პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

დესფაროლი

DESFAROL

ურეცეპტოდ50მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

მსუბუქი ან საშუალო ინტენსიუვობის ტკივილის სიმპტომური მკურნალობა, როდესაც ორალური გამოყენება არ შეიძლება, ასეთი შემთხვევაა პოსტოპერაციული ტკივილი, თირკმლის კოლიკა და წელის ტკივილი.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დექსკეტოპროფენი (dexketoprofen)
ფორმა და შეფუთვა
50მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი ქარვისფერი მინის ამპულა №6
მწარმოებელი
Deva Holding A.S, თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE17
რეგისტრაციის ნომერი
რ-036379
რეგისტრირებულია
9 სექტემბერი 2022, მოქმედებს 9 სექტემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Deva Holding A.S (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ORNADO MEDICINE ორნადო მედიცინა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადესფაროლი და სხვა წამალი ერთად

დესფაროლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მსუბუქი ან საშუალო ინტენსიუვობის ტკივილის სიმპტომური მკურნალობა, როდესაც ორალური გამოყენება არ შეიძლება, ასეთი შემთხვევაა პოსტოპერაციული ტკივილი, თირკმლის კოლიკა და წელის ტკივილი.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები

რეკომენდებული დოზაა 50მგ 8-12 საათში ერთხელ. აუცილებლობისას განმეორებით გამოყენება შეიძლება 6 საათიანი ინტერვალით. საერთო სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 150მგ-ს.

დესფაროლი განკუთვნილია ხანმოკლე გამოყენებისთვის და მკურნალობა უნდა შეიზღუდოს მწვავე სიმპტომური პერიოდით (არაუმეტეს 2 დღე). შესაძლებლობისას პაციენტები უნდა გადავიდნენ ორალურ ანალგეზურ მკურნალობაზე.

არასასურველი ეფექტების მინიმალიზაცია შესაძლებელია უმცირესი ეფექტური დოზის რაც შეიძლება ხანმოკლე გამოყენებით რაც აუცილებელია სიმპტომების კონტროლითვის (იხ. პარაგრაფი 4.4).

საშუალო ან მწვავე პოსტოპერაციული ტკივილის შემთხვევაში დესფაროლის გამოყენება ჩვენების შემთხვევაში შესაძლებელია ოპიოიდურ ანალგეტიკებთან კომბინაციაში, მოზრდილებისთვის რეკომენდებული იგივე დოზებით (იხ. პარაგრაფი 5.1).

ხანდაზმულები

ხანდამზულ პაციენტებში დოზის ცვლილება ჩვეულებრივ აუცილებელი არ არის. თუმცა ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ფიზიოლოგიური დაქვეითების გამო უფრო დაბალი დოზაა რეკომენდებული თირკმლის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში: დღე-ღამეში 50მგ (ის. პარაგრაფი 4.4).

ღვიძლის დაზიენება

ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (ჩაილდ პიუს შკალა 5-9) საერთო სადღეღამისო დოზა 50მგ-მდე უნდა შემცირდეს და საჭიროა ღვიძლის ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.4). დესფაროლი არ უნდა გამოიყენონ ღვიძლის მწვავე დისფუნქციის მქონე პაციენტებში (ჩაილდ პიუს შკალა 10-15) (იხ. პარაგრაფი 4.3).

თირკმლის დაზიანება

თირკმლის მსუბუქი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 60-89მლ/წთ) დოზა დღე-ღამეში 50მგ-მდე უნდა შემცირდეს (იხ. პარაგრაფი 4.4). დესფაროლი არ უნდა გამოიყენონ თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≤59 მლ/წთ) (იხ. პარაგრაფი 4.3).

პედიატრული პოპულაცია

ბავშვებში და მოზარდებში დესფაროლი შესწავლილი არ არის. აქედან გამომდინარე ბავშვებსა და მოზარდებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის და პროდუქტი არ უნდა გამოიყენონ.

გამოყენების მეთოდი

დესფაროლის მიღება შეიძლება ინტრამუსკულური ან ინტრავენური გზით:

IM გამოყენება:

1 ამპულის შემცველობა (2მლ) უნდა შეიყვანონ კუნთში ნელი ინექციის სახით.

IV გამოყენება:

IV ინფუზია: 6.6 პარაგრაფში აღწერილი წესით მომზადებული განზავებული ხსნარი უნდა შეიყვანონ ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით 10-30 წუთის განმავლობაში. ხსნარი ყოველთვის დაცული უნდა იყოს დღის ბუნებრივი სინათლისგან.

IV ნაკადი: აუცილებლობისას, 1 ამპულის შემცველობა (2მლ) შეიძლება შეიყვანონ ნელი IV ნაკადით 15 წამზე ნაკლებ დროში.

ინსტრუქცია პროდუქტთან მუშაობისთვის:

დესფაროლის IM ან IV ნაკადის სახით გამოყენებისას ხსნარის ინექცია უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ფერადი ამპულიდან ამოღებისთანავე (იხ. პარაგრაფი 6.2 და 6.6).

IV ინფუზიის სახით გამოყენებისთვის ხსნარი უნდა განზავდეს ასეპტიკურად, დაცული უნდა იყოს ბუნებრივი დღის სინათლისგან (იხ. აგრეთვე პარაგრაფი 6.3 და 6.6).

გამოყენებამდე სამედიცინო პროდუქტის განზავების ინსტრუქცია იხ. პარაგრაფში 6.6

უკუჩვენებები

დესფაროლი არ უნდა გამოიყენონ შემდეგ შემთხვევებში:

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა დექსკეტოპროფენის აქტიური ნივთიერების, სხვა აასს-ს ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

პაციენტებში, რომლებშიც მსგავსი მოქმედების ნივთიერებები (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა აასს) იწვევს ასთმის შეტევებს, ბრონქოსპაზმს, მწვავე რინიტს ან ცხვირის პოლიპებს, ურტიკარიას ან ანგიონევროზულ შეშუპებას.

ცნობილი ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიური რეაქციების შემთხვევაში კეტოპროფენით ან ფიბრატებით თერაპიისდროს

პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ აქტიური პეპტიური წყლული/გასტროინტესტინური ჰემორაგია ან ანამნეზში გასტროინტესტინური სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია

ქრონიკული დისპეფსიის მქონე პაციენტებში აღენიშნებათ სხვა აქტიური სისხლდენა ან სისხლდენით მიმდინარე დაავადებები

პაციენტებში კრონის დაავადებით ან წყლულოვანი კოლიტით

გულის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის საშუალო ან მწვავე დისფუნქცია (კრეატინინის კლირენსი ≤59 მლ/წთ)

პაციენტებში მძიმე ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევით (ჩაილდ პიუს შკალა 10-15)

პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ ჰემორაგიული დიათეზი ან კოაგულაციის სხვა დარღვევები

პაციენტებში მწვავე დეჰიდრატაციით (გამოწვეული ღებინებით, დიარეით ან სითხის არასაკმარისი მიღებით)

ორსულობის მესამე ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში (იხ. პარაგრაფი 4.6).

დესფაროლი უკუნაჩვენებია ნეიროაქსიალური (ინტრათეკალური ან ეპიდურული) გამოყენებისთვის ეთანოლის შემცველობის გამო.

სიფრთხილის ზომები

ზოგადი:

სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში ალერგიული მდგომარეობების მქონე პაციენტებში.

არ შეიძლება დესფაროლის გამოყენება სხვა აასს-თან ერთად ციკლოოქსიგენაზა-2 სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით.

არასასურველი ეფექტების მინიმალიზაცია შესაძლებელია უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენებით სიმპტომების კონტროლისთვის აუცილებელი უმოკლესი დროით (იხ. პარაგრაფი 4.2 და გასტროინტესტინური და კარდიოვასკულური რისკები ქვემოთ)

გასტროინტესტინური უსაფრთხოება:

მკურნალობის ნებისმიერი დროს ყველა აასს-ს გამოყენებისას აღწერილია გასტროინტესტინური სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური, სიმპტომების არსებობის ან არ არსებობის შემთხვევაშიც და ანამნეზში სერიოზული გასტროინტესტინური მოვლენის მიუხედავად. პაციენტებში რომლებიც დესფაროლს იღებენ გასტროინტესტინური სისხლდენის ან წყლულის განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გასტროინტესტინური სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი უფრო მაღალია აასს-ს დოზის მიღებისას, პაციენტებში რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ წყლული, განსაკუთრებით თუ გართულებულია ჰემორაგიით ან პერფორაციით (იხ. პარაგრაფი 4.3) და ხანდაზმულებში.

ხანდაზმულები: ხანდაზმულებში იმატებს აასს-ს გვერდითი რეაქციების, განსაკუთრებით გასტროინტესტინური სისხლდენის და პერფორაციის სიხშირე რომელიც შეიძლება იყოს ფატალური (იხ. პარაგრაფი 4.2). ამ პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ უმცირესი შესაძლებელი დოზით. როგორც ყველა აასს-ს შემთხვევაში ანამნეზში ეზოფაგიტის, გასტრიტის და/ან პეპტიური წყლულის არსებობისას უნდა დარწმუდნენ მათ გაქრობაში დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლით მკურნალობის დაწყებამდე. პაციეტნებში, რომლებსაც აღენიშნებათ გასტროინტესტინური სიმპტომები ან ანამნეზში გასტროინტესტინური დაავადება საჭიროა მონიტორინგი საჭმლის მონელების დარღვევების, განსაკუთრებით გასტროინტესტინური სისხლდენის გამოსავლენად.

აასს სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ გასტროინტესტინური დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) რადგან მათი მდგომარეობა შეიძლება გამწვავდეს (იხ. პარაგრაფი 4.8).

დამცავი აგენტებით კომბინირებული თერაპია (მაგ. მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) უნდა განიხილონ ამ პაციენტებში, ასევე იმ პირებში რომლებსაც ჭირდებათ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა პრეპარატების მუდმივი დაბალი დოზების მიღება რომლებიც ზრდის გასტროინტესტინურ რისკს (იხ. ქვემოთ და პარაგრაფი 4.5).

პაციენტებმა რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ გასტროინტესტინური ტოქსიურობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, უნდა შეატყობინონ ნებისმირი უჩვეულო აბდომინური სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით გასტროინტესტინური სისხლდენა), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის სტადიებზე.

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში რომლებიც იღებენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ წყლულის ან სისხლდენის რისკი, ასეთია ორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან თრომბოციტების საწინააღმდეგო აგენტები როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა (იხ. პარაგრაფი 4.5)

თირკმლის უსაფრთხოება

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილე. ამ პაციენტებში აასს-ს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დაზიანება, სითხის შეკავება და შეშუპება. ასევე სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში რომლებიც იტარებენ დიურეზულ თერაპიას ან იმ პირებში, რომლებსაც შეიძლება განუვითარდეთ ჰიპოვოლემია რადგან მომატებულია ნეფროტოქსიურობის რისკი. მკურნალობის განმავლობაში საჭიროა სითხის ადექვატური მიღების უზრუნველყოფა რათა მოხდეს თირკმლის ტოქსიურობის მომატებასთან დაკავშირებული დეჰიდრატაციის პრევენცია.

როგორც ყველა აასს-მ შეიძლება გაზარდოს პლაზმაში შარდოვანა აზოტი და კრეატინინი. როგორც პროსტაგლანდინის სინთეზის სხვა ინჰიბიტორები, შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმლის სისტემის გვერდით ეფექტებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გლომერულური ნეფრიტი, ინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი, ნეფროზული სინდრომი და თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ხანდაზმულ პაციენტებში უფრო სავარაუდოა თირკმლის ფუნქციის დაზიანება (იხ. პარაგრაფი 4.2)

ღვიძლის უსაფრთხოება

სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში. როგორც სხვა აასს-მ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის პარამეტრების ტრანზიტორული მცირე მომატება, აგრეთვე SGOT და SGPT მნიშვნელოვანი მომატება. ამ პარამეტრების მნიშვნელოვანი მომატების შემთხვევაში თერაპია უნდა შეწყდეს.

ხანდაზმულ პაციენტებში უფრო სავარაუდოა ღვიძლის ფუნქციის დაზიანება

კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური უსაფრთხოება

პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერტენზია და/ან ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობა საჭიროა შესაბამისი მონიტორინგი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციეტნებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ღვიძლის დაავადება, განსაკუთრებით გულის უკმარისობის ეპიზოდებისას რადგან მომატებულია გულის უკმარისობის გამომწვევი რისკი, რადგან სითხის შეკავება და ედემა აღწერილია აასს თერაპიის დროს.

კლინიკური კვლევა და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს რომ ზოგიერთი აასს-ს გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღება) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების მომატებულ რისკთან (მაგალითად მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). დექსკეტოპროფენისთვის ასეთი რისკის გამოსარიცხად მონაცემები საკმარისი არ არის.

შესაბამისად, პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ გაუკონტროლებელი ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის დადგენილი იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიული დაავადება და/ან ცერებროვასკულური დაავადება დექსკეტოპროფენით მკურნალობა უნდა მოხდეს მხოლოდ სიფრთხილით. მსგავსი რამ უნდა გაითვალისწინონ ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ კარდიოვასკულური დაავადების რისკი (მაგ. ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა).

არასელექციური აასს შეიძლება აინჰიბირებდეს თრომბოციტების აგრეგაციას და ახანგრძლივებდეს სისხლდენის დროს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. დექსკეტოპროფენის და დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინის პროფილაქტიკური დოზების ერთად გამოყენება შეფასდა კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, არ აღინიშნა ეფექტი კოაგულაციურ პარამეტრებზე. მიუხედავად ამისა, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ჰემოსტაზზე მოქმედი საშუალებებით, როგორიცაა ვარფარინი ან სხვა კუმარინები ან ჰეპარინები, საჭიროა ინტენსიური მონიტორინგი დექსკეტოპროფენის გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4.5)

ხანდამზულ პაციენტებში უფრო სავარაუდოა კარდიოვასკულური ფუნქციის დაზიანება (იხ. პარაგრაფი 4.2).

კანის რეაქციები

აასს-ს გამოყენებისას აღწერილია კანის სერიოზული რეაქციები (ზოგიერთი ფატალური) ექსფოლიაციური დერმატიტის, სტივენს -ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზის ჩათვლით. პაციეტნებში ამ რეაქციების რისკი უფრო მაღალია თერაპიის დასაწყისში, უმრავლესობა ვითარდება პირველი თვის განმავლობაში. დესფაროლის საინექციო/საინფუზიო ხსნარი უნდა მოიხსნას კანის გამონაყარის, მუკოზური დაზიანების ან მომატებული მგრძნობელობის სხვა ნიშნების შემთხვევაში.

სხვა ინფორმაცია

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ

  • პორფირინის მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევები (მაგ. მორეციდივე პორფირია)
  • დეჰიდრატაცია
  • უშუალოდ ოპერაციის შემდეგ.

თუ პროფილაქტიკისთვის აუცილებელია დექსკეტოპროფენით ხანგრძივი თერაპია, რეგულარულად უნდა შემოწმდეს ღვიძლის და თირკმლის ფუნქცია და სისხლის საერთო ანალიზი.

ძალიან იშვიათად აღწერილია მომატებული მგრძნობელობის მწვავე რეაქციები (მაგალითად ანაფილაქსიური შოკი).

დესფაროლის მიღების შემდეგ მომატებული მგრძნობელობის პირველი ნიშნების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. სიმპტომების მიხედვით ნებისმიერი სამედიცინო პროცედურა უნდა დაიწყოს მედიცინის მუშაკმა, სპეციალისტმა.

პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ ასთმა და ქრონიკული რინიტი, ქრონიკული სინუსიტი და/ან ნაზალური პოლიპოზი უფრო მაღალია აცეტილსალიცილის მჟავაზე და/ან აასს-ზე ალერგიის რისკი დანარჩენ პოპულაციასთან შედარებით. ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ასთმის შეტევები ან ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით სუბიექტებში რომლებსაც ალერგია აქვთ აცეტილსალიცილის მჟავას ან აასს-ს მიმართ (იხ. პარაგრაფი 4.3).

გამონაკლისის სახით varicella შეიძლება იყოს კანის და რბილი ქსოვილების ინფექციური გართულებების დასაწყისი. ამ დროისთვის არ შეიძლება გამოირიცხოს ინფექციების გაუარესებაში აასს-ს როლი. აქედან გამომდინარე სასურველია varicella შემთხვევაში დესფაროლის მიღებისგან თავის შეკავება.

დესფაროლი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ ჰემატოპოეზური დარღვევები, სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება.

როგორც სხვა აასს-მ, დექსკეტოპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციური დაავადების სიმპტომები. იზოლირებულ შემთხვევებში რბილი ქსოვილების ინფექციის გამწვავება აღწერილია აასს-ს გამოყენების დროს. აქედან გამომდინარე პაციეტნებს ურჩევენ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს თერაპიის დროს ბაქტერიული ინფექციის ნიშნების ან გაუარესების შეთხვევაში.

დესფაროლი შეიცავს 200 მგ-მდე ეთანოლს (ალკოჰოლი) დოზაზე, რომელიც არის 5მლ ლუდის ან 2.08მლ ღვინის ექვივალენტი ერთ დოზაზე. საზიანოა ალკოჰოლიზმით დაავადებულებისთვის. უნდა გაითვალისწინონ ორსულებში და მეძუძურ ქალებში, ბავშვებში და მაღალი რისკის ჯგუფებში როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.

სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ (23მგ) ნატრიუმს დოზაზე, ანუ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

პედიატრული პოპულაცია

ბავშვებსა და მოზარდებში უსაფრთხო გამოყენება დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შემდეგი ურთიერთქმედება ეხება ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს (აასს) ზოგადად:

არასასურველი კომბინაციები

სხვა NSAIDs სალიცილატების მაღალი დოზების (≥3 გ/დღე-ღამეში ჩათვლით): რამდენიმე აასს-ს ერთად გამოყენება შეიძლება ზრდიდეს გასტროინტესტინური წყლულის და სისხლდენის რისკს სინერგისტული ეფექტის გამო.

ანტიკოაგულანტები: აასს შეიძლება აძლიერებდეს ანტიკოაგულანტების ეფექტს როგორიცაა ვარფარინი (იხ. პარაგრაფი 4.4) პლაზმის ცილებთან დექსკეტოპროფენის მაღალი კავშირის და თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირების, გასტროდუოდენური ლორწოს დაზიანების გამო. თუ კომბინაციის აცილება შეუძლებელია, უნდა მოხდეს ინტენსიური კლინიკური დაკვირვება და ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგი.

ჰეპარინები: ჰემორაგიის მომატებული რისკი (თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირების და გასტროდუოდენური ლორწოს დაზიანების გამო). თუ კომბინაციის აცილება შეუძლებელია უნდა მოხდეს ინტენსიური კლინიკური დაკვირვება და ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგი.

კორტიკოსტეროიდები: გასტროინტესტინური წყლულის ან სისხლდენის მომატებული რისკი (იხ.პარაგრაფი 4.4)

ლითიუმი (აღწერილი რამდენიმე აასს შემთხვევაში): აასს ზრდის სისხლში ლითიუმის დონეს, რომელმაც შეიძლება ტოქსიურ მაჩვენებელს მიაღწიოს (თირკმლით ლითიუმის გამოყოფის დაქვეითება). აქედან გამომდინარე ეს პარამეტრი საჭიროებს მონიტორინგს დექსკეტოპროფენით მკურნალობის დასაწყისში, მისი ცვლილების და მოხსნის დროს.

მეტოტრექსატის მაღალი დოზებით -15მგ კვირაში ან მეტის გამოყენება: მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიურობის მომატება ზოგადად ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებით თირკმლის მისი გამოყოფის შემცირების გამო.

ჰიდანტოინები და სულფონამიდები: შეიძლება გაიზარდოს ამ ნივთიერებების ტოქსიური ეფექტები.

საფრთხილო კომბინაციები:

დიურეტიკები, აგფ ინჰიბიტორები, აბტიბაქტერიული ამინოგლიკოზიდები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები: დექსკეტოპროფენი შეიძლება ამცირებდეს დიურეტიკების და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტებს. თირკმლის კომპრომეტირებული ფუნქციის მქონე პაციენტებში (დეჰიდრატირებული ან ხანდაზმული პაციენტები თირკმლის კომპრომეტირებული ფუნქციით) ციკლოოქსიგენაზას მაინჰიბირებელი აგენტების და აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების ან ანტიბაქტერიული ამინოგლიკოზიდების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი დაზიანება, რაც ჩვეულებრივ შექცევადია. დექსკეტოპროფენის და დიურეტიკის ერთად გამოყენებისას უნდა დარწმუნდნენ პაციენტის ადექვატურ ჰიდრატაციაში და საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი მკურნალობის დასაწყისში (იხ. პარაგრაფი 4.4)

მეტოტრექსატი, გამოყენებული დაბალი, კვირაში 15მგ-ზე ნაკლები დოზით: მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიურობის მომატება ზოგადად ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებით თირკმლით მისი კლირენსის დაქვეითების გამო. საჭიროა სისხლის ყოველკვირეული საერთო ანალიზი კომბინაციის პირველი კვირების განმავლობაში. სიხშირის მომატება თირკმლის მცირე დაზიანების შემთხვევაშიც, ასევე ხანდაზმულებში.

პენტოქსიფილინი: სისხლდენის მომატებული რისკი, საჭიროა ინტენსიური კლინიკური მონიტორინგი და სისხლდენის დროის უფრო ხშირი შემოწმება.

ზიდოვუდინი: წითელი უჯრედების ხაზის ტოქსიურობის მომატების რისკი რეტიკულოციტებზე მოქმედებით, მწვავე ანემიით აასს-ს დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ. აასს-თი მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ გააკეთეთ სისხლის საერთო და რეტიკულოციტების ანალიზი.

სულფონილშარდოვანა: აასს შეიძლება ზრდიდეს სულფონილშარდოვანას ჰიპოგლიკემიურ ეფექტს პლაზმის ცილებთან კავშირის ადგილებში ჩანაცვლებით.

საყურადღებო კომბინაციები:

ბეტა-ბლოკერები: აასს-თი მკურნალობამ შეიძლება შეამციროს მათი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით.

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი: ნეფროტოქსიურობა შეიძლება გაძლიერდეს აასს-თი თირკმლის პროსტაგლანდინებით განპირობებული ეფექტით. კომბინირებული თერაპიის განმავლობაში უნდა შემოწმდეს თირკმლის ფუნქცია.

თრომბოლიტიკები: სისხლდენის მომატებული რისკი

ანტითრომბოციტური აგენტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები inhibitors (SSRIs): გასტროინტესტინური სისხლდენის რისკის მომატება (იხ. პარაგრაფი 4.4).

პრობენეციდი: პლაზმაში დექსკეტოპროფენის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს; ეს ურთიერთქმედება შეიძლება განპირობებული იყოს მაინჰიბირებელი მექანიზმით თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის ადგილას და გლუკურონკონიუგაციაზე და საჭიროებს დექსკეტოპროფენის დოზის კორექციას.

საგულე გლიკოზიდები: აასს შეიძლება ამწვავებდეს გულის უკმარისობას, აქვეითებდეს გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფეს (გფს) და ზრდიდეს პლაზმაში გლიკოზიდის დონეს.

მიფეპრისტონი: პროსტაგლანდინ სინთეტაზას ინჰიბიტორების მიერ მიფეპრისტონის ეფექტურობაზე მოქმედების თეორიული რისკის გამო აასს არ უნდა გამოიყენონ მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში.

ქინოლონური ანტიბიოტიკები: ცხოველების კვლევები აჩვენებს რომ ქინოლონების მაღალმა დოზებმა აასს-სთან კომბინაციაში შეიძლება გაზარდოს კონვულსიების რისკი.

ტენოფოვირი: აასს-სთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს პლაზმაში შარდოვანა აზოტის და კრეატინინის დონე, საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი პოტენციური სინერგისტული გავლენის კონტროლისთვის .

დეფერასიროქსი: აასს-სთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გასტროინტესტინური ტოქსიურობის რისკი. ინტენსიური კლინიკური მონიტორინგი საჭიროა ამ ნივთიერებებთან ერთად დეფერასიროქსის გამოყენებისას.

პემეტრექსედი: აასს-სთნ ერთად გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს პემეტრექსედის ელიმინაცია, აქედან გამომდინარე სიფრთხილეა საჭირო აასს-ს უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას. თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 45-79მლ/წთ) პემეტრექსედის აასს-სთან ერთად მიღებას უნდა მოერიდონ 2 დღით ადრე და მისი გამოყენებიდან 2 დღის განმავლობაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

დესფაროლი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფი 4.3)

ორსულობა

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები წარმოშობს ეჭვს აბორტის და გულის მალფორმაციების და გასტროშიზისის რისკის მომატების შესახებ ორსულობის ნაადრევ სტადიაზე პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენების შემთხვევაში. კარდიოვასკულური მალფორმაციის აბსოლუტური რისკი გაიზარდა 1%-ზე ნაკლებიდან დაახლოებით 1.5%-ამდე. ითვლება რომ რისკი იზრდება დოზასთნ და თერაპიის ხანგრძლივობასთან ერთად. ცხოველებში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენებამ გამოიწვია პრე და პოსტ-იმპლანტაციური დანაკარგის და ემბრიო-ფეტალური ლეტალობის ზრდა. დამატებით, ცხოველებში რომლებიც ორგანოგენეზის პერიოდში იღებდნენ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორს აღინიშნა სხვადასხვა მალფორმაციის სიხშირის ზრდა კარდიოვასკულურის ჩავლით, მიუხედავად ამისა ცხოველებში დექსკეტოპროფენის კვლევებმა არ გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიურობა (იხ. პარაგრაფი 5.3). ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრის განმავლობაში დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლი არ უნდა გამოიყენონ უკიდურესი აუცილებლიობის გარდა. თუ დექსკეტოპროფენი ტრომეტამოლი გამოიყენება იმ ქალის მიერ რომელიც ბავშვის ჩასახვას ცდილობს ან თუ მისი მიღება ხდება ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრის დროს, დოზა და ხანგრძლივობა რაც შეიძლება მცირე უნდა იყოს.

ორსულობის მესამე ტრიმესტში პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორმა შეიძლება ნაყოფში გამოიწვიოს:

კარდიოპულმონარული ტოქსიურობა (არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა და ფილტვისმიერი ჰიპერტენზია);

თირკმლის დისფუნქცია, რომელიც შეიძლება პროგრესირდეს თირკმლის უკმარისობამდე ოლიგოჰიდრამნიოზით;

დედებში და ახალშობილებში, ორსულობის დასასრულისას შესაძლებელია:

სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ანტიაგრეგაციული ეფექტი, რომელიც შეიძლება აღინიშნოს ძალიან დაბალი დოზის გამოყენების დროსაც კი.

საშვილოსნოს შეკუმშვის ინჰიბირება რაც გამოიწვევს გადავადებულ ან გახანგრძლივებულ მშობიარობას.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა დექსკეტოპროფენი რძეში. ძუძუთი კვების დროს დესფაროლის გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი 4.3).

ფერტილობა

როგორც სხვა აასს-მ, დექსკეტოპროფენის გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს მდედრების ფერტილობა და რეკომენდებული არ არის ქალებისთვის, რომლებიც ბავშვის ჩასახვას ცდილობენ. ჩასახვის პრობლემის მქონე ქალებში ან იმ ქალებში რომლებიც უშვილობას იკვლევენ, უნდა განიხილონ დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლის მოხსნა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დესფაროლმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები როგორიცაა თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევები ან ძილიანობა. ამ შემთხვევებში შეიძლება დაზიანდეს რეაგირების და ტრასაზე სიარულის ან მანქანის მართვის უნარი.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები რომლებიც კლინიკურ კვლევებში მიიჩნიეს დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლთამ მინიმუმ სავარაუდოდ დაკავშირებულად , ასევე გვერდითი რეაქციები რომლებიც აღწერილია დექსკეტოპროფენის ბაზარზე გაშვების შემდეგ მოცემულია ქვემო ცხრილში, კლასიფიცირებული ორგანოთ სისტემის კლასის და სიხშირის მიხედვით:

ორგანოთა სისტემის კლასი

ხშირი

≥1/100 - <1/10

ნაკლებად ხშირი

≥1/1000 - <1/100

იშვიათი

≥1/10000 - <1/1,000

ძალიან იშვიათი/იზოლირებული შეტყობინებები (<1/10000)

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ანემია

ნეითროპენია, თრომბოციტოპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

ხორხის შეშუპება

ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ანორექსია

ფსიქიატრული დარღვევები

უძილობა

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა

პარესთეზია, სინკოპე

თვალის დარღვევები

მხედველობის დაბინდვა

ყურის და ლაბირინთის დარღვევები

ტინიტუსი

გულის დარღვევები

ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია

ვასკულური დარღვევები

ალები, ჰიპოტენზია

ჰიპოტენზია, ზედაპირული თრომბოფლებიტი

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

ბრადიპნოე

ბრონქოსპაზმი, დისპნოე

გასტროინტესტინური დარღვევები

გულისრევა, ღებინება

მუცლის ტკივილი, დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა, ჰემატემეზი, პირის სიმშრალე

პეპტიური წყლული, ჰემორაგია ან პეპტიური წყლულის პერფორაცია (იხ. პარაგრაფი 4.4)

პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ჰეპატოცელულარული დაზიანება

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

დერმატიტი, ქავილი, გამონაყარი, მომატებული ოფლიანობა

ურტიკარია, აკნე

სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ანგიოედემა, სახის შეშუპება, ფოტოსენსიტიურობის რეაქცია

ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

კუნთების შებოჭილობა, სახსრების შებოჭილობა, კუნთების კრამპები, ზურგის ტკივილი

თირკმლის და საშარდე სისტემის დარღვევები

თირკმლის მწვავე უკმარისობა, პოლიურია, თირკმის ტკივილი, კეტონურია, პროტეინურია

ნეფრიტი ან ნეფროზული სინდრომი

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები

მენსტრუალური დარღვევები, პროსტატის დარღვევები

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას

ინექციის ადგილის ტკივილი, ანთების, სისხლჩაქცევის ან ჰემორაგიის ჩათვლით

პირექსია, დაღლილობა, ტკივილი, სიცივის შეგრძნება

შებოჭილობა, პერიფერიული შეშუპება

გამოკვლევები (ლაბორატორიული

ტესტები)

ღვიძლის ფუნქციური სისტემის ანომალიები

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები გასტროინტესტინური ხასიათისაა. შეიძლება განვითარდეს პეპტიური წყლული, პერფორაცია ან გასტროინტესტინური სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში (იხ. პარაგრაფი 4.4). გამოყენების შემდეგ აღწერილია გულისრევა, ღებინება, დიარეა, შებერილობა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, მელენა, ჰემატემეზი, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის გამწვავება და რონის დაავადება (იხ. პარაგრაფი 4.4). ნაკლებად ხშირად აღინიშნა გასტრიტი.

აასს -თი მკურნალობის დროს აღწერილია შეშუპება, ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა.

როგორც სხვა აასს-ს შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს შემდეგი არასასურველი ეფექტები: ასეპტიური მენინგიტი, რომელიც უპირატესად ვითარდება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისტემური ერითემატოზული მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება; ჰემატოლოგიური რეაქციები (პურპურა, აპლაზიური და ჰემოლიზური ანემია, იშვიათად აგრანულოციტოზი და მედულარული ჰიპოპლაზია).

ბულოზური რეაქციები სტივენს ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზის ჩათვლით (ძალიან იშვიათი).

კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები აჩვენებს რომ ზოგიერთი აასს-ს გამოყენება (განსაკუთრებით ხანგრძლივად და მაღალი დოზებით) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების რისკის მცირედ მომატებასთნ (მაგალითად მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) (იხ. პარაგრაფი 4.4).

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება. ეს იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. ჯანდაცვის მუშაკებს ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შეტყობინებას თხოვენ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრისთვის (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ-ფოსტა: [email protected]; ტელეფონის ნომერი: +90 800 314 00 08; ფაქსი: +90 312 218 35 99).

ჭარბი დოზა

მსგავსი სამედიცინო პროდუქტები იწვევდა გასტროინტესტინურ (ღებინება, ანორექსია, მუცლის ტკივილი) და ნევროლოგიურ (ძილიანობა, ვერტიგო, დეზორიენტაცია, თავის ტკივილი) დარღვევებს.

შემთხვევით ჭარბი მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყეთ სიმპტომური თერაპია. დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლი დიალიზით გამოიყოფა.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
  • 1 ფარმაკოდინამიური მახასიათებლები

შემადგენლობა

ყოველი 2მლ ამპულა შეიცავს: დექსკეტოპროფენი 50მგ (დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის სახით). ყოველი მლ საინექციო ხსნარი შეიცავს დექსკეტოპროფენი 25მგ (დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის სახით).

შემავსებლები ცნობილი ეფექტით: ყოველი 2მლ ამპულა შეიცავს 200მგ ეთანოლს (96%) და 8.0მგ ნატრიუმის ქლორიდს.

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1

შენახვის პირობები

24 თვე

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ არ ხდება დაუყოვნებლივ გამოყენება, დესფაროლი 50მგ/2მლ ი.მ/ი.ვ. საინექციო და IV საინფუზიო ხსნარის განზავება ხდება სხვადასხვა გამხსნელში, როგორიცაა ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარი, დექსტროზის 5%-იანი ხსნარი და რინგერ ლაქტატის ხსნარი, სტაბილურია 2 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (2-8°C) და სინათლისგან დაცულ ადგილას შენახვისას.

  • 4 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-მდე. სინათლისგან დაცულ ადგილას. ამპულების შენახვა უნდა მოხდეს კოლოფში, სინათლისგან დაცვისთვის.

სამედიცინო პროდუქტის განზავების შემდეგ შენახვის პირობები იხ. პარაგრაფში 6.3

  • 5 კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა

I ტიპის მინის ფერადი ფლაკონები, შეიცავს 2მლ საინექციო ხსნარს.

  • 6 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურების და შენახვისთვის

დესფაროლმა შეთავსებადობა გამოავლინა მცირე მოცულობაში (მაგ. შპრიცში) განზავებისას ჰეპარინის, ლიდოკაინის, მორფინის და თეოფილინის ხსნარებთნ.

ინტრავენური ინფუზიის სახით გამოყენებისთვის 1 ამპულა დესფაროლის შემცველობა (2მლ) უნდა განზავდეს 30-100მლ მარილიან ხსნარში, გლუკოზის ან რინგერ ლაქტატის ხსნარში. ხსნარის განზავება უნდა მოხდეს ასეპტიურად, სინათლისგან დაცულ ადგილას (იხ. პარაგრაფი 6.3). განზავებული ხსნარი არის გამჭვირვალე.

დესფაროლი განზავებული 100მლ მარილიან ხსნარში ან გლუკოზის ხსნარში შეთავსებადია შემდეგ სამედიცინო პროდუქტებთან: დოფამინი, ჰეპარინი, ჰიდროქსიზინი, ლიდოკაინი, მორფინი, პეტიდინი და თეოფილინი.

აქტიური ინგრედიენტის აბსორბცია არ აღინიშნა დესფაროლის განზავებული ხსნარების პლასტმასის ფლაკონებში ან ისეთ საშუალებებში შენახვისას რომლებიც დამზადებულია ეთილ ვინილ აცეტატისგან (EVA), ცელულოზას პროპიონატისგან (CP), დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან (LDPE) და პოლივინილქლორიდისგან (PVC).

დესფაროლი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის და გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს. გამოყენებამდე ხსნარი ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს გამჭვირვალობის და უფერობის დადასტურებისთვის: არ უნდა გამოიყენონ მყარი ნაწილაკების არსებობის შემთხვევაში.

გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროპიონის მჟავას წარმოებულები

ათქ კოდი: M01AE17

დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლი არის S-(+)-2-(3-ბენზოლფენილ)პროპიონის მჟავას ტრომეტამინის მარილი, ანალგეზური, ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიპირეტული პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფს.

მოქმედების მექანიზმი:

ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან ციკლოოქსიგენაზას გზის დათრგუნვით.

სპეციფიურად, ინჰიბირდება არაქიდონის მჟავას ტრანსფორმაცია ციკლურ ენდოპეროქსიდებთან, PGG2 და PGH2, რომელიც წარმოქმნის პროსტაგლანდინებს PGE1, PGE2, PGF2α და PGD2 და ასევე პროსტაციკლინ PGI2-ს და თრომბოქსანებს (TxA2 და TxB2). ამის გარდა, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება იმოქმედოს ანთების სხვა მედიატორებზე როგორიცაა კინინები, რაც იწვევს არაპირდაპირ მოქმედებას რომელიც შეიძლება დაემატოს პირდაპირს.

ფარმაკოდინამიური ეფექტები:

დექსკეტოპროფენმა გამოავლინა მაინჰიბირებელი მოქმედება ცოგ-1 და ცოგ-2 აქტივობაზე ცხოველების და ადამიანების ექსპერიმენტებში.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ტკივილის რამდენიმე მოდელზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლის ეფექტური ანალგეზური მოქმედება.

IM და IV დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლის ანალგეზური მოქმედება საშუალო ან მწავე ტკივილის მენეჯმენტში გამოიკვლიეს ქირურგიული ტკივილის რამდენიმე მოდელი (ორთოპედული და გინეკოლოგიური/აბდომინური ქირურგია) ასევე ძვალ-კუნთოვანი ტკივილი (წელის მწვავე ტკივილის მოდელი) და თირკმლის კოლიკა.

ჩატარებულ კვლევებში ანალგეზური ეფექტი სწრაფად დგებოდა, პირველი 45 წუთის განმავლობაში აღინიშნებოდა პიკი. 50მგ დექსკეტოპროფენის მიღების შემდეგ ანალგეზური ეფექტის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 8 საათს შეადგენს.

პოსტოპერაციული ტკივილის მენეჯმენტის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა რომ დექსკეტოპროფენი ოპიოიდებთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად ამცირებდა ოპიოიდების მოხმარებას. პოსტოპერაციული ტკივილის კვლევებში, რომლებშიც პაციენტები იღებდნენ მორფინს პაციენტის კონტროლირებული ანალგეზიის მოწყობილობით, იმ პირებს, რომლებიც დექსკეტოპროფენს იღებდნენ ჭირდებოდათ მნიშვნელოვნად ნაკლებ მორფინი (30-455-ით ნაკლები) ვიდრე პლაცებოს ჯგუფს.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია:

დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლის IM გამოყენების შემდეგ ადამიანებში, პლაზმაში კონცენტრაციის პიკი აღინიშნა 20 წუთში (10-45 წუთი). 25-50მგ ერთჯერადი დოზისთვის მრუდი დოზის პროპორციული იყო ინტრამუსკულარული და ინტრავენური გამოყენების შემდეგ.

განაწილება:

როგორც სხვა სამედიცინო პროდუქტები რომლებიც პლაზმის ცილებს მაღალი ხარისხით უკავშირდება (99%), მისი განაწილების მოცულობა 0,25ლ/კგ-ზე ნაკლებია განაწილების ნახევარი პერიოდი დაახლოებით 0.35 საათს შეადგენდა და ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობდა 1.-2.7 საათს შორის.

მრავალდოზიან ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში, აღინიშნა რომ Cmax და AUC ბოლო IM ან IV გამოყენების შემდეგ არ განსხვავდებოდა ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ აღნიშნული მაჩვენებლისგან, რაც ნიშნავს რომ პრეპარატის აკუმულაცია არ ხდება.

ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია:

დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლის გამოყენების შემდეგ შარდში ისაზღვრება მხოლოდ S-(+) ენანტიომერი, რაც ნიშნავს რომ R-(-) ენანტიომერად გარდაქმნა ხდება ადამიანებში.

დექსკეტოპროფენის გამოყენების მთავარი გზაა გლუკურონიდთან კონიუგაცია, შემდეგ თირკმლით ექსკრეციით.

ხანდაზმულები

ჯანმრთელ ხანდამზულ სუბიექტებში (65 წლის და უფროსი ასაკის), ექსპოზიცია მნიშვნელოვნად მაღალი იყო ვიდრე ახალგაზრდა მოხალისეებში ერთჯერადი და განმეორებით ორალური დოზების შემდეგ (55%-ამდე), არ აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება კონცენტრაციის პიკს და პიკის მიღწევის დროის მიხედვით. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი გახანგრძლივდა ერთჯერადი და განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ (48%-ამდე), შემცირდა საერთო კლირენსი.

  • 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები:

არაკლინიკური მონაცემები არ აჩვენებს ადამიანებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს უსაფრთხოების, გენოტოქსიურობის და იმუნოფარმაკოლოგიის კვლევების მიხედვით. თაგვებში და მაიმუნებში ჩატარებულ ქრონიკული ტოქსიურობის კვლევებში არ გამოვლინდა გვერდითი ეფექტების დონე (NOAEL) , რომელიც 2 პუნქტით არემატებოდა ადამიანისთვის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას. მაიმუნებში მაღალი დოზის გამოყენებისას, მთავარი გვერდითი ეფექტი იყო სისხლიანი განავალი, წონაში მატების დაქვეითება და უმაღლესი დოზის გამოყენებისას ეროზიული გასტროინტესტინური დაზიანება. ეს ეფექტები აღინიშნა დოზის გამოყენებისას, რომლის დროსაც ექსპოზიცია 14-18 პუნქტით აღემატებოდა ადამიანისთვის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.

ცხოველების კარცინოგენობის პოტენციალის კვლევები არ ჩატარებულა.

როგორც აასს-ს მთელი ფარმაცევტული კლასისთვის არის დამახასიათებელი, დექსკეტოპროფენი შეიძლება იწვევდეს ემბრიო-ფეტალური გადარჩენის ცვლილებას ცხოველებში, არაპირდაპირ, გასტროინტესტინური ტოქსიურობის საშუალებით ორსულებში, და პირდაპირ ნაყოფის განვითარებაზე გავლენით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

დესფაროლი

DESFAROL

  • ადამიანის სამედიცინო პროდუქტის დასახელება

დესფაროლი 50მგ/2მლ ხსნარი ი.მ/ი.ვ. ინექციისთვის ან IV ინფუზიისთვის

  • ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ყოველი 2მლ ამპულა შეიცავს: დექსკეტოპროფენი 50მგ (დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის სახით). ყოველი მლ საინექციო ხსნარი შეიცავს დექსკეტოპროფენი 25მგ (დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის სახით).

შემავსებლები ცნობილი ეფექტით: ყოველი 2მლ ამპულა შეიცავს 200მგ ეთანოლს (96%) და 8.0მგ ნატრიუმის ქლორიდს.

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1

  • ფარმაცევტული ფორმა

საინექციო ხსნარი

თითქმის გამჭვირვალე და უფერო ხსნარი

pH (7.7-9.0)

ოსმოლარობა (270-410 mOsmol/კგ)

  • კლინიკური მახასიათებლები
  • 1 თერაპიული ჩვენება

მსუბუქი ან საშუალო ინტენსიუვობის ტკივილის სიმპტომური მკურნალობა, როდესაც ორალური გამოყენება არ შეიძლება, ასეთი შემთხვევაა პოსტოპერაციული ტკივილი, თირკმლის კოლიკა და წელის ტკივილი.

  • 2 დოზირება და გამოყენების მეთოდი

დოზირება, გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა:

მოზრდილები

რეკომენდებული დოზაა 50მგ 8-12 საათში ერთხელ. აუცილებლობისას განმეორებით გამოყენება შეიძლება 6 საათიანი ინტერვალით. საერთო სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 150მგ-ს.

დესფაროლი განკუთვნილია ხანმოკლე გამოყენებისთვის და მკურნალობა უნდა შეიზღუდოს მწვავე სიმპტომური პერიოდით (არაუმეტეს 2 დღე). შესაძლებლობისას პაციენტები უნდა გადავიდნენ ორალურ ანალგეზურ მკურნალობაზე.

არასასურველი ეფექტების მინიმალიზაცია შესაძლებელია უმცირესი ეფექტური დოზის რაც შეიძლება ხანმოკლე გამოყენებით რაც აუცილებელია სიმპტომების კონტროლითვის (იხ. პარაგრაფი 4.4).

საშუალო ან მწვავე პოსტოპერაციული ტკივილის შემთხვევაში დესფაროლის გამოყენება ჩვენების შემთხვევაში შესაძლებელია ოპიოიდურ ანალგეტიკებთან კომბინაციაში, მოზრდილებისთვის რეკომენდებული იგივე დოზებით (იხ. პარაგრაფი 5.1).

ხანდაზმულები

ხანდამზულ პაციენტებში დოზის ცვლილება ჩვეულებრივ აუცილებელი არ არის. თუმცა ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ფიზიოლოგიური დაქვეითების გამო უფრო დაბალი დოზაა რეკომენდებული თირკმლის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში: დღე-ღამეში 50მგ (ის. პარაგრაფი 4.4).

ღვიძლის დაზიენება

ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (ჩაილდ პიუს შკალა 5-9) საერთო სადღეღამისო დოზა 50მგ-მდე უნდა შემცირდეს და საჭიროა ღვიძლის ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.4). დესფაროლი არ უნდა გამოიყენონ ღვიძლის მწვავე დისფუნქციის მქონე პაციენტებში (ჩაილდ პიუს შკალა 10-15) (იხ. პარაგრაფი 4.3).

თირკმლის დაზიანება

თირკმლის მსუბუქი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 60-89მლ/წთ) დოზა დღე-ღამეში 50მგ-მდე უნდა შემცირდეს (იხ. პარაგრაფი 4.4). დესფაროლი არ უნდა გამოიყენონ თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≤59 მლ/წთ) (იხ. პარაგრაფი 4.3).

პედიატრული პოპულაცია

ბავშვებში და მოზარდებში დესფაროლი შესწავლილი არ არის. აქედან გამომდინარე ბავშვებსა და მოზარდებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის და პროდუქტი არ უნდა გამოიყენონ.

გამოყენების მეთოდი

დესფაროლის მიღება შეიძლება ინტრამუსკულური ან ინტრავენური გზით:

IM გამოყენება:

1 ამპულის შემცველობა (2მლ) უნდა შეიყვანონ კუნთში ნელი ინექციის სახით.

IV გამოყენება:

IV ინფუზია: 6.6 პარაგრაფში აღწერილი წესით მომზადებული განზავებული ხსნარი უნდა შეიყვანონ ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით 10-30 წუთის განმავლობაში. ხსნარი ყოველთვის დაცული უნდა იყოს დღის ბუნებრივი სინათლისგან.

IV ნაკადი: აუცილებლობისას, 1 ამპულის შემცველობა (2მლ) შეიძლება შეიყვანონ ნელი IV ნაკადით 15 წამზე ნაკლებ დროში.

ინსტრუქცია პროდუქტთან მუშაობისთვის:

დესფაროლის IM ან IV ნაკადის სახით გამოყენებისას ხსნარის ინექცია უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ფერადი ამპულიდან ამოღებისთანავე (იხ. პარაგრაფი 6.2 და 6.6).

IV ინფუზიის სახით გამოყენებისთვის ხსნარი უნდა განზავდეს ასეპტიკურად, დაცული უნდა იყოს ბუნებრივი დღის სინათლისგან (იხ. აგრეთვე პარაგრაფი 6.3 და 6.6).

გამოყენებამდე სამედიცინო პროდუქტის განზავების ინსტრუქცია იხ. პარაგრაფში 6.6

  • 3 უკუჩვენება

დესფაროლი არ უნდა გამოიყენონ შემდეგ შემთხვევებში:

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა დექსკეტოპროფენის აქტიური ნივთიერების, სხვა აასს-ს ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

პაციენტებში, რომლებშიც მსგავსი მოქმედების ნივთიერებები (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა აასს) იწვევს ასთმის შეტევებს, ბრონქოსპაზმს, მწვავე რინიტს ან ცხვირის პოლიპებს, ურტიკარიას ან ანგიონევროზულ შეშუპებას.

ცნობილი ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიური რეაქციების შემთხვევაში კეტოპროფენით ან ფიბრატებით თერაპიისდროს

პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ აქტიური პეპტიური წყლული/გასტროინტესტინური ჰემორაგია ან ანამნეზში გასტროინტესტინური სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია

ქრონიკული დისპეფსიის მქონე პაციენტებში აღენიშნებათ სხვა აქტიური სისხლდენა ან სისხლდენით მიმდინარე დაავადებები

პაციენტებში კრონის დაავადებით ან წყლულოვანი კოლიტით

გულის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის საშუალო ან მწვავე დისფუნქცია (კრეატინინის კლირენსი ≤59 მლ/წთ)

პაციენტებში მძიმე ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევით (ჩაილდ პიუს შკალა 10-15)

პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ ჰემორაგიული დიათეზი ან კოაგულაციის სხვა დარღვევები

პაციენტებში მწვავე დეჰიდრატაციით (გამოწვეული ღებინებით, დიარეით ან სითხის არასაკმარისი მიღებით)

ორსულობის მესამე ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში (იხ. პარაგრაფი 4.6).

დესფაროლი უკუნაჩვენებია ნეიროაქსიალური (ინტრათეკალური ან ეპიდურული) გამოყენებისთვის ეთანოლის შემცველობის გამო.

  • 4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის

ზოგადი:

სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში ალერგიული მდგომარეობების მქონე პაციენტებში.

არ შეიძლება დესფაროლის გამოყენება სხვა აასს-თან ერთად ციკლოოქსიგენაზა-2 სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით.

არასასურველი ეფექტების მინიმალიზაცია შესაძლებელია უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენებით სიმპტომების კონტროლისთვის აუცილებელი უმოკლესი დროით (იხ. პარაგრაფი 4.2 და გასტროინტესტინური და კარდიოვასკულური რისკები ქვემოთ)

გასტროინტესტინური უსაფრთხოება:

მკურნალობის ნებისმიერი დროს ყველა აასს-ს გამოყენებისას აღწერილია გასტროინტესტინური სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური, სიმპტომების არსებობის ან არ არსებობის შემთხვევაშიც და ანამნეზში სერიოზული გასტროინტესტინური მოვლენის მიუხედავად. პაციენტებში რომლებიც დესფაროლს იღებენ გასტროინტესტინური სისხლდენის ან წყლულის განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გასტროინტესტინური სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი უფრო მაღალია აასს-ს დოზის მიღებისას, პაციენტებში რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ წყლული, განსაკუთრებით თუ გართულებულია ჰემორაგიით ან პერფორაციით (იხ. პარაგრაფი 4.3) და ხანდაზმულებში.

ხანდაზმულები: ხანდაზმულებში იმატებს აასს-ს გვერდითი რეაქციების, განსაკუთრებით გასტროინტესტინური სისხლდენის და პერფორაციის სიხშირე რომელიც შეიძლება იყოს ფატალური (იხ. პარაგრაფი 4.2). ამ პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ უმცირესი შესაძლებელი დოზით. როგორც ყველა აასს-ს შემთხვევაში ანამნეზში ეზოფაგიტის, გასტრიტის და/ან პეპტიური წყლულის არსებობისას უნდა დარწმუდნენ მათ გაქრობაში დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლით მკურნალობის დაწყებამდე. პაციეტნებში, რომლებსაც აღენიშნებათ გასტროინტესტინური სიმპტომები ან ანამნეზში გასტროინტესტინური დაავადება საჭიროა მონიტორინგი საჭმლის მონელების დარღვევების, განსაკუთრებით გასტროინტესტინური სისხლდენის გამოსავლენად.

აასს სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ გასტროინტესტინური დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) რადგან მათი მდგომარეობა შეიძლება გამწვავდეს (იხ. პარაგრაფი 4.8).

დამცავი აგენტებით კომბინირებული თერაპია (მაგ. მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) უნდა განიხილონ ამ პაციენტებში, ასევე იმ პირებში რომლებსაც ჭირდებათ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა პრეპარატების მუდმივი დაბალი დოზების მიღება რომლებიც ზრდის გასტროინტესტინურ რისკს (იხ. ქვემოთ და პარაგრაფი 4.5).

პაციენტებმა რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ გასტროინტესტინური ტოქსიურობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, უნდა შეატყობინონ ნებისმირი უჩვეულო აბდომინური სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით გასტროინტესტინური სისხლდენა), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის სტადიებზე.

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში რომლებიც იღებენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ წყლულის ან სისხლდენის რისკი, ასეთია ორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან თრომბოციტების საწინააღმდეგო აგენტები როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა (იხ. პარაგრაფი 4.5)

თირკმლის უსაფრთხოება

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილე. ამ პაციენტებში აასს-ს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დაზიანება, სითხის შეკავება და შეშუპება. ასევე სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში რომლებიც იტარებენ დიურეზულ თერაპიას ან იმ პირებში, რომლებსაც შეიძლება განუვითარდეთ ჰიპოვოლემია რადგან მომატებულია ნეფროტოქსიურობის რისკი. მკურნალობის განმავლობაში საჭიროა სითხის ადექვატური მიღების უზრუნველყოფა რათა მოხდეს თირკმლის ტოქსიურობის მომატებასთან დაკავშირებული დეჰიდრატაციის პრევენცია.

როგორც ყველა აასს-მ შეიძლება გაზარდოს პლაზმაში შარდოვანა აზოტი და კრეატინინი. როგორც პროსტაგლანდინის სინთეზის სხვა ინჰიბიტორები, შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმლის სისტემის გვერდით ეფექტებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გლომერულური ნეფრიტი, ინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი, ნეფროზული სინდრომი და თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ხანდაზმულ პაციენტებში უფრო სავარაუდოა თირკმლის ფუნქციის დაზიანება (იხ. პარაგრაფი 4.2)

ღვიძლის უსაფრთხოება

სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში. როგორც სხვა აასს-მ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის პარამეტრების ტრანზიტორული მცირე მომატება, აგრეთვე SGOT და SGPT მნიშვნელოვანი მომატება. ამ პარამეტრების მნიშვნელოვანი მომატების შემთხვევაში თერაპია უნდა შეწყდეს.

ხანდაზმულ პაციენტებში უფრო სავარაუდოა ღვიძლის ფუნქციის დაზიანება

კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური უსაფრთხოება

პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერტენზია და/ან ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობა საჭიროა შესაბამისი მონიტორინგი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციეტნებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ღვიძლის დაავადება, განსაკუთრებით გულის უკმარისობის ეპიზოდებისას რადგან მომატებულია გულის უკმარისობის გამომწვევი რისკი, რადგან სითხის შეკავება და ედემა აღწერილია აასს თერაპიის დროს.

კლინიკური კვლევა და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს რომ ზოგიერთი აასს-ს გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღება) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების მომატებულ რისკთან (მაგალითად მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). დექსკეტოპროფენისთვის ასეთი რისკის გამოსარიცხად მონაცემები საკმარისი არ არის.

შესაბამისად, პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ გაუკონტროლებელი ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის დადგენილი იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიული დაავადება და/ან ცერებროვასკულური დაავადება დექსკეტოპროფენით მკურნალობა უნდა მოხდეს მხოლოდ სიფრთხილით. მსგავსი რამ უნდა გაითვალისწინონ ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ კარდიოვასკულური დაავადების რისკი (მაგ. ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა).

არასელექციური აასს შეიძლება აინჰიბირებდეს თრომბოციტების აგრეგაციას და ახანგრძლივებდეს სისხლდენის დროს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. დექსკეტოპროფენის და დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინის პროფილაქტიკური დოზების ერთად გამოყენება შეფასდა კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, არ აღინიშნა ეფექტი კოაგულაციურ პარამეტრებზე. მიუხედავად ამისა, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ჰემოსტაზზე მოქმედი საშუალებებით, როგორიცაა ვარფარინი ან სხვა კუმარინები ან ჰეპარინები, საჭიროა ინტენსიური მონიტორინგი დექსკეტოპროფენის გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4.5)

ხანდამზულ პაციენტებში უფრო სავარაუდოა კარდიოვასკულური ფუნქციის დაზიანება (იხ. პარაგრაფი 4.2).

კანის რეაქციები

აასს-ს გამოყენებისას აღწერილია კანის სერიოზული რეაქციები (ზოგიერთი ფატალური) ექსფოლიაციური დერმატიტის, სტივენს -ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზის ჩათვლით. პაციეტნებში ამ რეაქციების რისკი უფრო მაღალია თერაპიის დასაწყისში, უმრავლესობა ვითარდება პირველი თვის განმავლობაში. დესფაროლის საინექციო/საინფუზიო ხსნარი უნდა მოიხსნას კანის გამონაყარის, მუკოზური დაზიანების ან მომატებული მგრძნობელობის სხვა ნიშნების შემთხვევაში.

სხვა ინფორმაცია

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ

  • პორფირინის მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევები (მაგ. მორეციდივე პორფირია)
  • დეჰიდრატაცია
  • უშუალოდ ოპერაციის შემდეგ.

თუ პროფილაქტიკისთვის აუცილებელია დექსკეტოპროფენით ხანგრძივი თერაპია, რეგულარულად უნდა შემოწმდეს ღვიძლის და თირკმლის ფუნქცია და სისხლის საერთო ანალიზი.

ძალიან იშვიათად აღწერილია მომატებული მგრძნობელობის მწვავე რეაქციები (მაგალითად ანაფილაქსიური შოკი).

დესფაროლის მიღების შემდეგ მომატებული მგრძნობელობის პირველი ნიშნების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. სიმპტომების მიხედვით ნებისმიერი სამედიცინო პროცედურა უნდა დაიწყოს მედიცინის მუშაკმა, სპეციალისტმა.

პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ ასთმა და ქრონიკული რინიტი, ქრონიკული სინუსიტი და/ან ნაზალური პოლიპოზი უფრო მაღალია აცეტილსალიცილის მჟავაზე და/ან აასს-ზე ალერგიის რისკი დანარჩენ პოპულაციასთან შედარებით. ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ასთმის შეტევები ან ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით სუბიექტებში რომლებსაც ალერგია აქვთ აცეტილსალიცილის მჟავას ან აასს-ს მიმართ (იხ. პარაგრაფი 4.3).

გამონაკლისის სახით varicella შეიძლება იყოს კანის და რბილი ქსოვილების ინფექციური გართულებების დასაწყისი. ამ დროისთვის არ შეიძლება გამოირიცხოს ინფექციების გაუარესებაში აასს-ს როლი. აქედან გამომდინარე სასურველია varicella შემთხვევაში დესფაროლის მიღებისგან თავის შეკავება.

დესფაროლი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ ჰემატოპოეზური დარღვევები, სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება.

როგორც სხვა აასს-მ, დექსკეტოპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციური დაავადების სიმპტომები. იზოლირებულ შემთხვევებში რბილი ქსოვილების ინფექციის გამწვავება აღწერილია აასს-ს გამოყენების დროს. აქედან გამომდინარე პაციეტნებს ურჩევენ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს თერაპიის დროს ბაქტერიული ინფექციის ნიშნების ან გაუარესების შეთხვევაში.

დესფაროლი შეიცავს 200 მგ-მდე ეთანოლს (ალკოჰოლი) დოზაზე, რომელიც არის 5მლ ლუდის ან 2.08მლ ღვინის ექვივალენტი ერთ დოზაზე. საზიანოა ალკოჰოლიზმით დაავადებულებისთვის. უნდა გაითვალისწინონ ორსულებში და მეძუძურ ქალებში, ბავშვებში და მაღალი რისკის ჯგუფებში როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.

სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ (23მგ) ნატრიუმს დოზაზე, ანუ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

პედიატრული პოპულაცია

ბავშვებსა და მოზარდებში უსაფრთხო გამოყენება დადგენილი არ არის.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

შემდეგი ურთიერთქმედება ეხება ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს (აასს) ზოგადად:

არასასურველი კომბინაციები

სხვა NSAIDs სალიცილატების მაღალი დოზების (≥3 გ/დღე-ღამეში ჩათვლით): რამდენიმე აასს-ს ერთად გამოყენება შეიძლება ზრდიდეს გასტროინტესტინური წყლულის და სისხლდენის რისკს სინერგისტული ეფექტის გამო.

ანტიკოაგულანტები: აასს შეიძლება აძლიერებდეს ანტიკოაგულანტების ეფექტს როგორიცაა ვარფარინი (იხ. პარაგრაფი 4.4) პლაზმის ცილებთან დექსკეტოპროფენის მაღალი კავშირის და თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირების, გასტროდუოდენური ლორწოს დაზიანების გამო. თუ კომბინაციის აცილება შეუძლებელია, უნდა მოხდეს ინტენსიური კლინიკური დაკვირვება და ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგი.

ჰეპარინები: ჰემორაგიის მომატებული რისკი (თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირების და გასტროდუოდენური ლორწოს დაზიანების გამო). თუ კომბინაციის აცილება შეუძლებელია უნდა მოხდეს ინტენსიური კლინიკური დაკვირვება და ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგი.

კორტიკოსტეროიდები: გასტროინტესტინური წყლულის ან სისხლდენის მომატებული რისკი (იხ.პარაგრაფი 4.4)

ლითიუმი (აღწერილი რამდენიმე აასს შემთხვევაში): აასს ზრდის სისხლში ლითიუმის დონეს, რომელმაც შეიძლება ტოქსიურ მაჩვენებელს მიაღწიოს (თირკმლით ლითიუმის გამოყოფის დაქვეითება). აქედან გამომდინარე ეს პარამეტრი საჭიროებს მონიტორინგს დექსკეტოპროფენით მკურნალობის დასაწყისში, მისი ცვლილების და მოხსნის დროს.

მეტოტრექსატის მაღალი დოზებით -15მგ კვირაში ან მეტის გამოყენება: მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიურობის მომატება ზოგადად ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებით თირკმლის მისი გამოყოფის შემცირების გამო.

ჰიდანტოინები და სულფონამიდები: შეიძლება გაიზარდოს ამ ნივთიერებების ტოქსიური ეფექტები.

საფრთხილო კომბინაციები:

დიურეტიკები, აგფ ინჰიბიტორები, აბტიბაქტერიული ამინოგლიკოზიდები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები: დექსკეტოპროფენი შეიძლება ამცირებდეს დიურეტიკების და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტებს. თირკმლის კომპრომეტირებული ფუნქციის მქონე პაციენტებში (დეჰიდრატირებული ან ხანდაზმული პაციენტები თირკმლის კომპრომეტირებული ფუნქციით) ციკლოოქსიგენაზას მაინჰიბირებელი აგენტების და აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების ან ანტიბაქტერიული ამინოგლიკოზიდების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი დაზიანება, რაც ჩვეულებრივ შექცევადია. დექსკეტოპროფენის და დიურეტიკის ერთად გამოყენებისას უნდა დარწმუნდნენ პაციენტის ადექვატურ ჰიდრატაციაში და საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი მკურნალობის დასაწყისში (იხ. პარაგრაფი 4.4)

მეტოტრექსატი, გამოყენებული დაბალი, კვირაში 15მგ-ზე ნაკლები დოზით: მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიურობის მომატება ზოგადად ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებით თირკმლით მისი კლირენსის დაქვეითების გამო. საჭიროა სისხლის ყოველკვირეული საერთო ანალიზი კომბინაციის პირველი კვირების განმავლობაში. სიხშირის მომატება თირკმლის მცირე დაზიანების შემთხვევაშიც, ასევე ხანდაზმულებში.

პენტოქსიფილინი: სისხლდენის მომატებული რისკი, საჭიროა ინტენსიური კლინიკური მონიტორინგი და სისხლდენის დროის უფრო ხშირი შემოწმება.

ზიდოვუდინი: წითელი უჯრედების ხაზის ტოქსიურობის მომატების რისკი რეტიკულოციტებზე მოქმედებით, მწვავე ანემიით აასს-ს დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ. აასს-თი მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ გააკეთეთ სისხლის საერთო და რეტიკულოციტების ანალიზი.

სულფონილშარდოვანა: აასს შეიძლება ზრდიდეს სულფონილშარდოვანას ჰიპოგლიკემიურ ეფექტს პლაზმის ცილებთან კავშირის ადგილებში ჩანაცვლებით.

საყურადღებო კომბინაციები:

ბეტა-ბლოკერები: აასს-თი მკურნალობამ შეიძლება შეამციროს მათი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით.

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი: ნეფროტოქსიურობა შეიძლება გაძლიერდეს აასს-თი თირკმლის პროსტაგლანდინებით განპირობებული ეფექტით. კომბინირებული თერაპიის განმავლობაში უნდა შემოწმდეს თირკმლის ფუნქცია.

თრომბოლიტიკები: სისხლდენის მომატებული რისკი

ანტითრომბოციტური აგენტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები inhibitors (SSRIs): გასტროინტესტინური სისხლდენის რისკის მომატება (იხ. პარაგრაფი 4.4).

პრობენეციდი: პლაზმაში დექსკეტოპროფენის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს; ეს ურთიერთქმედება შეიძლება განპირობებული იყოს მაინჰიბირებელი მექანიზმით თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის ადგილას და გლუკურონკონიუგაციაზე და საჭიროებს დექსკეტოპროფენის დოზის კორექციას.

საგულე გლიკოზიდები: აასს შეიძლება ამწვავებდეს გულის უკმარისობას, აქვეითებდეს გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფეს (გფს) და ზრდიდეს პლაზმაში გლიკოზიდის დონეს.

მიფეპრისტონი: პროსტაგლანდინ სინთეტაზას ინჰიბიტორების მიერ მიფეპრისტონის ეფექტურობაზე მოქმედების თეორიული რისკის გამო აასს არ უნდა გამოიყენონ მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში.

ქინოლონური ანტიბიოტიკები: ცხოველების კვლევები აჩვენებს რომ ქინოლონების მაღალმა დოზებმა აასს-სთან კომბინაციაში შეიძლება გაზარდოს კონვულსიების რისკი.

ტენოფოვირი: აასს-სთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს პლაზმაში შარდოვანა აზოტის და კრეატინინის დონე, საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი პოტენციური სინერგისტული გავლენის კონტროლისთვის .

დეფერასიროქსი: აასს-სთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გასტროინტესტინური ტოქსიურობის რისკი. ინტენსიური კლინიკური მონიტორინგი საჭიროა ამ ნივთიერებებთან ერთად დეფერასიროქსის გამოყენებისას.

პემეტრექსედი: აასს-სთნ ერთად გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს პემეტრექსედის ელიმინაცია, აქედან გამომდინარე სიფრთხილეა საჭირო აასს-ს უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას. თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 45-79მლ/წთ) პემეტრექსედის აასს-სთან ერთად მიღებას უნდა მოერიდონ 2 დღით ადრე და მისი გამოყენებიდან 2 დღის განმავლობაში.

  • 6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

დესფაროლი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფი 4.3)

ორსულობა

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები წარმოშობს ეჭვს აბორტის და გულის მალფორმაციების და გასტროშიზისის რისკის მომატების შესახებ ორსულობის ნაადრევ სტადიაზე პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენების შემთხვევაში. კარდიოვასკულური მალფორმაციის აბსოლუტური რისკი გაიზარდა 1%-ზე ნაკლებიდან დაახლოებით 1.5%-ამდე. ითვლება რომ რისკი იზრდება დოზასთნ და თერაპიის ხანგრძლივობასთან ერთად. ცხოველებში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენებამ გამოიწვია პრე და პოსტ-იმპლანტაციური დანაკარგის და ემბრიო-ფეტალური ლეტალობის ზრდა. დამატებით, ცხოველებში რომლებიც ორგანოგენეზის პერიოდში იღებდნენ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორს აღინიშნა სხვადასხვა მალფორმაციის სიხშირის ზრდა კარდიოვასკულურის ჩავლით, მიუხედავად ამისა ცხოველებში დექსკეტოპროფენის კვლევებმა არ გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიურობა (იხ. პარაგრაფი 5.3). ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრის განმავლობაში დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლი არ უნდა გამოიყენონ უკიდურესი აუცილებლიობის გარდა. თუ დექსკეტოპროფენი ტრომეტამოლი გამოიყენება იმ ქალის მიერ რომელიც ბავშვის ჩასახვას ცდილობს ან თუ მისი მიღება ხდება ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრის დროს, დოზა და ხანგრძლივობა რაც შეიძლება მცირე უნდა იყოს.

ორსულობის მესამე ტრიმესტში პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორმა შეიძლება ნაყოფში გამოიწვიოს:

კარდიოპულმონარული ტოქსიურობა (არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა და ფილტვისმიერი ჰიპერტენზია);

თირკმლის დისფუნქცია, რომელიც შეიძლება პროგრესირდეს თირკმლის უკმარისობამდე ოლიგოჰიდრამნიოზით;

დედებში და ახალშობილებში, ორსულობის დასასრულისას შესაძლებელია:

სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ანტიაგრეგაციული ეფექტი, რომელიც შეიძლება აღინიშნოს ძალიან დაბალი დოზის გამოყენების დროსაც კი.

საშვილოსნოს შეკუმშვის ინჰიბირება რაც გამოიწვევს გადავადებულ ან გახანგრძლივებულ მშობიარობას.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა დექსკეტოპროფენი რძეში. ძუძუთი კვების დროს დესფაროლის გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი 4.3).

ფერტილობა

როგორც სხვა აასს-მ, დექსკეტოპროფენის გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს მდედრების ფერტილობა და რეკომენდებული არ არის ქალებისთვის, რომლებიც ბავშვის ჩასახვას ცდილობენ. ჩასახვის პრობლემის მქონე ქალებში ან იმ ქალებში რომლებიც უშვილობას იკვლევენ, უნდა განიხილონ დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლის მოხსნა.

  • 7 გავლენა ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე

დესფაროლმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები როგორიცაა თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევები ან ძილიანობა. ამ შემთხვევებში შეიძლება დაზიანდეს რეაგირების და ტრასაზე სიარულის ან მანქანის მართვის უნარი.

  • 8 არასასურველი ეფექტები

გვერდითი მოვლენები რომლებიც კლინიკურ კვლევებში მიიჩნიეს დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლთამ მინიმუმ სავარაუდოდ დაკავშირებულად , ასევე გვერდითი რეაქციები რომლებიც აღწერილია დექსკეტოპროფენის ბაზარზე გაშვების შემდეგ მოცემულია ქვემო ცხრილში, კლასიფიცირებული ორგანოთ სისტემის კლასის და სიხშირის მიხედვით:

ორგანოთა სისტემის კლასი

ხშირი

≥1/100 - <1/10

ნაკლებად ხშირი

≥1/1000 - <1/100

იშვიათი

≥1/10000 - <1/1,000

ძალიან იშვიათი/იზოლირებული შეტყობინებები (<1/10000)

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ანემია

ნეითროპენია, თრომბოციტოპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

ხორხის შეშუპება

ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ანორექსია

ფსიქიატრული დარღვევები

უძილობა

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა

პარესთეზია, სინკოპე

თვალის დარღვევები

მხედველობის დაბინდვა

ყურის და ლაბირინთის დარღვევები

ტინიტუსი

გულის დარღვევები

ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია

ვასკულური დარღვევები

ალები, ჰიპოტენზია

ჰიპოტენზია, ზედაპირული თრომბოფლებიტი

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

ბრადიპნოე

ბრონქოსპაზმი, დისპნოე

გასტროინტესტინური დარღვევები

გულისრევა, ღებინება

მუცლის ტკივილი, დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა, ჰემატემეზი, პირის სიმშრალე

პეპტიური წყლული, ჰემორაგია ან პეპტიური წყლულის პერფორაცია (იხ. პარაგრაფი 4.4)

პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ჰეპატოცელულარული დაზიანება

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

დერმატიტი, ქავილი, გამონაყარი, მომატებული ოფლიანობა

ურტიკარია, აკნე

სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ანგიოედემა, სახის შეშუპება, ფოტოსენსიტიურობის რეაქცია

ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

კუნთების შებოჭილობა, სახსრების შებოჭილობა, კუნთების კრამპები, ზურგის ტკივილი

თირკმლის და საშარდე სისტემის დარღვევები

თირკმლის მწვავე უკმარისობა, პოლიურია, თირკმის ტკივილი, კეტონურია, პროტეინურია

ნეფრიტი ან ნეფროზული სინდრომი

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები

მენსტრუალური დარღვევები, პროსტატის დარღვევები

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას

ინექციის ადგილის ტკივილი, ანთების, სისხლჩაქცევის ან ჰემორაგიის ჩათვლით

პირექსია, დაღლილობა, ტკივილი, სიცივის შეგრძნება

შებოჭილობა, პერიფერიული შეშუპება

გამოკვლევები (ლაბორატორიული

ტესტები)

ღვიძლის ფუნქციური სისტემის ანომალიები

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები გასტროინტესტინური ხასიათისაა. შეიძლება განვითარდეს პეპტიური წყლული, პერფორაცია ან გასტროინტესტინური სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში (იხ. პარაგრაფი 4.4). გამოყენების შემდეგ აღწერილია გულისრევა, ღებინება, დიარეა, შებერილობა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, მელენა, ჰემატემეზი, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის გამწვავება და რონის დაავადება (იხ. პარაგრაფი 4.4). ნაკლებად ხშირად აღინიშნა გასტრიტი.

აასს -თი მკურნალობის დროს აღწერილია შეშუპება, ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა.

როგორც სხვა აასს-ს შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს შემდეგი არასასურველი ეფექტები: ასეპტიური მენინგიტი, რომელიც უპირატესად ვითარდება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისტემური ერითემატოზული მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება; ჰემატოლოგიური რეაქციები (პურპურა, აპლაზიური და ჰემოლიზური ანემია, იშვიათად აგრანულოციტოზი და მედულარული ჰიპოპლაზია).

ბულოზური რეაქციები სტივენს ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზის ჩათვლით (ძალიან იშვიათი).

კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები აჩვენებს რომ ზოგიერთი აასს-ს გამოყენება (განსაკუთრებით ხანგრძლივად და მაღალი დოზებით) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების რისკის მცირედ მომატებასთნ (მაგალითად მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) (იხ. პარაგრაფი 4.4).

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება. ეს იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. ჯანდაცვის მუშაკებს ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შეტყობინებას თხოვენ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრისთვის (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ-ფოსტა: [email protected]; ტელეფონის ნომერი: +90 800 314 00 08; ფაქსი: +90 312 218 35 99).

  • 9 დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემდეგ სიმპტომები უცნობია. მსგავსი სამედიცინო პროდუქტები იწვევდა გასტროინტესტინურ (ღებინება, ანორექსია, მუცლის ტკივილი) და ნევროლოგიურ (ძილიანობა, ვერტიგო, დეზორიენტაცია, თავის ტკივილი) დარღვევებს.

შემთხვევით ჭარბი მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყეთ სიმპტომური თერაპია. დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლი დიალიზით გამოიყოფა.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
  • 1 ფარმაკოდინამიური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პროპიონის მჟავას წარმოებულები

ათქ კოდი: M01AE17

დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლი არის S-(+)-2-(3-ბენზოლფენილ)პროპიონის მჟავას ტრომეტამინის მარილი, ანალგეზური, ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიპირეტული პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფს.

მოქმედების მექანიზმი:

ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან ციკლოოქსიგენაზას გზის დათრგუნვით.

სპეციფიურად, ინჰიბირდება არაქიდონის მჟავას ტრანსფორმაცია ციკლურ ენდოპეროქსიდებთან, PGG2 და PGH2, რომელიც წარმოქმნის პროსტაგლანდინებს PGE1, PGE2, PGF2α და PGD2 და ასევე პროსტაციკლინ PGI2-ს და თრომბოქსანებს (TxA2 და TxB2). ამის გარდა, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება იმოქმედოს ანთების სხვა მედიატორებზე როგორიცაა კინინები, რაც იწვევს არაპირდაპირ მოქმედებას რომელიც შეიძლება დაემატოს პირდაპირს.

ფარმაკოდინამიური ეფექტები:

დექსკეტოპროფენმა გამოავლინა მაინჰიბირებელი მოქმედება ცოგ-1 და ცოგ-2 აქტივობაზე ცხოველების და ადამიანების ექსპერიმენტებში.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ტკივილის რამდენიმე მოდელზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლის ეფექტური ანალგეზური მოქმედება.

IM და IV დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლის ანალგეზური მოქმედება საშუალო ან მწავე ტკივილის მენეჯმენტში გამოიკვლიეს ქირურგიული ტკივილის რამდენიმე მოდელი (ორთოპედული და გინეკოლოგიური/აბდომინური ქირურგია) ასევე ძვალ-კუნთოვანი ტკივილი (წელის მწვავე ტკივილის მოდელი) და თირკმლის კოლიკა.

ჩატარებულ კვლევებში ანალგეზური ეფექტი სწრაფად დგებოდა, პირველი 45 წუთის განმავლობაში აღინიშნებოდა პიკი. 50მგ დექსკეტოპროფენის მიღების შემდეგ ანალგეზური ეფექტის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 8 საათს შეადგენს.

პოსტოპერაციული ტკივილის მენეჯმენტის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა რომ დექსკეტოპროფენი ოპიოიდებთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად ამცირებდა ოპიოიდების მოხმარებას. პოსტოპერაციული ტკივილის კვლევებში, რომლებშიც პაციენტები იღებდნენ მორფინს პაციენტის კონტროლირებული ანალგეზიის მოწყობილობით, იმ პირებს, რომლებიც დექსკეტოპროფენს იღებდნენ ჭირდებოდათ მნიშვნელოვნად ნაკლებ მორფინი (30-455-ით ნაკლები) ვიდრე პლაცებოს ჯგუფს.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია:

დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლის IM გამოყენების შემდეგ ადამიანებში, პლაზმაში კონცენტრაციის პიკი აღინიშნა 20 წუთში (10-45 წუთი). 25-50მგ ერთჯერადი დოზისთვის მრუდი დოზის პროპორციული იყო ინტრამუსკულარული და ინტრავენური გამოყენების შემდეგ.

განაწილება:

როგორც სხვა სამედიცინო პროდუქტები რომლებიც პლაზმის ცილებს მაღალი ხარისხით უკავშირდება (99%), მისი განაწილების მოცულობა 0,25ლ/კგ-ზე ნაკლებია განაწილების ნახევარი პერიოდი დაახლოებით 0.35 საათს შეადგენდა და ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობდა 1.-2.7 საათს შორის.

მრავალდოზიან ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში, აღინიშნა რომ Cmax და AUC ბოლო IM ან IV გამოყენების შემდეგ არ განსხვავდებოდა ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ აღნიშნული მაჩვენებლისგან, რაც ნიშნავს რომ პრეპარატის აკუმულაცია არ ხდება.

ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია:

დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლის გამოყენების შემდეგ შარდში ისაზღვრება მხოლოდ S-(+) ენანტიომერი, რაც ნიშნავს რომ R-(-) ენანტიომერად გარდაქმნა ხდება ადამიანებში.

დექსკეტოპროფენის გამოყენების მთავარი გზაა გლუკურონიდთან კონიუგაცია, შემდეგ თირკმლით ექსკრეციით.

ხანდაზმულები

ჯანმრთელ ხანდამზულ სუბიექტებში (65 წლის და უფროსი ასაკის), ექსპოზიცია მნიშვნელოვნად მაღალი იყო ვიდრე ახალგაზრდა მოხალისეებში ერთჯერადი და განმეორებით ორალური დოზების შემდეგ (55%-ამდე), არ აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება კონცენტრაციის პიკს და პიკის მიღწევის დროის მიხედვით. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი გახანგრძლივდა ერთჯერადი და განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ (48%-ამდე), შემცირდა საერთო კლირენსი.

  • 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები:

არაკლინიკური მონაცემები არ აჩვენებს ადამიანებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს უსაფრთხოების, გენოტოქსიურობის და იმუნოფარმაკოლოგიის კვლევების მიხედვით. თაგვებში და მაიმუნებში ჩატარებულ ქრონიკული ტოქსიურობის კვლევებში არ გამოვლინდა გვერდითი ეფექტების დონე (NOAEL) , რომელიც 2 პუნქტით არემატებოდა ადამიანისთვის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას. მაიმუნებში მაღალი დოზის გამოყენებისას, მთავარი გვერდითი ეფექტი იყო სისხლიანი განავალი, წონაში მატების დაქვეითება და უმაღლესი დოზის გამოყენებისას ეროზიული გასტროინტესტინური დაზიანება. ეს ეფექტები აღინიშნა დოზის გამოყენებისას, რომლის დროსაც ექსპოზიცია 14-18 პუნქტით აღემატებოდა ადამიანისთვის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.

ცხოველების კარცინოგენობის პოტენციალის კვლევები არ ჩატარებულა.

როგორც აასს-ს მთელი ფარმაცევტული კლასისთვის არის დამახასიათებელი, დექსკეტოპროფენი შეიძლება იწვევდეს ემბრიო-ფეტალური გადარჩენის ცვლილებას ცხოველებში, არაპირდაპირ, გასტროინტესტინური ტოქსიურობის საშუალებით ორსულებში, და პირდაპირ ნაყოფის განვითარებაზე გავლენით.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1 შემავსებლების ჩამონათვალი

ეთანოლი (96%)

ნატრიუმის ქლორიდი

ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH ცვლილებისთვის)

საინექციო წყალი

  • 2 შეუთავსებლობა

დესფაროლი არ უნდა შეურიონ მცირე მოცულობაში (მაგ. შპრიცში) დოფამინის, პრომეტაზინის, პენტაზოცინის, პეტიდინის ან ჰიდროქსიზინის ხსნარებს რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ხსნარის დალექვა.

  • 6 პარაგრაფში აღწერილი წესით მომზადებული განზავებული ხსნარი არ უნდა შეერიოს პრომეტაზინს ან პენტაზოცინს.

ეს სამედიცინო პროდუქტი არ უნდა შეერიოს სხვა საშუალებებს 6.6 პარაგრაფში ჩამოთვლილი პროდუქტების გარდა.

  • 3 შენახვის ვადა

24 თვე

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ არ ხდება დაუყოვნებლივ გამოყენება, დესფაროლი 50მგ/2მლ ი.მ/ი.ვ. საინექციო და IV საინფუზიო ხსნარის განზავება ხდება სხვადასხვა გამხსნელში, როგორიცაა ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარი, დექსტროზის 5%-იანი ხსნარი და რინგერ ლაქტატის ხსნარი, სტაბილურია 2 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (2-8°C) და სინათლისგან დაცულ ადგილას შენახვისას.

  • 4 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-მდე. სინათლისგან დაცულ ადგილას. ამპულების შენახვა უნდა მოხდეს კოლოფში, სინათლისგან დაცვისთვის.

სამედიცინო პროდუქტის განზავების შემდეგ შენახვის პირობები იხ. პარაგრაფში 6.3

  • 5 კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა

I ტიპის მინის ფერადი ფლაკონები, შეიცავს 2მლ საინექციო ხსნარს.

  • 6 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურების და შენახვისთვის

დესფაროლმა შეთავსებადობა გამოავლინა მცირე მოცულობაში (მაგ. შპრიცში) განზავებისას ჰეპარინის, ლიდოკაინის, მორფინის და თეოფილინის ხსნარებთნ.

ინტრავენური ინფუზიის სახით გამოყენებისთვის 1 ამპულა დესფაროლის შემცველობა (2მლ) უნდა განზავდეს 30-100მლ მარილიან ხსნარში, გლუკოზის ან რინგერ ლაქტატის ხსნარში. ხსნარის განზავება უნდა მოხდეს ასეპტიურად, სინათლისგან დაცულ ადგილას (იხ. პარაგრაფი 6.3). განზავებული ხსნარი არის გამჭვირვალე.

დესფაროლი განზავებული 100მლ მარილიან ხსნარში ან გლუკოზის ხსნარში შეთავსებადია შემდეგ სამედიცინო პროდუქტებთან: დოფამინი, ჰეპარინი, ჰიდროქსიზინი, ლიდოკაინი, მორფინი, პეტიდინი და თეოფილინი.

აქტიური ინგრედიენტის აბსორბცია არ აღინიშნა დესფაროლის განზავებული ხსნარების პლასტმასის ფლაკონებში ან ისეთ საშუალებებში შენახვისას რომლებიც დამზადებულია ეთილ ვინილ აცეტატისგან (EVA), ცელულოზას პროპიონატისგან (CP), დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან (LDPE) და პოლივინილქლორიდისგან (PVC).

დესფაროლი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის და გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს. გამოყენებამდე ხსნარი ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს გამჭვირვალობის და უფერობის დადასტურებისთვის: არ უნდა გამოიყენონ მყარი ნაწილაკების არსებობის შემთხვევაში.

გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

DEVA Holding A.Ş.

Halkalı Merkez Mah. Basın Ekspres Cad. No: 1

34303 Küçükçekmece-სტამბული/თურქეთი

  • სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი

2014/521

  • პირველი ლიცენზირების/ლიცენზიის განახლების თარიღი

პირველი ლიცენზირების თარიღი : 01.07.2014

ბოლო განახლების თარიღი:

  • ტექსტის რევიზიის თარიღი
  • 01.2020

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა