიკამენტი, რომელიც აქვეითებს საერთო ქოლესტერინის მაღალ დონეს. ქოლესტერინი სისხლის ნაკადში არსებული ერთ-ერთი ცხიმოვანი ნივთიერებაა. საერთო ქოლესტერინი ძირითადად შედგება LDL (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) და HDL (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) ქოლესტერინისაგან. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ეზეტიმიბი (ezetimibe)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №28
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- C10AX09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043584
- რეგისტრირებულია
- 15 ივლისი 2025, მოქმედებს 15 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ეზეტიმიბი ნორმონი 10 მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეზეტიმიბი ნორმონი არის მედიკამენტი, რომელიც აქვეითებს საერთო ქოლესტერინის მაღალ დონეს.
ქოლესტერინი სისხლის ნაკადში არსებული ერთ-ერთი ცხიმოვანი ნივთიერებაა. საერთო ქოლესტერინი ძირითადად შედგება LDL (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) და HDL (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) ქოლესტერინისაგან.
LDL ქოლესტერინს ხშირად უწოდებენ “ცუდ” ქოლესტერინს, რადგან ის გროვდება არტერიების კედლებზე და წარმოქმნის ფოლაქს. საბოლოოდ, ფოლაქი იზრდება და შეიძლება გამოიწვიოს არტერიების შევიწროება. ამან შეიძლება შეანელოს ან დაახშოს სისხლის დინება სასიცოცხლო ორგანოებისკენ, როგორიცაა გული და თავის ტვინი. სისხლის დინების დახშობამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
HDL ქოლესტერინს ხშირად “კარგ” ქოლესტერინს უწოდებენ, რადგან ის ხელს უშლის არტერიების კედლებზე ცუდი ქოლესტერინის დაგროვებას და იცავს გულის დაავადებების განვითარებისაგან.
ტრიგლიცერიდები სისხლში არსებული ცხიმების სხვა ტიპს წარმოადგენენ და შეიძლება გაზარდონ გულის დაავადებების რისკი.
ეზეტიმიბი ნორმონი აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, “ცუდი” ქოლესტერინის (LDL ქოლესტერინის) და ცხიმოვანი ნივთიერების, ე.წ. ტრიგლიცერიდების, დონეს სისხლში. გარდა ამისა, ეზეტიმიბი ნორმონი ზრდის “კარგი” ქოლესტერინის (HDL ქოლესტერინის) დონეს სისხლში.
ეზეტიმიბი, ეზეტიმიბის ნორმონის აქტიური ნივთიერება, მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ქოლესტერინის შეწოვის დაქვეითების გზით.
ეზეტიმიბი ნორმონი ემატება ქოლესტერინის დამაქვეითებელი ეფექტის მქონე სტატინებს, მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ქოლესტერინის დონეს.
ის გამოიყენება პაციენტებში, რომლებშიც ვერ ხერხდება ქოლესტერინის დონის გაკონტროლება მხოლოდ ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი დიეტის დაცვით. ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს პაციენტმა უნდა დაიცვას ქოლესტერინის დამაქვეითებელი დიეტა.
ეზეტიმიბი ნორმონი გამოიყენება ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელ დიეტასთან ერთად შემდეგი მდგომარეობების დროს:
სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე (პირველადი ჰიპერქოლესტერინემია [ოჯახური ან არაოჯახური ჰეტეროზიგოტური]);
სტატინებთან ერთად, როცა ქოლესტერინის დონე ვერ კონტროლდება მხოლოდ სტატინებით.
მონოთერაპიის სახით, როცა სტატინებით თერაპია არ არის მიზანშეწონილი ან ვერ აიტანება.
მემკვიდრეობითი დაავადება (ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია), რომლის დროსაც იზრდება ქოლესტერინის დონე სისხლში. ამ დროს ასევე ინიშნება სტატინი და შესაძლოა სხვა თერაპია;
მემკვიდრეობითი დაავადება (ჰომოზიგოტური სიტოსტეროლემია, ე.წ. ფიტოსტეროლემია), რომლის დროსაც იზრდება მცენარეული სტეროლების დონე სისხლში.
თუ პაციენტს გულის დაავადება აქვს, ეზეტიმიბი ნორმონის კომბინაცია ქოლესტერინის დონის დამწევ მედიკამენტებთან, ე.წ. სტატინებთან, აქეითებს გულის შეტევის, ინსულტის, სისხლის ნაკადის გაზრდის გამო ქირურგიული ოპერაციის ან მკერდის არეში ტკივილის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკს.
ეზეტიმიბი ნორმონი არ უწყობს ხელს წონის დაქვეითებას.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად.
უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი მედიკამენტების მიღება, სანამ ექიმი არ გასცემს მათი მიღების შეწყვეტის მითითებას. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
ეზეტიმიბი ნორმონის მიღების დაწყებამდე საჭიროა ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი დიეტის დაცვა.
უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დამაქვეითებელი დიეტის დაცვა ეზეტიმიბი ნორმონით მკურნალობის დროს.
დოზირება
რეკომენდებული დოზაა ეზეტიმიბი ნორმონი 10 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში.
მიღების მეთოდი
მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
ეზეტიმიბი ნორმონის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, ჭამის დროს ან კვებისგან დამოუკიდებლად.
თუ ექიმმა დანიშნა სტატინი ეზეტიმიბი ნორმონთან ერთად, ორივე მედიკამენტის მიღება შეიძლება ერთდროულად. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ამ მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციის დოზირების რეკომენდაციების წაკითხვა.
თუ პაციენტს დანიშნული აქვს ეზეტიმიბი ნორმონი ქოლესტერინის დონის დამწევ სხვა მედიკამენტთან ერთად, რომლის აქტიური ნივთიერებაა ქოლესტირამინი ან ნაღვლის მჟავის შემბოჭველი ნივთიერება, ეზეტიმიბი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს 2 საათით ადრე ან 4 საათის შემდეგ ნაღვლის მჟავის შემბოჭველი მედიკამენტის მიღების შემდეგ.
ეზეტიმიბი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
ეზეტიმიბის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის დასახელებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
რეკომენდებულია შეფუთვისა და გამოყენების ინსტრუქციის თან ქონა ექიმთან კონსულტაციის დროს.
ეზეტიმიბი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. ეზეტიმიბი ნორმონის შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს მეორე დღეს, ჩვეულ დროს.
ეზეტიმიბი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, რადგან ქოლესტერინის დონემ შეიძლება ისევ მოიმატოს.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ეზეტიმიბის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
დაუშვებელია ეზეტიმიბი ნორმონის მიღება სტატინთან ერთად:
თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
სიფრთხილის ზომები
ეზეტიმიბი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
ექიმს უნდა ეცნობოს ყველა სამედიცინო მდგომარეობის, მათ შორის ალერგიების, შესახებ;
მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზს ეზეტიმიბი ნორმონის სტატინთან ერთად მკურნალობის დაწყებამდე, რითიც განსაზღვრავს ღვიძლის ფუნქციას;
მკურნალი ექიმი ასევე შეამოწმებს სისხლის ანალიზებს ეზეტიმიბი ნორმონის და სტატინის ერთდროულად გამოყენების შემდეგ, რითიც განსაზღვრავს ღვიძლის ფუნქციას;
ეზეტიმიბი ნორმონის გამოყენება არ არის რეკომენდებული ღვიძლის ზომიერი ან მძიმე პრობლემების დროს.
ეზეტიმიბისა და ქოლესტერინის დონის დამწევი გარკვეული პრეპარატების – ფიბრატების - ერთდროული გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის დადგენილი.
ბავშვები და მოზარდები
მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ბავშვებშსა და მოზარდებში (6-დან 17 წლამდე ასაკის), თუ არ არის ექიმის მიერ დანიშნული, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეზღუდული მონაცემების გამო.
მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ამ ასაკობრივ ჯგუფში ინფორმაციის არარსებობის გამო.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს. კერძოდ, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ ქვემოთ მოცემულ რომელიმე აქტიურ ნივთიერებას:
ციკლოსპორინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ორგანოგადანერგილ პაციენტებში);
მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის თრომბის წარმოქმნას, როგორიცაა: ვარფარინი, ფენპროკუმონი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (ანტიკოაგულანტები);
ქოლესტირამინი (მედიკამენტი, რომელიც ასევე აქვეითებს ქოლესტერინის დონეს), რადგან შეიძლება შეცვალოს ეზეტიმიბი ნორმონის ეფექტი;
ფიბრატები (ასევე, ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი მედიკამენტები).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
ორსულობა
დაუშვებელია სტატინის მიღება ეზეტიმიბი ნორმონთან ერთად ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
თუ სტატინითა და ეზეტიმიბი ნორმონით მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ ორივე მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან მიმართვა.
არ არის გამოცდილება სტატინის გარეშე ეზეტიმიბის გამოყენების შესახებ ორსულობის დროს. თუ პაციენტი ორსულადაა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ეზეტიმიბი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე.
ძუძუთი კვება
დაუშვებელია ეზეტიმიბი ნორმონისა და სტატინის ერთდროული მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან არ არის ცნობილი მედიკამენტი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში.
ეზეტიმიბი ნორმონის გამოყენება სტატინის გარეშე არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის მოსალოდნელი, რომ ეზეტიმიბმა ნორმონმა გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ზოგიერთ პირს შეიძლება განუვითარდეს თავბრუსხვევა ეზეტიმიბი ნორმონის მიღების შემდეგ. თუ პაციენტს ეს აღენიშნება, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტი თავს უკეთესად არ იგრძნობს.
ეზეტიმიბი ნორმონი შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენების სიხშირეების განსაზღვრისათვის გამოყენებულია შემდეგი პირობები:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, იზოლირებული შემთხვევების ჩათვლით)
თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების ტკივილი, დაჭიმულობა ან სისუსტე, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. იშვიათ შემთხვევებში კუნთების პრობლემებმა, მათ შორის კუნთების დაშლამ, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება, რაც შეიძლება სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს.
გამოყენებისას აღინიშნა ალერგიული რეაქციები, მათ შორის სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას).
მედიკამენტის ცალკე გამოყენებისას აღწერილ იქნა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
მუცლის ტკივილი;
ფაღარათი;
აირები;
დაღლილობა.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ღვიძლის ფუნქციის (ტრანსამინაზების) ან კუნთების ფუნქციის (CK) ლაბორატორიული ანალიზების მომატება;
ხველა;
დისპეფსია;
გულძმარვა;
გულისრევა;
სახსრების ტკივილი;
კუნთების სპაზმები;
კისრის ტკივილი;
მადის დაქვეითება;
ტკივილი;
მკერდის არეში ტკივილი;
ალები;
ჰიპერტენზია.
დამატებით, სტატინებთან ერთად გამოყენებისას აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი სისხლის ანალიზის მომატება (ტრანსამინაზები);
თავის ტკივილი;
კუნთების ტკივილი;
დაჭიმულობა ან სისუსტე.

ჩხვლეტის შეგრძნება;
პირის სიმშრალე;
ქავილი;
გამონაყარი;
ჭინჭრის ციება (ურტიკარია);
წელის ტკივილი;
კუნთების სისუსტე;
ხელებისა და ფეხების ტკივილი;
უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე;
შესივება, განსაკუთრებით ხელებისა და ტერფების.
ფენოფიბრატებთან ერთად გამოყენებისას აღწერილ იქნა შემდეგი ხშირი გვერდითი მოვლენა:

მუცლის ტკივილი
დამატებით, გამოყენებისას აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
თავბრუსხვევა;
კუნთების ტკივილი;
ღვიძლის პრობლემები;
ალერგიული რეაქციები, გამონაყარისა და ჭინჭრის ციების ჩათვლით;
ამობურცული, წითელი გამონაყარი, ზოგჯერ სამიზნის ფორმის დაზიანებებით (მულტიფორმული ერითემა);
კუნთების ტკივილი, დაჭიმულობა ან სისუსტე;
კუნთების დაშლა;
ნაღვლის ბუშტში კენჭები ან ნაღვლის ბუშტის ანთება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება);
პანკრეასის ანთება ხშირად მუცლის ძლიერი ტკივილით;
ყაბზობა;
სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწივოს სისხლჩაქცევა/სისხლდენა (თრომბოციტოპენია);
დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება;
დეპრესია;
უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე;
ქოშინი.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: https://www.notificaram.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ეზეტიმიბი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოპოვიდონი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი და მაგნიუმის სტეარატი.
ეზეტიმიბი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ეზეტიმიბი ნორმონი ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი ტაბლეტები, აღნიშვნით “E” ცალ მხარეს.
წარმოდგენილია ბლისტერებზე 28 ტაბლეტის სახით.
შენახვის პირობები
ინახება 30ºC-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალი შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტები და კონტეინერები უნდა მოთავსდეს აფთიაქში, SIGRE + სიმბოლოთი აღნიშნულ სპეციალურ ადგილას. თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ეზეტიმიბი ნორმონი 10 მგ ტაბლეტები
ეზეტიმიბი
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის, სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ეზეტიმიბი ნორმონი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ეზეტიმიბი ნორმონის მიღებამდე;
ეზეტიმიბი ნორმონის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ეზეტიმიბი ნორმონის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ეზეტიმიბი ნორმონი და მისი გამოყენება
ეზეტიმიბი ნორმონი არის მედიკამენტი, რომელიც აქვეითებს საერთო ქოლესტერინის მაღალ დონეს.
ქოლესტერინი სისხლის ნაკადში არსებული ერთ-ერთი ცხიმოვანი ნივთიერებაა. საერთო ქოლესტერინი ძირითადად შედგება LDL (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) და HDL (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) ქოლესტერინისაგან.
LDL ქოლესტერინს ხშირად უწოდებენ “ცუდ” ქოლესტერინს, რადგან ის გროვდება არტერიების კედლებზე და წარმოქმნის ფოლაქს. საბოლოოდ, ფოლაქი იზრდება და შეიძლება გამოიწვიოს არტერიების შევიწროება. ამან შეიძლება შეანელოს ან დაახშოს სისხლის დინება სასიცოცხლო ორგანოებისკენ, როგორიცაა გული და თავის ტვინი. სისხლის დინების დახშობამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
HDL ქოლესტერინს ხშირად “კარგ” ქოლესტერინს უწოდებენ, რადგან ის ხელს უშლის არტერიების კედლებზე ცუდი ქოლესტერინის დაგროვებას და იცავს გულის დაავადებების განვითარებისაგან.
ტრიგლიცერიდები სისხლში არსებული ცხიმების სხვა ტიპს წარმოადგენენ და შეიძლება გაზარდონ გულის დაავადებების რისკი.
ეზეტიმიბი ნორმონი აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, “ცუდი” ქოლესტერინის (LDL ქოლესტერინის) და ცხიმოვანი ნივთიერების, ე.წ. ტრიგლიცერიდების, დონეს სისხლში. გარდა ამისა, ეზეტიმიბი ნორმონი ზრდის “კარგი” ქოლესტერინის (HDL ქოლესტერინის) დონეს სისხლში.
ეზეტიმიბი, ეზეტიმიბის ნორმონის აქტიური ნივთიერება, მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ქოლესტერინის შეწოვის დაქვეითების გზით.
ეზეტიმიბი ნორმონი ემატება ქოლესტერინის დამაქვეითებელი ეფექტის მქონე სტატინებს, მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ქოლესტერინის დონეს.
ის გამოიყენება პაციენტებში, რომლებშიც ვერ ხერხდება ქოლესტერინის დონის გაკონტროლება მხოლოდ ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი დიეტის დაცვით. ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს პაციენტმა უნდა დაიცვას ქოლესტერინის დამაქვეითებელი დიეტა.
ეზეტიმიბი ნორმონი გამოიყენება ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელ დიეტასთან ერთად შემდეგი მდგომარეობების დროს:
სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე (პირველადი ჰიპერქოლესტერინემია [ოჯახური ან არაოჯახური ჰეტეროზიგოტური]);
სტატინებთან ერთად, როცა ქოლესტერინის დონე ვერ კონტროლდება მხოლოდ სტატინებით.
მონოთერაპიის სახით, როცა სტატინებით თერაპია არ არის მიზანშეწონილი ან ვერ აიტანება.
მემკვიდრეობითი დაავადება (ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია), რომლის დროსაც იზრდება ქოლესტერინის დონე სისხლში. ამ დროს ასევე ინიშნება სტატინი და შესაძლოა სხვა თერაპია;
მემკვიდრეობითი დაავადება (ჰომოზიგოტური სიტოსტეროლემია, ე.წ. ფიტოსტეროლემია), რომლის დროსაც იზრდება მცენარეული სტეროლების დონე სისხლში.
თუ პაციენტს გულის დაავადება აქვს, ეზეტიმიბი ნორმონის კომბინაცია ქოლესტერინის დონის დამწევ მედიკამენტებთან, ე.წ. სტატინებთან, აქეითებს გულის შეტევის, ინსულტის, სისხლის ნაკადის გაზრდის გამო ქირურგიული ოპერაციის ან მკერდის არეში ტკივილის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკს.
ეზეტიმიბი ნორმონი არ უწყობს ხელს წონის დაქვეითებას.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ეზეტიმიბი ნორმონის მიღებამდე
თუ პაციენტი ეზეტიმიბს ნორმონს იღებს სტატინთან ერთად, საჭიროა ამ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციის გაცნობა.
დაუშვებელია ეზეტიმიბი ნორმონის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ეზეტიმიბის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
დაუშვებელია ეზეტიმიბი ნორმონის მიღება სტატინთან ერთად:
თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ეზეტიმიბი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
ექიმს უნდა ეცნობოს ყველა სამედიცინო მდგომარეობის, მათ შორის ალერგიების, შესახებ;
მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზს ეზეტიმიბი ნორმონის სტატინთან ერთად მკურნალობის დაწყებამდე, რითიც განსაზღვრავს ღვიძლის ფუნქციას;
მკურნალი ექიმი ასევე შეამოწმებს სისხლის ანალიზებს ეზეტიმიბი ნორმონის და სტატინის ერთდროულად გამოყენების შემდეგ, რითიც განსაზღვრავს ღვიძლის ფუნქციას;
ეზეტიმიბი ნორმონის გამოყენება არ არის რეკომენდებული ღვიძლის ზომიერი ან მძიმე პრობლემების დროს.
ეზეტიმიბისა და ქოლესტერინის დონის დამწევი გარკვეული პრეპარატების – ფიბრატების - ერთდროული გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის დადგენილი.
ბავშვები და მოზარდები
მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ბავშვებშსა და მოზარდებში (6-დან 17 წლამდე ასაკის), თუ არ არის ექიმის მიერ დანიშნული, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეზღუდული მონაცემების გამო.
მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ამ ასაკობრივ ჯგუფში ინფორმაციის არარსებობის გამო.
სხვა მედიკამენტები და ეზეტიმიბი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს. კერძოდ, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ ქვემოთ მოცემულ რომელიმე აქტიურ ნივთიერებას:
ციკლოსპორინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ორგანოგადანერგილ პაციენტებში);
მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის თრომბის წარმოქმნას, როგორიცაა: ვარფარინი, ფენპროკუმონი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (ანტიკოაგულანტები);
ქოლესტირამინი (მედიკამენტი, რომელიც ასევე აქვეითებს ქოლესტერინის დონეს), რადგან შეიძლება შეცვალოს ეზეტიმიბი ნორმონის ეფექტი;
ფიბრატები (ასევე, ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი მედიკამენტები).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
ორსულობა
დაუშვებელია სტატინის მიღება ეზეტიმიბი ნორმონთან ერთად ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
თუ სტატინითა და ეზეტიმიბი ნორმონით მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ ორივე მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან მიმართვა.
არ არის გამოცდილება სტატინის გარეშე ეზეტიმიბის გამოყენების შესახებ ორსულობის დროს. თუ პაციენტი ორსულადაა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ეზეტიმიბი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე.
ძუძუთი კვება
დაუშვებელია ეზეტიმიბი ნორმონისა და სტატინის ერთდროული მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან არ არის ცნობილი მედიკამენტი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში.
ეზეტიმიბი ნორმონის გამოყენება სტატინის გარეშე არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამის შესახებ.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ არის მოსალოდნელი, რომ ეზეტიმიბმა ნორმონმა გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ზოგიერთ პირს შეიძლება განუვითარდეს თავბრუსხვევა ეზეტიმიბი ნორმონის მიღების შემდეგ. თუ პაციენტს ეს აღენიშნება, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტი თავს უკეთესად არ იგრძნობს.
ეზეტიმიბი ნორმონი შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.
ეზეტიმიბი ნორმონის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად.
უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი მედიკამენტების მიღება, სანამ ექიმი არ გასცემს მათი მიღების შეწყვეტის მითითებას. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
ეზეტიმიბი ნორმონის მიღების დაწყებამდე საჭიროა ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი დიეტის დაცვა.
უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დამაქვეითებელი დიეტის დაცვა ეზეტიმიბი ნორმონით მკურნალობის დროს.
დოზირება
რეკომენდებული დოზაა ეზეტიმიბი ნორმონი 10 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში.
მიღების მეთოდი
მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
ეზეტიმიბი ნორმონის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, ჭამის დროს ან კვებისგან დამოუკიდებლად.
თუ ექიმმა დანიშნა სტატინი ეზეტიმიბი ნორმონთან ერთად, ორივე მედიკამენტის მიღება შეიძლება ერთდროულად. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ამ მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციის დოზირების რეკომენდაციების წაკითხვა.
თუ პაციენტს დანიშნული აქვს ეზეტიმიბი ნორმონი ქოლესტერინის დონის დამწევ სხვა მედიკამენტთან ერთად, რომლის აქტიური ნივთიერებაა ქოლესტირამინი ან ნაღვლის მჟავის შემბოჭველი ნივთიერება, ეზეტიმიბი ნორმონის მიღება უნდა მოხდეს 2 საათით ადრე ან 4 საათის შემდეგ ნაღვლის მჟავის შემბოჭველი მედიკამენტის მიღების შემდეგ.
ეზეტიმიბი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
ეზეტიმიბის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის დასახელებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
რეკომენდებულია შეფუთვისა და გამოყენების ინსტრუქციის თან ქონა ექიმთან კონსულტაციის დროს.
ეზეტიმიბი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. ეზეტიმიბი ნორმონის შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს მეორე დღეს, ჩვეულ დროს.
ეზეტიმიბი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, რადგან ქოლესტერინის დონემ შეიძლება ისევ მოიმატოს.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენების სიხშირეების განსაზღვრისათვის გამოყენებულია შემდეგი პირობები:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, იზოლირებული შემთხვევების ჩათვლით)
თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების ტკივილი, დაჭიმულობა ან სისუსტე, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. იშვიათ შემთხვევებში კუნთების პრობლემებმა, მათ შორის კუნთების დაშლამ, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება, რაც შეიძლება სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს.
გამოყენებისას აღინიშნა ალერგიული რეაქციები, მათ შორის სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას).
მედიკამენტის ცალკე გამოყენებისას აღწერილ იქნა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
მუცლის ტკივილი;
ფაღარათი;
აირები;
დაღლილობა.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ღვიძლის ფუნქციის (ტრანსამინაზების) ან კუნთების ფუნქციის (CK) ლაბორატორიული ანალიზების მომატება;
ხველა;
დისპეფსია;
გულძმარვა;
გულისრევა;
სახსრების ტკივილი;
კუნთების სპაზმები;
კისრის ტკივილი;
მადის დაქვეითება;
ტკივილი;
მკერდის არეში ტკივილი;
ალები;
ჰიპერტენზია.
დამატებით, სტატინებთან ერთად გამოყენებისას აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი სისხლის ანალიზის მომატება (ტრანსამინაზები);
თავის ტკივილი;
კუნთების ტკივილი;
დაჭიმულობა ან სისუსტე.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ჩხვლეტის შეგრძნება;
პირის სიმშრალე;
ქავილი;
გამონაყარი;
ჭინჭრის ციება (ურტიკარია);
წელის ტკივილი;
კუნთების სისუსტე;
ხელებისა და ფეხების ტკივილი;
უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე;
შესივება, განსაკუთრებით ხელებისა და ტერფების.
ფენოფიბრატებთან ერთად გამოყენებისას აღწერილ იქნა შემდეგი ხშირი გვერდითი მოვლენა:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
მუცლის ტკივილი
დამატებით, გამოყენებისას აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
თავბრუსხვევა;
კუნთების ტკივილი;
ღვიძლის პრობლემები;
ალერგიული რეაქციები, გამონაყარისა და ჭინჭრის ციების ჩათვლით;
ამობურცული, წითელი გამონაყარი, ზოგჯერ სამიზნის ფორმის დაზიანებებით (მულტიფორმული ერითემა);
კუნთების ტკივილი, დაჭიმულობა ან სისუსტე;
კუნთების დაშლა;
ნაღვლის ბუშტში კენჭები ან ნაღვლის ბუშტის ანთება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება);
პანკრეასის ანთება ხშირად მუცლის ძლიერი ტკივილით;
ყაბზობა;
სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწივოს სისხლჩაქცევა/სისხლდენა (თრომბოციტოპენია);
დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება;
დეპრესია;
უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე;
ქოშინი.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: https://www.notificaram.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ეზეტიმიბის ნორმონის შენახვის წესი
ინახება 30ºC-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალი შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტები და კონტეინერები უნდა მოთავსდეს აფთიაქში, SIGRE + სიმბოლოთი აღნიშნულ სპეციალურ ადგილას. თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ეზეტიმიბი ნორმონი
აქტიური ნივთიერებაა ეზეტიმიბი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოპოვიდონი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი და მაგნიუმის სტეარატი.
ეზეტიმიბი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ეზეტიმიბი ნორმონი ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი ტაბლეტები, აღნიშვნით “E” ცალ მხარეს.
წარმოდგენილია ბლისტერებზე 28 ტაბლეტის სახით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
C/Ronda de Valdecarrizo, 6
28760 Tres Cantos, Madrid
Spain
ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.
კ/რონდა დე ვალდეკარიზო, 6
28760 ტრეს კანტოს, მადრიდი
ესპანეთი
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია: 2022 წლის აპრილი.
პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონელის სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.