პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიეპილეფსიური საშუალებები

დეპაკინი

DEPAKIN

რეცეპტით57,64მგ/მლინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

დეპაკინის სიროფი არის გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის ხსნარი ალუბლის არომატით. დეპაკინი განეკუთვნება ანტიეპილეფსიური პრეპარატების ჯგუფს (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები). 1 მლ დეპაკინის სიროფი შეიცავს 57,64 მგ ნატრიუმის ვალპროატს. ნატრიუმის ვალპროატი თავის ტვინზე ახდენს დამამშვიდებელ ზემოქმედებას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვალპროის მჟავა (valproic acid)
ფორმა და შეფუთვა
57,64მგ/მლ 150მლ სუსპენზია ბოთლი №1
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიეპილეფსიური საშუალებები, ცხიმოვანი მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
N03AG01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0596
რეგისტრირებულია
7 სექტემბერი 2023, მოქმედებს 7 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
ურთიერთქმედების შემოწმებადეპაკინი და სხვა წამალი ერთად

დეპაკინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დეპაკინის სიროფი არის გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის ხსნარი ალუბლის არომატით.

დეპაკინი განეკუთვნება ანტიეპილეფსიური პრეპარატების ჯგუფს (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები).

1 მლ დეპაკინის სიროფი შეიცავს 57,64 მგ ნატრიუმის ვალპროატს. ნატრიუმის ვალპროატი თავის ტვინზე ახდენს დამამშვიდებელ ზემოქმედებას.

დეპაკინის სიროფი არის სითხე და წარმოდგენილია 150 მლ მოცულობის ყავისფერი მინის ბოთლში, რომელსაც აქვს ბავშვებისთვის უსაფრთხო პოლიპროპილენის თავსახური. მასთან ერთად შეფუთვაში არის შპრიცი დოზის დანაყოფებით.

დეპაკინი გამოიყენება ეპილეფსიის მკურნალობისას. იგი ეფექტურია ეპილეფსიის მრავალი სახეობის სამკურნალოდ.

ასევე დეპაკინი გამოიყენება ბიპოლარულ აშლილობებთან (გუნება-განწყობის რადიკალური ცვლილება) დაკავშირებული მანიის (აღგზნებადობის) პრევენციის და მკურნალობის დროს.

  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება დეპაკინის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

ვალპროატით მკურნალობა უნდა დანიშნოს და დაკვირვება აწარმოოს ექიმმა, რომელიც არის ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის სპეციალისტი. გოგონებს, მოზარდ გოგონებს ან რეპროდუქციული ასაკის ქალებს ეს მკურნალობა ენიშნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა პრეპარატებით მკურნალობა არ არის ეფექტური ან ვლინდება სხვა მკურნალობის მიმართ შეუგუებლობა. თუ შეუძლებელია სხვა მკურნალობის დანიშვნა, ექიმი დაგინიშნავთ ვალპროატს და უზრუნველყოფს, რომ იგი გამოიყენოთ ქვემოთ განმარტებული ძალიან მკაცრი პირობების დაცვით (განსაზღვრულია „ორსულობის თავიდან აცილების პროგრამაში“). ექიმმა-სპეციალისტმა წელიწადში არანაკლებ ერთხელ უნდა შეაფასოს მკურნალობის საჭიროება.

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

ექიმი პრეპარატის დოზას განსაზღვრავს თქვენი დაავადებიდან გამომდინარე. თქვენთვის ყველაზე სათანადო დოზა განისაზღვრება ასაკის, წონის და პრეპარატზე პასუხის მხედველობაში მიღებით. რის გამოც ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს რეგულარული შემოწმება და საჭიროებისას ანალიზების ჩატარება, რომლითაც გაიზომება სისხლში პრეპარატის დონე.

ეპილეფსიის მკურნალობის დროს:

დეპაკინით მკურნალობის დაწყება (პერორალური მიღება):

პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ სხვა ანტიეპილეფსიურ (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებულ) მკურნალობას, დოზა უნდა გაიზარდოს 2-3 დღიანი ინტერვალებით და ერთი კვირის განმავლობაში უნდა მიაღწიოს ყველაზე სათანადო დოზას.

სხვა ანტიეპილეფსიური (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული) მკურნალობიდან დეპაკინზე გადასვლისას საჭიროა დეპაკინის დოზა ნელ-ნელა გაიზარდოს ორი კვირის განმავლობაში, დარეგულირდეს ყველაზე სათანადო დოზა და შემცირების გზით შეწყდეს სხვა პრეპარატებით მკურნალობა.

საჭიროებისას სხვა ანტიეპილეფსიური (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული) პრეპარატი უნდა დაემატოს დოზის ნელ-ნელა გაზრდით.

დოზა:

საწყისი დოზა, როგორც წესი, არის დღეში 10-15 მგ/კგ, რომელსაც გაზრდიან ყველაზე სათანადო დოზამდე.

24 საათის განმავლობაში საშუალო დოზა:

ჩვილებსა და ბავშვებში 30 მგ/კგ (უპირატესობა უნდა მიენიჭოს ხსნარს, რომელსაც იღებენ პერორალურად).

მოზარდებსა და მოზრდილებში 20-30 მგ/კგ (უპირატესობა უნდა მიენიჭოს კუჭში ხსნად ტაბლეტს ან ქრონოს).

დეპაკინით მკურნალობა ეს არის ხანგრძლივი მკურნალობა. თქვენი ექიმი გაცნობებთ, რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება მკურნალობა.

ბიპოლარული აშლილობიდან გამომდინარე მანიების პროფილაქტიკის და მკურნალობის დროს:

რეკომენდებული საწყისი დოზაა დღეში 20 მგ/კგ ნატრიუმის ვალპროატი. ბიპოლარული აშლილობის დროს შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის რეკომენდებული დოზაა დღეში 1000 მგ-დან 2000 მგ-მდე. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაზრდა არაუმეტეს 3000 მგ-მდე.

თქვენი ექიმი ინდივიდუალურად დაგინიშნავთ პროფილაქტიკური მკურნალობისთვის ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას.

გამოყენების გზა და მეთოდი:

მიიღება პერორალურად.

დეპაკინის სიროფის შეფუთვაში არის დანაყოფებიანი დოზირების შპრიცი.

დღიური დოზა უმჯობესია მიეცეს პაციენტს საკვებთან ერთად.

1 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებს 2 ჯერზე

1 წელზე მეტი ასაკის პაციენტებს 3 ჯერზე

  • დააჭირეთ ბოთლს და გახსენით.
  • დანაყოფებიანი საზომი შპრიცი მოათავსეთ ბოთლში და აავსეთ შპრიცი.
  • შპრიცის დგუში დაარეგულირეთ, სანამ არ შეარჩევთ რეცეპტში მითითებულ დოზას. დოზა ამოიკითხეთ დგუშზე მოცემულ აღნიშვნაზე.
  • გაზომილი დოზა მიეცით პაციენტს კოვზით ან ჭიქით ან უშუალოდ მოათავსეთ პირში. სიროფის გამოყენების შემდეგ ბოთლს დაახურეთ თავსახური, შპრიცი გაასუფთავეთ წყლით.

დოზის ამოკითხვის დონე

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

სიროფის ფორმას უპირატესობა უნდა მიენიჭოს 11 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

კომპლექსური პარციალური კრუნჩხვებისას (ეპილეფსიის ტიპი) გამოყენებული უნდა იქნას 10 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში.

არ არის შეფასებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ბიპოლარული აშლილობებიდან გამომდინარე მანიების პროფილაქტიკის და მკურნალობის დროს ვალპროატის უვნებლობა და ეფექტურობა.

ასაკოვნებში გამოყენება:

ასაკოვნებში დეპაკინის დოზის კორექტირება უნდა მოხდეს იმის მიხედვით, რამდენად ექვემდებარება გულყრები კონტროლს.

გამოყენების სპეციალური პირობები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა, შესაძლებელია საჭირო გახდეს ექიმის მიერ დეპაკინის დოზის შემცირება.

თუ თვლით, რომ დეპაკინის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ დეპაკინი საჭიროზე მეტი რაოდენობით:

დეპაკინის ჭარბი დოზა შესაძლებელია იყოს სახიფათო.

თუ შემთხვევით გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით დეპაკინი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დეპაკინის გამოყენება:

თუ დაგავიწყდათ რომელიმე დღიური დოზის მიღება, გახსენებისთანავე დალიეთ. მაგრამ თუ მოახლოებულია მომდევნო დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს ექიმის მიერ რეკომენდებული სახით. ერთზე მეტი დოზის გამოტოვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

დავიწყებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

დეპაკინით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს უწყვეტად, არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე რაიმე სახის ცვლილება ან შეწყვეტა. მკურნალობა უნდა შეწყდეს ეტაპობრივად. მკურნალობის უეცრად შეწყვეტამ (ან დოზის მნიშვნელოვნად შემცირებამ) შესაძლებელია გამოიწვიოს გულყრების ხელახლა განვითარება.

  • რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, დეპაკინის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი რეაქციები.

უკუჩვენებები

თუ ორსულად ხართ და შესაძლებელია თქვენთვის ეფექტური იყოს სხვა მკურნალობა.

თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი და არსებობს შესაძლებლობა, რომ თქვენთვის ეფექტური იქნება სხვა მკურნალობა, და არ შეგიძლიათ შეასრულოთ „ორსულობის თავიდან აცილების პროგრამის“ მოთხოვნები.

ორსულობის დროს ვალპროატის გამოყენების რისკები

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან თვლით, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად.

ორსულობის დროს ვალპროატის მიღება შეიცავს რისკს ნაყოფისთვის. ეს რისკი იზრდება იმის მიხედვით, რამდენადაც მაღალია დოზა, მაგრამ რისკს შეიცავს ნებისმიერი დოზა.

ორსული ქალების მიერ გამოყენების შემთხვევაში ვალპროატი იწვევს სერიოზულ თანდაყოლილ დეფექტებს და ბავშვების დიდ ნაწილზე ზემოქმედებს გონებრივი, მოტორული და ქცევითი უნარების განვითარების ფორმებზე. ცნობილი თანდაყოლილი დეფექტები მოიცავს შემდეგს: ზურგის ტვინის თიაქარი (არ არის სრულად განვითარებული ხერხემლის მალები); სახის, ზედა ტუჩის, სასის და ქალას მალფორმაციები (ფორმის დარღვევა); გულის, თირკმლის, საშარდე გზებისა და სასქესო ორგანოების ანომალიები; ხელის და ფეხის დეფექტები. ბავშვებში, რომლებზეც ორსულობის დროს ზემოქმედება მოახდინა ვალპროატმა, ცნობილია სმენის დარღვევის და სმენის დაკარგვის შემთხვევები.

თუ ორსულობის პერიოდში იყენებთ ვალპროატს, სხვა ქალებთან შედარებით უფრო მაღალია რისკი, გაჩნდეს ბავშვი თანდაყოლილი დეფექტით, რომელსაც ესაჭიროება მკურნალობა. რადგანაც ვიცით, რომ დედის მიერ წლების განმავლობაში ვალპროატის გამოყენების შედეგად 100 ბავშვიდან ათს აღენიშნება თანდაყოლილი დეფექტი. ხოლო ქალებში, რომლებსაც არა აქვთ ეპილეფსია, მშობიარობის შემთხვევაში 100 ბავშვიდან ასეთი დეფექტი აღენიშნება 2-3 ბავშვს.

დადგენილია, რომ ქალის მიერ ორსულობის დროს ვალპროატის გამოყენების შემთხვევაში სკოლამდელი ასაკის ბავშვების 30-40%-ს აღენიშნებათ პრობლემები განვითარების ადრეულ ეტაპზე. ასეთი ბავშვები გვიან იწყებენ სიარულს და ლაპარაკს, გონებრივი განვითარებით შესაძლებელია ჩამორჩებოდნენ სხვა ბავშვებს, შესაძლებელია ჰქონდეთ მეტყველების და მეხსიერების პრობლემები.

ვალპროატის ზემოქმედების გამო ბავშვებში უფრო ხშირია აუტისტური სპექტრის აშლილობა (განვითარების კომპლექსური დარღვევა, რომლის სიმპტომები ვლინდება სიცოცხლის პირველ წლებში, გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში და გამოხატულია ურთიერთქმედებასა და კომუნიკაციაში მკვეთრი შეფერხებით და გადახრით, ასევე შეზღუდული ინტერესებით) და ზოგიერთი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ამ ბავშვებში უფრო ხშირია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი.

თქვენი ექიმი ამ პრეპარატის დანიშვნამდე გაგაცნობთ, რა შეიძლება განუვითარდეს თქვენს შვილს, თუ ვალპროატის მიღებისას დაორსულდებით. თუ მოგვიანებით გადაწყვეტთ ბავშვის გაჩენას, არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ან ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება, სანამ ექიმს არ შეუთანხმდებით გეგმაზე, რომლითაც მკურნალობა შეიცვლება სხვა შესაძლო პრეპარატით.

თუ ხართ მშობელი ან მომვლელი გოგონასი, რომელსაც უტარდება ვალპროატით მკურნალობა, პირველი მენსტრუქციის შესახებ აცნობეთ ექიმს.

ჩასახვის საწინააღმდეგო ზოგიერთმა პრეპარატმა (ესტროგენის შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები) შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში ვალპროატის დონის დაქვეითება. მიმართეთ ექიმს თქვენთვის ყველაზე სათანადო ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდთან დაკავშირებით.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან შეარჩიეთ შემთხვევა, რომელიც თქვენ გეხებათ, და წაიკითხეთ შესაბამისი თავი:

ვიწყებ დეპაკინით მკურნალობას

ვიყენებ დეპაკინს და არ ვგეგმავ ბავშვის გაჩენას

ვიყენებ დეპაკინს და ვგეგმავ ბავშვის გაჩენას

ორსულად ვარ და ვიყენებ დეპაკინს

ვიწყებ დეპაკინით მკურნალობას

თუ ექიმი პირველად დაგინიშნავთ დეპაკინს, იგი აგიხსნით, რა რისკებს შეიცავს პრეპარატი ბავშვისთვის დაორსულების შემთხვევაში. თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის, მკურნალობის პერიოდში დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ იყენებთ არანაკლებ ერთ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდს. თუ გესაჭიროებათ ინფორმაცია ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ოჯახის დაგეგმვის კლინიკას.

მნიშვნელოვანი გაფრთხილებები:

მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი დარწმუნდება, რომ თქვენთვის შეუძლებელია ვალპროატის გარდა სხვა მკურნალობის დანიშვნა.

დეპაკინით მკურნალობის დაწყებამდე ორსულობაზე ტესტის შედეგად უნდა გამოირიცხოს ორსულობის რისკი, რაც უნდა დაადასტუროს თქვენმა ექიმმა.

დეპაკინით მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენოთ არანაკლებ ერთი ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდი (უმჯობესია სპირალი ან ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტი) ან განსხვავებული მოქმედების ორი ეფექტური მეთოდი (მაგალითად, პრეპარატი და კონდომი).

ექიმთან უნდა განიხილოთ თქვენთვის ყველაზე სათანადო ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი. ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობის თავიდან აცილების შესახებ და კონტრაცეფციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მოგცემთ სპეციალისტთან მიმართვას.

რეგულარულად უნდა შეხვდეთ ეპილეფტოლოგს (არანაკლებ წელიწადში ერთხელ). ვიზიტის დროს ექიმი დარწმუნდება, რომ თქვენთვის ცნობილია და გასაგებია ორსულობის პერიოდში ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა რისკი და რეკომენდაცია.

კონტრაცეფციის შეწყვეტამდე ექიმს აცნობეთ, რომ გსურთ ბავშვის გაჩენა.

თუ თვლით, რომ ხართ ან შესაძლებელია იყოთ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ეპილეფტოლოგს.

თუ აგრძელებთ ვალპროატით მკურნალობას და არ გეგმავთ დაორსულებას, დარწმუნდით, რომ დეპაკინით მკურნალობის პერიოდში იყენებთ არანაკლებ ერთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს. თუ გესაჭიროებათ ინფორმაცია ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ოჯახის დაგეგმვის კლინიკას.

მნიშვნელოვანი გაფრთხილებები:

თქვენი ექიმი რეგულარულად (არანაკლებ წელიწადში ერთხელ) შეამოწმებს, შესაძლებელია თუ არა თქვენთვის ვალპროატის გარდა სხვა მკურნალობის დანიშვნა.

თქვენს ექიმთან უნდა განიხილოთ თქვენთვის ყველაზე სათანადო ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი. ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობის თავიდან აცილების შესახებ და კონტრაცეფციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მოგცემთ სპეციალისტთან მიმართვას.

თუ ქალი ორსულობის პერიოდში იღებდა ვალპროატს, მის შვილი არის სერიოზული რისკის ქვეშ თანდაყოლილი დეფექტების და მძიმე ინვალიდობის გამომწვევი განვითარების პრობლემების თვალსაზრისით. თუ გეგმავთ ბავშვის გაჩენას, უპირველეს ყოვლისა, მიმართეთ ეპილეფტოლოგს.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ დეპაკინის მიღება ან ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება. ექიმი მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას და ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობის დადგენამდე შეფასების მიზნით მოგცემთ ეპილეფტოლოგთან მიმართვას. ექიმს შეუძლია მიიღოს სხვადასხვა სახის ზომა, რათა თქვენმა ორსულობამ ჩაიაროს, რამდენადაც შესაძლებელია, კომფორტულად და შემცირდეს თქვენთან ან მუცლადმყოფ ბავშვთან დაკავშირებული რისკები.

ექიმი ყველა შესაძლებელ ზომას მიმართავს, რათა დაორსულებამდე დიდი ხნით ადრე შეწყვიტოთ დეპაკინით მკურნალობა: ეს ნიშნავს შემდეგს, იგი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენი დაავადება სტაბილურია. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ეს შეუძლებელია, იხილეთ ქვემოთ მოცემული თავი („ორსულად ვარ და ვიყენებ დეპაკინს“).

როდესაც ეცდებით დაორსულებას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ფოლიუმის მჟავას გამოყენებასთან დაკავშირებით. ზოგადად ფოლიუმის მჟავამ შესაძლებელია შეამციროს ზურგის ტვინის თიაქრის რისკი და სპონტანური აბორტის რისკი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერი ორსულობის დროს. მაგრამ შეუძლებელია ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი დეფექტების რისკის შემცირება.

მნიშვნელოვანი გაფრთხილებები:

ექიმის მითითების გარეშე არ შეწყვიტოთ დეპაკინის მიღება.

არ შეწყვიტოთ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება, სანამ ექიმთან ერთად არ დასახავთ გეგმას, რათა უზრუნველყოფილი იქნას დაავადების კონტროლი და შემცირდეს თქვენი შვილის წინაშე არსებული რისკები.

თავდაპირველად დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან. ვიზიტის დროს ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენთვის ცნობილია და გასაგებია ორსულობის დროს ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა რისკი და რეკომენდაცია.

ექიმი ეცდება, რომ თქვენ შეწყვიტოთ დეპაკინით მკურნალობა დაორსულებამდე დიდი ხნით ადრე.

ბავშვები, რომელთა დედები ორსულობის დროს იყენებდნენ ვალპროატს, არიან სერიოზული რისკის ქვეშ განვითარების პრობლემების თვალსაზრისით, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ თანდაყოლილი დეფექტები და მძიმე ინვალიდობა. თუ იყენებთ ვალპროატს და თვლით, რომ ხართ ან შესაძლებელია იყოთ ორსულად, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმის მითითების გარეშე, რადგანაც შესაძლებელია დაავადების დამძიმება.

ექიმი მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

ექიმი ეცდება, შეაჩეროს მკურნალობა, და შეაფასებს სხვა ნებისმიერი მკურნალობის შესაძლებლობას. იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ორსულობის დროს დეპაკინი წარმოადგენს მკურნალობის ერთადერთ გზას:

ექიმმა შესაძლებელია თქვენ და თქვენს პარტნიორს მოგცეთ მიმართვა სპეციალისტთან, რომლისგანაც შეძლებთ ინფორმაციის და მხარდაჭერის მიღებას ორსულობის დროს ვაპლროატის ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

ექიმი-სპეციალისტი ეცდება, შეამციროს დანიშნული დოზა.

თქვენ იქნებით ძალიან ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, რათა დაავადება დაექვემდებაროს კონტროლს და ამავე დროს გაკონტროლდეს მუცლადმყოფი ბავშვის განვითარება.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ფოლიუმის მჟავას გამოყენებასთან დაკავშირებით. ზოგადად ფოლიუმის მჟავამ შესაძლებელია შეამციროს ზურგის ტვინის თიაქრის რისკი და სპონტანური აბორტის რისკი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერი ორსულობის დროს. მაგრამ ამასთანავე შეუძლებელია ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი დეფექტების რისკის შემცირება.

მშობიარობამდე: ექიმი დაგინიშნავთ გარკვეულ ვიტამინებს. რის გამოც ეს პრეპარატი ბავშვში არ გამოიწვევს პირველივე დღეებში სისხლდენას ან ძვლის დაზიანებას.

მშობიარობის შემდეგ: ამასთანავე სისხლდენის პროფილაქტიკისთვის შესაძლებელია თქვენს შვილს დაუნიშნონ K ვიტამინის ინექცია.

ბავშვობის პერიოდი: ექიმებს, რომლებიც გასინჯავენ თქვენს ბავშვს, აცნობეთ, რომ ორსულობის დროს მკურნალობდით ვალპროატით. საჭიროებისას თქვენი ექიმი განახორციელებს ბავშვის ნევროლოგიურ განვითარებაზე ინტენსიური დაკვირვების პროგრამას, რათა, რამდენადაც შესაძლებელია, ადრეულ ეტაპზე უზრუნველყოფილი იქნას სპეციალური მოვლა.

მნიშვნელოვანი გაფრთხილებები:

თუ თვლით, რომ ხართ ან შესაძლებელია იყოთ ორსულად, დაუყოვნებლივ დაგეგმეთ ვიზიტი ეპილეფტოლოგთან.

არ შეწყვიტოთ დეპაკინის მიღება ექიმის მითითების გარეშე.

ეპილეფტოლოგი შეაფასებს ყველა შესაძლებლობას, რათა შეაჩეროს მკურნალობა.

ექიმმა უნდა მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია ორსულობის დროს დეპაკინით მკურნალობასთან დაკავშირებული რისკების, მათ შორის ტერატოგენული და ბავშვის განვითარებაზე ზემოქმედების შესახებ.

დარწმუნდით, რომ თქვენ მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც განახორციელებს მშობიარობამდე დაკვირვებას მოსალოდნელი ინვალიდობის განვითარების დადგენის მიზნით.

ექიმებს, რომლებიც აკვირდებიან თქვენს შვილს, აცნობეთ, რომ ორსულობის დროს იყენებდით დეპაკინს. განხორციელდება თქვენი ბავშვის ნევროლოგიურ განვითარებასთან დაკავშირებული ინტენსიური მონიტორინგის პროგრამა.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, უნდა გყავდეთ თუ არა ბავშვი ძუძუთი კვებაზე დეპაკინით მკურნალობის პერიოდში. ექიმის ნებართვის გარეშე არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, სანამ ბავშვს ძუძუს აწოვებთ.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

თუ თირკმლების და ან ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, ექიმი შეიძლება დეპაკინის დოზას შეამცირებს.

თუ ფიქრობთ, რომ დეპაკინის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ, დეპაკინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

დეპაკინის ჭარბი დოზის მიღება შეიძლება ძალიან საშიში იყოს.

თუ, დეპაკინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, დეპაკინის მიღება დაგავიწყდათ

თუ, დეპაკინის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, გამოტოვებული დოზა მიიღეთ, მაგრამ თუ გვიან გაგახსენდებათ და მომდევნო დოზის მიღების დროა, გამოტოვებული(დავიწყებული ) დოზა ჩააგდეთ და მომდევნო დოზა ექიმის მითითების შესაბამისად, ნორმალურ, ჩვეულ დროზე მიიღეთ. თუ, ერთზე მეტი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, მაშინვე ექიმს უნდა მიმართოთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც დეპაკინით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

მკურნალობა, რეგულარულად უნდა გაგრძელდეს. ექიმის კონსულტაციის გარეშე წამლის მიღებისას რაიმე სახის ცვლილებები და ან წამლის მიღების შეწყვეტა არ უნდა მოხდეს. მკურნალობა ეტაპობრივად უნდა იქნას შეწყვეტილი. მკურნალობის უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში (და ან დიდი დოზის დაკლებისას), გულყრები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, დეპაკინში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არის რეკომენდებული რამოტრიჯინთან და პენემებთან კომბინირებული გამოყენება (იხ. ნაწილი 4.5).

კოგნიტური ან ექსტრაპირამიდული დარღვევები

კოგნიტური ან ექსტრაპირამიდული დეფიციტი შეიძლება ასოცირებული იყოს გამოსახულებებთან, სადაც ცერებრალური ატროფია იკვეთება. ამ მიზეზით, პრეპარატის შედეგად მიღებული კლინიკური სურათი შეიძლება აგვერიოს დემენციასთან ან პარკინსონის დაავადებასთან. თუმცა, მედიკამენტებით გამოწვეული კოგნიტური ან ექსტრაპირამიდული დარღვევები ქრება მკურნალობის შეწყვეტისას (იხ. ნაწილი 4.8).

ღვიძლის ფუნქციის ანალიზი უნდა ჩატარდეს მკურნალობის დაწყებამდე (იხ. ნაწილი 4.3) და პერიოდულად განმეორდეს პირველი 6 თვის განმავლობაში, განსაკუთრებით რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.4).

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისევე როგორც მრავალი ანტიეპილეფსიური საშუალება, ტრანსამინაზების დონის იზოლირებული და გარდამავალი ზომიერი მატება შეიძლება შეინიშნოს კლინიკური სიმპტომების გარეშე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია უფრო ყოვლისმომცველი ლაბორატორიული კვლევის ჩატარება (განსაკუთრებით პროთრომბინის დრო), საჭიროების შემთხვევაში დოზის ხელახლა შეფასება და პარამეტრების ცვლილებების მიხედვით ტესტების განმეორება.

ჰემატოლოგია

მკურნალობის დაწყებამდე, 15 დღის შემდეგ და მკურნალობის ბოლოს, ასევე ქირურგიულ ჩარევამდე, სპონტანური სისხლდენის ან ჰემატომის შემთხვევაში (იხ. ნაწილი 4.8) უნდა ჩატარდეს სისხლის შემოწმება (სისხლის რაოდენობა თრომბოციტების რაოდენობის ჩათვლით, სისხლდენის დრო და კოაგულაციის ტესტები).

ბავშვები

თუ დეპაკინი უნდა დაინიშნოს 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, რეკომენდებულია მონოთერაპია, მაგრამ პაციენტების ამ ჯგუფში მკურნალობის დაწყებამდე ნატრიუმის ვალპროატის პოტენციური სარგებელი ღვიძლის დაზიანების ან პანკრეატიტის რისკთან მიმართებაში ყურადღებით უნდა შეფასდეს (იხ. ნაწილი 4.4). ბავშვებში სალიცილატების ერთდროული გამოყენება ღვიძლის ტოქსიკურობის (იხ. ნაწილი 4.4) და სისხლდენის რისკის გამო არ არის რეკომენდებული.

ჰიპერამონემია

ნატრიუმის ვალპროატის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფერმენტული დეფექტები შარდოვანას ციკლში. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა ჰიპერამონემიის რამდენიმე შემთხვევა სტუპორით ან კომით (იხ. ნაწილი 4.3).

ჰეპატოგასტროინტესტინალური აუხსნელი სიმპტომების (ანორექსია, ღებინება, მწვავე ციტოლიზური კრიზი), ლეთარგიული ეპიზოდების ან კომის, გონებრივი შეზღუდულობის ისტორია ან ახალშობილთა ან ჩვილთა სიკვდილიანობის ოჯახური ისტორიის მქონე ბავშვებში ნატრიუმის ვალპროატით მკურნალობამდე უნდა ჩატარდეს მეტაბოლური ანალიზები და შემოწმდეს სისხლში ამიაკის დონე, განსაკუთრებით უზმოზე და ჭამის შემდეგ.

სისტემური წითელი მგლურა

მიუხედავად იმისა, რომ ნატრიუმის ვალპროატის გამოყენებისას ძალიან იშვიათად შეინიშნებოდა იმუნური დარღვევები, მისი პოტენციური სარგებელი და რისკი გულდასმით უნდა შეფასდეს სისტემური წითელი მგლურას მქონე პაციენტებში გამოყენებისას.

წონის მომატება

მკურნალობის დაწყებისას პაციენტები უნდა გააფრთხილონ წონის მომატების რისკის შესახებ და უნდა მიიღონ აუცილებელი ღონისძიებები, ძირითადად დიეტასთან დაკავშირებული, ამ რისკის შესამცირებლად.

რაბდომიოლიზი

კარნიტინ პალმიტოილტრანსფერაზას (CPT) II ტიპის დეფიციტის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული რაბდომიოლიზის მაღალი რისკის შესახებ ვალპროატის გამოყენებისას.

ალკოჰოლის მოხმარება

ნატრიუმის ვალპროატის და ალკოჰოლის გამოყენება მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გასათვალისწინებელია, რომ შრატში ვალპროის მჟავას თავისუფალი კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს და შესაბამისად დოზა უნდა შემცირდეს.

დიაბეტის მქონე პაციენტები

ნაწილობრივ გამოიყოფა კეტონის სხეულების სახით, ძირითადად თირკმელებით, პაციენტებში, დიაბეტის ეჭვით, შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი შარდის ტესტში.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 40 მგ ნატრიუმს ყოველ 5 მლ დოზაში. ეს გასათვალისწინებელია ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

ამ სამკურნალო პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული), რადგან ის შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს და საქაროზას. პაციენტებმა ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემებით, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ან სუკრაზიზომალტაზას უკმარისობით არ უნდა გამოიყენონ ეს მედიკამენტი.

  • 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

უკუნაჩვენები კომბინაციები

კრაზანას ბალახი (Hypericum perforatum)

პლაზმაში კონცენტრაციის შემცირების და ანტიკონვულსანტების ეფექტურობის შემცირების რისკი.

კომბინაციები არ არის რეკომენდებული

ლამოტრიჯინი

კანის სერიოზული რეაქციების გაზრდილი რისკი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

გარდა ამისა, შეიძლება მოხდეს ლამოტრიჯინის კონცენტრაციის მომატება პლაზმაში (ღვიძლში მეტაბოლიზმის დაქვეითება ნატრიუმის ვალპროატთან ერთად).

თუ ერთდროული გამოყენება საჭიროდ ითვლება, საჭიროა მკაცრი კლინიკური მონიტორინგი.

პენემები

კრუნჩხვების რისკი პლაზმაში ვალპროის მჟავას კონცენტრაციის შეუმჩნეველი სწრაფი დაქვეითების გამო.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის ზომებს გამოყენებისას

აცეტაზოლამიდი

ჰიპერამონემიის გაზრდილი რისკი, ენცეფალოპათიის გაზრდილი რისკი.

უნდა მოხდეს რეგულარული კლინიკური დაკვირვებისა და ლაბორატორიული პარამეტრების მონიტორინგი.

აზტრეონამი

კრუნჩხვის რისკი პლაზმაში ვალპროის მჟავას კონცენტრაციის შემცირების გამო.

კლინიკური მონიტორინგი, პლაზმის რაოდენობრივი განსაზღვრა და ანტიკონვულსანტების შესაძლო დოზის კორექცია ამ ანტიბიოტიკით მკურნალობის დროს და მის შემდეგ.

კარბამაზეპინი

კარბამაზეპინის აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციის მომატება ჭარბი დოზირების სიმპტომებით. გარდა ამისა, ვალპროის მჟავას პლაზმური კონცენტრაციის შემცირება კარბამაზეპინის მიერ ღვიძლის მეტაბოლიზმის გაზრდის გამო.

ორივე ანტიკონვულანტზე კლინიკური დაკვირვება, პლაზმური რაოდენობების განსაზღვა და დოზის კორექცია.

ფელბამატი

შრატში ვალპროის მჟავას კონცენტრაციის გაზრდა დოზის გადაჭარბების რისკით.

ფელბამატით კომბინირებული მკურნალობის დროს და კომბინირებული მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს კლინიკური მონიტორინგი, ლაბორატორიული პარამეტრების მონიტორინგი და ვალპროის მჟავას დოზის კორექცია.

ესტროგენის შემცველი მედიკამენტები, მათ შორის ესტროგენის შემცველი ჰორმონალური კონტრაცეპტივები

ესტროგენები წარმოადგენენ UDP-გლუკურონოსილ ტრანსფერაზას (UGT) იზოფორმების ინდუქტორებს, რომლებიც მონაწილეობენ ვალპროატის გლუკურონიდაციაში და შეიძლება გაზარდონ ვალპროატის კლირენსი, ამიტომ ითვლება, რომ იწვევს შრატში ვალპროატის კონცენტრაციის შემცირებას და პოტენციურად ამცირებს ვალპროატის ეფექტურობას (იხ. ნაწილი 4.4). გასათვალისწინებელია შრატში ვალპროატის დონის მონიტორინგი.

ამის საპირისპიროდ, ვალპროატს არ გააჩნია ფერმენტის გამომწვევი ეფექტი; შედეგად, ვალპროატი არ ამცირებს ესტრო-პროგესტაციური საშუალებების ეფექტურობას ქალებში, რომლებიც იღებენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს.

ნიმოდიპინი (პერორალური გამოყენება და პარენტერალური გზით ექსტრაპოლაცია)

პლაზმაში ნიმოდიპინის კონცენტრაციის 50%-ით გაზრდის რისკი. ამიტომ, ჰიპოტენზიურ პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ნიმოდიპინის დოზის შემცირება.

ფენობარბიტალისა და პრიმიდონის ექსტრაპოლაცია

ჰიპერამონემიის გაზრდილი რისკი, ენცეფალოპათიის გაზრდილი რისკი.

კლინიკური დაკვირვება და ლაბორატორიული პარამეტრები რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს.

ფენიტოინისა და ფოსფენიტოინის ექსტრაპოლაცია

ჰიპერამონემიის გაზრდილი რისკი, ენცეფალოპათიის გაზრდილი რისკი.

უნდა მოხდეს რეგულარული კლინიკური დაკვირვება და ლაბორატორიული პარამეტრების მონიტორინგი.

რიფამპიცინი

კრუნჩხვების რისკი ღვიძლში ვალპროის მჟავას მეტაბოლიზმის სიჩქარის გაზრდის გამო რიფამპიცინის მიერ.

კლინიკური დაკვირვება და ლაბორატორიული პარამეტრების მონიტორინგი და ანტიკონვულსიური დოზის შესაძლო კორექტირება რიფამპიცინთან მკურნალობის დროს და მის შემდეგ.

რუფინამიდი

რუფინამიდის კონცენტრაციის შესაძლო მომატება, განსაკუთრებით 30 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში.

30 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში: დოზის ტიტრაციის შემდეგ, მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 600 მგ-ს.

ტოპირამატი

ჰიპერამონემიის გაზრდილი რისკი, ენცეფალოპათიის გაზრდილი რისკი.

უნდა მოხდეს რეგულარული კლინიკური დაკვირვება და ლაბორატორიული პარამეტრების მონიტორინგი.

პროპოფოლი

სავარაუდოდ გაზრდის პროპოფოლის დონეს სისხლში. ვალპროატთან ერთად მიღებისას უნდა განიხილებოდეს პროპოფოლის დოზის შემცირება.

ზიდოვუდინი

ზიდოვუდინის გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, ძირითადად ჰემატოლოგიური ეფექტები, ვალპროის მჟავით მეტაბოლიზმის შემცირების გამო.

კლინიკური დაკვირვება და ლაბორატორიული პარამეტრები რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს. სისხლის ანალიზი უნდა ჩატარდეს ანემიის შესამოწმებლად კომბინაციის პირველი ორი თვის განმავლობაში.

ზონისამიდი

ჰიპერამონემიის გაზრდილი რისკი, ენცეფალოპათიის გაზრდილი რისკი.

უნდა მოხდეს რეგულარული კლინიკური დაკვირვება და ლაბორატორიული პარამეტრების მონიტორინგი.

სხვა ურთიერთქმედება

ლითიუმი

დეპაკინი შრატში ლითიუმის დონეზე გავლენას არ ახდენს.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

არ არსებობს ურთიერთქმედების კვლევები სპეციალურ პოპულაციებში.

პედიატრიული პოპულაცია

პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქალებისთვის

ორსულობის დროს ვალპროატის გამოყენება ზიანს აყენებს ნაყოფს. რის გამოც:

თუ ხართ გოგონა, მოზარდი გოგონა ან რეპროდუქციული ასაკის ქალი, ექიმი დაგინიშნავთ ვალპროატს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის ეფექტური სხვა მკურნალობა ან ვერ შეეგუებით სხვა მკურნალობას. თუ შეუძლებელია სხვა მკურნალობის დანიშვნა, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ვალპროატს და უზრუნველყოფს, რომ იგი გამოიყენოთ ქვემოთ განმარტებული ძალიან მკაცრი პირობების დაცვით.

დარწმუნდით, რომ წაკითხული გაქვთ გამოყენების ინსტრუქცია პაციენტისთვის, რომელიც გადმოგცათ ექიმმა. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას რისკის დამტკიცების წლიური ფორმის შესახებ და მოითხოვს, რომ თქვენ ხელი მოაწეროთ და შეინახოთ ეს ფორმა. აღნიშნული ფორმა ადასტურებს, რომ თქვენ მოგეცათ განმარტება რისკების შესახებ და თანახმა ხართ, დაიცვათ ქვემოთ მითითებული პირობები. ამავე დროს ექიმი მოგცემთ პაციენტის საინფორმაციო ბარათს, რომელიც შეგახსენებთ ორსულობის დროს ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დეპაკინით მკურნალობის დაწყებისას ან ეპილეფსიის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად დეპაკინის გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გაბრუების შეგრძნება და თავბრუსხვევა.

თუ შენიშნავთ ასეთ სიმპტომს ან თქვენი დაავადება ჯერ კიდევ არ ექვემდებარება კონტროლს და გრძელდება გულყრები, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან მექანიზმი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეპაკინის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ამ სამედიცინო პრეპარატის ყოველი 5 მილილიტრიანი დოზა შეიცავს 40 მგ ნატრიუმს. ეს გარემოება მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პაციენტებთან, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის კონტროლით.

ეს სამედიცინო პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რის გამოც შესაძლებელია გამოიწვიოს (სავარაუდოდ გვიანი) ალერგიული რეაქციები.

ეს სამედიცინო პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს და საქაროზას. თუ ადრე ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ ინტოლერანტობა (აუტანლობა), ამ სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული ლამოტრიჯინი (შესაძლებელია გაზარდოს ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (სერიოზული დაავადება, გამოხატული კანზე სითხით სავსე ბუშტუკებით) რისკი),

ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, ტოპირამატი, ზონისამიდი (შესაძლებელია ენცეფალოპათიის (დაავადება, რომელიც ზემოქმედებს თავის ტვინის ქსოვილზე) რისკთან ერთად გაზარდოს ჰიპერამონიემიის (მეტაბოლური დაავადება, გამოწვეული სისხლში ამიაკის დონის მატებით) რისკი),

ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული კარბამაზეპინი, ფელბამატი, რუფინამიდი (შესაძლებელია გამოიწვიოს ჭარბი დოზირების სიმპტომები),

შიდსის და აივ ვირუსით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული ზიდოვუდინი (შესაძლებელია გაზარდოს არასასურველი რეაქციების რისკი),

არ შეიძლება დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებულ მცენარეულ პრეპარატთან - კრაზანასთან ერთად მიღება.

დეპაკინმა შესაძლებელია გაზარდოს თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის შემდგომ მოსალოდნელი გართულებების პროფილაქტიკისთვის გამოყენებული ნიმოდიპინის ზემოქმედება,

ესტროგენის შემცველმა პრეპარატებმა (მათ შორის ჩასახვის საწინააღმდეგო ზოგიერთმა პრეპარატმა) შესაძლებელია დააქვეითოს სისხლში ვალპროატის დონე,

ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი რიფამპიცინი (შესაძლებელია გამოიწვიოს გულყრის რისკი),

ზოგიერთი ანტიბიოტიკი, როგორიცაა იმიპენემი, პანიპენემი, მეროპენემი (შესაძლებელია გამოიწვიოს გულყრის რისკი),

მომატებული თვალშიგა წნევის (გლაუკომა) სამკურნალოდ გამოყენებული აცეტაზოლამიდი (შესაძლებელია ენცეფალოპათიის (დაავადება, რომელიც ზემოქმედებს თავის ტვინის ქსოვილზე) რისკთან ერთად გაზარდოს ჰიპერამონიემიის (მეტაბოლური დაავადება, გამოწვეული სისხლში ამიაკის დონის მატებით) რისკი),

დიაგნოსტირების მიზნით ან ქირურგიულ პროცედურებში გამოყენებული საანესთეზიო პრეპარატი პროპოფოლი (ვალპროატმა შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში პროპოფოლის დონის მატება),

განსაკუთრებით 3 წლამდე ასაკის ბავშვებში მოერიდეთ აცეტილსალიცილის მჟავასთან (ასპირინი) ერთად ამ პრეპარატის გამოყენებას.

ამ პრეპარატებმა შესაძლებელია შეცვალონ დეპაკინის ზემოქმედება და გამოიწვიონ არასასურველი რეაქციები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს გაფრთხილებები ეხება გარკვეული პერიოდით ადრე ან მომავალში ნებისმიერ დროს გამოყენებულ პრეპარატებს.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.

ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ დეპაკინის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

სერიოზული და სიცოცხლისთვის სახიფათო ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი) ან პანკრეასის დაზიანება (პანკრეატიტი), რომელიც შესაძლებელია დაიწყოს უეცრად და მიმდინარეობდეს შემდეგი სიმპტომებით: დაღლილობა, უმადობა, სისუსტე, გაბრუება, გულისრევა, ღებინება და ნაწლავების ტკივილი

ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (ალერგიული რეაქცია)

სახის და/ან ყელის უეცარი შეშუპება, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და სახიფათო იყოს სიცოცხლისთვის (ანგიოედემა)

სერიოზული ალერგიული რეაქცია (წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი), რომელიც მოიცავს რამდენიმე სიმპტომს: ცხელება, კანზე გამონაყარი, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ღვიძლის დაზიანება, თირკმლის დაზიანება და სისხლის ანალიზის შედეგებში დარღვევები, გამოხატული ზოგიერთი ტიპის ლეიკოციტების რაოდენობის ზრდით (ეოზინოფილია);

კანზე ინტენსიური გამონაყარი, რომელიც პერიოდულად გამოხატულია პირის მიდამოში სითხით სავსე ბუშტუკებით (მულტიფორმული ერითემა), და სიცოცხლისთვის სახიფათო კანის სერიოზული რეაქცია, რომელიც იწყება უეცრად, მთელს სხეულზე გავრცელებული, მტკივნეული წითელი გამონაყარით, შემდეგ გრძელდება დიდი ზომის ბუშტუკებით და დასრულდება კანის ფენის აქერცვლით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), და კანის იშვიათი დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ტუჩების, თვალების, პირის ღრუს, ცხვირისა და სასქესო ორგანოების მიდამოში წარმოქმნილი დიდი ბუშტუკებით და სისხლდენით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)

წამლისმიერი რეაქცია სისხლში ეოზინოფილების (გარკვეული ტიპის ალერგიის უჯრედი) რაოდენობის მატებით და ზოგიერთი სიმპტომის თანხლებით, რომელიც ზემოქმედებს მთელს ორგანიზმზე (DRESS). ამ დროს ერთდროულად ვლინდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან არანაკლებ სამი სიმპტომი: კანის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, სისხლში ეოზინოფილების რაოდენობის მატება, ცხელება, ლიმფური ჯირკვლების გადიდება ან ერთი ან ერთზე მეტი დაავადება, რომელიც ზემოქმედებს მთელს ორგანიზმზე (როგორიცაა ღვიძლის ანთება, თირკმლის ანთება, პნევმონია, გულის კუნთის ანთება და პერიკარდიუმის ანთება).

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

ასეთი ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციები საკმაოდ იშვიათია.

სხვა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები:

კონგენიტალური (თანდაყოლილი) დეფექტები და ფსიქიკური და ფიზიკური განვითარების დარღვევები (იხილეთ თავი 2 „ორსულობა და ლაქტაცია“)

ძალიან ხშირი:

გულისრევა

კანკალი (ტრემორი)

ხშირი:

მკურნალობის დაწყებისას: ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი

წონაში მატება

თავის ტკივილი

კრუნჩხვა (კონვულსიები)

მეხსიერების დარღვევები

დეზორიენტაცია (კონფუზია), აგრესია, ყურადღების დეფიციტი, შფოთვა, დაძაბულობა (აჟიტირება), ჰალუცინაციები (არარსებული ობიექტის დანახვა, გაგონება ან შეგრძნება)

ექსტრაპირამიდული დარღვევები (სიმპტომები, როგორიცაა კანკალი, ფეხებში სიმძიმე და სიარულის გაძნელება)*.

შარდის შეუკავებლობა

გაშეშება, შოკური მდგომარეობა ან აზროვნების შენელება (სტუპორი)

პრეპარატის ზემოქმედებიდან გამომდინარე სიმშვიდე (სედაცია)

თვალების სწრაფი და უკონტროლო მოძრაობა (ნისტაგმი)

სმენის დაკარვა

ღრძილების დაავადებები (გინგივალური დარღვევები), გამოხატული ღრძილების ზრდით (ღრძილის ჰიპერტროფია)

პირის ღრუში ტკივილი და შეშუპება, პირის ღრუში დაზიანება ან წვის შეგრძნება (სტომატიტი)

თმის ცვენა (ალოპეცია)

მენსტრუალური დარღვევები (არარეგულარული მენსტრუაცია)

ღვიძლის დაავადება

სისხლდენა (ჰემორაგია)

გულისრევა ან თავბრუსხვევა

ფრჩხილის ან ფრჩხილის სარეცლის დაავადებები

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია)

სისხლში ნატრიუმის რაოდენობის შემცირება (ჰიპონატრემია)

არახშირი:

არასათანადო ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის სინდრომი (ორგანიზმში გარკვეული ჰორმონის ჭარბი რაოდენობით გამომუშავებიდან გამომდინარე სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება, რაც იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას, და მასთან დაკავშირებული სისუსტე, დაღლილობა ან დეზორიენტაცია)

კომა

დაავადება, რომელიც ზემოქმედებს თავის ტვინის ქსოვილზე (ენცეფალოპათია)

დაღლილობა, ძილიანობა ან ენერგიის ნაკლებობის შეგრძნება (ლეთარგია)

შექცევადი პარკინსონის სინდრომი*

კოორდინირებული მოძრაობის გაძნელება (ატაქსია)

ხელებში და ფეხებში დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია)

თმის ქსოვილის ანომალია, თმის ფერის ცვლილება, თმის ზრდის ანომალია

კანზე გამონაყარი ან ჭინჭრის ციება

ჭარბთმიანობა, განსაკუთრებით ქალებში მასკულინიზაცია (ვირილიზმი), ქალებში სახეზე და სხეულზე ჭარბთმიანობა, გამონაყარი, მამაკაცური ტიპის სიმელოტე (ჰიპერანდროგენიზმი)

თირკმლის უკმარისობა

სხეულის ტემპერატურის დაქვეითება (ჰიპოთერმია)

კიდურების შეშუპება (ედემა)

ამენორეა (მენსტრუაციის არქონა)

კონვულსიების დამძიმება და სიხშირის მატება; განსხვავებული ტიპის კონვულსიების დაწყება

ფილტვის დამცავი გარსის ანთებიდან გამომდინარე (პლევრული ეფუზია) სუნთქვის გაძნელება და ტკივილი

სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება: ლეიკოციტების, ერითროციტების და თრომბოციტების (პანციტოპენია), ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია)

ცნობილია ძვლების დაავადების შემთხვევები, როგორიცაა ძვლების გამყიფება (ოსტეოპენია), ძვლის მასის შემცირება (ოსტეოპოროზი) და მოტეხილობები (ფრაქტურა). კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობთ ანტიეპილეფსიური პრეპარატით, ანამნეზში გაქვთ ოსტეოპოროზი ან იღებთ კორტიკოსტეროიდებს (ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი).

სისხლძარღვების ანთება

იშვიათი:

ეტაპობრივად გამოვლენილი მეხსიერების დარღვევები და აზროვნების უნარის დარღვევები (კოგნიტური დარღვევები, დემენცია*). ეს დარღვევები გამოსწორდება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის ან რამდენიმე თვის შემდეგ. შარდის შეკავების გაძნელება ან შარდის შეუკავებლობა (ენურეზი,)

სპერმის მოძრაობის შემცირება

საკვერცხეების დისფუნქცია (პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი)

ქცევითი აშლილობები, ფსიქომოტორული აქტივობის მატება (ძლიერი აქტივობა და მოძრაობა), სწავლის გაძნელება

აუტოიმუნური რეაქციები, რომლის დროსაც ერთდროულად თავს იჩენს სახსრების ტკივილი, კანზე გამონაყარი და ცხელება (ორგანიზმის მიერ საკუთარი უჯრედების წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნა) (სისტემური წითელი მგლურა)

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოიდიზმი)

კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული (რაბდომიოლიზი)

წონაში ძლიერი მატება (გაცხიმოვნება)

თირკმლების დაზიანება (თირკმლის უკმარისობა, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი)

თირკმლის ფუნქციების შექცევადი დარღვევა (ფანკონის სინდრომი)

ერითროციტების ზომაში მატება (მაკროციტოზი), ნორმალურზე დიდი ზომის ერითროციტები და სისხლში ჟანგბადის გადამტანი პიგმენტების რაოდენობის დაქვეითება (მაკროციტური ანემია), გრანულოციტების რაოდენობის ძლიერი შემცირება (აგრანულოციტოზი)

სისხლის უჯრედების წარმოქმნის შემცირება (ძვლის ტვინის აპლაზია), სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევები (მიელოდისპლაზია)

შედედების ფაქტორების დაქვეითება, კოაგულოგრამის შედეგში დარღვევა (INR (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) მაჩვენებლის მატება, აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის მატება)

B8 ვიტამინის (ბიოტინი)/ბიოტინიდაზას რაოდენობის შემცირება

მეტაბოლური დაავადება, გამოწვეული სისხლში ამიაკის დონის მატებით (ჰიპერამონიემია)

მხედველობის გაორება (დიპლოპია)

ძალიან იშვიათი:

მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის გადიდება (გინეკომასტია)

  • ეს სიმპტომები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს თავის ტვინის ტომოგრაფიის შედეგებთან (ცერებრალური ატროფია)

თუ გამოვლინდება რეაქცია, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

  • დეპაკინის შენახვა

დეპაკინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (25 0C-ზე დაბალ ტემპერატურაზე) მზის პირდაპირი გამოსხივებისგან დაცული სახით.

სავალდებულოა დეპაკინის სიროფის გამოყენება თავსახურის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.

გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღის დაცვით.

არ გამოიყენოთ დეპაკინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი: შპს სანოფი საღლიქ ურუნლერი

შიშლი - სტამბოლი

წარმოების ადგილი: სს სანოფი ილაჩ სან. ვე თიჯ.

ლულებურგაზი - ქირქლარელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 08.06.2020 წელს.

ამ პრეპარატთან დაკავშირებით დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სმარტფონის /ტაბლეტის ან QR კოდის წამკითხველის გამოყენებით QR კოდის სკანირების გზით.

942165

148x500

ჭარბი დოზა

მწვავე, მძიმე ჭარბი დოზირების სიმპტომები: კუნთოვანი ჰიპოტონია, ჰიპორეფლექსია, მიოზი, მეტაბოლური აციდოზი, რესპირატორული დისფუნქცია, ჰიპოტენზია და სისხლის მიმოქცევის კოლაფსი/კარდიოვასკულური შოკი, მსუბუქი კომის ჩათვლით, რომელიც შეიძლება გარკვეულწილად ღრმა იყოს.

დაფიქსირდა ცერებრალური შეშუპების გამო ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის შემთხვევების მცირე რაოდენობა.

ჭარბი დოზირებისას ჰოსპიტალური მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს მიღებიდან 10-12 საათამდე; ეფექტური დიურეზის შენარჩუნება; გულის და სუნთქვის ფუნქციების მონიტორინგი. ძალიან მძიმე შემთხვევებში, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს თირკმლის დიალიზი.

ამ ტიპის მოწამვლის პროგნოზი ზოგადად დადებითია. თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე გარდაცვალების შემთხვევა.

ვალპროატის შემადგენლობაში შემავალმა ნატრიუმმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერნატრიემია დოზის გადაჭარბებისას.

შენახვის პირობები

36 თვე

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (25°C ქვემოთ) სინათლისგან დაცულ ადგილას. არ გაყინოთ.

გახსნის შემდეგ უნდა გამოიყენოთ 1 თვის განმავლობაში.

  • 5. შეფუთვის ბუნება და შემცველობა

იგი შეფუთულია 150 მლ ყავისფერ შუშის ბოთლში, დახურულია ბავშვის ჩამკეტი პოლიეთილენის თავსახურით და დოზირებადი შპრიცით.

  • 6. სპეციალური სიფრთხილის ზომები უტილიზაციისას და სხვა მოპყრობის წესები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგლამენტის“ და „შეფუთვისა და ნარჩენების კონტროლის წესების“ შესაბამისად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიეპილეფსიური საშუალება

ათქ კოდი: N03AG01

მოქმედების მექანიზმი

ვალპროატი მოქმედებს ძირითადად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

მას ანტიკონვულსიური ეფექტი აქვს ადამიანებში ბევრი სხვადასხვა ტიპის კრუნჩხვების შემთხვევაში და ცხოველებში ბევრი სხვადასხვა ტიპის კონვულსიების შემთხვევაში. .

ვალპროატის მოქმედების ყველაზე სავარაუდო მექანიზმი არის GABA-ს ინჰიბიტორული ეფექტის გაძლიერება ტვინში გამა ამინო ბუტირის მჟავას (GABA) სინთეზზე ან მეტაბოლიზმზე მოქმედებით.

მიღებულია, რომ ვალპროატის მოქმედების მექანიზმი დამოკიდებულია GABA-ს შუამავლობით ინჰიბირების გაძლიერებაზე პრესინაფსური ეფექტით GABA მეტაბოლიზმზე და/ან პირდაპირი პოსტსინაფსური ეფექტით იონურ არხებზე ნეირონის მემბრანაში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ვალპროატზე ჩატარებული ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევები გვიჩვენებს ორი ტიპის ანტიკონვულსანტულ ეფექტს.

კლინიკური ეფექტურობა

პირველი არის პირდაპირი ფარმაკოლოგიური ეფექტი, რომელიც დამოკიდებულია პლაზმასა და ტვინში ვალპროატის კონცენტრაციაზე.

მეორე არის არაპირდაპირი ეფექტი, რომელიც, როგორც ჩანს, განპირობებულია ტვინში ვალპროატის მეტაბოლიტებით, ნეიროტრანსმიტერების ცვლილებებით ან მემბრანის პირდაპირი ეფექტებით. ეს ჰიპოთეზა ზოგადად წამოაყენეს ვალპროატის გამოყენების შემდეგ გამა-ამინობუტირმჟავას (GABA) კონცენტრაციის გაზრდის გამო.

ღრმა ძილის გაზრდის შედეგად, ძილის ინტერფაზის უწყვეტობა მცირდება ვალპროატთან ერთად.

ზოგიერთ in vitro კვლევებში ნაჩვენებია, რომ ნატრიუმის ვალპროატი ასტიმულირებს აივ ვირუსის რეპლიკაციას; თუმცა, ეს ეფექტი მსუბუქია, არ არის დაკავშირებული დოზასთან და არ არის დოკუმენტირებული ადამიანებში.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ნატრიუმის ვალპროატის ბიოშეღწევადობა პერორალური და ინტრავენური მიღების შემდეგ უახლოვდება 100%-ს.

პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება და პლაზმაში მუდმივი კონცენტრაცია მიიღწევა 3-4 დღეში. საინექციო ფორმით, მუდმივი კონცენტრაცია მიიღწევა რამდენიმე წუთში და ეს კონცენტრაცია შენარჩუნებულია ინტრავენური ინფუზიით.

განაწილება

განაწილების მოცულობა ძირითადად შემოიფარგლება სისხლით და მობილური უჯრედგარე სითხეებით.

ვალპროატი გადადის CSF-სა და ტვინში.

ვალპროატი მაღალ კავშირშია პლაზმის ცილებთან; ეს შეკავშირება დოზაზეა დამოკიდებული და გაჯერებულია.

თერაპიული ეფექტისთვის საჭირო შრატში მინიმალური კონცენტრაცია არის 40-50 მგ/ლ და დიაპაზონი 40 მგ/ლ-100 მგ/ლ. თუ დადგინდა, რომ საჭიროა უფრო მაღალი პლაზმური დონეები, მოსალოდნელი სარგებელი უნდა შეფასდეს გვერდითი ეფექტების, განსაკუთრებით დოზადამოკიდებული ეფექტების რისკთან. თუმცა, დოზის შემცირება აუცილებელია 150 მგ/ლ-ზე მაღალი დონის შესანარჩუნებლად.

გადასვლა პლაცენტაში (იხ. ნაწილი 4.6)

ვალპროატი კვეთს პლაცენტურ ბარიერს ცხოველთა სახეობებში და ადამიანებში:

ცხოველთა სახეობებში ვალპროატი კვეთს პლაცენტას, ისევე როგორც ადამიანებში.

ადამიანებში, რამდენიმე პუბლიკაციაში შეფასებულია ვალპროატის კონცენტრაცია დაბადებისას ახალშობილის ჭიპლარში. ჭიპლარში ვალპროატის კონცენტრაცია შრატში ნაჩვენებია, რომ მსგავსია ან უმნიშვნელოდ მაღალია ჩვილებში დედებთან შედარებით.

ბიოტრანსფორმაცია

ვალპროატს არ აქვს ფერმენტის გამომწვევი ეფექტი ციტოქრომ P450 მეტაბოლურ სისტემაზე. სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებებისგან განსხვავებით, ის არ ზრდის თავის და სხვა პრეპარატების (მაგ. ესტროპროგესტოგენი და ორალური ანტიკოაგულანტი) მეტაბოლიზმს.

ნატრიუმის ვალპროატი გამოიყოფა ძირითადად შარდით (3% უცვლელი სახით) გლუკურონიდაციისა და ბეტა-ჟანგვის გზით მეტაბოლიზების შემდეგ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან (როგორიცაა პრიმიდონი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი და კარბამაზეპინი) ერთდროული გამოყენებისას ფერმენტის ინდუქციის გამო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება შემცირდეს 4-9 საათამდე.

გამოყოფა

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 15-17 საათს.

ვალპროატის მოლეკულა შეიძლება იყოს დიალიზებული, მაგრამ ჰემოდიალიზი გავლენას ახდენს მხოლოდ სისხლში ვალპროატის თავისუფალ ფორმაზე (დაახლოებით 10%).

ლიტერატურის შეზღუდულ მონაცემებზე დაყრდნობით, დაახლოებით 20%-ით მატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შრატში ვალპროატის დონის დაქვეითება, დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობდნენ ვალპროატით და ესტროგენის შემცველი პროდუქტებით. დაფიქსირდა ინდივიდუალური ცვალებადობა. ამ ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შედეგად მყარი ფარმაკოკინეტიკური-ფარმაკოდინამიკური ურთიერთობის დამყარებისთვის საკმარისი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

პაციენტებისთვის დამახასიათებელი ნიშნები

პედიატრიული პოპულაცია

პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი ახალშობილებსა და 18 თვემდე ასაკის ბავშვებში მერყეობს 10-67 საათს შორის. ყველაზე გრძელი ნახევარგამოყოფის მნიშვნელობები დაფიქსირდა დაბადებისთანავე. 2 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში შედეგები თანდათან უახლოვდება უფროსებისას.

ხანდაზმულთა პოპულაცია

მიუხედავად იმისა, რომ ნატრიუმის ვალპროატის ფარმაკოკინეტიკა იცვლება ხანდაზმულებში, მისი კლინიკური მნიშვნელობა შეზღუდულია და დოზა უნდა დარეგულირდეს კრუნჩხვების კონტროლის მიხედვით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

დეპაკინი® 57,64 მგ/მლ სიროფი

მიიღება პერორალურად. sanofi

აქტიური ნივთიერება: 150 მლ (1 ბოთლი) ხსნარი შეიცავს 7,5 მგ ვალპროის მჟავას ეკვივალენტურ 8,646 გრამ ნატრიუმის ვალპროატს.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), საქაროზა, 70% სორბიტოლის ხსნარი (E420), გლიცერინი, ხელოვნური არომატიზატორი - ალუბალი, კონცენტრირებული HCl ან 30% NaOH ხსნარი, გამოხდილი წყალი.

▼ ეს პრეპარატი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს სამკუთხედი უზრუნველყოფს უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფად განსაზღვრას. თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ნებისმიერი გვერდითი რეაქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით. თუ როგორ ხდება გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება, შეგიძლიათ იხილოთ მე-4 თავის ბოლოს.

ორსულობის დროს დეპაკინის გამოყენებამ შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს.

ბავშვებში, რომლებზეც მუცლადყოფნის პერიოდში ზემოქმედება მოახდინა ვალპროატმა, მაღალია განვითარების სერიოზული დარღვევების (ფსიქიკური და ფიზიკური), ქცევითი აშლილობების (30%-დან 40%-მდე) და/ან თანდაყოლილი დეფექტების (დაახლოებით 10%) განვითარების რისკი.

თუ თქვენ ხართ გოგონა, მოზარდი ან რეპროდუქციული ასაკის ქალი:

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ვალპროატს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის ეფექტური ან ვერ შეეგუებით სხვა მკურნალობას.

თუ შეუძლებელია სხვა მკურნალობის დანიშვნა, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ვალპროატს და უზრუნველყოფს, რომ შესაძლო დაორსულების თავიდან აცილების მიზნით იგი გამოიყენოთ „ორსულობის თავიდან აცილების პროგრამის“ ძალიან მკაცრი პირობების დაცვით.

თუ თქვენ დაგინიშნეს ვალპროატი და ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ საკითხებს:

დეპაკინით მკურნალობის პერიოდში უწყვეტად უნდა გამოიყენოთ არანაკლებ ერთი ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი. ექიმი თქვენთან განიხილავს ამ საკითხს, მაგრამ თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიცვათ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის მე-2 ნაწილში მოცემული რეკომენდაციები.

თუ გეგმავთ ორსულობას ან თვლით, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

ექიმის მითითების გარეშე არ შეწყვიტოთ დეპაკინის მიღება, რადგანაც ამან შესაძლებელია დაამძიმოს თქვენი დაავადება.

უნდა დარწმუნდეთ, რომ წაიკითხეთ და გაიგეთ გამოყენების ინსტრუქცია და ექიმმა-სპეციალისტმა გადმოგცათ რისკის დამტკიცების წლიური ხელმოწერილი ფორმა.

სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.

თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული საკითხები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

  • რა არის დეპაკინი და რისთვის გამოიყენება?
  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება დეპაკინის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება დეპაკინი?
  • რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
  • დეპაკინის შენახვა
  • რა არის დეპაკინი და რისთვის გამოიყენება?

დეპაკინის სიროფი არის გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის ხსნარი ალუბლის არომატით.

დეპაკინი განეკუთვნება ანტიეპილეფსიური პრეპარატების ჯგუფს (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები).

1 მლ დეპაკინის სიროფი შეიცავს 57,64 მგ ნატრიუმის ვალპროატს. ნატრიუმის ვალპროატი თავის ტვინზე ახდენს დამამშვიდებელ ზემოქმედებას.

დეპაკინის სიროფი არის სითხე და წარმოდგენილია 150 მლ მოცულობის ყავისფერი მინის ბოთლში, რომელსაც აქვს ბავშვებისთვის უსაფრთხო პოლიპროპილენის თავსახური. მასთან ერთად შეფუთვაში არის შპრიცი დოზის დანაყოფებით.

დეპაკინი გამოიყენება ეპილეფსიის მკურნალობისას. იგი ეფექტურია ეპილეფსიის მრავალი სახეობის სამკურნალოდ.

ასევე დეპაკინი გამოიყენება ბიპოლარულ აშლილობებთან (გუნება-განწყობის რადიკალური ცვლილება) დაკავშირებული მანიის (აღგზნებადობის) პრევენციის და მკურნალობის დროს.

  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება დეპაკინის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ დეპაკინი შემდეგ შემთხვევებში:

თუ ორსულად ხართ და შესაძლებელია თქვენთვის ეფექტური იყოს სხვა მკურნალობა (იხილეთ ქვემოთ მოცემული თავი „ორსულობა _ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქალებისთვის“).

თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი, არსებობს შესაძლებლობა, რომ თქვენთვის ეფექტური იქნება სხვა მკურნალობა, და არ შეგიძლიათ შეასრულოთ „ორსულობის თავიდან აცილების პროგრამის“ მოთხოვნები (იხილეთ ქვემოთ მოცემული თავი „ორსულობა _ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქალებისთვის“).

თუ გაქვთ ალერგია დეპაკინის შემადგენელ აქტიურ ნივთიერება ნატრიუმის ვალპროატზე ან პრეპარატის შემადგენელ რომელიმე სხვა ნივთიერებაზე,

თუ გაქვთ ალერგია ვალპროატის ჯგუფის რომელიმე სხვა პრეპარატზე, როგორიცაა სემინატრიუმის ვალპროატი, ვალპრომიდი,

თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული ანთება,

თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს ანამნეზში აქვს მედიკამენტის გამოყენებიდან გამომდინარე ჰეპატიტის მძიმე შემთხვევა,

თუ გაქვთ საკმაოდ იშვიათი მეტაბოლური დაავადება, სახელად ჰეპატური პორფირია (ღვიძლის გენეტიკური დაავადება),

თუ გაქვთ მეტაბოლური დაავადება, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში ამიაკის დონის მატება (შარდოვანას ციკლის ფერმენტების ნაკლებობა),

თუ გაქვთ გენეტიკური დაავადება, რომელიც ვითარდება მიტოქონდრიუმის (უჯრედის ნაწილი) დაზიანების გამო (ალპერს-ჰუტენლოხერის სინდრომი), ან არსებობს ამ დაავადებაზე ეჭვი თქვენს შვილთან დაკავშირებით, რომლის ასაკი არ აღემატება 2 წელს,

თუ იყენებთ ქვემოთ მითითებულ პრეპარატს:

მცენარე კრაზანა (დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული მცენარეული პრეპარატი).

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში დეპაკინი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით

ამ სამედიცინო პრეპარატმა ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული ან სიცოცხლისთვის სახიფათო ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი) ან პანკრეასის დაზიანება (პანკრეატიტი).

თქვენმა ექიმმა ღვიძლის ნებისმიერი ფუნქციის დარღვევის დასადგენად ადრეულ ეტაპზე, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, შესაძლებელია მოითხოვოს რეგულარული ინტერვალებით სისხლის ანალიზის გაკეთება და თქვენზე ან თქვენს შვილზე ინტენსიური დაკვირვება.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს:

თუ თქვენ ან თქვენს შვილს უეცრად გამოუვლინდება სისუსტე, უმადობა, ძლიერი დაღლილობა, თავბრუსხვევა, ფეხების შეშუპება, ზოგადი უგუნებობა,

განმეორებადი ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი ან ნაწლავების ტკივილი, კანის და სკლერის გაყვითლება (სიყვითლე),

თუ მკურნალობას იტარებთ სწორად, მაგრამ ამის მიუხედავად დამძიმდება ეპილეფსია.

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა (თირკმლის უკმარისობა),

თუ გაქვთ დაავადება, სახელად სისტემური წითელი მგლურა (იმუნური სისტემის იშვიათი დაავადება, რომელიც მოიცავს კანს, ძვლებს, სახსრებს და შინაგან ორგანოებს),

თუ გაქვთ ფერმენტების თანდაყოლილი დეფიციტი, მათ შორის გარკვეული ფერმენტის ნაკლებობა, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში ამიაკის დონის მატება,

თუ გაქვთ (ან ოჯახურ ანამნეზში აღინიშნება) გენეტიკური პრობლემა - მიტოქონდრიული დარღვევა (რის გამოც მიტოქონდრია, რომელიც ჩვენ მიერ მიღებული საკვებიდან ჟანგბადსა და ნივთიერებებს უნდა გარდაქმნიდეს ენერგიად, ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმის უჯრედის სტრუქტურების გამართულად ფუნქციონირებისთვის საკმარისი რაოდენობით ენერგიის წარმოქმნას), დეპაკინი უნდა გამოიყენოთ სიფრთხილის დაცვით.

თუ უნდა ჩაგიტარდეთ ქირურგიული ოპერაცია, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

მკურნალობის დაწყებამდე ექიმი შეამოწმებს, ხართ თუ არა ორსულად და იყენებთ თუ არა კონტრაცეფციის სათანადო მეთოდს (იხილეთ თავი „ორსულობა“).

როგორც ეპილეფსიის სამკურნალო სხვა პრეპარატების შემთხვევაში, ამ პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულყრების დამძიმება ან უფრო გახშირება, მეტიც, განსხვავებული ტიპის გულყრა.

ამ პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს წონაში მატება. თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას დიეტასთან დაკავშირებით და დააკვირდება თქვენს წონას.

მცირე რაოდენობით პაციენტებთან, რომლებიც იტარებენ ეპილეფსიის მკურნალობას ისეთი პრეპარატებით, როგორიცაა დეპაკინი, ცნობილია თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები. თუ ნებისმიერ დროს ასეთი აზრები გაგიჩნდებათ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ იშვიათი გენეტიკური დაავადება - კარნიტინ პალმიტოილტრანსფერაზა (CPT) ტიპი II ფერმენტის (კუნთების მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ფერმენტი) დეფიციტი, ამ პრეპარატის გამოყენებისას უფრო მაღალია კუნთების სერიოზული დაავადების (რაბდომიოლიზი) განვითარების რისკი.

აცნობეთ ექიმს, თუ გექნებათ შემდეგი სიმპტომები: ტრემორი, ხელების და ფეხების გაშეშება და სიარულის გაძნელება (ექსტრაპირამიდული დარღვევები) ან მეხსიერების და აზროვნების დარღვევები. თქვენი ექიმი გამოიკვლევს, ამ სიმპტომებს დაავადება იწვევს, თუ დეპაკინი. შესაძლებელია საჭირო გახდეს მკურნალობის შეჩერება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენი შვილი იყენებს ეპილეფსიის სამკურნალო სხვა პრეპარატს ან აქვს სხვა ნევროლოგიური ან მეტაბოლური დაავადება ან აქვს მძიმე ფორმის ეპილეფსია.

თუ თქვენი შვილი 3 წელზე ნაკლები ასაკისაა და არ შეიძლება დეპაკინის მიღება აცეტილსალიცილის მჟავასთან (ასპირინი) ერთად.

არ მიიღოთ ალკოჰოლი დეპაკინით მკურნალობის დროს.

თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ თქვენს ექიმს.

დეპაკინის გამოყოფა ძირითადად ხდება თირკმელებიდან და, თუ გაქვთ დიაბეტი, შესაძლებელია შარდის ანალიზის შედეგი აღმოჩნდეს ცრუ დადებითი.

გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს.

დეპაკინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

უმჯობესია, დეპაკინი მიიღოთ საკვებთან ერთად.

ამ პრეპარატის გამოყენებისას არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელი.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქალებისთვის

ორსულობის დროს ვალპროატის გამოყენება ზიანს აყენებს ნაყოფს. რის გამოც:

თუ ხართ გოგონა, მოზარდი გოგონა ან რეპროდუქციული ასაკის ქალი, ექიმი დაგინიშნავთ ვალპროატს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის ეფექტური სხვა მკურნალობა ან ვერ შეეგუებით სხვა მკურნალობას. თუ შეუძლებელია სხვა მკურნალობის დანიშვნა, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ვალპროატს და უზრუნველყოფს, რომ იგი გამოიყენოთ ქვემოთ განმარტებული ძალიან მკაცრი პირობების დაცვით.

დარწმუნდით, რომ წაკითხული გაქვთ გამოყენების ინსტრუქცია პაციენტისთვის, რომელიც გადმოგცათ ექიმმა. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას რისკის დამტკიცების წლიური ფორმის შესახებ და მოითხოვს, რომ თქვენ ხელი მოაწეროთ და შეინახოთ ეს ფორმა. აღნიშნული ფორმა ადასტურებს, რომ თქვენ მოგეცათ განმარტება რისკების შესახებ და თანახმა ხართ, დაიცვათ ქვემოთ მითითებული პირობები. ამავე დროს ექიმი მოგცემთ პაციენტის საინფორმაციო ბარათს, რომელიც შეგახსენებთ ორსულობის დროს ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებს.

არ გამოიყენოთ დეპაკინი შემდეგ შემთხვევებში:

თუ ორსულად ხართ და შესაძლებელია თქვენთვის ეფექტური იყოს სხვა მკურნალობა.

თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი და არსებობს შესაძლებლობა, რომ თქვენთვის ეფექტური იქნება სხვა მკურნალობა, და არ შეგიძლიათ შეასრულოთ „ორსულობის თავიდან აცილების პროგრამის“ მოთხოვნები.

ორსულობის დროს ვალპროატის გამოყენების რისკები

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან თვლით, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად.

ორსულობის დროს ვალპროატის მიღება შეიცავს რისკს ნაყოფისთვის. ეს რისკი იზრდება იმის მიხედვით, რამდენადაც მაღალია დოზა, მაგრამ რისკს შეიცავს ნებისმიერი დოზა.

ორსული ქალების მიერ გამოყენების შემთხვევაში ვალპროატი იწვევს სერიოზულ თანდაყოლილ დეფექტებს და ბავშვების დიდ ნაწილზე ზემოქმედებს გონებრივი, მოტორული და ქცევითი უნარების განვითარების ფორმებზე. ცნობილი თანდაყოლილი დეფექტები მოიცავს შემდეგს: ზურგის ტვინის თიაქარი (არ არის სრულად განვითარებული ხერხემლის მალები); სახის, ზედა ტუჩის, სასის და ქალას მალფორმაციები (ფორმის დარღვევა); გულის, თირკმლის, საშარდე გზებისა და სასქესო ორგანოების ანომალიები; ხელის და ფეხის დეფექტები. ბავშვებში, რომლებზეც ორსულობის დროს ზემოქმედება მოახდინა ვალპროატმა, ცნობილია სმენის დარღვევის და სმენის დაკარგვის შემთხვევები.

თუ ორსულობის პერიოდში იყენებთ ვალპროატს, სხვა ქალებთან შედარებით უფრო მაღალია რისკი, გაჩნდეს ბავშვი თანდაყოლილი დეფექტით, რომელსაც ესაჭიროება მკურნალობა. რადგანაც ვიცით, რომ დედის მიერ წლების განმავლობაში ვალპროატის გამოყენების შედეგად 100 ბავშვიდან ათს აღენიშნება თანდაყოლილი დეფექტი. ხოლო ქალებში, რომლებსაც არა აქვთ ეპილეფსია, მშობიარობის შემთხვევაში 100 ბავშვიდან ასეთი დეფექტი აღენიშნება 2-3 ბავშვს.

დადგენილია, რომ ქალის მიერ ორსულობის დროს ვალპროატის გამოყენების შემთხვევაში სკოლამდელი ასაკის ბავშვების 30-40%-ს აღენიშნებათ პრობლემები განვითარების ადრეულ ეტაპზე. ასეთი ბავშვები გვიან იწყებენ სიარულს და ლაპარაკს, გონებრივი განვითარებით შესაძლებელია ჩამორჩებოდნენ სხვა ბავშვებს, შესაძლებელია ჰქონდეთ მეტყველების და მეხსიერების პრობლემები.

ვალპროატის ზემოქმედების გამო ბავშვებში უფრო ხშირია აუტისტური სპექტრის აშლილობა (განვითარების კომპლექსური დარღვევა, რომლის სიმპტომები ვლინდება სიცოცხლის პირველ წლებში, გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში და გამოხატულია ურთიერთქმედებასა და კომუნიკაციაში მკვეთრი შეფერხებით და გადახრით, ასევე შეზღუდული ინტერესებით) და ზოგიერთი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ამ ბავშვებში უფრო ხშირია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი.

თქვენი ექიმი ამ პრეპარატის დანიშვნამდე გაგაცნობთ, რა შეიძლება განუვითარდეს თქვენს შვილს, თუ ვალპროატის მიღებისას დაორსულდებით. თუ მოგვიანებით გადაწყვეტთ ბავშვის გაჩენას, არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ან ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება, სანამ ექიმს არ შეუთანხმდებით გეგმაზე, რომლითაც მკურნალობა შეიცვლება სხვა შესაძლო პრეპარატით.

თუ ხართ მშობელი ან მომვლელი გოგონასი, რომელსაც უტარდება ვალპროატით მკურნალობა, პირველი მენსტრუქციის შესახებ აცნობეთ ექიმს.

ჩასახვის საწინააღმდეგო ზოგიერთმა პრეპარატმა (ესტროგენის შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები) შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში ვალპროატის დონის დაქვეითება. მიმართეთ ექიმს თქვენთვის ყველაზე სათანადო ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდთან დაკავშირებით.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან შეარჩიეთ შემთხვევა, რომელიც თქვენ გეხებათ, და წაიკითხეთ შესაბამისი თავი:

ვიწყებ დეპაკინით მკურნალობას

ვიყენებ დეპაკინს და არ ვგეგმავ ბავშვის გაჩენას

ვიყენებ დეპაკინს და ვგეგმავ ბავშვის გაჩენას

ორსულად ვარ და ვიყენებ დეპაკინს

ვიწყებ დეპაკინით მკურნალობას

თუ ექიმი პირველად დაგინიშნავთ დეპაკინს, იგი აგიხსნით, რა რისკებს შეიცავს პრეპარატი ბავშვისთვის დაორსულების შემთხვევაში. თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის, მკურნალობის პერიოდში დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ იყენებთ არანაკლებ ერთ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდს. თუ გესაჭიროებათ ინფორმაცია ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ოჯახის დაგეგმვის კლინიკას.

მნიშვნელოვანი გაფრთხილებები:

მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი დარწმუნდება, რომ თქვენთვის შეუძლებელია ვალპროატის გარდა სხვა მკურნალობის დანიშვნა.

დეპაკინით მკურნალობის დაწყებამდე ორსულობაზე ტესტის შედეგად უნდა გამოირიცხოს ორსულობის რისკი, რაც უნდა დაადასტუროს თქვენმა ექიმმა.

დეპაკინით მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენოთ არანაკლებ ერთი ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდი (უმჯობესია სპირალი ან ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტი) ან განსხვავებული მოქმედების ორი ეფექტური მეთოდი (მაგალითად, პრეპარატი და კონდომი).

ექიმთან უნდა განიხილოთ თქვენთვის ყველაზე სათანადო ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი. ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობის თავიდან აცილების შესახებ და კონტრაცეფციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მოგცემთ სპეციალისტთან მიმართვას.

რეგულარულად უნდა შეხვდეთ ეპილეფტოლოგს (არანაკლებ წელიწადში ერთხელ). ვიზიტის დროს ექიმი დარწმუნდება, რომ თქვენთვის ცნობილია და გასაგებია ორსულობის პერიოდში ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა რისკი და რეკომენდაცია.

კონტრაცეფციის შეწყვეტამდე ექიმს აცნობეთ, რომ გსურთ ბავშვის გაჩენა.

თუ თვლით, რომ ხართ ან შესაძლებელია იყოთ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ეპილეფტოლოგს.

ვიყენებ დეპაკინს და არ ვგეგმავ ბავშვის გაჩენას

თუ აგრძელებთ ვალპროატით მკურნალობას და არ გეგმავთ დაორსულებას, დარწმუნდით, რომ დეპაკინით მკურნალობის პერიოდში იყენებთ არანაკლებ ერთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს. თუ გესაჭიროებათ ინფორმაცია ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ოჯახის დაგეგმვის კლინიკას.

მნიშვნელოვანი გაფრთხილებები:

თქვენი ექიმი რეგულარულად (არანაკლებ წელიწადში ერთხელ) შეამოწმებს, შესაძლებელია თუ არა თქვენთვის ვალპროატის გარდა სხვა მკურნალობის დანიშვნა.

დეპაკინით მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენოთ არანაკლებ ერთი ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდი (უმჯობესია სპირალი ან ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტი) ან განსხვავებული მოქმედების ორი ეფექტური მეთოდი (მაგალითად, პრეპარატი და კონდომი).

თქვენს ექიმთან უნდა განიხილოთ თქვენთვის ყველაზე სათანადო ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი. ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობის თავიდან აცილების შესახებ და კონტრაცეფციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მოგცემთ სპეციალისტთან მიმართვას.

რეგულარულად უნდა შეხვდეთ ეპილეფტოლოგს (არანაკლებ წელიწადში ერთხელ). ვიზიტის დროს ექიმი დარწმუნდება, რომ თქვენთვის ცნობილია და გასაგებია ორსულობის პერიოდში ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა რისკი და რეკომენდაცია.

კონტრაცეფციის შეწყვეტამდე ექიმს აცნობეთ, რომ გსურთ ბავშვის გაჩენა.

თუ თვლით, რომ ხართ ან შესაძლებელია იყოთ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ეპილეფტოლოგს.

ვიყენებ დეპაკინს და ვგეგმავ ბავშვის გაჩენას

თუ ქალი ორსულობის პერიოდში იღებდა ვალპროატს, მის შვილი არის სერიოზული რისკის ქვეშ თანდაყოლილი დეფექტების და მძიმე ინვალიდობის გამომწვევი განვითარების პრობლემების თვალსაზრისით. თუ გეგმავთ ბავშვის გაჩენას, უპირველეს ყოვლისა, მიმართეთ ეპილეფტოლოგს.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ დეპაკინის მიღება ან ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება. ექიმი მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას და ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობის დადგენამდე შეფასების მიზნით მოგცემთ ეპილეფტოლოგთან მიმართვას. ექიმს შეუძლია მიიღოს სხვადასხვა სახის ზომა, რათა თქვენმა ორსულობამ ჩაიაროს, რამდენადაც შესაძლებელია, კომფორტულად და შემცირდეს თქვენთან ან მუცლადმყოფ ბავშვთან დაკავშირებული რისკები.

ექიმი ყველა შესაძლებელ ზომას მიმართავს, რათა დაორსულებამდე დიდი ხნით ადრე შეწყვიტოთ დეპაკინით მკურნალობა: ეს ნიშნავს შემდეგს, იგი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენი დაავადება სტაბილურია. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ეს შეუძლებელია, იხილეთ ქვემოთ მოცემული თავი („ორსულად ვარ და ვიყენებ დეპაკინს“).

როდესაც ეცდებით დაორსულებას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ფოლიუმის მჟავას გამოყენებასთან დაკავშირებით. ზოგადად ფოლიუმის მჟავამ შესაძლებელია შეამციროს ზურგის ტვინის თიაქრის რისკი და სპონტანური აბორტის რისკი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერი ორსულობის დროს. მაგრამ შეუძლებელია ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი დეფექტების რისკის შემცირება.

მნიშვნელოვანი გაფრთხილებები:

ექიმის მითითების გარეშე არ შეწყვიტოთ დეპაკინის მიღება.

არ შეწყვიტოთ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება, სანამ ექიმთან ერთად არ დასახავთ გეგმას, რათა უზრუნველყოფილი იქნას დაავადების კონტროლი და შემცირდეს თქვენი შვილის წინაშე არსებული რისკები.

თავდაპირველად დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან. ვიზიტის დროს ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენთვის ცნობილია და გასაგებია ორსულობის დროს ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა რისკი და რეკომენდაცია.

ექიმი ეცდება, რომ თქვენ შეწყვიტოთ დეპაკინით მკურნალობა დაორსულებამდე დიდი ხნით ადრე.

თუ თვლით, რომ ხართ ან შესაძლებელია იყოთ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ეპილეფტოლოგს.

ორსულად ვარ და ვიყენებ დეპაკინს

ბავშვები, რომელთა დედები ორსულობის დროს იყენებდნენ ვალპროატს, არიან სერიოზული რისკის ქვეშ განვითარების პრობლემების თვალსაზრისით, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ თანდაყოლილი დეფექტები და მძიმე ინვალიდობა. თუ იყენებთ ვალპროატს და თვლით, რომ ხართ ან შესაძლებელია იყოთ ორსულად, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმის მითითების გარეშე, რადგანაც შესაძლებელია დაავადების დამძიმება.

ექიმი მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

ექიმი ეცდება, შეაჩეროს მკურნალობა, და შეაფასებს სხვა ნებისმიერი მკურნალობის შესაძლებლობას. იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ორსულობის დროს დეპაკინი წარმოადგენს მკურნალობის ერთადერთ გზას:

ექიმმა შესაძლებელია თქვენ და თქვენს პარტნიორს მოგცეთ მიმართვა სპეციალისტთან, რომლისგანაც შეძლებთ ინფორმაციის და მხარდაჭერის მიღებას ორსულობის დროს ვაპლროატის ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

ექიმი-სპეციალისტი ეცდება, შეამციროს დანიშნული დოზა.

თქვენ იქნებით ძალიან ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, რათა დაავადება დაექვემდებაროს კონტროლს და ამავე დროს გაკონტროლდეს მუცლადმყოფი ბავშვის განვითარება.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ფოლიუმის მჟავას გამოყენებასთან დაკავშირებით. ზოგადად ფოლიუმის მჟავამ შესაძლებელია შეამციროს ზურგის ტვინის თიაქრის რისკი და სპონტანური აბორტის რისკი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერი ორსულობის დროს. მაგრამ ამასთანავე შეუძლებელია ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი დეფექტების რისკის შემცირება.

მშობიარობამდე: ექიმი დაგინიშნავთ გარკვეულ ვიტამინებს. რის გამოც ეს პრეპარატი ბავშვში არ გამოიწვევს პირველივე დღეებში სისხლდენას ან ძვლის დაზიანებას.

მშობიარობის შემდეგ: ამასთანავე სისხლდენის პროფილაქტიკისთვის შესაძლებელია თქვენს შვილს დაუნიშნონ K ვიტამინის ინექცია.

ბავშვობის პერიოდი: ექიმებს, რომლებიც გასინჯავენ თქვენს ბავშვს, აცნობეთ, რომ ორსულობის დროს მკურნალობდით ვალპროატით. საჭიროებისას თქვენი ექიმი განახორციელებს ბავშვის ნევროლოგიურ განვითარებაზე ინტენსიური დაკვირვების პროგრამას, რათა, რამდენადაც შესაძლებელია, ადრეულ ეტაპზე უზრუნველყოფილი იქნას სპეციალური მოვლა.

მნიშვნელოვანი გაფრთხილებები:

თუ თვლით, რომ ხართ ან შესაძლებელია იყოთ ორსულად, დაუყოვნებლივ დაგეგმეთ ვიზიტი ეპილეფტოლოგთან.

არ შეწყვიტოთ დეპაკინის მიღება ექიმის მითითების გარეშე.

ეპილეფტოლოგი შეაფასებს ყველა შესაძლებლობას, რათა შეაჩეროს მკურნალობა.

ექიმმა უნდა მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია ორსულობის დროს დეპაკინით მკურნალობასთან დაკავშირებული რისკების, მათ შორის ტერატოგენული და ბავშვის განვითარებაზე ზემოქმედების შესახებ.

დარწმუნდით, რომ თქვენ მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც განახორციელებს მშობიარობამდე დაკვირვებას მოსალოდნელი ინვალიდობის განვითარების დადგენის მიზნით.

ექიმებს, რომლებიც აკვირდებიან თქვენს შვილს, აცნობეთ, რომ ორსულობის დროს იყენებდით დეპაკინს. განხორციელდება თქვენი ბავშვის ნევროლოგიურ განვითარებასთან დაკავშირებული ინტენსიური მონიტორინგის პროგრამა.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, უნდა გყავდეთ თუ არა ბავშვი ძუძუთი კვებაზე დეპაკინით მკურნალობის პერიოდში. ექიმის ნებართვის გარეშე არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, სანამ ბავშვს ძუძუს აწოვებთ.

სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა

დეპაკინით მკურნალობის დაწყებისას ან ეპილეფსიის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად დეპაკინის გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გაბრუების შეგრძნება და თავბრუსხვევა.

თუ შენიშნავთ ასეთ სიმპტომს ან თქვენი დაავადება ჯერ კიდევ არ ექვემდებარება კონტროლს და გრძელდება გულყრები, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან მექანიზმი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეპაკინის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ამ სამედიცინო პრეპარატის ყოველი 5 მილილიტრიანი დოზა შეიცავს 40 მგ ნატრიუმს. ეს გარემოება მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პაციენტებთან, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის კონტროლით.

ეს სამედიცინო პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რის გამოც შესაძლებელია გამოიწვიოს (სავარაუდოდ გვიანი) ალერგიული რეაქციები.

ეს სამედიცინო პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს და საქაროზას. თუ ადრე ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ ინტოლერანტობა (აუტანლობა), ამ სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული ლამოტრიჯინი (შესაძლებელია გაზარდოს ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (სერიოზული დაავადება, გამოხატული კანზე სითხით სავსე ბუშტუკებით) რისკი),

ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, ტოპირამატი, ზონისამიდი (შესაძლებელია ენცეფალოპათიის (დაავადება, რომელიც ზემოქმედებს თავის ტვინის ქსოვილზე) რისკთან ერთად გაზარდოს ჰიპერამონიემიის (მეტაბოლური დაავადება, გამოწვეული სისხლში ამიაკის დონის მატებით) რისკი),

ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული კარბამაზეპინი, ფელბამატი, რუფინამიდი (შესაძლებელია გამოიწვიოს ჭარბი დოზირების სიმპტომები),

შიდსის და აივ ვირუსით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული ზიდოვუდინი (შესაძლებელია გაზარდოს არასასურველი რეაქციების რისკი),

არ შეიძლება დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებულ მცენარეულ პრეპარატთან - კრაზანასთან ერთად მიღება.

დეპაკინმა შესაძლებელია გაზარდოს თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის შემდგომ მოსალოდნელი გართულებების პროფილაქტიკისთვის გამოყენებული ნიმოდიპინის ზემოქმედება,

ესტროგენის შემცველმა პრეპარატებმა (მათ შორის ჩასახვის საწინააღმდეგო ზოგიერთმა პრეპარატმა) შესაძლებელია დააქვეითოს სისხლში ვალპროატის დონე,

ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი რიფამპიცინი (შესაძლებელია გამოიწვიოს გულყრის რისკი),

ზოგიერთი ანტიბიოტიკი, როგორიცაა იმიპენემი, პანიპენემი, მეროპენემი (შესაძლებელია გამოიწვიოს გულყრის რისკი),

მომატებული თვალშიგა წნევის (გლაუკომა) სამკურნალოდ გამოყენებული აცეტაზოლამიდი (შესაძლებელია ენცეფალოპათიის (დაავადება, რომელიც ზემოქმედებს თავის ტვინის ქსოვილზე) რისკთან ერთად გაზარდოს ჰიპერამონიემიის (მეტაბოლური დაავადება, გამოწვეული სისხლში ამიაკის დონის მატებით) რისკი),

დიაგნოსტირების მიზნით ან ქირურგიულ პროცედურებში გამოყენებული საანესთეზიო პრეპარატი პროპოფოლი (ვალპროატმა შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში პროპოფოლის დონის მატება),

განსაკუთრებით 3 წლამდე ასაკის ბავშვებში მოერიდეთ აცეტილსალიცილის მჟავასთან (ასპირინი) ერთად ამ პრეპარატის გამოყენებას.

ამ პრეპარატებმა შესაძლებელია შეცვალონ დეპაკინის ზემოქმედება და გამოიწვიონ არასასურველი რეაქციები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს გაფრთხილებები ეხება გარკვეული პერიოდით ადრე ან მომავალში ნებისმიერ დროს გამოყენებულ პრეპარატებს.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოიყენება დეპაკინი?

ვალპროატით მკურნალობა უნდა დანიშნოს და დაკვირვება აწარმოოს ექიმმა, რომელიც არის ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის სპეციალისტი. გოგონებს, მოზარდ გოგონებს ან რეპროდუქციული ასაკის ქალებს ეს მკურნალობა ენიშნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა პრეპარატებით მკურნალობა არ არის ეფექტური ან ვლინდება სხვა მკურნალობის მიმართ შეუგუებლობა. თუ შეუძლებელია სხვა მკურნალობის დანიშვნა, ექიმი დაგინიშნავთ ვალპროატს და უზრუნველყოფს, რომ იგი გამოიყენოთ ქვემოთ განმარტებული ძალიან მკაცრი პირობების დაცვით (განსაზღვრულია „ორსულობის თავიდან აცილების პროგრამაში“). ექიმმა-სპეციალისტმა წელიწადში არანაკლებ ერთხელ უნდა შეაფასოს მკურნალობის საჭიროება.

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

ექიმი პრეპარატის დოზას განსაზღვრავს თქვენი დაავადებიდან გამომდინარე. თქვენთვის ყველაზე სათანადო დოზა განისაზღვრება ასაკის, წონის და პრეპარატზე პასუხის მხედველობაში მიღებით. რის გამოც ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს რეგულარული შემოწმება და საჭიროებისას ანალიზების ჩატარება, რომლითაც გაიზომება სისხლში პრეპარატის დონე.

ეპილეფსიის მკურნალობის დროს:

დეპაკინით მკურნალობის დაწყება (პერორალური მიღება):

პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ სხვა ანტიეპილეფსიურ (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებულ) მკურნალობას, დოზა უნდა გაიზარდოს 2-3 დღიანი ინტერვალებით და ერთი კვირის განმავლობაში უნდა მიაღწიოს ყველაზე სათანადო დოზას.

სხვა ანტიეპილეფსიური (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული) მკურნალობიდან დეპაკინზე გადასვლისას საჭიროა დეპაკინის დოზა ნელ-ნელა გაიზარდოს ორი კვირის განმავლობაში, დარეგულირდეს ყველაზე სათანადო დოზა და შემცირების გზით შეწყდეს სხვა პრეპარატებით მკურნალობა.

საჭიროებისას სხვა ანტიეპილეფსიური (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული) პრეპარატი უნდა დაემატოს დოზის ნელ-ნელა გაზრდით.

დოზა:

საწყისი დოზა, როგორც წესი, არის დღეში 10-15 მგ/კგ, რომელსაც გაზრდიან ყველაზე სათანადო დოზამდე.

24 საათის განმავლობაში საშუალო დოზა:

ჩვილებსა და ბავშვებში 30 მგ/კგ (უპირატესობა უნდა მიენიჭოს ხსნარს, რომელსაც იღებენ პერორალურად).

მოზარდებსა და მოზრდილებში 20-30 მგ/კგ (უპირატესობა უნდა მიენიჭოს კუჭში ხსნად ტაბლეტს ან ქრონოს).

დეპაკინით მკურნალობა ეს არის ხანგრძლივი მკურნალობა. თქვენი ექიმი გაცნობებთ, რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება მკურნალობა.

ბიპოლარული აშლილობიდან გამომდინარე მანიების პროფილაქტიკის და მკურნალობის დროს:

რეკომენდებული საწყისი დოზაა დღეში 20 მგ/კგ ნატრიუმის ვალპროატი. ბიპოლარული აშლილობის დროს შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის რეკომენდებული დოზაა დღეში 1000 მგ-დან 2000 მგ-მდე. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაზრდა არაუმეტეს 3000 მგ-მდე.

თქვენი ექიმი ინდივიდუალურად დაგინიშნავთ პროფილაქტიკური მკურნალობისთვის ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას.

გამოყენების გზა და მეთოდი:

მიიღება პერორალურად.

დეპაკინის სიროფის შეფუთვაში არის დანაყოფებიანი დოზირების შპრიცი.

დღიური დოზა უმჯობესია მიეცეს პაციენტს საკვებთან ერთად.

1 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებს 2 ჯერზე

1 წელზე მეტი ასაკის პაციენტებს 3 ჯერზე

  • დააჭირეთ ბოთლს და გახსენით.
  • დანაყოფებიანი საზომი შპრიცი მოათავსეთ ბოთლში და აავსეთ შპრიცი.
  • შპრიცის დგუში დაარეგულირეთ, სანამ არ შეარჩევთ რეცეპტში მითითებულ დოზას. დოზა ამოიკითხეთ დგუშზე მოცემულ აღნიშვნაზე.
  • გაზომილი დოზა მიეცით პაციენტს კოვზით ან ჭიქით ან უშუალოდ მოათავსეთ პირში. სიროფის გამოყენების შემდეგ ბოთლს დაახურეთ თავსახური, შპრიცი გაასუფთავეთ წყლით.

დოზის ამოკითხვის დონე

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

სიროფის ფორმას უპირატესობა უნდა მიენიჭოს 11 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

კომპლექსური პარციალური კრუნჩხვებისას (ეპილეფსიის ტიპი) გამოყენებული უნდა იქნას 10 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში.

არ არის შეფასებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ბიპოლარული აშლილობებიდან გამომდინარე მანიების პროფილაქტიკის და მკურნალობის დროს ვალპროატის უვნებლობა და ეფექტურობა.

ასაკოვნებში გამოყენება:

ასაკოვნებში დეპაკინის დოზის კორექტირება უნდა მოხდეს იმის მიხედვით, რამდენად ექვემდებარება გულყრები კონტროლს.

გამოყენების სპეციალური პირობები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა, შესაძლებელია საჭირო გახდეს ექიმის მიერ დეპაკინის დოზის შემცირება.

თუ თვლით, რომ დეპაკინის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ დეპაკინი საჭიროზე მეტი რაოდენობით:

დეპაკინის ჭარბი დოზა შესაძლებელია იყოს სახიფათო.

თუ შემთხვევით გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით დეპაკინი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დეპაკინის გამოყენება:

თუ დაგავიწყდათ რომელიმე დღიური დოზის მიღება, გახსენებისთანავე დალიეთ. მაგრამ თუ მოახლოებულია მომდევნო დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს ექიმის მიერ რეკომენდებული სახით. ერთზე მეტი დოზის გამოტოვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

დავიწყებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

დეპაკინით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს უწყვეტად, არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე რაიმე სახის ცვლილება ან შეწყვეტა. მკურნალობა უნდა შეწყდეს ეტაპობრივად. მკურნალობის უეცრად შეწყვეტამ (ან დოზის მნიშვნელოვნად შემცირებამ) შესაძლებელია გამოიწვიოს გულყრების ხელახლა განვითარება.

  • რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, დეპაკინის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი რეაქციები.

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში წარმოდგენილი სახით:

ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.

ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ დეპაკინის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

სერიოზული და სიცოცხლისთვის სახიფათო ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი) ან პანკრეასის დაზიანება (პანკრეატიტი), რომელიც შესაძლებელია დაიწყოს უეცრად და მიმდინარეობდეს შემდეგი სიმპტომებით: დაღლილობა, უმადობა, სისუსტე, გაბრუება, გულისრევა, ღებინება და ნაწლავების ტკივილი

ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (ალერგიული რეაქცია)

სახის და/ან ყელის უეცარი შეშუპება, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და სახიფათო იყოს სიცოცხლისთვის (ანგიოედემა)

სერიოზული ალერგიული რეაქცია (წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი), რომელიც მოიცავს რამდენიმე სიმპტომს: ცხელება, კანზე გამონაყარი, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ღვიძლის დაზიანება, თირკმლის დაზიანება და სისხლის ანალიზის შედეგებში დარღვევები, გამოხატული ზოგიერთი ტიპის ლეიკოციტების რაოდენობის ზრდით (ეოზინოფილია);

კანზე ინტენსიური გამონაყარი, რომელიც პერიოდულად გამოხატულია პირის მიდამოში სითხით სავსე ბუშტუკებით (მულტიფორმული ერითემა), და სიცოცხლისთვის სახიფათო კანის სერიოზული რეაქცია, რომელიც იწყება უეცრად, მთელს სხეულზე გავრცელებული, მტკივნეული წითელი გამონაყარით, შემდეგ გრძელდება დიდი ზომის ბუშტუკებით და დასრულდება კანის ფენის აქერცვლით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), და კანის იშვიათი დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ტუჩების, თვალების, პირის ღრუს, ცხვირისა და სასქესო ორგანოების მიდამოში წარმოქმნილი დიდი ბუშტუკებით და სისხლდენით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)

წამლისმიერი რეაქცია სისხლში ეოზინოფილების (გარკვეული ტიპის ალერგიის უჯრედი) რაოდენობის მატებით და ზოგიერთი სიმპტომის თანხლებით, რომელიც ზემოქმედებს მთელს ორგანიზმზე (DRESS). ამ დროს ერთდროულად ვლინდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან არანაკლებ სამი სიმპტომი: კანის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, სისხლში ეოზინოფილების რაოდენობის მატება, ცხელება, ლიმფური ჯირკვლების გადიდება ან ერთი ან ერთზე მეტი დაავადება, რომელიც ზემოქმედებს მთელს ორგანიზმზე (როგორიცაა ღვიძლის ანთება, თირკმლის ანთება, პნევმონია, გულის კუნთის ანთება და პერიკარდიუმის ანთება).

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

ასეთი ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციები საკმაოდ იშვიათია.

სხვა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები:

კონგენიტალური (თანდაყოლილი) დეფექტები და ფსიქიკური და ფიზიკური განვითარების დარღვევები (იხილეთ თავი 2 „ორსულობა და ლაქტაცია“)

ძალიან ხშირი:

გულისრევა

კანკალი (ტრემორი)

ხშირი:

მკურნალობის დაწყებისას: ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი

წონაში მატება

თავის ტკივილი

კრუნჩხვა (კონვულსიები)

მეხსიერების დარღვევები

დეზორიენტაცია (კონფუზია), აგრესია, ყურადღების დეფიციტი, შფოთვა, დაძაბულობა (აჟიტირება), ჰალუცინაციები (არარსებული ობიექტის დანახვა, გაგონება ან შეგრძნება)

ექსტრაპირამიდული დარღვევები (სიმპტომები, როგორიცაა კანკალი, ფეხებში სიმძიმე და სიარულის გაძნელება)*.

შარდის შეუკავებლობა

გაშეშება, შოკური მდგომარეობა ან აზროვნების შენელება (სტუპორი)

პრეპარატის ზემოქმედებიდან გამომდინარე სიმშვიდე (სედაცია)

თვალების სწრაფი და უკონტროლო მოძრაობა (ნისტაგმი)

სმენის დაკარვა

ღრძილების დაავადებები (გინგივალური დარღვევები), გამოხატული ღრძილების ზრდით (ღრძილის ჰიპერტროფია)

პირის ღრუში ტკივილი და შეშუპება, პირის ღრუში დაზიანება ან წვის შეგრძნება (სტომატიტი)

თმის ცვენა (ალოპეცია)

მენსტრუალური დარღვევები (არარეგულარული მენსტრუაცია)

ღვიძლის დაავადება

სისხლდენა (ჰემორაგია)

გულისრევა ან თავბრუსხვევა

ფრჩხილის ან ფრჩხილის სარეცლის დაავადებები

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია)

სისხლში ნატრიუმის რაოდენობის შემცირება (ჰიპონატრემია)

არახშირი:

არასათანადო ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის სინდრომი (ორგანიზმში გარკვეული ჰორმონის ჭარბი რაოდენობით გამომუშავებიდან გამომდინარე სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება, რაც იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას, და მასთან დაკავშირებული სისუსტე, დაღლილობა ან დეზორიენტაცია)

კომა

დაავადება, რომელიც ზემოქმედებს თავის ტვინის ქსოვილზე (ენცეფალოპათია)

დაღლილობა, ძილიანობა ან ენერგიის ნაკლებობის შეგრძნება (ლეთარგია)

შექცევადი პარკინსონის სინდრომი*

კოორდინირებული მოძრაობის გაძნელება (ატაქსია)

ხელებში და ფეხებში დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია)

თმის ქსოვილის ანომალია, თმის ფერის ცვლილება, თმის ზრდის ანომალია

კანზე გამონაყარი ან ჭინჭრის ციება

ჭარბთმიანობა, განსაკუთრებით ქალებში მასკულინიზაცია (ვირილიზმი), ქალებში სახეზე და სხეულზე ჭარბთმიანობა, გამონაყარი, მამაკაცური ტიპის სიმელოტე (ჰიპერანდროგენიზმი)

თირკმლის უკმარისობა

სხეულის ტემპერატურის დაქვეითება (ჰიპოთერმია)

კიდურების შეშუპება (ედემა)

ამენორეა (მენსტრუაციის არქონა)

კონვულსიების დამძიმება და სიხშირის მატება; განსხვავებული ტიპის კონვულსიების დაწყება

ფილტვის დამცავი გარსის ანთებიდან გამომდინარე (პლევრული ეფუზია) სუნთქვის გაძნელება და ტკივილი

სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება: ლეიკოციტების, ერითროციტების და თრომბოციტების (პანციტოპენია), ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია)

ცნობილია ძვლების დაავადების შემთხვევები, როგორიცაა ძვლების გამყიფება (ოსტეოპენია), ძვლის მასის შემცირება (ოსტეოპოროზი) და მოტეხილობები (ფრაქტურა). კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობთ ანტიეპილეფსიური პრეპარატით, ანამნეზში გაქვთ ოსტეოპოროზი ან იღებთ კორტიკოსტეროიდებს (ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი).

სისხლძარღვების ანთება

იშვიათი:

ეტაპობრივად გამოვლენილი მეხსიერების დარღვევები და აზროვნების უნარის დარღვევები (კოგნიტური დარღვევები, დემენცია*). ეს დარღვევები გამოსწორდება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის ან რამდენიმე თვის შემდეგ. შარდის შეკავების გაძნელება ან შარდის შეუკავებლობა (ენურეზი,)

სპერმის მოძრაობის შემცირება

საკვერცხეების დისფუნქცია (პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი)

ქცევითი აშლილობები, ფსიქომოტორული აქტივობის მატება (ძლიერი აქტივობა და მოძრაობა), სწავლის გაძნელება

აუტოიმუნური რეაქციები, რომლის დროსაც ერთდროულად თავს იჩენს სახსრების ტკივილი, კანზე გამონაყარი და ცხელება (ორგანიზმის მიერ საკუთარი უჯრედების წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნა) (სისტემური წითელი მგლურა)

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოიდიზმი)

კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული (რაბდომიოლიზი)

წონაში ძლიერი მატება (გაცხიმოვნება)

თირკმლების დაზიანება (თირკმლის უკმარისობა, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი)

თირკმლის ფუნქციების შექცევადი დარღვევა (ფანკონის სინდრომი)

ერითროციტების ზომაში მატება (მაკროციტოზი), ნორმალურზე დიდი ზომის ერითროციტები და სისხლში ჟანგბადის გადამტანი პიგმენტების რაოდენობის დაქვეითება (მაკროციტური ანემია), გრანულოციტების რაოდენობის ძლიერი შემცირება (აგრანულოციტოზი)

სისხლის უჯრედების წარმოქმნის შემცირება (ძვლის ტვინის აპლაზია), სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევები (მიელოდისპლაზია)

შედედების ფაქტორების დაქვეითება, კოაგულოგრამის შედეგში დარღვევა (INR (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) მაჩვენებლის მატება, აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის მატება)

B8 ვიტამინის (ბიოტინი)/ბიოტინიდაზას რაოდენობის შემცირება

მეტაბოლური დაავადება, გამოწვეული სისხლში ამიაკის დონის მატებით (ჰიპერამონიემია)

მხედველობის გაორება (დიპლოპია)

ძალიან იშვიათი:

მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის გადიდება (გინეკომასტია)

  • ეს სიმპტომები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს თავის ტვინის ტომოგრაფიის შედეგებთან (ცერებრალური ატროფია)

თუ გამოვლინდება რეაქცია, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

  • დეპაკინის შენახვა

დეპაკინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (25 0C-ზე დაბალ ტემპერატურაზე) მზის პირდაპირი გამოსხივებისგან დაცული სახით.

სავალდებულოა დეპაკინის სიროფის გამოყენება თავსახურის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.

გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღის დაცვით.

არ გამოიყენოთ დეპაკინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი: შპს სანოფი საღლიქ ურუნლერი

შიშლი - სტამბოლი

წარმოების ადგილი: სს სანოფი ილაჩ სან. ვე თიჯ.

ლულებურგაზი - ქირქლარელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 08.06.2020 წელს.

ამ პრეპარატთან დაკავშირებით დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სმარტფონის /ტაბლეტის ან QR კოდის წამკითხველის გამოყენებით QR კოდის სკანირების გზით.

942165

148x500

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა