პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

დოქსეტინი

Doxetin

რეცეპტით30მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

მძიმე დეპრესიული აშლილობის მკურნალობა. დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობა. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობა. დოქსეტინი ინიშნება მოზრდილებში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი 5.1.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დულოქსეტინი (duloxetine)
ფორმა და შეფუთვა
30მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა №28 (2X14)
მწარმოებელი
TOWA Pharmaceutical Europe, S.L., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სხვა ანტიდეპრესანტები
ATC კოდი
N06AX21
რეგისტრაციის ნომერი
რ-041572
რეგისტრირებულია
12 ივლისი 2024, მოქმედებს 20 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„New Pharma“ LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადოქსეტინი და სხვა წამალი ერთად

დოქსეტინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მძიმე დეპრესიული აშლილობის მკურნალობა.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობა.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობა.

დოქსეტინი ინიშნება მოზრდილებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი 5.1.

მიღების წესი და დოზირება

მძიმე დეპრესიული აშლილობა

საწყისი და რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 60მგ-ს დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკდებლად. დღეში ერთხელ 60მგ-ზე დიდი დოზების, მაქსიმალური 120 მგ დოზის გამოყენების უსაფრთხოება შეფასებულია კლინიკურ კვლევებში. თუმცა, არ არსებობს კლინიკური მონაცემები იმის შესახებ, რომ პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ საწყის რეკომენდებულ დოზაზე, შესაძლებელია დოზის ტიტრაცია.

თერაპიული ეფექტი, როგორც წესი, შეინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ.

ანტიდეპრესანტული ეფექტის მიღების შემდეგ რეკომენდირებულია მკურნალობის გაგრძელება რამდენიმე თვის განმავლობაში რეციდივის პრევენციის მიზნით. პაციენტებში, რომლებიც რეაგირებენ დოქსეტინზე და რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მძიმე დეპრესიის განმეორებითი ეპიზოდები, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 60- 120 მგ/დღეში დოზით.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 30მგ ერთხელ დღეში საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკდებლად. პაციენტებში, რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ მკურნალობაზე, დოზა უნდა გაიზარდოს 60 მგ-მდე, რაც პაციენტთა უმეტესობისთვის ჩვეულებრივ შემანარჩუნებელ დოზას წარმოადგენს.

პაციენტებში, რომლებსაც პარარელურად აქვთ მძიმე დეპრესიული აშლილობა, საწყისი და შემანარჩუნებელი დოზაა 60მგ დღეში ერთხელ (აგრეთვე იხილეთ ზემოთ მოცემული დოზირების რეკომენდაციები).

დღე-ღამეში 120მგ-მდე დოზების ეფექტურობა აღინიშნა და შეფასდა კლინიკურ კვლევებში. დოზის გაზრდა შეიძლება 90მგ-მდე ან 120მგ-მდე პაციენტებში, რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ მკურნალობაზე 60მგ დოზის მიღებისას. დოზა უნდა გაიზარდოს თერაპიული ეფექტისა და პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით.

თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება რამდენიმე თვის განმავლობაში რეციდივის პრევენციის მიზნით.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი

საწყისი და რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 60მგ-ს დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკდებლად. დღე-ღამეში 60მგ-ზე დიდი დოზების, მაქსიმალური 120მგ თანაბრად დაყოფილი დოზების, გამოყენების უსაფრთხოება შეფასებულია კლინიკურ კვლევებში. დულოქსეტინის პლაზმური კონცენტრაცია მიუთითებს მნიშვნელოვან ინდივიდთაშორის ვარიაბელობაზე (იხ. 5.2 პუნქტი). ამიტომ, პაციენტებს, რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ 60 მგ დოზით მკურნალობაზე, შეიძლება გაეზარდოთ დოზა.

მკურნალობის ეფექტურობა უნდა შეფასდეს 2 თვის შემდეგ. პაციენტებში, რომლებშიც მკურნალობის შედეგი პირველ ეტაპზე არაადეკვატურია, ამ დროის გასვლის შემდეგ განსხვავებული მკურნალობის შედეგი ნაკლებად სავარაუდოა.

მკურნალობის ეფექტურობა რეგულარულად (სულ მცირე სამ თვეში ერთხელ) უნდა შეფასდეს (იხილეთ პუნქტი 5.1).

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული მხოლოდ ასაკის მიხედვით. თუმცა, სხვა პრეპარატების მსგავსად, სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმული პირების მკურნალობისას, განსაკუთრებით დულოქსეტინის 120მგ დღეში გამოყენებისას მძიმე დეპრესიული აშლილობის ან გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს, რის შესახებაც საკმარისი მონაცემები არ არსებობს (იხ. პუნქტები 4.4 და 5.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

არ შეიძლება დოქსეტინის გამოყენება ღვიძლის დაავადებით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტები 4.3 და 5.2).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევების (კრეატინინის კლირენსი 30-80მლ/წთ) მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. არ შეიძლება დოქსეტინის გამოყენება თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ; იხ. პუნქტი 4.3).

პედიატრიული პოპულაცია

დულოქსეტინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში მძიმე დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო (იხ. პუნქტები 4.4, 4.8 და 5.1).

7-17 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ დულოქსეტინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ამჟამად არსებული მონაცემები მოცემულია 4.8, 5.1 და 5.2 პუნქტებში.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილის სამკურნალოდ დულოქსეტინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი. აღნიშნულთან დაკავშირებით მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მკურნალობის შეწყვეტა

არ არის რეკომენდებული მკურნალობის შეწყვეტა უცებ და ერთბაშად. დოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტისას დოზა თანდათან უნდა შემცირდეს ერთი ან ორი კვირის განმავლობაში, რათა შემცირდეს მკურნალობის შეწყვეტით გამოწვეული სიმპტომების განვითარების რისკი (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8). დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სერიოზული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მანამდე დანიშნული დოზის გადახედვა. შემდგომში ექიმს შეუძლია გააგრძელოს დოზის შემცირება, თუმცა უფრო ნელი ტემპით.

მიღების წესი

მიიღება პერორალურად.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1. პუნქტში მითითებული რომელიმე შემავსებლის მიმართ.

დოქსეტინის და არაშერჩევითი შეუქცევადი მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების (MAOI) ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.5).

ღვიძლის დაავადებით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობა (იხ. ნაწილი 5.2).

არ შეიძლება დოქსეტინის გამოყენება ფლუვოქსამინთან, ციპროფლოქსაცინთან ან ენოქსაცინთან ერთად (ანუ CYP1A2 ძლიერი ინჰიბიტორები), რადგან ეს კომბინაცია იწვევს პლაზმაში დულოქსეტინის კონცენტრაციის გაზრდას (იხ. პუნქტი 4.5).

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) (იხ. პუნქტი 4.4).

დოქსეტინით მკურნალობის დაწყება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, რამაც შესაძლოა პაციენტები ჰიპერტონიული კრიზის პოტენციური რისკის ქვეშ დააყენოს (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8).

სიფრთხილის ზომები

მანია და პაროქსიზმი

დოქსეტინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ მანია ან ბიპოლარული აშლილობა და/ან პაროქსიზმი.

მიდრიაზი

დულოქსეტინის მიღებისას აღინიშნა მიდრიაზი, შესაბამისად, დოქსეტინის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა მომატებული თვალშიგა წნევის მქონე პაციენტებში, ან იმ პაციენტებში, რომლებშიც მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკი მაღალია.

არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე

ზოგიერთ პაციენტში დულოქსეტინის მიღება უკავშირდებოდა არტერიული წნევის მომატებასა და კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერტენზიის განვითარებას. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დულოქსეტინის ნორადრენერგული ეფექტით. დაფიქსირდა ჰიპერტონიული კრიზის შემთხვევები დულოქსეტინის გამოყენებისას, განსაკუთრებით ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. აქედან გამომდინარე, ჰიპერტენზიის და/ან გულის სხვა დაავადებების მქონე პაციენტებში რეკომენდებულია არტერიული წნევის მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. დულოქსეტინი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა შესაძლებელია რისკის ქვეშ აღმოჩნდეს გულისცემის სიხშირის გაზრდის ან არტერიული წნევის მომატების გამო. ასევე სიფრთხილეა საჭირო დულოქსეტინის გამოყენებისას იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ანელებენ მეტაბოლიზმს (იხ. პუნქტი 4.5). დულოქსეტინის მიღებისას პაციენტებში არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში, საჭიროა დოზის შემცირება, ან პრეპარატის თანდათან შეწყვეტა (იხ. პუნქტი 4.8). არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში დულოქსეტინის დანიშვნა არ არის რეკომენდებული (იხ. პუნქტი 4.3).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ჰემოდიალიზზე მყოფ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) აღინიშნება პლაზმაში დულოქსეტინის კონცენტრაციის მომატება. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებთან დაკავშირებით, იხილეთ პუნქტი 4.3. თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებთან დაკავშირებით, იხილეთ პუნქტი 4.2.

სეროტონინის სინდრომი/ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (NMS)

სხვა სეროტონერგული პრეპარატების მსგავსად, სეროტონინის სინდრომი ან ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი, სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა, შეიძლება განვითარდეს დულოქსეტინით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით მისი გამოყენებისას სხვა სეროტონერგიულ საშუალებებთან ერთად (მათ შორის სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRI), სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRI), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბუპრენორფინი ან ტრიპტანები), იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც აფერხებენ სეროტონინის მეტაბოლიზმს, როგორიცაა MAOI, ან ანტიფსიქოზურ საშუალებებთან ან დოფამინის სხვა ანტაგონისტებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ნეიროტრანსმიტერების სეროტონერგულ სისტემებზე (იხ. პუნქტები 4.3 და 4.5).

სეროტონინის სინდრომის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებას (მაგ., აჟიტაცია, ჰალუცინაციები, კომა), ვეგეტაციურ დარღვევებს (მაგ., ტაქიკარდია, ლაბილური არტერიული წნევა, ჰიპერთერმია), ნეირომუსკულარულ დარღვევებს (მაგ. ჰიპერრეფლექსია, კოორდინაციის დარღვევა) და/ან გასტროინტესტინალურ სიმპტომებს (მაგ. გულისრევა, ღებინება, დიარეა). სეროტონინის სინდრომი, ყველაზე მძიმე ფორმით, შეიძლება წააგავდეს ნეიროლეფსიურ ავთვისებიან სინდრომს (NMS), რაც მოიცავს ჰიპერთერმიას, კუნთების რიგიდულობას, შრატის კრეატინკინაზას დონის მომატებას, ვეგეტაციური ნერვული სისტემის არასტაბილურობას სასიცოცხლო მაჩვენებლების შესაძლო არასტაბილურობითა და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებით.

იმ შემთხვევაში, თუ კლინიკურად გამართლებულია დულოქსეტინის გამოყენება სხვა სეროტონერგიულ/ნეიროლეფსიურ საშუალებებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სეროტონერგიულ და/ან დოპამინერგიულ ნეიროტრანსმიტერულ სისტემებზე, რეკომენდებულია პაციენზე დაკვირვება, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას და დოზის გაზრდისას.

კრაზანა

დულოქსეტინისა და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების სიხშირის მომატება.

სუიციდი

მძიმე დეპრესიული აშლილობა და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: დეპრესია ასოცირდება სუიციდური აზრების, თვითდაზიანებისა და სუიციდის (სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების) მომატებულ რისკთან. ამგვარი რისკი არსებობს მნიშვნელოვანი რემისიის დადგომამდე. ვინაიდან, მდგომარეობა შეიძლება არ გამოსწორდეს მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის ან მეტი დროის განმავლობაში, აუცილებელია ამ პერიოდში, გაუმჯობესებამდე პაციენტთა კონტროლი. ზოგადი კლინიკური გამოცდილებით, სუიციდის რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპებზე.

სხვა ფსიქიატრიული მდგომარეობები, რომლის დროსაც ინიშნება დულოქსეტინი, ასევე შეიძლება ასოცირებული იყოს სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების მომატებულ რისკთან. ამასთან, ამგვარი მდგომარეობები შეიძლება გამოწვეული იყოს მძიმე დეპრესიული აშლილობით. სხვა ფსიქიატრიული დარღვევების მკურნალობისას გამოიყენება ის სიფრთხილის ზომები, რაც მძიმე დეპრესიული დარღვევებისას.

ის პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სუიციდთან დაკავშირებული მოვლენები ან აქვთ სერიოზული ხარისხის სუიციდური აზრები მკურნალობის დაწყებამდე, იმყოფებიან სუიციდური აზრების ან სუიციდის მცდელობების უფრო დიდი რისკის ქვეშ და ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროებენ მკაცრ მონიტორინგს. ფსიქიატრიული აშლილობების დროს ანტიდეპრესანტული პრეპარატების პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მეტა ანალიზმა აჩვენა, რომ 25 წლამდე ასაკის პაციენტებში ანტიდეპრესანტების მიღებისას სუიციდური ქცევის განვითარების რისკი გაზრდილია პლაცებოსთან შედარებით.

სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევების შემთხვევები დაფიქსირდა დულოქსეტინით თერაპიის დროს ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ (იხ. პუნქტი 4.8).

მკურნალობის ადრეულ ეტაპზე და დოზების ცვლილების შემდეგ აუცილებელია პაციენტთა კონტროლი, განსაკუთრებით მათი, ვინც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება. პაციენტები (და პაციენტთა მომვლელები) უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი ნებისმიერი კლინიკური მდგომარეობის გაუარესების, სუიციდური ქცევის ან აზრებისა და ქცევის უჩვეულო ცვლილებების მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ და მათ უნდა მიმართონ ექიმს აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი: ისევე როგორც მსგავსი ფარმაკოლოგიური მოქმედების სხვა პრეპარატების (ანტიდეპრესანტები) შემთხვევაში, სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა დულოქსეტინით თერაპიის დროს ან მკურნალობის შეწყვეტიდან მალევე. დეპრესიის დროს სუიციდის რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებით იხილეთ ზემოთ. პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს მკურნალი ექიმის მიერ, რომ ნებისმიერ დროს შეატყობინოს შემაშფოთებელი აზრების, ან შეგრძნებების შესახებ.

ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები

დოქსეტინი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. სუიციდთან დაკავშირებული ქცევები (სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები) და მტრული დამოკიდებულება (ძირითადად აგრესია, ოპოზიციონალური ქცევა და სიბრაზე) კლინიკური კვლევისას უფრო ხშირად გამოვლინდა იმ ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით, ვიდრე იმ ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი. იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყდება მკურნალობა, აუცილებელია პაციენტის მონიტორინგი სუიციდური სიმპტომების გამოსავლენად (იხ. პუნქტი 5.1). გარდა ამისა, გრძელვადიანი უსაფრთხოების მონაცემები ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის, მომწიფების, კოგნიტური და ქცევითი განვითარების შესახებ არ არსებობს (იხ. პუნქტი 4.8).

ჰემორაგია

SSRI-ების, SNRI-ების, მათ შორის დულოქსეტინის მიღებისას დაფიქსირდა სისხლდენის დარღვევები, როგორიცაა ეკქიმოზები, პურპურა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა. დულოქსეტინმა შეიძლება გაზარდოს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის რისკი (იხილეთ ნაწილი 4.6). საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს და/ან თრომბოციტების ფუნქციაზე გავლენის მქონე სამკურნალო პროდუქტებს (მაგ: NSAID ან აცეტილსალიცილის მჟავა(ASA)) და იმ პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან სისხლდენისადმი.

ჰიპონატრიემია

ჰიპონატრიემიის შემთხვევები აღინიშნა დულოქსეტინის მიღებისას, მათ შორის 110 მმოლ/ლ-ზე ნაკლები კონცენტრაციით. ჰიპონატრიემია, სავარაუდოდ გამოწვეულია ანტიდიურეტიკული ჰორმონის არასათანადო სეკრეციით (SIADH). ჰიპონატრიემიის შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა ხანდაზმულებში, განსაკუთრებით სითხის ბალანსის დარღვევების ფონზე. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ჰიპონატრიემიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, როგორებიცაა ხანდაზმულები, ციროზის მქონე პაციენტები ან დეჰიდრატირებული პაციენტები და ის პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს.

მკურნალობის შეწყვეტა

მკურნალობის შეწყვეტისას ხშირად ვლინდება სხვადასხვა სიმპტომები, განსაკუთრებით, როდესაც მკურნალობის შეწყვეტა ხდება უცებ და ერთბაშად (იხ. პუნქტი 4.8). კლინიკური კვლევების მიხედვით, მკურნალობის შეწყვეტით გამოწვეული არასასურველი მოვლენები განვითარდა დულოქსეტინით მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა დაახლოებით 45%-ში, ხოლო პლაცებოს მიმღებ პაციენტთა 23%-ში. SSRI-ებით და SNRI-ებით მკურნალობის შეწყვეტისას სიმპტომების განვითარების რისკი შეიძლება დამოკიდებული იყოს რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის თერაპიის ხანგრძლივობასა და დოზაზე და დოზის შემცირების სიხშირეზე. ყველაზე ხშირად გამოვლენილი რეაქციები მითითებულია 4.8 პუნქტში. ზოგადად, აღნიშნული სიმპტომები მსუბუქი ან საშუალო ხასიათისაა, თუმცა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება მწვავე ფორმით გამოვლინდეს. აღნიშნული სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა ამგვარი სიმპტომები ძალიან იშვიათად განვითარდა იმ პაციენტებში, რომლებსაც შემთხვევით გამორჩათ დოზის მიღება. აღნიშნული სიმპტომები, ზოგადად, თვითლიმიტირებულია და გადის 2 კვირაში, თუმცა ზოგიერთ პაციენტში ეს პერიოდი შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს (2-3 თვე ან მეტი). ამიტომ, რეკომენდებულია დულოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტა მოხდეს თანდათან არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში, პაციენტის საჭიროების გათვალისწინებით (იხ. პუნქტი 4.2).

ხანდაზმულები

არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია მძიმე დეპრესიული აშლილობისა და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დულოქსეტინის 120მგ დოზით გამოყენების შესახებ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ხანდაზმულებში მაქსიმალური დოზის გამოყენებისას (იხ. პუნქტები 4.2 და 5.2).

აკათიზია /ფსიქომოტორული მოუსვენრობა

დულოქსეტინის გამოყენება უკავშირდება აკათიზიის განვითარებას, რომელიც ხასიათდება სუბიექტურად არასასიამოვნო ან დისტრესული მოუსვენრობითა და მოძრაობის მოთხოვნით, რასაც ხშირად თან ახლავს ჯდომის ან მშვიდად ყოფნის უუნარობა. ეს ყველაზე ხშირად შეიძლება განვითარდეს მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამ სიმპტომების განვითარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დოზის მომატებას.

დულოქსეტინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტები

დულოქსეტინი გამოიყენება სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით სხვადასხვა ჩვენების დროს (დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილის, მძიმე დეპრესიული აშლილობის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისა და შარდის სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა). დაუშვებელია ერთდროულად ერთზე მეტი პრეპარატის გამოყენება.

ჰეპატიტი/ღვიძლის ფერმენტების მომატება

დულოქსეტინით მკურნალობისას დაფიქსირდა ღვიძლის დაზიანების შემთხვევები, მათ შორის ღვიძლის ფერმენტების მკვეთრი მატება (ნორმის ზედა ზღვარზე 10-ჯერ მეტი), ჰეპატიტი და სიყვითლე (იხ. პუნქტი 4.8). მათი უმეტესობა დაფიქსირდა მკურნალობის პირველ თვეებში. ღვიძლის დაზიანება უპირატესად ჰეპატოცელულარული ხასიათის იყო. დულოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ღვიძლის დაზიანებასთან დაკავშირებული სხვა სამკურნალო საშუალებებით.

სექსუალური დისფუნქცია

სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების (SNRI) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხილეთ პუნქტი 4.8). დაფიქსირდა ხანგრძლივი სექსუალური დისფუნქციის შემთხევები, სიმპტომები გაგრძელდა SNRI-ების მიღების შეწყვეტის შემდეგაც.

საქაროზა

დოქსეტინის გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები შეიცავს საქაროზას. პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტი, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ნატრიუმი

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) ერთ კაფსულაში, ანუ არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI): სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო, დულოქსეტინის მიღება არ შეიძლება მონოამინოოქსიდაზას არაშერჩევით შეუქცევად ინჰიბიტორებთან (MAOI) კომბინაციაში ან MAO-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 14 დღის განმავლობაში. დულოქსეტინის ნახევარგამოყოფის პერიოდიდან გამომდინარე, დოქსეტინის მიღების შეწყვეტის შემდეგ MAOI-ებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გავიდეს სულ მცირე 5 დღე (იხ. პუნქტი 4.3).

არ არის რეკომენდებული დოქსეტინის გამოყენება შერჩევით შექცევად MAOI -ებთან (მაგ. მოკლობემიდი) ერთად (იხ. პუნქტი 4.4). ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი არის შექცევადი, არაშერჩევითი MAOI და არ უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დოქსეტინს (იხ. პუნქტი 4.4).

CYP1A2-ის ინჰიბიტორები: ვინაიდან CYP1A2 მონაწილეობს დულოქსეტინის მეტაბოლიზმში, დულოქსეტინის გამოყენება CYP1A2-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად, სავარაუდოდ, გამოიწვევს დულოქსეტინის კონცენტრაციის გაზრდას.

ფლუვოქსამინი (100მგ დღეში ერთხელ), CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორი, ამცირებს დულოქსეტინის პლაზმურ კლირენსს დაახლოებით 77%-ით და ზრდის AUCo-t-ს 6-ჯერ. აქედან გამომდინარე, დოქსეტინი არ უნდა დაინიშნოს CYP1A2-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (როგორიცაა ფლუვოქსამინი) კომბინაციაში (იხ. პუნქტი 4.3).

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები: ცნს-ზე მოქმედ სამკურნალო საშუალებებთან ერთად დულოქსეტინის გამოყენების რისკი სისტემურად არ არის შეფასებული, გარდა წინამდებარე პუნქტში აღწერილი შემთხვევებისა. შესაბამისად, დოქსეტინი სათანადო სიფრთხილით უნდა დაინიშნოს სხვა ცენტრალურად მოქმედ სამკურნალო საშუალებებთან ან ნივთიერებებთან, მათ შორის ალკოჰოლთან და სედატიურ სამკურნალო საშუალებებთან (მაგ. ბენზოდიაზეპინები, მორფინომიმეტიკები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენობარბიტალი, სედატიური ანტიჰისტამინური საშუალებები) კომბინაციაში.

სეროტონერგიული საშუალებები: იშვიათ შემთხვევებში, სეროტონინის სინდრომი დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ SSRI/SNRI-ებს სეროტონერგიულ პრეპარატებთან ერთად. რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა დოქსეტინის მიღებისას ისეთ სეროტონერგიულ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRI), სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRI), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა კლომიპრამინი ან ამიტრიპტილინი), MAOI-ები (მაგ.: მოკლობემიდი ან ლინეზოლიდი), ტრიპტანები, ბუპრენორფინი, ტრამადოლი ან პეტიდინი, კრაზანა (Hypericum perforatum) და ტრიპტოფანი (იხ. პუნქტი 4.4).

დულოქსეტინის მოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP1A2-ით: დულოქსეტინთან (60 მგ ორჯერ დღეში) ერთად მიღებამ მნიშვნელოვნად არ იმოქმედა თეოფილინის, CYP1A2 სუბსტრატის ფარმაკოკინეტიკაზე.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2D6-ით: დულოქსეტინი არის CYP2D6-ის საშუალო მოქმედების ინჰიბიტორი. CYP2D6-ის სუბსტრატის - დეზიპრამინის ერთჯერად დოზასთან ერთად 60 მგ დულოქსეტინის დღეში ორჯერ მიღებისას დეზიპრამინის AUC სამჯერ გაიზარდა. დულოქსეტინთან ერთად გამოყენებისას (40 მგ ორჯერ დღეში) გაიზარდა ტოლტეროდინის (2 მგ ორჯერ დღეში) AUC წონასწორული მდგომარეობა 71%-ით, თუმცა არ შეიცვალა მისი აქტიური 5-ჰიდროქსიმეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა და დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული. აუცილებალია სიფრთხილის გამოჩენა დოქსეტინის გამოყენებისას იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც უმეტესად მეტაბოლიზდება CYP2D6-ით (რისპერიდონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (TCA), როგორიცაა ნორტრიპტილინი, ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ შეზღუდული თერაპიული ინდექსი (NTI) (როგორიცაა ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი).

პერორალური კონტრაცეპტივები და სხვა სტეროიდები: in vitro კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ დულოქსეტინი არ იწვევს CYP3A-ის კატალიზურ აქტივობას. სპეციფიკური in vivo წამალთაშორისი ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ანტიკოაგულანტები და ანტითრომბოზული საშუალებები: სიფრთხილით ინიშნება დულოქსეტინი პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ან ანტითრომბოზულ საშუალებებთან კომბინაციაში, ფარმაკოდინამიკურ ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული სისხლდენის განვითარების პოტენციური რისკის გამო. გარდა ამისა, INR (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) მაჩვენებლების ზრდა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც დულოქსეტინით მკურნალობისას იღებდნენ ვარფარინს. თუმცა, კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევის ფარგლებში ჯანმრთელ მოხალისეებში დულოქსეტინის გამოყენებამ ვარფარინთან ერთად წონასწორული მდგომარეობის პირობებში არ გამოიწვია INR-ს ან R- ან S-ვარფარინის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება.

სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება დულოქსეტინზე

ანტაციდები და H2 ანტაგონისტები: დულოქსეტინის გამოყენებისას ალუმინისა და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან ერთად, ან დულოქსეტინის მიღებისას ფამოტიდინთან კომბინაციაში, არ აღინიშნა მნიშვნელოვანი გავლენა დულოქსეტინის აბსორბციის ხარისხსა და სიჩქარეზე პერორალურად 40 მგ დოზის მიღების შემდეგ.

CYP1A2-ის ინდუქტორები: პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზმა აჩვენა, რომ პლაზმაში დულოქსეტინის კონცენტრაცია მწეველებში თითქმის 50%-ით დაბალია არამწეველებთან შედარებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით დულოქსეტინს არ ჰქონია უარყოფითი გავლენა მამალ ცხოველებზე, ხოლო დედალ ცხოველებში ეფექტები გამოვლინდა მხოლოდ იმ დოზებით გამოყენებისას, რომლებმაც გამოიწვია დედის ტოქსიკურობა.

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რეპროდუქციული ტოქსიკურობა დულოქსეტინის სისტემური ექსპოზიციის დონეზე (AUC) დაბალი იყო მაქსიმალურ კლინიკურ ზემოქმედებაზე (იხ. პუნქტი 5.3).

ორი დიდი დაკვირვებითი კვლევის მონაცემების მიხედვით, ქალებში ორსულობის პირველ ტრიმესტრში დულოქსეტინის გამოყენებისას (2,500 პაციენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 1,500 პაციენტი ევროკავშირში) თანდაყოლილი მანკების საერთო რისკი არ გაზრდილა. სპეციფიკური მანკების (როგორიცაა გულის თანდაყოლილი მანკები) ანალიზის შედეგები არადამაჯერებელია.

ევროკავშირში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ორსულობის გვიან პერიოდში (ორსულობის მე-20 კვირიდან მშობიარობამდე) დულოქსეტინის გამოყენებისას გაიზარდა ნაადრევი მშობიარობის რისკი (2-ჯერზე ნაკლები, დაახლოებით 6 დამატებითი ნაადრევი მშობიარობა ყოველ 100 ქალზე, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს ორსულობის გვიან პერიოდში) ძირითადად ორსულობის 35-დან 36 კვირამდე. აღნიშნული არ დაფიქსირებულა აშშ-ში ჩატარებულ კვლევაში.

აშშ-ში ჩატარებული დაკვირვებითი კვლევის მონაცემების მიხედვით ორსულობის ბოლო თვეში დულოქსეტინის გამოყენებისას გაიზარდა მშობიარობის შემდგომი სისხლდენის განვითარების რისკი (2-ჯერზე ნაკლები).

ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე სავარაუდოა, რომ SSRI-ების გამოყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის გვიან ეტაპზე, ზრდის ახალშობილთა პერსისტიული პულმონარული ჰიპერტენზიის (PPHN) განვითარების რისკს. მიუხედავად იმისა, რომ PPHN-სა და SNRI-ის გამოყენებას შორის კავშირი არ არის შესწავლილი, აღნიშნული პოტენციური რისკი არ შეიძლება გამოირიცხოს დულოქსეტინთან დაკავშირებით, მოქმედების შესაბამისი მექანიზმის გათვალისწინებით (სეროტონინის უკუმიტაცების დათრგუნვა).

სხვა სეროტონერგიული პრეპარატების მსგავსად, მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ახალშობილში მალევე დედის მიერ დულოქსეტინის გამოყენების შემთხვევაში. მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებული სიმპტომები, რომლებიც დაფიქსირდა დულოქსეტინის მიღებისას შეიძლება მოიცავდეს ჰიპოტენზიას, ტრემორს, ნერვიულ აშლილობას, კვების გაძნელებას, რესპირატორულ დისტრესსა და შეტევებს. შემთხვევების უმეტესობამ თავი იჩინა დაბადებისას ან დაბადებიდან რამდენიმე დღეში.

ორსულობის დროს დოქსეტინის მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს. აცნობეთ ექიმს, თუ მკურნალობის პერიოდში დაორსულდით ან გეგმავთ ორულობას.

ლაქტაცია

დულოქსეტინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, რაც დასტურდება ექვს მეძუძურ პაციენტზე ჩატარებული კვლევით, რომლებიც ძუძუთი არ კვებავდნენ შვილებს. ახალშობილის სადღეღამისო დოზა მგ/კგ-ში შეადგენდა დედის დოზის დაახლოებით 0.14%-ს (იხილეთ პუნქტი 5.2). ვინაიდან, ახალშობილებში დულოქსეტინის გამოყენების უსაფრთხოება უცნობია, რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვების დროს დოქსეტინის მიღება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის შესწავლილი, თუ რა გავლენას ახდენს პრეპარატი სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. დოქსეტინმა შეიძლება გამოიწვიოს სედაციური ეფექტი ან თავბრუსხვევა. ასეთი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მოერიდეთ ავტომობილების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობას.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

დულოქსეტინის მიღებისას პაციენტებში ყველაზე ხშირად დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები: გულისრევა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, ძილიანობა და თავბრუსხვევა. თუმცა, ხშირი გვერდითი რეაქციების უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, თავს იჩენს მკურნალობის საწყის ეტაპზე და ხშირ შემთხევვაში ქრება მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაშიც კი.

გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი მოცემულია ცხრილში

ცხრილ 1-ში მოცემულია სპონტანური შეტყობინებებიდან მიღებული და პლაცებოკონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი არასასურველი გვერდითი რეაქციები.

ცხრილი 1- გვერდითი რეაქციები

სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10, 000).

სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლებადობის მიხედვით.

ძალიან ხშირი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

უცნობი სიხშირის

ინფექციები და ინფესტაციები

ლარინგიტი

იმუნური სისტემის დარღვევები

ანაფილაქსიური

შოკი,

ჰიპერ

მგრძნობელობითი რეაქციები

ენდოკრინული დარღვევები

ჰიპოთირეოზი

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები

მადის დაქვეითება

ჰიპერგლიკემია (განსაკუთრებით დიაბეტიან პაციენტებში)

დეჰიდრატაცია, ჰიპონატრიემია,

SIADH 6

ფსიქიკური დარღვევები

უძილობა, აჟიტაცია, ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა,

ანორგაზმია,

უჩვეულო სიზმრები

სუიციდური აზრები 5,7

ძილის დარღვევა,

ბრუქსიზმი, დეზორიენტაცია,

აპათია

სუიციდური ქცევა 5,7

მანია,

ჰალუცინაციები,

აგრესია და სიბრაზე 4

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის

ტკივილი,

ძილიანობა

თავბრუსხვევა,

ლეთარგია,

ტრემორი,

პარესთეზია

მიოკლონური აკათიზია7

ნევროზულობა,

ყურადღების გაფანტვა,

დისგევზია, დისკინეზია

მოუსვენარი ფეხის სინდრომი, უხარისხო ძილი

სეროტონინის სინდრომი6

კონვულსია 1,

ფსიქომოტორული მოუსვენრობა6,

ექსტრაპირამიდული სიმპტომები 6

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის დაბინდვა

მიდრიაზი, მხედველობის დაქვეითება

გლაუკომა

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ

ტინიტუსი1

ვერტიგო, ყურის ტკივილი

დარღვევები გულის მხრივ

გულისცემის გახშირება

ტაქიკარდია,

სუპრავენტრიკულური არითმია, ძირითადად წინაგულების ფიბრილაცია

სტრესინდუცირებული კარდიომიოპათია

(ტაკოცუბოს კარდიომიოპათია)

სისხლძარღვებთან დაკავშირებული დარღვევები

არტერიული წნევის მომატება 3

სიწითლე

სინკოპე2, ჰიპერტენზია3,7,

ორთოსტატული ჰიპოტენზია2, პერიფერიული არტერიული დაავადება

ჰიპერტონული

კრიზი 3,6

რესპირატორული სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივი დარღვევები

მთქნარება

ყელში შებოჭვის გრძნობა,

ეპისტაქსისი

ფილტვის ინტერსტიციული დაავადება10,

ეოზინოფილური პნევმონია 6

გასტროინტესტინალური დარღვევები

გულისრევა,

პირის სიმშრალე

ყაბზობა, დიარეა,

ტკივილი მუცლის არეში

ღებინება,

დისპეფსია,

მეტეორიზმი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა7,

გასტროენტერიტი,

ბოყინი, გასტრიტი,

დისფაგია

სტომატიტი,

ჰემატოხეზია,

პირში არასასიამოვნო სუნი, მიკროსკოპული კოლიტი9

ჰეპატობილიარული დარღვევები

ჰეპატიტი 3

ღვიძლის ფერმენტების მომატება (ALT, AST, ტუტე ფოსფატაზა), ღვიძლის მწვავე დაზიანება

ღვიძლის უკმარისობა 6

სიყვითლე 6

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ჭარბი ოფლიანობა,

გამონაყარი

ღამით ოფლიანობა,

ჭინჭრის ციება,

კონტაქტური დერმატიტი, ცივი ოფლი,

ფოტომგრძნობელობის რეაქციები,

სისხლჩაქცევებისკენ მიდრეკილება

სტივენს-ჯონსონის სინდრომი6

ანგიო-ნევროზული შეშუპება6

კანის ვასკულიტი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ძვალ-კუნთოვანი ტკივილი,

კუნთების სპაზმი

კუნთების რიგიდულობა,

კუნთების კრუნჩხვა

ტრიზმი

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

დიზურია

პოლაკიურია

შარდის შეკავება, შარდვის გართულება

ნიქტურია, პოლიურია

მცირე რაოდენობით შარდვა

შარდის უჩვეულო სუნი

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ

ერექციის დარღვევები,

ეაკულაციის დარღვევები,

დაგვიანებული ეაკულაცია

ვაგინალური სისხლდენის დარღვევა,

მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, სექსუალური დისფუნქცია, სათესლე ჯირკვლების ტკივილი

მენოპაუზალური სიმპტომები, გალაქტორეა, ჰიპერპროლაქტინემია, მშობიარობის შემდგომი სისხლდენა 6

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

დაცემა8,

დაღლილობის შეგრძნება

ტკივილი გულმკერდის არეში7, უსიამოვნო შეგრძნება, სიცივის შეგრძნება, წყურვილი, შემცივნება, სისუსტე, სიცხის შეგრძნება, სიარულის დარღვევა

კვლევები

წონაში კლება

წონაში მატება, სისხლში კრეატინინფოსფოკინაზას დონის მომატება, სისხლში კალიუმის დონის მომატება.

სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება

კონვულსიებისა და ტინიტუსის შემთხვევები დაფიქსირდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც.

ორთოსტატული ჰიპოტენზიისა და სინკოპეს შემთხვევები დაფიქსირდა ძირითადად მკურნალობის საწყის ეტაპზე.

იხილეთ პუნქტი 4.4.

აგრესიისა და სიბრაზის შემთხვევები ძირითადად დაფიქსირდა მკურნალობის დასაწყისში ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევის შემთხვევები დაფიქსირდა დულოქსეტინით თერაპიის დროს ან მკურნალობის შეწყვეტიდან მალევე (იხ. პუნქტი 4.4).

პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში განვითარებული გვერდითი მოვლენების სავარაუდო სიხშირე; არ აღინიშნა პლაცებოკონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში.

სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება პლაცებოსგან.

დაცემა უფრო ხშირად აღინიშნა ხანდაზმულებში (≥65 წელი).

სავარაუდო სიხშირე ეფუძნება ყველა კლინიკური კვლევის მონაცემებს.

სავარაუდო სიხშირე პლაცებოკონტროლირებული კლინიკური კვლევების საფუძველზე.

ცალკეული გვერდითი მოვლენების აღწერა

დულოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტისას ხშირად ვლინდება სხვადასხვა სიმპტომები, განსაკუთრებით, როდესაც მკურნალობის შეწყვეტა ხდება უცებ და ერთბაშად. ყველაზე ხშირად დაფიქსირდა შემდეგი სიმპტომები: თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (მათ შორის პარესთეზია და ელექტროშოკის შეგრძნებები, განსაკუთრებით თავის არეში), ძილის დარღვევები (მათ შორის უძილობა და მძაფრი სიზმრები), დაღლილობა, ძილიანობა, აჟიტაცია ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, ტრემორი, თავის ტკივილი, მიალგია, გაღიზიანებადობა, დიარეა, ჰიპერჰიდროზი და ვერტიგო.

როგორც წესი, SSRI-ებისა და SNRI-ების გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნული მოვლენები მსუბუქი ან საშუალო ხასიათისაა და თვითლიმიტირებულია, თუმცა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება მძიმე და/ან გახანგრძლივებული ფორმით გამოვლინდეს. შესაბამისად, დულოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტისას დოზა თანდათან უნდა შემცირდეს (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4).

დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილის მქონე პაციენტებში დულოქსეტინის გამოყენების სამი კლინიკური კვლევის 12-კვირიანი მწვავე ფაზის განმავლობაში, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, აღინიშნებოდა უზმოზე სისხლში გლუკოზის დონის მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა. HbA1c სტაბილური იყო როგორც დულოქსეტინის, ასევე პლაცებოს ჯგუფში. აღნიშნული კვლევების გახანგრძლივებულ ეტაპზე, რომელიც 52 კვირის განმავლობაში გაგრძელდა, დაფიქსირდა HbA1c დონის მატება როგორც დულოქსეტინის ჯგუფში, ასევე პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ სტანდარტულ მკურნალობას, თუმცა დულოქსეტინის ჯგუფში საშუალო ზრდა 0.3%-ით მეტი იყო. ასევე, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, დაფიქსირდა უზმოზე სისხლში გლუკოზისა და საერთო ქოლესტერინის დონეების უმნიშვნელო მატება, ხოლო პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ სტანდარტულ მკურნალობას, აღნიშნული ლაბორატორიული მაჩვენებლები უმნიშვნელოდ შემცირდა.

QTc ინტერვალი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, არ განსხვავდებოდა იმ პაციენტების QTc ინტერვალისგან, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები QT, PR, QRS ან QTcB ინტერვალების ხანგრძლივობის კუთხით ორ ჯგუფს შორის.

პედიატრიული პოპულაცია

კლინიკური კვლევების ფარგლებში 7-დან 17 წლამდე ასაკის 509 პედიატრიული პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა მძიმე დეპრესიული აშლილობა, და 7-დან 17 წლამდე ასაკის 241 პედიატრიული პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, მკურნალობდა დულოქსეტინით. ზოგადად, დულოქსეტინის გამოყენებისას გვერდითი რეაქციების პროფილი ბავშვებსა და მოზარდებში მსგავსი იყო მოზრდილებში გამოვლენილი პროფილისა.

467 პედიატრიულ პაციენტში, რომელიც იღებდა დულოქსეტინს, დაფიქსირდა წონის კლება საშუალოდ 0,1 კგ-ით მკურნალობის დაწყებიდან 10 კვირის შემდეგ, ხოლო 353 პაციენტში, რომლებიც იღებდა პლაცებოს, აღინიშნა სხეულის წონის ზრდა საშუალოდ 0,9 კგ-ით. შემდგომში, კვლევების გახანგრძლივებულ ეტაპზე, რომელიც ოთხი-ექვსი თვე გაგრძელდა, პაციენტები, ზოგადად, უბრუნდებოდნენ წონის საწყის მაჩვენებელს, იმავე ასაკისა და სქესის პოპულაციის მონაცემების გათვალისწინებით.

9 თვემდე ხანგრძლივობის კვლევების მონაცემების მიხედვით, პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, ზოგადად დაფიქსირდა სიმაღლის შემცირება საშუალოდ 1%- ით (7-11 წლამდე ასაკის ბავშვებში 2%-ით შემცირება და 12-17 წლის მოზარდებში 0,3%-ით მატება) (იხ. პუნქტი 4.4).

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

ფარმაცევტული პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია ფარმაცევტული პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დანართ V-ში მითითებული ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

დაფიქსირებულია დულოქსეტინის ჭარბი დოზირების შემთხვევები 5400 მგ დოზით ცალკე ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. დაფიქსირდა ლეტალური შემთხვევები, ძირითადად დულოქსეტინის დოზის გადაჭარბებისას სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, თუმცა აგრეთვე მხოლოდ დულოქსეტინის დაახლოებით 1000მგ დოზით მიღებისას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (დულოქსეტინის ცალკე მიღებისას ან სხვა პრეპარატებთან ერთად) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, კომა, სეროტონინის სინდრომი, კრუნჩხვები, ღებინება და ტაქიკარდია.

დულოქსეტინის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, თუმცა სეროტონინის სინდრომის შემთხვევაში მიზანშეწონილია სპეციფიკური მკურნალობა (ციპროჰეპტადინი და/ან ტემპერატურის კონტროლი). აუცილებელია სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა. რეკომენდებულია გულისა და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი, შესაბამისი სიმპტომატური და დამხმარე ზომების მიღებასთან ერთად. კუჭის ამორეცხვა შეიძლება ნაჩვენები იყოს პრეპარატის მიღებიდან მალევე ან სიმპტომურ პაციენტებში. აქტივირებული ნახშირი შეიძლება სასარგებლო იყოს დულოქსეტინის შეწოვის შესამცირებლად. დულოქსეტინის განაწილების მოცულობა მაღალია, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფორსირებული დიურეზი, ჰემოპერფუზია და გაცვლითი პერფუზია ეფექტური იყოს.

შემადგენლობა

თითო გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულის შემადგენლობაში შედის 30მგ დულოქსეტინი (ჰიდროქლორიდის სახით).

შემავსებლები ცნობილი მოქმედებით:

თითო გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა შეიცავს დაახლოებით 21.1-24.2 მგ საქაროზას.

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1. პუნქტში.

წამლის ფორმა

გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა.

კაფსულის თავსახური - გაუმჭვირვალე ლურჯი და კაფსულის კორპუსი -გაუმჭვირვალე თეთრი, დატანილია წარწერა (cap E/body 127), დაახლოებით 15 მმ ზომის, რომელიც შეიცავს მოთეთრო- კრემისფერი/ნარინჯისფერ-ვარდისფერი ფერის სფერულ გრანულებს.

შენახვის პირობები

PVC-PVDC/Alu ბლისტერი: 24თვე.

შენახვის განსაკუთრებული პირობები

PVC-PVDC/Alu ბლისტერი: შეინახეთ არაუმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისა და ნესტისგან დასაცავად.

შეფუთვა

დოქსეტინი ხელმისაწვდომია:

PVC/PVDC/Alu ბლისტერებში: 28 გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

ნარჩენების განკარგვა

არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ანტიდეპრესანტები. ათქ კოდი: N06AX21.

მოქმედების მექანიზმი

დულოქსეტინი არის სეროტონინის (5-HT) და ნორეპინეფრინის (NA) უკუმიტაცების კომბინირებული ინჰიბიტორი, სუსტად აინჰიბირებს დოპამინის უკუმიტაცებას, მას არ ახასიათებს მნიშვნელოვანი აფინურობა ჰისტამინერგული, დოპამინერგული, ქოლინერგული და ადრენერგული რეცეპტორების მიმართ. დულოქსეტინი დოზადამოკიდებულად ზრდის სეროტონინისა და ნორეპინეფრინის გარეუჯრედოვან დონეებს ცხოველის ტვინის სხვადასხვა უბანში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

დულოქსეტინი ანორმალიზებს ნეიროპათიული და ანთებითი ტკივილის ზღვარს ცალკეულ პრეკლინიკურ მოდელში და ამსუბუქებს ტკივილის ხასიათს მუდმივი ტკივილის შემთხვევაში. დულოქსეტინის ტკივილის მაინჰიბირებელი მოქმედება განპირობებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში დაღმავალი მაინჰიბირებელი გზების ფუნქციის გაძლიერებით.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

მძიმე დეპრესიული აშლილობა: დულოქსეტინი შესწავლილ იქნა კლინიკურ პროგრამაში, რომელშიც ჩართული იყო 3,158 პაციენტი (1,285 პაციენტი-წელი), რომელიც აკმაყოფილებდა მძიმე დეპრესიის DSM-IV კრიტერიუმებს. დულოქსეტინის ეფექტურობა, რეკომენდებული დოზით 60 მგ დღეში ერთხელ გამოყენებისას, გამოვლინდა სამიდან სამ რანდომიზებულ, ორმაგ- ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად, მწვავე ფაზის, ფიქსირებული დოზის კვლევაში, რომელიც ჩატარდა მძიმე დეპრესიული აშლილობის მქონე ზრდასრულ ამბულატორიულ პაციენტებში. საერთო ჯამში, დულოქსეტინის ეფექტურობა, 60-120 მგ დღიური დოზებით გამოყენებისას, გამოვლინდა სულ შვიდიდან ხუთ რანდომიზებულ, ორმაგ- ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად, მწვავე ფაზის, ფიქსირებული დოზის კვლევაში, რომელიც ჩატარდა მძიმე დეპრესიული აშლილობის მქონე ზრდასრულ ამბულატორიულ პაციენტებში.

დულოქსეტინთან დაკავშირებით აღინიშნა სტატისტიკური უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით, რაც განისაზღვრა 17-პუნქტიანი დეპრესიის შეფასების ჰამილტონის სკალის (HAM-D) საერთო ქულის გაუმჯობესებით (მათ შორის დეპრესიის როგორც ემოციური, ასევე სომატური სიმპტომები). რეაგირებისა და რემისიის სიხშირე ასევე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალი იყო დულოქსეტინის შემთხვევაში პლაცებოსთან შედარებით. მნიშვნელოვან კლინიკურ კვლევებში ჩართულ პაციენტთა მხოლოდ მცირე ნაწილს აღენიშნა მძიმე დეპრესია (საბაზისო დონე HAM-D >25).

რეციდივის პრევენციის კვლევის ფარგლებში პაციენტები, რომლებიც რეაგირებდნენ დღიური 60 მგ დულოქსეტინით 12-კვირიან ინტენსიურ მკურნალობაზე, ღებულობდნენ დულოქსეტინს დოზით 60 მგ დღეში ერთხელ ან პლაცებოს შემდგომი 6 თვის განმავლობაში. დღეში ერთხელ 60 მგ დულოქსეტინის მიღებისას აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით (p=0.004) შედეგების შეფასების პირველადი კრიტერიუმის - დეპრესიის რეციდივის პრევენციის მიხედვით (რეციდივის განვითარებამდე დროის მაჩვენებლის შეფასება). რეციდივის სიხშირემ 6-თვიან, ორმაგ- ბრმა კვლევის შემდგომი დაკვირვების პერიოდში შეადგინა 17% და 29% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს და პლაცებოს, შესაბამისად.

52-კვირიან პლაცებო-კონტროლირებად, ორმაგ-ბრმა კვლევაში, პაციენტებს მორეციდივე მძიმე დეპრესიული აშლილობით, რომლებიც ღებულობდნენ დულოქსეტინს, ჰქონდათ რემისიის მნიშვნელოვნად უფრო გრძელი პერიოდი (p<0,001) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. ყველა პაციენტი დაექვემდებარა მკურნალობას წინა ღია კვლევის დროს (28-დან 34 კვირამდე), რომლის ფარგლებშიც გამოიყენებოდა დულოქსეტინი დოზით 60 მგ- 120 მგ დღეში. 52-კვირიან პლაცებო-კონტროლირებად, ორმაგ-ბრმა კვლევაში, იმ პაციენტთა 14.4%-ში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს და იმ პაციენტთა 33.1%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, დეპრესიის სიმპტომებმა კვლავ იჩინა თავი (p<0.001).

დეპრესიის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში (≥65 წელი) დულოქსეტინის (60 მგ ერთხელ დღე-ღამეში) გამოყენების ეფექტურობა შეფასდა სპეციალურ კვლევაში, რომელმაც გამოავლინა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა HAMD17 ქულის შემცირების მხრივ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. ხანდაზმულ პაციენტებში დულოქსეტინის (60მგ დღეში ერთხელ) ამტანობა შედარებადი იყო უფრო ახალგაზრდა ზრდასული პაციენტების მაჩვენებლებთან. თუმცა, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის მაქსიმალური დოზით (120მგ დღე-ღამეში) გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია და, შესაბამისად, რეკომენდებულია სათანადო სიფრთხილის გამოჩენა ამ ჯგუფის პაციენტებთან დაკავშირებით.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: დულოქსეტინთან დაკავშირებით აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით ხუთიდან ხუთ კვლევაში, აქედან ოთხ რანდომიზებულ, ორმაგ- ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად მწვავე ფაზის კვლევასა და რეციდივის პრევენციის კვლევაში, რომლებიც ჩატარდა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ზრდასრულ პაციენტებში.

დულოქსეტინთან დაკავშირებით აღინიშნა სტატისტიკური უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით, რაც განისაზღვრა ჰამილტონის შფოთვის სკალის (HAM-D) საერთო ქულისა და შიჰანის შეზღუდული შესაძლებლობების სკალის (SDS) გლობალური ფუნქციური დარღვევის ქულის გაუმჯობესებით. რეაგირებისა და რემისიის სიხშირე ასევე მაღალი იყო დულოქსეტინის შემთხვევაში, პლაცებოსთან შედარებით. დულოქსეტინმა გამოავლინა მნიშვნელოვნად ეფექტური შედეგები ვენლაფაქსინთან შედარებით HAM-A-ს საერთო ქულის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

რეციდივის პრევენციის კვლევის ფარგლებში პაციენტები, რომლებიც რეაგირებდნენ დულოქსეტინით 6-თვიან მწვავე ფაზის მკურნალობაზე, ღებულობდნენ დულოქსეტინს ან პლაცებოს შემდგომი 6 თვის განმავლობაში. დღეში ერთხელ 60მგ-120მგ დულოქსეტინის მიღებისას აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით (p<0.001) რეციდივის პრევენციის თვალსაზრისით, რაც განისაზღვრება პერიოდულად რეციდივთან მიმართებაში. რეციდივის სიხშირემ 6-თვიან, ორმაგ- ბრმა კვლევის შემდგომი დაკვირვების პერიოდში შეადგინა 14% და 42% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს და პლაცებოს, შესაბამისად.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში (>65 წელი) დულოქსეტინის დოზით 30-120მგ დღეში ერთხელ (მოქნილი დოზა) გამოყენების ეფექტურობა შეფასდა კვლევაში, რომელმაც გამოავლინა HAMA-ს საერთო ქულის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დულოქსეტინის (30-120 მგ დღეში ერთხელ) გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება მსგავსი იყო უფრო ახალგაზრდა ზრდასული პაციენტების მაჩვენებლებთან. თუმცა, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის მაქსიმალური დოზით (120მგ დღე-ღამეში) გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია და, შესაბამისად, რეკომენდებულია სათანადო სიფრთხილის გამოჩენა ამ ჯგუფის პაციენტებთან დაკავშირებით.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი: დულოქსეტინის, როგორც დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილის სამკურნალო საშუალების, გამოყენების ეფექტურობა დადგინდა 2 რანდომიზებულ, 12-კვირიან, ორმაგ- ბრმა, პლაცებო- კონტროლირებად, ფიქსირებული დოზის კვლევაში, რომელიც ჩატარდა მოზრდილებში (22-დან 88 წლამდე ასაკის), რომლებსაც აღენიშნებოდათ დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილი მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. პაციენტები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ მძიმე დეპრესიული აშლილობის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს, მოიხსნენ ამ კვლევებიდან. შედეგების შეფასების პირველადი კრიტერიუმი იყო ტკივილის მაჩვენებლის საშუალო ყოველკვირეული მნიშვნელობა 24 საათის განმავლობაში პაციენტთა დღიურების მონაცემების თანახმად, რომლებიც ფასდებოდა ლიკერტის 11-ქულიანი სკალით.

ორივე კვლევის ფარგლებში დულოქსეტინის გამოყენებამ დოზებით 60 მგ დღეში ერთხელ და 60 მგ დღეში ორჯერ მნიშვნელოვნად შეამცირა ტკივილი პლაცებოსთან შედარებით. ზოგიერთ პაციენტში ეფექტი დაფიქსირდა მკურნალობის პირველ კვირაში. გაუმჯობესების საშუალო მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა პაციენტთა ორ ჯგუფში. ტკივილის მაჩვენებელი შემცირდა მინიმუმ 30%-ით იმ პაციენტთა დაახლოებით 65%-ში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, და იმ პაციენტთა 40%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. ტკივილის მაჩვენებელი შემცირდა მინიმუმ 50%-ით პაციენტთა 50%-ში დულოქსეტინის გამოყენებისას და პაციენტთა 26%-ში პლაცებოს გამოყენებისას. კლინიკური რეაგირების მაჩვენებლები (ტკივილის შემცირება 50% ან მეტით) გაანალიზდა მკურნალობის დროს პაციენტებში ძილიანობის აღნიშვნის გათვალისწინებით. პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ ძილიანობა, კლინიკური რეაქცია გამოვლინდა იმ პაციენტების 47%-ში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს და იმ პაციენტების 27%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. პაციენტებს შორის, რომლებშიც დაფიქსირდა ძილიანობა, კლინიკური რეაქცია აღინიშნა შემთხვევათა 60%-ში დულოქსეტინის გამოყენებისას და შემთხვევათა 30%-ში პლაცებოს გამოყენებისას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნათ ტკივილის მაჩვენებლის შემცირება 30%-ით მკურნალობის დაწყებიდან 60 დღის განმავლობაში, შემდგომი მკურნალობისას მიღწეული იქნება ასეთი დონის ეფექტი.

ღია, ხანგრძლივ, არაკონტროლირებად კვლევაში, ტკივილის შემცირება პაციენტებში, რომლებიც რეაგირებდნენ 8-კვირიან მკურნალობაზე (დულოქსეტინით 60 მგ დღეში ერთხელ), ეფექტი შენარჩუნდა მომდევნო 6 თვის განმავლობაში, რაც განისაზღვრა ტკივილის საშუალო მაჩვენებლის შეფასებისას 24 საათის განმავლობაში ტკივილის მოკლე აღწერილობის (BPI) მიხედვით.

პედიატრიული პოპულაცია

დულოქსეტინის გამოყენების კვლევები 7 წლამდე ასაკის პაციენტებში არ ჩატარებულა. ორი რანდომიზებული, ორმაგად- ბრმა, პარალელური კლინიკური კვლევა ჩატარდა 7-დან 17 წლამდე ასაკის 800 პედიატრიულ პაციენტში, რომელსაც აღენიშნებოდა მძიმე დეპრესიული აშლილობა (იხ. პუნქტი 4.2). ამ ორი კვლევის ფარგლებში პაციენტები 10 კვირის განმავლობაში იღებდნენ პლაცებოს და კომპარატორ პრეპარატს (ფლუოქსეტინი), რომელსაც მოჰყვა აქტიური კონტროლირებადი გახანგრძლივებული მკურნალობის ექვსთვიანი პერიოდი. არც დულოქსეტინი (30-120 მგ) და არც კომპარატორი პრეპარატი (20-40მგ ფლუოქსეტინი) სტატისტიკურად არ იქნა განცალკევებული პლაცებოსგან CDRS-R სკალის საერთო ქულის ცვლილების თვალსაზრისით. გვერდითი მოვლენების განვითარებით გამოწვეული მკურნალობის შეწყვეტის სიხშირე უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს, ძირითადად გულისრევის გამო. 10-კვირიანი, მწვავე ფაზის მკურნალობის პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა სუიციდური ქცევები (დულოქსეტინი 0/333 [0%], ფლუოქსეტინი 2/225 [0,9%], პლაცებო 1/220 [0,5%). მთელი 36-კვირიანი კვლევის განმავლობაში, 333 პაციენტიდან 6-ს, რომლებიც საწყის ეტაპზე იღებდნენ დულოქსეტინს და 225 პაციენტიდან 3-ს, რომლებიც საწყის ეტაპზე იღებდნენ ფლუოქსეტინს, აღენიშნა სუიციდური ქცევა (გამოვლენილი შემთხვევების სიხშირე - 0.039 შემთხვევა ყოველ პაციენტზე წელიწადში დულოქსეტინის მიღებისას და 0.026 - ფლუოქსეტინის მიღებისას). გარდა ამისა, ერთ პაციენტს, რომელიც გადავიდა პლაცებოდან დულოქსეტინზე, აღენიშნა სუიციდური ქცევა დულოქსეტინის მიღებისას.

რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა 7- 17 წლის ასაკის 272 პაციენტში, რომელსაც აღენიშნებოდა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა. კვლევა ითვალისწინებდა 10-კვირიან, პლაცებო-კონტროლირებად, მწვავე ფაზას, რომელსაც მოჰყვა 18-კვირიანი გახანგრძლივებული მკურნალობის პერიოდი. ამ კვლევაში გამოიყენებოდა დოზირების მოქნილი რეჟიმი, რაც იძლეოდა დოზის ნელნელა გაზრდის შესაძლებლობას დღეში ერთხელ 30 მგ-დან უფრო დიდ დოზამდე (მაქსიმუმ 120 მგ დღეში ერთხელ). დულოქსეტინით მკურნალობისას აღინიშნა GAD სიმპტომების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც განისაზღვრა GAD-ის PARS ქულით (საშუალო სხვაობა დულოქსეტინსა და პლაცებოს შორის 2.7 ქულა [95% CI 1.3-4.0]), მკურნალობის 10 კვირის შემდეგ. ეფექტის შენარჩუნება არ შეფასებულა. გვერდითი მოვლენებით გამოწვეული მკურნალობის შეწყვეტის სიხშირის თვალსაზრისით სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ჯგუფებს შორის კვლევის 10 კვირიანი მწვავე მკურნალობის ფაზაში არ გამოვლენილა. მწვავე ფაზის შემდეგ პლაცებოდან დულოქსეტინზე გადაყვანილ ორ პაციენტს აღენიშნა სუიციდური ქცევები დულოქსეტინის მიღებისას კვლევის გაგრძელების ეტაპის განმავლობაში. ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში სარგებელი/რისკის საბოლოო თანაფარდობა დადგენილი არ არის (იხილეთ აგრეთვე პუნქტები 4.2 და 4.8).

ერთი კვლევა ჩატარდა იუვენილური პირველადი ფიბრომიალგიის სინდრომის (JPFS) მქონე პედიატრიულ პაციენტებში, რომლის ფარგლებშიც დულოქსეტინის ჯგუფი პლაცებოს ჯგუფისგან არ იყო გამოყოფილი შედეგების შეფასების პირველადი კრიტერიუმის მიხედვით. შესაბამისად, პაციენტთა ამ კატეგორიაში სამკურნალო საშუალების გამოყენების ეფექტურობის მტკიცებულებები არ არსებობს. რანდომიზებული, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი, პარალელური კვლევა ჩატარდა 13- 18 წლის ასაკის 184 მოზარდში (საშუალო ასაკი 15.53 წელი), რომელსაც აღენიშნებოდა JPFS. კვლევა მოიცავდა 13-კვირიან ორმაგ- ბრმა პერიოდს, რომლის დროსაც პაციენტები იღებდნენ დულოქსეტინს დოზით 30მგ/60მგ ან პლაცებოს ყოველდღიურად. დულოქსეტინის ეფექტურობა ტკივილის შემცირებასთან მიმართებაში შედარებადი იყო პლაცებოს ეფექტურობასთან შედეგების შეფასების პირველადი კრიტერიუმის მიხედვით (BPI): ტკივილის მაჩვენებლების ცვლილებებმა საწყის მნიშვნელობებთან შედარებით უმცირესი კვადრატების (LS) მეთოდის გამოყენებისას თერაპიის 13 კვირის შემდეგ საშუალოდ შეადგინა -0.97 პლაცებოს ჯგუფში და - 1.62 დულოქსეტინის 30/60 მგ ჯგუფში (p = 0,052). ამ კვლევაში მიღებული მონაცემები სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ შეესაბამებოდა დულოქსეტინის უსაფრთხოების ცნობილ პროფილს.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) მოხსნა პედიატრიული ასაკის მოსახლეობის ყველა ქვეჯგუფში დულოქსეტინის კვლევის შედეგების წარდგენის მოთხოვნა მძიმე დეპრესიული აშლილობის, დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილისა და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის თერაპიისას. პედიატრიულ პოპულაციაში გამოყენებისთვის იხილეთ პუნქტი 4.2.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

დულოქსეტინი გამოიყენება ერთი ენანტიომერის სახით. დულოქსეტინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ოქსიდაციური ფერმენტებით (CYP1A2 და პოლიმორფული CYP2D6), საბოლოო ეტაპს წარმოადგენს კონიუგაცია. დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებისთვის დამახასიათებელია მნიშვნელოვანი ინდივიდთაშორისი ვარიაბელობა (ჩვეულებრივ 50-60%), რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა სქესი, ასაკი, მოწევა და მეტაბოლური სტატუსი CYP2D6-სთან მიმართებაში.

აბსორბცია

დულოქსეტინი კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ, Cmax მიიღწევა მიღებიდან 6 საათში. დულოქსეტინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღებისას ვარირებს 32%-დან 80%-მდე ფარგლებში (საშუალოდ 50%). საკვების მიღება ახანგრძლივებს პიკური კონცენტრაციის მიღწევას 6-დან 10 საათამდე და უმნიშვნელოდ ამცირებს აბსორბციის ხარისხს (დაახლოებით 11%-ით). ამ ცვლილებებს რაიმე კლინიკური მნიშვნელობა არა აქვს.

განაწილება

დულოქსეტინი დაახლოებით 96%-ით უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს. დულოქსეტინი უკავშირდება როგორც ალბუმინს, ასევე მჟავე ალფა-1-გლიკოპროტეინს. ცილებთან შეკავშირებაზე გავლენას არ ახდენს თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

ბიოტრანსფორმაცია

დულოქსეტინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება და მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდის მეშვეობით. ორივე ციტოქრომი P450-2D6 და 1A2 უზრუნველყოფს ორი ძირითადი მეტაბოლიტის - 4-ჰიდროქსიდულოქსეტინის გლუკურონიდის კონიუგატი და 5-ჰიდროქსი, 6-მეთოქსიდულოქსეტინის სულფატური კონიუგატი - წარმოქმნის კატალიზებას. in vitro კვლევების საფუძველზე, დულოქსეტინის მოცირკულირე მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურად ითვლება. დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკა იმ პაციენტებში, რომლებიც არიან CYP2D6-ის სუსტი მეტაბოლიზატორები, კონკრეტულად არ არის შესწავლილი. შეზღუდული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნულ პაციენტებში პლაზმაში დულოქსეტინის შემცველობის დონე მაღალია.

ელიმინაცია

დულოქსეტინის ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 8-დან 17 საათამდე (საშუალოდ 12 საათი). ინტრავენური დოზის შეყვანის შემდეგ, დულოქსეტინის პლაზმური კლირენსი შეადგენს 22-46 ლ/სთ-ს (საშუალოდ 36 ლ/სთ). პერორალური დოზის მიღების შემდეგ, დულოქსეტინის აშკარა პლაზმური კლირენსი შეადგენს 33-261 ლ/სთ-ს (საშუალოდ 101 ლ/სთ).

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

სქესი: გამოვლენილია ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების თვალსაზრისით განსხვავებები მამაკაცებსა და ქალებს შორის (აშკარა პლაზმური კლირენსი ქალებში დაახლოებით 50%-ით დაბალია). ვინაიდან დულოქსეტინის კლირენსის მნიშვნელობების დიაპაზონი მამაკაცებსა და ქალებში ემთხვევა ერთმანეთს, სქესთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული განსხვავებები არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს ქალებში სამკურნალო საშუალების უფრო დაბალი დოზებით გამოყენებისთვის.

ასაკი: ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების თვალსაზრისით განსხვავებები აღინიშნა ახალგაზრდა და ხანდაზმულ ქალებს შორის (≥65 წელი) (AUC იზრდება დაახლოებით 25%-ით და ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება დაახლოებით 25%-ით ხანდაზმულებში), თუმცა ამ ცვლილებების გამოხატულების ხარისხი არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დოზის კორექტირებისთვის. ზოგადი რეკომენდაციის სახით, აუცილებელია სათანადო სიფრთხილის გამოჩენა ხანდაზმულებში პრეპარატის გამოყენებისას (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: დიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმელების დაავადების ტერმინალური სტადია (ESRD), დულოქსეტინის Cmax და AUC მნიშვნელობები 2-ჯერ აღემატებოდა ჯანმრთელი სუბიექტებში დაფიქსირებულ მნიშვნელობებს. დულოქსეტინთან დაკავშირებით ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეზღუდულია თირკმლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევის შემთხვევაში (Child-Pugh კლასი B) აღინიშნა ცვლილებები დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკაში. ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით, დულოქსეტინის აშკარა პლაზმური კლირენსი 79%-ით დაბალი იყო, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი 2.3-ჯერ ხანგრძლივი იყო, ხოლო AUC-ის მნიშვნელობა - 3.7-ჯერ მაღალი ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში. დულოქსეტინისა და მისი მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში.

მეძუძური დედები: დულოქსეტინის განაწილების კვლევა ჩატარდა 6 მეძუძურ ქალში პოსტნატალურ პერიოდში (სულ მცირე 12 კვირის შემდეგ). დულოქსეტინი გამოიყოფა დედის რძეში, ხოლო წონასწორული კონცენტრაცია დედის რძეში შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის დაახლოებით 1/4-ს. დულოქსეტინის შემცველობა დედის რძეში შეადგენს დაახლოებით 7 მკგ/დღეში, 40მგ დღეში ორჯერ მიღებისას. ლაქტაციის პერიოდი არ ახდენს გავლენას დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკაზე.

პედიატრიული პოპულაცია: დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკა 7- 17 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ მძიმე დეპრესიული აშლილობა, პერორალურად 20-120 მგ დღეში ერთხელ მიღებისას, შეფასდა 3 კვლევიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, პოპულაციის მოდელირების ანალიზის გამოყენებით. აღნიშნული მოდელით განპირობებული დულოქსეტინის მდგრადი პლაზმური კონცენტრაცია პედიატრიული ასაკის პაციენტებში ძირითადად იყო მოზრდილ პაციენტებში დაფიქსირებული კონცენტრაციის დიაპაზონის ფარგლებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში

სამკურნალო საშუალების დასახელება:

დოქსეტინი (Doxetin) 30 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითო გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულის შემადგენლობაში შედის 30მგ დულოქსეტინი (ჰიდროქლორიდის სახით).

შემავსებლები ცნობილი მოქმედებით:

თითო გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა შეიცავს დაახლოებით 21.1-24.2 მგ საქაროზას.

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1. პუნქტში.

წამლის ფორმა

გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა.

კაფსულის თავსახური - გაუმჭვირვალე ლურჯი და კაფსულის კორპუსი -გაუმჭვირვალე თეთრი, დატანილია წარწერა (cap E/body 127), დაახლოებით 15 მმ ზომის, რომელიც შეიცავს მოთეთრო- კრემისფერი/ნარინჯისფერ-ვარდისფერი ფერის სფერულ გრანულებს.

კლინიკური მონაცემები

თერაპიული ჩვენებები

მძიმე დეპრესიული აშლილობის მკურნალობა.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობა.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობა.

დოქსეტინი ინიშნება მოზრდილებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი 5.1.

დოზირება და მიღების წესი

დოზირება

მძიმე დეპრესიული აშლილობა

საწყისი და რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 60მგ-ს დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკდებლად. დღეში ერთხელ 60მგ-ზე დიდი დოზების, მაქსიმალური 120 მგ დოზის გამოყენების უსაფრთხოება შეფასებულია კლინიკურ კვლევებში. თუმცა, არ არსებობს კლინიკური მონაცემები იმის შესახებ, რომ პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ საწყის რეკომენდებულ დოზაზე, შესაძლებელია დოზის ტიტრაცია.

თერაპიული ეფექტი, როგორც წესი, შეინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ.

ანტიდეპრესანტული ეფექტის მიღების შემდეგ რეკომენდირებულია მკურნალობის გაგრძელება რამდენიმე თვის განმავლობაში რეციდივის პრევენციის მიზნით. პაციენტებში, რომლებიც რეაგირებენ დოქსეტინზე და რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მძიმე დეპრესიის განმეორებითი ეპიზოდები, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 60- 120 მგ/დღეში დოზით.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 30მგ ერთხელ დღეში საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკდებლად. პაციენტებში, რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ მკურნალობაზე, დოზა უნდა გაიზარდოს 60 მგ-მდე, რაც პაციენტთა უმეტესობისთვის ჩვეულებრივ შემანარჩუნებელ დოზას წარმოადგენს.

პაციენტებში, რომლებსაც პარარელურად აქვთ მძიმე დეპრესიული აშლილობა, საწყისი და შემანარჩუნებელი დოზაა 60მგ დღეში ერთხელ (აგრეთვე იხილეთ ზემოთ მოცემული დოზირების რეკომენდაციები).

დღე-ღამეში 120მგ-მდე დოზების ეფექტურობა აღინიშნა და შეფასდა კლინიკურ კვლევებში. დოზის გაზრდა შეიძლება 90მგ-მდე ან 120მგ-მდე პაციენტებში, რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ მკურნალობაზე 60მგ დოზის მიღებისას. დოზა უნდა გაიზარდოს თერაპიული ეფექტისა და პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით.

თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება რამდენიმე თვის განმავლობაში რეციდივის პრევენციის მიზნით.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი

საწყისი და რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 60მგ-ს დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკდებლად. დღე-ღამეში 60მგ-ზე დიდი დოზების, მაქსიმალური 120მგ თანაბრად დაყოფილი დოზების, გამოყენების უსაფრთხოება შეფასებულია კლინიკურ კვლევებში. დულოქსეტინის პლაზმური კონცენტრაცია მიუთითებს მნიშვნელოვან ინდივიდთაშორის ვარიაბელობაზე (იხ. 5.2 პუნქტი). ამიტომ, პაციენტებს, რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ 60 მგ დოზით მკურნალობაზე, შეიძლება გაეზარდოთ დოზა.

მკურნალობის ეფექტურობა უნდა შეფასდეს 2 თვის შემდეგ. პაციენტებში, რომლებშიც მკურნალობის შედეგი პირველ ეტაპზე არაადეკვატურია, ამ დროის გასვლის შემდეგ განსხვავებული მკურნალობის შედეგი ნაკლებად სავარაუდოა.

მკურნალობის ეფექტურობა რეგულარულად (სულ მცირე სამ თვეში ერთხელ) უნდა შეფასდეს (იხილეთ პუნქტი 5.1).

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული მხოლოდ ასაკის მიხედვით. თუმცა, სხვა პრეპარატების მსგავსად, სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმული პირების მკურნალობისას, განსაკუთრებით დულოქსეტინის 120მგ დღეში გამოყენებისას მძიმე დეპრესიული აშლილობის ან გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს, რის შესახებაც საკმარისი მონაცემები არ არსებობს (იხ. პუნქტები 4.4 და 5.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

არ შეიძლება დოქსეტინის გამოყენება ღვიძლის დაავადებით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტები 4.3 და 5.2).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევების (კრეატინინის კლირენსი 30-80მლ/წთ) მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. არ შეიძლება დოქსეტინის გამოყენება თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ; იხ. პუნქტი 4.3).

პედიატრიული პოპულაცია

დულოქსეტინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში მძიმე დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო (იხ. პუნქტები 4.4, 4.8 და 5.1).

7-17 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ დულოქსეტინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ამჟამად არსებული მონაცემები მოცემულია 4.8, 5.1 და 5.2 პუნქტებში.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილის სამკურნალოდ დულოქსეტინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი. აღნიშნულთან დაკავშირებით მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მკურნალობის შეწყვეტა

არ არის რეკომენდებული მკურნალობის შეწყვეტა უცებ და ერთბაშად. დოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტისას დოზა თანდათან უნდა შემცირდეს ერთი ან ორი კვირის განმავლობაში, რათა შემცირდეს მკურნალობის შეწყვეტით გამოწვეული სიმპტომების განვითარების რისკი (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8). დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სერიოზული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მანამდე დანიშნული დოზის გადახედვა. შემდგომში ექიმს შეუძლია გააგრძელოს დოზის შემცირება, თუმცა უფრო ნელი ტემპით.

მიღების წესი

მიიღება პერორალურად.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1. პუნქტში მითითებული რომელიმე შემავსებლის მიმართ.

დოქსეტინის და არაშერჩევითი შეუქცევადი მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების (MAOI) ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.5).

ღვიძლის დაავადებით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობა (იხ. ნაწილი 5.2).

არ შეიძლება დოქსეტინის გამოყენება ფლუვოქსამინთან, ციპროფლოქსაცინთან ან ენოქსაცინთან ერთად (ანუ CYP1A2 ძლიერი ინჰიბიტორები), რადგან ეს კომბინაცია იწვევს პლაზმაში დულოქსეტინის კონცენტრაციის გაზრდას (იხ. პუნქტი 4.5).

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) (იხ. პუნქტი 4.4).

დოქსეტინით მკურნალობის დაწყება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, რამაც შესაძლოა პაციენტები ჰიპერტონიული კრიზის პოტენციური რისკის ქვეშ დააყენოს (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8).

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

მანია და პაროქსიზმი

დოქსეტინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ მანია ან ბიპოლარული აშლილობა და/ან პაროქსიზმი.

მიდრიაზი

დულოქსეტინის მიღებისას აღინიშნა მიდრიაზი, შესაბამისად, დოქსეტინის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა მომატებული თვალშიგა წნევის მქონე პაციენტებში, ან იმ პაციენტებში, რომლებშიც მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკი მაღალია.

არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე

ზოგიერთ პაციენტში დულოქსეტინის მიღება უკავშირდებოდა არტერიული წნევის მომატებასა და კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერტენზიის განვითარებას. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დულოქსეტინის ნორადრენერგული ეფექტით. დაფიქსირდა ჰიპერტონიული კრიზის შემთხვევები დულოქსეტინის გამოყენებისას, განსაკუთრებით ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. აქედან გამომდინარე, ჰიპერტენზიის და/ან გულის სხვა დაავადებების მქონე პაციენტებში რეკომენდებულია არტერიული წნევის მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. დულოქსეტინი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა შესაძლებელია რისკის ქვეშ აღმოჩნდეს გულისცემის სიხშირის გაზრდის ან არტერიული წნევის მომატების გამო. ასევე სიფრთხილეა საჭირო დულოქსეტინის გამოყენებისას იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ანელებენ მეტაბოლიზმს (იხ. პუნქტი 4.5). დულოქსეტინის მიღებისას პაციენტებში არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში, საჭიროა დოზის შემცირება, ან პრეპარატის თანდათან შეწყვეტა (იხ. პუნქტი 4.8). არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში დულოქსეტინის დანიშვნა არ არის რეკომენდებული (იხ. პუნქტი 4.3).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ჰემოდიალიზზე მყოფ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) აღინიშნება პლაზმაში დულოქსეტინის კონცენტრაციის მომატება. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებთან დაკავშირებით, იხილეთ პუნქტი 4.3. თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებთან დაკავშირებით, იხილეთ პუნქტი 4.2.

სეროტონინის სინდრომი/ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (NMS)

სხვა სეროტონერგული პრეპარატების მსგავსად, სეროტონინის სინდრომი ან ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი, სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა, შეიძლება განვითარდეს დულოქსეტინით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით მისი გამოყენებისას სხვა სეროტონერგიულ საშუალებებთან ერთად (მათ შორის სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRI), სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRI), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბუპრენორფინი ან ტრიპტანები), იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც აფერხებენ სეროტონინის მეტაბოლიზმს, როგორიცაა MAOI, ან ანტიფსიქოზურ საშუალებებთან ან დოფამინის სხვა ანტაგონისტებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ნეიროტრანსმიტერების სეროტონერგულ სისტემებზე (იხ. პუნქტები 4.3 და 4.5).

სეროტონინის სინდრომის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებას (მაგ., აჟიტაცია, ჰალუცინაციები, კომა), ვეგეტაციურ დარღვევებს (მაგ., ტაქიკარდია, ლაბილური არტერიული წნევა, ჰიპერთერმია), ნეირომუსკულარულ დარღვევებს (მაგ. ჰიპერრეფლექსია, კოორდინაციის დარღვევა) და/ან გასტროინტესტინალურ სიმპტომებს (მაგ. გულისრევა, ღებინება, დიარეა). სეროტონინის სინდრომი, ყველაზე მძიმე ფორმით, შეიძლება წააგავდეს ნეიროლეფსიურ ავთვისებიან სინდრომს (NMS), რაც მოიცავს ჰიპერთერმიას, კუნთების რიგიდულობას, შრატის კრეატინკინაზას დონის მომატებას, ვეგეტაციური ნერვული სისტემის არასტაბილურობას სასიცოცხლო მაჩვენებლების შესაძლო არასტაბილურობითა და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებით.

იმ შემთხვევაში, თუ კლინიკურად გამართლებულია დულოქსეტინის გამოყენება სხვა სეროტონერგიულ/ნეიროლეფსიურ საშუალებებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სეროტონერგიულ და/ან დოპამინერგიულ ნეიროტრანსმიტერულ სისტემებზე, რეკომენდებულია პაციენზე დაკვირვება, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას და დოზის გაზრდისას.

კრაზანა

დულოქსეტინისა და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების სიხშირის მომატება.

სუიციდი

მძიმე დეპრესიული აშლილობა და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: დეპრესია ასოცირდება სუიციდური აზრების, თვითდაზიანებისა და სუიციდის (სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების) მომატებულ რისკთან. ამგვარი რისკი არსებობს მნიშვნელოვანი რემისიის დადგომამდე. ვინაიდან, მდგომარეობა შეიძლება არ გამოსწორდეს მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის ან მეტი დროის განმავლობაში, აუცილებელია ამ პერიოდში, გაუმჯობესებამდე პაციენტთა კონტროლი. ზოგადი კლინიკური გამოცდილებით, სუიციდის რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპებზე.

სხვა ფსიქიატრიული მდგომარეობები, რომლის დროსაც ინიშნება დულოქსეტინი, ასევე შეიძლება ასოცირებული იყოს სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების მომატებულ რისკთან. ამასთან, ამგვარი მდგომარეობები შეიძლება გამოწვეული იყოს მძიმე დეპრესიული აშლილობით. სხვა ფსიქიატრიული დარღვევების მკურნალობისას გამოიყენება ის სიფრთხილის ზომები, რაც მძიმე დეპრესიული დარღვევებისას.

ის პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სუიციდთან დაკავშირებული მოვლენები ან აქვთ სერიოზული ხარისხის სუიციდური აზრები მკურნალობის დაწყებამდე, იმყოფებიან სუიციდური აზრების ან სუიციდის მცდელობების უფრო დიდი რისკის ქვეშ და ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროებენ მკაცრ მონიტორინგს. ფსიქიატრიული აშლილობების დროს ანტიდეპრესანტული პრეპარატების პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მეტა ანალიზმა აჩვენა, რომ 25 წლამდე ასაკის პაციენტებში ანტიდეპრესანტების მიღებისას სუიციდური ქცევის განვითარების რისკი გაზრდილია პლაცებოსთან შედარებით.

სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევების შემთხვევები დაფიქსირდა დულოქსეტინით თერაპიის დროს ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ (იხ. პუნქტი 4.8).

მკურნალობის ადრეულ ეტაპზე და დოზების ცვლილების შემდეგ აუცილებელია პაციენტთა კონტროლი, განსაკუთრებით მათი, ვინც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება. პაციენტები (და პაციენტთა მომვლელები) უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი ნებისმიერი კლინიკური მდგომარეობის გაუარესების, სუიციდური ქცევის ან აზრებისა და ქცევის უჩვეულო ცვლილებების მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ და მათ უნდა მიმართონ ექიმს აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი: ისევე როგორც მსგავსი ფარმაკოლოგიური მოქმედების სხვა პრეპარატების (ანტიდეპრესანტები) შემთხვევაში, სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა დულოქსეტინით თერაპიის დროს ან მკურნალობის შეწყვეტიდან მალევე. დეპრესიის დროს სუიციდის რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებით იხილეთ ზემოთ. პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს მკურნალი ექიმის მიერ, რომ ნებისმიერ დროს შეატყობინოს შემაშფოთებელი აზრების, ან შეგრძნებების შესახებ.

ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები

დოქსეტინი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. სუიციდთან დაკავშირებული ქცევები (სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები) და მტრული დამოკიდებულება (ძირითადად აგრესია, ოპოზიციონალური ქცევა და სიბრაზე) კლინიკური კვლევისას უფრო ხშირად გამოვლინდა იმ ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით, ვიდრე იმ ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი. იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყდება მკურნალობა, აუცილებელია პაციენტის მონიტორინგი სუიციდური სიმპტომების გამოსავლენად (იხ. პუნქტი 5.1). გარდა ამისა, გრძელვადიანი უსაფრთხოების მონაცემები ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის, მომწიფების, კოგნიტური და ქცევითი განვითარების შესახებ არ არსებობს (იხ. პუნქტი 4.8).

ჰემორაგია

SSRI-ების, SNRI-ების, მათ შორის დულოქსეტინის მიღებისას დაფიქსირდა სისხლდენის დარღვევები, როგორიცაა ეკქიმოზები, პურპურა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა. დულოქსეტინმა შეიძლება გაზარდოს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის რისკი (იხილეთ ნაწილი 4.6). საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს და/ან თრომბოციტების ფუნქციაზე გავლენის მქონე სამკურნალო პროდუქტებს (მაგ: NSAID ან აცეტილსალიცილის მჟავა(ASA)) და იმ პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან სისხლდენისადმი.

ჰიპონატრიემია

ჰიპონატრიემიის შემთხვევები აღინიშნა დულოქსეტინის მიღებისას, მათ შორის 110 მმოლ/ლ-ზე ნაკლები კონცენტრაციით. ჰიპონატრიემია, სავარაუდოდ გამოწვეულია ანტიდიურეტიკული ჰორმონის არასათანადო სეკრეციით (SIADH). ჰიპონატრიემიის შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა ხანდაზმულებში, განსაკუთრებით სითხის ბალანსის დარღვევების ფონზე. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ჰიპონატრიემიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, როგორებიცაა ხანდაზმულები, ციროზის მქონე პაციენტები ან დეჰიდრატირებული პაციენტები და ის პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს.

მკურნალობის შეწყვეტა

მკურნალობის შეწყვეტისას ხშირად ვლინდება სხვადასხვა სიმპტომები, განსაკუთრებით, როდესაც მკურნალობის შეწყვეტა ხდება უცებ და ერთბაშად (იხ. პუნქტი 4.8). კლინიკური კვლევების მიხედვით, მკურნალობის შეწყვეტით გამოწვეული არასასურველი მოვლენები განვითარდა დულოქსეტინით მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა დაახლოებით 45%-ში, ხოლო პლაცებოს მიმღებ პაციენტთა 23%-ში. SSRI-ებით და SNRI-ებით მკურნალობის შეწყვეტისას სიმპტომების განვითარების რისკი შეიძლება დამოკიდებული იყოს რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის თერაპიის ხანგრძლივობასა და დოზაზე და დოზის შემცირების სიხშირეზე. ყველაზე ხშირად გამოვლენილი რეაქციები მითითებულია 4.8 პუნქტში. ზოგადად, აღნიშნული სიმპტომები მსუბუქი ან საშუალო ხასიათისაა, თუმცა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება მწვავე ფორმით გამოვლინდეს. აღნიშნული სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა ამგვარი სიმპტომები ძალიან იშვიათად განვითარდა იმ პაციენტებში, რომლებსაც შემთხვევით გამორჩათ დოზის მიღება. აღნიშნული სიმპტომები, ზოგადად, თვითლიმიტირებულია და გადის 2 კვირაში, თუმცა ზოგიერთ პაციენტში ეს პერიოდი შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს (2-3 თვე ან მეტი). ამიტომ, რეკომენდებულია დულოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტა მოხდეს თანდათან არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში, პაციენტის საჭიროების გათვალისწინებით (იხ. პუნქტი 4.2).

ხანდაზმულები

არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია მძიმე დეპრესიული აშლილობისა და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დულოქსეტინის 120მგ დოზით გამოყენების შესახებ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ხანდაზმულებში მაქსიმალური დოზის გამოყენებისას (იხ. პუნქტები 4.2 და 5.2).

აკათიზია /ფსიქომოტორული მოუსვენრობა

დულოქსეტინის გამოყენება უკავშირდება აკათიზიის განვითარებას, რომელიც ხასიათდება სუბიექტურად არასასიამოვნო ან დისტრესული მოუსვენრობითა და მოძრაობის მოთხოვნით, რასაც ხშირად თან ახლავს ჯდომის ან მშვიდად ყოფნის უუნარობა. ეს ყველაზე ხშირად შეიძლება განვითარდეს მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამ სიმპტომების განვითარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დოზის მომატებას.

დულოქსეტინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტები

დულოქსეტინი გამოიყენება სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით სხვადასხვა ჩვენების დროს (დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილის, მძიმე დეპრესიული აშლილობის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისა და შარდის სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა). დაუშვებელია ერთდროულად ერთზე მეტი პრეპარატის გამოყენება.

ჰეპატიტი/ღვიძლის ფერმენტების მომატება

დულოქსეტინით მკურნალობისას დაფიქსირდა ღვიძლის დაზიანების შემთხვევები, მათ შორის ღვიძლის ფერმენტების მკვეთრი მატება (ნორმის ზედა ზღვარზე 10-ჯერ მეტი), ჰეპატიტი და სიყვითლე (იხ. პუნქტი 4.8). მათი უმეტესობა დაფიქსირდა მკურნალობის პირველ თვეებში. ღვიძლის დაზიანება უპირატესად ჰეპატოცელულარული ხასიათის იყო. დულოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ღვიძლის დაზიანებასთან დაკავშირებული სხვა სამკურნალო საშუალებებით.

სექსუალური დისფუნქცია

სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების (SNRI) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხილეთ პუნქტი 4.8). დაფიქსირდა ხანგრძლივი სექსუალური დისფუნქციის შემთხევები, სიმპტომები გაგრძელდა SNRI-ების მიღების შეწყვეტის შემდეგაც.

საქაროზა

დოქსეტინის გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები შეიცავს საქაროზას. პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტი, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ნატრიუმი

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) ერთ კაფსულაში, ანუ არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI): სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო, დულოქსეტინის მიღება არ შეიძლება მონოამინოოქსიდაზას არაშერჩევით შეუქცევად ინჰიბიტორებთან (MAOI) კომბინაციაში ან MAO-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 14 დღის განმავლობაში. დულოქსეტინის ნახევარგამოყოფის პერიოდიდან გამომდინარე, დოქსეტინის მიღების შეწყვეტის შემდეგ MAOI-ებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გავიდეს სულ მცირე 5 დღე (იხ. პუნქტი 4.3).

არ არის რეკომენდებული დოქსეტინის გამოყენება შერჩევით შექცევად MAOI -ებთან (მაგ. მოკლობემიდი) ერთად (იხ. პუნქტი 4.4). ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი არის შექცევადი, არაშერჩევითი MAOI და არ უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დოქსეტინს (იხ. პუნქტი 4.4).

CYP1A2-ის ინჰიბიტორები: ვინაიდან CYP1A2 მონაწილეობს დულოქსეტინის მეტაბოლიზმში, დულოქსეტინის გამოყენება CYP1A2-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად, სავარაუდოდ, გამოიწვევს დულოქსეტინის კონცენტრაციის გაზრდას.

ფლუვოქსამინი (100მგ დღეში ერთხელ), CYP1A2-ის ძლიერი ინჰიბიტორი, ამცირებს დულოქსეტინის პლაზმურ კლირენსს დაახლოებით 77%-ით და ზრდის AUCo-t-ს 6-ჯერ. აქედან გამომდინარე, დოქსეტინი არ უნდა დაინიშნოს CYP1A2-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (როგორიცაა ფლუვოქსამინი) კომბინაციაში (იხ. პუნქტი 4.3).

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები: ცნს-ზე მოქმედ სამკურნალო საშუალებებთან ერთად დულოქსეტინის გამოყენების რისკი სისტემურად არ არის შეფასებული, გარდა წინამდებარე პუნქტში აღწერილი შემთხვევებისა. შესაბამისად, დოქსეტინი სათანადო სიფრთხილით უნდა დაინიშნოს სხვა ცენტრალურად მოქმედ სამკურნალო საშუალებებთან ან ნივთიერებებთან, მათ შორის ალკოჰოლთან და სედატიურ სამკურნალო საშუალებებთან (მაგ. ბენზოდიაზეპინები, მორფინომიმეტიკები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენობარბიტალი, სედატიური ანტიჰისტამინური საშუალებები) კომბინაციაში.

სეროტონერგიული საშუალებები: იშვიათ შემთხვევებში, სეროტონინის სინდრომი დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ SSRI/SNRI-ებს სეროტონერგიულ პრეპარატებთან ერთად. რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა დოქსეტინის მიღებისას ისეთ სეროტონერგიულ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRI), სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRI), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა კლომიპრამინი ან ამიტრიპტილინი), MAOI-ები (მაგ.: მოკლობემიდი ან ლინეზოლიდი), ტრიპტანები, ბუპრენორფინი, ტრამადოლი ან პეტიდინი, კრაზანა (Hypericum perforatum) და ტრიპტოფანი (იხ. პუნქტი 4.4).

დულოქსეტინის მოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP1A2-ით: დულოქსეტინთან (60 მგ ორჯერ დღეში) ერთად მიღებამ მნიშვნელოვნად არ იმოქმედა თეოფილინის, CYP1A2 სუბსტრატის ფარმაკოკინეტიკაზე.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2D6-ით: დულოქსეტინი არის CYP2D6-ის საშუალო მოქმედების ინჰიბიტორი. CYP2D6-ის სუბსტრატის - დეზიპრამინის ერთჯერად დოზასთან ერთად 60 მგ დულოქსეტინის დღეში ორჯერ მიღებისას დეზიპრამინის AUC სამჯერ გაიზარდა. დულოქსეტინთან ერთად გამოყენებისას (40 მგ ორჯერ დღეში) გაიზარდა ტოლტეროდინის (2 მგ ორჯერ დღეში) AUC წონასწორული მდგომარეობა 71%-ით, თუმცა არ შეიცვალა მისი აქტიური 5-ჰიდროქსიმეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა და დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული. აუცილებალია სიფრთხილის გამოჩენა დოქსეტინის გამოყენებისას იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც უმეტესად მეტაბოლიზდება CYP2D6-ით (რისპერიდონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (TCA), როგორიცაა ნორტრიპტილინი, ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ შეზღუდული თერაპიული ინდექსი (NTI) (როგორიცაა ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი).

პერორალური კონტრაცეპტივები და სხვა სტეროიდები: in vitro კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ დულოქსეტინი არ იწვევს CYP3A-ის კატალიზურ აქტივობას. სპეციფიკური in vivo წამალთაშორისი ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ანტიკოაგულანტები და ანტითრომბოზული საშუალებები: სიფრთხილით ინიშნება დულოქსეტინი პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ან ანტითრომბოზულ საშუალებებთან კომბინაციაში, ფარმაკოდინამიკურ ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული სისხლდენის განვითარების პოტენციური რისკის გამო. გარდა ამისა, INR (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) მაჩვენებლების ზრდა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც დულოქსეტინით მკურნალობისას იღებდნენ ვარფარინს. თუმცა, კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევის ფარგლებში ჯანმრთელ მოხალისეებში დულოქსეტინის გამოყენებამ ვარფარინთან ერთად წონასწორული მდგომარეობის პირობებში არ გამოიწვია INR-ს ან R- ან S-ვარფარინის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება.

სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება დულოქსეტინზე

ანტაციდები და H2 ანტაგონისტები: დულოქსეტინის გამოყენებისას ალუმინისა და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან ერთად, ან დულოქსეტინის მიღებისას ფამოტიდინთან კომბინაციაში, არ აღინიშნა მნიშვნელოვანი გავლენა დულოქსეტინის აბსორბციის ხარისხსა და სიჩქარეზე პერორალურად 40 მგ დოზის მიღების შემდეგ.

CYP1A2-ის ინდუქტორები: პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზმა აჩვენა, რომ პლაზმაში დულოქსეტინის კონცენტრაცია მწეველებში თითქმის 50%-ით დაბალია არამწეველებთან შედარებით.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით დულოქსეტინს არ ჰქონია უარყოფითი გავლენა მამალ ცხოველებზე, ხოლო დედალ ცხოველებში ეფექტები გამოვლინდა მხოლოდ იმ დოზებით გამოყენებისას, რომლებმაც გამოიწვია დედის ტოქსიკურობა.

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რეპროდუქციული ტოქსიკურობა დულოქსეტინის სისტემური ექსპოზიციის დონეზე (AUC) დაბალი იყო მაქსიმალურ კლინიკურ ზემოქმედებაზე (იხ. პუნქტი 5.3).

ორი დიდი დაკვირვებითი კვლევის მონაცემების მიხედვით, ქალებში ორსულობის პირველ ტრიმესტრში დულოქსეტინის გამოყენებისას (2,500 პაციენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 1,500 პაციენტი ევროკავშირში) თანდაყოლილი მანკების საერთო რისკი არ გაზრდილა. სპეციფიკური მანკების (როგორიცაა გულის თანდაყოლილი მანკები) ანალიზის შედეგები არადამაჯერებელია.

ევროკავშირში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ორსულობის გვიან პერიოდში (ორსულობის მე-20 კვირიდან მშობიარობამდე) დულოქსეტინის გამოყენებისას გაიზარდა ნაადრევი მშობიარობის რისკი (2-ჯერზე ნაკლები, დაახლოებით 6 დამატებითი ნაადრევი მშობიარობა ყოველ 100 ქალზე, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს ორსულობის გვიან პერიოდში) ძირითადად ორსულობის 35-დან 36 კვირამდე. აღნიშნული არ დაფიქსირებულა აშშ-ში ჩატარებულ კვლევაში.

აშშ-ში ჩატარებული დაკვირვებითი კვლევის მონაცემების მიხედვით ორსულობის ბოლო თვეში დულოქსეტინის გამოყენებისას გაიზარდა მშობიარობის შემდგომი სისხლდენის განვითარების რისკი (2-ჯერზე ნაკლები).

ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე სავარაუდოა, რომ SSRI-ების გამოყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის გვიან ეტაპზე, ზრდის ახალშობილთა პერსისტიული პულმონარული ჰიპერტენზიის (PPHN) განვითარების რისკს. მიუხედავად იმისა, რომ PPHN-სა და SNRI-ის გამოყენებას შორის კავშირი არ არის შესწავლილი, აღნიშნული პოტენციური რისკი არ შეიძლება გამოირიცხოს დულოქსეტინთან დაკავშირებით, მოქმედების შესაბამისი მექანიზმის გათვალისწინებით (სეროტონინის უკუმიტაცების დათრგუნვა).

სხვა სეროტონერგიული პრეპარატების მსგავსად, მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ახალშობილში მალევე დედის მიერ დულოქსეტინის გამოყენების შემთხვევაში. მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებული სიმპტომები, რომლებიც დაფიქსირდა დულოქსეტინის მიღებისას შეიძლება მოიცავდეს ჰიპოტენზიას, ტრემორს, ნერვიულ აშლილობას, კვების გაძნელებას, რესპირატორულ დისტრესსა და შეტევებს. შემთხვევების უმეტესობამ თავი იჩინა დაბადებისას ან დაბადებიდან რამდენიმე დღეში.

ორსულობის დროს დოქსეტინის მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს. აცნობეთ ექიმს, თუ მკურნალობის პერიოდში დაორსულდით ან გეგმავთ ორულობას.

ლაქტაცია

დულოქსეტინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, რაც დასტურდება ექვს მეძუძურ პაციენტზე ჩატარებული კვლევით, რომლებიც ძუძუთი არ კვებავდნენ შვილებს. ახალშობილის სადღეღამისო დოზა მგ/კგ-ში შეადგენდა დედის დოზის დაახლოებით 0.14%-ს (იხილეთ პუნქტი 5.2). ვინაიდან, ახალშობილებში დულოქსეტინის გამოყენების უსაფრთხოება უცნობია, რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვების დროს დოქსეტინის მიღება.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

არ არის შესწავლილი, თუ რა გავლენას ახდენს პრეპარატი სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. დოქსეტინმა შეიძლება გამოიწვიოს სედაციური ეფექტი ან თავბრუსხვევა. ასეთი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მოერიდეთ ავტომობილების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობას.

არასასურველი გვერდითი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

დულოქსეტინის მიღებისას პაციენტებში ყველაზე ხშირად დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები: გულისრევა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, ძილიანობა და თავბრუსხვევა. თუმცა, ხშირი გვერდითი რეაქციების უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, თავს იჩენს მკურნალობის საწყის ეტაპზე და ხშირ შემთხევვაში ქრება მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაშიც კი.

გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი მოცემულია ცხრილში

ცხრილ 1-ში მოცემულია სპონტანური შეტყობინებებიდან მიღებული და პლაცებოკონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი არასასურველი გვერდითი რეაქციები.

ცხრილი 1- გვერდითი რეაქციები

სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10, 000).

სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლებადობის მიხედვით.

ძალიან ხშირი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

უცნობი სიხშირის

ინფექციები და ინფესტაციები

ლარინგიტი

იმუნური სისტემის დარღვევები

ანაფილაქსიური

შოკი,

ჰიპერ

მგრძნობელობითი რეაქციები

ენდოკრინული დარღვევები

ჰიპოთირეოზი

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები

მადის დაქვეითება

ჰიპერგლიკემია (განსაკუთრებით დიაბეტიან პაციენტებში)

დეჰიდრატაცია, ჰიპონატრიემია,

SIADH 6

ფსიქიკური დარღვევები

უძილობა, აჟიტაცია, ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა,

ანორგაზმია,

უჩვეულო სიზმრები

სუიციდური აზრები 5,7

ძილის დარღვევა,

ბრუქსიზმი, დეზორიენტაცია,

აპათია

სუიციდური ქცევა 5,7

მანია,

ჰალუცინაციები,

აგრესია და სიბრაზე 4

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის

ტკივილი,

ძილიანობა

თავბრუსხვევა,

ლეთარგია,

ტრემორი,

პარესთეზია

მიოკლონური აკათიზია7

ნევროზულობა,

ყურადღების გაფანტვა,

დისგევზია, დისკინეზია

მოუსვენარი ფეხის სინდრომი, უხარისხო ძილი

სეროტონინის სინდრომი6

კონვულსია 1,

ფსიქომოტორული მოუსვენრობა6,

ექსტრაპირამიდული სიმპტომები 6

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის დაბინდვა

მიდრიაზი, მხედველობის დაქვეითება

გლაუკომა

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ

ტინიტუსი1

ვერტიგო, ყურის ტკივილი

დარღვევები გულის მხრივ

გულისცემის გახშირება

ტაქიკარდია,

სუპრავენტრიკულური არითმია, ძირითადად წინაგულების ფიბრილაცია

სტრესინდუცირებული კარდიომიოპათია

(ტაკოცუბოს კარდიომიოპათია)

სისხლძარღვებთან დაკავშირებული დარღვევები

არტერიული წნევის მომატება 3

სიწითლე

სინკოპე2, ჰიპერტენზია3,7,

ორთოსტატული ჰიპოტენზია2, პერიფერიული არტერიული დაავადება

ჰიპერტონული

კრიზი 3,6

რესპირატორული სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივი დარღვევები

მთქნარება

ყელში შებოჭვის გრძნობა,

ეპისტაქსისი

ფილტვის ინტერსტიციული დაავადება10,

ეოზინოფილური პნევმონია 6

გასტროინტესტინალური დარღვევები

გულისრევა,

პირის სიმშრალე

ყაბზობა, დიარეა,

ტკივილი მუცლის არეში

ღებინება,

დისპეფსია,

მეტეორიზმი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა7,

გასტროენტერიტი,

ბოყინი, გასტრიტი,

დისფაგია

სტომატიტი,

ჰემატოხეზია,

პირში არასასიამოვნო სუნი, მიკროსკოპული კოლიტი9

ჰეპატობილიარული დარღვევები

ჰეპატიტი 3

ღვიძლის ფერმენტების მომატება (ALT, AST, ტუტე ფოსფატაზა), ღვიძლის მწვავე დაზიანება

ღვიძლის უკმარისობა 6

სიყვითლე 6

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ჭარბი ოფლიანობა,

გამონაყარი

ღამით ოფლიანობა,

ჭინჭრის ციება,

კონტაქტური დერმატიტი, ცივი ოფლი,

ფოტომგრძნობელობის რეაქციები,

სისხლჩაქცევებისკენ მიდრეკილება

სტივენს-ჯონსონის სინდრომი6

ანგიო-ნევროზული შეშუპება6

კანის ვასკულიტი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ძვალ-კუნთოვანი ტკივილი,

კუნთების სპაზმი

კუნთების რიგიდულობა,

კუნთების კრუნჩხვა

ტრიზმი

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

დიზურია

პოლაკიურია

შარდის შეკავება, შარდვის გართულება

ნიქტურია, პოლიურია

მცირე რაოდენობით შარდვა

შარდის უჩვეულო სუნი

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ

ერექციის დარღვევები,

ეაკულაციის დარღვევები,

დაგვიანებული ეაკულაცია

ვაგინალური სისხლდენის დარღვევა,

მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, სექსუალური დისფუნქცია, სათესლე ჯირკვლების ტკივილი

მენოპაუზალური სიმპტომები, გალაქტორეა, ჰიპერპროლაქტინემია, მშობიარობის შემდგომი სისხლდენა 6

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

დაცემა8,

დაღლილობის შეგრძნება

ტკივილი გულმკერდის არეში7, უსიამოვნო შეგრძნება, სიცივის შეგრძნება, წყურვილი, შემცივნება, სისუსტე, სიცხის შეგრძნება, სიარულის დარღვევა

კვლევები

წონაში კლება

წონაში მატება, სისხლში კრეატინინფოსფოკინაზას დონის მომატება, სისხლში კალიუმის დონის მომატება.

სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება

კონვულსიებისა და ტინიტუსის შემთხვევები დაფიქსირდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც.

ორთოსტატული ჰიპოტენზიისა და სინკოპეს შემთხვევები დაფიქსირდა ძირითადად მკურნალობის საწყის ეტაპზე.

იხილეთ პუნქტი 4.4.

აგრესიისა და სიბრაზის შემთხვევები ძირითადად დაფიქსირდა მკურნალობის დასაწყისში ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევის შემთხვევები დაფიქსირდა დულოქსეტინით თერაპიის დროს ან მკურნალობის შეწყვეტიდან მალევე (იხ. პუნქტი 4.4).

პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში განვითარებული გვერდითი მოვლენების სავარაუდო სიხშირე; არ აღინიშნა პლაცებოკონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში.

სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება პლაცებოსგან.

დაცემა უფრო ხშირად აღინიშნა ხანდაზმულებში (≥65 წელი).

სავარაუდო სიხშირე ეფუძნება ყველა კლინიკური კვლევის მონაცემებს.

სავარაუდო სიხშირე პლაცებოკონტროლირებული კლინიკური კვლევების საფუძველზე.

ცალკეული გვერდითი მოვლენების აღწერა

დულოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტისას ხშირად ვლინდება სხვადასხვა სიმპტომები, განსაკუთრებით, როდესაც მკურნალობის შეწყვეტა ხდება უცებ და ერთბაშად. ყველაზე ხშირად დაფიქსირდა შემდეგი სიმპტომები: თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (მათ შორის პარესთეზია და ელექტროშოკის შეგრძნებები, განსაკუთრებით თავის არეში), ძილის დარღვევები (მათ შორის უძილობა და მძაფრი სიზმრები), დაღლილობა, ძილიანობა, აჟიტაცია ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, ტრემორი, თავის ტკივილი, მიალგია, გაღიზიანებადობა, დიარეა, ჰიპერჰიდროზი და ვერტიგო.

როგორც წესი, SSRI-ებისა და SNRI-ების გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნული მოვლენები მსუბუქი ან საშუალო ხასიათისაა და თვითლიმიტირებულია, თუმცა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება მძიმე და/ან გახანგრძლივებული ფორმით გამოვლინდეს. შესაბამისად, დულოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტისას დოზა თანდათან უნდა შემცირდეს (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4).

დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილის მქონე პაციენტებში დულოქსეტინის გამოყენების სამი კლინიკური კვლევის 12-კვირიანი მწვავე ფაზის განმავლობაში, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, აღინიშნებოდა უზმოზე სისხლში გლუკოზის დონის მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა. HbA1c სტაბილური იყო როგორც დულოქსეტინის, ასევე პლაცებოს ჯგუფში. აღნიშნული კვლევების გახანგრძლივებულ ეტაპზე, რომელიც 52 კვირის განმავლობაში გაგრძელდა, დაფიქსირდა HbA1c დონის მატება როგორც დულოქსეტინის ჯგუფში, ასევე პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ სტანდარტულ მკურნალობას, თუმცა დულოქსეტინის ჯგუფში საშუალო ზრდა 0.3%-ით მეტი იყო. ასევე, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, დაფიქსირდა უზმოზე სისხლში გლუკოზისა და საერთო ქოლესტერინის დონეების უმნიშვნელო მატება, ხოლო პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ სტანდარტულ მკურნალობას, აღნიშნული ლაბორატორიული მაჩვენებლები უმნიშვნელოდ შემცირდა.

QTc ინტერვალი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, არ განსხვავდებოდა იმ პაციენტების QTc ინტერვალისგან, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები QT, PR, QRS ან QTcB ინტერვალების ხანგრძლივობის კუთხით ორ ჯგუფს შორის.

პედიატრიული პოპულაცია

კლინიკური კვლევების ფარგლებში 7-დან 17 წლამდე ასაკის 509 პედიატრიული პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა მძიმე დეპრესიული აშლილობა, და 7-დან 17 წლამდე ასაკის 241 პედიატრიული პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, მკურნალობდა დულოქსეტინით. ზოგადად, დულოქსეტინის გამოყენებისას გვერდითი რეაქციების პროფილი ბავშვებსა და მოზარდებში მსგავსი იყო მოზრდილებში გამოვლენილი პროფილისა.

467 პედიატრიულ პაციენტში, რომელიც იღებდა დულოქსეტინს, დაფიქსირდა წონის კლება საშუალოდ 0,1 კგ-ით მკურნალობის დაწყებიდან 10 კვირის შემდეგ, ხოლო 353 პაციენტში, რომლებიც იღებდა პლაცებოს, აღინიშნა სხეულის წონის ზრდა საშუალოდ 0,9 კგ-ით. შემდგომში, კვლევების გახანგრძლივებულ ეტაპზე, რომელიც ოთხი-ექვსი თვე გაგრძელდა, პაციენტები, ზოგადად, უბრუნდებოდნენ წონის საწყის მაჩვენებელს, იმავე ასაკისა და სქესის პოპულაციის მონაცემების გათვალისწინებით.

9 თვემდე ხანგრძლივობის კვლევების მონაცემების მიხედვით, პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, ზოგადად დაფიქსირდა სიმაღლის შემცირება საშუალოდ 1%- ით (7-11 წლამდე ასაკის ბავშვებში 2%-ით შემცირება და 12-17 წლის მოზარდებში 0,3%-ით მატება) (იხ. პუნქტი 4.4).

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

ფარმაცევტული პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია ფარმაცევტული პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ დანართ V-ში მითითებული ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.

დოზის გადაჭარბება

დაფიქსირებულია დულოქსეტინის ჭარბი დოზირების შემთხვევები 5400 მგ დოზით ცალკე ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. დაფიქსირდა ლეტალური შემთხვევები, ძირითადად დულოქსეტინის დოზის გადაჭარბებისას სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, თუმცა აგრეთვე მხოლოდ დულოქსეტინის დაახლოებით 1000მგ დოზით მიღებისას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (დულოქსეტინის ცალკე მიღებისას ან სხვა პრეპარატებთან ერთად) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, კომა, სეროტონინის სინდრომი, კრუნჩხვები, ღებინება და ტაქიკარდია.

დულოქსეტინის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, თუმცა სეროტონინის სინდრომის შემთხვევაში მიზანშეწონილია სპეციფიკური მკურნალობა (ციპროჰეპტადინი და/ან ტემპერატურის კონტროლი). აუცილებელია სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა. რეკომენდებულია გულისა და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი, შესაბამისი სიმპტომატური და დამხმარე ზომების მიღებასთან ერთად. კუჭის ამორეცხვა შეიძლება ნაჩვენები იყოს პრეპარატის მიღებიდან მალევე ან სიმპტომურ პაციენტებში. აქტივირებული ნახშირი შეიძლება სასარგებლო იყოს დულოქსეტინის შეწოვის შესამცირებლად. დულოქსეტინის განაწილების მოცულობა მაღალია, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფორსირებული დიურეზი, ჰემოპერფუზია და გაცვლითი პერფუზია ეფექტური იყოს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ანტიდეპრესანტები. ათქ კოდი: N06AX21.

მოქმედების მექანიზმი

დულოქსეტინი არის სეროტონინის (5-HT) და ნორეპინეფრინის (NA) უკუმიტაცების კომბინირებული ინჰიბიტორი, სუსტად აინჰიბირებს დოპამინის უკუმიტაცებას, მას არ ახასიათებს მნიშვნელოვანი აფინურობა ჰისტამინერგული, დოპამინერგული, ქოლინერგული და ადრენერგული რეცეპტორების მიმართ. დულოქსეტინი დოზადამოკიდებულად ზრდის სეროტონინისა და ნორეპინეფრინის გარეუჯრედოვან დონეებს ცხოველის ტვინის სხვადასხვა უბანში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

დულოქსეტინი ანორმალიზებს ნეიროპათიული და ანთებითი ტკივილის ზღვარს ცალკეულ პრეკლინიკურ მოდელში და ამსუბუქებს ტკივილის ხასიათს მუდმივი ტკივილის შემთხვევაში. დულოქსეტინის ტკივილის მაინჰიბირებელი მოქმედება განპირობებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში დაღმავალი მაინჰიბირებელი გზების ფუნქციის გაძლიერებით.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

მძიმე დეპრესიული აშლილობა: დულოქსეტინი შესწავლილ იქნა კლინიკურ პროგრამაში, რომელშიც ჩართული იყო 3,158 პაციენტი (1,285 პაციენტი-წელი), რომელიც აკმაყოფილებდა მძიმე დეპრესიის DSM-IV კრიტერიუმებს. დულოქსეტინის ეფექტურობა, რეკომენდებული დოზით 60 მგ დღეში ერთხელ გამოყენებისას, გამოვლინდა სამიდან სამ რანდომიზებულ, ორმაგ- ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად, მწვავე ფაზის, ფიქსირებული დოზის კვლევაში, რომელიც ჩატარდა მძიმე დეპრესიული აშლილობის მქონე ზრდასრულ ამბულატორიულ პაციენტებში. საერთო ჯამში, დულოქსეტინის ეფექტურობა, 60-120 მგ დღიური დოზებით გამოყენებისას, გამოვლინდა სულ შვიდიდან ხუთ რანდომიზებულ, ორმაგ- ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად, მწვავე ფაზის, ფიქსირებული დოზის კვლევაში, რომელიც ჩატარდა მძიმე დეპრესიული აშლილობის მქონე ზრდასრულ ამბულატორიულ პაციენტებში.

დულოქსეტინთან დაკავშირებით აღინიშნა სტატისტიკური უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით, რაც განისაზღვრა 17-პუნქტიანი დეპრესიის შეფასების ჰამილტონის სკალის (HAM-D) საერთო ქულის გაუმჯობესებით (მათ შორის დეპრესიის როგორც ემოციური, ასევე სომატური სიმპტომები). რეაგირებისა და რემისიის სიხშირე ასევე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალი იყო დულოქსეტინის შემთხვევაში პლაცებოსთან შედარებით. მნიშვნელოვან კლინიკურ კვლევებში ჩართულ პაციენტთა მხოლოდ მცირე ნაწილს აღენიშნა მძიმე დეპრესია (საბაზისო დონე HAM-D >25).

რეციდივის პრევენციის კვლევის ფარგლებში პაციენტები, რომლებიც რეაგირებდნენ დღიური 60 მგ დულოქსეტინით 12-კვირიან ინტენსიურ მკურნალობაზე, ღებულობდნენ დულოქსეტინს დოზით 60 მგ დღეში ერთხელ ან პლაცებოს შემდგომი 6 თვის განმავლობაში. დღეში ერთხელ 60 მგ დულოქსეტინის მიღებისას აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით (p=0.004) შედეგების შეფასების პირველადი კრიტერიუმის - დეპრესიის რეციდივის პრევენციის მიხედვით (რეციდივის განვითარებამდე დროის მაჩვენებლის შეფასება). რეციდივის სიხშირემ 6-თვიან, ორმაგ- ბრმა კვლევის შემდგომი დაკვირვების პერიოდში შეადგინა 17% და 29% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს და პლაცებოს, შესაბამისად.

52-კვირიან პლაცებო-კონტროლირებად, ორმაგ-ბრმა კვლევაში, პაციენტებს მორეციდივე მძიმე დეპრესიული აშლილობით, რომლებიც ღებულობდნენ დულოქსეტინს, ჰქონდათ რემისიის მნიშვნელოვნად უფრო გრძელი პერიოდი (p<0,001) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. ყველა პაციენტი დაექვემდებარა მკურნალობას წინა ღია კვლევის დროს (28-დან 34 კვირამდე), რომლის ფარგლებშიც გამოიყენებოდა დულოქსეტინი დოზით 60 მგ- 120 მგ დღეში. 52-კვირიან პლაცებო-კონტროლირებად, ორმაგ-ბრმა კვლევაში, იმ პაციენტთა 14.4%-ში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს და იმ პაციენტთა 33.1%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, დეპრესიის სიმპტომებმა კვლავ იჩინა თავი (p<0.001).

დეპრესიის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში (≥65 წელი) დულოქსეტინის (60 მგ ერთხელ დღე-ღამეში) გამოყენების ეფექტურობა შეფასდა სპეციალურ კვლევაში, რომელმაც გამოავლინა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა HAMD17 ქულის შემცირების მხრივ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. ხანდაზმულ პაციენტებში დულოქსეტინის (60მგ დღეში ერთხელ) ამტანობა შედარებადი იყო უფრო ახალგაზრდა ზრდასული პაციენტების მაჩვენებლებთან. თუმცა, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის მაქსიმალური დოზით (120მგ დღე-ღამეში) გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია და, შესაბამისად, რეკომენდებულია სათანადო სიფრთხილის გამოჩენა ამ ჯგუფის პაციენტებთან დაკავშირებით.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: დულოქსეტინთან დაკავშირებით აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით ხუთიდან ხუთ კვლევაში, აქედან ოთხ რანდომიზებულ, ორმაგ- ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად მწვავე ფაზის კვლევასა და რეციდივის პრევენციის კვლევაში, რომლებიც ჩატარდა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ზრდასრულ პაციენტებში.

დულოქსეტინთან დაკავშირებით აღინიშნა სტატისტიკური უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით, რაც განისაზღვრა ჰამილტონის შფოთვის სკალის (HAM-D) საერთო ქულისა და შიჰანის შეზღუდული შესაძლებლობების სკალის (SDS) გლობალური ფუნქციური დარღვევის ქულის გაუმჯობესებით. რეაგირებისა და რემისიის სიხშირე ასევე მაღალი იყო დულოქსეტინის შემთხვევაში, პლაცებოსთან შედარებით. დულოქსეტინმა გამოავლინა მნიშვნელოვნად ეფექტური შედეგები ვენლაფაქსინთან შედარებით HAM-A-ს საერთო ქულის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

რეციდივის პრევენციის კვლევის ფარგლებში პაციენტები, რომლებიც რეაგირებდნენ დულოქსეტინით 6-თვიან მწვავე ფაზის მკურნალობაზე, ღებულობდნენ დულოქსეტინს ან პლაცებოს შემდგომი 6 თვის განმავლობაში. დღეში ერთხელ 60მგ-120მგ დულოქსეტინის მიღებისას აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით (p<0.001) რეციდივის პრევენციის თვალსაზრისით, რაც განისაზღვრება პერიოდულად რეციდივთან მიმართებაში. რეციდივის სიხშირემ 6-თვიან, ორმაგ- ბრმა კვლევის შემდგომი დაკვირვების პერიოდში შეადგინა 14% და 42% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს და პლაცებოს, შესაბამისად.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში (>65 წელი) დულოქსეტინის დოზით 30-120მგ დღეში ერთხელ (მოქნილი დოზა) გამოყენების ეფექტურობა შეფასდა კვლევაში, რომელმაც გამოავლინა HAMA-ს საერთო ქულის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დულოქსეტინის (30-120 მგ დღეში ერთხელ) გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება მსგავსი იყო უფრო ახალგაზრდა ზრდასული პაციენტების მაჩვენებლებთან. თუმცა, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის მაქსიმალური დოზით (120მგ დღე-ღამეში) გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია და, შესაბამისად, რეკომენდებულია სათანადო სიფრთხილის გამოჩენა ამ ჯგუფის პაციენტებთან დაკავშირებით.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი: დულოქსეტინის, როგორც დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილის სამკურნალო საშუალების, გამოყენების ეფექტურობა დადგინდა 2 რანდომიზებულ, 12-კვირიან, ორმაგ- ბრმა, პლაცებო- კონტროლირებად, ფიქსირებული დოზის კვლევაში, რომელიც ჩატარდა მოზრდილებში (22-დან 88 წლამდე ასაკის), რომლებსაც აღენიშნებოდათ დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილი მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. პაციენტები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ მძიმე დეპრესიული აშლილობის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს, მოიხსნენ ამ კვლევებიდან. შედეგების შეფასების პირველადი კრიტერიუმი იყო ტკივილის მაჩვენებლის საშუალო ყოველკვირეული მნიშვნელობა 24 საათის განმავლობაში პაციენტთა დღიურების მონაცემების თანახმად, რომლებიც ფასდებოდა ლიკერტის 11-ქულიანი სკალით.

ორივე კვლევის ფარგლებში დულოქსეტინის გამოყენებამ დოზებით 60 მგ დღეში ერთხელ და 60 მგ დღეში ორჯერ მნიშვნელოვნად შეამცირა ტკივილი პლაცებოსთან შედარებით. ზოგიერთ პაციენტში ეფექტი დაფიქსირდა მკურნალობის პირველ კვირაში. გაუმჯობესების საშუალო მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა პაციენტთა ორ ჯგუფში. ტკივილის მაჩვენებელი შემცირდა მინიმუმ 30%-ით იმ პაციენტთა დაახლოებით 65%-ში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, და იმ პაციენტთა 40%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. ტკივილის მაჩვენებელი შემცირდა მინიმუმ 50%-ით პაციენტთა 50%-ში დულოქსეტინის გამოყენებისას და პაციენტთა 26%-ში პლაცებოს გამოყენებისას. კლინიკური რეაგირების მაჩვენებლები (ტკივილის შემცირება 50% ან მეტით) გაანალიზდა მკურნალობის დროს პაციენტებში ძილიანობის აღნიშვნის გათვალისწინებით. პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ ძილიანობა, კლინიკური რეაქცია გამოვლინდა იმ პაციენტების 47%-ში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს და იმ პაციენტების 27%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. პაციენტებს შორის, რომლებშიც დაფიქსირდა ძილიანობა, კლინიკური რეაქცია აღინიშნა შემთხვევათა 60%-ში დულოქსეტინის გამოყენებისას და შემთხვევათა 30%-ში პლაცებოს გამოყენებისას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნათ ტკივილის მაჩვენებლის შემცირება 30%-ით მკურნალობის დაწყებიდან 60 დღის განმავლობაში, შემდგომი მკურნალობისას მიღწეული იქნება ასეთი დონის ეფექტი.

ღია, ხანგრძლივ, არაკონტროლირებად კვლევაში, ტკივილის შემცირება პაციენტებში, რომლებიც რეაგირებდნენ 8-კვირიან მკურნალობაზე (დულოქსეტინით 60 მგ დღეში ერთხელ), ეფექტი შენარჩუნდა მომდევნო 6 თვის განმავლობაში, რაც განისაზღვრა ტკივილის საშუალო მაჩვენებლის შეფასებისას 24 საათის განმავლობაში ტკივილის მოკლე აღწერილობის (BPI) მიხედვით.

პედიატრიული პოპულაცია

დულოქსეტინის გამოყენების კვლევები 7 წლამდე ასაკის პაციენტებში არ ჩატარებულა. ორი რანდომიზებული, ორმაგად- ბრმა, პარალელური კლინიკური კვლევა ჩატარდა 7-დან 17 წლამდე ასაკის 800 პედიატრიულ პაციენტში, რომელსაც აღენიშნებოდა მძიმე დეპრესიული აშლილობა (იხ. პუნქტი 4.2). ამ ორი კვლევის ფარგლებში პაციენტები 10 კვირის განმავლობაში იღებდნენ პლაცებოს და კომპარატორ პრეპარატს (ფლუოქსეტინი), რომელსაც მოჰყვა აქტიური კონტროლირებადი გახანგრძლივებული მკურნალობის ექვსთვიანი პერიოდი. არც დულოქსეტინი (30-120 მგ) და არც კომპარატორი პრეპარატი (20-40მგ ფლუოქსეტინი) სტატისტიკურად არ იქნა განცალკევებული პლაცებოსგან CDRS-R სკალის საერთო ქულის ცვლილების თვალსაზრისით. გვერდითი მოვლენების განვითარებით გამოწვეული მკურნალობის შეწყვეტის სიხშირე უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დულოქსეტინს, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფლუოქსეტინს, ძირითადად გულისრევის გამო. 10-კვირიანი, მწვავე ფაზის მკურნალობის პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა სუიციდური ქცევები (დულოქსეტინი 0/333 [0%], ფლუოქსეტინი 2/225 [0,9%], პლაცებო 1/220 [0,5%). მთელი 36-კვირიანი კვლევის განმავლობაში, 333 პაციენტიდან 6-ს, რომლებიც საწყის ეტაპზე იღებდნენ დულოქსეტინს და 225 პაციენტიდან 3-ს, რომლებიც საწყის ეტაპზე იღებდნენ ფლუოქსეტინს, აღენიშნა სუიციდური ქცევა (გამოვლენილი შემთხვევების სიხშირე - 0.039 შემთხვევა ყოველ პაციენტზე წელიწადში დულოქსეტინის მიღებისას და 0.026 - ფლუოქსეტინის მიღებისას). გარდა ამისა, ერთ პაციენტს, რომელიც გადავიდა პლაცებოდან დულოქსეტინზე, აღენიშნა სუიციდური ქცევა დულოქსეტინის მიღებისას.

რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა 7- 17 წლის ასაკის 272 პაციენტში, რომელსაც აღენიშნებოდა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა. კვლევა ითვალისწინებდა 10-კვირიან, პლაცებო-კონტროლირებად, მწვავე ფაზას, რომელსაც მოჰყვა 18-კვირიანი გახანგრძლივებული მკურნალობის პერიოდი. ამ კვლევაში გამოიყენებოდა დოზირების მოქნილი რეჟიმი, რაც იძლეოდა დოზის ნელნელა გაზრდის შესაძლებლობას დღეში ერთხელ 30 მგ-დან უფრო დიდ დოზამდე (მაქსიმუმ 120 მგ დღეში ერთხელ). დულოქსეტინით მკურნალობისას აღინიშნა GAD სიმპტომების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც განისაზღვრა GAD-ის PARS ქულით (საშუალო სხვაობა დულოქსეტინსა და პლაცებოს შორის 2.7 ქულა [95% CI 1.3-4.0]), მკურნალობის 10 კვირის შემდეგ. ეფექტის შენარჩუნება არ შეფასებულა. გვერდითი მოვლენებით გამოწვეული მკურნალობის შეწყვეტის სიხშირის თვალსაზრისით სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ჯგუფებს შორის კვლევის 10 კვირიანი მწვავე მკურნალობის ფაზაში არ გამოვლენილა. მწვავე ფაზის შემდეგ პლაცებოდან დულოქსეტინზე გადაყვანილ ორ პაციენტს აღენიშნა სუიციდური ქცევები დულოქსეტინის მიღებისას კვლევის გაგრძელების ეტაპის განმავლობაში. ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში სარგებელი/რისკის საბოლოო თანაფარდობა დადგენილი არ არის (იხილეთ აგრეთვე პუნქტები 4.2 და 4.8).

ერთი კვლევა ჩატარდა იუვენილური პირველადი ფიბრომიალგიის სინდრომის (JPFS) მქონე პედიატრიულ პაციენტებში, რომლის ფარგლებშიც დულოქსეტინის ჯგუფი პლაცებოს ჯგუფისგან არ იყო გამოყოფილი შედეგების შეფასების პირველადი კრიტერიუმის მიხედვით. შესაბამისად, პაციენტთა ამ კატეგორიაში სამკურნალო საშუალების გამოყენების ეფექტურობის მტკიცებულებები არ არსებობს. რანდომიზებული, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი, პარალელური კვლევა ჩატარდა 13- 18 წლის ასაკის 184 მოზარდში (საშუალო ასაკი 15.53 წელი), რომელსაც აღენიშნებოდა JPFS. კვლევა მოიცავდა 13-კვირიან ორმაგ- ბრმა პერიოდს, რომლის დროსაც პაციენტები იღებდნენ დულოქსეტინს დოზით 30მგ/60მგ ან პლაცებოს ყოველდღიურად. დულოქსეტინის ეფექტურობა ტკივილის შემცირებასთან მიმართებაში შედარებადი იყო პლაცებოს ეფექტურობასთან შედეგების შეფასების პირველადი კრიტერიუმის მიხედვით (BPI): ტკივილის მაჩვენებლების ცვლილებებმა საწყის მნიშვნელობებთან შედარებით უმცირესი კვადრატების (LS) მეთოდის გამოყენებისას თერაპიის 13 კვირის შემდეგ საშუალოდ შეადგინა -0.97 პლაცებოს ჯგუფში და - 1.62 დულოქსეტინის 30/60 მგ ჯგუფში (p = 0,052). ამ კვლევაში მიღებული მონაცემები სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ შეესაბამებოდა დულოქსეტინის უსაფრთხოების ცნობილ პროფილს.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) მოხსნა პედიატრიული ასაკის მოსახლეობის ყველა ქვეჯგუფში დულოქსეტინის კვლევის შედეგების წარდგენის მოთხოვნა მძიმე დეპრესიული აშლილობის, დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილისა და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის თერაპიისას. პედიატრიულ პოპულაციაში გამოყენებისთვის იხილეთ პუნქტი 4.2.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

დულოქსეტინი გამოიყენება ერთი ენანტიომერის სახით. დულოქსეტინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ოქსიდაციური ფერმენტებით (CYP1A2 და პოლიმორფული CYP2D6), საბოლოო ეტაპს წარმოადგენს კონიუგაცია. დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებისთვის დამახასიათებელია მნიშვნელოვანი ინდივიდთაშორისი ვარიაბელობა (ჩვეულებრივ 50-60%), რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა სქესი, ასაკი, მოწევა და მეტაბოლური სტატუსი CYP2D6-სთან მიმართებაში.

აბსორბცია

დულოქსეტინი კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ, Cmax მიიღწევა მიღებიდან 6 საათში. დულოქსეტინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღებისას ვარირებს 32%-დან 80%-მდე ფარგლებში (საშუალოდ 50%). საკვების მიღება ახანგრძლივებს პიკური კონცენტრაციის მიღწევას 6-დან 10 საათამდე და უმნიშვნელოდ ამცირებს აბსორბციის ხარისხს (დაახლოებით 11%-ით). ამ ცვლილებებს რაიმე კლინიკური მნიშვნელობა არა აქვს.

განაწილება

დულოქსეტინი დაახლოებით 96%-ით უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს. დულოქსეტინი უკავშირდება როგორც ალბუმინს, ასევე მჟავე ალფა-1-გლიკოპროტეინს. ცილებთან შეკავშირებაზე გავლენას არ ახდენს თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

ბიოტრანსფორმაცია

დულოქსეტინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება და მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდის მეშვეობით. ორივე ციტოქრომი P450-2D6 და 1A2 უზრუნველყოფს ორი ძირითადი მეტაბოლიტის - 4-ჰიდროქსიდულოქსეტინის გლუკურონიდის კონიუგატი და 5-ჰიდროქსი, 6-მეთოქსიდულოქსეტინის სულფატური კონიუგატი - წარმოქმნის კატალიზებას. in vitro კვლევების საფუძველზე, დულოქსეტინის მოცირკულირე მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურად ითვლება. დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკა იმ პაციენტებში, რომლებიც არიან CYP2D6-ის სუსტი მეტაბოლიზატორები, კონკრეტულად არ არის შესწავლილი. შეზღუდული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნულ პაციენტებში პლაზმაში დულოქსეტინის შემცველობის დონე მაღალია.

ელიმინაცია

დულოქსეტინის ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 8-დან 17 საათამდე (საშუალოდ 12 საათი). ინტრავენური დოზის შეყვანის შემდეგ, დულოქსეტინის პლაზმური კლირენსი შეადგენს 22-46 ლ/სთ-ს (საშუალოდ 36 ლ/სთ). პერორალური დოზის მიღების შემდეგ, დულოქსეტინის აშკარა პლაზმური კლირენსი შეადგენს 33-261 ლ/სთ-ს (საშუალოდ 101 ლ/სთ).

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

სქესი: გამოვლენილია ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების თვალსაზრისით განსხვავებები მამაკაცებსა და ქალებს შორის (აშკარა პლაზმური კლირენსი ქალებში დაახლოებით 50%-ით დაბალია). ვინაიდან დულოქსეტინის კლირენსის მნიშვნელობების დიაპაზონი მამაკაცებსა და ქალებში ემთხვევა ერთმანეთს, სქესთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული განსხვავებები არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს ქალებში სამკურნალო საშუალების უფრო დაბალი დოზებით გამოყენებისთვის.

ასაკი: ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების თვალსაზრისით განსხვავებები აღინიშნა ახალგაზრდა და ხანდაზმულ ქალებს შორის (≥65 წელი) (AUC იზრდება დაახლოებით 25%-ით და ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება დაახლოებით 25%-ით ხანდაზმულებში), თუმცა ამ ცვლილებების გამოხატულების ხარისხი არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დოზის კორექტირებისთვის. ზოგადი რეკომენდაციის სახით, აუცილებელია სათანადო სიფრთხილის გამოჩენა ხანდაზმულებში პრეპარატის გამოყენებისას (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: დიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმელების დაავადების ტერმინალური სტადია (ESRD), დულოქსეტინის Cmax და AUC მნიშვნელობები 2-ჯერ აღემატებოდა ჯანმრთელი სუბიექტებში დაფიქსირებულ მნიშვნელობებს. დულოქსეტინთან დაკავშირებით ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეზღუდულია თირკმლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევის შემთხვევაში (Child-Pugh კლასი B) აღინიშნა ცვლილებები დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკაში. ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით, დულოქსეტინის აშკარა პლაზმური კლირენსი 79%-ით დაბალი იყო, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი 2.3-ჯერ ხანგრძლივი იყო, ხოლო AUC-ის მნიშვნელობა - 3.7-ჯერ მაღალი ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში. დულოქსეტინისა და მისი მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში.

მეძუძური დედები: დულოქსეტინის განაწილების კვლევა ჩატარდა 6 მეძუძურ ქალში პოსტნატალურ პერიოდში (სულ მცირე 12 კვირის შემდეგ). დულოქსეტინი გამოიყოფა დედის რძეში, ხოლო წონასწორული კონცენტრაცია დედის რძეში შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის დაახლოებით 1/4-ს. დულოქსეტინის შემცველობა დედის რძეში შეადგენს დაახლოებით 7 მკგ/დღეში, 40მგ დღეში ორჯერ მიღებისას. ლაქტაციის პერიოდი არ ახდენს გავლენას დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკაზე.

პედიატრიული პოპულაცია: დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკა 7- 17 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ მძიმე დეპრესიული აშლილობა, პერორალურად 20-120 მგ დღეში ერთხელ მიღებისას, შეფასდა 3 კვლევიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, პოპულაციის მოდელირების ანალიზის გამოყენებით. აღნიშნული მოდელით განპირობებული დულოქსეტინის მდგრადი პლაზმური კონცენტრაცია პედიატრიული ასაკის პაციენტებში ძირითადად იყო მოზრდილ პაციენტებში დაფიქსირებული კონცენტრაციის დიაპაზონის ფარგლებში.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

დულოქსეტინი არ იყო გენოტოქსიური სტანდარტულ გამოცდაში და არ იყო კარცინოგენული ვირთხებში. ვირთხებში კანცეროგენურობის კვლევის ფარგლებში, მრავალბირთვიანი უჯრედები დაფიქსირდა ღვიძლში სხვა ჰისტოპათოლოგიური ცვლილებების გარეშე. გამომწვევი მექანიზმი და კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. მდედრ თაგვებში, რომლებსაც აძლევდნენ დულოქსეტინს 2 წლის განმავლობაში, ჰეპატოცელულარული ადენომისა და კარცინომის განვითარების სიხშირე გაიზარდა მხოლოდ დიდი დოზის გამოყენებისას (144მგ/კგ/დღე-ღამეში), თუმცა ეს მეორადად მიიჩნიეს ღვიძლის მიკროსომური ფერმენტების ინდუქციის გამო. ადამიანისთვის ამ მონაცემების მნიშვნელობა უცნობია. მდედრ ვირთხებში, რომლებსაც აძლევდნენ დულოქსეტინს (45 მგ/კგ/დღეში) შეწყვილებამდე და შეწყვილებისას და ორსულობის საწყის პერიოდში, დაფიქსირდა საკვების მოხმარებისა და სხეულის წონის შემცირება, მენსტრუალური დარღვევები, ცოცხლად დაბადებულთა და ნაშიერის გადარჩენის მაჩვენებლების შემცირება, აგრეთვე ნაშიერის ზრდის შეფერხება სისტემური ექსპოზიციის დონეზე, რომელიც მაქსიმალური კლინიკური ექსპოზიციის დონის მსგავსია (AUC). კურდღლის ემბრიოტოქსიურობის კვლევაში, გულ-სისხლძარღვთა და ჩონჩხის მალფორმაციების მაღალი სიხშირე აღინიშნა სისტემური ექსპოზიციის დონეზე, რომელიც დაბალი იყო მაქსიმალურ კლინიკურ ზემოქმედებაზე (AUC). მალფორმაციები არ აღინიშნა სხვა კვლევაში, რომლის ფარგლებშიც შემოწმდა დულოქსეტინის სხვა მარილის უფრო დიდი დოზები. ვირთხებში ჩატარებულ პრენატალურ/პოსტნალურ ტოქსიკურობის კვლევებში დულოქსეტინმა ნაშიერში გამოიწვია არასასურველი ქცევითი ეფექტები, მაქსიმალურ კლინიკურ ექსპოზიციაზე ნაკლები ექსპოზიციით (AUC).

სქესობრივად მოუმწიფებელ ვირთხებში გამოვლინდა გარდამავალი ნეიროქცევითი გავლენა, ისევე როგორც წონაში მნიშვნელოვანი კლება და საკვების მოხმარების შემცირება; ღვიძლის ფერმენტის ინდუქცია; ჰეპათოცელულარული ვაკუოლიზაცია დოზით 45მგ/კგ/დღე. სქესობრივად მოუმწიფებელ ვირთხებში დულოქსეტინის საერთო ტოქსიკურობის პროფილი მომწიფებული ვირთხების პროფილის მსგავსი იყო. არა-გვერდით ეფექტის გამომწვევ დონედ განისაზღვრა 20მგ/კგ/დღე-ღამეში.

ფარმაცევტული მონაცემები

შემავსებლების ჩამონათვალი

კაფსულის შიგთავსი: ჰიპრომელოზა, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთაკრილის მჟავა - ეთილაკრილატის კოპოლიმერი (1:1) დისპერსია 30%, ტრიეთილციტრატი, შაქრის ბურთულები, ცისტეინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგოკარმინი (E132)

ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგოკარმინი (E132), რკინის ოქსიდი, ყვითელი (E172), საბეჭდი მელანი (რკინის ოქსიდი, შავი (E-172), კალიუმის ჰიდროქსიდი და Shellac)

შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ვარგისიანობის ვადა

PVC-PVDC/Alu ბლისტერი: 24თვე.

შენახვის განსაკუთრებული პირობები

PVC-PVDC/Alu ბლისტერი: შეინახეთ არაუმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისა და ნესტისგან დასაცავად.

შეფუთვა

დოქსეტინი ხელმისაწვდომია:

PVC/PVDC/Alu ბლისტერებში: 28 გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

ნარჩენების განკარგვა

არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს „ნიუ ფარმა“

საქართველო, თბილისი, 0119, ი.ევდოშვილის ქ.#18

სავაჭრო ლიცენზიის ნომერი:/

პირველი რეგისტრაციის/ რეგისტრაციის განახლების თარიღი: /

ტექსტის გადახედვის თარიღი: 2025 წლის ნოემბერი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა