დულოკი 60მგ
DULOC 60mg
- მოქმედი ნივთიერება
- დულოქსეტინი (duloxetine)
- ფორმა და შეფუთვა
- 60მგ გასტრორეზისტენტული კაფსულა №28 (2X14)
- მწარმოებელი
- Abdi Ibrahim Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, სხვა ანტიდეპრესანტები
- ATC კოდი
- N06AX21
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046266
- რეგისტრირებულია
- 8 სექტემბერი 2026, მოქმედებს 8 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სს ,,აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთის’’ ფილიალი საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დულოკი 60მგ — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
- რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
- როგორ შევინახოთ დულოკი
- რა არის დულოკი და რისთვის გამოიყენება?
დულოკი 30 მგ გასრტრო-რეზისტენტული კაფსულა არის მუქი ლურჯი და თეთრი ფერის, ნომერი “3” მყარი ჟელატინის კაფსულა, რომელიც შეიცავს თეთრ ან მოთეთრო პელეტებს. დულოკი 30 მგ ფორმა იყიდება 28 კაფსულის შემცველი შეფუთვით. 14 კაფსულა ალუ-პვქ/პე/პქტფე ბლისტერში. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში
დულოკი 60 მგ გასრტრო-რეზისტენტული კაფსულა არის მუქი ლურჯი და ღია მწვანე ფერის ნომერი “1” მყარი ჟელატინის კაფსულა, რომელიც შეიცავს თეთრ ან მოთეთრო პელეტებებს. დულოკი 60 მგ ფორმა იყიდება 28 კაფსულის შემცველი შეფუთვით.
დულოკი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დულოქსეტინს. დულოკი ზრდის სეროტონინის და ნორადრენალინის დონეს ნერვულ სისტემაში
დულოკი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- დეპრესია
- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (ქრონიკული შფოთვის ან ნერვიულობის შეგრძნება)
- დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილი (ხშირად აღწერილია, როგორც წვის, ჭრის, ჩხვლეტის, წიწკვნის ან ტკივილის შეგრძნება ან ელექტროშოკის მსგავსი. შესაძლოა დაზიანებულ ადგილას მგრძნობელობის დაკარგვა, ან შეხების, სიცხის, სიცივის ან ზეწოლის შეგრძნებებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი)
დულოკი მოქმედებას იწყებს დეპრესიის ან შფოთვის მქონე ადამიანების უმეტესობაში მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება დასჭირდეს 2-4 კვირა, სანამ თავს უკეთ იგრძნობთ. აცნობეთ ექიმს, თუ ამ დროის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძნობთ. ექიმმა შეიძლება გააგრძელოს დულოკის დანიშნულება, როდესაც თავს უკეთ გრძნობთ, რათა თავიდან აიცილოთ დეპრესიის ან შფოთვის დაბრუნება.
დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილის მქონე ადამიანებში უკეთესობის შეგრძნებამდე შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს. მიმართეთ ექიმს, თუ თავს უკეთ 2 თვის შემდეგ არ იგრძნობთ.
- სანამ მიიღებდეთ დულოკს
უკუჩვენებები
- გაქვთ ალერგია დულოქსეტინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ განყოფილება "დამხმარე ნივთიერებები")
- გაქვთ ღვიძლის დაავადება
- გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება
- იღებთ ან ბოლო 14 დღის განმავლობაში მიიღეთ სხვა პრეპარატი, რომელიც ცნობილია როგორც მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორი (MAOI) (იხილეთ "სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება")
- იღებთ ფლუვოქსამინს, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, ციპროფლოქსაცინს ან ენოქსაცინს, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ
- იღებთ დულოქსეტინის შემცველ სხვა პრეპარატებს (იხილეთ "სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება")
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულის დაავადება. ექიმი გეტყვით, უნდა მიიღოთ თუ არა დულოკი.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დულოკის გამოყენებისას შემდეგ სიტუაციებში:
ქვემოთ მოცემულია მიზეზები, თუ რატომ შეიძლება დულოკი არ იყოს თქვენთვის შესაფერისი. დულოკის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ
- იღებთ სხვა მედიკამენტებს დეპრესიის სამკურნალოდ (იხილეთ განყოფილება „კომბინირებული გამოყენება სხვა პრეპარატებთან“)
- იღებთ კრაზანას, მცენარეულ სამკურნალო საშუალებას (Hypericum perforatum)
- გაქვთ თირკმლის დაავადება
- გქონიათ კრუნჩხვები (გულყრები)
- გქონიათ მანია
- გაწუხებთ ბიპოლარული აშლილობა
- გაქვთ თვალის პრობლემები, როგორიცაა გლაუკომის გარკვეული სახეობები (თვალში წნევის მომატება)
- გაქვთ სისხლდენის დარღვევების ისტორია (სისხლჩაქცევების განვითარებისადმი მიდრეკილება), განსაკუთრებით თუ ხართ ორსულად (იხილეთ განყოფილება „ორსულობა და ძუძუთი კვება“)
- გაქვთ ნატრიუმის დაბალი დონის რისკი (მაგალითად, თუ იღებთ შარდმდენებს, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული)
- ამჟამად მკურნალობთ სხვა მედიკამენტით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება
- იღებთ დულოქსეტინის შემცველ სხვა მედიკამენტებს (იხილეთ განყოფილება „კომბინირებული გამოყენება სხვა პრეპარატებთან“)
დულოკმა შეიძლება გამოიწვიოს მოუსვენრობის შეგრძნება ან უმოქმედოდ ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა. თუ ეს დაგემართათ, უნდა აცნობოთ ექიმს.
თქვენ ასევე უნდა დაუკავშირდეთ ექიმს:
თუ შენიშნავთ მოუსვენრობის, ჰალუცინაციების, კოორდინაციის დაკარგვის, გულისცემის გახშირების, სხეულის ტემპერატურის მომატების, არტერიული წნევის სწრაფი ცვლილებების, ზედმეტად აქტიური რეფლექსების, დიარეის, კომის, გულისრევის, ღებინების ნიშნებსა და სიმპტომებს, რადგან შესაძლოა სეროტონინის სინდრომი გქონდეთ.
ყველაზე მძიმე ფორმით, სეროტონინის სინდრომი შეიძლება ჰგავდეს ნეიროლეფსიურ ავთვისებიან სინდრომს (NMS). NMS-ის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელების, გულისცემის გახშირების, ოფლიანობის, კუნთების ძლიერი შებოჭილობის, დაბნეულობის, კუნთების ფერმენტების მომატების კომბინაციას (რაც სისხლის ანალიზით დგინდება).
დულოკის (ე.წ. SSRI/SNRI) მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხილეთ მე-4 ნაწილი). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც გაგრძელდა.
თვითმკვლელობის ფიქრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება
თუ დეპრესიაში ხართ და/ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შეიძლება გაგიჩნდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. ეს ფიქრები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისას, რადგან ყველა ამ მედიკამენტის მოქმედებას დრო სჭირდება, ჩვეულებრივ, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტი.
შესაძლოა, უფრო მეტად გქონდეთ მსგავსი ფიქრები, თუ:
- ადრე გქონიათ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ფიქრები
- ხართ ახალგაზრდა ზრდასრული. კლინიკური კვლევებიდან მიღებული ინფორმაციით, სუიციდური ქცევის მომატებული რისკია 25 წლამდე ასაკის მოზრდილებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფსიქიატრიული პრობლემები და რომლებიც ანტიდეპრესანტით მკურნალობდნენ.
თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდებათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.
შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს ნათესავისთვის ან ახლო მეგობრისთვის იმის თქმა, რომ დეპრესიაში ხართ ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა და სთხოვოთ, წაიკითხონ ეს ბროშურა. შეგიძლიათ სთხოვოთ, გითხრან, ფიქრობენ თუ არა, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა უარესდება, ან თუ ღელავენ თქვენი ქცევის ცვლილებების გამო.
18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები:
როგორც წესი, დულოკი არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებს ამ კლასის მედიკამენტების მიღებისას აქვთ გვერდითი მოვლენების, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრული განწყობა (ძირითადად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი), გაზრდილი რისკი. ამის მიუხედავად, ექიმმა შეიძლება დანიშნოს დულოკი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, რადგან ის წყვეტს, რომ ეს მათ ინტერესებში შედის. თუ ექიმმა დანიშნა დულოკი 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის და გსურთ ამის განხილვა, გთხოვთ, კვლავ მიმართოთ ექიმს. თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი განვითარდება ან გაუარესდება 18 წლამდე ასაკის პაციენტების მიერ დულოკის მიღებისას, უნდა აცნობოთ ექიმს. ასევე, დულოკის გრძელვადიანი უსაფრთხოების ეფექტები ზრდასთან, მომწიფებასთან და კოგნიტურ და ქცევით განვითარებასთან დაკავშირებით ამ ასაკობრივ ჯგუფში ჯერ არ არის დადასტურებული.
სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება:
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული პრეპარატები.
დულოკის აქტიური ინგრედიენტი, დულოქსეტინი, ასევე გამოიყენება სხვა მედიკამენტებში სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ: დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილი, დეპრესია, შფოთვა და შარდის შეუკავებლობა.
ამ პრეპარატებიდან ერთზე მეტის ერთდროულად გამოყენება უნდა იქნას აცილებული. თუ უკვე იღებთ დულოქსეტინის შემცველ სხვა მედიკამენტებს, მიმართეთ ექიმს.
თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, შეგიძლიათ თუ არა დულოკის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად. ექიმთან კონსულტაციამდე არ დაიწყოთ ან არ შეწყვიტოთ არცერთი მედიკამენტის მიღება, ურეცეპტოდ გასაცემი და მცენარეული საშუალებების ჩათვლით.
ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:
მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI): დულოკი არ უნდა მიიღოთ, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ (ბოლო 14 დღის განმავლობაში) სხვა ანტიდეპრესანტული პრეპარატი, რომელსაც მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორი (MAOI). MAOI-ების მაგალითებია მოკლობემიდი (ანტიდეპრესანტი) და ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი). MAOI-ის მიღებამ ბევრ რეცეპტით გაცემულ მედიკამენტთან, მათ შორის დულოკთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან თუნდაც სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები. მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან მინიმუმ 14 დღე უნდა გავიდეს, სანამ დულოკ-ის მიღებას დაიწყებთ. ასევე, მაო-ს ინჰიბიტორების მიღებამდე დულოკის მიღების შეწყვეტიდან მინიმუმ 5 დღე უნდა გავიდეს.
ძილიანობის გამომწვევი მედიკამენტები: ესენია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები, მათ შორის ბენზოდიაზეპინები, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენობარბიტალი და ანტიჰისტამინური საშუალებები.
სეროტონინის დონის გამზრდელი მედიკამენტები: ტრიპტანები, ტრამადოლი, ტრიპტოფანი, SSRI-ები (როგორიცაა პაროქსეტინი და ფლუოქსეტინი), SNRI-ები (როგორიცაა ვენლაფაქსინი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა კლომიპრამინი, ამიტრიპტილინი), პეტიდინი, კრაზანა და მაო-ს ინჰიბიტორები (როგორიცაა მოკლობემიდი და ლინეზოლიდი). ეს მედიკამენტები ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს; თუ ამ პრეპარატებიდან რომელიმეს დულოკთან ერთად მიღებისას შეამჩნევთ რაიმე უჩვეულო სიმპტომს, უნდა მიმართოთ ექიმს.
პერორალური ანტიკოაგულანტები ან ანტიაგრეგანტები: მედიკამენტები, რომლებიც ათხიერებენ სისხლს ან ხელს უშლიან სისხლის შედედებას. ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი.
დულოკის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
დულოკის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან კვებისგან დამოუკიდებლად. სიფრთხილეა საჭირო, თუ დულოკით მკურნალობის დროს იღებთ ალკოჰოლს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
- აცნობეთ ექიმს, თუ დაორსულდით ან ცდილობთ დაორსულებას, დულოკის მიღების დროს. დულოკის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმთან პოტენციური სარგებლისა და თქვენი ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის შესაძლო რისკების განხილვის შემდეგ.
- დარწმუნდით, რომ თქვენმა მეანმა და/ან ექიმმა იცის, რომ იღებთ დულოკს. ორსულობის დროს მსგავსი პრეპარატების (SSRI) მიღებამ შეიძლება გაზარდოს ჩვილებში სერიოზული მდგომარეობის, ახალშობილის მუდმივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის (PPHN) რისკი, რაც იწვევს ბავშვის სუნთქვის აჩქარებას და მოლურჯო ელფერის წარმოქმნას. ეს სიმპტომები, როგორც წესი, იწყება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ეს თქვენს ბავშვს დაემართა, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ბებიაქალს და/ან ექიმს.
- თუ დულოკს იღებთ ორსულობის ბოლო პერიოდში, თქვენს ჩვილს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული სიმპტომები დაბადებისას. ეს სიმპტომები, როგორც წესი, იწყება დაბადებისთანავე ან ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში. ეს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კუნთების მოდუნებას, კანკალს, ნერვიულობას, კვების დარღვევას, სუნთქვის გაძნელებას და კრუნჩხვებს. თუ თქვენს ჩვილს დაბადებისას აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, ან შეშფოთებული ხართ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის გამო, დაუკავშირდით ექიმს ან მეანს, რომლებიც შეძლებენ თქვენთვის კონსულტაციის გაწევას.
- თუ თქვენ იღებთ დულოკს ორსულობის ბოლოს, იზრდება ვაგინალური სისხლდენის რისკი მშობიარობიდან მალევე, განსაკუთრებით თუ გაქვთ სისხლდენასთან დაკავშირებული დარღვევები ანამნეზში. თქვენმა ექიმმა ან ბებიაქალმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ დულოქსეტინს, რათა შეძლონ თქვენთვის კონსულტაციის გაწევა.
- ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში დულოკის გამოყენების შესახებ არსებული მონაცემები არ აჩვენებს ბავშვში თანდაყოლილი დეფექტების საერთო რისკის გაზრდილ დონეს. თუ დულოკი მიიღება ორსულობის მეორე ნახევარში, შეიძლება გაიზარდოს რისკი, რომ ბავშვი დაიბადოს ნაადრევად (6 დამატებითი ნაადრევი ჩვილი ყოველ 100 ქალზე, რომლებიც იღებენ დულოკს ორსულობის მეორე ნახევარში), ძირითადად ორსულობის 35-ე და 36-ე კვირას შორის.
- აცნობეთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. დულოკის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული. რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავრტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება:
დულოკმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა. არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს დულოკი თქვენზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დულოკის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
დულოკი შეიცავს საქაროზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
furceli-CanarTi
duloki 30 mg gastro-rezistentuli kafsulebi: თითოეული კაფსულა, აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავს 33.650 მგ დულოქსეტინის ჰიდროქლორიდის პელეტებს, რაც არის 30 მგ აქტიური ნივთიერების დულოქსეტინის ექვივალენტური.
დამხმარე ნივთიერებები: შაქრის სფეროები, ჰიპრომელოზა, ტალკი, გასუფთავებული წყალი, საქაროზა, ჰიპრომელოზის ფტალატი, ტრიეთილციტრატი, იზოპროპილის სპირტი, დიქლორმეთანი.
duloki 60 mg gastro-rezistentuli kafsulebi: თითოეული კაფსულა, აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავს 67.300 მგ დულოქსეტინის ჰიდროქლორიდის პელეტებს, რაც არის 60 მგ აქტიური ნივთიერების დულოქსეტინის ექვივალენტური.
დამხმარე ნივთიერებები: შაქრის სფეროები, ჰიპრომელოზა, ტალკი, გასუფთავებული წყალი, საქაროზა, ჰიპრომელოზის ფტალატი, ტრიეთილციტრატი, იზოპროპილის სპირტი, დიქლორმეთანი.
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით ამ ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი დანიშნულია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
- თუ მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს.
- დაიცავით ამ ჩანართში მოცემული ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.
ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულია შემდეგი თავები:
- რა არის დულოკი და რისთვის გამოიყენება?
- სანამ მიიღებდეთ დულოკს
- როგორ მივიღოთ დულოკი
- რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
- როგორ შევინახოთ დულოკი
- რა არის დულოკი და რისთვის გამოიყენება?
დულოკი 30 მგ გასრტრო-რეზისტენტული კაფსულა არის მუქი ლურჯი და თეთრი ფერის, ნომერი “3” მყარი ჟელატინის კაფსულა, რომელიც შეიცავს თეთრ ან მოთეთრო პელეტებს. დულოკი 30 მგ ფორმა იყიდება 28 კაფსულის შემცველი შეფუთვით. 14 კაფსულა ალუ-პვქ/პე/პქტფე ბლისტერში. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში
დულოკი 60 მგ გასრტრო-რეზისტენტული კაფსულა არის მუქი ლურჯი და ღია მწვანე ფერის ნომერი “1” მყარი ჟელატინის კაფსულა, რომელიც შეიცავს თეთრ ან მოთეთრო პელეტებებს. დულოკი 60 მგ ფორმა იყიდება 28 კაფსულის შემცველი შეფუთვით.
დულოკი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დულოქსეტინს. დულოკი ზრდის სეროტონინის და ნორადრენალინის დონეს ნერვულ სისტემაში
დულოკი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- დეპრესია
- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (ქრონიკული შფოთვის ან ნერვიულობის შეგრძნება)
- დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილი (ხშირად აღწერილია, როგორც წვის, ჭრის, ჩხვლეტის, წიწკვნის ან ტკივილის შეგრძნება ან ელექტროშოკის მსგავსი. შესაძლოა დაზიანებულ ადგილას მგრძნობელობის დაკარგვა, ან შეხების, სიცხის, სიცივის ან ზეწოლის შეგრძნებებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი)
დულოკი მოქმედებას იწყებს დეპრესიის ან შფოთვის მქონე ადამიანების უმეტესობაში მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება დასჭირდეს 2-4 კვირა, სანამ თავს უკეთ იგრძნობთ. აცნობეთ ექიმს, თუ ამ დროის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძნობთ. ექიმმა შეიძლება გააგრძელოს დულოკის დანიშნულება, როდესაც თავს უკეთ გრძნობთ, რათა თავიდან აიცილოთ დეპრესიის ან შფოთვის დაბრუნება.
დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილის მქონე ადამიანებში უკეთესობის შეგრძნებამდე შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს. მიმართეთ ექიმს, თუ თავს უკეთ 2 თვის შემდეგ არ იგრძნობთ.
- სანამ მიიღებდეთ დულოკს
არ მიიღოთ დულოკი, თუ:
- გაქვთ ალერგია დულოქსეტინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ განყოფილება "დამხმარე ნივთიერებები")
- გაქვთ ღვიძლის დაავადება
- გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება
- იღებთ ან ბოლო 14 დღის განმავლობაში მიიღეთ სხვა პრეპარატი, რომელიც ცნობილია როგორც მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორი (MAOI) (იხილეთ "სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება")
- იღებთ ფლუვოქსამინს, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, ციპროფლოქსაცინს ან ენოქსაცინს, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ
- იღებთ დულოქსეტინის შემცველ სხვა პრეპარატებს (იხილეთ "სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება")
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულის დაავადება. ექიმი გეტყვით, უნდა მიიღოთ თუ არა დულოკი.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დულოკის გამოყენებისას შემდეგ სიტუაციებში:
ქვემოთ მოცემულია მიზეზები, თუ რატომ შეიძლება დულოკი არ იყოს თქვენთვის შესაფერისი. დულოკის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ
- იღებთ სხვა მედიკამენტებს დეპრესიის სამკურნალოდ (იხილეთ განყოფილება „კომბინირებული გამოყენება სხვა პრეპარატებთან“)
- იღებთ კრაზანას, მცენარეულ სამკურნალო საშუალებას (Hypericum perforatum)
- გაქვთ თირკმლის დაავადება
- გქონიათ კრუნჩხვები (გულყრები)
- გქონიათ მანია
- გაწუხებთ ბიპოლარული აშლილობა
- გაქვთ თვალის პრობლემები, როგორიცაა გლაუკომის გარკვეული სახეობები (თვალში წნევის მომატება)
- გაქვთ სისხლდენის დარღვევების ისტორია (სისხლჩაქცევების განვითარებისადმი მიდრეკილება), განსაკუთრებით თუ ხართ ორსულად (იხილეთ განყოფილება „ორსულობა და ძუძუთი კვება“)
- გაქვთ ნატრიუმის დაბალი დონის რისკი (მაგალითად, თუ იღებთ შარდმდენებს, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული)
- ამჟამად მკურნალობთ სხვა მედიკამენტით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება
- იღებთ დულოქსეტინის შემცველ სხვა მედიკამენტებს (იხილეთ განყოფილება „კომბინირებული გამოყენება სხვა პრეპარატებთან“)
დულოკმა შეიძლება გამოიწვიოს მოუსვენრობის შეგრძნება ან უმოქმედოდ ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა. თუ ეს დაგემართათ, უნდა აცნობოთ ექიმს.
თქვენ ასევე უნდა დაუკავშირდეთ ექიმს:
თუ შენიშნავთ მოუსვენრობის, ჰალუცინაციების, კოორდინაციის დაკარგვის, გულისცემის გახშირების, სხეულის ტემპერატურის მომატების, არტერიული წნევის სწრაფი ცვლილებების, ზედმეტად აქტიური რეფლექსების, დიარეის, კომის, გულისრევის, ღებინების ნიშნებსა და სიმპტომებს, რადგან შესაძლოა სეროტონინის სინდრომი გქონდეთ.
ყველაზე მძიმე ფორმით, სეროტონინის სინდრომი შეიძლება ჰგავდეს ნეიროლეფსიურ ავთვისებიან სინდრომს (NMS). NMS-ის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელების, გულისცემის გახშირების, ოფლიანობის, კუნთების ძლიერი შებოჭილობის, დაბნეულობის, კუნთების ფერმენტების მომატების კომბინაციას (რაც სისხლის ანალიზით დგინდება).
დულოკის (ე.წ. SSRI/SNRI) მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხილეთ მე-4 ნაწილი). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც გაგრძელდა.
თვითმკვლელობის ფიქრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება
თუ დეპრესიაში ხართ და/ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შეიძლება გაგიჩნდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. ეს ფიქრები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისას, რადგან ყველა ამ მედიკამენტის მოქმედებას დრო სჭირდება, ჩვეულებრივ, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტი.
შესაძლოა, უფრო მეტად გქონდეთ მსგავსი ფიქრები, თუ:
- ადრე გქონიათ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ფიქრები
- ხართ ახალგაზრდა ზრდასრული. კლინიკური კვლევებიდან მიღებული ინფორმაციით, სუიციდური ქცევის მომატებული რისკია 25 წლამდე ასაკის მოზრდილებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფსიქიატრიული პრობლემები და რომლებიც ანტიდეპრესანტით მკურნალობდნენ.
თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდებათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.
შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს ნათესავისთვის ან ახლო მეგობრისთვის იმის თქმა, რომ დეპრესიაში ხართ ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა და სთხოვოთ, წაიკითხონ ეს ბროშურა. შეგიძლიათ სთხოვოთ, გითხრან, ფიქრობენ თუ არა, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა უარესდება, ან თუ ღელავენ თქვენი ქცევის ცვლილებების გამო.
18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები:
როგორც წესი, დულოკი არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებს ამ კლასის მედიკამენტების მიღებისას აქვთ გვერდითი მოვლენების, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრული განწყობა (ძირითადად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი), გაზრდილი რისკი. ამის მიუხედავად, ექიმმა შეიძლება დანიშნოს დულოკი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, რადგან ის წყვეტს, რომ ეს მათ ინტერესებში შედის. თუ ექიმმა დანიშნა დულოკი 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის და გსურთ ამის განხილვა, გთხოვთ, კვლავ მიმართოთ ექიმს. თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი განვითარდება ან გაუარესდება 18 წლამდე ასაკის პაციენტების მიერ დულოკის მიღებისას, უნდა აცნობოთ ექიმს. ასევე, დულოკის გრძელვადიანი უსაფრთხოების ეფექტები ზრდასთან, მომწიფებასთან და კოგნიტურ და ქცევით განვითარებასთან დაკავშირებით ამ ასაკობრივ ჯგუფში ჯერ არ არის დადასტურებული.
სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება:
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული პრეპარატები.
დულოკის აქტიური ინგრედიენტი, დულოქსეტინი, ასევე გამოიყენება სხვა მედიკამენტებში სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ: დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილი, დეპრესია, შფოთვა და შარდის შეუკავებლობა.
ამ პრეპარატებიდან ერთზე მეტის ერთდროულად გამოყენება უნდა იქნას აცილებული. თუ უკვე იღებთ დულოქსეტინის შემცველ სხვა მედიკამენტებს, მიმართეთ ექიმს.
თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, შეგიძლიათ თუ არა დულოკის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად. ექიმთან კონსულტაციამდე არ დაიწყოთ ან არ შეწყვიტოთ არცერთი მედიკამენტის მიღება, ურეცეპტოდ გასაცემი და მცენარეული საშუალებების ჩათვლით.
ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:
მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI): დულოკი არ უნდა მიიღოთ, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ (ბოლო 14 დღის განმავლობაში) სხვა ანტიდეპრესანტული პრეპარატი, რომელსაც მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორი (MAOI). MAOI-ების მაგალითებია მოკლობემიდი (ანტიდეპრესანტი) და ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი). MAOI-ის მიღებამ ბევრ რეცეპტით გაცემულ მედიკამენტთან, მათ შორის დულოკთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან თუნდაც სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები. მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან მინიმუმ 14 დღე უნდა გავიდეს, სანამ დულოკ-ის მიღებას დაიწყებთ. ასევე, მაო-ს ინჰიბიტორების მიღებამდე დულოკის მიღების შეწყვეტიდან მინიმუმ 5 დღე უნდა გავიდეს.
ძილიანობის გამომწვევი მედიკამენტები: ესენია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები, მათ შორის ბენზოდიაზეპინები, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენობარბიტალი და ანტიჰისტამინური საშუალებები.
სეროტონინის დონის გამზრდელი მედიკამენტები: ტრიპტანები, ტრამადოლი, ტრიპტოფანი, SSRI-ები (როგორიცაა პაროქსეტინი და ფლუოქსეტინი), SNRI-ები (როგორიცაა ვენლაფაქსინი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა კლომიპრამინი, ამიტრიპტილინი), პეტიდინი, კრაზანა და მაო-ს ინჰიბიტორები (როგორიცაა მოკლობემიდი და ლინეზოლიდი). ეს მედიკამენტები ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს; თუ ამ პრეპარატებიდან რომელიმეს დულოკთან ერთად მიღებისას შეამჩნევთ რაიმე უჩვეულო სიმპტომს, უნდა მიმართოთ ექიმს.
პერორალური ანტიკოაგულანტები ან ანტიაგრეგანტები: მედიკამენტები, რომლებიც ათხიერებენ სისხლს ან ხელს უშლიან სისხლის შედედებას. ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი.
დულოკის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
დულოკის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან კვებისგან დამოუკიდებლად. სიფრთხილეა საჭირო, თუ დულოკით მკურნალობის დროს იღებთ ალკოჰოლს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
- აცნობეთ ექიმს, თუ დაორსულდით ან ცდილობთ დაორსულებას, დულოკის მიღების დროს. დულოკის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმთან პოტენციური სარგებლისა და თქვენი ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის შესაძლო რისკების განხილვის შემდეგ.
- დარწმუნდით, რომ თქვენმა მეანმა და/ან ექიმმა იცის, რომ იღებთ დულოკს. ორსულობის დროს მსგავსი პრეპარატების (SSRI) მიღებამ შეიძლება გაზარდოს ჩვილებში სერიოზული მდგომარეობის, ახალშობილის მუდმივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის (PPHN) რისკი, რაც იწვევს ბავშვის სუნთქვის აჩქარებას და მოლურჯო ელფერის წარმოქმნას. ეს სიმპტომები, როგორც წესი, იწყება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ეს თქვენს ბავშვს დაემართა, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ბებიაქალს და/ან ექიმს.
- თუ დულოკს იღებთ ორსულობის ბოლო პერიოდში, თქვენს ჩვილს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული სიმპტომები დაბადებისას. ეს სიმპტომები, როგორც წესი, იწყება დაბადებისთანავე ან ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში. ეს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კუნთების მოდუნებას, კანკალს, ნერვიულობას, კვების დარღვევას, სუნთქვის გაძნელებას და კრუნჩხვებს. თუ თქვენს ჩვილს დაბადებისას აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, ან შეშფოთებული ხართ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის გამო, დაუკავშირდით ექიმს ან მეანს, რომლებიც შეძლებენ თქვენთვის კონსულტაციის გაწევას.
- თუ თქვენ იღებთ დულოკს ორსულობის ბოლოს, იზრდება ვაგინალური სისხლდენის რისკი მშობიარობიდან მალევე, განსაკუთრებით თუ გაქვთ სისხლდენასთან დაკავშირებული დარღვევები ანამნეზში. თქვენმა ექიმმა ან ბებიაქალმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ დულოქსეტინს, რათა შეძლონ თქვენთვის კონსულტაციის გაწევა.
- ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში დულოკის გამოყენების შესახებ არსებული მონაცემები არ აჩვენებს ბავშვში თანდაყოლილი დეფექტების საერთო რისკის გაზრდილ დონეს. თუ დულოკი მიიღება ორსულობის მეორე ნახევარში, შეიძლება გაიზარდოს რისკი, რომ ბავშვი დაიბადოს ნაადრევად (6 დამატებითი ნაადრევი ჩვილი ყოველ 100 ქალზე, რომლებიც იღებენ დულოკს ორსულობის მეორე ნახევარში), ძირითადად ორსულობის 35-ე და 36-ე კვირას შორის.
- აცნობეთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. დულოკის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული. რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავრტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება:
დულოკმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა. არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს დულოკი თქვენზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დულოკის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
დულოკი შეიცავს საქაროზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
- როგორ მივიღოთ დულოკი?
დულოკი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დულოკი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის. კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, წყლის დაყოლებით.
დეპრესიისა და დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილის დროს:
დულოკის ჩვეულებრივი დოზაა 60 მგ დღეში ერთხელ, მაგრამ ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს:
დულოკის ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 30 მგ დღეში ერთხელ, რის შემდეგაც პაციენტების უმეტესობა მიიღებს 60 მგ დღეში ერთხელ, თუმცა ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას. დოზის კორექტირება შესაძლებელია 120 მგ-მდე დღეში, დულოკზე თქვენი რეაქციის მიხედვით.
იმისათვის, რომ არ დაგავიწყდეთ დულოკის მიღება, თქვენთვის უმჯობესი იქნება მისი მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
გაესაუბრეთ ექიმს, თუ რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ დულოკის მიღება. არ შეწყვიტოთ დულოკის მიღება ან არ შეცვალოთ დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თქვენი დაავადების სათანადო მკურნალობა მნიშვნელოვანია თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუ არ იქნება მკურნალობა, თქვენი მდგომარეობა შეიძლება არ გაქრეს და შეიძლება უფრო სერიოზული და რთული გახდეს.
თუ მიიღეთ დულოკის საჭიროზე მეტი დოზა: თუ მიიღეთ დულოკის საჭიროზე მეტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია ძილიანობა, კომა, სეროტონინული სინდრომი (იშვიათი რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი ბედნიერების, ძილიანობის, მოუხერხებლობის, მოუსვენრობის, სიმთვრალის შეგრძნება, სიცხე, ოფლიანობა ან კუნთების დაჭიმულობა), კრუნჩხვები, ღებინება და გულისცემის აჩქარება.
თუ დაგავიწყდათ დულოკის მიღება:
თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ შემდეგი დოზის მიღების დროა, დაივიწყეთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ მხოლოდ ერთჯერადი დოზა, როგორც ყოველთვის. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. არ მიიღოთ დულოკის დღიურ რაოდენობაზე მეტი, რომელიც დაგენიშნათ ერთ დღეში.
თუ შეწყვიტეთ დულოკის მიღება:
არ შეწყვიტოთ კაფსულების მიღება ექიმის რჩევის გარეშე, თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ. თუ ექიმი ფიქრობს, რომ დულოკი აღარ გჭირდებათ, ის გთხოვთ, შეამციროთ დოზა მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, სანამ მკურნალობას მთლიანად შეწყვეტთ.
ზოგიერთ პაციენტს, რომელმაც მოულოდნელად შეწყვიტა დულოკის მიღება, აღენიშნებოდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, ჭიანჭველების ცოცვის მსგავსი შეგრძნება ან ელექტროშოკის მსგავსი შეგრძნებები, ძილის დარღვევა (ნათელი სიზმრები, კოშმარები, უძილობა), დაღლილობა, ძილიანობა, მოუსვენრობის ან აგზნების შეგრძნება, შფოთვა, გულისრევა ან ღებინება, კანკალი (ტრემორი), თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გაღიზიანება, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა ან თავბრუსხვევა.
ეს სიმპტომები, როგორც წესი, სერიოზული არ არის და რამდენიმე დღეში ქრება, მაგრამ თუ გაქვთ შემაწუხებელი სიმპტომები, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაქვთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ეს ეფექტები, როგორც წესი, მსუბუქიდან საშუალომდეა და ხშირად რამდენიმე კვირის შემდეგ ქრება.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
- თავის ტკივილი, ძილიანობა
- გულისრევა, პირის სიმშრალე
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
- უმადობა
- ძილის პრობლემები, აღგზნებადობა, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, შფოთვა, ორგაზმის განცდის გაძნელება ან შეუძლებლობა, უჩვეულო სიზმრები
- თავბრუსხვევა, მოთენთილობა, ტრემორი, დაბუჟება, მათ შორის კანის დაბუჟება, ჩხვლეტა ან ჩქმეტის შეგრძნება
- მხედველობის დაბინდვა
- ტინიტუსი (ყურში ხმის გაგონება, როდესაც გარეგანი ხმა არ არის)
- გულისცემის შეგრძნება გულმკერდში,
- არტერიული წნევის მომატება, წამოწითლება
- მთქნარების გაძლიერება
- ყაბზობა, დიარეა, კუჭის ტკივილი, ღებინება, გულძმარვა ან საჭმლის მონელების დარღვევა, მეტეორიზმი
- ოფლიანობის მომატება, (ქავილით) გამონაყარი
- კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი
- მტკივნეული შარდვა, ხშირი შარდვა
- ერექციის პრობლემები, ეაკულაციის ცვლილებები
- დაღლილობა, დაცემა (ძირითადად ხანდაზმულებში)
- წონის დაკლება
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ დეპრესია და რომლებიც მკურნალობდნენ ამ მედიკამენტით, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებისას აღენიშნებოდათ წონაში გარკვეული დაკლება. 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ წონა გაიზარდა მათი ასაკისა და სქესის სხვა ბავშვებისა და მოზარდების მაჩვენებლებთან შესაბამისობაში.
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს):
- ყელის ანთება, რომელიც იწვევს ხმის ჩახლეჩას
- სუიციდურ ფიქრებს, ძილის გაძნელებას, კბილების კრაჭუნს ან ხახუნს, დეზორიენტაციის შეგრძნებას, მოტივაციის ნაკლებობას
- კუნთების უეცარი უნებლიე კანკალი ან კრუნჩხვები, მოუსვენრობის შეგრძნება ან ერთ ადგილზე ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა, ნერვიულობის შეგრძნება, კონცენტრაციის გაძნელება, გემოვნების შეგრძნების ცვლილება, მოძრაობის კონტროლის გაძნელება, მაგ. კუნთების კოორდინაციის ნაკლებობა ან უნებლიე მოძრაობები, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ძილის ცუდი ხარისხი
- თვალის გუგების გაფართოება (თვალის მუქი ცენტრი), მხედველობის პრობლემები
- თავბრუსხვევის ან ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), ყურის ტკივილი
- გულისცემის გახშირება და/ან არარეგულარული გულისცემა
- გულის წასვლა, თავბრუსხვევა, გაბრუება ან ადგომისას გულის წასვლა, ცივი ხელის და/ან ფეხის თითები
- ყელში შებოჭილობა, ცხვირიდან სისხლდენა
- სისხლიანი ღებინება ან შავი ფისისებრი განავალოვანი მასა (განავალი), გასტროენტერიტი, ბოყინი, ყლაპვის გაძნელება
- ღვიძლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი და კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება
- ღამის ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, ცივი ოფლი, მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა, სისხლჩაქცევების გაძლიერებული მიდრეკილება
- კუნთების შებოჭილობა, კუნთების კანკალი
- შარდის გამოყოფის გაძნელება ან შეუძლებლობა, შარდვის დაწყების გაძნელება, ღამით შარდის გამოყოფის საჭიროება, ნორმაზე მეტი შარდის გამოყოფის საჭიროება, შარდის ნაკადის შემცირება
- ვაგინალური სისხლდენა, არანორმალური მენსტრუაცია, მათ შორის უხვი, მტკივნეული, არარეგულარული ან გახანგრძლივებული მენსტრუაცია, უჩვეულოდ მსუბუქი ან გამოტოვებული მენსტრუაცია
- ტკივილი გულმკერდის არეში, დაცემა (ძირითადად ხანდაზმულებში), სიცივის შეგრძნება, წყურვილი, კანკალი, სიცხის შეგრძნება, სიარულის დარღვევა
- წონის მატება
- დულოკმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ეფექტები, რომელთა შესახებაც შეიძლება არ იცოდეთ, როგორიცაა ღვიძლის ფერმენტების ან სისხლში კალიუმის, კრეატინ ფოსფოკინაზას, შაქრის ან ქოლესტერინის დონის მომატება
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს):
- სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას ენის ან ტუჩების შეშუპებით, ალერგიული რეაქციები
- ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან წონის მატება
- დეჰიდრატაცია, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ძირითადად ხანდაზმულებში; სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავბრუსხვევას, სისუსტეს, დაბნეულობას, ძილიანობას ან ძალიან დაღლილობას, ან გულისრევის შეგრძნებას, უფრო სერიოზული სიმპტომებია გულის წასვლა, კრუნჩხვები ან დაცემა), ანტიდიურეზული ჰორმონის (SIADH) არასაკმარისი სეკრეციის სინდრომი
- სუიციდური ქცევა, მანია (ჭარბი აქტივობა, მოჭარბებული ფიქრები და ძილის მოთხოვნილების შემცირება), ჰალუცინაციები, აგრესია და ბრაზი
- სეროტონინული სინდრომი (იშვიათი რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი ბედნიერების გრძნობა, ძილიანობა, მოუხერხებლობა, მოუსვენრობა, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისმაგვარი შეფრძნება, ცხელება, ოფლიანობა ან კუნთების შებოჭილობა), კრუნჩხვები
- თვალშიდა წნევის მომატება (გლაუკომა)
- ხველა, ხიხინი და ქოშინი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს მაღალი ტემპერატურა
- პირის ღრუს ანთება, განავალში მკვეთრი წითელი სისხლის გამოჩენა, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, მსხვილი ნაწლავის ანთება (რაც იწვევს დიარეას)
- ღვიძლის უკმარისობა, კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე)
- სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანის, პირის ღრუს, თვალების და სასქესო ორგანოების სერიოზული დაავადება ბუშტუკებით), სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება)
- ყბის კუნთის შეკუმშვა
- შარდის უჩვეულო სუნი
- მენოპაუზის სიმპტომები, მკერდიდან რძის არანორმალური გამოყოფა მამაკაცებში ან ქალებში
- ვაგინალური სისხლდენა მშობიარობიდან მალევე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა)
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1 ადამიანს)
- კანის სისხლძარღვების ანთება (კანის ვასკულიტი)
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია)
- „სტრესული კარდიომიოპათიის“ ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს გულმკერდის არეში ტკივილს, ქოშინს, თავბრუსხვევას, გონების დაკარგვას, გულის არარეგულარულ რითმს.
- როგორ შევინახოთ დულოკი
დულოკი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას და მის შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში და ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ტენიანობისგან დაცვით.
არ გადააგდოთ წამლები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
მწარმოებელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mahallesi Tunç Caddesi No:3; Esenyurt - İstanbul / Turkey
A20012052/01
ტელეფონი: 0090 212 622 66 00
ფაქსი: 0090 212 623 19 53
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mahallesi, Eski Büyükdere Caddesi No:4, 34467; Maslak, Sariyer - Istanbul/Turkey
ტელეფონი: 00 90 212 366 84 00
ფაქსი: 00 90 212 276 20 20
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


