პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები

დესფაროლი გელი 1.25%

DESFAROL GEL 1.25%

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

იგი გამოიყენება სახსრების, მყესების, იოგების და კუნთების ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ტრავმით ან დეგენერაციული დარღვევებით.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დექსკეტოპროფენი (dexketoprofen)
ფორმა და შეფუთვა
1.25% (12.5მგ/გ) 60გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
Deva Holding A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
ATC კოდი
M02AA27
რეგისტრაციის ნომერი
რ-036245
რეგისტრირებულია
19 აგვისტო 2022, მოქმედებს 19 აგვისტო 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Deva Holding A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ORNADO MEDICINE ორნადო მედიცინა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადესფაროლი გელი 1.25% და სხვა წამალი ერთად

დესფაროლი გელი 1.25% — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

იგი გამოიყენება სახსრების, მყესების, იოგების და კუნთების ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ტრავმით ან დეგენერაციული დარღვევებით.

მიღების წესი და დოზირება

დესფაროლი დაიტანება მტკივნეულ და ანთებით ადგილზე 2-3-ჯერ დღეში.

ჯამური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 გ-ს (რაც შეესაბამება დაახლოებით 14 სმ გელს).

მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შემოიფარგლოს მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში.

გამოყენების მეთოდი

დესფაროლი გელი გამოიყენება ადგილობრივად. გელი უნდა შეიზილოთ ნაზად, რათა სრულად შეიწოვოს.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ლორწოვან გარსებთან და თვალებთან კონტაქტი.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

მიუხედავად იმისა, რომ გელის სახით გამოყენებისას, სისტემური ეფექტები მინიმალურია, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (ასას) სისტემური ეფექტების გამოვლინება დამოკიდებულია ტრანსდერმულ შეწოვაზე, გამოყენებული გელის რაოდენობაზე, გამოყენების ზედაპირზე, კანის მთლიანობის ხარისხზე, მკურნალობის პერიოდსა და ნებისმიერი ოკლუზიური სახვევის გამოყენებაზე (ზემოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და თირკმელებზე). ამიტომ თირკმლის მძიმე უკმარისობის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.

პედიატრიული პოპულაცია

6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გერიატრიული პოპულაცია:

ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

უკუჩვენებები

უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა დექსკეტოპროფენის, კეტოპროფენის ან დესფაროლის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ის უკუნაჩვენებია პაციენტებში მგრძნობელობის ცნობილი სიმპტომებით, როგორიცაა ასთმა, ალერგიული რინიტი ან ჭინჭრის ციება, ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენების შემდეგ.

პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ბრონქული ასთმის ისტორია, კანის ალერგია ტიაპროფენის მჟავის, ფენოფიბრატის ან კოსმეტიკური პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, დესფაროლი არ უნდა გამოიყენონ.

გელის გამოყენება არ შეიძლება ექსუდაციური დერმატოზების, ეგზემის, ნებისმიერი სახის კანის დაზიანების, დამწვრობის, ჭრილობის, ლორწოვანის, თვალის და ანალური ან სასქესო ორგანოების უბნებზე.

სიფრთხილის ზომები

ადგილობრივმა მედიკამენტებმა, განსაკუთრებით მედიკამენტებმა, რომლებიც გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობა და ადგილობრივი გაღიზიანება. მზის პირდაპირი სხივების, UVA და სოლარიუმის ზემოქმედება თავიდან უნდა იქნას აცილებული მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილოთ სინათლეზე შესაძლო მგრძნობელობა ან ჰიპერმგრძნობელობა.

გელი არ უნდა წაისვათ ღია ჭრილობებზე ან კანის მუდმივად არსებულ დაზიანებებზე.

გელი არ უნდა წაისვათ ლორწოვანზე და ანალურ ან სასქესო ორგანოებზე.

დესფაროლი არ უნდა იქნას გამოყენებული მჭიდრო ტანსაცმელის ხმარებისას ან ოკლუზიური სახვევის ქვეშ.

დესფაროლის გამოყენების შემდეგ ხელები უნდა დაიბანოთ.

დესფაროლის გამოყენების შემდეგ კანის ნებისმიერი რეაქციის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

დესფაროლი შეიცავს პროპილენგლიკოლს. შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქცია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ვინაიდან სისტემურ მიმოქცევაში გადადის დექსკეტოპროფენის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა, წამლებთან და სხვა ნივთიერებებთან ურთიერთქმედება ძალზე იშვიათია, თითქმის არ ხდება.

ის არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთად, რადგან გვერდითი ეფექტების რისკი შეიძლება გაიზარდოს.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

სპეციალურ პოპულაციებში კვლევები ჩატარებული არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზოგადი რეკომენდაცია

ორსულობის კატეგორია არის C

რეპროდუქციული პოტენციალის ქალები/კონტრაცეფცია

არსებობს ინფორმაცია კონტრაცეფციის შესახებ.

ორსულობა

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ექსპერიმენტულმა კვლევებმა და ეპიდემიოლოგიურმა მონაცემებმა არ აჩვენა დექსკეტოპროფენის რაიმე ტოქსიკური მოქმედება ემბრიონზე, დესფაროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების შესაძლო ტოქსიკური ეფექტების გამო.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია ორსულობის /და-ან/ ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე/ და-ან/ მშობიარობაზე/ და-ან/ პოსტნატალურ განვითარებაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია.

დესფაროლი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარად აუცილებელია.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა დექსკეტოპროფენი ლაქტატში. ამიტომ დესფაროლი არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

ფერტილობა

ცხოველებში დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლზე ჩატარებული კვლევებში ფერტილობაზე ტოქსიკურობა არ დაფიქსირებულა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დესფაროლს არ აქვს რაიმე ცნობილი გავლენა ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

არის შეტყობინებები კანის ადგილობრივ რეაქციებზე, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მეორადი გამოყენების ადგილზე. დაფიქსირდა ერითემა, ქავილი და ფოტოსენსიბილიზაცია.

არასასურველი ეფექტების კლასიფიკაციისთვის გამოყენებული იქნა შემდეგი სისტემა:

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); იშვიათი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10.000-დან <1/1.000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10.000), უცნობი (ვერ ფასდება არსებული მონაცემებით).

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

იშვიათი: დერმატიტი (ერითემა, ქავილი, ანთება)

ძალიან იშვიათად: ​​სისტემური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი)

უცნობი: ფოტომგრძნობელობის რეაქციები (ერითემა, ანთება და მცირე ბუშტუკების წარმოქმნა ერთეულ შემთხვევაში)

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება. ეს იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. ჯანდაცვის მუშაკებს ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შეტყობინებას თხოვენ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრისთვის (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ-ფოსტა: [email protected]; ტელეფონის ნომერი: +90 800 314 00 08; ფაქსი: +90 312 218 35 99).

ჭარბი დოზა

ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზირება არ ვლინდება. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტები, გადაყლაპული რაოდენობიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამხმარე და სიმპტომური მკურნალობა და კუჭის ამორეცხვა. დექსკეტოპროფენი ტრომეტამოლი შეიძლება გამოიდევნოს ორგანიზმიდან დიალიზის გზით.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

გელის ყოველი გ შეიცავს

აქტიური ნივთიერება:

12,5 მგ დექსკეტოპროფენის ექვივალენტური 18,5 მგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი.

დამხმარე ნივთიერება(ები):

პროპილენგლიკოლი 60 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ განყოფილება 6.1.

შენახვის პირობები

24 თვე.

  • 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°C-ზე.

  • 5 კონტეინერის ბუნება და შიგთავსი

შეფუთულია ალუმინის ტუბში, სპეციალური სამასაჟე თავით და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (მსპე) თავსახურით. თითოეული ალუმინის ტუბი მოთავსებულია პროდუქტის საინფორმაციო ჩანართთანნ ერთად მუყაოს კოლოფში, რომელზეც მითითებულია სერიის ნომერი და ვარგისობის ვადა.

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა განკარგვისთვის

ნებისმიერი გამოუყენებელი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

ათქ კოდი: M02AA27

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი არის S-(+)-2-(3-ბენზოლფენილ )პროპიონმჟავას ტრომეტამინის მარილი, ანალგეზური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიპირეტული პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფს.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან ციკლოოქსიგენაზას გზის დათრგუნვით. სპეციფიურად, ინჰიბირდება არაქიდონის მჟავას ტრანსფორმაცია ციკლურ ენდოპეროქსიდებთან, PGG2 და PGH2, რომელიც წარმოქმნის პროსტაგლანდინებს PGE1, PGE2, PGF2α და PGD2 და ასევე პროსტაციკლინ PGI2-ს და თრომბოქსანებს (TxA2 და TxB2). ამის გარდა, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება იმოქმედოს ანთების სხვა მედიატორებზე როგორიცაა კინინები, რაც იწვევს არაპირდაპირ მოქმედებას რომელიც შეიძლება დაემატოს პირდაპირს.

დექსკეტოპროფენმა გამოავლინა მაინჰიბირებელი მოქმედება ცოგ-1 და ცოგ-2 აქტივობაზე ცხოველების და ადამიანების ექსპერიმენტებში.

ტკივილის რამდენიმე მოდელზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ტკივილგამაყუჩებელი აქტივობის დაწყება მიღებულ იქნა ზოგიერთ კვლევაში მიღებიდან 30 წუთის შემდეგ. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი გრძელდება 4-დან 6 საათამდე.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია:

დექსკეტოპროფენის ადგილობრივი გამოყენება აჩვენებს ძალიან დაბალ კანქვეშა აბსორბციას. სისტემური ეფექტი არ არის მოსალოდნელი დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობის გამო.

განაწილება:

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის განაწილების ნახევარგამოყოფის მნიშვნელობა არის 0,35 საათი. ისევე როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, რომლებსაც აქვთ მაღალი კავშირი პლაზმის ცილებთან (99%), მისი განაწილების მოცულობა არის 0,25 ლ/კგ-ზე ნაკლები.

ბიოტრანსფორმაცია:

დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლის გამოყენების შემდეგ შარდში ისაზღვრება მხოლოდ S-(+) ენანთიომერი, რაც ნიშნავს რომ R-(-) ენანტიომერად გარდაქმნა ხდება ადამიანებში. მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევების დროს დაფიქსირდა, რომ AUC ბოლო მიღების შემდეგ არ განსხვავდება ერთი დოზის შემდეგ მიღებული AUC-ისგან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პრეპარატის კუმულაცია არ ხდება.

ელიმინაცია:

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,65 საათს. დექსკეტოპროფენის ელიმინაციის მთავარი გზა არის გლუკურონიდური კონიუგაცია, რასაც მოჰყვება თირკმელებით ექსკრეცია.

ხაზოვნება/არახაზოვნება:

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლმა აჩვენა ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა დოზადამოკიდებული ზრდით სისტემური ექსპოზიციის დროს, პერორალური დოზის შემდეგ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

გამოყენების ინსტრუქცია

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

  • ადამიანის სამკურნალო პროდუქტის დასახელება

დესფაროლი გელი 1.25%

  • ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

გელის ყოველი გ შეიცავს

აქტიური ნივთიერება:

12,5 მგ დექსკეტოპროფენის ექვივალენტური 18,5 მგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი.

დამხმარე ნივთიერება(ები):

პროპილენგლიკოლი 60 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ განყოფილება 6.1.

  • ფარმაცევტული ფორმა

გელი

უფერო, ჰომოგენური, გამჭვირვალე გელი

  • კლინიკური მახასიათებლები
  • 1 თერაპიული ჩვენებები

იგი გამოიყენება სახსრების, მყესების, იოგების და კუნთების ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ტრავმით ან დეგენერაციული დარღვევებით.

  • 2 დოზირება და მიღების წესი

დოზირება და მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა

დესფაროლი დაიტანება მტკივნეულ და ანთებით ადგილზე 2-3-ჯერ დღეში.

ჯამური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 გ-ს (რაც შეესაბამება დაახლოებით 14 სმ გელს).

მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შემოიფარგლოს მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში.

გამოყენების მეთოდი

დესფაროლი გელი გამოიყენება ადგილობრივად. გელი უნდა შეიზილოთ ნაზად, რათა სრულად შეიწოვოს.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ლორწოვან გარსებთან და თვალებთან კონტაქტი.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

მიუხედავად იმისა, რომ გელის სახით გამოყენებისას, სისტემური ეფექტები მინიმალურია, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (ასას) სისტემური ეფექტების გამოვლინება დამოკიდებულია ტრანსდერმულ შეწოვაზე, გამოყენებული გელის რაოდენობაზე, გამოყენების ზედაპირზე, კანის მთლიანობის ხარისხზე, მკურნალობის პერიოდსა და ნებისმიერი ოკლუზიური სახვევის გამოყენებაზე (ზემოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და თირკმელებზე). ამიტომ თირკმლის მძიმე უკმარისობის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.

პედიატრიული პოპულაცია

6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გერიატრიული პოპულაცია:

ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

  • 3 უკუჩვენებები

უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა დექსკეტოპროფენის, კეტოპროფენის ან დესფაროლის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ის უკუნაჩვენებია პაციენტებში მგრძნობელობის ცნობილი სიმპტომებით, როგორიცაა ასთმა, ალერგიული რინიტი ან ჭინჭრის ციება, ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენების შემდეგ.

პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ბრონქული ასთმის ისტორია, კანის ალერგია ტიაპროფენის მჟავის, ფენოფიბრატის ან კოსმეტიკური პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, დესფაროლი არ უნდა გამოიყენონ.

გელის გამოყენება არ შეიძლება ექსუდაციური დერმატოზების, ეგზემის, ნებისმიერი სახის კანის დაზიანების, დამწვრობის, ჭრილობის, ლორწოვანის, თვალის და ანალური ან სასქესო ორგანოების უბნებზე.

  • 4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ადგილობრივმა მედიკამენტებმა, განსაკუთრებით მედიკამენტებმა, რომლებიც გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობა და ადგილობრივი გაღიზიანება. მზის პირდაპირი სხივების, UVA და სოლარიუმის ზემოქმედება თავიდან უნდა იქნას აცილებული მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილოთ სინათლეზე შესაძლო მგრძნობელობა ან ჰიპერმგრძნობელობა.

გელი არ უნდა წაისვათ ღია ჭრილობებზე ან კანის მუდმივად არსებულ დაზიანებებზე.

გელი არ უნდა წაისვათ ლორწოვანზე და ანალურ ან სასქესო ორგანოებზე.

დესფაროლი არ უნდა იქნას გამოყენებული მჭიდრო ტანსაცმელის ხმარებისას ან ოკლუზიური სახვევის ქვეშ.

დესფაროლის გამოყენების შემდეგ ხელები უნდა დაიბანოთ.

დესფაროლის გამოყენების შემდეგ კანის ნებისმიერი რეაქციის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

დესფაროლი შეიცავს პროპილენგლიკოლს. შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქცია.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ვინაიდან სისტემურ მიმოქცევაში გადადის დექსკეტოპროფენის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა, წამლებთან და სხვა ნივთიერებებთან ურთიერთქმედება ძალზე იშვიათია, თითქმის არ ხდება.

ის არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთად, რადგან გვერდითი ეფექტების რისკი შეიძლება გაიზარდოს.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

სპეციალურ პოპულაციებში კვლევები ჩატარებული არ არის.

  • 6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ზოგადი რეკომენდაცია

ორსულობის კატეგორია არის C

რეპროდუქციული პოტენციალის ქალები/კონტრაცეფცია

არსებობს ინფორმაცია კონტრაცეფციის შესახებ.

ორსულობა

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ექსპერიმენტულმა კვლევებმა და ეპიდემიოლოგიურმა მონაცემებმა არ აჩვენა დექსკეტოპროფენის რაიმე ტოქსიკური მოქმედება ემბრიონზე, დესფაროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების შესაძლო ტოქსიკური ეფექტების გამო.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია ორსულობის /და-ან/ ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე/ და-ან/ მშობიარობაზე/ და-ან/ პოსტნატალურ განვითარებაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია.

დესფაროლი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარად აუცილებელია.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა დექსკეტოპროფენი ლაქტატში. ამიტომ დესფაროლი არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

ფერტილობა

ცხოველებში დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლზე ჩატარებული კვლევებში ფერტილობაზე ტოქსიკურობა არ დაფიქსირებულა.

  • 7 გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

დესფაროლს არ აქვს რაიმე ცნობილი გავლენა ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.

  • 8 არასასურველი ეფექტები

არის შეტყობინებები კანის ადგილობრივ რეაქციებზე, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მეორადი გამოყენების ადგილზე. დაფიქსირდა ერითემა, ქავილი და ფოტოსენსიბილიზაცია.

არასასურველი ეფექტების კლასიფიკაციისთვის გამოყენებული იქნა შემდეგი სისტემა:

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); იშვიათი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10.000-დან <1/1.000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10.000), უცნობი (ვერ ფასდება არსებული მონაცემებით).

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

იშვიათი: დერმატიტი (ერითემა, ქავილი, ანთება)

ძალიან იშვიათად: ​​სისტემური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი)

უცნობი: ფოტომგრძნობელობის რეაქციები (ერითემა, ანთება და მცირე ბუშტუკების წარმოქმნა ერთეულ შემთხვევაში)

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება. ეს იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. ჯანდაცვის მუშაკებს ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შეტყობინებას თხოვენ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრისთვის (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ-ფოსტა: [email protected]; ტელეფონის ნომერი: +90 800 314 00 08; ფაქსი: +90 312 218 35 99).

  • 9 დოზის გადაჭარბება

ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზირება არ ვლინდება. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტები, გადაყლაპული რაოდენობიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამხმარე და სიმპტომური მკურნალობა და კუჭის ამორეცხვა. დექსკეტოპროფენი ტრომეტამოლი შეიძლება გამოიდევნოს ორგანიზმიდან დიალიზის გზით.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
  • 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

ათქ კოდი: M02AA27

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი არის S-(+)-2-(3-ბენზოლფენილ )პროპიონმჟავას ტრომეტამინის მარილი, ანალგეზური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიპირეტული პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფს.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან ციკლოოქსიგენაზას გზის დათრგუნვით. სპეციფიურად, ინჰიბირდება არაქიდონის მჟავას ტრანსფორმაცია ციკლურ ენდოპეროქსიდებთან, PGG2 და PGH2, რომელიც წარმოქმნის პროსტაგლანდინებს PGE1, PGE2, PGF2α და PGD2 და ასევე პროსტაციკლინ PGI2-ს და თრომბოქსანებს (TxA2 და TxB2). ამის გარდა, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება იმოქმედოს ანთების სხვა მედიატორებზე როგორიცაა კინინები, რაც იწვევს არაპირდაპირ მოქმედებას რომელიც შეიძლება დაემატოს პირდაპირს.

დექსკეტოპროფენმა გამოავლინა მაინჰიბირებელი მოქმედება ცოგ-1 და ცოგ-2 აქტივობაზე ცხოველების და ადამიანების ექსპერიმენტებში.

ტკივილის რამდენიმე მოდელზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ტკივილგამაყუჩებელი აქტივობის დაწყება მიღებულ იქნა ზოგიერთ კვლევაში მიღებიდან 30 წუთის შემდეგ. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი გრძელდება 4-დან 6 საათამდე.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია:

დექსკეტოპროფენის ადგილობრივი გამოყენება აჩვენებს ძალიან დაბალ კანქვეშა აბსორბციას. სისტემური ეფექტი არ არის მოსალოდნელი დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობის გამო.

განაწილება:

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის განაწილების ნახევარგამოყოფის მნიშვნელობა არის 0,35 საათი. ისევე როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, რომლებსაც აქვთ მაღალი კავშირი პლაზმის ცილებთან (99%), მისი განაწილების მოცულობა არის 0,25 ლ/კგ-ზე ნაკლები.

ბიოტრანსფორმაცია:

დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლის გამოყენების შემდეგ შარდში ისაზღვრება მხოლოდ S-(+) ენანთიომერი, რაც ნიშნავს რომ R-(-) ენანტიომერად გარდაქმნა ხდება ადამიანებში. მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევების დროს დაფიქსირდა, რომ AUC ბოლო მიღების შემდეგ არ განსხვავდება ერთი დოზის შემდეგ მიღებული AUC-ისგან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პრეპარატის კუმულაცია არ ხდება.

ელიმინაცია:

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,65 საათს. დექსკეტოპროფენის ელიმინაციის მთავარი გზა არის გლუკურონიდური კონიუგაცია, რასაც მოჰყვება თირკმელებით ექსკრეცია.

ხაზოვნება/არახაზოვნება:

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლმა აჩვენა ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა დოზადამოკიდებული ზრდით სისტემური ექსპოზიციის დროს, პერორალური დოზის შემდეგ.

  • 3 წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

წინაკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიურობის და კანცეროგენული პოტენციალის და რეპროდუქციული ტოქსიკოლოგიის ჩვეულებრივი კვლევების საფუძველზე.

  • ფარმაცევტული მონაცემები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

კარბომერი 980

პროპილენგლიკოლი

პოლიეთილენგლიკოლი (PEG 400)

ეთილის სპირტი (96%)

ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 18%

ლავანდის არომატი

დეიონიზებული წყალი

  • 2 შეუთავსებლობა

არ არის წარმოდგენილი

  • 3 ვარგისობის ვადა

24 თვე.

  • 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°C-ზე.

  • 5 კონტეინერის ბუნება და შიგთავსი

შეფუთულია ალუმინის ტუბში, სპეციალური სამასაჟე თავით და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (მსპე) თავსახურით. თითოეული ალუმინის ტუბი მოთავსებულია პროდუქტის საინფორმაციო ჩანართთანნ ერთად მუყაოს კოლოფში, რომელზეც მითითებულია სერიის ნომერი და ვარგისობის ვადა.

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა განკარგვისთვის

ნებისმიერი გამოუყენებელი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

DEVA Holding A.Ş.

Halkalı Merkez Mah. Basın Ekspres Cad. No: 1

34303 Küçükçekmece-სტამბული/თურქეთი

  • სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი
  • პირველი რეგისტტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის თარიღი
  • ტექსტის რევიზიის თარიღი
  • 12.2021

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა