დენკ-ეარ ჯუნიორ 4მგ
Denk-Air Junior 4mg
რა არის გასათვალისწინებელი დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის მიღებამდე
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მონტელუკასტი (montelukast)
- ფორმა და შეფუთვა
- 4მგ საღეჭი ტაბლეტი 2-დან 5 წლამდე ბავშვებისათვის №28 (2X14)
- მწარმოებელი
- Swiss Caps GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -DENK PHARMA GmbH & Co. KG(გერმანია)), გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტები
- ATC კოდი
- R03DC03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037355
- რეგისტრირებულია
- 16 თებერვალი 2023, მოქმედებს 16 თებერვალი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- DENK PHARMA GmbH & Co. KG (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „დენკ ფარმა კავკასია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დენკ-ეარ ჯუნიორ 4მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა არის გასათვალისწინებელი დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
ბავშვმა ყოველთვის უნდა მიიღოს დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ მშობელი არ არის დარწმუნებული რაიმეში, უნდა მიმართოს ბავშვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული მედიკამენტი გამოიყენება ბავშვებში უფროსების მეთვალყურეობით
ბავშვმა უნდა მიიღოს დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის 1 ტაბლეტი ერთჯერ დღეში, როგორც დანიშნულია ექიმის მიერ;
აღნიშნული პრეპარატის მიღება გრძელდება, მიუხედავად სიმპტომების არ არსებობისა;
არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა მიუხედავად ასთმის მწვავე შეტევის არ არსებობისა.
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები:
რეკომენდებული დოზაა, დღეში ერთი 4 მგ-იანი საღეჭი ტაბლეტი, მიიღება საღამოს.
თუ ბავშვი მკურნალობს დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ით, მშობელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ბავშვი არ იღებს იგივე აქტიური ნივთიერების – მონტელუკასტის შემცველ სხვა პრეპარატს.
მედიკამენტი მიიღება პერორალურად.
ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს გადაყლაპვამდე.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ საღეჭი ტაბლეტები არ მიიღება საკვებთან ერთად. საღეჭი ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.
თუ ბავშვმა მიიღო დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის გადაჭარბებული დოზა
რჩევისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ბავშვის მკურნალ ექიმს.
დოზის გადაჭარბების უმეტეს შემთხვევებში, გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. მოზრდილებსა და ბავშვებში დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, ძილიანობა, წყურვილი, თავის ტკივილი, ღებინება და ჰიპერაქტიურობა.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს დოზის გამოტოვება
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ მიიღება დანიშნულების შესაბამისად. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს 1 ტაბლეტის მიღება დღეში. არ შეიძლება ბავშვისათვის გაორმაგებული დოზის მიღებაგამოტოვებულის სანაცვლოდ.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ მიღების შეწყვეტა
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ით ბავშვისთვის ასთმის მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მუდმივად ღებულობს მას. მნიშვნელოვანია, რომ დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის მიღება გაგრძელდეს იმ ხანგრძლივობით, როგორც დანიშნულია მკურნალი ექიმის მიერ. ეს საშუალებას იძლევა მშობლის მიერ გაკონტროლდეს ბავშვის ასთმა.
აღნიშნული პრეპარატის მიღების შესახებ, დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს ბავშვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
პაციენტი ალერგიულია მონტელუკასტის ან აღნიშნულ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
სიფრთხილის ზომები
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ასთმის ან სუნთქვის გაუარესების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ არ არის განკუთვნილი ასთმის მწვავე შეტევის სამკურნალოდ. შეტევის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა მკურნალი ექიმის მითითებების დაცვა. ყოველთვის თან უნდა იქონიოთ ბავშვისათვის ასთმის შეტევის სამკურნალო საინჰალაციო პრეპარატი.
მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა მიიღოს მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული ასთმის სამკურნალო ყველა პრეპარატი. არ შეიძლება დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს მიღება ექიმის მიერ დანიშნული ასთმის სამკურნალო სხვა პრეპარატის ნაცვლად.
თუ ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას გამოვლინდება ისეთი სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა გრიპის მსგავსი სიმპტომები, ნემსის ჩხვლეტის შეგრძნება ან ხელებისა და ფეხების დაბუჟება, პულმონარული სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი, ასეთ შემთხვევაში კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
არ შეიძლება აქტიური ნივთიერება აცეტილსალიცილის მჟავის (მაგალითად, რომელიც იყიდება სავაჭრო დასახელებით “ასპირინი”) ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო (ე.წ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) პრეპარატების მიღება, თუ ცნობილია, რომ ისინი აუარესებენ პაციენტის ბავშვის ასთმას.
პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ, რომ მონტელუკასტით მკურნალობისას აღინიშნა სხვადასხვა ნეიროფსიქიატრიული მოვლენები (მაგ: ქცევისა და განწყობის ცვლილებები) მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში, (იხ. ნაწილი 4). თუ, თქვენ ბავშვს უვითარდება მსგავსი სიმპტომები დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს მიღებისას, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
არ შეიძლება მედიკამენტის მიღება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
პედიატრიული პაციენტებისთვის, 15 წლამდე ასაკის მიხედვით, ხელმისაწვდომია ამ მედიკამენტის სხვადასხვა ფორმა:
2-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის, ხელმისაწვდომია დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს საღეჭი ტაბლეტები.
6-დან 14-წლამდე ბავშვებისთვის, ხელმისაწვდომია დენკ-ეარ ჯუნიორ 5 მგ-ს საღეჭი ტაბლეტები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი იღებს, უახლოეს პერიოდში იღებდა ან შესაძლოა მიიღოს ნემისმიერი სხვა პრეპარატი.
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის მოქმედებაზე ან პირიქით, დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-მა იმოქმედოს სხვა პრეპარატებზე.
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს მიღებამდე ბავშვი მკურნალობდა შემდეგი პრეპარატებით:
ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის საწინააღმდეგოდ);
ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის საწინააღმდეგოდ);
რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის და რამდენიმე სხვა ინფექციის სამკურნალოდ);
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ საღეჭი ტაბლეტები არ მიიღება საკვებთან ერთად. საღეჭი ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ეს ქვეპუნქტი არ ეხება დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის საღეჭ ტაბლეტებს, რადგან იგი მიიღება 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
ეს ქვეპუნქტი არ ეხება დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის საღეჭ ტაბლეტებს, რადგან იგი მიიღება 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ეხება აქტიურ ნივთიერებას, მონტელუკასტს.
არ არის მოსალოდნელი, რომ მონტელუკასტმა იმოქმედოს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვაზე. თუმცა, პრეპარატის მიმართ რეაქცია შესაძლებელია სხვადასხვაგვარი იყოს. ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა (როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა), რომელიც ძალიან იშვიათად ვლინდება მონტელუკასტის მკურნალობის დროს, შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს ზოგიერთი პაციენტის მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ შეიცავს ასპარტამს
მედიკამენტის თითოეული საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 0.6 მგ ასპარტამს. ასპარტამი არის ფენილალანინის წყარო. შესაძლებელია საზიანო იყოს ფენილკეტონურიით დააავადებული ადამიანებისთვის, იშვიათი გენეტიკური დაავადება, როდესაც გროვდება ფენილალანინი, რადგან სხეული ვერ ახერხებს მის გამოთავისუფლებას.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ შეიცავს ნატრიუმს
მედიკამენტის თითოეული საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), შეიძლება ითქვას “ნატრიუმისგან თავისუფალი”.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მონტელუკასტის 4 მგ საღეჭ ტაბლეტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ში), რომლებიც სავარაუდოდ გამოწვეულია მონტელუკასტით:
მუცლის ტკივილი
წყურვილი
დამატებით, ასევე შემდეგი გვერდითი ეფექტი გამოვლინდა, მონტელუკასტის 10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტებით და 5 მგ საღეჭი ტაბლეტებით ნამკურნალევ პაციენტებზე ჩატარებული კვლევებით
თავის ტკივილი
აღნიშნული სიმპტომები ჩვეულებრივ ზომიერი სიმძიმისაა და უფრო ხშირად ვლინდებოდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მონტელუკასტით, ვიდრე მათში ვინც იღებდა პლაცებოს (ტაბლეტი, რომელიც არ შეიცავს პრეპარატს).
სერიოზული გვერდითი მოვლენები
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული და შესაძლოა საჭიროებდეს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობას.
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
ალერგიული რეაქციები, სახის, ტუჩების, ენის, და/ან ყელის შეშუპების ჩათვლით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება.
ქცევის და განწყობის ცვლილებები: აჟიოტაჟი, მათ შორის აგრესიული ქცევა ან მტრობა, დეპრესია
კრუნჩხვა
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
სისხლდენის მომატება
თრთოლა
პალპიტაციები
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა: გრიპის მსგავსი დაავადება, ნემსის ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება მკლავებსა და ფეხებში, ფილტვის სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი (ჩურგ-სტრაუსის სინდრომი) (იხილეთ ნაწილი 2)
სისხლში ცრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი
ქცევასა და განწყობასთან დაკავშირებული ცვლილებები: ჰალუცინაციები, დეორიენტაცია, სუიციდური აზრები და მოქმედებები
ფილტვების შეშუპება (ანთება)
კანის მწვავე რეაქციები (მულტიფორმული ერითემა), რომელიც ჩნდება წინასწარი სიმპტომების გარეშე
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
გარდა ამისა, პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ გამოვლინდა შემდეგი:
ძალიან ხშირი (10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
სასუნთქი გზების ინფექციები
ხშირი (10-დან 1 პაციენტში)
დიარეა, გულისრევა, ღებინება
გამონაყარი
ცხელება
ღვიძლის ფერმენტების მომატება
არახშირი (100-დან 1 პაციენტში)
ქცევის და განწყობის ცვლილებები, მაგალითად: უჩვეულო სიზმრები, კოშმარები, უძილობა, ძილში სიარული, გაღიზიანება, შფოთვა, მოუსვენრობა
თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება
სისხლდენა ცხვირიდან
პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევა
სისხლჩაქცევები, ქავილი, ჭინჭრის ციება
სახსრის ან კუნთის ტკივილი, კუნთების სპაზმი
წოლითი სველება ბავშვებში
სისუსტე/დაღლილობა, უსიამოვნო შეგრძნება, შეშუპება
იშვიათი (1,000-დან 1 პაციენტში)
ქცევასა და განწყობასთან დაკავშირებული ცვლილებები: ყურადღების გაფანტვა, მეხსიერების დაქვეითება, კუნთის უკონტროლო მოძრაობები
ძალიან იშვიათი (10,000-დან 1 პაციენტში)
მგრძნობიარე წითელი კანქვეშა კვანძები, განსაკუთრებით წვივის მიდამოში (კვანძოვანი ერითემა)
ქცევასა და განწყობასთან დაკავშირებული ცვლილებები: ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები
მეტყველების დარღვევა
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რაც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ დაეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
ჭარბი დოზა
არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია მონტელუკასტით მკურნალობის დროს დოზის გადაჭარბების შესახებ. ქრონიკული ასთმის კვლევებიდან ვლინდება, რომ მონტელუკასტი ინიშნება 200 მგ დოზით დღეში, ზრდასრულ პაციენტებში 22 კვირის განმავლობაში და მოკლევადიანი გამოკვლევებით, პაციენტებში 900 მგ-მდე დღეში, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, კლინიკურად მნიშვნელოვანი უარყოფითი გამოცდილების გარეშე.
პოსტ-მარკეტინგულ კვლევებში და მონტელუკასტით ჩატარებულ კვლევებში დაფიქსირდა დოზის გადაჭარბების მწვავე შემთხვევები. ეს მოიცავს ცნობებს მოზრდილებსა და ბავშვებში, რომელთა დოზაც აღემატება 1.000 მგ (დაახლოებით 61 მგ / კგ 42 თვის ბავშვში). ზრდასრულებსა და პედიატრიული ასაკის პაციენტებში კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნები შეესაბამებოდა უსაფრთხოების პროფილის. უმეტეს შემთხვევაში არ გამოვლენილა უკურეაქციები დოზის გადაჭარბებისას.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები
ყველაზე ხშირად გამოვლენილი არასასურველი რეაციები შეესაბამებოდა მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს და მოიცავდა მუცლის ტკივილს, უძილობას, წყურვილის შეგრძნებას, თავის ტკივილს, ღებინებას და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას.
დოზის გადაჭარბების მართვა
არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია მონტელუკასტის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ. უცნობია მონტელუკასტი პერიტონეალურად დიალიზდება- თუ ჰემოდიალიზის საშუალებით.
შემადგენლობა
რა არის დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ და მისი გამოიყენება?
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც ხელს უშლის ზოგიერთი ანთებითი მედიატორის (ლეიკოტრიენების) მიერთებას.
როგორ მუშაობს დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ
ლეიკოტრიენები იწვევენ სასუნთქი გზების შევიწროვებას, შეშუპებას და ალერგიული სიმპტომების განვითარებას. ლეიკოტრიენების დაბლოკვით, დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ ამსუბუქებს ასთმის სიმპტომებს, ეხმარება ასთმის კონტროლში.
როდის გამოიყენება დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ ინიშნება ბავშვებში, დღისით და ღამით განვითარებული ასთმის სიმპტომების პრევენციისთვის.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ ინიშნება 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომელთა ასთმის სიმპტომები ვერ კონტროლდება ადექვატურად სხვა პრეპარატებით და რომელთაც ესაჭიროებათ დამატებითი მკურნალობა;
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ ასევე გამოიყენება 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, კორტიზონით ინჰალაციის ნაცვლად (საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები), შემდეგ შემთხვევებში:
თუ არ არის მიმდინარე, მწვავე ასთმური შეტევა, რომელიც მოითხოვს კორტიზონის ტაბლეტებით მკურნალობას.
თუ ბავშვი ვერ იკეთებს კორტიკოსტეროიდებით ინჰალაციას.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ ეხმარება ფიზიკური ვარჯიშით გამოწვეული სასუნთქი გზების შევიწროვების პრევენციას 2 წლიდან ბავშვებში.
თქვენი ბავშვის სიმპტომებიდან და ასთმის სიმძიმიდან გამომდინარე, მკურნალი ექიმი განსაზღვრავს დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს მიღების წესს.
რა არის ასთმა?
ასთმა არის ქრონიკული დაავადება. ასთმა მოიცავს შემდეგს:
სუნთქვის გაძნელებას, სასუნთქი გზების შევიწროვების გამო. სასუნთქი გზების შევიწროვება უარესდება და უმჯობესდება სხვადასხვა მდგომარეობების შედეგად.
მგრძნობიარე სასუნთქი გზები, რომლებიც რეაგირებენ სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა სიგარეტის მოწევა, მტვერი, ცივი ჰაერი ან ვარჯიში.
სასუნთქი გზების ლორწოვანის შეშუპება (ანთება).
ასთმის სიმპტომებია: ხველა, ხიხინი და მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში.
რა არის გასათვალისწინებელი დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ მიღებამდე
მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა ან ალერგია, რაც აღენიშნება ამჟამად ან ანამნეზში.
შენახვის პირობები
აღნიშნული პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ “Exp”. შენახვის ვადა აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა: 3 წელი.
ინახება 30ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
სინათლისგან დაცვის მიზნით ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
არ შეიძლება რომელიმე პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ, უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომების მიღება საჭიროა გარემოს დასაცავად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლეიკოტრიენების რეცეპტორის ანტაგონისტი, ათქ კოდი: R03DC03
მოქმედების მექანიზმი
ცისტეინური ლეიკოტრიენები (LTC4, LTD4, LTE4) წარმოადგენენ პოტენციურ ანთებით ეიკოზანოიდებს, რომლებიც გამოიყოფა სხვადასხვა უჯრედებიდან, მათ შორის პოხიერი უჯრედებიდან და ეოზინოფილებიდან. აღნიშნული მნიშვნელოვანი პროასთმური მედიატორები, უერთდებიან ადამიანის სასუნთქ გზებში არსებულ ცისტეინური ლეიკოტრიენის რეცეპტორებს (CysLT) და იწვევენ სასუნთქი გზების სიმპტომებს, როგორიცაა ბრონქოკონსტრიქცია, ლორწოს სეკრეცია, სისხლძარღვთა გამავლობის გაზრდა და ეოზინოფილების მოგროვება. მონტელუკასტი წარმოადგენს ორალურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც მაღალი აფინურობით და სელექტიურად უერთდება CysLT1 რეცეპტორს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
მონტელუკასტი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება. მოზრდილებში 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის უზმოზე მიღებისას, საშუალო პიკური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 3 საათის შემდეგ (Tmax). ორალური ბიოათვისებულობა საშუალოდ 64%-ია. პერორალურ ბიოათვისებულობაზე და Cmax-ზე არ ახდენს გავლენას სტანდარტული საკვები. პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა გამოვლინდა კლინიკურ კვლევებში, სადაც 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის მიღება ხდებოდა საკვებისგან დამოუკიდებლად. მოზრდილების მიერ უზმოზე 5 მგ საღეჭი ტაბლეტის მიღებისას Cmax მიიღწეოდა 2 საათის შემდეგ. საშუალო ბიოათვისებულობა შეადგენს 73%-ს და მცირდება 63%-მდე სტანდარტული საკვების მიღებისას. 2-დან 5 წლამდე პედიატრიული ასაკის პაციენტების მიერ უზმოზე 4 მგ საღეჭი ტაბლეტის მიღებისას Cmax მიიღწეოდა მიღებიდან 2 საათის შემდეგ. საშუალო Cmax 66%-ით მეტია, ხოლო საშუალო Cmin ნაკლებია მოზრდილებთან შედარებით, რომლებიც იღებენ 10 მგ ტაბლეტს.
განაწილება
მონტელუკასტი 99%-ზე მეტად უერთდება პლაზმის ცილებს. მონტელუკასტის განაწილების სტაციონარული მოცულობა საშუალოდ შეადგენს 8-11 ლიტრს. რადიოაქტიურად მონიშნული მონტელუკასტის საშუალებით ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევებიდან ჩანს, მინიმალური დისტრიბუცია ჰემატოენცეფალურ ბარიერში. გარდა ამისა, დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ, რადიოაქტიურად მონიშნული მასალის კონცენტრაცია ყველა ქსოვილში იყო მინიმალური.
ბიოტრანსფორმაცია
მონტელუკასტი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს. თერაპიული დოზის გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში, მონტელუკასტის მეტაბოლიტების კონცენტრაცია მოზრდილების და ბავშვების პლაზმაში სტაბილური მდგომარეობის დროს იყო უმნიშვნელო. ციტოქრომ P450 2C8 არის მონტელუკასტის მეტაბოლიზმის მთავარი ფერმენტი. დამატებით, CYP 3A4 და 2C9 შეიძლება ჰქონდეს უმნიშვნელო წვლილი, თუმცა იტრაკონაზოლი CYP 3A4-ის ინჰიბიტორი არ ცვლის მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკას ჯანმრთელ სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ 10 მგ მონტელუკასტს ყოველდღიურად. In vitro კვლევაში, ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე ჩატარებული შემდგომი კვლევებიდან გამოვლინდა, რომ პლაზმაში მონტელუკასტის თერაპიული კონცენტრაცია არ აინჰიბირებს ციტოქრომა P450 3A4, 2C9, 1A2, 2A6, 2C19 ან 2D6. მონტელუკასტის მეტაბოლიტებს ნაკლებად აქვთ თერაპიული ეფექტი.
ელიმინაცია
ჯანმრთელ ადამიანში, მონტელუკასტის პლაზმის კლირენსი საშუალოდ შეადგენს 45 მლ/წთ. პერორალურად რადიოაქტიურად მონიშნული მონტელუკასტის დოზის მიღების შემდეგ, 5 დღის განმავლობაში შეგროვებულ ფეკალურ მასაში რადიოაქტიულობა შეადგენდა 86%-ს და <0.2% - შარდში. მონტელუკასტის პერორალურ ბიოათვისებულობის მაჩვენებელთან ერთად აღებული, ეს იმას აღნიშნავს, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები თითქმის ექსკლუზიურად გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის მონტელუკასტი. თითოეული საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 4 მგ მონტელუკასტს (მონტელუკასტის ნატრიუმის სახით);
სხვა დამხმარე ინგრედიენტებია მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, რკინის წითელი ოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ალუბლის არომატი (შეიცავს: არომატიზატორებს, გუმარაბიკს, მალტოდექსტრინს, პროპილენის გლიკოლს), ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული].
მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია
სამედიცინო პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის შესაბამისად.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ვარდისფერი ფერის, ბრტყელი, მრგვალი ფორმის, საღეჭი ტაბლეტები დაქანებული ნაპირებით, ერთ მხარეს წარწერით “4” და ბრტყელი მეორე მხარეს.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ ხელმისაწვდომია ალუმინი/ალუმინის ბლისტერში.
შეფუთვა: 28 საღეჭი ტაბლეტი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ და კო. კგ
პრინცრეგენშტრასე. 79
81675 მიუნჰენი,
გერმანია
ბალკის მწარმოებელი და სერიის გამშვები
დენკ ფარმა გმბჰ და კო.კგ
გოლშტრ. 1
84529 ტიტმონინგი,
გერმანია
შეფუთვა
სვისს კაპს გმბჰ
გრასინგერსტრ. 9
83043 ბედ აიბლინგი
გერმანია
აღნიშნული ინსტრუქცია ბოლოს გადაიხედა 09/2021.
ინფორმაცია ბოცვანასთვის
გაცემის სტატუსი: S2
რეგისტრაციის ნომერი: BOT1703059
გამოშვების თარიღი: 06/2017
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ
2-დან 5 წლამდე ბავშვებისათვის
საღეჭი ტაბლეტი – ორალურად მისაღები
ლეიკოტრიენების რეცეპტორის ანტაგონისტი
აქტიური ნივთიერება – მონტელუკასტი
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის
საჭიროა მთლიანი ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, სანამ ბავშვი მიიღებს აღნიშნულ პრეპარატს, რადგან იგი შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის შენახვა, რადგან შესაძლებელია საჭირო გახდეს მისი ხელახალი წაკითხვის საჭიროება.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია თქვენი ბავშვისათვის. არ შეიძლება მისი გადაცემა სხვისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ამან შესაძლებელია ზიანი მიაყენოს სხვას.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი აღნიშნულ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
აღნიშნულ ინსტრუქციაში მოცემულია:
რა არის დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ და რისთვის გამოიყენება
რა არის გასათვალისწინებელი დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის მიღებამდე
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ მიღების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რა არის დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ და მისი გამოიყენება?
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც ხელს უშლის ზოგიერთი ანთებითი მედიატორის (ლეიკოტრიენების) მიერთებას.
როგორ მუშაობს დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ
ლეიკოტრიენები იწვევენ სასუნთქი გზების შევიწროვებას, შეშუპებას და ალერგიული სიმპტომების განვითარებას. ლეიკოტრიენების დაბლოკვით, დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ ამსუბუქებს ასთმის სიმპტომებს, ეხმარება ასთმის კონტროლში.
როდის გამოიყენება დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ ინიშნება ბავშვებში, დღისით და ღამით განვითარებული ასთმის სიმპტომების პრევენციისთვის.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ ინიშნება 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომელთა ასთმის სიმპტომები ვერ კონტროლდება ადექვატურად სხვა პრეპარატებით და რომელთაც ესაჭიროებათ დამატებითი მკურნალობა;
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ ასევე გამოიყენება 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, კორტიზონით ინჰალაციის ნაცვლად (საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები), შემდეგ შემთხვევებში:
თუ არ არის მიმდინარე, მწვავე ასთმური შეტევა, რომელიც მოითხოვს კორტიზონის ტაბლეტებით მკურნალობას.
თუ ბავშვი ვერ იკეთებს კორტიკოსტეროიდებით ინჰალაციას.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ ეხმარება ფიზიკური ვარჯიშით გამოწვეული სასუნთქი გზების შევიწროვების პრევენციას 2 წლიდან ბავშვებში.
თქვენი ბავშვის სიმპტომებიდან და ასთმის სიმძიმიდან გამომდინარე, მკურნალი ექიმი განსაზღვრავს დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს მიღების წესს.
რა არის ასთმა?
ასთმა არის ქრონიკული დაავადება. ასთმა მოიცავს შემდეგს:
სუნთქვის გაძნელებას, სასუნთქი გზების შევიწროვების გამო. სასუნთქი გზების შევიწროვება უარესდება და უმჯობესდება სხვადასხვა მდგომარეობების შედეგად.
მგრძნობიარე სასუნთქი გზები, რომლებიც რეაგირებენ სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა სიგარეტის მოწევა, მტვერი, ცივი ჰაერი ან ვარჯიში.
სასუნთქი გზების ლორწოვანის შეშუპება (ანთება).
ასთმის სიმპტომებია: ხველა, ხიხინი და მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში.
რა არის გასათვალისწინებელი დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ მიღებამდე
მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა ან ალერგია, რაც აღენიშნება ამჟამად ან ანამნეზში.
არ შეიძლება დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს მიღება, თუ:
პაციენტი ალერგიულია მონტელუკასტის ან აღნიშნულ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ასთმის ან სუნთქვის გაუარესების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ არ არის განკუთვნილი ასთმის მწვავე შეტევის სამკურნალოდ. შეტევის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა მკურნალი ექიმის მითითებების დაცვა. ყოველთვის თან უნდა იქონიოთ ბავშვისათვის ასთმის შეტევის სამკურნალო საინჰალაციო პრეპარატი.
მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა მიიღოს მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული ასთმის სამკურნალო ყველა პრეპარატი. არ შეიძლება დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს მიღება ექიმის მიერ დანიშნული ასთმის სამკურნალო სხვა პრეპარატის ნაცვლად.
თუ ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას გამოვლინდება ისეთი სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა გრიპის მსგავსი სიმპტომები, ნემსის ჩხვლეტის შეგრძნება ან ხელებისა და ფეხების დაბუჟება, პულმონარული სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი, ასეთ შემთხვევაში კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
არ შეიძლება აქტიური ნივთიერება აცეტილსალიცილის მჟავის (მაგალითად, რომელიც იყიდება სავაჭრო დასახელებით “ასპირინი”) ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო (ე.წ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) პრეპარატების მიღება, თუ ცნობილია, რომ ისინი აუარესებენ პაციენტის ბავშვის ასთმას.
პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ, რომ მონტელუკასტით მკურნალობისას აღინიშნა სხვადასხვა ნეიროფსიქიატრიული მოვლენები (მაგ: ქცევისა და განწყობის ცვლილებები) მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში, (იხ. ნაწილი 4). თუ, თქვენ ბავშვს უვითარდება მსგავსი სიმპტომები დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს მიღებისას, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
არ შეიძლება მედიკამენტის მიღება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
პედიატრიული პაციენტებისთვის, 15 წლამდე ასაკის მიხედვით, ხელმისაწვდომია ამ მედიკამენტის სხვადასხვა ფორმა:
2-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის, ხელმისაწვდომია დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს საღეჭი ტაბლეტები.
6-დან 14-წლამდე ბავშვებისთვის, ხელმისაწვდომია დენკ-ეარ ჯუნიორ 5 მგ-ს საღეჭი ტაბლეტები.
სხვა პრეპარატები და დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი იღებს, უახლოეს პერიოდში იღებდა ან შესაძლოა მიიღოს ნემისმიერი სხვა პრეპარატი.
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის მოქმედებაზე ან პირიქით, დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-მა იმოქმედოს სხვა პრეპარატებზე.
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს მიღებამდე ბავშვი მკურნალობდა შემდეგი პრეპარატებით:
ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის საწინააღმდეგოდ);
ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის საწინააღმდეგოდ);
რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის და რამდენიმე სხვა ინფექციის სამკურნალოდ);
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ საღეჭი ტაბლეტები არ მიიღება საკვებთან ერთად. საღეჭი ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.
ორსულობა და ლაქტაცია
ეს ქვეპუნქტი არ ეხება დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის საღეჭ ტაბლეტებს, რადგან იგი მიიღება 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
ეს ქვეპუნქტი არ ეხება დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის საღეჭ ტაბლეტებს, რადგან იგი მიიღება 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ეხება აქტიურ ნივთიერებას, მონტელუკასტს.
არ არის მოსალოდნელი, რომ მონტელუკასტმა იმოქმედოს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვაზე. თუმცა, პრეპარატის მიმართ რეაქცია შესაძლებელია სხვადასხვაგვარი იყოს. ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა (როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა), რომელიც ძალიან იშვიათად ვლინდება მონტელუკასტის მკურნალობის დროს, შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს ზოგიერთი პაციენტის მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ შეიცავს ასპარტამს
მედიკამენტის თითოეული საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 0.6 მგ ასპარტამს. ასპარტამი არის ფენილალანინის წყარო. შესაძლებელია საზიანო იყოს ფენილკეტონურიით დააავადებული ადამიანებისთვის, იშვიათი გენეტიკური დაავადება, როდესაც გროვდება ფენილალანინი, რადგან სხეული ვერ ახერხებს მის გამოთავისუფლებას.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ შეიცავს ნატრიუმს
მედიკამენტის თითოეული საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), შეიძლება ითქვას “ნატრიუმისგან თავისუფალი”.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის მიღების წესი
ბავშვმა ყოველთვის უნდა მიიღოს დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ მშობელი არ არის დარწმუნებული რაიმეში, უნდა მიმართოს ბავშვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული მედიკამენტი გამოიყენება ბავშვებში უფროსების მეთვალყურეობით
ბავშვმა უნდა მიიღოს დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის 1 ტაბლეტი ერთჯერ დღეში, როგორც დანიშნულია ექიმის მიერ;
აღნიშნული პრეპარატის მიღება გრძელდება, მიუხედავად სიმპტომების არ არსებობისა;
არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა მიუხედავად ასთმის მწვავე შეტევის არ არსებობისა.
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები:
რეკომენდებული დოზაა, დღეში ერთი 4 მგ-იანი საღეჭი ტაბლეტი, მიიღება საღამოს.
თუ ბავშვი მკურნალობს დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ით, მშობელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ბავშვი არ იღებს იგივე აქტიური ნივთიერების – მონტელუკასტის შემცველ სხვა პრეპარატს.
მედიკამენტი მიიღება პერორალურად.
ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს გადაყლაპვამდე.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ საღეჭი ტაბლეტები არ მიიღება საკვებთან ერთად. საღეჭი ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.
თუ ბავშვმა მიიღო დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის გადაჭარბებული დოზა
რჩევისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ბავშვის მკურნალ ექიმს.
დოზის გადაჭარბების უმეტეს შემთხვევებში, გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. მოზრდილებსა და ბავშვებში დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, ძილიანობა, წყურვილი, თავის ტკივილი, ღებინება და ჰიპერაქტიურობა.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს დოზის გამოტოვება
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ მიიღება დანიშნულების შესაბამისად. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს 1 ტაბლეტის მიღება დღეში. არ შეიძლება ბავშვისათვის გაორმაგებული დოზის მიღებაგამოტოვებულის სანაცვლოდ.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ მიღების შეწყვეტა
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ით ბავშვისთვის ასთმის მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მუდმივად ღებულობს მას. მნიშვნელოვანია, რომ დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ის მიღება გაგრძელდეს იმ ხანგრძლივობით, როგორც დანიშნულია მკურნალი ექიმის მიერ. ეს საშუალებას იძლევა მშობლის მიერ გაკონტროლდეს ბავშვის ასთმა.
აღნიშნული პრეპარატის მიღების შესახებ, დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს ბავშვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მონტელუკასტის 4 მგ საღეჭ ტაბლეტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ში), რომლებიც სავარაუდოდ გამოწვეულია მონტელუკასტით:
მუცლის ტკივილი
წყურვილი
დამატებით, ასევე შემდეგი გვერდითი ეფექტი გამოვლინდა, მონტელუკასტის 10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტებით და 5 მგ საღეჭი ტაბლეტებით ნამკურნალევ პაციენტებზე ჩატარებული კვლევებით
თავის ტკივილი
აღნიშნული სიმპტომები ჩვეულებრივ ზომიერი სიმძიმისაა და უფრო ხშირად ვლინდებოდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მონტელუკასტით, ვიდრე მათში ვინც იღებდა პლაცებოს (ტაბლეტი, რომელიც არ შეიცავს პრეპარატს).
სერიოზული გვერდითი მოვლენები
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული და შესაძლოა საჭიროებდეს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობას.
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
ალერგიული რეაქციები, სახის, ტუჩების, ენის, და/ან ყელის შეშუპების ჩათვლით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება.
ქცევის და განწყობის ცვლილებები: აჟიოტაჟი, მათ შორის აგრესიული ქცევა ან მტრობა, დეპრესია
კრუნჩხვა
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
სისხლდენის მომატება
თრთოლა
პალპიტაციები
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში)
სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა: გრიპის მსგავსი დაავადება, ნემსის ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება მკლავებსა და ფეხებში, ფილტვის სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი (ჩურგ-სტრაუსის სინდრომი) (იხილეთ ნაწილი 2)
სისხლში ცრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი
ქცევასა და განწყობასთან დაკავშირებული ცვლილებები: ჰალუცინაციები, დეორიენტაცია, სუიციდური აზრები და მოქმედებები
ფილტვების შეშუპება (ანთება)
კანის მწვავე რეაქციები (მულტიფორმული ერითემა), რომელიც ჩნდება წინასწარი სიმპტომების გარეშე
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
გარდა ამისა, პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ გამოვლინდა შემდეგი:
ძალიან ხშირი (10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
სასუნთქი გზების ინფექციები
ხშირი (10-დან 1 პაციენტში)
დიარეა, გულისრევა, ღებინება
გამონაყარი
ცხელება
ღვიძლის ფერმენტების მომატება
არახშირი (100-დან 1 პაციენტში)
ქცევის და განწყობის ცვლილებები, მაგალითად: უჩვეულო სიზმრები, კოშმარები, უძილობა, ძილში სიარული, გაღიზიანება, შფოთვა, მოუსვენრობა
თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება
სისხლდენა ცხვირიდან
პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევა
სისხლჩაქცევები, ქავილი, ჭინჭრის ციება
სახსრის ან კუნთის ტკივილი, კუნთების სპაზმი
წოლითი სველება ბავშვებში
სისუსტე/დაღლილობა, უსიამოვნო შეგრძნება, შეშუპება
იშვიათი (1,000-დან 1 პაციენტში)
ქცევასა და განწყობასთან დაკავშირებული ცვლილებები: ყურადღების გაფანტვა, მეხსიერების დაქვეითება, კუნთის უკონტროლო მოძრაობები
ძალიან იშვიათი (10,000-დან 1 პაციენტში)
მგრძნობიარე წითელი კანქვეშა კვანძები, განსაკუთრებით წვივის მიდამოში (კვანძოვანი ერითემა)
ქცევასა და განწყობასთან დაკავშირებული ცვლილებები: ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები
მეტყველების დარღვევა
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რაც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ დაეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ შენახვის წესი
აღნიშნული პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ “Exp”. შენახვის ვადა აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა: 3 წელი.
ინახება 30ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
სინათლისგან დაცვის მიზნით ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
არ შეიძლება რომელიმე პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ, უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომების მიღება საჭიროა გარემოს დასაცავად.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ლეიკოტრიენების რეცეპტორის ანტაგონისტი, ათქ კოდი: R03DC03
მოქმედების მექანიზმი
ცისტეინური ლეიკოტრიენები (LTC4, LTD4, LTE4) წარმოადგენენ პოტენციურ ანთებით ეიკოზანოიდებს, რომლებიც გამოიყოფა სხვადასხვა უჯრედებიდან, მათ შორის პოხიერი უჯრედებიდან და ეოზინოფილებიდან. აღნიშნული მნიშვნელოვანი პროასთმური მედიატორები, უერთდებიან ადამიანის სასუნთქ გზებში არსებულ ცისტეინური ლეიკოტრიენის რეცეპტორებს (CysLT) და იწვევენ სასუნთქი გზების სიმპტომებს, როგორიცაა ბრონქოკონსტრიქცია, ლორწოს სეკრეცია, სისხლძარღვთა გამავლობის გაზრდა და ეოზინოფილების მოგროვება. მონტელუკასტი წარმოადგენს ორალურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც მაღალი აფინურობით და სელექტიურად უერთდება CysLT1 რეცეპტორს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
მონტელუკასტი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება. მოზრდილებში 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის უზმოზე მიღებისას, საშუალო პიკური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 3 საათის შემდეგ (Tmax). ორალური ბიოათვისებულობა საშუალოდ 64%-ია. პერორალურ ბიოათვისებულობაზე და Cmax-ზე არ ახდენს გავლენას სტანდარტული საკვები. პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა გამოვლინდა კლინიკურ კვლევებში, სადაც 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის მიღება ხდებოდა საკვებისგან დამოუკიდებლად. მოზრდილების მიერ უზმოზე 5 მგ საღეჭი ტაბლეტის მიღებისას Cmax მიიღწეოდა 2 საათის შემდეგ. საშუალო ბიოათვისებულობა შეადგენს 73%-ს და მცირდება 63%-მდე სტანდარტული საკვების მიღებისას. 2-დან 5 წლამდე პედიატრიული ასაკის პაციენტების მიერ უზმოზე 4 მგ საღეჭი ტაბლეტის მიღებისას Cmax მიიღწეოდა მიღებიდან 2 საათის შემდეგ. საშუალო Cmax 66%-ით მეტია, ხოლო საშუალო Cmin ნაკლებია მოზრდილებთან შედარებით, რომლებიც იღებენ 10 მგ ტაბლეტს.
განაწილება
მონტელუკასტი 99%-ზე მეტად უერთდება პლაზმის ცილებს. მონტელუკასტის განაწილების სტაციონარული მოცულობა საშუალოდ შეადგენს 8-11 ლიტრს. რადიოაქტიურად მონიშნული მონტელუკასტის საშუალებით ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევებიდან ჩანს, მინიმალური დისტრიბუცია ჰემატოენცეფალურ ბარიერში. გარდა ამისა, დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ, რადიოაქტიურად მონიშნული მასალის კონცენტრაცია ყველა ქსოვილში იყო მინიმალური.
ბიოტრანსფორმაცია
მონტელუკასტი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს. თერაპიული დოზის გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში, მონტელუკასტის მეტაბოლიტების კონცენტრაცია მოზრდილების და ბავშვების პლაზმაში სტაბილური მდგომარეობის დროს იყო უმნიშვნელო. ციტოქრომ P450 2C8 არის მონტელუკასტის მეტაბოლიზმის მთავარი ფერმენტი. დამატებით, CYP 3A4 და 2C9 შეიძლება ჰქონდეს უმნიშვნელო წვლილი, თუმცა იტრაკონაზოლი CYP 3A4-ის ინჰიბიტორი არ ცვლის მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკას ჯანმრთელ სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ 10 მგ მონტელუკასტს ყოველდღიურად. In vitro კვლევაში, ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე ჩატარებული შემდგომი კვლევებიდან გამოვლინდა, რომ პლაზმაში მონტელუკასტის თერაპიული კონცენტრაცია არ აინჰიბირებს ციტოქრომა P450 3A4, 2C9, 1A2, 2A6, 2C19 ან 2D6. მონტელუკასტის მეტაბოლიტებს ნაკლებად აქვთ თერაპიული ეფექტი.
ელიმინაცია
ჯანმრთელ ადამიანში, მონტელუკასტის პლაზმის კლირენსი საშუალოდ შეადგენს 45 მლ/წთ. პერორალურად რადიოაქტიურად მონიშნული მონტელუკასტის დოზის მიღების შემდეგ, 5 დღის განმავლობაში შეგროვებულ ფეკალურ მასაში რადიოაქტიულობა შეადგენდა 86%-ს და <0.2% - შარდში. მონტელუკასტის პერორალურ ბიოათვისებულობის მაჩვენებელთან ერთად აღებული, ეს იმას აღნიშნავს, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები თითქმის ექსკლუზიურად გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის მონტელუკასტი. თითოეული საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 4 მგ მონტელუკასტს (მონტელუკასტის ნატრიუმის სახით);
სხვა დამხმარე ინგრედიენტებია მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, რკინის წითელი ოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ალუბლის არომატი (შეიცავს: არომატიზატორებს, გუმარაბიკს, მალტოდექსტრინს, პროპილენის გლიკოლს), ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული].
მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია
სამედიცინო პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის შესაბამისად.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ-ს აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ვარდისფერი ფერის, ბრტყელი, მრგვალი ფორმის, საღეჭი ტაბლეტები დაქანებული ნაპირებით, ერთ მხარეს წარწერით “4” და ბრტყელი მეორე მხარეს.
დენკ-ეარ ჯუნიორ 4 მგ ხელმისაწვდომია ალუმინი/ალუმინის ბლისტერში.
შეფუთვა: 28 საღეჭი ტაბლეტი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ და კო. კგ
პრინცრეგენშტრასე. 79
81675 მიუნჰენი,
გერმანია
ბალკის მწარმოებელი და სერიის გამშვები
დენკ ფარმა გმბჰ და კო.კგ
გოლშტრ. 1
84529 ტიტმონინგი,
გერმანია
შეფუთვა
სვისს კაპს გმბჰ
გრასინგერსტრ. 9
83043 ბედ აიბლინგი
გერმანია
აღნიშნული ინსტრუქცია ბოლოს გადაიხედა 09/2021.
ინფორმაცია ბოცვანასთვის
გაცემის სტატუსი: S2
რეგისტრაციის ნომერი: BOT1703059
გამოშვების თარიღი: 06/2017
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


