პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

დოზილი იზი

DOZYL EASY®

რეცეპტით5მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

დოზილი იზი (დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) არის თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს და წარმოდგენილია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 14, 28 ან 84 ტაბლეტს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დონეპეზილი (donepezil)
ფორმა და შეფუთვა
5მგ ოროდისპერგირებადი ტაბლეტი №28
მწარმოებელი
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, ანტიქოლინესთერაზული საშუალებები
ATC კოდი
N06DA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042517
რეგისტრირებულია
12 დეკემბერი 2024, მოქმედებს 12 დეკემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტის საქართველოს წარმომადგენლობა
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადოზილი იზი და სხვა წამალი ერთად

დოზილი იზი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დოზილი იზი (დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) არის თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს და წარმოდგენილია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 14, 28 ან 84 ტაბლეტს.

დოზილი იზი ტაბლეტები გამოიყენება მსუბუქი და ზომიერად მძიმე ალცჰეიმერის დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ და მისი აქტიური ნივთიერება დონეპეზილის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ჯგუფს.

დოზილი იზი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება

  • სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/მიღების სიხშირე:
  • ზოგადად, მკურნალობა იწყება ერთი ტაბლეტით (5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) დღეში. ტაბლეტის სიძლიერე, რომელსაც მიიღებთ, შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რა ხანგრძლივობით იღებდით მედიკამენტს და იმაზე, თუ რას გირჩევთ თქვენი ექიმი.
  • მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გაზარდოს მკურნალობის დოზა და მოგთხოვოთ დღიური დოზის მიღება ბაზარზე არსებული ერთი დოზილი იზი 10 მგ ტაბლეტის (10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი).
  • მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი ყოველ ღამე.
  • ყოველთვის უნდა მიჰყვეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ და როდის და რა პერიოდის განმავლობაში უნდა მიიღოთ წამალი.
  • არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად, ექიმის რჩევის გარეშე.
  • არ შეწყვიტოთ მკურნალობა, თუ არ არის მითითებული თქვენი ექიმის მიერ.
  • დროდადრო დაგჭირდებათ ექიმთან კონსულტაცია, რათა განიხილოს თქვენი მკურნალობა და შეაფასოს თქვენი სიმპტომები.
  • მიღების წესი და მეთოდი:
  • მიიღეთ დოზილი იზი ტაბლეტი პერორალურად ღამით, ძილის წინ. ტაბლეტი უნდა დაიდოთ ენაზე და წყლის დაყოლებამდე თქვენი სურვილისამებრ დაელოდოთ გახსნას ან არა.
  • - თუ გაწუხებთ არანორმალური სიზმრები, კოშმარები ან უძილობა (იხილეთ ნაწილი 4), ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზილი იზის მიღება დილით.
  • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
  • გამოყენება ბავშვებში: დოზილი იზის გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში არ არის რეკომენდებული, რადგან დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
  • გამოყენება ხანდაზმულებში: ალცჰეიმერის დაავადების მქონე ხანდაზმული პაციენტებში პრეპარატის საშუალო პლაზმური კონცენტრაციები იყო ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეების მაჩვენებლების მსგავსი.
  • სპეციალური გამოყენება:
  • თირკმელების უკმარისობა: ვინაიდან დოზილი იზის კლირენსზე გავლენას არ ახდენს ეს პირობები, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოყენებულ იქნას მსგავსი დოზირების სქემა.
  • ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის შესაძლო გაზრდილი ექსპოზიციის გამო, დოზის გაზრდა უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური ტოლერანტობის მიხედვით. არ არსებობს მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დოზილი იზის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ დოზილი იზის:

თუ ოდესმე მიიღებთ დოზილი იზის საჭიროზე მეტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ ვერ დაუკავშირდით ექიმს, მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარებას. ყოველთვის წაიღეთ ტაბლეტები და კოლოფი საავადმყოფოში, რათა ექიმმა იცოდეს რა იქნა მიღებული.

უკუჩვენებები

  • ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია) დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ან პიპერიდინის წარმოებულების ან ამ წამლის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ
  • ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.

განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ დოზილი იზის მიღებისას, თუ

  • ოდესმე გქონიათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
  • ოდესმე გქონიათ კრუნჩხვა (განმუხტვა) ან კონვულსია
  • გაქვთ გულის დაავადება, არარეგულარული ან ძალიან ნელი გულისცემა, გულის უკმარისობა ან მიოკარდიუმის ინფარქტი
  • გაქვთ გულის დაავადება სახელწოდებით „QT გახანგრძლივება“ ან გულისცემის გარკვეული არანორმალური რითმი, სახელად Torsade de Pointes, ან თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს „QT გახანგრძლივება“
  • სისხლში მაგნიუმის ან კალიუმის დონე დაბალია
  • გაქვთ ასთმა (დისპნოე) ან ფილტვების სხვა ხანგრძლივი დაავადება
  • ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან ჰეპატიტი, ან გიჭირთ შარდვა ან გაქვთ თირკმლის ზომიერი დაავადება
  • თუ გაქვთ ცხელება, რომელსაც თან ახლავს კუნთების სიმყიფე, ოფლიანობა, შრატში კრეატინფოსფოკინაზას (ფერმენტის ტიპი) დონის მომატება ან ცნობიერების დონის დაქვეითება (დაავადება, რომელსაც ეწოდება ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი).

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენთ, თუნდაც წარსულში.

დოზილი იზის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

დოზილი იზი შეიძლება მიღებულ იქნას ჭამის წინ ან მის შემდეგ. საკვებს არავითარი გავლენა არ აქვს ამ წამალზე.

ალკოჰოლი არ უნდა იქნას მიღებული დოზილი იზის მიღებისას, რადგან ალკოჰოლმა შეიძლება შეამციროს დოზილი იზის ეფექტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი წამლის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულ ქალებზე ადექვატური კვლევები არ ჩატარებულა. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა ამ მედიკამენტის გამოყენება. ეს წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ არსებობს ორსულობის შესაძლებლობა, ან თუ დაგეგმილია ორსულობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აბსოლუტურად აუცილებელია. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა უზრუნველყონ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება.

თუ მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

რაიმე წამლის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია გადადის თუ არა ეს აქტიური ნივთიერება დედის რძეში. ამიტომ, თუ ძუძუთი კვებავთ, არ უნდა გამოიყენოთ დოზილი იზი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დონეპეზილს აქვს უმნიშვნელო ან ზომიერი გავლენა მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ალცჰეიმერის დაავადებამ შეიძლება შეაფერხოს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი. ამიტომ, თქვენ არ უნდა შეასრულოთ ეს აქტივობები, თუ თქვენი ექიმი არ გეტყვით, რომ ეს უსაფრთხოა. ამ წამალმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა და კუნთების კრუნჩხვები და თუ ეს ვითარდება არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დოზილი იზის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

დოზილი იზი შეიცავს ასპარტამს, ფენილალანინის წყაროს, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიის მქონე ადამიანებისთვის.

სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება:

თუ იყენებთ ან იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

  • მედიკამენტები გულის რითმის პრობლემებისთვის (მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი)
  • დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (მაგ. ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ამიტრიპტილინი, ფლუოქსეტინი)
  • ფსიქოზის სამკურნალო საშუალებები (მაგ. პიმოზიდი, სერტინდოლი, ზიპრასიდონი)
  • ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალებები (მაგ. კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, რიფამპიცინი)
  • სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ. კეტოკონაზოლი)
  • ალცჰეიმერის დაავადების დროს გამოყენებული სხვა პრეპარატები (გალანტამინი და სხვ.)
  • მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად ან ართრიტის სამკურნალოდ (აასს, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი ან ნატრიუმის დიკლოფენაკი და ა.შ.).
  • ანტიქოლინერგულები (ტოლტეროდინი)
  • ანტიკონვულსანტები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი და სხვ.)
  • გულის დაავადებების დროს გამოყენებული მედიკამენტები (ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ქინიდინი, პროპრანოლოლი და ატენოლოლი და ა.შ.)
  • კუნთების რელაქსანტები (დიაზეპამი, სუქცინილქოლინი და სხვ.)
  • ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
  • რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები (მაგ. მცენარეული საშუალებები და ა.შ.)

თუ თქვენ აპირებთ ოპერაციის ჩატარებას, რომელიც მოითხოვს ზოგადი ანესთეზიის ჩატარებას (ნარკოზი), უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს და ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ დოზილი იზის.

დოზილი შეიძლება გამოყენებულ იქნას თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მქონე პაციენტებში. თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება, ჯერ აცნობეთ ექიმს. ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პირებმა არ უნდა გამოიყენონ დოზილი იზი.

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თქვენი მომვლელის სახელი. თქვენი მომვლელი დაგეხმარებათ მიიღოთ თქვენი წამალი დანიშნულების მიხედვით.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახან იყენებდით რეცეპტით გაცემული ან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ზოგიერთი გვერდითი რეაქცია შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან დოზილი იზის ინგრედიენტების მიმართ.

დოზილი იზის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია დიარეა, კუნთების კრუნჩხვები, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება და უძილობა.

გვერდითი რეაქციები განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებში:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს ყოველი 10 პაციენტიდან მინიმუმ 1-ში.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში და 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში და 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში და 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათად: ​​შეიძლება გამოვლინდეს ყოველი 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურს, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი ეფექტი:

არახშირი:

  • კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. წყლულის სიმპტომებია კუჭის ტკივილი და დისკომფორტი (მონელების დარღვევა) ჭიპსა და მკერდის ძვალს შორის.
  • სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში. ამან შეიძლება გამოიწვიოს კუპრისებრი განავალი, როგორიცაა ხილული სისხლი განავალში ან სწორი ნაწლავიდან.
  • კრუნჩხვები (განმუხტვები) ან კონვულსიები.

იშვიათი:

  • ღვიძლის დაზიანება მაგ. ჰეპატიტი. ჰეპატიტის სიმპტომებია შეუძლოდ ყოფნა ან გულისრევა, მადის დაკარგვა, ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება, ცხელება, ქავილი, კანისა და თვალების სკლერების გაყვითლება და მუქი ფერის შარდი.

ძალიან იშვიათი:

  • ცხელება კუნთების სიმყიფით, ოფლიანობა ან ცნობიერების დაქვეითებული დონე (დარღვევა სახელად „ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი“)
  • კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა ან ტკივილი და განსაკუთრებით, თუ ამავდროულად თავს ცუდად გრძნობთ, გაქვთ მაღალი ტემპერატურა ან გაქვთ მუქი შარდი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების არანორმალური რღვევით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება რაბდომიოლიზი).

უცნობი:

  • სწრაფი, არარეგულარული გულისცემა და სისუსტე, რაც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის ნიშანი, სახელწოდებით Torsade de Pointes (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი ეფექტი:

ძალიან ხშირი:

  • დიარეა
  • გულისრევა
  • თავის ტკივილი

ხშირი:

  • კუნთების კრამპები
  • დაღლილობა
  • თავბრუსხვევა,
  • უძილობა
  • გაციება
  • მადის დაკარგვა (ანერიქსია)
  • ჰალუცინაციები (იმის ხედვა ან მოსმენა, რაც სინამდვილეში არ არის)
  • აჟიტაცია
  • აგრესიული ქცევა
  • გულის წასვლა,
  • აბდომინური დარღვევები
  • გამონაყარი
  • ქავილი
  • შარდის შეუკავებლობა
  • ტკივილი
  • უბედური შემთხვევები (პაციენტები შეიძლება უფრო მიდრეკილნი იყვნენ დაცემისკენ და შეიძლება მოხდეს შემთხვევითი დაზიანებები),
  • არანორმალური სიზმრები, კოშმარების ჩათვლით

არახშირი

  • ნელი გულისცემა
  • ნერწყვის ჰიპერსეკრეცია
  • შრატში ფერმენტის (კუნთების კრეატინკინაზას) კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება
  • დაბალი პულსი (ბრადიკარდია)

იშვიათი:

  • სიმტკიცე (სიხისტე)
  • კანკალი ან უკონტროლო მოძრაობა განსაკუთრებით სახის და ენის, ასევე კიდურების
  • გულის სინუსური დისფუნქცია (სინოატრიული ბლოკადა), გულის მოქმედების განაწილების დარღვევები (ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)

უცნობი:

  • გულის აქტივობის ცვლილებები, რომლებიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე (ECG), რომელსაც ეწოდება "QT ინტერვალის გახანგრძლივება"
  • გაზრდილი სექსუალური ლტოლვა, ჰიპერსექსუალობა
  • პიზას სინდრომი (მდგომარეობა, რომელიც მოიცავს კუნთების უნებლიე შეკუმშვას, რომელსაც თან ახლავს სხეულის და თავის არანორმალური დახრილობა ერთ მხარეს)

ეს არის დოზილი იზის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების მოხსენება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს ჩამოთვლილი ამ ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. გარდა ამისა, შეატყობინეთ გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებსაც განიცდით თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM) დააწკაპუნეთ ხატულაზე „წამლების გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება“ www.titck.gov.tr-ზე ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზე 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ჭარბი დოზა

ღებინება და სისუსტე, ნერწყვდენა, ოფლიანობა, გულისცემის შენელება, დაბალი არტერიული წნევა (მსუბუქი თავბრუსხვევა ან თავბრუსხვევა დგომისას), სუნთქვის პრობლემები, გონების დაკარგვა და კრუნჩხვები ან (კონვულსიები).

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზილი იზი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დოზილი იზის მიღება

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ ერთი ტაბლეტი მეორე დღეს ჩვეულებრივ დროს. თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს სხვა წამლის მიღებამდე.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ დოზილი იზის მიღებას

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, თუ ამის შესახებ ექიმმა არ გირჩიათ. თუ შეწყვეტთ დოზილი იზის მიღებას, თქვენი მკურნალობის სარგებელი თანდათან ქრება. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს დოზილი იზით მკურნალობა?

თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგცემთ კონსულტაციას რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა. დროდადრო მოგიწევთ ექიმთან ვიზიტი, რათა განიხილოს თქვენი მკურნალობა და შეაფასოს თქვენი სიმპტომები.

შენახვის პირობები

შეინახეთ დოზილი იზი ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით:

არ გამოიყენოთ დოზილი იზი ტაბლეტები კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ დოზილი იზი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს ან რღვევას პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო

ფურცელი-ჩანართი

დოზილი იზი 5 მგ ოროდისპერგირებადი ტაბლეტი

  • აქტიური ნივთიერება: ყოველი ოროდისპერგირებადი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს.
  • დამხმარე ნივთიერებები: პოლაკრილინის კალიუმი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (მსხვილი ძროხის რძისგან), მონონატრიუმის ციტრატი უწყლო, ასპარტამი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, მარილმჟავა, გაწმენდილი წყალი

სანამ დაიწყებთ ამ მედიკამენტის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
  • თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს წამალი გამოგიწერიათ. არ გადასცეთ ის სხვებს.
  • როდესაც ამ მედიკამენტის გამოყენებისას მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.
  • მკაცრად დაიცავით ეს ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა, ვიდრე თქვენთვის რეკომენდებული დოზაა ამ მედიკამენტისთვის.

ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულია:

  • რა არის დოზილი იზი და რისთვის გამოიყენება?
  • რა უნდა იცოდეთ დოზილი იზის მიღებამდე?
  • როგორ მივიღოთ დოზილი იზი?
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები?
  • როგორ ინახება დოზილი იზი?
  • რა არის დოზილი იზი და რისთვის გამოიყენება?

დოზილი იზი (დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) არის თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს და წარმოდგენილია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 14, 28 ან 84 ტაბლეტს.

დოზილი იზი ტაბლეტები გამოიყენება მსუბუქი და ზომიერად მძიმე ალცჰეიმერის დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ და მისი აქტიური ნივთიერება დონეპეზილის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ჯგუფს.

დოზილი იზი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში.

  • რა უნდა იცოდეთ დოზილი იზის მიღებამდე?

არ მიიღოთ დოზილი იზი თუ

  • ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია) დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ან პიპერიდინის წარმოებულების ან ამ წამლის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ
  • ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.

განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ დოზილი იზის მიღებისას, თუ

  • ოდესმე გქონიათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
  • ოდესმე გქონიათ კრუნჩხვა (განმუხტვა) ან კონვულსია
  • გაქვთ გულის დაავადება, არარეგულარული ან ძალიან ნელი გულისცემა, გულის უკმარისობა ან მიოკარდიუმის ინფარქტი
  • გაქვთ გულის დაავადება სახელწოდებით „QT გახანგრძლივება“ ან გულისცემის გარკვეული არანორმალური რითმი, სახელად Torsade de Pointes, ან თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს „QT გახანგრძლივება“
  • სისხლში მაგნიუმის ან კალიუმის დონე დაბალია
  • გაქვთ ასთმა (დისპნოე) ან ფილტვების სხვა ხანგრძლივი დაავადება
  • ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან ჰეპატიტი, ან გიჭირთ შარდვა ან გაქვთ თირკმლის ზომიერი დაავადება
  • თუ გაქვთ ცხელება, რომელსაც თან ახლავს კუნთების სიმყიფე, ოფლიანობა, შრატში კრეატინფოსფოკინაზას (ფერმენტის ტიპი) დონის მომატება ან ცნობიერების დონის დაქვეითება (დაავადება, რომელსაც ეწოდება ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი).

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენთ, თუნდაც წარსულში.

დოზილი იზის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

დოზილი იზი შეიძლება მიღებულ იქნას ჭამის წინ ან მის შემდეგ. საკვებს არავითარი გავლენა არ აქვს ამ წამალზე.

ალკოჰოლი არ უნდა იქნას მიღებული დოზილი იზის მიღებისას, რადგან ალკოჰოლმა შეიძლება შეამციროს დოზილი იზის ეფექტი.

ორსულობა

ნებისმიერი წამლის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულ ქალებზე ადექვატური კვლევები არ ჩატარებულა. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა ამ მედიკამენტის გამოყენება. ეს წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ არსებობს ორსულობის შესაძლებლობა, ან თუ დაგეგმილია ორსულობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აბსოლუტურად აუცილებელია. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა უზრუნველყონ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება.

თუ მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

რაიმე წამლის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია გადადის თუ არა ეს აქტიური ნივთიერება დედის რძეში. ამიტომ, თუ ძუძუთი კვებავთ, არ უნდა გამოიყენოთ დოზილი იზი.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

დონეპეზილს აქვს უმნიშვნელო ან ზომიერი გავლენა მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ალცჰეიმერის დაავადებამ შეიძლება შეაფერხოს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი. ამიტომ, თქვენ არ უნდა შეასრულოთ ეს აქტივობები, თუ თქვენი ექიმი არ გეტყვით, რომ ეს უსაფრთხოა. ამ წამალმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა და კუნთების კრუნჩხვები და თუ ეს ვითარდება არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დოზილი იზის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

დოზილი იზი შეიცავს ასპარტამს, ფენილალანინის წყაროს, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიის მქონე ადამიანებისთვის.

სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება:

თუ იყენებთ ან იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

  • მედიკამენტები გულის რითმის პრობლემებისთვის (მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი)
  • დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (მაგ. ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ამიტრიპტილინი, ფლუოქსეტინი)
  • ფსიქოზის სამკურნალო საშუალებები (მაგ. პიმოზიდი, სერტინდოლი, ზიპრასიდონი)
  • ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალებები (მაგ. კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, რიფამპიცინი)
  • სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ. კეტოკონაზოლი)
  • ალცჰეიმერის დაავადების დროს გამოყენებული სხვა პრეპარატები (გალანტამინი და სხვ.)
  • მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად ან ართრიტის სამკურნალოდ (აასს, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი ან ნატრიუმის დიკლოფენაკი და ა.შ.).
  • ანტიქოლინერგულები (ტოლტეროდინი)
  • ანტიკონვულსანტები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი და სხვ.)
  • გულის დაავადებების დროს გამოყენებული მედიკამენტები (ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ქინიდინი, პროპრანოლოლი და ატენოლოლი და ა.შ.)
  • კუნთების რელაქსანტები (დიაზეპამი, სუქცინილქოლინი და სხვ.)
  • ზოგადი საანესთეზიო საშუალებები
  • რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები (მაგ. მცენარეული საშუალებები და ა.შ.)

თუ თქვენ აპირებთ ოპერაციის ჩატარებას, რომელიც მოითხოვს ზოგადი ანესთეზიის ჩატარებას (ნარკოზი), უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს და ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ დოზილი იზის.

დოზილი შეიძლება გამოყენებულ იქნას თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მქონე პაციენტებში. თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება, ჯერ აცნობეთ ექიმს. ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პირებმა არ უნდა გამოიყენონ დოზილი იზი.

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თქვენი მომვლელის სახელი. თქვენი მომვლელი დაგეხმარებათ მიიღოთ თქვენი წამალი დანიშნულების მიხედვით.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახან იყენებდით რეცეპტით გაცემული ან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ მივიღოთ დოზილი იზი?
  • სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/მიღების სიხშირე:
  • ზოგადად, მკურნალობა იწყება ერთი ტაბლეტით (5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) დღეში. ტაბლეტის სიძლიერე, რომელსაც მიიღებთ, შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რა ხანგრძლივობით იღებდით მედიკამენტს და იმაზე, თუ რას გირჩევთ თქვენი ექიმი.
  • მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გაზარდოს მკურნალობის დოზა და მოგთხოვოთ დღიური დოზის მიღება ბაზარზე არსებული ერთი დოზილი იზი 10 მგ ტაბლეტის (10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი).
  • მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი ყოველ ღამე.
  • ყოველთვის უნდა მიჰყვეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ და როდის და რა პერიოდის განმავლობაში უნდა მიიღოთ წამალი.
  • არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად, ექიმის რჩევის გარეშე.
  • არ შეწყვიტოთ მკურნალობა, თუ არ არის მითითებული თქვენი ექიმის მიერ.
  • დროდადრო დაგჭირდებათ ექიმთან კონსულტაცია, რათა განიხილოს თქვენი მკურნალობა და შეაფასოს თქვენი სიმპტომები.
  • მიღების წესი და მეთოდი:
  • მიიღეთ დოზილი იზი ტაბლეტი პერორალურად ღამით, ძილის წინ. ტაბლეტი უნდა დაიდოთ ენაზე და წყლის დაყოლებამდე თქვენი სურვილისამებრ დაელოდოთ გახსნას ან არა.
  • - თუ გაწუხებთ არანორმალური სიზმრები, კოშმარები ან უძილობა (იხილეთ ნაწილი 4), ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზილი იზის მიღება დილით.
  • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
  • გამოყენება ბავშვებში: დოზილი იზის გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში არ არის რეკომენდებული, რადგან დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
  • გამოყენება ხანდაზმულებში: ალცჰეიმერის დაავადების მქონე ხანდაზმული პაციენტებში პრეპარატის საშუალო პლაზმური კონცენტრაციები იყო ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეების მაჩვენებლების მსგავსი.
  • სპეციალური გამოყენება:
  • თირკმელების უკმარისობა: ვინაიდან დოზილი იზის კლირენსზე გავლენას არ ახდენს ეს პირობები, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოყენებულ იქნას მსგავსი დოზირების სქემა.
  • ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის შესაძლო გაზრდილი ექსპოზიციის გამო, დოზის გაზრდა უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური ტოლერანტობის მიხედვით. არ არსებობს მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დოზილი იზის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ დოზილი იზის:

თუ ოდესმე მიიღებთ დოზილი იზის საჭიროზე მეტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ ვერ დაუკავშირდით ექიმს, მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარებას. ყოველთვის წაიღეთ ტაბლეტები და კოლოფი საავადმყოფოში, რათა ექიმმა იცოდეს რა იქნა მიღებული.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: ღებინება და სისუსტე, ნერწყვდენა, ოფლიანობა, გულისცემის შენელება, დაბალი არტერიული წნევა (მსუბუქი თავბრუსხვევა ან თავბრუსხვევა დგომისას), სუნთქვის პრობლემები, გონების დაკარგვა და კრუნჩხვები ან (კონვულსიები).

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზილი იზი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დოზილი იზის მიღება

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ ერთი ტაბლეტი მეორე დღეს ჩვეულებრივ დროს. თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს სხვა წამლის მიღებამდე.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ დოზილი იზის მიღებას

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, თუ ამის შესახებ ექიმმა არ გირჩიათ. თუ შეწყვეტთ დოზილი იზის მიღებას, თქვენი მკურნალობის სარგებელი თანდათან ქრება. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს დოზილი იზით მკურნალობა?

თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგცემთ კონსულტაციას რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა. დროდადრო მოგიწევთ ექიმთან ვიზიტი, რათა განიხილოს თქვენი მკურნალობა და შეაფასოს თქვენი სიმპტომები.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ზოგიერთი გვერდითი რეაქცია შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან დოზილი იზის ინგრედიენტების მიმართ.

დოზილი იზის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია დიარეა, კუნთების კრუნჩხვები, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება და უძილობა.

გვერდითი რეაქციები განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებში:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს ყოველი 10 პაციენტიდან მინიმუმ 1-ში.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში და 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში და 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში და 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათად: ​​შეიძლება გამოვლინდეს ყოველი 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურს, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი ეფექტი:

არახშირი:

  • კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. წყლულის სიმპტომებია კუჭის ტკივილი და დისკომფორტი (მონელების დარღვევა) ჭიპსა და მკერდის ძვალს შორის.
  • სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში. ამან შეიძლება გამოიწვიოს კუპრისებრი განავალი, როგორიცაა ხილული სისხლი განავალში ან სწორი ნაწლავიდან.
  • კრუნჩხვები (განმუხტვები) ან კონვულსიები.

იშვიათი:

  • ღვიძლის დაზიანება მაგ. ჰეპატიტი. ჰეპატიტის სიმპტომებია შეუძლოდ ყოფნა ან გულისრევა, მადის დაკარგვა, ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება, ცხელება, ქავილი, კანისა და თვალების სკლერების გაყვითლება და მუქი ფერის შარდი.

ძალიან იშვიათი:

  • ცხელება კუნთების სიმყიფით, ოფლიანობა ან ცნობიერების დაქვეითებული დონე (დარღვევა სახელად „ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი“)
  • კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა ან ტკივილი და განსაკუთრებით, თუ ამავდროულად თავს ცუდად გრძნობთ, გაქვთ მაღალი ტემპერატურა ან გაქვთ მუქი შარდი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების არანორმალური რღვევით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება რაბდომიოლიზი).

უცნობი:

  • სწრაფი, არარეგულარული გულისცემა და სისუსტე, რაც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის ნიშანი, სახელწოდებით Torsade de Pointes (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი ეფექტი:

ძალიან ხშირი:

  • დიარეა
  • გულისრევა
  • თავის ტკივილი

ხშირი:

  • კუნთების კრამპები
  • დაღლილობა
  • თავბრუსხვევა,
  • უძილობა
  • გაციება
  • მადის დაკარგვა (ანერიქსია)
  • ჰალუცინაციები (იმის ხედვა ან მოსმენა, რაც სინამდვილეში არ არის)
  • აჟიტაცია
  • აგრესიული ქცევა
  • გულის წასვლა,
  • აბდომინური დარღვევები
  • გამონაყარი
  • ქავილი
  • შარდის შეუკავებლობა
  • ტკივილი
  • უბედური შემთხვევები (პაციენტები შეიძლება უფრო მიდრეკილნი იყვნენ დაცემისკენ და შეიძლება მოხდეს შემთხვევითი დაზიანებები),
  • არანორმალური სიზმრები, კოშმარების ჩათვლით

არახშირი

  • ნელი გულისცემა
  • ნერწყვის ჰიპერსეკრეცია
  • შრატში ფერმენტის (კუნთების კრეატინკინაზას) კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება
  • დაბალი პულსი (ბრადიკარდია)

იშვიათი:

  • სიმტკიცე (სიხისტე)
  • კანკალი ან უკონტროლო მოძრაობა განსაკუთრებით სახის და ენის, ასევე კიდურების
  • გულის სინუსური დისფუნქცია (სინოატრიული ბლოკადა), გულის მოქმედების განაწილების დარღვევები (ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)

უცნობი:

  • გულის აქტივობის ცვლილებები, რომლებიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე (ECG), რომელსაც ეწოდება "QT ინტერვალის გახანგრძლივება"
  • გაზრდილი სექსუალური ლტოლვა, ჰიპერსექსუალობა
  • პიზას სინდრომი (მდგომარეობა, რომელიც მოიცავს კუნთების უნებლიე შეკუმშვას, რომელსაც თან ახლავს სხეულის და თავის არანორმალური დახრილობა ერთ მხარეს)

ეს არის დოზილი იზის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების მოხსენება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს ჩამოთვლილი ამ ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. გარდა ამისა, შეატყობინეთ გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებსაც განიცდით თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM) დააწკაპუნეთ ხატულაზე „წამლების გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება“ www.titck.gov.tr-ზე ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზე 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • როგორ ინახება დოზილი იზი?

შეინახეთ დოზილი იზი ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით:

არ გამოიყენოთ დოზილი იზი ტაბლეტები კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ დოზილი იზი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს ან რღვევას პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reşitpaşa Mah. Eski Büyükdere Cad. No. 4

34467 Maslak / Sarıyer / ISTANBUL / TURKEY

წარმოების ადგილი :

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Esenyurt / İstanbul / TURKEY

ეს ჩანართი ბოლოს გადაიხედა: 11/07/2023.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა