პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

დულოქსეტინი ნორმონი 30 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები EFG

Duloxetina Normon 30 mg cápsulas duras gastrorresistentes EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

დულოქსეტინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დულოქსეტინს. დულოქსეტინი ნორმონი ზრდის სეროტონინისა და ნორადრენალინის დონეებს ნერვულ სისტემაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დულოქსეტინი (duloxetine)
ფორმა და შეფუთვა
30მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა №28
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სხვა ანტიდეპრესანტები
ATC კოდი
N06AX21
რეგისტრაციის ნომერი
რ-041402
რეგისტრირებულია
24 ივნისი 2024, მოქმედებს 24 ივნისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადულოქსეტინი ნორმონი 30 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები EFG და სხვა წამალი ერთად

დულოქსეტინი ნორმონი 30 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დულოქსეტინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დულოქსეტინს. დულოქსეტინი ნორმონი ზრდის სეროტონინისა და ნორადრენალინის დონეებს ნერვულ სისტემაში.

დულოქსეტინი ნორმონი მოზრდილებში გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

დეპრესია

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (შფოთვის ან ნევროზულობის ქრონიკული შეგრძნება)

დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილი (ხშირად აღწერილია, როგორც: წვის, ჩხვლეტის, წიწკნის, სპამიზ ან ელექტრული შოკის მსგავსი შეგრძნება. შეიძლება აღინიშნოს დაზიანებულ არეში შეგრძნების დაკარგვა ან შეხების, სიცხის, სიცივის ან ზეწოლის შეგრძნებები, რომლებიც იწვევს ტკივილს).

დულოქსეტინი ნორმონი დეპრესიის ან შფოთვის მქონე პაციენტებში მოქმედებას იწყებს მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება დასჭირდეს 2-4 კვირა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი თავს კარგად არ გრძნობს ამ დროის გასვლის შემდეგ. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ექიმმა შეიძლება გაარძელოს დულოქსეტინი ნორმონით მკურნალობა, რათა ისევ არ განვითარდეს დეპრესია ან შფოთვა.

დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილის მქონე პაციენტებში საჭიროა რამდენიმე კვირიანი მკურნალობა, რათა პაციენტმა უკეთ იგრძნოს თავი.

საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება 2 თვის შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

დულოქსეტინი ნორმონი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. კაფსულის გადაყლაპვა უნდა მოხდეს მთლიანად, წყლის მიყოლებით.

დეპრესიის და დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობა:

დულოქსეტინი ნორმონის რეკომენდებული დოზაა 60 მგ ერთხელ დღეში, თუმცა ექიმი დანიშნავს პაციენტისათვის საჭირო დოზას.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობა:

დულოქსეტინი ნორმონის საწყისი დოზაა 30 მგ ერთხელ დღეში, რომლის შემდგომ პაციენტების უმეტესობა იღებს 60 მგ-ს ერთხელ დღეში, თუმცა ექიმი დანიშნავს პაციენტისათვის საჭირო დოზას. დოზა შეიძლება გაიზარდოს 120 მგ-მდე დღეში დულოქსეტინი ნორმონის მიმართ პასუხის მიხედვით.

დულოქსეტინი ნორმონის მიღების გახსენებაში დასახმარებლად პაციენტმა ის უნდა მიიღოს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დულოქსეტინი ნორმონის მიღების ხანგრძლივობის შესახებ. არ უნდა მოხდეს დულოქსეტინი ნორმონის მიღების შეწყვეტა, ან დოზის შეცვლა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დაავადების სათანადო მკურნალობა მნიშვნელოვანია პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუ არ ჩატარდება მკურნალობა, მდგომარეობა არ აღმოიფხვრება და შეიძლება უფრო სერიოზული და ძნელად სამკურნალო გახდეს.

დულოქსეტინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: (+34) 91 562 04 20, მიღებული მედიკამენტისა და რაოდენობის მითითებით.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს ძილიანობას, კომას, სეროტონინის სინდრომს (იშვიათი რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი ბედნიერების შეგრძნება, ძილიანობა, მოდუნება, მოუსვენრობა, სიმთვრალის შეგრძნება, ცხელება, ოფლიანობა ან რიგიდული კუნთები), გულყრებს, ღებინებას და ტაქიკარდიას.

დულოქსეტინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვებულ უნდა იქნას დავიწყებული დოზა და მიღებულ უნდა იქნას ერთი დოზა, როგორც ჩვეულებრივ. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დაუშვებელია დულოქსეტინი ნორმონის დღიურ დოზაზე მეტის მიღება, რომელიც დანიშნული აქვს პაციენტს.

დულოქსეტინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

არ უნდა შეწყდეს კაფსულების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად. თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტს აღარ ესაჭიროება დულოქსეტინი ნორმონის მიღება, ის დოზას შეამცირებს არაუმცირეს 2 კვირის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტამდე.

ზოგიერთ პაციენტს დულოქსეტინი ნორმონის უეცრად შეწყვეტისას განუვითარდათ შემდეგი სიმპტომები:

თავბრუსხვევა, ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება ან ელექტრული შოკის მსგავსი შეგრძნება (ძირითადად თავში), ძილის დარღვევები (ცოცხალი სიზმრები, კოშმარები, უძილობა), დაღლილობა, ძილიანობა, მოუსვენრობა ან აჟიტირება, შფოთვა, გულისრევა ან ღებინება, ტრემორი, თავის ტკივილები, კუნთების ტკივილი, გაღიზიანება, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა ან ვერტიგო.

ეს სიმპტომები ჩვეულებრივ არ არის სერიოზული და ქრება რამდენიმე დღეში, მაგრამ თუ სიმპტომები შემაწუხებელია, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია დულოქსეტინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს ღვიძლის დაავადება აქვს;

თუ პაციენტს მძიმე თირკმლის დაადება აქვს;

თუ პაციენტი იღებს ან ბოლო 14 დღის განმავლობაში იღებდა სხვა მედიკამენტს, ე.წ. მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორს (მაოი) (იხ. “სხვა მედიკამენტები და დულოქსეტინი ნორმონი”);

თუ პაციენტი იღებს ფლუვოქსამინს, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, ციპროფლოქსაცინს ან ენოქსაცინს, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ინფექციების სამკურნალოდ;

თუ პაციენტი იღებს დულოქსეტინის შემცველ სხვა მედიკამენტებს (იხ. “სხვა მედიკამენტები და დულოქსეტინი ნორმონი”).

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს მაღალი არტერიული წნევა ან გულის დაავადება აქვს. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, უნდა მიიღოს თუ არა პაციენტმა დულოქსეტინი ნორმონი.

სიფრთხილის ზომები

ქვემოთ ჩამოთვლილია მიზეზები, რატომ შეიძლება დულოქსეტინი არ იყოს მიზანშეწონილი პაციენტისათვის. დულოქსეტინის მიღებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტი იღებს დეპრესიის სამკურნალო სხვა მედიკამენტებს (იხ. “სხვა მედიკამენტები და დულოქსეტინი ნორმონი”);

თუ პაციენტი იღებს კრაზანას, მცენარეულ პრეპარატს (Hypericum perforatum);

თუ პაციენტს თირკმლის დაავადება აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება გულყრები;

თუ პაციენტს ჰქონდა მანია;

თუ პაციენტს ბიპოლარული აშლილობა აქვს;

თუ პაციენტს თვალის პრობლემები აქვს, როგორიცაა გარკვეული ტიპის გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება);

თუ პაციენტს სისხლდენის დარღვევის ანამნეზი აქვს (სისხლჩაქცევების განვითარებისკენ ტენდენცია);

თუ პაციენტს ნატრიუმის დაბალი დონის რისკი აქვს (მაგ.: თუ პაციენტი იღებს დიურეტიკებს, განსაკუთრებით, ხანდაზმულები);

თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება;

თუ პაციენტი იღებს დულოქსტინის შემცველ სხვა მედიკამენტებს (იხ. “სხვა მედიკამენტები და დულოქსეტინი ნორმონი”).

დულოქსეტინმა შეიძლება გამოიწვიოს მოუსვენრობა ან წყნარად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ეს სიმპტომები.

ზოგიერთმა მედიკამენტმა, რომელსაც მიეკუთვნება დულოქსეტინი ნორმონი (ე.წ. SSRIs/SNRSs), შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. პარაგრაფი 4). ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები გრძელდება მკურნალობის შეჩერების შემდეგ.

სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება

თუ პაციენტს აქვს დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, ზოგერ შეიძლება აღენიშნებოდეს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ეს შეიძლება გამწვავდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის პირველად დაწყებისას, რადგან ამ მედიკამენტების მოქმედების დაწყებას ესაჭიროება გარკვეული პერიოდი, ჩვეულებრივ ორი კვირა ან უფრო მეტი.

პაციენტს ეს მდგომარეობა უფრო მეტად აღენიშნება:

თუ წარსულში ჰქონდა თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები;

თუ პაციენტი ახალგაზრდა ასაკისაა. კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, აღინიშნა სუიციდური ქცევის გაზრდილი რისკი ფსიქიკური დარღვევების მქონე 25 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან კლინიკაში მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები.

შეიძლება პაციენტისათვის სასარგებლო აღმოჩნდეს, ნათესავს ან ახლო მეგობარს შეატყობინოს, რომ აქვს დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვოს გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა. მათ უნდა შეატყობინონ, თუ ფიქრობენ, რომ პაციენტის მდგომარეობა - დეპრესია და შფოთვითი აშლილობა - უარესდება ან აღინიშნება ქცევის ცვლილება.

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენება

დულოქსეტინის გამოყენება ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. ამ ჯგუფის მედიკამენტების 18 წლამდე ასაკის პაციენტებს მიღებისას აღენიშნებათ გვერდითი მოვლენების განვითარების გაზრდილი რისკი, როგორიცაა: სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრული განწყობა (უმეტესად: აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და რისხვა). მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს დულოქსეტინი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ექიმი დულოქსეტინს ნიშნავს 18 წლამდე ასაკის პაციენტში და პაციენტს სურს ამის განხილვა, მან უნდა მიმართოს ექიმს. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ვითარდება ან უარესდება 18 წლამდე ასაკის პაციენტში, რომელიც იღებს დულოქსეტინს. ასევე, არ არის დადგენილი ამ ასაკობრივ ჯგუფში დულოქსეტინის უსაფრთხოების ხანგრძლივი ეფექტები ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებასა და კოგნიტიურ და ქცევით განვითარებაზე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

დულოქსეტინი ნორმონის აქტიური ნივთიერება, დულოქსეტინი, გამოიყენება სხვა მედიკამენტებში სხვა თერაპიებისათვის:

დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილი, დეპრესია, შფოთვა და შარდის შეუკავებლობა.

ერთდროულად ერთზე მეტი ამ მედიკამენტის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი უკვე იღებს დულოქსტინის შემცველ სხვა მედიკამენტს.

მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა დულოქსეტინის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად. მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება სხვა მედიკამენტების მიღების დაწყება ან შეწყვეტა, ურეცეპტოდ გასაცემი და მცენარეული პრეპარატების ჩათვლით.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:

მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი): არ უნდა მოხდეს დულოქსეტინის მიღება, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში (უკანასკნელი 14 დღე) იღებდა სხვა ანტიდეპრესსანტს, ე.წ. მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორს (მაოი). მაოი პრეპარატებია: მოკლობემიდი (ანტიდეპრესანტი) და ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი). მაოი-ის მიღებამ სხვა რეცეპტურულ მედიკამენტებთან ერთად, მათ შორის დულოქსეტინთან, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან სიცოცხლისათვის სახიფათო გვერდითი მოვლენებიც კი. საჭიროა არაუმცირეს 14 დღე მოცდა მაოი-ს მიღების შეწყვეტიდან, სანამ მოხდება დულოქსეტინის მიღება. ანალოგიურად, საჭიროა დულოქსეტინის შეწყვეტიდან არაუმცირეს ხუთი დღე მოცდა მაოი-ს მიღებამდე.

მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ძილიანობას: ეს მოიცავს რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებს, მათ შორის: ბენზოდიაზეპინები, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენობარბიტალი და ანტიჰისტამინური პრეპარატები.

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან სეროტონინის დონეს: ტრიფტანები, ტრამადოლი, ტრიპტოფანი, სეროტონინი უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI, როგორიცაა: პაროქსეტინი და ფლუოქსეტინი), SNRI (როგორიცაა, ვენლაფაქსინი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა: კლომიპრამინი, ამიტრიპტილინი), პეთიდინი, კრაზანა და მაოი (როგორიცაა მოკლობემიდი და ლინეზოლიდი). ეს მედიკამენტები ზრდიან გვერდითი მოვლენების რისკს. თუ პაციენტს აღენიშნება უჩვეულო სიმპტომი რომელიმე ამ მედიკამენტის დულოქსეტინთან ერთად მიღებისას, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

პერორალური ანტიკოაგულანტები ან თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო აგენტები: მედიკამენტები, რომლებიც ათხელებენ სისხლს ან ხელს უშლიან თრომბების ფორმირებას. ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი.

დულოქსეტინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

დულოქსეტინი ნორმონის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე. სიფრთხილეა საჭირო, თუ პაციენტი იღებს ალკოჰოლს დულოქსეტინით მკურნალობის დროს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, ან ცდილობს დაფეხმძიმებას ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში. დულოქსეტინი მიღებულ უნდა იქნას მხოლოდ ექიმთან ერთად ნაყიფზე პოტენციური სარგებლისა და რისკის შეფასების შემდეგ.

მეანს და/ან ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს. ორსულობის დროს მსგავსი მედიკამენტების (SSRI) მიღებისას ახალშობილებში შეიძლება გაიზარდოს მძიმე მდგომარეობის. ე.წ. ახალშობილების ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის (PPHN) განვითარების რისკი, რომლის დროსაც ბავშვებს აღენიშნებათ სუნთქვის გახშირება და ციანოზი. სიმპტომები, ჩვეულებრივ, იწყება დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში. საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან მეანთან მიმართვა, თუ ბავშვს აღენიშნება ასეთი სიმპტომები.

დულოქსეტინის მიღებისას ფეხმძიმობის ბოლოს ახალშობილს შეიძლება აღენიშნოს ზოგიერთი სიმპტომი. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება დაბადებისას ან დაბადებიდან რამდენიმე დღეში. სიმპტომები მოიცავს კუნთების მოდუნებას, კანკალს, ნევროზულობას, ცუდად კვებას, სუნთქვის გაძნელებას და გულყრებს. თუ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი დაბადებისას, ან დედა წუხს ბავშვის ჯანმრთელობაზე, საჭიროა ექიმთან ან მეანთან მიმართვა.

საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა ძუძუთი კვების დროს. დულოქსეტინის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა რჩვისათვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დულოქსეტინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მასზე დულოქსეტინი.

დულოქსეტინი ნორმონი შეიცავს საქაროზას

ეს მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს თუმცა არა ყველა პაციენტში. ეს მოვლენები ჩვეულებრივ სუსტი ან ზომიერი ხასიათისაა და ხშირად ქრება რამდენიმე კვირაში.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1–ზე მეტ პაციენტში):

თავის ტკივილი, ძილიანობა

გულისრევა, პირის სიმშრალე

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1–ზე ნაკლებ პაციენტში):

მადის დაქვეითება

დაძინების გაძნელება, აგზნება, ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, ორგაზმის მიღწევის გაძნელება ან შეუძლებლობა, უჩვეულო სიზმრები

თავბრუსხვევა, მოდუნება, ტრემორი, გაბრუება, კანზე დაბუჟების, ჩხვლეტის ან წვის შგრძნება

მხედველობის დაბინდვა

ტინიტუსი (ყურებში ხმაური)

გულისცემის შეგრძნება

სისხლის წნევის მომატება, ალები

გაძლიერებული მთქნარება

ყაბზობა, დიარეა, კუჭის ტკივილი, ღებინება, გულძმარვა ან დისპეფსია, მეტეორიზმი

გაძლიერებული ოფლიანობა, გამონაყარი (ქავილით)

კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი

მტკივნეული შარდვა, ხშირი შარდვა

ერექციის მიღწევის შეუძლებლობა, ეაკულაციის ცვლილებები

დავარდნა (ძირითადად ხანდაზმულებში), დაღლილობა

წონის კლება

დეპრესიის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც მკურნალობდნენ ამ მედიკამენტით, აღინიშნა წონის კლება მედიკამენტის პირველად მიღებისას. წონა გაიზარდა სხვა ბავშვებსა და მოზარდებში, მათ ასაკთან და სქესთან შედარებით, მკურნალობის 6 თვის შემდეგ.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ხორხის ანთება, რომელიც იწვევს ხმის ჩახლეჩას.

სუიციდური აზრები, დაძინების გაძნელება, კბილების კრაჭუნი ან მოჭერა, დეზორიენტაცია, მოტივაციის ნაკლებობა.

კუნთების უეცარი, უნებლიე მოძრაობები ან შეკუმშვები, მოუსვენრობის შეგრძნება ან წყნარად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა. ნევროზულობა, კონცენტრაციის გაძნელება, გემოს ცვლილება, მოძრაობის კონტროლის გაძნელება, როგორიცაა კოორდინაციის ნაკლებობა ან კუნთების უნებლიე მოძრაობები, მოუსვენარი ფეხების სიმდრომი, ძილის ცუდი ხარისხი.

გუგების გაფართოება, მხედველობის პრობლემები

თავბრუსხვევის ან ვერტიგოს შეგრძნება, ყურის ტკივილი

სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა

გულისწასვლა, თავბრუსხვეა, გაბრუება ან გულისწასვლა ადგომისას, ცივი ფეხის და/ან ხელის თითები

ხორხი სპაზმი, ცხვირიდან სისხლდენა

სისხლიანი ღებინება ან შავი, კუპრისფერი განავალი, გასტროენტერიტი, ბოყინი, ყლაპვის გაძნელება

ღვიძლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი და კანის ან სკლერების სიყვითლე

ღამით ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, ცივი ოფლი, მზის სხივებზე მგრძნობელობა, სისხლჩაქცევებისადმი გაზრდილი ტენდენცია

კუნთების შეკუმშვა, კუნთების უნებლიე მოძრაობა

შარდვის გაძნელება ან შეუძლებლობა, შარდვის დაწყების გაძნელება, ღამით შარდვა, გახშირებული შარდვა, შარდის შემცირებული ნაკადი

საშოდან პათოლოგიური სისხლდენა, მენსტრუაციის დარღვევა, მათ შორის ძლიერი, მტკივნეული, არარეგულარული ან გახანგრძლივებული მენსტრუაცია, უჩვეულოდ სუსტი მენსტრუაცია ან მენსტრუაციის გამოტოვება, სათესლე ჯირკვლების ან სათესლე პარკის ტკივილი

მკერდის ტკივილი, სიცივის შეგრძნება, წყურვილი, კანკალი, სითბოს შეგრძნება, სიარულის დარღვევა

წონის მომატება

დულოქსეტინმა შეიძლება გამოიწვიოს ეფექტები, რომლებსაც პაციენტი ვერ შენიშნავს, როგორიცაა: ღვიძლის ფერმენტების, კალიუმის, კრეატინფოსფოკინაზის, შაქრის ან ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას ენის ან ტუჩების შეშუპებით, ალერგიული რეაქციები

ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული აქტივობა, რომელიც იწვევს დაღლილობას ან წონის მატებას

დეჰიდრატაცია, ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში (უმეტესად ხანდაზმულებში. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: თავბრუსხვევის, სისუსტის შეგრძნება, ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა ან ძლიერი დაღლილობა, გულისრევა ან ღებინება. უფრო სერიოზული სიმპტომებია გულისწასვლა, გულყრები ან დავარდნა), ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (SIADH).

სუიციდური ქცევა, მანია (ჰიპერაქტივობა, სწრაფი ფიქრები და ძილის დაქვეითებული მოთხოვნილება), ჰალუცინაციები, აგრესია და მრისხანება.

“სეროტონინის სინდრომი” (იშვიათი რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ბედნიერების შეგრძნება, ძილიანობა, მოდუნება, მოუსვენრობა, სიმთვრალის შეგრძნება, ცხელება, ოფლიანობა ან კუნთების რიგიდობა), გულყრები

გაზრდილი თვალშიდა წნევა (გლუკომა)

პირის ანთება, განავალში ღია წითელი ფერის სისხლი, პირიდან ცუდი სუნი

ღვიძლის უკმარისობა, თვალების ან სკლერების გაყვითლება (სიყვითლე)

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (მძიმე დაავადება კანზე, პირში, თვალებში და გენიტალიებზე ბლისტერების განვითარებით), სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომელიც იწვევს სახის ან ხორხის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება)

ყბის კუნთების შეკუმშვა

შარდის პათოლოგიური სუნი

მენოპაუზის სიმპტომები, რძის პათოლოგიური წარმოქმნა კაცებსა და ქალებში

ხველა, ხმაურიანი სუნთქვა და ქოშინი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს მაღალი ცხელება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში,. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: https://www.noificaRAM.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა დულოქსეტინი.

თითოეული კაფსულა შეიცავს 30 მგ დულოქსეტინს (ჰიდროქლორიდის სახით).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

კაფსულის შიგთავსი: ჰიპრომელოზა, ჰიპრომელოზა აცეტატის სუქცინატი, საქაროზა, შაქრის ბურთულების (საქაროზა და სიმინდის სახამებელი), ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი და ტრიეთილ ციტრატი. კაფსულის გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E171) და ინდიგო კარმინი (E132).

დულოქსეტინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვა

დულოქსეტინი ნორმონი არის მყარი გასტრორეზისტენტული კაფსულა. დულოქსეტინი ნორმონის თითოეული კაფსულა შეიცავს დულოქსეტინის ჰიდროქლორიდის ბურთულებს, რომელიც დაფარულია გარსით, რათა დაცული იყოს კუჭის მჟავისაგან.

დულოქსეტინი ნორმონი მოწოდებულია ორი დოზით: 30 მგ და 60 მგ.

30 მგ კაფსულები არის თეთრი და ლურჯი ფერის.

დულოქსეტინი ნორმონი 30 მგ ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელშიც 7 და 28 კაფსულაა.

ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

A

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)

გამოშვების სხვა ფორმები

დულოქსეტინი ნორმონი 60 მგ მყარი გასტრორეზისტენტული კაფსულები.

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2019 წლის აგვისტო.

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად, ინახება არაუმეტეს 30⁰C-ის ზემოთ.

დაუშვებელია მედიკამენტის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

დულოქსეტინი ნორმონი 30 მგ მყარი გასტრორეზისტენტული კაფსულები

დულოქსეტინი, ჰიდროქლორიდი

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს დულოქსეტინი ნორმონი და მათი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა დულოქსეტინი ნორმონის მიღებამდე;

დულოქსეტინი ნორმონის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

დულოქსეტინი ნორმონის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს დულოქსეტინი ნორმონი და მათი გამოყენება

დულოქსეტინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დულოქსეტინს. დულოქსეტინი ნორმონი ზრდის სეროტონინისა და ნორადრენალინის დონეებს ნერვულ სისტემაში.

დულოქსეტინი ნორმონი მოზრდილებში გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

დეპრესია

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (შფოთვის ან ნევროზულობის ქრონიკული შეგრძნება)

დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილი (ხშირად აღწერილია, როგორც: წვის, ჩხვლეტის, წიწკნის, სპამიზ ან ელექტრული შოკის მსგავსი შეგრძნება. შეიძლება აღინიშნოს დაზიანებულ არეში შეგრძნების დაკარგვა ან შეხების, სიცხის, სიცივის ან ზეწოლის შეგრძნებები, რომლებიც იწვევს ტკივილს).

დულოქსეტინი ნორმონი დეპრესიის ან შფოთვის მქონე პაციენტებში მოქმედებას იწყებს მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება დასჭირდეს 2-4 კვირა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი თავს კარგად არ გრძნობს ამ დროის გასვლის შემდეგ. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ექიმმა შეიძლება გაარძელოს დულოქსეტინი ნორმონით მკურნალობა, რათა ისევ არ განვითარდეს დეპრესია ან შფოთვა.

დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილის მქონე პაციენტებში საჭიროა რამდენიმე კვირიანი მკურნალობა, რათა პაციენტმა უკეთ იგრძნოს თავი.

საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება 2 თვის შემდეგ.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა დულოქსეტინი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია დულოქსეტინი ნორმონის მიღება

თუ პაციენტი ალერგიულია დულოქსეტინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს ღვიძლის დაავადება აქვს;

თუ პაციენტს მძიმე თირკმლის დაადება აქვს;

თუ პაციენტი იღებს ან ბოლო 14 დღის განმავლობაში იღებდა სხვა მედიკამენტს, ე.წ. მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორს (მაოი) (იხ. “სხვა მედიკამენტები და დულოქსეტინი ნორმონი”);

თუ პაციენტი იღებს ფლუვოქსამინს, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, ციპროფლოქსაცინს ან ენოქსაცინს, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ინფექციების სამკურნალოდ;

თუ პაციენტი იღებს დულოქსეტინის შემცველ სხვა მედიკამენტებს (იხ. “სხვა მედიკამენტები და დულოქსეტინი ნორმონი”).

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს მაღალი არტერიული წნევა ან გულის დაავადება აქვს. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, უნდა მიიღოს თუ არა პაციენტმა დულოქსეტინი ნორმონი.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ქვემოთ ჩამოთვლილია მიზეზები, რატომ შეიძლება დულოქსეტინი არ იყოს მიზანშეწონილი პაციენტისათვის. დულოქსეტინის მიღებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტი იღებს დეპრესიის სამკურნალო სხვა მედიკამენტებს (იხ. “სხვა მედიკამენტები და დულოქსეტინი ნორმონი”);

თუ პაციენტი იღებს კრაზანას, მცენარეულ პრეპარატს (Hypericum perforatum);

თუ პაციენტს თირკმლის დაავადება აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება გულყრები;

თუ პაციენტს ჰქონდა მანია;

თუ პაციენტს ბიპოლარული აშლილობა აქვს;

თუ პაციენტს თვალის პრობლემები აქვს, როგორიცაა გარკვეული ტიპის გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება);

თუ პაციენტს სისხლდენის დარღვევის ანამნეზი აქვს (სისხლჩაქცევების განვითარებისკენ ტენდენცია);

თუ პაციენტს ნატრიუმის დაბალი დონის რისკი აქვს (მაგ.: თუ პაციენტი იღებს დიურეტიკებს, განსაკუთრებით, ხანდაზმულები);

თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება;

თუ პაციენტი იღებს დულოქსტინის შემცველ სხვა მედიკამენტებს (იხ. “სხვა მედიკამენტები და დულოქსეტინი ნორმონი”).

დულოქსეტინმა შეიძლება გამოიწვიოს მოუსვენრობა ან წყნარად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ეს სიმპტომები.

ზოგიერთმა მედიკამენტმა, რომელსაც მიეკუთვნება დულოქსეტინი ნორმონი (ე.წ. SSRIs/SNRSs), შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. პარაგრაფი 4). ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები გრძელდება მკურნალობის შეჩერების შემდეგ.

სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება

თუ პაციენტს აქვს დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, ზოგერ შეიძლება აღენიშნებოდეს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ეს შეიძლება გამწვავდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის პირველად დაწყებისას, რადგან ამ მედიკამენტების მოქმედების დაწყებას ესაჭიროება გარკვეული პერიოდი, ჩვეულებრივ ორი კვირა ან უფრო მეტი.

პაციენტს ეს მდგომარეობა უფრო მეტად აღენიშნება:

თუ წარსულში ჰქონდა თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები;

თუ პაციენტი ახალგაზრდა ასაკისაა. კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, აღინიშნა სუიციდური ქცევის გაზრდილი რისკი ფსიქიკური დარღვევების მქონე 25 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან კლინიკაში მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები.

შეიძლება პაციენტისათვის სასარგებლო აღმოჩნდეს, ნათესავს ან ახლო მეგობარს შეატყობინოს, რომ აქვს დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვოს გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა. მათ უნდა შეატყობინონ, თუ ფიქრობენ, რომ პაციენტის მდგომარეობა - დეპრესია და შფოთვითი აშლილობა - უარესდება ან აღინიშნება ქცევის ცვლილება.

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენება

დულოქსეტინის გამოყენება ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. ამ ჯგუფის მედიკამენტების 18 წლამდე ასაკის პაციენტებს მიღებისას აღენიშნებათ გვერდითი მოვლენების განვითარების გაზრდილი რისკი, როგორიცაა: სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრული განწყობა (უმეტესად: აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და რისხვა). მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს დულოქსეტინი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ექიმი დულოქსეტინს ნიშნავს 18 წლამდე ასაკის პაციენტში და პაციენტს სურს ამის განხილვა, მან უნდა მიმართოს ექიმს. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ვითარდება ან უარესდება 18 წლამდე ასაკის პაციენტში, რომელიც იღებს დულოქსეტინს. ასევე, არ არის დადგენილი ამ ასაკობრივ ჯგუფში დულოქსეტინის უსაფრთხოების ხანგრძლივი ეფექტები ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებასა და კოგნიტიურ და ქცევით განვითარებაზე.

სხვა მედიკამენტები და დულოქსეტინი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

დულოქსეტინი ნორმონის აქტიური ნივთიერება, დულოქსეტინი, გამოიყენება სხვა მედიკამენტებში სხვა თერაპიებისათვის:

დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილი, დეპრესია, შფოთვა და შარდის შეუკავებლობა.

ერთდროულად ერთზე მეტი ამ მედიკამენტის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი უკვე იღებს დულოქსტინის შემცველ სხვა მედიკამენტს.

მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა დულოქსეტინის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად. მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება სხვა მედიკამენტების მიღების დაწყება ან შეწყვეტა, ურეცეპტოდ გასაცემი და მცენარეული პრეპარატების ჩათვლით.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:

მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაოი): არ უნდა მოხდეს დულოქსეტინის მიღება, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში (უკანასკნელი 14 დღე) იღებდა სხვა ანტიდეპრესსანტს, ე.წ. მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორს (მაოი). მაოი პრეპარატებია: მოკლობემიდი (ანტიდეპრესანტი) და ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი). მაოი-ის მიღებამ სხვა რეცეპტურულ მედიკამენტებთან ერთად, მათ შორის დულოქსეტინთან, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან სიცოცხლისათვის სახიფათო გვერდითი მოვლენებიც კი. საჭიროა არაუმცირეს 14 დღე მოცდა მაოი-ს მიღების შეწყვეტიდან, სანამ მოხდება დულოქსეტინის მიღება. ანალოგიურად, საჭიროა დულოქსეტინის შეწყვეტიდან არაუმცირეს ხუთი დღე მოცდა მაოი-ს მიღებამდე.

მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ძილიანობას: ეს მოიცავს რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებს, მათ შორის: ბენზოდიაზეპინები, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენობარბიტალი და ანტიჰისტამინური პრეპარატები.

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან სეროტონინის დონეს: ტრიფტანები, ტრამადოლი, ტრიპტოფანი, სეროტონინი უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI, როგორიცაა: პაროქსეტინი და ფლუოქსეტინი), SNRI (როგორიცაა, ვენლაფაქსინი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა: კლომიპრამინი, ამიტრიპტილინი), პეთიდინი, კრაზანა და მაოი (როგორიცაა მოკლობემიდი და ლინეზოლიდი). ეს მედიკამენტები ზრდიან გვერდითი მოვლენების რისკს. თუ პაციენტს აღენიშნება უჩვეულო სიმპტომი რომელიმე ამ მედიკამენტის დულოქსეტინთან ერთად მიღებისას, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

პერორალური ანტიკოაგულანტები ან თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო აგენტები: მედიკამენტები, რომლებიც ათხელებენ სისხლს ან ხელს უშლიან თრომბების ფორმირებას. ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი.

დულოქსეტინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

დულოქსეტინი ნორმონის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე. სიფრთხილეა საჭირო, თუ პაციენტი იღებს ალკოჰოლს დულოქსეტინით მკურნალობის დროს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, ან ცდილობს დაფეხმძიმებას ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში. დულოქსეტინი მიღებულ უნდა იქნას მხოლოდ ექიმთან ერთად ნაყიფზე პოტენციური სარგებლისა და რისკის შეფასების შემდეგ.

მეანს და/ან ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს. ორსულობის დროს მსგავსი მედიკამენტების (SSRI) მიღებისას ახალშობილებში შეიძლება გაიზარდოს მძიმე მდგომარეობის. ე.წ. ახალშობილების ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის (PPHN) განვითარების რისკი, რომლის დროსაც ბავშვებს აღენიშნებათ სუნთქვის გახშირება და ციანოზი. სიმპტომები, ჩვეულებრივ, იწყება დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში. საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან მეანთან მიმართვა, თუ ბავშვს აღენიშნება ასეთი სიმპტომები.

დულოქსეტინის მიღებისას ფეხმძიმობის ბოლოს ახალშობილს შეიძლება აღენიშნოს ზოგიერთი სიმპტომი. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება დაბადებისას ან დაბადებიდან რამდენიმე დღეში. სიმპტომები მოიცავს კუნთების მოდუნებას, კანკალს, ნევროზულობას, ცუდად კვებას, სუნთქვის გაძნელებას და გულყრებს. თუ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი დაბადებისას, ან დედა წუხს ბავშვის ჯანმრთელობაზე, საჭიროა ექიმთან ან მეანთან მიმართვა.

საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა ძუძუთი კვების დროს. დულოქსეტინის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა რჩვისათვის.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

დულოქსეტინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მასზე დულოქსეტინი.

დულოქსეტინი ნორმონი შეიცავს საქაროზას

ეს მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

დულოქსეტინი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

დულოქსეტინი ნორმონი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. კაფსულის გადაყლაპვა უნდა მოხდეს მთლიანად, წყლის მიყოლებით.

დეპრესიის და დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობა:

დულოქსეტინი ნორმონის რეკომენდებული დოზაა 60 მგ ერთხელ დღეში, თუმცა ექიმი დანიშნავს პაციენტისათვის საჭირო დოზას.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობა:

დულოქსეტინი ნორმონის საწყისი დოზაა 30 მგ ერთხელ დღეში, რომლის შემდგომ პაციენტების უმეტესობა იღებს 60 მგ-ს ერთხელ დღეში, თუმცა ექიმი დანიშნავს პაციენტისათვის საჭირო დოზას. დოზა შეიძლება გაიზარდოს 120 მგ-მდე დღეში დულოქსეტინი ნორმონის მიმართ პასუხის მიხედვით.

დულოქსეტინი ნორმონის მიღების გახსენებაში დასახმარებლად პაციენტმა ის უნდა მიიღოს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დულოქსეტინი ნორმონის მიღების ხანგრძლივობის შესახებ. არ უნდა მოხდეს დულოქსეტინი ნორმონის მიღების შეწყვეტა, ან დოზის შეცვლა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დაავადების სათანადო მკურნალობა მნიშვნელოვანია პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუ არ ჩატარდება მკურნალობა, მდგომარეობა არ აღმოიფხვრება და შეიძლება უფრო სერიოზული და ძნელად სამკურნალო გახდეს.

დულოქსეტინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: (+34) 91 562 04 20, მიღებული მედიკამენტისა და რაოდენობის მითითებით.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს ძილიანობას, კომას, სეროტონინის სინდრომს (იშვიათი რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი ბედნიერების შეგრძნება, ძილიანობა, მოდუნება, მოუსვენრობა, სიმთვრალის შეგრძნება, ცხელება, ოფლიანობა ან რიგიდული კუნთები), გულყრებს, ღებინებას და ტაქიკარდიას.

დულოქსეტინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვებულ უნდა იქნას დავიწყებული დოზა და მიღებულ უნდა იქნას ერთი დოზა, როგორც ჩვეულებრივ. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დაუშვებელია დულოქსეტინი ნორმონის დღიურ დოზაზე მეტის მიღება, რომელიც დანიშნული აქვს პაციენტს.

დულოქსეტინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

არ უნდა შეწყდეს კაფსულების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად. თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტს აღარ ესაჭიროება დულოქსეტინი ნორმონის მიღება, ის დოზას შეამცირებს არაუმცირეს 2 კვირის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტამდე.

ზოგიერთ პაციენტს დულოქსეტინი ნორმონის უეცრად შეწყვეტისას განუვითარდათ შემდეგი სიმპტომები:

თავბრუსხვევა, ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება ან ელექტრული შოკის მსგავსი შეგრძნება (ძირითადად თავში), ძილის დარღვევები (ცოცხალი სიზმრები, კოშმარები, უძილობა), დაღლილობა, ძილიანობა, მოუსვენრობა ან აჟიტირება, შფოთვა, გულისრევა ან ღებინება, ტრემორი, თავის ტკივილები, კუნთების ტკივილი, გაღიზიანება, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა ან ვერტიგო.

ეს სიმპტომები ჩვეულებრივ არ არის სერიოზული და ქრება რამდენიმე დღეში, მაგრამ თუ სიმპტომები შემაწუხებელია, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს თუმცა არა ყველა პაციენტში. ეს მოვლენები ჩვეულებრივ სუსტი ან ზომიერი ხასიათისაა და ხშირად ქრება რამდენიმე კვირაში.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1–ზე მეტ პაციენტში):

თავის ტკივილი, ძილიანობა

გულისრევა, პირის სიმშრალე

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1–ზე ნაკლებ პაციენტში):

მადის დაქვეითება

დაძინების გაძნელება, აგზნება, ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, ორგაზმის მიღწევის გაძნელება ან შეუძლებლობა, უჩვეულო სიზმრები

თავბრუსხვევა, მოდუნება, ტრემორი, გაბრუება, კანზე დაბუჟების, ჩხვლეტის ან წვის შგრძნება

მხედველობის დაბინდვა

ტინიტუსი (ყურებში ხმაური)

გულისცემის შეგრძნება

სისხლის წნევის მომატება, ალები

გაძლიერებული მთქნარება

ყაბზობა, დიარეა, კუჭის ტკივილი, ღებინება, გულძმარვა ან დისპეფსია, მეტეორიზმი

გაძლიერებული ოფლიანობა, გამონაყარი (ქავილით)

კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი

მტკივნეული შარდვა, ხშირი შარდვა

ერექციის მიღწევის შეუძლებლობა, ეაკულაციის ცვლილებები

დავარდნა (ძირითადად ხანდაზმულებში), დაღლილობა

წონის კლება

დეპრესიის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც მკურნალობდნენ ამ მედიკამენტით, აღინიშნა წონის კლება მედიკამენტის პირველად მიღებისას. წონა გაიზარდა სხვა ბავშვებსა და მოზარდებში, მათ ასაკთან და სქესთან შედარებით, მკურნალობის 6 თვის შემდეგ.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ხორხის ანთება, რომელიც იწვევს ხმის ჩახლეჩას.

სუიციდური აზრები, დაძინების გაძნელება, კბილების კრაჭუნი ან მოჭერა, დეზორიენტაცია, მოტივაციის ნაკლებობა.

კუნთების უეცარი, უნებლიე მოძრაობები ან შეკუმშვები, მოუსვენრობის შეგრძნება ან წყნარად ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა. ნევროზულობა, კონცენტრაციის გაძნელება, გემოს ცვლილება, მოძრაობის კონტროლის გაძნელება, როგორიცაა კოორდინაციის ნაკლებობა ან კუნთების უნებლიე მოძრაობები, მოუსვენარი ფეხების სიმდრომი, ძილის ცუდი ხარისხი.

გუგების გაფართოება, მხედველობის პრობლემები

თავბრუსხვევის ან ვერტიგოს შეგრძნება, ყურის ტკივილი

სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა

გულისწასვლა, თავბრუსხვეა, გაბრუება ან გულისწასვლა ადგომისას, ცივი ფეხის და/ან ხელის თითები

ხორხი სპაზმი, ცხვირიდან სისხლდენა

სისხლიანი ღებინება ან შავი, კუპრისფერი განავალი, გასტროენტერიტი, ბოყინი, ყლაპვის გაძნელება

ღვიძლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი და კანის ან სკლერების სიყვითლე

ღამით ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, ცივი ოფლი, მზის სხივებზე მგრძნობელობა, სისხლჩაქცევებისადმი გაზრდილი ტენდენცია

კუნთების შეკუმშვა, კუნთების უნებლიე მოძრაობა

შარდვის გაძნელება ან შეუძლებლობა, შარდვის დაწყების გაძნელება, ღამით შარდვა, გახშირებული შარდვა, შარდის შემცირებული ნაკადი

საშოდან პათოლოგიური სისხლდენა, მენსტრუაციის დარღვევა, მათ შორის ძლიერი, მტკივნეული, არარეგულარული ან გახანგრძლივებული მენსტრუაცია, უჩვეულოდ სუსტი მენსტრუაცია ან მენსტრუაციის გამოტოვება, სათესლე ჯირკვლების ან სათესლე პარკის ტკივილი

მკერდის ტკივილი, სიცივის შეგრძნება, წყურვილი, კანკალი, სითბოს შეგრძნება, სიარულის დარღვევა

წონის მომატება

დულოქსეტინმა შეიძლება გამოიწვიოს ეფექტები, რომლებსაც პაციენტი ვერ შენიშნავს, როგორიცაა: ღვიძლის ფერმენტების, კალიუმის, კრეატინფოსფოკინაზის, შაქრის ან ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას ენის ან ტუჩების შეშუპებით, ალერგიული რეაქციები

ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული აქტივობა, რომელიც იწვევს დაღლილობას ან წონის მატებას

დეჰიდრატაცია, ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში (უმეტესად ხანდაზმულებში. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: თავბრუსხვევის, სისუსტის შეგრძნება, ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა ან ძლიერი დაღლილობა, გულისრევა ან ღებინება. უფრო სერიოზული სიმპტომებია გულისწასვლა, გულყრები ან დავარდნა), ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (SIADH).

სუიციდური ქცევა, მანია (ჰიპერაქტივობა, სწრაფი ფიქრები და ძილის დაქვეითებული მოთხოვნილება), ჰალუცინაციები, აგრესია და მრისხანება.

“სეროტონინის სინდრომი” (იშვიათი რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ბედნიერების შეგრძნება, ძილიანობა, მოდუნება, მოუსვენრობა, სიმთვრალის შეგრძნება, ცხელება, ოფლიანობა ან კუნთების რიგიდობა), გულყრები

გაზრდილი თვალშიდა წნევა (გლუკომა)

პირის ანთება, განავალში ღია წითელი ფერის სისხლი, პირიდან ცუდი სუნი

ღვიძლის უკმარისობა, თვალების ან სკლერების გაყვითლება (სიყვითლე)

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (მძიმე დაავადება კანზე, პირში, თვალებში და გენიტალიებზე ბლისტერების განვითარებით), სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომელიც იწვევს სახის ან ხორხის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება)

ყბის კუნთების შეკუმშვა

შარდის პათოლოგიური სუნი

მენოპაუზის სიმპტომები, რძის პათოლოგიური წარმოქმნა კაცებსა და ქალებში

ხველა, ხმაურიანი სუნთქვა და ქოშინი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს მაღალი ცხელება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში,. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: https://www.noificaRAM.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

დულოქსეტინი ნორმონის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად, ინახება არაუმეტეს 30⁰C-ის ზემოთ.

დაუშვებელია მედიკამენტის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დულოქსეტინი ნორმონი

აქტიური ნივთიერებაა დულოქსეტინი.

თითოეული კაფსულა შეიცავს 30 მგ დულოქსეტინს (ჰიდროქლორიდის სახით).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

კაფსულის შიგთავსი: ჰიპრომელოზა, ჰიპრომელოზა აცეტატის სუქცინატი, საქაროზა, შაქრის ბურთულების (საქაროზა და სიმინდის სახამებელი), ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი და ტრიეთილ ციტრატი. კაფსულის გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E171) და ინდიგო კარმინი (E132).

დულოქსეტინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვა

დულოქსეტინი ნორმონი არის მყარი გასტრორეზისტენტული კაფსულა. დულოქსეტინი ნორმონის თითოეული კაფსულა შეიცავს დულოქსეტინის ჰიდროქლორიდის ბურთულებს, რომელიც დაფარულია გარსით, რათა დაცული იყოს კუჭის მჟავისაგან.

დულოქსეტინი ნორმონი მოწოდებულია ორი დოზით: 30 მგ და 60 მგ.

30 მგ კაფსულები არის თეთრი და ლურჯი ფერის.

დულოქსეტინი ნორმონი 30 მგ ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელშიც 7 და 28 კაფსულაა.

ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

A

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)

გამოშვების სხვა ფორმები

დულოქსეტინი ნორმონი 60 მგ მყარი გასტრორეზისტენტული კაფსულები.

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2019 წლის აგვისტო.

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა