დოენზა-სანოველის (დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) წარმოადგენს თეთრ, აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს. დოენზა-სანოველი წარმოდგენილია 14 და 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველი ბილესტერების სახით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დონეპეზილი (donepezil)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- Sanovel Ilac Sanayi ve Ticaret A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, ანტიქოლენესთერაზული საშუალებები
- ATC კოდი
- N06DA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042893
- რეგისტრირებულია
- 5 მარტი 2025, მოქმედებს 5 მარტი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sanovel Ilac Sanayi ve Ticaret A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სს „სანოველ ოლაჩ სანაი ვე თიჯარეთ“ საქართველოს ფილიალი „სანოველ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დოენზა-სანოველი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დოენზა-სანოველის (დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) წარმოადგენს თეთრ, აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს. დოენზა-სანოველი წარმოდგენილია 14 და 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველი ბილესტერების სახით.
დოენზა-სანოველი გამოიყენება დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზით და მისი აქტიური ნივთიერება, დონეპეზილის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორების მედიკამენტების ჯგუფს.
დოენზა - სანოველი მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში გამოიყენება.
დოენზა - სანოველის გამოყენებამდე გასათვალისწინებელი
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/მიღების სიხშირე:
დოენზა-სანოველის ტაბლეტი ღამე ძილის წინ უნდა მიიღოთ.
მკურნალობა იწყება ერთი ტაბლეტით დღეში (5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი)
თქვენთვის დანიშნული დოზა შესაძლოა შეიცვალოს იმის მიხედვით თუ რამდენი ხანია იღებთ ამ მედიკამენტს და აგრეთვე ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ერთი თვის შემდეგ თქვენმა ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა და დაგინიშნოთ ერთი ტაბლეტი (10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) ყოველ დღე.
მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს ყოველ ღამე.
ეს მედიკამენტი ყოველთვის ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების დაცვით უნდა მიიღოთ.
არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად ექიმის მითითების გარეშე.
არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება ექიმის მითითების გარეშე.
მკურნალობის გადახედვისთვის და სიმპტომების შეფასებისთვის ექიმთან რეგულარული ვიზიტები იქნება საჭირო.
მიღების მეთოდი
დოენზა-სანოველის ტაბლეტი მთლიანად უნდა გადაყლაპოთ წყალთან ერთად ღამე დაძინების წინ.
თუ გაქვთ შეცვლილი სიზმრები, ღამის კოშმარები ან ძილის დარღვევები (იხ. პარაგრაფი 4), ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოენზა - სანოველის დილით მიღება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში: ბავშვებში დოენზა-სანოველის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში: ალცჰაიმერის დაავადების მქონე მოხუცებულ პაციენტებში მკურნალობის მიმდინარეობისას წამლის საშუალო პლაზმური კონცენტრაცია ახალგაზრდა ჯანმრთელი მოხალისეების კონცენტრაციების ანალოგიურია.
განსაკუთრებული პოპულაციები:
თირკმლის ფუნქციის დაღვევა: თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დასაშვებია დაინიშნოს იგივე დოზები, რადგან ეს პათოლოგია დონეპეზილის ჰიდროქლორიდის კლირენსზე გავლენას არ ახდენს.
ღვიძლის ფუნქციის დაღვევა: თუ გაქვთ ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო პრობლემები, თქვენმა ექიმმა თანდათანობით და ფრთხილად უნდა შეგირჩიოთ თქვენთვის საჭირო დოზა.
თუ შენიშნეთ რომ დოენზა-სანოველის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ დოენზა-სანოველის საჭიროზე მეტი რაოდენობა
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ მიიღეთ დოენზა - სანოველის საჭიროზე უფრო მაღალი დოზა. თუ ვერ უკავშირდებით ექიმს, მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ კონტეინერი და დარჩენილი ტაბლეტები.
უკუჩვენებები
- თუ ალერგიული ხართ (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) დონეპეზილის ჰიდროქლორიდის, პიპერიდინის წარმოებულების ან დოენზა-სანოველის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
- თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ.
დოენზა-სანოველის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა დაიცვათ თუ გაქვთ ან გქონიათ:
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
გულყრები (მაგ. ეპილეფსია) ან კრუნჩხვები.
გულის დაავადება, არარეგულარული ან ძალიან შენელებული გულისცემა, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი.
გულის დაავადება ე.წ. “QT ინტერვალის გახანგრძლივება“ ან რითმის დარღვევა Torsade de Pointes-ის დასახელებით, ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნება “QT ინტერვალის გახანგრძლივება“.
სისხლში მაგნიუმის და კალიუმის დაბალი დონე.
ასთმა ან ფილტვის სხვა ქრონიკული დაავადება.
ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე.
ცხელება და კუნთების დაჭიმულობა, ოფლიანობა, შრატში კრეატინ ფოსფოკინაზას (ენზიმის ტიპი) დონის მატება, დაქვეითებული ცნობიერება (ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის დასახელებით ცნობილი მდგომარეობა).
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, ან თუნდაც წარსულში გეხებოდათ, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
დოენზა-სანოველის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დოენზა-სანოველის მიღება დასაშვებია საკვების მიღებამდე ან მის შემდეგ. საკვები დოენზა-სანოველის ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს.
დოენზა-სანოველი არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლთან ერთად რადგან ალკოჰოლმა შესაძლოა შეამციროს დოენზა-სანოველის ეფექტურობა.
სიფრთხილის ზომები
დონეპეზილის ჰიდროქლორიდის გამოყენება ალცჰაიმერის დემენციის მძიმე ფორმების, დემენციის სხვა ტიპების და მეხსიერების დაქვეითების სხვა ტიპების (მაგ., კოგნიტური უნარების ასაკთან დაკავშირებული გაუარესება) მქონე პაციენტებში შესწავლილი არ არის.
ანესთეზია: დოენზა-სანოველი, როგორც ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი, ანესთეზიის დროს დიდი ალბათობით სუქცინილქოლინის ტიპის კუნთის რელაქსაციის ეფექტებს გააძლიერებს.
გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები: მათი ფარმაკოლოგიური მოქმედების გამო, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებს გულისცემის სიხშირეზე შესაძლოა ვაგოტონური ეფექტები ჰქონდეთ (მაგ., ბრადიკარდია). ამ მოქმედების ალბათობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინუსური კვანძის სისუსტით ან გულის სხვა სუპრავენტრიკულური გამტარობის პათოლოგიებით (მაგ.,სინოატრიული ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადა) დაავადებულ პაციენტებში.
აღწერილია სინკოპეს და გულყრების შემთხვევები. ასეთი პაციენტების შეფასების დროს უნდა განიხილოთ გულის ბლოკადის ან გრძელი სინუსური პაუზების ალბათობა.
კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები: წყლულის განვითარების მომატებული რისკის პაციენტებს, მაგ., წყლულოვანი დაავადების ანამნეზის მქონე პაციენტებს ან პაციენტებს რომლებიც პარალელურად არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს (NSAIDs) იღებენ, სიმპტომების რეგულარული მონიტორინგი უნდა ჩაუტარდეთ. თუმცა, დონეპზილ HCl-თან დაკავშირებულმა კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენა პეპტიური წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის სიხშირის მომატება პლაცებოსთან შედარებით.
შარდ-სასქესო სისტემა: მიუხედავად იმისა რომ დოენზა-სანოველის კლინიკური კვლევებით ეს დადგენილი არ არის, ქოლინომიმეტიკებმა შესაძლოა შარდის ბუშტის გამავლობის ობსტრუქცია გამოიწვიონ.
ნევროლოგიური პათოლოგიები: გულყრები: ვარაუდობენ, რომ ქოლინომიმეტიკებს გენერალიზებული კრუნჩხვების გამოწვევის უნარი აქვთ. თუმცა, კრუნჩხითი აქტივობა შესაძლოა აგრეთვე ალცჰაიმერის დაავადების გამოხატულება იყოს.
ქოლინომიმეტიკებმა შესაძლოა ექსტრაპირამიდული სიმპტომები გამოიწვიონ ან გაამწვავონ.
ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი: ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის (NMS) განვითარება დონეპაზილთან დაკავშირებით ძალიან იშვიათად არის აღწერილი, განსაკუთრებით პაციენტებში რომლებიც აგრეთვე იღებენ თანმხლებ ანტიფსიქოზურ საშუალებებს. NMS პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და ხასიათდება ჰიპერთერმიით, კუნთების რიგიდულობით, აუტონომიური არასტაბილურობით, ცნობიერების სტატუსის ცვლილებებით და შრატში კრეატინ ფოსფოკინაზას დონეების მომატებით. დამატებითი ნიშნები შესაძლოა მოიცავდეს მიოგლობინურიას (რაბდომიოლიზი) და თირკმლის მწვავე უკმარისობას. თუ პაციენტს აღენიშნა NMS-ის საეჭვო ნიშნები და სიპტომები ან განუვითარდა გაურკვეველი მიზეზის მაღალი ტემპერატურა NMS-ის დამატებითი კლინიკური გამოვლინებების გარეშე, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ფილტვის პათოლოგიები: ქოლინომიმეტიკური მოქმედების გამო, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ასთმის ან ფილტვის ობსტრუქციული დაავადების ანამნეზის მქონე პაციენტებში.
აცეტილქოლინესთერაზას სხვა ინჰიბიტორებთან, ქოლინერგული სისტემის აგონისტებთან ან ანტაგონისტებთან ერთად დოენზა-სანოველის მიღებას უნდა მოერიდოთ.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა: მონაცემები არ მოიპოვება ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღებაზე.
სიკვდილიანობა ვასკულური დემენციის კლინიკურ კვლევებში: ჩატარდა 6 თვიანი ხანგრძლივობის სამი კლინიკური კვლევა, სადაც შეისწავლიდნენ ინდივიდებს რომლებიც აკმაყოფილებდნენ შესაძლო ან სავარაუდო ვასკულური დემენციის (VaD) NINDS-AIREN კრიტერიუმებს. NINDS-AIREN კრიტერიუმები განკუთვნილია იმ პაციენტების გამოვლენისთვის, რომლებშიც დემენცია მხოლოდ სისხლძარღვოვანი მიზეზებით არის გამოწვეული და იმისათვის რომ გამოირიცხოს ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტები. პირველ კვლევაში ლეტალური შედეგის სიხშირე იყო 2/198 (1%) იმ ჯგუფში, რომელიც იღებდა 5მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს, 5/206 (2,4%) - ჯგუფში, რომელიც იღებდა 10მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს და 7/199 (3,5%) - პლაცებოს ჯგუფში. მეორე კვლევაში ლეტალური შედეგის სიხშირე იყო 4/208 (1,9%) იმ ჯგუფში, რომელიც იღებდა 5მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს, 3/215 (1,4%) - ჯგუფში, რომელიც იღებდა 10მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს და 1/193 (0,5%) - პლაცებოს ჯგუფში. მესამე კვლევაში ლეტალური შედეგის სიხშირე იყო 11/648 (1,7%) იმ ჯგუფში, რომელიც იღებდა 5მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს და 0/326 (0%) - პლაცებოს ჯგუფში. დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფში გაერთიანებულ სამ VaD კვლევაში სიკვდილიანობის სიხშირე რაოდენობრივად უფრო მაღალი იყო (1.7%) ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (1.1%), თუმცა ეს სხვაობა სტატისტიკურად თვალსაჩინო არ იყო.
დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ან პლაცებოს ჯგუფებში სიკვდილიანობის შემთხვევების უმეტესობა სავარაუდოდ სხვადასხვა სისხლძარღვოვან მიზეზებთან არის დაკავშირებული, რაც უკვე არსებული სისხლძარღვოვანი დაავადების მქონე მოხუცებულ პაციენტებში მოსალოდნელია. ყველა სერიოზული არა-ფატალური და ფატალური ვასკულური მოვლენის ანალიზმა არ აჩვენა განვითარების სიხშირის მხრივ სხვაობა დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით.
ალცჰაიმერის დაავადების ჯგუფურ კვლევებში (n=4146), და როდესაც ალცჰაიმერის დაავადების ეს კვლევები ჯგუფდებოდა დემენციის სხვა კვლევებთან მათ შორის ვასკულური დემენციის კვლევებთან (ჯამური n=6888), სიკვდილიანობის სიხშირე პლაცებოს ჯგუფებში რაოდენობრივად აჭარბებდა დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფებში სიკვდილიანობის სიხშირეს.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემებით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით, ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღონ.
სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
დონეპეზილის ჰიდროქლორიდი და/ან მისი რომელიმე მეტაბოლიტი არ აინჰიბირებს თეოფილინის, ვარფარინის, ციმეტიდინის ან დიგოქსინის მეტაბოლიზმს ადამიანებში. დონეპეზილის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმზე დიგოქსინის ან ციმეტიდინის ერთდროული მიღება გავლენას არ ახდენს.
ინ ვიტრო კვლევები აჩვენებს, რომ დონეპეზილის მეტაბოლიზმში მონაწილეობენ ციტოქრომ P450 იზოენზიმები CYP3A4 და ნაკლები ხარისხით CYP2D6. მედიკამენტების ურთერთქმედების ინ ვიტრო კვლევები აჩვენებს, რომ კეტოკონაზოლი, CYP3A4 ინჰიბიტორი და ქინიდინი, და CYP2D6 ინჰიბიტორები, დონეპეზილის მეტაბოლიზმს აინჰიბირებენ. შესაბამისად ეს და სხვა CYP3A4 ინჰიბიტორები, მაგალითად იტრაკონაზოლი და ერითრომიცინი, და CYP2D6 ინჰიბიტორები, მაგალითად ფლუოქსეტინი, შესაძლოა დონეპეზილის მეტაბოლიზმის ინჰიბირებას იწვევდნენ. ჯანმრთელი მოხალისეების კვლევაში, კეტოკონაზოლი დონეპეზილის საშუალო კონცენტრაციებს დაახლოებით 30%-ით ზრდიდა. ენზიმების მაინდუცირებელმა მედიკამენტებმა, მაგალითად რიფამპიცინმა, ფენიტოინმა, კარბამაზეპინმა და ალკოჰოლმა შესაძლოა დონეპეზილის დონეების დაქვეითება გამოიწვიონ. იქიდან გამომდინარე, რომ მაინჰიბირებელი ან მაინდუცირებელი ეფექტების მასშტაბი უცნობია, მედიკამენტების ასეთ კომბინაციებთან სიფრთხილის დაცვაა საჭირო. დონეპეზილის ჰიდროქლორიდს შეუძლია პოტენციურად ხელი შეუშალოს ანტიქოლინერგული აქტივობის მედიკამენტების მოქმედებას. აგრეთვე არსებობს სინერგისტული აქტივობის ალბათობა ისეთი მედიკამენტებით თანადროული მკურნალობისას როგორიცაა სუქცინილქოლინი, სხვა ნერვ-კუნთოვანი გადაცემის მაბლოკირებელი საშუალებები ან ქოლინერგული აგონისტები ან ბეტა მაბლოკირებელი საშუალებები რომელთაც არ აქვთ გულის გამტარობაზე გავლენა.
დონეპიზილთან დაკავშირებით აღინიშნა QTc ინტერვალის გახანგრძლივების და Torsade de Pointes-ის შემთხვევები. რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა დონეპეზილის გამოყენებისას QTc ინტერვალის გამახანგრძლივებელ სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებისას, შეიძლება საჭირო იყოს კლინიკური მონიტორინგი (ეკგ). ამ პრეპარატებს მიეკუთვნება, მაგალითად:
IA კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი)
III კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგალითად, ამიოდარონი, სოტალოლი)
ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (მაგალითად, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ამიტრიპტილინი)
სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგალითად, ფენოთიაზინის წარმოებულები, სერტინდოლი, პიმოზიდი, ზიპრასიდონი)
ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგალითად, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი)
ორსულობა და ძუძუთი კვება
მედიკამენტის მიღების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულ ქალებში დონეპეზილის გამოყენებასთან დაკავშირებით ადეკვატური მონაცემები არ მოიპოვება. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მედიკამენტის საჭიროების შესახებ. დონეპეზილის ცალსახა აუცილებლობის გარეშე ორსულობის დროს არ უნდა გამოიყენოთ.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩინეთ, რომ ორსულად ხართ, რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
მედიკამენტის მიღების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა დონეპეზილის ჰიდროქლორიდი ადამიანის რძეში და მეძუძურ ქალებში კვლევები არ ჩატარება. შესაბამისად, არ გამოიყენოთ დოენზა - სანოველი ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ალცჰაიმერის დაავადებამ შესაძლოა იმოქმედოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე და თუ ექიმი არ გეტყვით რომ ეს უსაფრთხოა, თქვენ ეს აქტივობები არ უნდა შეასრულოთ. ამას გარდა, დონეპეზილმა შესაძლოა გამოიწვიოს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა და კუნთების სპაზმი, უმეტესად მკურნალობის დასაწყისში ან დოზის ზრდისას. ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, თავი უნდა შეიკავოთ ავტომობილის მართვისგან ან მექანიზმების გამოყენებისგან.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დოენზა-სანოველის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დოენზა-სანოველი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დოენზა-სანოველის მიღების დაწყებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
სხვა მედიკამენტების მიღება
თუ იღებთ შემდგომი ტიპის მედიკამენტებიდან რომელიმეს, უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს:
მედიკამენტები გულის რითმის დარღვევებისთვის (მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი)
მედიკამენეტები დეპრესიის სამკურნალოდ (მაგ. ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ამიტრიპტილინი, ფლუოქსეტინი)
ანტიფსიქოზური მედიკამენტები (მაგ. პიმოზიდი, სერტინდოლი, ზიპრასიდონი)
ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგ. კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, რიფამპიცინი)
სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ. კეტოკონაზოლი)
ალცჰაიმერის დაავადების სხვა მედიკამენტები (გალანტამინი და სხვა)
ტკივილგამაყუჩებლები ან ართრიტის სამკურნალო მედიკამენტები (ასპირინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (NSAID) მედიკამენტები მაგ. იბუპროფენი ან დიკლოფენაკ ნატრიუმი)
ანტიქოლინერგული მედიკამენტები (ტოლტეროდინი და სხვა)
კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი და სხვა)
გულის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები (ქინიდინი, ბეტა-ბლოკატორები მაგ. პროპრანოლოლი, ატენოლოლი და სხვა)
კუნთის რელაქსანტები (დიაზეპამი, სუქცინილქოლინი და სხვა)
ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
არარეცეპტული მედიკამენტები (მცენარეული საშუალებები და სხვა).
თუ უნდა ჩაგიტარდეთ ოპერაცია რომლის დროსაც გამოიყენება ზოგადი საანესთეზიო საშუალება, თქვენს ექიმს და ანესთეზიოლოგს უნდა უთხრათ რომ დოენზა-სანოველს იღებთ, რადგან დოენზა-სანოველმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენთვის საჭირო ანესთეზიის დოზაზე.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თქვენი მომვლელი პირის სახელი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი პრეპარატის დანიშნულებით მიღებაში.
გთხოვთ უთხრათ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდითრომელიმე სარეცეპტო ან არარეცეპტულ მედიკამენტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, დოენზა-სანოველსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, მაგრამ ეს ყველა შემთხვევაში არ ხდება.
დოენზა-სანოველის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია: ფაღარათი, კუნთების სპაზმები, სისუსტე, გულისრევა, ღებინება და უძილობა.
გვერდითი ეფექტები მოცემულია შემდგომი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი : შესაძლოა აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს
ხშირი : შესაძლოა აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1-ს
ნაკლებად ხშირი : შესაძლოა აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1-ს
იშვიათი : შესაძლოა აღენიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1-ს
უცნობი : სიხშირის დადგენა არსებული მონაცეცმებით შეუძლებელია.
თუ შენიშნეთ ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დოენზა-სანოველის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს გადაუდებელი შემთხვევების განყოფილებას.
ნაკლებად ხშირი:
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები. წყლულების სიმპტომებია: კუჭის ტკივილი ან დისკომფორტი (მოუნელებლობა) ჭიპსა და მკერდის ძვალს შორის.
კუჭიდან ან ნაწლვებიდან სისხლდენა. ამან შეიძლება გამოიწვიოს შავი კუპრისებრი განავალი ან ხილული სისხლდენა სწორი ნაწლავიდან.
გულყრები ან კრუნჩხვები.
იშვიათი:
ღვიძლის დაზიანება მაგ. ჰეპატიტი. ჰეპატიტის სიმპტომებია: გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, მადის დაკარგვა, შეუძლოდ ყოფნა, ცხელება, ქავილი, კანის და თვალების გაყვითლება და მუქი ფერის შარდი.
ძალიან იშვიათი:
ცხელება კუნთების დაჭიმულობით, ოფლიანობა ან ცნობიერების დონის დაქვეითება (ამ პათოლოგიას ეწოდება „ავთისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი”)
კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა ან ტკივილი, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნის, მაღალი ტემპერატურის ან მუქი შარდის თანხლებით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების პათოლოგიური დაშლით (მდგომარეობა სახელწოდებით რაბდომიოლიზი), რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები.
უცნობია:
სწრაფი არარეგულარული გულისცემა და გულის წასვლა, რაც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის სიმპტომი, რომელიც ცნობილია, როგორც Torsade de Pointes (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
ზემოთ მოცემული ყველა გვერდითი ეფექტი სერიოზულია. შესაძლოა თქვენ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.
აცნობეთ ექიმს თუ შენიშნეთ მოცემული გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები:
ფაღარათი
თავის ტკივილები.
ხშირი გვერდითი ეფექტები:
კუნთების სპაზმები
დაღლილობა,
ძილის დარღვევა (უძილობა),
სურდო
ჰალუცინაციები (არარეალურის დანახვა ან გაგება)
უჩვეულო სიზმრები, მათ შორის ღამის კოშმარები
აგზნება (მოუსვენრობა)
აგრესიული ქცევა
გულისწასვლა
თავბრუსხვევა
კუჭის დისკომფორტი
გამონაყარი
შარდის უკოტროლო გამოყოფა
ტკივილი
ტრავმატიზმი (პაციენტები შესაძლოა მეტად მიდრეკილნი იყონ დაცემის და შემთხვევითი ტრავმების მიმართ).
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები:
შენელებული გულისცემა
ნერწყვის ჰიპერსეკრეცია
იშვიათ გვერდითი ეფექტები:
რიგიდულობა, კანკალი ან უკონტროლო მოძრაობები განსაკუთრებით სახისა და ენის, ზოგიერთ შემთხვევაში კიდურებისაც.
თუ შენიშნეთ ისეთ გვერდითი ეფექტები, რომლებიც ამ ინსტრუქციაში არ არის მოცემული, გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ჭარბი დოზა
გულისრევა და ღებინება, ჭარბი ნერწყვდენა, ოფლიანობა, შენელებული გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა (გულის წასვლის წინა მდგომარეობა ან თავბრუსხვევა ფეხზე ადგომისას), სუნთქვის დარღვევები, ცნობიერების დაკარგვა და კრუნჩხვა ან კონვულსია.
თუ მიიღეთ დოენზა-სანოველის საჭიროზე მეტი რაოდენობა, უნდა გაესაუბროთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დოენზა-სანოველის მიღება
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულ დროს.
თუ მედიკამენტის მიღება ერთ კვირაზე ხანგრძლივად გამოგრჩათ, მიღების განახლებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ დოენზა-სანოველის მიღებას
თუ შეწყვეტთ დოენზა-სანოველის მიღებას, მკურნალობის დადებითი ეფექტები თანდათანობით გაქრება. უეცარი შეწვეტის შემთხვევაში უკუეფექტები არ ვითარდება.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
დონეპეზილის ჰიდროქლორიდი 10 მგ (9.12 მგ დონეპეზილის ექვივალენტი)
შემავსებელი:
ლაქტოზის მონოჰიდრატი 181.15 მგ
შემავსებლების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.1
შენახვის პირობები
შეინახეთ დოენზა-სანოველი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე და თავისავე შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 C გრადუზე.
გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ამოწურვის თარიღის გათვალისწინებით.
არ გამოიყენოთ დოენზა-სანოველი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ამოწურვის თარიღის შემდეგ.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი: Sanovel İlaç San. ve Tic. A.Ş. 34460 ისტინიე-სტამბული/თურქეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი;
ATC-კოდი N06DA02.
მოქმედების მექანიზმი
დონეპეზილის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ტვინის მთავარი ქოლინესთერაზას, აცეტილქოლინესთერაზას სპეციფიურ და შექცევად ინჰიბიტორს. დონეპეზილის ჰიდროქლორიდი ინ ვიტრო ამ ფერმენტის დაახლოებით 1000-ჯერ ძლიერი ინჰიბიტორია ვიდრე ბუტირილქოლინესთერაზასი, ფერმენტის რომელიც უპირატესად ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ არის წარმოდგენილი.
ალცჰაიმერის ტიპის დემენცია
კლინიკურ კვლევებში მონაწილე ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებში, დოენზა-სანოველის 5 მგ ან 10 მგ დოზების დღეში ერთჯერადი მიღება იწვევდა წონასწარობის მდგომარეობაში აცეტილქოლინესთერაზას აქტივობის (ისაზღვრებოდა ერითროციტების მემბრანებში) 63.6% და 77.3%-ით ინჰიბირებას, შესაბამისად, დოზის მიღების შემდეგ განსაზღვრისას. დონეპეზილის ჰიდროქლორიდის მიერ სისხლის წითელ უჯრედებში აცეტილქოლინესთერაზას (AChE) ინჰიბირება კორელირებს ADAS-cog შკალის ცვლილებებთან. ეს შკალა მაღალი სენსიტიურობით აფასებს კოგნიციის ზოგიერთ ასპექტს. ძირითადი ნეიროპათოლოგიის კლინიკურ მიმდინარეობაზე დონეპეზილის ჰიდროქლორიდის გავლენა შესწავლილი არ არის. შესაბამისად დონეპეზილი სავარაუდოდ დაავადების პროგრესირებაზე გავლენას არ ახდენს.
დონეპეზილის ეფექტურობა ალცჰაიმერის ტიპის დემენციის დროს შეფასდა პლაცებოთი კონტროლირებად 4 კვლევაში, აქედან 2 კვლევა 6-თვიანი ხანგრძლივობის იყო და 2 კვლევა 1 წელი გრძელდებოდა.
6 თვიან კლინიკურ კვლევაში ანალიზი ჩატარდა დონეპეზილის მკურნალობის დასრულებისას ეფექტურობის სამი კრიტერიუმის გამოყენებით: ADAS-Cog (კოგნიტური უნარების შეფასება), კლინიცისტთან გასაუბრების საფუძველზე შეფასებული ცვლილებები მომვლელის თანამონაწილეობით (გლობალური ფუნქციის შეფასება) და კლინიკური დემენციის შეფასების შკალის ყოველდღიური ცხოვრების აქტივობების ქვეშკალა (საზოგადოებრივი და სახლის საქმიანობის უნარის, საკუთარი თავის მოვლა, ჰობების შეფასება).
პაციენტები, რომლებმაც ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს, მკურნალობაზე ეფექტის მქონეებად შეფასდნენ.
პასუხი = ADAS-cog-ის შკალაზე გაუმჯობესება სულ მცირე 4 პუნქტით,
CIBIC შკალით გაუარესების არ ქონა + დემენციის შეფასების კლინიკური შკალის ყოველდღიური აქტივობის ქვე-შკალით გაუარესების არ ქონა.
% ეფექტი
დაგეგმილი მკურნალობის პოპულაცია
n=365
შეფასებადი პოპულაცია
n=352
პლაცებოს ჯგუფი
10%
10%
5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფი
18%*
18%*
10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფი
21%*
22%**
- p<0.05
- * p<0.01
დონეპეზილი იწვევდა მკურნალობის ეფექტის მქონე პაციენტების პროცენტის დოზაზე დამოკიდებულ სტატისტიკურად მნიშვნელოვან ზრდას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
აბსორბცია: პლაზმაში მაქსიმალური დონეები ორალური მიღებიდან დაახლოებით 3-4 საათის შემდეგ მიიღწევა. პლაზმის კონცენტრაციები და მრუდის ქვეშ ფართობი დოზის პროპორციულად იზრდება. ტერმინალური განაწილების ნახევარდაშლის პერიოდი დაახლოებით 70 საათია, შესაბამისად, დღეში ერთჯერადი დოზის მრავლობითი მიღების შედეგად წონასწორობის მდგომარეობა თანდათანობით მიიღწევა. მიახლოებითი წონასწორობის მდგომარეობა თერაპიის დაწყებიდან 3 კვირის განმავლობაში მიიღწევა. წონასწორობის მდგომარეობის მიღწევის შემდეგ, პლაზმაში დონეპეზილის ჰიდროქლორიდის კონცენტრაციები და მასთან დაკავშირებული ფარმაკოდინამიკური აქტივობა დღის განმავლობი მხოლოდ მცირედ მერყეობს.
საკვები დონეპეზილის ჰიდროქლორიდის აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს.
განაწილება: დონეპეზილის ჰიდროქლორიდის დაახლოებით 90% უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს. აქტიური მეტაბოლიტის 6-O-დესმეთილდონეპეზილის პლაზმის ცილებთან შეკავშირება უცნობია. დონეპეზილის ჰიდროქლორიდის განაწილება ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებში დეფინიტიურად შესწავლილი არ არის. თუმცა, ჯანმრთელ მამრობით სქესის მოხალისეებში ჩატარებულ მასური წონასწორობის კვლევაში, 14C-რადიოაქტიურად მონიშნული დონეპეზილის ჰიდროქლორიდის 5 მგ დოზის ერთჯერადი მიღებიდან 240 საათის შემდეგ, რადიოაქიური ნივთიერების 28% ჯერ კიდევ არ იყო გამოყოფილი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი და/ან მისი მეტაბოლიტები ორგანიზმში შესაძლოა 10 დღეზე ხანგრძლივად დარჩეს.
ბიოტრანსფორმაცია: დონეპეზილის ჰიდროქლორიდი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში და აგრეთვე მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 სისტემის საშუალებით რამდენიმე მეტაბოლიტად, ყველა იდენტიფიცირებული არ არის. 5 მგ 14C-რადიოაქტიურად მონიშნული დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ერთჯერადი მიღების შემდეგ, რადიოაქტიურობა პლაზმაში (რომელიც გამოისახებოდა მიღებული დოზის პროცენტის სახით) უპირატესად უცვლელი დონეპეზილის ჰიდროქლორიდის (30%), 6-O-დესმეთილ დონეპეზილის (11% - ერთადერთი მეტაბოლიტი რომელსაც დონეპეზილის ჰიდროქლორიდის მსგავსი აქტივობა ახასიათებს), დენოპეზილ-ცის-N-ოქსიდის (9%), 5-O-დესმეთილ დონეპეზილის (7%) და 5-O-დესმეთილ დონეპეზილის გლუკურონიდული კონიუგატის სახით (3%) იყო წარმოდგენილი.
ელიმინაცია: პლაზმაში დონეპეზილის კონცენტრაციები დაახლოებით 70 საათიანი ნახევარდაშლის პერიოდით კლებულობს. საერთო მიღებული რადიოაქტიურობის დაახელოებით 57% გამოიყოფოდა შარდში (17% უცვლელი დონეპეზილის სახით), და 14.5% გამოიყოფოდა განავლოვან მასებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბიოტრანსფორმაცია და შარდის საშუალებით ექსკრეცია მისი ელიმინაციის მთავარ გზებს წარმოადგენს. არ არსებობს დონეპეზილის ჰიდროქლორიდის და/ან მისი რომელიმე მეტაბოლიტის ენტეროჰეპატური რეცირკულაციის მტკიცებულება.
განსაკუთრებული პოპულაციები:
სქესი, რასა და მწეველობის ისტორია დონეპეზილის ჰიდროქლორიდის პლაზმურ კონცენტრაციებზე კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. დონეპეზილის ფარმაკოკინეტიკა ჯამრთელ მოხუცებულ სუბიექტებში ან ალცჰაიმერის ან ვასკულური დემენციის მქონე პაციენტებში ოფიციალურად შესწავლილი არ არის. თუმცა პაციენტებში საშუალო პლაზმური დონეები ახალგაზრდა ჯანმრთელი მოხალისეების დონეებს უახლოვდება.
ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტებში დონეპეზილის წონასწორობის მდგომარეობის კონცენტრაციები მომატებული იყო; საშუალო AUC (მრუდის ქვეშ ფართობი) 48%-ით და საშუალო Cmax 39%-ით (იხილეთ პარაგრაფი 4.2 დოზირება და მიღების წესი).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი
დოენზა-სანოველი 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები
მიიღება პერორალურად.
აქტიური ნივთიერება: 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი, რაც 9.12 მგ დონეპეზილის ექვივალენტია
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E171).
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს.
- ამ მედიკამენტის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს მისი გამოყენების შესახებ.
- დაიცავით ინსტრუქცია. ნუ გამოიყენებთ თქვენთვის დანიშნულ დოზაზე მაღალ ან დაბალ დოზას.
რა არის მოცემული ამ ინსტრუქციაში:
რა არის დოენზა - სანოველი და რისთვის გამოიყენება
დოენზა - სანოველის გამოყენებამდე გასათვალისწინებელი
როგორ გამოიყენება დოენზა - სანოველი
რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები
დოენზა - სანოველის შენახვის წესი
რა არის დოენზა - სანოველი და რისთვის გამოიყენება
დოენზა-სანოველის (დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) წარმოადგენს თეთრ, აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს. დოენზა-სანოველი წარმოდგენილია 14 და 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველი ბილესტერების სახით.
დოენზა-სანოველი გამოიყენება დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზით და მისი აქტიური ნივთიერება, დონეპეზილის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორების მედიკამენტების ჯგუფს.
დოენზა - სანოველი მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში გამოიყენება.
დოენზა - სანოველის გამოყენებამდე გასათვალისწინებელი
არ მიიღოთ დოენზა - სანოველი:
- თუ ალერგიული ხართ (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) დონეპეზილის ჰიდროქლორიდის, პიპერიდინის წარმოებულების ან დოენზა-სანოველის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
- თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ.
დოენზა-სანოველის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა დაიცვათ თუ გაქვთ ან გქონიათ:
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
გულყრები (მაგ. ეპილეფსია) ან კრუნჩხვები.
გულის დაავადება, არარეგულარული ან ძალიან შენელებული გულისცემა, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი.
გულის დაავადება ე.წ. “QT ინტერვალის გახანგრძლივება“ ან რითმის დარღვევა Torsade de Pointes-ის დასახელებით, ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნება “QT ინტერვალის გახანგრძლივება“.
სისხლში მაგნიუმის და კალიუმის დაბალი დონე.
ასთმა ან ფილტვის სხვა ქრონიკული დაავადება.
ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე.
ცხელება და კუნთების დაჭიმულობა, ოფლიანობა, შრატში კრეატინ ფოსფოკინაზას (ენზიმის ტიპი) დონის მატება, დაქვეითებული ცნობიერება (ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის დასახელებით ცნობილი მდგომარეობა).
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, ან თუნდაც წარსულში გეხებოდათ, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
დოენზა-სანოველის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დოენზა-სანოველის მიღება დასაშვებია საკვების მიღებამდე ან მის შემდეგ. საკვები დოენზა-სანოველის ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს.
დოენზა-სანოველი არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლთან ერთად რადგან ალკოჰოლმა შესაძლოა შეამციროს დოენზა-სანოველის ეფექტურობა.
ორსულობა
მედიკამენტის მიღების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულ ქალებში დონეპეზილის გამოყენებასთან დაკავშირებით ადეკვატური მონაცემები არ მოიპოვება. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მედიკამენტის საჭიროების შესახებ. დონეპეზილის ცალსახა აუცილებლობის გარეშე ორსულობის დროს არ უნდა გამოიყენოთ.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩინეთ, რომ ორსულად ხართ, რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
მედიკამენტის მიღების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა დონეპეზილის ჰიდროქლორიდი ადამიანის რძეში და მეძუძურ ქალებში კვლევები არ ჩატარება. შესაბამისად, არ გამოიყენოთ დოენზა - სანოველი ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ალცჰაიმერის დაავადებამ შესაძლოა იმოქმედოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე და თუ ექიმი არ გეტყვით რომ ეს უსაფრთხოა, თქვენ ეს აქტივობები არ უნდა შეასრულოთ. ამას გარდა, დონეპეზილმა შესაძლოა გამოიწვიოს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა და კუნთების სპაზმი, უმეტესად მკურნალობის დასაწყისში ან დოზის ზრდისას. ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, თავი უნდა შეიკავოთ ავტომობილის მართვისგან ან მექანიზმების გამოყენებისგან.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დოენზა-სანოველის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დოენზა-სანოველი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დოენზა-სანოველის მიღების დაწყებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
სხვა მედიკამენტების მიღება
თუ იღებთ შემდგომი ტიპის მედიკამენტებიდან რომელიმეს, უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს:
მედიკამენტები გულის რითმის დარღვევებისთვის (მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი)
მედიკამენეტები დეპრესიის სამკურნალოდ (მაგ. ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ამიტრიპტილინი, ფლუოქსეტინი)
ანტიფსიქოზური მედიკამენტები (მაგ. პიმოზიდი, სერტინდოლი, ზიპრასიდონი)
ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგ. კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, რიფამპიცინი)
სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ. კეტოკონაზოლი)
ალცჰაიმერის დაავადების სხვა მედიკამენტები (გალანტამინი და სხვა)
ტკივილგამაყუჩებლები ან ართრიტის სამკურნალო მედიკამენტები (ასპირინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (NSAID) მედიკამენტები მაგ. იბუპროფენი ან დიკლოფენაკ ნატრიუმი)
ანტიქოლინერგული მედიკამენტები (ტოლტეროდინი და სხვა)
კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი და სხვა)
გულის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები (ქინიდინი, ბეტა-ბლოკატორები მაგ. პროპრანოლოლი, ატენოლოლი და სხვა)
კუნთის რელაქსანტები (დიაზეპამი, სუქცინილქოლინი და სხვა)
ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
არარეცეპტული მედიკამენტები (მცენარეული საშუალებები და სხვა).
თუ უნდა ჩაგიტარდეთ ოპერაცია რომლის დროსაც გამოიყენება ზოგადი საანესთეზიო საშუალება, თქვენს ექიმს და ანესთეზიოლოგს უნდა უთხრათ რომ დოენზა-სანოველს იღებთ, რადგან დოენზა-სანოველმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენთვის საჭირო ანესთეზიის დოზაზე.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თქვენი მომვლელი პირის სახელი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი პრეპარატის დანიშნულებით მიღებაში.
გთხოვთ უთხრათ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდითრომელიმე სარეცეპტო ან არარეცეპტულ მედიკამენტს.
როგორ მიიღება დოენზა - სანოველი
სწორი გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/მიღების სიხშირე:
დოენზა-სანოველის ტაბლეტი ღამე ძილის წინ უნდა მიიღოთ.
მკურნალობა იწყება ერთი ტაბლეტით დღეში (5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი)
თქვენთვის დანიშნული დოზა შესაძლოა შეიცვალოს იმის მიხედვით თუ რამდენი ხანია იღებთ ამ მედიკამენტს და აგრეთვე ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ერთი თვის შემდეგ თქვენმა ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა და დაგინიშნოთ ერთი ტაბლეტი (10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) ყოველ დღე.
მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს ყოველ ღამე.
ეს მედიკამენტი ყოველთვის ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების დაცვით უნდა მიიღოთ.
არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად ექიმის მითითების გარეშე.
არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება ექიმის მითითების გარეშე.
მკურნალობის გადახედვისთვის და სიმპტომების შეფასებისთვის ექიმთან რეგულარული ვიზიტები იქნება საჭირო.
მიღების მეთოდი
დოენზა-სანოველის ტაბლეტი მთლიანად უნდა გადაყლაპოთ წყალთან ერთად ღამე დაძინების წინ.
თუ გაქვთ შეცვლილი სიზმრები, ღამის კოშმარები ან ძილის დარღვევები (იხ. პარაგრაფი 4), ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოენზა - სანოველის დილით მიღება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში: ბავშვებში დოენზა-სანოველის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში: ალცჰაიმერის დაავადების მქონე მოხუცებულ პაციენტებში მკურნალობის მიმდინარეობისას წამლის საშუალო პლაზმური კონცენტრაცია ახალგაზრდა ჯანმრთელი მოხალისეების კონცენტრაციების ანალოგიურია.
განსაკუთრებული პოპულაციები:
თირკმლის ფუნქციის დაღვევა: თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დასაშვებია დაინიშნოს იგივე დოზები, რადგან ეს პათოლოგია დონეპეზილის ჰიდროქლორიდის კლირენსზე გავლენას არ ახდენს.
ღვიძლის ფუნქციის დაღვევა: თუ გაქვთ ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო პრობლემები, თქვენმა ექიმმა თანდათანობით და ფრთხილად უნდა შეგირჩიოთ თქვენთვის საჭირო დოზა.
თუ შენიშნეთ რომ დოენზა-სანოველის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ დოენზა-სანოველის საჭიროზე მეტი რაოდენობა
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ მიიღეთ დოენზა - სანოველის საჭიროზე უფრო მაღალი დოზა. თუ ვერ უკავშირდებით ექიმს, მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ კონტეინერი და დარჩენილი ტაბლეტები.
დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: გულისრევა და ღებინება, ჭარბი ნერწყვდენა, ოფლიანობა, შენელებული გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა (გულის წასვლის წინა მდგომარეობა ან თავბრუსხვევა ფეხზე ადგომისას), სუნთქვის დარღვევები, ცნობიერების დაკარგვა და კრუნჩხვა ან კონვულსია.
თუ მიიღეთ დოენზა-სანოველის საჭიროზე მეტი რაოდენობა, უნდა გაესაუბროთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დოენზა-სანოველის მიღება
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულ დროს.
თუ მედიკამენტის მიღება ერთ კვირაზე ხანგრძლივად გამოგრჩათ, მიღების განახლებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ დოენზა-სანოველის მიღებას
თუ შეწყვეტთ დოენზა-სანოველის მიღებას, მკურნალობის დადებითი ეფექტები თანდათანობით გაქრება. უეცარი შეწვეტის შემთხვევაში უკუეფექტები არ ვითარდება.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, დოენზა-სანოველსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, მაგრამ ეს ყველა შემთხვევაში არ ხდება.
დოენზა-სანოველის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია: ფაღარათი, კუნთების სპაზმები, სისუსტე, გულისრევა, ღებინება და უძილობა.
გვერდითი ეფექტები მოცემულია შემდგომი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი : შესაძლოა აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს
ხშირი : შესაძლოა აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1-ს
ნაკლებად ხშირი : შესაძლოა აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1-ს
იშვიათი : შესაძლოა აღენიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1-ს
უცნობი : სიხშირის დადგენა არსებული მონაცეცმებით შეუძლებელია.
თუ შენიშნეთ ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დოენზა-სანოველის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს გადაუდებელი შემთხვევების განყოფილებას.
ნაკლებად ხშირი:
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები. წყლულების სიმპტომებია: კუჭის ტკივილი ან დისკომფორტი (მოუნელებლობა) ჭიპსა და მკერდის ძვალს შორის.
კუჭიდან ან ნაწლვებიდან სისხლდენა. ამან შეიძლება გამოიწვიოს შავი კუპრისებრი განავალი ან ხილული სისხლდენა სწორი ნაწლავიდან.
გულყრები ან კრუნჩხვები.
იშვიათი:
ღვიძლის დაზიანება მაგ. ჰეპატიტი. ჰეპატიტის სიმპტომებია: გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, მადის დაკარგვა, შეუძლოდ ყოფნა, ცხელება, ქავილი, კანის და თვალების გაყვითლება და მუქი ფერის შარდი.
ძალიან იშვიათი:
ცხელება კუნთების დაჭიმულობით, ოფლიანობა ან ცნობიერების დონის დაქვეითება (ამ პათოლოგიას ეწოდება „ავთისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი”)
კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა ან ტკივილი, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნის, მაღალი ტემპერატურის ან მუქი შარდის თანხლებით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების პათოლოგიური დაშლით (მდგომარეობა სახელწოდებით რაბდომიოლიზი), რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები.
უცნობია:
სწრაფი არარეგულარული გულისცემა და გულის წასვლა, რაც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის სიმპტომი, რომელიც ცნობილია, როგორც Torsade de Pointes (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
ზემოთ მოცემული ყველა გვერდითი ეფექტი სერიოზულია. შესაძლოა თქვენ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.
აცნობეთ ექიმს თუ შენიშნეთ მოცემული გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები:
ფაღარათი
თავის ტკივილები.
ხშირი გვერდითი ეფექტები:
კუნთების სპაზმები
დაღლილობა,
ძილის დარღვევა (უძილობა),
სურდო
ჰალუცინაციები (არარეალურის დანახვა ან გაგება)
უჩვეულო სიზმრები, მათ შორის ღამის კოშმარები
აგზნება (მოუსვენრობა)
აგრესიული ქცევა
გულისწასვლა
თავბრუსხვევა
კუჭის დისკომფორტი
გამონაყარი
შარდის უკოტროლო გამოყოფა
ტკივილი
ტრავმატიზმი (პაციენტები შესაძლოა მეტად მიდრეკილნი იყონ დაცემის და შემთხვევითი ტრავმების მიმართ).
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები:
შენელებული გულისცემა
ნერწყვის ჰიპერსეკრეცია
იშვიათ გვერდითი ეფექტები:
რიგიდულობა, კანკალი ან უკონტროლო მოძრაობები განსაკუთრებით სახისა და ენის, ზოგიერთ შემთხვევაში კიდურებისაც.
თუ შენიშნეთ ისეთ გვერდითი ეფექტები, რომლებიც ამ ინსტრუქციაში არ არის მოცემული, გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- როგორ ინახება დოენზა-სანოველი
შეინახეთ დოენზა-სანოველი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე და თავისავე შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 C გრადუზე.
გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ამოწურვის თარიღის გათვალისწინებით.
არ გამოიყენოთ დოენზა-სანოველი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ამოწურვის თარიღის შემდეგ.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი: Sanovel İlaç San. ve Tic. A.Ş. 34460 ისტინიე-სტამბული/თურქეთი
მწარმოებელი: Sanovel İlaç San. ve Tic. A.Ş. 34580 სილივრი - სტამბული/თურქეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


