დეპაკინ ქრონო არის ეპილეფსიის და მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალო მედიკამენტი. დეპაკინ ქრონო გამოიყენება: ეპილეფსიის სამკურნალოდ: მოქმედების მექანიზმი კარგად არ არის ცნობილი, თუმცა, ითვლება, რომ დეპაკინ ქრონო ხელს უშლის ან თრგუნავს ეპილეფსიური კრუნჩხვების გამომწვევ იმპულსებს თავის ტვინში მანიაკალური ეპიზოდის …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვალპროის მჟავა (valproic acid)
- ფორმა და შეფუთვა
- 300მგ გახანგრძლივებული მოქმედების გარსით დაფარული ტაბლეტი №100 (2X50)
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიეპილეფსიური საშუალებები, ცხიმოვანი მჟავას წარმოებულები
- ATC კოდი
- N03AG01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0610
- რეგისტრირებულია
- 7 სექტემბერი 2023, მოქმედებს 7 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
დეპაკინი ქრონო 300მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დეპაკინ ქრონო არის ეპილეფსიის და მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალო მედიკამენტი.
დეპაკინ ქრონო გამოიყენება:
ეპილეფსიის სამკურნალოდ: მოქმედების მექანიზმი კარგად არ არის ცნობილი, თუმცა, ითვლება, რომ დეპაკინ ქრონო ხელს უშლის ან თრგუნავს ეპილეფსიური კრუნჩხვების გამომწვევ იმპულსებს თავის ტვინში
მანიაკალური ეპიზოდის სამკურნალოდ: რა დროსაც შეიძლება იყოთ ძალიან აღგზნებული, ეიფორიული, აჟიტირებული, აღფრთოვანებული ან ჰიპერაქტიური. მანიაკალური ეპიზოდი ვლინდება დაავადებისას, რომელსაც ეწოდება „ბიპოლარული ემოციური აშლილობა“. დეპაკინ ქრონოს გამოყენება დასაშვებია მაშინ, როდესაც არ არის შესაძლებელი ლითიუმის გამოყენება.
უკუჩვენებები
ბიპოლარული აშლილობა
თუ ხართ ორსულად, არ უნდა მიიღოთ დეპაკინ ქრონო ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.
თუ ხართ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი, უნდა მიიღოთ დეპაკინ ქრონო ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოიხმართ ორსულობის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას (კონტრაცეფცია) დეპაკინით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. არ შეწყვიტოთ დეპაკინის და კონტრაცეპტივის მოხმარება ექიმის ნებართვის გარეშე. ექიმი მოგცემთ რჩევას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ (იხ. ქვემოთ, პუნქტში „ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება - მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ქალებისთვის“).
ეპილეფსია
თუ ხართ ორსულად, არ უნდა მოიხმაროთ დეპაკინი ეპილეფსიის სამკურნალოდ, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც სხვა სახის მკურნალობა თქვენთვის არაეფექტურია.
თუ ხართ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი, უნდა მიიღოთ დეპაკინ ქრონო ეპილეფსიის სამკურნალოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოიხმართ ორსულობის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას (კონტრაცეფცია) დეპაკინით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. არ შეწყვიტოთ დეპაკინის და კონტრაცეპტივის მოხმარება ექიმის ნებართვის გარეშე. ექიმი მოგცემთ რჩევას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ (იხ. ქვემოთ, პუნქტში „ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება - მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ქალებისთვის“).
თუ ხართ ალერგიული ნატრიუმის ვალპროატის (დეპაკინ ქრონოს აქტიური ნივთიერება) ან ამ მედიკამენტის სხვა ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი პუნქტ 6-ში).
თუ გაქვთ ჰეპატიტი ან ღვიძლის აქტიური დაავადება.
თუ თქვენ (ან თქვენს ახლო ნათესავს) გქონდათ მძიმე ჰეპატიტი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის გამოწვეული იყო მედიკამენტებით.
თუ გაქვთ ღვიძლის პორფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში გარკვეული პიგმენტების რაოდენობის ზრდით).
თუ გაქვთ გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს ცვლილებას მიტოქონდრიულ დონეზე (მაგ. ალპერს-ჰატენლოხერის სინდრომი).
თუ გაქვთ დადგენილი მეტაბოლური დარღვევა, როგორიცაა შარდოვანას ციკლის დარღვევა.
თუ თქვენი შვილი 6 წლამდეა, მისთვის ხელმისაწვდომია ასაკის შესაბამისი ფარმაცევტული ფორმები.
თუ ფიქრობთ, რომ იმყოფებით ზემოთჩამოთვლილი სიტუაციებიდან ერთ-ერთში ან არ ხართ დარწმუნებული, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე.
სიფრთხილის ზომები
დეპაკინ ქრონოს მიღებამდე, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
თუ თქვენ ან თქვენს შვილს განგივითარდათ მოულოდნელი დაავადება, განსაკუთრებით, მკურნალობის პირველ ექვს თვეში და განსაკუთრებით, თუ ადგილი აქვს განმეორებით ღებინებას, გამოკვეთილ დაღლილობას, მუცლის ტკივილს, ძილიანობას, სისუსტეს, მადის დაკარგვას, ტკივილს კუჭის ზემოთა ნაწილში, გულისრევას, სიყვითლეს (კანის ან თვალის გარსის გაყვითლება), ფეხების შეშუპებას, ეპილეფსიის გაუარესებას ან ცუდად ყოფნის ზოგად შეგრძნებას, უნდა უთხრათ თქვენს ექიმს დაუყონებლივ. დეპაკინ ქრონომ შესაძლოა გავლენა იქონიოს ღვიძლზე (იშვიათ შემთხვევაში, პანკრეასზეც) პაციენტების ძალიან მცირე ნაწილში.
თუ თქვენს შვილს აქვს სხვა ნევროლოგიური, მეტაბოლური დაავადება ან ეპილეფსიის მძიმე ფორმა
თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (იშვიათი დაავადება)
თუ არსებობს ეჭვი, რომ გაქვთ რაიმე სახის მეტაბოლური დარღვევები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც გამოწვეულია ფერმენტების მემკვიდრეობითი დეფიციტით, როგორიცაა შარდოვანას ციკლის დარღვევა, რადგან არსებობს სისხლში ამიაკის კონცენტრაციის გაზრდის რისკი.
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის პრობლემები, ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს სისხლში ვალპროატის დონის კონტროლი ან დოზის შეცვლა
თუ წონაში იმატებთ, იმის გამო, რომ შესაძლოა მოგემატოთ მადა
იმ ადამიანების მცირე რაოდენობას, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური მედიკამენტებით, როგორიცაა ნატრიუმის ვალპროატი/ვალპროის მჟავა, ჰქონდათ თვითდაზიანებითი ან სუიციდური აზრები. თუ მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე გაგიჩნდებათ მსგავსი აზრები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი და მოგეცათ რეკომენდაცია, ჩაიტაროთ ტესტი შარდში კეტონის სხეულების დასადგენად, თქვენი ექიმი გაითვალისწინებს, რომ დეპაკინ ქრონომ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები.
თუ გაქვთ კარნიტინ პალმიტოილ ტრანსფერაზას II ტიპის ფერმენტის დეფიციტი
თუ თქვენთვის ცნობილია ან გაქვთ ეჭვი, რომ თქვენს ოჯახში არიან ადამიანები გენეტიკური დაავადებით, რომელიც იწვევს ცვლილებას მიტოქონდრიულ დონეზე.
ისევე, როგორც სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებების შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მოხმარებისას, კრუნჩხვები შესაძლოა გაუარესდეს ან გახშირდეს. თუ ასე მოხდება, დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები: დეპაკინ ქრონო არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ.
დეპაკინ ქრონო სხვა მედიკამენტებთან ერთად
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მოიხმართ, ახლო წარსულში მოიხმარეთ ან შესაძლოა მოიხმაროთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტები. ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს დეპაკინ ქრონოს ეფექტზე ან შესაძლოა დეპაკინ ქრონომ გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების ეფექტზე.
ეს მედიკამენტებია:
ნეიროლეპტიკები (გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ)
დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები
ბენზოდიაზეპინები, რომლებიც გამოიყენება ჰიპნოტიკად ან შფოთვის სამკურნალოდ
ქეთიაპინი, ოლანზაპინი (გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ)
სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ: ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი, ლამოტრიგინი, კარბამაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი
ზიდოვუდინი (გამოიყენება აივ ინფექციების და შიდსის სამკურნალოდ)
მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის)
სალიცილატები (აცეტილსალიცილის მჟავა)
ანტიკოაგულანტები (გამოიყენება თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად
ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ)
ერითრომიცინი, რიფამპიცინი
კარბაპენემები, როგორიცაა იმიპენემი, პანიპენემი, მეროპენემი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები). ვალპროის მჟავასა და კარბაპენემების ურთიერთქმედება თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან ამან შეიძლება შეამციროს ნატრიუმის ვალპროატის ეფექტი.
რუფინამიდი
აცეტაზოლამიდი
პროტეაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა ლოპინავირი, რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციების სამკურნალოდ)
ქოლესტირამინი
პროპოფოლი (გამოიყენება ანესთეზიისთვის)
ნიმოდიპინი. ნატრიუმის ვალპროატთან ურთიერთქმედებამ შეიძლება გაზარდოს ნიმოდიპინის ეფექტი.
ესტროგენების შემცველი მედიკამენტები (კონტრაცეფციისთვის გამოყენებული გარკვეული მედიკამენტების ჩათვლით).
მეტამიზოლი (გამოიყენება ტკივილისა და ცხელების სამკურნალოდ).
ამ და სხვა მედიკამენტების ეფექტზე შეიძლება გავლენა იქონიოს დეპაკინ ქრონომ ან ამ მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ მის მოქმედებაზე. შეიძლება დაგჭირდეთ წამლის განსხვავებული დოზები ან შეიძლება დაგჭირდეთ სხვა მედიკამენტების მიღება. თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგცემთ რჩევას ამასთან დაკავშირებით. თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს შეუძლია მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია იმ მედიკამენტების შესახებ, რომლის მიმართაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ან თავიდან აიცილოთ, იმ შემთხვევაში, თუ მოიხმართ დეპაკინ ქრონოს.
დეპაკინ ქრონო საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
მკურნალობის პერიოდში, არ უნდა მოიხმაროთ სპირტიანი ალკოჰოლი, რადგან დეპაკინ ქრონო ზრდის სპირტიანი ალკოჰოლის ეფექტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ხართ ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან აპირებთ დაორსულებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რეკომენდაციის მიღებისათვის, ამ მედიკამენტის მოხმარებამდე.
ორსულობა
მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ქალებისთვის
ბიპოლარული აშლილობა
თუ ხართ ორსულად, არ უნდა მიიღოთ დეპაკინ ქრონო ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.
თუ ხართ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი, უნდა მიიღოთ დეპაკინ ქრონო ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოიხმართ ორსულობის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას (კონტრაცეფცია) დეპაკინით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. არ შეწყვიტოთ დეპაკინის და კონტრაცეპტივის მოხმარება ექიმის ნებართვის გარეშე. ექიმი მოგცემთ რჩევას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ.
ეპილეფსია
თუ ხართ ორსულად, არ უნდა მოიხმაროთ დეპაკინი ეპილეფსიის სამკურნალოდ, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც სხვა სახის მკურნალობა თქვენთვის არაეფექტურია.
თუ ხართ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი, უნდა მიიღოთ დეპაკინ ქრონო ეპილეფსიის სამკურნალოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოიხმართ ორსულობის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას (კონტრაცეფცია) დეპაკინით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. არ შეწყვიტოთ დეპაკინის და კონტრაცეპტივის მოხმარება ექიმის ნებართვის გარეშე.
ვალპროატის მიღების რისკები ორსულობისას (იმ დაავადების მიუხედავად, რომლის სამკურნალოდაც მოიხმართ ვალპროატს)
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გეგმავთ დაორსულებას ან თუ ხართ ორსულად.
ორსულობის დროს ვალპროატის მიღება შეიცავს რისკს. რაც უფრო მაღალია გამოყენებული დოზა, მით მაღალია რისკები, თუმცა, ნებისმიერი დოზის მიღება იწვევს რისკს, მათ შორის, მაშინ, როდესაც ვალპროატი გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან ერთად.
მას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები და გავლენა მოახდინოს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, დაბადების შემდეგ, ზრდასთან ერთად.
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული თანდაყოლილი მალფორმაციებია: სპინა ბიფიდა (როდესაც ხერხემლის ძვლები სათანადოდ არ ვითარდება); სახის და თავის ქალას მალფორმაციები; გულის, თირკმელების, საშარდე გზების და სასქესო ორგანოების მალფორმაციები; კიდურების მალფორმაციები და მასთან დაკავშირებული მრავალი სხვა მალფორმაცია, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის სხვადასხვა ორგანოსა და ნაწილზე. თანდაყოლილმა მალფორმაციებმა შეიძლება გამოიწვიოს უნარშეზღუდულობა, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე.
ორსულობისას ვალპროატის გამოყენების შემთხვევებში, დაფიქსირდა სმენის პრობლემები ან სიყრუე ბავშვებში.
ორსულობისას ვალპროატის გამოყენების შემთხვევებში, დაფიქსირდა თვალის მალფორმაციები, რომლებიც დაკავშირებულია სხვა თანდაყოლილ მალფორმაციებთან. თვალის ამ მალფორმაციებმა შესაძლოა გავლენა იქონიონ მხედველობაზე.
თუ ორსულობისას მოიხმართ ვალპროატს, სხვა ქალებთან შედარებით, გაქვთ უფრო გაზრდილი რისკი, რომ გყავდეთ თანდაყოლილი მალფორმაციების მქონე ბავშვი, რომელიც საჭიროებს სამედიცინო მკურნალობას. გამომდინარე იქიდან, რომ ვალპროატი მრავალი წელია გამოიყენება, ცნობილია, რომ იმ ქალების შემთხვევაში, რომლებიც მკურნალობენ ვალპროატით, 100 ბავშვიდან დაახლოებით 11-ს ექნება თანდაყოლილი მალფორმაციები, მაშინ, როდესაც იმ ქალების შემთხვევაში, რომელთაც არ აქვთ ეპილეფსია, 100 ბავშვიდან 2-3 ბავშვს ექნება თანდაყოლილი მალფორმაციები.
დადგენილია, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვების 30-40%-ს, რომელთა დედებმაც ორსულობისას მოიხმარეს ვალპროატი, შესაძლოა ჰქონდეს განვითარების პრობლემები ბავშვობის პერიოდის პირველ წლებში. დაავადებულმა ბავშვებმა შესაძლოა უფრო გვიან დაიწყონ ლაპარაკი და სიარული, შესაძლოა სხვა ბავშვებთან შედარებით იყვნენ ინტელექტუალურად ნაკლებად განვითარებულები და შესაძლოა ჰქონდეთ საუბრისა და მეხსიერების პრობლემები.
აუტიზმის სპექტრის აშლილობები უფრო ხშირად დიაგნოზირებულია ბავშვებში, რომელთა მუცლად ყოფნის პერიოდშიც მოხდა ვალპროატის მოხმარება და არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ეს ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან ყურადღების დეფიციტის ჰიპერკინეტიკური აშლილობის (ADHD) სიმპტომებისკენ.
ამ მედიკამენტის დანიშვნამდე, თქვენი ექიმი აგიხსნით, რა შეიძლება დაემართოს თქვენს პატარას, თუ დაორსულდებით ვალპროატის მოხმარებისას. თუ მოგვიანებით გადაწყვეტთ, რომ გსურთ დაორსულება, არ უნდა შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება ან კონტრაცეპტული მეთოდის გამოყენება თქვენს ექიმთან წინასწარი შეთანხმების გარეშე,
თუ ხართ მდედრობითი სქესის ბავშვის ან მდედრობითი სქესის მოზარდის მშობელი ან მომვლელი და ეს ბავშვი/მოზარდი მოიხმარს ვალპროატს, დაუყონებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, მაშინ, როდესაც ბავშვს/მოზარდს, რომელიც მოიხმარს ვალპროატს, აქვს პირველი მენსტრუაცია.
ჩასახვის საწინააღმდეგო ზოგიერთ მედიკამენტს (ესტროგენის შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები) შეუძლია შეამციროს ვალპროატის დონე სისხლში. აუცილებლად დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს თქვენთვის ყველაზე შესაფერისი კონტრაცეფციის (ორსულობის პრევენციის) მეთოდის შესახებ.
მაშინ, როდესაც გსურთ დაორსულება, შეეკითხეთ თქვენს ექიმს ფოლიუმის მჟავას მოხმარების შესახებ. ფოლიუმის მჟავას შეუძლია შეამციროს სპინა ბიფიდას და ადრეული აბორტის ზოგადი რისკი, რომელიც არსებობს ყველა ორსულობის შემთხვევაში. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეამციროს ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი მალფორმაციების რისკი.
გთხოვთ, აირჩიოთ და წაიკითხოთ თქვენთვის შესაფერისი სიტუაციები ქვემოთ აღწერილი სიტუაციებიდან:
ვიწყებ დეპაკინით მკურნალობას
ვმკურნალობ დეპაკინით და არ ვაპირებ დაორსულებას
ვმკურნალობ დეპაკინით და ვაპირებ დაორსულებას
ვარ ორსულად და ვმკურნალობ დეპაკინით
ვიწყებ დეპაკინით მკურნალობას
თუ პირველად დაგენიშნათ დეპაკინი, თქვენი ექიმი აგიხსნით დაორსულების შემთხვევაში ნაყოფთან დაკავშირებულ რისკებს. როგორც კი მიაღწევთ რეპროდუქციულ ასაკს, უნდა დარწმუნდეთ, რომ იყენებთ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდს დეპაკინით მკურნალობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში. თუ გჭირდებათ რჩევა კონტრაცეფციის შესახებ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან თქვენს კლინიკას.
ძირითადი შეტყობინებები
დეპაკინით მკურნალობის დაწყებამდე, ორსულობის არსებობა უნდა გამოირიცხოს ორსულობის ტესტის საშუალებით, რომლის შედეგიც უნდა დაადასტუროს თქვენმა ექიმმა.
დეპაკინით მკურნალობის პერიოდში, უნდა გამოიყენოთ ორსულობის კონტროლის ეფექტური მეთოდი (კონტრაცეფცია).
უნდა დაელაპარაკოთ თქვენს ექიმს ორსულობის კონტროლის (კონტრაცეპცია) შესაფერის მეთოდებზე. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობის პრევენციის შესახებ და შესაძლოა, გაგაგზავნოთ სპეციალისტთან, რომელიც მოგცემთ რეკომენდაციებს კონტრაცეფციის შესახებ.
რეგულარულად (სულ მცირე - წელიწადში ერთხელ) უნდა გაიაროთ შემოწმება სპეციალისტ ექიმთან, რომელიც გამოცდილია ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის მკურნალობაში. ამ ვიზიტის დროს, თქვენი ექიმი დარწმუნდება, რომ თქვენ იცით და გესმით ორსულობისას ვალპროატის მოხმარებასთან დაკავშირებული ყველა რისკი და რეკომენდაცია.
თუ აპირებთ დაორსულებას, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად.

თუ აგრძელებთ დეპაკინით მკურნალობას, თუმცა, არ აპირებთ დაორსულებას, დარწმუნდით, რომ იყენებთ ეფექტულ კონტრაცეპტიულ საშალებას, უწყვეტად, დეპაკინით მკურნალობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში. თუ გესაჭიროებათ კონტრაცეფციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან თქვენს კლინიკას.
დეპაკინით მკურნალობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, უნდა გამოიყენოთ ორსულობის საწინააღმდეგო მეთოდი (კონტრაცეფცია).
უნდა დაელაპარაკოთ თქვენს ექიმს ორსულობის თავიდან აცილების (კონტრაცეპცია) შესახებ. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობის პრევენციის შესახებ და შესაძლოა, გაგაგზავნოთ სპეციალისტთან, რომელიც მოგცემთ რეკომენდაციებს კონტრაცეფციის შესახებ.

თუ აპირებთ დაორსულებას, ჯერ უნდა დანიშნოთ კონსულტაცია ექიმთან. არ უნდა შეწყვიტოთ დეპაკინის მიღება ან კონტრაცეპტული მეთოდის გამოყენება ექიმთან წინასწარ განხილვის გარეშე. თქვენი ექიმი მოგცემთ დამატებით რეკომენდაციებს. ვალპროატით ნამკურნალები დედებისგან დაბადებული ბავშვები არიან თანდაყოლილი დეფექტების და განვითარების პრობლემების სერიოზული რისკის ქვეშ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უნარშეზღუდულობა. თქვენი ექიმი გაგაგზავნით სპეციალისტთან, რომელსაც აქვს გამოცდილება ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის მკურნალობაში, რათა დროულად შეფასდეს მკურნალობის სხვა ალტერნატივები. თქვენი ექიმი მიიღებს გარკვეულ ზომებს, რათა თქვენი ორსულობა მაქსიმალურად კარგად წარიმართოს და თქვენ და თქვენი ბავშვისთვის ნებისმიერი რისკი მაქსიმალურად შემცირდეს. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დეპაკინის დოზის შეცვლა ან მკურნალობის შეცვლა სხვა მედიკამენტით ან შეწყვიტოს დეპაკინით მკურნალობა დაორსულებამდე დიდი ხნით ადრე, იმისთვის, რომ დარწმუნდეს, რომ თქვენი დაავადება სტაბილურია.

ძირითადი შეტყობინებები:
შეწყვიტეთ დეპაკინით მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გირჩიათ ექიმმა.
არ შეწყვიტოთ ორსულობის თავიდან აცილების (კონტრაცეფცია) მეთოდების გამოყენება თქვენს ექიმთან შეთანხმების და ისეთი გეგმის შემუშავების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თქვენი დაავადება კონტროლის ქვეშ არის და რისკები თქვენი ბავშვისთვის შემცირებულია.
ჯერ დანიშნეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. ამ ვიზიტის დროს, თქვენი ექიმი დარწმუნდება, რომ თქვენ იცით და გესმით ორსულობისას ვალპროატის მოხმარებასთან დაკავშირებული ყველა რისკი და რეკომენდაცია.
დაორსულების დაგეგმვამდე დიდი ხნით ადრე, თქვენი ექიმი ეცდება, შეგიცვალოთ მკურნალობა სხვა მედიკამენტით ან შეგიწყვეტთ დეპაკინით მკურნალობას.
სასწრაფოდ დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ.
ვარ ორსულად და ვმკურნალობ დეპაკინით
შეწყვიტეთ დეპაკინის მოხმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა მოგცათ რეკომენდაცია ამაზე, რადგან შეიძლება თქვენი დაავადება გაუარესდეს. სასწრაფოდ დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ. თქვენი ექიმი მოგცემთ დამატებით რეკომენდაციებს. ვალპროატით ნამკურნალები დედებისგან დაბადებული ბავშვები არიან თანდაყოლილი დეფექტების და განვითარების პრობლემების სერიოზული რისკის ქვეშ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უნარშეზღუდულობა.
თქვენი ექიმი გაგაგზავნით სპეციალისტთან, რომელსაც აქვს გამოცდილება ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის მკურნალობაში, რათა დროულად შეფასდეს მკურნალობის სხვა ალტერნატივები.
გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ორსულობისას მკურნალობისათვის მხოლოდ დეპაკინია ხელმისაწვდომი, ჩაგიტარდებათ აქტიური მეთვალყურეობა, როგორც თქვენი დაავადების კონტროლისათვის, ისე ბავშვის განვითარების დაკვირვებისათვის. თქვენ და თქვენმა პარტნიორმა შეიძლება ისარგებლოთ კონსულტაციებითა და მხარდაჭერით ორსულობისას ვალპროატის მოხმარებასთან დაკავშირებით.
შეეკითხეთ თქვენს ექიმს ფოლიუმის მჟავას მოხმარების შესახებ. ფოლიუმის მჟავას შეუძლია შეამციროს სპინა ბიფიდას და ადრეული აბორტის ზოგადი რისკი, რომელიც არსებობს ყველა ორსულობის შემთხვევაში. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეამციროს ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი მალფორმაციების რისკი.
ძირითადი შეტყობინებები:
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, დაუყონებლიც დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან.

აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც გამოცდილია ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის მკურნალობაში, რათა შეაფასოს ალტერნატიული მკურნალობის საჭიროება.
უნდა გაიაროთ კონსულტაცია ორსულობის დროს დეპაკინის გამოყენების რისკების შესახებ, მათ შორის, თანდაყოლილი მალფორმაციების (დეფექტები დაბადებიდან) და ბავშვებში ფიზიკური და გონებრივი განვითარების დაქვეითების შესახებ.
აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს თქვენს ორსულობას, იმისათვის, რომ დაადგინოს მალფორმაციების შესაძლო წარმოშობა.
აუცილებლად წაიკითხეთ პაციენტის ინფორმაციის სახელმძღვანელო, რომელსაც მიიღებთ თქვენი ექიმისგან.
თქვენი ექიმი გაგაცნობთ წლიურ ფორმულარს რისკების გაცნობიერების შესახებ და გთხოვთ, რომ ხელი მოაწეროთ მას და შეინახოთ. ასევე მიიღებთ პაციენტის ბარათს თქვენი ფარმაცევტისგან, რომელიც შეგახსენებთ ვალპროატის მოხმარების რისკებს ორსულობისას.
ლაქტაცია
გამომდინარე იქიდან, რომ დეპაკინ ქრონო გადადის დედის რძეში ძალიან მცირე რაოდენობით, ის, როგორც წესი, საფრთხეს არ უქმნის ჩვილს და ლაქტაციის შეწყვეტა, როგორც წესი, არ არის საჭირო. ამის მიუხედავად, უნდა ჰკითხოთ ექიმს, შეგიძლიათ თუ არა ლაქტაცია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დეპაკინ ქრონომ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა ზოგიერთ ადამიანში, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან ან ბენზოდიაზეპინებთან თანადროულად მოხმარების შემთხვევაში. სატრანსპორტო საშუალებების მართვამდე, დანადგარების გამოყენებამდე ან სხვა ნებისმიერი აქტივობის განხორციელებამდე, რომელიც შესაძლოა იყოს სახიფათო, იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ძილიანობა ან თავბრუსხვევა, დარწმუნდით, რომ იცით, როგორი ეფექტი აქვს დეპაკინ ქრონოს თქვენზე.
როგორ მიიღოთ დეპაკინ ქრონო
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული.
დეპაკინ ქრონოთი მკურნალობა და მისი კონტროლი უნდა დაიწყოს ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის მკურნალობაში სპეციალიზებული ექიმის მიერ.
რეგულარულად უნდა იაროთ სამედიცინო ვიზიტებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა საჭირო იყოს თქვენთვის რეკომენდებული დოზის ცვლილება.
დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ, ინდივიდუალურად, ყველა პაციენტისთვის ცალ-ცალკე.
თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტები
თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს დოზის ცვლილება.
ეპილეფსია
რეგულარული რეკომენდებული დღიური დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკის, წონისა და კრუნჩხვების სიმძიმის მიხედვით.
მოზრდილებისთვის რეკომენდებული რეგულარული დოზაა 20-30 მგ ნატრიუმის ვალპროატი სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე დღეში. პაციენტების უმრავლესობის შემთხვევაში, ეს არის დეპაკინ ქრონო 300 მგ ხანგრძლივი გამოთავისუფლების 4-10 ტაბლეტი, მოხმარებული 1 ან 2 დოზად დღეში.
მოხმარება ბავშვებში
ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები ასევე შეიძლება მოხმარებულ იქნას ბავშვებში, მინიმუმ 6 წლის ასაკიდან. რეკომენდებული რეგულარული დოზა მინიმუმ 6 წლის ასაკის ბავშვებისთვის არის 30 მგ ნატრიუმის ვალპროატი სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე დღეში.
ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად, მაგრამ არ უნდა მოხდეს მათი დაღეჭვა ან დაქუცმაცება.
არ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან შეთანხმების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი დაავადება შეიძლება გაუარესდეს.
მიიღეთ დეპაკინი იმ დროის განმავლობაში, რა დროითაც გირჩიათ თქვენმა ექიმმა.
მანიაკალური ეპიზოდი
დღიური დოზის დადგენა და კონტროლი ხდება ინდივიდუალურად, თქვენი ექიმის მიერ.
საწყისი დოზა
დღიური საწყისი რეკომენდებული დოზა არის 750 მგ.
დღიური საშუალო დოზა
დღიური რეკომენდებული დოზები, როგორც წესი, არის 1000 მგ-დან 2000 მგ-მდე.
გამოყენების ინსტრუქციები
ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები ხელმისაწვდომია ფლაკონებში და თავსახურის პატარა განყოფილებაში შესაძლებელია ტაბლეტის ნახევარი ნაწილის შენახვა. იმის გამო, რომ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები ზიანდება ტენიანობაზე, ფლაკონს აქვს თავსახური, რომელიც უნდა იქნას დაფარებული კარგად.
თუ მოიხმართ საჭიროზე მეტ დეპაკინ ქრონოს
დეპაკინ ქრონოს რეკომენდებულ დოზაზე მაღალი დოზის მიღება შეიძლება იყოს სახიფათო. თუ მიიღეთ ამ მედიკამენტის ზედმეტი დოზა, დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან წადით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი მომსახურების განყოფილებაში.
თუ დაგავიწყდათ დეპაკინ ქრონოს მოხმარება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
გააგრძელეთ მედიკამენტის მოხმარება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
თუ დაგავიწყდათ რამდენიმე დოზის მიღება, დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ შეწყვეტთ დეპაკინ ქრონოს მოხმარებას
არ შეწყვიტოთ დეპაკინ ქრონოთი მკურნალობა და არ შეცვალოთ დოზა თქვენს ექიმთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. თუ შეწყვეტთ მკურნალობას თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე, თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
თუ გაქვთ ამ მედიკამენტთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დამატებითი შეკითხვები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ხდება ყველა ადამიანის შემთხვევაში.
დაუყონებლივ უთხარით თქვენს ექიმს, თუ შეამჩნიეთ შემდეგი მძიმე გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე, რადგან შესაძლოა საჭიროებდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:
თავბრუსხვევა, ცნობიერების ცვლილება (კომის ჩათვლით), დაბნეულობა, შენელება ან არანორმალური ქცევა, კრუნჩხვით ან მის გარეშე, რომლებიც უფრო ხშირი ან მძიმეა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხდება ფენობარბიტალის და ტოპირამატის თანადროულად მოხმარება ან იმ შემთხვევაში, თუ დეპაკინ ქრონოს დოზა ერთბაშად გაიზარდა.
დაბნეულობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში ნატრიუმის დაბალი დონით ან „SIADH“-ის (ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი) სახელით ცნობილი მდგომარეობით.
ბალანსის და კოორდინაციის პრობლემები, ლეთარგია ან სიფხიზლის დაქვეითება, რასაც თან სდევს ღებინება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში ამიაკის რაოდენობის ზრდით.
კრუნჩხვების რაოდენობისა და სიმძიმის მომატება.
განმეორებითი ღებინება, გამოკვეთილი დაღლილობა, მუცლის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, მადის დაკარგვა, ტკივილი კუჭის ზემოთა ნაწილში, გულისრევა, სიყვითლე (კანის ან თვალის გარსის გაყვითლება), ფეხების შეშუპება, ეპილეფსიის გაუარესება ან ცუდად ყოფნის ზოგადი შეგრძნება, რაც შეიძლება იყოს ღვიძლის ან პანკრეასის მძიმე დარღვევების ნიშნები.
ალერგიული რეაქციები, რომლებიც გამოვლინდება შემდეგნაირად:
ბუშტუკების წარმოქმნა კანზე, რომელსაც თან ახლავს კანის აქერცვლა (ბუშტუკები, აქერცვლა ან სისხლდენა კანის ნებისმიერ ნაწილში (ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირის, გენიტალიური ორგანოების, ხელების ან ფეხების ჩათვლით, გამონაყარით ან მის გარეშე, ხშირად, გრიპის მსგავსი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება, შემცივნება ან კუნთების ტკივილები, ეს შეიძლება იყოს „ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის“ სახელით ცნობილი მდგომარეობის ან „სტივენს ჯონსონის სინდრომის“ ნიშნები).
გამონაყარი ან კანის დაზიანება, ვარდისფერი/წითელი ლაქებით/რგოლებით და ღია ფერის ცენტრით; მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ქავილი, შესაძლოა იყოს ქერცლოვანი ან სითხით სავსე. გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს განსაკუთრებით ხელის გულებზე ან ტერფებზე. ეს შესაძლოა იყოს „მულტიფორმული ერითემის“ სახელით ცნობილი მდგომარეობის ნიშნები.
გამონაყარის სინდრომი, ცხელება, ლიმფური კვანძების გადიდება და სხვა ორგანოების შესაძლო დაზიანება (ეს შეიძლება იყოს „DRESS“-ის (წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით) სახელით ცნობილი მდგომარეობის ნიშნები.
მოულოდნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა, რომელიც გამოწვეულია სისხლის შედედების პრობლემებით, რაც გამოვლენილია სისხლის ანალიზით.
სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება ან ძვლის ტვინის უკმარისობა, რომელიც გამოვლენილია სისხლის ანალიზებით, ზოგჯერ ვლინდება ცხელებით და სუნთქვის გაძნელებით.
ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურზე დაბალი ფუნქციით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან წონის მომატება (ჰიპოთირეოზი).
სახსრების ტკივილი, ცხელება, დაღლილობა და გამონაყარი კანზე, ეს შეიძლება იყოს სისტემური წითელი მგლურას სახელით ცნობილი ალერგიული რეაქციის ნიშნები.
კანკალი (ტრემორი), ძილიანობა, კუნთების უკონტროლო შეკუმშვა, სიარულის დროს არასტაბილურობა (პარკინსონიზმი, ექსტრაპირამიდული დარღვევები, ატაქსია).
სუნთქვის გაძნელება და ფილტვების დამფარავი გარსის ანთებით გამოწვეული ტკივილი (პლევრალური გამონაჟონი).
კუნთების ტკივილი და კუნთების სისუსტე (რაბდომიოლიზი).
თირკმელების დაავადებები (თირკმლის უკმარისობა, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი და ფანკონის სინდრომი), რაც შეიძლება გამოვლინდეს შარდვის მოთხოვნილების შემცირებით).
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე გამწვავდება ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტ ხანს; შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო მკურნალობა:
თრომბოციტების ან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება ან სისხლის წითელი უჯრედების ზომის ანორმალური ზრდა ან ძვლის ტვინის დარღვევები (რომლებიც დადგენილია სისხლის ანალიზებით)
ორგანიზმში B8 ვიტამინის დონის შემცირება (ბიოტინის დეფიციტი)
თავის ტკივილები
თვალების უკონტროლო და სწრაფი მოძრაობა
თავბრუსხვევა
ჩხვლეტა და დაბუჟება ხელებში ან ფეხებში
გაორებული მხედველობა
სმენის პრობლემები და სიყრუე
ღებინება, გულისრევა ან კუჭის ტკივილი, დიარეა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში
ღრძილების პრობლემები (განსაკუთრებით ჰიპერტროფია)
ტკივილი, შეშუპება, წყლულები და წვის შეგრძნება პირის ღრუში (სტომატიტი)
შარდის უნებლიე დაკარგვა ან მოშარდვის მოთხოვნილების მომატება
კანის რეაქციები, როგორიცაა გარდამავალი გამონაყარი
თმის გარდამავალი ცვენა, თმის ანორმალური ზრდა, თმის ფერის ცვლილება
ფრჩხილის და ფრჩხილის ფირფიტის დარღვევები (ხშირი)
თმის გადაჭარბებული ზრდა, განსაკუთრებით ქალებში, ვირილიზმი, აკნე (ჰიპერანდროგენიზმი)
არარეგულარული ან არარსებული მენსტრუაცია, მენსტრუალური ტკივილი, საკვერცხის ცისტები (პოლიკისტოზური საკვერცხეები)
უნაყოფობა მამაკაცებში (შეიძლება შექცევადი იყოს დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტისას), წონის მომატება
ჭარბწონიანობა (იშვიათი)
კანის რეაქციები, რომლებიც გამოწვეულია მცირე სისხლძარღვების შევიწროებით ან ბლოკირებით (ვასკულიტი)
სხეულის ტემპერატურის შემცირება
ფეხების შეშუპება (ედემა)
აგრესიულობა, აგზნებადობა, ყურადღების დაქვეითება, არანორმალური ქცევა და ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა
სწავლის უნარის დაქვეითება
არარსებულის დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა (ჰალუცინაციები)
მეხსიერების დაქვეითება და კოგნიტური დარღვევები
არანორმალური ქცევა და მეხსიერების დაკარგვა
სედაცია
დაფიქსირდა ძვლის დარღვევები, მათ შორის, ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი (ძვლების მყიფეობა) და მოტეხილობები. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გადიხართ ხანგრძლივ მკურნალობას ანტიეპილეფსიური საშუალებით, გაქვთ ოსტეოპოროზის ისტორია ან მოიხმართ კორტიკოსტეროიდებს (ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პრეპარატები).
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებში და მოზარდებში
ვალპროატის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა უფრო ხშირად ჩნდება ბავშვებში და მოზარდებში ან უფრო მძიმეა, ვიდრე ზრდასრულებში. ესენია ღვიძლის დაზიანება, პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი), აგრესია, აღგზნებადობა, ყურადღების დარღვევა, არანორმალური ქცევა, ჰიპერაქტიურობა და სწავლის უნარის დაქვეითება.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება აგრეთვე ამ ინსტრუქციაში არაღნიშნულ ნებისმიერ გვერდით მოვლენას. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ რუმინეთის სამედიცინო მედიკამენტების და ხელსაწყოების ეროვნულ სააგენტოს
ავიატორ სანატესკუს ქუჩა, ნომერი 48, სექტორი 1
ბუქარესტი 011478-RO
ტელ: +4 0757 117 259
ფაქსი: +4 0213 163 497
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.anm.ro
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში.
როგორ შეინახოთ დეპაკინ ქრონო
არ დატოვოთ ეს მედიკამენტი ბავშვების თვალთახედვის არეში ან მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
შეინახეთ ეს მედიკამენტი 30°-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვადის გასვლის თარიღის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონის ყუთზე, EXP-ის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღად ითვლება მოცემული თვის ბოლო დღე.
არ გადააგდოთ მედიკამენტი წყალთან ან ნარჩენებთან. შეეკითხეთ ფარმაცევტს როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ მოიხმართ. ეს ზომები კარგად წაადგება გარემოს დაცვას.
პაკეტის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია ნატრიუმის ვალპროატი და ვალპროის მჟავა. ხანგრძლივი გამოთავისუფლების თითოეული ტაბლეტი შეიცავს 199,8 მგ ნატრიუმის ვალპროატს და 87 მგ ვალპროის მჟავას, რაც არის 300 მგ ნატრიუმის ვალპროატის ექვივალენტი.
სხვა კომპონენტებია
შიგთავსი: ჰიპრომელოზა 4000 (3000 mPa s), ეთილცელულოზა, ნატრიუმის საქარინი, ჰიდრატირებული კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.
გარსი: ჰიპრომელოზა (6 mPa s), მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიაკრილატის დისპერსია 30%.
როგორ გამოიყურება დეპაკინ ქრონო და მისი პაკეტი
დეპაკინ ქრონოს ტაბლეტი არის წაგრძელებული ფორმის, თეთრი ფერის და შუაში აქვს გამყოფი ხაზი. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ დოზად.
ყუთი პოლიპროპილენის 2 ფლაკონით, რომელთაგან თითოულში მოთავსებულია 50 ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტი.
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი
Sanofi Romania SRL
გარა ჰერასტრაუს ქუჩა, ნომერი 4, შენობა ბ, სართულები 8-9, სექტორი 2, ბუქარესტი, რუმინეთი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
დეპაკინ ქრონო 300 მგ
ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები
ნატრიუმის ვალპროატი/ვალპროის მჟავა
ეს მედიკამენტი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს იძლევა უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფად იდენტიფიცირების საშუალებას. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინება თქვენი მხრიდან იქნება დიდი დახმარება. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების მეთოდებთან დაკავშირებით, იხილეთ პუნქტი 4-ის ბოლო ნაწილი.
გაფრთხილება
დეპაკინ ქრონომ, ნატრიუმის ვალპროატმა/ვალპროის მჟავამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მუცლად მყოფ ბავშვს, როდესაც მისი მოხმარება ხდება ორსულობის დროს. თუ თქვენ ხართ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი, დეპაკინით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში, უწყვეტად უნდა გამოიყენოთ ორსულობის პრევენციის ეფექტური მეთოდები (კონტრაცეფცია). თქვენი ექიმი გაგესაუბრებათ ამის შესახებ, თუმცა, ასევე უნდა დაიცვათ ამ ინსტრუქციის მე-2 პუნქტში მოცემული რეკომენდაციები.
დაუყოვნებლივ დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ გეგმავთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად.
არ შეწყვიტოთ დეპაკინის მიღება ექიმის ნებართვის გარეშე, რადგან სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს.
ყურადღებით და მთლიანად წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია ამ მედიკამენტის მიღებამდე, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია მისი ხელახლა წაკითხვა გახდეს საჭირო
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის, არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პიროვნებებისათვის. ამან შესაძლოა მიაყენოს მათ ზიანი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ თქვენი მსგავსი დაავადების ნიშნები აღენიშნებათ.
თუ გვერდით მოვლენებს აქვს ადგილი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება აგრეთვე ამ ინსტრუქციაში არაღნიშნულ ნებისმიერ გვერდით მოვლენას. იხ. პუნქტი 4.
რას იპოვით ამ ინსტრუქციაში:
რა არის დეპაკინ ქრონო და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეთ დეპაკინ ქრონოს მიღებამდე
როგორ მიიღოთ დეპაკინ ქრონო
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ შეინახოთ დეპაკინ ქრონო
პაკეტის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რა არის დეპაკინ ქრონო და რისთვის გამოიყენება იგი
დეპაკინ ქრონო არის ეპილეფსიის და მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალო მედიკამენტი.
დეპაკინ ქრონო გამოიყენება:
ეპილეფსიის სამკურნალოდ: მოქმედების მექანიზმი კარგად არ არის ცნობილი, თუმცა, ითვლება, რომ დეპაკინ ქრონო ხელს უშლის ან თრგუნავს ეპილეფსიური კრუნჩხვების გამომწვევ იმპულსებს თავის ტვინში
მანიაკალური ეპიზოდის სამკურნალოდ: რა დროსაც შეიძლება იყოთ ძალიან აღგზნებული, ეიფორიული, აჟიტირებული, აღფრთოვანებული ან ჰიპერაქტიური. მანიაკალური ეპიზოდი ვლინდება დაავადებისას, რომელსაც ეწოდება „ბიპოლარული ემოციური აშლილობა“. დეპაკინ ქრონოს გამოყენება დასაშვებია მაშინ, როდესაც არ არის შესაძლებელი ლითიუმის გამოყენება.
რა უნდა იცოდეთ დეპაკინ ქრონოს მიღებამდე
არ მიიღოთ დეპაკინ ქრონო თუ:
ბიპოლარული აშლილობა
თუ ხართ ორსულად, არ უნდა მიიღოთ დეპაკინ ქრონო ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.
თუ ხართ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი, უნდა მიიღოთ დეპაკინ ქრონო ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოიხმართ ორსულობის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას (კონტრაცეფცია) დეპაკინით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. არ შეწყვიტოთ დეპაკინის და კონტრაცეპტივის მოხმარება ექიმის ნებართვის გარეშე. ექიმი მოგცემთ რჩევას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ (იხ. ქვემოთ, პუნქტში „ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება - მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ქალებისთვის“).
ეპილეფსია
თუ ხართ ორსულად, არ უნდა მოიხმაროთ დეპაკინი ეპილეფსიის სამკურნალოდ, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც სხვა სახის მკურნალობა თქვენთვის არაეფექტურია.
თუ ხართ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი, უნდა მიიღოთ დეპაკინ ქრონო ეპილეფსიის სამკურნალოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოიხმართ ორსულობის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას (კონტრაცეფცია) დეპაკინით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. არ შეწყვიტოთ დეპაკინის და კონტრაცეპტივის მოხმარება ექიმის ნებართვის გარეშე. ექიმი მოგცემთ რჩევას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ (იხ. ქვემოთ, პუნქტში „ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება - მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ქალებისთვის“).
თუ ხართ ალერგიული ნატრიუმის ვალპროატის (დეპაკინ ქრონოს აქტიური ნივთიერება) ან ამ მედიკამენტის სხვა ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი პუნქტ 6-ში).
თუ გაქვთ ჰეპატიტი ან ღვიძლის აქტიური დაავადება.
თუ თქვენ (ან თქვენს ახლო ნათესავს) გქონდათ მძიმე ჰეპატიტი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის გამოწვეული იყო მედიკამენტებით.
თუ გაქვთ ღვიძლის პორფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში გარკვეული პიგმენტების რაოდენობის ზრდით).
თუ გაქვთ გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს ცვლილებას მიტოქონდრიულ დონეზე (მაგ. ალპერს-ჰატენლოხერის სინდრომი).
თუ გაქვთ დადგენილი მეტაბოლური დარღვევა, როგორიცაა შარდოვანას ციკლის დარღვევა.
თუ თქვენი შვილი 6 წლამდეა, მისთვის ხელმისაწვდომია ასაკის შესაბამისი ფარმაცევტული ფორმები.
თუ ფიქრობთ, რომ იმყოფებით ზემოთჩამოთვლილი სიტუაციებიდან ერთ-ერთში ან არ ხართ დარწმუნებული, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
დეპაკინ ქრონოს მიღებამდე, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
თუ თქვენ ან თქვენს შვილს განგივითარდათ მოულოდნელი დაავადება, განსაკუთრებით, მკურნალობის პირველ ექვს თვეში და განსაკუთრებით, თუ ადგილი აქვს განმეორებით ღებინებას, გამოკვეთილ დაღლილობას, მუცლის ტკივილს, ძილიანობას, სისუსტეს, მადის დაკარგვას, ტკივილს კუჭის ზემოთა ნაწილში, გულისრევას, სიყვითლეს (კანის ან თვალის გარსის გაყვითლება), ფეხების შეშუპებას, ეპილეფსიის გაუარესებას ან ცუდად ყოფნის ზოგად შეგრძნებას, უნდა უთხრათ თქვენს ექიმს დაუყონებლივ. დეპაკინ ქრონომ შესაძლოა გავლენა იქონიოს ღვიძლზე (იშვიათ შემთხვევაში, პანკრეასზეც) პაციენტების ძალიან მცირე ნაწილში.
თუ თქვენს შვილს აქვს სხვა ნევროლოგიური, მეტაბოლური დაავადება ან ეპილეფსიის მძიმე ფორმა
თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (იშვიათი დაავადება)
თუ არსებობს ეჭვი, რომ გაქვთ რაიმე სახის მეტაბოლური დარღვევები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც გამოწვეულია ფერმენტების მემკვიდრეობითი დეფიციტით, როგორიცაა შარდოვანას ციკლის დარღვევა, რადგან არსებობს სისხლში ამიაკის კონცენტრაციის გაზრდის რისკი.
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის პრობლემები, ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს სისხლში ვალპროატის დონის კონტროლი ან დოზის შეცვლა
თუ წონაში იმატებთ, იმის გამო, რომ შესაძლოა მოგემატოთ მადა
იმ ადამიანების მცირე რაოდენობას, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური მედიკამენტებით, როგორიცაა ნატრიუმის ვალპროატი/ვალპროის მჟავა, ჰქონდათ თვითდაზიანებითი ან სუიციდური აზრები. თუ მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე გაგიჩნდებათ მსგავსი აზრები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი და მოგეცათ რეკომენდაცია, ჩაიტაროთ ტესტი შარდში კეტონის სხეულების დასადგენად, თქვენი ექიმი გაითვალისწინებს, რომ დეპაკინ ქრონომ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები.
თუ გაქვთ კარნიტინ პალმიტოილ ტრანსფერაზას II ტიპის ფერმენტის დეფიციტი
თუ თქვენთვის ცნობილია ან გაქვთ ეჭვი, რომ თქვენს ოჯახში არიან ადამიანები გენეტიკური დაავადებით, რომელიც იწვევს ცვლილებას მიტოქონდრიულ დონეზე.
ისევე, როგორც სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებების შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მოხმარებისას, კრუნჩხვები შესაძლოა გაუარესდეს ან გახშირდეს. თუ ასე მოხდება, დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები: დეპაკინ ქრონო არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ.
დეპაკინ ქრონო სხვა მედიკამენტებთან ერთად
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მოიხმართ, ახლო წარსულში მოიხმარეთ ან შესაძლოა მოიხმაროთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტები. ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს დეპაკინ ქრონოს ეფექტზე ან შესაძლოა დეპაკინ ქრონომ გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების ეფექტზე.
ეს მედიკამენტებია:
ნეიროლეპტიკები (გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ)
დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები
ბენზოდიაზეპინები, რომლებიც გამოიყენება ჰიპნოტიკად ან შფოთვის სამკურნალოდ
ქეთიაპინი, ოლანზაპინი (გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ)
სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ: ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი, ლამოტრიგინი, კარბამაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი
ზიდოვუდინი (გამოიყენება აივ ინფექციების და შიდსის სამკურნალოდ)
მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის)
სალიცილატები (აცეტილსალიცილის მჟავა)
ანტიკოაგულანტები (გამოიყენება თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად
ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ)
ერითრომიცინი, რიფამპიცინი
კარბაპენემები, როგორიცაა იმიპენემი, პანიპენემი, მეროპენემი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები). ვალპროის მჟავასა და კარბაპენემების ურთიერთქმედება თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან ამან შეიძლება შეამციროს ნატრიუმის ვალპროატის ეფექტი.
რუფინამიდი
აცეტაზოლამიდი
პროტეაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა ლოპინავირი, რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციების სამკურნალოდ)
ქოლესტირამინი
პროპოფოლი (გამოიყენება ანესთეზიისთვის)
ნიმოდიპინი. ნატრიუმის ვალპროატთან ურთიერთქმედებამ შეიძლება გაზარდოს ნიმოდიპინის ეფექტი.
ესტროგენების შემცველი მედიკამენტები (კონტრაცეფციისთვის გამოყენებული გარკვეული მედიკამენტების ჩათვლით).
მეტამიზოლი (გამოიყენება ტკივილისა და ცხელების სამკურნალოდ).
ამ და სხვა მედიკამენტების ეფექტზე შეიძლება გავლენა იქონიოს დეპაკინ ქრონომ ან ამ მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ მის მოქმედებაზე. შეიძლება დაგჭირდეთ წამლის განსხვავებული დოზები ან შეიძლება დაგჭირდეთ სხვა მედიკამენტების მიღება. თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგცემთ რჩევას ამასთან დაკავშირებით. თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს შეუძლია მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია იმ მედიკამენტების შესახებ, რომლის მიმართაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ან თავიდან აიცილოთ, იმ შემთხვევაში, თუ მოიხმართ დეპაკინ ქრონოს.
დეპაკინ ქრონო საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
მკურნალობის პერიოდში, არ უნდა მოიხმაროთ სპირტიანი ალკოჰოლი, რადგან დეპაკინ ქრონო ზრდის სპირტიანი ალკოჰოლის ეფექტს.
ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ხართ ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან აპირებთ დაორსულებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რეკომენდაციის მიღებისათვის, ამ მედიკამენტის მოხმარებამდე.
ორსულობა
მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ქალებისთვის
ბიპოლარული აშლილობა
თუ ხართ ორსულად, არ უნდა მიიღოთ დეპაკინ ქრონო ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.
თუ ხართ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი, უნდა მიიღოთ დეპაკინ ქრონო ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოიხმართ ორსულობის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას (კონტრაცეფცია) დეპაკინით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. არ შეწყვიტოთ დეპაკინის და კონტრაცეპტივის მოხმარება ექიმის ნებართვის გარეშე. ექიმი მოგცემთ რჩევას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ.
ეპილეფსია
თუ ხართ ორსულად, არ უნდა მოიხმაროთ დეპაკინი ეპილეფსიის სამკურნალოდ, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც სხვა სახის მკურნალობა თქვენთვის არაეფექტურია.
თუ ხართ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი, უნდა მიიღოთ დეპაკინ ქრონო ეპილეფსიის სამკურნალოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოიხმართ ორსულობის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას (კონტრაცეფცია) დეპაკინით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. არ შეწყვიტოთ დეპაკინის და კონტრაცეპტივის მოხმარება ექიმის ნებართვის გარეშე.
ვალპროატის მიღების რისკები ორსულობისას (იმ დაავადების მიუხედავად, რომლის სამკურნალოდაც მოიხმართ ვალპროატს)
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გეგმავთ დაორსულებას ან თუ ხართ ორსულად.
ორსულობის დროს ვალპროატის მიღება შეიცავს რისკს. რაც უფრო მაღალია გამოყენებული დოზა, მით მაღალია რისკები, თუმცა, ნებისმიერი დოზის მიღება იწვევს რისკს, მათ შორის, მაშინ, როდესაც ვალპროატი გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან ერთად.
მას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები და გავლენა მოახდინოს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, დაბადების შემდეგ, ზრდასთან ერთად.
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული თანდაყოლილი მალფორმაციებია: სპინა ბიფიდა (როდესაც ხერხემლის ძვლები სათანადოდ არ ვითარდება); სახის და თავის ქალას მალფორმაციები; გულის, თირკმელების, საშარდე გზების და სასქესო ორგანოების მალფორმაციები; კიდურების მალფორმაციები და მასთან დაკავშირებული მრავალი სხვა მალფორმაცია, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის სხვადასხვა ორგანოსა და ნაწილზე. თანდაყოლილმა მალფორმაციებმა შეიძლება გამოიწვიოს უნარშეზღუდულობა, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე.
ორსულობისას ვალპროატის გამოყენების შემთხვევებში, დაფიქსირდა სმენის პრობლემები ან სიყრუე ბავშვებში.
ორსულობისას ვალპროატის გამოყენების შემთხვევებში, დაფიქსირდა თვალის მალფორმაციები, რომლებიც დაკავშირებულია სხვა თანდაყოლილ მალფორმაციებთან. თვალის ამ მალფორმაციებმა შესაძლოა გავლენა იქონიონ მხედველობაზე.
თუ ორსულობისას მოიხმართ ვალპროატს, სხვა ქალებთან შედარებით, გაქვთ უფრო გაზრდილი რისკი, რომ გყავდეთ თანდაყოლილი მალფორმაციების მქონე ბავშვი, რომელიც საჭიროებს სამედიცინო მკურნალობას. გამომდინარე იქიდან, რომ ვალპროატი მრავალი წელია გამოიყენება, ცნობილია, რომ იმ ქალების შემთხვევაში, რომლებიც მკურნალობენ ვალპროატით, 100 ბავშვიდან დაახლოებით 11-ს ექნება თანდაყოლილი მალფორმაციები, მაშინ, როდესაც იმ ქალების შემთხვევაში, რომელთაც არ აქვთ ეპილეფსია, 100 ბავშვიდან 2-3 ბავშვს ექნება თანდაყოლილი მალფორმაციები.
დადგენილია, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვების 30-40%-ს, რომელთა დედებმაც ორსულობისას მოიხმარეს ვალპროატი, შესაძლოა ჰქონდეს განვითარების პრობლემები ბავშვობის პერიოდის პირველ წლებში. დაავადებულმა ბავშვებმა შესაძლოა უფრო გვიან დაიწყონ ლაპარაკი და სიარული, შესაძლოა სხვა ბავშვებთან შედარებით იყვნენ ინტელექტუალურად ნაკლებად განვითარებულები და შესაძლოა ჰქონდეთ საუბრისა და მეხსიერების პრობლემები.
აუტიზმის სპექტრის აშლილობები უფრო ხშირად დიაგნოზირებულია ბავშვებში, რომელთა მუცლად ყოფნის პერიოდშიც მოხდა ვალპროატის მოხმარება და არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ეს ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან ყურადღების დეფიციტის ჰიპერკინეტიკური აშლილობის (ADHD) სიმპტომებისკენ.
ამ მედიკამენტის დანიშვნამდე, თქვენი ექიმი აგიხსნით, რა შეიძლება დაემართოს თქვენს პატარას, თუ დაორსულდებით ვალპროატის მოხმარებისას. თუ მოგვიანებით გადაწყვეტთ, რომ გსურთ დაორსულება, არ უნდა შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება ან კონტრაცეპტული მეთოდის გამოყენება თქვენს ექიმთან წინასწარი შეთანხმების გარეშე,
თუ ხართ მდედრობითი სქესის ბავშვის ან მდედრობითი სქესის მოზარდის მშობელი ან მომვლელი და ეს ბავშვი/მოზარდი მოიხმარს ვალპროატს, დაუყონებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, მაშინ, როდესაც ბავშვს/მოზარდს, რომელიც მოიხმარს ვალპროატს, აქვს პირველი მენსტრუაცია.
ჩასახვის საწინააღმდეგო ზოგიერთ მედიკამენტს (ესტროგენის შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები) შეუძლია შეამციროს ვალპროატის დონე სისხლში. აუცილებლად დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს თქვენთვის ყველაზე შესაფერისი კონტრაცეფციის (ორსულობის პრევენციის) მეთოდის შესახებ.
მაშინ, როდესაც გსურთ დაორსულება, შეეკითხეთ თქვენს ექიმს ფოლიუმის მჟავას მოხმარების შესახებ. ფოლიუმის მჟავას შეუძლია შეამციროს სპინა ბიფიდას და ადრეული აბორტის ზოგადი რისკი, რომელიც არსებობს ყველა ორსულობის შემთხვევაში. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეამციროს ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი მალფორმაციების რისკი.
გთხოვთ, აირჩიოთ და წაიკითხოთ თქვენთვის შესაფერისი სიტუაციები ქვემოთ აღწერილი სიტუაციებიდან:
ვიწყებ დეპაკინით მკურნალობას
ვმკურნალობ დეპაკინით და არ ვაპირებ დაორსულებას
ვმკურნალობ დეპაკინით და ვაპირებ დაორსულებას
ვარ ორსულად და ვმკურნალობ დეპაკინით
ვიწყებ დეპაკინით მკურნალობას
თუ პირველად დაგენიშნათ დეპაკინი, თქვენი ექიმი აგიხსნით დაორსულების შემთხვევაში ნაყოფთან დაკავშირებულ რისკებს. როგორც კი მიაღწევთ რეპროდუქციულ ასაკს, უნდა დარწმუნდეთ, რომ იყენებთ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდს დეპაკინით მკურნალობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში. თუ გჭირდებათ რჩევა კონტრაცეფციის შესახებ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან თქვენს კლინიკას.
ძირითადი შეტყობინებები
დეპაკინით მკურნალობის დაწყებამდე, ორსულობის არსებობა უნდა გამოირიცხოს ორსულობის ტესტის საშუალებით, რომლის შედეგიც უნდა დაადასტუროს თქვენმა ექიმმა.
დეპაკინით მკურნალობის პერიოდში, უნდა გამოიყენოთ ორსულობის კონტროლის ეფექტური მეთოდი (კონტრაცეფცია).
უნდა დაელაპარაკოთ თქვენს ექიმს ორსულობის კონტროლის (კონტრაცეპცია) შესაფერის მეთოდებზე. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობის პრევენციის შესახებ და შესაძლოა, გაგაგზავნოთ სპეციალისტთან, რომელიც მოგცემთ რეკომენდაციებს კონტრაცეფციის შესახებ.
რეგულარულად (სულ მცირე - წელიწადში ერთხელ) უნდა გაიაროთ შემოწმება სპეციალისტ ექიმთან, რომელიც გამოცდილია ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის მკურნალობაში. ამ ვიზიტის დროს, თქვენი ექიმი დარწმუნდება, რომ თქვენ იცით და გესმით ორსულობისას ვალპროატის მოხმარებასთან დაკავშირებული ყველა რისკი და რეკომენდაცია.
თუ აპირებთ დაორსულებას, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად.
ვმკურნალობ დეპაკინით და არ ვაპირებ დაორსულებას
თუ აგრძელებთ დეპაკინით მკურნალობას, თუმცა, არ აპირებთ დაორსულებას, დარწმუნდით, რომ იყენებთ ეფექტულ კონტრაცეპტიულ საშალებას, უწყვეტად, დეპაკინით მკურნალობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში. თუ გესაჭიროებათ კონტრაცეფციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან თქვენს კლინიკას.
დეპაკინით მკურნალობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, უნდა გამოიყენოთ ორსულობის საწინააღმდეგო მეთოდი (კონტრაცეფცია).
უნდა დაელაპარაკოთ თქვენს ექიმს ორსულობის თავიდან აცილების (კონტრაცეპცია) შესახებ. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობის პრევენციის შესახებ და შესაძლოა, გაგაგზავნოთ სპეციალისტთან, რომელიც მოგცემთ რეკომენდაციებს კონტრაცეფციის შესახებ.
რეგულარულად (სულ მცირე - წელიწადში ერთხელ) უნდა გაიაროთ შემოწმება სპეციალისტ ექიმთან, რომელიც გამოცდილია ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის მკურნალობაში. ამ ვიზიტის დროს, თქვენი ექიმი დარწმუნდება, რომ თქვენ იცით და გესმით ორსულობისას ვალპროატის მოხმარებასთან დაკავშირებული ყველა რისკი და რეკომენდაცია.
თუ აპირებთ დაორსულებას, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად.
ვმკურნალობ დეპაკინით და ვაპირებ დაორსულებას
თუ აპირებთ დაორსულებას, ჯერ უნდა დანიშნოთ კონსულტაცია ექიმთან. არ უნდა შეწყვიტოთ დეპაკინის მიღება ან კონტრაცეპტული მეთოდის გამოყენება ექიმთან წინასწარ განხილვის გარეშე. თქვენი ექიმი მოგცემთ დამატებით რეკომენდაციებს. ვალპროატით ნამკურნალები დედებისგან დაბადებული ბავშვები არიან თანდაყოლილი დეფექტების და განვითარების პრობლემების სერიოზული რისკის ქვეშ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უნარშეზღუდულობა. თქვენი ექიმი გაგაგზავნით სპეციალისტთან, რომელსაც აქვს გამოცდილება ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის მკურნალობაში, რათა დროულად შეფასდეს მკურნალობის სხვა ალტერნატივები. თქვენი ექიმი მიიღებს გარკვეულ ზომებს, რათა თქვენი ორსულობა მაქსიმალურად კარგად წარიმართოს და თქვენ და თქვენი ბავშვისთვის ნებისმიერი რისკი მაქსიმალურად შემცირდეს. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დეპაკინის დოზის შეცვლა ან მკურნალობის შეცვლა სხვა მედიკამენტით ან შეწყვიტოს დეპაკინით მკურნალობა დაორსულებამდე დიდი ხნით ადრე, იმისთვის, რომ დარწმუნდეს, რომ თქვენი დაავადება სტაბილურია.
მაშინ, როდესაც გსურთ დაორსულება, შეეკითხეთ თქვენს ექიმს ფოლიუმის მჟავას მოხმარების შესახებ. ფოლიუმის მჟავას შეუძლია შეამციროს სპინა ბიფიდას და ადრეული აბორტის ზოგადი რისკი, რომელიც არსებობს ყველა ორსულობის შემთხვევაში. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეამციროს ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი მალფორმაციების რისკი.
ძირითადი შეტყობინებები:
შეწყვიტეთ დეპაკინით მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გირჩიათ ექიმმა.
არ შეწყვიტოთ ორსულობის თავიდან აცილების (კონტრაცეფცია) მეთოდების გამოყენება თქვენს ექიმთან შეთანხმების და ისეთი გეგმის შემუშავების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თქვენი დაავადება კონტროლის ქვეშ არის და რისკები თქვენი ბავშვისთვის შემცირებულია.
ჯერ დანიშნეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. ამ ვიზიტის დროს, თქვენი ექიმი დარწმუნდება, რომ თქვენ იცით და გესმით ორსულობისას ვალპროატის მოხმარებასთან დაკავშირებული ყველა რისკი და რეკომენდაცია.
დაორსულების დაგეგმვამდე დიდი ხნით ადრე, თქვენი ექიმი ეცდება, შეგიცვალოთ მკურნალობა სხვა მედიკამენტით ან შეგიწყვეტთ დეპაკინით მკურნალობას.
სასწრაფოდ დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ.
ვარ ორსულად და ვმკურნალობ დეპაკინით
შეწყვიტეთ დეპაკინის მოხმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა მოგცათ რეკომენდაცია ამაზე, რადგან შეიძლება თქვენი დაავადება გაუარესდეს. სასწრაფოდ დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ. თქვენი ექიმი მოგცემთ დამატებით რეკომენდაციებს. ვალპროატით ნამკურნალები დედებისგან დაბადებული ბავშვები არიან თანდაყოლილი დეფექტების და განვითარების პრობლემების სერიოზული რისკის ქვეშ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უნარშეზღუდულობა.
თქვენი ექიმი გაგაგზავნით სპეციალისტთან, რომელსაც აქვს გამოცდილება ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის მკურნალობაში, რათა დროულად შეფასდეს მკურნალობის სხვა ალტერნატივები.
გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ორსულობისას მკურნალობისათვის მხოლოდ დეპაკინია ხელმისაწვდომი, ჩაგიტარდებათ აქტიური მეთვალყურეობა, როგორც თქვენი დაავადების კონტროლისათვის, ისე ბავშვის განვითარების დაკვირვებისათვის. თქვენ და თქვენმა პარტნიორმა შეიძლება ისარგებლოთ კონსულტაციებითა და მხარდაჭერით ორსულობისას ვალპროატის მოხმარებასთან დაკავშირებით.
შეეკითხეთ თქვენს ექიმს ფოლიუმის მჟავას მოხმარების შესახებ. ფოლიუმის მჟავას შეუძლია შეამციროს სპინა ბიფიდას და ადრეული აბორტის ზოგადი რისკი, რომელიც არსებობს ყველა ორსულობის შემთხვევაში. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეამციროს ვალპროატის გამოყენებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი მალფორმაციების რისკი.
ძირითადი შეტყობინებები:
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, დაუყონებლიც დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან.
შეწყვიტეთ დეპაკინით მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გირჩიათ ექიმმა.
აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც გამოცდილია ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის მკურნალობაში, რათა შეაფასოს ალტერნატიული მკურნალობის საჭიროება.
უნდა გაიაროთ კონსულტაცია ორსულობის დროს დეპაკინის გამოყენების რისკების შესახებ, მათ შორის, თანდაყოლილი მალფორმაციების (დეფექტები დაბადებიდან) და ბავშვებში ფიზიკური და გონებრივი განვითარების დაქვეითების შესახებ.
აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს თქვენს ორსულობას, იმისათვის, რომ დაადგინოს მალფორმაციების შესაძლო წარმოშობა.
აუცილებლად წაიკითხეთ პაციენტის ინფორმაციის სახელმძღვანელო, რომელსაც მიიღებთ თქვენი ექიმისგან.
თქვენი ექიმი გაგაცნობთ წლიურ ფორმულარს რისკების გაცნობიერების შესახებ და გთხოვთ, რომ ხელი მოაწეროთ მას და შეინახოთ. ასევე მიიღებთ პაციენტის ბარათს თქვენი ფარმაცევტისგან, რომელიც შეგახსენებთ ვალპროატის მოხმარების რისკებს ორსულობისას.
ლაქტაცია
გამომდინარე იქიდან, რომ დეპაკინ ქრონო გადადის დედის რძეში ძალიან მცირე რაოდენობით, ის, როგორც წესი, საფრთხეს არ უქმნის ჩვილს და ლაქტაციის შეწყვეტა, როგორც წესი, არ არის საჭირო. ამის მიუხედავად, უნდა ჰკითხოთ ექიმს, შეგიძლიათ თუ არა ლაქტაცია.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და დანადგარების გამოყენება
დეპაკინ ქრონომ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა ზოგიერთ ადამიანში, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან ან ბენზოდიაზეპინებთან თანადროულად მოხმარების შემთხვევაში. სატრანსპორტო საშუალებების მართვამდე, დანადგარების გამოყენებამდე ან სხვა ნებისმიერი აქტივობის განხორციელებამდე, რომელიც შესაძლოა იყოს სახიფათო, იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ძილიანობა ან თავბრუსხვევა, დარწმუნდით, რომ იცით, როგორი ეფექტი აქვს დეპაკინ ქრონოს თქვენზე.
როგორ მიიღოთ დეპაკინ ქრონო
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული.
დეპაკინ ქრონოთი მკურნალობა და მისი კონტროლი უნდა დაიწყოს ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის მკურნალობაში სპეციალიზებული ექიმის მიერ.
რეგულარულად უნდა იაროთ სამედიცინო ვიზიტებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა საჭირო იყოს თქვენთვის რეკომენდებული დოზის ცვლილება.
დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ, ინდივიდუალურად, ყველა პაციენტისთვის ცალ-ცალკე.
თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტები
თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს დოზის ცვლილება.
ეპილეფსია
რეგულარული რეკომენდებული დღიური დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკის, წონისა და კრუნჩხვების სიმძიმის მიხედვით.
მოზრდილებისთვის რეკომენდებული რეგულარული დოზაა 20-30 მგ ნატრიუმის ვალპროატი სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე დღეში. პაციენტების უმრავლესობის შემთხვევაში, ეს არის დეპაკინ ქრონო 300 მგ ხანგრძლივი გამოთავისუფლების 4-10 ტაბლეტი, მოხმარებული 1 ან 2 დოზად დღეში.
მოხმარება ბავშვებში
ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები ასევე შეიძლება მოხმარებულ იქნას ბავშვებში, მინიმუმ 6 წლის ასაკიდან. რეკომენდებული რეგულარული დოზა მინიმუმ 6 წლის ასაკის ბავშვებისთვის არის 30 მგ ნატრიუმის ვალპროატი სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე დღეში.
ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად, მაგრამ არ უნდა მოხდეს მათი დაღეჭვა ან დაქუცმაცება.
არ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან შეთანხმების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი დაავადება შეიძლება გაუარესდეს.
მიიღეთ დეპაკინი იმ დროის განმავლობაში, რა დროითაც გირჩიათ თქვენმა ექიმმა.
მანიაკალური ეპიზოდი
დღიური დოზის დადგენა და კონტროლი ხდება ინდივიდუალურად, თქვენი ექიმის მიერ.
საწყისი დოზა
დღიური საწყისი რეკომენდებული დოზა არის 750 მგ.
დღიური საშუალო დოზა
დღიური რეკომენდებული დოზები, როგორც წესი, არის 1000 მგ-დან 2000 მგ-მდე.
გამოყენების ინსტრუქციები
ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები ხელმისაწვდომია ფლაკონებში და თავსახურის პატარა განყოფილებაში შესაძლებელია ტაბლეტის ნახევარი ნაწილის შენახვა. იმის გამო, რომ ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები ზიანდება ტენიანობაზე, ფლაკონს აქვს თავსახური, რომელიც უნდა იქნას დაფარებული კარგად.
თუ მოიხმართ საჭიროზე მეტ დეპაკინ ქრონოს
დეპაკინ ქრონოს რეკომენდებულ დოზაზე მაღალი დოზის მიღება შეიძლება იყოს სახიფათო. თუ მიიღეთ ამ მედიკამენტის ზედმეტი დოზა, დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან წადით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი მომსახურების განყოფილებაში.
თუ დაგავიწყდათ დეპაკინ ქრონოს მოხმარება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
გააგრძელეთ მედიკამენტის მოხმარება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
თუ დაგავიწყდათ რამდენიმე დოზის მიღება, დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ შეწყვეტთ დეპაკინ ქრონოს მოხმარებას
არ შეწყვიტოთ დეპაკინ ქრონოთი მკურნალობა და არ შეცვალოთ დოზა თქვენს ექიმთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. თუ შეწყვეტთ მკურნალობას თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე, თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
თუ გაქვთ ამ მედიკამენტთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დამატებითი შეკითხვები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ხდება ყველა ადამიანის შემთხვევაში.
დაუყონებლივ უთხარით თქვენს ექიმს, თუ შეამჩნიეთ შემდეგი მძიმე გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე, რადგან შესაძლოა საჭიროებდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:
თავბრუსხვევა, ცნობიერების ცვლილება (კომის ჩათვლით), დაბნეულობა, შენელება ან არანორმალური ქცევა, კრუნჩხვით ან მის გარეშე, რომლებიც უფრო ხშირი ან მძიმეა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხდება ფენობარბიტალის და ტოპირამატის თანადროულად მოხმარება ან იმ შემთხვევაში, თუ დეპაკინ ქრონოს დოზა ერთბაშად გაიზარდა.
დაბნეულობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში ნატრიუმის დაბალი დონით ან „SIADH“-ის (ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი) სახელით ცნობილი მდგომარეობით.
ბალანსის და კოორდინაციის პრობლემები, ლეთარგია ან სიფხიზლის დაქვეითება, რასაც თან სდევს ღებინება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში ამიაკის რაოდენობის ზრდით.
კრუნჩხვების რაოდენობისა და სიმძიმის მომატება.
განმეორებითი ღებინება, გამოკვეთილი დაღლილობა, მუცლის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, მადის დაკარგვა, ტკივილი კუჭის ზემოთა ნაწილში, გულისრევა, სიყვითლე (კანის ან თვალის გარსის გაყვითლება), ფეხების შეშუპება, ეპილეფსიის გაუარესება ან ცუდად ყოფნის ზოგადი შეგრძნება, რაც შეიძლება იყოს ღვიძლის ან პანკრეასის მძიმე დარღვევების ნიშნები.
ალერგიული რეაქციები, რომლებიც გამოვლინდება შემდეგნაირად:
ბუშტუკების წარმოქმნა კანზე, რომელსაც თან ახლავს კანის აქერცვლა (ბუშტუკები, აქერცვლა ან სისხლდენა კანის ნებისმიერ ნაწილში (ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირის, გენიტალიური ორგანოების, ხელების ან ფეხების ჩათვლით, გამონაყარით ან მის გარეშე, ხშირად, გრიპის მსგავსი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება, შემცივნება ან კუნთების ტკივილები, ეს შეიძლება იყოს „ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის“ სახელით ცნობილი მდგომარეობის ან „სტივენს ჯონსონის სინდრომის“ ნიშნები).
გამონაყარი ან კანის დაზიანება, ვარდისფერი/წითელი ლაქებით/რგოლებით და ღია ფერის ცენტრით; მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ქავილი, შესაძლოა იყოს ქერცლოვანი ან სითხით სავსე. გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს განსაკუთრებით ხელის გულებზე ან ტერფებზე. ეს შესაძლოა იყოს „მულტიფორმული ერითემის“ სახელით ცნობილი მდგომარეობის ნიშნები.
გამონაყარის სინდრომი, ცხელება, ლიმფური კვანძების გადიდება და სხვა ორგანოების შესაძლო დაზიანება (ეს შეიძლება იყოს „DRESS“-ის (წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით) სახელით ცნობილი მდგომარეობის ნიშნები.
მოულოდნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა, რომელიც გამოწვეულია სისხლის შედედების პრობლემებით, რაც გამოვლენილია სისხლის ანალიზით.
სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება ან ძვლის ტვინის უკმარისობა, რომელიც გამოვლენილია სისხლის ანალიზებით, ზოგჯერ ვლინდება ცხელებით და სუნთქვის გაძნელებით.
ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურზე დაბალი ფუნქციით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან წონის მომატება (ჰიპოთირეოზი).
სახსრების ტკივილი, ცხელება, დაღლილობა და გამონაყარი კანზე, ეს შეიძლება იყოს სისტემური წითელი მგლურას სახელით ცნობილი ალერგიული რეაქციის ნიშნები.
კანკალი (ტრემორი), ძილიანობა, კუნთების უკონტროლო შეკუმშვა, სიარულის დროს არასტაბილურობა (პარკინსონიზმი, ექსტრაპირამიდული დარღვევები, ატაქსია).
სუნთქვის გაძნელება და ფილტვების დამფარავი გარსის ანთებით გამოწვეული ტკივილი (პლევრალური გამონაჟონი).
კუნთების ტკივილი და კუნთების სისუსტე (რაბდომიოლიზი).
თირკმელების დაავადებები (თირკმლის უკმარისობა, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი და ფანკონის სინდრომი), რაც შეიძლება გამოვლინდეს შარდვის მოთხოვნილების შემცირებით).
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე გამწვავდება ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტ ხანს; შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო მკურნალობა:
თრომბოციტების ან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება ან სისხლის წითელი უჯრედების ზომის ანორმალური ზრდა ან ძვლის ტვინის დარღვევები (რომლებიც დადგენილია სისხლის ანალიზებით)
ორგანიზმში B8 ვიტამინის დონის შემცირება (ბიოტინის დეფიციტი)
თავის ტკივილები
თვალების უკონტროლო და სწრაფი მოძრაობა
თავბრუსხვევა
ჩხვლეტა და დაბუჟება ხელებში ან ფეხებში
გაორებული მხედველობა
სმენის პრობლემები და სიყრუე
ღებინება, გულისრევა ან კუჭის ტკივილი, დიარეა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში
ღრძილების პრობლემები (განსაკუთრებით ჰიპერტროფია)
ტკივილი, შეშუპება, წყლულები და წვის შეგრძნება პირის ღრუში (სტომატიტი)
შარდის უნებლიე დაკარგვა ან მოშარდვის მოთხოვნილების მომატება
კანის რეაქციები, როგორიცაა გარდამავალი გამონაყარი
თმის გარდამავალი ცვენა, თმის ანორმალური ზრდა, თმის ფერის ცვლილება
ფრჩხილის და ფრჩხილის ფირფიტის დარღვევები (ხშირი)
თმის გადაჭარბებული ზრდა, განსაკუთრებით ქალებში, ვირილიზმი, აკნე (ჰიპერანდროგენიზმი)
არარეგულარული ან არარსებული მენსტრუაცია, მენსტრუალური ტკივილი, საკვერცხის ცისტები (პოლიკისტოზური საკვერცხეები)
უნაყოფობა მამაკაცებში (შეიძლება შექცევადი იყოს დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტისას), წონის მომატება
ჭარბწონიანობა (იშვიათი)
კანის რეაქციები, რომლებიც გამოწვეულია მცირე სისხლძარღვების შევიწროებით ან ბლოკირებით (ვასკულიტი)
სხეულის ტემპერატურის შემცირება
ფეხების შეშუპება (ედემა)
აგრესიულობა, აგზნებადობა, ყურადღების დაქვეითება, არანორმალური ქცევა და ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა
სწავლის უნარის დაქვეითება
არარსებულის დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა (ჰალუცინაციები)
მეხსიერების დაქვეითება და კოგნიტური დარღვევები
არანორმალური ქცევა და მეხსიერების დაკარგვა
სედაცია
დაფიქსირდა ძვლის დარღვევები, მათ შორის, ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი (ძვლების მყიფეობა) და მოტეხილობები. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გადიხართ ხანგრძლივ მკურნალობას ანტიეპილეფსიური საშუალებით, გაქვთ ოსტეოპოროზის ისტორია ან მოიხმართ კორტიკოსტეროიდებს (ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პრეპარატები).
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებში და მოზარდებში
ვალპროატის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა უფრო ხშირად ჩნდება ბავშვებში და მოზარდებში ან უფრო მძიმეა, ვიდრე ზრდასრულებში. ესენია ღვიძლის დაზიანება, პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი), აგრესია, აღგზნებადობა, ყურადღების დარღვევა, არანორმალური ქცევა, ჰიპერაქტიურობა და სწავლის უნარის დაქვეითება.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება აგრეთვე ამ ინსტრუქციაში არაღნიშნულ ნებისმიერ გვერდით მოვლენას. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ რუმინეთის სამედიცინო მედიკამენტების და ხელსაწყოების ეროვნულ სააგენტოს
ავიატორ სანატესკუს ქუჩა, ნომერი 48, სექტორი 1
ბუქარესტი 011478-RO
ტელ: +4 0757 117 259
ფაქსი: +4 0213 163 497
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.anm.ro
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში.
როგორ შეინახოთ დეპაკინ ქრონო
არ დატოვოთ ეს მედიკამენტი ბავშვების თვალთახედვის არეში ან მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
შეინახეთ ეს მედიკამენტი 30°-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვადის გასვლის თარიღის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონის ყუთზე, EXP-ის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღად ითვლება მოცემული თვის ბოლო დღე.
არ გადააგდოთ მედიკამენტი წყალთან ან ნარჩენებთან. შეეკითხეთ ფარმაცევტს როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ მოიხმართ. ეს ზომები კარგად წაადგება გარემოს დაცვას.
პაკეტის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს დეპაკინ ქრონო
აქტიური ნივთიერებებია ნატრიუმის ვალპროატი და ვალპროის მჟავა. ხანგრძლივი გამოთავისუფლების თითოეული ტაბლეტი შეიცავს 199,8 მგ ნატრიუმის ვალპროატს და 87 მგ ვალპროის მჟავას, რაც არის 300 მგ ნატრიუმის ვალპროატის ექვივალენტი.
სხვა კომპონენტებია
შიგთავსი: ჰიპრომელოზა 4000 (3000 mPa s), ეთილცელულოზა, ნატრიუმის საქარინი, ჰიდრატირებული კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.
გარსი: ჰიპრომელოზა (6 mPa s), მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიაკრილატის დისპერსია 30%.
როგორ გამოიყურება დეპაკინ ქრონო და მისი პაკეტი
დეპაკინ ქრონოს ტაბლეტი არის წაგრძელებული ფორმის, თეთრი ფერის და შუაში აქვს გამყოფი ხაზი. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ დოზად.
ყუთი პოლიპროპილენის 2 ფლაკონით, რომელთაგან თითოულში მოთავსებულია 50 ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტი.
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი
Sanofi Romania SRL
გარა ჰერასტრაუს ქუჩა, ნომერი 4, შენობა ბ, სართულები 8-9, სექტორი 2, ბუქარესტი, რუმინეთი
მწარმოებელი
Sanofi Winthrop Industrie
1, rue de la Vierge, Ambarès et Lagrave
33565 Carbon Blanc Cedex
საფრანგეთი
ამ მედიკამენტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელს:
Sanofi Romania SRL
ტელ: 021 317 31 36
ეს ინსტრუქცია განახლდა 2022 წლის ივნისში.
ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ამ ინსტრუქციაში მოცემული QR (სწრაფი რეაგირების) კოდის სკანირებით, სმარტფონის (ჭკვიანი ტელეფონი) საშუალებით. იგივე ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.qr.valproatsieu.ro და რუმინეთის სამედიცინო მედიკამენტების და ხელსაწყოების ეროვნულ სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.anm.ro/
/QR კოდი/ www.qr.valproatsieu.ro
ზოგადი რჩევები
ეპილეფსია ნევროლოგიური დაავადებაა. ის გამოწვეულია თავის ტვინის ელექტრული აქტივობის ანორმალური, მწვავე და გარდამავალი ფუნქციონირებით და ვლინდება ეპილეფსიური კრუნჩხვით. კრუნჩხვები შეიძლება განმეორდეს ავად მყოფი ადამიანის ცხოვრების გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
კრიზისების გამოვლინების ფორმები და მათი ევოლუცია განსხვავებულია: ამიტომ, არ შეგვიძლია ვისაუბროთ ეპილეფსიის მხოლოდ ერთ ტიპზე, არამედ ეპილეფსიის რამდენიმე ტიპზე.
ასევე, არ არსებობს ერთი ტიპის მკურნალობა, არსებობს რამდენიმე ტიპის მკურნალობა: თქვენი ექიმი მოგცეთ რჩევას თქვენთვის ადეკვატური მკურნალობის შესახებ.
იმისათვის, რომ თქვენთვის რეკომენდებულ წამალს ჰქონდეს ეფექტი, აუცილებელია, მიჰყვეთ ექიმის რეკომენდაციებს და დაიცვათ:
რეკომენდებული დღიური დოზა;
მიღების სქემა;
მკურნალობის ხანგრძლივობა, რომელიც ზოგადად, გრძელია;
ცხოვრების სტილთან დაკავშირებული რეკომენდაციები: მოერიდეთ სტრესს, ძილის ნაკლებობას და ალკოჰოლური სასმელების მიღებას.
დოზების ცვლილებამ, განსაკუთრებით მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ, შესაძლოა გამოიწვიოს დარღვევების ხელახალი გაჩენა.
თუ მიემგზავრებით, არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის წაღება.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.