პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

გემციტაბინი აკორდი

Gemcitabinum Accord

რეცეპტით200მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

გემციტაბინი აკორდი მიეკუთვნება “ციტოტოქსიური” პრეპარატების ჯგუფს. აღნიშნული პრეპარატები კლავენ გაყოფად უჯრედებს, მათ შორის კიბოს უჯრედებს. გემციტაბინი აკორდი გამოიყენება მონოთერაპიის სახით ან კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, რაც დამოკიდებულია კიბოს ტიპზე. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
გემციტაბინი (gemcitabine)
ფორმა და შეფუთვა
200მგ/2მლ (100მგ/მლ) 2მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
ATC კოდი
L01BC05
რეგისტრაციის ნომერი
რ-040434
რეგისტრირებულია
7 მარტი 2024, მოქმედებს 7 მარტი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაგემციტაბინი აკორდი და სხვა წამალი ერთად

გემციტაბინი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გემციტაბინი აკორდი მიეკუთვნება “ციტოტოქსიური” პრეპარატების ჯგუფს. აღნიშნული პრეპარატები კლავენ გაყოფად უჯრედებს, მათ შორის კიბოს უჯრედებს.

გემციტაბინი აკორდი გამოიყენება მონოთერაპიის სახით ან კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, რაც დამოკიდებულია კიბოს ტიპზე.

გემციტაბინი აკორდი გამოიყენება კიბოს შემდეგი ტიპების სამკურნალოდ:

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC), მონოთრეაპიის სახით ან ცისპლატინთან ერთად კომბინაციაში.

პანკრეასის კიბო.

ძუძუს კიბო, პაკლიტაქსელთან ერთად.

საკვერცხის კიბო, კარბოპლატინთან ერთად.

შარდის ბუშტის კიბო, ცისპლატინთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება

გემციტაბინი აკორდის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1000-1250 მგ-ს სხეულის ზედაპირის ფართობის ყოველი კვადრატული მეტრისათვის. პაციენტის სიმაღლე და წონა იზომება იმისათვის, რომ განისაზღვროს მისი სხეულის ზედაპირის ფართობი. მკურნალი ექიმი იყენებს სხეულის ზედაპირის ფართობს სწორი დოზირებისათვის. აღნიშნული დოზა შეიძლება შეიცვალოს ან მკურნალობა გადაიდოს, რაც დამოკიდებულია სისხლში უჯრედების რაოდენობასა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.

გემციტაბინი აკორდის მიღების სიხშირე დამოკიდებულია კიბოს ტიპზე, რომლის გამოც მკურნალობს პაციენტი.

გამოყენების წინ, კლინიკის ფარმაცევტი ან ექიმი განაზავებს გემციტაბინი აკორდს.

გემციტაბინი აკორდის გამოყენება ხდება ვენაში ინფუზიის სახით. ინფუზიის ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წუთია.

პრეპარატი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია გემციტაბინის ან პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ.

თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს.

სიფრთხილის ზომები

ფლაკონის გახსნიდან მის განზავებამდე:

თითოეული ფლაკონი განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის და მისი გამოყენება უნდა მოხდეს გახსისთანავე. თუ არ მოხდა გახსნისთანავე გამოყენება, გახსნის შემდეგ შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

განზავების შემდეგ: ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარში განზავების შემდეგ ვლინდება 60 დღე 25C და 2C-8C ტემპერატურაზე შენახვის შემთხვევაში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ გახსნის შემდეგ, შენახვის ხამგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და ჩვეულებრივ, არ უნდა აჭარბებდეს 24 საათს, 2-8oC ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განზავება მოხდა კონტროლირებულ და დამტკიცებულ ასეპტიურ პირობებში.

საინფუზიო ხსნარის მომზადება

გემციტაბინი აკორდი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 100 მგ გემციტაბინს თითოეულ მლ-ში. შეყვანამდე აუცილებელია განზავება.

თუ ფლაკონები ინახება მაცივარში, გემციტაბინის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის საჭირო რაოდენობის ფლაკონები გამოყენებამდე 5 წუთის განმავლობაში უნდა გაჩერდეს 25C-მდე ტემპერატურაზე. პაციენტისთვის საჭირო დოზის მისაღებად, შესაძლოა საჭირო იყოს გემციტაბინის კონცენტრატის ერთზე მეტი ფლაკონი.

გემციტაბინი აკორდის საჭირო მოცულობა უნდა შეგროვდეს ასეპტიურად, კალიბრირებადი შპრიცის გამოყენებით.

პრეპარატის საჭირო კონცენტრაცია უნდა შეერიოს 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარის შემცველ საინფუზიო ტომარას. შერევა უნდა მოხდეს ხელის რყევითი მოძრაობებით. დასაშვებია დამატებითი განზავება, იმავე გამხსნელის გამოყენებით, სამიზნე კონცენტრაციი - 0.1 - 9 მგ/მლ მიღებამდე.

გემციტაბინის მაქსიმალური დოზის მიხედვით (დაახ. 2.25 გ), რომლის კონცენტრაციაც შესაძლოა იყოს 4.5 მგ/მლ (500 მლ გამხსნელში განზავებისას) - 9 მგ/მლ (250 მლ გამხსნელში განზავებისას), ოსმოლარობის შესაბამისი მაჩვენებლები შეადგენს 1000 მოსმ/კგ-დან 1700 მოსმ/კგ-მდე.

როგორც ყველა პარენტერალური პრეპარატის შემთხვევაში, გემციტაბინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებამდე უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად, ხსნარში თავისუფალი ნაწილაკების არსებობის და ფერის ცვლილების შესამოწმებლად. თავისუფალი ნაწილაკების აღმოჩენის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს.

მომზადებისა და გამოყენების სიფრთხილის ზომები

ციტოტოქსიური საშუალებების უსაფრთხოების წესების დაცვა უნდა განხორციელდეს საინფუზიო ხსნარის მომზადებისა და განადგურების დროს. საინფუზიო ხსნარის მომზადება უნდა მოხდეს უსაფრთხო ყუთში და დამცავი ხალათისა და ხელთათმანების გამოყენებით. თუ უსაფრთხო ყუთი არ არის ხელმისაწვდომი, აღჭურვილობა უნდა ჩანაცვლდეს ნიღბითა და დამცავი სათვალეებით.

პრეპარატის თვალში მოხვედრამ შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული გაღიზიანება. თვალები დაუყოვნებლივ კარგად უნდა გამოირეცხოს წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, უნდა ეცნობოს ექიმს. თუ ხსნარი მოხვდება კანზე, კარგად უნდა ჩამოიბანოს წყლით.

განადგურება

ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე

კოლოფი

  • პროდუქტის დასახელება

გემციტაბინი აკორდი, 100 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

გემციტაბინი

  • აქტიური ნივთიერება

კონცენტრატის თითოეული მლ შეიცავს გემციტაბინის ჰიდროქლორიდს, 100 მგ გემციტაბინის ექვივალენტური რაოდენობით.

თითოეული 10 მლ-ანი ფლაკონი შეიცავს 1000 მგ გემციტაბინს (გემციტაბინის ჰიდროქლორიდის სახით).

  • დამხმარე ნივთიერებების სია

მაკროგოლი 300, პროპილენ გლიკოლი, უწყლო ეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად), კონცენტრირებული მარილმჟავა (pH-ის დასარეგულირებლად).

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ინსტრუქციას

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს, თუ იღებს ან ახლო წარსულში იღებდა სხვა პრეპარატებს, რაც მოიცავს ვაქცინაციას და ურეცეპტოდ მიღებულ პრეპარატებსაც.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პაციენტმა პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, ძუძუთი კვებავს ბავშვს ან აპირებს დაორსულებას.

გემციტაბინი აკორდი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. ექიმი პაციენტთან ერთად განიხილავს პრეპარატის ორსულობის პერიოდში გამოყენებასთან ასოცირებულ პოტენციურ რისკებს.

გემციტაბინი აკორდით მკურნალობის პერიოდში ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

რეპროდუქციული ფუნქცია

მამაკაცებისთვის, გემციტაბინი აკორდით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის შემდგომ 6 თვის განმავლობაში, არ არის რეკომენდებული ბავშვის ყოლა. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარამაცევტს თუ მას სურს აღნიშნულ პერიოდში ბავშვის ყოლა. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს შეუძლია კონსულტაცია გაიაროს სპერმის შენახვის შესახებ.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა

პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღების ფონზე. პრეპარატში არსებული ალკოჰოლის რაოდენობამ, შესაძლოა შეზღუდოს პაციენტის მიერ მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარი. დაუშვებელია მანქანის მართვა ან სხვა მექანიზმებზე მუშაობა სანამ პაციენტი არ დაწმუნდება, რომ გემციტაბინე აკორდი არ იწვევს ძილიანობას.

გემციტაბინი აკორდი შეიცავს 44% w/v უწყლო ეთანოლს, ანუ დაახლოებით 9.9 გ-მდე მაქსიმალურ დღიურ დოზაზე (2250 მგ), რაც 250 მლ ლუდში ან 100 მლ ღვინოში შემავალი ალკოჰოლის რაოდენობის ექვივალენტურია.

სახიფათოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის.

გასათვალისწინებელია ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ბავშვებში და მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში, მაგ. ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტებში;

ალკოჰოლის იმ რაოდენობამ, რომელსაც ეს პრეპარატი შეიცავს, შესაძლოა შეცვალოს სხვა პრეპარატების ეფექტი.

ალკოჰოლის იმ რაოდენობამ, რომელსაც ეს პრეპარატი შეიცავს, შესაძლოა შეზღუდოს პაციენტის მიერ მანქანის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარი.

პრეპარატის მაქსიმალური დღიური დოზა (2250 მგ) შეიცავს 206 მგ (9 მმოლ) ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია ნატრიუმის შემზღუდავ დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, გემციტაბინი აკორდმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, თუ შენიშნავს შემდეგს:

დაღლილობა, გულის წასვლის შეგრძნება, უეცრად განვითარებადი ქოშინი ან კანის სიფერმკრთალე (რადგანაც პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს ჰემოგლობინის რაოდენობის დაქვეითება, რაც ძალიან ხშირი მოვლენაა);

საშუალო ან ძლიერი ინტენსივობის გამონაყარი კანზე (ძალიან ხშირი), ქავილი (ხშირი) ან ცხელება (ძალიან ხშირი) (ალერგიული მოვლენები);

ცხელება ≥ 38C , ოფლიანობა ან ინფექციის სხვა ნიშნები (აღნიშნული შესაძლოა განპირობებული იყოს ე.წ. ნეიტროპენიური ცხელებით, რა დროსაც სისხლში მვეთრად მცირდება ნეიტროფილების რაოდენობა და ვითარდება ცხელება) (ხშირი);

ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში (ხშირი).

გულის არარეგულარული რითმი (არითმია) (სიხშირე უცნობია);

ძლიერი დაღლილობა და სისუსტე, პურპურა ან კანში მცირე ზომის სისხლნაჟღენთები (სისხლჩაქცევები), თირკმლის მწვავე უკმარისობა (შარდის გამოყოფის შემცირება ან შეწყვეტა), და ინფექციის ნიშნები. ეს შეიძლება იყოს თრომბოზული მიკროანგიოპათიის (მცირე ზომის სისხლძარღვებში თრომბების ფორმირება) და ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის მახასიათებლები, რაც შესაძლოა ლეტალური აღმოჩნდეს (ნაკლებად ხშირი);

სუნთქვის გაძნელება (ძალიან ხშირია მსუბუქი სუნთქვის უკმარისობა გემციტაბინის ინფუზიიდან მალევე, რაც მოკლე ვადაში გაივლის, მაგრამ არც ისე ხშირად ან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ფილტვის შედარებით მძიმე პრობლემები) (იშვიათი);

ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტი) (იშვიათი);

ალერგიული რეაქციები: თუ განვითარდა გამონაყარი კანზე (ძალიან ხშირი) / ქავილი (ხშირი), ან ცხელება (ძალიან ხშირი);

ძლიერი ალერგიული რეაქციები, მათ შორის მძიმე გამონაყარი, კანის სიწითლე და ქავილი, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ხახის შეშუპება (რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება), ვიზინგი, ტაქიკარდია, გულისწასვლის შეგრძნება (ანაფილაქსიური რეაქციები)(ძალიან იშვიათი).

გენერალიზებული შეშუპება, ქოშინი ან წონის მატება, რაც გამოწვეულია კაპილართა გაჟონვის სინდრომით (მდგომარეობა, როდესაც მცირე ზომის სისხლძარღვებიდან სითხე ხვდება უჯრედულ სივრცეში) (ძალიან იშვიათი);

თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები, კონფუზია ან გულყრები. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს უკანა შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომის ნიშნებს (ძალიან იშვიათი);

ძლიერი გამონაყარი კანზე ან ქავილი, კანის დაწყლულება ან აშრევება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი) (ძალიან იშვიათი).

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში

სუნთქვის გაძნელება

ღებინება

გულისრევა

თმის ცვენა

ღვიძლის პრობლემები: ვლინდება სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით

სისხლი შარდში

ცვლილებები შარდის ანალიზში: ცილა შარდში

გრიპის-მსგავსი სიმპტომები, მათ შორის, ცხელება

შეშუპება (კოჭების, თითების, ტერფების, სახის შეშუპება)

ხშირი (ვლინდება 100-დან 1-10 შემთხვევაში)

მადის დაქვეითება

თავის ტკივილი

უძილობა

ძილიანობა

ხველა

ცხვირიდან გამონადენი

ყაბზობა

ფაღარათი

ქავილი

ოფლიანობა

კუნთების ტკივილი

ზურგის ტკივილი

ცხელება

სისუსტე

შემცივნება

ინფექციები

ნაკლებად ხშირი (ვლინდება 1 000-დან 1 -10 შემთხვევაში)

ინერსტიციული პნევმონიტი (ფილტვის ჰაეროვანი ბუშტუკების დანაწიბურება)

სასუნთქი გზების სპაზმი (მსტვინავი სუნთქვა)

პათოლოგიური ცვლილებები გულ-მკერდის რენტგენოგრამაზე (ფილტვის დანაწიბურება)

გულის უკმარისობა

ინსულტი

ღვიძლის საშიში დაზიანება, მათ შორის ღვიძლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობა

იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

დაბალი არტერიული წნევა

კანის აქერცვლა, დაწყლულება ან ბუშტუკების წარმოქმნა

რეაქციები ინექციის ადგილას

ფეხის ან ხელის თითების განგრენა

სითხის დაგროვება ფილტვებში

მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ფილტვის ძლიერი ანთება, რომელიც იწვევს სუნთქვის უკმარისობას)

"რადიაციული მეხსიერება" (მზის სხივებით კანის მძიმე დამწვრობის მსგავსი გამონაყარი), რაც შესაძლოა განვითარდეს წარსულში სხივური თერაპიით ნამკურნალებ კანზე.

პერიფერიული სისხლძარღვების ანთება

კანის აშრევება და ძლიერი დაწყლულება.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

თრომბოციტების მომატებული რაოდენობა სისხლში

იშემიური კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ამომფენი შრის ანთება, რაც გამოწვეულია სისხლმომარაგების შემცირებით)

თრომბოზული მიკროანგიოპათია: წვრილ სისხლძარღვებში თრომბების ფორმირება

ჰემოგლობინის რაოდენობის დაქვეითება (ანემია), თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია (დგინდება სისხლის ანალიზებით).

უცნობი სიხშირის

სეპტიცემია (მდგომარეობა, როდესაც ბაქტერიები და მათი ტოქსინები ცირკულირებს სისხლში და აზიანებს ორგანოებს)

ფსევდოცელულიტი (კანის სიწითლე და შეშუპება).

ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენის განვითარებისთანავე, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ არსებობს ეჭვი რომელიმე გვერდითი მოვლენის არსებობის შესახებ.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების სახელმწიფო სისტემის გამოყენებით: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი - l. Jerozolimskie 181C, 02-222 Warszawa, phone: + 48 22 49 21 301, fax: + 48 22 49 21 309, e-mail: [email protected]. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასვე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

შემადგენლობა

გემციტაბინი აკორდის შემადგენლობაL

გემციტაბინი აკორდი ნივთიერების სახით შეიცავვს გემციტაბინს.

კონცენტრატის თითოეული მლ შეიცავს 100 მგ გემციტაბინს (გემციტაბინის ჰიდროქლორიდის სახით).

თითოეული ფლაკონი შეიცავს 200 მგ, 1000 მგ, 1500 მგ ან 2000 მგ გემციტაბინს (გემციტაბინის ჰიდროქლორიდის სახით).

დამხმარე ნივთიერებებია: მაკროგოლი 300, პროპილენ გლიკოლი, უწყლო ეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად), კონცენტრირებული მარილმჟავა (pH-ის დასარეგულირებლად).

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონის გახსნიდან მის განზავებამდე:

თითოეული ფლაკონი ერთჯერადია და მისი გამოყენება უნდა მოხდეს გახსნისთანავე. თუ არ მოხდება დაუყოვნებლივ გამოყენება გახსნის შემდეგ, შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

განზავების შემდეგ:

ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარში განზავების შემდეგ ვლინდება 60 დღე 25C ტემპერატურაზე და 2C-8C შენახვის შემთხვევაში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ არ მოხდება დაუყოვნებლივ გამოყენება გახსნის შემდეგ, შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და ჩვეულებრივ, ის არ უნდა აჭარბებდეს 24 საათს, 2-8oC ტემპერატურაზე თუ პრეპარატის განზავება კონტროლირებულ და დამტკიცებულად ასეპტიურ პირობებში არ ხდება.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ფლაკონზე. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს).

ეს პრეპარატი მზადდება და შეიყვანება სამედიცინო პერსონალის მიერ. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატი უნდა განადგურდეს სამედიცინო პერსონალის მიერ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

გემციტაბინი აკორდი, 100 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

გემციტაბინი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან იფორმაციას შეიცავს.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს. იხ. მე-4 პუნქტი.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს გემციტაბინი აკორდი და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეს პაციენტმა გემციტაბინი აკორდის გამოყენებამდე

გემციტაბინი აკორდის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

გემციტაბინი აკორდის შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს გემციტაბინი აკორდი და რისთვის გამოიყენება ის

გემციტაბინი აკორდი მიეკუთვნება “ციტოტოქსიური” პრეპარატების ჯგუფს. აღნიშნული პრეპარატები კლავენ გაყოფად უჯრედებს, მათ შორის კიბოს უჯრედებს.

გემციტაბინი აკორდი გამოიყენება მონოთერაპიის სახით ან კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, რაც დამოკიდებულია კიბოს ტიპზე.

გემციტაბინი აკორდი გამოიყენება კიბოს შემდეგი ტიპების სამკურნალოდ:

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC), მონოთრეაპიის სახით ან ცისპლატინთან ერთად კომბინაციაში.

პანკრეასის კიბო.

ძუძუს კიბო, პაკლიტაქსელთან ერთად.

საკვერცხის კიბო, კარბოპლატინთან ერთად.

შარდის ბუშტის კიბო, ცისპლატინთან ერთად.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა გემციტაბინი აკორდის გამოყენებამდე

გემციტაბინი აკორდი არ გამოიყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია გემციტაბინის ან პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ.

თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები

გემციტაბინი აკორდის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

პირველი ინფუზიის წინ პაციენტს უნდა გაუკეთდეს სისხლის ანალიზი თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად. ყოველი ინფუზიის წინ პაციენტს ჩაუტარდება სისხლის ანალიზი, რათა შეფასდეს აქვს თუ არა საკმარისი რაოდენობით სისხლის უჯრედები იმისთვის, რომ მიიღოს გემციტაბინი აკორდი. ექიმის გადაწყვეტილებით შეიძლება დოზა შეიცვალოს ან მკურნალობა გადაიდოს, რაც დამოკიდებულია პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე და სისხლის უჯრედების რაოდენობაზე. პერიოდულად, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სისხლის ანალიზი თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად.

უნდა ეცნობოს ექიმს, თუ:

პაციენტს აღენიშნება, ან წარსულში ჰქონია ღვიძლის, თირკმელების, გულის ან სისხლძარღვთა დაავადება;

პაციენტს ახლო წარსულში ჩატარებული აქვს ან აპირებს სხივური თერაპიის ჩატარებას (შესაძლოა განვითარდეს ადრეულია ან მოგვიანებითი რეაქციები სხივური თერაპიის მიმართ);

პაციენტს ახლო წარსულში ჩატარებული აქვს ვაქცინაცია. აღნიშნულ შემთხვევაში, გემციტაბინის გამოყენებას შესაძლოა თან ახლდეს არასასურველი გვერდითი მოვლენები. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ გემციტაბინით მკურნალობის პერიოდში ვითარდება ისეთი მოვლენები, როგორიცაა თავის ტკივილი, კონფუზია, გულყრები ან დარღვევები მხედველობის მხრივ. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს უკანა შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომის (ძალიან იშვიათი ნევროლოგიური სინდრომი) ნიშნებს.

პაციენტს უვითარდება სუნთქვის გაძნელების ან ძლიერი სისუსტის და სიფერმკრთალის ეპიზოდები (შესაძლოა იყოს თირკმლის უკმარისობის ნიშანი).

პაციენტი არის ალკოჰოლზე დამოკიდებული, ვინაიდან აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლი).

პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია, ვინაიდან აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლი)

პაციენტს აღენიშნება კაპილართა გაჟონვის სინდრომი, რა დროსაც, მცირე ზომის სისხლძარღვებიდან სითხე ხვდება უჯრედულ სივრცეში. სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს კიდურების ან სახის შეშუპებას, წონის მატებას, ჰიპოალბუმინემიას (ალბუმინის დონის დაქვეითება შრატში), ჰიპოტენზიას, თირკმელების მწვავე უკმარისობას ან ფილტვისმიერ შეშუპებას.

თუ პაციენტს აღენიშნება შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომის, რაც ვლინდება გონების კარგვით, გულყრებით, თავის ტკივილით, მხედველობითი დარღვევებით, ფოკალური ნევროლოგიური სიმპტომებით და მწვავე ჰიპერტენზიით.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი ცნობების გამო, პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს, თუ იღებს ან ახლო წარსულში იღებდა სხვა პრეპარატებს, რაც მოიცავს ვაქცინაციას და ურეცეპტოდ მიღებულ პრეპარატებსაც.

ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციული ფუნქცია

პაციენტმა პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, ძუძუთი კვებავს ბავშვს ან აპირებს დაორსულებას.

გემციტაბინი აკორდი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. ექიმი პაციენტთან ერთად განიხილავს პრეპარატის ორსულობის პერიოდში გამოყენებასთან ასოცირებულ პოტენციურ რისკებს.

გემციტაბინი აკორდით მკურნალობის პერიოდში ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

რეპროდუქციული ფუნქცია

მამაკაცებისთვის, გემციტაბინი აკორდით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის შემდგომ 6 თვის განმავლობაში, არ არის რეკომენდებული ბავშვის ყოლა. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარამაცევტს თუ მას სურს აღნიშნულ პერიოდში ბავშვის ყოლა. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს შეუძლია კონსულტაცია გაიაროს სპერმის შენახვის შესახებ.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა

პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღების ფონზე. პრეპარატში არსებული ალკოჰოლის რაოდენობამ, შესაძლოა შეზღუდოს პაციენტის მიერ მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარი. დაუშვებელია მანქანის მართვა ან სხვა მექანიზმებზე მუშაობა სანამ პაციენტი არ დაწმუნდება, რომ გემციტაბინე აკორდი არ იწვევს ძილიანობას.

გემციტაბინი აკორდი შეიცავს 44% w/v უწყლო ეთანოლს, ანუ დაახლოებით 9.9 გ-მდე მაქსიმალურ დღიურ დოზაზე (2250 მგ), რაც 250 მლ ლუდში ან 100 მლ ღვინოში შემავალი ალკოჰოლის რაოდენობის ექვივალენტურია.

სახიფათოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის.

გასათვალისწინებელია ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ბავშვებში და მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში, მაგ. ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტებში;

ალკოჰოლის იმ რაოდენობამ, რომელსაც ეს პრეპარატი შეიცავს, შესაძლოა შეცვალოს სხვა პრეპარატების ეფექტი.

ალკოჰოლის იმ რაოდენობამ, რომელსაც ეს პრეპარატი შეიცავს, შესაძლოა შეზღუდოს პაციენტის მიერ მანქანის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარი.

პრეპარატის მაქსიმალური დღიური დოზა (2250 მგ) შეიცავს 206 მგ (9 მმოლ) ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია ნატრიუმის შემზღუდავ დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.

  • გემციტაბინი აკორდის მიღების წესი

გემციტაბინი აკორდის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1000-1250 მგ-ს სხეულის ზედაპირის ფართობის ყოველი კვადრატული მეტრისათვის. პაციენტის სიმაღლე და წონა იზომება იმისათვის, რომ განისაზღვროს მისი სხეულის ზედაპირის ფართობი. მკურნალი ექიმი იყენებს სხეულის ზედაპირის ფართობს სწორი დოზირებისათვის. აღნიშნული დოზა შეიძლება შეიცვალოს ან მკურნალობა გადაიდოს, რაც დამოკიდებულია სისხლში უჯრედების რაოდენობასა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.

გემციტაბინი აკორდის მიღების სიხშირე დამოკიდებულია კიბოს ტიპზე, რომლის გამოც მკურნალობს პაციენტი.

გამოყენების წინ, კლინიკის ფარმაცევტი ან ექიმი განაზავებს გემციტაბინი აკორდს.

გემციტაბინი აკორდის გამოყენება ხდება ვენაში ინფუზიის სახით. ინფუზიის ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წუთია.

პრეპარატი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, გემციტაბინი აკორდმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, თუ შენიშნავს შემდეგს:

დაღლილობა, გულის წასვლის შეგრძნება, უეცრად განვითარებადი ქოშინი ან კანის სიფერმკრთალე (რადგანაც პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს ჰემოგლობინის რაოდენობის დაქვეითება, რაც ძალიან ხშირი მოვლენაა);

საშუალო ან ძლიერი ინტენსივობის გამონაყარი კანზე (ძალიან ხშირი), ქავილი (ხშირი) ან ცხელება (ძალიან ხშირი) (ალერგიული მოვლენები);

ცხელება ≥ 38C , ოფლიანობა ან ინფექციის სხვა ნიშნები (აღნიშნული შესაძლოა განპირობებული იყოს ე.წ. ნეიტროპენიური ცხელებით, რა დროსაც სისხლში მვეთრად მცირდება ნეიტროფილების რაოდენობა და ვითარდება ცხელება) (ხშირი);

ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში (ხშირი).

გულის არარეგულარული რითმი (არითმია) (სიხშირე უცნობია);

ძლიერი დაღლილობა და სისუსტე, პურპურა ან კანში მცირე ზომის სისხლნაჟღენთები (სისხლჩაქცევები), თირკმლის მწვავე უკმარისობა (შარდის გამოყოფის შემცირება ან შეწყვეტა), და ინფექციის ნიშნები. ეს შეიძლება იყოს თრომბოზული მიკროანგიოპათიის (მცირე ზომის სისხლძარღვებში თრომბების ფორმირება) და ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის მახასიათებლები, რაც შესაძლოა ლეტალური აღმოჩნდეს (ნაკლებად ხშირი);

სუნთქვის გაძნელება (ძალიან ხშირია მსუბუქი სუნთქვის უკმარისობა გემციტაბინის ინფუზიიდან მალევე, რაც მოკლე ვადაში გაივლის, მაგრამ არც ისე ხშირად ან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ფილტვის შედარებით მძიმე პრობლემები) (იშვიათი);

ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტი) (იშვიათი);

ალერგიული რეაქციები: თუ განვითარდა გამონაყარი კანზე (ძალიან ხშირი) / ქავილი (ხშირი), ან ცხელება (ძალიან ხშირი);

ძლიერი ალერგიული რეაქციები, მათ შორის მძიმე გამონაყარი, კანის სიწითლე და ქავილი, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ხახის შეშუპება (რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება), ვიზინგი, ტაქიკარდია, გულისწასვლის შეგრძნება (ანაფილაქსიური რეაქციები)(ძალიან იშვიათი).

გენერალიზებული შეშუპება, ქოშინი ან წონის მატება, რაც გამოწვეულია კაპილართა გაჟონვის სინდრომით (მდგომარეობა, როდესაც მცირე ზომის სისხლძარღვებიდან სითხე ხვდება უჯრედულ სივრცეში) (ძალიან იშვიათი);

თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები, კონფუზია ან გულყრები. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს უკანა შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომის ნიშნებს (ძალიან იშვიათი);

ძლიერი გამონაყარი კანზე ან ქავილი, კანის დაწყლულება ან აშრევება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი) (ძალიან იშვიათი).

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში

სუნთქვის გაძნელება

ღებინება

გულისრევა

თმის ცვენა

ღვიძლის პრობლემები: ვლინდება სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით

სისხლი შარდში

ცვლილებები შარდის ანალიზში: ცილა შარდში

გრიპის-მსგავსი სიმპტომები, მათ შორის, ცხელება

შეშუპება (კოჭების, თითების, ტერფების, სახის შეშუპება)

ხშირი (ვლინდება 100-დან 1-10 შემთხვევაში)

მადის დაქვეითება

თავის ტკივილი

უძილობა

ძილიანობა

ხველა

ცხვირიდან გამონადენი

ყაბზობა

ფაღარათი

ქავილი

ოფლიანობა

კუნთების ტკივილი

ზურგის ტკივილი

ცხელება

სისუსტე

შემცივნება

ინფექციები

ნაკლებად ხშირი (ვლინდება 1 000-დან 1 -10 შემთხვევაში)

ინერსტიციული პნევმონიტი (ფილტვის ჰაეროვანი ბუშტუკების დანაწიბურება)

სასუნთქი გზების სპაზმი (მსტვინავი სუნთქვა)

პათოლოგიური ცვლილებები გულ-მკერდის რენტგენოგრამაზე (ფილტვის დანაწიბურება)

გულის უკმარისობა

ინსულტი

ღვიძლის საშიში დაზიანება, მათ შორის ღვიძლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობა

იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

დაბალი არტერიული წნევა

კანის აქერცვლა, დაწყლულება ან ბუშტუკების წარმოქმნა

რეაქციები ინექციის ადგილას

ფეხის ან ხელის თითების განგრენა

სითხის დაგროვება ფილტვებში

მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ფილტვის ძლიერი ანთება, რომელიც იწვევს სუნთქვის უკმარისობას)

"რადიაციული მეხსიერება" (მზის სხივებით კანის მძიმე დამწვრობის მსგავსი გამონაყარი), რაც შესაძლოა განვითარდეს წარსულში სხივური თერაპიით ნამკურნალებ კანზე.

პერიფერიული სისხლძარღვების ანთება

კანის აშრევება და ძლიერი დაწყლულება.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

თრომბოციტების მომატებული რაოდენობა სისხლში

იშემიური კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ამომფენი შრის ანთება, რაც გამოწვეულია სისხლმომარაგების შემცირებით)

თრომბოზული მიკროანგიოპათია: წვრილ სისხლძარღვებში თრომბების ფორმირება

ჰემოგლობინის რაოდენობის დაქვეითება (ანემია), თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია (დგინდება სისხლის ანალიზებით).

უცნობი სიხშირის

სეპტიცემია (მდგომარეობა, როდესაც ბაქტერიები და მათი ტოქსინები ცირკულირებს სისხლში და აზიანებს ორგანოებს)

ფსევდოცელულიტი (კანის სიწითლე და შეშუპება).

ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენის განვითარებისთანავე, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ არსებობს ეჭვი რომელიმე გვერდითი მოვლენის არსებობის შესახებ.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების სახელმწიფო სისტემის გამოყენებით: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი - l. Jerozolimskie 181C, 02-222 Warszawa, phone: + 48 22 49 21 301, fax: + 48 22 49 21 309, e-mail: [email protected]. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასვე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

  • გემციტაბინი აკორდის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონის გახსნიდან მის განზავებამდე:

თითოეული ფლაკონი ერთჯერადია და მისი გამოყენება უნდა მოხდეს გახსნისთანავე. თუ არ მოხდება დაუყოვნებლივ გამოყენება გახსნის შემდეგ, შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

განზავების შემდეგ:

ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარში განზავების შემდეგ ვლინდება 60 დღე 25C ტემპერატურაზე და 2C-8C შენახვის შემთხვევაში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ არ მოხდება დაუყოვნებლივ გამოყენება გახსნის შემდეგ, შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და ჩვეულებრივ, ის არ უნდა აჭარბებდეს 24 საათს, 2-8oC ტემპერატურაზე თუ პრეპარატის განზავება კონტროლირებულ და დამტკიცებულად ასეპტიურ პირობებში არ ხდება.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ფლაკონზე. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს).

ეს პრეპარატი მზადდება და შეიყვანება სამედიცინო პერსონალის მიერ. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატი უნდა განადგურდეს სამედიცინო პერსონალის მიერ.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია:

გემციტაბინი აკორდის შემადგენლობაL

გემციტაბინი აკორდი ნივთიერების სახით შეიცავვს გემციტაბინს.

კონცენტრატის თითოეული მლ შეიცავს 100 მგ გემციტაბინს (გემციტაბინის ჰიდროქლორიდის სახით).

თითოეული ფლაკონი შეიცავს 200 მგ, 1000 მგ, 1500 მგ ან 2000 მგ გემციტაბინს (გემციტაბინის ჰიდროქლორიდის სახით).

დამხმარე ნივთიერებებია: მაკროგოლი 300, პროპილენ გლიკოლი, უწყლო ეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად), კონცენტრირებული მარილმჟავა (pH-ის დასარეგულირებლად).

გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

გემციტაბინი აკორდი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის გამჭვირვალე, უფერო - ოდნავ მოყვითალო ხსნარი. მოთავსებულია გამჭვირვალე შუშის ფლაკონში, რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით. შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

შეფუთვის ზომები:

1 ფლაკონი 2 მლ.

1 ფლაკონი 10 მლ.

1 ფლაკონი 15 მლ.

1 ფლაკონი 20 მლ.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,

ul. Taśmowa 7, 02-677, Warszawa, Poland

აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო

ტასმოვას ქ. 02-677, ვარშავა, პოლონეთი

მწარმოებელი

Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,

ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice, Poland

აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო

ლუტომიერსკას ქ. 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი

ეს სამკურნალო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში ლიცენზირებულია შემდეგი სახელწოდებებით:

წევრი ქვეყანა

პრეპარატის დასახელება

ნიდერლანდები

Gemcitabine Accord 100 mg/ml Concentraat voor Oplossing voor Infusie

ავსტრია

Gemcitabin Accord 100 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung

ბელგია

Gemcitabine Accord Healthcare 100 mg/ml

Solution à Diluer pour Perfusion / concentraat voor oplossing voor infusie / Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung

ბულგარეთი

Gemcitabine Accord 100 mg/ml Concentrate for Solution for Infusion

კვიპროსი

Gemcitabine Accord 100 mg Concentrate for

Solution for Infusion

ჩეხეთი

Gemcitabine Accord 100 mg/ml Koncentrát pro Přípravu Infuzního Roztoku

გერმანია

Gemcitabine Accord 100 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung

დანია

Gemcitabin Accord

ესტონეთი

Gemcitabine Accord 100 mg/ml

საბერძნეთი

GEMCITABINE / ACCORD

ესპანეთი

Gemcitabina Accord 100 mg/ml concentrado para solución para perfusión

ფინეთი

Gemcitabine Accord 100 mg/ml

Infuusiokonsentraatti, Liuosta Varten

უნგრეთი

Gemcitabine Accord 100 mg/ml Concentrate for Solution for Infusion

ირლანდია

Gemcitabine 100 mg/ml Concentrate for Solution for Infusion

იტალია

GEMCITABINA ACCORD

ლიტვა

Gemcitabine Accord 100 mg/ml koncentrāts

infūziju šķīduma pagatavošanai

ლატვია

Gemcitabine Accord 100mg/ml koncentratas

infuziniam tirpalui

მალტა

Gemcitabine 100 mg/ml Concentrate for Solution for Infusion

ნორვეგია

Gemcitabine Accord

პოლონეთი

Gemcitabinum Accord

პორტუგალია

Gemcitabine Accord

სლოვაკეთი

Gemcitabine 100 mg/ml concentrate for solution for infusion

რუმინეთი

Gemcitabina 100 mg / ml concentrat pentru soluţie perfuzabilă.

შვედეთი

Gemcitabine Accord

ინსტრუქციის საბოლოო დამტკიცების თარიღი: იანვარი 2020.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო და ჯანდაცვის პერსონალისათვის:

გამოყენების, მოხმარების და განადგურების ინსტრუქცია

გამოყენებამდე საჭიროებს განზავებას სათანადო წესის დაცვით. გემციტაბინის კონცენტრაცია გემციტაბინი აკორდში განსხვავდება გემციტაბინის შემცველი სხვა პრეპარატებისგან.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ხსნარი წარმოადგენს კონცენტრატს (100 მგ/მლ), რომლის განუზავებელი ფორმით გამოყენებამ, შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ინტოქსიკაცია. პრეპარატი გამოყენებამდე საჭიროებს განზავებას.

გემციტაბინის ინტრავენური საინფუზიო ხსნარის მომზადების დროს გამოიყენება ასეპტიური ტექნიკა.

გემციტაბინი აკორდი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის გამჭვირვალე, უფერო – ოდნავ ყვითელი ხსნარი კონცენტრაციით 100 მგ/მლ გემციტაბინი. კონცენტრატი უნდა განზავდეს სტერილური ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარით, კონსერვანტების გარეშე, საბოლოო კონცენტრაციამდე _ 0.1-დან 9 მგ/მლ-მდე. განზავებული ხსნარი Aარის გამჭვირვალე, უფერო - ოდნავ მოყვითალო ფერის.

განზავებული ხსნარის პოლივინილქლორიდის(PVC) კონტეინრერებში შენახვისას, შესაძლოა მოხდეს დი-(2-ეთილჰექსილ)ფთალატის (პოლივინილქლორიდის ერთ-ერთი ინგედიენტი) გამოყოფა. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, პრეპარატი არ უნდა იქნეს შენახული პოლივინილქლორიდის (PVC) შემცველ კონტეინრერებში.

სიფრთხილის ზომები განზავებისას

ფლაკონის გახსნიდან მის განზავებამდე:

თითოეული ფლაკონი განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის და მისი გამოყენება უნდა მოხდეს გახსისთანავე. თუ არ მოხდა გახსნისთანავე გამოყენება, გახსნის შემდეგ შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

განზავების შემდეგ: ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარში განზავების შემდეგ ვლინდება 60 დღე 25C და 2C-8C ტემპერატურაზე შენახვის შემთხვევაში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ გახსნის შემდეგ, შენახვის ხამგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და ჩვეულებრივ, არ უნდა აჭარბებდეს 24 საათს, 2-8oC ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განზავება მოხდა კონტროლირებულ და დამტკიცებულ ასეპტიურ პირობებში.

საინფუზიო ხსნარის მომზადება

გემციტაბინი აკორდი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 100 მგ გემციტაბინს თითოეულ მლ-ში. შეყვანამდე აუცილებელია განზავება.

თუ ფლაკონები ინახება მაცივარში, გემციტაბინის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის საჭირო რაოდენობის ფლაკონები გამოყენებამდე 5 წუთის განმავლობაში უნდა გაჩერდეს 25C-მდე ტემპერატურაზე. პაციენტისთვის საჭირო დოზის მისაღებად, შესაძლოა საჭირო იყოს გემციტაბინის კონცენტრატის ერთზე მეტი ფლაკონი.

გემციტაბინი აკორდის საჭირო მოცულობა უნდა შეგროვდეს ასეპტიურად, კალიბრირებადი შპრიცის გამოყენებით.

პრეპარატის საჭირო კონცენტრაცია უნდა შეერიოს 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარის შემცველ საინფუზიო ტომარას. შერევა უნდა მოხდეს ხელის რყევითი მოძრაობებით. დასაშვებია დამატებითი განზავება, იმავე გამხსნელის გამოყენებით, სამიზნე კონცენტრაციი - 0.1 - 9 მგ/მლ მიღებამდე.

გემციტაბინის მაქსიმალური დოზის მიხედვით (დაახ. 2.25 გ), რომლის კონცენტრაციაც შესაძლოა იყოს 4.5 მგ/მლ (500 მლ გამხსნელში განზავებისას) - 9 მგ/მლ (250 მლ გამხსნელში განზავებისას), ოსმოლარობის შესაბამისი მაჩვენებლები შეადგენს 1000 მოსმ/კგ-დან 1700 მოსმ/კგ-მდე.

როგორც ყველა პარენტერალური პრეპარატის შემთხვევაში, გემციტაბინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებამდე უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად, ხსნარში თავისუფალი ნაწილაკების არსებობის და ფერის ცვლილების შესამოწმებლად. თავისუფალი ნაწილაკების აღმოჩენის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს.

მომზადებისა და გამოყენების სიფრთხილის ზომები

ციტოტოქსიური საშუალებების უსაფრთხოების წესების დაცვა უნდა განხორციელდეს საინფუზიო ხსნარის მომზადებისა და განადგურების დროს. საინფუზიო ხსნარის მომზადება უნდა მოხდეს უსაფრთხო ყუთში და დამცავი ხალათისა და ხელთათმანების გამოყენებით. თუ უსაფრთხო ყუთი არ არის ხელმისაწვდომი, აღჭურვილობა უნდა ჩანაცვლდეს ნიღბითა და დამცავი სათვალეებით.

პრეპარატის თვალში მოხვედრამ შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული გაღიზიანება. თვალები დაუყოვნებლივ კარგად უნდა გამოირეცხოს წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, უნდა ეცნობოს ექიმს. თუ ხსნარი მოხვდება კანზე, კარგად უნდა ჩამოიბანოს წყლით.

განადგურება

ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე

კოლოფი

  • პროდუქტის დასახელება

გემციტაბინი აკორდი, 100 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

გემციტაბინი

  • აქტიური ნივთიერება

კონცენტრატის თითოეული მლ შეიცავს გემციტაბინის ჰიდროქლორიდს, 100 მგ გემციტაბინის ექვივალენტური რაოდენობით.

თითოეული 10 მლ-ანი ფლაკონი შეიცავს 1000 მგ გემციტაბინს (გემციტაბინის ჰიდროქლორიდის სახით).

  • დამხმარე ნივთიერებების სია

მაკროგოლი 300, პროპილენ გლიკოლი, უწყლო ეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად), კონცენტრირებული მარილმჟავა (pH-ის დასარეგულირებლად).

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ინსტრუქციას

  • ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

1 ფლაკონი

10 მლ

  • მიღების წესი და მეთოდი

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

გამოიყენება ინტრავენურად, განზავების შემდეგ.

გამოყენებამდე დაკვირვებით გაეცანით ინსტრუქციას.

  • განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • სხვა განსაკუთრებული მითითება, საჭიროების შემთხვევაში

გამოყენებამდე საჭიროა განზავება.

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

  • შენახვის ვადა:

Exp:

  • შენახვის განსაკუთრებული პირობები:
  • განსაკუთრებული მითითებები აღნიშნული პრეპარატიდან მიღებული გამოუყენებელი ნარჩენი სამედიცინო პროდუქცის განადგურების შესახებ, თუ ასეთი არსებობს:
  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,

ul. Taśmowa 7, 02-677, Warszawa, Poland

აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო

ტასმოვას ქ. 02-677, ვარშავა, პოლონეთი

  • წარმოების ლიცენზიის ნომერი
  • სერიული ნომერი
  • გაცემის საერთო კლასიფიკაცია
  • გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

  • ბრაილი
  • უნიკალური იდენტიფიკატორი - 2D შტრიხ-კოდი

< 2D შტრიხ-კოდი, რომელიც შეიცავს უნიკალურ იდენტიფიკატორს >

  • უნიკალური იდენტიფიკატორი - ადამიანის მიერ კითხვადი ინფორმაცია

PC:

SN:

  • სხვა

ციტოტოქსიური პრეპარატი.

ყურადღება! პრეპარატი მაღალი კონცენტრაციით (100 მგ/მლ). განზავების შემდგომი შენახვის ვადა იხ. გამოყენების ინსტრუქციაში.

ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გამოიყენება მხოლოდ მკაცრი სამედიცინო მონიტორინგის პირობებში.

ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე

ფლაკონი

  • პროდუქტის დასახელება

გემციტაბინი აკორდი, 100 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

გემციტაბინი

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
  • შენახვის ვადა:

EXP:

  • სერიული ნომერი

სერია:

  • სხვა

გამოიყენება ინტრავენურად, განზავების შემდეგ.

გამოყენებამდე დაკვირვებით გაეცანით ინსტრუქციას.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა