გემცი-ცელი® მიეკუთვნება "ციტოტოქსიური" პრეპარატების ჯგუფს. აღნიშნული პრეპარატები ანადგურებენ გაყოფად უჯრედებს, მათ შორის ,სიმსივნურ უჯრედებს. გემცი-ცელი® გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში, რაც დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გემციტაბინი (gemcitabine)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ/5,26მლ (38მგ/მლ) 5,26მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- STADApharm GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
- ATC კოდი
- L01BC05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-024813
- რეგისტრირებულია
- 30 მარტი 2018, მოქმედებს 30 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
გემცი-ცელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გემცი-ცელი® მიეკუთვნება "ციტოტოქსიური" პრეპარატების ჯგუფს. აღნიშნული პრეპარატები ანადგურებენ გაყოფად უჯრედებს, მათ შორის ,სიმსივნურ უჯრედებს.
გემცი-ცელი® გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში, რაც დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე.
გემცი-ცელი® გამოიყენება შემდეგი ტიპის სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ:
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC), მონოთერაპიის სახით ან ცისპლატინთან კომბინაციში;
პანკრეასის კიბო;
ძუძუს კიბო, პაკლიტაქსელთან კომბინაციაში;
საკვერცხის კიბო, კარბოპლატინთან კომბინაციაში;
შარდის ბუშტის კიბო, ცისპლატინთან კომბინაციაში.
მიღების წესი და დოზირება
გემცი-ცელის® რეკომენდებული დოზაა 1,000-1,250 მგ სხეულის ზედაპირის ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე. სხეულის ზედაპირის ფართობი გამოითვლება პაციენტის სხეულის მასისა და სიმაღლის საშუალებით. მკურნალი ექიმი სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით განსაზღვრავს საჭირო დოზას. დოზა შესაძლოა შეიცვალოს ან მკურნალობა გადაიდოს სისხლის უჯრედების რაოდენობის ან პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით.
გემცი-ცელის® ინფუზიის სიხშირე დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე.
პრეპარატის მიღებამდე უნდა მოხდეს გემცი-ცელის® კონცენტრატის განზავება ექიმის ან კლინიკის ფარმაცევტის მიერ.
გემცი-ცელის® ინფუზია ხდება ინტრავენურად. ინფუზია გრძელდება დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
პრეპარატის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარე) გემციტაბინის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);
ძუძუთი კვების დროს.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის პირველ ინფუზიამდე აუცილებელია სისხლის ანალიზის აღება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის შესწავლის მიზნით.
გემცი-ცელის® ყოველი ინფუზიის წინ საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის აღება სისხლის უჯრედების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს დოზა ან გადადოს მკურნალობა პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით ან თუ სისხლის უჯრედების რაოდენობა ძალიან მცირეა.
პერიოდულად, საჭიროა სისხლის ანალიზების აღება თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით.
გემცი-ცელის® გამოყენებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.
მკურნალ ექიმს ან კლინიკის ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის, გულის, სისხლძარღვთა ან თირკმლის დაავადება, რადგან ამ შემთხვევაში გემცი-ცელი® შეიძლება არ იყოს რეკომენდებული პაციენტისათვის.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ახლო წარსულში ჩაუტარდა ან უნდა ჩაუტარდეს სხივური თერაპია, რადგან გემცი-ცელმა® შეიძლება გამოიწვიოს სხივური თერაპიის ადრეული ან გვიანი გვერდითი მოვლენები.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ახლო წარსულში ჩაუტარდა ვაქცინაცია, რადგან გემცი-ცელმა® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები;
საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა მკურნალ ექიმთან, თუ პაციენტს ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში განუვითარდა სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი ცნობიერების დაბინდვასთან, გულყრებთან ან მხედველობის ცვლილებასთან ერთად. ეს მოვლენები შეიძლება იყოს ნერვული სისტემის ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, ე.წ. უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს განუვითარდა სუნთქვის გაძნელება ან თავს გრძნობს ძალიან სუსტად და არის ძალიან ფერმკრთალი (ფილტვების პრობლემების ან თირკმლის უკმარისობის ნიშანი);
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს განუვთარდა ზოგადი შეშუპება, ქოშინი ან წონაში მომატება, რადგან ეს შეიძლება წვრილი სისხლძარღვებიდან ქსოვილებში სითხის გაჟონვის ნიშნები იყოს.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი დაავადებულია ალკოჰოლიზმით, რადგან პრეპარატი შეიცავს ეთანოლს (სპირტს).
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია, რადგან პრეპარატი შეიცავს ეთანოლს (სპირტს).
ბავშვები და მოზარდები
მედიკამენტი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, მისი გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, მიიღოს.
სამკურნალო პროდუქტში არსებულმა სპირტის რაოდენობამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების ეფექტზე.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა
ფეხმძიმობა
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. გემცი-ცელის® მიღება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის დროს. მკურნალმა ექიმმა პაციენტთან ერთად უნდა განიხილოს გემცი-ცელის® ფეხმძიმობის დროს გამოყენების შესაძლო რისკები.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების შემთხვევაში უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს გემცი-ცელის® მკურნალობის დროს.
რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა
მამაკაცებისათვის არ არის რეკომენდებული მამობა გემცი-ცელით® მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. თუ პაციენტს სურს იყოლიოს ბავშვი მკურნალობის დროს ან მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. უნდა მოხდეს პაციენტთა ინფორმირება მკურნალობის დაწყებამდე სპერმის შენახვის შესაძლებლობის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გემცი-ცელმა® შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, განსაკუთრებით, ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის მიღების შემთხვევაში. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტი არ დარწმუნდება, რომ გემცი-ცელი® არ იწვევს ძილიანობას.
პრეპარატში შემავალმა სპირტის რაოდენობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გემცი-ცელი® შეიცავს სპირტს
მედიკამენტი შეიცავს 50 მოც. % ეთანოლს (სპირტს), რაც შეესაბამება 21 გ-ს 2 გ დოზაზე, რაც 525 მლ ლუდის ან 220 მლ ღვინის ექვივალენტურია.
საზიანოა პაციენტებისთვის, რომლებიც დაავადებულები არიან ალკოჰოლიზმით;
მხედველობაშია მისაღები ორსულებისა და მეძუძური დედების, ბავშვებისა და მაღალი რისკის ჯგუფის მქონე პირებისთვის, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები;
პრეპარატში შემავალმა სპირტის რაოდენობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე;'
პრეპარატში შემავალმა სპირტის რაოდენობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გემცი-ცელი® შეიცავს ნატრიუმს
სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 7.6 მმოლ (175 მგ) ნატრიუმს პრეპარატის 2 გ დოზაზე. მხედველობაში უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის შეზღუდული რაოდენობის შემცველ დიეტაზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნელივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირიდან ან ნებისმიერი შეუჩერებელი ხასიათის სისხლდენა, წითელი ან მოვარდისფრო შარდი, მოულოდნელი სისხლჩაქცევა (თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო, რაც ვითადება ძალიან ხშირად);
დაღლილობა, გულისწასვლის შეგრძნება, ქოშინის ადვილად განვითარება ან სიფერმკრთალე (ჰემოგლობინის ნორმაზე დაბალი დონის გამო, რაც ვითარდება ძალიან ხშირად);
სუსტი ან საშუალო სიმძიმის გამონაყარი კანზე (ძალიან ხშირი)/ ქავილი (ხშირი) ან ცხელება (ძალიან ხშირი), (ალერგიული რეაქციები);
სხეულის ტემპერატურა 38C ან უფრო მაღალი, ოფლიანობა ან ინფექციის სხვა ნიშნები (ნორმაზე დაბალი ლეიკოციტების რაოდენობა, რასაც თან ახლავს ცხელება, ე.წ. ფებრილური ნეიტროპენია) (ხშირი);
ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში (სტომატიტი) (ხშირი);
არარეგულარული გულისცემა (არითმია) (არახშირი);
ძლიერი დაღლილობა და სისუსტე, წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანზე, თირკმლის მწვავე უკმარისობა (შარდვის შემცირებით/ანურიით) და ინფექციის სიმპტომები (ე.წ. ჰემოლიზური ურემიული სინდრომი). ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი (არახშირი);
სუნთქვის გაძნელება (სუნთქვის მსუბუქი გაძნელება ძალიან ხშირად აღინიშნება გემცი-ცელის® ინფუზიის შემდეგ და იგი შექცევადი ხასიათისაა, თუმცა არც ისე ხშირად ან იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ფილტვების მძიმე პრობლემები);
ძლიერი ტკივილი მკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტი) (იშვიათი);
მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი/ალერგიული რეაქციები ძლიერი გამონაყარით, რომელსაც თან ახლავს კანის სიწითლე, ქავილი, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ან ხორხის შეშუპება (შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება), ხმაურიანი სუნთქვა, გულისცემის აჩქარება და გულისწასვლის შეგრძნება (ანაფილაქსიური რეაქცია) (ძალიან იშვიათი);
ზოგადი შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან წონაში მომატება, შეიძლება იყოს წვრილი სისხლძარღვებიდან ქსოვილებში სითხის გაჟონვის სიმპტომები (კაპილარული გაჟონვის სინდრომი) (ძალიან იშვიათი);
თავის ტკივილი მხედველობის ცვლილებასთან, ცნობიერების დაბინდვასთან ან გულყრებთან ერთად (უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი) (ძალიან იშვიათი);
კანზე ძლიერი გამონაყარი ქავილთან ერთად, ბუშტუკოვანი გამონაყარი ან კანის აქერცვლა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი) (ძალიან იშვიათი).
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია გემცი-ცელთან® შეიძლება იყოს:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;
სუნთქვის გაძნელება;'
ღებინება;
გულისრევა;'
თმის ცვენა;
ღვიძლის დაავადებები: ვლინდება სისხლის ანალიზით;
სისხლიანი შარდი;
ცვლილებები შარდის ანალიზში: ცილა შარდში;'
გრიპის მსგავსი სიმპტომები, მოიცავს ცხელებას;
კოჭების, თითების, ტერფების, სახის შეშუპება.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში)
უმადობა (ანორექსია);
თავის ტკივილი;
უძილობა;
ძილიანობა;
ხველა;
გამონადენი ცხვირიდან;
ყაბზობა;
ფაღარათი;
ქავილი;
ოფლიანობა;
კუნთების ტკივილი;
წელის ტკივილი;
ცხელება;
სისუსტე;
შემცივნება.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში)
ფილტვების ალვეოლების სკლეროზი (ინტერსტიციული პნევმონია);
ხმაურიანი სუნთქვა (სასუნთქი გზების სპაზმი);
ფილტვების ფიბროზი (პათოლოგიური ცვლილებები გულმკერდის რენტგენოგრამაზე);
გულის უკმარისობა;
თირკმლის უკმარისობა;
ღვიძლის მძიმე დაიზანება, მათ შორის, ღვიძლის უკმარისობა;
ინსულტი.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-მდე პაციენტში)
დაბალი არტერიული წნევა;
კანის აქერცვლა, წყლულების ან ბუშტუკების წარმოქმნა;
კანის მოცილება და კანზე ძლიერი ბუშტუკოვანი გამონაყარი;
ინექციის ადგილის რეაქციები;
ფილტვის მწვავე ანთება, რომელიც იწვევს სუნთქვის უკმარისობას (მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი);
მზისგან მიღებული მძიმე ხარისხის დამწვრობის მსგავსი წითელი გამონაყარი, რომელიც ვლინდება კანის იმ უბანზე, სადაც ჩატარდა სხივური თერაპია (სხივური რეაქცია);
სითხე ფილტვებში;
სხივური თერაპიით გამოწვეული ფილტვის ალვეოლების დაზიანება; (რადიაციული ტოქსიურობა);
ხელის ან ფეხის თითების განგრენა;
სისხლძარღვების ანთება (პერიფერიული ვასკულიტი);
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-მდე პაციენტში)
თრომბოციტების რაოდენობის მომატება;
მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება, გამოწვეული სისხლის მომარაგების დაქვეითებით (იშემიური კოლიტი).
სისხლში ჰემოგლობინის დაბალი დონე (ანემია), ლეიოკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება დგინდება სისხლის ანალიზის საშუალებით.
მოსალოდნელია ნებისმიერი სიმპტომის და/ან მდგომარეობის განვითარება. საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი შეშფოთებულია გვერდითი მოვლენების გამო.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული აღნიშნულ ანოტაციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით, რომლის დეტალები მოცემულია V დანართში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება კოლოფსა და ფლაკონზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
საინფუზიო ხსნარი:
ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარში განზავების შემდეგ ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა აღინიშნება 3 დღის განმავლობაში 2-8C-ზე ან 30C ტემპერატურაზე შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი, შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8C ტემპერატურაზე შენახვისას, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.
პრეპარატის მომზადებისა და შეყვანის პროცედურებს ახორციელებს მედპერსონალი. პრეპარატის გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგურდეს სამედიცინო პერსონალის მიერ.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
გემცი-ცელი® შეიცავს:
აქტიური ნივთიერებაა გემციტაბინი.
საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის თითოეული მლ შეიცავს 38 მგ გემციტაბინს (გემციტაბინის ჰიდროქლორიდის სახით).
თითოეული ფლაკონი შეიცავს 200 მგ, 1,000 მგ, 1,500 მგ ან 2,000 მგ გემციტაბინს (გემციტაბინის ჰიდროქლორიდის სახით).
დამხმარე ნივთიერებებია:
ეთანოლი 96%, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექციისათვის), ჰიდროქლორმჟავა (pH-ის კორექციისათვის) და საინექციო წყალი.
გემცი-ცელის® ფორმა და შეფუთვა
მედიკამენტი წარმოადგენს კონცენტრატს საინფუზიო ხსნარის დასამზადებლად.
კონცენტრატი არის გამჭვირვალე, უფერო ან სუსტი ყვითელი ფერის ხსნარი. მოთავსებულია გამჭვირვალე მინის ფლაკონში, თავსახური - რეზინის ჰერმეტული საცობი ალუმინის შემამჭიდროებელი “flip-off” რგოლით.
შეფუთვა:
თითოეული 5.26 მლ ფლაკონი შეიცავს 200 მგ გემციტაბინს.
თითოეული 26.3 მლ ფლაკონი შეიცავს 1,000 მგ გემციტაბინს.
თითოეული 39.5 მლ ფლაკონი შეიცავს 1,500 მგ გემციტაბინს.
თითოეული 52.6 მლ ფლაკონი შეიცავს 2,000 მგ გემციტაბინს.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 ფლაკონს.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
STADAPHARM GmbH, Stadastrasse 2-18, 61118 Bad Vilbel
Telefon: 06101 603-0, Telefax: 06101 603-3888
შტადაფარმ გმბჰ, შტადაშტრასე 2-18, 61118 ბად ფილბელი
ტელ.: 06101 603-0, ფაქსი: 06101 603-3888
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
გემცი-ცელი® 38 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
გემციტაბინი
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს გემცი-ცელი® და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა გემცი-ცელის® გამოყენებამდე
გემცი-ცელის® გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
გემცი-ცელის® შენახვის წესი
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს გემცი-ცელი® და მისი გამოყენება
გემცი-ცელი® მიეკუთვნება "ციტოტოქსიური" პრეპარატების ჯგუფს. აღნიშნული პრეპარატები ანადგურებენ გაყოფად უჯრედებს, მათ შორის ,სიმსივნურ უჯრედებს.
გემცი-ცელი® გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში, რაც დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე.
გემცი-ცელი® გამოიყენება შემდეგი ტიპის სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ:
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC), მონოთერაპიის სახით ან ცისპლატინთან კომბინაციში;
პანკრეასის კიბო;
ძუძუს კიბო, პაკლიტაქსელთან კომბინაციაში;
საკვერცხის კიბო, კარბოპლატინთან კომბინაციაში;
შარდის ბუშტის კიბო, ცისპლატინთან კომბინაციაში.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა გემცი-ცელის® გამოყენებამდე
დაუშვებელია გემცი-ცელის® გამოყენება
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარე) გემციტაბინის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);
ძუძუთი კვების დროს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატის პირველ ინფუზიამდე აუცილებელია სისხლის ანალიზის აღება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის შესწავლის მიზნით.
გემცი-ცელის® ყოველი ინფუზიის წინ საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის აღება სისხლის უჯრედების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს დოზა ან გადადოს მკურნალობა პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით ან თუ სისხლის უჯრედების რაოდენობა ძალიან მცირეა.
პერიოდულად, საჭიროა სისხლის ანალიზების აღება თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით.
გემცი-ცელის® გამოყენებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.
მკურნალ ექიმს ან კლინიკის ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის, გულის, სისხლძარღვთა ან თირკმლის დაავადება, რადგან ამ შემთხვევაში გემცი-ცელი® შეიძლება არ იყოს რეკომენდებული პაციენტისათვის.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ახლო წარსულში ჩაუტარდა ან უნდა ჩაუტარდეს სხივური თერაპია, რადგან გემცი-ცელმა® შეიძლება გამოიწვიოს სხივური თერაპიის ადრეული ან გვიანი გვერდითი მოვლენები.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ახლო წარსულში ჩაუტარდა ვაქცინაცია, რადგან გემცი-ცელმა® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები;
საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა მკურნალ ექიმთან, თუ პაციენტს ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში განუვითარდა სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი ცნობიერების დაბინდვასთან, გულყრებთან ან მხედველობის ცვლილებასთან ერთად. ეს მოვლენები შეიძლება იყოს ნერვული სისტემის ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, ე.წ. უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს განუვითარდა სუნთქვის გაძნელება ან თავს გრძნობს ძალიან სუსტად და არის ძალიან ფერმკრთალი (ფილტვების პრობლემების ან თირკმლის უკმარისობის ნიშანი);
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს განუვთარდა ზოგადი შეშუპება, ქოშინი ან წონაში მომატება, რადგან ეს შეიძლება წვრილი სისხლძარღვებიდან ქსოვილებში სითხის გაჟონვის ნიშნები იყოს.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი დაავადებულია ალკოჰოლიზმით, რადგან პრეპარატი შეიცავს ეთანოლს (სპირტს).
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია, რადგან პრეპარატი შეიცავს ეთანოლს (სპირტს).
ბავშვები და მოზარდები
მედიკამენტი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, მისი გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
სხვა მედიკამენტები და გემცი-ცელი®
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, მიიღოს.
სამკურნალო პროდუქტში არსებულმა სპირტის რაოდენობამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების ეფექტზე.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა
ფეხმძიმობა
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. გემცი-ცელის® მიღება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის დროს. მკურნალმა ექიმმა პაციენტთან ერთად უნდა განიხილოს გემცი-ცელის® ფეხმძიმობის დროს გამოყენების შესაძლო რისკები.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების შემთხვევაში უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს გემცი-ცელის® მკურნალობის დროს.
რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა
მამაკაცებისათვის არ არის რეკომენდებული მამობა გემცი-ცელით® მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. თუ პაციენტს სურს იყოლიოს ბავშვი მკურნალობის დროს ან მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. უნდა მოხდეს პაციენტთა ინფორმირება მკურნალობის დაწყებამდე სპერმის შენახვის შესაძლებლობის შესახებ.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
გემცი-ცელმა® შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, განსაკუთრებით, ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის მიღების შემთხვევაში. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტი არ დარწმუნდება, რომ გემცი-ცელი® არ იწვევს ძილიანობას.
პრეპარატში შემავალმა სპირტის რაოდენობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გემცი-ცელი® შეიცავს სპირტს
მედიკამენტი შეიცავს 50 მოც. % ეთანოლს (სპირტს), რაც შეესაბამება 21 გ-ს 2 გ დოზაზე, რაც 525 მლ ლუდის ან 220 მლ ღვინის ექვივალენტურია.
საზიანოა პაციენტებისთვის, რომლებიც დაავადებულები არიან ალკოჰოლიზმით;
მხედველობაშია მისაღები ორსულებისა და მეძუძური დედების, ბავშვებისა და მაღალი რისკის ჯგუფის მქონე პირებისთვის, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები;
პრეპარატში შემავალმა სპირტის რაოდენობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე;'
პრეპარატში შემავალმა სპირტის რაოდენობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გემცი-ცელი® შეიცავს ნატრიუმს
სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 7.6 მმოლ (175 მგ) ნატრიუმს პრეპარატის 2 გ დოზაზე. მხედველობაში უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის შეზღუდული რაოდენობის შემცველ დიეტაზე.
გემცი-ცელის® გამოყენების წესი
გემცი-ცელის® რეკომენდებული დოზაა 1,000-1,250 მგ სხეულის ზედაპირის ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე. სხეულის ზედაპირის ფართობი გამოითვლება პაციენტის სხეულის მასისა და სიმაღლის საშუალებით. მკურნალი ექიმი სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით განსაზღვრავს საჭირო დოზას. დოზა შესაძლოა შეიცვალოს ან მკურნალობა გადაიდოს სისხლის უჯრედების რაოდენობის ან პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით.
გემცი-ცელის® ინფუზიის სიხშირე დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე.
პრეპარატის მიღებამდე უნდა მოხდეს გემცი-ცელის® კონცენტრატის განზავება ექიმის ან კლინიკის ფარმაცევტის მიერ.
გემცი-ცელის® ინფუზია ხდება ინტრავენურად. ინფუზია გრძელდება დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
პრეპარატის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნელივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირიდან ან ნებისმიერი შეუჩერებელი ხასიათის სისხლდენა, წითელი ან მოვარდისფრო შარდი, მოულოდნელი სისხლჩაქცევა (თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო, რაც ვითადება ძალიან ხშირად);
დაღლილობა, გულისწასვლის შეგრძნება, ქოშინის ადვილად განვითარება ან სიფერმკრთალე (ჰემოგლობინის ნორმაზე დაბალი დონის გამო, რაც ვითარდება ძალიან ხშირად);
სუსტი ან საშუალო სიმძიმის გამონაყარი კანზე (ძალიან ხშირი)/ ქავილი (ხშირი) ან ცხელება (ძალიან ხშირი), (ალერგიული რეაქციები);
სხეულის ტემპერატურა 38C ან უფრო მაღალი, ოფლიანობა ან ინფექციის სხვა ნიშნები (ნორმაზე დაბალი ლეიკოციტების რაოდენობა, რასაც თან ახლავს ცხელება, ე.წ. ფებრილური ნეიტროპენია) (ხშირი);
ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში (სტომატიტი) (ხშირი);
არარეგულარული გულისცემა (არითმია) (არახშირი);
ძლიერი დაღლილობა და სისუსტე, წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანზე, თირკმლის მწვავე უკმარისობა (შარდვის შემცირებით/ანურიით) და ინფექციის სიმპტომები (ე.წ. ჰემოლიზური ურემიული სინდრომი). ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი (არახშირი);
სუნთქვის გაძნელება (სუნთქვის მსუბუქი გაძნელება ძალიან ხშირად აღინიშნება გემცი-ცელის® ინფუზიის შემდეგ და იგი შექცევადი ხასიათისაა, თუმცა არც ისე ხშირად ან იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ფილტვების მძიმე პრობლემები);
ძლიერი ტკივილი მკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტი) (იშვიათი);
მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი/ალერგიული რეაქციები ძლიერი გამონაყარით, რომელსაც თან ახლავს კანის სიწითლე, ქავილი, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ან ხორხის შეშუპება (შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება), ხმაურიანი სუნთქვა, გულისცემის აჩქარება და გულისწასვლის შეგრძნება (ანაფილაქსიური რეაქცია) (ძალიან იშვიათი);
ზოგადი შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან წონაში მომატება, შეიძლება იყოს წვრილი სისხლძარღვებიდან ქსოვილებში სითხის გაჟონვის სიმპტომები (კაპილარული გაჟონვის სინდრომი) (ძალიან იშვიათი);
თავის ტკივილი მხედველობის ცვლილებასთან, ცნობიერების დაბინდვასთან ან გულყრებთან ერთად (უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი) (ძალიან იშვიათი);
კანზე ძლიერი გამონაყარი ქავილთან ერთად, ბუშტუკოვანი გამონაყარი ან კანის აქერცვლა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი) (ძალიან იშვიათი).
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია გემცი-ცელთან® შეიძლება იყოს:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;
სუნთქვის გაძნელება;'
ღებინება;
გულისრევა;'
თმის ცვენა;
ღვიძლის დაავადებები: ვლინდება სისხლის ანალიზით;
სისხლიანი შარდი;
ცვლილებები შარდის ანალიზში: ცილა შარდში;'
გრიპის მსგავსი სიმპტომები, მოიცავს ცხელებას;
კოჭების, თითების, ტერფების, სახის შეშუპება.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში)
უმადობა (ანორექსია);
თავის ტკივილი;
უძილობა;
ძილიანობა;
ხველა;
გამონადენი ცხვირიდან;
ყაბზობა;
ფაღარათი;
ქავილი;
ოფლიანობა;
კუნთების ტკივილი;
წელის ტკივილი;
ცხელება;
სისუსტე;
შემცივნება.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში)
ფილტვების ალვეოლების სკლეროზი (ინტერსტიციული პნევმონია);
ხმაურიანი სუნთქვა (სასუნთქი გზების სპაზმი);
ფილტვების ფიბროზი (პათოლოგიური ცვლილებები გულმკერდის რენტგენოგრამაზე);
გულის უკმარისობა;
თირკმლის უკმარისობა;
ღვიძლის მძიმე დაიზანება, მათ შორის, ღვიძლის უკმარისობა;
ინსულტი.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-მდე პაციენტში)
დაბალი არტერიული წნევა;
კანის აქერცვლა, წყლულების ან ბუშტუკების წარმოქმნა;
კანის მოცილება და კანზე ძლიერი ბუშტუკოვანი გამონაყარი;
ინექციის ადგილის რეაქციები;
ფილტვის მწვავე ანთება, რომელიც იწვევს სუნთქვის უკმარისობას (მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი);
მზისგან მიღებული მძიმე ხარისხის დამწვრობის მსგავსი წითელი გამონაყარი, რომელიც ვლინდება კანის იმ უბანზე, სადაც ჩატარდა სხივური თერაპია (სხივური რეაქცია);
სითხე ფილტვებში;
სხივური თერაპიით გამოწვეული ფილტვის ალვეოლების დაზიანება; (რადიაციული ტოქსიურობა);
ხელის ან ფეხის თითების განგრენა;
სისხლძარღვების ანთება (პერიფერიული ვასკულიტი);
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-მდე პაციენტში)
თრომბოციტების რაოდენობის მომატება;
მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება, გამოწვეული სისხლის მომარაგების დაქვეითებით (იშემიური კოლიტი).
სისხლში ჰემოგლობინის დაბალი დონე (ანემია), ლეიოკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება დგინდება სისხლის ანალიზის საშუალებით.
მოსალოდნელია ნებისმიერი სიმპტომის და/ან მდგომარეობის განვითარება. საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი შეშფოთებულია გვერდითი მოვლენების გამო.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული აღნიშნულ ანოტაციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით, რომლის დეტალები მოცემულია V დანართში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
გემცი-ცელის® შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება კოლოფსა და ფლაკონზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
საინფუზიო ხსნარი:
ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარში განზავების შემდეგ ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა აღინიშნება 3 დღის განმავლობაში 2-8C-ზე ან 30C ტემპერატურაზე შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი, შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8C ტემპერატურაზე შენახვისას, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.
პრეპარატის მომზადებისა და შეყვანის პროცედურებს ახორციელებს მედპერსონალი. პრეპარატის გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგურდეს სამედიცინო პერსონალის მიერ.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
გემცი-ცელი® შეიცავს:
აქტიური ნივთიერებაა გემციტაბინი.
საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის თითოეული მლ შეიცავს 38 მგ გემციტაბინს (გემციტაბინის ჰიდროქლორიდის სახით).
თითოეული ფლაკონი შეიცავს 200 მგ, 1,000 მგ, 1,500 მგ ან 2,000 მგ გემციტაბინს (გემციტაბინის ჰიდროქლორიდის სახით).
დამხმარე ნივთიერებებია:
ეთანოლი 96%, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექციისათვის), ჰიდროქლორმჟავა (pH-ის კორექციისათვის) და საინექციო წყალი.
გემცი-ცელის® ფორმა და შეფუთვა
მედიკამენტი წარმოადგენს კონცენტრატს საინფუზიო ხსნარის დასამზადებლად.
კონცენტრატი არის გამჭვირვალე, უფერო ან სუსტი ყვითელი ფერის ხსნარი. მოთავსებულია გამჭვირვალე მინის ფლაკონში, თავსახური - რეზინის ჰერმეტული საცობი ალუმინის შემამჭიდროებელი “flip-off” რგოლით.
შეფუთვა:
თითოეული 5.26 მლ ფლაკონი შეიცავს 200 მგ გემციტაბინს.
თითოეული 26.3 მლ ფლაკონი შეიცავს 1,000 მგ გემციტაბინს.
თითოეული 39.5 მლ ფლაკონი შეიცავს 1,500 მგ გემციტაბინს.
თითოეული 52.6 მლ ფლაკონი შეიცავს 2,000 მგ გემციტაბინს.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 ფლაკონს.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
STADAPHARM GmbH, Stadastrasse 2-18, 61118 Bad Vilbel
Telefon: 06101 603-0, Telefax: 06101 603-3888
შტადაფარმ გმბჰ, შტადაშტრასე 2-18, 61118 ბად ფილბელი
ტელ.: 06101 603-0, ფაქსი: 06101 603-3888
მწარმოებელი
STADAPHARM GmbH, Stadastrasse 2-18, 61118 Bad Vilbel, Deutschland
შტადაფარმ გმბჰ, შტადაშტრასე 2-18, 61118 ბად ფილბელი, გერმანია
ეს სამკურნალწამლო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრ სახელმწიფოებში წარმოდგენილია შემდეგი სახელწოდებით:
წევრი ქვეყნები
მედიკამენტის სახელწოდება
ავსტრია
Gemcitabin STADA 38 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
ბელგია
Gemcitabine EG 38 mg/ml concentraat voor oplossing voor infusie
დანია
Gemstada
ესტონეთი
GEMCITABINE STADA
გერმანია
GEMCI-cell 38 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
უნგრეთი
GEMSTAD 38 mg/ml koncentratum oldatos infuziohoz
ლიტვა
Gemcitabine STADA 38 mg/ml koncentratas infuziniam tirpalui
ლუქსემბურგი
Gemcitabine EG 38 mg/ml Solution s diluer pour perfusion
ნიდერლანდები
Gemcitabine CF 38 mg/ml concentraat voor oplossing voor infusie
პორტუგალია
Gemcitabina Stada 38 mg/ml Concentrado para solucao para perfusao
რუმინეთი
Gemcitabina Stada 38 m /ml concentrat pentru soluţie perfuzabilă
სლოვაკეთის რესპუბლიკა
GEMSTAD
შვედეთი
Gemcitabin STADA koncentrat till infusionsvatska, losning
გაერთიანებული სამეფო
Gemcitabine STADA 38 mg/ml Concentrate for Solution for Infusion
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2017 წლის ივლისი.
ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისათვის ან ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტებისათვის
პრეპარატის გამოყენების, მოხმარებისა და განადგურების ინსტრუქციები
გემციტაბინის ინტრავენური ინფუზია უნდა მომზადდეს ასეპტიკურ პირობებში;
გამოთვლილ უნდა იქნას გემცი-ცელის® საჭირო დოზა და ფლაკონების რაოდენობა;
გემცი-ცელის® კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი გემციტაბინის კონცენტრაციით 38 მგ/მლ. კონცენტრატი უნდა განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0,9%-იან) სტერილურ საინექციო ხსნარში კონსერვანტების გარეშე;
პარენტერალური პრეპარატები გამოყენების წინ უნდა დათვალიერდეს მყარი ნაწილაკების არსებობასა და ფერის ცვლილებაზე. მყარი ნაწილაკების არსებობის შემთხვევაში, მისი ინფუზია დაუშვებელია.
ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა აღინიშნება 3 დღის განმავლობაში 2-8C ან 30C ტემპერატურაზე შენახვისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი, შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8C ტემპერატურაზე შენახვისას, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.
გემციტაბინის საინფუზიო ხსნარი განკუთვნილი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
სიფრთხილის ზომები ხსნარის მომზადებისა და გამოყენების დროს
ციტოტოქსიური საშუალებებისთვის გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია ხსნარის მომზადებისა და განადგურების პროცედურების შესრულებისას. საინფუზიო ხსნარის მომზადება უნდა მოხდეს უსაფრთხო კამერაში, დამცავი ტანისამოსითა და ხელთათმანებით. თუ უსაფრთხოების კამერები არ არის ხელმისაწვდომი, დამცავი ნიღაბი და დამცავი სათვალეები უნდა იქნას გამოყენებული.
პრეპარატი თვალში მოხვედრისას შეიძლება გამოიწვიოს მისი ძლიერი გაღიზიანება. საჭიროა თვალების ჩამობანა დაუყოვნებლივ, წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება არ იხსნება, კონსულტაციისთვის საჭიროა ექიმთან მიმართვა. ხსნარის კანზე მოხვედრის შემთხვევაში, იგი გულდასმით უნდა იქნეს ჩამობანილი წყლის დიდი რაოდენობით.
განადგურება
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


