დევაგასტრი
DEVAGASTR
საჭმლის მონელების დარღვევის, გულძმარვის, ნერვულ ფონზე საჭმლის მონელების დარღვევის, ჰიპერაციდოზის, მეტეორიზმის, კუჭის აშლილობის, დისპეპსიის, ნაღვლისმიერი გამოვლინებების, საკვების და სასმელის ჭარბი მიღების, ორსულობის დროს საჭმლის მონელების დარღვევის შესამსუბუქებლად.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- carbonate
- ფორმა და შეფუთვა
- 680მგ+80მგ საღეჭი ტაბლეტი №48 (4X12)
- მწარმოებელი
- DEVA HOLDING A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტაციდები, სხვა კომბინაციები
- ATC კოდი
- A02AX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045233
- რეგისტრირებულია
- 21 აპრილი 2026, მოქმედებს 21 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Deva Holding A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს ,,იმპექსფარმი”
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დევაგასტრი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
საჭმლის მონელების დარღვევის, გულძმარვის, ნერვულ ფონზე საჭმლის მონელების დარღვევის, ჰიპერაციდოზის, მეტეორიზმის, კუჭის აშლილობის, დისპეპსიის, ნაღვლისმიერი გამოვლინებების, საკვების და სასმელის ჭარბი მიღების, ორსულობის დროს საჭმლის მონელების დარღვევის შესამსუბუქებლად.
მიღების წესი და დოზირება
ტაბლეტები მიიღება პერორალურად, საჭიროა გაიწუწნოს ან დაიღეჭოს.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
ერთჯერადი დოზის სახით უნდა გაიწუწნოს ან დაიღეჭოს 2 ტაბლეტი, სასურველია საკვების მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ და ძილის წინ, ასევე შუალედში გულძმარვის და კუჭის ტკივილის შემთხვევაში. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 გ კალციუმის კარბონატს, რაც შეესაბამება 10 ტაბლეტს დღეში.
ბავშვები:
არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
როგორც ყველა ანტაციდის შემთხვევაში, თუ სიმპტომები ნარჩუნდება 14 დღიანი უწყვეტი თერაპიის მიუხედავად, მკაცრად რეკომენდებულია დიაგნოსტიკური ზომების მიღება, სერიოზული დაავადების გამოსარიცხად.
უკუჩვენებები
თუ:
გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა.
გაქვთ კალციუმის მაღალი დონე შარდში ან კენჭი თირკმელში.
გაქვთ კალციუმის მაღალი დონე ან ფოსფატების დაბალი დონე სისხლში.
გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
სიფრთხილის ზომები
არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.
დევაგასტრი არ უნდა იქნას გამოყენებული 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ თირკმელების მსუბუქი ან საშუალო სიმძმის პრობლემები, რადგან საჭიროა რეგულარულად ჩატარდეს სისხლის ანალიზები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში გაქვთ მიღებული სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები.
თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე მედიკამენტს, დევაგასტრის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რადგან მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ მედიკამენტების მოქმედებაზე.
ტეტრაციკლინები და ქინოლონები (ანტიბიოტიკები);
ბისფოსფონატები (გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ);
დოლუტეგრავირი (ანტირეტროვირუსული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);
ლევოთიროქსინი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი);
ელტრომბოპაგი (გამოიყენება თრომბოციტების რაოდენობის გასაზრდელად);
დიგოქსინი (გამოიყენება გულის ზოგიერთი დაავადებისთვის);
თიაზიდური შარდმდენები (შარდმდენი ტაბლეტები სითხის შეკავებისა და მაღალი წნევის სამკურნალოდ);
ფტორიდები (კბილის კარიესის პროფილაქტიკისთვის);
ფოსფატები (ნაწლავის გაწმენდისთვის ქირურგიული პროცედურის დაწყებამდე);
რკინის დანამატები.
ყველა გამოყენებული მედიკამენტის სარგებლის მაქსიმალურად მიღების მიზინით, დევაგასტრი მიიღეთ ელთრომბოპაგის მიღებამდე ან მიღების შემდეგ მინიმუმ 4 საათის ინტერვალით და ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღებიდან 1-დან 2 სთ-ის შემდეგ.
დევაგასტრის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
მოერიდეთ დევაგასტრის დიდი რაოდენობით რძის ან რძის პროდუქტებთან ერთად მიღებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
დევაგასტრის უსაფრთხოდ გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს, თუ მიიღება ინსტრუქციის შესაბამისად. ვინაიდან საკვებით მიღებულ კალციუმთან ერთად, დევაგასტრი უზრუნველყოფს კალციუმის მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწოდებას, ორსულებმა მკაცრად უნდა შეზღუდონ დევაგასტრის გამოყენება მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზით და თავი აარიდონ რძისა და რძის პროდუქტების ერთდროულ, ჭარბ მიღებას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დევაგასტრის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ.
თვითოეული ტაბლეტი შეიცავს 475 მგ საქაროზას. ფრუქტოზას აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
თუ იყენებთ ორი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება საზიანო იყოს თქვენი კბილებისთვის.
- როგორ მიიღება დევაგასტრი
მოზრდილები და მხოლოდ 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 2 ტაბლეტი უნდა გაიწუწნოს ან დაიღეჭოს საჭიროების მიხედვით, სასურველია საკვების მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ და ძილის წინ. გულძმარვის შემთხვევაში ამ მიღებებს შორის დამატებით შეიძლება 2 ტაბლეტის მიღება. არ გადააჭარბოთ 10 ტაბლეტს დღეში.
12 წლამდე ასაკის ბავშვები: გამოყენება არ არის რეკომენდებული.
თუ სიმპტომები გრძელდება 14 დღის შემდეგაც მიმართეთ ფარმაცევტს ან ექიმს. თავიდან უნდა იქნას აცილებული ხანგრძლივი გამოყენება.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დევაგასტრი
დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი და მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია გულისრევა და ღებინება, დაღლილობა, ყაბზობა და კუნთების სისუსტე.
თუ ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, დევაგასტრმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
რეკომენდებული დოზების მიღებისას გვერდითი ეფექტები ნაკლებადაა მოსალოდნელი.
თუ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი ეფექტები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.
იშვიათად აღინიშნა ალერგიული რეაქციები ინგრედიენტებზე, მაგალითად გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება და სახის, პირის ღრუს ან ხორხის შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი (ანაფილაქსიური შოკი არის ძლიერი უეცარი ალერგიული რეაქცია, რომლის სიმპტომებია დაბალი არტერიული წნევა, შოკი, გულის ფრიალი, სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი, კანის რეაქციები, მუცლის ტკივილი ან სპაზმები, ღებინება და დიარეა).
მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის და მაგნიუმის მაღალი დონე სისხლში, განსაკუთრებით თირკმლის დაავადებების მქონე ადამიანებში. სიმპტომებში შეიძლება შედიოდეს გულისრევა, ღებინება, კუჭის აშლილობა, ყაბზობა, დიარეა, დაღლილობა, კუნთების სისუსტე, თავის ტკივილი, პრობლემები თირკმელების მხრივ და გემოს შეგრძნების დარღვევა.
გამონაკლის შემთხვევებში, მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რძე-ტუტოვანი სინდრომი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის დონის მატება სისხლში.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.
- როგორ ინახება დევაგასტრი
შეინახეთ ეს პრეპარატი ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C-ზე.
შეინახეთ დევაგასტრი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ეს პროდუქტი ვარგისობის ვადის შესაბამისად.
გვერდითი მოვლენები
ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები ეფუძნება სპონტანურ ანგარიშებს, შესაბამისად, CIOMS III სიხშირის კატეგორიის მიხედვით ორგანიზება შეუძლებელია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათად დაფიქსირდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. კლინიკური სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, ქავილს, ანგიონევროზულ შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას და ანაფილაქსიას.
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ:
დიდი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმაგნიემია ან ჰიპერკალციემია და ალკალოზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები კუჭის მხრივ და კუნთების სისუსტე (იხილეთ ქვემოთ).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ:
შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი კუჭში და დიარეა.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
შეიძლება აღინიშნოს კუნთების სისუსტე.
არასასურველი ეფექტები, რომლებიც წარმოიქმნება რძე-ტუტოვანი სინდრომის ფონზე (იხ. თავი 4.9)
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
რძე-ტუტოვანი სიდრომის ფონზე შეიძლება განვითარდეს აგევზია.
ზოგადი დარღვევები და დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია გამოყენების ადგილთან:
რძე-ტუტოვანი სინდრომის ფონზე შეიძლება აღინიშნოს კალცინოზი და ასთენია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
რძე-ტუტოვანი სინდრომის ფონზე შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი.
დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ
რძე-ტუტოვანი სინდრომის ფონზე შეიძლება განვითარდეს აზოტემია.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
დიდი მნიშვნელობა აქვს შეტყობინებას პრეპარატების საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ავტორიზაციის შემდეგ. შეტყობინება იძლევა პრეპარატის სარგებელი/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის მუშაკებს სთხოვენ განაცხადონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
კალციუმის კარბონატისა და მაგნიუმის კარბონატის მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, ჰიპერმაგნიემია, ჰიპერკალციემია და ალკალოზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები კუჭ-ნაწლავის მხრივ (გულისრევა, ღებინება და ყაბზობა) და კუნთების სისუსტე. ამ შემთხვევებში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება. დოზის გადაჭარბების მძიმე შემთხვევებში (მაგალითად, რძე-ტუტოვანი სინდრომი) საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს რეჰიდრატაციის სხვა ზომები (მაგალითად, ინფუზიები).
შემადგენლობა
- რა არის დევაგასტრი და რისთვის გამოიყენება იგი. 2. რა უნდა იცოდეთ დევაგასტრის მიღებამდე. 3. როგორ გამოიყენება დევაგასტრი. 4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები. 5. როგორ ინახება დევაგასტრი.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია.
- რა არის დევაგასტრი და რისთვის გამოიყენება ის.
დევაგასტრის სწრაფი მოქმედების ტაბლეტები იწყებს მოქმედებას რამდენიმე წუთის განმავლობაში და ეფექტურად ამცირებს გულძმარვის, საჭმლის მომნელებლი სისტემის აშლილობას და მჟავა რეფლუქსს.
ყოველი ტაბლეტი შეიცავს ორ ანტაციდს - კალციუმის კარბონატს და მაგნიუმის კარბონატს, რომლებიც სწრაფად და ძლიერად მოქმედებენ კუჭში ჭარბი მჟავის გასანეიტრალებლად.
- რა უნდა იცოდეთ დევაგასტრის გამოყენებამდე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ათქ კოდი: A02AX
კალციუმის კარბონატი: A02AC01
მაგნიუმის კარბონატი: A02AA01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტაციდები, სხვა კომბინაციები
კალციუმისა და მაგნიუმის კარბონატები რეაგირებენ კუჭში არსებულ ჭარბ მჟავასთან და წარმოქმნიან ხსნად ქლორიდებს.
CaCO3 + 2HCl → CaCl2 + H2O + CO2
MgCO3 + 2HCl → MgCl2 + H2O + CO2
კალციუმის კარბონატს აქვს სწრაფი და ძლიერი მანეიტრალიზებელი მოქმედება. ეს ეფექტი იზრდება მაგნიუმის კარბონატის დამატებით, რომელსაც ასევე აქვს ძლიერი მანეიტრალიზებელი მოქმედება.
In vitro მჟავის ნეიტრალიზაციის კვლევებმა (კუჭის ხელოვნური მოდელი) აჩვენა, რომ კუჭის pH იზრდება pH 1.5-2-დან pH 3-მდე 40 წამში და შეუძლია მიაღწიოს pH 4-ს 1 წუთში 13 წამში. მოდელში მიღწეული pH-ის მაქსიმალური დონე იყო pH 5.24.
ჯანმრთელ მოხალისეებში, კუჭის შემცველობის pH-ის საბაზისო pH-ზე მეტი ზრდა მიღწეული იქნა პრეპარატის მიღებიდან 1-დან 6 წუთის შემდეგ.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
კალციუმის და მაგნიუმის მცირე რაოდენობა შეიძლება აბსორბირდეს, მაგრამ ჯანმრთელ სუბიექტებში, როგორც წესი, სწრაფად გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.
კალციუმისა და მაგნიუმის კუჭის მჟავასთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი ხსნადი ქლორიდები, თავის მხრივ, შედიან რეაქციაში ნაწლავის, ნაღვლის და პანკრეასის სეკრეტთან, უხსნადი მარილების წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფა განავალში.
- 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
პრეკლინიკური კვლევები ამ პრეპარატზე არ არის ხელმისაწვდომი. კალციუმის კარბონატისა და მაგნიუმის კარბონატის შესახებ არსებული პრეკლინიკური მონაცემები, რომლებიც ეფუძნება განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობისა და/ან კანცეროგენული პოტენციალის ასევე რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებზე, არ აჩვენებს ადამიანისთვის სპეციფიკურ საფრთხეს თერაპიული დოზების გამოყენებისას.
- ფარმაცევტული დეტალები
- 1 დამხმარე ნივთიერებების სია
სიმინდის სახამებელი
პრეჟელატინიზებული სახამებელი
საქაროზა
თხევადი პარაფინი
პიტნის არომატიზატორი, ფხვნილი
ლიმონის არომატიზატორი, ფხვნილი
ტალკი
მაგნიუმის სტეარატი
- 2 შეუთავსებლობა
არ აღინიშნება
- 3 ვარგისობის ვადა
48 თვე
- 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.
- 5 შეფუთვის ტიპი და შემადგენლობა
12 ტაბლეტი პვქ/ალუ ბლისტერში, 4 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად. თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს 48 ტაბლეტს.
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის და სხვა სახის დამუშავებისას
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
- მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი
Deva Holding A.Ş.
Halkalı Merkez Mah. Basın Ekspres Cad. No:1
34303 Küçükçekmece-სტამბული, თურქეთი
- მარკეტინგის ავტორიზაციის ნომერი
- თავდაპირველი ავტორიზაციის/ ავტორიზაციის განახლების თარიღი
- ტექსტის გადახედვის თარიღი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი
დევაგასტრი
მიიღება პერორალურად.
მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ამ ფურცელ-ჩანართს რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ განგივითარდათ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ თავი 4.
თუ თავს არ გრძნობთ უკეთესად ან უარესად გრძნობთ თავს მკურნალობიდან 14 დღის შემდეგ დაუკავშირდით ექიმს.
რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია: 1. რა არის დევაგასტრი და რისთვის გამოიყენება იგი. 2. რა უნდა იცოდეთ დევაგასტრის მიღებამდე. 3. როგორ გამოიყენება დევაგასტრი. 4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები. 5. როგორ ინახება დევაგასტრი.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია.
- რა არის დევაგასტრი და რისთვის გამოიყენება ის.
დევაგასტრის სწრაფი მოქმედების ტაბლეტები იწყებს მოქმედებას რამდენიმე წუთის განმავლობაში და ეფექტურად ამცირებს გულძმარვის, საჭმლის მომნელებლი სისტემის აშლილობას და მჟავა რეფლუქსს.
ყოველი ტაბლეტი შეიცავს ორ ანტაციდს - კალციუმის კარბონატს და მაგნიუმის კარბონატს, რომლებიც სწრაფად და ძლიერად მოქმედებენ კუჭში ჭარბი მჟავის გასანეიტრალებლად.
- რა უნდა იცოდეთ დევაგასტრის გამოყენებამდე
არ მიიღოთ დევაგასტრი შემდეგ შემთხვევებში:
თუ:
გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა.
გაქვთ კალციუმის მაღალი დონე შარდში ან კენჭი თირკმელში.
გაქვთ კალციუმის მაღალი დონე ან ფოსფატების დაბალი დონე სისხლში.
გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.
დევაგასტრი არ უნდა იქნას გამოყენებული 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ თირკმელების მსუბუქი ან საშუალო სიმძმის პრობლემები, რადგან საჭიროა რეგულარულად ჩატარდეს სისხლის ანალიზები.
სხვა მედიკამენტები და დევაგასტრი
აცნობოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში გაქვთ მიღებული სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები.
თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე მედიკამენტს, დევაგასტრის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რადგან მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ მედიკამენტების მოქმედებაზე.
ტეტრაციკლინები და ქინოლონები (ანტიბიოტიკები);
ბისფოსფონატები (გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ);
დოლუტეგრავირი (ანტირეტროვირუსული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);
ლევოთიროქსინი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი);
ელტრომბოპაგი (გამოიყენება თრომბოციტების რაოდენობის გასაზრდელად);
დიგოქსინი (გამოიყენება გულის ზოგიერთი დაავადებისთვის);
თიაზიდური შარდმდენები (შარდმდენი ტაბლეტები სითხის შეკავებისა და მაღალი წნევის სამკურნალოდ);
ფტორიდები (კბილის კარიესის პროფილაქტიკისთვის);
ფოსფატები (ნაწლავის გაწმენდისთვის ქირურგიული პროცედურის დაწყებამდე);
რკინის დანამატები.
ყველა გამოყენებული მედიკამენტის სარგებლის მაქსიმალურად მიღების მიზინით, დევაგასტრი მიიღეთ ელთრომბოპაგის მიღებამდე ან მიღების შემდეგ მინიმუმ 4 საათის ინტერვალით და ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღებიდან 1-დან 2 სთ-ის შემდეგ.
დევაგასტრის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
მოერიდეთ დევაგასტრის დიდი რაოდენობით რძის ან რძის პროდუქტებთან ერთად მიღებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
დევაგასტრის უსაფრთხოდ გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს, თუ მიიღება ინსტრუქციის შესაბამისად. ვინაიდან საკვებით მიღებულ კალციუმთან ერთად, დევაგასტრი უზრუნველყოფს კალციუმის მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწოდებას, ორსულებმა მკაცრად უნდა შეზღუდონ დევაგასტრის გამოყენება მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზით და თავი აარიდონ რძისა და რძის პროდუქტების ერთდროულ, ჭარბ მიღებას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დევაგასტრის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ.
თვითოეული ტაბლეტი შეიცავს 475 მგ საქაროზას. ფრუქტოზას აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
თუ იყენებთ ორი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება საზიანო იყოს თქვენი კბილებისთვის.
- როგორ მიიღება დევაგასტრი
მოზრდილები და მხოლოდ 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 2 ტაბლეტი უნდა გაიწუწნოს ან დაიღეჭოს საჭიროების მიხედვით, სასურველია საკვების მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ და ძილის წინ. გულძმარვის შემთხვევაში ამ მიღებებს შორის დამატებით შეიძლება 2 ტაბლეტის მიღება. არ გადააჭარბოთ 10 ტაბლეტს დღეში.
12 წლამდე ასაკის ბავშვები: გამოყენება არ არის რეკომენდებული.
თუ სიმპტომები გრძელდება 14 დღის შემდეგაც მიმართეთ ფარმაცევტს ან ექიმს. თავიდან უნდა იქნას აცილებული ხანგრძლივი გამოყენება.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დევაგასტრი
დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი და მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია გულისრევა და ღებინება, დაღლილობა, ყაბზობა და კუნთების სისუსტე.
თუ ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, დევაგასტრმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
რეკომენდებული დოზების მიღებისას გვერდითი ეფექტები ნაკლებადაა მოსალოდნელი.
თუ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი ეფექტები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.
იშვიათად აღინიშნა ალერგიული რეაქციები ინგრედიენტებზე, მაგალითად გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება და სახის, პირის ღრუს ან ხორხის შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი (ანაფილაქსიური შოკი არის ძლიერი უეცარი ალერგიული რეაქცია, რომლის სიმპტომებია დაბალი არტერიული წნევა, შოკი, გულის ფრიალი, სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი, კანის რეაქციები, მუცლის ტკივილი ან სპაზმები, ღებინება და დიარეა).
მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის და მაგნიუმის მაღალი დონე სისხლში, განსაკუთრებით თირკმლის დაავადებების მქონე ადამიანებში. სიმპტომებში შეიძლება შედიოდეს გულისრევა, ღებინება, კუჭის აშლილობა, ყაბზობა, დიარეა, დაღლილობა, კუნთების სისუსტე, თავის ტკივილი, პრობლემები თირკმელების მხრივ და გემოს შეგრძნების დარღვევა.
გამონაკლის შემთხვევებში, მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რძე-ტუტოვანი სინდრომი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის დონის მატება სისხლში.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.
- როგორ ინახება დევაგასტრი
შეინახეთ ეს პრეპარატი ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C-ზე.
შეინახეთ დევაგასტრი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ეს პროდუქტი ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ დევაგასტრი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები ნაგავში! ჩააბარეთ ისინი გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ შეგროვების სისტემას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია.
რას შეიცავს დევაგასტრი:
აქტიური ნივთიერება(ები): თითოეული საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 680 მგ კალციუმის კარბონატს და 80 მგ მაგნიუმის კარბონატს.
დამხმარე ნივთიერება(ები): სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, საქაროზა, თხევადი პარაფინი, პიტნის არომატიზატორის ფხვნილი, ლიმონის არომატიზატორის ფხვნილი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი
დევაგასტრის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა:
თეთრი, მრგვალი, ერთგვაროვანი სახის ტაბლეტი, გამყოფი ჭდით ერთ მხარეს.
შეფუთვაში წარმოდგენილია 48 ტაბლეტი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
მარკეტინგის ნებართვის მფლობელი
DEVA Holding A.Ş.
Küçükçekmece – სტამბული-თურქეთი
ტელ: 0212 692 92 92
ფაქსი: 0212 697 00 24
E-mail: [email protected]
მწარმოებელი:
DEVA Holding A.Ş.
Kapaklı – თექირდაღი-თურქეთი
ფურცელ-ჩანართის ბოლო შესწორების თარიღი 19/02/2026.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


