პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

დეტოფენი 0.025% თვალის წვეთები, ხსნარი

Detofen® % 0.025 Göz Damlasi, Çözelti

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

დეტოფენი შეიცავს 250 მკგ კეტოტიფენს (345 მკგ კეტოტიფენს წყალბადის ფუმარატის სახით) ერთ მლ ხსნარში, აქტიური ნივთიერების სახით. დეტოფენი წარმოადგენს ნაწილაკების გარეშე, გამჭვირვალე და უფერო ხსნარს და ხელმისაწვდომია ბოთლებში, რომლებიც შეიცავს 5 მლ ხსნარს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კეტოტიფენი (ketotifen)
ფორმა და შეფუთვა
0.025% (250მკგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი საწვეთურიანი ფლაკონი №1
მწარმოებელი
Deva Holding A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიალერგიული სხვა საშუალებები
ATC კოდი
S01GX08
რეგისტრაციის ნომერი
რ-040762
რეგისტრირებულია
16 აპრილი 2024, მოქმედებს 16 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „რიჩ გრუპ“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადეტოფენი 0.025% თვალის წვეთები, ხსნარი და სხვა წამალი ერთად

დეტოფენი 0.025% თვალის წვეთები, ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დეტოფენი შეიცავს 250 მკგ კეტოტიფენს (345 მკგ კეტოტიფენს წყალბადის ფუმარატის სახით) ერთ მლ ხსნარში, აქტიური ნივთიერების სახით.

დეტოფენი წარმოადგენს ნაწილაკების გარეშე, გამჭვირვალე და უფერო ხსნარს და ხელმისაწვდომია ბოთლებში, რომლებიც შეიცავს 5 მლ ხსნარს.

დეტოფენი მიეკუთვნება ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება ალერგიით გამოწვეული თვალების ქავილისა და სიწითლის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/გამოყენების სიხშირე: თუ ექიმის მიერ არ არის სხვაგვარად რეკომენდებული, ჩაიწვეთეთ 1 წვეთი თვალში დღეში ორჯერ. ყოველთვის დაიცავით თქვენი ექიმის დანიშნულება.

გამოყენების გზა და მეთოდი:

დაიბანეთ ხელები გამოყენების წინ.

გახსენით ბოთლის თავსახური.

ამოიღეთ რგოლი, რომელიც მდებარეობს საფარის ქვეშ (იხ. სურათი 3 და სურათი 4).

ისევ დაახურეთ თავსახური რგოლის გარეშე. თავსახურის შიგნით პლასტმასის ქინძისთავი გაჭრის ბოთლის წვერს (იხ. სურათი 5).

ჩაიწვეთეთ თვალებში შემდეგნაირად:

დახარეთ თავი უკან; ნაზად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ერთი ხელით და შექმენით სივრცე თვალსა და ქუთუთოს შორის.

  • მეორე ხელით დაიჭირეთ ბოთლი თავდაყირა და ვერტიკალურად თვალის ზემოთ. ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი ნაზად დაჭერით. ფრთხილად იყავით, რომ ხელით ან თვალით არ შეეხოთ საწვეთურის წვერს.
  • ჩაწვეთების შემდეგ თითის წვერით დააჭირეთ თვალის შიდა კუთხეს 1-2 წუთის განმავლობაში. ეს ხელს უშლის წამლის ცხვირში შესვლას ცრემლსადენი სადინარების მეშვეობით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

დეტოფენის ეფექტურობა და უსაფრთხოება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ნაჩვენები. 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დოზა იგივეა, რაც მოზრდილებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულებში არ არის საჭირო დოზის სპეციალური კორექცია.

სპეციალური გამოყენების პირობები:

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

დეტოფენის ეფექტურობა და უსაფრთხოება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის დროს არ არის შესწავლილი.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დეტოფენის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ დეტოფენის ზედმეტი დოზა:

დეტოფენის ზედოზირების შემთხვევაში დაიბანეთ თვალები თბილი წყლით.

თუ თქვენ გამოიყენეთ დეტოფენის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დეტოფენის გამოყენება:

ჩაიწვეთეთ დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ რეგულარულად გამოყენება.

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება მოხდეს დეტოფენით მკურნალობის შეწყვეტისას

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

უკუჩვენებები

თუ:

აღინიშნება ალერგია კეტოტიფენის ან დეტოფენში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია).

დეტოფენი გამოიყენეთ სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:

თუ:

იყენებთ კონტაქტურ ლინზებს, გამოიყენეთ დეტოფენი ფრთხილად. თუ ეს მდგომარეობა აღინიშნებოდა თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

დეტოფენის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:

გამოყენების წესის გამო, ის არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელთან.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ:

იყენებთ თვალის სხვა პრეპარატებს დეტოფენთან ერთად, დაელოდეთ მინიმუმ 5 წუთი ამ ორივე მედიკამენტის გამოყენებებს შორის.

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ დეტოფენი ორსულობის დროს, თუ თქვენი ექიმი არ ჩათვლის საჭიროდ. თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

არ გამოიყენოთ დეტოფენი ძუძუთი კვების დროს, თუ თქვენი ექიმი არ ჩათვლის საჭიროდ. ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დეტოფენმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან თავბრუსხვევა. ასეთ შემთხვევებში არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეტოფენში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ: დეტოფენმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, რადგან ის შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს კონსერვანტის სახით. მოერიდეთ წამლის კონტაქტს რბილ კონტაქტურ ლინზებთან. გამოყენებამდე ამოიღეთ კონტაქტური ლინზა და დაელოდეთ მინიმუმ 15 წუთი ლინზის ჩასმამდე. ცნობილია, რომ მედიკამენტი იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულებას.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, დეტოფენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ პირებში, რომლებთაც ახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

თუ ადგილი აქვს ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან რომელიმეს გამოვლენას, შეწყვიტეთ დეტოფენის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ალერგიული რეაქცია, პირის სიმშრალე

ეს არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები. თუ თქვენს შემთხვევაში გამოვლინდება რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დეტოფენზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

სისხლდენა თვალში

თვალის გამჭვირვალე სხეულის (რქოვანას) ანთება.

ეს არის სერიოზული გვერდითი მოვლენები. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილთაგანს, აცნობეთ ექიმს:

თავის ტკივილი, ძილიანობა

თვალებში წვა/ჩხვლეტა

მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, ქუთუთოების დისკომფორტი, თვალის ტკივილი, დისკომფორტი სინათლის ან სიმკვეთრის გამო და ტკივილი გამოყენების შემდეგ.

ეს არის დეტოფენის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქიაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოლოგიურ ცენტრს (TÜFAM) გვერდითი ეფექტების შესახებ ბმულზე გადასვლის მეშვეობით "წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება" ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ​​ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების შეტყობინების ცხელ ხაზზე 0800 314. 00 08. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

თუ თქვენ შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები

შეინახეთ დეტოფენო საწყის შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ დაახურეთ თავსახური.

შეინახეთ ბოთლი საწყის შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.

ბოთლის გახსნის შემდეგ ის უნდა იქნას გამოყენებული 28 დღის განმავლობაში.

არ შეინახოთ გამოუყენებელი პრეპარატი.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ დეტოფენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტსა და/ან მის შეფუთვაში, არ გამოიყენოთ დეტოფენი.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

Deva Holding A.Ş. / დევა ჰოლდინგ ა.ს.

კუჩუქჩეკმეჯე/სტამბოლი

ტელ: 0212 692 92 92

ფაქსი: 0212 697 00 24

ელ.ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

Deva Holding A.Ş. / დევა ჰოლდინგ ა.ს.

კარტეპე/კოჩაელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 21/06/2021.

თარგმანი სწორია:

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

დეტოფენი 0.025%

თვალის წვეთები, ხსნარი

სტერილური

დევა

ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენების შესახებ

დეტოფენი 0.025%

თვალის წვეთები,

თვალში ჩასაწვეთებელი ხსნარი

სტერილური

აქტიური ნივთიერება: 1 მლ თვალის წვეთი შეიცავს 345 მკგ კეტოტიფენის წყალბადის ფუმარატს, რაც ექვივალენტურია 250 მკგ კეტოტიფენის.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, გლიცერინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს წამალი დაგენიშნათ პირადად თქვენ, ნუ გადასცემთ მას სხვებს.

ამ მედიკამენტის გამოყენებისას აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას.

ზუსტად დაიცავით გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ გამოიყენოთ პრეპარატის რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზები.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს დეტოფენი და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია დეტოფენის გამოყენებამდე
  • დეტოფენის გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • დეტოფენის შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს დეტოფენი და რისთვის გამოიყენება

დეტოფენი შეიცავს 250 მკგ კეტოტიფენს (345 მკგ კეტოტიფენს წყალბადის ფუმარატის სახით) ერთ მლ ხსნარში, აქტიური ნივთიერების სახით.

დეტოფენი წარმოადგენს ნაწილაკების გარეშე, გამჭვირვალე და უფერო ხსნარს და ხელმისაწვდომია ბოთლებში, რომლებიც შეიცავს 5 მლ ხსნარს.

დეტოფენი მიეკუთვნება ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება ალერგიით გამოწვეული თვალების ქავილისა და სიწითლის სამკურნალოდ.

  • ინფორმაცია დეტოფენის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ დეტოფენი შემდეგ სიტუაციებში

თუ:

აღინიშნება ალერგია კეტოტიფენის ან დეტოფენში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია).

დეტოფენი გამოიყენეთ სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:

თუ:

იყენებთ კონტაქტურ ლინზებს, გამოიყენეთ დეტოფენი ფრთხილად. თუ ეს მდგომარეობა აღინიშნებოდა თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

დეტოფენის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:

გამოყენების წესის გამო, ის არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელთან.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ დეტოფენი ორსულობის დროს, თუ თქვენი ექიმი არ ჩათვლის საჭიროდ. თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

არ გამოიყენოთ დეტოფენი ძუძუთი კვების დროს, თუ თქვენი ექიმი არ ჩათვლის საჭიროდ. ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

დეტოფენმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან თავბრუსხვევა. ასეთ შემთხვევებში არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეტოფენში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ: დეტოფენმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, რადგან ის შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს კონსერვანტის სახით. მოერიდეთ წამლის კონტაქტს რბილ კონტაქტურ ლინზებთან. გამოყენებამდე ამოიღეთ კონტაქტური ლინზა და დაელოდეთ მინიმუმ 15 წუთი ლინზის ჩასმამდე. ცნობილია, რომ მედიკამენტი იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულებას.

გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

თუ:

იყენებთ თვალის სხვა პრეპარატებს დეტოფენთან ერთად, დაელოდეთ მინიმუმ 5 წუთი ამ ორივე მედიკამენტის გამოყენებებს შორის.

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.

  • დეტოფენის გამოყენების წესი

გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/გამოყენების სიხშირე: თუ ექიმის მიერ არ არის სხვაგვარად რეკომენდებული, ჩაიწვეთეთ 1 წვეთი თვალში დღეში ორჯერ. ყოველთვის დაიცავით თქვენი ექიმის დანიშნულება.

გამოყენების გზა და მეთოდი:

დაიბანეთ ხელები გამოყენების წინ.

გახსენით ბოთლის თავსახური.

ამოიღეთ რგოლი, რომელიც მდებარეობს საფარის ქვეშ (იხ. სურათი 3 და სურათი 4).

ისევ დაახურეთ თავსახური რგოლის გარეშე. თავსახურის შიგნით პლასტმასის ქინძისთავი გაჭრის ბოთლის წვერს (იხ. სურათი 5).

ჩაიწვეთეთ თვალებში შემდეგნაირად:

დახარეთ თავი უკან; ნაზად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ერთი ხელით და შექმენით სივრცე თვალსა და ქუთუთოს შორის.

  • მეორე ხელით დაიჭირეთ ბოთლი თავდაყირა და ვერტიკალურად თვალის ზემოთ. ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი ნაზად დაჭერით. ფრთხილად იყავით, რომ ხელით ან თვალით არ შეეხოთ საწვეთურის წვერს.
  • ჩაწვეთების შემდეგ თითის წვერით დააჭირეთ თვალის შიდა კუთხეს 1-2 წუთის განმავლობაში. ეს ხელს უშლის წამლის ცხვირში შესვლას ცრემლსადენი სადინარების მეშვეობით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

დეტოფენის ეფექტურობა და უსაფრთხოება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ნაჩვენები. 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დოზა იგივეა, რაც მოზრდილებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულებში არ არის საჭირო დოზის სპეციალური კორექცია.

სპეციალური გამოყენების პირობები:

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

დეტოფენის ეფექტურობა და უსაფრთხოება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის დროს არ არის შესწავლილი.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დეტოფენის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ დეტოფენის ზედმეტი დოზა:

დეტოფენის ზედოზირების შემთხვევაში დაიბანეთ თვალები თბილი წყლით.

თუ თქვენ გამოიყენეთ დეტოფენის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დეტოფენის გამოყენება:

ჩაიწვეთეთ დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ რეგულარულად გამოყენება.

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება მოხდეს დეტოფენით მკურნალობის შეწყვეტისას

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, დეტოფენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ პირებში, რომლებთაც ახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

თუ ადგილი აქვს ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან რომელიმეს გამოვლენას, შეწყვიტეთ დეტოფენის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ალერგიული რეაქცია, პირის სიმშრალე

ეს არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები. თუ თქვენს შემთხვევაში გამოვლინდება რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დეტოფენზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

სისხლდენა თვალში

თვალის გამჭვირვალე სხეულის (რქოვანას) ანთება.

ეს არის სერიოზული გვერდითი მოვლენები. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილთაგანს, აცნობეთ ექიმს:

თავის ტკივილი, ძილიანობა

თვალებში წვა/ჩხვლეტა

მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, ქუთუთოების დისკომფორტი, თვალის ტკივილი, დისკომფორტი სინათლის ან სიმკვეთრის გამო და ტკივილი გამოყენების შემდეგ.

ეს არის დეტოფენის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქიაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოლოგიურ ცენტრს (TÜFAM) გვერდითი ეფექტების შესახებ ბმულზე გადასვლის მეშვეობით "წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება" ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ​​ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების შეტყობინების ცხელ ხაზზე 0800 314. 00 08. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

თუ თქვენ შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • დეტოფენის შენახვის პირობები

შეინახეთ დეტოფენო საწყის შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ დაახურეთ თავსახური.

შეინახეთ ბოთლი საწყის შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.

ბოთლის გახსნის შემდეგ ის უნდა იქნას გამოყენებული 28 დღის განმავლობაში.

არ შეინახოთ გამოუყენებელი პრეპარატი.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ დეტოფენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტსა და/ან მის შეფუთვაში, არ გამოიყენოთ დეტოფენი.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

Deva Holding A.Ş. / დევა ჰოლდინგ ა.ს.

კუჩუქჩეკმეჯე/სტამბოლი

ტელ: 0212 692 92 92

ფაქსი: 0212 697 00 24

ელ.ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

Deva Holding A.Ş. / დევა ჰოლდინგ ა.ს.

კარტეპე/კოჩაელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 21/06/2021.

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა