ვალპროის მჟავა ჯენერისი
Ácido Valpróico Generis®
- მოქმედი ნივთიერება
- ვალპროის მჟავა (valproic acid)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №60 (6X10)
- მწარმოებელი
- Generis® Farmacêutica, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიეპილეფსიური საშუალებები, ცხიმოვანი მჟავას წარმოებულები
- ATC კოდი
- N03AG01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045832
- რეგისტრირებულია
- 2 ივლისი 2026, მოქმედებს 2 ივლისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
ვალპროის მჟავა ჯენერისი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
- მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
- აციდო ვალპროიკო ჯენერისის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს აციდო ვალპროიკო ჯენერისი და რისთვის გამოიყენება
აციდო ვალპროიკო ჯენერისი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ შემთხვევებში, როგორიცაა:
გენერალიზებული ან პარციალური კრუნჩხვები,
პირველადი გენერალიზებული: კრუნჩხვითი (კლონური, ტონიკური, ტონიკო-კლონური, მიოკლონური) და არაკრუნჩხვითი ან აბსენსის შემთხვევაში,
პარციალური: მარტივი ან კომპლექსური,
მეორადი გენერალიზებული პარციალური,
იდიოპათიური და/ან სიმპტომური გენერალიზებული (ვესტ ე ლენოქს-გასტაუტი) შერეული ფორმების მკურნალობისას.
აციდო ვალპროიკო ჯენერისი არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მანიის სამკურნალოდ, ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც შეიძლება იგრძნოთ ძლიერი აღგზნება, აჟიტირება, აღგზნება, ენთუზიაზმი ან ჰიპერაქტიურობა. მანია ვითარდება „ბიპოლარული აშლილობის“ სახელით ცნობილი მდგომარეობის დროს. ვალპროის მჟავა შეიძლება გამოყენებულ იქნას მაშინ, როდესაც ლითიუმის გამოყენება შეუძლებელია.
- ინფორმაცია აციდო ვალპროიკო ჯენერისის გამოყენებამდე
არ შეიძლება აციდო ვალპროიკო ჯენერისის გამოყენება:
თუ გაქვთ ალერგია ვალპროის მჟავაზე, ნატრიუმის ვალპროატზე ან ამ პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
თუ გაქვთ აქტიური ჰეპატიტი ან ღვიძლის აქტიური დაავადება;
თუ გაქვთ მძიმე ჰეპატიტის პირადი ან ოჯახური ისტორია, განსაკუთრებით თუ ის გამოწვეულია მედიკამენტებით;
თუ გაქვთ მიტოქონდრიული დაავადება (მაგ.: ალპერს-ჰუტენლოხერის სინდრომი), რომელიც გამოწვეულია გენეტიკური პრობლემით;
თუ გაქვთ მეტაბოლური პათოლოგიები, მაგალითად, შარდოვანას ციკლის პათოლოგია;
თუ გაქვთ კარნიტინის დეფიციტი (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება), რომელიც არ არის ნამკურნალევი.
ბიპოლარული აშლილობა
ბიპოლარული აშლილობის დროს, თუ ხართ ორსულად, არ უნდა გამოიყენოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისი.
ბიპოლარული აშლილობის დროს, თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია ბავშვის გაჩენა, არ უნდა მიიღოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისი, თუ არ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს (კონტრაცეფციას) აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში). არ შეწყვიტოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის ან თქვენი კონტრაცეფციის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ექიმი მოგცემთ დამატებით რჩევებს (იხილეთ ქვემოთ „ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება - მნიშვნელოვანი რჩევები ქალებისთვის“).
ეპილეფსია
ეპილეფსიის დროს, ორსულობის შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვა არაფერი არ მოქმედებს თქვენთვის.
ეპილეფსიის დროს, თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია ბავშვის გაჩენა, არ უნდა მიიღოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისი, თუ არ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს (კონტრაცეფციას) აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. არ შეწყვიტოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის ან თქვენი კონტრაცეფციის მიღება, სანამ ამას არ განიხილავთ ექიმთან. ექიმი მოგცემთ დამატებით რჩევებს (იხილეთ ქვემოთ „ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება - მნიშვნელოვანი რჩევები ქალებისთვის“).
თუ ფიქრობთ, რომ გაწუხებთ რომელიმე ჩამოთვლილი პრობლემა ან გაქვთ რაიმე ეჭვი, აციდი ვალპროიკო ჯენერისის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები
განაგრძეთ მედიკამენტის მიღება ექიმის მიერ დანიშნული წესით.
თუ გამოტოვეთ რამდენიმე დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ შეწყვეტთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის მიღებას
არ შეცვალოთ დოზა ან არ შეწყვიტოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, თუ შეწყვეტთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის მკურნალობას ექიმის კონსულტაციის გარეშე.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
ისინი შეიძლება იშვიათად (და მძიმედ) გამოვლინდეს, მაგრამ არა უმეტეს შემთხვევებში. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, შექცევადია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე გაუარესდება ან რამდენიმე დღეზე მეტხანს გაგრძელდება. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა:
ღებინება, გულისრევა, კუჭის ტკივილი და დიარეა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში;
თავის ტკივილი;
კანკალი, ძილიანობა, თავბრუსხვევა და სიარულის გაძნელება;
აგრესიულობა, მოუსვენრობა, ყურადღების დეფიციტი, ქცევითი პრობლემები და ჰიპერაქტიურობა;
თავბრუსხვევა;
ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება;
ჰალუცინაციები (არარსებულის დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა);
კანის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი;
თმის დროებითი ცვენა;
თმის პათოლოგიური ზრდა, თმის ტექსტურის ან ფერის ცვლილებები;
თმის ზრდის გაძლიერება, განსაკუთრებით ქალებში, ვირილიზაცია, აკნე (ჰიპერანდროგენიზმი);
ფრჩხილებისა და ფრჩხილის ძირის ცვლილებები (ხშირი);
არარეგულარული ან გამოტოვებული მენსტრუაცია, მენსტრუალური ტკივილი, საკვერცხის კისტები (პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი);
სმენის პრობლემები და სიყრუე;
ღრძილების პრობლემები (განსაკუთრებით ღრძილების ჰიპერტროფია);
პირის ღრუს ტკივილი, შეშუპება, წყლულები და წვის შეგრძნება პირში (სტომატიტი);
თვალის სწრაფი და უკონტროლო მოძრაობები;
გაორებული მხედველობა;
ალერგიული რეაქციები;
ტერფებისა და ფეხების შეშუპება (ოდემა);
წონაში მატება;
სიმსუქნე (იშვიათი);
თირკმლის პრობლემები, ღამით შარდის გამოყოფა ან გახშირებული შარდვა, შარდის შეუკავებლობა (შარდის უნებლიე გამოყოფა);
იშვიათი: ხშირი შარდვა და ძლიერი წყურვილი (ფანკონის სინდრომი);
სიხშირე უცნობია: კარნიტინის დონის შემცირება (აღმოჩენილია სისხლის ან კუნთების ანალიზებში);
სხეულის ტემპერატურის დაქვეითება;
მამაკაცის უნაყოფობა (შეიძლება შექცევადი იყოს დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ);
მეხსიერების დაკარგვა და კოგნიტური დაქვეითება;
სწავლის სირთულეები;
წვრილი სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი);
B8 ვიტამინის დონის შემცირება (ბიოტინის დეფიციტი).
აღწერილია ძვლების პრობლემები, როგორიცაა ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი (ძვლის მასის დაკარგვა), ასევე ძვლების მოტეხილობები. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ დიდი ხნის განმავლობაში იღებთ ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს, გაქვთ ოსტეოპოროზის ისტორია ან იღებთ სტეროიდებს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტს. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
ძილიანობა, ცნობიერების დარღვევა (კომის ჩათვლით), ლეთარგიული (უცნაური) ქცევა და მეხსიერების დაკარგვა, დაკავშირებული (ან არ არის დაკავშირებული) უფრო ხშირ ან მძიმე კრუნჩხვებთან, სიარულის უნარის დაკარგვასთან, განსაკუთრებით ფენობარბიტალისა და ტოპირამატის შემცველ პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას, ან ვალპროის მჟავას დოზის უეცარი ზრდისას;
განმეორებითი ღებინება, ძლიერი დაღლილობა, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, მადის დაკარგვა, კუჭის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, სიყვითლე (კანის და/ან თვალების გაყვითლება), ფეხების შეშუპება, ეპილეფსიის გაუარესება ან ზოგადი ცუდად ყოფნის შეგრძნება შეიძლება იყოს ღვიძლის ან პანკრეასის სერიოზული დაავადების ნიშნები (დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს), განსაკუთრებით შესაძლო პანკრეატიტის შემთხვევაში. თუ პანკრეატიტი დადასტურდება, უნდა შეწყვიტოთ ვალპროის მჟავას მიღება.
წონასწორობისა და კოორდინაციის პრობლემები, დაღლილობა ან ყურადღების შემცირება, რომელსაც თან ახლავს ღებინება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში ამიაკის მომატებული დონით;
სისხლის შედედების დარღვევები (ჩანს სისხლის ანალიზში);
სისხლჩაქცევები ან სპონტანური სისხლდენა;
ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს შემდეგნაირად:
კანის აქერცვლით გამოწვეული ბუშტუკები
(კანის ნებისმიერ ნაწილში (მათ შორის ტუჩებში, თვალებში, პირში, ცხვირში, სასქესო ორგანოებში, ხელებში ან ტერფებში) ბუშტუკები, აქერცვლა ან სისხლდენა გამონაყარით ან მის გარეშე, ზოგჯერ გრიპის მსგავსი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება, შემცივნება ან კუნთების ტკივილი - ეს შეიძლება იყოს „ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის“ ან „სტივენს-ჯონსონის სინდრომის“ სახელით ცნობილი მდგომარეობების ნიშნები);
კანზე გამონაყარი ან დაზიანებები ვარდისფერი/წითელი რგოლით და ფერმკრთალი ცენტრით, რასაც შესაძლოა ახასიათებდეს ქავილი, აქერცვლა ან სითხით სავსე იყოს. გამონაყარი შეიძლება განსაკუთრებით ხელისგულებზე ან ფეხის ტერფებზე გაჩნდეს. ეს შეიძლება ,,მულტიფორმული ერითემის“ ნიშნები იყოს.
ალერგიული რეაქციით გამოწვეული შეშუპება, რომელსაც თან ახლავს მტკივნეული, ქავილი გამონაყარი (ჩვეულებრივ, თვალების, ტუჩების გარშემო, ყელში და ზოგჯერ ხელებსა და ფეხებზეც), შეიძლება ანგიონევროზული შეშუპების ნიშანი იყოს;
სინდრომი, რომელიც ხასიათდება კანზე გამონაყარის, ცხელების, გადიდებული ლიმფური კვანძების და სხვა ორგანოების შესაძლო ცვლილებების გაჩენით და რომლის წარმოშობა მედიკამენტურ თერაპიას უკავშირდება; ეს შეიძლება იყოს მედიკამენტური გამონაყარის ნიშნები ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი).
ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი ვარდნა ან ძვლის ტვინის უკმარისობა, ზოგჯერ ვლინდება ცხელებით და სუნთქვის გაძნელებით;
დაბნეულობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში ნატრიუმის დონის შემცირებით ან მდგომარეობით, რომელიც ცნობილია როგორც ADH სეკრეციის სინდრომი (SIADH);
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან წონის მატება (ჰიპოთირეოზი);
ალერგიული რეაქცია სახსრების ტკივილით, დაღლილობით, კანზე გამონაყარით და ცხელებით (სისტემური წითელი მგლურა);
ექსტრაპირამიდული სიმპტომები (უნებლიე მოძრაობები);
სუნთქვის გაძნელება, ტკივილი ან ზეწოლა გულმკერდის არეში (განსაკუთრებით ჩასუნთქვისას), ქოშინი და მშრალი ხველა პლევრის ღრუში სითხის დაგროვების გამო (პლევრული ეფუზია) (იშვიათი);
კუნთების ტკივილი და სისუსტე (რაბდომიოლიზი);
თირკმლის დაავადება;
თირკმლის დაავადება (თირკმლის უკმარისობა, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს შარდის გამოყოფის შემცირებით;
კრუნჩხვების სიხშირისა და სიმძიმის მომატება;
ტრემორი, კუნთების უკონტროლო კრუნჩხვები, სიარულის არასტაბილურობა (პარკინსონიზმი, ექსტრაპირამიდული აშლილობა, ატაქსია).
აციდო ვალპროიკო ჯენერისმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების ან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება ან სისხლის წითელი უჯრედების ზომის პათოლოგიური მატება და ძვლის ტვინის დაავადება.
იშვიათი: მამაკაცის უნაყოფობა, როგორც წესი, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ და შეიძლება შექცევადი გახდეს დოზის შემცირების შემდეგ. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
უცნობია: კანისა და ლორწოვანი გარსების გამუქება (ჰიპერპიგმენტაცია).
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებში
ვალპროატის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა ბავშვებში უფრო ხშირად ან უფრო მძიმედ ვლინდება, ვიდრე მოზრდილებში. ესენია ღვიძლის დაზიანება, პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი), აგრესია, მოუსვენრობა, ყურადღების დეფიციტი, ქცევითი პრობლემები, ჰიპერაქტიურობა და სწავლის სირთულეები.
სიფრთხილის ზომები
ორსულობის დროს აციდო ვალპროიკო ჯენერისმა, ვალპროის მჟავამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს. თუ თქვენ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი, ვალპროის მჟავათი მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი. ექიმი განიხილავს ამას თქვენთან. გთხოვთ, ასევე იხილოთ ინფორმაცია, რომელიც მოცემულია ამ ინსტრუქციის ნაწილში 2.
დაუყოვნებლივ დანიშნეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გეგმავთ ორსულობას ან ეჭვი გაქვთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ.
არ შეწყვიტოთ ვალპროის მჟავას მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს გამოყენებისთვის. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
თუ რაიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს აციდო ვალპროიკო ჯენერისი და რისთვის გამოიყენება?
- ინფორმაცია აციდო ვალპროიკო ჯენერისის გამოყენებამდე
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ვალპროატის ეფექტზე ან პირიქით. ესენია:
კარბაპენემები (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
ნეიროლეფსიური საშუალებები (გამოიყენება ფსიქოლოგიური აშლილობების სამკურნალოდ);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
ბენზოდიაზეპინები, რომლებიც გამოიყენება შფოთვის სამკურნალოდ ან საძილე აბების სახით;
ლითიუმი;
რუფინამიდი;
აცეტაზოლამიდი;
პროტეაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა ლოპინავირი, რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);
ქოლესტირამინი;
სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ, მათ შორის ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი, ლამოტრიგინი, კარბამაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი;
კვეტიაპინი, ოლანზაპინი (გამოიყენება ფსიქიატრიული პათოლოგიების სამკურნალოდ);
კლოზაპინი (ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობების სამკურნალოდ);
ზიდოვუდინი (გამოიყენება აივ ინფექციის ან შიდსის სამკურნალოდ);
მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის);
სალიცილატები (ასპირინი - იხილეთ აგრეთვე განყოფილება „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის);
ანტიკოაგულანტები (გამოიყენება თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად);
ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ);
ერითრომიცინი, რიფამპიცინი;
პროპოფოლი (გამოიყენება ანესთეზიისთვის);
ნიმოდიპინი;
ესტროგენის შემცველი მედიკამენტები (მათ შორის პერორალური კონტრაცეპტივები);
მეტამიზოლი (გამოიყენება ტკივილისა და სიცხის სამკურნალოდ;
კანაბიდიოლი (გამოიყენება ეპილეფსიის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ),
პივალატის შემცველი ზოგიერთი ანტიინფექციური საშუალება (მაგ. პივამპიცილინი, ადეფოვირი დიპივოქსილი),
მეტოტრექსატი (გამოიყენება კიბოს და ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ).
შესაძლოა, აციდო ვალპროიკო ჯენერისმა გავლენა მოახდინოს ამ და სხვა მედიკამენტებზე ან მის მოქმედებაზე. შესაძლოა, დაგჭირდეთ პრეპარატის დოზის ხელახლა კორექტირება, ან სხვა მედიკამენტების მიღება. თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგცემთ რჩევებს და დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი მედიკამენტების მიმართ უნდა იყოთ უფრო ფრთხილად ან თუნდაც თავი აარიდოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის დროს.
აციდო ვალპროიკო ჯენერისის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
აციდო ვალპროიკო ჯენერისის მიღება შესაძლებელია საკვებთან და/ან სასმელთან ერთად.
მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება რეკომენდებული არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მნიშვნელოვანი რჩევები ქალებისთვის
ბიპოლარული აშლილობა
ბიპოლარული აშლილობის შემთხვევაში, ორსულობის შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისი.
ბიპოლარული აშლილობის შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია ბავშვის გაჩენა, არ უნდა მიიღოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისი, თუ არ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს (კონტრაცეფციას) აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში). არ შეწყვიტოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის ან თქვენი კონტრაცეფციის მიღება, სანამ ამას არ განიხილავთ ექიმთან. ექიმი მოგცემთ დამატებით რჩევებს.
ეპილეფსია
ეპილეფსიის დროს არ უნდა გამოიყენოთ აციდო ვალპროკო ჯენერისი ორსულობის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვა არაფერი არ მოქმედებს თქვენთვის.
ეპილეფსიის დროს, თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია ბავშვის გაჩენა, არ უნდა მიიღოთ აციდო ვალპროკო ჯენერისი, თუ არ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს (კონტრაცეფციას) აციდო ვალპროკო ჯენერისით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. არ შეწყვიტოთ აციდო ვალპროკო ჯენერისის ან თქვენი კონტრაცეფციის მიღება, სანამ ამას არ განიხილავთ ექიმთან. ექიმი მოგცემთ დამატებით რჩევებს.
ორსულობის დროს ვალპროატის მიღების რისკები (მიუხედავად იმისა, თუ რომელი დაავადების დროს გამოიყენება ვალპროატი).
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გეგმავთ ბავშვის გაჩენას ან ხართ ორსულად.
ორსულობის დროს ვალპროატის მიღება სარისკოა. რაც უფრო მაღალია დოზა, მით უფრო მაღალია რისკები, მაგრამ ყველა დოზის მიღება იწვევს რისკს, მათ შორის, როდესაც ვალპროატი გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ სხვა მედიკამენტებთან ერთად.
მას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები და გავლენა მოახდინოს ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, ანუ ბავშვის განვითარებაზე დაბადების შემდეგ.
ყველაზე ხშირად აღწერილი თანდაყოლილი დეფექტებია spina bifida (როდესაც ხერხემლის ძვლები სათანადოდ არ არის განვითარებული); სახის და თავის ქალის მანკები; გულის, თირკმლის, საშარდე გზების და სასქესო ორგანოების მანკები; კიდურების დეფექტები და მრავლობითი თანმხლები მანკები, რომლებიც გავლენას ახდენენ სხეულის რამდენიმე ორგანოსა და ნაწილზე. თანდაყოლილმა დეფექტებმა შეიძლება გამოიწვიოს შეზღუდული შესაძლებლობები, რაც შეიძლება სერიოზული იყოს. სმენის პრობლემები ან სიყრუე დაფიქსირდა ბავშვებში, რომლებიც ორსულობის დროს ვალპროატის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
თუ ორსულობის დროს იღებთ ვალპროატს, სხვა ქალებთან შედარებით თქვენს შემთხვევაში არსებობს უფრო მაღალი რისკი, რომ თქვენს ბავშვს აღენიშნებოდეს თანდაყოლილი დეფექტები, რომელიც სამედიცინო მკურნალობას მოითხოვს. ვინაიდან ვალპროატი მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენება, ცნობილია, რომ ვალპროატის მიმღები ქალების მიერ დაბადებული 100 ბავშვიდან დაახლოებით 11-ს თანდაყოლილი დეფექტები აქვს. შედარებისთვის, ეპილეფსიის არმქონე ქალების მიერ დაბადებული 100 ბავშვიდან 2-დან 3-ს თანდაყოლილი დეფექტები აქვს.
ორსულობის დროს ვალპროატის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბავშვებში დაფიქსირდა თვალის მანკები, ხშირად სხვა თანდაყოლილ დეფექტებთან ერთად. თვალის ამ მანკებმა შეიძლება მხედველობა დააქვეითოს.
სკოლამდელი ასაკის ბავშვების დაახლოებით 30–40%-ს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს იღებდნენ ვალპროატს, შეიძლება აღენიშნებოდეთ განვითარების დარღვევები. დაავადებულ ბავშვებს შეიძლება აღენიშნებოდეთ სიარულისა და ლაპარაკის შეფერხება, ინტელექტუალურად იყვნენ უფრო ჩამორჩენილები და ჰქონდეთ მეტყველებისა და მეხსიერების პრობლემები.
აუტისტური სპექტრის აშლილობები უფრო ხშირად დიაგნოზირებულია ბავშვებში, რომლებიც ორსულობის დროს ვალპროატის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და არსებობს მტკიცებულება, რომ ბავშვებს შეიძლება უფრო მეტად განუვითარდეთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) სიმპტომები.
მ მედიკამენტის დანიშვნამდე ექიმი აგიხსნით, რა შეიძლება დაემართოს თქვენს პატარას, თუ ვალპროატის მიღების დროს დაორსულდებით. თუ მოგვიანებით გადაწყვეტთ ბავშვის გაჩენას, არ უნდა შეწყვიტოთ მედიკამენტის ან კონტრაცეფციის მეთოდის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ თქვენ ხართ ვალპროატით მკურნალობის პროცესში მყოფი გოგონას მშობელი ან მზრუნველი, უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, როგორც კი თქვენს შვილს მენსტრუაცია დაეწყება.
გარკვეულ ორალურ კონტრაცეპტივებს (ესტროგენის შემცველ კონტრაცეპტივებს) შეუძლიათ სისხლში ვალპროატის დონის შემცირება. აუცილებელია ექიმთან განიხილოთ, თუ რომელი კონტრაცეფციის მეთოდია თქვენთვის საუკეთესო.
თუ დაორსულებას ცდილობთ, მიმართეთ ექიმს ფოლიუმის მჟავას მიღების შესახებ. ფოლიუმის მჟავამ შეიძლება შეამციროს spina bifida-ს და ადრეული აბორტის ზოგადი რისკი, რომელიც ყველა ორსულობაში არსებობს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეამციროს ვალპროატის მიღებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი დეფექტების რისკი.
გთხოვთ, აირჩიოთ ქვემოთ აღწერილი სიტუაციები, რომლებიც თქვენ გეხებათ და წაიკითხოთ ისინი:
ვიწყებ მკურნალობას აციდო ვალპროიკო ჯენერისით.
ვიღებ აციდო ვალპროიკო ჯენერისს და ორსულობას არ ვგეგმავ.
ვიღებ აციდო ვალპროიკო ჯენერისს და ვგეგმავ ორსულობას.
ორსულად ვარ და ვიღებ აციდო ვალპროიკო ჯენერისს.
ვიწყებ მკურნალობას აციდო ვალპროიკო ჯენერისით
თუ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აციდო ვალპროიკო ჯენერისი დაგინიშნეს, ექიმი აგიხსნით რისკებს, რომლებიც შეიძლება დაორსულების შემთხვევაში თქვენს ჩვილს მოჰყვეს. როგორც კი ბავშვის გაჩენას შეძლებთ, დარწმუნდით, რომ აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში შეუფერხებლად იყენებთ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდს. კონტრაცეფციის შესახებ რჩევის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ოჯახის დაგეგმვის კლინიკას.
მნიშვნელოვანი მითითებები:
ორსულობა უნდა გამოირიცხოს აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის დაწყებამდე, ორსულობის ტესტის შედეგის დადასტურებით, რომელიც დადასტურებულია ექიმის მიერ.
აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდი (კონტრაცეფცია).
ჩასახვის საწინააღმდეგო (კონტრაცეფციის) შესაბამისი მეთოდები უნდა განიხილოთ ექიმთან. ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობის პრევენციის შესახებ და შესაძლოა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მოგცეთ მიმართვა სპეციალისტთან.
რეგულარულად (მინიმუმ წელიწადში ერთხელ) უნდა ეწვიოთ სპეციალისტს, რომელსაც აქვს ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის მართვის გამოცდილება. ამ ვიზიტის დროს ექიმი დარწმუნდება, რომ კარგად ხართ ინფორმირებული და გესმით ორსულობის დროს ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა რისკი და რჩევა.
აცნობეთ ექიმს, თუ გეგმავთ ორსულობას.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ.
ვიღებ აციდო ვალპროიკო ჯენერისს და ორსულობას არ ვგეგმავ
თუ თქვენ აგრძელებთ მკურნალობას აციდო ვალპროიკო ჯენერისით, მაგრამ არ გეგმავთ ბავშვის გაჩენას, დარწმუნდით, რომ აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში შეუფერხებლად იყენებთ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდს. კონტრაცეფციის შესახებ რჩევის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ოჯახის დაგეგმვის კლინიკას.
მნიშვნელოვანი მითითებები:
აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი.
განიხილეთ კონტრაცეფციის საკითხი ექიმთან. ექიმი გაგიწევთ კონსულტაციას ორსულობის პრევენციის შესახებ და შესაძლოა მოგცეთ მიმართვა კონტრაცეფციის სპეციალისტთან.
რეგულარულად უნდა მიმართოთ (წელიწადში ერთხელ მაინც) ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის მკურნალობის გამოცდილების მქონე სპეციალისტს. ამ ვიზიტზე ექიმი დარწმუნდება, რომ სრულად ხართ ინფორმირებული და გესმით ორსულობის დროს ვალპროის მჟავას გამოყენების ყველა რისკი და სიფრთხილის ზომები.
აცნობეთ ექიმს, თუ ორსულობას გეგმავთ.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ორსულად ხართ ან ეჭვი გაქვთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ.
ვიღებ აციდო ვალპროიკო ჯენერისს და ვგეგმავ ორსულობას
თუ გეგმავთ ორსულობას, გთხოვთ, დაორსულებამდე მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.
არ შეწყვიტოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის ან თქვენი კონტრაცეპტივების მიღება ექიმთან კონსულტაციის დაწყებამდე. ექიმი მოგცემთ დამატებით რჩევებს.
ბავშვებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ვალპროატს არსებობს თანდაყოლილი დეფექტებისა და განვითარების დარღვევების მაღალი რისკი, რამაც შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. ექიმი გაგაგზავნით ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის მკურნალობის სპეციალისტთან, რათა ადრეულ ეტაპზევე განიხილოთ ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტები. თქვენს სპეციალისტს შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ზომები, რათა თქვენი ორსულობა მაქსიმალურად გაურთულებელი იყოს და მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები თქვენთვის და თქვენი ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის. თქვენს სპეციალისტს შეუძლია შეცვალოს აციდო ვალპროიკო ჯენერისის დოზა, გადაგიყვანოთ სხვა მედიკამენტზე ან შეწყვიტოს აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობა ორსულობამდე დიდი ხნით ადრე - ეს ემსახურება იმის უზრუნველყოფას, რომ თქვენი დაავადება სტაბილურია.
თუ ორსულობას გეგმავთ, მიმართეთ ექიმს ფოლიუმის მჟავას მიღების შესახებ. ფოლიუმის მჟავას შეუძლია შეამციროს spina bifida-ს და ადრეული აბორტის ზოგადი რისკი, რომელიც ყველა ორსულობაში არსებობს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეამციროს ვალპროატის მიღებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი დეფექტების რისკი.
მნიშვნელოვანი მითითებები:
არ შეწყვიტოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
არ შეწყვიტოთ კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენება ექიმთან კონსულტაციამდე და თქვენი მდგომარეობის მართვისა და ბავშვისთვის რისკების მინიმიზაციის გეგმასთან ერთად შემუშავებამდე.
პირველ რიგში, დანიშნეთ ვიზიტი ექიმთან. ამ ვიზიტზე ექიმი დარწმუნდება, რომ სრულად ხართ ინფორმირებული და გაეცანოთ ორსულობის დროს ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა რისკს და სიფრთხილის ზომებს.
ექიმი ეცდება, რომ ორსულობამდე დიდი ხნით ადრე სხვა მედიკამენტზე გადაგიყვანოთ ან შეწყვიტოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობა.
თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
ორსულად ვარ და ვიღებ აციდო ვალპროიკო ჯენერისს
არ შეწყვიტოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე, რადგან თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, დანიშნეთ სასწრაფო ვიზიტი ექიმთან. ექიმი მოგცემთ დამატებით რჩევებს.
ბავშვებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ვალპროატს ვლინდება თანდაყოლილი დეფექტების და განვითარების პრობლემების სერიოზული რისკი, რამაც შეიძლება სერიოზულად გაართულოს მდგომარეობა.
თქვენ ექიმი მოგცემთ მიმართვას სპეციალისტთან, რომელსაც აქვს ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის მართვაში გამოცდილება, რათა შეფასდეს ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტები.
გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც აციდო ვალპროიკო ჯენერისი ორსულობის დროს ერთადერთი შესაფერისი მკურნალობის ვარიანტია, თქვენ იქნებით მკაცრი მონიტორინგის ქვეშ როგორც თქვენი ძირითადი დაავადების მართვის, ასევე თქვენი ნაყოფის განვითარების შესამოწმებლად. თქვენ და თქვენი პარტნიორი სავარაუდოდ მიიღებთ კონსულტაციას და მხარდაჭერას ვალპროატის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ორსულობასთან დაკავშირებით.
ჰკითხეთ ექიმს ფოლიუმის მჟავას მიღების შესახებ. ფოლიუმის მჟავას შეუძლია შეამციროს spina bifida-ს და ნაადრევი აბორტის ზოგადი რისკი, რომელიც ნებისმიერი ორსულობისას შესაძლოა გამოვლინდეს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის შეამცირებს ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი დეფექტების რისკს.
მნიშვნელოვანი მითითებები:
თუ ორსულად ხართ ან ეჭვი გაქვთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, დაუყოვნებლივ დანიშნეთ ვიზიტი ექიმთან.

აუცილებლად მიმართეთ ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის სპეციალისტს ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების განსახილველად.
თქვენ სრულად უნდა იყოთ ინფორმირებული აციდო ვალპროიკო ჯენერისის რისკების შესახებ ორსულობის დროს, განსაკუთრებით პოტენციური თანდაყოლილი დეფექტების (ტერატოგენურობა) და ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილებების შესახებ.
მიმართეთ სპეციალისტს პრენატალური მონიტორინგისთვის, რათა ადრეულ ეტაპზე გამოავლინოთ ნებისმიერი პოტენციური თანდაყოლილი დეფექტი.
გთხოვთ, წაიკითხოთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი, რომელსაც მიიღებთ ექიმისგან. ექიმი განიხილავს თქვენთან წლიური რისკის შეფასების ფორმას და გთხოვთ, ხელი მოაწეროთ და შეინახოთ იგი. ასევე, ფარმაცევტისგან მიიღებთ პაციენტის ბარათს, რომელიც შეგახსენებთ ორსულობის დროს ვალპროატის გამოყენების რისკებს.
ძუძუთი კვება
ვინაიდან აციდო ვალპროიკო ჯენერისი დედის რძეში მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით გადადის, ბავშვისთვის, როგორც წესი, რისკი არ არსებობს და ძუძუთი კვების შეწყვეტა, როგორც წესი, საჭირო არ არის. თუმცა, უნდა მიმართოთ ექიმს ძუძუთი კვების თანხმობის მისაღებად.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
აციდო ვალპროიკო ჯენერისმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა ზოგიერთ ადამიანში, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან ან ბენზოდიაზეპინებთან ერთად მიღებისას. დარწმუნდით, რომ თქვენთვის ცნობილია, თუ როგორ რეაგირებთ აციდო ვალპროიკო ჯენერისზე, სანამ მართავთ ავტომობილს ან სხვა სატრანსპორტო საშუალებებს და სანამ გამოიყენებთ ხელსაწყოებს ან მექანიზმებს, ან შეასრულებთ სხვა რაიმე საშიშ საქმიანობას, თუ გრძნობთ ძილიანობას ან თავბრუსხვევას.
აციდო ვალპროიკო ჯენერისი შეიცავს ნატრიუმს
აციდო ვალპროიკო ჯენერისი 300 მგ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები
ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 28,322 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი). ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 1.42%-ს.
აციდო ვალპროიკო ჯენერისი 500 მგ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები
ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 47,21 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი). ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 2.36%-ს.
მნიშვნელოვანი რჩევები მამაკაცი პაციენტებისთვის
ბავშვის ჩასახვამდე 3 თვით ადრე ვალპროატის მიღებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები
კვლევა მიუთითებს მოძრაობისა და განვითარების დარღვევების (ბავშვობის ადრეული განვითარების პრობლემები) შესაძლო რისკზე იმ ბავშვებში, რომელთა მამებიც ჩასახვამდე სამი თვით ადრე იღებდნენ ვალპროატს. ამ კვლევაში, 100 ბავშვიდან დაახლოებით 5-ს ჰქონდა ასეთი დარღვევები, როდესაც მათი მამები იღებდნენ ვალპროატს, ხოლო 100 ბავშვიდან დაახლოებით 3-ს, რომელთა მამებიც იღებდნენ ლამოტრიგინს ან ლევეტირაცეტამს (სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ამ მდგომარეობის სამკურნალოდ). უცნობია რისკი იმ ბავშვებისთვის, რომელთა მამებმაც შეწყვიტეს ვალპროატით მკურნალობა ჩასახვამდე 3 თვით ადრე (ახალი სპერმის წარმოებისთვის საჭირო დრო) ან მეტი ხნის განმავლობაში. კვლევას აქვს შეზღუდვები, ამიტომ გაურკვეველია, გამოწვეულია თუ არა ამ კვლევაში მითითებული მოძრაობისა და განვითარების დარღვევების გაზრდილი რისკი ვალპროატით. კვლევა არ იყო საკმარისად მასშტაბური იმის საჩვენებლად, თუ მოძრაობისა და განვითარების დარღვევების რომელი კონკრეტული ტიპების მომატებული რისკი ჰქონდათ ბავშვებს.
პრევენციული ღონისძიების სახით, ექიმი განიხილავს თქვენთან:
ვალპროატით ნამკურნალები მამების შვილებისთვის პოტენციური რისკს
თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენების აუცილებლობას მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში
ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში და კონტრაცეფციის შეწყვეტამდე ექიმთან კონსულტაციის აუცილებლობას
თქვენი ინდივიდუალური სიტუაციიდან გამომდინარე, თქვენი მდგომარეობის მართვისთვის სხვა მკურნალობის ვარიანტების გამოყენების შესაძლებლობას.
ვალპროატის მიღებისას და ვალპროატის შეწყვეტიდან 3 თვის განმავლობაში არ გაიღოთ სპერმატოზოიდები.
თუ ბავშვის გაჩენაზე ფიქრობთ, მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენი პარტნიორი დაორსულდება ვალპროატის მიღების დროს ჩასახვამდე 3 თვით ადრე და გაქვთ შეკითხვები, დაუკავშირდით ექიმს. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ შეწყვეტთ მკურნალობას, შესაძლოა თქვენი სიმპტომები გაუარესდეს.
რეგულარულად უნდა ჩაეწეროთ ექიმთან. ამ ვიზიტის დროს ექიმი განიხილავს თქვენთან ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებულ სიფრთხილის ზომებს და თქვენი დაავადების სამკურნალოდ სხვა მკურნალობის შესაძლებლობას, თქვენი ინდივიდუალური სიტუაციიდან გამომდინარე.
აუცილებლად წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი, რომელსაც მიიღებთ ექიმისგან. ასევე, ფარმაცევტისგან მიიღებთ პაციენტის ბარათს, რათა შეგახსენოთ ვალპროატის პოტენციური რისკების შესახებ.
გვერდითი მოვლენები
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ INFARMED, I.P.-ს აცნობოთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ვებ-გვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
(სასურველია) ან შემდეგი საკონტაქტო პირების მეშვეობით:
მედიკამენტების რისკების მართვის სამმართველო
Parque de Saúde de Lisboa - ლისაბონის ჯანმრთელობის ცენტრი, ბრაზილიის გამზირი 53
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 73 73
მედიკამენტების დახმარების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო ზარი)
ელ. ფოსტა: [email protected]
- აციდო ვალპროიკო ჯენერისის შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე წარწერით „ვარგისია“ (EXP) შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია ვალპროის მჟავა და ნატრიუმის ვალპროატი.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური კაჟბადი, ჰიპრომელოზა, ეთილცელულოზა, ნატრიუმის საქარინი, მაკროგოლი 6000, მეტაკრილის მჟავას და ეთილაკრილატის კოპოლიმერი, ტალკი და ტიტანის დიოქსიდი (E171).
აციდო ვალპროიკო ჯენერისის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
აციდო ვალპროიკო ჯენერისის ტაბლეტები არის თეთრი, მოგრძო, აპკით დაფარული ტაბლეტები და ორივე მხარეს ჭრილით.
აციდო ვალპროიკო ჯენერისის ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვებში, რომლებიც შეიცავენ 20 და 60 ტაბლეტს.
შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
ჯენერის ფარმასიუტიკა, ს.ა.
რუა ჟოაო დე დეუსი, 19
2700-487 ამადორა
პორტუგალია
წინამდებარე ინსტრუქციის ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღია 2024 წლის დეკემბერი.
ინფორმაციის დამატებითი წყაროები:
მდედრობითი სქესის მოზარდებისა და რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის განახლებული ინსტრუქციისა და ამ პროდუქტის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ინფორმაციის მისაღებად დაასკანერეთ სმარტფონით ამ ინსტრუქციის QR კოდი. იგივე ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ URL-ზე: [URL უნდა იქნეს მითითებული]
‘QR კოდი უნდა იქნეს თანდართული + URL
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
აციდო ვალპროიკო ჯენერისი 300 მგ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები
აციდო ვალპროიკო ჯენერისი 500 მგ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები
ვალპროის მჟავა და ნატრიუმის ვალპროატი
▼ ეს სამკურნალო საშუალება ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს იძლევა ახალი უსაფრთხოების ინფორმაციის სწრაფად აღმოჩენის საშუალებას. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინებით. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მე-4 ნაწილის ბოლოს.
გაფრთხილება
ორსულობის დროს აციდო ვალპროიკო ჯენერისმა, ვალპროის მჟავამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს. თუ თქვენ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი, ვალპროის მჟავათი მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი. ექიმი განიხილავს ამას თქვენთან. გთხოვთ, ასევე იხილოთ ინფორმაცია, რომელიც მოცემულია ამ ინსტრუქციის ნაწილში 2.
დაუყოვნებლივ დანიშნეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გეგმავთ ორსულობას ან ეჭვი გაქვთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ.
არ შეწყვიტოთ ვალპროის მჟავას მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს გამოყენებისთვის. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
თუ რაიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს აციდო ვალპროიკო ჯენერისი და რისთვის გამოიყენება?
- ინფორმაცია აციდო ვალპროიკო ჯენერისის გამოყენებამდე
- აციდო ვალპროიკო ჯენერისის გამოყენების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
- აციდო ვალპროიკო ჯენერისის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს აციდო ვალპროიკო ჯენერისი და რისთვის გამოიყენება
აციდო ვალპროიკო ჯენერისი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ შემთხვევებში, როგორიცაა:
გენერალიზებული ან პარციალური კრუნჩხვები,
პირველადი გენერალიზებული: კრუნჩხვითი (კლონური, ტონიკური, ტონიკო-კლონური, მიოკლონური) და არაკრუნჩხვითი ან აბსენსის შემთხვევაში,
პარციალური: მარტივი ან კომპლექსური,
მეორადი გენერალიზებული პარციალური,
იდიოპათიური და/ან სიმპტომური გენერალიზებული (ვესტ ე ლენოქს-გასტაუტი) შერეული ფორმების მკურნალობისას.
აციდო ვალპროიკო ჯენერისი არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მანიის სამკურნალოდ, ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც შეიძლება იგრძნოთ ძლიერი აღგზნება, აჟიტირება, აღგზნება, ენთუზიაზმი ან ჰიპერაქტიურობა. მანია ვითარდება „ბიპოლარული აშლილობის“ სახელით ცნობილი მდგომარეობის დროს. ვალპროის მჟავა შეიძლება გამოყენებულ იქნას მაშინ, როდესაც ლითიუმის გამოყენება შეუძლებელია.
- ინფორმაცია აციდო ვალპროიკო ჯენერისის გამოყენებამდე
არ შეიძლება აციდო ვალპროიკო ჯენერისის გამოყენება:
თუ გაქვთ ალერგია ვალპროის მჟავაზე, ნატრიუმის ვალპროატზე ან ამ პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
თუ გაქვთ აქტიური ჰეპატიტი ან ღვიძლის აქტიური დაავადება;
თუ გაქვთ მძიმე ჰეპატიტის პირადი ან ოჯახური ისტორია, განსაკუთრებით თუ ის გამოწვეულია მედიკამენტებით;
თუ გაქვთ მიტოქონდრიული დაავადება (მაგ.: ალპერს-ჰუტენლოხერის სინდრომი), რომელიც გამოწვეულია გენეტიკური პრობლემით;
თუ გაქვთ მეტაბოლური პათოლოგიები, მაგალითად, შარდოვანას ციკლის პათოლოგია;
თუ გაქვთ კარნიტინის დეფიციტი (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება), რომელიც არ არის ნამკურნალევი.
ბიპოლარული აშლილობა
ბიპოლარული აშლილობის დროს, თუ ხართ ორსულად, არ უნდა გამოიყენოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისი.
ბიპოლარული აშლილობის დროს, თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია ბავშვის გაჩენა, არ უნდა მიიღოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისი, თუ არ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს (კონტრაცეფციას) აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში). არ შეწყვიტოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის ან თქვენი კონტრაცეფციის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ექიმი მოგცემთ დამატებით რჩევებს (იხილეთ ქვემოთ „ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება - მნიშვნელოვანი რჩევები ქალებისთვის“).
ეპილეფსია
ეპილეფსიის დროს, ორსულობის შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვა არაფერი არ მოქმედებს თქვენთვის.
ეპილეფსიის დროს, თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია ბავშვის გაჩენა, არ უნდა მიიღოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისი, თუ არ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს (კონტრაცეფციას) აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. არ შეწყვიტოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის ან თქვენი კონტრაცეფციის მიღება, სანამ ამას არ განიხილავთ ექიმთან. ექიმი მოგცემთ დამატებით რჩევებს (იხილეთ ქვემოთ „ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება - მნიშვნელოვანი რჩევები ქალებისთვის“).
თუ ფიქრობთ, რომ გაწუხებთ რომელიმე ჩამოთვლილი პრობლემა ან გაქვთ რაიმე ეჭვი, აციდი ვალპროიკო ჯენერისის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
ვალპროატით მკურნალობასთან დაკავშირებით აღწერილია კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით მიმდინარე წამლისმიერი რეაქცია (DRESS), მულტიფორმული ერითემა და ანგიონევროზული შეშუპება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ მე-4 ნაწილში აღწერილ კანის სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებულ რომელიმე სიმპტომს.
ვალპროატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:
თუ თქვენ ან თქვენს შვილს განუვითარდა რაიმე უეცარი დაავადება, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი 6 თვის განმავლობაში, და განსაკუთრებით თუ ის განმეორებით მოიცავს ღებინებას, ძლიერ დაღლილობას, მუცლის ტკივილს, ძილიანობას, სისუსტეს, მადის დაკარგვას, კუჭის ტკივილს, გულისრევას, სიყვითლეს (კანის ან თვალების გაყვითლებას), ფეხების შეშუპებას, ეპილეფსიის გაუარესებას ან ზოგადი სისუსტის შეგრძნებას. ასეთ სიტუაციებში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს. ვალპროის მჟავამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ღვიძლზე (და იშვიათად პანკრეასზე) პაციენტების მცირე რაოდენობაში; ღვიძლის დაზიანების რისკი იზრდება, თუ ვალპროის მჟავას იღებენ 3 წლამდე ასაკის ბავშვები, ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იღებენ სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს, ან რომლებსაც აწუხებთ სხვა ნევროლოგიური ან მეტაბოლური დარღვევები და ეპილეფსიის მძიმე შემთხვევები;
თუ თქვენ ან თქვენს შვილს, რომელიც იღებს აციდო ვალპროიკო ჯენერისს, განუვითარდათ წონასწორობისა და კოორდინაციის პრობლემები, გრძნობს თავს ლეთარგიულად ან ყურადღების დაქვეითებულად, აღებინებს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში ამიაკის მომატებული რაოდენობით.
განსაკუთრებით თუ თქვენი შვილი 3 წლამდე ასაკისაა, აციდო ვალპროიკო ჯენერისი არ უნდა იქნეს გამოყენებული აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად;
თუ გაწუხებთ წითელი მგლურა (იშვიათი დაავადება);
თუ გაწუხებთ რაიმე მეტაბოლური პრობლემა, განსაკუთრებით მემკვიდრეობითი ფერმენტული დეფიციტის დარღვევები, როგორიცაა შარდოვანას ციკლის დარღვევა სისხლში ამიაკის დონის მომატებული რისკის გამო;
თუ თირკმლის ფუნქციის ცვლილებები გაწუხებთ. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ნატრიუმის ვალპროატის დონის მონიტორინგი ან დოზის კორექტირება;
თუ მადის მომატების გამო წონაში იმატებთ;
ადამიანების მცირე რაოდენობას ანტიეპილეფსიური პრეპარატებით, როგორიცაა ნატრიუმის ვალპროატი/ვალპროის მჟავა, მკურნალობის პროცესში აღენიშნებოდა თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. თუ ამ ტიპის ფიქრები გაგიჩნდათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს;
თუ გაქვთ კარნიტინპალმიტოილტრანსფერაზას (CPT) II ტიპის დეფიციტი;
თუ იცით, რომ თქვენს ოჯახში მიტოქონდრიული დაავადების გამომწვევი გენეტიკური პრობლემაა.
როგორც სხვა ანტიეპილეფსიური პრეპარატების შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებისას კრუნჩხვები შეიძლება გაუარესდეს ან უფრო ხშირად განვითარდეს. თუ ეს მოხდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ ვალპროატის მიღების შემდეგ ოდესმე გქონიათ კანზე ძლიერი გამონაყარი, აქერცვლა, ბუშტუკების გაჩენა და/ან პირის ღრუს წყლულები.
ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს:
თუ იცით, ან ექიმი ეჭვობს, რომ თქვენს ოჯახში არსებობს გენეტიკური მიტოქონდრიული დაავადება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.
თუ ეჭვი გაქვთ მეტაბოლურ დარღვევაზე, განსაკუთრებით მემკვიდრეობით ფერმენტულ დეფიციტზე, როგორიცაა შარდოვანას ციკლის დარღვევა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამიაკის დონის მომატება.
თუ გაქვთ იშვიათი მდგომარეობა კარნიტინის პალმიტოილტრანსფერაზა II-ის დეფიციტი, რადგან ეს ზრდის კუნთების დარღვევების რისკს.
თუ თქვენს რაციონში კარნიტინის დეფიციტი გაქვთ. კარნიტინი გვხვდება ხორცსა და რძის პროდუქტებში, განსაკუთრებით 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
თუ გაქვთ კარნიტინის დეფიციტი და იღებთ კარნიტინის დანამატებს.
ბავშვები და მოზარდები
18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები:
აციდო ვალპროიკო ჯენერისი არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მანიის სამკურნალოდ.
სხვა მედიკამენტები და აციდო ვალპროიკო ჯენერისი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ვალპროატის ეფექტზე ან პირიქით. ესენია:
კარბაპენემები (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
ნეიროლეფსიური საშუალებები (გამოიყენება ფსიქოლოგიური აშლილობების სამკურნალოდ);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
ბენზოდიაზეპინები, რომლებიც გამოიყენება შფოთვის სამკურნალოდ ან საძილე აბების სახით;
ლითიუმი;
რუფინამიდი;
აცეტაზოლამიდი;
პროტეაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა ლოპინავირი, რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);
ქოლესტირამინი;
სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ, მათ შორის ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი, ლამოტრიგინი, კარბამაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი;
კვეტიაპინი, ოლანზაპინი (გამოიყენება ფსიქიატრიული პათოლოგიების სამკურნალოდ);
კლოზაპინი (ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობების სამკურნალოდ);
ზიდოვუდინი (გამოიყენება აივ ინფექციის ან შიდსის სამკურნალოდ);
მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის);
სალიცილატები (ასპირინი - იხილეთ აგრეთვე განყოფილება „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის);
ანტიკოაგულანტები (გამოიყენება თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად);
ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ);
ერითრომიცინი, რიფამპიცინი;
პროპოფოლი (გამოიყენება ანესთეზიისთვის);
ნიმოდიპინი;
ესტროგენის შემცველი მედიკამენტები (მათ შორის პერორალური კონტრაცეპტივები);
მეტამიზოლი (გამოიყენება ტკივილისა და სიცხის სამკურნალოდ;
კანაბიდიოლი (გამოიყენება ეპილეფსიის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ),
პივალატის შემცველი ზოგიერთი ანტიინფექციური საშუალება (მაგ. პივამპიცილინი, ადეფოვირი დიპივოქსილი),
მეტოტრექსატი (გამოიყენება კიბოს და ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ).
შესაძლოა, აციდო ვალპროიკო ჯენერისმა გავლენა მოახდინოს ამ და სხვა მედიკამენტებზე ან მის მოქმედებაზე. შესაძლოა, დაგჭირდეთ პრეპარატის დოზის ხელახლა კორექტირება, ან სხვა მედიკამენტების მიღება. თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგცემთ რჩევებს და დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი მედიკამენტების მიმართ უნდა იყოთ უფრო ფრთხილად ან თუნდაც თავი აარიდოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის დროს.
აციდო ვალპროიკო ჯენერისის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
აციდო ვალპროიკო ჯენერისის მიღება შესაძლებელია საკვებთან და/ან სასმელთან ერთად.
მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება რეკომენდებული არ არის.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
მნიშვნელოვანი რჩევები ქალებისთვის
ბიპოლარული აშლილობა
ბიპოლარული აშლილობის შემთხვევაში, ორსულობის შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისი.
ბიპოლარული აშლილობის შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია ბავშვის გაჩენა, არ უნდა მიიღოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისი, თუ არ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს (კონტრაცეფციას) აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში). არ შეწყვიტოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის ან თქვენი კონტრაცეფციის მიღება, სანამ ამას არ განიხილავთ ექიმთან. ექიმი მოგცემთ დამატებით რჩევებს.
ეპილეფსია
ეპილეფსიის დროს არ უნდა გამოიყენოთ აციდო ვალპროკო ჯენერისი ორსულობის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვა არაფერი არ მოქმედებს თქვენთვის.
ეპილეფსიის დროს, თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც შეუძლია ბავშვის გაჩენა, არ უნდა მიიღოთ აციდო ვალპროკო ჯენერისი, თუ არ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს (კონტრაცეფციას) აციდო ვალპროკო ჯენერისით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. არ შეწყვიტოთ აციდო ვალპროკო ჯენერისის ან თქვენი კონტრაცეფციის მიღება, სანამ ამას არ განიხილავთ ექიმთან. ექიმი მოგცემთ დამატებით რჩევებს.
ორსულობის დროს ვალპროატის მიღების რისკები (მიუხედავად იმისა, თუ რომელი დაავადების დროს გამოიყენება ვალპროატი).
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გეგმავთ ბავშვის გაჩენას ან ხართ ორსულად.
ორსულობის დროს ვალპროატის მიღება სარისკოა. რაც უფრო მაღალია დოზა, მით უფრო მაღალია რისკები, მაგრამ ყველა დოზის მიღება იწვევს რისკს, მათ შორის, როდესაც ვალპროატი გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ სხვა მედიკამენტებთან ერთად.
მას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები და გავლენა მოახდინოს ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, ანუ ბავშვის განვითარებაზე დაბადების შემდეგ.
ყველაზე ხშირად აღწერილი თანდაყოლილი დეფექტებია spina bifida (როდესაც ხერხემლის ძვლები სათანადოდ არ არის განვითარებული); სახის და თავის ქალის მანკები; გულის, თირკმლის, საშარდე გზების და სასქესო ორგანოების მანკები; კიდურების დეფექტები და მრავლობითი თანმხლები მანკები, რომლებიც გავლენას ახდენენ სხეულის რამდენიმე ორგანოსა და ნაწილზე. თანდაყოლილმა დეფექტებმა შეიძლება გამოიწვიოს შეზღუდული შესაძლებლობები, რაც შეიძლება სერიოზული იყოს. სმენის პრობლემები ან სიყრუე დაფიქსირდა ბავშვებში, რომლებიც ორსულობის დროს ვალპროატის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
თუ ორსულობის დროს იღებთ ვალპროატს, სხვა ქალებთან შედარებით თქვენს შემთხვევაში არსებობს უფრო მაღალი რისკი, რომ თქვენს ბავშვს აღენიშნებოდეს თანდაყოლილი დეფექტები, რომელიც სამედიცინო მკურნალობას მოითხოვს. ვინაიდან ვალპროატი მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენება, ცნობილია, რომ ვალპროატის მიმღები ქალების მიერ დაბადებული 100 ბავშვიდან დაახლოებით 11-ს თანდაყოლილი დეფექტები აქვს. შედარებისთვის, ეპილეფსიის არმქონე ქალების მიერ დაბადებული 100 ბავშვიდან 2-დან 3-ს თანდაყოლილი დეფექტები აქვს.
ორსულობის დროს ვალპროატის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბავშვებში დაფიქსირდა თვალის მანკები, ხშირად სხვა თანდაყოლილ დეფექტებთან ერთად. თვალის ამ მანკებმა შეიძლება მხედველობა დააქვეითოს.
სკოლამდელი ასაკის ბავშვების დაახლოებით 30–40%-ს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს იღებდნენ ვალპროატს, შეიძლება აღენიშნებოდეთ განვითარების დარღვევები. დაავადებულ ბავშვებს შეიძლება აღენიშნებოდეთ სიარულისა და ლაპარაკის შეფერხება, ინტელექტუალურად იყვნენ უფრო ჩამორჩენილები და ჰქონდეთ მეტყველებისა და მეხსიერების პრობლემები.
აუტისტური სპექტრის აშლილობები უფრო ხშირად დიაგნოზირებულია ბავშვებში, რომლებიც ორსულობის დროს ვალპროატის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და არსებობს მტკიცებულება, რომ ბავშვებს შეიძლება უფრო მეტად განუვითარდეთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) სიმპტომები.
მ მედიკამენტის დანიშვნამდე ექიმი აგიხსნით, რა შეიძლება დაემართოს თქვენს პატარას, თუ ვალპროატის მიღების დროს დაორსულდებით. თუ მოგვიანებით გადაწყვეტთ ბავშვის გაჩენას, არ უნდა შეწყვიტოთ მედიკამენტის ან კონტრაცეფციის მეთოდის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ თქვენ ხართ ვალპროატით მკურნალობის პროცესში მყოფი გოგონას მშობელი ან მზრუნველი, უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, როგორც კი თქვენს შვილს მენსტრუაცია დაეწყება.
გარკვეულ ორალურ კონტრაცეპტივებს (ესტროგენის შემცველ კონტრაცეპტივებს) შეუძლიათ სისხლში ვალპროატის დონის შემცირება. აუცილებელია ექიმთან განიხილოთ, თუ რომელი კონტრაცეფციის მეთოდია თქვენთვის საუკეთესო.
თუ დაორსულებას ცდილობთ, მიმართეთ ექიმს ფოლიუმის მჟავას მიღების შესახებ. ფოლიუმის მჟავამ შეიძლება შეამციროს spina bifida-ს და ადრეული აბორტის ზოგადი რისკი, რომელიც ყველა ორსულობაში არსებობს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეამციროს ვალპროატის მიღებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი დეფექტების რისკი.
გთხოვთ, აირჩიოთ ქვემოთ აღწერილი სიტუაციები, რომლებიც თქვენ გეხებათ და წაიკითხოთ ისინი:
ვიწყებ მკურნალობას აციდო ვალპროიკო ჯენერისით.
ვიღებ აციდო ვალპროიკო ჯენერისს და ორსულობას არ ვგეგმავ.
ვიღებ აციდო ვალპროიკო ჯენერისს და ვგეგმავ ორსულობას.
ორსულად ვარ და ვიღებ აციდო ვალპროიკო ჯენერისს.
ვიწყებ მკურნალობას აციდო ვალპროიკო ჯენერისით
თუ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აციდო ვალპროიკო ჯენერისი დაგინიშნეს, ექიმი აგიხსნით რისკებს, რომლებიც შეიძლება დაორსულების შემთხვევაში თქვენს ჩვილს მოჰყვეს. როგორც კი ბავშვის გაჩენას შეძლებთ, დარწმუნდით, რომ აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში შეუფერხებლად იყენებთ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდს. კონტრაცეფციის შესახებ რჩევის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ოჯახის დაგეგმვის კლინიკას.
მნიშვნელოვანი მითითებები:
ორსულობა უნდა გამოირიცხოს აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის დაწყებამდე, ორსულობის ტესტის შედეგის დადასტურებით, რომელიც დადასტურებულია ექიმის მიერ.
აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდი (კონტრაცეფცია).
ჩასახვის საწინააღმდეგო (კონტრაცეფციის) შესაბამისი მეთოდები უნდა განიხილოთ ექიმთან. ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობის პრევენციის შესახებ და შესაძლოა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მოგცეთ მიმართვა სპეციალისტთან.
რეგულარულად (მინიმუმ წელიწადში ერთხელ) უნდა ეწვიოთ სპეციალისტს, რომელსაც აქვს ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის მართვის გამოცდილება. ამ ვიზიტის დროს ექიმი დარწმუნდება, რომ კარგად ხართ ინფორმირებული და გესმით ორსულობის დროს ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა რისკი და რჩევა.
აცნობეთ ექიმს, თუ გეგმავთ ორსულობას.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ.
ვიღებ აციდო ვალპროიკო ჯენერისს და ორსულობას არ ვგეგმავ
თუ თქვენ აგრძელებთ მკურნალობას აციდო ვალპროიკო ჯენერისით, მაგრამ არ გეგმავთ ბავშვის გაჩენას, დარწმუნდით, რომ აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში შეუფერხებლად იყენებთ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდს. კონტრაცეფციის შესახებ რჩევის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ოჯახის დაგეგმვის კლინიკას.
მნიშვნელოვანი მითითებები:
აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი.
განიხილეთ კონტრაცეფციის საკითხი ექიმთან. ექიმი გაგიწევთ კონსულტაციას ორსულობის პრევენციის შესახებ და შესაძლოა მოგცეთ მიმართვა კონტრაცეფციის სპეციალისტთან.
რეგულარულად უნდა მიმართოთ (წელიწადში ერთხელ მაინც) ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის მკურნალობის გამოცდილების მქონე სპეციალისტს. ამ ვიზიტზე ექიმი დარწმუნდება, რომ სრულად ხართ ინფორმირებული და გესმით ორსულობის დროს ვალპროის მჟავას გამოყენების ყველა რისკი და სიფრთხილის ზომები.
აცნობეთ ექიმს, თუ ორსულობას გეგმავთ.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ორსულად ხართ ან ეჭვი გაქვთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ.
ვიღებ აციდო ვალპროიკო ჯენერისს და ვგეგმავ ორსულობას
თუ გეგმავთ ორსულობას, გთხოვთ, დაორსულებამდე მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.
არ შეწყვიტოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის ან თქვენი კონტრაცეპტივების მიღება ექიმთან კონსულტაციის დაწყებამდე. ექიმი მოგცემთ დამატებით რჩევებს.
ბავშვებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ვალპროატს არსებობს თანდაყოლილი დეფექტებისა და განვითარების დარღვევების მაღალი რისკი, რამაც შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. ექიმი გაგაგზავნით ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის მკურნალობის სპეციალისტთან, რათა ადრეულ ეტაპზევე განიხილოთ ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტები. თქვენს სპეციალისტს შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ზომები, რათა თქვენი ორსულობა მაქსიმალურად გაურთულებელი იყოს და მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები თქვენთვის და თქვენი ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის. თქვენს სპეციალისტს შეუძლია შეცვალოს აციდო ვალპროიკო ჯენერისის დოზა, გადაგიყვანოთ სხვა მედიკამენტზე ან შეწყვიტოს აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობა ორსულობამდე დიდი ხნით ადრე - ეს ემსახურება იმის უზრუნველყოფას, რომ თქვენი დაავადება სტაბილურია.
თუ ორსულობას გეგმავთ, მიმართეთ ექიმს ფოლიუმის მჟავას მიღების შესახებ. ფოლიუმის მჟავას შეუძლია შეამციროს spina bifida-ს და ადრეული აბორტის ზოგადი რისკი, რომელიც ყველა ორსულობაში არსებობს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეამციროს ვალპროატის მიღებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი დეფექტების რისკი.
მნიშვნელოვანი მითითებები:
არ შეწყვიტოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
არ შეწყვიტოთ კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენება ექიმთან კონსულტაციამდე და თქვენი მდგომარეობის მართვისა და ბავშვისთვის რისკების მინიმიზაციის გეგმასთან ერთად შემუშავებამდე.
პირველ რიგში, დანიშნეთ ვიზიტი ექიმთან. ამ ვიზიტზე ექიმი დარწმუნდება, რომ სრულად ხართ ინფორმირებული და გაეცანოთ ორსულობის დროს ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა რისკს და სიფრთხილის ზომებს.
ექიმი ეცდება, რომ ორსულობამდე დიდი ხნით ადრე სხვა მედიკამენტზე გადაგიყვანოთ ან შეწყვიტოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობა.
თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
ორსულად ვარ და ვიღებ აციდო ვალპროიკო ჯენერისს
არ შეწყვიტოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე, რადგან თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, დანიშნეთ სასწრაფო ვიზიტი ექიმთან. ექიმი მოგცემთ დამატებით რჩევებს.
ბავშვებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ვალპროატს ვლინდება თანდაყოლილი დეფექტების და განვითარების პრობლემების სერიოზული რისკი, რამაც შეიძლება სერიოზულად გაართულოს მდგომარეობა.
თქვენ ექიმი მოგცემთ მიმართვას სპეციალისტთან, რომელსაც აქვს ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის მართვაში გამოცდილება, რათა შეფასდეს ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტები.
გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც აციდო ვალპროიკო ჯენერისი ორსულობის დროს ერთადერთი შესაფერისი მკურნალობის ვარიანტია, თქვენ იქნებით მკაცრი მონიტორინგის ქვეშ როგორც თქვენი ძირითადი დაავადების მართვის, ასევე თქვენი ნაყოფის განვითარების შესამოწმებლად. თქვენ და თქვენი პარტნიორი სავარაუდოდ მიიღებთ კონსულტაციას და მხარდაჭერას ვალპროატის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ორსულობასთან დაკავშირებით.
ჰკითხეთ ექიმს ფოლიუმის მჟავას მიღების შესახებ. ფოლიუმის მჟავას შეუძლია შეამციროს spina bifida-ს და ნაადრევი აბორტის ზოგადი რისკი, რომელიც ნებისმიერი ორსულობისას შესაძლოა გამოვლინდეს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის შეამცირებს ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი დეფექტების რისკს.
მნიშვნელოვანი მითითებები:
თუ ორსულად ხართ ან ეჭვი გაქვთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, დაუყოვნებლივ დანიშნეთ ვიზიტი ექიმთან.
არ შეწყვიტოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
აუცილებლად მიმართეთ ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის სპეციალისტს ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების განსახილველად.
თქვენ სრულად უნდა იყოთ ინფორმირებული აციდო ვალპროიკო ჯენერისის რისკების შესახებ ორსულობის დროს, განსაკუთრებით პოტენციური თანდაყოლილი დეფექტების (ტერატოგენურობა) და ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილებების შესახებ.
მიმართეთ სპეციალისტს პრენატალური მონიტორინგისთვის, რათა ადრეულ ეტაპზე გამოავლინოთ ნებისმიერი პოტენციური თანდაყოლილი დეფექტი.
გთხოვთ, წაიკითხოთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი, რომელსაც მიიღებთ ექიმისგან. ექიმი განიხილავს თქვენთან წლიური რისკის შეფასების ფორმას და გთხოვთ, ხელი მოაწეროთ და შეინახოთ იგი. ასევე, ფარმაცევტისგან მიიღებთ პაციენტის ბარათს, რომელიც შეგახსენებთ ორსულობის დროს ვალპროატის გამოყენების რისკებს.
ძუძუთი კვება
ვინაიდან აციდო ვალპროიკო ჯენერისი დედის რძეში მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით გადადის, ბავშვისთვის, როგორც წესი, რისკი არ არსებობს და ძუძუთი კვების შეწყვეტა, როგორც წესი, საჭირო არ არის. თუმცა, უნდა მიმართოთ ექიმს ძუძუთი კვების თანხმობის მისაღებად.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
აციდო ვალპროიკო ჯენერისმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა ზოგიერთ ადამიანში, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან ან ბენზოდიაზეპინებთან ერთად მიღებისას. დარწმუნდით, რომ თქვენთვის ცნობილია, თუ როგორ რეაგირებთ აციდო ვალპროიკო ჯენერისზე, სანამ მართავთ ავტომობილს ან სხვა სატრანსპორტო საშუალებებს და სანამ გამოიყენებთ ხელსაწყოებს ან მექანიზმებს, ან შეასრულებთ სხვა რაიმე საშიშ საქმიანობას, თუ გრძნობთ ძილიანობას ან თავბრუსხვევას.
აციდო ვალპროიკო ჯენერისი შეიცავს ნატრიუმს
აციდო ვალპროიკო ჯენერისი 300 მგ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები
ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 28,322 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი). ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 1.42%-ს.
აციდო ვალპროიკო ჯენერისი 500 მგ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები
ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 47,21 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი). ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 2.36%-ს.
მნიშვნელოვანი რჩევები მამაკაცი პაციენტებისთვის
ბავშვის ჩასახვამდე 3 თვით ადრე ვალპროატის მიღებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები
კვლევა მიუთითებს მოძრაობისა და განვითარების დარღვევების (ბავშვობის ადრეული განვითარების პრობლემები) შესაძლო რისკზე იმ ბავშვებში, რომელთა მამებიც ჩასახვამდე სამი თვით ადრე იღებდნენ ვალპროატს. ამ კვლევაში, 100 ბავშვიდან დაახლოებით 5-ს ჰქონდა ასეთი დარღვევები, როდესაც მათი მამები იღებდნენ ვალპროატს, ხოლო 100 ბავშვიდან დაახლოებით 3-ს, რომელთა მამებიც იღებდნენ ლამოტრიგინს ან ლევეტირაცეტამს (სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ამ მდგომარეობის სამკურნალოდ). უცნობია რისკი იმ ბავშვებისთვის, რომელთა მამებმაც შეწყვიტეს ვალპროატით მკურნალობა ჩასახვამდე 3 თვით ადრე (ახალი სპერმის წარმოებისთვის საჭირო დრო) ან მეტი ხნის განმავლობაში. კვლევას აქვს შეზღუდვები, ამიტომ გაურკვეველია, გამოწვეულია თუ არა ამ კვლევაში მითითებული მოძრაობისა და განვითარების დარღვევების გაზრდილი რისკი ვალპროატით. კვლევა არ იყო საკმარისად მასშტაბური იმის საჩვენებლად, თუ მოძრაობისა და განვითარების დარღვევების რომელი კონკრეტული ტიპების მომატებული რისკი ჰქონდათ ბავშვებს.
პრევენციული ღონისძიების სახით, ექიმი განიხილავს თქვენთან:
ვალპროატით ნამკურნალები მამების შვილებისთვის პოტენციური რისკს
თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენების აუცილებლობას მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში
ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში და კონტრაცეფციის შეწყვეტამდე ექიმთან კონსულტაციის აუცილებლობას
თქვენი ინდივიდუალური სიტუაციიდან გამომდინარე, თქვენი მდგომარეობის მართვისთვის სხვა მკურნალობის ვარიანტების გამოყენების შესაძლებლობას.
ვალპროატის მიღებისას და ვალპროატის შეწყვეტიდან 3 თვის განმავლობაში არ გაიღოთ სპერმატოზოიდები.
თუ ბავშვის გაჩენაზე ფიქრობთ, მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენი პარტნიორი დაორსულდება ვალპროატის მიღების დროს ჩასახვამდე 3 თვით ადრე და გაქვთ შეკითხვები, დაუკავშირდით ექიმს. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ შეწყვეტთ მკურნალობას, შესაძლოა თქვენი სიმპტომები გაუარესდეს.
რეგულარულად უნდა ჩაეწეროთ ექიმთან. ამ ვიზიტის დროს ექიმი განიხილავს თქვენთან ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებულ სიფრთხილის ზომებს და თქვენი დაავადების სამკურნალოდ სხვა მკურნალობის შესაძლებლობას, თქვენი ინდივიდუალური სიტუაციიდან გამომდინარე.
აუცილებლად წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი, რომელსაც მიიღებთ ექიმისგან. ასევე, ფარმაცევტისგან მიიღებთ პაციენტის ბარათს, რათა შეგახსენოთ ვალპროატის პოტენციური რისკების შესახებ.
- აციდო ვალპროიკო ჯენერისის მიღების წესი
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მდედრობითი სქესის მოზარდები და რეპროდუქციული ასაკის ქალები
აციდო ვალპროიკო ჯენერისით მკურნალობა უნდა დაიწყოს და მიმდინარეობდეს ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის მკურნალობაში სპეციალიზებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
მამრობითი სქესის პაციენტები
რეკომენდებულია, რომ აციდო ვალპროიკო ჯენერისის მიღება დაიწყოს და მიმდინარეობდეს ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის მართვაში გამოცდილი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ - იხილეთ ნაწილი 2, მნიშვნელოვანი მითითებები მამაკაცი პაციენტებისთვის.
ყოველთვის დარწმუნდით, რომ რეგულარულად გაქვთ ექიმთან ვიზიტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენს მიერ მიღებული დოზის ხელახლა კორექტირება.
ჩვეულებრივ დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი პაციენტის ასაკისა და წონის მიხედვით. თუმცა, გასათვალისწინებელია ვალპროატის მიმართ მაღალი ინდივიდუალური მგრძნობელობა.
ოპტიმალური დოზა, ძირითადად, მიღწეულ კლინიკურ პასუხზეა დამოკიდებული. თუ კრუნჩხვების კონტროლი არადამაკმაყოფილებელია ან თუ გვერდითი მოვლენებია საეჭვო, კლინიკურ მონიტორინგთან ერთად შეიძლება განხილულ იქნას შრატის კონცენტრაციის მონიტორინგი. თერაპიული შრატის კონცენტრაცია, როგორც წესი, ნატრიუმის ვალპროატის 40-დან 100 მგ/ლ-მდე (300–700 მკმოლ/ლ) მერყეობს.
თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები
ექიმმა შეიძლება მოახდინოს დოზის კორექტირება.
აციდო ვალპროიკო ჯენერისით (პერორალური) მკურნალობის დაწყება:
თუ არ იღებთ სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს, სასურველია დოზის თანდათანობით გაზრდა 2-3 დღის ინტერვალებით, სანამ ერთი კვირის შემდეგ არ მიიღწევა ოპტიმალური დოზა.
თუ იღებთ სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატს, აციდო ვალპროიკო ჯენერისი თანდათან უნდა დაინიშნოს ოპტიმალური დოზის მიღწევამდე დაახლოებით 2 კვირაში, ხოლო მასთან დაკავშირებული თერაპიები თანდათან უნდა შემცირდეს მათ სრულ შეწყვეტამდე.
თუ საჭიროა სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატთან ერთად მიღება, მისი მიღება თანდათანობით უნდა მოხდეს (იხილეთ 2 ნაწილი 2 „სხვა მედიკამენტები და აციდო ვალპროიკო ჯენერისი“).
პრაქტიკული გამოცდილება: აციდო ვალპროიკო ჯენერისის მიღება (პერორალურად)
შესაძლოა, განავალში აღმოაჩინოთ ტაბლეტის ფორმის მსგავსი სიმკვრივე, ეს ნორმალურია, რადგან აციდო ვალპროიკო ჯენერისის გარსი (ტაბლეტის მატრიცა) ორგანიზმის მიერ არ აითვისება. ეს არ ნიშნავს, რომ მედიკამენტი არაეფექტურია.
დოზირება
საწყისი დღიური დოზა, როგორც წესი, შეადგენს 10-დან 15 მგ/კგ-მდე, რაც შემდეგ თანდათან იზრდება ოპტიმალური დოზის მიღწევამდე (იხილეთ ნაწილი „მკურნალობის დაწყება აციდო ვალპროიკო ჯენერისით (პერორალური)“). ეს ჩვეულებრივ შეადგენს 20-დან 30 მგ/კგ-მდე.
თუმცა, როდესაც ამ დოზებით კრუნჩხვების კონტროლი ვერ მიიღწევა, დოზის გაზრდა უნდა გაგრძელდეს; 50 მგ/კგ-ზე მეტი დღიური დოზების მიღებისას უნდა ჩატარდეს მკაცრი მონიტორინგი (აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შემდგომი ვიზიტების განხორციელება) (იხ. ნაწილი 2).
ბავშვებისთვის ჩვეულებრივი დოზაა 30 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში.
მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი დოზაა 20-დან 30 მგ/კგ-მდე დღეში.
ხანდაზმულ პაციენტებში დაფიქსირდა ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ცვლილებები, თუმცა ეს კლინიკურად უმნიშვნელოდ ჩაითვალა. ამიტომ, დოზა განისაზღვრება კლინიკური პასუხის (კრუნჩხვების კონტროლი) საფუძველზე.
მანიისა და ბიპოლარულ აშლილობასთან ასოცირებული მდგომარეობის მკურნალობა:
დღიური დოზის მიღება უნდა დაიწყოს და ჩატარდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
საწყისი დოზა:
რეკომენდებული საწყისი დოზაა 750 მგ დღეში.
დოზა უნდა გაიზარდოს რაც შეიძლება სწრაფად, რათა მიღწეულ იქნას ყველაზე დაბალი თერაპიული დოზა, რომლითაც მიიღწევა სასურველი კლინიკური ეფექტი.
ჩვეულებრივი დღიური დოზა:
რეკომენდებული დღიური დოზები მერყეობს 1000 მგ-დან 2000 მგ-მდე.
გამონაკლის შემთხვევებში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 3000 მგ-მდე/დღეში. დოზა უნდა დარეგულირდეს ინდივიდუალური კლინიკური რეაქციის მიხედვით.
ეს სამკურნალო საშუალება უნდა მიიღოთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში, ან ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების მეთოდი
მიიღება პერორალური გზით.
შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 2-ჯერ.
არ გატეხოთ ტაბლეტი, თუ მას არ აქვს გამყოფი ზოლი.
აციდო ვალპროიკო ჯენერისი უნდა მიიღოთ იმ ხანგრძლივობით, როგორც ექიმი საჭიროდ ჩათვლის და დაგინიშნავთ.
თუ ფიქრობთ, რომ აციდო ვალპროიკო ჯენერისის ეფექტი ძალიან ძლიერი ან პირიქით სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის ზედმეტი დოზა
აციდო ვალპროიკო ჯენერისის დოზის გადაჭარბება შეიძლება საშიში იყოს. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნები, როგორც წესი, ვლინდება კომის სახით, კუნთების ჰიპოტონიით, ჰიპორეფლექსიით, მიოზით, სუნთქვის ფუნქციის დაქვეითებით, მეტაბოლური აციდოზით.
თუმცა, სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს და კრუნჩხვების რეციდივი აღწერილია პლაზმაში ძალიან მაღალი დონის არსებობისას. აღწერილია თავის ტვინის შეშუპებასთან დაკავშირებული ქალასშიდა ჰიპერტენზიის შემთხვევები. სტაციონარული თერაპია მოიცავს სიმპტომურ მკურნალობას: კუჭის ამორეცხვა, რომელიც ეფექტურია მიღებიდან 10-12 საათის განმავლობაში და კარდიორესპირატორული მეთვალყურეობა.
ნალოქსონი წარმატებით იქნა გამოყენებული რამდენიმე იზოლირებულ შემთხვევაში.
თუ დაგავიწყდათ აციდო ვალპროიკო ჯენერისის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.
განაგრძეთ მედიკამენტის მიღება ექიმის მიერ დანიშნული წესით.
თუ გამოტოვეთ რამდენიმე დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ შეწყვეტთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის მიღებას
არ შეცვალოთ დოზა ან არ შეწყვიტოთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, თუ შეწყვეტთ აციდო ვალპროიკო ჯენერისის მკურნალობას ექიმის კონსულტაციის გარეშე.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
ისინი შეიძლება იშვიათად (და მძიმედ) გამოვლინდეს, მაგრამ არა უმეტეს შემთხვევებში. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, შექცევადია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე გაუარესდება ან რამდენიმე დღეზე მეტხანს გაგრძელდება. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა:
ღებინება, გულისრევა, კუჭის ტკივილი და დიარეა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში;
თავის ტკივილი;
კანკალი, ძილიანობა, თავბრუსხვევა და სიარულის გაძნელება;
აგრესიულობა, მოუსვენრობა, ყურადღების დეფიციტი, ქცევითი პრობლემები და ჰიპერაქტიურობა;
თავბრუსხვევა;
ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება;
ჰალუცინაციები (არარსებულის დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა);
კანის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი;
თმის დროებითი ცვენა;
თმის პათოლოგიური ზრდა, თმის ტექსტურის ან ფერის ცვლილებები;
თმის ზრდის გაძლიერება, განსაკუთრებით ქალებში, ვირილიზაცია, აკნე (ჰიპერანდროგენიზმი);
ფრჩხილებისა და ფრჩხილის ძირის ცვლილებები (ხშირი);
არარეგულარული ან გამოტოვებული მენსტრუაცია, მენსტრუალური ტკივილი, საკვერცხის კისტები (პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი);
სმენის პრობლემები და სიყრუე;
ღრძილების პრობლემები (განსაკუთრებით ღრძილების ჰიპერტროფია);
პირის ღრუს ტკივილი, შეშუპება, წყლულები და წვის შეგრძნება პირში (სტომატიტი);
თვალის სწრაფი და უკონტროლო მოძრაობები;
გაორებული მხედველობა;
ალერგიული რეაქციები;
ტერფებისა და ფეხების შეშუპება (ოდემა);
წონაში მატება;
სიმსუქნე (იშვიათი);
თირკმლის პრობლემები, ღამით შარდის გამოყოფა ან გახშირებული შარდვა, შარდის შეუკავებლობა (შარდის უნებლიე გამოყოფა);
იშვიათი: ხშირი შარდვა და ძლიერი წყურვილი (ფანკონის სინდრომი);
სიხშირე უცნობია: კარნიტინის დონის შემცირება (აღმოჩენილია სისხლის ან კუნთების ანალიზებში);
სხეულის ტემპერატურის დაქვეითება;
მამაკაცის უნაყოფობა (შეიძლება შექცევადი იყოს დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ);
მეხსიერების დაკარგვა და კოგნიტური დაქვეითება;
სწავლის სირთულეები;
წვრილი სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი);
B8 ვიტამინის დონის შემცირება (ბიოტინის დეფიციტი).
აღწერილია ძვლების პრობლემები, როგორიცაა ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი (ძვლის მასის დაკარგვა), ასევე ძვლების მოტეხილობები. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ დიდი ხნის განმავლობაში იღებთ ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს, გაქვთ ოსტეოპოროზის ისტორია ან იღებთ სტეროიდებს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტს. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
ძილიანობა, ცნობიერების დარღვევა (კომის ჩათვლით), ლეთარგიული (უცნაური) ქცევა და მეხსიერების დაკარგვა, დაკავშირებული (ან არ არის დაკავშირებული) უფრო ხშირ ან მძიმე კრუნჩხვებთან, სიარულის უნარის დაკარგვასთან, განსაკუთრებით ფენობარბიტალისა და ტოპირამატის შემცველ პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას, ან ვალპროის მჟავას დოზის უეცარი ზრდისას;
განმეორებითი ღებინება, ძლიერი დაღლილობა, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, მადის დაკარგვა, კუჭის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, სიყვითლე (კანის და/ან თვალების გაყვითლება), ფეხების შეშუპება, ეპილეფსიის გაუარესება ან ზოგადი ცუდად ყოფნის შეგრძნება შეიძლება იყოს ღვიძლის ან პანკრეასის სერიოზული დაავადების ნიშნები (დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს), განსაკუთრებით შესაძლო პანკრეატიტის შემთხვევაში. თუ პანკრეატიტი დადასტურდება, უნდა შეწყვიტოთ ვალპროის მჟავას მიღება.
წონასწორობისა და კოორდინაციის პრობლემები, დაღლილობა ან ყურადღების შემცირება, რომელსაც თან ახლავს ღებინება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში ამიაკის მომატებული დონით;
სისხლის შედედების დარღვევები (ჩანს სისხლის ანალიზში);
სისხლჩაქცევები ან სპონტანური სისხლდენა;
ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს შემდეგნაირად:
კანის აქერცვლით გამოწვეული ბუშტუკები
(კანის ნებისმიერ ნაწილში (მათ შორის ტუჩებში, თვალებში, პირში, ცხვირში, სასქესო ორგანოებში, ხელებში ან ტერფებში) ბუშტუკები, აქერცვლა ან სისხლდენა გამონაყარით ან მის გარეშე, ზოგჯერ გრიპის მსგავსი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება, შემცივნება ან კუნთების ტკივილი - ეს შეიძლება იყოს „ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის“ ან „სტივენს-ჯონსონის სინდრომის“ სახელით ცნობილი მდგომარეობების ნიშნები);
კანზე გამონაყარი ან დაზიანებები ვარდისფერი/წითელი რგოლით და ფერმკრთალი ცენტრით, რასაც შესაძლოა ახასიათებდეს ქავილი, აქერცვლა ან სითხით სავსე იყოს. გამონაყარი შეიძლება განსაკუთრებით ხელისგულებზე ან ფეხის ტერფებზე გაჩნდეს. ეს შეიძლება ,,მულტიფორმული ერითემის“ ნიშნები იყოს.
ალერგიული რეაქციით გამოწვეული შეშუპება, რომელსაც თან ახლავს მტკივნეული, ქავილი გამონაყარი (ჩვეულებრივ, თვალების, ტუჩების გარშემო, ყელში და ზოგჯერ ხელებსა და ფეხებზეც), შეიძლება ანგიონევროზული შეშუპების ნიშანი იყოს;
სინდრომი, რომელიც ხასიათდება კანზე გამონაყარის, ცხელების, გადიდებული ლიმფური კვანძების და სხვა ორგანოების შესაძლო ცვლილებების გაჩენით და რომლის წარმოშობა მედიკამენტურ თერაპიას უკავშირდება; ეს შეიძლება იყოს მედიკამენტური გამონაყარის ნიშნები ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი).
ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი ვარდნა ან ძვლის ტვინის უკმარისობა, ზოგჯერ ვლინდება ცხელებით და სუნთქვის გაძნელებით;
დაბნეულობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში ნატრიუმის დონის შემცირებით ან მდგომარეობით, რომელიც ცნობილია როგორც ADH სეკრეციის სინდრომი (SIADH);
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან წონის მატება (ჰიპოთირეოზი);
ალერგიული რეაქცია სახსრების ტკივილით, დაღლილობით, კანზე გამონაყარით და ცხელებით (სისტემური წითელი მგლურა);
ექსტრაპირამიდული სიმპტომები (უნებლიე მოძრაობები);
სუნთქვის გაძნელება, ტკივილი ან ზეწოლა გულმკერდის არეში (განსაკუთრებით ჩასუნთქვისას), ქოშინი და მშრალი ხველა პლევრის ღრუში სითხის დაგროვების გამო (პლევრული ეფუზია) (იშვიათი);
კუნთების ტკივილი და სისუსტე (რაბდომიოლიზი);
თირკმლის დაავადება;
თირკმლის დაავადება (თირკმლის უკმარისობა, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს შარდის გამოყოფის შემცირებით;
კრუნჩხვების სიხშირისა და სიმძიმის მომატება;
ტრემორი, კუნთების უკონტროლო კრუნჩხვები, სიარულის არასტაბილურობა (პარკინსონიზმი, ექსტრაპირამიდული აშლილობა, ატაქსია).
აციდო ვალპროიკო ჯენერისმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების ან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება ან სისხლის წითელი უჯრედების ზომის პათოლოგიური მატება და ძვლის ტვინის დაავადება.
იშვიათი: მამაკაცის უნაყოფობა, როგორც წესი, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ და შეიძლება შექცევადი გახდეს დოზის შემცირების შემდეგ. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
უცნობია: კანისა და ლორწოვანი გარსების გამუქება (ჰიპერპიგმენტაცია).
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებში
ვალპროატის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა ბავშვებში უფრო ხშირად ან უფრო მძიმედ ვლინდება, ვიდრე მოზრდილებში. ესენია ღვიძლის დაზიანება, პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი), აგრესია, მოუსვენრობა, ყურადღების დეფიციტი, ქცევითი პრობლემები, ჰიპერაქტიურობა და სწავლის სირთულეები.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ INFARMED, I.P.-ს აცნობოთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ვებ-გვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
(სასურველია) ან შემდეგი საკონტაქტო პირების მეშვეობით:
მედიკამენტების რისკების მართვის სამმართველო
Parque de Saúde de Lisboa - ლისაბონის ჯანმრთელობის ცენტრი, ბრაზილიის გამზირი 53
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 73 73
მედიკამენტების დახმარების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო ზარი)
ელ. ფოსტა: [email protected]
- აციდო ვალპროიკო ჯენერისის შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე წარწერით „ვარგისია“ (EXP) შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს აციდო ვალპროიკო ჯენერისი
აქტიური ნივთიერებებია ვალპროის მჟავა და ნატრიუმის ვალპროატი.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური კაჟბადი, ჰიპრომელოზა, ეთილცელულოზა, ნატრიუმის საქარინი, მაკროგოლი 6000, მეტაკრილის მჟავას და ეთილაკრილატის კოპოლიმერი, ტალკი და ტიტანის დიოქსიდი (E171).
აციდო ვალპროიკო ჯენერისის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
აციდო ვალპროიკო ჯენერისის ტაბლეტები არის თეთრი, მოგრძო, აპკით დაფარული ტაბლეტები და ორივე მხარეს ჭრილით.
აციდო ვალპროიკო ჯენერისის ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვებში, რომლებიც შეიცავენ 20 და 60 ტაბლეტს.
შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
ჯენერის ფარმასიუტიკა, ს.ა.
რუა ჟოაო დე დეუსი, 19
2700-487 ამადორა
პორტუგალია
წინამდებარე ინსტრუქციის ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღია 2024 წლის დეკემბერი.
ინფორმაციის დამატებითი წყაროები:
მდედრობითი სქესის მოზარდებისა და რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის განახლებული ინსტრუქციისა და ამ პროდუქტის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ინფორმაციის მისაღებად დაასკანერეთ სმარტფონით ამ ინსტრუქციის QR კოდი. იგივე ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ URL-ზე: [URL უნდა იქნეს მითითებული]
‘QR კოდი უნდა იქნეს თანდართული + URL
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.