პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

დონორმილი

DONORMYL

ურეცეპტოდ15მგინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი დონორმილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დოქსილამინს. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური ანტიჰისტამინური პრეპარატები. ათქ კოდი: R06AA09 პრეპარატის გამოყენების ჩვენებები: პრეპარატი დონორმილი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი ჩვენებების მიხედვით: პერიოდული და გარდამავალი უძილობა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დოქსილამინი (doxylamine)
ფორმა და შეფუთვა
15მგ შუშხუნა ტაბლეტი №20 (10 ტაბლეტი პოლიპროპილენის ტუბში, 2 ტუბი მუყაოს კოლოფში)
მწარმოებელი
UPSA SAS, საფრანგეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ამინოალკილური ეთერები
ATC კოდი
R06AA09
რეგისტრაციის ნომერი
რ-043120
რეგისტრირებულია
15 აპრილი 2025, მოქმედებს 15 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
UPSA SAS (საფრანგეთი)
განმცხადებელი
„Delta Medical Promotions AG“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადონორმილი და სხვა წამალი ერთად

დონორმილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი დონორმილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დოქსილამინს. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური ანტიჰისტამინური პრეპარატები.

ათქ კოდი: R06AA09

პრეპარატის გამოყენების ჩვენებები:

პრეპარატი დონორმილი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი ჩვენებების მიხედვით:

პერიოდული და გარდამავალი უძილობა.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის. რეკომენდებული დოზა შეადგენს 7,5-15 მგ-ს დღეში, ანუ ½ - 1 ტაბლეტს დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 30 მგ-მდე დღეში, ანუ 2 ტაბლეტი დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობაა 2-5 დღე. თუ უძილობა 5 დღის შემდეგ არ გაუმჯობესდა, მკურნალობა უნდა გადაიხედოს.

  • 2.2. პაციენტების სპეციალური ჯგუფები
  • 2.3.ბავშვები

პრეპარატ დონორმილის გამოყენება უკუნაჩვენებია 0-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში (იხ. თავი 4.3).

ხანდაზმული პაციენტები

H1 ანტიჰისტამინური საშუალებები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ხანდაზმულ პაციენტებში კოგნიტური დაქვეითების, სედაციის ან/და თავბრუსხვევის შეგრძნების რისკის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაცემა (მაგ., როდესაც ადამიანები ადგებიან ღამით), ხშირად სერიოზული შედეგებით ამ კატეგორიის პაციენტებითვის.

ხანდაზმული პაციენტები და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პირები

რეკომენდებულია დოზის შემცირება.

  • 2.4. გამოყენების მეთოდი

პრეპარატი მიიღება პერორალურად, დღეში ერთხელ, საღამოს ძილის წინ 15-30 წუთით ადრე, გახსნილი ჭიქა წყალში.

უკუჩვენებები

ხართ ალერგიული ანტიჰისტამინური საშუალებების, მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 თავში;

თუ გაქვთ გლაუკომის მწვავე შეტევების ისტორია (მომატებული თვალისშიდა წნევა);

ხართ მამაკაცი და გაქვთ შარდსადენისა და წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს შარდვის დარღვევა;

თქვენი ასაკი 15 წლამდეა

ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილიდან გეხებათ.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ დონორმილის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ:

გქონდათ აპნოე (სუნთქვის უეცარი შეწყვეტა ძილის დროს);

თქვენი ასაკი 65 წელზე მეტია;

გაქვთ თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა.

უძილობა შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, რაც სულაც არ საჭიროებს მედიკამენტების მიღებას.

ეს პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ხანდაზმულებში კოგნიტური დარღვევის, ძილიანობის, ნელი რეაქციის და/ან თავბრუსხვევის რისკის გამო, რამაც შეიძლება გაზარდოს დაცემის რისკი (მაგ. ღამით ადგომისას), რასაც მოყვება შედეგები.

დოქსილამინის სუქცინატმა, ყველა საძილე ან სედატიური საშუალებების მსგავსად, შეიძლება გააუარესოს ადრე არსებული აპნოე ძილის დროს (ძილის დროს სუნთქვის შეჩერება). მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ ნიშანს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამ პრეპარატის ბოროტად გამოყენებას ან მასზე დამოკიდებულებას. დონორმილი არ არის რეკომენდებული, თუ გაქვთ დარღვევა, რაც უკავშირდება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას (ალკოჰოლი, მედიკამენტები ან სხვა). მკურნალობის დროს მკაცრად არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება. დაორსულების შემთხვევაში შეატყობინეთ ექიმს.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ქრონიკული დაავადება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან დოზის კორექტირების მიზნით.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ ეს პრეპარატი 0-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და დონორმილი

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება დაიწყოთ სხვა მედიკამენტების მიღება.

ეს პრეპარატი შეიცავს დოქსილამინს -ანტიჰისტამინურ საშუალებას.

სხვა მედიკამენტებიც შეიცავს ამ ნივთიერებას. არ შეურიოთ ასეთი მედიკამენტები ისე, რომ გადააჭარბოს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას (იხ. თავი 3: „პრეპარატ დონორმილის გამოყენება“).

ეს პრეპარატი თავიდან უნდა აირიდონ ნატრიუმის ოქსიბატთან ან ალკოჰოლის შემცველ მედიკამენტებთან ერთად.

გასათვალისწინებელია დონორმილის 15 მგ შუშხუნა ტაბლეტის ერთდროული მიღება შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

ანტიქოლინესტერაზა,

ატროპინის შემცველი სხვა პრეპარატები,

სხვა სედატიური საშუალებები,

სხვა საძილე აბები,

მორფინიკი.

პრეპარატი დონორმილი და ალკოჰოლი

მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება. სხვა სედატიურ საშუალებებთან, ნატრიუმის ოქსიბატთან და, რა თქმა უნდა, ალკოჰოლთან ან ალკოჰოლის შემცველ მედიკამენტებთან ერთად კომბინირებული მიღება არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ალკოჰოლი (ალკოჰოლური სასმელები ან სპირტის შემცველი ნივთიერებები)

ალკოჰოლი აძლიერებს H1 ანტიჰისტამინური საშუალებების უმრავლესობის სედატიურ ეფექტს.

ყურადღების დაქვეითება შეიძლება საშიში იყოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლური სასმელების მოხმარება და სპირტის შემცველი მედიკამენტების მიღება.

ნატრიუმის ოქსიბატი

აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას. ყურადღების დაქვეითება შეიძლება საშიში იყოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას.

ანტიქოლინესთერაზას საშუალებები

ანტიქოლინესთერაზას პრეპარატების ეფექტურობის შემცირების რისკი აცეტილქოლინის რეცეპტორებზე ატროპინის მსგავსი პრეპარატების ანტაგონისტური ეფექტის გამო.

ატროპინი და ატროპინის მსგავსი სხვა სამკურნალო პრეპარატები

იმიპრამინის ანტიდეპრესანტები, H1-ანტიჰისტამინური საშუალებების უმეტესობა ატროპინის მსგავსი მოქმედებით, ანტიქოლინერგული პარკინსონის სამკურნალო საშუალებები, ატროპინის სპაზმოლიზური საშუალებები, დიზოპირამიდი, ფენოთიაზინური ნეიროლეპტიკები, კლოზაპინი -ატროპინთან ერთად მიღებისას, იზრდება გვერდითი ეფექტების რისკი, როგორიცაა შარდის შეკავება, ყაბზობა, პირის სიმშრალე და ა.შ.

სხვა სედაციური პრეპარატები

მორფინის წარმოებულები (ტკივილგამაყუჩებლები, ხველების საწინააღმდეგო მედიკამენტები და ჩანაცვლებითი თერაპიისთვის სამკურნალო საშუალებები), ნეიროლეპტიკები, ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინები, არაბენზოდიაზეპინის ანქსიოლიზური საშუალებები (მეპრობომატი), საძილე საშუალებები, სედატიური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი); სედატიური H1 ანტიჰისტამინები; ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები; სხვები - ბაკლოფენი, თალიდომიდი - ერთდროულად მიღებისას აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა.

ყურადღების დაქვეითება შეიძლება საშიში იყოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას.

სხვა საძილე საშუალებები

ზრდის ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას.

მორფინის ჯგუფის პრეპარატები

კოლიკის, აკინეზიის, მძიმე ფორმის ყაბზობის გაზრდილი რისკი.

  • 6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ჩვილის ძუძუთი კვებაზე, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

ორსულობა

ნორმალური გამოყენების პირობებში, ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია ორსულობის დროს. თუმცა, გამოყენებამდე ყოველთვის უნდა მიმართოთ ექიმს და არასოდეს გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

ლაქტაცია

ეს პრეპარატი შეიძლება გამოიყოს დედის რძეში. მისი მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვებაზე ყოფნისას, რადგან აქვს დამამშვიდებელი თვისებები (ლეთარგია, ენერგიის დაკარგვა) ან პირიქით, მასტიმულირებელი თვისებები (უძილობა), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ბავშვზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დღის განმავლობაში შესაძლო ძილიანობისა და ამ პრეპარატუს გამოყენებასთან დაკავშირებული სიფხიზლის დაქვეითების გამო, საჭიროა მოერიდოთ ავტომობილის მართვას, მექანიზმებთან მუშაობას და სხვა აქტივობებს, რომლებიც საჭიროებენ სწრაფ გონებრივ და მოტორულ რეაქციებს.

თუ ძილის ხანგრძლივობა არასაკმარისია, სიფხიზლის დაქვეითების რისკი კიდევ უფრო დიდია.

სხვა სედატიურ საშუალებებთან, ნატრიუმის ოქსიბატთან და, რა თქმა უნდა, ალკოჰოლთან ან ალკოჰოლის შემცველ მედიკამენტებთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.

დონორმილი შეიცავს ნატრიუმს და ნატრიუმის ბენზოატს (E211)

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 563 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითად კომპონენტს) თითოეულ შუშხუნა ტაბლეტში. ეს ზრდასრულთათვის რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური მოხმარების 28,15%-ს შეადგენს. გაესაუბრეთ ექიმს, თუ გჭირდებათ დღეში ერთი ან მეტი შუშხუნა ტაბლეტის მიღება ხანგრძლივი პერიოდით, განსაკუთრებით თუ გირჩიეს დაბალი შემცველობის მარილის (ნატრიუმის) დიეტა.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 75 მგ ნატრიუმის ბენზოატს (E211) თითოეულ შუშხუნა ტაბლეტში.

პრეპარატ დონორმილის გამოყენება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის მითითების შესაბამისად. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ ექიმს.

დოზა

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის ½ ტაბლეტიდან 1 ტაბლეტამდე დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე დღეში.

ყველაზე დაბალი დოზა რეკომენდებულია ხანდაზმულებისთვის და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებისთვის.

როგორ და როდის მივიღოთ დონორმილი

მიიღება პერორალურად ტაბლეტის გახსნით ერთ ჭიქა წყალში.

რამდენი ხანი მიიღება პრეპარატი დონორმილი

დღეში ერთხელ საღამოს 15-30 წუთით ადრე ძილის წინ.

მკურნალობის ხანგრძლივობაა 2-დან 5 დღემდეა. ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

დანიშნულ დოზაზე მეტი დონორმილის მიღებისას

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ დონორმილის დოზის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

თუ შეწყვეტთ დონორმილის მიღებას

არ მიესადაგება. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება:

ძილიანობა დღის განმავლობაში, რომლის განვითარებისას საჭიროა დოზის შემცირება,

ყაბზობა,

შარდის შეკავება,

პირის სიმშრალე,

გონების დაბინდვა,

რაბდომიოლიზი (კუნთების მძიმე დაზიანება),

კრეატინფოსფოკინაზას (CPK) დონის მატება სისხლში,

მხედველობის დაქვეითება (აკომოდაციის დარღვევა, ბუნდოვანი ხედვა, ჰალუცინაციები, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება),

გახშირებული გულისცემა.

დაფიქსირდა ბოროტად გამოყენების და პრეპარატზე დამოკიდებულების შემთხვევები. გარდა ამისა, ცნობილია, რომ პირველი თაობის H1 ანტიჰისტამინები იწვევენ სედაციურ ეფექტს, კოგნიტურ და ფსიქომოტორულ დაქვეითებას.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს ასევე მოიცავს ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ (იხ. ქვემოთ). გვერდითი რეაქციების შეტყობინებით დახმარებას გაუწევთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური („როსზდრავნადზორი“) სლავიანსკაიას მოედანი 4, კორპუსი 1, მოსკოვი, 109074

ტელ.: +7 (495) 698-45-38, +7 (499) 578-02-30

www.roszdravnadzor.gov.ru

სომხეთის რესპუბლიკა

სს „ აკადემიკოსი ე.გაბრიელიანის სახელობის სამკურნალო პრეპარატებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრ“

კომიტასის გამზირი, 49/5, ერევანი, 0051

ტელეფონი: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05

www.pharm.am

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის სამკურნალო პრეპარატებისა და სამედიცინო მოწყობილებების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

ყაზახეთი, ბაიკონირის რაიონი, ამანგელდი იმანოვას ქუჩა, სახლი 13, ქალაქი ასტანა, 010000, ყაზახეთის რესპუბლიკა

ტელეფონი: +7 (7172) 78-98-83

ელ.ფოსტა: [email protected] https://www.ndda.kz

ბელარუსის რესპუბლიკა

ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს "ჯანდაცვის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი"

მეგობრობის შესახვევი, 2ა, მინსკი, 220037

ტელ.: +375-17-299-55-14

www.rceth.by

პრეპარატ დონორმილის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს იგი. არ მიიღოთ პრეპარატი ტუბსა და მუყაოს კოლოფის შეფუთვაზე (შეკვრა) მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ „ვარგისიანობია ვადა: “ ვარგისიანობის ვადა მოიცავს მოცემული თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ პრეპარატი 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ტუბი გარე შეფუთვაში ტენიანობისგან დასაცავად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ინტოქსიკაციის პირველი ნიშნებია ძილიანობა და ანტიქოლინერგული სიმპტომები: აგზნება, გუგების გაფართოება, აკომოდაციის დამბლა, პირის სიმშრალე, სახის და კისრის სიწითლე, ჰიპერთერმია, სინუსური ტაქიკარდია. დელირიუმი, ჰალუცინაციები და ათეტოზური მოძრაობები უფრო ხშირად აღინიშნება ბავშვებში, ზოგჯერ ისინი კრუნჩხვების წინამორბედია, რაც მძიმე ინტოქსიკაციის ან თუნდაც კომის გართულებაა. კრუნჩხვების არარსებობის შემთხვევაშიც კი, დოქსილამინის მწვავე ინტოქსიკაცია ზოგჯერ იწვევს რაბდომიოლიზს, რომელიც შეიძლება გართულდეს თირკმლის მწვავე უკმარისობით. ამ დარღვევების განვითარების შესაძლებლობის გამო, საჭიროა სისტემატური სკრინინგი კრეატინფოსფოკინაზას (CPK) აქტივობის გაზომვით.

მკურნალობა

მკურნალობა სიმპტომურია. მკურნალობის საწყის ეტაპებზე რეკომენდებულია გააქტიურებული ნახშირის გამოყენება (50 გ მოზრდილებში, 1 გ/კგ ბავშვებში).

შემადგენლობა

პრეპარატი დონორმილი შეიცავს:

დონორმილის აქტიური ნივთიერებაა დოქსილამინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ დოქსილამინს (სუქცინატის სახით).

სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც უნდა მიიღონ მხედველობაში: ერთი ტაბლეტი შეიცავს 563 მგ ნატრიუმს და 75 მგ ნატრიუმის ბენზოატს (E211).

დამხმარე ნივთიერებებია:

ნატრიუმის ბიკარბონატი, უწყლო ლიმონმჟავა, უწყლო ნატრიუმის წყალბადოფოსფატი, უწყლო ნატრიუმის სულფატი, ნატრიუმის ბენზოატი, მაკროგოლი 6000.

დონორმილის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ტაბლეტები არის თეთრი ფერის, ცილინდრული, ბრტყელი, მოჭრილი კიდეებით და ცალ მხარეს გამყოფი ხაზით, წყალში ხსნადი შუშხუნა რეაქციით, დასაშვებია ნამცეცების წარმოქმნა.

15 მგ-იანი 10 შუშხუნა ტაბლეტი თავსდება თეთრ პროპილენის ტუბში პოლიეთილენის თავსახურით, რომელიც შეიცავს ტენის მშთანთქმელ საშუალებას.

2 ტუბი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ყაზახურ და რუსულ ენებზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

„უპსა სას“

ჟოზეფ მონიეს ქუჩა 3, 92500 რუეი-მალმეზონი, საფრანგეთი

ტელ: + (33) 0158836000

ფაქსი: + (33) 0158836001

[email protected]

შენახვის პირობები

3 წელი.

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები პრეპარატის შენახვისას

არ შეინახოთ პრეპარატი 25ºС ტემპერატურაზე ზემოთ.

შეინახეთ ტუბი მის გარე შეფუთვაში ტენისგან დაცვის მიზნით.

  • 5. პირველადი შეფუთვის შემცველობა და ბუნება

10 შუშხუნა ტაბლეტი თითო 15 მგ-ის ოდენობით მოთავსებულია თეთრ პროპილენის ტუბში პოლიეთილენის თავსახურით, რომელიც შეიცავს ტენის მშთანთქმელ საშუალებას.

2 ტუბი სამედიცინო დანიშნულებით პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ყაზახურ და რუსულ ენებზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

  • 6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან სამკურნალო პროდუქტის გამოყენების, პრეპარატთან სხვა მანიპულაციების ჩატარების ან მასთან მუშაობის შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურების დროს.

ყველა გამოუყენებელი წამალი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

  • მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

საფრანგეთი

„უპსა სას“

3, რიუ ჟოზეფ მონე, 92506 რუეი-მალმეზონი, საფრანგეთი

ტელეფონი: + (33) 0158836000

ფაქსი: + (33) 0158836001

  • 1. მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის წარმომადგენელი

მომხმარებელთა საჩივრები უნდა გაიგზავნოს მისამართზე:

რუსეთის ფედერაცია

შპს "სვიქს ბიოფარმა"

1-ელი ტვერსკაია-იამსკაიას ქუჩა 23, კორპუსი 1, სართული 5, ოდაწესებულება V ოთახი 4., 125047, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია,

ტელ.: 8 (495) 229-06-61,

ელ. ფოსტა: [email protected].

სომხეთის რესპუბლიკა

DRU-ს წარმომადგენელი სომხეთის რესპუბლიკაში:

ტიგრან მეჩის გამზირი 28/24, ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა

ტელ.: +37491406456

ელ. ფოსტა: [email protected]

ბელარუსის რესპუბლიკა

„დელტა მედიქალ პრომოუშენზ აგ“

სს "Delta Medical Promotions AG" (შვეიცარია) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში,

220090, მინსკი, პოლიგრაფიჩესკაიას ქუჩა 31, ოფისი 22,

ტელ.: +375 216 16 94,

ელ. ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა

სააქციო საზოგადოება „დელტა მედიქალ პრომოუშენზ აგ“-ის

წარმომადგენლობა (შვეიცარია),

050040, ალმათი, მედეუს რაიონი, კაზიბეკ ბი 20A, ოფისი 308,

ტელ.: +7 (771) 504 54 13,

ელ. ფოსტა: [email protected]

  • მარკეტინგული ავტორიზაციის ნომერი
  • პირველადი რეგისტრაციის თარიღი (რეგისტრაციის დადასტურება, ხელახალი რეგისტრაცია)

პირველადი რეგისტრაციის თარიღი:

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური ანტიჰისტამინური საშუალებები ამინოალკილის ეთერები. დოქსილამინი.

ათქ კოდი R06AA09

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

დოქსილამინის სუქცინატი არის ეთანოლამინების კლასის H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი სედატიური და ატროპინის მსგავსი მოქმედების ეფექტით. ამცირებს დაძინების დროს და აუმჯობესებს ძილის ხანგრძლივობას და ხარისხს.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა საშუალოდ 1 საათის (Tmax) შემდეგ დოქსილამინის სუქცინატის მიღებიდან.

ბიოტრანსფორმაცია

დოქსილამინის სუქცინატი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილირებით და N-აცეტილირებით.

სხვადასხვა მეტაბოლიტები, რომლებიც წარმოიქმნება მოლეკულების დაშლის შედეგად, რაოდენობრივად უმნიშვნელოა, ვინაიდან მიღებული დოზის 60% გვხვდება შარდში უცვლელი დოქსილამინის სახით.

ელიმინაცია

პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი (T½) საშუალოდ 10 საათს შეადგენს.

  • 3. მონაცემები პრეკლინიკური უსაფრთხოების კვლევებიდან

მონაცემები არ არის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტისთვის

დონორმილი, 15 მგ, შუშხუნა ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება: დოქსილამინი

პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან თქვენი ექიმის მითითების შესაბამისად.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს.

პრეპარატი მხოლოდ თქვენ დაგინიშნეს. ნუ გადასცემთ მას სხვა ადამიანებს, შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები ემთხვევა თქვენსას

გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციის მე-4 თავში

თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, 5 დღის შემდეგ უნდა მიმართოთ ექიმს.

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი

რა არის პრეპარატი დონორმილი და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ დონორმილის გამოყენებამდე.

პრეპარატ დონორმილის მიღება.

შესაძლო გვერდითი რეაქციები.

პრეპარატ დონორმილის შენახვა.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რა არის პრეპარატი დონორმილი და რისთვის გამოიყენება ის

პრეპარატი დონორმილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დოქსილამინს. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური ანტიჰისტამინური პრეპარატები.

ათქ კოდი: R06AA09

პრეპარატის გამოყენების ჩვენებები:

პრეპარატი დონორმილი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი ჩვენებების მიხედვით:

პერიოდული და გარდამავალი უძილობა.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ დონორმილის გამოყენებამდე

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მას.

უკუჩვენებები.

არ მიიღოთ დონორმილი, თუ:

ხართ ალერგიული ანტიჰისტამინური საშუალებების, მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 თავში;

თუ გაქვთ გლაუკომის მწვავე შეტევების ისტორია (მომატებული თვალისშიდა წნევა);

ხართ მამაკაცი და გაქვთ შარდსადენისა და წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს შარდვის დარღვევა;

თქვენი ასაკი 15 წლამდეა

ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილიდან გეხებათ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ დონორმილის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ:

გქონდათ აპნოე (სუნთქვის უეცარი შეწყვეტა ძილის დროს);

თქვენი ასაკი 65 წელზე მეტია;

გაქვთ თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა.

უძილობა შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, რაც სულაც არ საჭიროებს მედიკამენტების მიღებას.

ეს პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ხანდაზმულებში კოგნიტური დარღვევის, ძილიანობის, ნელი რეაქციის და/ან თავბრუსხვევის რისკის გამო, რამაც შეიძლება გაზარდოს დაცემის რისკი (მაგ. ღამით ადგომისას), რასაც მოყვება შედეგები.

დოქსილამინის სუქცინატმა, ყველა საძილე ან სედატიური საშუალებების მსგავსად, შეიძლება გააუარესოს ადრე არსებული აპნოე ძილის დროს (ძილის დროს სუნთქვის შეჩერება). მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ ნიშანს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამ პრეპარატის ბოროტად გამოყენებას ან მასზე დამოკიდებულებას. დონორმილი არ არის რეკომენდებული, თუ გაქვთ დარღვევა, რაც უკავშირდება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას (ალკოჰოლი, მედიკამენტები ან სხვა). მკურნალობის დროს მკაცრად არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება. დაორსულების შემთხვევაში შეატყობინეთ ექიმს.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ქრონიკული დაავადება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან დოზის კორექტირების მიზნით.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ ეს პრეპარატი 0-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და დონორმილი

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება დაიწყოთ სხვა მედიკამენტების მიღება.

ეს პრეპარატი შეიცავს დოქსილამინს -ანტიჰისტამინურ საშუალებას.

სხვა მედიკამენტებიც შეიცავს ამ ნივთიერებას. არ შეურიოთ ასეთი მედიკამენტები ისე, რომ გადააჭარბოს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას (იხ. თავი 3: „პრეპარატ დონორმილის გამოყენება“).

ეს პრეპარატი თავიდან უნდა აირიდონ ნატრიუმის ოქსიბატთან ან ალკოჰოლის შემცველ მედიკამენტებთან ერთად.

გასათვალისწინებელია დონორმილის 15 მგ შუშხუნა ტაბლეტის ერთდროული მიღება შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

ანტიქოლინესტერაზა,

ატროპინის შემცველი სხვა პრეპარატები,

სხვა სედატიური საშუალებები,

სხვა საძილე აბები,

მორფინიკი.

პრეპარატი დონორმილი და ალკოჰოლი

მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება. სხვა სედატიურ საშუალებებთან, ნატრიუმის ოქსიბატთან და, რა თქმა უნდა, ალკოჰოლთან ან ალკოჰოლის შემცველ მედიკამენტებთან ერთად კომბინირებული მიღება არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ჩვილის ძუძუთი კვებაზე, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

ორსულობა

ნორმალური გამოყენების პირობებში, ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია ორსულობის დროს. თუმცა, გამოყენებამდე ყოველთვის უნდა მიმართოთ ექიმს და არასოდეს გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

ლაქტაცია

ეს პრეპარატი შეიძლება გამოიყოს დედის რძეში. მისი მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვებაზე ყოფნისას, რადგან აქვს დამამშვიდებელი თვისებები (ლეთარგია, ენერგიის დაკარგვა) ან პირიქით, მასტიმულირებელი თვისებები (უძილობა), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ბავშვზე.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

დღის განმავლობაში შესაძლო ძილიანობისა და ამ პრეპარატუს გამოყენებასთან დაკავშირებული სიფხიზლის დაქვეითების გამო, საჭიროა მოერიდოთ ავტომობილის მართვას, მექანიზმებთან მუშაობას და სხვა აქტივობებს, რომლებიც საჭიროებენ სწრაფ გონებრივ და მოტორულ რეაქციებს.

თუ ძილის ხანგრძლივობა არასაკმარისია, სიფხიზლის დაქვეითების რისკი კიდევ უფრო დიდია.

სხვა სედატიურ საშუალებებთან, ნატრიუმის ოქსიბატთან და, რა თქმა უნდა, ალკოჰოლთან ან ალკოჰოლის შემცველ მედიკამენტებთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.

დონორმილი შეიცავს ნატრიუმს და ნატრიუმის ბენზოატს (E211)

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 563 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითად კომპონენტს) თითოეულ შუშხუნა ტაბლეტში. ეს ზრდასრულთათვის რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური მოხმარების 28,15%-ს შეადგენს. გაესაუბრეთ ექიმს, თუ გჭირდებათ დღეში ერთი ან მეტი შუშხუნა ტაბლეტის მიღება ხანგრძლივი პერიოდით, განსაკუთრებით თუ გირჩიეს დაბალი შემცველობის მარილის (ნატრიუმის) დიეტა.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 75 მგ ნატრიუმის ბენზოატს (E211) თითოეულ შუშხუნა ტაბლეტში.

პრეპარატ დონორმილის გამოყენება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის მითითების შესაბამისად. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ ექიმს.

დოზა

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის ½ ტაბლეტიდან 1 ტაბლეტამდე დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე დღეში.

ყველაზე დაბალი დოზა რეკომენდებულია ხანდაზმულებისთვის და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებისთვის.

როგორ და როდის მივიღოთ დონორმილი

მიიღება პერორალურად ტაბლეტის გახსნით ერთ ჭიქა წყალში.

რამდენი ხანი მიიღება პრეპარატი დონორმილი

დღეში ერთხელ საღამოს 15-30 წუთით ადრე ძილის წინ.

მკურნალობის ხანგრძლივობაა 2-დან 5 დღემდეა. ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

დანიშნულ დოზაზე მეტი დონორმილის მიღებისას

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ დონორმილის დოზის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

თუ შეწყვეტთ დონორმილის მიღებას

არ მიესადაგება. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

შესაძლო გვერდითი რეაქციები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება:

ძილიანობა დღის განმავლობაში, რომლის განვითარებისას საჭიროა დოზის შემცირება,

ყაბზობა,

შარდის შეკავება,

პირის სიმშრალე,

გონების დაბინდვა,

რაბდომიოლიზი (კუნთების მძიმე დაზიანება),

კრეატინფოსფოკინაზას (CPK) დონის მატება სისხლში,

მხედველობის დაქვეითება (აკომოდაციის დარღვევა, ბუნდოვანი ხედვა, ჰალუცინაციები, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება),

გახშირებული გულისცემა.

დაფიქსირდა ბოროტად გამოყენების და პრეპარატზე დამოკიდებულების შემთხვევები. გარდა ამისა, ცნობილია, რომ პირველი თაობის H1 ანტიჰისტამინები იწვევენ სედაციურ ეფექტს, კოგნიტურ და ფსიქომოტორულ დაქვეითებას.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს ასევე მოიცავს ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ (იხ. ქვემოთ). გვერდითი რეაქციების შეტყობინებით დახმარებას გაუწევთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური („როსზდრავნადზორი“) სლავიანსკაიას მოედანი 4, კორპუსი 1, მოსკოვი, 109074

ტელ.: +7 (495) 698-45-38, +7 (499) 578-02-30

www.roszdravnadzor.gov.ru

სომხეთის რესპუბლიკა

სს „ აკადემიკოსი ე.გაბრიელიანის სახელობის სამკურნალო პრეპარატებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრ“

კომიტასის გამზირი, 49/5, ერევანი, 0051

ტელეფონი: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05

www.pharm.am

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის სამკურნალო პრეპარატებისა და სამედიცინო მოწყობილებების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

ყაზახეთი, ბაიკონირის რაიონი, ამანგელდი იმანოვას ქუჩა, სახლი 13, ქალაქი ასტანა, 010000, ყაზახეთის რესპუბლიკა

ტელეფონი: +7 (7172) 78-98-83

ელ.ფოსტა: [email protected] https://www.ndda.kz

ბელარუსის რესპუბლიკა

ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს "ჯანდაცვის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი"

მეგობრობის შესახვევი, 2ა, მინსკი, 220037

ტელ.: +375-17-299-55-14

www.rceth.by

პრეპარატ დონორმილის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს იგი. არ მიიღოთ პრეპარატი ტუბსა და მუყაოს კოლოფის შეფუთვაზე (შეკვრა) მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ „ვარგისიანობია ვადა: “ ვარგისიანობის ვადა მოიცავს მოცემული თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ პრეპარატი 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ტუბი გარე შეფუთვაში ტენიანობისგან დასაცავად.

შეფუთვის შემცველობა, სხვა ინფორმაცია

პრეპარატი დონორმილი შეიცავს:

დონორმილის აქტიური ნივთიერებაა დოქსილამინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ დოქსილამინს (სუქცინატის სახით).

სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც უნდა მიიღონ მხედველობაში: ერთი ტაბლეტი შეიცავს 563 მგ ნატრიუმს და 75 მგ ნატრიუმის ბენზოატს (E211).

დამხმარე ნივთიერებებია:

ნატრიუმის ბიკარბონატი, უწყლო ლიმონმჟავა, უწყლო ნატრიუმის წყალბადოფოსფატი, უწყლო ნატრიუმის სულფატი, ნატრიუმის ბენზოატი, მაკროგოლი 6000.

დონორმილის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ტაბლეტები არის თეთრი ფერის, ცილინდრული, ბრტყელი, მოჭრილი კიდეებით და ცალ მხარეს გამყოფი ხაზით, წყალში ხსნადი შუშხუნა რეაქციით, დასაშვებია ნამცეცების წარმოქმნა.

15 მგ-იანი 10 შუშხუნა ტაბლეტი თავსდება თეთრ პროპილენის ტუბში პოლიეთილენის თავსახურით, რომელიც შეიცავს ტენის მშთანთქმელ საშუალებას.

2 ტუბი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ყაზახურ და რუსულ ენებზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

„უპსა სას“

ჟოზეფ მონიეს ქუჩა 3, 92500 რუეი-მალმეზონი, საფრანგეთი

ტელ: + (33) 0158836000

ფაქსი: + (33) 0158836001

[email protected]

მწარმოებელი:

„უპსა სას“

დე პირენეს გამზირი, 47520 ლე პასაჟი, საფრანგეთი

ტელ: + (33) 0158836000

ფაქსი: + (33) 0158836001

[email protected]

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ისევე როგორც პრეტენზიების შემთხვევაში, საჭიროა დაუკავშირდეთ მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს ან მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელს. მომხმარებლის ყველა საჩივარი უნდა გადაეგზავნოს მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის წარმომადგენელს ან მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელს:

რუსეთის ფედერაცია

შპს "სვიქს ბიოფარმა"

1-ელი ტვერსკაია-იამსკაიას ქუჩა 23, კორპუსი 1, სართული 5, ოდაწესებულება V ოთახი 4., 125047, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია,

ტელ.: 8 (495) 229-06-61,

ელ. ფოსტა: [email protected].

სომხეთის რესპუბლიკა

DRU-ს წარმომადგენელი სომხეთის რესპუბლიკაში:

ტიგრან მეჩის გამზირი 28/24, ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა

ტელ.: +37491406456

ელ. ფოსტა: [email protected]

ბელარუსის რესპუბლიკა

„დელტა მედიქალ პრომოუშენზ აგ“

სს "Delta Medical Promotions AG" (შვეიცარია) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში,

220090, მინსკი, პოლიგრაფიჩესკაიას ქუჩა 31, ოფისი 22,

ტელ.: +375 216 16 94,

ელ. ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა

სააქციო საზოგადოება „დელტა მედიქალ პრომოუშენზ აგ“-ის

წარმომადგენლობა (შვეიცარია),

050040, ალმათი, მედეუს რაიონი, კაზიბეკ ბი 20A, ოფისი 308,

ტელ.: +7 (771) 504 54 13,

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ინსტრუქციის რევიზია მოხდა 2022 წლის აპრილში.

ინფორმაციის სხვა წყაროები

დეტალური ინფორმაცია ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ მოცემულია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ვებსაიტზე.

https://eec.eaeunion.org

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა