ვანსეარი
ONCEAIR
ვანსეარი 5 მგ საღეჭი ტაბლეტები ნაჩვენებია პერსისტული ასთმის მკურნალობისთვის (დღისა და ღამის სიმპტომების პრევენცია, ასპირინ-სენსიტიური ასთმის მქონე პაციენტების მკურნალობა და ვარჯიშით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქციის პრევენცია) 6-დან 14 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მონტელუკასტი (montelukast)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ საღეჭი ტაბლეტი №84 (6X14)
- მწარმოებელი
- Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადების სამკურნალო პრეპარატები, ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტები
- ATC კოდი
- R03DC03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035445
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტის საქართველოს წარმომადგენლობა
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვანსეარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვანსეარი 5 მგ საღეჭი ტაბლეტები ნაჩვენებია პერსისტული ასთმის მკურნალობისთვის (დღისა და ღამის სიმპტომების პრევენცია, ასპირინ-სენსიტიური ასთმის მქონე პაციენტების მკურნალობა და ვარჯიშით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქციის პრევენცია) 6-დან 14 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში.
ვანსეარი 5 მგ საღეჭი ტაბლეტები გამოიყენება სეზონური ალერგიული რინიტის და პერინეალური ალერგიული რინიტის სიმპტომური შემსუბუქების მიზნით 6-დან 14 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში.
მიღების წესი და დოზირება
რეკომენდაციები შესაბამისი გამოყენებისა და დოზირების/შეყვანის სიხშირის შესახებ:
ასთმის მქონე ბავშვები (6-დან 12 წლამდე):
- მიეცით თქვენს შვილს ვანსეარი 4 მგ საღეჭი ტაბლეტი დღეში ერთხელ საღამოს (იხ. მიღების წესი და გზა). შეგიძლიათ მისცეთ კვებისგან დამოუკიდებლად.
- მიეცით თქვენს შვილს ვანსეარი ყოველდღე იმ პერიოდის განმავლობაში, რამდენიც ამას თქვენი ექიმი დანიშნავს, მაშინაც კი, თუ მას არ აქვს ასთმის სიმპტომები.
- თუ ასთმის სიმპტომები გაუარესდება, ან თუ თქვენს შვილს სჭირდება ასთმის შეტევების დროს გამოსაყენებელი სწრაფად მოქმედი ინჰალაციური საშუალების გამოყენების სიხშირის გაზრდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- არ მიიღოთ ვანსეარი ასთმის შეტევის დაუყოვნებელი შემსუბუქებისთვის. თუ თქვენს შვილს აქვს ასთმის შეტევა, თქვენ უნდა მიჰყვეთ ინსტრუქციებს, რომლებიც თქვენმა ექიმმა მოგცათ ასთმის შეტევების სამკურნალოდ.
- ყოველთვის თან იქონიეთ საინჰალაციო საშუალება თქვენი შვილის ასთმის შეტევებისთვის.
- არ შეწყვიტოთ ასთმის სხვა მედიკამენტების მიღება ან არ შეამციროთ დოზა თუ ექიმი არ გეტყვით ამის შესახებ.
სეზონური ალერგიული რინიტის ან სრულწლიანი ალერგიული რინიტის მქონე ბავშვები (6-დან 14 წლამდე):
- მიეცით ვანსეარი თქვენს შვილს დღეში ერთხელ, დღის ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
- მიეცით ვანსეარი თქვენს შვილს ყოველდღე, სანამ გრძელდება ექიმის დანიშნულება.
გამოყენების გზა და მეთოდი:
- ვანსეარი მიიღება მხოლოდ პერორალური გზით.
- ვანსეარის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ზოგიერთი ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
- 12 თვიდან 5 წლამდე ბავშვებისთვის ვანსეარი 4 მგ პედიატრიული პერორალური გრანულები,
- 2-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის ვანსეარი 4 მგ საღეჭი ტაბლეტი და
- 6-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის შესაძლებელია ვანსეარი 5 მგ საღეჭი ტაბლეტის გამოყენება.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ასაკთან დაკავშირებით დოზის კორექცია საჭირო არ არის.
განსაკუთრებული პირობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ვანსეარის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი ვანსეარი ვიდრე საჭიროა:
დოზის გადაჭარბების შესახებ შეტყობინებების უმეტესობაში არ იყო მოხსენებული გვერდითი მოვლენები. მოზრდილებში და ბავშვებში დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომები მოიცავდა მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებას და ჰიპერაქტიურობას.
თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ ვანსეარს, ვიდრე საჭიროა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ვანსეარის მიღება:
შეეცადეთ გამოიყენოთ თქვენი წამალი დანიშნულების მიხედვით.
თუ გამოტოვებთ დოზას, არ მიიღოთ ეს დოზა და შემდეგ გააგრძელეთ პრეპარატის გამოყენება დანიშნულების მიხედვით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ წყვეტთ ვანსეარის მიღებას
ვანსეარს შეუძლია თქვენი ბავშვის ასთმის მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის განაგრძობს მის მიღებას.
მნიშვნელოვანია გააგრძელოთ ვანსეარის მიღება იმდენი ხნის განმავლობაში, როგორც დაგინიშნავთ ექიმი. ვანსეარი დაგეხმარებათ გააკონტროლოთ ასთმა.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
პაციენტებს უნდა ურჩიონ არასოდეს გამოიყენონ პერორალური მონტელუკასტი ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ და ამ მიზნით მუდამ თან უნდა ჰქონდეთ მათი ჩვეულებრივი სათანადო დამხმარე პრეპარატი.
თუ მწვავე შეტევა განვითარდა, საჭიროა გამოყენებული იქნას ხანმოკლე მოქმედების ინჰალაციური ბეტა-აგონისტი. პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს რჩევისათვის რაც შეიძლება მალე, თუ მათ ესაჭიროებათ ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტების ჩვეულებრივზე მეტი ინჰალაცია.
მონტელუკასტი უეცრად არ უნდა ჩანაცვლდეს ინჰალაციური ან პერორალური კორტიკოსტეროიდებით.
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ პერორალური კორტიკოსტეროიდები შეიძლება შემცირდეს, როდესაც ერთდროულად მიიღება მონტელუკასტი.
ნეიროფსიქიატრიული მოვლენები
ნეიროფსიქიატრიული მოვლენები დაფიქსირდა მოზრდილებში, მოზარდებში და პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს. პოსტ-მარკეტინგული მონაცემებით მონტელუკასტის გამოყენების დროს აღინიშნა ისეთი დარღვევები, როგორიცაა აგზნება, აგრესიული ქცევა ან მტრულად განწყობა, შფოთვა, დეპრესია, დეზორიენტაცია, სიზმრების დარღვევები, ჰალუცინაციები, უძილობა, გაღიზიანება, მოუსვენრობა, სომნამბულიზმი, სუიციდური აზროვნება და ქცევა (სუიციდის ჩათვლით) და ტრემორი. მონტელუკასტის პოსტ-მარკეტინგული ანგარიშების კლინიკურ მონაცემებსა და გვერდით ეფექტებს შორის განისაზღვრა მნიშვნელოვანი კავშირი.
პაციენტები და ექიმები უნდა იყვნენ ფრთხილად ნეიროფსიქიატრული მოვლენების მხრივ. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ აცნობონ ექიმებს იმ შემთხვევაში, თუ განიცდიან ასეთ ცვლილებებს. ექიმებმა ფრთხილად უნდა შეაფასონ ვანსეარის რისკები და სარგებლიანობა, რომ გააგრძელონ მკურნალობა მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში (იხ. პუნქტი 4.8).
ეოზინოფილიის მდგომარეობები
იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ასთმის საწინააღმდეგო საშუალებებით, მონტელუკასტის ჩათვლით, შეიძლება აღენიშნოთ სისტემური ეოზინოფილია, ზოგჯერ წარმოდგენილი ჩარგ-სტრაუსის სინდრომის მსგავსი ვასკულიტის კლინიკური თვისებებით. აღნიშნული მდგომარეობის მკურნალობა ხშირად ხორციელდება სისტემური კორტიკოსტეროიდული თერაპიით. ეს შემთხვევები, ჩვეულებრივ, მაგრამ ყოველთვის არა, დაკავშირებულია პერორალური კორტიკოსტეროიდული თერაპიის შემცირებასთან ან მოხსნასთან. შესაძლებლობა, რომ ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტები დაკავშირებული იყოს ჩარგ-სტრაუსის სინდრომის წარმოქმნასთან, არც გამორიცხულია და არც დადგენილია.
ექიმები ფრთხილად უნდა იყვნენ თავისი პაციენტების მიმართ ეოზინოფილიის, ვასკულიტის მსგავსი გამონაყარის, ფილტვების სიმპტომების გაუარესების, გულის მხრივ გართულებების და/ან ნეიროპათიის გამოვლინების შემთხვევაში. პაციენტები, რომლებსაც განუვითარდებათ ეს სიმპტომები, უნდა შეფასდნენ განმეორებით და მოხდეს მათი მკურნალობის რეჟიმის გადახედვა. მონტელუკასტით მკურნალობა არ ამცირებს ასპირინ-სენსიტიური ასთმის მქონე პაციენტებისათვის იმის საჭიროებას, რომ თავი აარიდონ ასპირინის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას.
დამხმარე ნივთიერებები:
ასპარტამი: ვანსეარი შეიცავს ასპარტამს, რომელიც არის ფენილალანინის წყარო. ეს შეიძლება მავნე იყოს ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მონტელუკასტი შეიძლება დაინიშნოს კომბინაციაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც ჩვეულებრივ იყენებენ ასთმის პროფილაქტიკისთვის და ხანგრძლივი მკურნალობისთვის. მედიკამენტებს შორის ურთიერთქმედების კვლევებში მონტელუკასტის რეკომენდებულ კლინიკურ დოზას არ მოუხდენია კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება შემდეგი სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ეთინილესტრადიოლი / ნორეთინდრონი 35/1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.
მონტელუკასტისთვის პლაზმური კონცენტრაციის მრუდის ქვეშ ფართობი (AUC) სუბიექტებში ფენობარბიტალთან ერთდროული გამოყენებისას შემცირდა დაახლოებით 40%-ით. რადგანაც მონტელუკასტი მეტაბოლიზდება CYP 3A4, 2C8, და 2C9-ით, საჭიროა სიფრთხილე, განსაკუთრებით ბავშვებში, როდესაც მონტელუკასტი მიიღება ერთდროულად CYP 3A4, 2C8 და 2C9 ინდუქტორებთან ერთად, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი და რიფამპიცინი.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი CYP 2C8-ის ძლიერი ინჰიბიტორია. თუმცა, მონტელუკასტისა და როზიგლიტაზონის (სამკურნალო პროდუქტების მარკერული სუბსტრატების წარმომადგენელი, რომლებიც პირველ რიგში მეტაბოლიზდება CYP 2C8-ით) შორის ურთიერთქმედების კლინიკური კვლევის მონაცემები ცხადჰყოფს, რომ მონტელუკასტი არ აინჰიბირებს CYP 2C8-ს in vivo. აქედან გამომდინარე, არ არის მოსალოდნელი, რომ მონტელუკასტმა გამოხატულად შეცვალოს ამ ფერმენტით მეტაბოლიზებული სამკურნალო პროდუქტების მეტაბოლიზმი (მაგ.: პაკლიტაქსელი, როზიგლიტაზონი და რეპაგლინიდი).
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი არის CYP2C8-ის და ნაკლები ხარისხით 2C9 და 3A4-ის სუბსტრატი. მონტელუკასტისა და გემფიბროზილის (ორივეს - CYP 2C8 და 2C9-ს ინჰიბიტორია) შორის ურთიერთქმედების კლინიკური კვლევაში გემფიბროზოლმა გაზარდა მონტელუკასტის სისტემური ზემოქმედება 4.4-ჯერ. იტრაკონაზოლის (ძლიერი CYP 3A4 ინჰიბიტორი) და გემფიბროზილის ერთდროულად გამოყენება მონტელუკასტთან შემდგომ აღარ ზრდის მონტელუკასტის სისტემურ ექსპოზიციას. მოზრდილებში 10 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენებისას (მაგ., 200 მგ/დღეში 22 კვირის განმავლობაში და 900 მგ/დღეში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში) კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ აღინიშნა, რის საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ გემიფიბროზილის გავლენა მონტელუკასტის სისტემურ ექსპოზიციაზე კლინიკურად უმნიშვნელოა. შესაბამისად, გემფიბროზილთან ერთად გამოყენებისას მონტელუკასტის დოზის კორექცია საჭირო არ არის. In vitro მონაცემებზე დაყრდნობით, მედიკამენტებს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება CYP 2C8-ის ნაკლებად ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ., ტრიმეტოპრიმი) გამოყენებისას, მოსალოდნელი არ არის. მონტელუკასტის ერთდროულმა გამოყენებამ CYP 3A4 ძლიერ ინჰიბიტორ იტრაკონაზოლთან არ გამოიწვია მონტელუკასტის სისტემური ექსპოზიციის მნიშვნელოვანი მომატება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი შეაფასებს, როდის შეგიძლიათ Oვანსეარის მიღება ამ პერიოდის განმავლობაში.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ დაორსულდებით მკურნალობის პერიოდში.
ძუძუთი კვება
წამლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია გადადის თუ არა ვანსეარი ლაქტატში. ვანსეარის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი კვებას.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მოსალოდნელია, რომ ვანსეარი არ იმოქმედებს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ინდივიდუალური პასუხი მედიკამენტებზე შეიძლება განსხვავდებოდეს. გარკვეული გვერდითმა მოვლენებმა (როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა), რომლებიც vansearis miRbisas აღწერილია ძალიან იშვიათად, შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ პაციენტზე მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვანსეარი 5მგ ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ასპარტამი: ვანსეარი შეიცავს ფენილალანინის წყაროს.
ვანსეარი შეიცავს ასპარტამს, რომელიც არის ფენილალანინის წყარო. შესაძლოა საზიანო იყოს ფენილკეტონურიის მქონე ადამიანებისთვის.
სხვა მედიკამენტების მიღება
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება შეცვალოს ვანსეარის მოქმედების მექანიზმი ან ვანსეარიმა შესაძლოა შეცვალოს თქვენი სხვა პრეპარატების მოქმედების მექანიზმი. ვანსეარისმიღების დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:
- ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
- ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
- რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზისა და სხვა ინფექციების სამკურნალოდ)
თუ თქვენ ღებულობთ მხოლოდ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ რომელიმე პროდუქტს, ან მიიღეთ ცოტა ხნის წინ, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მდგომარეობის შესახებ
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან ვანსეარის შემადგენლობის მიმართ. კლინიკურ კვლევებში მontelukastი 4 მგ პერორალური საღეჭი ტაბლეტების გამოყენებისას, ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი ეფექტები (რომელიც ვლინდება 100 პაციენტიდან მინიმუმ 1-ში და 10-დან 1-ზე ნაკლებში) დაკავშირებული იყო ვანსეართან:
მუცლის ტკივილი
ეს იყო ჩვეულებრივ მსუბუქი და უფრო ხშირად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვანსეარით, პლაცებოსთან შედარებით (ტაბლეტი, რომელიც არ შეიცავს მედიკამენტს).
სერიოზული გვერდითი ეფექტები
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს შვილს განუვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენას, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული და რისთვისაც თქვენს შვილს შეიძლება დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
არახშირი: შემდეგი შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში
- ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპების ჩათვლით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება
- ქცევისა და განწყობის ცვლილებები: აჟიტაცია, აგრესიული ქცევის ან მტრობის ჩათვლით, • დეპრესია
- კრუნჩხვა
იშვიათი: შემდეგი შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში
- მომატებული სისხლდენის ტენდენცია
- ტრემორი
- პალპიტაცია
ძალიან იშვიათი: შემდეგი შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანში
- სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა გრიპის მსგავსი დაავადება, ჩხვლეტა ან ხელებისა და ფეხების დაბუჟება, ფილტვის სიმპტომების და/ან გამონაყარის გაუარესება (ჩურგ-სტრაუსის სინდრომი) (იხ. განყოფილება 2)
- სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობა
- ქცევისა და განწყობის ცვლილებები: ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, სუიციდური აზრები და მოქმედებები
- ფილტვების შეშუპება (ანთება).
- კანის მძიმე რეაქციები (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება განვითარდეს გაფრთხილების გარეშე
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
სხვა გვერდითი ეფექტები, წამლის ბაზარზე ყოფნისას
გვერდითი მოვლენები იყოფა შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: (გავლენას ახდენს 10-დან 1 მომხმარებელზე მაინც).
ხშირი: (გავლენას ახდენს 100 მომხმარებლიდან 1-ში).
არახშირი: (გავლენას ახდენს 1000 მომხმარებლიდან 1ში)
იშვიათი: (გავლენას ახდენს 10000 მომხმარებლიდან 1-10-ში)
ძალიან იშვიათი: (გავლენას ახდენს 10000 მომხმარებლიდან 1-ზე ნაკლებზე)
გარდა ამისა, სანამ პრეპარატის ბაზარზე ყოფნისას დაფიქსირდა შემდეგი:
ძალიან გავრცელებული:
- ზედა სასუნთქი გზების ინფექცია
საერთო:
- დიარეა, გულისრევა, ღებინება
- გამონაყარი
- ხველა
- ღვიძლის ფერმენტების ამაღლება
არახშირი
- ქცევისა და გუნება-განწყობის ცვლილებები [სიზმრების ანომალიები, მათ შორის კოშმარები, ძილის პრობლემები, მთვარეულობა გაღიზიანება, შფოთვის შეგრძნება, მოუსვენრობა, აგზნებადობა აგრესიული ქცევის ან მტრობის ჩათვლით, დეპრესია
- თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჩხვლეტა/დაბუჟება
- ცხვირიდან სისხლდენა
- პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევა
- სისხლჩაქცევები, ქავილი, ჭინჭრის ციება
- სახსრების ან კუნთების ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები (არახშირი)
- ძილიანობა ბავშვებში
- სისუსტე/დაღლილობა, უსიამოვნო შეგრძნება, შეშუპება
იშვიათი:
- ქცევისა და განწყობის ცვლილებები: ყურადღების დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, კუნთების უკონტროლო მოძრაობა
ძალიან იშვიათი:
- მომცრო წითელი ბორცვები კანქვეშ, ყველაზე ხშირად კანზე (კვანძოვანი ერითემა)
- ქცევისა და გუნება-განწყობის ცვლილებები: ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები, ენაბორძიკობა
ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მონტელუკასტით, აღწერილია სიმპტომების კომბინაციის ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა გრიპის მსგავსი დაავადება, ჩხვლეტის შეგრძნება ან ხელების და ფეხების დაბუჟება, ფილტვის სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი (ჩურგ-სტრაუსის სინდრომი). თუ თქვენ გაგაჩნიათ ერთი ან მეტი სიმპტომი დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
არ არსებობს სპეციფიკური ინფორმაცია მონტელუკასტით დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ. ქრონიკული ასთმის კვლევებში მონტელუკასტი გამოყენებული იქნა დოზით 200 მგ-მდე დღეში მოზრდილ პაციენტებში 22 კვირის განმავლობაში და მოკლევადიან კვლევებში პაციენტებში 900 მგ-მდე დღეში, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი გამოცდილების გარეშე.
ვანსეარის პოსტ-მარკეტინგული გამოყენების გამოცდილებაში და კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა დოზის მწვავე გადაჭარბება. ეს მოიცავს ინფორმაციას მოზრდილებში და ბავშვებში ისეთი მაღალი დოზით გამოყენებისას, როგორიც არის 1000 მგ (დაახლოებით 61 მგ/კგ–ზე 42 თვის ასაკის ბავშვისთვის). დაფიქსირებული კლინიკური და ლაბორატორიული შედეგები შეესაბამებოდა მოზრდილი და პედიატრიული პაციენტების უსაფრთხოების პროფილს. დოზის გადაჭარბების უმეტეს შემთხვევებში გვერდითი ეფექტები არ აღინიშნა. ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენები შეესაბამებოდა ვანსეარის უსაფრთხოების პროფილს და მოიცავდა მუცლის ტკივილს, მიდრიაზს, ძილიანობას, წყურვილის შეგრძნებას, თავის ტკივილს, ღებინებას და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას.
ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა მონტელუკასტი პერიტონეალური ან ჰემოდიალიზის მეშვეობით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
მონტელუკასტი 5 მგ (5.20 მგ ნატრიუმის მონტელუკასტის სახით)
დამხმარე ნივთიერებები:
ასპარტამი 2.00 მგ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ პუქტი 6.1.
შენახვის პირობები
ვანსეარი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე და საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ ვანსეარი არა უმეტეს 25°С, ოთახის ტემპერატურაზე. დაიცავით იგი სინათლისა და ტენისგან
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.
არ გამოიყენოთ ვანსეარი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ვანსეარი თუ შეამჩნევთ შეფუთვის ან პროდუქტის დაზიანებას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის mflobeli:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşit Paşa Mah. Eski Büyükdere Cad. No:4 34467
Maslak /Sarıyer/İSTANBUL/TURKEY
warmoebის ადგილი
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No: 3
Esenyurt / İstanbul /TURKEY
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტები
ათქ კოდი: R03D C03
ცისტეინილური ლეიკოტრიენები (LTC4, LTD4, LTE4) მძლავრი ანთებითი ეიკოზანოიდებია, რომელთა გამოთავისუფლება სხვადასხვა უჯრედიდან, მათ შორის პოხიერი უჯრედებიდან და ეოზინოფილებიდან ხდება. ეს მნიშვნელოვანი პროასთმური მედიატორები ცისტეინილურ ლეიკოტრიენულ რეცეპტორებს (CysLT) უკავშირდება, რომლებიც განლაგებულია სასუნთქ გზებში და მათზევე ახდენს გავლენას, მათ შორის, იწვევს ბრონქოსპაზმს, ლორწოვანი გარსის მიერ სეკრეტის გამოყოფას, ზრდის სისხლძარღვების განვლადობას, ეოზინოფილების მოზიდვას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
მონტელუკასტი აქტიური ნივთიერებაა, რომელიც პერორალური მიღებისას მაღალი აფინობითა და სელექტიურობით უკავშირდება CysLT1-რეცეპტორებს. კლინიკურ კვლევებში მონტელუკასტი 5 მგ დოზით განაპირობებდა LTD4-ის ინჰალაციით გამოწვეული ბრონქოსპაზმის ინჰიბირებას. ბრონქოდილატაცია ვლინდებოდა პერორალური მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. β-აგონისტებით გამოწვეული ბრონქების გამაფართოებელი ეფექტის შევსება ხდებოდა მონტელუკასტის ეფექტით. მონტელუკასტით მკურნალობა ანტიგენური სტიმულაციის საშუალებით ახდენს ბრონქოსპაზმის როგორც ადრეული, ისე მოგვიანებითი ფაზების ინჰიბირებას. მონტელუკასტი, პლაცებოსთან შედარებით, მოზრდილი ადამიანებისა და ბავშვების პერიფერიულ სისხლში აქვეითებს ეოზინოფილების დონეს. ცალკეულ კვლევაში მონტელუკასტით მკურნალობა არსებითად აქვეითებდა სასუნთქ გზებში ეოზინოფილების რაოდენობას (განისაზღვრა ნახველის ანალიზის მიხედვით) და ეოზინოფილების დონეს პერიფერიულ სისხლში, რითაც ასთმის კლინიკურ კონტროლს აუმჯობესებდა.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
მოზრდილთა მონაწილეობით მიმდინარე კვლევებში მონტელუკასტი დღეში 10 მგ დოზით, პლაცებოსთან შედარებით, ახდენდა დილის FEV1-ის (ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა) (საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 10.4%, 2.7%-თან შედარებით) მაჩვენებლის, დილის ამოსუნთქვის მაქსიმალური მოცულობითი სიჩქარის (საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 24.5 ლ/წთ, 3.3 ლ/წთ-სთან შედარებით) გაუმჯობესებას და β-აგონისტების გამოყენების საერთო მაჩვენებლის მნიშვნელოვან შემცირებას (საწყისი მაჩვენებლის ცვლილება: -26.1%, -4.6%-თან შედარებით). ასთმის დღისა და ღამის სიმპტომების შემსუბუქება, პაციენტების შეფასებით, პლაცებოსთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო.
მოზრდილი პაციენტების მონაწილეობით მიმდინარე კვლევებმა გამოავლინა მონტელუკასტის უნარი, შეავსოს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების კლინიკური ეფექტი (საინჰალაციო ბეკლომეტაზონი + მონტელუკასტის საწყისი მაჩვენებელის %-ული ცვლილება მხოლოდ ბეკლომეტაზონთან შედარებით FEV1-ისათვის: 5.43% 1.04%-თან შედარებით; β-აგონისტების მიღება: -8.70% 2,64%-თან შედარებით). საინჰალაციო ბეკლომეტაზონთან შედარებით (200 მკგ ორჯერ დღეში, ინჰალატორის მოწყობილობა), მონტელუკასტმა გამოავლინა უფრო სწრაფი საწყისი პასუხი, თუმცა 12-კვირიანი კვლევის მიმდინარეობისას ბეკლომეტაზონი უფრო გამოხატულ საშუალო თერაპიულ ეფექტს ავლენდა (მონტელუკასტისათვის საწყისი მაჩვენებლის %-ული ცვლილება ბეკლომეტაზონთან შედარებით FEV1-ისათვის, შესაბამისად: 7.49% 13.3%-თან შედარებით; β-აგონისტთან შედარებით: -28.28% -43.89%-ის წინააღმდეგ). მაგრამ ბეკლომეტაზონთან შედარებით, პაციენტთა დიდი ნაწილისათვის, რომელთაც მკურნალობა მონტელუკასტით უტარდებოდა, მიღწეულ იქნა მსგავსი კლინიკური ეფექტი (მაგალითად, პაციენტთა 50%-ში, რომლებსაც ბეკლომეტაზონით მკურნალობდნენ, მიაღწიეს FEV1-ის გაუმჯობესებას დაახლოებით 11%-ითა და მეტით საწყის მაჩვენებელთან შედარებით, მაშინ, როდესაც პაციენტთა 42%-ში, რომელთაც მკურნალობა მონტელუკასტით უტარდებოდა, იგივე პასუხი იქნა მიღწეული).
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების მონაწილეობით მიმდინარე 8-კვირიან კვლევაში მონტელუკასტი 5 მგ დღეში ერთხელ დოზით, პლაცებოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა რესპირაციულ ფუნქციას (FEV1 8.71% - საწყისი მაჩვენებლის ცვლილების 4.16%-თან შედარებით) და აქვეითებდა β-აგონისტების აუცილებლობით გამოწვეული გამოყენების სიხშირეს (საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 11.7% - +8.2%-თან შედარებით).
მსუბუქი ხარისხის პერსისტიული ასთმის მქონე, 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ასთმის საკონტროლოდ გამოყენებული მონტელუკასტისა და საინჰალაციო ფლუტიკაზონის ეფექტურობის შესადარებლად ჩატარებულ 12-თვიან კვლევაში მონტელუკასტი, ფლუკონაზოლთან შედარებით, ნაკლებად ეფექტური არ იყო იმ დღეების რაოდენობის პროცენტულად გამოხატული ზრდით, როდესაც ასთმის სამკურნალო გადაუდებელი პრეპარატის გამოყენება საჭირო არ იყო (პირველადი საბოლოო წერტილი). მკურნალობის 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში, გადაუდებელი თერაპიის მიღებისაგან თავისუფალი დღეების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი მონტელუკასტის ჯგუფში გაიზარდა, საშუალოდ, 61,6-დან 84,0-მდე, ფლუტიკაზონის ჯგუფში კი - 60.9-დან 86.7-მდე. ჯგუფთაშორისი განსხვავება, გამოთვლილი უმცირესი კვადრატების მეთოდით, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო (-2.8 95%-დან CI -4.7; -0.9), მაგრამ წინასწარ დადგენილი კლინიკურად არანაკლებ ეფექტურობის საზღვრებში. მონტელუკასტი და ფლუტიკაზონი, ასევე, აუმჯობესებდა მეორადი ცვლადების ასთმის კონტროლს, რომლებიც ფასდებოდა მკურნალობის 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში:
მონტელუკასტის ჯგუფში FEV1 იზრდებოდა 1.83-დან 2.09-მდე და ფლუტიკაზონის ჯგუფში – 1.85-დან 2.14-მდე. უმცირესი კვადრატების მეთოდით გამოთვლილი მაჩვენებლის ჯგუფთაშორისი განსხვავება FEV1-ის მიხედვით შეადგენდა -0.02 ლ 95%-დან CI -0.06, 0.02. საწყისთან შედარებით პროგნოზირებული FEV1-ის საშუალო პროცენტულმა ზრდამ მონტელუკასტით მკურნალობის ჯგუფში 0.6% შეადგინა, ფლუტიკაზონით მკურნალობის ჯგუფში კი – 2.7%. ცვლილებების მხრივ უმცირესი კვადრატების მეთოდით გამოთვლილი მაჩვენებლის პროცენტული განსხვავება პროგნოზირებული FEV1 საწყის მაჩვენებელთან შედარებით არსებითი იყო: -2,2% 95%-დან CI -3.6; -0.7.
β-აგონისტების გამოყენების დღეების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი მონტელუკასტის ჯგუფში შემცირდა 38.0-დან 15.4-მდე, ფლუტიკაზონის ჯგუფში კი – 38.5-დან 12.8-მდე. უმცირესი კვადრატების მეთოდით გამოთვლილი მაჩვენებლის ჯგუფთაშორისი განსხვავება β-აგონისტების გამოყენების დღეების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით მნიშვნელოვანი იყო: 2.7 95%-დან CI 0.9; 4.5.
ასთმის შეტევების მქონე (ასთმის შეტევა განისაზღვრა, როგორც ასთმის მიმდინარეობის გაუარესების პერიოდი, რომელიც პერორალური სტეროიდებით მკურნალობას, ექიმთან დაუგეგმავ ვიზიტს, გადაუდებელი დახმარების პუნქტში სტუმრობას ან ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს) პაციენტების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი შეადგენდა 32.2 მონტელუკასტის ჯგუფში და 25.6 ფლუტიკაზონის ჯგუფში; განცალკევების კოეფიციენტი (95% CI) მნიშვნელოვანია: 1.38 (1.04; 1.84).
იმ პაციენტთა რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც კვლევის პერიოდში სისტემურ (ძირითადად, პერორალურ) კორტიკოსტეროიდებს იღებდნენ, მონტელუკასტის ჯგუფში შეადგენდა 17,8% და ფლუტიკაზონის ჯგუფში – 10,5%-ს. უმცირესი კვადრატების მეთოდით გამოთვლილი მაჩვენებლის ჯგუფთაშორისი განსხვავება მნიშვნელოვანი იყო: 7.3% CI 95%-დან 2.9; 11.7.
მოზრდილებში 12-კვირიანმა კვლევამ აჩვენა ფიზიკური ვარჯიშით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქციის (EIB) მნიშვნელოვანი შემცირება (22.33% FEV1-ის მაქსიმალური შემცირება მონტელუკასტისთვის 32.40% პლაცებოსთვის; აღდგენის დრო საწყისი FEV1-ის 5%-მდე 44.22 წთ 60.64 წთ-ის წინააღმდეგ). ). ხანმოკლე კვლევამ 6-დან 14 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ასევე აჩვენა EIB-ის შემცირება (FEV1-ის მაქსიმალური შემცირება 18,27% მონტელუკასტის 26,11% წინააღმდეგ; აღდგენის დრო საწყისი FEV1-ის 5%-მდე 17,76 წთ 27,98 წთ-ის წინააღმდეგ). ეფექტურობა ორივე კვლევაში გამოვლინდა დღეში ერთხელ დოზირების ინტერვალის ბოლოს.
ასპირინისადმი მგრძნობიარე პაციენტებისათვის, რომლებიც იმავდროულად საინჰალაციო და/ან პერორალურ კორტიკოსტეროიდებს იღებდნენ, მონტელუკასტით მკურნალობა, პლაცებოსთან შედარებით, ასთმის კონტროლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწვევდა (FEV1 საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 8,55% -1,74%-თან შედარებით და β-აგონისტების გამოყენების საწყისი მაჩვენებლის ცვლილება -27,78% 2.09%-თან შედარებით).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი თვისებები:
შეწოვა
მონტელუკასტი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება. აპკოვანი გარსით დაფარული 10 მგ-იანი ტაბლეტებისათვის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში აღინიშნება 3–4 საათის შემდეგ (Tmax) მოზრდილებში პრეპარატის უზმოდ მიღებისას. პერორალური მიღების დროს ბიოშეღწევადობა საშუალოდ შეადგენს 64%-ს. ჩვეულებრივი საკვების მიღება პრეპარატის პერორალური გამოყენების დროს ბიოშეღწევადობასა და Cmax-ზე არ მოქმედებს. უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებული იყო კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც 10 მგ-იან აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად იღებდნენ.
5 მგ საღეჭი ტაბლეტებისათვის Cmax მიღწევა მოზრდილებში აღინიშნებოდა უზმოდ პრეპარატის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების დროს, საშუალოდ, შეადგენდა 73%-ს და სტანდარტულ საკვებთან ერთდროული მიღებისას 63%-მდე ქვეითდებოდა.
განაწილება
მონტელუკასტის 99%-ზე მეტი სისხლის პლაზმის ცილებს უკავშირდება. მონტელუკასტის განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში საშუალოდ 8-11 ლიტრს შეადგენს. ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევები, რომლებშიც რადიოაქტიურად ნიშანდებული მონტელუკასტი გამოიყენებოდა, ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის შემდეგ მინიმალურ განაწილებას აჩვენებს. ამას გარდა, რადიოაქტიურად ნიშანდებული ნივთიერების კონცენტრაციები დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ ყველა სხვა ქსოვილში მინიმალური იყო.
ბიოტრანსფორმაცია
მონტელუკასტი აქტიურად მეტაბოლიზდება. თერაპიული დოზების გამოყენებით მიმდინარე კვლევებში მონტელუკასტის მეტაბოლიტების კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში ზრდასრულებსა და ბავშვებში წონასწორული მდგომარეობისას აღმოჩენის საზღვრის ქვემოთაა.
ადამიანის ღვიძლის მიკროსომების in vitro კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ CYP3A4 და 2C9 მონტელუკასტის მეტაბოლიზმში მონაწილეობს. ადამიანის ღვიძლის მიკროსომების in vitro კვლევის დამატებითი შედეგებიდან გამომდინარე, სისხლის პლაზმაში მონტელუკასტის თერაპიული კონცენტრაციების ინჰიბირება P450 ციტოქრომების 3A4, 2C9, 1A2, 2A6. 2C19 და 2D6-ის მიერ არ ხდება. მონტელუკასტის თერაპიულ ეფექტში მეტაბოლიტების როლი მინიმალურია.
გამოყოფა
ჯანმრთელ ზრდასრულებში მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი, საშუალოდ, 45 მლ/წთ-ს შეადგენს. რადიოაქტიურად ნიშანდებული მონტელუკასტის პერორალურად მიღების შემდეგ5 დღის განმავლობაში რადიოაქტიურობის 86% განავალთან ერთად გამოიყოფა, <0,2%-ზე ნაკლები კი - შარდთან ერთად. პერორალური მიღების შემდეგ მონტელუკასტის ბიოშეღწევადობის გათვალისწინებით, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები, პრაქტიკულად სრულად, ნაღველთან ერთად გამოიყოფა.
წრფივობა/არა-წრფივობა
50 მგ-მდე პერორალური დოზებისთვის მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკა თითქმის ხაზოვანია. დღე-ღამეში 10 მგ-იანი დოზირების მონტელუკასტის ერთჯერადი მიღების დროს აღინიშნება პლაზმაში საწყისი პრეპარატის მცირე დაგროვება (დაახლოებით 14%).
თავისებურებები პაციენტთა სხვადასხვა ჯგუფში
ხანდაზმულები:
ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტთა მონაწილეობით კვლევები არ ჩატარებულა. რადგან მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები ნაღველთან ერთად გამოიყოფა, სავარაუდოდ, თირკმლების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მონტელუკასტის დოზის კორექცია აუცილებელი არ უნდა იყოს. არ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მძიმე ფორმის (>9 ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით) მქონე პაციენტებში მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკის შესახებ.
მონტელუკასტის მაღალი დოზების (ზრდასრულებისათვის რეკომენდებულ დოზასთან შედარებით 20-ჯერ და 60-ჯერ უფრო მაღალი დოზები) მიღებისას სისხლის პლაზმაში აღინიშნებოდა თეოფილინის კონცენტრაციის დაქვეითება. ეს ეფექტი არ აღინიშნებოდა პრეპარატის რეკომენდებული დოზის – 10 მგ დღეში ერთხელ მიღებისას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პაციენტის საინფორმაციო ჩანართი
vanseari
5mg saReWi tableti
peroraluri gamoyenebisTvis
aqtiuri substancia: Seicavs 5mg montelukastიs ექვივალენტურ 5,20mg natriumis montelukasts.
eqscipientebi: manitoli, mikrokristaluri celuloza, hidroqsipropil celuloza (EEE463), rkinis wiTeli oqsidi (EEE172), natriumios kroskarmeloza, alublis aromati, aspartami (EEE951), magniumis stearati.
preparatis miRebis dawyebamde yuradRebiT gaecaniT pacientis sainformacio CanarTs, radgan is Seicavs TqvenTvis mniSvnelovan informacias.
SeinaxeT es CanarTi, radgan SesaZlebelia xelmeored wakiTxva dagWirdeT.
damatebiTi kiTxvebis SemTxvevaSi daukavSirdiT Tqvens mkurnal eqims an farmacevts.
aRniSnuli preparati gamogiweres Tqven, amitom nu gadascemT mas sxvas.
Tu am wamlis gamoyenebis periodSi mogiwevT eqimTan an saavadyofoSi viziti, acnobeT Tqvens eqims, rom iRebT am medikaments.
mkacrad daicaviT miTiTebebi, romlebic aRwerilia CanarTSi. ar miiRoT rekomendebulze maRali an dabali doza.
am CanarTSi:
ra aris vanseari da risTvis gamoiyeneba
vansearis miRebis dawyebamde
rogor unda miviRoT vanseari
SesaZlo gverdiTi efeqtebi
rogor inaxeba vanseari
ra aris vanseari da risTvis gamoiyeneba
ვანსეარი არის წამალი, რომელსაც ეწოდება ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტი. ის მოქმედებს ორგანიზმში არსებული ნივთიერებების ბლოკირებით, რომლებსაც ეწოდება ლეიკოტრიენები. ლეიკოტრიენების ბლოკირება აუმჯობესებს ასთმის და ალერგიული რინიტის მიმდინარეობას.
ვანსეარი არ არის სტეროიდი (ნივთიერება, რომელსაც აქვს ლიპიდური სტრუქტურა და დაკავშირებულია ქოლესტერინთან). კვლევებმა აჩვენა, რომ ვანსეარი გავლენას არ ახდენს ბავშვების ზრდის ტემპზე. (ასთმისა და ალერგიული რინიტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ამ ჩანართის ბოლოში)
ვანსეარი ინიშნება პერსისტული ასთმის სამკურნალოდ და ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობისთვის:
asTma:
ვანსეარი 5გ საღეჭი ტაბლეტები გამოიყენება პერსისტული ასთმის მქონე 6დან 14 წლამდე ასაკის პაციენტებში.
ar gamoiyenoT vanseari asTmis mwvave Setevebis kupirebisaTvis. ასთმის შეტევის შემთხვევაში, უნდა დაიცვათ თქვენი ექიმის რეკომენდაციები ასთმის შეტევების მკურნალობასთან დაკავშირებით.
alergiuli riniti:
ვანსეარი გამოიყენება ალერგიული რინიტის სიმპტომების გასაკონტროლებლად (ცემინება, ცხვირის გაჭედვა, სურდო, ცხვირის ქავილი). ვანსეარი საღეჭი ტაბლეტი გამოიყენება სეზონური ალერგიული რინიტის და სრულწლიანი ალერგიული რინიტის (ალერგია, რომელიც ხდება მთელი წლის განმავლობაში) სამკურნალოდ 6-დან 14 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში.
ვანსეარი იყიდება 28 ან 84 ტაბლეტიანი შეფუთვით. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ მონტელუკასტს.
რა არის ასთმა?
ასთმა არის ბრონქული გზების მუდმივი (ქრონიკული) ანთება, რომელიც არის მილები, რომლებიც წარმოადგენენ მილებს, რომლებიც ჰაერს სხეულის გარედან ფილტვებში გადასცემენ.
ასთმის ნიშნები შემდეგია:
ხველა
ხიხინი
გულმკერდის შებოჭილობა
სუნთქვის გაძნელება
ra aris alergiuli riniti?
sezonuri alergiuli riniti, cnobili aseve Tivis cxelebis saxeliT, gamowveulia Senobis gareTa alergenebiT, rogoricaa sxvadasxva xis, balaxisa da yvavilis mtveri.
სრულწლიანი ალერგიული რინიტი შეიძლება განვითარდეს მთელი წლის განმავლობაში და ძირითადად გამოწვეულია შიდა ალერგენებით, როგორიცაა მტვრის ტკიპა, ცხოველების ქერტლი და/ან ობის სპორები.
ალერგიული რინიტის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- ცხვირის გაჭედვა, გამონადენი და/ან ქავილი
- ცემინება
- vansearis gamoyenebis dawyebamde
ar gamoiyenoT vanseari Semdeg SemTxvevebSi:
თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მონტელუკასტის ან წამლის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
იყავით ფრთხილად ვანსეართან მიმართებაში, შემდეგი მდგომარეობების დროს
- თუ თქვენი ასთმა ან სუნთქვა გაუარესდა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
- პერორალური ვანსეარი არ არის გამიზნული ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ. თუ განვითარდა შეტევა, მიჰყევით მითითებებს, როლებიც მოგცათ თქვენმა ექიმმა. ყოველთვის თან იქონიეთ თქვენი შვილის ასთმის შეტევების საინჰალაციო წამალი.
- მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ბავშვმა მიიღოს ექიმის მიერ დანიშნული ასთმის ყველა მედიკამენტი. ვანსეარი არ უნდა იქნას გამოყენებული ასთმის სხვა სამკურნალო საშუალებების ნაცვლად, რომლებიც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ.
- გაითვალისწინეთ, რომ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ პაციენტს, რომელიც ღებულობს ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, აღენიშნება გრიპის, ხელებსა და ფეხებში დაბუჟების ან ჩხვლეტის კომბინაცია, ფილტვების სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი. თუ თქვენი ბავშვის ასთმა გაუარესდება აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) მიღებისას, მან ვანსეართან ერთად არ უნდა გამოიყენოს ასპირინი ან სხვა ტკივილგამაყუჩებლები, რომლებსაც უწოდებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.
- ვანსეარის გამოყენების დროს არსებობს ცნობები, რომლებიც დაკავშირებულია ქცევასთან და განწყობასთან (აჟიტაცია, აგრესიული ქცევის ან მტრობის ჩათვლით, შფოთვა, დეპრესია, დეზორიენტაცია, ძილის დარღვევები, კოშმარების ჩათვლით, ჰალუცინაციები, უძილობა, შფოთვის შეგრძნება, მოუსვენრობა, მთვარეულობა, სუიციდური აზრები და ქცევა (თვითმკვლელობა) და ტრემორი) დაფიქსირდა ცვლილებები.
”თუ თქვენ გაქვთ ეს მდგომარეობები, თუნდაც წარსულში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.”
vansearis miReba sakvebTan da sasmelTan erTad
ვანსეარი არ უნდა იქნას მიღებული დაუყოვნებლივ საკვების მიღების შემდეგ; ის უნდა იქნას მიღებული ჭამამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.
ორსულობა
წამლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი შეაფასებს, როდის შეგიძლიათ Oვანსეარის მიღება ამ პერიოდის განმავლობაში.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ დაორსულდებით მკურნალობის პერიოდში.
ძუძუთი კვება
წამლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია გადადის თუ არა ვანსეარი ლაქტატში. ვანსეარის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი კვებას.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების მართვა
მოსალოდნელია, რომ ვანსეარი არ იმოქმედებს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ინდივიდუალური პასუხი მედიკამენტებზე შეიძლება განსხვავდებოდეს. გარკვეული გვერდითმა მოვლენებმა (როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა), რომლებიც vansearis miRbisas აღწერილია ძალიან იშვიათად, შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ პაციენტზე მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვანსეარი 5მგ ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ასპარტამი: ვანსეარი შეიცავს ფენილალანინის წყაროს.
ვანსეარი შეიცავს ასპარტამს, რომელიც არის ფენილალანინის წყარო. შესაძლოა საზიანო იყოს ფენილკეტონურიის მქონე ადამიანებისთვის.
სხვა მედიკამენტების მიღება
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება შეცვალოს ვანსეარის მოქმედების მექანიზმი ან ვანსეარიმა შესაძლოა შეცვალოს თქვენი სხვა პრეპარატების მოქმედების მექანიზმი. ვანსეარისმიღების დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:
- ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
- ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
- რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზისა და სხვა ინფექციების სამკურნალოდ)
თუ თქვენ ღებულობთ მხოლოდ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ რომელიმე პროდუქტს, ან მიიღეთ ცოტა ხნის წინ, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მდგომარეობის შესახებ
- როგორ გამოვიყენოთ ვანსეარი?
რეკომენდაციები შესაბამისი გამოყენებისა და დოზირების/შეყვანის სიხშირის შესახებ:
ასთმის მქონე ბავშვები (6-დან 12 წლამდე):
- მიეცით თქვენს შვილს ვანსეარი 4 მგ საღეჭი ტაბლეტი დღეში ერთხელ საღამოს (იხ. მიღების წესი და გზა). შეგიძლიათ მისცეთ კვებისგან დამოუკიდებლად.
- მიეცით თქვენს შვილს ვანსეარი ყოველდღე იმ პერიოდის განმავლობაში, რამდენიც ამას თქვენი ექიმი დანიშნავს, მაშინაც კი, თუ მას არ აქვს ასთმის სიმპტომები.
- თუ ასთმის სიმპტომები გაუარესდება, ან თუ თქვენს შვილს სჭირდება ასთმის შეტევების დროს გამოსაყენებელი სწრაფად მოქმედი ინჰალაციური საშუალების გამოყენების სიხშირის გაზრდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- არ მიიღოთ ვანსეარი ასთმის შეტევის დაუყოვნებელი შემსუბუქებისთვის. თუ თქვენს შვილს აქვს ასთმის შეტევა, თქვენ უნდა მიჰყვეთ ინსტრუქციებს, რომლებიც თქვენმა ექიმმა მოგცათ ასთმის შეტევების სამკურნალოდ.
- ყოველთვის თან იქონიეთ საინჰალაციო საშუალება თქვენი შვილის ასთმის შეტევებისთვის.
- არ შეწყვიტოთ ასთმის სხვა მედიკამენტების მიღება ან არ შეამციროთ დოზა თუ ექიმი არ გეტყვით ამის შესახებ.
სეზონური ალერგიული რინიტის ან სრულწლიანი ალერგიული რინიტის მქონე ბავშვები (6-დან 14 წლამდე):
- მიეცით ვანსეარი თქვენს შვილს დღეში ერთხელ, დღის ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
- მიეცით ვანსეარი თქვენს შვილს ყოველდღე, სანამ გრძელდება ექიმის დანიშნულება.
გამოყენების გზა და მეთოდი:
- ვანსეარი მიიღება მხოლოდ პერორალური გზით.
- ვანსეარის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ზოგიერთი ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
- 12 თვიდან 5 წლამდე ბავშვებისთვის ვანსეარი 4 მგ პედიატრიული პერორალური გრანულები,
- 2-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის ვანსეარი 4 მგ საღეჭი ტაბლეტი და
- 6-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის შესაძლებელია ვანსეარი 5 მგ საღეჭი ტაბლეტის გამოყენება.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ასაკთან დაკავშირებით დოზის კორექცია საჭირო არ არის.
განსაკუთრებული პირობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ვანსეარის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი ვანსეარი ვიდრე საჭიროა:
დოზის გადაჭარბების შესახებ შეტყობინებების უმეტესობაში არ იყო მოხსენებული გვერდითი მოვლენები. მოზრდილებში და ბავშვებში დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომები მოიცავდა მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებას და ჰიპერაქტიურობას.
თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ ვანსეარს, ვიდრე საჭიროა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ვანსეარის მიღება:
შეეცადეთ გამოიყენოთ თქვენი წამალი დანიშნულების მიხედვით.
თუ გამოტოვებთ დოზას, არ მიიღოთ ეს დოზა და შემდეგ გააგრძელეთ პრეპარატის გამოყენება დანიშნულების მიხედვით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ წყვეტთ ვანსეარის მიღებას
ვანსეარს შეუძლია თქვენი ბავშვის ასთმის მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის განაგრძობს მის მიღებას.
მნიშვნელოვანია გააგრძელოთ ვანსეარის მიღება იმდენი ხნის განმავლობაში, როგორც დაგინიშნავთ ექიმი. ვანსეარი დაგეხმარებათ გააკონტროლოთ ასთმა.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან ვანსეარის შემადგენლობის მიმართ. კლინიკურ კვლევებში მontelukastი 4 მგ პერორალური საღეჭი ტაბლეტების გამოყენებისას, ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი ეფექტები (რომელიც ვლინდება 100 პაციენტიდან მინიმუმ 1-ში და 10-დან 1-ზე ნაკლებში) დაკავშირებული იყო ვანსეართან:
მუცლის ტკივილი
ეს იყო ჩვეულებრივ მსუბუქი და უფრო ხშირად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვანსეარით, პლაცებოსთან შედარებით (ტაბლეტი, რომელიც არ შეიცავს მედიკამენტს).
სერიოზული გვერდითი ეფექტები
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს შვილს განუვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენას, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული და რისთვისაც თქვენს შვილს შეიძლება დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
არახშირი: შემდეგი შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში
- ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპების ჩათვლით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება
- ქცევისა და განწყობის ცვლილებები: აჟიტაცია, აგრესიული ქცევის ან მტრობის ჩათვლით, • დეპრესია
- კრუნჩხვა
იშვიათი: შემდეგი შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში
- მომატებული სისხლდენის ტენდენცია
- ტრემორი
- პალპიტაცია
ძალიან იშვიათი: შემდეგი შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანში
- სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა გრიპის მსგავსი დაავადება, ჩხვლეტა ან ხელებისა და ფეხების დაბუჟება, ფილტვის სიმპტომების და/ან გამონაყარის გაუარესება (ჩურგ-სტრაუსის სინდრომი) (იხ. განყოფილება 2)
- სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობა
- ქცევისა და განწყობის ცვლილებები: ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, სუიციდური აზრები და მოქმედებები
- ფილტვების შეშუპება (ანთება).
- კანის მძიმე რეაქციები (მულტიფორმული ერითემა), რომელიც შეიძლება განვითარდეს გაფრთხილების გარეშე
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
სხვა გვერდითი ეფექტები, წამლის ბაზარზე ყოფნისას
გვერდითი მოვლენები იყოფა შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: (გავლენას ახდენს 10-დან 1 მომხმარებელზე მაინც).
ხშირი: (გავლენას ახდენს 100 მომხმარებლიდან 1-ში).
არახშირი: (გავლენას ახდენს 1000 მომხმარებლიდან 1ში)
იშვიათი: (გავლენას ახდენს 10000 მომხმარებლიდან 1-10-ში)
ძალიან იშვიათი: (გავლენას ახდენს 10000 მომხმარებლიდან 1-ზე ნაკლებზე)
გარდა ამისა, სანამ პრეპარატის ბაზარზე ყოფნისას დაფიქსირდა შემდეგი:
ძალიან გავრცელებული:
- ზედა სასუნთქი გზების ინფექცია
საერთო:
- დიარეა, გულისრევა, ღებინება
- გამონაყარი
- ხველა
- ღვიძლის ფერმენტების ამაღლება
არახშირი
- ქცევისა და გუნება-განწყობის ცვლილებები [სიზმრების ანომალიები, მათ შორის კოშმარები, ძილის პრობლემები, მთვარეულობა გაღიზიანება, შფოთვის შეგრძნება, მოუსვენრობა, აგზნებადობა აგრესიული ქცევის ან მტრობის ჩათვლით, დეპრესია
- თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჩხვლეტა/დაბუჟება
- ცხვირიდან სისხლდენა
- პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევა
- სისხლჩაქცევები, ქავილი, ჭინჭრის ციება
- სახსრების ან კუნთების ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები (არახშირი)
- ძილიანობა ბავშვებში
- სისუსტე/დაღლილობა, უსიამოვნო შეგრძნება, შეშუპება
იშვიათი:
- ქცევისა და განწყობის ცვლილებები: ყურადღების დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, კუნთების უკონტროლო მოძრაობა
ძალიან იშვიათი:
- მომცრო წითელი ბორცვები კანქვეშ, ყველაზე ხშირად კანზე (კვანძოვანი ერითემა)
- ქცევისა და გუნება-განწყობის ცვლილებები: ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები, ენაბორძიკობა
ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მონტელუკასტით, აღწერილია სიმპტომების კომბინაციის ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა გრიპის მსგავსი დაავადება, ჩხვლეტის შეგრძნება ან ხელების და ფეხების დაბუჟება, ფილტვის სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი (ჩურგ-სტრაუსის სინდრომი). თუ თქვენ გაგაჩნიათ ერთი ან მეტი სიმპტომი დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ ინახება ვანსეარი
ვანსეარი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე და საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ ვანსეარი არა უმეტეს 25°С, ოთახის ტემპერატურაზე. დაიცავით იგი სინათლისა და ტენისგან
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.
არ გამოიყენოთ ვანსეარი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ვანსეარი თუ შეამჩნევთ შეფუთვის ან პროდუქტის დაზიანებას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის mflobeli:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşit Paşa Mah. Eski Büyükdere Cad. No:4 34467
Maslak /Sarıyer/İSTANBUL/TURKEY
warmoebის ადგილი
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No: 3
Esenyurt / İstanbul /TURKEY
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


