პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

დექსალგინი საშეტი

Dexalgin® sachet

ურეცეპტოდ25მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

დექსალგინი საშეტი არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დექსკეტოპროფენი (dexketoprofen)
ფორმა და შეფუთვა
25მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
მწარმოებელი
Laboratorios Menarini S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE17
რეგისტრაციის ნომერი
რ-035170
რეგისტრირებულია
6 მაისი 2022, მოქმედებს 6 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Menarini International Operations Luxembourg S.A. (ლუქსემბურგი)
განმცხადებელი
შპს „ბერლინ-ჰემი/ა.მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადექსალგინი საშეტი და სხვა წამალი ერთად

დექსალგინი საშეტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დექსალგინი საშეტი არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს.

ის გამოიყენება მსუბუქიდან საშუალო ინტენსივობის მწვავე ტკივილის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა კუნთების ან სახსრების მწვავე ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), კბილის ტკივილი.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ინსტრუქციაში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის უნდა იქნას მიღებული უმცირესი ეფექტიანი დოზით მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობით სიმპტომების შემსუბუქებისათვის. თუ გაქვთ ინფექციური დაავადება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს სიმპტომების (როგორიცაა, სხეულის ტემპერატურის მომატება და ტკივილი) შენარჩუნების ან გაღრმავების შემთხვევაში (იხ. ნაწილი 2).

18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები

რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 პაკეტს (25 მგ) 8 საათში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 3 პაკეტისა (75 მგ) დღე-ღამეში.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ მკურნალობის დაწყებიდან 3-4 დღის შემდეგ არ გრძნობთ გაუმჯობესებას ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას. ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას დღე-ღამეში მისაღები პაკეტების რაოდენობასა და მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. დექსალგინი საშეტის თქვენთვის საჭირო დოზა დამოკიდებულია ტკივილის ტიპზე, სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე.

თუ ხართ ხანდაზმული ან გაქვთ დარღევები თირკმელების ან ღვიძლის მხრივ, მკურნალობის დაწყება საჭიროა საერთო სადღეღამისო დოზით არაუმეტეს 2 პაკეტისა (50 მგ).

ხანდაზმულ პაციენტებში დექსალგინი საშეტის კარგი ასატანობის შემთხვევაში საწყისი დოზა შემდგომში შეიძლება გაიზარდოს ზოგადად რეკომენდებულ (75 მგ დექსკეტოპროფენი) დოზამდე.

თუ გაწუხებთ ინტენსიური ტკივილი და გსურთ სწრაფი შემსუბუქება, პაკეტები მიიღეთ მშიერ კუჭზე (საკვების მიღებამდე სულ მცირე 15 წუთით ადრე), რადგან ამ შემთხვევაში ის უფრო სწრაფად შეიწოვება (იხ. ნაწილი 2 „დექსალგინი საშეტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად”).

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

პრეპარატის სწორად მიღების ინსტრუქცია

გახსენით თითოეული პაკეტის მთლიანი შიგთავსი ჭიქა წყალში, კარგად შეანჯღრიეთ/მოურიეთ რომ გაიხსნას. მიღებული ხსნარი უნდა მიიღოთ მომზადებისთანავე.

თუ მიიღეთ დექსალგინი საშეტის საჭიროზე მეტი დოზა

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. თან იქონიეთ მოცემული პრეპარატის შეფუთვა ან ეს ინსტრუქცია.

თუ დაგავიწყდათ დექსალგინი საშეტის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა დანიშნულ დროს (ნაწილი 3 “როგორ მივიღოთ დექსალგინი საშეტი“-ს შესაბამისად).

მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ დექსკეტოპროფენის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

თუ ალერგიული ხართ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.

თუ გაქვთ ასთმა, ან გაქვთ გადატანილი ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ხანმოკლე ანთება), ცხვირის პოლიპები (წარმონაქმნები ცხვირში ალერგიის გამო), ჭინჭრის ციება (გამონაყარი კანზე), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება) ან ქოშინი აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ.

თუ გქონიათ ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიური რეაქციები (კანის სიწითლე და/ან ბუშტუკები მზის სხივების ზემოქმედებისას) კეტოპროფენის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება) ან ფიბრატების (პრეპარატები სისხლში ცხიმის დონის შესამცირებლად) მიღების დროს.

თუ გაქვთ პეპტიური წყლული/სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან წარსულში გქონდათ სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან, წყლული ან პერფორაცია.

თუ გაწუხებთ საჭმლის მონელების ქრონიკული პრობლემები (მაგალითად, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა).

თუ გქონიათ წარსულში სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან პერფორაცია, რაც გამოწვეული იყო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ტკივილის შემსუბუქების მიზნით მიღებისას.

თუ გაქვთ ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი).

თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევები ან ღვიძლის მხრივ მძიმე დარღვევები.

თუ გაქვთ სისხლდენა ან სისხლის შედედების დარღვევა.

თუ გაქვთ ძლიერი გაუწყლოება (ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვა) ღებინების, დიარეის ან არასაკმარისი სითხის მიღების გამო.

თუ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

სიფრთხილის ზომები

დექსალგინი საშეტის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ გაქვთ ან წარსულში გქონიათ ალერგია;

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ დარღვევები თირკმელების, ღვიძლის ან გულის მხრივ (ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა), ასევე, ორგანიზმში სითხის შეკავება;

თუ იღებთ შარდმდენ საშუალებებს ან გაქვთ გაუწყლოება და სისხლის მოცულობის შემცირება სითხის მნიშვნელოვანი კარგვის გამო (მაგალითად, შარდის ჭარბი გამოყოფის, დიარეის ან ღებინების გამო);

თუ გაქვთ დარღვევები გულის მხრივ, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან თვლით, რომ ხართ ამ დაავადებების რისკის ჯგუფში (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან თამბაქოს მოწევა). ასეთ შემთხვევებში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობასთან დაკავშირებით. ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა დექსალგინი საშეტი, შეუძლია უმნიშვნელოდ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის (ინსულტის) რისკი. ნებისმიერი რისკი იზრდება პრეპარატის დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას;

თუ ხართ ხანდაზმული, შესაძლოა გამოგივლინდეთ შედარებით მეტი გვერდითი მოვლენა (იხ. ნაწილი 4). ასეთ შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან დაუყოვნებლივ;

თუ ხართ შვილოსნობის პრობლემების მქონე ქალი, (დექსალგინი საშეტს შეუძლია შვილოსნობის ფუნქციის დარღვევა, ამიტომ რეკომენდებული არ არის მისი მიღება ორსულობის დაგეგმვისას ან შვილოსნობის ფუნქციასთან დაკავშირებული გამოკვლევების ჩატარებისას);

თუ გაქვთ სისხლის წარმოქმნისა და სისხლის უჯრედების ფორმირების დარღვევები;

თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით);

თუ წარსულში გაწუხებდათ ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ სხვა დარღვევები კუჭის ან ნაწლავების მხრივ;

თუ გაქვთ ინფექცია - იხ. ქვემოთ „ინფექციური დაავადებები“;

თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდის პეპტიური წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკს, მაგალითად, პერორალური სტეროიდული პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სუსი, ანუ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები), სისხლის კოლტების წარმოქმნის დამთრგუნველი საშუალებები, როგორიცაა, ასპირინი ან ანტიკოაგულანტები, როგორიცაა, ვარფარინი. ასეთ შემთხვევაში დექსალგინი საშეტის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელმაც, შესაძლოა დამატებით დაგინიშნოთ კუჭის დამცავი მედიკამენტი (მაგ., მიზოპროსტოლი ან სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ბლოკავს კუჭის წვენის გამომუშავებას);

თუ გაქვთ ასთმა ქრონიკული რინიტის, ქრონიკული სინუსიტის თანხლებით და/ან ნაზალური პოლიპები, რადგან ხართ აცეტილსალიცილის მჟავას და/ან აასს-ის მიმართ ალერგიის სხვებთან შედარებით უფრო მაღალი რისკის ჯგუფში, ამ მედიკამენტის მიღებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ასთმის შეტევებს ან ბრონქოსპაზმს, განსაკუთრებით, აცეტილსალიცილის მჟავაზე ან აასს-ზე ალერგიის მქონე პაციენტებში.

ინფექციური დაავადებები

დექსალგინი საშეტის მიღებამ შეიძლება შენიღბოს ინფექციის ისეთი ნიშნები, როგორიცაა მომატებული ტემპერატურა და ტკივილი. აქედან გამომდინარე, დექსალგინი საშეტის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს ინფექციური დაავადების განკურნება, რამაც შეიძლება გაზარდოს გართულებების განვითარების რისკი. ეს დაფიქსირდა ბაქტერიებით გამოწვეული პნევმონიის დროს და კანის ბაქტერიული ინფექციებისას ჩუტყვავილას ფონზე. თუ ინფექციის დროს ამ მედიკამენტის მიღების ფონზე ინფექციის სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ჩუტყვავილას დროს რეკომენდებულია ამ სამკურნალო საშუალების მიღებისგან თავის შეკავება.

კოუნისის სინდრომი

დექსკეტოპროფენის გამოყენებისას დაფიქსირებულია ალერგიული რეაქციის ისეთი ნიშნები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, შეშუპება სახისა და კისრის არეში (ანგიოედემა), გულმკერდის ტკივილი.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დექსალგინი საშეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, თუკი რომელიმე ამ სიმპტომს შეამჩნევთ.

ბავშვები და მოზარდები

დექსალგინი საშეტის მოქმედება ბავშვებსა და მოზარდებში შესწავლილი არ არის. შესაბამისად, პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის და პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით. არსებობს პრეპარატები, რომელთა კომბინირება არ შეიძლება, ხოლო სხვა პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას საჭიროა დოზის კორექტირება.

ყოველთვის უთხარით თქვენს ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ დექსალგინი საშეტთან ერთად იყენებთ ან იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

კომბინაციები, რომელთა გამოყენება რეკომენდებული არ არის:

აცეტილსალიცილის მჟავა, კორტიკოსტეროიდები ან ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები;

ვარფარინი ან ჰეპარინი ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქნას;

ლითიუმი, გამოიყენება განწყობის გარკვეული დარღვევების სამკურნალოდ;

მეტოტრექსატი (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი ან იმუნოსუპრესანტი) მაღალი დოზებით 15 მგ/კვირაში;

ჰიდანტოინები და ფენიტოინი, გამოიყენება ეპილეფსიის დროს;

სულფამეტოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება სიფრთხილით:

აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენი საშუალებები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ და გულის პრობლემების დროს;

პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული ვენური წყლულების სამკურნალოდ;

ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;

ანტიბიოტიკები ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

სულფონილშარდოვანას პრეპარატები (მაგალითად, ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი), რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს;

მეტოტრექსატი დაბალი დოზით, 15 მგ-ზე ნაკლები კვირაში.

საშუალებები, რომელთა ერთდროული გამოყენება ყურადღებით უნდა იქნას განხილული:

ქინოლონის ანტიბიოტიკები (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ და ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს;

სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური საშუალებები, ე.ი. მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების დასაშლელად;

პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ;

დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ;

მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება აბორტისთვის (ორსულობის შეწყვეტისთვის);

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (სუსი) ჯგუფის ანტიდეპრესანტები;

ანტიაგრეგანტები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის და სისხლის შედედების შესამცირებლად;

ბეტა-ადრენობლოკერები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის პრობლემების სამკურნალოდ;

ტენოფოვირი, დეფერაზიროქსი, პემეტრექსედი.

დექსალგინი საშეტის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

დექსალგინი საშეტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მწვავე ტკივილის დროს პაკეტების შიგთავსი მიიღეთ მშიერ კუჭზე საკვების მიღებამდე სულ მცირე 15 წუთით ადრე, რადგან ამ შემთხვევაში პრეპარატის მოქმედება უფრო სწრაფად იწყება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ დექსალგინი საშეტი ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში და ძუძუთი კვების დროს.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების და გულის პრობლემები თქვენს მომავალ ბავშვში. პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი და თქვენი ბავშვის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე, ასევე გამოიწვიოს მშობიარობის დაგვიანება ან მოსალოდნელზე უფრო მეტად გახანგრძლივება.

დექსალგინი საშეტის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ძალიან აუცილებელია და რეკომენდებულია მკურნალი ექიმის მიერ. თუ ამ შემთხვევაში ან დაორსულების მცდელობის პერიოდში თქვენთვის აუცილებელია ამ პრეპარატით მკურნალობა, საჭიროა მისი ყველაზე დაბალი დოზის გამოყენება მინიმალური დროის განმავლობაში.

ორსულობის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღეზე მეტი ხნით პრეპარატ დექსალგინი საშეტის მიღებამ თქვენს მომავალ ბავშვში შეიძლება შექმნას თირკმელების პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის გარშემო არსებული ამნიონური სითხის დონის შემცირება (მცირეწყლიანობა) ან ბავშვის გულში სისხლძარღვის (არტერიული სადინრის) შევიწროება. თუ საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტხანს მკურნალობა, მკურნალმა ექიმმა უნდა გირჩიოთ დამატებითი კონტროლი.

დექსალგინი საშეტის გამოყენება რეკომენდებული არ არის ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას ან რომლებსაც უტარდებად გამოკვლევა უნაყოფობასთან დაკავშირებით.

ქალის შვილოსნობის ფუნქციაზე პოტენციურ ზემოქმედებასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ ნაწილი 2 „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დექსალგინი საშეტმა შეიძლება უმნიშვნელო ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგან მკურნალობის გვერდითი მოვლენების სახით შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ძილიანობა და მხედველობის დარღვევა. თუ შენიშნავთ მსგავს მოვლენებს, აღნიშნული სიმპტომების გაქრობამდე თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან. კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

დექსალგინი საშეტი შეიცავს საქაროზას

თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის არსებობის შესახებ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

პრეპარატის ერთი დოზა შეიცავს 2,418 გ საქაროზას. ეს უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ქვემოთ მითითებულია შესაძლო გვერდითი ეფექტები მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით. ვინაიდან სია ნაწილობრივ დაფუძნებულია გვერდით მოვლენებზე, რომლებიც აღინიშნებოდა დექსალგინის ტაბლეტების ფორმით მიღებისას, ხოლო დექსალგინი საშეტი შეიწოვება უფრო სწრაფად, ვიდრე ტაბლეტები, შესაძლებელია, რომ გვერდითი მოვლენების რეალური სიხშირე (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ) დექსალგინი საშეტის გამოყენებისას იყოს უფრო მაღალი.

ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს

გულისრევა და/ან ღებინება, ტკივილი, ძირითადად მუცლის ზედა ნაწილში, ფაღარათი, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია).

ზოგჯერ გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს

ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ნევროზულობა, თავის ტკივილი, გულისცემის შეგრძნება, წამოხურება, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), შეკრულობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი, შემცივნების შეგრძნება და კანკალი, ზოგადად უსიამოვნო შეგრძნება (სისუსტე).

იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს

პეპტიური წყლული, პეპტიური წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა (შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ღებინების ან შავი განავლის სახით), გონების დაკარგვა, მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება, სითხის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგალითად, კოჭის შეშუპება), ხორხის შეშუპება, მადის დაკარგვა (ანორექსია), უჩვეულო შეგრძნებები, გამონაყარი ქავილით, აკნე, მომატებული ოფლიანობა, ტკივილი ზურგის არეში, ხშირი შარდვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, პრობლემები წინამდებარე ჯირკვლის მხრივ, ღვიძლის ფუნქციის სინჯების ნორმიდან გადახრა (სისხლის ანალიზი), ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმელების მწვავე უკმარისობა.

ძალიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1 ადამიანს

ანაფილაქსიური რეაქცია (მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, რამაც შეიძლება მიგიყვანოთ კოლაფსამდე), ღია წყლულები კანზე, პირის, თვალებისა და სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე (სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი), სახის ან ტუჩების და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის უკმარისობა სასუნთქი გზების შევიწროების გამო (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, გახშირებული გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ბუნდოვანი მხედველობა, ხმაური ყურებში (ტინიტუსი), კანის მომატებული მგრძნობელობა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ქავილი, პრობლემები თირკმელების მხრივ. სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითებული დონე (ნეიტროპენია), სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება გულმკერდის ტკივილი, რომელიც შესაძლოა იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშანი, სახელწოდებით კოუნისის სინდრომი. ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი, კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მრგვალ ან ოვალურ წითელ ლაქებს და კანის შეშუპებას, ბუშტუკების განვითარებას და ქავილს. ასევე, შეიძლება აღინიშნოს დაზიანებულ უბნებში კანის გამუქება, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს შეხორცების შემდეგ. პრეპარატის ხელახლა გამოყენების შემთხვევაში ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი ხშირად განმეორებით ვითარდება იგივე ადგილზე.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს მკურნალობის დასაწყისში კუჭის/ნაწლავის მხრივ რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შესახებ (მაგალითად, კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა) ან თუ უკვე გქონდათ ასეთი გვერდითი მოქმედება ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით, ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში.

კანზე გამონაყარის გამოვლენის, პირის ღრუს ან გენიტალიების ლორწოვანი გარსის ნებისმიერი სხვა დაზიანების ან ალერგიის რაიმე ნიშნების შემთხვევაში პრეპარატ დექსალგინი საშეტის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

არსებობს ცნობები სითხის შეკავების და შეშუპების (განსაკუთრებით, კოჭებისა და ფეხების არეში), არტერიული წნევის მომატებისა და გულის უკმარისობის შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას.

ისეთ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა დექსალგინი საშეტი, შეუძლია ოდნავ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების (ინსულტი) რისკი.

პაციენტებში იმუნური სისტემის დარღვევებით, რაც გავლენას ახდენს შემაერთებელ ქსოვილზე (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, თავის ტკივილი და კისრის გაშეშება.

ყველაზე ხშირად დაფიქსირებულია არასასურველი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შესაძლებელია პეპტიური წყლულის, პერფორაციის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარება, ზოგჯერ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში, ლეტალური შედეგით.

პრეპარატის მიღების ფონზე ცნობილია გულისრევის, ღებინების, დიარეის, მეტეორიზმის, შეკრულობის, დისპეფსიის, მუცლის ტკივილის, მელენის, სისხლიანი ღებინების, წყლულოვანი სტომატიტის, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავების გამოვლენის შესახებ. ნაკლებად ხშირად აღინიშნება კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი).

როგორც სხვა აასს-ის შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს ჰემატოლოგიური რეაქციები (პურპურა, აპლასტიური და ჰემოლიზური ანემია, და იშვიათად – აგრანულოციტოზი და ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია).

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინების გაგზავნა უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების სიმპტომატიკა ცნობილი არ არის. ანალოგიური სამკურნალო საშუალებები იწვევს დარღვევებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (ღებინება, ანორექსია, მუცლის ტკივილი) და ნერვული სისტემის (ძილიანობა, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, თავის ტკივილი) მხრივ.

შემთხვევით ან ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყეთ სიმპტომური მკურნალობა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. მოზრდილის ან ბავშვის მიერ 5 მგ/კგ-ზე მეტი დოზის მიღებისას საჭიროა ერთი საათის განმავლობაში აქტივირებული ნახშირის პერორალურად მიღება.

ორგანიზმიდან დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის გამოყოფა შეიძლება დიალიზის საშუალებით.

შემადგენლობა

დექსალგინი საშეტის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის დექსკეტოპროფენი (დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის სახით). ერთი პაკეტი შეიცავს 25 მგ დექსკეტოპროფენს.

დამხმარე ნივთიერებები: ამონიუმის გლიცირიზინატი, ნეოჰესპერიდინ-დიჰიდროჰალკონი, ქინოლინის ყვითელი (E104), ლიმონის არომატიზატორი და საქაროზა (იხ. ნაწილი 2 „დექსალგინი საშეტი შეიცავს საქაროზას“).

დექსალგინი საშეტის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

პაკეტები შეიცავს ლიმონისფერ-ყვითელ გრანულებს.

დექსალგინი საშეტი, 25 მგ, გამოდის შეფუთვაში 2, 4, 10, 20, 30, 40, 50, 100 და 500 პაკეტით.

შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვასა და პაკეტებზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 4 წელი.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროპიონის მჟავას წარმოებულები

ათქ კოდი: M01AE17

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი წარმოადგენს (S)-(+)-2-(3-ბენზოილფენილი)პროპიონის მჟავას ტრომეტამინის მარილს. ეს არის ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი სამკურნალო საშუალება, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს (M01AE).

მოქმედების მექანიზმი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედების მექანიზმს წარმოადგენს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა ციკლოოქსიგენაზას მონაწილეობით მიმდინარე რეაქციების დათრგუნვის ხარჯზე. კერძოდ, მიმდინარეოვს არაქიდონის მჟავას გარდაქმნის ინჰიბირება ციკლურ ენდოპეროქსიდაზად PGG2 და PGH2, რომლიდანაც წარმოიქმნება პროსტაგლანდინები PGE1, PGE2, PGF2α, PGD2 და ასევე პროსტაციკლინი PGI2 და თრომბოქსანები (TxA2 და TxB2). გარდა ამისა, პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ანთების სხვა მედიატორებზე, მაგალითად, კინინებზე, და პირდაპირ მოქმედებასთან დამატებით ახდენს არაპირდაპირ მოქმედებას.

ფარმაკოდინამიკური მოქმედება

ნაჩვენებია, რომ ლაბორატორიულ ცხოველებში და ადამიანში დექსკეტოპროფენი არის ციკლოოქსიგენაზა-1-ის და ციკლოოქსიგენაზა-2-ის აქტივობის ინჰიბიტორი.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

ტკივილის რამდენიმე მოდელზე ჩატარებული კლინიკური კვლევებით ნაჩენებია დექსკეტოპროფენის გამოხატული ანალგეზიური აქტივობა. ზოგიერთი კვლევის მონაცემებით, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება დადგა შეყვანიდან 30 წუთში. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ნარჩუნდება 4-6 საათი.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი სწრაფად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ, გრანულების ფორმით მიღების შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 0.25-0.33 საათში.

გამოთავისუფლების სტანდარტული დროით დექსკეტოპროფენის ტაბლეტების და 25 მგ დოზირების გრანულების შედარებამ აჩვენა, რომ ორი ფორმა ბიოლოგიურად ეკვივალენტურია ბიოშეღწევადობის ხარისხის მიხედვით (AUC). გრანულების ფორმით დექსკეტოპროფენის მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაციები (Cmax) დაახლოებით 30%-ით მაღალი იყო, ვიდრე ტაბლეტების შეყვანის შემდეგ.

საკვებთან ერთად მიღებისას AUC არ იცვლება, მაგრამ დექსკეტოპროფენის Cmax მცირდება და მისი შეწოვის სიჩქარე ეცემა (იზრდება tmax).

განაწილება

დექსკეტოპროფენის ნახევარგანაწილების და ნახევარგამოყოფის პერიოდის მაჩვენებლები შეადგენს შესაბამისად 0.35 და 1.65 საათს. პლაზმის ცილებთან მაღალი ხარისხის შეკავშირებით (99%) სხვა პრეპარატების ანალოგიურად, განაწილების მოცულობის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს 0,25 ლ/კგ ნაკლებს.

ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა

დექსკეტოპროფენის ელიმინაციის ძირითად გზას წარმოადგენს კონიუგაცია გლუკურონის მჟავასთან თირკმელებიდან შემდგომი გამოყოფით.

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის შეყვანის შემდეგ შარდში ვლინდება მხოლოდ S-(+)-ენანთიომერი, რაც აჩვენებს ადამიანში R-(-)-ენანთიომერად პრეპარატის ტრანსფორმაციის არარსებობას.

პრეპარატის მრავალჯერადი შეყვანის ფარმაკოკინეტიკის კვლევებით ნაჩვენებია, რომ AUC მნიშვნელობა ბოლო შეყვანის შემდეგ არ განსხვავდება ერთჯერადი გამოყენების მაჩვენებლებისგან, რაც მიუთითებს სამკურნალწამლო ნივთიერების კუმულაციის არარსებობაზე.

  • 3 წინაკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების თვალსაზრისით

ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, გენოტოქსიკურობის და იმუნოფარმაკოლოგიის კვლევების სტანდარტული კვლევების არაკლინიკური მონაცემებით განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის არ გამოვლენილა. თაგვებსა და მაიმუნებში ქრონიკული ტოქსიკურობის შესწავლით შესაძლებელი გახდა აღნიშნული არასასურველი მოვლენების არარსებობის დონის განსაზღვრა (NOAEL) დოზით, რომელიც ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე 2-ჯერ მეტია. მაიმუნებში პრეპარატის უფრო მაღალი დოზებით შეყვანისას ძირითად არასასურველ ეფექტს წარმოადგენდა სისხლი განავალში, სხეულის მასის მატების შემცირება, ხოლო ყველაზე მაღალი დოზის შემთხვევაში - კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ეროზიების გამოვლენა. ეს ეფექტები გამოვლინდა დოზებისას, რომლის შემთხვევაშიც პრეპარატის ზემოქმედება 14-18-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ადამიანისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დოზებისას.

ცხოველებში კანცეროგენული პოტენციალის კვლევები არ ჩატარებულა.

როგორც დადგენილია აასს-ის სრული ფარმაკოლოგიური კლასისთვის, დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს ცხოველების მოდელებში შეუძლია გამოიწვიოს ემბრიონისა და ნაყოფის გადარჩენის მაჩვენებლის შეცვლა, როგორც არაპირდაპირ, დედის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ტოქსიკური ზემოქმედების ხარჯზე, ასევე პირდაპირ, ნაყოფის განვითარებაზე პირდაპირი გავლენის ხარჯზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

დექსალგინი საშეტი

გრანულები პერორალური ხსნარის მოსამზადებლად, 25 მგ

დექსკეტოპროფენი

ყურადღებით წაიკითხეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ინსტრუქციაში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

მიმართეთ ფარმაცევტს დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის საჭიროებისას.

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხ. მე-4 ნაწილი.

მიმართეთ ექიმს, თუ 3-4 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა.

მოცემული ჩანართის შინაარსი

  • რას წარმოადგენს დექსალგინი საშეტი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ დექსალგინი საშეტის მიღებამდე
  • როგორ მივიღოთ დექსალგინი საშეტი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • დექსალგინი საშეტის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს დექსალგინი საშეტი და რისთვის გამოიყენება

დექსალგინი საშეტი არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს.

ის გამოიყენება მსუბუქიდან საშუალო ინტენსივობის მწვავე ტკივილის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა კუნთების ან სახსრების მწვავე ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), კბილის ტკივილი.

2 რა უნდა იცოდეთ დექსალგინი საშეტის მიღებამდე

არ მიიღოთ დექსალგინი საშეტი:

თუ ალერგიული ხართ დექსკეტოპროფენის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

თუ ალერგიული ხართ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.

თუ გაქვთ ასთმა, ან გაქვთ გადატანილი ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ხანმოკლე ანთება), ცხვირის პოლიპები (წარმონაქმნები ცხვირში ალერგიის გამო), ჭინჭრის ციება (გამონაყარი კანზე), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება) ან ქოშინი აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ.

თუ გქონიათ ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიური რეაქციები (კანის სიწითლე და/ან ბუშტუკები მზის სხივების ზემოქმედებისას) კეტოპროფენის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება) ან ფიბრატების (პრეპარატები სისხლში ცხიმის დონის შესამცირებლად) მიღების დროს.

თუ გაქვთ პეპტიური წყლული/სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან წარსულში გქონდათ სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან, წყლული ან პერფორაცია.

თუ გაწუხებთ საჭმლის მონელების ქრონიკული პრობლემები (მაგალითად, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა).

თუ გქონიათ წარსულში სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან პერფორაცია, რაც გამოწვეული იყო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ტკივილის შემსუბუქების მიზნით მიღებისას.

თუ გაქვთ ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი).

თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევები ან ღვიძლის მხრივ მძიმე დარღვევები.

თუ გაქვთ სისხლდენა ან სისხლის შედედების დარღვევა.

თუ გაქვთ ძლიერი გაუწყლოება (ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვა) ღებინების, დიარეის ან არასაკმარისი სითხის მიღების გამო.

თუ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

დექსალგინი საშეტის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ გაქვთ ან წარსულში გქონიათ ალერგია;

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ დარღვევები თირკმელების, ღვიძლის ან გულის მხრივ (ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა), ასევე, ორგანიზმში სითხის შეკავება;

თუ იღებთ შარდმდენ საშუალებებს ან გაქვთ გაუწყლოება და სისხლის მოცულობის შემცირება სითხის მნიშვნელოვანი კარგვის გამო (მაგალითად, შარდის ჭარბი გამოყოფის, დიარეის ან ღებინების გამო);

თუ გაქვთ დარღვევები გულის მხრივ, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან თვლით, რომ ხართ ამ დაავადებების რისკის ჯგუფში (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან თამბაქოს მოწევა). ასეთ შემთხვევებში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობასთან დაკავშირებით. ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა დექსალგინი საშეტი, შეუძლია უმნიშვნელოდ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის (ინსულტის) რისკი. ნებისმიერი რისკი იზრდება პრეპარატის დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას;

თუ ხართ ხანდაზმული, შესაძლოა გამოგივლინდეთ შედარებით მეტი გვერდითი მოვლენა (იხ. ნაწილი 4). ასეთ შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან დაუყოვნებლივ;

თუ ხართ შვილოსნობის პრობლემების მქონე ქალი, (დექსალგინი საშეტს შეუძლია შვილოსნობის ფუნქციის დარღვევა, ამიტომ რეკომენდებული არ არის მისი მიღება ორსულობის დაგეგმვისას ან შვილოსნობის ფუნქციასთან დაკავშირებული გამოკვლევების ჩატარებისას);

თუ გაქვთ სისხლის წარმოქმნისა და სისხლის უჯრედების ფორმირების დარღვევები;

თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით);

თუ წარსულში გაწუხებდათ ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ სხვა დარღვევები კუჭის ან ნაწლავების მხრივ;

თუ გაქვთ ინფექცია - იხ. ქვემოთ „ინფექციური დაავადებები“;

თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდის პეპტიური წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკს, მაგალითად, პერორალური სტეროიდული პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სუსი, ანუ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები), სისხლის კოლტების წარმოქმნის დამთრგუნველი საშუალებები, როგორიცაა, ასპირინი ან ანტიკოაგულანტები, როგორიცაა, ვარფარინი. ასეთ შემთხვევაში დექსალგინი საშეტის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელმაც, შესაძლოა დამატებით დაგინიშნოთ კუჭის დამცავი მედიკამენტი (მაგ., მიზოპროსტოლი ან სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ბლოკავს კუჭის წვენის გამომუშავებას);

თუ გაქვთ ასთმა ქრონიკული რინიტის, ქრონიკული სინუსიტის თანხლებით და/ან ნაზალური პოლიპები, რადგან ხართ აცეტილსალიცილის მჟავას და/ან აასს-ის მიმართ ალერგიის სხვებთან შედარებით უფრო მაღალი რისკის ჯგუფში, ამ მედიკამენტის მიღებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ასთმის შეტევებს ან ბრონქოსპაზმს, განსაკუთრებით, აცეტილსალიცილის მჟავაზე ან აასს-ზე ალერგიის მქონე პაციენტებში.

ინფექციური დაავადებები

დექსალგინი საშეტის მიღებამ შეიძლება შენიღბოს ინფექციის ისეთი ნიშნები, როგორიცაა მომატებული ტემპერატურა და ტკივილი. აქედან გამომდინარე, დექსალგინი საშეტის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს ინფექციური დაავადების განკურნება, რამაც შეიძლება გაზარდოს გართულებების განვითარების რისკი. ეს დაფიქსირდა ბაქტერიებით გამოწვეული პნევმონიის დროს და კანის ბაქტერიული ინფექციებისას ჩუტყვავილას ფონზე. თუ ინფექციის დროს ამ მედიკამენტის მიღების ფონზე ინფექციის სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ჩუტყვავილას დროს რეკომენდებულია ამ სამკურნალო საშუალების მიღებისგან თავის შეკავება.

კოუნისის სინდრომი

დექსკეტოპროფენის გამოყენებისას დაფიქსირებულია ალერგიული რეაქციის ისეთი ნიშნები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, შეშუპება სახისა და კისრის არეში (ანგიოედემა), გულმკერდის ტკივილი.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დექსალგინი საშეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, თუკი რომელიმე ამ სიმპტომს შეამჩნევთ.

ბავშვები და მოზარდები

დექსალგინი საშეტის მოქმედება ბავშვებსა და მოზარდებში შესწავლილი არ არის. შესაბამისად, პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის და პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და დექსალგინი საშეტი

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით. არსებობს პრეპარატები, რომელთა კომბინირება არ შეიძლება, ხოლო სხვა პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას საჭიროა დოზის კორექტირება.

ყოველთვის უთხარით თქვენს ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ დექსალგინი საშეტთან ერთად იყენებთ ან იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

კომბინაციები, რომელთა გამოყენება რეკომენდებული არ არის:

აცეტილსალიცილის მჟავა, კორტიკოსტეროიდები ან ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები;

ვარფარინი ან ჰეპარინი ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქნას;

ლითიუმი, გამოიყენება განწყობის გარკვეული დარღვევების სამკურნალოდ;

მეტოტრექსატი (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი ან იმუნოსუპრესანტი) მაღალი დოზებით 15 მგ/კვირაში;

ჰიდანტოინები და ფენიტოინი, გამოიყენება ეპილეფსიის დროს;

სულფამეტოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება სიფრთხილით:

აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენი საშუალებები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ და გულის პრობლემების დროს;

პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული ვენური წყლულების სამკურნალოდ;

ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;

ანტიბიოტიკები ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

სულფონილშარდოვანას პრეპარატები (მაგალითად, ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი), რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს;

მეტოტრექსატი დაბალი დოზით, 15 მგ-ზე ნაკლები კვირაში.

საშუალებები, რომელთა ერთდროული გამოყენება ყურადღებით უნდა იქნას განხილული:

ქინოლონის ანტიბიოტიკები (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ და ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს;

სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური საშუალებები, ე.ი. მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების დასაშლელად;

პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ;

დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ;

მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება აბორტისთვის (ორსულობის შეწყვეტისთვის);

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (სუსი) ჯგუფის ანტიდეპრესანტები;

ანტიაგრეგანტები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის და სისხლის შედედების შესამცირებლად;

ბეტა-ადრენობლოკერები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის პრობლემების სამკურნალოდ;

ტენოფოვირი, დეფერაზიროქსი, პემეტრექსედი.

დექსალგინი საშეტის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

დექსალგინი საშეტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მწვავე ტკივილის დროს პაკეტების შიგთავსი მიიღეთ მშიერ კუჭზე საკვების მიღებამდე სულ მცირე 15 წუთით ადრე, რადგან ამ შემთხვევაში პრეპარატის მოქმედება უფრო სწრაფად იწყება.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ დექსალგინი საშეტი ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში და ძუძუთი კვების დროს.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების და გულის პრობლემები თქვენს მომავალ ბავშვში. პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი და თქვენი ბავშვის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე, ასევე გამოიწვიოს მშობიარობის დაგვიანება ან მოსალოდნელზე უფრო მეტად გახანგრძლივება.

დექსალგინი საშეტის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ძალიან აუცილებელია და რეკომენდებულია მკურნალი ექიმის მიერ. თუ ამ შემთხვევაში ან დაორსულების მცდელობის პერიოდში თქვენთვის აუცილებელია ამ პრეპარატით მკურნალობა, საჭიროა მისი ყველაზე დაბალი დოზის გამოყენება მინიმალური დროის განმავლობაში.

ორსულობის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღეზე მეტი ხნით პრეპარატ დექსალგინი საშეტის მიღებამ თქვენს მომავალ ბავშვში შეიძლება შექმნას თირკმელების პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის გარშემო არსებული ამნიონური სითხის დონის შემცირება (მცირეწყლიანობა) ან ბავშვის გულში სისხლძარღვის (არტერიული სადინრის) შევიწროება. თუ საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტხანს მკურნალობა, მკურნალმა ექიმმა უნდა გირჩიოთ დამატებითი კონტროლი.

დექსალგინი საშეტის გამოყენება რეკომენდებული არ არის ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას ან რომლებსაც უტარდებად გამოკვლევა უნაყოფობასთან დაკავშირებით.

ქალის შვილოსნობის ფუნქციაზე პოტენციურ ზემოქმედებასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ ნაწილი 2 „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

დექსალგინი საშეტმა შეიძლება უმნიშვნელო ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგან მკურნალობის გვერდითი მოვლენების სახით შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ძილიანობა და მხედველობის დარღვევა. თუ შენიშნავთ მსგავს მოვლენებს, აღნიშნული სიმპტომების გაქრობამდე თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან. კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

დექსალგინი საშეტი შეიცავს საქაროზას

თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის არსებობის შესახებ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

პრეპარატის ერთი დოზა შეიცავს 2,418 გ საქაროზას. ეს უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა.

  • როგორ მივიღოთ დექსალგინი საშეტი

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ინსტრუქციაში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის უნდა იქნას მიღებული უმცირესი ეფექტიანი დოზით მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობით სიმპტომების შემსუბუქებისათვის. თუ გაქვთ ინფექციური დაავადება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს სიმპტომების (როგორიცაა, სხეულის ტემპერატურის მომატება და ტკივილი) შენარჩუნების ან გაღრმავების შემთხვევაში (იხ. ნაწილი 2).

18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები

რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 პაკეტს (25 მგ) 8 საათში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 3 პაკეტისა (75 მგ) დღე-ღამეში.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ მკურნალობის დაწყებიდან 3-4 დღის შემდეგ არ გრძნობთ გაუმჯობესებას ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას. ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას დღე-ღამეში მისაღები პაკეტების რაოდენობასა და მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. დექსალგინი საშეტის თქვენთვის საჭირო დოზა დამოკიდებულია ტკივილის ტიპზე, სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე.

თუ ხართ ხანდაზმული ან გაქვთ დარღევები თირკმელების ან ღვიძლის მხრივ, მკურნალობის დაწყება საჭიროა საერთო სადღეღამისო დოზით არაუმეტეს 2 პაკეტისა (50 მგ).

ხანდაზმულ პაციენტებში დექსალგინი საშეტის კარგი ასატანობის შემთხვევაში საწყისი დოზა შემდგომში შეიძლება გაიზარდოს ზოგადად რეკომენდებულ (75 მგ დექსკეტოპროფენი) დოზამდე.

თუ გაწუხებთ ინტენსიური ტკივილი და გსურთ სწრაფი შემსუბუქება, პაკეტები მიიღეთ მშიერ კუჭზე (საკვების მიღებამდე სულ მცირე 15 წუთით ადრე), რადგან ამ შემთხვევაში ის უფრო სწრაფად შეიწოვება (იხ. ნაწილი 2 „დექსალგინი საშეტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად”).

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

პრეპარატის სწორად მიღების ინსტრუქცია

გახსენით თითოეული პაკეტის მთლიანი შიგთავსი ჭიქა წყალში, კარგად შეანჯღრიეთ/მოურიეთ რომ გაიხსნას. მიღებული ხსნარი უნდა მიიღოთ მომზადებისთანავე.

თუ მიიღეთ დექსალგინი საშეტის საჭიროზე მეტი დოზა

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. თან იქონიეთ მოცემული პრეპარატის შეფუთვა ან ეს ინსტრუქცია.

თუ დაგავიწყდათ დექსალგინი საშეტის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა დანიშნულ დროს (ნაწილი 3 “როგორ მივიღოთ დექსალგინი საშეტი“-ს შესაბამისად).

მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4 შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ქვემოთ მითითებულია შესაძლო გვერდითი ეფექტები მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით. ვინაიდან სია ნაწილობრივ დაფუძნებულია გვერდით მოვლენებზე, რომლებიც აღინიშნებოდა დექსალგინის ტაბლეტების ფორმით მიღებისას, ხოლო დექსალგინი საშეტი შეიწოვება უფრო სწრაფად, ვიდრე ტაბლეტები, შესაძლებელია, რომ გვერდითი მოვლენების რეალური სიხშირე (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ) დექსალგინი საშეტის გამოყენებისას იყოს უფრო მაღალი.

ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს

გულისრევა და/ან ღებინება, ტკივილი, ძირითადად მუცლის ზედა ნაწილში, ფაღარათი, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია).

ზოგჯერ გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს

ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ნევროზულობა, თავის ტკივილი, გულისცემის შეგრძნება, წამოხურება, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), შეკრულობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი, შემცივნების შეგრძნება და კანკალი, ზოგადად უსიამოვნო შეგრძნება (სისუსტე).

იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს

პეპტიური წყლული, პეპტიური წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა (შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ღებინების ან შავი განავლის სახით), გონების დაკარგვა, მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება, სითხის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგალითად, კოჭის შეშუპება), ხორხის შეშუპება, მადის დაკარგვა (ანორექსია), უჩვეულო შეგრძნებები, გამონაყარი ქავილით, აკნე, მომატებული ოფლიანობა, ტკივილი ზურგის არეში, ხშირი შარდვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, პრობლემები წინამდებარე ჯირკვლის მხრივ, ღვიძლის ფუნქციის სინჯების ნორმიდან გადახრა (სისხლის ანალიზი), ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმელების მწვავე უკმარისობა.

ძალიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1 ადამიანს

ანაფილაქსიური რეაქცია (მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, რამაც შეიძლება მიგიყვანოთ კოლაფსამდე), ღია წყლულები კანზე, პირის, თვალებისა და სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე (სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი), სახის ან ტუჩების და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის უკმარისობა სასუნთქი გზების შევიწროების გამო (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, გახშირებული გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ბუნდოვანი მხედველობა, ხმაური ყურებში (ტინიტუსი), კანის მომატებული მგრძნობელობა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ქავილი, პრობლემები თირკმელების მხრივ. სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითებული დონე (ნეიტროპენია), სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება გულმკერდის ტკივილი, რომელიც შესაძლოა იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშანი, სახელწოდებით კოუნისის სინდრომი. ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი, კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მრგვალ ან ოვალურ წითელ ლაქებს და კანის შეშუპებას, ბუშტუკების განვითარებას და ქავილს. ასევე, შეიძლება აღინიშნოს დაზიანებულ უბნებში კანის გამუქება, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს შეხორცების შემდეგ. პრეპარატის ხელახლა გამოყენების შემთხვევაში ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი ხშირად განმეორებით ვითარდება იგივე ადგილზე.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს მკურნალობის დასაწყისში კუჭის/ნაწლავის მხრივ რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შესახებ (მაგალითად, კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა) ან თუ უკვე გქონდათ ასეთი გვერდითი მოქმედება ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით, ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში.

კანზე გამონაყარის გამოვლენის, პირის ღრუს ან გენიტალიების ლორწოვანი გარსის ნებისმიერი სხვა დაზიანების ან ალერგიის რაიმე ნიშნების შემთხვევაში პრეპარატ დექსალგინი საშეტის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

არსებობს ცნობები სითხის შეკავების და შეშუპების (განსაკუთრებით, კოჭებისა და ფეხების არეში), არტერიული წნევის მომატებისა და გულის უკმარისობის შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას.

ისეთ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა დექსალგინი საშეტი, შეუძლია ოდნავ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების (ინსულტი) რისკი.

პაციენტებში იმუნური სისტემის დარღვევებით, რაც გავლენას ახდენს შემაერთებელ ქსოვილზე (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, თავის ტკივილი და კისრის გაშეშება.

ყველაზე ხშირად დაფიქსირებულია არასასურველი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შესაძლებელია პეპტიური წყლულის, პერფორაციის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარება, ზოგჯერ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში, ლეტალური შედეგით.

პრეპარატის მიღების ფონზე ცნობილია გულისრევის, ღებინების, დიარეის, მეტეორიზმის, შეკრულობის, დისპეფსიის, მუცლის ტკივილის, მელენის, სისხლიანი ღებინების, წყლულოვანი სტომატიტის, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავების გამოვლენის შესახებ. ნაკლებად ხშირად აღინიშნება კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი).

როგორც სხვა აასს-ის შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს ჰემატოლოგიური რეაქციები (პურპურა, აპლასტიური და ჰემოლიზური ანემია, და იშვიათად – აგრანულოციტოზი და ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია).

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინების გაგზავნა უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

  • დექსალგინი საშეტის შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვასა და პაკეტებზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 4 წელი.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

დექსალგინი საშეტის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის დექსკეტოპროფენი (დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის სახით). ერთი პაკეტი შეიცავს 25 მგ დექსკეტოპროფენს.

დამხმარე ნივთიერებები: ამონიუმის გლიცირიზინატი, ნეოჰესპერიდინ-დიჰიდროჰალკონი, ქინოლინის ყვითელი (E104), ლიმონის არომატიზატორი და საქაროზა (იხ. ნაწილი 2 „დექსალგინი საშეტი შეიცავს საქაროზას“).

დექსალგინი საშეტის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

პაკეტები შეიცავს ლიმონისფერ-ყვითელ გრანულებს.

დექსალგინი საშეტი, 25 მგ, გამოდის შეფუთვაში 2, 4, 10, 20, 30, 40, 50, 100 და 500 პაკეტით.

შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

მენარინი ინტერნეშნლ ოპერეიშნზ ლუქსემბურგი ს.ა.

დე ლა გარეს გამზირი 1,

1611 ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი

მწარმოებელი:

ლაბორატორიოს მენარინი ს.ა.

ალფონსო XII ქუჩა, 587, 08918 ბადალონა (ბარსელონა), ესპანეთი

უფლებამოსილი წარმომადგენელი:

ბერლინ-ჰემი აგ

გლინიკერ ვეგ 125

12489 ბერლინი, გერმანია

მოცემული ინსტრუქციის ბოლო რედაქტირების თარიღი: 07.2025

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა