პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

დოზილენი იზიტაბი

DOZYLEN EASYTAB

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

დოზილენი იზიტაბი (დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) არის თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს და წარმოდგენილია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დონეპეზილი (donepezil)
ფორმა და შეფუთვა
10მგ ოროდისპერგირებადი ტაბლეტი №28 (2X14) კალენდარული შეფუთვით
მწარმოებელი
Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, ანტიქოლინესთერაზული საშუალებები
ATC კოდი
N06DA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042520
რეგისტრირებულია
12 დეკემბერი 2024, მოქმედებს 12 დეკემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სს ,,აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტი“-ს საქართველოს წარმომადგენლობა
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადოზილენი იზიტაბი და სხვა წამალი ერთად

დოზილენი იზიტაბი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დოზილენი იზიტაბი (დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) არის თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს და წარმოდგენილია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს.

დოზილენი იზიტაბი ტაბლეტები გამოიყენება მსუბუქი და ზომიერად მძიმე ალცჰეიმერის დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ და მისი აქტიური ნივთიერება დონეპეზილის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ჯგუფს.

მიღების წესი და დოზირება

  • სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/მიღების სიხშირე:
  • ზოგადად, მკურნალობა იწყება ერთი ტაბლეტით (5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) დღეში. ტაბლეტის სიძლიერე, რომელსაც მიიღებთ, შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რა ხანგრძლივობით იღებდით მედიკამენტს და იმაზე, თუ რას გირჩევთ თქვენი ექიმი.
  • მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გაზარდოს მკურნალობის დოზა და მოგთხოვოთ დღიური დოზის მიღება ბაზარზე არსებული ერთი დოზილენი იზიტაბი 10 მგ ტაბლეტის (10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი).
  • მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი ყოველ ღამე.
  • ყოველთვის უნდა მიჰყვეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ და როდის და რა პერიოდის განმავლობაში უნდა მიიღოთ წამალი.
  • არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად, ექიმის რჩევის გარეშე.
  • არ შეწყვიტოთ მკურნალობა, თუ არ არის მითითებული თქვენი ექიმის მიერ.
  • დროდადრო დაგჭირდებათ ექიმთან კონსულტაცია, რათა განიხილოს თქვენი მკურნალობა და შეაფასოს თქვენი სიმპტომები.
  • მიღების წესი და მეთოდი:
  • მიიღეთ დოზილენი იზიტაბი ტაბლეტი პერორალურად ღამით, ძილის წინ. ტაბლეტი უნდა დაიდოთ ენაზე და წყლის დაყოლებამდე თქვენი სურვილისამებრ დაელოდოთ გახსნას ან არა.
  • - თუ გაწუხებთ არანორმალური სიზმრები, კოშმარები ან უძილობა (იხილეთ ნაწილი 4), ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზილენი იზიტაბის მიღება დილით.
  • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
  • გამოყენება ბავშვებში: დოზილენი იზიტაბის გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში არ არის რეკომენდებული, რადგან დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
  • გამოყენება ხანდაზმულებში: ალცჰეიმერის დაავადების მქონე ხანდაზმული პაციენტებში პრეპარატის საშუალო პლაზმური კონცენტრაციები იყო ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეების მაჩვენებლების მსგავსი.
  • სპეციალური გამოყენება:
  • თირკმელების უკმარისობა: ვინაიდან დოზილენი იზიტაბის კლირენსზე გავლენას არ ახდენს ეს პირობები, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოყენებულ იქნას მსგავსი დოზირების სქემა.
  • ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის შესაძლო გაზრდილი ექსპოზიციის გამო, დოზის გაზრდა უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური ტოლერანტობის მიხედვით. არ არსებობს მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დოზილენი იზიტაბის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ დოზილენი იზიტაბს:

თუ ოდესმე მიიღებთ დოზილენი იზიტაბის საჭიროზე მეტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ ვერ დაუკავშირდით ექიმს, მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარებას. ყოველთვის წაიღეთ ტაბლეტები და კოლოფი საავადმყოფოში, რათა ექიმმა იცოდეს რა იქნა მიღებული.

უკუჩვენებები

  • ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია) დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ან პიპერიდინის წარმოებულების ან ამ წამლის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ
  • ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.

განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ დოზილენი იზიტაბის მიღებისას, თუ

  • ოდესმე გქონიათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
  • ოდესმე გქონიათ კრუნჩხვა (განმუხტვა) ან კონვულსია
  • გაქვთ გულის დაავადება, არარეგულარული ან ძალიან ნელი გულისცემა, გულის უკმარისობა ან მიოკარდიუმის ინფარქტი
  • თუ გაქვთ გულის დაავადება სახელწოდებით „QT გახანგრძლივება“ ან გულისცემის გარკვეული არანორმალური რითმი, სახელად Torsade de Pointes, ან თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს „QT გახანგრძლივება“
  • თუ სისხლში მაგნიუმის ან კალიუმის დონე დაბალია
  • გაქვთ ასთმა (დისპნოე) ან ფილტვების სხვა ხანგრძლივი დაავადება
  • ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან ჰეპატიტი, ან გიჭირთ შარდვა ან გაქვთ თირკმლის ზომიერი დაავადება
  • თუ გაქვთ ცხელება, რომელსაც თან ახლავს კუნთების სიმყიფე, ოფლიანობა, შრატში კრეატინფოსფოკინაზას (ფერმენტის ტიპი) დონის მომატება ან ცნობიერების დონის დაქვეითება (დაავადება, რომელსაც ეწოდება ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი).

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენთ, თუნდაც წარსულში.

დოზილენი იზიტაბის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

დოზილენი იზიტაბი შეიძლება მიღებულ იქნას ჭამის წინ ან მის შემდეგ. საკვებს არავითარი გავლენა არ აქვს დოზილენი იზიტაბზე.

ალკოჰოლი არ უნდა იქნას მიღებული დოზილენ იზიტაბის მიღებისას, რადგან ალკოჰოლმა შეიძლება შეამციროს დოზილენ იზიტაბის ეფექტი.

სიფრთხილის ზომები

დოზილენი იზიტაბის გამოყენება სხვა ტიპის დემენციის ან მეხსიერების სხვა ტიპის დაქვეითების მქონე პაციენტებში (მაგ., ამნეზიური მსუბუქი კოგნიტური დარღვევა) არ არის გამოკვლეული.

ანესთეზია: დონეპეზილის ჰიდროქლორიდი, როგორც ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი, სავარაუდოდ აძლიერებს კუნთების სუქცინილქოლინის ტიპის რელაქსაციას ანესთეზიის დროს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: თავიანთი ფარმაკოლოგიური მოქმედების გამო, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებს შეიძლება ჰქონდეთ ვაგოტონური ეფექტი გულისცემაზე (მაგ., ბრადიკარდია). ამ მოქმედების პოტენციალი შეიძლება იყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ „სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი“ ან გულის გამტარობის სხვა სუპრავენტრიკულური დარღვევები, როგორიცაა სინოატრიული ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.

არსებობს მოხსენებები სინკოპესა და კრუნჩხვების შესახებ. ასეთი პაციენტების გამოკვლევისას გასათვალისწინებელია გულის ბლოკადის ან ხანგრძლივი სინუსური პაუზების შესაძლებლობა.

აღინიშნებოდა პოსტმარკეტინგული მოხსენებები QTc ინტერვალის გახანგრძლივების და Torsade de Pointes-ის შესახებ. სიფრთხილეა რეკომენდებული პაციენტებში QTc გახანგრძლივების უკვე არსებული ან ოჯახური ანამნეზით, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მედიკამენტებით, რომლებიც გავლენას ახდენენ QTc ინტერვალზე, ან პაციენტებში უკვე არსებული გულის შესაბამისი დაავადებით (მაგ., გულის არაკომპენსირებული უკმარისობა, ბოლოდროინდელი მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიარითმიები) ან ელექტროლიტური დარღვევებით (ჰიპოკალემია, ჰიპომაგნემია). შესაძლოა საჭირო გახდეს კლინიკური მონიტორინგი (ეკგ).

კუჭ-ნაწლავის დაავადებები: ქოლინომიმეტიკებმა შეიძლება გაზარდონ კუჭის მჟავას გამომუშავება. წყლულების განვითარების რისკის მქონე პაციენტებში, მაგ., წყლულოვანი დაავადების ანამნეზით ან ისინი, ვინც ერთდროულად ღებულობენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს), უნდა ჩატარდეს სიმპტომების მონიტორინგი. თუმცა, კლინიკურმა კვლევებმა, რომელთა დროს შედარებული იყო დონეპეზილის ჰიდროქლორიდი პლაცებოსთან, არ აჩვენებდნენ არც პეპტიკური წყლულოვანი დაავადების და არც კუჭ-ნაწლავის სისხლდენის სიხშირის ზრდას.

შარდსასქესო სისტემა: მიუხედავად იმისა, რომ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის კლინიკურ კვლევებში ეს არ არის გამოვლენილი, ქოლინომიმეტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტიდან გადინების შეფერხება.

ცენტრალური ნერვული სისტემა: კრუნჩხვები: მიიჩნევა, რომ ქოლინომიმეტიკებს აქვთ გარკვეული პოტენციალი გამოიწვიონ გენერალიზებული კრუნჩხვები. თუმცა, კრუნჩხვითი აქტივობა ასევე შეიძლება იყოს ალცჰაიმერის დაავადების გამოვლინება. ქოლინომიმეტიკებს შეიძლება ჰქონდეთ ექსტრაპირამიდული სიმპტომების გამწვავების ან გამოწვევის პოტენციალი.

ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (NMS): NMS, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს ჰიპერთერმია, კუნთების რიგიდობა, ავტონომიური არასტაბილურობა, ცნობიერების ცვლილება და შრატში კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება, როგორც მოხსენებულია, ვითარდება ძალიან იშვიათად დონეპეზილის მიღებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ თანმხლებ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს. დამატებითი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს მიოგლობინურიას (რაბდომიოლიზი) და თირკმლის მწვავე უკმარისობას. თუ პაციენტს განუვითარდა ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს NMS-ზე, ან აღენიშნება აუხსნელი მაღალი ცხელება NMS-ის დამატებითი კლინიკური გამოვლინების გარეშე, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

პულმონური სისტემა: ქოლინომიმეტური მოქმედების გამო, ქოლინესტერაზას ინჰიბიტორები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ასთმით ან ფილტვების ობსტრუქციული დაავადებით ანამნეზში. თავიდან უნდა იქნეს აცილებული დონეპეზილის ჰიდროქლორიდის დანიშვნა აცეტილქოლინესთერაზას (AchE) სხვა ინჰიბიტორებთან და ქოლინერგული სისტემის აგონისტებთან ან ანტაგონისტებთან ერთად.

ღვიძლის მძიმე უკმარისობა: არ არსებობს მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

სიკვდილიანობა ვასკულური დემენციისას კლინიკურ კვლევებში: ჩატარდა სამი კლინიკური კვლევა 6 თვიანი ხანგრძლივობით, რომლებშიც შესწავლილი იყო პირები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ NINDS-AIREN კრიტერიუმებს სავარაუდო ან შესაძლო ვასკულურ დემენციასთან (VaD) მიმართებაში. NINDS-AIREN-ის კრიტერიუმები განკუთვნილია იმ პაციენტების იდენტიფიცირებისთვის, რომელთა დემენცია, როგორც ჩანს, მხოლოდ ვასკულური მიზეზებით არის განპირობებული და ალცაიმერის დაავადების მქონე პაციენტების გამორიცხვის მიზნით. პირველ კვლევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფში იყო 2/198 (1%), 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფში იყო 5/206 (2.4%) და პლაცებოს ჯგუფში იყო 7/199 (3.5%). მეორე კვლევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფში იყო 4/208 (1.9%), სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფში იყო 3/215 (1.4%) და სიკვდილიანობის მაჩვენებელი პლაცებოს ჯგუფი იყო 1/193 (0.5%). მესამე კვლევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფში იყო 11/648 (1.7%), ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი პლაცებოს ჯგუფში იყო 0/326 (0%).

სამივე VaD კვლევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც გაერთიანებული იყო დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფისთვის (1.7%), რიცხობრივად უფრო მაღალი იყო, ვიდრე პლაცებოს ჯგუფისთვის (1.1%); თუმცა, ეს განსხვავება არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. სიკვდილის უმეტესობა პატენტებში, რომლებიც იღებენ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს ან პლაცებოს, როგორც ჩანს, გამოწვეულია სისხლძარღვებთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით, რაც მოსალოდნელია ამ ხანდაზმულ პოპულაციაში სისხლძარღვთა თანმხლები დაავადებით.

ყველა სერიოზული არაფატალური და ფატალური ვასკულური მოვლენის ანალიზმა არ აჩვენა განსხვავება განვითარების სიხშირეში დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით.

ალცჰაიმერის დაავადების გაერთიანებულ კვლევებში (n=4146) და როდესაც ალცჰაიმერის დაავადების ეს კვლევები გაერთიანებულია დემენციის სხვა კვლევებთან, მათ შორის ვასკულური დემენციის კვლევებთან (სულ n=6888), სიკვდილიანობის მაჩვენებელი პლაცებოს ჯგუფებში რიცხობრივად აჭარბებდა ასეთს დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჯგუფებში.

ვინაიდან დოზილენი იზიტაბი შეიცავს ლაქტოზას, პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ასპარტამს, ფენილალანინის წყაროს, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დონეპეზილის ჰიდროქლორიდი და/ან მისი რომელიმე მეტაბოლიტი არ აინჰიბირებს თეოფილინის, ვარფარინის, ციმეტიდინის, დიგოქსინის, თიოდირაზინის, რისპერიდონის და სერტრალინის მეტაბოლიზმს ადამიანებში.

დონეპეზილის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმზე გავლენას არ ახდენს დიგოქსინის, ციმეტიდინის, თიოდირაზინის, რისპერიდონისა და სერტრალინის ერთდროული მიღება.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ციტოქრომ P450 იზოფერმენტები CYP3A4 და მცირე რაოდენობით CYP2D6 მონაწილეობენ დონეპეზილის მეტაბოლიზმში. In vitro ჩატარებული წამლისმიერი ურთიერთქმედების კვლევები აჩვენებს, რომ კეტოკონაზოლი და ქინიდინი, CYP3A4 და CYP2D6 ინჰიბიტორები შესაბამისად, აინჰიბირებენ დონეპეზილის მეტაბოლიზმს. ამრიგად, ამ და სხვა CYP3A4 ინჰიბიტორებს, როგორიცაა იტრაკონაზოლი და ერითრომიცინი, და CYP2D6 ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუოქსეტინი, შეუძლიათ დონეპეზილის მეტაბოლიზმის ინჰიბირება. ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევაში კეტოკონაზოლმა გაზარდა დონეპეზილის საშუალო კონცენტრაცია დაახლოებით 30%-ით.

ფერმენტების ინდუქტორებმა, როგორიცაა რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი და ალკოჰოლი, შეიძლება შეამცირონ დონეპეზილის დონე. ვინაიდან მაინჰიბირებელი ან გამომწვევი ეფექტის სიდიდე უცნობია, ასეთი პრეპარატების კომბინაციები სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული. დონეპეზილის ჰიდროქლორიდმა პოტენციურად შეიძლება მოახდინოს გავლენა ანტიქოლინერგული მოქმედების მქონე სამკურნალო პრეპარატებზე. ასევე არსებობს სინერგიული აქტივობის პოტენციალი თანმხლები მკურნალობისას ისეთი მედიკამენტებით, როგორიცაა სუქცინილქოლინი, სხვა ნეირო-კუნთოვანი მაბლოკირებელი საშუალებები ან ქოლინერგული აგონისტები ან ბეტა-ბლოკატორები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის გამტარობაზე.

დონეპეზილის მიღებისას აღინიშნა QTc ინტერვალის გახანგრძლივების და Torsade de Pointes შემთხვევები. რეკომენდებულია სიფრთხილე და შეიძლება საჭირო გახდეს კლინიკური მონიტორინგი (ეკგ), როდესაც დონეპეზილი გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ცნობილია, რომ ახანგრძლივებენ QTc ინტერვალს. მაგალითები მოიცავს:

IA კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგ., ქინიდინი)

III კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგ., ამიოდარონი, სოტალოლი)

ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (მაგ., ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ამიტრიპტილინი)

სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ., ფენოთიაზინის წარმოებულები, სერტინდოლი, პიმოზიდი, ზიპრასიდონი)

ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგ., კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი)

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ:

განსაკუთრებული მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

პედიატრიული პოპულაცია:

განსაკუთრებული მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი წამლის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულ ქალებზე ადექვატური კვლევები არ ჩატარებულა. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა ამ მედიკამენტის გამოყენება. ეს წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ არსებობს ორსულობის შესაძლებლობა, ან თუ დაგეგმილია ორსულობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აბსოლუტურად აუცილებელია. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა უზრუნველყონ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება.

თუ მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

რაიმე წამლის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია გადადის თუ არა ეს აქტიური ნივთიერება დედის რძეში. ამიტომ, თუ ძუძუთი კვებავთ, არ უნდა გამოიყენოთ დოზილენი იზიტაბი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დონეპეზილს აქვს უმნიშვნელო ან ზომიერი გავლენა მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ალცჰეიმერის დაავადებამ შეიძლება შეაფერხოს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი. ამიტომ, თქვენ არ უნდა შეასრულოთ ეს აქტივობები, თუ თქვენი ექიმი არ გეტყვით, რომ ეს უსაფრთხოა. ამ წამალმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა და კუნთების კრუნჩხვები და თუ ეს ვითარდება არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დოზილენი იზიტაბის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

დოზილენი იზიტაბი შეიცავს ასპარტამს, ფენილალანინის წყაროს, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიის მქონე ადამიანებისთვის.

სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება:

თუ იყენებთ ან იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

  • მედიკამენტები გულის რითმის პრობლემებისთვის (მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი)
  • დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (მაგ. ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ამიტრიპტილინი, ფლუოქსეტინი)
  • ფსიქოზის სამკურნალო საშუალებები (მაგ. პიმოზიდი, სერტინდოლი, ზიპრასიდონი)
  • ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალებები (მაგ. კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, რიფამპიცინი)
  • სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ. კეტოკონაზოლი)
  • ალცჰეიმერის დაავადების დროს გამოყენებული სხვა პრეპარატები (გალანტამინი და სხვ.)
  • მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად ან ართრიტის სამკურნალოდ (აასს, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი ან ნატრიუმის დიკლოფენაკი და ა.შ.).
  • ანტიქოლინერგულები (ტოლტეროდინი)
  • ანტიკონვულსანტები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი და სხვ.)
  • გულის დაავადებების დროს გამოყენებული მედიკამენტები (ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ქინიდინი, პროპრანოლოლი და ატენოლოლი და ა.შ.)
  • კუნთების რელაქსანტები (დიაზეპამი, სუქცინილქოლინი და სხვ.)
  • ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
  • რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები (მაგ. მცენარეული საშუალებები და ა.შ.)

თუ თქვენ აპირებთ ოპერაციის ჩატარებას, რომელიც მოითხოვს ზოგადი ანესთეზიის ჩატარებას (ნარკოზი), უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს და ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ დოზილენ იზიტაბს.

დოზილენი იზიტაბი შეიძლება გამოყენებულ იქნას თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მქონე პაციენტებში. თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება, ჯერ აცნობეთ ექიმს. ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პირებმა არ უნდა გამოიყენონ დოზილენი იზიტაბი.

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თქვენი მომვლელის სახელი. თქვენი მომვლელი დაგეხმარებათ მიიღოთ თქვენი წამალი დანიშნულების მიხედვით.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახან იყენებდით რეცეპტით გაცემული ან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს ყოველი 10 პაციენტიდან მინიმუმ 1-ში.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში და 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში და 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში და 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათად: ​​შეიძლება გამოვლინდეს ყოველი 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურს, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი ეფექტი:

არახშირი:

  • კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. წყლულის სიმპტომებია კუჭის ტკივილი და დისკომფორტი (მონელების დარღვევა) ჭიპსა და მკერდის ძვალს შორის.
  • სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში. ამან შეიძლება გამოიწვიოს კუპრისებრი განავალი, როგორიცაა ხილული სისხლი განავალში ან სწორი ნაწლავიდან.
  • კრუნჩხვები (განმუხტვები) ან კონვულსიები.

იშვიათი:

  • ღვიძლის დაზიანება მაგ. ჰეპატიტი. ჰეპატიტის სიმპტომებია შეუძლოდ ყოფნა ან გულისრევა, მადის დაკარგვა, ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება, ცხელება, ქავილი, კანისა და თვალების სკლერების გაყვითლება და მუქი ფერის შარდი.

ძალიან იშვიათი:

  • ცხელება კუნთების სიმყიფით, ოფლიანობა ან ცნობიერების დაქვეითებული დონე (დარღვევა სახელად „ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი“)
  • კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა ან ტკივილი და განსაკუთრებით, თუ ამავდროულად თავს ცუდად გრძნობთ, გაქვთ მაღალი ტემპერატურა ან გაქვთ მუქი შარდი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების არანორმალური რღვევით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება რაბდომიოლიზი).

უცნობი:

  • სწრაფი, არარეგულარული გულისცემა და სისუსტე, რაც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის ნიშანი, სახელწოდებით Torsade de Pointes (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ყველა ეს არის სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება მოითხოვდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი ეფექტი:

ძალიან ხშირი:

  • დიარეა
  • გულისრევა
  • თავის ტკივილი

ხშირი:

  • კუნთების კრუნჩხვები
  • დაღლილობა
  • თავბრუსხვევა
  • უძილობა
  • გაციება
  • მადის დაკარგვა (ანერექსია)
  • ჰალუცინაციები (სინამდვილეში არ არსებულის ხედვა და სმენა)
  • აჟიტაცია
  • აგრესიული ქცევა
  • დაღლილობა,
  • დარღვევები მუცლის ღრუში
  • გამონაყარი
  • ქავილი
  • შარდის შეუკავებლობა
  • ტკივილი
  • უბედური შემთხვევები (პაციენტები შეიძლება უფრო მიდრეკილნი იყვნენ დაცემისკენ და შეიძლება მოხდეს შემთხვევითი დაზიანებები),
  • არანორმალური სიზმრები, კოშმარების ჩათვლით

არახშირი

  • ნელი გულისცემა
  • ნერწყვის ჰიპერსეკრეცია
  • შრატში ფერმენტის (კუნთების კრეატინკინაზას) კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება
  • დაბალი პულსი (ბრადიკარდია)

იშვიათი:

  • სიმტკიცე
  • კანკალი ან უკონტროლო მოძრაობა განსაკუთრებით სახის და ენის, ასევე კიდურების

უცნობი:

  • გულის აქტივობის ცვლილებები, რომლებიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე (ECG), რომელსაც ეწოდება "QT ინტერვალის გახანგრძლივება"
  • გაზრდილი სექსუალური ლტოლვა, ჰიპერსექსუალობა
  • პიზას სინდრომი (მდგომარეობა, რომელიც მოიცავს კუნთების უნებლიე შეკუმშვას, რომელსაც თან ახლავს სხეულის და თავის არანორმალური დახრილობა ერთ მხარეს)

ეს არის დოზილენი იზიტაბის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

ღებინება და სისუსტე, ნერწყვდენა, ოფლიანობა, გულისცემის შენელება, დაბალი არტერიული წნევა (მსუბუქი თავბრუსხვევა ან თავბრუსხვევა დგომისას), სუნთქვის პრობლემები, გონების დაკარგვა და კრუნჩხვები ან (კონვულსიები).

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზილენი იზიტაბი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დოზილენი იზიტაბი-ის მიღება

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ ერთი ტაბლეტი მეორე დღეს ჩვეულებრივ დროს. თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს სხვა წამლის მიღებამდე.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ დოზილენი იზიტაბის მიღებას

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, თუ ამის შესახებ ექიმმა არ გირჩიათ. თუ შეწყვეტთ დოზილენი იზიტაბის მიღებას, თქვენი მკურნალობის სარგებელი თანდათან ქრება. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს დოზილენი იზიტაბით მკურნალობა?

თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგცემთ კონსულტაციას რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა. დროდადრო მოგიწევთ ექიმთან ვიზიტი, რათა განიხილოს თქვენი მკურნალობა და შეაფასოს თქვენი სიმპტომები.

  • რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ზოგიერთი გვერდითი რეაქცია შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან დოზილენi იზიტაბის ინგრედიენტების მიმართ.

დოზილენი იზიტაბის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია დიარეა, კუნთების კრუნჩხვები, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება და უძილობა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

დონეპეზილის ჰიდროქლორიდი 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხის რძისგან მიღებული) 262.5 მგ/ტაბლეტი

ასპარტამი 10 მგ/ტაბლეტი

დამხმარე ნივთიერებები იხილეთ ნაწილში 6.1.

შენახვის პირობები

შეინახეთ დოზილენი იზიტაბი ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით:

არ გამოიყენოთ დოზილენი იზიტაბი ტაბლეტები კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ დოზილენი იზიტაბი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს ან რღვევას პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: N06DA02

მოქმედების მექანიზმი

დონეპეზილის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს აცეტილქოლინესთერაზას, თავის ტვინში პრედომინანტური ქოლინესთერაზას, სპეციფიკურ და შექცევად ინჰიბიტორს. დონეპეზილის ჰიდროქლორიდი in vitro 1000-ჯერ უფრო ძლიერი ინჰიბიტორია ამ ფერმენტის, ვიდრე ბუტირილქოლინესთერაზასი, ფერმენტის, რომელიც ძირითადად ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ არის წარმოდგენილი.

ალცჰაიმერის ტიპის დემენციის დაავადება

ალცჰაიმერის დემენციის მქონე პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობდნენ კლინიკურ კვლევებში, დონეპეზილის ჰიდროქლორიდის 5 მგ ან 10 მგ ერთჯერადი დღიური დოზების მიღებამ გამოიწვია აცეტილქოლინესთერაზას აქტივობის (გაზომილი ერითროციტების მემბრანებში) მდგრადი დათრგუნვა 63.6% და 77.3%–ით, შესაბამისად, მიღების შემდგომ გაზომვისას. ნაჩვენებია, რომ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის მიერ აცეტილქოლინესთერაზას (AChE) ინჰიბირება სისხლის წითელ უჯრედებში კორელირებს ADAS-cog-ის, მგრძნობიარე სკალის, რომელიც იკვლევს კოგნიტური ფუნქციის ცალკეულ ასპექტებს, ცვლილებებთან. დონეპეზილის ჰიდროქლორიდის პოტენციალი შეცვალოს ძირითადი ნეიროპათოლოგიის მიმდინარეობა არ არის შესწავლილი. ამრიგად, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ დონეპეზილს აქვს რაიმე ზეგავლენა დაავადების პროგრესირებაზე.

დონეპეზილის მიღებით ალცჰაიმერის დემენციის მკურნალობის ეფექტურობა გამოკვლეული იყო ოთხ პლაცებო–კონტროლირებად კვლევაში (2 კვლევა 6-თვიანი ხანგრძლივობით და 2 კვლევა 1-წლიანი ხანგრძლივობით).

6–თვიან კლინიკურ კვლევაში, ანალიზი გაკეთდა დონეპეზილით მკურნალობის დასასრულს სამი ეფექტურობის კრიტერიუმის კომბინაციის გამოყენებით: ADAS-Cog (კოგნიტური ფუნქციონირების საზომი), კლინიცისტთან ინტერვიუზე დაფუძნებული შთაბეჭდილება დინამიკაზე მომვლელის მონაწილეობით (CIBIC + - გლობალური ფუნქციის საზომი) და დემენციის კლინიკური რეიტინგული სკალის (CDR - შესაძლებლობების საზომი საზოგადოებრივ საქმიანობაში, სახლსა და ჰობისა, ასევე პირად მოვლაში) ყოველდღიური ცხოვრების აქტივობის ქვესკალა.

პაციენტები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, ითვლებოდნენ მკურნალობაზე რეაგირების მქონედ.

პასუხი = ADAS-Cog-ის გაუმჯობესება მინიმუმ 4 ქულით

CIBIC+-ის გაუარესება არ არის

დემენციის კლინიკური რეიტინგული სკალის ყოველდღიური ცხოვრების აქტივობის ქვესკალას გაუარესება არ არის

% პასუხი

განზრახვა მკურნალობაზე

შეფასებას დაქვემდებარებული

პოპულაცია

n=365

პოპულაცია

n=352

პლაცებოს ჯგუფი

10%

10%

დოზილენი იზიტაბის 5–მგ ჯგუფი

18%*

18%*

დოზილენი იზიტაბის 10–მგ ჯგუფი

21%*

22%**

  • p < 0.05
  • *p < 0.01

დოზილენი იზიტაბი იწვევდა იმ პაციენტების პროცენტის დოზადამოკიდებულ სტატისტიკურად მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც, როგორც ჩაითვალა, რეაგირებდნენ მკურნალობაზე.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია

მაქსიმალური პლაზმური დონეები მიიღწევა პერორალური მიღებიდან დაახლოებით 3-4 საათის შემდეგ. პლაზმური კონცენტრაციები და მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) იზრდება დოზის პროპორციულად. ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 70 საათს, ამდენად, მრავალჯერადი დღეში ერთხელ დოზების მიღება იწვევს წონასწორულ მდგომარეობასთან თანდათანობით მიახლოებას. დაახლოებითი წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან 2-3 კვირის განმავლობაში. წონასწორული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ, დონეპეზილის ჰიდროქლორიდის პლაზმური კონცენტრაციები და მასთან დაკავშირებული ფარმაკოდინამიკური აქტივობა აჩვენებს მცირე ვარიაბელობას დღის განმავლობაში.

საკვები არ ახდენს გავლენას დონეპეზილის ჰიდროქლორიდის აბსორბციაზე.

განაწილება

დონეპეზილის ჰიდროქლორიდი დაახლოებით 95%–ით უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს. აქტიური მეტაბოლიტის 6-O-დესმეთილდონეპეზილის პლაზმის ცილებთან შეკავშირება ცნობილი არ არის. დონეპეზილის ჰიდროქლორიდის განაწილება სხეულის სხვადასხვა ქსოვილებში საბოლოოდ არ არის შესწავლილი. თუმცა,

ჯანმრთელი მამრობითი სქესის მოხალისეებში ჩატარებული მასის ბალანსის კვლევაში, 14C-მარკირებული დონეპეზილის ჰიდროქლორიდის 5 მგ ერთჯერადი დოზის მიღებიდან 240 საათის შემდეგ, ნიშნის დაახლოებით 28% დარჩა შეუცვლელი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი და/ან მისი მეტაბოლიტები შეიძლება შენარჩუნდეს ორგანიზმში 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ბიოტრანსფორმაცია

დონეპეზილის ჰიდროქლორიდი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 სისტემის მეშვეობით (კერძოდ CYP3A4 და ნაკლებად CYP2D6 იზოენზიმებით) მრავალ მეტაბოლიტამდე, რომელთაგან ყველა არ არის იდენტიფიცირებული. 14C-მარკირებული დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ერთჯერადი 5 მგ დოზის მიღების შემდეგ, პლაზმის რადიოაქტიურობა, გამოხატული შეყვანილი დოზის პროცენტებში, ძირითადად წარმოდგენილი იყო ინტაქტური დონეპეზილის ჰიდროქლორიდის (30%), 6-O-დესმეთილდონეპეზილის (11% - ერთადერთი მეტაბოლიტი, რომელიც ავლენს დონეპეზილის ჰიდროქლორიდის მსგავს აქტივობას), დონეპეზილ-ცის-N-ოქსიდის (9%), 5-O-დესმეთილდონეპეზილის (7%) და 5-O-დესმეთილდონეპეზილის გლუკურონიდის კონიუგატის (3%) სახით.

ელიმინაცია

პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 70 საათს. მთლიანად შეყვანილი დონეპეზილის ჰიდროქლორიდის დაახლოებით 57% გამოიყოფა შარდით (17% უცვლელი დონეპეზილის სახით), ხოლო 14.5% გამოიყოფა განავლით, რაც იძლევა ვარაუდს, რომ ბიოტრანსფორმაცია და შარდით გამოყოფა ელიმინაციის ძირითადი გზებია. არ არსებობს მტკიცებულება დონეპეზილის ჰიდროქლორიდის და/ან მისი რომელიმე მეტაბოლიტის ენტეროჰეპატური რეცირკულაციის შესახებ.

განსაკუთრებული ჯგუფები

სქესი, რასა და მოწევის ისტორია არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას დონეპეზილის ჰიდროქლორიდის პლაზმურ კონცენტრაციებზე. დონეპეზილის ფარმაკოკინეტიკა ფორმალურად არ არის შესწავლილი ჯანმრთელ ხანდაზმულ სუბიექტებში ან ალცჰაიმერის ან ვასკულური დემენციის მქონე პაციენტებში. თუმცა, საშუალო პლაზმური დონეები პაციენტებში ახლოსაა ასეთთან ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში.

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებს აღენიშნებოდათ დონეპეზილის წონასწორული კონცენტრაციის მომატება; საშუალო AUC–ის 48%-ით და საშუალო Cmax–ის 39%-ით (იხილეთ ნაწილი 4.2 დოზირება და მიღების წესი).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ფურცელი-ჩანართი

დოზილენი იზიტაბი

10 მგ ოროდისპერგირებადი ტაბლეტი

  • აქტიური ნივთიერება: ყოველი ოროდისპერგირებადი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს.
  • დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის პოლაკრილინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხის რძიდან მიღებული), უწყლო მონონატრიუმ ციტრატი, ასპარტამი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მარილმჟავა, გაწმენდილი წყალი.

სანამ დაიწყებთ ამ მედიკამენტის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
  • თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს წამალი გამოგიწერიათ. არ გადასცეთ ის სხვებს.
  • როდესაც ამ მედიკამენტის გამოყენებისას მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.
  • მკაცრად დაიცავით ეს ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა, ვიდრე თქვენთვის რეკომენდებული დოზაა ამ მედიკამენტისთვის.

ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულია:

  • რა არის დოზილენი იზიტაბი და რისთვის გამოიყენება?
  • რა უნდა იცოდეთ დოზილენი იზიტაბის მიღებამდე?
  • როგორ მივიღოთ დოზილენი იზიტაბი?
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები?
  • როგორ ინახება დოზილენი იზიტაბი?
  • რა არის დოზილენი იზიტაბი და რისთვის გამოიყენება?

დოზილენი იზიტაბი (დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) არის თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს და წარმოდგენილია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს.

დოზილენი იზიტაბი ტაბლეტები გამოიყენება მსუბუქი და ზომიერად მძიმე ალცჰეიმერის დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ და მისი აქტიური ნივთიერება დონეპეზილის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ჯგუფს.

  • რა უნდა იცოდეთ დოზენ იზიტაბის მიღებამდე?

არ მიიღოთ დოზილენი იზიტაბი

  • ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია) დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ან პიპერიდინის წარმოებულების ან ამ წამლის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ
  • ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.

განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ დოზილენი იზიტაბის მიღებისას, თუ

  • ოდესმე გქონიათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
  • ოდესმე გქონიათ კრუნჩხვა (განმუხტვა) ან კონვულსია
  • გაქვთ გულის დაავადება, არარეგულარული ან ძალიან ნელი გულისცემა, გულის უკმარისობა ან მიოკარდიუმის ინფარქტი
  • თუ გაქვთ გულის დაავადება სახელწოდებით „QT გახანგრძლივება“ ან გულისცემის გარკვეული არანორმალური რითმი, სახელად Torsade de Pointes, ან თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს „QT გახანგრძლივება“
  • თუ სისხლში მაგნიუმის ან კალიუმის დონე დაბალია
  • გაქვთ ასთმა (დისპნოე) ან ფილტვების სხვა ხანგრძლივი დაავადება
  • ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან ჰეპატიტი, ან გიჭირთ შარდვა ან გაქვთ თირკმლის ზომიერი დაავადება
  • თუ გაქვთ ცხელება, რომელსაც თან ახლავს კუნთების სიმყიფე, ოფლიანობა, შრატში კრეატინფოსფოკინაზას (ფერმენტის ტიპი) დონის მომატება ან ცნობიერების დონის დაქვეითება (დაავადება, რომელსაც ეწოდება ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი).

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენთ, თუნდაც წარსულში.

დოზილენი იზიტაბის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

დოზილენი იზიტაბი შეიძლება მიღებულ იქნას ჭამის წინ ან მის შემდეგ. საკვებს არავითარი გავლენა არ აქვს დოზილენი იზიტაბზე.

ალკოჰოლი არ უნდა იქნას მიღებული დოზილენ იზიტაბის მიღებისას, რადგან ალკოჰოლმა შეიძლება შეამციროს დოზილენ იზიტაბის ეფექტი.

ორსულობა

ნებისმიერი წამლის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულ ქალებზე ადექვატური კვლევები არ ჩატარებულა. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა ამ მედიკამენტის გამოყენება. ეს წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ არსებობს ორსულობის შესაძლებლობა, ან თუ დაგეგმილია ორსულობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აბსოლუტურად აუცილებელია. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა უზრუნველყონ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება.

თუ მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

რაიმე წამლის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია გადადის თუ არა ეს აქტიური ნივთიერება დედის რძეში. ამიტომ, თუ ძუძუთი კვებავთ, არ უნდა გამოიყენოთ დოზილენი იზიტაბი.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

დონეპეზილს აქვს უმნიშვნელო ან ზომიერი გავლენა მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ალცჰეიმერის დაავადებამ შეიძლება შეაფერხოს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი. ამიტომ, თქვენ არ უნდა შეასრულოთ ეს აქტივობები, თუ თქვენი ექიმი არ გეტყვით, რომ ეს უსაფრთხოა. ამ წამალმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა და კუნთების კრუნჩხვები და თუ ეს ვითარდება არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დოზილენი იზიტაბის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

დოზილენი იზიტაბი შეიცავს ასპარტამს, ფენილალანინის წყაროს, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიის მქონე ადამიანებისთვის.

სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება:

თუ იყენებთ ან იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

  • მედიკამენტები გულის რითმის პრობლემებისთვის (მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი)
  • დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (მაგ. ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ამიტრიპტილინი, ფლუოქსეტინი)
  • ფსიქოზის სამკურნალო საშუალებები (მაგ. პიმოზიდი, სერტინდოლი, ზიპრასიდონი)
  • ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალებები (მაგ. კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, რიფამპიცინი)
  • სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ. კეტოკონაზოლი)
  • ალცჰეიმერის დაავადების დროს გამოყენებული სხვა პრეპარატები (გალანტამინი და სხვ.)
  • მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად ან ართრიტის სამკურნალოდ (აასს, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი ან ნატრიუმის დიკლოფენაკი და ა.შ.).
  • ანტიქოლინერგულები (ტოლტეროდინი)
  • ანტიკონვულსანტები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი და სხვ.)
  • გულის დაავადებების დროს გამოყენებული მედიკამენტები (ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ქინიდინი, პროპრანოლოლი და ატენოლოლი და ა.შ.)
  • კუნთების რელაქსანტები (დიაზეპამი, სუქცინილქოლინი და სხვ.)
  • ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
  • რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები (მაგ. მცენარეული საშუალებები და ა.შ.)

თუ თქვენ აპირებთ ოპერაციის ჩატარებას, რომელიც მოითხოვს ზოგადი ანესთეზიის ჩატარებას (ნარკოზი), უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს და ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ დოზილენ იზიტაბს.

დოზილენი იზიტაბი შეიძლება გამოყენებულ იქნას თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მქონე პაციენტებში. თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება, ჯერ აცნობეთ ექიმს. ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პირებმა არ უნდა გამოიყენონ დოზილენი იზიტაბი.

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თქვენი მომვლელის სახელი. თქვენი მომვლელი დაგეხმარებათ მიიღოთ თქვენი წამალი დანიშნულების მიხედვით.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახან იყენებდით რეცეპტით გაცემული ან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ მივიღოთ დოზილენი იზიტაბი?
  • სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/მიღების სიხშირე:
  • ზოგადად, მკურნალობა იწყება ერთი ტაბლეტით (5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) დღეში. ტაბლეტის სიძლიერე, რომელსაც მიიღებთ, შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რა ხანგრძლივობით იღებდით მედიკამენტს და იმაზე, თუ რას გირჩევთ თქვენი ექიმი.
  • მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გაზარდოს მკურნალობის დოზა და მოგთხოვოთ დღიური დოზის მიღება ბაზარზე არსებული ერთი დოზილენი იზიტაბი 10 მგ ტაბლეტის (10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი).
  • მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი ყოველ ღამე.
  • ყოველთვის უნდა მიჰყვეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ და როდის და რა პერიოდის განმავლობაში უნდა მიიღოთ წამალი.
  • არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად, ექიმის რჩევის გარეშე.
  • არ შეწყვიტოთ მკურნალობა, თუ არ არის მითითებული თქვენი ექიმის მიერ.
  • დროდადრო დაგჭირდებათ ექიმთან კონსულტაცია, რათა განიხილოს თქვენი მკურნალობა და შეაფასოს თქვენი სიმპტომები.
  • მიღების წესი და მეთოდი:
  • მიიღეთ დოზილენი იზიტაბი ტაბლეტი პერორალურად ღამით, ძილის წინ. ტაბლეტი უნდა დაიდოთ ენაზე და წყლის დაყოლებამდე თქვენი სურვილისამებრ დაელოდოთ გახსნას ან არა.
  • - თუ გაწუხებთ არანორმალური სიზმრები, კოშმარები ან უძილობა (იხილეთ ნაწილი 4), ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზილენი იზიტაბის მიღება დილით.
  • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
  • გამოყენება ბავშვებში: დოზილენი იზიტაბის გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში არ არის რეკომენდებული, რადგან დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
  • გამოყენება ხანდაზმულებში: ალცჰეიმერის დაავადების მქონე ხანდაზმული პაციენტებში პრეპარატის საშუალო პლაზმური კონცენტრაციები იყო ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეების მაჩვენებლების მსგავსი.
  • სპეციალური გამოყენება:
  • თირკმელების უკმარისობა: ვინაიდან დოზილენი იზიტაბის კლირენსზე გავლენას არ ახდენს ეს პირობები, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოყენებულ იქნას მსგავსი დოზირების სქემა.
  • ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის შესაძლო გაზრდილი ექსპოზიციის გამო, დოზის გაზრდა უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური ტოლერანტობის მიხედვით. არ არსებობს მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დოზილენი იზიტაბის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ დოზილენი იზიტაბს:

თუ ოდესმე მიიღებთ დოზილენი იზიტაბის საჭიროზე მეტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ ვერ დაუკავშირდით ექიმს, მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარებას. ყოველთვის წაიღეთ ტაბლეტები და კოლოფი საავადმყოფოში, რათა ექიმმა იცოდეს რა იქნა მიღებული.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: ღებინება და სისუსტე, ნერწყვდენა, ოფლიანობა, გულისცემის შენელება, დაბალი არტერიული წნევა (მსუბუქი თავბრუსხვევა ან თავბრუსხვევა დგომისას), სუნთქვის პრობლემები, გონების დაკარგვა და კრუნჩხვები ან (კონვულსიები).

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზილენი იზიტაბი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დოზილენი იზიტაბი-ის მიღება

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ ერთი ტაბლეტი მეორე დღეს ჩვეულებრივ დროს. თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს სხვა წამლის მიღებამდე.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ დოზილენი იზიტაბის მიღებას

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, თუ ამის შესახებ ექიმმა არ გირჩიათ. თუ შეწყვეტთ დოზილენი იზიტაბის მიღებას, თქვენი მკურნალობის სარგებელი თანდათან ქრება. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს დოზილენი იზიტაბით მკურნალობა?

თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგცემთ კონსულტაციას რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა. დროდადრო მოგიწევთ ექიმთან ვიზიტი, რათა განიხილოს თქვენი მკურნალობა და შეაფასოს თქვენი სიმპტომები.

  • რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ზოგიერთი გვერდითი რეაქცია შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან დოზილენi იზიტაბის ინგრედიენტების მიმართ.

დოზილენი იზიტაბის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია დიარეა, კუნთების კრუნჩხვები, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება და უძილობა.

გვერდითი რეაქციები განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებში:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს ყოველი 10 პაციენტიდან მინიმუმ 1-ში.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში და 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში და 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში და 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათად: ​​შეიძლება გამოვლინდეს ყოველი 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურს, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი ეფექტი:

არახშირი:

  • კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. წყლულის სიმპტომებია კუჭის ტკივილი და დისკომფორტი (მონელების დარღვევა) ჭიპსა და მკერდის ძვალს შორის.
  • სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში. ამან შეიძლება გამოიწვიოს კუპრისებრი განავალი, როგორიცაა ხილული სისხლი განავალში ან სწორი ნაწლავიდან.
  • კრუნჩხვები (განმუხტვები) ან კონვულსიები.

იშვიათი:

  • ღვიძლის დაზიანება მაგ. ჰეპატიტი. ჰეპატიტის სიმპტომებია შეუძლოდ ყოფნა ან გულისრევა, მადის დაკარგვა, ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება, ცხელება, ქავილი, კანისა და თვალების სკლერების გაყვითლება და მუქი ფერის შარდი.

ძალიან იშვიათი:

  • ცხელება კუნთების სიმყიფით, ოფლიანობა ან ცნობიერების დაქვეითებული დონე (დარღვევა სახელად „ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი“)
  • კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა ან ტკივილი და განსაკუთრებით, თუ ამავდროულად თავს ცუდად გრძნობთ, გაქვთ მაღალი ტემპერატურა ან გაქვთ მუქი შარდი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების არანორმალური რღვევით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება რაბდომიოლიზი).

უცნობი:

  • სწრაფი, არარეგულარული გულისცემა და სისუსტე, რაც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის ნიშანი, სახელწოდებით Torsade de Pointes (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ყველა ეს არის სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება მოითხოვდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი ეფექტი:

ძალიან ხშირი:

  • დიარეა
  • გულისრევა
  • თავის ტკივილი

ხშირი:

  • კუნთების კრუნჩხვები
  • დაღლილობა
  • თავბრუსხვევა
  • უძილობა
  • გაციება
  • მადის დაკარგვა (ანერექსია)
  • ჰალუცინაციები (სინამდვილეში არ არსებულის ხედვა და სმენა)
  • აჟიტაცია
  • აგრესიული ქცევა
  • დაღლილობა,
  • დარღვევები მუცლის ღრუში
  • გამონაყარი
  • ქავილი
  • შარდის შეუკავებლობა
  • ტკივილი
  • უბედური შემთხვევები (პაციენტები შეიძლება უფრო მიდრეკილნი იყვნენ დაცემისკენ და შეიძლება მოხდეს შემთხვევითი დაზიანებები),
  • არანორმალური სიზმრები, კოშმარების ჩათვლით

არახშირი

  • ნელი გულისცემა
  • ნერწყვის ჰიპერსეკრეცია
  • შრატში ფერმენტის (კუნთების კრეატინკინაზას) კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება
  • დაბალი პულსი (ბრადიკარდია)

იშვიათი:

  • სიმტკიცე
  • კანკალი ან უკონტროლო მოძრაობა განსაკუთრებით სახის და ენის, ასევე კიდურების

უცნობი:

  • გულის აქტივობის ცვლილებები, რომლებიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე (ECG), რომელსაც ეწოდება "QT ინტერვალის გახანგრძლივება"
  • გაზრდილი სექსუალური ლტოლვა, ჰიპერსექსუალობა
  • პიზას სინდრომი (მდგომარეობა, რომელიც მოიცავს კუნთების უნებლიე შეკუმშვას, რომელსაც თან ახლავს სხეულის და თავის არანორმალური დახრილობა ერთ მხარეს)

ეს არის დოზილენი იზიტაბის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ ინახება დოზილენი იზიტაბი?

შეინახეთ დოზილენი იზიტაბი ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით:

არ გამოიყენოთ დოზილენი იზიტაბი ტაბლეტები კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ დოზილენი იზიტაბი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს ან რღვევას პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reşitpaşa Mah. Eski Büyükdere Cad. No. 4

34467 Maslak / Sarıyer / ISTANBUL / TURKEY

წარმოების ადგილი :

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No: 3

Esenyurt / İstanbul / TURKEY

ეს ჩანართი ბოლოს გადაიხედა: 11/07/2023.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა