პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

დენსონი

DENSON

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

რა არის დენსონი დენსონი არის ლეიკოტრიენის რეცეპტორის ანტაგონისტი, რომელიც ბლოკავს ნივთიერებებს სახელწოდებით ლეიკოტრიენები. როგორ მუშაობს დენსონი ლეიკოტრიენები იწვევს ფილტვებში სასუნთქი გზების შევიწროებას და შეშუპებას და ასევე იწვევს ალერგიის სიმპტომებს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მონტელუკასტი (montelukast)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)
მწარმოებელი
Recordati Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
R03DC03
რეგისტრაციის ნომერი
რ-043458
რეგისტრირებულია
24 ივნისი 2025, მოქმედებს 24 ივნისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Novator Pharma LLP (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
შპს „Novator Pharma”
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადენსონი და სხვა წამალი ერთად

დენსონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა არის დენსონი

დენსონი არის ლეიკოტრიენის რეცეპტორის ანტაგონისტი, რომელიც ბლოკავს ნივთიერებებს სახელწოდებით ლეიკოტრიენები.

როგორ მუშაობს დენსონი

ლეიკოტრიენები იწვევს ფილტვებში სასუნთქი გზების შევიწროებას და შეშუპებას და ასევე იწვევს ალერგიის სიმპტომებს. ლეიკოტრიენების ბლოკირებით, დენსონი ამსუბუქებს ასთმის სიმპტომებს, ხელს უწყობს ასთმის კონტროლს და აუმჯობესებს სეზონური ალერგიის სიმპტომებს (ასევე ცნობილია როგორც თივის ცხელება ან სეზონური ალერგიული რინიტი).

როდის უნდა გამოიყენებოდეს დენსონი

თქვენმა ექიმმა დანიშნა დენსონი ასთმის სამკურნალოდ, ასთმის სიმპტომების პრევენციისთვის დღისა და ღამის განმავლობაში.

დენსონი გამოიყენება მოზრდილებისა და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, რომლებიც სათანადოდ არ ექვემდებარებიან კონტროლს თავიანთი მედიკამენტებით და საჭიროებენ დამატებით თერაპიას.

დენსონი ასევე ხელს უწყობს სასუნთქი გზების ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული შევიწროების პრევენციას.

იმ ასთმიან პაციენტებში, რომლებშიც დენსონი ნაჩვენებია ასთმის დროს, დენსონს ასევე შეუძლია სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომური შემსუბუქება.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული დენსონი თქვენი ასთმის სიმპტომებისა და სიმძიმის მიხედვით.

რა არის ასთმა?

ასთმა ხანგრძლივი დაავადებაა.

ასთმა მოიცავს:

სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შევიწროების გამო. სასუნთქი გზების ეს შევიწროება უარესდება და უმჯობესდება სხვადასხვა მდგომარეობების საპასუხოდ.

მგრძნობიარე სასუნთქი გზები, რომლებიც რეაგირებენ მრავალ ფაქტორზე, როგორიცაა სიგარეტის კვამლი, მტვერი, ცივი ჰაერი ან ფიზიკური დატვირთვა.

შეშუპება (ანთება) სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში.

ასთმის სიმპტომებია: ხველა, ხიხინი და გულმკერდის შებოჭილობა.

რა არის სეზონური ალერგია?

სეზონური ალერგია (ასევე ცნობილი როგორც თივის ცხელება ან სეზონური ალერგიული რინიტი) არის ალერგიული რეაქცია, რომელიც ხშირად გამოწვეულია ხეების, ბალახების და სარეველების ჰაერით გადამტანი მტვერით. სეზონური ალერგიის სიმპტომები, როგორც წესი, შეიძლება მოიცავდეს: ცხვირის გაჭედილობას, სურდოს, ქავილს; ცემინებას; ცრემლიან, შეშუპებულ, გაწითლებულ, ქავილიან თვალებს.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ უნდა მიიღოთ დენსონის მხოლოდ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, ექიმის დანიშნულებით.

  • ის უნდა იქნეს მიღებული მაშინაც კი, როცა არ გაქვთ სიმპტომები ან გაქვთ ასთმის მწვავე შეტევა.

მოზრდილებისთვის , 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებისთვის:

რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ 10 მგ ტაბლეტს, რომელიც მიიღება ყოველდღიურად საღამოს.

თუ იღებთ დენსონს, დარწმუნდით, რომ არ იღებთ რაიმე სხვა პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს იმავე აქტიურ ინგრედიენტს.

ეს მედიკამენტი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.

დენსონი 10 მგ შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ დენსონს, ვიდრე საჭიროა

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.

ჭარბი დოზირების შესახებ შეტყობინებების უმეტესობაში არ იყო მოხსენებული გვერდითი ეფექტები. მოზრდილებში და ბავშვებში დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომები მოიცავდა მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებას და ჰიპერაქტიურობას.

თუ დაგავიწყდათ დენსონის მიღება

შეეცადეთ მიიღოთ დენსონი დანიშნულების მიხედვით. თუმცა, თუ გამოტოვებთ დოზას, უბრალოდ განაახლეთ ჩვეული რეჟიმი ერთი ტაბლეტით დღეში ერთხელ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ დენსონის მიღებას

დენსონს შეუძლია თქვენი ასთმის მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაგრძობთ მის მიღებას.

მნიშვნელოვანია დენსონის მიღების გაგრძელება იმდენ ხანს, რამდენიც დაგინიშნათ ექიმმა. ეს დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენი ასთმა.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია დენსონზე ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

სიფრთხილის ზომები

დენსონის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენი ასთმა ან სუნთქვა გაუარესდა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

პერორალურად მისაღები დენსონი არ არის განკუთვნილი ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ. თუ შეტევა განვითარდა, დაიცავით ინსტრუქციები, რომლებიც ექიმმა მოგცათ. ყოველთვის თან იქონიეთ ასთმის შეტევების მოსასხსნელი საინჰალაციო საშუალება.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ან თქვენმა შვილმა მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული ასთმის სამკურნალო ყველა მედიკამენტი. დენსონი არ უნდა ჩანაცვლდეს ასთმის სხვა მედიკამენტებით, რომლებიც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ.

ნებისმიერმა პაციენტმა, რომელიც ღებულობს ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატებს, უნდა იცოდეს, რომ თუ განვითარდება სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა გრიპისმაგვარი დაავადება, ხელებსა ან ფეხებში ჩხვლეტა ან დაბუჟება, ფილტვების სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი, უნდა მიმართოს ექიმს.

არ უნდა მიიღოთ აცეტილ-სალიცილის მჟავა (ასპირინი) ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ასევე ცნობილი, როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ან აასს), თუ ისინი აუარესებენ თქვენს ასთმას.

პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ სხვადასხვა ნეიროფსიქიატრიული მოვლენები (მაგალითად, ქცევა და გუნება-განწყობასთან დაკავშირებული ცვლილებები) დაფიქსირდა მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში, რომლებიც მკურნალობდნენ დენსონით (იხილეთ ნაწილი 4). დენსონის მიღებისას ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.

ბავშვები

არ მისცეთ ეს მედიკამენტი 15 წლამდე ასაკის ბავშვებს. ამ მედიკამენტის სხვადასხვა ფორმა არსებობს 18 წლამდე ასაკის პედიატრიული პაციენტებისთვის, ასაკობრივი დიაპაზონის მიხედვით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს დენსონის მოქმედებაზე, ან დენსონმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს დენსონის მიღების დაწყებამდე:

ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),

ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),

რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზისა და სხვა ინფექციების სამკურნალოდ),

გემფიბროზილი (გამოიყენება პლაზმაში ლიპიდების მაღალი დონის სამკურნალოდ).

დენსონის მიღება საკვებთან ერთად

დენსონი 10 მგ შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ორსულობა

თქვენი ექიმი შეაფასებს, შეგიძლიათ თუ არა დენსონის მიღება ამ დროის განმავლობაში.

ძუძუთი კვება

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა დენსონი დედის რძეში. დენსონის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი კვებოთ.

ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

მოსალოდნელია, რომ დენსონი არ იმოქმედებს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ინდივიდუალური პასუხები მედიკამენტების მიმართ შეიძლება განსხვავდებოდეს. გარკვეული გვერდითი ეფექტები (როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა), რომლებიც დაფიქსირდა დენსონის გამოყენებისას, შეიძლება გავლენა მოახდინონ ზოგიერთ პაციენტთა ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

დენსონი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მონტელუკასტი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, ცალკეულმა პირებმა აღნიშნეს ძილიანობა ან თავბრუსხვევა.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დენსონი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების კლინიკურ კვლევებში, ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი ეფექტები (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1–მდე ადამიანზე), რომლებიც დაკავშირებულია დენსონთან, იყო:

მუცლის ტკივილი

თავის ტკივილი

ისინი ჩვეულებრივ მსუბუქი იყო და უფრო ხშირად ვითარდებოდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ დენსონით, ვიდრე პლაცებოთი (აბი, რომელიც არ შეიცავს მედიკამენტს).

სერიოზული გვერდითი ეფექტები

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით ეფექტს, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული და რისთვისაც შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

არახშირი: შემდეგმა შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-მდე ადამიანზე

ალერგიული რეაქციები, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპების ჩათვლით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება,

ქცევასა და გუნება–განწყობასთან დაკავშირებული ცვლილებები: აგზნება, აგრესიული ქცევის ან მტრობის ჩათვლით, დეპრესია,

კრუნჩხვა.

იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1 ადამიანზე

სისხლდენის მომატებული ტენდენცია,

ტრემორი,

პალპიტაცია.

ძალიან იშვიათი: ​​შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1-მდე ადამიანზე

სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა გრიპისმაგვარი დაავადება, ხელებისა და ფეხებში ჩხვლეტა ან დაბუჟება, ფილტვის სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი (ჩარგ-სტრაუსის სინდრომი) (იხილეთ ნაწილი 2),

თრომბოციტების დაბალი რაოდენობა სისხლში,

ქცევისა და გუნება–განწყობის ცვლილებები: ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, სუიციდური აზრები და მოქმედებები,

ფილტვების შეშუპება (ანთება),

კანის მძიმე რეაქციები (მულტიფორმული ერითემა), რომლებიც შეიძლება განვითარდეს გაფრთხილების გარეშე,

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).

სხვა გვერდითი ეფექტები რომლებიც მოხსენებულია პრეპარატის ბაზარზე ყოფნის დროს

ძალიან ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია.

ხშირი : შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-მდე ადამიანზე

დიარეა, გულისრევა, ღებინება,

გამონაყარი,

ცხელება,

მომატებული ღვიძლის ფერმენტები.

არახშირი: შემდეგმა შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-მდე ადამიანზე

ქცევისა და გუნება–განწყობის ცვლილებები: სიზმრების დარღვევები, ღამის კოშმარების ჩათვლით, ძილის პრობლემები, სომნამბულიზმი, გაღიზიანება, შფოთვის შეგრძნება, მოუსვენრობა,

თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჩხვლეტა და დაბუჟება,

ცხვირიდან სისხლდენა,

პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევა,

სისხლჩაქცევები, ქავილი, ჭინჭრის ციება,

სახსრების ან კუნთების ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები,

ღამის უნებლიე შარდვა ბავშვებში,

სისუსტე/დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, შეშუპება.

იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1–მდე ადამიანზე

ქცევისა და გუნება–განწყობის ცვლილებები: ყურადღების დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, კუნთების უკონტროლო მოძრაობა.

ძალიან იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1-მდე ადამიანზე

მტკივნეული წითელი სიმკვრივეები კანქვეშ, ყველაზე ხშირად წვივებზე (კვანძოვანი ერითემა),

ქცევის და გუნება–განწყობის ცვლილებები: ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები,

ენაბორძიკობა.

გვერდითი ეფექტების მოხსენება

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არის არ არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენებით თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას იმ წამლის შესახებ, რომელსაც იყენებთ.

ჭარბი დოზა

ქრონიკული ასთმის კვლევებში მონტელუკასტი შეყვანილი იყო დოზებით 200 მგ–მდე/დღეში მოზრდილ პაციენტებში 22 კვირის განმავლობაში და მოკლევადიან კვლევებში 900 მგ–მდე/დღეში პაციენტებში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების გარეშე.

იყო შეტყობინებები მწვავე ჭარბი დოზირების შესახებ პოსტმარკეტინგულ გამოცდილებასა და კლინიკურ კვლევებში მონტელუკასტის გამოყენებისას. ისინი მოიცავდა მოხსენებებს მოზრდილებში და ბავშვებში 1,000 მგ დოზისას (დაახლოებით 61 მგ/კგ 42 თვის ასაკის ბავშვში). კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნები შეესაბამებოდა უსაფრთხოების პროფილს მოზრდილებში და პედიატრიულ პაციენტებში. ჭარბი დოზირების შესახებ შეტყობინებების უმეტესობაში გვერდითი მოვლენები არ აღნიშნულა.

ჭარბი დოზირების სიმპტომები

ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი ეფექტები შეესაბამებოდა მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს და მოიცავდა მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებას და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას.

ჭარბი დოზირების მართვა

სპეციფიკური ინფორმაცია მონტელუკასტის ჭარბი დოზირების მკურნალობის შესახებ არ არსებობს. არ არის ცნობილი, გამოიდევნება თუ არა მონტელუკასტი პერიტონეალური ან ჰემოდიალიზით.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერება არის ნატრიუმის მონტელუკასტი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ მონტელუკასტს (10.4 მგ ნატრიუმის მონტელუკასტის სახით).
  • სხვა ინგრედიენტებია ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა pH 102, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, აეროსილი 200, მაგნიუმის სტეარატი, Opadry 85F34274 ყვითელი, ეთილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

როგორ გამოიყურება დენსონი და შეფუთვის შიგთავსი

28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი 10 მგ ალუ–ალუ ბლისტერში, 4 ბლისტერი მუყაოს კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ფურცელ–ჩანართთან ერთად.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

Recordati İlaç San. ve Tic. ა.შ.

Ç.O.S.B. Karaağaç Mah. Atatürk Cad.

No:36 Kapaklı / TEKIRDAĞ, თურქეთი

ეს ფურცელი–ჩანართი ბოლოს გადაიხედა 2024 წლის სექტემბერში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C–ზე ქვემოთ. შეინახეთ სინათლისა და ტენიანობისგან მოშორებით.

დენსონი არის "NOVATOR PHARMA" LLP (დიდი ბრიტანეთი) პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი წამლები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემას.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ დენსონი შეფუთვაზე დაწერილი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ დენსონი, თუ შეამჩნევთ დეფექტს პროდუქტსა და/ან შეფუთვაზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო სხვა სისტემური პრეპარატები, ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტები, ათქ კოდი: R03DC03

მოქმედების მექანიზმი

ცისტეინილ ლეიკოტრიენები (LTC4, LTD4, LTE4) არის ძლიერი ანთებითი ეიკოსანოიდები, რომლებიც გამოიყოფა სხვადასხვა უჯრედებიდან, მათ შორის პოხიერი უჯრედებიდან და ეოზინოფილებიდან. ეს მნიშვნელოვანი პრო-ასთმური მედიატორები უკავშირდება ცისტეინილ ლეიკოტრიენის (CysLT) რეცეპტორებს. CysLT ტიპი-1 (CysLT1) რეცეპტორი გვხვდება ადამიანის სასუნთქ გზებში (სასუნთქი გზების გლუვკუნთოვანი უჯრედების და სასუნთქი გზების მაკროფაგების ჩათვლით) და სხვა პრო-ანთებით უჯრედებზე (ეოზინოფილების და ზოგიერთი მიელოიდური ღეროვანი უჯრედების ჩათვლით). CysLTs იყო დაკავშირებული ასთმისა და ალერგიული რინიტის პათოფიზიოლოგიასთან. ასთმის დროს ლეიკოტრიენ–განპირობებული ეფექტები მოიცავს ბრონქოკონსტრიქციას, ლორწოვანის სეკრეციას, სისხლძარღვთა გამტარიანობას და ეოზინოფილების რეკრუტირებას. ალერგიული რინიტის დროს CysLTs გამოთავისუფლდება ცხვირის ლორწოვანი გარსიდან ალერგენის ზემოქმედების შემდეგ რეაქციების როგორც ადრეული, ისე მოგვიანებითი ფაზის დროს და ასოცირდება ალერგიული რინიტის სიმპტომებთან. ნაჩვენებია, რომ CysLT-ის ინტრანაზალური შეყვანა ზრდის ცხვირის სასუნთქი გზების რეზისტენტობას და ცხვირის ობსტრუქციის სიმპტომებს.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

მონტელუკასტი არის პერორალურად აქტიური ნაერთი, რომელიც მაღალი აფინურობით და სელექტიურობით უკავშირდება CysLT1 რეცეპტორს.

კლინიკური კვლევების თანახმად მონტელუკასტი აინჰიბირებს ბრონქოკონსტრიქციას ინჰალირებული LTD4-ის მეშვეობით 5 მგ დოზებით. ბრონქოდილატაცია აღინიშნა პერორალური მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. β-აგონისტით გამოწვეული ბრონქოდილატაციური ეფექტი მონტელუკასტის მიერ გამოწვეული ეფექტის ადიტიური იყო. მონტელუკასტით მკურნალობა აინჰიბირებდა ანტიგენის აქტივობით გამოწვეულ ბრონქოკონსტრიქციის როგორც ადრეულ, ასევე მოგვიანებით ფაზას. მონტელუკასტი, პლაცებოსთან შედარებით, ამცირებდა პერიფერიულ სისხლში ეოზინოფილების დონეს მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში. ცალკეულ კვლევაში, მონტელუკასტით მკურნალობამ საგრძნობლად შეამცირა ეოზინოფილები სასუნთქ გზებში (ნახველში გაზომილი) და პერიფერიულ სისხლში ასთმის კლინიკური კონტროლის გაუმჯობესებისას.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

მოზრდილებში ჩატარებულ კვლევებში, მონტელუკასტმა დოზით 10 მგ დღეში ერთხელ, პლაცებოსთან შედარებით, აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები დილის FEV1-ში (ცვლილება საწყის დონესთან მიმართებაში 10.4% შედარებით 2.7%–თან), AM ამოსუნთქვის პიკური სიჩქარე (PEFR) (ცვლილება საწყის დონესთან მიმართებაში 24.5 ლ/წთ შედარებით 3.3 ლ/წთ–თან) და β-აგონისტების საერთო გამოყენების მნიშვნელოვანი შემცირება (ცვლილება საწყის დონესთან მიმართებაში -26.1% შედარებით -4.6%–თან). პაციენტების მიერ მოხსენებული ასთმის დღის და ღამის სიმპტომების მაჩვენებლების გაუმჯობესება მნიშვნელოვნად უკეთესი იყო, ვიდრე პლაცებო.

მოზრდილებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა მონტელუკასტის უნარი გააძლიეროს ინჰალირებული კორტიკოსტეროიდის კლინიკური ეფექტი (% ცვლილება საწყის დონესთან მიმართებაში საინჰალაციო ბეკლომეტაზონისთვის პლუს მონტელუკასტი შედარებით ბეკლომეტაზონთან, შესაბამისად, FEV1–თვის: 5.43% შედარებით 1.04%–თან; β-აგონისტის გამოყენება: -8.70% შედარებით 2.64%–თან). საინჰალაციო ბეკლომეტაზონთან შედარებით (200 მკგ ორჯერ დღეში სპეისერ მოწყობილობით), მონტელუკასტმა აჩვენა უფრო სწრაფი საწყისი პასუხი, თუმცა 12-კვირიან კვლევაში, ბეკლომეტაზონმა უზრუნველყო მკურნალობის უფრო მაღალი საშუალო ეფექტი (% ცვლილება საწყის დონესთან მიმართებაში მონტელუკასტისთვის შედარებით ბეკლომეტაზონთან, შესაბამისად. FEV1–თვის: 7.49% შედარებით 13.3%–თან; β-აგონისტის გამოყენება: 28.28% შედარებით -43.89%–თან). თუმცა, ბეკლომეტაზონთან შედარებით, მონტელუკასტით ნამკურნალებ პაციენტთა დიდმა პროცენტმა მიაღწია მსგავს კლინიკურ პასუხებს (მაგ., ბეკლომეტაზონით ნამკურნალებ პაციენტთა 50%-მა მიაღწია FEV1-ის გაუმჯობესებას დაახლოებით 11%-ით ან მეტი საწყის დონეზე, ხოლო მონტელუკასტით ნამკურნალები პაციენტების დაახლოებით 42%-მა მიაღწია იგივე პასუხს).

მონტელუკასტის შესაფასებლად ჩატარდა კლინიკური კვლევა სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობისთვის მოზრდილ და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდ ასთმიან პაციენტებში თანმხლები სეზონური ალერგიული რინიტით. ამ კვლევაში მონტელუკასტის 10 მგ ტაბლეტების დღეში ერთხელ მიღებამ აჩვენა რინიტის ყოველდღიური სიმპტომების სკალის მიხედვით სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პლაცებოსთან შედარებით. რინიტის ყოველდღიური სიმპტომების მაჩვენებელი არის დღის ნაზალური სიმპტომების შეფასების (ნაზალური შეშუპების, რინორეას, ცემინების, ცხვირის ქავილის შეფასების საშუალო მნიშვნელობა) და ღამის სიმპტომების შეფასების (გაღვიძებისას ნაზალური შეშუპების, ჩაძინების გაძნელების და ღამით გაღვიძების საშუალო მნიშვნელობა) საშუალო მაჩვენებელი. პაციენტებისა და ექიმების მიერ ალერგიული რინიტის გლობალური შეფასებები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პლაცებოსთან შედარებისას. ასთმის ეფექტურობის შეფასება არ წარმოადგენდა ამ კვლევის ძირითად მიზანს.

8-კვირიან კვლევაში 6-დან 14 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში, მონტელუკასტის 5 მგ ერთხელ დღეში მიღებამ, პლაცებოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა რესპირატორული ფუნქცია (ცვლილება საწყის დონესთან მიმართებაში FEV1 8.71% შედარებით 4.16%–თან; ცვლილება საწყის დონესთან მიმართებაში AM PEFR 27.9 ლ/წთ შედარებით 17.8 ლ/წთ–თან) და შეამცირა "საჭიროებისამებრ" β -აგონისტების გამოყენება (ცვლილება საწყის დონესთან მიმართებაში -11.7% შედარებით +8.2%–თან).

ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქციის (EIB) შემთხვევების მნიშვნელოვანი შემცირება გამოვლინდა მოზრდილებთან 12-კვირიან კვლევაში (FEV1-ის მაქსიმალური დაცემა 22.33%–ით მონტელუკასტისთვის შედარებით 32.40%–თან პლაცებოსთვის; გამოჯანმრთელების დრო 5%-მდე საბაზისო FEV1-ის ფარგლებში 44.22 წთ შედარებით 60.64 წთ-თან). ეს ეფექტი ნარჩუნდებოდა 12-კვირიანი კვლევის მთლიან პერიოდში. EIB-ის რედუცირება ასევე გამოვლინდა მოკლევადიან კვლევაში პედიატრიულ პაციენტებთან (FEV1-ის მაქსიმალური ვარდნა 18.27% შედარებით 26.11%-თან; გამოჯანმრთელების დრო საწყისი FEV1-ის 5%-მდე ფარგლებში 17.76 წთ შედარებით 27.98 წთ-თან). ეფექტი ორივე კვლევაში დემონსტრირებული იყო დღეში ერთხელ დოზირების ინტერვალის ბოლოს.

ასპირინ–მგრძნობიარე ასთმიან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ საინჰალაციო და/ან პერორალურ კორტიკოსტეროიდებს, მონტელუკასტით მკურნალობამ, პლაცებოსთან შედარებით, გამოიწვია ასთმის კონტროლის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (ცვლილება საწყის დონესთან მიმართებაში FEV1 8.55% შედარებით -1.74%–თან და ცვლილება საწყის დონესთან მიმართებაში β-აგონისტების საერთო გამოყენების შემცირება - 27.78% შედარებით 2.09%–თან).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

მონტელუკასტი სწრაფად აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ. 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტისთვის საშუალო პიკური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 3 საათში (Tmax) მოზრდილებში უზმოზე მიღების შემდეგ. საშუალო პერორალური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64%–ს. პერორალურ ბიოშეღწევადობაზე და Cmax–ზე სტანდარტული კვება გავლენას არ ახდენს. უსაფრთხოება და ეფექტურობა დემონსტრირებული იყო კლინიკურ კვლევებში, სადაც 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეყვანილი იყო საკვების მიღების დროის გათვალისწინების გარეშე.

5 მგ საღეჭი ტაბლეტისთვის Cmax მიიღწევა უზმოზე მოზრდილებში მიღებიდან ორ საათში. საშუალო პერორალური ბიოშეღწევადობა არის 73% და მცირდება 63%-მდე სტანდარტული კვებით.

განაწილება

მონტელუკასტი 99%-ზე მეტით უკავშირდება პლაზმის ცილებს. მონტელუკასტის განაწილების წონასწორული მდგომარეობის მოცულობა შეადგენს საშუალოდ 8-11 ლიტრს. ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევები რადიომარკეტირებული მონტელუკასტის გამოყენებით მიუთითებს მინიმალურ განაწილებაზე ჰემატოენცეფალურ ბარიერზე. გარდა ამისა, რადიომარკირებული მასალის კონცენტრაცია დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ მინიმალური იყო ყველა სხვა ქსოვილში.

ბიოტრანსფორმაცია

მონტელუკასტი ინტენსიურად მეტაბოლიზდება. თერაპიული დოზების გამოყენებით კვლევებში, მონტელუკასტის მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაცია არ არის განსაზღვრული წონასწორულ მდგომარეობაში მოზრდილებში და ბავშვებში.

ციტოქრომი P450 2C8 არის მთავარი ფერმენტი მონტელუკასტის მეტაბოლიზმში. გარდა ამისა, CYP 3A4 და 2C9–ს შეიძლება ჰქონდეს უმნიშვნელო წვლილი, თუმცა ნაჩვენები იყო, რომ იტრაკონაზოლმა, CYP 3A4–ის ინჰიბიტორმა, არ შეცვალა მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკური ცვლადები ჯანმრთელ სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ 10 მგ მონტელუკასტს ყოველდღიურად. ადამიანის ღვიძლის მიკროსომებში in vitro შედეგებზე დაყრდნობით, მონტელუკასტის თერაპიული კონცენტრაცია პლაზმაში არ აინჰიბირებს ციტოქრომებს P450 3A4, 2C9, 1A2, 2A6, 2C19 ან 2D6. მეტაბოლიტების წვლილი მონტელუკასტის თერაპიულ ეფექტში მინიმალურია.

ელიმინაცია

ჯანმრთელ მოზრდილებში მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი შეადგენს საშუალოდ 45 მლ/წთ. რადიომარკირებული მონტელუკასტის პერორალური დოზის შემდეგ, რადიოაქტიურობის 86% აღდგენილი იყო 5-დღიან ფეკალური შეგროვებებში და <0.,2% აღდგენილი იყო შარდში. მონტელუკასტის პერორალური ბიოშეღწევადობის შეფასებებთან ერთად, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თითქმის ექსკლუზიურად ნაღვლის საშუალებით.

მახასიათებლები პაციენტებში:

ხანდაზმულებში ან ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის დროს დოზის კორექცია არ არის საჭირო. თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა. იმის გამო, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები ელიმინირდება ბილიარული გზით, დოზის კორექციის აუცილებლობა არ არის მოსალოდნელი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. არ არსებობს მონაცემები მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკის შესახებ პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (ჩაილდ-პიუს ქულა >9).

მონტელუკასტის მაღალი დოზებით შეყვანისას (20- და 60-ჯერადი რეკომენდირებული დოზა მოზრდილებში), აღინიშნა პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციის დაქვეითება. ეს ეფექტი არ გამოვლენილა 10 მგ დღეში ერთხელ რეკომენდებული დოზით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

დენსონი

დენსონი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები (ნატრიუმის მონტელუკასტი)

ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს ფურცელი-ჩანართი, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი–ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ დამატებითი შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.

რა არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში

  • რა არის დენსონი და რისთვის გამოიყენება იგი
  • რა უნდა იცოდეთ სანამ დენსონს მიიღებთ
  • როგორ მიიღება დენსონი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება დენსონი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის დენსონი და რისთვის გამოიყენება იგი

რა არის დენსონი

დენსონი არის ლეიკოტრიენის რეცეპტორის ანტაგონისტი, რომელიც ბლოკავს ნივთიერებებს სახელწოდებით ლეიკოტრიენები.

როგორ მუშაობს დენსონი

ლეიკოტრიენები იწვევს ფილტვებში სასუნთქი გზების შევიწროებას და შეშუპებას და ასევე იწვევს ალერგიის სიმპტომებს. ლეიკოტრიენების ბლოკირებით, დენსონი ამსუბუქებს ასთმის სიმპტომებს, ხელს უწყობს ასთმის კონტროლს და აუმჯობესებს სეზონური ალერგიის სიმპტომებს (ასევე ცნობილია როგორც თივის ცხელება ან სეზონური ალერგიული რინიტი).

როდის უნდა გამოიყენებოდეს დენსონი

თქვენმა ექიმმა დანიშნა დენსონი ასთმის სამკურნალოდ, ასთმის სიმპტომების პრევენციისთვის დღისა და ღამის განმავლობაში.

დენსონი გამოიყენება მოზრდილებისა და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, რომლებიც სათანადოდ არ ექვემდებარებიან კონტროლს თავიანთი მედიკამენტებით და საჭიროებენ დამატებით თერაპიას.

დენსონი ასევე ხელს უწყობს სასუნთქი გზების ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული შევიწროების პრევენციას.

იმ ასთმიან პაციენტებში, რომლებშიც დენსონი ნაჩვენებია ასთმის დროს, დენსონს ასევე შეუძლია სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომური შემსუბუქება.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული დენსონი თქვენი ასთმის სიმპტომებისა და სიმძიმის მიხედვით.

რა არის ასთმა?

ასთმა ხანგრძლივი დაავადებაა.

ასთმა მოიცავს:

სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შევიწროების გამო. სასუნთქი გზების ეს შევიწროება უარესდება და უმჯობესდება სხვადასხვა მდგომარეობების საპასუხოდ.

მგრძნობიარე სასუნთქი გზები, რომლებიც რეაგირებენ მრავალ ფაქტორზე, როგორიცაა სიგარეტის კვამლი, მტვერი, ცივი ჰაერი ან ფიზიკური დატვირთვა.

შეშუპება (ანთება) სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში.

ასთმის სიმპტომებია: ხველა, ხიხინი და გულმკერდის შებოჭილობა.

რა არის სეზონური ალერგია?

სეზონური ალერგია (ასევე ცნობილი როგორც თივის ცხელება ან სეზონური ალერგიული რინიტი) არის ალერგიული რეაქცია, რომელიც ხშირად გამოწვეულია ხეების, ბალახების და სარეველების ჰაერით გადამტანი მტვერით. სეზონური ალერგიის სიმპტომები, როგორც წესი, შეიძლება მოიცავდეს: ცხვირის გაჭედილობას, სურდოს, ქავილს; ცემინებას; ცრემლიან, შეშუპებულ, გაწითლებულ, ქავილიან თვალებს.

  • რა უნდა იცოდეთ სანამ დენსონს მიიღებთ

აცნობეთ თქვენს ექიმს ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის ან ალერგიის შესახებ, რომელიც ახლა გაქვთ ან წარსულში გქონდათ.

არ მიიღოთ დენსონი:

  • თუ გაქვთ ალერგია დენსონზე ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დენსონის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენი ასთმა ან სუნთქვა გაუარესდა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

პერორალურად მისაღები დენსონი არ არის განკუთვნილი ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ. თუ შეტევა განვითარდა, დაიცავით ინსტრუქციები, რომლებიც ექიმმა მოგცათ. ყოველთვის თან იქონიეთ ასთმის შეტევების მოსასხსნელი საინჰალაციო საშუალება.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ან თქვენმა შვილმა მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული ასთმის სამკურნალო ყველა მედიკამენტი. დენსონი არ უნდა ჩანაცვლდეს ასთმის სხვა მედიკამენტებით, რომლებიც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ.

ნებისმიერმა პაციენტმა, რომელიც ღებულობს ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატებს, უნდა იცოდეს, რომ თუ განვითარდება სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა გრიპისმაგვარი დაავადება, ხელებსა ან ფეხებში ჩხვლეტა ან დაბუჟება, ფილტვების სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი, უნდა მიმართოს ექიმს.

არ უნდა მიიღოთ აცეტილ-სალიცილის მჟავა (ასპირინი) ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ასევე ცნობილი, როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ან აასს), თუ ისინი აუარესებენ თქვენს ასთმას.

პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ სხვადასხვა ნეიროფსიქიატრიული მოვლენები (მაგალითად, ქცევა და გუნება-განწყობასთან დაკავშირებული ცვლილებები) დაფიქსირდა მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში, რომლებიც მკურნალობდნენ დენსონით (იხილეთ ნაწილი 4). დენსონის მიღებისას ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.

ბავშვები

არ მისცეთ ეს მედიკამენტი 15 წლამდე ასაკის ბავშვებს. ამ მედიკამენტის სხვადასხვა ფორმა არსებობს 18 წლამდე ასაკის პედიატრიული პაციენტებისთვის, ასაკობრივი დიაპაზონის მიხედვით.

სხვა მედიკამენტები და დენსონი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს დენსონის მოქმედებაზე, ან დენსონმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს დენსონის მიღების დაწყებამდე:

ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),

ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),

რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზისა და სხვა ინფექციების სამკურნალოდ),

გემფიბროზილი (გამოიყენება პლაზმაში ლიპიდების მაღალი დონის სამკურნალოდ).

დენსონის მიღება საკვებთან ერთად

დენსონი 10 მგ შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ორსულობა

თქვენი ექიმი შეაფასებს, შეგიძლიათ თუ არა დენსონის მიღება ამ დროის განმავლობაში.

ძუძუთი კვება

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა დენსონი დედის რძეში. დენსონის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი კვებოთ.

ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

მოსალოდნელია, რომ დენსონი არ იმოქმედებს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ინდივიდუალური პასუხები მედიკამენტების მიმართ შეიძლება განსხვავდებოდეს. გარკვეული გვერდითი ეფექტები (როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა), რომლებიც დაფიქსირდა დენსონის გამოყენებისას, შეიძლება გავლენა მოახდინონ ზოგიერთ პაციენტთა ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

დენსონი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".

  • როგორ მიიღება დენსონი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ უნდა მიიღოთ დენსონის მხოლოდ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, ექიმის დანიშნულებით.

  • ის უნდა იქნეს მიღებული მაშინაც კი, როცა არ გაქვთ სიმპტომები ან გაქვთ ასთმის მწვავე შეტევა.

მოზრდილებისთვის , 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებისთვის:

რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ 10 მგ ტაბლეტს, რომელიც მიიღება ყოველდღიურად საღამოს.

თუ იღებთ დენსონს, დარწმუნდით, რომ არ იღებთ რაიმე სხვა პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს იმავე აქტიურ ინგრედიენტს.

ეს მედიკამენტი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.

დენსონი 10 მგ შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ დენსონს, ვიდრე საჭიროა

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.

ჭარბი დოზირების შესახებ შეტყობინებების უმეტესობაში არ იყო მოხსენებული გვერდითი ეფექტები. მოზრდილებში და ბავშვებში დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომები მოიცავდა მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებას და ჰიპერაქტიურობას.

თუ დაგავიწყდათ დენსონის მიღება

შეეცადეთ მიიღოთ დენსონი დანიშნულების მიხედვით. თუმცა, თუ გამოტოვებთ დოზას, უბრალოდ განაახლეთ ჩვეული რეჟიმი ერთი ტაბლეტით დღეში ერთხელ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ დენსონის მიღებას

დენსონს შეუძლია თქვენი ასთმის მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაგრძობთ მის მიღებას.

მნიშვნელოვანია დენსონის მიღების გაგრძელება იმდენ ხანს, რამდენიც დაგინიშნათ ექიმმა. ეს დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენი ასთმა.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დენსონი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების კლინიკურ კვლევებში, ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი ეფექტები (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1–მდე ადამიანზე), რომლებიც დაკავშირებულია დენსონთან, იყო:

მუცლის ტკივილი

თავის ტკივილი

ისინი ჩვეულებრივ მსუბუქი იყო და უფრო ხშირად ვითარდებოდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ დენსონით, ვიდრე პლაცებოთი (აბი, რომელიც არ შეიცავს მედიკამენტს).

სერიოზული გვერდითი ეფექტები

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით ეფექტს, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული და რისთვისაც შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

არახშირი: შემდეგმა შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-მდე ადამიანზე

ალერგიული რეაქციები, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპების ჩათვლით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება,

ქცევასა და გუნება–განწყობასთან დაკავშირებული ცვლილებები: აგზნება, აგრესიული ქცევის ან მტრობის ჩათვლით, დეპრესია,

კრუნჩხვა.

იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1 ადამიანზე

სისხლდენის მომატებული ტენდენცია,

ტრემორი,

პალპიტაცია.

ძალიან იშვიათი: ​​შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1-მდე ადამიანზე

სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა გრიპისმაგვარი დაავადება, ხელებისა და ფეხებში ჩხვლეტა ან დაბუჟება, ფილტვის სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი (ჩარგ-სტრაუსის სინდრომი) (იხილეთ ნაწილი 2),

თრომბოციტების დაბალი რაოდენობა სისხლში,

ქცევისა და გუნება–განწყობის ცვლილებები: ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, სუიციდური აზრები და მოქმედებები,

ფილტვების შეშუპება (ანთება),

კანის მძიმე რეაქციები (მულტიფორმული ერითემა), რომლებიც შეიძლება განვითარდეს გაფრთხილების გარეშე,

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).

სხვა გვერდითი ეფექტები რომლებიც მოხსენებულია პრეპარატის ბაზარზე ყოფნის დროს

ძალიან ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია.

ხშირი : შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-მდე ადამიანზე

დიარეა, გულისრევა, ღებინება,

გამონაყარი,

ცხელება,

მომატებული ღვიძლის ფერმენტები.

არახშირი: შემდეგმა შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-მდე ადამიანზე

ქცევისა და გუნება–განწყობის ცვლილებები: სიზმრების დარღვევები, ღამის კოშმარების ჩათვლით, ძილის პრობლემები, სომნამბულიზმი, გაღიზიანება, შფოთვის შეგრძნება, მოუსვენრობა,

თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჩხვლეტა და დაბუჟება,

ცხვირიდან სისხლდენა,

პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევა,

სისხლჩაქცევები, ქავილი, ჭინჭრის ციება,

სახსრების ან კუნთების ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები,

ღამის უნებლიე შარდვა ბავშვებში,

სისუსტე/დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, შეშუპება.

იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1–მდე ადამიანზე

ქცევისა და გუნება–განწყობის ცვლილებები: ყურადღების დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, კუნთების უკონტროლო მოძრაობა.

ძალიან იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1-მდე ადამიანზე

მტკივნეული წითელი სიმკვრივეები კანქვეშ, ყველაზე ხშირად წვივებზე (კვანძოვანი ერითემა),

ქცევის და გუნება–განწყობის ცვლილებები: ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები,

ენაბორძიკობა.

გვერდითი ეფექტების მოხსენება

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არის არ არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენებით თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას იმ წამლის შესახებ, რომელსაც იყენებთ.

როგორ ინახება დენსონი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C–ზე ქვემოთ. შეინახეთ სინათლისა და ტენიანობისგან მოშორებით.

დენსონი არის "NOVATOR PHARMA" LLP (დიდი ბრიტანეთი) პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი წამლები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემას.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ დენსონი შეფუთვაზე დაწერილი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ დენსონი, თუ შეამჩნევთ დეფექტს პროდუქტსა და/ან შეფუთვაზე.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დენსონი ტაბლეტები

  • აქტიური ნივთიერება არის ნატრიუმის მონტელუკასტი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ მონტელუკასტს (10.4 მგ ნატრიუმის მონტელუკასტის სახით).
  • სხვა ინგრედიენტებია ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა pH 102, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, აეროსილი 200, მაგნიუმის სტეარატი, Opadry 85F34274 ყვითელი, ეთილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

როგორ გამოიყურება დენსონი და შეფუთვის შიგთავსი

28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი 10 მგ ალუ–ალუ ბლისტერში, 4 ბლისტერი მუყაოს კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ფურცელ–ჩანართთან ერთად.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

Recordati İlaç San. ve Tic. ა.შ.

Ç.O.S.B. Karaağaç Mah. Atatürk Cad.

No:36 Kapaklı / TEKIRDAĞ, თურქეთი

ეს ფურცელი–ჩანართი ბოლოს გადაიხედა 2024 წლის სექტემბერში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა