პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები

დოპროკინი

Doprokin

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

დოპროკინი გამოიყენება ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლდ, როგორებიცაა ღებინება და გულისრევა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დომპერიდონი (domperidone)
ფორმა და შეფუთვა
10მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი; WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, პროპულსივები
ATC კოდი
A03FA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-040666
რეგისტრირებულია
4 აპრილი 2024, მოქმედებს 4 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადოპროკინი და სხვა წამალი ერთად

დოპროკინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დოპროკინი გამოიყენება ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლდ, როგორებიცაა ღებინება და გულისრევა.

მიღების წესი და დოზირება

დოპროკინის გამოყენება უნდა მოხდეს მინიმალური ეფექტური დოზით დროის მაქსიმალურად მოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭირო იქნება ღებინებისა და გულისრევის კონტროლისთვის.

დოპროკინის მიღება რეკომენდებულია შიგნით ჭამის წინ; ჭამის შემდეგ მიღებისას პრეპარატის შეწოვის სიჩქარე იკლებს.

დოპროკინის მიღება უნდა მოხდეს დადგენილ დროს; მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, არ მიიღოთ იგი, დაელოდეთ შემდეგი დოზის მიღებას და მიიღეთ განრიგის მიხედვით. გამოტოვებული მიღების საკომპენსაციოდ ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

როგორც წესი, პრეპარატით მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 1 კვირას არ უნდა აღემატებოდეს.

მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები სხეულის წონით 35 კგ და მეტი

1 ტაბლეტი (10 მგ დომპერიდონი) 1-3-ჯერ დღეში, სამკურნალო საშუალების მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 30 მგ შეადგენს.

12 წლამდე ასაკის ბავშვები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები 35 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით

პაციენტების ამ კატეგორიაში დომპერიდონის გამოყენების ეფექტურობა დადგენილი არ არის.

60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები

60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებმა დოპროკინის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

დოპროკინის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით ან სიმძიმის საშუალო ხარისხის უკმარისობით; პაციენტებში სიმძიმის მსუბუქი ხარისხის ღვიძლის უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პაციენტები თირკმლის უკმარისობით

დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით იზრდება, ამიტომ სამკურნალო საშუალების მრავარჯერადი გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის უკმარისობით მიღებათა სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 1-2-ჯერ დღეში (სიმძიმის ხარისხის მიხედვით), ასევე შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება. საჭიროა თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ჰიპოფიზის პროლაქტინ-სეკრეტირებადი სიმსივნე (პროლაქტინომა);

მდგომარეობები, როდესაც კუჭის მოტორიკის გაძლიერებას შეიძლება ჰქონდეს სიცოცხლისათვის საშიში შედეგები, მაგალითად სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, მექანიკური ობსტრუქცია ან პერფორაცია;

ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის საშუალო ხარისხის სიმძიმის უკმარისობა;

გულის გამტარობის დარღვევები, QTc ინტერვალის გახანგრძლივების, ელექტროლიზური ბალანსის მნიშვნელოვანი დარღვევების ან გულის დაავადებების ჩათვლით, როგორებიც არის გულის შეგუბებითი უკმარისობა;

კომბინირება QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ სამკურნალო საშუალებებთან, აპომორფინის გარდა;

CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან კომბინირება (QT ინტერვალის ხანგრძლივობაზე მათი ზემოქმედების მიუხედავად).

სიფრთხილის ზომები

თირკმლის უკმარისობა

დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში იზრდება, ამის გამო პაციენტებში თირკმლის უკმარისობით სამკურნალო საშულების მრავალჯერადი გამოყენებისას მიღებათა სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 1-2-ჯერ დღეში (სიმძიმის ხარისხის მიხედვით), ასევე შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

ზეგავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

დომპერიდონის გამოყენებისას იზრდება QT ინტერვალის ხანგრძლივობა ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ). პოსტმარკეტინგულ პერიოდში პაციენტებს, რომლებსაც თერაპია დომპერიდონით უტარდებოდათ, ძალიან იშვიათად აღენიშნებოდათ QT ინტერვალის გახანგრძლივების და „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის წარმოქმნის შემთხვევები; ამასთანავე ასეთ პაციენტებს ჰქონდათ თანმხლები რისკის ფაქტორები, ელექტროლიზური დარღვევები ან მათ უტარდებოდათ მკურნალობა, რომელსაც შეეძლო ზემოაღნიშნული ცვლილებების განვითარების გამოწვევა.

ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად დომპერიდონის გამოყენებისას პარკუჭების მძიმე არითმიების ან უეცარი კარდიული სიკვდილის წარმოქმნის რისკი იზრდებოდა. ამ დროს უფრო მაღალი რისკის მატარებლები იყვნენ 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები, პაციენტები, რომლებსაც დომპერიდონით თერაპია უტარდებოდათ 30 მგ-ზე მაღალი სადღეღამისო დოზით, და პაციენტები, რომლებიც იმავდროულად იღებდნენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს, ან CYP3A4 ინჰიბიტორებს.

დოპროკინის გამოყენების დაწყებამდე 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს.

დოპროკინის გამოყენება უნდა მოხდეს მინიმალური ეფექტური დოზით.

პარკუჭების არითმიების წარმოქმნის რისკის გამო დოპროკინი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის გულის გამტარობის დარღვევებით, QTc ინტერვალის გახანგრძლივების, ელექტროლიზური ბალანსის დარღვევების (ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია) ან გულის დაავადებების ჩათვლით, როგორიც არის გულის შეგუბებითი უკმარისობა. ცნობილია, რომ ელექტროლიზური ბალანსის დარღვევების (ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია) ან ბრადიკარდიის დროს არითმიების წარმოქმნის რისკი იზრდება.

გულის რითმის დარღვევებთან დაკავშირებული ნიშნების ან სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, დომპერიდონის გამოყენება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს ექიმთან კონსულტაცია.

დომპერიდონით თერაპიის დროს პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ექიმს გულის მხრივ ნებისმიერი სიმპტომის წარმოქმნის შესახებ.

გამოყენება აპომორფინთან ერთად

QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან ერთად, აპომორფინის ჩათვლით, დოპრიკინის გამოყენება უკუნაჩვენებია. დოპრიკინის გამოყენება აპომორფინთან კომბინაციაში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სამკურნალო საშუალებების ერთად გამოყენების უპირატესობები აღემატება პოტენციურ რისკებს, და მხოლოდ შესაბამის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული აპომორფინის კომბინირებული გამოყენების რეკომენდებული სიფრთხილის ზომების მკაცრად დაცვით (იხ. აპომორფინის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია).

დამხმარე ნივთიერებები

დოპრიკინი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებთ გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

დოპრიკინი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დოპროკინთან ერთად ანტაციდების ან ანტისეკრეციული პრეპარატების მიღება რეკომენდებული არ არის; კომბინირებული თერაპიისას მათი მიღება უნდა მოხდეს ჭამის შემდეგ და არა ჭამამდე.

დომპერიდონთან ერთად მიღებისას ლევოდოპას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება (მაქსიმალურად 30-40%-ით), თუმცა ითვლება, რომ ლევოდოპას დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

ანტიქოლინერგიულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს დოპროკინის ანტიდისპეფსიური ეფექტი.

დომპერიდონის მეტაბოლიზმში უპირატესად CYP3A4 მონაწილეობს. In vitro კვლევების მონაცემები მოწმობს იმას, რომ ამ იზოფერმენტის მნიშვნელოვნად მაინჰიბირებელ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას დომპერიდონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს. In vivo ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური წამლისმიერი ურთიერთქმედებების ცალკეული კვლევების შედეგები მოწმობს იმას, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში კეტოკონაზოლთან (პერორალური მიღება) ან ერითრომიცინთან (პერორალური მიღება) ერთად გამოყენებისას აღინიშნება დომპერიდონის პრესისტემური ელიმინაციის პროცესის მნიშვნელოვანი ინჰიბირება, რომელშიც CYP3A4 მონაწილეობს.

დოპროკინის სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებისას ფარმაკოდინამიკური და/ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებების შედეგად QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი იზრდება.

პრეპარატები, რომლებთან ერთად დომპერიდონის გამოყენება უკუნაჩვენებია

პრეპარატები, რომლებიც ახალგრძლივებენ QTc ინტერვალს („პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის წარმოქმნის რისკი):

IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, დიზოპირამიდი, ჰიდროქინიდინი, ქინიდინი);

III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, ამიოდარონი, დოფეტილიდი, დრონედარონი, იბუტილიდი, სოტალოლი);

ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (მაგალითად, ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი, სერტინდოლი);

ზოგიერთი ანტიდეპრესიული (მაგალითად, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი);

ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგალითად, ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპირამიცინი);

სოკოს საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება (მაგალითად, პენტამიდინი, ფლუკონაზოლი);

მალარიის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (კერძოდ, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი;

კნტ-ის ფუნქციებზე მოქმედი ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, ციზაპრიდი, დოლასეტრონი, პრუკალოპრიდი);

ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი (მაგალითად, მეკვიტაზინი, მიზოლასტინი);

ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი (მაგალითად, ტორემიფენი, ვანდეტანიბი, ვინკამინი;

სხვა პრეპარატები (მაგალითად, ბეპრიდილი, დიფემანილი, მეთადონი);

აპომორფინი (დომპერიდონის გამოყენება აპომორფინთან კომბინაციაში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მათი ერთად გამოყენების უპირატესობები აღემატება პოტენციურ რისკებს, და მხოლოდ აპომორფინის კომბინირებული გამოყენების რეკომენდებული სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. აპომორფინის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია)).

CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორები (QT ინტერვალის ხანგრძლივობაზე მათი ზეგავლენის მიუხედავად):

პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგაითად, რიტონავირი, საკვინავირი და ტელაპრევირი);

სოკოს საწინააღმდეგო სისტემური გამოყენების აზოლების ჯგუფის პრეპარატები (მაგალითად, ინტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, პოზაკონაზოლი, ვორიკონაზოლი);

მაკროლიდების ჯგუფის ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგალითად, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი).

პრეპარატები, რომლებთან ერთად დომპერიდონის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით

ბრადიკარდიის და ჰიპოკალიემიის განვითარების გამომწვევი პრეპარატები, ასევე მაკროლიდების ჯგუფის QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი ზოგიერთი ანტიბიოტიკი, როგორებიც არის აზითრომიცინი და როქსითრომიცინი (დომპერიდონის გამოყენება კლარითრომიცინთან ერთად უკუნაჩვენებია, ვინაიდან კლარითრომიცინი CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორია).

პრეპარატების ზემოაღნიშნული ჩამონათვალი რეპრეზენტაციულია, მაგრამ არა ამომწურავი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მონაცემები პოსტმარკეტინგულ პერიოდში დომპერიდონის ორსულობის პერიოდში ქალებში გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ვირთხებზე კვლევებში დადგენილია, რომ სამკურნალო საშუალებას რეპროდუქციული ტოქსიკურობა გააჩნია (დოზებში, რომლებიც ტოქსიკურ მოქმედებას ახდენენ დედის ორგანიზმზე); პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია. დოპროკინის გამოყენება ქალებში ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მისი გამოყენება გამართლებულია მოსალოდნელი თერაპიული სარგებლის მხრივ.

ლაქტაცია

დომპერიდონი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად; ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები იღებენ დედის დოზის 0,1%-ზე ნაკლებს (შესწორებით სხეულის წონაზე). არასასურველი რეაქციების წარმოქმნის რიკის, კერძოდ, გულის მხრივ, გამორიცხვა არ შეიძლება დედის რძესთან ერთად ბავშვის ორგანიზმში სამკურნალო საშუალების მოხვედრისას. ლაქტაციის შეწყვეტის ან დოპროკინით თერაპიის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ საკითხში გადაწყვეტილების მიღებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვისთვის ბუნებრივი კვების უპირატესობა და დედისთვის პრეპარატის გამოყენების უპირატესობა. ქალების მიერ დოპროკინის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უნდა მოხდეს ფრთხილად, როდესაც ბავშვებს გააჩნიათ QTc ინტერვალის გახანგრძლივების რისკი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დომპერიდონის გამოყენებისას აღინიშნა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორებიც არის თავბრუსხვევა და ძილიანობა. ამიტომ დოპროკინის გამოყენებისას პაციენტებმა არ უნდა მართონ ავტოტრანსპორტი ან მექანიზმები, ასევე არ უნდა დაკავდნენ საქმიანობის ისეთი სახეობებით, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას და მოძრაობების კოორდინაციას მანამ, სანამ არ დადგინდება როგორ ზეგავლენას ახდენს მათზე პრეპარატი.

გვერდითი მოვლენები

დომპერიდონის გამოყენების უსაფრთხოების შეფასება ხდებოდა კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პაერიოდში. 31 ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში მონაწილეობდა 15 წლის და უფორის ასაკის 1275 პაციენტი დისპეფსიით, გასტროეზოფაგული რეფლუქსური დაავადებით, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით, ღებინებით და გულისრევით ან სხვა მსგავსი დარღვევებით; დომპერიდონით თერაპიის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 28 დღეს (1-28 დღეს), სამკურნალო საშუალების საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენდა 30 მგ (10-80 მგ). კვლევების მონაცემები, რომლებშიც დომპერიდონს იყენებდნენ პაციენტებში დიაბეტური გასტროპარეზით ან ქიმიოთერაპიასთან ან პარკინსონიზმთან დაკავშირებული სიმპტომებით, იყო ამოღებული.

არასასურველი რეაქციები ქვევით ჩამოთვლილია სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით განსაზღვრა შეუძლებელია).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.

ფსიქიკის დარღვევები: არახშირად - ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, აჟიტირება, ნევროზულობა.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ექსტრაპირამიდული აშლილობები; სიხშირე უცნობია - კრუნჩხვები, დაუღალავი ფეხების სინდრომი (დაუღალავი ფეხების სინდრომის გამწვავება პაციენტებში პარკინსონის დაავადებით).

მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - ოკულოგირული კრიზი.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - პარკუჭების არითმიები, QTc ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭების „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდია, უეცარი კარდიული სიკვდილი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - სიმშრალე პირში; არახშირად - დიარეა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შოკი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - შარდის შეკავება.

სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: არახშირად - გალაქტორეა, ტკივილი სარძევე ჯირკვლებში, სარძევე ჯირკვლების ჰიპერმგრძნობელობა; სიხშირე უცნობია - გინეკომასტია, ამენორეა.

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას: არახშირად - ასთენია.

ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: სიხშირე უცნობია - დარღვევები ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მხრივ, სისხლში პროლაქტინის კონცენტრაციის მომატება.

45 კლინიკურ კვლევაში, რომლებშიც დომპერიდონს იყენებდნენ უფრო მაღალი დოზებით დროის უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და დამატებითი ჩვენებებით, დიაბეტური გასტროპარეზის ჩათვლით, არასასურველი რეაქციების (პირში სიმშრალის გარდა), განსაკუთრებით პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებების საფუძველზე მოსალოდნელი, სისხლში პროლაქტინის დონის გაზრდასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო. ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციების გარდა ასევე აღინიშნა: აკატიზია, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, სარძევე ჯირკვლების ზომის გადიდება, სარძევე ჯირკვლების შეშუპება, დეპრესია, ჰიპერმგრძნობელობა, ლაქტაციის დარღვევა და არარეგულარული მენსტრუაციები.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში დომპერიდონის უსაფრთხოების პროფილები მოზრდილებსა და მოზარდებში ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა.

ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური მონაცემის თანახმად სამკურნალო საშუალების გამოყენებისას იზრდებოდა პარკუჭების მძიმე არითმიების და უეცარი კარდიული სიკვდილის განვითარების რისკი.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ ინფორმაცია მოგვაწოდოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ჭარბი დოზის შემთხვევები უპირატესად ბავშვებში გამოვლინდა, მათ შორის ახალშობილებში. ჭარბი დოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს აგზნებულობას, გონების დაბინდვას, კრუნჩხვებს, დეზორიენტაციას, ძილიანობას და ექსტრაპირამიდულ აშლილობას.

მკურნალობა

სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. ჭარბი დოზის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს შესაბამისი სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. რეკომენდებულია ეკგ-მონიტორინგის ჩატარება QT ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივების გამო და პაციენტებზე სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა. ექსტრაპირამიდული აშლილობების სამკურნალოდ შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ანტიქოლინერგიული და ანტიპარკინსონული საშუალებების გამოყენება.

ექიმი უნდა დაუკავშირდეს რეგიონულ ტოქსიკოლოგიურ ცენტრს პრეპარატის ჭარბი დოზის თერაპიასთან დაკავშირებული შესაბამისი რეკომენდაციების მისაღებად.

შემადგენლობა

ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: დომპერიდონი (დომპერიდონის მალეატის სახით) 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნაწილობრივ პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K90, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი, მაგნიუმის სტეარატი.

წამლის ფორმა

ტაბლეტები.

აღწერილობა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი თეთრი ან თითქმის თეთრი ტაბლეტები.

შენახვის პირობები

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე მოქმედი საშუალებები. კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები. პერისტალტიკის მასტიმულირებლები (პროპულსანტები). ათქ კოდი A03FA03.

დომპერიდონი დოფამინური რეცეპტორების ანტაგონისტია გულისრევის საწინააღმდეგო მოქმედებით. სამკურნალო საშუალება უმნიშვნელოდ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. დომპერიდონის გამოყენებისას ძალიან იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით მოზრდილებში, წარმოიქმენა ექსტრაპირამიდული აშლილობები, თუმცა სამკურნალო საშუალება ასტიმულირებს პროლაქტინის გამოთავისუფლებას ჰიპოფიზიდან. დომპერიდონის გულისრევის საწინააღმდეგო მოქმედება, შესაძლებელია, განპიორბებულია პერიფერიული (გასტროკინეტიკური) ეფექტებისა და ანტაგონიზმის კომბინირებით ჰემორეცეპტორული ტრიგერული ზონის დოფამინური რეცეპტორების მიმართ, რომელიც area postrema-ს მიდამოში იმყოფება და ჰემატოენცეფალური ბარიერი არ გააჩნია. ცხოველებზე კვლევების შედეგები, ასევე სამკურნალო საშუალების დაბალი კონცენტრაციები თავის ტვინში, მიუთითებს იმაზე, რომ დომპერიდონის ეფექტები უპირატესად დაკავშირებულია მის პერიფერიულ მოქმედებასთან დოფამინურ რეცეპტორებზე.

ადამიანის კვლევებში დადგინდა, რომ პერორალური მიღებისას დომპერიდონი ზრდის საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს, აუმჯობესებს ანტროდუოდენალურ მოტორიკას და აჩქარებს კუჭის დაცლას. სამკურნალო სასუალება კუჭის სეკრეციაზე ზეგავლენას არ ახდენს.

QT ინტერვალის ხანგრძლივობაზე დომპერიდონის ზეგავლენა (10 მგ ან 20 მგ დღეში 4-ჯერ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 80 მგ) შეფასდა კლინიკურ კვლევაში ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით, რომელიც ჩატარდა ICH-E14 (სამკურნალო საშუალებების QT/QTc ინტერვალის გახანგრძლივების და არითმოგენური პოტენციალის კლინიკური შეფასება, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ანტიარითმიულ საშუალებებს) ხელმძღვანელობის მოთხოვნების შესაბამისად პლაცებოს, შედარების და დადებითი კონტროლის აქტიური პრეპარატის გამოყენებით. QTc ინტერვალებს შორის მაქსიმალური სხვაობა კვლევის მე-4 დღეს (საწყისი დონიდან მნიშვნელობების გადახრების შეფასებისთვის გამოიყენეს უმცირესი კვადრატების მეთოდი) დომპერიდონის (20 მგ დღეში 4-ჯერ) და პლაცებოს გამოყენებისას შეადგინა 3,4 მს (1,0-5,9 მს), ორმხრივი 90% სანდოობის ინტერვალი 10 მს-ს არ აღემატებოდა. ამ კვლევაში სადღეღამისო დოზით 80 მგ-მდე გამოყენებისას (2-ჯერზე უფრო მეტად აღემატება მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას) დომპერიდონის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა QTc ინტერვალის ხანგრძლივობაზე აღმოჩენილი არ არის.

მიუხედავად ამისა, წამლისმიერი ურთიერთქმედებების წინა ორ კლინიკურ კვლევაში დომპერიდონით მონოთერაპიისას (10 მგ დღეში 4-ჯერ) აღინიშნა QTc ინტერვალის ხანგრძლივება. მაქსიმალური საშუალო განსხვავება QTcF ინტერვალებს შორის (კორექტირებით დროის მიხედვით) დომპერიდონის და პლაცებოს გამოყენებისას შეადგინა 5,4 მს (95% სანდოობის ინტერვალი: -1,7-12,4) და 7,5 მს (95% სანდოობის ინტერვალი: 0,6-14,4) შესაბამისად.

12 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში დომპერიდონის გამოყენების კლინიკური კვლევები

დომპერიდონის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასება ხდებოდა მრავალცენტრულ რანდომიზირებულ ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად პროსპექტულ კლინიკურ კვლევაში პარალელურ ჯგუფებში 292 ბავშვი მწვავე გასტროენტერიტით 6 თვიდან 12 წლამდე ასაკში (საშუალო ასაკი 7 წელი). პერორალური რეჰიდრატაციული თერაპიის (პრთ) დამატებად არა უმეტეს 7 დღის განმავლობაში პაციენტები რანდომულად დღეში 3-ჯერ იღებდნენ დომპერიდონის სუსპენზიას (0,25 მგ/კგ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 30 მგ) ან პლაცებოს. კვლევის შედეგები მოწმობს, რომ სამკურნალო საშუალების და პრთ-ს ეფექტურობა არ აღემატებოდა პლაცებოს და პრთ-ს ეფექტურობას (იმ პაციენტების პროცენტული მაჩვენებლის შეფასებისას, რომლებსაც გულისრევის ეპიზოდები აღენიშნებოდათ მკურნალობის დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში).

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

პერორალურად მიღებისას დომპერიდონი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (კნტ) და აღწევს სისტემურ სისლდინებაში; სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) დაახლოებით 1 საათში მიიღწევა. 10-20 მგ დოზების დიაპაზონში დომპერიდონის Cmax-ის და „კონცენტრაცია-დროს“ მრუდის ქვეშ (AUC) ფართობის მნიშვნელობები დოზის პროპორციულად იზრდება. სამკურნალო საშუალების მრავალჯერადი გამოყენებისას დღეში 4-ჯერ (ყოველ 5 საათში) 4 დღის განმავლობაში AUC 2-3-ჯერ იზრდებოდა.

პერორალურად მიღებისას დომპერიდონის დაბალი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა (დაახლოებით 15%) განპირობებულია ინტენსიური მეტაბოლიზმით ნაწლავის კედელსა და ღვიძლში პრესისტემური ელიმინაციის პროცესში („პირველი გავლის ეფექტი“). მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში ჭამის შემდეგ მიღებისას დომპერიდონის ბიოშეღწევადობა იზრდება, კნტ მხრივ დარღვევების მქონე პაციენტებმა სამკურნალო საშუალება ჭამამდე 15-30 წუთით ადრე უნდა მიიღონ. კუჭის შიგთავსის მჟავიანობის შემცირებისას დომპერიდონის შეწოვის ხარისხი ქვეითდება. ციმეტიდინთან და ნატრიუმის ბიკარბონატთან ერთდოული პერორალური მიღებისას დომპერიდონის ბიოშეღწევადობა მცირდება.

განაწილება

სისხლის პლაზმის ცილებთან დომპერიდონის შეერთების ხარისხი 91-93% შეადგენს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში რადიოაქტიური ნიშნით დანიშნული დომპერიდონის გამოყენებით დადგინდა, რომ იგი ფართოს ვრცელდება ქსოვილებში, ამ დროს თავის ტვინში სამკურნალო საშუალების დაბალი კონცენტრაციები აღინიშნება. ვირთხებზე კვლევებში დადგინდა, რომ უმნიშვნელო რაოდენობით დომპერიდონი აღწევს პლაცენტაში.

მეტაბოლიზმი

დომპერიდონი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროქსილირების და N-დეზალკილირების გზით. In vitro კვლევებში P450 ციტოქრომის სისტემის ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორების გამოყენებით დადგინდა, რომ CYP3A4 მონაწილეობს დონპერიდონის N-დეზალკილირებაში, მაშინ როდესაც CYP3A4, CYP1A2 და CYP2E1 მონაწილეობენ სამკურნალო საშუალების ჰიდროქსილირებაში.

გამოყოფა

პერორალურად მიღებისას დომპერიდონის შეყვანილი დოზის 31% და 66% გამოიყოფა შარდით და კნტ-დან შესაბამისად. სამკურნალო საშუალება ორგანიზმიდან გამოიყოფა უცვლელი სახით უმნიშვნელო რაოდენობით (დაახლოებით 1% შარდით და 10% კნტ-დან). ერთჯერადად შიგნით მიღების შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში დომპერიდონის ნახევარგამოყოფის დრო 7-9 საათს შედაგენს; თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება.

ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში ღვიძლის სიმძიმის საშუალო ხარისხის უკმარისობით (7-9 ქულა, კლასი B ჩაილ-პიუს სკალით) დომპერიდონის AUC და Cmax მნიშვნელობები 2,9-ჯერ და 1,5-ჯერ შესაბამისად აღემატებოდა ამ მნიშვნელობებს ჯანმრთელ მოხალისეებში; სისხლის პლაზმის ცილებთან შეუერთებელი სამკურნალო საშუალების ფრაქცია 25%-ით იზრდებოდა, ხოლო ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი 15 საათიდან 23 საათამდე ხანგრძლივდებოდა. ღვიძლის მსუბუქი ხარისხის სიმძიმის უკმარისობით აღინიშნებოდა დომპერიდონის უფრო დაბალი AUC და Cmax ჯანმრთელი მოხალისეების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ამ დროს სისხლის პლაზმის ცილებთან შეერთება და სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი არ იცვლებოდა. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დომპერიდონის გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა. ღვიძლის მძიმე უკმარისობის ან სიმძიმის საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოპროკინის გამოყენება უკუნაჩვენებია.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ/1,73 მ2-ზე ნაკლები)დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი 7,4 საათიდან 20,8 საათმადე იზრდება, ამ დროს სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იყო უფრო დაბალი ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.

ვინაიდან ორგანიზმიდან დომპერიდონი უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით (დაახლოებით 1%), ნაკლებსავარაუდოა, რომ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ერთჯერადად მიღების დროს საჭირო გახდება დოზის კორეტქირება.

თუმცა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დომპერიდონის მრავარჯერადი გამოყენებისას მიღებათა სიხშირე არ უნდა აღემარებოდეს 1-2-ჯერ დღეში (სიმძიმის ხარისხის მიხედვით), ასევე შეიძლება საჭირო გახდეს სამკურნალო საშუალების დოზის შემცირება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

დოპროკინი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

დოპროკინი, Doprokin

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

დომპერიდონი, Domperidone

შემადგენლობა

ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: დომპერიდონი (დომპერიდონის მალეატის სახით) 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნაწილობრივ პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K90, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი, მაგნიუმის სტეარატი.

წამლის ფორმა

ტაბლეტები.

აღწერილობა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი თეთრი ან თითქმის თეთრი ტაბლეტები.

გამოყენების ჩვენებები

დოპროკინი გამოიყენება ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლდ, როგორებიცაა ღებინება და გულისრევა.

გამოყენების წესი და დოზები

დოპროკინის გამოყენება უნდა მოხდეს მინიმალური ეფექტური დოზით დროის მაქსიმალურად მოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭირო იქნება ღებინებისა და გულისრევის კონტროლისთვის.

დოპროკინის მიღება რეკომენდებულია შიგნით ჭამის წინ; ჭამის შემდეგ მიღებისას პრეპარატის შეწოვის სიჩქარე იკლებს.

დოპროკინის მიღება უნდა მოხდეს დადგენილ დროს; მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, არ მიიღოთ იგი, დაელოდეთ შემდეგი დოზის მიღებას და მიიღეთ განრიგის მიხედვით. გამოტოვებული მიღების საკომპენსაციოდ ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

როგორც წესი, პრეპარატით მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 1 კვირას არ უნდა აღემატებოდეს.

მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები სხეულის წონით 35 კგ და მეტი

1 ტაბლეტი (10 მგ დომპერიდონი) 1-3-ჯერ დღეში, სამკურნალო საშუალების მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 30 მგ შეადგენს.

12 წლამდე ასაკის ბავშვები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები 35 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით

პაციენტების ამ კატეგორიაში დომპერიდონის გამოყენების ეფექტურობა დადგენილი არ არის.

60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები

60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებმა დოპროკინის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

დოპროკინის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით ან სიმძიმის საშუალო ხარისხის უკმარისობით; პაციენტებში სიმძიმის მსუბუქი ხარისხის ღვიძლის უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პაციენტები თირკმლის უკმარისობით

დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით იზრდება, ამიტომ სამკურნალო საშუალების მრავარჯერადი გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის უკმარისობით მიღებათა სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 1-2-ჯერ დღეში (სიმძიმის ხარისხის მიხედვით), ასევე შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება. საჭიროა თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ჰიპოფიზის პროლაქტინ-სეკრეტირებადი სიმსივნე (პროლაქტინომა);

მდგომარეობები, როდესაც კუჭის მოტორიკის გაძლიერებას შეიძლება ჰქონდეს სიცოცხლისათვის საშიში შედეგები, მაგალითად სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, მექანიკური ობსტრუქცია ან პერფორაცია;

ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის საშუალო ხარისხის სიმძიმის უკმარისობა;

გულის გამტარობის დარღვევები, QTc ინტერვალის გახანგრძლივების, ელექტროლიზური ბალანსის მნიშვნელოვანი დარღვევების ან გულის დაავადებების ჩათვლით, როგორებიც არის გულის შეგუბებითი უკმარისობა;

კომბინირება QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ სამკურნალო საშუალებებთან, აპომორფინის გარდა;

CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან კომბინირება (QT ინტერვალის ხანგრძლივობაზე მათი ზემოქმედების მიუხედავად).

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

თირკმლის უკმარისობა

დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში იზრდება, ამის გამო პაციენტებში თირკმლის უკმარისობით სამკურნალო საშულების მრავალჯერადი გამოყენებისას მიღებათა სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 1-2-ჯერ დღეში (სიმძიმის ხარისხის მიხედვით), ასევე შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

ზეგავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

დომპერიდონის გამოყენებისას იზრდება QT ინტერვალის ხანგრძლივობა ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ). პოსტმარკეტინგულ პერიოდში პაციენტებს, რომლებსაც თერაპია დომპერიდონით უტარდებოდათ, ძალიან იშვიათად აღენიშნებოდათ QT ინტერვალის გახანგრძლივების და „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის წარმოქმნის შემთხვევები; ამასთანავე ასეთ პაციენტებს ჰქონდათ თანმხლები რისკის ფაქტორები, ელექტროლიზური დარღვევები ან მათ უტარდებოდათ მკურნალობა, რომელსაც შეეძლო ზემოაღნიშნული ცვლილებების განვითარების გამოწვევა.

ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად დომპერიდონის გამოყენებისას პარკუჭების მძიმე არითმიების ან უეცარი კარდიული სიკვდილის წარმოქმნის რისკი იზრდებოდა. ამ დროს უფრო მაღალი რისკის მატარებლები იყვნენ 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები, პაციენტები, რომლებსაც დომპერიდონით თერაპია უტარდებოდათ 30 მგ-ზე მაღალი სადღეღამისო დოზით, და პაციენტები, რომლებიც იმავდროულად იღებდნენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს, ან CYP3A4 ინჰიბიტორებს.

დოპროკინის გამოყენების დაწყებამდე 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს.

დოპროკინის გამოყენება უნდა მოხდეს მინიმალური ეფექტური დოზით.

პარკუჭების არითმიების წარმოქმნის რისკის გამო დოპროკინი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის გულის გამტარობის დარღვევებით, QTc ინტერვალის გახანგრძლივების, ელექტროლიზური ბალანსის დარღვევების (ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია) ან გულის დაავადებების ჩათვლით, როგორიც არის გულის შეგუბებითი უკმარისობა. ცნობილია, რომ ელექტროლიზური ბალანსის დარღვევების (ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია) ან ბრადიკარდიის დროს არითმიების წარმოქმნის რისკი იზრდება.

გულის რითმის დარღვევებთან დაკავშირებული ნიშნების ან სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, დომპერიდონის გამოყენება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს ექიმთან კონსულტაცია.

დომპერიდონით თერაპიის დროს პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ექიმს გულის მხრივ ნებისმიერი სიმპტომის წარმოქმნის შესახებ.

გამოყენება აპომორფინთან ერთად

QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან ერთად, აპომორფინის ჩათვლით, დოპრიკინის გამოყენება უკუნაჩვენებია. დოპრიკინის გამოყენება აპომორფინთან კომბინაციაში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სამკურნალო საშუალებების ერთად გამოყენების უპირატესობები აღემატება პოტენციურ რისკებს, და მხოლოდ შესაბამის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული აპომორფინის კომბინირებული გამოყენების რეკომენდებული სიფრთხილის ზომების მკაცრად დაცვით (იხ. აპომორფინის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია).

დამხმარე ნივთიერებები

დოპრიკინი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებთ გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

დოპრიკინი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

დოპროკინთან ერთად ანტაციდების ან ანტისეკრეციული პრეპარატების მიღება რეკომენდებული არ არის; კომბინირებული თერაპიისას მათი მიღება უნდა მოხდეს ჭამის შემდეგ და არა ჭამამდე.

დომპერიდონთან ერთად მიღებისას ლევოდოპას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება (მაქსიმალურად 30-40%-ით), თუმცა ითვლება, რომ ლევოდოპას დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

ანტიქოლინერგიულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს დოპროკინის ანტიდისპეფსიური ეფექტი.

დომპერიდონის მეტაბოლიზმში უპირატესად CYP3A4 მონაწილეობს. In vitro კვლევების მონაცემები მოწმობს იმას, რომ ამ იზოფერმენტის მნიშვნელოვნად მაინჰიბირებელ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას დომპერიდონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს. In vivo ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური წამლისმიერი ურთიერთქმედებების ცალკეული კვლევების შედეგები მოწმობს იმას, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში კეტოკონაზოლთან (პერორალური მიღება) ან ერითრომიცინთან (პერორალური მიღება) ერთად გამოყენებისას აღინიშნება დომპერიდონის პრესისტემური ელიმინაციის პროცესის მნიშვნელოვანი ინჰიბირება, რომელშიც CYP3A4 მონაწილეობს.

დოპროკინის სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებისას ფარმაკოდინამიკური და/ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებების შედეგად QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი იზრდება.

პრეპარატები, რომლებთან ერთად დომპერიდონის გამოყენება უკუნაჩვენებია

პრეპარატები, რომლებიც ახალგრძლივებენ QTc ინტერვალს („პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის წარმოქმნის რისკი):

IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, დიზოპირამიდი, ჰიდროქინიდინი, ქინიდინი);

III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, ამიოდარონი, დოფეტილიდი, დრონედარონი, იბუტილიდი, სოტალოლი);

ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (მაგალითად, ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი, სერტინდოლი);

ზოგიერთი ანტიდეპრესიული (მაგალითად, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი);

ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგალითად, ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპირამიცინი);

სოკოს საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება (მაგალითად, პენტამიდინი, ფლუკონაზოლი);

მალარიის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (კერძოდ, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი;

კნტ-ის ფუნქციებზე მოქმედი ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, ციზაპრიდი, დოლასეტრონი, პრუკალოპრიდი);

ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი (მაგალითად, მეკვიტაზინი, მიზოლასტინი);

ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი (მაგალითად, ტორემიფენი, ვანდეტანიბი, ვინკამინი;

სხვა პრეპარატები (მაგალითად, ბეპრიდილი, დიფემანილი, მეთადონი);

აპომორფინი (დომპერიდონის გამოყენება აპომორფინთან კომბინაციაში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მათი ერთად გამოყენების უპირატესობები აღემატება პოტენციურ რისკებს, და მხოლოდ აპომორფინის კომბინირებული გამოყენების რეკომენდებული სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. აპომორფინის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია)).

CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორები (QT ინტერვალის ხანგრძლივობაზე მათი ზეგავლენის მიუხედავად):

პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგაითად, რიტონავირი, საკვინავირი და ტელაპრევირი);

სოკოს საწინააღმდეგო სისტემური გამოყენების აზოლების ჯგუფის პრეპარატები (მაგალითად, ინტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, პოზაკონაზოლი, ვორიკონაზოლი);

მაკროლიდების ჯგუფის ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგალითად, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი).

პრეპარატები, რომლებთან ერთად დომპერიდონის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით

ბრადიკარდიის და ჰიპოკალიემიის განვითარების გამომწვევი პრეპარატები, ასევე მაკროლიდების ჯგუფის QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი ზოგიერთი ანტიბიოტიკი, როგორებიც არის აზითრომიცინი და როქსითრომიცინი (დომპერიდონის გამოყენება კლარითრომიცინთან ერთად უკუნაჩვენებია, ვინაიდან კლარითრომიცინი CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორია).

პრეპარატების ზემოაღნიშნული ჩამონათვალი რეპრეზენტაციულია, მაგრამ არა ამომწურავი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

მონაცემები პოსტმარკეტინგულ პერიოდში დომპერიდონის ორსულობის პერიოდში ქალებში გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ვირთხებზე კვლევებში დადგენილია, რომ სამკურნალო საშუალებას რეპროდუქციული ტოქსიკურობა გააჩნია (დოზებში, რომლებიც ტოქსიკურ მოქმედებას ახდენენ დედის ორგანიზმზე); პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია. დოპროკინის გამოყენება ქალებში ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მისი გამოყენება გამართლებულია მოსალოდნელი თერაპიული სარგებლის მხრივ.

ლაქტაცია

დომპერიდონი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად; ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები იღებენ დედის დოზის 0,1%-ზე ნაკლებს (შესწორებით სხეულის წონაზე). არასასურველი რეაქციების წარმოქმნის რიკის, კერძოდ, გულის მხრივ, გამორიცხვა არ შეიძლება დედის რძესთან ერთად ბავშვის ორგანიზმში სამკურნალო საშუალების მოხვედრისას. ლაქტაციის შეწყვეტის ან დოპროკინით თერაპიის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ საკითხში გადაწყვეტილების მიღებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვისთვის ბუნებრივი კვების უპირატესობა და დედისთვის პრეპარატის გამოყენების უპირატესობა. ქალების მიერ დოპროკინის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უნდა მოხდეს ფრთხილად, როდესაც ბავშვებს გააჩნიათ QTc ინტერვალის გახანგრძლივების რისკი.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

დომპერიდონის გამოყენებისას აღინიშნა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორებიც არის თავბრუსხვევა და ძილიანობა. ამიტომ დოპროკინის გამოყენებისას პაციენტებმა არ უნდა მართონ ავტოტრანსპორტი ან მექანიზმები, ასევე არ უნდა დაკავდნენ საქმიანობის ისეთი სახეობებით, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას და მოძრაობების კოორდინაციას მანამ, სანამ არ დადგინდება როგორ ზეგავლენას ახდენს მათზე პრეპარატი.

არასასურველი რეაქციები

დომპერიდონის გამოყენების უსაფრთხოების შეფასება ხდებოდა კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პაერიოდში. 31 ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში მონაწილეობდა 15 წლის და უფორის ასაკის 1275 პაციენტი დისპეფსიით, გასტროეზოფაგული რეფლუქსური დაავადებით, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით, ღებინებით და გულისრევით ან სხვა მსგავსი დარღვევებით; დომპერიდონით თერაპიის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 28 დღეს (1-28 დღეს), სამკურნალო საშუალების საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენდა 30 მგ (10-80 მგ). კვლევების მონაცემები, რომლებშიც დომპერიდონს იყენებდნენ პაციენტებში დიაბეტური გასტროპარეზით ან ქიმიოთერაპიასთან ან პარკინსონიზმთან დაკავშირებული სიმპტომებით, იყო ამოღებული.

არასასურველი რეაქციები ქვევით ჩამოთვლილია სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით განსაზღვრა შეუძლებელია).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.

ფსიქიკის დარღვევები: არახშირად - ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, აჟიტირება, ნევროზულობა.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ექსტრაპირამიდული აშლილობები; სიხშირე უცნობია - კრუნჩხვები, დაუღალავი ფეხების სინდრომი (დაუღალავი ფეხების სინდრომის გამწვავება პაციენტებში პარკინსონის დაავადებით).

მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - ოკულოგირული კრიზი.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - პარკუჭების არითმიები, QTc ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭების „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდია, უეცარი კარდიული სიკვდილი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - სიმშრალე პირში; არახშირად - დიარეა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შოკი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - შარდის შეკავება.

სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: არახშირად - გალაქტორეა, ტკივილი სარძევე ჯირკვლებში, სარძევე ჯირკვლების ჰიპერმგრძნობელობა; სიხშირე უცნობია - გინეკომასტია, ამენორეა.

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას: არახშირად - ასთენია.

ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: სიხშირე უცნობია - დარღვევები ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მხრივ, სისხლში პროლაქტინის კონცენტრაციის მომატება.

45 კლინიკურ კვლევაში, რომლებშიც დომპერიდონს იყენებდნენ უფრო მაღალი დოზებით დროის უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და დამატებითი ჩვენებებით, დიაბეტური გასტროპარეზის ჩათვლით, არასასურველი რეაქციების (პირში სიმშრალის გარდა), განსაკუთრებით პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებების საფუძველზე მოსალოდნელი, სისხლში პროლაქტინის დონის გაზრდასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო. ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციების გარდა ასევე აღინიშნა: აკატიზია, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, სარძევე ჯირკვლების ზომის გადიდება, სარძევე ჯირკვლების შეშუპება, დეპრესია, ჰიპერმგრძნობელობა, ლაქტაციის დარღვევა და არარეგულარული მენსტრუაციები.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში დომპერიდონის უსაფრთხოების პროფილები მოზრდილებსა და მოზარდებში ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა.

ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური მონაცემის თანახმად სამკურნალო საშუალების გამოყენებისას იზრდებოდა პარკუჭების მძიმე არითმიების და უეცარი კარდიული სიკვდილის განვითარების რისკი.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ ინფორმაცია მოგვაწოდოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

ჭარბი დოზის შემთხვევები უპირატესად ბავშვებში გამოვლინდა, მათ შორის ახალშობილებში. ჭარბი დოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს აგზნებულობას, გონების დაბინდვას, კრუნჩხვებს, დეზორიენტაციას, ძილიანობას და ექსტრაპირამიდულ აშლილობას.

მკურნალობა

სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. ჭარბი დოზის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს შესაბამისი სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. რეკომენდებულია ეკგ-მონიტორინგის ჩატარება QT ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივების გამო და პაციენტებზე სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა. ექსტრაპირამიდული აშლილობების სამკურნალოდ შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ანტიქოლინერგიული და ანტიპარკინსონული საშუალებების გამოყენება.

ექიმი უნდა დაუკავშირდეს რეგიონულ ტოქსიკოლოგიურ ცენტრს პრეპარატის ჭარბი დოზის თერაპიასთან დაკავშირებული შესაბამისი რეკომენდაციების მისაღებად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე მოქმედი საშუალებები. კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები. პერისტალტიკის მასტიმულირებლები (პროპულსანტები). ათქ კოდი A03FA03.

დომპერიდონი დოფამინური რეცეპტორების ანტაგონისტია გულისრევის საწინააღმდეგო მოქმედებით. სამკურნალო საშუალება უმნიშვნელოდ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. დომპერიდონის გამოყენებისას ძალიან იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით მოზრდილებში, წარმოიქმენა ექსტრაპირამიდული აშლილობები, თუმცა სამკურნალო საშუალება ასტიმულირებს პროლაქტინის გამოთავისუფლებას ჰიპოფიზიდან. დომპერიდონის გულისრევის საწინააღმდეგო მოქმედება, შესაძლებელია, განპიორბებულია პერიფერიული (გასტროკინეტიკური) ეფექტებისა და ანტაგონიზმის კომბინირებით ჰემორეცეპტორული ტრიგერული ზონის დოფამინური რეცეპტორების მიმართ, რომელიც area postrema-ს მიდამოში იმყოფება და ჰემატოენცეფალური ბარიერი არ გააჩნია. ცხოველებზე კვლევების შედეგები, ასევე სამკურნალო საშუალების დაბალი კონცენტრაციები თავის ტვინში, მიუთითებს იმაზე, რომ დომპერიდონის ეფექტები უპირატესად დაკავშირებულია მის პერიფერიულ მოქმედებასთან დოფამინურ რეცეპტორებზე.

ადამიანის კვლევებში დადგინდა, რომ პერორალური მიღებისას დომპერიდონი ზრდის საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს, აუმჯობესებს ანტროდუოდენალურ მოტორიკას და აჩქარებს კუჭის დაცლას. სამკურნალო სასუალება კუჭის სეკრეციაზე ზეგავლენას არ ახდენს.

QT ინტერვალის ხანგრძლივობაზე დომპერიდონის ზეგავლენა (10 მგ ან 20 მგ დღეში 4-ჯერ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 80 მგ) შეფასდა კლინიკურ კვლევაში ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით, რომელიც ჩატარდა ICH-E14 (სამკურნალო საშუალებების QT/QTc ინტერვალის გახანგრძლივების და არითმოგენური პოტენციალის კლინიკური შეფასება, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ანტიარითმიულ საშუალებებს) ხელმძღვანელობის მოთხოვნების შესაბამისად პლაცებოს, შედარების და დადებითი კონტროლის აქტიური პრეპარატის გამოყენებით. QTc ინტერვალებს შორის მაქსიმალური სხვაობა კვლევის მე-4 დღეს (საწყისი დონიდან მნიშვნელობების გადახრების შეფასებისთვის გამოიყენეს უმცირესი კვადრატების მეთოდი) დომპერიდონის (20 მგ დღეში 4-ჯერ) და პლაცებოს გამოყენებისას შეადგინა 3,4 მს (1,0-5,9 მს), ორმხრივი 90% სანდოობის ინტერვალი 10 მს-ს არ აღემატებოდა. ამ კვლევაში სადღეღამისო დოზით 80 მგ-მდე გამოყენებისას (2-ჯერზე უფრო მეტად აღემატება მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას) დომპერიდონის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა QTc ინტერვალის ხანგრძლივობაზე აღმოჩენილი არ არის.

მიუხედავად ამისა, წამლისმიერი ურთიერთქმედებების წინა ორ კლინიკურ კვლევაში დომპერიდონით მონოთერაპიისას (10 მგ დღეში 4-ჯერ) აღინიშნა QTc ინტერვალის ხანგრძლივება. მაქსიმალური საშუალო განსხვავება QTcF ინტერვალებს შორის (კორექტირებით დროის მიხედვით) დომპერიდონის და პლაცებოს გამოყენებისას შეადგინა 5,4 მს (95% სანდოობის ინტერვალი: -1,7-12,4) და 7,5 მს (95% სანდოობის ინტერვალი: 0,6-14,4) შესაბამისად.

12 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში დომპერიდონის გამოყენების კლინიკური კვლევები

დომპერიდონის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასება ხდებოდა მრავალცენტრულ რანდომიზირებულ ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად პროსპექტულ კლინიკურ კვლევაში პარალელურ ჯგუფებში 292 ბავშვი მწვავე გასტროენტერიტით 6 თვიდან 12 წლამდე ასაკში (საშუალო ასაკი 7 წელი). პერორალური რეჰიდრატაციული თერაპიის (პრთ) დამატებად არა უმეტეს 7 დღის განმავლობაში პაციენტები რანდომულად დღეში 3-ჯერ იღებდნენ დომპერიდონის სუსპენზიას (0,25 მგ/კგ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 30 მგ) ან პლაცებოს. კვლევის შედეგები მოწმობს, რომ სამკურნალო საშუალების და პრთ-ს ეფექტურობა არ აღემატებოდა პლაცებოს და პრთ-ს ეფექტურობას (იმ პაციენტების პროცენტული მაჩვენებლის შეფასებისას, რომლებსაც გულისრევის ეპიზოდები აღენიშნებოდათ მკურნალობის დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში).

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

პერორალურად მიღებისას დომპერიდონი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (კნტ) და აღწევს სისტემურ სისლდინებაში; სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) დაახლოებით 1 საათში მიიღწევა. 10-20 მგ დოზების დიაპაზონში დომპერიდონის Cmax-ის და „კონცენტრაცია-დროს“ მრუდის ქვეშ (AUC) ფართობის მნიშვნელობები დოზის პროპორციულად იზრდება. სამკურნალო საშუალების მრავალჯერადი გამოყენებისას დღეში 4-ჯერ (ყოველ 5 საათში) 4 დღის განმავლობაში AUC 2-3-ჯერ იზრდებოდა.

პერორალურად მიღებისას დომპერიდონის დაბალი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა (დაახლოებით 15%) განპირობებულია ინტენსიური მეტაბოლიზმით ნაწლავის კედელსა და ღვიძლში პრესისტემური ელიმინაციის პროცესში („პირველი გავლის ეფექტი“). მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში ჭამის შემდეგ მიღებისას დომპერიდონის ბიოშეღწევადობა იზრდება, კნტ მხრივ დარღვევების მქონე პაციენტებმა სამკურნალო საშუალება ჭამამდე 15-30 წუთით ადრე უნდა მიიღონ. კუჭის შიგთავსის მჟავიანობის შემცირებისას დომპერიდონის შეწოვის ხარისხი ქვეითდება. ციმეტიდინთან და ნატრიუმის ბიკარბონატთან ერთდოული პერორალური მიღებისას დომპერიდონის ბიოშეღწევადობა მცირდება.

განაწილება

სისხლის პლაზმის ცილებთან დომპერიდონის შეერთების ხარისხი 91-93% შეადგენს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში რადიოაქტიური ნიშნით დანიშნული დომპერიდონის გამოყენებით დადგინდა, რომ იგი ფართოს ვრცელდება ქსოვილებში, ამ დროს თავის ტვინში სამკურნალო საშუალების დაბალი კონცენტრაციები აღინიშნება. ვირთხებზე კვლევებში დადგინდა, რომ უმნიშვნელო რაოდენობით დომპერიდონი აღწევს პლაცენტაში.

მეტაბოლიზმი

დომპერიდონი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროქსილირების და N-დეზალკილირების გზით. In vitro კვლევებში P450 ციტოქრომის სისტემის ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორების გამოყენებით დადგინდა, რომ CYP3A4 მონაწილეობს დონპერიდონის N-დეზალკილირებაში, მაშინ როდესაც CYP3A4, CYP1A2 და CYP2E1 მონაწილეობენ სამკურნალო საშუალების ჰიდროქსილირებაში.

გამოყოფა

პერორალურად მიღებისას დომპერიდონის შეყვანილი დოზის 31% და 66% გამოიყოფა შარდით და კნტ-დან შესაბამისად. სამკურნალო საშუალება ორგანიზმიდან გამოიყოფა უცვლელი სახით უმნიშვნელო რაოდენობით (დაახლოებით 1% შარდით და 10% კნტ-დან). ერთჯერადად შიგნით მიღების შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში დომპერიდონის ნახევარგამოყოფის დრო 7-9 საათს შედაგენს; თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება.

ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში ღვიძლის სიმძიმის საშუალო ხარისხის უკმარისობით (7-9 ქულა, კლასი B ჩაილ-პიუს სკალით) დომპერიდონის AUC და Cmax მნიშვნელობები 2,9-ჯერ და 1,5-ჯერ შესაბამისად აღემატებოდა ამ მნიშვნელობებს ჯანმრთელ მოხალისეებში; სისხლის პლაზმის ცილებთან შეუერთებელი სამკურნალო საშუალების ფრაქცია 25%-ით იზრდებოდა, ხოლო ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი 15 საათიდან 23 საათამდე ხანგრძლივდებოდა. ღვიძლის მსუბუქი ხარისხის სიმძიმის უკმარისობით აღინიშნებოდა დომპერიდონის უფრო დაბალი AUC და Cmax ჯანმრთელი მოხალისეების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ამ დროს სისხლის პლაზმის ცილებთან შეერთება და სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი არ იცვლებოდა. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დომპერიდონის გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა. ღვიძლის მძიმე უკმარისობის ან სიმძიმის საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოპროკინის გამოყენება უკუნაჩვენებია.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ/1,73 მ2-ზე ნაკლები)დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი 7,4 საათიდან 20,8 საათმადე იზრდება, ამ დროს სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იყო უფრო დაბალი ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.

ვინაიდან ორგანიზმიდან დომპერიდონი უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით (დაახლოებით 1%), ნაკლებსავარაუდოა, რომ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ერთჯერადად მიღების დროს საჭირო გახდება დოზის კორეტქირება.

თუმცა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დომპერიდონის მრავარჯერადი გამოყენებისას მიღებათა სიხშირე არ უნდა აღემარებოდეს 1-2-ჯერ დღეში (სიმძიმის ხარისხის მიხედვით), ასევე შეიძლება საჭირო გახდეს სამკურნალო საშუალების დოზის შემცირება.

ვარგისობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

სპეციალური მითითებები შენახვისთვის

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

2 ან 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისათვის

განსაკუთრებული მოთხოვნა არ არსებობს.

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგირდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი / ტექირდაგი)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY

(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა