ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

დულექსა

DULEXA

რეცეპტით60მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

- დიდი დეპრესიული აშლილობის მკურნალობა; - გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობა; - გამოხატული ტკივილის სინდრომით მიმდინარე დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის მკურნალობა. დულექსა განკუთვნილია მოზრდილებში გამოსაყენებლად.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დულოქსეტინი (duloxetine)
ფორმა და შეფუთვა
60მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №28 (2X14)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სხვა ანტიდეპრესანტები
ATC კოდი
N06AX21
რეგისტრაციის ნომერი
რ-045965
რეგისტრირებულია
21 ივლისი 2026, მოქმედებს 21 ივლისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადულექსა და სხვა წამალი ერთად

დულექსა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • დიდი დეპრესიული აშლილობის მკურნალობა;
  • გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობა;
  • გამოხატული ტკივილის სინდრომით მიმდინარე დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის მკურნალობა.

დულექსა განკუთვნილია მოზრდილებში გამოსაყენებლად.

მიღების წესი და დოზირება

დიდი დეპრესიული აშლილობა

საწყისი და შემანარჩუნებელი თერაპიული დოზა შეადგენს 60 მგ დულოქსეტინს ერთხელ დღე-ღამეში.

დღე-ღამეში 60 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენების უსაფრთხოება მაქსიმალურ დოზამდე 120 მგ დღე-ღამეში შეფასებული იყო კლინიკურ კვლევებში. არ არის მიღებული თერაპიული ეფექტის გაზრდის კლინიკური დადასტურებები პაციენტებში, რომლებიც არ პასუხობენ საწყის რეკომენდებულ დოზაზე.

თერაპიული პასუხი ჩვეულებრივ შეინიშნება პრეპარატით მკურნალობიდან 2-4 კვირის შემდეგ.

დულექსათი თერაპიაზე ანტიდეპრესიული ეფექტის გამყარების შემდეგ, რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება რამდენიმე თვის განმავლობაში რეციდივის თავიდან ასაცილებლად. პაციენტებისათვის დიდი დეპრესიული აშლილობის განმეორებითი ეპიზოდებით ანამნეზში, რომლებიც კარგად რეაგირებენ დულოქსეტინზე, შეიძლება ნაჩვენები იყოს გრძელვადიანი თერაპია 60 მგ-დან/დღე-ღამეში 120 მგ-მდე/დღე-ღამეში დოზებით.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 30 მგ დულოქსეტინს ერთხელ დღე-ღამეში. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ არასაკმარისი პასუხი თერაპიაზე, დოზა უნდა გაიზარდოს 60 მგ-მდე დღე-ღამეში, რაც ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზაა პაციენტების უმეტესობისთვის.

პაციენტებში თანმხლები დიდი დეპრესიული აშლილობით საწყისი და შემანარჩუნებელი თერაპიული დოზები შეადგენს 60 მგ დულოქსეტინს ერთხელ დღე-ღამეში (იხ. აგრეთვე ზემოთ მოცემული რეკომენდაციები).

კლინიკური კვლევების ჩატარებისას შეფასდა უსაფრთხოება და ნაჩვენები იქნა დღე-ღამეში 120 მგ-მდე დოზების ეფექტურობა. ამიტომ, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არასაკმარისი პასუხი დულოქსეტინით თერაპიაზე 60 მგ სადღეღამისო დოზით, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს დოზის გაზრდა 90 მგ-მდე ან 120 მგ-მდე დღე-ღამეში. დოზა უნდა გაიზარდოს მკურნალობაზე პაციენტის კლინიკური პასუხისა და პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით.

ანტიდეპრესიული ეფექტის გამყარების შემდეგ რეკომენდებულია დულექსათი მკურნალობის გაგრძელება რამდენიმე თვის განმავლობაში დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათია გამოხატული ტკივილის სინდრომით

საწყისი და შემანარჩუნებელი თერაპიული დოზა შეადგენს 60 მგ დულოქსეტინს დღე-ღამეში. 60 მგ-ზე მეტი მაქსიმალურ 120 მგ-მდე თანაბრად განაწილებული სადღეღამისო დოზების უსაფრთხოება შეფასებული იქნა კლინიკურ კვლევებში.

სისხლის პლაზმაში დულოქსეტინის კონცენტრაციას ჰქონდა მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ცვალებადობა. ამრიგად, ზოგიერთ პაციენტში სუსტი პასუხით დულოქსეტინზე 60 მგ დღე-ღამეში დოზით, შეიძლება აღინიშნოს გაუმჯობესება უფრო მაღალი დოზის გამოყენებისას.

მკურნალობის ეფექტურობა უნდა შეფასდეს 2 თვის შემდეგ. პაციენტებში არასაკმარისი რეაქციით მკურნალობის დასაწყისში, ამ რეაქციის გამოვლინება მომავალში ნაკლებად სავარაუდოა.

თერაპიული ეფექტი რეგულარულად უნდა გადაიხედოს (მინიმუმ სამ თვეში ერთხელ).

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია მხოლოდ ასაკის საფუძველზე არ არის საჭირო. თუმცა, როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პირთა მკურნალობისას, განსაკუთრებით დოზით 120 მგ ერთხელ დღე-ღამეში დიდი დეპრესიული აშლილობის ან გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს, რომელზეც არსებობს შეზღუდული მონაცემები.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

უკუნაჩვენებია პრეპარატის გამოყენება პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით, რომლებიც იწვევს ღვიძლის ფუნქციის დარღვევებს.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ) დოზის კორექცია საჭირო არ არის. პრეპარატის გამოყენება თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) უკუნაჩვენებია.

ბავშვები

პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში დიდი დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ, ამ ასაკობრივ ჯგუფში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

დულოქსეტინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობისას 7-17 წლის ბავშვებში დადგენილი არ არის. ამჟამად არსებული მონაცემები წარმოდგენილია ნაწილებში „არასასურველი რეაქციები“ და „ფარმაკოკინეტიკა“.

არ ჩატარებულა დულოქსეტინის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევები გამოხატული ტკივილის სინდრომით მიმდინარე დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის მკურნალობისას.

მკურნალობის შეწყვეტა

აუცილებელია დულექსათი მკურნალობის უეცარი შეწყვეტის თავიდან აცილება. თერაპიის შეწყვეტისას მოხსნის სინდრომის განვითარების რისკის შესამცირებლად, დულოქსეტინის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს მინიმუმ 1-2 კვირის განმავლობაში. თუ დოზის შემცირების ან თერაპიის შეწყვეტის შემდეგ შეინიშნება მოხსნის სინდრომის ნიშნები, განხილული უნდა იქნას საკითხი სამკურნალო საშუალების მიღების განახლების შესახებ ადრე გამოყენებული დოზებით. შემდგომში შეიძლება დულოქსეტინის დოზის შემცირება, მაგრამ უფრო ნელი ტემპით.

გამოყენების წესი

კაფსულები მიიღება პერორალურად, საკვების მიღების მიუხედავად.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • მონოამინოქსიდაზას არასელექციური შეუქცევადი ინჰიბიტორების (მაო-ს ინჰიბიტორები) ერთდროული გამოყენება;
  • ღვიძლის დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
  • CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება, როგორიცაა ფლუვოქსამინი, ციპროფლოქსაცინი ან ენოქსაცინი (სისხლის პლაზმაში დულოქსეტინის კონცენტრაციის გაზრდის გამო);
  • თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ);
  • არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია (ჰიპერტონული კრიზის განვითარების პოტენციური რისკი).

სიფრთხილის ზომები

პაციენტებში ანამნეზში მანიით, დიაგნოსტირებული ბიპოლარული აშლილობით და/ან კრუნჩხვებით, დულექსა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

მიდრიაზი

დულოქსეტინის გამოყენებისას დაფიქსირდა მიდრიაზის შემთხვევები, ამიტომ სიფრთხილე უნდა იქნას დაცული დულექსას გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გაზრდილი თვალშიდა წნევა ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომის განვითარების რისკი.

არტერიული წნევა და გულის შეკუმშვათა სიხშირე

დულოქსეტინით თერაპიის დროს ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა არტერიული წნევის მატება, აგრეთვე უვითარდებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპერტენზია (ეს შესაძლოა განპირობებული იყოს სამკურნალო საშუალების ნორადრენერგული ეფექტით). იყო შეტყობინებები ჰიპერტონული კრიზის განვითარების შემთხვევების შესახებ დულოქსეტინით მკურნალობის ფონზე, განსაკუთრებით პაციენტებში არსებული არტერიული ჰიპერტენზიით. ამასთან დაკავშირებით პაციენტებში დიაგნოსტირებული არტერიული ჰიპერტენზიით და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებებით რეკომენდებულია არტერიული წნევის კონტროლი, განსაკუთრებით დულექსათი მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდისას ან არტერიული წნევის მატებისას, პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ასევე, დულექსა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დულოქსეტინის მეტაბოლიზმზე. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ არტერიული წნევის მუდმივი მატება დულექსათი თერაპიის ფონზე, განხილული უნდა იქნას საკითხი დოზის შემცირების ან სამკურნალო საშუალების მიღების თანდათანობით შეწყვეტის შესახებ. არ არის რეკომენდებული დულექსათი მკურნალობის დაწყება პაციენტებში არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით.

თირკმელების ფუნქციის დარღვევები

პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ჰემოდიალიზზე, აღინიშნება დულოქსეტინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.

უკუნაჩვენებია დულექსას გამოყენება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით. სამკურნალო საშუალების გამოყენების რეკომენდაციები პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ხარისხის დარღვევებით იხილეთ ნაწილში „გამოყენების წესი და დოზირება“.

სეროტონინული სინდრომი/ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი

ისევე, როგორც სხვა პრეპარატების გამოყენებისას, რომლებსაც გააჩნია სეროტონინერგული მოქმედება, დულექსას გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სეროტონინული სინდრომი - მდგომარეობა, რომელიც პოტენციურად საშიშია პაციენტის სიცოცხლისათვის, განსაკუთრებით კომბინირებული თერაპიის დროს სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც აქვს სეროტონინერგული მოქმედება (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების, სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ან ტრიპტანების ჯგუფის პრეპარატების ჩათვლით); სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც გავლენას ახდენს სეროტონინის მეტაბოლიზმზე (მაგალითად, მაო-ს ინჰიბიტორები); ანტიფსიქოზურ ან დოფამინის რეცეპტორების სხვა ანტაგონისტებთან, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სეროტონინერგულ ნეიროტრანსმისიაზე.

სეროტონინული სინდრომის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფსიქიკური სტატუსის ცვლილებას (მაგალითად, აჟიტაცია, ჰალუცინაციები, კომა), დარღვევებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ (მაგალითად, ტაქიკარდია, ლაბილური არტერიული წნევა, ჰიპერთერმია), ნერვ-კუნთოვან დარღვევებს (მაგალითად, ჰიპერრეფლექსია, კოორდინაციის დარღვევა) და/ან კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევებს (მაგალითად, გულისრევა, ღებინება, დიარეა).

სეროტონინული სინდრომი თავისი ყველაზე მძიმე გამოვლინებით შეიძლება ჰგავდეს ავთვისებიან ნეიროლეფსიურ სინდრომს, რომელიც მოიცავს ჰიპერთერმიას, კუნთების რიგიდობას, შრატისმიერი კრეატინკინაზას მომატებულ დონეს, დარღვევებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების მაჩვენებლების შესაძლო სწრაფი რყევებითა და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებით.

იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება დულექსას კომბინირებული გამოყენების კლინიკური საჭიროება სხვა სეროტონინერგული მოქმედების მქონე პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სეროტონინერგულ და/ან დოფამინერგულ ნეიროტრანსმისიაზე, რეკომენდებულია პაციენტზე სათანადო დაკვირვების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და სამკურნალო საშუალების დოზის გაზრდისას.

კრაზანას შემცველი პრეპარატები (Hypericum perforatum)

დულექსას ერთდროული გამოყენებისას კრაზანას შემცველ პრეპარატებთან, არასასურველი რეაქციები პაციენტებში შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს.

სუიციდი

დიდი დეპრესიული აშლილობა და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

დეპრესიის დროს იზრდება სუიციდური აზრების, თვითდაზიანების და თვითმკვლელობის (თვითმკვლელობის მცდელობების) რისკი. ეს რისკი ნარჩუნდება სტაბილური რემისიის მიღწევამდე. ვინაიდან პაციენტებში შეიძლება არ აღინიშნოს მდგომარეობის გაუმჯობესება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა პაციენტებზე სათანადო დაკვირვების უზრუნველყოფა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. ამჟამად არსებული კლინიკური მონაცემების თანახმად, სუიციდის ჩადენის რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპებზე.

სხვა ფსიქიკური აშლილობების დროს, როდესაც დულოქსეტინი გამოიყენება, შეიძლება ასევე გაიზარდოს სუიციდის მცდელობის რისკი. გარდა ამისა, ეს დარღვევები შეიძლება არსებობდეს დიდ დეპრესიულ აშლილობასთან ერთად. ამიტომ, დულექსას გამოყენებისას სხვა ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებში, იგივე სიფრთხილის ზომები უნდა იქნას დაცული, როგორც დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტებში.

სუიციდური აზრების ან სუიციდური ქცევის აღნიშვნის უფრო მაღალი რისკი დამახასიათებელია პაციენტებისთვის, რომლებშიც მკურნალობის დაწყებამდე სუიციდური აზრები ხასიათდება გამოხატულების მნიშვნელოვანი ხარისხით ან რომლებსაც ანამნეზში აქვთ მითითებები სუიციდის მცდელობაზე. 25 წლამდე ასაკის ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებში პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მონაცემების მეტა-ანალიზის შედეგების თანახმად, სუიციდური ქცევის აღნიშვნის რისკი ანტიდეპრესანტებით თერაპიის დროს უფრო მაღალია ასეთთან შედარებით პლაცებოთი თერაპიის დროს.

სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევის აღნიშვნის შემთხვევები რეგისტრირდებოდა თერაპიის დროს ან დულოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

დულექსას გამოყენებისას აუცილებელია პაციენტებზე სათანადო დაკვირვების უზრუნველყოფა, კერძოდ, მაღალი რისკის ჯგუფიდან, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის დოზის კორექტირების შემდეგ. პაციენტები (და პაციენტის მომვლელი პირები) ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმის შესახებ, რომ აუცილებელია საკუთარი მდგომარეობის (პაციენტის მდგომარეობის) კონტროლი დაავადების მიმდინარეობის გაუარესების ნებისმიერი კლინიკური ნიშნების, სუიციდური ქცევის ან სუიციდური აზრების და ქცევაში უჩვეულო ცვლილებების აღნიშვნის გამოვლენის მიზნით, აგრეთვე დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას მათი აღნიშვნის შემთხვევაში.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათია ტკივილის სინდრომით

ისევე, როგორც მსგავსი ფარმაკოლოგიური მოქმედების მქონე სხვა პრეპარატების (ანტიდეპრესანტების) გამოყენებისას, დულოქსეტინით თერაპიის დროს ან მისი შეწყვეტიდან მოკლე პერიოდის განმავლობაში, იყო შეტყობინებები სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევის გამოვლინების ცალკეული შემთხვევების შესახებ. გასათვალისწინებელია ინფორმაცია დეპრესიის დროს სუიციდის ჩადენის რისკ-ფაქტორების შესახებ (იხ. ზემოთ). პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ აუცილებელია ნებისმიერ დროს ინფორმირება შემაშფოთებელი აზრებისა და განცდების შესახებ.

გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში

დულექსა არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში. ბავშვებში და მოზარდებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში სუიციდური ქცევა (თვითმკვლელობის მცდელობა და სუიციდური აზრები) და მტრული განწყობა (ძირითადად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი) დაფიქსირებული იყო უფრო ხშირად ანტიდეპრესანტების გამოყენებისას, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას. იმ შემთხვევებში, როდესაც დულექსას გამოყენება კლინიკურად გამართლებულია, აუცილებელია პაციენტზე სათანადო დაკვირვების უზრუნველყოფა სუიციდური ქცევის და სუიციდური აზრების ნიშნების გამოვლენის საგანზე. არ არსებობს ინფორმაცია ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მის გავლენასთან მიმართებაში ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებაზე, კოგნიტური და ქცევითი ფუნქციების განვითარებაზე.

სისხლდენა

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების და სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების, მათ შორის დულოქსეტინის გამოყენებისას, იყო შეტყობინებები ჰემოსტაზის სისტემის მხრივ დარღვევების აღნიშვნის შემთხვევების შესახებ, რასაც თან ახლდა ეკქიმოზი, პურპურა და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა. დულოქსეტინის გამოყენების ფონზე იზრდება მშობიარობის შემდგომი სისხლდენის აღნიშვნის რისკი. სიფრთხილე უნდა იქნას დაცული დულექსას გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ანტიკოაგულანტებით და/ან სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც გავლენას ახდენს თრომბოციტების ფუნქციაზე (მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) ან აცეტილსალიცილის მჟავა), ასევე პაციენტებში სისხლდენისადმი მიდრეკილებით.

ჰიპონატრიემია

დულოქსეტინის გამოყენებისას იყო შეტყობინებები ჰიპონატრიემიის განვითარების შესახებ, შემთხვევების ჩათვლით, როდესაც ნატრიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში შეადგენდა 110 მმოლ/ლ-ზე ნაკლებს. ჰიპონატრიემია შეიძლება დაკავშირებული იყოს ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომთან (SIADH). ჰიპონატრიემიის შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მათში, ვისაც ახლო წარსულში ანამნეზში აღენიშნებოდა წყლის ბალანსის დარღვევები ან ჰქონდათ მდგომარეობები, რომლებიც განაწყობს ამ დარღვევების განვითარებისადმი. სიფრთხილის დაცვაა საჭირო დულექსას გამოყენებისას ჰიპონატრიემიის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში, როგორიცაა ხანდაზმული პაციენტები, ღვიძლის ციროზით დაავადებული პაციენტები, დეჰიდრატაციის მქონე პაციენტები ან პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეზულებით თერაპიას.

მკურნალობის შეწყვეტა

დულოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტისას, განსაკუთრებით სამკურნალო საშუალების მკვეთრი მოხსნისას, ხშირად ვითარდება მოხსნის სინდრომი. კლინიკურ კვლევებში არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია თერაპიის უეცარ შეწყვეტასთან, დაფიქსირდა პაციენტების დაახლოებით 45%-ში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, და 23%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

მოხსნის სინდრომის განვითარების რისკი, დაკავშირებული სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებით და სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებით თერაპიის შეწყვეტასთან, შეიძლება დამოკიდებული იყოს რამდენიმე ფაქტორზე, მკურნალობის ხანგრძლივობის, სამკურნალო საშუალების დოზირების, ასევე პერიოდის ხანგრძლივობის ჩათვლით, რომლის განმავლობაშიც ხდება დოზის შემცირება. არასასურველი რეაქციები, რომლებიც ყველაზე ხშირად აღინიშნება დულოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტისას, ჩამოთვლილია ნაწილში „არასასურველი რეაქციები“. როგორც წესი, მოხსნის სინდრომი უმნიშვნელოდ ან ზომიერად არის გამოხატული; თუმცა, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება ჰქონდეს მძიმე ხასიათი. მოხსნის სინდრომი უპირატესად ვლინდება თერაპიის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ის დაფიქსირდა პაციენტებში, სამკურნალო დოზის უნებლიე გამოტოვებისას. როგორც წესი, მოხსნის სიმპტომები თავისთავად ქრება 2 კვირის განმავლობაში; ზოგიერთ პაციენტში ისინი შეიძლება უფრო მეტხანს გაგრძელდეს (2-3 თვე ან მეტი). ამიტომ დულექსათი მკურნალობის შეწყვეტისას რეკომენდებულია დულოქსეტინის დოზის თანდათანობით შემცირება, მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, პაციენტის საჭიროებების გათვალისწინებით.

ხანდაზმული პაციენტები

შეზღუდულია მონაცემები დულოქსეტინის 120 მგ დოზით გამოყენების შესახებ დიდი დეპრესიული აშლილობისა და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში. ამასთან დაკავშირებით სიფრთხილის დაცვაა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში სამკურნალო საშუალების მაქსიმალური დოზით გამოყენებისას.

აკათიზია/ფსიქომოტორული აგზნება

დულოქსეტინის გამოყენებისას იყო შეტყობინებები აკათიზიის განვითარების შესახებ, რომელიც ხასიათდება სუბიექტურად უსიამოვნო ან შფოთვითი აგზნებით, რომელიც დაკავშირებულია ჯდომის ან ადგილზე დგომის შეუძლებლობასთან. ყველაზე ხშირად, ეს დარღვევები აღინიშნება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ ასეთი დარღვევები, პრეპარატის დოზის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის უარყოფითი შედეგები.

დულოქსეტინის შემცველი პრეპარატები

დულოქსეტინი შედის მრავალი პრეპარატის შემადგენლობაში, რომლებსაც აქვს სხვადასხვა სავაჭრო დასახელება და გამოიყენება სხვადასხვა ჩვენებით (გამოხატული ტკივილის სინდრომით მიმდინარე დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის, დიდი დეპრესიული აშლილობის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის და შარდის სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა). დაუშვებელია დულოქსეტინის შემცველი ერთზე მეტი პრეპარატის ერთდროულად გამოყენება.

ჰეპატიტი/სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

დულოქსეტინის გამოყენებისას იყო შეტყობინებები ღვიძლის დაზიანების შესახებ, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მნიშვნელოვანი მატების (ნორმის ზედა ზღვარზე 10-ჯერ მეტი), ჰეპატიტის და სიყვითლის ჩათვლით. ამ შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა მკურნალობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. ღვიძლის დაზიანებები უპირატესად ჰეპატოცელულური ხასიათისა იყო. სიფრთხილის დაცვაა საჭირო დულექსას გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ღვიძლზე მავნე ზემოქმედების მქონე სხვა სამკურნალო საშუალებებით.

სექსუალური დისფუნქცია

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების/სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები. არსებობს შეტყობინებები, რომ სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები შეინიშნებოდა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების/სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

დამხმარე ნივთიერებები

დულექსა შეიცავს საქაროზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებს ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტი, არ უნდა მიიღონ პრეპარატი.

დულექსა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ კაფსულაში, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მაო-ს ინჰიბიტორები

სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო, დულექსას გამოყენება არ არის რეკომენდებული კომბინაციაში მაო-ს არასელექციურ შეუქცევად ინჰიბიტორებთან ან მაო-ს ინჰიბიტორებით თერაპიის შეწყვეტიდან სულ მცირე 14 დღის განმავლობაში. დულოქსეტინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გათვალისწინებით დულექსას მიღების შეწყვეტის შემდეგ დაცული უნდა იქნას, სულ მცირე, 5-დღიანი ინტერვალი მაო-ს ინჰიბიტორებით თერაპიის დაწყებამდე.

დულექსას კომბინირებული გამოყენება მაო-ს სელექციურ შექცევად ინჰიბიტორებთან, როგორიცაა მოკლობემიდი, არ არის რეკომენდებული. ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი არის მაო-ს არასელექციური, შექცევადი ინჰიბიტორი და, შესაბამისად, არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ დულექსათი თერაპიას.

CYP1A2 ინჰიბიტორები

ვინაიდან CYP1A2 ჩართულია დულოქსეტინის მეტაბოლიზმში, ვარაუდობენ, რომ დულოქსეტინის კომბინირებული გამოყენებისას CYP1A2-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლში გაიზრდება. ფლუვოქსამინთან (100 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ერთდროული გამოყენებისას, რომელიც CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორია, დულოქსეტინის პლაზმური კლირენსი მცირდებოდა დაახლოებით 77%-ით, ხოლო AUC0-t მნიშვნელობა დულოქსეტინისთვის იზრდებოდა 6-ჯერ. ამიტომ, დულექსა არ უნდა იქნას გამოყენებული CYP1A2 ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად, როგორიცაა ფლუვოქსამინი.

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ სხვა პრეპარატებთან დულოქსეტინის კომბინირებული გამოყენების რისკის სისტემური შეფასება, არ ჩატარებულა, გარდა ამ ნაწილში აღწერილი შემთხვევებისა. ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა დულექსას გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან ნივთიერებებთან კომბინაციაში, რომლებიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მათ შორის ალკოჰოლთან და სედაციურებთან (მაგალითად, ბენზოდიაზეპინები, მორფინის მსგავსი ეფექტის მქონე პრეპარატები, ანტიფსიქოზურები, ფენობარბიტალი, ანტიჰისტამინური საშუალებები სედაციური ეფექტით).

სეროტონინერგული მოქმედების მქონე პრეპარატები

იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები სეროტონინული სინდრომის განვითარების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებით/სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებით სეროტონინერგული მოქმედების მქონე პრეპარატებთან კომბინაციაში. სიფრთხილის დაცვაა საჭირო დულექსას კომბინირებული გამოყენებისას სეროტონინერგული მოქმედების მქონე პრეპარატებთან, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა კლომიპრამინი ან ამიტრიპტილინი, მაო-ს ინჰიბიტორები, როგორიცაა მოკლობემიდი ან ლინეზოლიდი, პრეპარატები, რომლებიც შეიცავს კრაზანას, პრეპარატები ტრიპტანების ჯგუფიდან, ტრამადოლი, პეტიდინი და ტრიპტოფანი.

დულოქსეტინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

სამკურნალო საშუალებები, რომელთა მეტაბოლიზმში მონაწილეობს CYP1A2

დულოქსეტინთან ერთდროული გამოყენებისას (60 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში), თეოფილინის ფარმაკოკინეტიკა, რომელიც წარმოადგენს CYP1A2-ის სუბსტრატს, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

სამკურნალო საშუალებები, რომელთა მეტაბოლიზმში მონაწილეობს CYP2D6

დულოქსეტინი არის CYP2D6-ის ზომიერი ინჰიბიტორი. დულოქსეტინთან ერთდროული გამოყენებისას (60 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში), AUC მნიშვნელობა დეზიპრამინისთვის (ერთჯერადი დოზა), რომელიც წარმოადგენს CYP2D6-ის სუბსტრატს, გაიზარდა 3-ჯერ. დულოქსეტინთან ერთად გამოყენებისას (40 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში), ტოლტეროდინისთვის (2 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში) AUC მნიშვნელობა წონასწორულ მდგომარეობაში გაიზარდა 71%-ით, ხოლო დულოქსეტინი არ ახდენდა გავლენას 5-ჰიდროქსიტოლტეროდინის (აქტიური მეტაბოლიტი) ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე, შესაბამისად, არ არის საჭირო ტოლტეროდინის დოზის კორექცია. სიფრთხილის დაცვაა საჭირო დულექსას კომბინირებული გამოყენებისას იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომელთა მეტაბოლიზმში უპირატესად მონაწილეობს CYP2D6 (რისპერიდონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაგალითად ნორტრიპტილინი, ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), განსაკუთრებით, თუ მათ აქვს ვიწრო თერაპიული დიაპაზონი (მაგალითად, ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი).

პერორალური კონტრაცეპტივები და სხვა პრეპარატები, რომლებიც შეიცავს სტეროიდებს

In vitro კვლევების შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ დულოქსეტინი არ არის CYP3A-ს ინდუქტორი. მედიკამენტური ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები in vivo არ ჩატარებულა.

ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტები

სიფრთხილის დაცვაა საჭირო დულოქსეტინის გამოყენებისას პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ან ანტიაგრეგანტებთან კომბინაციაში, რადგან ეს ზრდის სისხლდენის განვითარების პოტენციურ რისკს ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების შედეგად. გარდა ამისა, არის შეტყობინებები საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მნიშვნელობების ზრდის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ თერაპიას დულოქსეტინით და ვარფარინით. მიუხედავად ამისა, კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევაში დულოქსეტინისა და ვარფარინის ერთობლივი გამოყენებისას წონასწორულ მდგომარეობაში ჯანმრთელ მოხალისეებში, საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მაჩვენებლების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები საწყის დონესთან მიმართებაში ან R- ან S-ენანტიომერების ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებში ცვლილებები არ ყოფილა აღმოჩენილი.

სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება დულოქსეტინზე

ანტაციდები და H2-ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტები

ალუმინის და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან ან ფამოტიდინთან ერთად გამოყენებისას დულოქსეტინის (40 მგ, პერორალური მიღება) შეწოვის სიჩქარე და ხარისხი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

CYP1A2 ინდუქტორები

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზების შედეგების თანახმად, მწეველ პაციენტებში დულოქსეტინის პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 50%-ით დაბალია, ასეთთან შედარებით არამწეველ პაციენტებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა დულოქსეტინის ზემოქმედების სისტემურ დონეებზე (AUC) მაქსიმალური კლინიკური ზემოქმედების ქვემოთ.

ორი დიდი ობსერვაციული კვლევის მონაცემების თანახმად, ქალებში ორსულობის პირველ ტრიმესტრში დულოქსეტინის გამოყენებისას (2500 პაციენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში (აშშ) და 1500 პაციენტი ევროკავშირში (ЕС)), განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი თანდაყოლილი მანკების აღნიშვნის საერთო რისკი არ გაზრდილა. განვითარების სპეციფიკური თანდაყოლილი მანკების სიხშირის გაანალიზებისას, როგორიცაა გულის თანდაყოლილი მანკები, დამაჯერებელი მონაცემები არ არის მიღებული.

ევროკავშირში ჩატარებულ კვლევაში, დულოქსეტინის გამოყენებისას ქალებში ორსულობის გვიან ვადებში (ნებისმიერ დროს, დაწყებული ორსულობის მე-20 კვირიდან მშობიარობამდე) იზრდებოდა ნაადრევი მშობიარობის რისკი (2-ჯერზე ნაკლები; დაახლოებით 6 დამატებითი ნაადრევი მშობიარობა ყოველ 100 ქალზე, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინით თერაპიას ორსულობის გვიან ვადებში). ნაადრევი მშობიარობის უმეტესობა რეგისტრირებულია ორსულობის 35-ე და 36-ე კვირებს შორის. მსგავსი მონაცემები კვლევაში, რომელიც ჩატარებული იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არ არის მიღებული.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ ობსერვაციულ კვლევაში დადგინდა, რომ ორსულობის ბოლო თვის განმავლობაში ორსულ ქალებში დულოქსეტინის გამოყენებისას, იზრდებოდა მშობიარობის შემდგომი სისხლდენის რისკი (2-ჯერზე ნაკლები).

ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების გამოყენებისას ქალებში ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით გვიან ვადებში, შეიძლება გაიზარდოს ახალშობილში ფილტვის პერსისტირებადი ჰიპერტენზიის განვითარების რისკი. მიუხედავად კვლევების არარსებობისა ფილტვის პერსისტირებადი ჰიპერტენზიისა და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების გამოყენების ურთიერთკავშირის თაობაზე, ახალშობილებში ფილტვის პერსისტირებადი ჰიპერტენზიის განვითარების პოტენციური რისკი დულოქსეტინის გამოყენებისას ვერ გამოირიცხება, მოქმედების მსგავსი მექანიზმის გათვალისწინებით (სეროტონინის უკუმიტაცების დათრგუნვა).

ისევე, როგორც სეროტონინერგული მოქმედების მქონე სხვა პრეპარატების შემთხვევაში, მოხსნის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ახალშობილებში, დედის მიერ დულოქსეტინის ორსულობის გვიან ვადებში გამოყენებისასაც. მოხსნის სინდრომი მოიცავს შემდეგ სიმპტომებს: არტერიული ჰიპოტენზია, ტრემორი, მომატებული ნეირორეფლექტორული აგზნებადობის სინდრომი, სიძნელეები კვების დროს, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი და კრუნჩხვები. სიმპტომების უმეტესობა დაფიქსირდა დაბადებისას ან ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში.

ორსულობის დროს დულექსა უნდა იქნას გამოყენებული ქალებში მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დედისთვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ქალები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმის შესახებ, რომ მათ უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს ორსულობის დადგომის შესახებ ან დაორსულების განზრახვის შესახებ პრეპარატით თერაპიის დროს.

ლაქტაცია

დულოქსეტინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, რაც დადგენილი იქნა კვლევაში 6 ქალის მონაწილეობით ლაქტაციის პერიოდში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს და შეწყვიტეს ძუძუთი კვება. ბავშვის სავარაუდო დღიური დოზა მგ/კგ სხეულის მასაზე შეადგენს დედის დოზის დაახლოებით 0,14%-ს. ჩვილებში დულოქსეტინის გამოყენების უსაფრთხოება უცნობია; დულექსას გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დულოქსეტინი არ ახდენდა გავლენას ფერტილობაზე მამრებში, მაშინ როდესაც აღინიშნა პრეპარატის მოქმედება მდედრების ფერტილობაზე, მაგრამ მხოლოდ იმ დოზებით შეყვანისას, რომლებსაც აქვს ტოქსიკური ეფექტი დედის ორგანიზმზე.

გავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის გავლენის კვლევები არ ჩატარებულა. სამკურნალო საშუალების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სედაციური ეფექტი და თავბრუსხვევა. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ სედაციის ან თავბრუსხვევის აღნიშვნის შემთხვევაში, მათ თავი უნდა შეიკავონ პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებისაგან, როგორიცაა ავტოტრასნსპორტის ტარება და მექანიზმების მართვა.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

ყველაზე ხშირად აღნიშვნადი არასასურველი რეაქციები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, იყო გულისრევა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, ძილიანობა და თავბრუსხვევა. მიუხედავად ამისა, ხშირი არასასურველი რეაქციების უმეტესობა იყო უმნიშვნელოდ ან ზომიერად გამოხატული, ვლინდებოდა თერაპიის საწყის ეტაპზე და შემდგომში მათი გამოხატულება მცირდებოდა.

არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი

არასასურველი რეაქციები, რომლებიც რეგისტრირდებოდა პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში და აღინიშნებოდა ნებაყოფლობით სპონტანურ შეტყობინებებში, ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ის სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით). სიხშირის თითოეული ჯგუფის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის შემცირების მიხედვით.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირად - ლარინგიტი.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპოთირეოზი.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ხშირად - მადის დაქვეითება; არახშირად - ჰიპერგლიკემია (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში); იშვიათად - დეჰიდრატაცია, ჰიპონატრიემია, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი (SIADH) *.

ფსიქიკური დარღვევები: ხშირად - უძილობა, აჟიტაცია, ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, ორგაზმის დარღვევა, უჩვეულო სიზმრები; არახშირად - სუიციდური აზრები#, ^, ძილის დარღვევა, ბრუქსიზმი, დეზორიენტაცია, აპათია; იშვიათად - სუიციდური ქცევა #, ^, მანია, ჰალუცინაციები, აგრესია და მტრული განწყობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და მისი შეწყვეტის შემდეგ).

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - თავის ტკივილი, ძილიანობა; ხშირად - თავბრუსხვევა, მოთენთილობა, ტრემორი, პარესთეზია; არახშირად - მიოკლონუსი, აკათიზია^, ნევროზულობა, ყურადღების დარღვევები, დისგევზია, დისკინეზია, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ძილის ცუდი ხარისხი; იშვიათად - სეროტონინული სინდრომი*, კრუნჩხვები (ასევე აღინიშნება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ), ფსიქომოტორული აგზნება *, ექსტრაპირამიდული სიმპტომები *.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - მხედველობის სიმახვილის დარღვევა; არახშირად - მიდრიაზი, მხედველობის დარღვევა; იშვიათად - გლაუკომა.

სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: ხშირად - შუილი ყურებში (აღინიშნებოდა ასევე მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ); არახშირად - ვერტიგო, ყურის ტკივილი.

გულის მხრივ: ხშირად - პალპიტაცია; არახშირად - ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური არითმია, ძირითადად წინაგულების ფიბრილაცია.

სისხლძარღვების მხრივ: ხშირად - არტერიული წნევის მომატება&, წამოხურება; არახშირად - გულის წასვლა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), არტერიული ჰიპერტენზია^,&, ორთოსტატული ჰიპოტენზია (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), კიდურების გაციება; იშვიათად - ჰიპერტონული კრიზი*,&.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ხშირად - მთქნარება; არახშირად - ყელში მოჭერის შეგრძნება, ცხვირიდან სისხლდენა; იშვიათად - ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (სიხშირე შეფასდა მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მიღებული იყო პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში), ეოზინოფილური პნევმონია *.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - გულისრევა, პირის სიმშრალე; ხშირად - ყაბზობა, დიარეა, მუცლის ტკივილი, ღებინება, დისპეფსია, მეტეორიზმი; არახშირად - კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა^, გასტროენტერიტი, ბოყინი, გასტრიტი, დისფაგია; იშვიათად - სტომატიტი, ჰემატოქეზია, უსიამოვნო სუნი პირში, მიკროსკოპული კოლიტი (სიხშირე შეფასდა ყველა კლინიკურ კვლევაში მიღებული მონაცემების საფუძველზე).

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირად - ჰეპატიტი&, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლში (ალანინამინოტრანსფერაზა (ALT), ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST), ტუტე ფოსფატაზა), ღვიძლის მწვავე დაზიანება; იშვიათად - ღვიძლის უკმარისობა *, სიყვითლე *.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - მომატებული ოფლიანობა, გამონაყარი; არახშირად - ღამის ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, კონტაქტური დერმატიტი, ცივი ოფლი, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, სისხლჩაქცევების გაზრდილი რისკი; იშვიათად - სტივენს-ჯონსონის სინდრომი *, ანგიონევროზული შეშუპება *; ძალიან იშვიათად - კანის ვასკულიტი.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად - ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი, კუნთების სპაზმები; არახშირად - კუნთების შებოჭილობა, კუნთების კრთომა; იშვიათად - ტრიზმი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: ხშირად - დიზურია, პოლაკიურია; არახშირად - შარდის შეკავება, შარდვის გაძნელება, ნოქტურია, პოლიურია, შარდის ნაკადის სიჩქარის დაქვეითება; იშვიათად - შარდის უჩვეულო სუნი.

სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: ხშირად - ერექციული დისფუნქცია, ეაკულაციის დარღვევა, ეაკულაციის შეფერხება; არახშირად - გინეკოლოგიური სისხლდენა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სექსუალური დისფუნქცია, სათესლე ჯირკვლის ტკივილი; იშვიათად - მენოპაუზის სიმპტომები, გალაქტორეა, ჰიპერპროლაქტინემია, მშობიარობის შემდგომი სისხლდენა *.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირად - დაცემა (უფრო ხშირად აღირიცხება ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის და უფროსი ასაკის)), დაღლილობა; არახშირად - ტკივილი გულმკერდის არეში^, უჩვეულო შეგრძნებები, სიცივის შეგრძნება, წყურვილი, შემცივნება, შეუძლოდ ყოფნა, სიმხურვალის შეგრძნება, სიარულის დარღვევა.

გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: ხშირად - სხეულის წონის დაკლება; არახშირად - სხეულის წონის მომატება, სისხლში კრეატინფოსფოკინაზას დონის მატება, სისხლში კალიუმის დონის მომატება; იშვიათად - სისხლში ქოლესტერინის დონის მატება.

  • არასასურველი რეაქციები, რომელთა სიხშირე შეფასდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში მოპოვებული მონაცემების საფუძველზე; პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ეს არასასურველი რეაქციები არ იყო დაფიქსირებული.

# არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა თერაპიის დროს ან დულოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოკლე დროში.

^ არასასურველი რეაქციები, რომელთა აღნიშვნის სიხშირე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ასეთისგან პლაცებოს გამოყენებისას.

& იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“.

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა

დულოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტისას, განსაკუთრებით მისი უეცრად მოხსნისას, როგორც წესი, ვითარდება მოხსნის სინდრომი, რომელიც მოიცავს შემდეგ სიმპტომებს: თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა, მათ შორის პარესთეზია ან ელექტრული დენის გავლის მსგავსი შეგრძნება, ძირითადად თავში, ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ნათელი სიზმრები, დაღლილობა, ძილიანობა, აჟიტაცია ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, ტრემორი, თავის ტკივილი, მიალგია, გაღიზიანებადობა, დიარეა, მომატებული ოფლიანობა და ვერტიგო.

როგორც წესი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების და სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების გამოყენებისას ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციები მსუბუქად ან ზომიერად არის გამოხატული და თავისთავად ქრება, თუმცა ზოგიერთ პაციენტში ისინი შეიძლება იყოს მძიმე და/ან აღინიშნოს დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ, დულოქსეტინის მიღების შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება.

სამ კლინიკურ კვლევაში (12-კვირიანი მწვავე ფაზა) პაციენტებში დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიით გამოხატული ტკივილის სინდრომით, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინით თერაპიას, აღინიშნებოდა სისხლში გლუკოზის ოდნავ გამოხატული, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა უზმოზე. გლიკოზილირებული ჰემოგლობინის (HbA1c) კონცენტრაცია პაციენტების სისხლში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, და პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, არ შეცვლილა. ამ კვლევების გაფართოებულ ფაზაში (ხანგრძლივობა შეადგენდა 52 კვირამდე პერიოდს) მიღებული მონაცემების მიხედვით, HbA1c კონცენტრაცია სისხლში იზრდებოდა როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას დულოქსეტინით, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სტანდარტულ მკურნალობას, მაგრამ დულოქსეტინის ჯგუფში საშუალო ზრდა იყო 0,3%-ით მეტი. ასევე, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინით თერაპიას, აღინიშნა სისხლში უზმოზე გლუკოზის და საერთო ქოლესტერინის დონის უმნიშვნელო მატება, ხოლო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სტანდარტულ მკურნალობას, ამ ლაბორატორიული პარამეტრების მაჩვენებლები უმნიშვნელოდ შემცირდა.

გულის შეკუმშვათა სიხშირის მიმართ კორექტირებული QT ინტერვალის ხანგრძლივობა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, არ განსხვავდებოდა ასეთისგან იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. არ არის აღმოჩენილი კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები QT, PR, QRS ან QTcB ინტერვალების ხანგრძლივობის კუთხით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინით თერაპიასა, და პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

ბავშვები

კლინიკურ კვლევებში მონაწილეობას იღებდა 7-დან 17 წლამდე ასაკის 509 ბავშვი დიდი დეპრესიული აშლილობით და 241 ბავშვი 7-დან 17 წლამდე გენერალიზებული შფოთვითი აშლილობით, რომლებიც მკურნალობდნენ დულოქსეტინით. ზოგადად, დულოქსეტინის არასასურველი რეაქციების პროფილი ბავშვებსა და მოზარდებში მსგავსი იყო ასეთისა მოზრდილებში.

კლინიკურ კვლევებში, 467 ბავშვში (თავდაპირველად იყვნენ რანდომიზებულნი), რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინით თერაპიას, აღინიშნა სხეულის წონის დაკლება საშუალოდ 0,1 კგ-ით სამკურნალო საშუალების მიღებიდან 10 კვირის შემდეგ, ხოლო 353 ბავშვში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, აღინიშნა სხეულის წონის ზრდა საშუალოდ 0,9 კგ-ით. შემდგომში, კვლევების გაფართოებულ ფაზაში (ხანგრძლივობა იყო 4-6 თვე) მიღებული შედეგების მიხედვით, ბავშვებში, ზოგადად, აღინიშნებოდა ზემოაღნიშნული ცვლილებების გაქრობის ტენდენცია (მათი სხეულის წონა შეესაბამებოდა მოსალოდნელ საწყის პერცენტილს პოპულაციური მონაცემების გათვალისწინებით, რომლებიც მიღებული იყო იგივე ასაკისა და სქესის მათი თანატოლებისთვის).

9 თვემდე ხანგრძლივობის კვლევებში ბავშვებში, რომლებიც მკურნალობდნენ დულოქსეტინით, ზოგადად აღინიშნებოდა ზრდის პერცენტილის შემცირება საშუალოდ 1%-ით (7-11 წლამდე ასაკის ბავშვებში 2%-ით შემცირება და 12-17 წლის მოზარდებში 0,3%-ით მატება).

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

იყო შეტყობინებები დულოქსეტინის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ 5400 მგ დოზით მიღებისას ცალკე ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. დარეგისტრირებული იყო რამდენიმე შემთხვევა ლეტალური გამოსავლით, ძირითადად დულოქსეტინის დოზის გადაჭარბებისას სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, აგრეთვე სამკურნალო საშუალების ცალკე მიღებისას დაახლოებით 1000 მგ დოზით. დულოქსეტინის დოზის გადაჭარბების ნიშნები და სიმპტომები (სამკურნალო საშუალების ცალკე მიღებისას ან სხვა პრეპარატებთან ერთად) მოიცავდა ძილიანობას, კომას, სეროტონინულ სინდრომს, კრუნჩხვებს, ღებინებას და ტაქიკარდიას.

დულოქსეტინისთვის სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია, თუმცა სეროტონინული სინდრომის განვითარების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს სპეციფიკური მკურნალობა (მაგალითად, ციპროჰეპტადინის გამოყენება და/ან სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება ნორმალური მნიშვნელობების ფარგლებში). აუცილებელია სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფა. რეკომენდებულია გულის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის მონიტორინგი, ასევე შესაბამისი სიმპტომური და დამხმარე მკურნალობის ჩატარება. კუჭის ამორეცხვა შეიძლება ნაჩვენები იყოს, თუ პრეპარატის პერორალურად მიღებიდან ცოტა დრო გავიდა, ან სიმპტომური მკურნალობის ფარგლებში.

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დულოქსეტინის შეწოვის შესამცირებლად, შეიძლება გამოყენებულ იქნას აქტივირებული ნახშირი. დულოქსეტინს აქვს განაწილების მნიშვნელოვანი მოცულობა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფორსირებული დიურეზი, ჰემოპერფუზია და გაცვლითი პერფუზია ეფექტური იყოს.

შემადგენლობა

დულექსა 30 მგ

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: დულოქსეტინი (დულოქსეტინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 30 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტი, სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიპრომელოზა E5, ჰიპრომელოზის ფტალატი HP55, ცეტილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი. კაფსულა: რკინის ოქსიდი წითელი, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.

დულექსა 60 მგ

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: დულოქსეტინი (დულოქსეტინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 60 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტი, სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიპრომელოზა E5, ჰიპრომელოზის ფტალატი HP55, ცეტილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი. კაფსულა: რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.

წამლის ფორმა

კაფსულები.

აღწერილობა:

დულექსა 30 მგ: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #2, კორპუსი გაუმჭვირვალე თეთრი ფერის, თავსახური გაუმჭვირვალე მოწითალო-მოყავისფრო ფერის, შეიცავს თითქმის თეთრიდან ღია კრემისფერამდე სფერულ პელეტებს.

დულექსა 60 მგ: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #0, კორპუსი გაუმჭვირვალე ყვითელი ფერის, თავსახური გაუმჭვირვალე მოწითალო-მოყავისფრო ფერის, შეიცავს თითქმის თეთრიდან ღია კრემისფერამდე სფერულ პელეტებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. ფსიქოანალეფსიურები. ანტიდეპრესანტები. სხვა ანტიდეპრესანტები. ათქ კოდი N06AX21.

მოქმედების მექანიზმი

დულოქსეტინი არის სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი. სამკურნალო საშუალება უმნიშვნელო ხარისხით აინჰიბირებს დოფამინის უკუმიტაცებას და არ გააჩნია მნიშვნელოვანი აფინურობა ჰისტამინური, დოფამინური, ქოლინერგული და ადრენერგული რეცეპტორების მიმართ. დულოქსეტინი დოზადამოკიდებულად ზრდის სეროტონინისა და ნორადრენალინის უჯრედგარე დონეს ცხოველების თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილებში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ნეიროპათიური და ანთებითი ტკივილის რამდენიმე ექსპერიმენტულ მოდელზე ჩატარებულ პრეკლინიკურ კვლევებში დადგინდა, რომ დულოქსეტინი აღადგენს ტკივილის მგრძნობელობის ნორმალურ ზღურბლს და ასევე ამცირებს ცხოველებში ტკივილზე ქცევითი რეაგირების გამოხატულებას პერსისტირებადი ტკივილის ექსპერიმენტულ მოდელზე. ვარაუდობენ, რომ დულოქსეტინის მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ტკივილის სინდრომის შესუსტებასთან, განპირობებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) ტკივილის გამტარობის დაღმავალი შემაკავებელი გზების გავლენის გაძლიერებით.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

დიდი დეპრესიული აშლილობა

დულოქსეტინის გამოყენების ეფექტურობა შეფასებული იყო კლინიკურ პროგრამაში 3158 პაციენტის მონაწილეობით (სამკურნალო საშუალების ზემოქმედების 1285 პაციენტ-წელი) დიდი დეპრესიული აშლილობის დიაგნოზით, ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (Diagnostic and Statistical Manual of mental disorders (DSM-IV)) მე-4 გამოცემის კრიტერიუმების თანახმად. დულოქსეტინის ეფექტურობა რეკომენდებული დოზით 60 მგ ერთხელ დღე-ღამეში გამოვლინდა 3-დან სამ რანდომიზებულ ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, სამკურნალო საშუალების ფიქსირებული დოზების გამოყენებით დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე მოზრდილ პაციენტებში, ამბულატორიულ პირობებში. მთლიანობაში, დულოქსეტინის ეფექტურობა ნაჩვენები იქნა 7-დან 5 რანდომიზებულ ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში სამკურნალო საშუალების ფიქსირებული დოზების გამოყენებით (60-120 მგ დღე-ღამეში) დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე მოზრდილ პაციენტებში, ამბულატორიულ პირობებში.

დულოქსეტინის ეფექტურობა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატებოდა პლაცებოს ეფექტურობას პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ მონაცემების თანახმად, ჰამილტონის დეპრესიის შეფასების სკალით, რომელიც შედგება 17 პუნქტისაგან (17-item Hamilton Depression Rating Scale (HAM-D17)), დეპრესიის ემოციური და სომატური სიმპტომების შეფასების ჩათვლით. თერაპიაზე პასუხისა და რემისიის სიხშირის მაჩვენებლები იმ პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, ასევე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატებოდა ასეთებს პლაცებოს მიმღებ პაციენტთა ჯგუფში. ძირითად კლინიკურ კვლევებში ჩართულ პაციენტთა მხოლოდ მცირე რაოდენობას ჰქონდა მძიმე დეპრესია (ქულების ჯამის საწყისი მაჩვენებელი HAM-D სკალით შეადგენდა 25-ზე მეტს).

დულოქსეტინის გამოყენების ეფექტურობა დაავადების რეციდივის თავიდან აცილების მიზნით შეფასებული იყო პაციენტებში, რომლებიც ღია 12-კვირიან კვლევაში პასუხობდნენ სამკურნალო საშუალებით თერაპიაზე დოზით 60 მგ ერთხელ დღე-ღამეში და შემდგომში 6 თვის განმავლობაში რანდომულად ღებულობდნენ დულოქსეტინს დოზით 60 მგ ერთხელ დღე-ღამეში ან პლაცებოს. სამკურნალო საშუალების ეფექტურობა დოზით 60 მგ ერთხელ დღე-ღამეში სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატებოდა პლაცებოს ეფექტურობას (p=0,004) შედეგების შეფასების პირველადი კრიტერიუმის მიხედვით - დეპრესიის რეციდივის პრევენცია (დაავადების რეციდივის განვითარებამდე დროის მაჩვენებლის შეფასება). რეციდივის სიხშირის მაჩვენებელმა კვლევის 6-თვიანი ორმაგი ბრმა ფაზის გამავლობაში შეადგინა 17% და 29% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს და პლაცებოს, შესაბამისად.

პლაცებო-კონტროლირებადი ორმაგი ბრმა კლინიკური კვლევის 52 კვირის მანძილზე პაციენტებს მორეციდივე დიდი დეპრესიული აშლილობით, რომლებიც ღებულობდნენ დულოქსეტინს, ჰქონდათ რემისიის მნიშვნელოვნად უფრო გრძელი პერიოდი (p<0,001) პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით. ყველა პაციენტი ღია კვლევის ადრე პასუხობდა დროს (ხანგრძლივობა 28-34 კვირა) დულოქსეტინით თერაპიაზე დოზით 60-120 მგ დღე-ღამეში. კვლევის 52-კვირიანი პლაცებო-კონტროლირებადი ორმაგი ბრმა ფაზის განმავლობაში დეპრესიის სიმპტომები განმეორდა იმ პაციენტთა 14,4%-ში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს და იმ პაციენტთა 33,1%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (p<0,001).

დულოქსეტინის გამოყენების ეფექტურობა (60 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ხანდაზმულ (65 წლის და უფროსი ასაკის) პაციენტებში დიდი დეპრესიული აშლილობით შეფასდა სპეციალურ კვლევაში, რომელმაც დაადგინა მდგომარეობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება HAM-D17 შეფასების სკალით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით. დულოქსეტინის ამტანობა (60 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ხანდაზმულ პაციენტებში შედარებადი იყო ასეთთან უფრო ახალგაზრდა პაციენტებში. თუმცა, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის მაქსიმალური დოზით (120 მგ დღე-ღამეში) გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, ამიტომ ასეთ სიტუაციებში რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

დულოქსეტინის ეფექტურობა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატებოდა პლაცებოს ეფექტურობას 5-დან 5 კლინიკურ კვლევაში, 4 რანდომიზებული ორმაგი ბრმა პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის ჩათვლით მოზრდილ პაციენტებში გენერალიზებული შფოთვითი აშლილობით და კვლევის ჩათვლით, რომელშიც სამკურნალო საშუალება გამოიყენებოდა დაავადების რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.

დულოქსეტინის ეფექტურობა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატებოდა პლაცებოს ეფექტურობას მონაცემების თანახმად პაციენტთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჰამილტონის შფოთვის შეფასების სკალის (Hamilton Anxiety Scale (HAM-A)) და შიჰანის შეზღუდული შესაძლებლობების სკალის (Sheehan Disability Scale (SDS) მიხედვით ზოგადი ფუნქციური დარღვევების შესაფასებლად, ქულების საერთო ჯამური მაჩვენებლის საფუძველზე. თერაპიაზე პასუხისა და რემისიის სიხშირის მაჩვენებლები იმ პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იტარებდენ თერაპიას სამკურნალო საშუალებით, ასევე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატებოდა ასეთებს პლაცებოს მიმღებ პაციენტთა ჯგუფში.

დულოქსეტინის ეფექტურობა მსგავსი იყო ვენლაფაქსინის ეფექტურობისა პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ მონაცემების თანახმად HAM-A სკალით საერთო ჯამური ქულების მაჩვენებლის საფუძველზე.

დულოქსეტინის გამოყენების ეფექტურობა დაავადების რეციდივის პრევენციის მიზნით ფასდებოდა პაციენტებში, რომლებიც ღია 6-თვიან კვლევაში პასუხობდნენ თერაპიაზე სამკურნალო საშუალებით და შემდგომში 6 თვის განმავლობაში რანდომულად ღებულობდნენ დულოქსეტინს დოზით 60-120 მგ ერთხელ დღე-ღამეში ან პლაცებოს. სამკურნალო საშუალების ეფექტურობა დოზებით 60-120 მგ ერთხელ დღე-ღამეში სტატისტიკურად მნიშვნელოვნად (p<0,001) აღემატებოდა პლაცებოს ეფექტურობას (შედეგების შეფასების კრიტერიუმი - დაავადების რეციდივის პრევენცია; რეციდივის განვითარებამდე დროის მაჩვენებლის შეფასება). რეციდივის სიხშირის მაჩვენებლებმა კვლევის 6-თვიანი ორმაგი ბრმა ფაზის განმავლობაში შეადგინა 14% და 42% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს და პლაცებოს, შესაბამისად.

დულოქსეტინის გამოყენების ეფექტურობა (30-120 მგ ერთხელ დღე-ღამეში, სამკურნალო საშუალება გამოიყენებოდა არაფიქსირებულ დოზებში) ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის და უფროსი ასაკის) გენერალიზებული შფოთვითი აშლილობით ფასდებოდა კვლევაში, რომელშიც HAM-A შეფასების სკალით დადგენილი იქნა მდგომარეობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დულოქსეტინის (30-120 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ეფექტურობა და ამტანობა მსგავსი იყო ასეთისა ახალგაზრდა პაციენტებში. თუმცა, ხანდაზმულ პაციენტებში სამკურნალო საშუალების მაქსიმალური დოზით (120 მგ დღე-ღამეში) გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, ამიტომ ასეთ სიტუაციებში რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათია (დპნ) გამოხატული ტკივილის სინდრომით

დულოქსეტინის გამოყენების ეფექტურობა გამოხატული ტკივილის სინდრომით მიმდინარე დპნ-ის თერაპიისას ნაჩვენები იყო 2 რანდომიზებულ 12-კვირიან ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში სამკურნალო საშუალების ფიქსირებული დოზების გამოყენებით მოზრდილ პაციენტებში (22-88 წელი), რომლებსაც სულ მცირე 6 თვის განმავლობაში აღინიშნებოდათ დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათია გამოხატული ტკივილის სინდრომით. პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ დიდი დეპრესიული აშლილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები, გამორიცხულნი იყვნენ ამ კვლევებიდან. შედეგების შეფასების პირველადი კრიტერიუმი იყო ტკივილის მაჩვენებლის საშუალო ყოველკვირეული მნიშვნელობა 24 საათის განმავლობაში პაციენტთა დღიურების მონაცემების თანახმად, რომლებიც ფასდებოდა ლიკერტის 11-ქულიანი სკალით.

ზემოაღნიშნულ კვლევებში პაციენტებს რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს დოზით 60 მგ ერთხელ დღე-ღამეში ან 60 მგ ორჯერ დღე-ღამეში, აღენიშნებოდათ ტკივილის მნიშვნელოვანი შემცირება იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს; ზოგიერთ პაციენტში ეფექტი დაფიქსირდა მკურნალობის პირველივე კვირაში. საშუალო მაჩვენებლები, რომლებიც მოწმობს მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა პაციენტთა ორ ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ სამკურნალო საშუალებას. ტკივილის მაჩვენებელი მცირდებოდა მინიმუმ 30%-ით იმ პაციენტთა დაახლოებით 65%-ში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, და იმ პაციენტთა 40%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს; ტკივილის მაჩვენებელი მცირდებოდა მინიმუმ 50%-ით პაციენტთა 50%-ში დულოქსეტინის გამოყენებისას და პაციენტთა 26%-ში პლაცებოს გამოყენებისას.

თერაპიაზე კლინიკური პასუხის (ტკივილის შემცირება 50% ან მეტით) სიხშირის მაჩვენებელი შეფასებული იყო პაციენტებში ძილიანობის აღნიშვნის გათვალისწინებით მკურნალობის დროს. იმ პაციენტებს შორის, რომლებშიც ძილიანობა არ იყო რეგისტრირებული, კლინიკური პასუხი აღინიშნა შემთხვევათა 47%-ში დულოქსეტინის გამოყენებისას და შემთხვევათა 27%-ში პლაცებოს გამოყენებისას. პაციენტებს შორის, რომლებშიც დაფიქსირდა ძილიანობა, კლინიკური პასუხი აღინიშნა შემთხვევათა 60%-ში დულოქსეტინის გამოყენებისას და შემთხვევათა 30%-ში პლაცებოს გამოყენებისას.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნათ ტკივილის მაჩვენებლის შემცირება 30%-ით თერაპიის 60 დღის განმავლობაში, შემდგომი მკურნალობისას მიღწეული იქნება ასეთი დონის ეფექტი.

გრძელვადიან ღია არაკონტროლირებად კლინიკურ კვლევაში დადგენილია, რომ პაციენტებში, რომლებიც პასუხობდნენ დულოქსეტინით თერაპიას დოზით 60 მგ ერთხელ დღე-ღამეში 8 კვირის განმავლობაში, ეფექტი ნარჩუნდებოდა მომდევნო 6 თვის მანძილზე, ტკივილის საშუალო მაჩვენებლის შეფასებისას 24 საათის განმავლობაში ტკივილის შეფასების მოკლე კითხვარის თანახმად (Brief Pain Inventory (BPI)).

ბავშვები

დულოქსეტინის გამოყენების კვლევები 7 წლამდე ასაკის პაციენტებში არ ჩატარებულა.

ჩატარებული იქნა 2 რანდომიზებული ორმაგი ბრმა კლინიკური კვლევა პარალელური ჯგუფების გამოყენებით, რომლებიც მოიცავდა 7-17 წლის ასაკის 800 ბავშვს დიდი დეპრესიული აშლილობით. ამ კვლევებში პაციენტები 10 კვირის განმავლობაში იღებდნენ თერაპიას პლაცებოთი და შედარების პრეპარატით (ფლუოქსეტინი), შემდეგ კი 6 თვის განმავლობაში ისინი იღებდნენ მკურნალობას დულოქსეტინის 30-120 მგ დოზით ან ფლუოქსეტინის 20-40 მგ დოზით (აქტიური კონტროლი). ქულების საერთო ჯამის მაჩვენებლის ცვლილებების შეფასების თანახმად საწყის მნიშვნელობასთან შედარებით, ბავშვებში დეპრესიის შეფასების გადახედილი სკალის მიხედვით (Children´s Depression Rating Scale-Revised (CDRS-R)), სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები პაციენტთა ჯგუფებს შორის, რომლებიც იღებდნენ თერაპიას პლაცებოთი და სამკურნალო საშუალებებით, არ არის აღმოჩენილი. პაციენტები, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინით თერაპიას, უფრო ხშირად წყვეტდნენ სამკურნალო საშუალების გამოყენებას არასასურველი რეაქციების განვითარების გამო, ვიდრე პაციენტები, რომლებიც იღებდნენ ფლუოქსეტინით თერაპიას (უპირატესად გულისრევის აღნიშვნის გამო). კვლევის 10-კვირიანი ფაზის განმავლობაში პაციენტებს აღენიშნებოდათ სუიციდური ქცევის შემთხვევები (0,9%-ს პაციენტებისა, რომლებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს (2/225), 0,5% პაციენტებისა, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (1/220); პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, არ აღენიშნებოდათ (0/333)). მომდევნო 36 კვირის განმავლობაში 6 პაციენტში 333-დან, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს (თავდაპირველად რანდომიზებულნი), და 3 პაციენტში 225-დან, რომლებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს (თავდაპირველად რანდომიზებულნი), დარეგისტრირებული იყო სუიციდური ქცევა; სუიციდური ქცევის გამოვლენის კორექტირებულმა მაჩვენებლებმა შეადგინა 0,039 პაციენტ-წელი და 0,026 პაციენტ-წელი, შესაბამისად. ასევე, 1 პაციენტს, რომელიც გადაყვანილი იყო პლაცებოთი თერაპიიდან დულოქსეტინით მკურნალობაზე, აღენიშნებოდა სუიციდური ქცევა სამკურნალო საშუალების გამოყენების ფონზე.

ჩატარებული იყო 1 რანდომიზებული ორმაგი ბრმა კლინიკური კვლევა 7-17 წლის ასაკის 272 ბავშვის მონაწილეობით გენერალიზებული შფოთვითი აშლილობით, რომელიც მოიცავდა 10-კვირიან პლაცებო-კონტროლირებად ფაზას და მომდევნო თერაპიის 18-კვირიან ფაზას. ამ კვლევაში სამკურნალო საშუალება არ გამოიყენებოდა ფიქსირებული დოზით, დულოქსეტინის დოზას ნელ-ნელა ზრდიდნენ 30 მგ-დან ერთხელ დღე-ღამეში უფრო მაღალ დოზებამდე (მაქსიმალური დოზა 120 მგ ერთხელ დღე-ღამეში). კვლევის 10 კვირის შემდეგ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინით თერაპიას, აღინიშნებოდა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სიმპტომების სიმძიმის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება ბავშვებში შფოთვის შეფასების სკალის მიხედვით (Pediatric Anxiety Rating Scale (PARS)); განსხვავებებმა დულოქსეტინისა და პლაცებოს მიმღებ პაციენტთა ჯგუფებს შორის შეადგინა საშუალოდ 2,7 ქულა (95% ნდობის ინტერვალი: 1,3-4,0). შემდგომში ზემოაღნიშნული ეფექტის შეფასება არ ჩატარებულა. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები მკურნალობის შეწყვეტის სიხშირის მაჩვენებლებს შორის, არასასურველი რეაქციების განვითარების შედეგად, პაციენტთა ორ ჯგუფში კვლევის 10-კვირიანი ფაზის განმავლობაში არ არის აღმოჩენილი. ორ პაციენტს, რომლებიც გადაყვანილნი იყვნენ პლაცებოთი თერაპიიდან დულოქსეტინით მკურნალობაზე კვლევის 10 კვირის შემდეგ, აღენიშნებოდა სუიციდური ქცევა სამკურნალო საშუალების გამოყენების ფონზე. ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში დულოქსეტინის გამოყენებისას სარგებელი/რისკის საბოლოო თანაფარდობა დადგენილი არ არის.

კლინიკურ კვლევაში ბავშვების მონაწილეობით იუვენილური პირველადი ფიბრომიალგიის სინდრომით დულოქსეტინის ეფექტურობა შედარებადი იყო პლაცებოს ეფექტურობასთან, შედეგების შეფასების პირველადი კრიტერიუმის მიხედვით. პაციენტთა ამ კატეგორიაში სამკურნალო საშუალების გამოყენების ეფექტურობის მტკიცებულებები არ არსებობს. ჩატარებული იქნა 1 რანდომიზებული ორმაგი ბრმა პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევა პარალელური ჯგუფების გამოყენებით, რომელშიც მონაწილეობდა 13-18 წლის ასაკის 184 მოზარდი (საშუალო ასაკი 15,53 წელი) იუვენილური პირველადი ფიბრომიალგიის სინდრომით. კვლევა მოიცავდა 13-კვირიან ორმაგ ბრმა ფაზას, რომელშიც პაციენტები რანდომულად იღებდნენ თერაპიას დულოქსეტინით 30 მგ/60 მგ დღე-ღამეში დოზით ან პლაცებოთი. დულოქსეტინის ეფექტურობა ტკივილის შემცირებასთან მიმართებაში შედარებადი იყო პლაცებოს ეფექტურობასთან შედეგების შეფასების პირველადი კრიტერიუმის მიხედვით (BPI); ტკივილის მაჩვენებლების ცვლილებებმა საწყის მნიშვნელობებთან შედარებით უმცირესი კვადრატების მეთოდის გამოყენებისას თერაპიის 13 კვირის შემდეგ საშუალოდ შეადგინა -1,62 და -0,97, შესაბამისად (p = 0,052). ამ კვლევაში მიღებული მონაცემები სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ შეესაბამებოდა დულოქსეტინის უსაფრთხოების ცნობილ პროფილს.

სამკურნალო საშუალებების ევროპის სააგენტომ მოხსნა ბავშვებში დულოქსეტინის გამოყენების კვლევების შედეგების წარმოდგენის მოთხოვნა ყველა ქვეჯგუფში დიდი დეპრესიული აშლილობის, გამოხატული ტკივილის სინრომით მიმდინარე დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის თერაპიისას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

დულოქსეტინი გამოიყენება ცალკეული ენანტიომერის სახით. დულოქსეტინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, სამკურნალო საშუალების ბიოტრანსფორმაციის პროცესში მონაწილეობს ჟანგვითი ფერმენტები CYP1A2 და CYP2D6 (დამახასიათებელია გენეტიკური პოლიმორფიზმი), საბოლოო ეტაპს წარმოადგენს კონიუგაცია. დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებისთვის დამახასიათებელია მნიშვნელოვანი ინდივიდთაშორისი ვარიაბელობა (როგორც წესი, 50-60%), რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა სქესი, ასაკი, მოწევა და მეტაბოლური სტატუსი CYP2D6-სთან მიმართებაში.

შეწოვა

დულოქსეტინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პერორალური მიღების შემდეგ, სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში (Cmax) მიიღწევა 6 საათში. დულოქსეტინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შიგნით მიღებისას ვარირებს 32%-დან 80%-მდე ფარგლებში (საშუალოდ 50%). საკვებთან ერთდროული მიღებისას, Cmax-ის მიღწევის დრო იზრდება 6-დან 10 საათამდე, ამასთან შეინიშნება სამკურნალო საშუალების შეწოვის ხარისხის უმნიშვნელო დაქვეითება (დაახლოებით 11%). ზემოხსენებულ ცვლილებებს კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

განაწილება

დულოქსეტინის შეკავშირების ხარისხი ადამიანის პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 96%-ს, სამკურნალო საშუალება უკავშირდება ალბუმინს და α1-მჟავა გლიკოპროტეინს. დულოქსეტინის შეკავშირების ხარისხი სისხლის პლაზმის ცილებთან არ იცვლება თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებისას.

მეტაბოლიზმი

დულოქსეტინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად შარდით. სამკურნალო საშუალების ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნის პროცესში (4-ჰიდროქსიდულოქსეტინის გლუკურონიდის კონიუგატი და 5-ჰიდროქსი, 6-მეთოქსიდულოქსეტინის სულფატური კონიუგატი) მონაწილეობს CYP2D6 და CYP1A2. In vitro კვლევების მონაცემების თანახმად ვარაუდობენ, რომ სისხლში მოცირკულირე დულოქსეტინის მეტაბოლიტებს არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა. არ ჩატარებულა დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკის სპეციფიკური კვლევები პაციენტებში, რომლებიც არიან სუსტი მეტაბოლიზატორები CYP2D6 მიმართ. შეზღუდული მონაცემები მოწმობს იმაზე, რომ ასეთ პაციენტებში აღინიშნება დულოქსეტინის უფრო მაღალი კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში.

გამოყოფა

დულოქსეტინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 8-დან 17 საათამდე ფარგლებში (საშუალოდ 12 საათი). ინტრავენური შეყვანის შემდეგ დულოქსეტინის პლაზმური კლირენსი შეადგენს 22-46 ლ/სთ (საშუალოდ 36 ლ/სთ). პერორალური მიღების შემდეგ, სამკურნალო საშუალების პლაზმური კლირენსი შეადგენს 33-261 ლ/სთ (საშუალოდ 101 ლ/სთ).

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტთა სქესი

დადგენილია განსხვავებები დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკაში მამაკაცებსა და ქალებს შორის (ქალებში სამკურნალო საშუალების პლაზმური კლირენსის დაქვეითება დაახლოებით 50%-ით). ვინაიდან დულოქსეტინის კლირენსის მნიშვნელობების დიაპაზონი მამაკაცებსა და ქალებში ემთხვევა ერთმანეთს, სქესთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული განსხვავებები არ წარმოადგენს საფუძველს სამკურნალო საშუალების უფრო დაბალი დოზების გამოსაყენებლად ქალებში.

პაციენტთა ასაკი

დადგენილია განსხვავებები დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკაში ხანდაზმულ ქალებსა (65 წლის და უფროსი ასაკის) და უფრო ახალგაზრდა ქალებს შორის („კონცენტრაცია-დრო“ მრუდის ქვეშ ფართობისა (AUC) და სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდის მნიშვნელობების დაახლოებით 25%-ით ზრდა ხანდაზმული ასაკის ქალებში), თუმცა, ამ ცვლილებების გამოხატულების ხარისხი არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს პრეპარატის დოზის კორექტირებისთვის. საჭიროა სიფრთხილის დაცვა ხანდაზმულ პაციენტებში დულექსას გამოყენებისას.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმელების დაავადების ტერმინალური სტადიით Cmax და AUC მნიშვნელობები დულოქსეტინისთვის 2-ჯერ აღემატებოდა ასეთებს ჯანმრთელ სუბიექტებში. შეზღუდულია მონაცემები დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკის შესახებ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევებით.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის ხარისხის დარღვევებით (კლასი B ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით) აღინიშნებოდა ცვლილებები დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკაში. ასეთ პაციენტებში სამკურალო საშუალების პლაზმური კლირენსი მცირდებოდა 79%-ით, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდებოდა 2,3-ჯერ და AUC-ის მნიშვნელობა იზრდებოდა 3,7-ჯერ მსგავს პარამეტრებთან შედარებით ჯანმრთელ სუბიექტებში. დულოქსეტინის და მისი მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკური კვლევები ღვიძლის მსუბუქი ან მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა.

მდედრობითი სქესის პაციენტები (ლაქტაციის პერიოდი)

დადგენილია, რომ დულოქსეტინი გამოიყოფა დედის რძეში, ხოლო წონასწორულ მდგომარეობაში სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია დედის რძეში შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის დაახლოებით 1/4-ს ქალებში (კვლევა 6 ქალის მონაწილეობით ლაქტაციის პერიოდში, ვადა მშობიარობიდან არაუმცირეს 12 კვირისა). 2-ჯერ დღე-ღამეში 40 მგ დოზირების რეჟიმის დროს დულოქსეტინის რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა დედის რძეში, შეადგენს დაახლოებით 7 მკგ/დღე-ღამეში. ლაქტაცია არ ახდენს გავლენას სამკურნალო საშუალების ფარმაკოკინეტიკაზე.

ბავშვები

დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკა (პერორალური მიღება, 20-120 მგ ერთხელ დღე-ღამეში) 7-17 წლის ასაკის ბავშვებში დიდი დეპრესიული აშლილობით შეფასებული იყო 3 კვლევაში მიღებული მონაცემების საფუძველზე, პოპულაციური მოდელების გამოყენებით. მოდელირების შედეგების თანახმად დულოქსეტინის პროგნოზირებადი პლაზმური კონცენტრაციები ბავშვებში წონასწორულ მდგომარეობაში ძირითადად იყო მოზრდილ პაციენტებში განსაზღვრული პლაზმური კონცენტრაციების …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის გამოყენების

ინსტრუქცია

დულექსა

DULEXA

სამკურნალო საშუალების დასახელება დულექსა, Dulexa

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

დულოქსეტინი, Duloxetine

შემადგენლობა

დულექსა 30 მგ

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: დულოქსეტინი (დულოქსეტინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 30 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტი, სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიპრომელოზა E5, ჰიპრომელოზის ფტალატი HP55, ცეტილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი. კაფსულა: რკინის ოქსიდი წითელი, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.

დულექსა 60 მგ

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: დულოქსეტინი (დულოქსეტინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 60 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტი, სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიპრომელოზა E5, ჰიპრომელოზის ფტალატი HP55, ცეტილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი. კაფსულა: რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.

წამლის ფორმა

კაფსულები.

აღწერილობა:

დულექსა 30 მგ: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #2, კორპუსი გაუმჭვირვალე თეთრი ფერის, თავსახური გაუმჭვირვალე მოწითალო-მოყავისფრო ფერის, შეიცავს თითქმის თეთრიდან ღია კრემისფერამდე სფერულ პელეტებს.

დულექსა 60 მგ: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #0, კორპუსი გაუმჭვირვალე ყვითელი ფერის, თავსახური გაუმჭვირვალე მოწითალო-მოყავისფრო ფერის, შეიცავს თითქმის თეთრიდან ღია კრემისფერამდე სფერულ პელეტებს.

გამოყენების ჩვენებები

  • დიდი დეპრესიული აშლილობის მკურნალობა;
  • გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობა;
  • გამოხატული ტკივილის სინდრომით მიმდინარე დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის მკურნალობა.

დულექსა განკუთვნილია მოზრდილებში გამოსაყენებლად.

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირება

დიდი დეპრესიული აშლილობა

საწყისი და შემანარჩუნებელი თერაპიული დოზა შეადგენს 60 მგ დულოქსეტინს ერთხელ დღე-ღამეში.

დღე-ღამეში 60 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენების უსაფრთხოება მაქსიმალურ დოზამდე 120 მგ დღე-ღამეში შეფასებული იყო კლინიკურ კვლევებში. არ არის მიღებული თერაპიული ეფექტის გაზრდის კლინიკური დადასტურებები პაციენტებში, რომლებიც არ პასუხობენ საწყის რეკომენდებულ დოზაზე.

თერაპიული პასუხი ჩვეულებრივ შეინიშნება პრეპარატით მკურნალობიდან 2-4 კვირის შემდეგ.

დულექსათი თერაპიაზე ანტიდეპრესიული ეფექტის გამყარების შემდეგ, რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება რამდენიმე თვის განმავლობაში რეციდივის თავიდან ასაცილებლად. პაციენტებისათვის დიდი დეპრესიული აშლილობის განმეორებითი ეპიზოდებით ანამნეზში, რომლებიც კარგად რეაგირებენ დულოქსეტინზე, შეიძლება ნაჩვენები იყოს გრძელვადიანი თერაპია 60 მგ-დან/დღე-ღამეში 120 მგ-მდე/დღე-ღამეში დოზებით.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 30 მგ დულოქსეტინს ერთხელ დღე-ღამეში. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ არასაკმარისი პასუხი თერაპიაზე, დოზა უნდა გაიზარდოს 60 მგ-მდე დღე-ღამეში, რაც ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზაა პაციენტების უმეტესობისთვის.

პაციენტებში თანმხლები დიდი დეპრესიული აშლილობით საწყისი და შემანარჩუნებელი თერაპიული დოზები შეადგენს 60 მგ დულოქსეტინს ერთხელ დღე-ღამეში (იხ. აგრეთვე ზემოთ მოცემული რეკომენდაციები).

კლინიკური კვლევების ჩატარებისას შეფასდა უსაფრთხოება და ნაჩვენები იქნა დღე-ღამეში 120 მგ-მდე დოზების ეფექტურობა. ამიტომ, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არასაკმარისი პასუხი დულოქსეტინით თერაპიაზე 60 მგ სადღეღამისო დოზით, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს დოზის გაზრდა 90 მგ-მდე ან 120 მგ-მდე დღე-ღამეში. დოზა უნდა გაიზარდოს მკურნალობაზე პაციენტის კლინიკური პასუხისა და პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით.

ანტიდეპრესიული ეფექტის გამყარების შემდეგ რეკომენდებულია დულექსათი მკურნალობის გაგრძელება რამდენიმე თვის განმავლობაში დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათია გამოხატული ტკივილის სინდრომით

საწყისი და შემანარჩუნებელი თერაპიული დოზა შეადგენს 60 მგ დულოქსეტინს დღე-ღამეში. 60 მგ-ზე მეტი მაქსიმალურ 120 მგ-მდე თანაბრად განაწილებული სადღეღამისო დოზების უსაფრთხოება შეფასებული იქნა კლინიკურ კვლევებში.

სისხლის პლაზმაში დულოქსეტინის კონცენტრაციას ჰქონდა მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ცვალებადობა. ამრიგად, ზოგიერთ პაციენტში სუსტი პასუხით დულოქსეტინზე 60 მგ დღე-ღამეში დოზით, შეიძლება აღინიშნოს გაუმჯობესება უფრო მაღალი დოზის გამოყენებისას.

მკურნალობის ეფექტურობა უნდა შეფასდეს 2 თვის შემდეგ. პაციენტებში არასაკმარისი რეაქციით მკურნალობის დასაწყისში, ამ რეაქციის გამოვლინება მომავალში ნაკლებად სავარაუდოა.

თერაპიული ეფექტი რეგულარულად უნდა გადაიხედოს (მინიმუმ სამ თვეში ერთხელ).

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია მხოლოდ ასაკის საფუძველზე არ არის საჭირო. თუმცა, როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პირთა მკურნალობისას, განსაკუთრებით დოზით 120 მგ ერთხელ დღე-ღამეში დიდი დეპრესიული აშლილობის ან გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს, რომელზეც არსებობს შეზღუდული მონაცემები.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

უკუნაჩვენებია პრეპარატის გამოყენება პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით, რომლებიც იწვევს ღვიძლის ფუნქციის დარღვევებს.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ) დოზის კორექცია საჭირო არ არის. პრეპარატის გამოყენება თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) უკუნაჩვენებია.

ბავშვები

პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში დიდი დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ, ამ ასაკობრივ ჯგუფში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

დულოქსეტინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობისას 7-17 წლის ბავშვებში დადგენილი არ არის. ამჟამად არსებული მონაცემები წარმოდგენილია ნაწილებში „არასასურველი რეაქციები“ და „ფარმაკოკინეტიკა“.

არ ჩატარებულა დულოქსეტინის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევები გამოხატული ტკივილის სინდრომით მიმდინარე დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის მკურნალობისას.

მკურნალობის შეწყვეტა

აუცილებელია დულექსათი მკურნალობის უეცარი შეწყვეტის თავიდან აცილება. თერაპიის შეწყვეტისას მოხსნის სინდრომის განვითარების რისკის შესამცირებლად, დულოქსეტინის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს მინიმუმ 1-2 კვირის განმავლობაში. თუ დოზის შემცირების ან თერაპიის შეწყვეტის შემდეგ შეინიშნება მოხსნის სინდრომის ნიშნები, განხილული უნდა იქნას საკითხი სამკურნალო საშუალების მიღების განახლების შესახებ ადრე გამოყენებული დოზებით. შემდგომში შეიძლება დულოქსეტინის დოზის შემცირება, მაგრამ უფრო ნელი ტემპით.

გამოყენების წესი

კაფსულები მიიღება პერორალურად, საკვების მიღების მიუხედავად.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • მონოამინოქსიდაზას არასელექციური შეუქცევადი ინჰიბიტორების (მაო-ს ინჰიბიტორები) ერთდროული გამოყენება;
  • ღვიძლის დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
  • CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება, როგორიცაა ფლუვოქსამინი, ციპროფლოქსაცინი ან ენოქსაცინი (სისხლის პლაზმაში დულოქსეტინის კონცენტრაციის გაზრდის გამო);
  • თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ);
  • არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია (ჰიპერტონული კრიზის განვითარების პოტენციური რისკი).

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას მანია და კრუნჩხვები

პაციენტებში ანამნეზში მანიით, დიაგნოსტირებული ბიპოლარული აშლილობით და/ან კრუნჩხვებით, დულექსა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

მიდრიაზი

დულოქსეტინის გამოყენებისას დაფიქსირდა მიდრიაზის შემთხვევები, ამიტომ სიფრთხილე უნდა იქნას დაცული დულექსას გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გაზრდილი თვალშიდა წნევა ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომის განვითარების რისკი.

არტერიული წნევა და გულის შეკუმშვათა სიხშირე

დულოქსეტინით თერაპიის დროს ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა არტერიული წნევის მატება, აგრეთვე უვითარდებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპერტენზია (ეს შესაძლოა განპირობებული იყოს სამკურნალო საშუალების ნორადრენერგული ეფექტით). იყო შეტყობინებები ჰიპერტონული კრიზის განვითარების შემთხვევების შესახებ დულოქსეტინით მკურნალობის ფონზე, განსაკუთრებით პაციენტებში არსებული არტერიული ჰიპერტენზიით. ამასთან დაკავშირებით პაციენტებში დიაგნოსტირებული არტერიული ჰიპერტენზიით და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებებით რეკომენდებულია არტერიული წნევის კონტროლი, განსაკუთრებით დულექსათი მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდისას ან არტერიული წნევის მატებისას, პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ასევე, დულექსა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დულოქსეტინის მეტაბოლიზმზე. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ არტერიული წნევის მუდმივი მატება დულექსათი თერაპიის ფონზე, განხილული უნდა იქნას საკითხი დოზის შემცირების ან სამკურნალო საშუალების მიღების თანდათანობით შეწყვეტის შესახებ. არ არის რეკომენდებული დულექსათი მკურნალობის დაწყება პაციენტებში არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით.

თირკმელების ფუნქციის დარღვევები

პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ჰემოდიალიზზე, აღინიშნება დულოქსეტინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.

უკუნაჩვენებია დულექსას გამოყენება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით. სამკურნალო საშუალების გამოყენების რეკომენდაციები პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ხარისხის დარღვევებით იხილეთ ნაწილში „გამოყენების წესი და დოზირება“.

სეროტონინული სინდრომი/ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი

ისევე, როგორც სხვა პრეპარატების გამოყენებისას, რომლებსაც გააჩნია სეროტონინერგული მოქმედება, დულექსას გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სეროტონინული სინდრომი - მდგომარეობა, რომელიც პოტენციურად საშიშია პაციენტის სიცოცხლისათვის, განსაკუთრებით კომბინირებული თერაპიის დროს სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც აქვს სეროტონინერგული მოქმედება (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების, სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ან ტრიპტანების ჯგუფის პრეპარატების ჩათვლით); სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც გავლენას ახდენს სეროტონინის მეტაბოლიზმზე (მაგალითად, მაო-ს ინჰიბიტორები); ანტიფსიქოზურ ან დოფამინის რეცეპტორების სხვა ანტაგონისტებთან, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სეროტონინერგულ ნეიროტრანსმისიაზე.

სეროტონინული სინდრომის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფსიქიკური სტატუსის ცვლილებას (მაგალითად, აჟიტაცია, ჰალუცინაციები, კომა), დარღვევებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ (მაგალითად, ტაქიკარდია, ლაბილური არტერიული წნევა, ჰიპერთერმია), ნერვ-კუნთოვან დარღვევებს (მაგალითად, ჰიპერრეფლექსია, კოორდინაციის დარღვევა) და/ან კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევებს (მაგალითად, გულისრევა, ღებინება, დიარეა).

სეროტონინული სინდრომი თავისი ყველაზე მძიმე გამოვლინებით შეიძლება ჰგავდეს ავთვისებიან ნეიროლეფსიურ სინდრომს, რომელიც მოიცავს ჰიპერთერმიას, კუნთების რიგიდობას, შრატისმიერი კრეატინკინაზას მომატებულ დონეს, დარღვევებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების მაჩვენებლების შესაძლო სწრაფი რყევებითა და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებით.

იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება დულექსას კომბინირებული გამოყენების კლინიკური საჭიროება სხვა სეროტონინერგული მოქმედების მქონე პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სეროტონინერგულ და/ან დოფამინერგულ ნეიროტრანსმისიაზე, რეკომენდებულია პაციენტზე სათანადო დაკვირვების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და სამკურნალო საშუალების დოზის გაზრდისას.

კრაზანას შემცველი პრეპარატები (Hypericum perforatum)

დულექსას ერთდროული გამოყენებისას კრაზანას შემცველ პრეპარატებთან, არასასურველი რეაქციები პაციენტებში შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს.

სუიციდი

დიდი დეპრესიული აშლილობა და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

დეპრესიის დროს იზრდება სუიციდური აზრების, თვითდაზიანების და თვითმკვლელობის (თვითმკვლელობის მცდელობების) რისკი. ეს რისკი ნარჩუნდება სტაბილური რემისიის მიღწევამდე. ვინაიდან პაციენტებში შეიძლება არ აღინიშნოს მდგომარეობის გაუმჯობესება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა პაციენტებზე სათანადო დაკვირვების უზრუნველყოფა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. ამჟამად არსებული კლინიკური მონაცემების თანახმად, სუიციდის ჩადენის რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპებზე.

სხვა ფსიქიკური აშლილობების დროს, როდესაც დულოქსეტინი გამოიყენება, შეიძლება ასევე გაიზარდოს სუიციდის მცდელობის რისკი. გარდა ამისა, ეს დარღვევები შეიძლება არსებობდეს დიდ დეპრესიულ აშლილობასთან ერთად. ამიტომ, დულექსას გამოყენებისას სხვა ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებში, იგივე სიფრთხილის ზომები უნდა იქნას დაცული, როგორც დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტებში.

სუიციდური აზრების ან სუიციდური ქცევის აღნიშვნის უფრო მაღალი რისკი დამახასიათებელია პაციენტებისთვის, რომლებშიც მკურნალობის დაწყებამდე სუიციდური აზრები ხასიათდება გამოხატულების მნიშვნელოვანი ხარისხით ან რომლებსაც ანამნეზში აქვთ მითითებები სუიციდის მცდელობაზე. 25 წლამდე ასაკის ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებში პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მონაცემების მეტა-ანალიზის შედეგების თანახმად, სუიციდური ქცევის აღნიშვნის რისკი ანტიდეპრესანტებით თერაპიის დროს უფრო მაღალია ასეთთან შედარებით პლაცებოთი თერაპიის დროს.

სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევის აღნიშვნის შემთხვევები რეგისტრირდებოდა თერაპიის დროს ან დულოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

დულექსას გამოყენებისას აუცილებელია პაციენტებზე სათანადო დაკვირვების უზრუნველყოფა, კერძოდ, მაღალი რისკის ჯგუფიდან, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის დოზის კორექტირების შემდეგ. პაციენტები (და პაციენტის მომვლელი პირები) ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმის შესახებ, რომ აუცილებელია საკუთარი მდგომარეობის (პაციენტის მდგომარეობის) კონტროლი დაავადების მიმდინარეობის გაუარესების ნებისმიერი კლინიკური ნიშნების, სუიციდური ქცევის ან სუიციდური აზრების და ქცევაში უჩვეულო ცვლილებების აღნიშვნის გამოვლენის მიზნით, აგრეთვე დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას მათი აღნიშვნის შემთხვევაში.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათია ტკივილის სინდრომით

ისევე, როგორც მსგავსი ფარმაკოლოგიური მოქმედების მქონე სხვა პრეპარატების (ანტიდეპრესანტების) გამოყენებისას, დულოქსეტინით თერაპიის დროს ან მისი შეწყვეტიდან მოკლე პერიოდის განმავლობაში, იყო შეტყობინებები სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევის გამოვლინების ცალკეული შემთხვევების შესახებ. გასათვალისწინებელია ინფორმაცია დეპრესიის დროს სუიციდის ჩადენის რისკ-ფაქტორების შესახებ (იხ. ზემოთ). პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ აუცილებელია ნებისმიერ დროს ინფორმირება შემაშფოთებელი აზრებისა და განცდების შესახებ.

გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში

დულექსა არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში. ბავშვებში და მოზარდებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში სუიციდური ქცევა (თვითმკვლელობის მცდელობა და სუიციდური აზრები) და მტრული განწყობა (ძირითადად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი) დაფიქსირებული იყო უფრო ხშირად ანტიდეპრესანტების გამოყენებისას, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას. იმ შემთხვევებში, როდესაც დულექსას გამოყენება კლინიკურად გამართლებულია, აუცილებელია პაციენტზე სათანადო დაკვირვების უზრუნველყოფა სუიციდური ქცევის და სუიციდური აზრების ნიშნების გამოვლენის საგანზე. არ არსებობს ინფორმაცია ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მის გავლენასთან მიმართებაში ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებაზე, კოგნიტური და ქცევითი ფუნქციების განვითარებაზე.

სისხლდენა

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების და სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების, მათ შორის დულოქსეტინის გამოყენებისას, იყო შეტყობინებები ჰემოსტაზის სისტემის მხრივ დარღვევების აღნიშვნის შემთხვევების შესახებ, რასაც თან ახლდა ეკქიმოზი, პურპურა და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა. დულოქსეტინის გამოყენების ფონზე იზრდება მშობიარობის შემდგომი სისხლდენის აღნიშვნის რისკი. სიფრთხილე უნდა იქნას დაცული დულექსას გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ანტიკოაგულანტებით და/ან სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც გავლენას ახდენს თრომბოციტების ფუნქციაზე (მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) ან აცეტილსალიცილის მჟავა), ასევე პაციენტებში სისხლდენისადმი მიდრეკილებით.

ჰიპონატრიემია

დულოქსეტინის გამოყენებისას იყო შეტყობინებები ჰიპონატრიემიის განვითარების შესახებ, შემთხვევების ჩათვლით, როდესაც ნატრიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში შეადგენდა 110 მმოლ/ლ-ზე ნაკლებს. ჰიპონატრიემია შეიძლება დაკავშირებული იყოს ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომთან (SIADH). ჰიპონატრიემიის შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მათში, ვისაც ახლო წარსულში ანამნეზში აღენიშნებოდა წყლის ბალანსის დარღვევები ან ჰქონდათ მდგომარეობები, რომლებიც განაწყობს ამ დარღვევების განვითარებისადმი. სიფრთხილის დაცვაა საჭირო დულექსას გამოყენებისას ჰიპონატრიემიის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში, როგორიცაა ხანდაზმული პაციენტები, ღვიძლის ციროზით დაავადებული პაციენტები, დეჰიდრატაციის მქონე პაციენტები ან პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეზულებით თერაპიას.

მკურნალობის შეწყვეტა

დულოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტისას, განსაკუთრებით სამკურნალო საშუალების მკვეთრი მოხსნისას, ხშირად ვითარდება მოხსნის სინდრომი. კლინიკურ კვლევებში არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია თერაპიის უეცარ შეწყვეტასთან, დაფიქსირდა პაციენტების დაახლოებით 45%-ში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, და 23%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

მოხსნის სინდრომის განვითარების რისკი, დაკავშირებული სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებით და სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებით თერაპიის შეწყვეტასთან, შეიძლება დამოკიდებული იყოს რამდენიმე ფაქტორზე, მკურნალობის ხანგრძლივობის, სამკურნალო საშუალების დოზირების, ასევე პერიოდის ხანგრძლივობის ჩათვლით, რომლის განმავლობაშიც ხდება დოზის შემცირება. არასასურველი რეაქციები, რომლებიც ყველაზე ხშირად აღინიშნება დულოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტისას, ჩამოთვლილია ნაწილში „არასასურველი რეაქციები“. როგორც წესი, მოხსნის სინდრომი უმნიშვნელოდ ან ზომიერად არის გამოხატული; თუმცა, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება ჰქონდეს მძიმე ხასიათი. მოხსნის სინდრომი უპირატესად ვლინდება თერაპიის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ის დაფიქსირდა პაციენტებში, სამკურნალო დოზის უნებლიე გამოტოვებისას. როგორც წესი, მოხსნის სიმპტომები თავისთავად ქრება 2 კვირის განმავლობაში; ზოგიერთ პაციენტში ისინი შეიძლება უფრო მეტხანს გაგრძელდეს (2-3 თვე ან მეტი). ამიტომ დულექსათი მკურნალობის შეწყვეტისას რეკომენდებულია დულოქსეტინის დოზის თანდათანობით შემცირება, მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, პაციენტის საჭიროებების გათვალისწინებით.

ხანდაზმული პაციენტები

შეზღუდულია მონაცემები დულოქსეტინის 120 მგ დოზით გამოყენების შესახებ დიდი დეპრესიული აშლილობისა და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში. ამასთან დაკავშირებით სიფრთხილის დაცვაა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში სამკურნალო საშუალების მაქსიმალური დოზით გამოყენებისას.

აკათიზია/ფსიქომოტორული აგზნება

დულოქსეტინის გამოყენებისას იყო შეტყობინებები აკათიზიის განვითარების შესახებ, რომელიც ხასიათდება სუბიექტურად უსიამოვნო ან შფოთვითი აგზნებით, რომელიც დაკავშირებულია ჯდომის ან ადგილზე დგომის შეუძლებლობასთან. ყველაზე ხშირად, ეს დარღვევები აღინიშნება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ ასეთი დარღვევები, პრეპარატის დოზის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის უარყოფითი შედეგები.

დულოქსეტინის შემცველი პრეპარატები

დულოქსეტინი შედის მრავალი პრეპარატის შემადგენლობაში, რომლებსაც აქვს სხვადასხვა სავაჭრო დასახელება და გამოიყენება სხვადასხვა ჩვენებით (გამოხატული ტკივილის სინდრომით მიმდინარე დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის, დიდი დეპრესიული აშლილობის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის და შარდის სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა). დაუშვებელია დულოქსეტინის შემცველი ერთზე მეტი პრეპარატის ერთდროულად გამოყენება.

ჰეპატიტი/სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

დულოქსეტინის გამოყენებისას იყო შეტყობინებები ღვიძლის დაზიანების შესახებ, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მნიშვნელოვანი მატების (ნორმის ზედა ზღვარზე 10-ჯერ მეტი), ჰეპატიტის და სიყვითლის ჩათვლით. ამ შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა მკურნალობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. ღვიძლის დაზიანებები უპირატესად ჰეპატოცელულური ხასიათისა იყო. სიფრთხილის დაცვაა საჭირო დულექსას გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ღვიძლზე მავნე ზემოქმედების მქონე სხვა სამკურნალო საშუალებებით.

სექსუალური დისფუნქცია

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების/სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები. არსებობს შეტყობინებები, რომ სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები შეინიშნებოდა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების/სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

დამხმარე ნივთიერებები

დულექსა შეიცავს საქაროზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებს ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტი, არ უნდა მიიღონ პრეპარატი.

დულექსა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ კაფსულაში, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

მაო-ს ინჰიბიტორები

სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო, დულექსას გამოყენება არ არის რეკომენდებული კომბინაციაში მაო-ს არასელექციურ შეუქცევად ინჰიბიტორებთან ან მაო-ს ინჰიბიტორებით თერაპიის შეწყვეტიდან სულ მცირე 14 დღის განმავლობაში. დულოქსეტინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გათვალისწინებით დულექსას მიღების შეწყვეტის შემდეგ დაცული უნდა იქნას, სულ მცირე, 5-დღიანი ინტერვალი მაო-ს ინჰიბიტორებით თერაპიის დაწყებამდე.

დულექსას კომბინირებული გამოყენება მაო-ს სელექციურ შექცევად ინჰიბიტორებთან, როგორიცაა მოკლობემიდი, არ არის რეკომენდებული. ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი არის მაო-ს არასელექციური, შექცევადი ინჰიბიტორი და, შესაბამისად, არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ დულექსათი თერაპიას.

CYP1A2 ინჰიბიტორები

ვინაიდან CYP1A2 ჩართულია დულოქსეტინის მეტაბოლიზმში, ვარაუდობენ, რომ დულოქსეტინის კომბინირებული გამოყენებისას CYP1A2-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლში გაიზრდება. ფლუვოქსამინთან (100 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ერთდროული გამოყენებისას, რომელიც CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორია, დულოქსეტინის პლაზმური კლირენსი მცირდებოდა დაახლოებით 77%-ით, ხოლო AUC0-t მნიშვნელობა დულოქსეტინისთვის იზრდებოდა 6-ჯერ. ამიტომ, დულექსა არ უნდა იქნას გამოყენებული CYP1A2 ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად, როგორიცაა ფლუვოქსამინი.

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ სხვა პრეპარატებთან დულოქსეტინის კომბინირებული გამოყენების რისკის სისტემური შეფასება, არ ჩატარებულა, გარდა ამ ნაწილში აღწერილი შემთხვევებისა. ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა დულექსას გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან ნივთიერებებთან კომბინაციაში, რომლებიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მათ შორის ალკოჰოლთან და სედაციურებთან (მაგალითად, ბენზოდიაზეპინები, მორფინის მსგავსი ეფექტის მქონე პრეპარატები, ანტიფსიქოზურები, ფენობარბიტალი, ანტიჰისტამინური საშუალებები სედაციური ეფექტით).

სეროტონინერგული მოქმედების მქონე პრეპარატები

იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები სეროტონინული სინდრომის განვითარების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებით/სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებით სეროტონინერგული მოქმედების მქონე პრეპარატებთან კომბინაციაში. სიფრთხილის დაცვაა საჭირო დულექსას კომბინირებული გამოყენებისას სეროტონინერგული მოქმედების მქონე პრეპარატებთან, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა კლომიპრამინი ან ამიტრიპტილინი, მაო-ს ინჰიბიტორები, როგორიცაა მოკლობემიდი ან ლინეზოლიდი, პრეპარატები, რომლებიც შეიცავს კრაზანას, პრეპარატები ტრიპტანების ჯგუფიდან, ტრამადოლი, პეტიდინი და ტრიპტოფანი.

დულოქსეტინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

სამკურნალო საშუალებები, რომელთა მეტაბოლიზმში მონაწილეობს CYP1A2

დულოქსეტინთან ერთდროული გამოყენებისას (60 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში), თეოფილინის ფარმაკოკინეტიკა, რომელიც წარმოადგენს CYP1A2-ის სუბსტრატს, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

სამკურნალო საშუალებები, რომელთა მეტაბოლიზმში მონაწილეობს CYP2D6

დულოქსეტინი არის CYP2D6-ის ზომიერი ინჰიბიტორი. დულოქსეტინთან ერთდროული გამოყენებისას (60 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში), AUC მნიშვნელობა დეზიპრამინისთვის (ერთჯერადი დოზა), რომელიც წარმოადგენს CYP2D6-ის სუბსტრატს, გაიზარდა 3-ჯერ. დულოქსეტინთან ერთად გამოყენებისას (40 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში), ტოლტეროდინისთვის (2 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში) AUC მნიშვნელობა წონასწორულ მდგომარეობაში გაიზარდა 71%-ით, ხოლო დულოქსეტინი არ ახდენდა გავლენას 5-ჰიდროქსიტოლტეროდინის (აქტიური მეტაბოლიტი) ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე, შესაბამისად, არ არის საჭირო ტოლტეროდინის დოზის კორექცია. სიფრთხილის დაცვაა საჭირო დულექსას კომბინირებული გამოყენებისას იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომელთა მეტაბოლიზმში უპირატესად მონაწილეობს CYP2D6 (რისპერიდონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაგალითად ნორტრიპტილინი, ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), განსაკუთრებით, თუ მათ აქვს ვიწრო თერაპიული დიაპაზონი (მაგალითად, ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი).

პერორალური კონტრაცეპტივები და სხვა პრეპარატები, რომლებიც შეიცავს სტეროიდებს

In vitro კვლევების შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ დულოქსეტინი არ არის CYP3A-ს ინდუქტორი. მედიკამენტური ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები in vivo არ ჩატარებულა.

ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტები

სიფრთხილის დაცვაა საჭირო დულოქსეტინის გამოყენებისას პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ან ანტიაგრეგანტებთან კომბინაციაში, რადგან ეს ზრდის სისხლდენის განვითარების პოტენციურ რისკს ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების შედეგად. გარდა ამისა, არის შეტყობინებები საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მნიშვნელობების ზრდის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ თერაპიას დულოქსეტინით და ვარფარინით. მიუხედავად ამისა, კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევაში დულოქსეტინისა და ვარფარინის ერთობლივი გამოყენებისას წონასწორულ მდგომარეობაში ჯანმრთელ მოხალისეებში, საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მაჩვენებლების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები საწყის დონესთან მიმართებაში ან R- ან S-ენანტიომერების ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებში ცვლილებები არ ყოფილა აღმოჩენილი.

სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება დულოქსეტინზე

ანტაციდები და H2-ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტები

ალუმინის და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან ან ფამოტიდინთან ერთად გამოყენებისას დულოქსეტინის (40 მგ, პერორალური მიღება) შეწოვის სიჩქარე და ხარისხი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

CYP1A2 ინდუქტორები

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზების შედეგების თანახმად, მწეველ პაციენტებში დულოქსეტინის პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 50%-ით დაბალია, ასეთთან შედარებით არამწეველ პაციენტებში.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა დულოქსეტინის ზემოქმედების სისტემურ დონეებზე (AUC) მაქსიმალური კლინიკური ზემოქმედების ქვემოთ.

ორი დიდი ობსერვაციული კვლევის მონაცემების თანახმად, ქალებში ორსულობის პირველ ტრიმესტრში დულოქსეტინის გამოყენებისას (2500 პაციენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში (აშშ) და 1500 პაციენტი ევროკავშირში (ЕС)), განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი თანდაყოლილი მანკების აღნიშვნის საერთო რისკი არ გაზრდილა. განვითარების სპეციფიკური თანდაყოლილი მანკების სიხშირის გაანალიზებისას, როგორიცაა გულის თანდაყოლილი მანკები, დამაჯერებელი მონაცემები არ არის მიღებული.

ევროკავშირში ჩატარებულ კვლევაში, დულოქსეტინის გამოყენებისას ქალებში ორსულობის გვიან ვადებში (ნებისმიერ დროს, დაწყებული ორსულობის მე-20 კვირიდან მშობიარობამდე) იზრდებოდა ნაადრევი მშობიარობის რისკი (2-ჯერზე ნაკლები; დაახლოებით 6 დამატებითი ნაადრევი მშობიარობა ყოველ 100 ქალზე, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინით თერაპიას ორსულობის გვიან ვადებში). ნაადრევი მშობიარობის უმეტესობა რეგისტრირებულია ორსულობის 35-ე და 36-ე კვირებს შორის. მსგავსი მონაცემები კვლევაში, რომელიც ჩატარებული იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არ არის მიღებული.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ ობსერვაციულ კვლევაში დადგინდა, რომ ორსულობის ბოლო თვის განმავლობაში ორსულ ქალებში დულოქსეტინის გამოყენებისას, იზრდებოდა მშობიარობის შემდგომი სისხლდენის რისკი (2-ჯერზე ნაკლები).

ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების გამოყენებისას ქალებში ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით გვიან ვადებში, შეიძლება გაიზარდოს ახალშობილში ფილტვის პერსისტირებადი ჰიპერტენზიის განვითარების რისკი. მიუხედავად კვლევების არარსებობისა ფილტვის პერსისტირებადი ჰიპერტენზიისა და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების გამოყენების ურთიერთკავშირის თაობაზე, ახალშობილებში ფილტვის პერსისტირებადი ჰიპერტენზიის განვითარების პოტენციური რისკი დულოქსეტინის გამოყენებისას ვერ გამოირიცხება, მოქმედების მსგავსი მექანიზმის გათვალისწინებით (სეროტონინის უკუმიტაცების დათრგუნვა).

ისევე, როგორც სეროტონინერგული მოქმედების მქონე სხვა პრეპარატების შემთხვევაში, მოხსნის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ახალშობილებში, დედის მიერ დულოქსეტინის ორსულობის გვიან ვადებში გამოყენებისასაც. მოხსნის სინდრომი მოიცავს შემდეგ სიმპტომებს: არტერიული ჰიპოტენზია, ტრემორი, მომატებული ნეირორეფლექტორული აგზნებადობის სინდრომი, სიძნელეები კვების დროს, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი და კრუნჩხვები. სიმპტომების უმეტესობა დაფიქსირდა დაბადებისას ან ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში.

ორსულობის დროს დულექსა უნდა იქნას გამოყენებული ქალებში მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დედისთვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ქალები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმის შესახებ, რომ მათ უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს ორსულობის დადგომის შესახებ ან დაორსულების განზრახვის შესახებ პრეპარატით თერაპიის დროს.

ლაქტაცია

დულოქსეტინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, რაც დადგენილი იქნა კვლევაში 6 ქალის მონაწილეობით ლაქტაციის პერიოდში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს და შეწყვიტეს ძუძუთი კვება. ბავშვის სავარაუდო დღიური დოზა მგ/კგ სხეულის მასაზე შეადგენს დედის დოზის დაახლოებით 0,14%-ს. ჩვილებში დულოქსეტინის გამოყენების უსაფრთხოება უცნობია; დულექსას გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დულოქსეტინი არ ახდენდა გავლენას ფერტილობაზე მამრებში, მაშინ როდესაც აღინიშნა პრეპარატის მოქმედება მდედრების ფერტილობაზე, მაგრამ მხოლოდ იმ დოზებით შეყვანისას, რომლებსაც აქვს ტოქსიკური ეფექტი დედის ორგანიზმზე.

გავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის გავლენის კვლევები არ ჩატარებულა. სამკურნალო საშუალების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სედაციური ეფექტი და თავბრუსხვევა. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ სედაციის ან თავბრუსხვევის აღნიშვნის შემთხვევაში, მათ თავი უნდა შეიკავონ პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებისაგან, როგორიცაა ავტოტრასნსპორტის ტარება და მექანიზმების მართვა.

არასასურველი რეაქციები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

ყველაზე ხშირად აღნიშვნადი არასასურველი რეაქციები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, იყო გულისრევა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, ძილიანობა და თავბრუსხვევა. მიუხედავად ამისა, ხშირი არასასურველი რეაქციების უმეტესობა იყო უმნიშვნელოდ ან ზომიერად გამოხატული, ვლინდებოდა თერაპიის საწყის ეტაპზე და შემდგომში მათი გამოხატულება მცირდებოდა.

არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი

არასასურველი რეაქციები, რომლებიც რეგისტრირდებოდა პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში და აღინიშნებოდა ნებაყოფლობით სპონტანურ შეტყობინებებში, ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ის სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით). სიხშირის თითოეული ჯგუფის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის შემცირების მიხედვით.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირად - ლარინგიტი.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპოთირეოზი.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ხშირად - მადის დაქვეითება; არახშირად - ჰიპერგლიკემია (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში); იშვიათად - დეჰიდრატაცია, ჰიპონატრიემია, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი (SIADH) *.

ფსიქიკური დარღვევები: ხშირად - უძილობა, აჟიტაცია, ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, ორგაზმის დარღვევა, უჩვეულო სიზმრები; არახშირად - სუიციდური აზრები#, ^, ძილის დარღვევა, ბრუქსიზმი, დეზორიენტაცია, აპათია; იშვიათად - სუიციდური ქცევა #, ^, მანია, ჰალუცინაციები, აგრესია და მტრული განწყობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და მისი შეწყვეტის შემდეგ).

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად - თავის ტკივილი, ძილიანობა; ხშირად - თავბრუსხვევა, მოთენთილობა, ტრემორი, პარესთეზია; არახშირად - მიოკლონუსი, აკათიზია^, ნევროზულობა, ყურადღების დარღვევები, დისგევზია, დისკინეზია, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ძილის ცუდი ხარისხი; იშვიათად - სეროტონინული სინდრომი*, კრუნჩხვები (ასევე აღინიშნება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ), ფსიქომოტორული აგზნება *, ექსტრაპირამიდული სიმპტომები *.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - მხედველობის სიმახვილის დარღვევა; არახშირად - მიდრიაზი, მხედველობის დარღვევა; იშვიათად - გლაუკომა.

სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: ხშირად - შუილი ყურებში (აღინიშნებოდა ასევე მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ); არახშირად - ვერტიგო, ყურის ტკივილი.

გულის მხრივ: ხშირად - პალპიტაცია; არახშირად - ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური არითმია, ძირითადად წინაგულების ფიბრილაცია.

სისხლძარღვების მხრივ: ხშირად - არტერიული წნევის მომატება&, წამოხურება; არახშირად - გულის წასვლა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), არტერიული ჰიპერტენზია^,&, ორთოსტატული ჰიპოტენზია (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), კიდურების გაციება; იშვიათად - ჰიპერტონული კრიზი*,&.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ხშირად - მთქნარება; არახშირად - ყელში მოჭერის შეგრძნება, ცხვირიდან სისხლდენა; იშვიათად - ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (სიხშირე შეფასდა მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მიღებული იყო პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში), ეოზინოფილური პნევმონია *.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - გულისრევა, პირის სიმშრალე; ხშირად - ყაბზობა, დიარეა, მუცლის ტკივილი, ღებინება, დისპეფსია, მეტეორიზმი; არახშირად - კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა^, გასტროენტერიტი, ბოყინი, გასტრიტი, დისფაგია; იშვიათად - სტომატიტი, ჰემატოქეზია, უსიამოვნო სუნი პირში, მიკროსკოპული კოლიტი (სიხშირე შეფასდა ყველა კლინიკურ კვლევაში მიღებული მონაცემების საფუძველზე).

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირად - ჰეპატიტი&, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლში (ალანინამინოტრანსფერაზა (ALT), ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST), ტუტე ფოსფატაზა), ღვიძლის მწვავე დაზიანება; იშვიათად - ღვიძლის უკმარისობა *, სიყვითლე *.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - მომატებული ოფლიანობა, გამონაყარი; არახშირად - ღამის ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, კონტაქტური დერმატიტი, ცივი ოფლი, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, სისხლჩაქცევების გაზრდილი რისკი; იშვიათად - სტივენს-ჯონსონის სინდრომი *, ანგიონევროზული შეშუპება *; ძალიან იშვიათად - კანის ვასკულიტი.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად - ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი, კუნთების სპაზმები; არახშირად - კუნთების შებოჭილობა, კუნთების კრთომა; იშვიათად - ტრიზმი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: ხშირად - დიზურია, პოლაკიურია; არახშირად - შარდის შეკავება, შარდვის გაძნელება, ნოქტურია, პოლიურია, შარდის ნაკადის სიჩქარის დაქვეითება; იშვიათად - შარდის უჩვეულო სუნი.

სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: ხშირად - ერექციული დისფუნქცია, ეაკულაციის დარღვევა, ეაკულაციის შეფერხება; არახშირად - გინეკოლოგიური სისხლდენა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სექსუალური დისფუნქცია, სათესლე ჯირკვლის ტკივილი; იშვიათად - მენოპაუზის სიმპტომები, გალაქტორეა, ჰიპერპროლაქტინემია, მშობიარობის შემდგომი სისხლდენა *.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირად - დაცემა (უფრო ხშირად აღირიცხება ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის და უფროსი ასაკის)), დაღლილობა; არახშირად - ტკივილი გულმკერდის არეში^, უჩვეულო შეგრძნებები, სიცივის შეგრძნება, წყურვილი, შემცივნება, შეუძლოდ ყოფნა, სიმხურვალის შეგრძნება, სიარულის დარღვევა.

გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: ხშირად - სხეულის წონის დაკლება; არახშირად - სხეულის წონის მომატება, სისხლში კრეატინფოსფოკინაზას დონის მატება, სისხლში კალიუმის დონის მომატება; იშვიათად - სისხლში ქოლესტერინის დონის მატება.

  • არასასურველი რეაქციები, რომელთა სიხშირე შეფასდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში მოპოვებული მონაცემების საფუძველზე; პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ეს არასასურველი რეაქციები არ იყო დაფიქსირებული.

# არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა თერაპიის დროს ან დულოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოკლე დროში.

^ არასასურველი რეაქციები, რომელთა აღნიშვნის სიხშირე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ასეთისგან პლაცებოს გამოყენებისას.

& იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“.

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა

დულოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტისას, განსაკუთრებით მისი უეცრად მოხსნისას, როგორც წესი, ვითარდება მოხსნის სინდრომი, რომელიც მოიცავს შემდეგ სიმპტომებს: თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა, მათ შორის პარესთეზია ან ელექტრული დენის გავლის მსგავსი შეგრძნება, ძირითადად თავში, ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ნათელი სიზმრები, დაღლილობა, ძილიანობა, აჟიტაცია ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, ტრემორი, თავის ტკივილი, მიალგია, გაღიზიანებადობა, დიარეა, მომატებული ოფლიანობა და ვერტიგო.

როგორც წესი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების და სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების გამოყენებისას ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციები მსუბუქად ან ზომიერად არის გამოხატული და თავისთავად ქრება, თუმცა ზოგიერთ პაციენტში ისინი შეიძლება იყოს მძიმე და/ან აღინიშნოს დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ, დულოქსეტინის მიღების შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება.

სამ კლინიკურ კვლევაში (12-კვირიანი მწვავე ფაზა) პაციენტებში დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიით გამოხატული ტკივილის სინდრომით, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინით თერაპიას, აღინიშნებოდა სისხლში გლუკოზის ოდნავ გამოხატული, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა უზმოზე. გლიკოზილირებული ჰემოგლობინის (HbA1c) კონცენტრაცია პაციენტების სისხლში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, და პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, არ შეცვლილა. ამ კვლევების გაფართოებულ ფაზაში (ხანგრძლივობა შეადგენდა 52 კვირამდე პერიოდს) მიღებული მონაცემების მიხედვით, HbA1c კონცენტრაცია სისხლში იზრდებოდა როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას დულოქსეტინით, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სტანდარტულ მკურნალობას, მაგრამ დულოქსეტინის ჯგუფში საშუალო ზრდა იყო 0,3%-ით მეტი. ასევე, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინით თერაპიას, აღინიშნა სისხლში უზმოზე გლუკოზის და საერთო ქოლესტერინის დონის უმნიშვნელო მატება, ხოლო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სტანდარტულ მკურნალობას, ამ ლაბორატორიული პარამეტრების მაჩვენებლები უმნიშვნელოდ შემცირდა.

გულის შეკუმშვათა სიხშირის მიმართ კორექტირებული QT ინტერვალის ხანგრძლივობა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, არ განსხვავდებოდა ასეთისგან იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. არ არის აღმოჩენილი კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები QT, PR, QRS ან QTcB ინტერვალების ხანგრძლივობის კუთხით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინით თერაპიასა, და პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

ბავშვები

კლინიკურ კვლევებში მონაწილეობას იღებდა 7-დან 17 წლამდე ასაკის 509 ბავშვი დიდი დეპრესიული აშლილობით და 241 ბავშვი 7-დან 17 წლამდე გენერალიზებული შფოთვითი აშლილობით, რომლებიც მკურნალობდნენ დულოქსეტინით. ზოგადად, დულოქსეტინის არასასურველი რეაქციების პროფილი ბავშვებსა და მოზარდებში მსგავსი იყო ასეთისა მოზრდილებში.

კლინიკურ კვლევებში, 467 ბავშვში (თავდაპირველად იყვნენ რანდომიზებულნი), რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინით თერაპიას, აღინიშნა სხეულის წონის დაკლება საშუალოდ 0,1 კგ-ით სამკურნალო საშუალების მიღებიდან 10 კვირის შემდეგ, ხოლო 353 ბავშვში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, აღინიშნა სხეულის წონის ზრდა საშუალოდ 0,9 კგ-ით. შემდგომში, კვლევების გაფართოებულ ფაზაში (ხანგრძლივობა იყო 4-6 თვე) მიღებული შედეგების მიხედვით, ბავშვებში, ზოგადად, აღინიშნებოდა ზემოაღნიშნული ცვლილებების გაქრობის ტენდენცია (მათი სხეულის წონა შეესაბამებოდა მოსალოდნელ საწყის პერცენტილს პოპულაციური მონაცემების გათვალისწინებით, რომლებიც მიღებული იყო იგივე ასაკისა და სქესის მათი თანატოლებისთვის).

9 თვემდე ხანგრძლივობის კვლევებში ბავშვებში, რომლებიც მკურნალობდნენ დულოქსეტინით, ზოგადად აღინიშნებოდა ზრდის პერცენტილის შემცირება საშუალოდ 1%-ით (7-11 წლამდე ასაკის ბავშვებში 2%-ით შემცირება და 12-17 წლის მოზარდებში 0,3%-ით მატება).

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზირება

იყო შეტყობინებები დულოქსეტინის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ 5400 მგ დოზით მიღებისას ცალკე ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. დარეგისტრირებული იყო რამდენიმე შემთხვევა ლეტალური გამოსავლით, ძირითადად დულოქსეტინის დოზის გადაჭარბებისას სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, აგრეთვე სამკურნალო საშუალების ცალკე მიღებისას დაახლოებით 1000 მგ დოზით. დულოქსეტინის დოზის გადაჭარბების ნიშნები და სიმპტომები (სამკურნალო საშუალების ცალკე მიღებისას ან სხვა პრეპარატებთან ერთად) მოიცავდა ძილიანობას, კომას, სეროტონინულ სინდრომს, კრუნჩხვებს, ღებინებას და ტაქიკარდიას.

დულოქსეტინისთვის სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია, თუმცა სეროტონინული სინდრომის განვითარების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს სპეციფიკური მკურნალობა (მაგალითად, ციპროჰეპტადინის გამოყენება და/ან სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება ნორმალური მნიშვნელობების ფარგლებში). აუცილებელია სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფა. რეკომენდებულია გულის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის მონიტორინგი, ასევე შესაბამისი სიმპტომური და დამხმარე მკურნალობის ჩატარება. კუჭის ამორეცხვა შეიძლება ნაჩვენები იყოს, თუ პრეპარატის პერორალურად მიღებიდან ცოტა დრო გავიდა, ან სიმპტომური მკურნალობის ფარგლებში.

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დულოქსეტინის შეწოვის შესამცირებლად, შეიძლება გამოყენებულ იქნას აქტივირებული ნახშირი. დულოქსეტინს აქვს განაწილების მნიშვნელოვანი მოცულობა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფორსირებული დიურეზი, ჰემოპერფუზია და გაცვლითი პერფუზია ეფექტური იყოს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. ფსიქოანალეფსიურები. ანტიდეპრესანტები. სხვა ანტიდეპრესანტები. ათქ კოდი N06AX21.

მოქმედების მექანიზმი

დულოქსეტინი არის სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი. სამკურნალო საშუალება უმნიშვნელო ხარისხით აინჰიბირებს დოფამინის უკუმიტაცებას და არ გააჩნია მნიშვნელოვანი აფინურობა ჰისტამინური, დოფამინური, ქოლინერგული და ადრენერგული რეცეპტორების მიმართ. დულოქსეტინი დოზადამოკიდებულად ზრდის სეროტონინისა და ნორადრენალინის უჯრედგარე დონეს ცხოველების თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილებში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ნეიროპათიური და ანთებითი ტკივილის რამდენიმე ექსპერიმენტულ მოდელზე ჩატარებულ პრეკლინიკურ კვლევებში დადგინდა, რომ დულოქსეტინი აღადგენს ტკივილის მგრძნობელობის ნორმალურ ზღურბლს და ასევე ამცირებს ცხოველებში ტკივილზე ქცევითი რეაგირების გამოხატულებას პერსისტირებადი ტკივილის ექსპერიმენტულ მოდელზე. ვარაუდობენ, რომ დულოქსეტინის მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ტკივილის სინდრომის შესუსტებასთან, განპირობებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) ტკივილის გამტარობის დაღმავალი შემაკავებელი გზების გავლენის გაძლიერებით.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

დიდი დეპრესიული აშლილობა

დულოქსეტინის გამოყენების ეფექტურობა შეფასებული იყო კლინიკურ პროგრამაში 3158 პაციენტის მონაწილეობით (სამკურნალო საშუალების ზემოქმედების 1285 პაციენტ-წელი) დიდი დეპრესიული აშლილობის დიაგნოზით, ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (Diagnostic and Statistical Manual of mental disorders (DSM-IV)) მე-4 გამოცემის კრიტერიუმების თანახმად. დულოქსეტინის ეფექტურობა რეკომენდებული დოზით 60 მგ ერთხელ დღე-ღამეში გამოვლინდა 3-დან სამ რანდომიზებულ ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, სამკურნალო საშუალების ფიქსირებული დოზების გამოყენებით დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე მოზრდილ პაციენტებში, ამბულატორიულ პირობებში. მთლიანობაში, დულოქსეტინის ეფექტურობა ნაჩვენები იქნა 7-დან 5 რანდომიზებულ ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში სამკურნალო საშუალების ფიქსირებული დოზების გამოყენებით (60-120 მგ დღე-ღამეში) დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე მოზრდილ პაციენტებში, ამბულატორიულ პირობებში.

დულოქსეტინის ეფექტურობა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატებოდა პლაცებოს ეფექტურობას პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ მონაცემების თანახმად, ჰამილტონის დეპრესიის შეფასების სკალით, რომელიც შედგება 17 პუნქტისაგან (17-item Hamilton Depression Rating Scale (HAM-D17)), დეპრესიის ემოციური და სომატური სიმპტომების შეფასების ჩათვლით. თერაპიაზე პასუხისა და რემისიის სიხშირის მაჩვენებლები იმ პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, ასევე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატებოდა ასეთებს პლაცებოს მიმღებ პაციენტთა ჯგუფში. ძირითად კლინიკურ კვლევებში ჩართულ პაციენტთა მხოლოდ მცირე რაოდენობას ჰქონდა მძიმე დეპრესია (ქულების ჯამის საწყისი მაჩვენებელი HAM-D სკალით შეადგენდა 25-ზე მეტს).

დულოქსეტინის გამოყენების ეფექტურობა დაავადების რეციდივის თავიდან აცილების მიზნით შეფასებული იყო პაციენტებში, რომლებიც ღია 12-კვირიან კვლევაში პასუხობდნენ სამკურნალო საშუალებით თერაპიაზე დოზით 60 მგ ერთხელ დღე-ღამეში და შემდგომში 6 თვის განმავლობაში რანდომულად ღებულობდნენ დულოქსეტინს დოზით 60 მგ ერთხელ დღე-ღამეში ან პლაცებოს. სამკურნალო საშუალების ეფექტურობა დოზით 60 მგ ერთხელ დღე-ღამეში სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატებოდა პლაცებოს ეფექტურობას (p=0,004) შედეგების შეფასების პირველადი კრიტერიუმის მიხედვით - დეპრესიის რეციდივის პრევენცია (დაავადების რეციდივის განვითარებამდე დროის მაჩვენებლის შეფასება). რეციდივის სიხშირის მაჩვენებელმა კვლევის 6-თვიანი ორმაგი ბრმა ფაზის გამავლობაში შეადგინა 17% და 29% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს და პლაცებოს, შესაბამისად.

პლაცებო-კონტროლირებადი ორმაგი ბრმა კლინიკური კვლევის 52 კვირის მანძილზე პაციენტებს მორეციდივე დიდი დეპრესიული აშლილობით, რომლებიც ღებულობდნენ დულოქსეტინს, ჰქონდათ რემისიის მნიშვნელოვნად უფრო გრძელი პერიოდი (p<0,001) პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით. ყველა პაციენტი ღია კვლევის ადრე პასუხობდა დროს (ხანგრძლივობა 28-34 კვირა) დულოქსეტინით თერაპიაზე დოზით 60-120 მგ დღე-ღამეში. კვლევის 52-კვირიანი პლაცებო-კონტროლირებადი ორმაგი ბრმა ფაზის განმავლობაში დეპრესიის სიმპტომები განმეორდა იმ პაციენტთა 14,4%-ში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს და იმ პაციენტთა 33,1%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (p<0,001).

დულოქსეტინის გამოყენების ეფექტურობა (60 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ხანდაზმულ (65 წლის და უფროსი ასაკის) პაციენტებში დიდი დეპრესიული აშლილობით შეფასდა სპეციალურ კვლევაში, რომელმაც დაადგინა მდგომარეობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება HAM-D17 შეფასების სკალით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით. დულოქსეტინის ამტანობა (60 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ხანდაზმულ პაციენტებში შედარებადი იყო ასეთთან უფრო ახალგაზრდა პაციენტებში. თუმცა, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის მაქსიმალური დოზით (120 მგ დღე-ღამეში) გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, ამიტომ ასეთ სიტუაციებში რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

დულოქსეტინის ეფექტურობა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატებოდა პლაცებოს ეფექტურობას 5-დან 5 კლინიკურ კვლევაში, 4 რანდომიზებული ორმაგი ბრმა პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის ჩათვლით მოზრდილ პაციენტებში გენერალიზებული შფოთვითი აშლილობით და კვლევის ჩათვლით, რომელშიც სამკურნალო საშუალება გამოიყენებოდა დაავადების რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.

დულოქსეტინის ეფექტურობა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატებოდა პლაცებოს ეფექტურობას მონაცემების თანახმად პაციენტთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჰამილტონის შფოთვის შეფასების სკალის (Hamilton Anxiety Scale (HAM-A)) და შიჰანის შეზღუდული შესაძლებლობების სკალის (Sheehan Disability Scale (SDS) მიხედვით ზოგადი ფუნქციური დარღვევების შესაფასებლად, ქულების საერთო ჯამური მაჩვენებლის საფუძველზე. თერაპიაზე პასუხისა და რემისიის სიხშირის მაჩვენებლები იმ პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იტარებდენ თერაპიას სამკურნალო საშუალებით, ასევე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატებოდა ასეთებს პლაცებოს მიმღებ პაციენტთა ჯგუფში.

დულოქსეტინის ეფექტურობა მსგავსი იყო ვენლაფაქსინის ეფექტურობისა პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ მონაცემების თანახმად HAM-A სკალით საერთო ჯამური ქულების მაჩვენებლის საფუძველზე.

დულოქსეტინის გამოყენების ეფექტურობა დაავადების რეციდივის პრევენციის მიზნით ფასდებოდა პაციენტებში, რომლებიც ღია 6-თვიან კვლევაში პასუხობდნენ თერაპიაზე სამკურნალო საშუალებით და შემდგომში 6 თვის განმავლობაში რანდომულად ღებულობდნენ დულოქსეტინს დოზით 60-120 მგ ერთხელ დღე-ღამეში ან პლაცებოს. სამკურნალო საშუალების ეფექტურობა დოზებით 60-120 მგ ერთხელ დღე-ღამეში სტატისტიკურად მნიშვნელოვნად (p<0,001) აღემატებოდა პლაცებოს ეფექტურობას (შედეგების შეფასების კრიტერიუმი - დაავადების რეციდივის პრევენცია; რეციდივის განვითარებამდე დროის მაჩვენებლის შეფასება). რეციდივის სიხშირის მაჩვენებლებმა კვლევის 6-თვიანი ორმაგი ბრმა ფაზის განმავლობაში შეადგინა 14% და 42% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს და პლაცებოს, შესაბამისად.

დულოქსეტინის გამოყენების ეფექტურობა (30-120 მგ ერთხელ დღე-ღამეში, სამკურნალო საშუალება გამოიყენებოდა არაფიქსირებულ დოზებში) ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის და უფროსი ასაკის) გენერალიზებული შფოთვითი აშლილობით ფასდებოდა კვლევაში, რომელშიც HAM-A შეფასების სკალით დადგენილი იქნა მდგომარეობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დულოქსეტინის (30-120 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ეფექტურობა და ამტანობა მსგავსი იყო ასეთისა ახალგაზრდა პაციენტებში. თუმცა, ხანდაზმულ პაციენტებში სამკურნალო საშუალების მაქსიმალური დოზით (120 მგ დღე-ღამეში) გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, ამიტომ ასეთ სიტუაციებში რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათია (დპნ) გამოხატული ტკივილის სინდრომით

დულოქსეტინის გამოყენების ეფექტურობა გამოხატული ტკივილის სინდრომით მიმდინარე დპნ-ის თერაპიისას ნაჩვენები იყო 2 რანდომიზებულ 12-კვირიან ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში სამკურნალო საშუალების ფიქსირებული დოზების გამოყენებით მოზრდილ პაციენტებში (22-88 წელი), რომლებსაც სულ მცირე 6 თვის განმავლობაში აღინიშნებოდათ დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათია გამოხატული ტკივილის სინდრომით. პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ დიდი დეპრესიული აშლილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები, გამორიცხულნი იყვნენ ამ კვლევებიდან. შედეგების შეფასების პირველადი კრიტერიუმი იყო ტკივილის მაჩვენებლის საშუალო ყოველკვირეული მნიშვნელობა 24 საათის განმავლობაში პაციენტთა დღიურების მონაცემების თანახმად, რომლებიც ფასდებოდა ლიკერტის 11-ქულიანი სკალით.

ზემოაღნიშნულ კვლევებში პაციენტებს რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს დოზით 60 მგ ერთხელ დღე-ღამეში ან 60 მგ ორჯერ დღე-ღამეში, აღენიშნებოდათ ტკივილის მნიშვნელოვანი შემცირება იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს; ზოგიერთ პაციენტში ეფექტი დაფიქსირდა მკურნალობის პირველივე კვირაში. საშუალო მაჩვენებლები, რომლებიც მოწმობს მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა პაციენტთა ორ ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ სამკურნალო საშუალებას. ტკივილის მაჩვენებელი მცირდებოდა მინიმუმ 30%-ით იმ პაციენტთა დაახლოებით 65%-ში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, და იმ პაციენტთა 40%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს; ტკივილის მაჩვენებელი მცირდებოდა მინიმუმ 50%-ით პაციენტთა 50%-ში დულოქსეტინის გამოყენებისას და პაციენტთა 26%-ში პლაცებოს გამოყენებისას.

თერაპიაზე კლინიკური პასუხის (ტკივილის შემცირება 50% ან მეტით) სიხშირის მაჩვენებელი შეფასებული იყო პაციენტებში ძილიანობის აღნიშვნის გათვალისწინებით მკურნალობის დროს. იმ პაციენტებს შორის, რომლებშიც ძილიანობა არ იყო რეგისტრირებული, კლინიკური პასუხი აღინიშნა შემთხვევათა 47%-ში დულოქსეტინის გამოყენებისას და შემთხვევათა 27%-ში პლაცებოს გამოყენებისას. პაციენტებს შორის, რომლებშიც დაფიქსირდა ძილიანობა, კლინიკური პასუხი აღინიშნა შემთხვევათა 60%-ში დულოქსეტინის გამოყენებისას და შემთხვევათა 30%-ში პლაცებოს გამოყენებისას.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნათ ტკივილის მაჩვენებლის შემცირება 30%-ით თერაპიის 60 დღის განმავლობაში, შემდგომი მკურნალობისას მიღწეული იქნება ასეთი დონის ეფექტი.

გრძელვადიან ღია არაკონტროლირებად კლინიკურ კვლევაში დადგენილია, რომ პაციენტებში, რომლებიც პასუხობდნენ დულოქსეტინით თერაპიას დოზით 60 მგ ერთხელ დღე-ღამეში 8 კვირის განმავლობაში, ეფექტი ნარჩუნდებოდა მომდევნო 6 თვის მანძილზე, ტკივილის საშუალო მაჩვენებლის შეფასებისას 24 საათის განმავლობაში ტკივილის შეფასების მოკლე კითხვარის თანახმად (Brief Pain Inventory (BPI)).

ბავშვები

დულოქსეტინის გამოყენების კვლევები 7 წლამდე ასაკის პაციენტებში არ ჩატარებულა.

ჩატარებული იქნა 2 რანდომიზებული ორმაგი ბრმა კლინიკური კვლევა პარალელური ჯგუფების გამოყენებით, რომლებიც მოიცავდა 7-17 წლის ასაკის 800 ბავშვს დიდი დეპრესიული აშლილობით. ამ კვლევებში პაციენტები 10 კვირის განმავლობაში იღებდნენ თერაპიას პლაცებოთი და შედარების პრეპარატით (ფლუოქსეტინი), შემდეგ კი 6 თვის განმავლობაში ისინი იღებდნენ მკურნალობას დულოქსეტინის 30-120 მგ დოზით ან ფლუოქსეტინის 20-40 მგ დოზით (აქტიური კონტროლი). ქულების საერთო ჯამის მაჩვენებლის ცვლილებების შეფასების თანახმად საწყის მნიშვნელობასთან შედარებით, ბავშვებში დეპრესიის შეფასების გადახედილი სკალის მიხედვით (Children´s Depression Rating Scale-Revised (CDRS-R)), სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები პაციენტთა ჯგუფებს შორის, რომლებიც იღებდნენ თერაპიას პლაცებოთი და სამკურნალო საშუალებებით, არ არის აღმოჩენილი. პაციენტები, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინით თერაპიას, უფრო ხშირად წყვეტდნენ სამკურნალო საშუალების გამოყენებას არასასურველი რეაქციების განვითარების გამო, ვიდრე პაციენტები, რომლებიც იღებდნენ ფლუოქსეტინით თერაპიას (უპირატესად გულისრევის აღნიშვნის გამო). კვლევის 10-კვირიანი ფაზის განმავლობაში პაციენტებს აღენიშნებოდათ სუიციდური ქცევის შემთხვევები (0,9%-ს პაციენტებისა, რომლებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს (2/225), 0,5% პაციენტებისა, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (1/220); პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, არ აღენიშნებოდათ (0/333)). მომდევნო 36 კვირის განმავლობაში 6 პაციენტში 333-დან, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს (თავდაპირველად რანდომიზებულნი), და 3 პაციენტში 225-დან, რომლებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს (თავდაპირველად რანდომიზებულნი), დარეგისტრირებული იყო სუიციდური ქცევა; სუიციდური ქცევის გამოვლენის კორექტირებულმა მაჩვენებლებმა შეადგინა 0,039 პაციენტ-წელი და 0,026 პაციენტ-წელი, შესაბამისად. ასევე, 1 პაციენტს, რომელიც გადაყვანილი იყო პლაცებოთი თერაპიიდან დულოქსეტინით მკურნალობაზე, აღენიშნებოდა სუიციდური ქცევა სამკურნალო საშუალების გამოყენების ფონზე.

ჩატარებული იყო 1 რანდომიზებული ორმაგი ბრმა კლინიკური კვლევა 7-17 წლის ასაკის 272 ბავშვის მონაწილეობით გენერალიზებული შფოთვითი აშლილობით, რომელიც მოიცავდა 10-კვირიან პლაცებო-კონტროლირებად ფაზას და მომდევნო თერაპიის 18-კვირიან ფაზას. ამ კვლევაში სამკურნალო საშუალება არ გამოიყენებოდა ფიქსირებული დოზით, დულოქსეტინის დოზას ნელ-ნელა ზრდიდნენ 30 მგ-დან ერთხელ დღე-ღამეში უფრო მაღალ დოზებამდე (მაქსიმალური დოზა 120 მგ ერთხელ დღე-ღამეში). კვლევის 10 კვირის შემდეგ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინით თერაპიას, აღინიშნებოდა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სიმპტომების სიმძიმის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება ბავშვებში შფოთვის შეფასების სკალის მიხედვით (Pediatric Anxiety Rating Scale (PARS)); განსხვავებებმა დულოქსეტინისა და პლაცებოს მიმღებ პაციენტთა ჯგუფებს შორის შეადგინა საშუალოდ 2,7 ქულა (95% ნდობის ინტერვალი: 1,3-4,0). შემდგომში ზემოაღნიშნული ეფექტის შეფასება არ ჩატარებულა. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები მკურნალობის შეწყვეტის სიხშირის მაჩვენებლებს შორის, არასასურველი რეაქციების განვითარების შედეგად, პაციენტთა ორ ჯგუფში კვლევის 10-კვირიანი ფაზის განმავლობაში არ არის აღმოჩენილი. ორ პაციენტს, რომლებიც გადაყვანილნი იყვნენ პლაცებოთი თერაპიიდან დულოქსეტინით მკურნალობაზე კვლევის 10 კვირის შემდეგ, აღენიშნებოდა სუიციდური ქცევა სამკურნალო საშუალების გამოყენების ფონზე. ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში დულოქსეტინის გამოყენებისას სარგებელი/რისკის საბოლოო თანაფარდობა დადგენილი არ არის.

კლინიკურ კვლევაში ბავშვების მონაწილეობით იუვენილური პირველადი ფიბრომიალგიის სინდრომით დულოქსეტინის ეფექტურობა შედარებადი იყო პლაცებოს ეფექტურობასთან, შედეგების შეფასების პირველადი კრიტერიუმის მიხედვით. პაციენტთა ამ კატეგორიაში სამკურნალო საშუალების გამოყენების ეფექტურობის მტკიცებულებები არ არსებობს. ჩატარებული იქნა 1 რანდომიზებული ორმაგი ბრმა პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევა პარალელური ჯგუფების გამოყენებით, რომელშიც მონაწილეობდა 13-18 წლის ასაკის 184 მოზარდი (საშუალო ასაკი 15,53 წელი) იუვენილური პირველადი ფიბრომიალგიის სინდრომით. კვლევა მოიცავდა 13-კვირიან ორმაგ ბრმა ფაზას, რომელშიც პაციენტები რანდომულად იღებდნენ თერაპიას დულოქსეტინით 30 მგ/60 მგ დღე-ღამეში დოზით ან პლაცებოთი. დულოქსეტინის ეფექტურობა ტკივილის შემცირებასთან მიმართებაში შედარებადი იყო პლაცებოს ეფექტურობასთან შედეგების შეფასების პირველადი კრიტერიუმის მიხედვით (BPI); ტკივილის მაჩვენებლების ცვლილებებმა საწყის მნიშვნელობებთან შედარებით უმცირესი კვადრატების მეთოდის გამოყენებისას თერაპიის 13 კვირის შემდეგ საშუალოდ შეადგინა -1,62 და -0,97, შესაბამისად (p = 0,052). ამ კვლევაში მიღებული მონაცემები სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ შეესაბამებოდა დულოქსეტინის უსაფრთხოების ცნობილ პროფილს.

სამკურნალო საშუალებების ევროპის სააგენტომ მოხსნა ბავშვებში დულოქსეტინის გამოყენების კვლევების შედეგების წარმოდგენის მოთხოვნა ყველა ქვეჯგუფში დიდი დეპრესიული აშლილობის, გამოხატული ტკივილის სინრომით მიმდინარე დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის თერაპიისას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

დულოქსეტინი გამოიყენება ცალკეული ენანტიომერის სახით. დულოქსეტინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, სამკურნალო საშუალების ბიოტრანსფორმაციის პროცესში მონაწილეობს ჟანგვითი ფერმენტები CYP1A2 და CYP2D6 (დამახასიათებელია გენეტიკური პოლიმორფიზმი), საბოლოო ეტაპს წარმოადგენს კონიუგაცია. დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებისთვის დამახასიათებელია მნიშვნელოვანი ინდივიდთაშორისი ვარიაბელობა (როგორც წესი, 50-60%), რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა სქესი, ასაკი, მოწევა და მეტაბოლური სტატუსი CYP2D6-სთან მიმართებაში.

შეწოვა

დულოქსეტინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პერორალური მიღების შემდეგ, სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში (Cmax) მიიღწევა 6 საათში. დულოქსეტინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შიგნით მიღებისას ვარირებს 32%-დან 80%-მდე ფარგლებში (საშუალოდ 50%). საკვებთან ერთდროული მიღებისას, Cmax-ის მიღწევის დრო იზრდება 6-დან 10 საათამდე, ამასთან შეინიშნება სამკურნალო საშუალების შეწოვის ხარისხის უმნიშვნელო დაქვეითება (დაახლოებით 11%). ზემოხსენებულ ცვლილებებს კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

განაწილება

დულოქსეტინის შეკავშირების ხარისხი ადამიანის პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 96%-ს, სამკურნალო საშუალება უკავშირდება ალბუმინს და α1-მჟავა გლიკოპროტეინს. დულოქსეტინის შეკავშირების ხარისხი სისხლის პლაზმის ცილებთან არ იცვლება თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებისას.

მეტაბოლიზმი

დულოქსეტინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად შარდით. სამკურნალო საშუალების ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნის პროცესში (4-ჰიდროქსიდულოქსეტინის გლუკურონიდის კონიუგატი და 5-ჰიდროქსი, 6-მეთოქსიდულოქსეტინის სულფატური კონიუგატი) მონაწილეობს CYP2D6 და CYP1A2. In vitro კვლევების მონაცემების თანახმად ვარაუდობენ, რომ სისხლში მოცირკულირე დულოქსეტინის მეტაბოლიტებს არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა. არ ჩატარებულა დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკის სპეციფიკური კვლევები პაციენტებში, რომლებიც არიან სუსტი მეტაბოლიზატორები CYP2D6 მიმართ. შეზღუდული მონაცემები მოწმობს იმაზე, რომ ასეთ პაციენტებში აღინიშნება დულოქსეტინის უფრო მაღალი კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში.

გამოყოფა

დულოქსეტინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 8-დან 17 საათამდე ფარგლებში (საშუალოდ 12 საათი). ინტრავენური შეყვანის შემდეგ დულოქსეტინის პლაზმური კლირენსი შეადგენს 22-46 ლ/სთ (საშუალოდ 36 ლ/სთ). პერორალური მიღების შემდეგ, სამკურნალო საშუალების პლაზმური კლირენსი შეადგენს 33-261 ლ/სთ (საშუალოდ 101 ლ/სთ).

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტთა სქესი

დადგენილია განსხვავებები დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკაში მამაკაცებსა და ქალებს შორის (ქალებში სამკურნალო საშუალების პლაზმური კლირენსის დაქვეითება დაახლოებით 50%-ით). ვინაიდან დულოქსეტინის კლირენსის მნიშვნელობების დიაპაზონი მამაკაცებსა და ქალებში ემთხვევა ერთმანეთს, სქესთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული განსხვავებები არ წარმოადგენს საფუძველს სამკურნალო საშუალების უფრო დაბალი დოზების გამოსაყენებლად ქალებში.

პაციენტთა ასაკი

დადგენილია განსხვავებები დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკაში ხანდაზმულ ქალებსა (65 წლის და უფროსი ასაკის) და უფრო ახალგაზრდა ქალებს შორის („კონცენტრაცია-დრო“ მრუდის ქვეშ ფართობისა (AUC) და სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდის მნიშვნელობების დაახლოებით 25%-ით ზრდა ხანდაზმული ასაკის ქალებში), თუმცა, ამ ცვლილებების გამოხატულების ხარისხი არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს პრეპარატის დოზის კორექტირებისთვის. საჭიროა სიფრთხილის დაცვა ხანდაზმულ პაციენტებში დულექსას გამოყენებისას.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმელების დაავადების ტერმინალური სტადიით Cmax და AUC მნიშვნელობები დულოქსეტინისთვის 2-ჯერ აღემატებოდა ასეთებს ჯანმრთელ სუბიექტებში. შეზღუდულია მონაცემები დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკის შესახებ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევებით.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის ხარისხის დარღვევებით (კლასი B ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით) აღინიშნებოდა ცვლილებები დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკაში. ასეთ პაციენტებში სამკურალო საშუალების პლაზმური კლირენსი მცირდებოდა 79%-ით, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდებოდა 2,3-ჯერ და AUC-ის მნიშვნელობა იზრდებოდა 3,7-ჯერ მსგავს პარამეტრებთან შედარებით ჯანმრთელ სუბიექტებში. დულოქსეტინის და მისი მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკური კვლევები ღვიძლის მსუბუქი ან მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა.

მდედრობითი სქესის პაციენტები (ლაქტაციის პერიოდი)

დადგენილია, რომ დულოქსეტინი გამოიყოფა დედის რძეში, ხოლო წონასწორულ მდგომარეობაში სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია დედის რძეში შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის დაახლოებით 1/4-ს ქალებში (კვლევა 6 ქალის მონაწილეობით ლაქტაციის პერიოდში, ვადა მშობიარობიდან არაუმცირეს 12 კვირისა). 2-ჯერ დღე-ღამეში 40 მგ დოზირების რეჟიმის დროს დულოქსეტინის რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა დედის რძეში, შეადგენს დაახლოებით 7 მკგ/დღე-ღამეში. ლაქტაცია არ ახდენს გავლენას სამკურნალო საშუალების ფარმაკოკინეტიკაზე.

ბავშვები

დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკა (პერორალური მიღება, 20-120 მგ ერთხელ დღე-ღამეში) 7-17 წლის ასაკის ბავშვებში დიდი დეპრესიული აშლილობით შეფასებული იყო 3 კვლევაში მიღებული მონაცემების საფუძველზე, პოპულაციური მოდელების გამოყენებით. მოდელირების შედეგების თანახმად დულოქსეტინის პროგნოზირებადი პლაზმური კონცენტრაციები ბავშვებში წონასწორულ მდგომარეობაში ძირითადად იყო მოზრდილ პაციენტებში განსაზღვრული პლაზმური კონცენტრაციების დიაპაზონის ფარგლებში.

ვარგისიანობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

დულექსა 30 მგ

კაფსულები.

14 კაფსულა ბლისტერზე.

2 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

დულექსა 60 მგ

კაფსულები.

14 კაფსულა ბლისტერზე.

2 4, ან 7 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

სავაჭრო ნიშნის და რეგისტრაციის სერთიფიკატის მფლობელია კომპანია

,,ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.’’, თურქეთი

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY

წარმოებულია

,,ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.ვე ტიჯ. ა.შ.’’-ს მიერ, თუქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. №50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა